შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აკრძალული გრძნობები (სრულად)


4-08-2019, 14:06
ავტორი თუკა
ნანახია 7 807

აკრძალული გრძნობები (სრულად)

გაზაფხულის პირველი დღე იდგა, ხეებს უკვე დაეწყოთ კვირტების გამოჩენა, თითქოს მთელი სამყარო შეხაროდა მზის გამოჩენას დიდი და გაუსაძლისი ზამთრის შემდეგ..ჩემი გულიც მოლოდინით ივსებოდა, თანდათან სევდაც ეპარებოდა და გაუსაძლისი ხდებოდა ატანა და გადატანა ამ ყელაფრის...
ქუჩაში მარტო ჩემს ფიქრებთან ერთად მივსეირნობდი, ჯერ კიდევ გათოშლი ხელები ჯიბეებში ჩავიწყე, ყურსასმენები გავიკეთე და ფიქრებშ უფრო გადავვარდი.. მივდიოდი იქ სადაც ეს გზა წამიყვანდა, არ მინდოდა ფიქრი არაფერზე.. ახლა მხოლოდ მარტო ყოფნა და ჩემს თავთან დარჩენა ყველაფერს მერჩივნა....
კარგა ხნის შემდეგ დავბრუნდი სახლშ და დედაჩემის აღელვებული სახე გადამეყარა კართან..
– ტასო, ასე შეიძლება?? სად დადიხარ ამდენ ხანს? გოგოები მოვიდნენ გელოდებიან, გირეკავენ და არ პასუხობ. ერთხელაც იქნება გადამიყოლებ ზედ..
– დედა, არაფერი მომხდარა. ნახე აქ ვარ. ცოცხალი და საღ–სალამათი... წავალ გოგოებთან..
– მიდი , თორემ გამგიჟეს, მაგ აუტანლებმა– ღიმილით მითხრა დედაჩემმა და თავზე მაკოცა...
ჩემი ოთახი ყირაზე დაეყენებინათ, დიანას და სოფოს.. გაოცებული და ამავე დროს გაბრაზებული მზერა ვესროლე ორივეს და მაშინვე წამოხტნენ საწოლიდან...
– ახლავე მივალაგებ ყველაფერს– სწრაფად მომახალა დიანამ და სოფოს მუჯლუგუნი უთავაზა მალეო...
– მათ ქცევაზე გულიანად გამეცინა და საწოლზე ჩამოვჯექი..დავჯექი თუ არა ორივე გვერდით მომიჯდა და ჩემს სიტყვას დაელოდნენ..
– ხვალ რას ვაკეთებთ? დარეკეს ბიჭებმა??–
– აუუუ, მეგონა იტყოდი გარეთ მაგარი ბიჭი გავიცანიო და შენ კიდე რა... ტასო, მარტო ირაკლის დაბადების დღე განაღვლებს...
– დიანა ახლა ნერვებს ნუ მომიშლი კარგი??? 25 წელია ასე ვართ ყველანი, ერთმანეთის დაბადების დღეები გვიხარია და ახლა ოცდამეექვსე წელს გადავირიოთ?? ხვალ ირაკლის დაბადების დღეა, ასე რომ სურპრიზი უნდა მოვუწყოთ ,
– შენ ირაკლი გადარდებს თუ დაბადების დღე, სიცილს არ წყვეტდა დიანა და ჩემი მოთმინების ფიალაც ივსებოდა...
– გაჩერდი თორე გვცემს, ახლაც მშვიდი და აუღელვებელი ტონით ჩაერთო სოფო და დიანას გვერდში უჩქმიტა... ტასო მართალია, წინა თვეს შენი დაბადების დღე რომ გადავიხადეთ ხო გაგიხარდა... ახლა ირაკლის ჯერია.. თანაც არ ელოდება.. და საჩუქარზე რა მოვიფიქროთ?? ბიჭებს დავურეკოთ ამოვიდნენ და რამე გავაკეთოთ რა....
– გენიოსი ხარ სოფი.. დილიდან ვურეკავ ლადოს და მათეს მაგრამ რად გინდა..არც ერთი მპასუხობს. ლადომ ძლივს მომწერა შეხვედრაზე ვარ საღამოს გნახავო. მათე ალბად ცოცხლებში აღარაა...
– ასე ნუ იცი ეს ლაპარაკი ტასო. ალბად არ სცალია, სამსახურშია....– მაშინვე მისი დაცვა დაიწყო დიანამ და თვალი ჩამიკრა...
– ვერ ვიჯერებ რომ ამდენი წელია ერთად ვართ. ჩვენ ექვსნი. ასე ბავშობიდან ტას– თვალები ამიფახუნა სოფიმ და გამიღიმა...
– კარგი, ვიცი ეს შენი თვალების ფახუნი რასაც ნიშნავს, ველაფერს მე მოვაგვარებ არც ერთი არ მჭირდებით. საჩუქარსად მე ვიყიდი... ტყუილად მქონდა თქვენი იმედნი რა.. სამსახურშიც მე წავალ, უნივრსიტეტშიც აი ასე...
– რა ბრაზიანი ხარ გოგო... შენ უნდა მოაგვარო დიახაც, ირაკლის ყველაზე კარგად შენ უგებ და ისიც შენზე გიჟდება და...
– რა მწარე ენა გაქვს დიანა,, ამოგაძრობ ერთხელ და დარჩები მუნჯი...
გოგოები ხელის კვრით გავყარე სახლიდან და საწოლზე დავემხე... თავში არაფერი მომდიოდა აზრად რა შეიძლებოდა გამეკეთებინა.. ბოლოს ისევ ჩვენი სახლი გამახსენდა ტაბახმელაში და გახარებული წამოვხტი ფეხზე...

**
რვა საათი ხდებოდა, ირაკლი ჯერ კიდევ კონფერენციაზე იჯდა და გაშტერებული უსმენდა ყველას... საოცრად უკვირდა რომ დიიდან არავის გაახსენდა მისი დაბადების დღე. საუკეთესო მეგობრებმაც კი არ მიულოცეს.... მაგიდაზე დადებული მობილური აწკრიალდა და ყველას მზერა მისკენ მიიმართა. მაშინვე ხელი სტაცა ტელეფონს და კაბინეტიდან გარეთ გავიდა...
– ლადო არ მცალია, შეხვედრა მაქვს. უკრაინელები კონფერენციას ატარებენ და...
– რა უკრაინელები იკა.. მისმინე ტასო დაიკარგა.. გუშინ საღამოსმერე არავის უნახავს.. ძლურად წამოდი რა ტაბახმელაში ამყევი. მათე გოგოებთან ერთად ეძებს..
– რას ნიშნავს დაიკარგა.. ამხელა გოგო როგორ დაიკარგა ლადო , ფურცელი ხომ არაა...
– მიდი გამოდი რა, მაგისი დრო გვაქს?? ლამისაა გაგიჟდეს დედამისი...
– კარგი. 15 წუთში შენთან ვიქნები და ავიდეთ...
სახეზე ცივმა ოფლმა დაასხა, ეს პირველი შემთხვევა იყო როცა ასე ძალიან განიცადა ტასოს ამბავი. გულზე მაგრად მიიჭირა ხელი და კაბინეტში დაბრუნდა... ფეხზე მდგარ პარტნიორს ყურში რაღაც უჩურჩულა და დროებით დაემშვიდობა.. ლამის სირბილით წავიდა მანქანამდე და წუთში 100კმ/სთ სიჩქარით დაძრა მანქანა ადგილიდან... მტეი გზა ფიქრობდა სად შეიძლება ყოფილიყო ტასო.... უკვირდა კიდეც მისი ასე გაუჩინარე.ა ის მათში ყველაზე ენერგიული, ხალისიანი და მოტივირებული იყო.... გამწარებულმა დაკრა მუშტი საჭეს და ლადოს დაურეკა ორ წუთში გარეთ დამხვდიო...
მთელი გზა არ ცხრებოდა იკა, ამაოდ ცდილობდა ლადო მის დამშვიდებას. ერთ პირობ სიმართლის თქმაც კი დააპირა მაგრამ უმალ წარმოიდგინა მეგობრების სახე რომლებიც ასე მალავდნენ ამ ამბავს..
უკვე კრგად ბნელოდა. სალიდან ჩამი–ჩუმი არ ისმოდა. მთელი ენერგია მოკრიბა ირაკლიმ და მანქანიდან გადავიდა..
– ლადო, რომ ვერ ვიპოვოთ. აქ არ ჩანს, მერე რა ვქნათ?
– წამოდი შევიდეთ ჯერ. იქნება ეზოს უკანა მხარესაა და ამიტომ არ უნთია სინათლე..
– იმედია.. თორე მართლა აღარ ვიცი სხვაგან სად იქნება ეს გგო.. ასე რატომ გააკეთა ლადო..
– ტვინი ნუ წამიღე, შევიდეთ ჯერ–თქო.. მოთმინების ფიალა ამოევსო ლადოს და ძმაკაცს გვერდში გაკრა ხელი....
სახლში სიჩუმე გამეფებულიყო.... სიბნელეს მოეცვა გარემო.... სინათლის ასანტებად გაიწია ირაკლიმ რომ მოულოდნელად განათდა ყველაფერი და მის წინ საოცარი სანახაობა გადაიშალა...
– აუ შანსი არააა ტო.. როგორ გამაცურეთ ეეეე....– სიცილით დაიძახა ხმამაღლა და მისკენ მიმავალი ტასო გულში ჩაიკრა.... ჩემი კრეატიული გოგო ხარ შენ... საუკეთესო.. არავინ მომედაოთ , ეს ამ გიჟის მოფიქრებული იქნება ზუსტად ვიცი..
– შენთვის , ყველაფერს გავაკეთებ....– იმიტომ რომ..
– საუკეთესო ვარ......
– ასეა, არ გედავები... გილოცავ ჩემო საყვარელო.....–მთელი ძალით მიეკრა გულზე ტასო და მისი სურნელი უხვად ჩაისუნთქა...
ყოველი ადამიანის ცხოვრებაში არსებობს დღე რომელიც მთელი ცხოვრება გახსოვს და არ იშლება გონებიდან.. მაგიდის გარშემო მჯდარი ექვსი მეგობარი, რომლებიც ერთად დაიბადნენ და გაიზარდნენ ეს უკვე ისტორაული მოვნელა იყო.. რა ან ვინ უნდა ყოფილიყო რომ მათი ეს სიახლოვე მეგობრობა და გაგება დაეშალა.. ასეთი ძალა ამ ქვეყნად არ არსებობდა...
– თქვენ ჩემი ოჯახი ხართ, ფეხზე წამოდგა ირაკლი და მეგობრებს გადახედა.. მე ახლაც თვალწი მიდგას ის დღეები როცა ეზოშ ვტამაშობდით და ერთმანეთს ვცემდით.. გახსოვს მათე. ტასომ როგორ გვცემა ერთხელ???– მოგონებები ამოშალა ირალიმ და გამომხედა...
– ნწ, მთელი ცხოვრება უნდა მაყვედრო არა? საცემები იყავით და გცემეთ.. ღირსი იყავი... აბა ჩემი თოჯინა რომ ტალახშ ჩააგდე რა გეგონა???
– არა, იმ ტავიდან ერჩოდა ძალა ტასოს რა....სკოლაშიც სულ ეს ჩხუბობდა. ისე უნივერსიტეტეში არავინ გიცემია????
– არა, გინებას თუ დაძაბავ გაიხსენებ რომ უნივერსიტეტეშ ტქვენ იბრძოდით ჩემს მაგივრად...
– აუ აუ , გამახსენდა– სიცილი მოაყოლა ლადომ და მეგობრებს გადახედა.. ის რიჟა ტიპი რომ ვცემეთ გახსოვს??? ეს ტასო ყველა გიჟს და გადარეულს შენ იკიდებ...
– კიიი, მაგაში ბადალი არ მყავს ლადშ გიჟების მაგნიტი ვარ– ვაღიარებ....
– გიჟების არ ვიცი მაგრამ ჩემი მაგნიტი ხარ შენ– სრული სერიოზულობით წარმოთქვა ირაკლიმ და შემომხედა.. საუკეთესო ხარ, ჩვენ შორის ყველაზე კარგი ტას.. ყველაზე თბილი და მოსიყვარულე..
– შენი დამიკოდებულება რო არ ვიცოდე ვიფიქრებდი რომ სიყვარულში გამოუტყდი– მაშნვე მორიგი სისულელე წამოროშა დიანამ და გაიღრიჭა...
– ზოგადად, ენა იმიტომ არის კბილი დააჭირო– გაბრაზებულმა მივახალე და მაგიდიდან ავდექი..
მაგრად მივიჭირე საფეთქლებზე ხელი და ცრემლებს წამოსვლა ავუკრძალე..მიწაზე დავჯექი და ღრუბლებით დაფარულ ცას ავხედე... ჰაერში უკვე გაზაფხულის სურნელი იგრძნობოდა.. ვბრაზობდი, მაგრამ არ ვიცოდი რაზე. იმზე რომ დიანამ სისულელე წამოროშა თუ იმაზე რომ მეშინოდა მომავლის და ტკივილის... უმალ ვიგრძენი ხელის შეხება მხარზე და ირაკლის სითბომ დამიარა ტანში...
– ბუტია , არასოდეს შეიცვლები არა? ბავშობიდან ასეთი იყავი. ბუტიააა.. და ამიტომ მიყვარდი ყველაზემეტად.. შენი შემორიგება მუდამ ერთი ცალკე ისტორია იყო ხო ასეა??
– ხო??არადა ხუთი წუთის წინ ყველაზე კარგი ვიყავი მე ირაკლი...
– რატომ ბრაზობ? თითქოს არ იცნობდე დიანას.. ხო იცი რა ლაპარაკი აქვს, სისულელეებს ლაპარაკობს მუდამ...
– არ მომწონს მე მისი ეს სისულელე, არააა.... ცრემლების დასამალად გაქცევა ვამჯობინე რომ მაშინვე დამიჭირა და თავისკენ შემატრიალა.
– ეს ბოლო პერიოდია ვეღარ გცნობ ტასო.. რატომ ხარ სულ გაღიზიანებული? ხდება რამე? ტასო შემომხედე თვალებში....
– არაფერი ირაკლი... არ მიყვარს ასე ლაპარაკი კარგად იცი... ყველაფერს აქვს საზღვარი. და დიანას მუდამ ზედმეტი მოსდის..
– მართალი ხარ დიანას ზედმეტი მოსდის მაგრამ შენ რამ გაგაბრაზა ასე??? არა მგონია მისი ეს სიტყვები ჩხუბის მიზეზი იყოს...
– არის. და მოვრჩეთ ამაზე საუბარს.. არ მინდა არავის გული ვატკინო....ამდენი წელიწადი ისე გავიდა არასოდეს გვიკამათია და რაღა ახლა ვიჩხუბებ, თანაც შენს დაბადების დღეზე....
– აი ასეთი ანასტასია გავიცანი მე, კეთილი და მზრუნველი, მერე ტასიკოდ რომ გარდაიქმნა...
– აუტანელი ხარ.. წამოდი შევიდეთ....
**
სამსახურში ნახევრად მძინარე წავედი... მთელი დღეს მეძინებოდა, ერთი სული მქონდა სახლში წავსულიყავი და ჩემს ბალიშს ჩავხუტებოდი.... ნახევრად მძინრე დავყურებდი საბუთებს როცა მდივანი გაბადრული სახით შემოვიდა და მახარა უფროსი გიბარებსო.... ზლაქვნით წამოვდექი სკამიდან და ბატონი გიორგის მორიგი ლექციის მოსასმენად გვეშურე... ბატონი გიორგი დაახლოებით სამოც წლამდე მიღწეული სანდომიანი მამაკაცი იყო, რომელიც მთელს სამსახურს გვიყვარდა, მისი მამა–შვილური დარიგება, რომელიც ხშირად დატუქსვაში და ლექციაში გადასდიოდა, ხან დროს მომაბეზრებელიც იყო...
გაღებულ კარში მთქნარებით შევედი და ძალით გახელილი თვალები მივაპყარი რომ ჩემს ზურგს უკან უცნობი ხმა გაისმა..
– ოოო, ანასტატიაც მოსულა.. მოდი , მოდი შემოდი.. გძინავს თუ მეჩვენება..
– დღეს არ დამსაჯოთ , მართლა მძინავს ბატონო გიორგი და ხვალ მეჩხუბეთ რა...
– არც ვაპირებ რომ გეჩხუბო. ფრიად მნიშველოვანი საქმე მაქვს შენთან...იქნება დაჯდე და შემოატარო ჩვენი სტუმარი, რომელიც ზურგს უკან გიდგას ტასო...
– უი, არადა კი ვიფიქრე რა ხმა მომესმა თქო.. აი ტასო რომ დამიძახეთ მივხდი რომ მე მესაუბრებით.
– და აქამდე ვის ვესაუბრებოდი..?
– მე ოღონდ სხვა მეც, ბატონო გიორგი, ასე რომ მეძახით მიჭირს წარმოდგენა რომ ამხელა სახელი მქვია ამ ერთი ციდა გოგოს..
– შენ არასოდეს დამშვიდდები არააა?... დაჯექი და მისმინე.. – ღიმილით მიმითითა წინ მდგარ სკამზე და მეც გაღიმებული ჩამოვჯექი კიდეზე..ბატონი მინდია ჩვენი ახაი თანამშრომელია ტასო, მინდა რომ ყველაფერი აუხსნა, დააკვალიო...
– კი მაგრამ ბატონო გიორგი, მე საზოგადოებასთან ..
– ვიცი , ვიცი რომ შენ სხვა მოვალეობები გაკისრია და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ხარ მაგრამ შენზე კარგი აქ არავინაა, სანამ ისინი რაიმეს გააგებინებენ სულ აურ–დაურევენ.. უბრალოდ მინდა აჩვენო ჩვენი ოფისი, აუხსნა რა როგორ არის და სად სულ ესააა...
– და სანაცლოდ რას მივიღებ?
– ნუ მევაჭრები გოგო სულ– სანაცვლოდ მიიღებ შექებას და შენს ნანატრ შვებულებას მოგცემ..
– მართლა? ნუ მატყუებთ?
– ამხელა კაცი როგორ მოგატყუებ. ზამთრის შვებულებას გაზაფხულზე გამოიყენებ .. შემოგინახე...
– ხოდა ძალიანაც კარგი.. აბა მინდია გამომყევით დღეს მე თქვენი გიდი ვიქნები შვებულების სანაცვლოდ...
გასვლისას ბატონ გიორგის თვალი ჩავუკარი და გავუღიმე.. ეს კცი საოცარ სითბოს მიღვრიდა გულში, თავისი სათნო გამოხედვით და ნათელი თვალებით..
**
– ეს რა არის ტასო?– მოულოდნელად მკითხა და გამაჩერა..
– ნაგვის ურნაა, რა უნდა იყოს, ღმერთო ჩემო არაა საჭირო ყველაფერი ასე დაწვრილებით გამოიკითხოთ. აქ ნაგავი იყრება...
– ამაზე არ მიკითხავს, ვიცი მეც რომ ეს ნაგვის ურნაა.. აი იქ რა არის თქო?
– აივნის კარია. თუ მოგესურვებათ შეგიძლიათ გახვიდეთ და გადახტეთ , სანამ ძირს დაეცემით სულს ვერ ჩააღწევთ..
– ყველასთან ასე ლაპარაკობთ თუ მხოლოდ ჩემთან...
– ყველასთან მაგრამ ახლა გამომდინარე იქიდან რომ მთელი ღამის უძილო ვარ, თანაც ცოტა ნაბხუსეიც მაწუხებს და ტავს მატკიებს, თქვენზე ვიყრი ჯავრს... ისე რა თანამდებობაზე დაგნიშნათ ??
– განყოფილების უფროსი ვარ...
– ოხხხხ, შეხედეთ ერთი, ჯერ არ მოსულა წესიერად უკვე განყოფილების უფროსია..
– თქვენ გათხოვილი ხართ?– მოულოდნელად მკითხა და თვალებშ ჩამაშტერდა..
– არა...
– ხოდა გეტყობათ კიდეც, იმიტომ იკბინებით ასე...
– უტაქტო მამრი ხართ– გაცოფებულმა მივახალე და დერეფანში გახევებული დავტოვე...
**
სახლში გაცოფებული და გადაღლილი მივედი... პირქვე დავემხე საწოლზე და ფიქრებმა ამიყოლია.. კარის გაღების ხმაზე არც კი გადმოვტრიალებულვარ... ვიცოდი დედაჩემი იქნებოდა... თავზე ნაზად დამისვა ხელი და მაკოცა..
– დეე.. ტასო, გადმობრუნდი....გგონია რომ გაიზარდე და დიდი ხარ მაგრამ ჩემთვის ისევ ისევ კიკინებიანი ცელქი, მოუსვენარი ტასო ხარ.. დედას ვერაფერს მოატყუებ...
– დეე... დედიკო..– პატარა ბავშვივით დავიყე ტირილი და გულში ჩავეხუტე...
– ჩემი გოგო შეყვარებულია, ხო ასეა?? იცი ასეთი ბოლოს როდის გნახე? თხუთმეტი წლის რომ გახდი, იმ საღამოს ირაკლიმ რომ დიდი წიტელი ვარდი მოგიტანა მაშინ.. მიზეზი შეიცვალ თუ ისევ ისაა...
– არ მკითხო რა.. ნუ მკითხავ იმას რასაც საკუთარ თავსაც ვერ გამოვუტყდები დე... დანაშაულია? რომ მიყვარს დანაშაულია დედა???
– არა, ტასო.. ეს ბედნიერებაა. გიყვარდეს ეს უკვე დიდი ბედნიერებაა..ნუ მოიწყენ ყვეაფერი კარგად იქნება..
– რა კარგია შენ რომ მყავხარ.. შენ გარდა ვერავის ვეტყვი დედა, გესმის?? არ შემიძლია, ამისი ძალა არ მეყოფა, ვერ გამიგებენ... დამძრახავენ იმაში რომ...
– დამშვიდდი. არაფერი შავდება ამით.. რა საჭიროა ვინმეს უთხრა, თვითონ მას უთხარი რომ გიყვარს...
– გადაირიე?– გოცებული წამოვხტი ფეხზე და ფანჯრები გამოვხსენი ცივი ჰაერის ჩასასუნთქად... ვიგრძენი როგორ დამიარა ფილტვებში და გონება გამხესნა... ვერ დავკარგავ.. ვიცი რომ ამის თქვმის მერე გამიუცხოვრდება, მეც შევიბოჭები... მე ხომ...
– შენი გოგოები იქნებიან.ღიმილით მითხრა დედამ და კარის გასაღებად წამოდგა...
ფანჯრის რაფას იდაყვებით დავეყრდენი და, ქუჩას გადავხედე, ყველა მოგონება ამომიტივტივდა ერთიანად.. ყველა ჩემი ფიქრი მისისთ იწყებოდა და მისისთ მტავრდებდოდა... _ ვის გავუმხილო რომ ასე გიჟურად შემიყვარდი, ვის გავანდო, ვის გადავუშალო გული... კიდევ რამდენი ხანი დაგიტიო გულშ, საძაგელო.. შენ იმდენად დიდი ხარ რომ გულში ვეღარ ეტევი“– სლუკუნით ჩავილაპარაკე და ცრემლები მოვიწმინდე... ზურგს უკან ნაცნობი სუნთქვა და სუნამოს სურნელი ვიგრძენი და გაღიმებული შევტრიალდი..
– ასე ძალიან ვინ გიყვარს???
– არავინ...
– ტასოოო!!!
– ირაკლი!!!– არავინ თქო..ამონარიდია ნაწარმოებიდან და გამახსენდა...
– მანახე რომელი ნაწარმოებიდან არის.. რა ნაწარმოებია ასეთი??
– „აკრძალული გრძნობები“– ცოტა მეტად რომ კითხულობდე წიგნებს გეცოდინებოდა... სწრაფად ვიცრუე, ხელი ჩავკიდე და საწოლზე დავჯექით.. საიდან გაგახსენდი...
– და როდის არ მახსოვდი??მე შენ სულ სულ მახსოვარ... მაგარი აზრი მომივიდა ტვში და მინდოდა ჯერ შენთვის მეთქვა, შენ როგორც დედა იდეების ...
– ნუ დამცინი გაიგე?? იდეების დედა რომ მოვარ იმიტომ გქონდა ასეთი ლამაზი დაბადების დღე...
– ხო აბა რა. საოცარი დაბადების დრე ტასო,კინაღამ რომ გული გამისკდა ისეთი... შენ რა გინდოდა გოგო პიარზე, შენ უნდა იყო მსახიობი....
– მსახიობი არა?– მართალი ხარ, მთელი ცხოვრებაავთამაშობ და..
– ტასო მართლა მეფიქრები.. გამოიცვალე.. ხო იცი შენ ჩემთვის ყველაფერი ხარ.. გახსოვს გოგოები სულ ეჭვიანობდნენ რომ შენ მეტად მიყვარდი... ბიჭებიც... მართალია გავიზარდეთ, ჩვენ–ჩვენი ცხოვრება მოვიწყეთ მაგრამ შენ მაინც ჩემი პატარა და ცელქი ტასო ხარ, ნერვებს რომ მიშლიდა...
– ვიცი, ირაკლი მაგრამ მე აღარ ვარ პატარა, ოცდახუთი წლის ვარ.. ცხოვება მოვიწყე, ოღონდ პირადი ცხოვრება ვერა..
– შეყვარებული ხარ და მიმალავ?– გაცოფებული წამოხტა ფეხზე და კარისაკენ წავიდა...
– არააა, მოიცადე... მოდი აქ, შენ გეგმებზე მელაპარაკებოდი.. ახლა სად გადახტი მანდ.. მითხარი რა მოიფიქრე..
– იცოდე, ახლა ვჩუმდები მაგრამ მაინც აგალაპარაკებ...
– ნუ ტრაბახობ რა. არ ინერვიულო, სხვას თუ ვერავის ვიპოვი შენ წაგიყვან ქმრად...
– ხოოოო, მტრისას შენისთანა ცოლი სახლში... გიჟი და გადარეული, მადლობა არ მინდა...
– აი მოგინდება და უარს გეტყვი მერე...
– ჩემი სულელი ტასიკო... გოგო კი არა იხვის ჭუკი ხარ... მაგრად მიმიკრა გულზე და მეც გავიტრუნე....რა და, ამ შაბათ–კვირას პიკნიკი მოვაწყოთ..
– სად?
– რა სად.. სად და შენთან კოჯორში, ოღონდ იცი როგორ ? აუუ ტვინი ვარ ტას.“ პალათკა“ გავჭიმოთ და ეზოში დავიძინოთ ... ხო ასწორებს...
– გავიყინები გააფრინე???
– გაგათბობ...
– ირაკლი, არ ვხუმრობ. დიანას წუწუნს რა გაუძლებს....
– მაგათ მე მოვუვლი, შენ თქვი თანახმა ხარ????
– კარგი.... თანახმა ვარ... მაშინ ჩაიცვი და დავადეთ თავზე მათეს ...
**
ჯანდაცვის სამინისტროში ფეხაკრეფით შევიპარეთ მე და ირაკლი და მათეს კაბინეტის წინ მიღების მოლოდინში ჩამოვჯექით.. დიდი ხნის ლოდინი არ დაგვჭირვებია რომ ოტახიდან გამოსული ჩვენს გაბადრულ სახეს გადაეყარა და მაშინვე შეიცხდა..
– რა ჯანდაბას აკეთებთ აქ თქვენ ორი ყველაზე გადარეული ადამიანი– კბილებში გამოსცრდა და ნაძალადევი ღიმილით შეგვპატიჟა...
– ჩვენ საქმეზე ვართ ბატონო მათე.. პიკნიკის მოსაწვევი უნდა მოგცეთ, ჩვენი მეგობრონის სამინისტრო მართავს ამ შაბათს..
– ეს გოგო რომ გიჟი იყო ვიცოდი მაგრამ შენ რაღა დაგემართა ბიჭო..
– ეეეე, ნუ გაახურე რა, გართობა მომინდა... სულ მუშაობა მუშაობა, ამოვიდა ყელში... შაბათს ტასოს სახლის ეზოში პიკნიკი გვაქვს, ძველებურად უნდა დავთვრეთ და მერე გარეთ დავიძინოთ...
– უბერავთ ტო?
– არა..! პრეტენზიებს მოეშვი და.. თავშ ნუ აგივარდა სამინისტრო.. შაბათს 12 საათზე ამოეთრევი და ნუ ახურებ.....
– კარგი ხოოო. შაბათს იქ ვარ..
**
მთელი კვირა ცმუკვაში გავატარე... ერთი სულით ველოდო შაბათის დღის გათენებას... დილით ადრიანად დავურეკე სოფოს და ასვლაზე შევუთანხმდი... ცხრზე უკვე ჩემტან იყო დიანასთან ერთად, რომელიც წამით არ აჩუმებდა ენას და უაზროდ ტლიკინებდა...
– ტას, წინაზე გაწყენინე, ხო იცი ეს ძალით არ მითქვამს.. მაპატიე რა..
– დაივიწყე დიკო. ეს არც პირველი იყო და არც ბოლო..ეგ არაფერი..
– ვიცი, გრძელი ენა მაქვს , ვაღიარებ, მაგრამ ძალიან მიყვარხარ... დრეს მაგარი იქნება.. მაგრად უნდა გავერთოთ. დავლიოთ ?
– შენ არ დალიო, გთხოვ– სიცილით გდახედა საესტან მჯდომმა სოფომ და თვალი ჩამიკრა,, მერე ყველას სიყვარულს აუხსნი და ბიჭებს გააგიჟებ...
– რა მწარე ხარ სოფიკო, რა. აუტანელი დაქალი ხარ... გახსოვს ბავშობაში ყველა რო მიყვარდა???– სიცილით გაიხსება ბავშობა და ჩვენს აგვიყოლია...

ბავშობაში ყველას უყვარდა, ვირაც, ზოგს ბაღში, ზოგიერთს სკოლაში, ზოგიერტსაც უნივერსიტეტეში.. ზოგს მტელი ცხოვრება უყვარს და ამ სიყვარულით ბედნიერი არასოდესააა. სიყვარული ყველა ადამიანს სხვადასხვა ნაირას აყენებს ზიანს.. ზოგს გადამეტებული ბედნიერებით ზოგსაც პირიქით...
მე სადრაც შუაში ვიყავი გაჭედილი, მთელი ცხოვრება ყოვე ღამე ვნამავდი ბალიშს მას მერე რაც შემი დანაშაული გავიაზრე. მას მერე რაც საკუთარი სურვილით დავინგრიე ცხოვრება... მას მერე რაც ეს ტკივილი მე თვითონ მივაყენე ჩემს თავს...
– მოვედით– სიხარულით შემოკრა ტაში დიანამ და მანქანიდან გადავიდა, სოფომ დიანას სიხარულით ისარგებლა და მკლავში მტაცა ხელი....
– ტასო. უნდა ვილაპარაკოთ... ვიცი რაც გჭირს...
– რა მჭირს?– დაბნეულმა შევხედე და გაშლილი თმები სახეზე ჩამოვიყარე...
– ახლა არა, მერე გეტყვი რაც გჭირს, არ მინდა დიანამ გაიგოს რამე, დღეს მაინც...
– ცდები სოფ, არაფერი მჭირს... წამოდი ბევრი საქმე გვაქვს...
წინა კვირას მიყრილი სახლის ლაგებას მთელი ენთუზიაზმით აღსავსეები შევუდექით და თან ბავშობის ლამაზ დღეებზე გულაიანდ ვიცონოდით....
– აუუ, ის გახსოვს ტყემლის ხიდან რომ გადმოვარდა მათე? მაშინვე ეტყობოდა კარგად შებერტყილი რომ გამოვიდოდა... გუშინ ისე დაგვხვდა მე და იკას მინისტრი გვეოა...
– აუუუ, ტასო საიდან გაგახსენდა ეგ. სიცილისაგან მუცელზე ხელებს იჭერდა სოფო და ფეხებს იატაკზე მაგრად აბაკუნებდა.. გახსოვს რა სახე ქონდა? არასოდეს დამავიწყდება როგორ ეგდო ძირს.. ვაიმე ცუდად ვარ... გახსოვთ ბაშობაში სათვალეს ატარებდა და სათვალეც კი მოღრეცილი ეკეთა გადმოვარდნისას...
– მარტო ეგ??? ფებხურთის თამაშისას რომ დაზიანდა გახსოვთ?? მაინც ასეთო ბოთე როგორ იყო არა?– არმეგონა ცოცხალი თუ გადარჩებოდა... – სიცილით ვიხსენებდი მათეს დოყლაპიობას და სულს ვეღარ ვითქვამდი..
– სამაგიეროდ შენ იყავი ბრძენი მუდამ– ისევ კბილი გამკრა დიანამ და გამომხედა...
– მე და ბრძენი????
– ხო რა ასე არაა??? მთელ ეზოს უყვრდა ტასო, მერე სკოლის „ძერსკ“ ბიჭებს... მერე უნივერსიტეტეშიც ამახიე ერთი ტიპი ... ახლა მაინც მარტო ხარ...
– რა სისულელეებს იძახი აზრზე მაინც ხარ?– გაბრაზებულმა მიახალა სოფომ და თვალებით მანიშნა არ აყვეო...
– დიანა, თუ რაიმე გეწინა ჩემგან და ასე ამიტომ იქცევი შეგიძლია მითხრა.. უკვე რამდენი ხანია ასე იკბინები.....
– არა ცდები... უბრალოდ გავიხსენე რომ მუდამ პირველი იყავი ჩვენ სამს შორის და ახლაც ასეა..
– ცდები თუ ასე ფიქრობ, მართლა ცდები დიანა.. მე არასოდეს ვყოფილვარ პირველი და არც ახლა მინდა რომ ვიყო, ჩვენ ექვსივე ბავშობიდან ერტად მოვდივართ და არასოდეს გვიკამათია ასეთ სისულელეზე, ახლა რა დაგემართა?
– გავიზარდე ტასო, გავიზარდე...
– მეც გავიზარდე სოფოს და დანარჩენებიც, მაგრამ რა შუაშია ახლა ეგ? გინდა რომ ეს დღეს ჩამიშხამო? რის მიღწევას ცდილობ?
– გეტყვი... როცა ვინმეს რაიმე უჭირს შენთან მორბის, ვინმეს რამე თუ სტკივა ყველას ექიმი შენ ხარ... ირაკლიც შენთან მოვიდა გუშნ პირველად,,, არ პირველობ??
– შენ ხო არ გადაირიე?? ირაკლი იმიტომ მოვიდა რომ სახლზე ეკითხა... უაზროდ ლაპარაკობ ...
– საკმარისია, დიანაა. გაჩუმდი და შენც ტასო.. გაჩუმდით ორივე.. რამოდენიმე წამის წინ ვხალისობდით... ახლა რა სისულეეზე კამათობთ....
– არ ვკამათობ, მე თქვეთან გასაყოფი არაფერი მაქვს... თქვენზე ძვირფასი არავინ მყავს...– გამწრებულმა წარმოვთქვი ცოცხლი იატაკზე დავაგდე და ეზოში გავვარდი...
**
ხეივნის ქვეშ ვიჯექით ყველანი და ჩვენი ბავშობის ხალისიან წლებს ერთად ვიხსენებდით...
– იცით ახლა რა გამახსენდა?– თვალი ჩამიკრა ლადომ და მხარი გამკრა ამყევიო... ირაკლის ოპერაცია.. რა კარგად ტიროდი..
– მე ვტიროდი ? ეგ რომელ წელში ?
– რავიცი წელი შენ გადათვალე ძმაო.. რა ასე არ იყო??? გლანდებს იკეთებდი და მტელი გვექყანა შეყარე მკლავენო....
– ეეეეე. ატრა**ებ, მაშინ ექვსი წლის ვიყავი, ტო , იასნად მეშინოდა... სამაგიეროთ თქვენ გიხაროდათ ჩემი ნაყინის ჭამა...
– აუუ , რა კარგი დრო იყო... რაც ჩვენ იმ ზამთარს ნაყინი ვჭამეთ – იმის მერე მგონი არარც მიჭამია, – სიცილით თქვა სოფომ და არყით სავსე ჭიქა ჰაერშ ასწია.. ჩვენს მეგობრობას გაუმარჯოს და გისურვებთ რომ მუდამ ასე გვიყვარდეს ერთმანეთი....
– ამინ..!– ყველამ ერთხმად დავიძახეს და არაყმა მთელი სხეული ჩაგვიწვა....
მოულოდნელი სიჩუმდე ჩამოწვა.. მერე ამღვრეული თვალებით შემომხედა ლადომ და ხელზე ხელი მაგრად მომიჭირა...
– რაო, ლადო რა გაგახსენდა– ღიმილით ავხედე და მხარზე თავი დავადე...
– შენი ცუდად ყოფნა გამახსენდა ტას.. მას მერე არ მიტირია... მაშინ მივხვდი რომ კაცი და ცრემლები სხვადასხვა საქმეა, მაშნ გავაანალიზე რომ ძლიერი უნდა ვყოფილიყავი... მაშნ ჩვენ ყველანი ისეთი სუსტები ვიყავით ....
– ახლაც მახსოვს ის ხმა... მახსოვს შენი კივილი და საავადმყოფოს სუნი– განადგურბულმა გამომხედა ირაკლიმ და გამიღიმა.... მაშინ გავანალიზე რა კარგი ვიყავი შენს გვერდით და უშენოდ არაფერი ტასო.... სულ პატარაები ვიყავით, თხუთმეტი წელი არც ისე ბევრია... გახსოვს რა კარგად ვერთბოდით არა? შენი დაბადების დღე იყო, მაშინ პირველად დავლიეთ.. და შედეგად ავარია მივიღეთ....
– ეს უკვე წარსულია... ბევრი მიზეზი მაქვს იმისათვის რომ ეს დაბადების დღე არ გავიხსენო.. ბევრი ტკივილიანი მიზეზი ...მოდით რაიმე ლამაზზე და ტკბილზე ვილაპარაკოთ... აი მაგალითან იმაზე მამაჩემმა რომ ყველანი ბაკურიანში წაგვიყვანა და რომ დავეკარგეთ....
– აუუუ, ჩვენი მეგობრობის პოზიტივი ხარ ტასო ..არადა როცა გაგიცანი , ორი კიკინანი და ბაფთიანი ანასტასია ოდიშვილი იყავი.... ახლა კიდე ტასო ხარ...
– აჰაა, ასეა მათე.. მაშინ შენც სათვალე გეკეთა და უკუღმა გეცვა შავი ბოტასები გახსნილი ზონარებით.. – ჯიბრზე ვუთხარი და ჭიქა გავუწოდე დასასხმელად...
– ყველაზე აუტანელი და ამაზე დროს ყველაზე საყვარელი ხარ, შენ მეგობარო ტასო... უკვე კარგად შეზარხოშებულმა მითხრა მათემ და შულბზე საკოცნელად გადმოიხარა
**
ყველას ეძინა მგიდის ალაგებას რომ შევუდექი, ძილი არ მეკარებოდა მინდოდა რაიმეზე გადამეტანა უაზროდ გაწელილი ფიქრები... რატომღაც ფიქრებში ჩემი ახალი თანამშრომელი გამახსენდა და მისი სახის წარმოდგენაზე ფხუკუნი დავიწყე..ზურგს უკან ხმარი გავიგონე და ის იყო დაყვირებას ვაპირებდი რომ სოფის ხმაც გავიგონე მე ვარო.
– რატომ ალაგებ მარტო ტასუნა? მოხდა რამე?
– არ მეძინება, თან ვფიქრობდი... დიანას რა სჭირს სოფი? მუდამ რარაცაზე მეკამატება, ვეღარ ვცნობ...
– არ ვიცი მეც მინდოდა გარკვევა.. დიანას არ ვცი მაგრამ შენ რა გჭირს? ხდება რამე რაც არ ვიცი???
– არაფერი სოფ, რა უნდა ხდებოდეს...
– არ ვიცი ტასო, მანერვიუებ, უაზროდ იქცევი.. ირაკლიც და ბიჭებიც ნერვიულობენ...
– ეს ირაკლი და ბიჭები რას ქვია სოფო.. ირაკლი მათ შორის არ არის???
– ხო რავიცი, ისე ვთქვი რატომ ბრზდები არ მესმის.... გასაგებია, გგონია მეც დიკოსათვსი მოვიქცევი არა.. ესაა მიზეზი??
– კი ესააა. არ მინდა მასთან სიახლოვე , ვიცი დიანას პირიდან ვეღარ ამოვალ, ათას რაიმეს დამაბრალებს მერე.. თან ახალი თანამშრომელი გვყავს სამსახურსი და ის უარესად მიშლის ნერვებს რა...
– იმას რაღაც ერჩი....
– არაფერს... მაგრამ მაღიზიანებს, თავი რაღაცა გონია.. გატონმა გიორგიმ კიდე ისე ჩამაბარა გეგონება პტარა იყოს.. ისე სხვათაშორის მე შვებულებაში ვარ ხვალიდან...
– მართლა?? ეგ როგორ ეეე. რა მაგარია.. მერე რას აპირებ..
– არც არაფერს, ვიქნები სახლში დავისვენებ, გულს გადავაყოლებ და ახლა მაინც მექნება საშუალება წიგნის წაკითხვის...
– ტასო, ნამდვილად არაფერი გჭირს??
– სოფო, ნუ შემაღონე, წადი დაწექი, მარტო გავაკეთებ ყველაფერს, თან რადგან აქ ვარტ სამზარეულობას მივაგალებ კარგად...
– კარგი.. იცოდე ერთი ადგილი ჩემს კარავში გაქვს.... დიანა კედლისკენ მივჩურთე....– სიცილით მითხრა და პირზე ხელი აიფარა, რომ გაგვიგოს უეჭველი მგვკლავსო...
სოფო გავაცილე თუ არა დასაძინელად, დასარეცხად მოგროვებული ჭურჭლი სამზარეულოში მაგიდაზე მოვათავსე... ანერვიულებული ჩამოვექი ფანჯარასთან მდგარ სკამზე და ცაზე გმეფებულ მთვარეც ავკეხე. ისიც მარტო იყო ჩემსავით... რაღაც გვქონდა საერთო მე და მას... ორივე ერთნაირ სიცივეს ვგრძნობდით. ალბად მასაც სტკიოდა როგორც მე..... დაგუბებული ცრემლები მოვიწმინდე და გონება სხვა რამეზე გადავრთე.. აზრად არმომდიოდა როგორ უნდა გამეტარებია ეს ერთი კვირა.. ვიცოდი რომ უაზრობაში გავლევდი დღეებს, გადაწყვეტილება მივიღე. სამსახურში გავსულიყავი და ეს შვებულება საჭიროების შემთხვევაში სხვა დროისათვის გამომეყენებილა..
უკვე თენდებოდა გოგოებთან „პალატკაში“ რომ შევღოღდი და გაყინული ფეხები მივადე სოფის...
– ტას მოხვედი?? ამდენი ხანი სად იყავი....
– ვალააგებდი სოფ. მიდი დაიძინე..
– გაყინულხარ გოგო. ძილი გაკრთა სოფის და მზრუნველი დედასავიტ დამტუქსა...
– დამშივიდდი, ისე რო იცოდე ამ დედის პოზიცია მუდამ მე მიჭირავს ასე რმ დაწექი და დაიძინე.. მალე გათენდება ,, ეს გიჟები ადრიანან წამოხტებიან ხო იცი....ასე რომ ცოტა მაინც დამაძინე სოფ..
– კარგი სამარე ვარ. ძლის მოასწრო თქმა და ძილმა ისევ წაიღო...
არც დანარჩენი დრო მომეკარა თვალზე ძილი.. ვერაფრით ვაიძულე გონება ეს საზიზრარი ფიქრები განეგდო და სიმსვიდე შეენარჩუნებინა.. ვგრძნობდი რომ მალე გავიყიდებოდი, ვგრძნობდი და ამის ყველაზე მეტად მეშინოდა... მეშინოდა რომ ვერავინ გამიგებდა, თვითონ ისიც კი. ვერ გამიგებდა და სამუდამოდ დავკარგავდი, რომ მეტად აღარ მექნებოდა შესაძლებლობა მის ხლოს ყოფნის... თავი უნდა მომთოკა, ნერვები და ემოციები უნდა მეკონტროლებინა, მაგრამ მის გვერით აღარ ვიყავი ისეთი ძიერი როგორც აქამდე... ისევ შემომიტია სიყვარულმა, და ახლა ათჯერ არა ასჯერ უფრო მეტი სიძლიერით....
**
ყველანი ერთად დავბრუნდით თბილისში... ვცდილობდი ყველაფერზე უაროდ გამეცინა.. თუმცა ამასაც კი მატყობდა სოფი, ამჯერად კითხვების გარეშე შემოიფარგლა და მხოლოდ მაკვირდებოდა... სახლში შევედი თუ არა შვება ვიგრძენი, არც საუბრის ხასიათზე ვიყავი და არც ლაპარაკის, ცხელი შხაპი მივიღე და ლოგინშ შევწექი, მტელი ღამის უძილო, მომენტალურად გავითიშე.... გამოღვიძებულმა დავხედეტელეფონს უკვე რვა ხდებოდა, ეტყობა კარგად მეძინა, ჩემთვის ჩავილაპარაკე და ხალათს წავეპოტინე რომ მისაღებიდან დედაჩემის და სოფის საუბრის ხმა გავიგონე.. გაოგნებული გავედი ოთხიდან და მათი მზერა ჩემსკენ მოიმართა..
– ხდება რამე?– გაოცებულმა ვიკითხე და მათ წინ დგარ სავარძელში ჩავეშვი...სოფო აქ რატომ ხარ..
– მე ვთხოვე, მოსვლა..– დედაჩემმა მაშინვე გამცა მის ნაცვლად პასუხი და შემომხეა..
– რატომ სთხოვე, როგორც მახსოვს მე არ მიტხოვია დედა...
– მაგრამ მე შენზე ვნერვიულობ...
– რა განერვიულებთ ამიხსენით რა. ავად ვარ და არ ვიცი? ვკვდები და არ ვიცი???? რა მჭირს სანერვიულო დედა, ნუ გამაგიჟე რა...
– შენს თავს შეხედე გოგო, სარკეში დააკვირდი რას დაემსგავსე,, ნერვიულობისაგან ჭამაც კი შეწყვიტე, თვალები ამოგიშავდა, გახდი, ტასო ყველასთგან გაგივა ეგ ტყუილები მაგრამ ჩემთან არა, იქნებ სხვა გიჯერებს კიდეც რომ დიეტაზე მაგრამ ,მაგრამ შენ მუდამ გამხდარი იყავი... მე ვერ მომატყუებ...
– კარგი, შევწუხდი სოფი რა.. წავალ დავწვებ ისევ..
– მეც მოვდივარ , მეც დავწვები შენთან ერთად...
– წამობრძანდი.– ღიმილით ვუთხარი და ოთახში შევედით....
მაშინვე საწოლშ შევძვერი და ჯიქურ დავიწყე ფანაჯარაში ყურება.. მოთმინებით მელოდა სოფი როდის დავიწყებდი გულის ტკივილზე ლაპარაკს მაგრამ ვდუმდი...
– წუხელ ის ახალი თანამშრომეოი ახსენე, ის გიყვარს?–
– იმდენად მოულოდნელი იყო მისი შეკითხვა რომ გულიანად გამეცინა.... ვაიმეე სოფი, შენს ფანტაზიას საზღვარი არ აქვს ხო??? საიდან მობოდე...
– მე კი არა შენ ბოდავ, თან კარგა ხანია.. ნუ მატყუებ .. მითხარი ვიღაცა გიყვრს და ასე იმიტომ ხარ ხო??
– არ მომეშვები არაა?
– არა.!!!!
– რომ გითხრა რომ ასეა, შეწყვეტ ჩემს დაკითხვას???
– არა! ეგ ისედაც ვიცოდი რომ შეყვარებული ხარ ტასო.. ასეთს ვერ გიყურებ..ჩემი ტასო მომენატრა, გიჟი გადარეული, უცებ რომ დამადგებოდა ხოლმე ლექციაზე და მივყავდი ფეხის საბოდიალობ... მეცადინეობის დროს რომ რვეულებს მირტყავდა და ვითომ მოფერების დროს რომ მკბენდა, სადააა ეს ტასო...
– მოკვდა..
– გოგოოო!– გამწარებულმა მიყვირა და თავისკენ შემაბრუნა.. დეპრესიული და განადგურებული ქალივით ლაპარაკობ ქმარმა რომ მიატოვა.. ტასო მითხარი რა გირს, თორემ ახლავე დავურეკავ ყველას და აქ შეკრებას მოვაწყობ..
– რა საჭიროა ყველა ..
– მოიცადე.. რა სულელი ვარ, მოიცადე.... ისევ ის ბავშური გრძნობა მოგეძალა? მითხარი რომ შევცდი, და თუ გინდა მცემე.. ტას შემომხედე... მითხარი ესეც ჩემი ფანტაზიის ნაყოფი რომ არის და როგორც ბავშობაში თმები დამაწიწკნე..
– უკომენტაროდ გტოვებ სოფი, აი ცნობილი სახეები ხო ამბობენ ხოლმე ასე ხოდა მეც ვიყენებ ასე სიტყვას..
– რა სულელი ვარ.. შენი ტკივილის მიზეზი ირაკლია არა??!! აცრემლებულმა შევხედე და ზედ მივეკარი... რა სულელი ვარ, აქამდე როგორ ვერ მივხვდი... ისევ დაბრუნდა ის სიგიჟე არა?? როგორ გიშველო ტას..
– ვერ მიშველი სოფი, შინიდან მჭამს.. მანადგურებს. საშინელებაა როცა ასე გაგიჟებით გიყვარს და მისი სიახლოვეც არ შეგიძლია.. ვერარ ვუძლებ გესმის? ამდენი წელი გავიდა, გეფიცები ვეცადე, ყველანაირი ხერხი მოვსინჯე, თითქოს გამომივიდა მაგრამ შევცდი, ვერ დავივიწყე სოფი,, რაც დრო გადის უფრო მიძლიერდება გრძნობა.... ვკვდები როცა ჩემს გვერდით ზის, როცა გულში მიკრავს, მკოცნის, მეფერება, ვკვდები სოფი,,, ხელებს ძლივს ვიმორჩილებ ხოლმე...
– დამშვიდდი, ამასაც გადავიტანთ.... მოვკლავ რომ ასეთი დებილია და ვერაფერს ხვდება..
– რას უნდა მიხვდეს, ამას როგორ იფიქრებს სოფ.. გახსოვს იმ წელს ბაკურიანში ყველას ერთად გვეძინა ექვსვეს, მაგას როგორ იფიქრებდა როგორც და–ძმები ისე ვიწექით მე კი მთელი იდ დრო არ მეძინა, მეშინოდა რომ ძილში სისულეეს გავაკეთებდი...
– ჩემი საწყალი გოგო. ტას, როგორ გიშველო... თავს უნდა მოერიო,, ან იქნება ჯობდეს რომ უთხრა..
– ვუთხრა?? რა ვუთხრა სოფი, ათი წელიამიყვახარ–თქო? მერე ამ ათი წლის მანძილზე რაც ერთად დრო გავატარეთ იმ დღეებზე რა პასუხი გავცე.. დანარჩენებს როგორ შევხედო სახეში.. ვერასოდეს გაიგებენ, დავკარგად, ყველას დავკარგავ სოფ, ირაკლიც პირველ რიგში, ჩემტან შეიზღუდება, მის გარეშე ვერ გადავიტან...
– არ ვიცი რა გავაკეთო რომ ბედნიერი იყო.. მართლა არ ვიცი ტას, ნეტავ შემეძლოს მაგ დებილს ყველაფერს ვეტყოდი ....
– გეხვეწები არაფერი თქვა.. გაფიცებ შენს ძმას, ხმა არ ამოიღო.. დიანამ რომ გაიგოს არ გაჩუმდა და ჯინაზე ეტყვის..
– დამშვიდდი... შვებულება გამოიყენე და წადი სადმე ..
– არა, ხვალიდან ისევ სამსახურში გავალ, იქ უფრო არ მაქვს საშუალება მასზე ფიქრის.. ასე უფრო ცუდად ვარ დამიჯერე...
– მჯერა... ჩემო ლამაზო..იცოდე რომ მე სულ შენს გვერდით ვიქნები.. ტირილისაგან დასველებული ლოყები მომიწმინდა და ცხვირზე მაკოცა....ჩემო ლამაზი და სულელი დაქალი... ჯერ შენს თავს შეხედე, ნებისბიერი კაცის გულს დაიპყრობ და მერე იტირე ამდენი რა....
**

ფეხსაცმლის კაკუნით გავიარე დერეფანი და კაბინეტში შესვლას ვაპირებდი რომ მოულოდნელად გაღებული მეორე კარიდან მინდია გამოვიდა და გაოცებულმა შემომხედა..
– ქალბატონო ანასტასია , რა ქარმა გადმოგაგდოთ??
– ტასო..– მაშინვე შევუსწორე და შესასვლელად მოვემზადე რომ შემაყოვნა.
– მეჩვენაბ თუ არ მელაპარაკებით...
– თქვენი უტაქტო საქციელი თუ დაგავიწყთ მე ჯერ კიდევ მახსოვს..
– უტაქტოდ არაფერი გამიკეტებია.. სულ რატომ იკბინებით?
– მიყვარს კბენა, მითუეტეს ასეთი მამაკაცების როგირისთქვენ ხართ?
– და მე რა დამიწუნე? შენ თავი დედოფალი გგონია?
– აი კიდევ ერთი მაგალითი იმისა რომ ნამდვილად უტაქტო მამრი ხრთ, რომელსაც გონია რომ რამე სწარმოადგენს და სინამდვილეში ცარიელი ადგილია...– გამწარებულმა ვუტხარი და კარები ცხვირწინ მივუხურე...
ემოციებისაგან უკვე დაცლილი ვიყავი, ღიღინი დავიწყე და მუშაობას შევუდექი... სრული სიმსვიდე მქონდა და ეს ყველაფერი ბედნიერებას მანიებდა.. აწკრიალებულ ტელეფონზე ირაკლის სურათი დაიხატა თუ არა გული ლამის საგლედან ამოვარდა, ჩემს ტავი გავამხნევე და ომახიანად ვუპასუხე..
– დილა მშვიდობისა გადარეულო..
– რამ გაგახსენაასე უთენია ჩემი თავი .. შენ კიდე გადარეულს მეძახი??
– სულ ასეთი იქნები და მეც ასეთი მიყვარხარ აბა რა დაგიძახო??? ტას, საქმე მაქვს მართლა..
– რა გჭირს ირაკლი, ნერვებსმიშლი დილიდან?? ტაბახმელას სახლი თუ გინდა, წადი...
– რა სახლი გოგო, რა სახლი... გააფრინე.. გეუბნები საქმე მაქვს თქო.. შენ კიდე არ ნერვიულობ ჩემზე..
– შენ ხო თავს იკლავ ჩემზე ნერვიულობით რა...
– ნუ ხარ მწარე გოგო.. ბავშობას გაგახსენებ და გცემ.. ტასიკოოო დაეხმარე შენს ზღვის გოჭს რა...
– ჩემი ზღვის გოჭი ახლა დიდი კაცია და გადარეულის დახმარება აღარ სჭირდება..
– მჭირდება ვაააა. რა ძალაზე ხარ ეეე... მართლა თას.. საღამოს შეხვედრა მაქვს ერთ კლიენტთან, გეხვეწები წამომყევი..
– რა მინდა ბიჭო მე შენს კლიენტებთან...
– აბა ტვინი გაამოძრავე ცოტა, ჩინელია, ინგლისურად საუბრობს. ხოდა რაიმე სისულელე რომ არ ვუთხრა მინდა იქ მყავდე..
– ახ, ესეიგი თარჯიმანი უნდა ვიყო??? სინქრონი გავაკეთო?? მე ძვირს ვირებ ამაში ირაკლი ბატნო, ერთი საათი ორასი დოლარი...
– მანდ არ მომიყავნანო ოდიშვილო თორემ კარგად იცი როგორც შემიძლია წაგიღო დანიშნულების ადგილამდე...
– კარგი ხოო... შენ ხო ადამიანს არ დააცდი ცხოვრებას.... საღამოს მზად ვიქნები...
– აუტანელო...
– მახინჯო..– ვალში არც მე დავრჩი და სიცილიც მივაყოლე..
– ასეთი ქცევისთვის მაგრად გცემ..
– მაგისი ძალა არასოდეს გეყოფა შენ..
– უკვე ნერვებზე თამაშობ.გავთიშე თორე ვიწეწები..
– წადი წადი, გაქცევა ყველაზე კრგად გამოდის..– კიდე უარეი ვუთხარი ჯინაზე და ხმამაღლა გავიცინე..
**
– მხოლოდ შენ შეგიძლია ჩემი სიკვდილი. გოგო, არ გაგიშვი მე შენ შვებულებაში??
– გამიშვით მაგრა მე ხომ უთქვენოდ ვერ ვძლებ ბატონო გიორგი დამოვედი უკან..
– ტასო– აფერისტორბას მოეშვი.. არმომწონხარ ეს ბოლო პერიოდია წადი დაისვენე შვილო...
– მართლა კარგად ვარ. რატომ აიჩემეთ ყველამ რომ ცუდად ვარ.. ახლა რად მინდა შვებულება ბატონო გიორგი. მერე იყოს ცოტა.. თანაც ჯერ კარგად ვერმოვუშლე ნერვები თქვენს ახალ ტანამშრომელს და..
– მოკლედ, რა ხარ , ვინც არ გიცნობ..
– მართლი ხართ, რამდენს კარგავენ არაა?
– გაუმართლებს იმ კაცს ვის ოჯახშიც შეხვალ... შენნაირი შვილი რომ მყავდეს ალბად არასოდეს მოვკვდებოდი...
– მაშინ მიშვილეთ...
– ოხ ტასო... სულ ხალტურაზე ხარ რა.. წავედით საქმეს მივხედოთ .. ჩემტან კაბიეტში, თათბირი გვაქვს..
– კარგით ახლავე მოვალ, საბუთებს ავიღებ და...
**
მინდიას გვერდით ვიჯექი და მისი საუბრის ოსმენას ამაოდ ვცდილობდი... გული და გონება საღამოს შეხვედრისაკენ მიმიწევდა, მალი–მალ ვიხედებოდი საათზე ერთი სული მქონდა სახლშ წავსულიყავი და თავი მომეწესრიგებინა.. ერთმანეთის მიყოლებით მომდიოდა ირაკლის მესიჯები და სიცილს ვერ ვიკავებდი..
– ქალბატონო ანასტასია, რაიმე სასაცილოს ვსაუბრობ?
– არა რატომ, ფრიად საინტერესოა თქვენი საუბარი, ბატონო მინდია...
– ალბად ამიტომ გეღიმებათ არა??
– დია, მეღიმება რომ ასთი ჭკვიანი ხართ და დააფასეთ ჩვენი სამსახური და აქ მუშაობთ...
– თქვენს ირონიას აქვს საზღვარი?
– როცა ჩემი ირონია თქვენ გეხებთ სამწუხაროდ არა...
– ვინმეს თუ უთქვამს რომ ხანდახან ბევრს სუბრობთ??
– სხვათაშორის არა.. თქვენ პირველი ხართ...
– ხოდა იცოდეთ...
– გავითვალისწინებ, თუმცა შენიშვნას არ მივიღებ. თქვენ გამომიწვიეთ...
– საკმარისია ეს უაზრო კამათი– გაბრაზებულმა მიმართა მინდიას ბატონმა გიორგიმ და გამომხედა... შენ შვებულებაში იმიტომ გაგიშვი რომ ასე იყო საჭრო..დასვენება ყველას უნდა და არც შენ ხარ გამონაკილი ქალბატონო...
– კარგად ვარ , ბატონო გიორგი, მართლა კარგად ვარ.. ასე ნუ მექცევით რა.. სამსახურში უფრო კარგად ვარ .. თუ ასე გაღიზიანებთ ჩემი აქ ყოფნა, შემიძლია განცხადება დავწერო და წავიდე....
– უყურეთ ერთი ამას. ეს გითხარი გოგო???
– მაშინ მაცადეთ და მომეცით საშუალება მშვიდად ვიმუშაო.. ხვალ შეხვედრა გვაქვს და ბევრი საქმ მაქვს.. თქვენ ჩემს გარეშე გააგრძელეთ ეს თათბირი, ეს ყველაფერი ჩემს საქმიანობას არ ეხება. ასე რომ დაგტოვებთ..– გაბრაზებულმა წარმოვთქვი ბოლო სიტყვები და მინდიას გავხედე...
**
ყავის ფინჯნით ხელში აივანზე გავედი დ წუჩას გადავხედე.. ირაკლის მიერ გამოგზავნილ მესიჯებს კიდევ ერთხელ გდავავლე თვალი და გემცინა... მოულოდნეად ამომიტივტივდა ძველი მოგონებები თავში... კედელთან მდგარ სკამზე ჩამოვჯექი და თვალები დავხუჭე..
„ ირაკლი და ლადო რომ გავიცანი მაშნ ექსი წლის ვიყავი.. არა მანამდეც კი ვიცოდი რომ ჩემს გვერდით სადარბაზოში ცოვრობდნენ ეს ბავშვები მაგრამ , მათთან თამაშ არასოდეს მინდებოდა... მახსოვს საშინლად ცხელოდა... სკოლაში უნდა მივსულიყავი და ტავი დიდი გოგო მეგონა.. ეს უკვე ჩემი აზრების ჩამოყალიბების პერიოდი იყო... ეზოში თამაშისას ფეხი ქმას წამოვკარი და მიწაზე მოწყვეტით დავეცი.. მტელ ეზოს ესმოდა ჩემი განწირული კივილი.. მაშინ ორივე მოვიდა ჩემთან და წამომაყენეს.. ბავშურად მითხრეს რომ დამიცავდნენ.. სახლამდე ამაცილეს და მანამდე დამელოდნენ სადანმ დედაჩემი სისხლიან ფეხებს მომბანდა.. ...
თითქოს ახლაც ასე იყო.... ირაკლი ისევ ცდილობდა ჩემს დაცვას, ყვეასა და ყველაფრისაგან.. ოღონდ თავში აზრიადაც არ მოსდიოდა რომ თავისი თავისაგან დავეცავი,, რომმისი თვალები აერიდებინა ჩემი თვალებისათვის.. რომ ასე მაგრად არ მივეკარი გულზე.. რომ ასე არ მოფერებოდა ჩემს სახეს და ჩემს ხელებს.... ამ დროს საშინლად ვკრთოდი, ნერვიულობისაგან გული მიკვდებოდა და თავიდან ცოცხლდებოდა.. ამ დროს არ ვიცი რა მემართებოდა... ვერავინ აღწერდა ამ დროს ჩემს ქმედებას.. მის წინაშე ისეთი უსუსური და ძალა გამოცლილი ვხდებოდი, ვერასოდეს ვბედავდი მისთვის ძლიერ მკლავებზე ხელის შემოხვევას და მაგრად ჩახუტებას....“
– გისმენ სოფი– ნაძალადევად გავეცი პასუხი ზარს და ნერვიულად ამოვიხვნეშე..
– როგორ ხარ ტას..
– კარგად. ცუდად რატომ უნდა ვიყო.. რამე ხდება???
– ირაკლიმ დამირეკა.. შეხვედრაზე მიყავხარ???
– მოგხსენა?? აუტანელი ვირი.. დამირეკა და უარი ვერ ვუთხარი...
– შეძლებ??
– სოფო ისე ნუ მელაპრაკები თითქოს რაიმე ხდებოდეს.. შევძლებ, აქამდე როორც ვიქცეოდი ახლაც ისე მოვიიქცევი.. არ მესმის რა საჭიროა ეს გაზვიადება...არ მინდა ყოველ წუთს მირეკავდე და ამაზე მეკითხებოდე კარგი? არაა საჭირო, ასე უფრო მთრგუნავ.. დაივიწყე საერთოდ რომ გითხარი და იცი..
– კი მაგრამ ტას..
– არავითარი მაგრამ სოფო.. დავირალე უკვე. ოცდახუთი წლის ვარ ხუთის კი არა. ნუ მაკონტროლებ დედაჩემივით რა...
– კარგი .. სახლში როცა მიხვალ მერე დამირეკე...
– კარგი.. გკოცნი..
ტელეფონი გავთიშე და ჯიბეში ჩავიჩურთე..საჩვენებელი თითებით მაგრად დავიზილე საფეთქლები და სკამიდან წამოვდექი რომ გასასვლელში მინდია შემეჩეხა და მზერამაშინვე ავარიდე..
– შეიძლება დაგელაპარაკო?– თავდარილმა მკითხა და აივანზე გამოვიდა..
– შეიძლება...
– კარგი.. მითხარი, რაიმე დაგიშავე? გაწყენინე რამე? გული გატკინე? გაკადრე რამე გამოუსწორებელი??
– არა, საიდან ასეთი აზრები?
– მუდამ ცდილობ დამამცირო, იკბინები, საოცარ სიტყვებს მეუბნები ტასო, რატომ ამომიჩემე..
– მე არავინ ამომიჩემებია და არც სენ ხარ მათ შორის მინდია.. ეს შენი პრობლემაა..
– ეს პრობლემა შენ შექმენი.. რატომ ამომიჩემე მიპასუხე.. კაცებზე ხარ აცრილი??
– აცრილი არავისზე არ ვარ.. ძაღლი კი არ ვარ... არც ცოფი მაქვს..
– ტასო მორჩი. ხუმრობის გარეშე გელაპარაკები, ხო ხედავ დღეს შენიშვნა შენს ნაცვლად მივირე ამდენი ხალხის წინაშე. მესმის რომ ბატონ გიორგის შვილივით უყვარხარ მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ უნდა ისარგებლო..
– მე ვსარგებლობ ამითი? შენ ავად ხარ ხო?
– შეურაწყოფას ნუ მაყენებ ტასო..და ზედმეტი ნუ მოგდის..
– ზედმეტი რა გითხარი?? ჩვენს შორის ზედმეტი შენ მოგდის გასაგებია? ამის მერე სანამ რაიმეს იტყვი გაარკვიე რითი ვსარგებლობ მე.... გასასვლელად წამოვდექი რომ მაჯაში მტაცა ხელი და დამიჭირა...
– შენს თავზე დიდი წარმოდგენა გაქვს..
– მერე შენ რა რო?? ჩემი წარმოდგენები ჩემი საქმეა... მე შენზეც მაქვს წარმოდგენა.
– დაწრმუნებული ვარ კარგი არ იქნება..
– რაღაცაში მაინც ყოფილხარ მიხვედრილი... ამ დღის მერე უფრო ცუდი წარმოდგენა მექნება. და კიდევ ერთი ხელი გამიშვი მეტკინა....
– აჰა გაგიშვი– ჯინზე მითხრა მანამც და ხელი ამიქნია..
– ხოდა გამატარე ახლა.. სურვილი არ გამაჩნია შენს სახეს ვუყურო.. ვერ ვიტან შენნაირ ხეპრე მამაკაცებს. ნამდვილი ხეპრე ხარ. უტაქტო და უკულტურო მამრი...
**
სახლში მივედი თუ არა მაშინვე სააბაზანოში შევვარდი და ცხელი შხაპის მერე გონება გადაწმენდილი გამოვედი გარეთ... დედაჩემი ჯერ კიდევ სამზარეულოში ფუსფუსებდა... . ჩუმად მივეპარე და ზურგიდან შემოვეხვიე...
– ჩემი ლამაზი დედიკო, რას მიმზადებს?? ჩემი ლურჯ თვალება დედიკო....
– ჩემი გიჟი გოგო, როდის მომეპარე დე....
– რას მიმზადებ? მშია იცი???? აუუ რა კარგი სუნიაა...
– შენ რომ გიყვარს დე... ხაჭაპური გამოგიცხვე, და კიდევ კატლეტი..
– აუუუუ, რა მაგარი დედიკო მყავხარ.. ყველაზე ყველაზე.. ჩემი ლამაზი და ერთადერთი..... მალე მაჭამე და მერე უნდა წავიდე...
– სად მიდიხარ???
– ირაკლის მივყვები თარჯიმნად. ბატია რა.. არ გაიზარდა ჩემი ზღვის გოჭი– სიცილით ვუთხარი და პურის ნაჭერს დავწვდი..
– ირაკლის მიყვები? ტასო, შარს ეძებ??
– ვერ გავიგე?– დაეჭვებულმა ვკითხე და კატლეტს ნახევარი ბოთლიო ტყემალი დავასხი ზედ...
– კარგადგაიგე, რატომ მიყვები, იქნება თავი შორს დაგეჭირა მისგან..
– დედა!– ლექციას ნუ მიკითხავ.. ირაკლი და მე ერთად გავიზარდეთ... გესმის? ახლა ტავი მისგან შორს დავიჭირო? რა ვუთხრა? ახსნას რომ მოთხოენ.. შემიყვარდი და გაგირბივარ–თქო??
– ნუ ამბობ ასე.... ნუ ტასო...
– აბა როგორ ვთქვა.. როგორც ადრე ახლაც ასე ვიქნები... მიყვარს და თავს ვერ ვერევი , მაგრამ სამუდამოდ ვერ დავკარგავ, არ გესმის ხო?? არ გესმის დედა, ეს რა ტკვილია.. ათი წელია ჩემს გულს სხვა არავინ მიკარებია....
– ვიცი, მაგრამ თავს უნდა მოერიო.. ის შენთვის მუდამ ძმასავით იყო.. რას ეტყვი მათეს და ლადოს, როგორ აუხსნი შენს სიყვარულს..
– ხოდა ამიტომ ვარ ჩუმად.. არ გესმის? ამიტომ მტკივა მარტოს,, ამიტომ მირჩევნია ვიტყუებოდე ვიდრე გაიგონ....
– კარგი. დამშვიდდი, ხვალ მამაშენი ჩამოდის.
– მართლა????– რა მაგარია... ჩემი მამიკო, როგორ მომენატრა... ერთი სული მაქვს ვნახო...
– ხო რა თქმა უნდა.. ეა არ მოგენატრებადა..
– ნუ ხარ ეჭვიანო.. მამაა ჩამოდის. მაგარია. საჩუქრებსაც ავირტყავთ..
– ვაიმეე. შენ არასოდეს გაიზრდები დეეე.... აიი შენი ზღვის გოჭი მოვიდა– სიცილით მითხრა დედაჩემმა და კარის გასაღებად წამოდგა...
ჯერ კიდევ მადიანად შევექცეოდი ხაჭაპურს, ირალი რომ შემოვიდა და გაოცებულმა მიყვირა..
– გოგო!– გადარეული ხარ მართლა?? ნახევარ საათში მზად იყავი თორემ არ ვიცი რას გიზავ...
– ნუ მემუქრები ლონდრე... თორემ გადავიფიქრებ იცოდე.... და აღარ წამოვალ... მერე დარჩები მარტო მინდვრის თაგვივით..
– შენ არ იდარდო.. ვიპოვი ვინმეს..
– შენ ვინ გამოგყვება ირაკლი.. ცხოვრებას ვინ გაიუბედურებს...
– თუ ვერავის ვიპოვი, შენ წაგიყვან ცოლად..
– ხოოოო, იოცნებე. ჩემზე უხამსი აზრები არ მოგივიდეს ტავში თორემ გაგანადგურებ...
– არა რატომ უხამსი.. ვნებინი და ნაზი... მოულოდნელად დაიხარა ჩემსკენ და თვალებშ ჩამხედა... გულმა ბაგა–ბუგი დამიწყო... სწრაფად აიღო ჩემი თეფშიდან ხაჭაპურის ნაჭერი და მადიანად უკბინა...
– ცხოველი ხარ რა...– განადგურებულმა ვუთხარი და საძინებლისაკენ წავედი...
– ტასო, კურტუმის ქნევის გარეშე იარე , და ნუ იგრიხები , არც ისეთი სექსუალური ხარ როგორიც გგონია– ჯიბზე მომაძახა და ადგილზე გავიყინე... სწრაფად გავიხადე ფეხიდან ჩუსტი და ირაკლის ვესროლე...
– გეტკინა ირალი?– ისე ვკიტხე არც მიმიხედავს რომ მოულოდნელად საპირისპირო მიმართულებიდან მომხვდა ჩემივე ჩუსტი..
– მე არა, ტას. შენ გეტკინა ლამაზო??
– ოოო. რა ცხოველი ხარ. ზღვის გოჭი კი არა ღორი ხარ უკვე...
**
ვაკეში მდებარე კაფეში სულ ძალით შემათრია და კუთხეში მდგარ ცარიელ მაგიდასთან ძალით დამსვა...ფანჯრებზე წვიმა ცელქობდა და უზორებს ტოვებდა...
– გახსოვს? როგორ გიყვარდა წვიმაში სირბილი?
– მე ახლაც მიყვარს იკა.. არ შევცვლილვარ...
– შეიცვალე..
– არაა.. არ შევიცვალე, გავიზარდე.. გავიზარდე ირაკლი, ფიქრები, აზრები ყველაფერი გაიზარდა..ჩემი გულიც კი.... წარმოიდგინე და ტკივილიც კი გაიზარდა ჩემს გულში რომ არის..
– რა ტკივილი ტასო.. ასე მგონია გამიუცხოვდი... ჩემი ცელქი ტასო აღარ ხარ...
– ნუ მაცინებ იკა.. მე ისევ ის ვარ..
– ისევ შეგიძლია წამოხტე და იყვირომ რომ ყველაზე ცუდი ადამიანი ვარ მტელს მსოფლიოში? რომ ვერ მიტან და გეზიზღები??? როგორც ამას აკეტებდი როცა გაბრაზებდი?
– არა, ახლა ასე აღარ გავაკეთებ.. მაშინ პატარა ვიყავი. მას მერე დიდი დრო გავიდა..
– მაგრამ მე და შენ, შენ და დანრჩენი ჩვენები ხო სულ ერთად ვიყავით ტასო.. რა შეიცვალა ჩვენს შორის... იქნებ მე ვიქცევი ცუდად... იქნებ მე გტკენ გულს ჩემი ასეთი საუბრით, გპირდები რომ მეტჯერ ასე აღარასოდეს..
– არაა, არააა... თავს ნუ იდანაშაულებ იკა.. მე ასეთი ირაკლი მიყვარს. რომელიც მაწვალებს.. მსჯის და ნერვებს მიშლის.
– არასოდეს მიმატოვო რა.. ჩვენ ბევრნი ვართ, მაგრამ შენ იმდენად მგავხარ რომ, შენს გარეშე არაფერი ვარ ტას.. შენ მანამდე იცი ჩემი ფიქრები სანამ რამეს ვიტყვი..შენ იქნები ის ვინც ჩემს მეორე ნახევარს აარჩევს.. თანახმა ხარ?
– თანახმა ვარ.. ოღონდ მითხარი სადაა შენი კლიენტი...
– გეტყვი და არ მცემო... კლიენტი არ მყავს მოგატყუე. სამაგიეროდ დანარჩენები იქნებიან აქ წუთი–წუთზე.. აი შემოვიდნენ კიდეც....
– ეს რა ბავშობაა ირაკლი...
– ბავშობა არააა. შენს გამო ყველაფერს გავაკეთებ ტასო.... არ მინდა მოწყენილი იყო.... იცოდე შენ ჩემთვის ყველაფერი ხარ.. სულ სულ სულ ყველაფერი....
**
ყველანი მაგიდის გარეშემო ვიჯექით და ლუდს მივირთმევდით.. სოფო მალიმალ გამომხედავდა და მერე ირაკლის აკვირდებოდა.. თვალებით ვსაყვედურობდი რომ დაენებებინა თავი მაგრამ ვერაფერს ვასმენდი... მათე და ლადო ბავშობას იხსენებდნენ.. სიცილით ყვებოდა როგორც ვცემე მათე ბადმინტონის ჩოგანით...
– იცი ქალბატონო ის შრამი კიდევ მაქვს ხელზე– ღიმილით მითხრა და თმაზე მომქაჩა..
– ხო? ასე ძალიან როგორ გცემე.. მოიძრე ეგ სათვლებიი მათე რა, ათასი საშუალება არსებობს, დაიკოსებ ცხვირზე აკადემიკოსივით და დადიხარ– სოფოზე გაბრაზებული მათეს ვეძგერე და გვერდში მაგრად ვუჩქმიტე..
– ახლა მე რა შუაში ვიყავი ჰა?? მომწონს სათვალეები ასაკს მმატებს..
– უიმე შენ კიდევ ასაკის მატება გინდა? უკვე ბებერი ხარ..– გამწარებული ჩაგვერთო დიანა საუბარში და მათეს გახედა..
– შენ გოგო ამ ბოლო დროს ძაან ენა შემაჩვი ხო იცი?!– თუ არ გინდა წესიერად ლაპარაკი და გართობა ნუ მოდიხა რა. არ გამაზავ ერთს არაფერს, ხან ირაკლის და ტასოს კბენ, ახლა მე... შარზზე ხარ რა...
– ვსიო, საკმარისია. შეეშვი– მაშივე ჩავერთე საუბარში და კაფედან გავარდნილ დიანას უკან დავედევნე...
იქვე კართად დავიჭირე და გარეთ გავიყვანე.. სია სასიამოვნოდ უბერავდა და ჯერ კიდევ გრილ ტალღებს არ იშურებდა...
– დინ. რა გჭირს მითხარი რა.. მათლა რა გჭირს ოღონდ...
– არაფერი. სახლში წავალ. შენ შედიი მათთან
– უშენოდ არსად არ შევა. მითხარი რა გაწუხებს ასეთი....
– ცუდად ვარ. ტასო არ მინდა ლაპარაკი...
– დიანა . ნერვებს ნუ მიშლი, ცუდად რომ ხარ მეც მაგიტომ გეუბნები ვა..
– ერთი თვის წინათ. მკერდის კიბო დამიგდინეს. ოპერაცია უნდა გამიკეთონ, ძალიან მეშინია რომ ვეღარასოდეს გნახავთ მეტად...
– რა???, მოიცადე, მეხუმრები???
– არა...
– მერე აქამდე რატომ არ გვითხარი გოგო... გიჟი ხარ? ჩვენ შენი ოჯახი ვართ. როგორ იფიქრე რომ ასეთ დროს მიგატოვებდით.. არანორმალურო შენ.. მოდი აქ მოდი.. მთელი ძალით მოვქაჩე ჩემსკენ და გულში ჩავიკარი.... ამაოდ ვეცადე მისი დაყოლიება, ბოლოს ტაქსი გავჩერე და დიანა სახლში გავაცილე, მე კიდე დაღონებული დავბრუნდი მეგობრებთან...
– მოდი აქ მოდი, მაგარი ამბავი გვაქვს.. ლადოს შენი კარის მეზობელი რომ ყვარებია ბავშობაში იცოდი??
– ვინ კარის მეზობელი ირაკლი. დიდ მკერდიანი ლოთი ოლია??
– ხოოო, რა გაცინებს ერთი ვერ გავიგე... მკერდის გამო მიზიდავდა რა...
– ლადო, არ დაჭკვიანდი არა....
– ის გიჟი რა უყავი?– მათემ კითხვით მომმართა და გამიღიმა..
– მისმინეთ დიანა ავადააა. ამიტომ არის გაღიზიანებული... ერთი თვის წინათ მკერდის კინო დაუდგინეს.. ერთ კვირაში ოპერაციას უკეთებენ და ამიტომ იქცევა ასე...
– მართლა? მე კიდე მეგონა შენ უყვარდი იკუშ...– მათეს სიტყვებზე ფორთოხლის წვენი ყელში გამეჩხირა და რომ არა სოფოს გემრიელი მუშტი ზურგშ გამოვიხრჩვებოდი..
– ეგ როგორ იფიქრე მათე კარგი რა.. ჩვენნ ერთად გავიზარდეთ. და–ძმანი ვართ , აუუ გამიტეხე რა..
– მერე რა რომ ერთად გავიზარდეთ. არ იცი რომ სიყვარული მეგობრობით იწყება?ისე ლაპარაკობ ირაკლი გეგონება მეგობრებს ჯერ ერთმანეთი არ შეყვარებიათ... და შენ რომ შეგყვარებდოდა ერთ–ერთი ჩვენგანი რას იზვდი?– სოფოს გაბრაზება დაეტყო და არაფრად მაგდებდა..
– რამ გაგაბრაზა ასე სოფიკო. რა უნდა მექნა, არასოდეს ვიტყოდი.
– და ეს მაგარი საქციელი იქნებოდა?? რა ჯობია მაგას როცა ისეთი ადამიანი გიყვარდება ვისაც იცმობ.. აბა დაფიქრდი, ქუჩაში გამველი შეგიყვარდება? არა ხო.. ესეიგი შესაძლოა და დასაშვებია რომ მეგობარი შეგიყვარდეს..
– კი დასაშვებია მაგრამ ჩემთვის არა.. მე ვერასოდეს შემოგხედავთ თქვენ სხვანაირად...
– უტვინო ხარ რა. უტვინო ამხელა ბიჭი – გაბრაზებულმა მიახალა სოფომ და მზერა აარიდა..
**
სოფი და მათე სახლში მივაცილეთ და მერე ყველანი ერთად წამოვედით.. გამომდინარე იქიდან რომ ჩვენი სახლები ერთმანეთის გვერდით იდგა, გზაც საერთო გვქონდა.. ირაკლიმ მანქანა სახლიდან მოშორებით სადგომზე გააჩერა და გზას სამივე ერთად გავუყევით...
მივდიოდი და გული მიფრთხიალებდა. ყველაზე რთული და აუტანელი იყო, გყვარებოდა ადამიანი რომლის სიყვარულიც არ შეგეძლო.. გყვარებოდა ასე ძალიან და მთელი გულით და ვერაფერი გეთქვა მისთვის... მოულოდნელა ავხედე.. ლადოს გამალებით ესაუბრებოდა რაღაცაზე... თითქოს მათი საუბრის შინაარსი არ მესმოდა.. ღიმილით შემომხედა ირაკლიმ და ხელი მომხვია მხარზე.. მეც მის სითბოში გავიტრუნე და თავი მხარზე მივადე...
– შენ ხო მცივანა არ ხარ, ხელები გაგყინვია.– ჩუმად მითხრა და თითი ცხვირზე ამარტყა....
– რა მცივანა, იკუშ, ეს ყველაზე მხურვალე გოგო გვყავს.. ჩვენ..
– ოხხხხ, მოიეცათ ბიჭებს სახუმარო თემა.. რა მოხდა თუ შემცივდა, ეტყობა ვცივდები...
– კარგი რაა.. ტასო, რა დროს გაციებაა... ამიხსენი აბაა. შენ ასეთი საყვარლეი, თბილი, როგორ უნდა გაცივდე..
– უიმე ღმერთო ჩემო მეგობრებიც ასეთი უნდა გყავდეს. გადამაყოლეთ ახლა ერთ გაციებას რა....
– ბრალიანო.. ხვალ სახინკლე ავიკლოთ???
– მე არ მცალია..
– გცალია. მე მოვალ და ძალით წამოგიყვან– გაბრაზება გაერია ხმაში ლადოს და გამომხედა..
– გგონია არ მინდა??? შეხვედრა გვაქვს.. თქვენ წადით და მე მერე მოვალ. ხო გახსოვთ რომ დიანა ცუდადაა, ახლა ჩვენი გვერდში დგომა სჭირდება...
– კარგი ასე იყოს... სადარბაზოსთან შევყოვნდი და ბიჭებს გადავხედე... ვსიო წავედი მე..
– წადი აირბინე. და როცა ახვალ დარეკე– ისე როგორც ბავშობაში მშვიდად დამარიგა ირაკლიმ და ლოყზე მაკოცა...
– აქეთ ლოყა მე...– ხარბად მაკოცა ლადომ და გულში ჩამიკრა. ჩემი საუკეთესო გოგო...
– თქვენ კიდე ჩემი საუკეთესო ბიჭებო, პლიუს მათე– ღიმილით მივაძახე და ლიფტის ღილაკს თითი მაგრად მივაჭირე...
**
იმ ღამით ირაკლი მარტო იყო.. მშობლები სოფელში წასულიყვნენ, ლადოს ძმურად სთხოვა მასთან დარჩენა.. მარტო ყოფნა ბავშობიდან არ უყვარდა. ისედაც მარტო გაიზარდა.. მეგობრები უწევდნენ და–ძმის მაგირობას.. როცა მარტო რჩებოდა, ლადო და მათე მისი მეგზურები ხდებოდნენ... ახლაც ასე იყო... მაღზიიდან ლუდი იყალოეს, ისე რომ ტასოს არ დაენახა, სად ქონდათ მისი წიწვინის თავი ვინმეს...
მერე მისარებში დივანზე მოკალათდნენ. ტელევიზორი ჩართეს და ფეხბურთის ყურებაში გაერთნენ...
ზოგადად ქლებს გონიათ რომ მამაკაცები არაფერზე ლაპარაკობენ, არც არაფერზე ჭორაობენ, თუმცა ეს ასე სულაც არააა. ლადომ მაგრად გაკრა მუჯლუგუნი ირაკლის და საპასუხოდ ზმუილი მიიღო...
– ამ გოგოს რაღაცა სჭირს.. ვნერვიულობ..
– მეტი რა უნდა სჭირდეს, ვერ გაიგე ოპერაციას იკეთებსო– ისე უპასუხა ირაკლიმ არც კი შეუხედას ზედ.
– ტასოზე გელაპარაკები ეეეე. მომისმინე რა....
– რა სჭირს ტასოს ლადო, რა თვალში ამოიღე...
– მე თუ შენ? ჯერ კიდევ როდის იძახდი რაღაც აწუხებსო.... მგონი ვიღაცა უყვარს არა? ვიფიქრე ის ხალი თანამშრომელი ხო არ..
– არაააა. ეგ გამორიცხე. საერთოდ არა მგონია ეს სიყვარული ბრალი იყოს ლადო.. ასეთ რამე და დამიმალავდა ტასო.. ხო იცი როგორია...
– ვიცი და სწორად რომ ვიცი ამიტომ გეუბნები ირაკლი... ის აღარაა 12 წლის ტასო ყველაფერს რომ იძახდა, ახლა ის უკვე ოცდახუთი წლის ქალია.. იქნება რაიმე პრობლემა აქვს, ან ვინმე აწუხებს ან არ ვიცი რა... მოკლედ. სოფოს მინდა დაველაპარაკოთ. ნუ მიყურებ გაშტერებული ტო, რამდენი დალიე რაა...
– არ დამილევია. მომეშვი.. ჩემი გამჭირვებია...
– შენ რა გასაჭირი გაქვს ერთი, მითხარი რა...
– აუუ, ძმურად მომეშვი ლადიკ რა. წავედი დავწექი, როცა ძლი მოგერევა შემომძვერი...
– ხოო, სექსუალურად დაწექი და მალე მოვალ ფისო..
– გაგინებ ლადო.. წავედი დავიძინე...
საწოლზე გადაწვა ირაკლი და თავქვეშ ხელები ამოიწყო.წამიერად გაუელვა გულშ ტკივილმა და თვალები მაგრად დახუჭა,უნდოდ ის საშინელი ფიქრები გონებიდან გადაეყარა.. უნდოდა ბედნიერი და ხალისიანი ყოფილიყო... გადაწყვიტა რომ ეტყოდა, ხვალვე ეტყოდა სიმართლეს.. ეტყოდა როგორ უყვარდა, როგორ უნდოდა მის გვერდით ყოფნა....
ფიქრებშ გართულს ჩაეძინა, ვერც კი გაიგო როდის დავა ლადო... დილით ადრიანად რომ დარეკა მაღვიძარამ მხოლოდ მაშინ გაახსენდა ირაკლის რომ ტანზე გაუხდელს ეძინა.. მძინარე ლადოს მუჯლუგუნი უთავაზა გვერდში და სიცილიც მიაყოლა. „ადექი გვაგვიანდებაო“....
**
სამსახურში დაგვიანებით მივედი, მინდია ბატონი გიორგის კაბინეტში იჯდა და მიცდიდა... კარზე დასაკაკუნებლად აღმართული ხელი ჰაერში გამეყინა და გამეღიმა..
– რა იცოდით რომ მე ვიყავი...– ღიმილით ვუთხარი და კაბინეტში ფეხსაცმლის კაკუნით შევედი...
– შენს ფეხსაცმელს კილომეტრზე ვცნობ შვილო.. დაჯექი გეგმაზე ვისაუბროთ და ხუთისათვის შეხვედრაზე გახვალთ.. და იმედია იქ არ იკამატებთ..
– საკამათო რა გვაქვს ბატონო გიორგი.. მე და კამათი გინახავთ ოდესმე??
– მე მინახავს..– მაშინვე გამცა პასუხი და გამიღიმა..
– აი ხო ხედავ, უკვე მიწვევ მინდია.. ნუ მიწვევ, თორემ ვალში არ დაგრჩები..
– მორჩა კარგი, ხმას არ ვირებ, მითხარი როგორ აპირებ რომ ახალ პროდუქციას რეკლამა გაუკეთო...
– მოვიფიქრებ , რაღაც აზრები მაქვს. გონებაში დავხატე მაგრამ ვნახოთ მინდა ეს ყველაფერი კარგად გამოვიდეს და უბრალო არ იყოს....
– ტასო შეუდარებელია, მისი კრეატიულობა ყველგან ჩანს. ასე რომ მჯერა არც ახლა შეგვარცხვენს..
– რა თქმა უნდა ბატონო გიორგი.. მე ხომ ერთადერთი ხარ..
– საუკეთესო ჩემო გოგონა. ხუთზე არ დაივიწყო იცოდე. და მინდია ამ გოგოს არ აწყენინო...
კაბინეტიდან ერთად გამოვედით და დერეფანს ხმის ამოურღბლად გავუყევით... მის კაბინეტის კართან ორივე შევყოვნდით და გაგვეცინა..
– ტასო. ბოდიშს გიხდი გუშინდელი უხეშობის გამო....
– არაუშვა, ყველაფერი ხება..
– ახლა მივხვდი რომ სანამ ადამიანს კარგად არ გაიცნობ მასზე არ უნდა იფიქრო არაფერი და მითუმეტეს ცუდი..
– და შენ ესეიგი ჩემზე ცუდი იფიქრე? ამას ასე ურცხვად აღიარებ?
– რა ვქნა მეგონა თავში გქონდა ავარდნილი და სევცდი, ხო ხედავ ამასაც ვაღიარებ.....
– რას იზავ, თუ აღიარებ შენს შეცდომებს გეშველებ მინდია..
– მთავარია შენ მაპატიო და სხვას არაფერს ვჩივი..
– თუ ასეთუ მნიშვნელოვანია ჩემი პატიება მიპატიებია...
– მადლობა.. და ზუსტად ვიცი რომ შენზე კარგი გოგო არავინ არაა.. გპირდები რომ ხუთამდე არ შეგაუხებ....
**
შეხვედრიდან გამოვედით თუ არა მაშინვე სოფოს დავურეკე და გავაფრთხილე რომ ძალიან ვიყავი დაღლილი და სახლში მვდიოდი... ყოველ დღე ირაკლის გვერდით ყოფნა მიჩვევეას იწვევდა, ეს მიჩვევა კი ამ უზრმაზარ სიყვარულს მიასმაგებდა.... ნახევარი საათის განმავლობაში მეხვეწებოდა ლადო რომ სახინკლეში მივსულიყავი.... ბოლოს მაინც დამითანხმა და ტაქსის მძღოლს მისამართი ვუკარნახე...
სახინკლეში შესულმა თვალებით დავუწყე ძებნა მეგობრებს... სოფომ მაშნვე ხელი დამიქნია და მეც მათკენ წავედი... მივხვდი რარაც ახალ ამბავს აღნიშნავდნენ მაგიდასთან მსხდომნი.. დამინახა თუ არა მაშინვე ფეხზე წამოდგა ლადო და ორივე ხელზე მაგრად მაკოცა...
– ჩემი ყველაზე მაგარი დაც მოვიდა..
– დალიე?– გაოცებულმა ვკითხე , გეგონებოდათ ჯერ არ მენახა ნასვამი ლადო...
– მერე რააა. ხალი ამბავი ავღნიშნეთ...
– რა ამბავი?– მე რამე არ ვიცი...
– ოოოოო, შენ ყველაზე მაგარი ამბავი არ იცი.. ტასო.. მოდი ვინ გაგაცნო.... ირაკლის გვედით მჯდარ გოგონაზე მიმითითა და ყურთან ჩუმად მიჩურჩულა ეს ირაკლის შეყვარებულიაო... ვიგრძენი როგორ გამომეცალა მიწა ფეხებში და რომ არა სოფოს სწრაფი რეაგირება ალბად პატარ ბავშვივით დავიწყებდი ღრიალს..
**
წელზე მაგრად შემომხვია ხელი . გაოცნებულმა და ამავე დროს იმედგაცრუებულმა ავხედე... მიხვდაროგორ მტკიოდა ამ დროს მხოლოდ გული კი არა მთელი სხეული..... ჩემი ცუდად გახდომა არავის გამოპარვია თვალთა ხედვიდან.... მაშინვე ფეხზე წამოხტა ირაკლი და ჩემი ხელები თავის ხელებში მოიქცია. სკამზე დამსვა და ჩემს წინ დაიმუხლა..
– ტასო, როგორ ხარ?
– კარგად– ძლივს ამოვიკნავლე და მზერა ავარიდე..
– ნუ მატყუებ,, სახეზე ფერი არ გადევს... წყალი მოსვი ცოტა. გადაგივლის, შეშინებულმა მითხრა და ჭიქა გამომიწოდა....
– მართლა კარგად ვარ... არაა საჭირო ეს ზედმეტი ზრუნვა ირაკლი, კარგად ვარ...
– ზედმეტი ზრუნვა?!– გაბრაზებულმა დამიბრუნა კითხვა და ფეხზე წამოდგა... ესეიგი მე ზედმეტს ვზრუნავ შენზე ხო? –მზერას ნუ მარიდებ და მიპასუხე...
– არც კი ვიცი რაზე უნდა გიპასუხო... სახლში წავალ ჯობია, დღეს მძიმე დღე მქონდა. გადავიღალე..
– მე გაგიყვან – გაავებულმა მითხრა და მხარზე ხელი მომხვია....
– ლადო გამიყვანს..
– ლადომ დალია..
– არაუშვა ისეთი ნასვამი არაა რომ ვერ გამიყვანოს.. ლადო გამიყვანს და მორჩა.. შენ სტუმარი გყავს. შეყვარებულს მიხედე..
– წავიდეთ ლამაზო?– წელზე ხელი შემომხვია ლადომ და გასასვლელისაკენ წამიყვანა... კართან მისუი შემოვტრიალდი და სოფოს თითების მოძრაობით ვანიშნე დამირეკე–თქო.. ირაკლი კი ისევ გახევებული იდგა და მზერას არ მაშორებდა...
**
ამ დღის მერე ორ კვირაზე მეტი იყო გასული რაც ირაკლი ჩემს ცხოვრებაში არ ამოჩენლა და მე მისაშ, აზრი არ ქონდა,უიმედოდ ფიქრს, უიმედოდ ოცნებას.. ახლა მითუმეტეს.. ახლა როცა მისი გული თავისუფალი არ იყო... მამაჩემის ჩამოსვლის მერე, სახლშ ხალისი დაბრუნდა,მთელი საღამოები ერთად ვატარებდით და დროის გასვლას და მიურჩენელ ჭრილობას თითქოს ვვერც კი ვგრძნობდი...
შაბათი დღე იყო. უკვე სასიამოვნოდ თბილოდა.. ჰაერში გაზაფხულის საამო სურნელი იგრძნობოდა. ხეელს ნელ– ნელა დაეწყოთ გამვანება. სადაც იყო აუბაი დაიწყებდა ყვავილობას, მერე ჩემი საყვარეი ატმის ყვავილი გადაშიდა კვირტს და ჩემი ფანჯრის წინ ისევ საამო სურნელს დააფრქვევდა როგორც ბავშობაში...
შხაპუნამ წვიმამ თავი შემახსენა.. აცნი ბავშვივით გავვარდი აივანზე და წვიმას ხელები შევუშვირე.. ხელის გულებზე დაცემული სათითაო წვიმის წვეთი ეკაივით მესობოდა გუში...
საათს დავხედე და ექვსი ხდებოდა.. კარის გასაღებად ზლაზვნით წამოვდექი სკამიდან , ჩემს წინ თავდახრილი ირაკლი იდგა, ხელში შოკოლადი და ნარცისები ეჭირა..
– შემომიშვებ– ჩუმად მკითხა ისე რომ არც შემოუხედას...
– შემოდი– მეც ჩუმად გავეცი პასუხი და ნაბიჯით უკან დავიხიე....
მისაღებში შევიდა.. ყვავილები გამომიწოდა შოკოლადი კი მაგიდაზე დადო, ფრთხილად შემახო ხელი მხარზე და დაჯექიო მანიშნა..
– ტასო, ეს ორი კვირაა ვფიქრობ რა გაწყენინე... მე და შენ ისეთი განუყრეები ვიყავით, ერთმანეთის გვესმოდა აუხსნელად, ახლა რა ხდება ტასო, მე გამოვიცვალე თუ შენ.. თუ რაიმე გაწყენინე იქნება მითხრა,, იქნება შევძლო გამოსწორება...
– არაფერი ირაკლი, თავს ნუ იდანაშაულებ. შენ ყვეაზე კარგი ხარ, ვინ კი ჩემს გარშემოა მათ შორის.. საკუეთესო ხარ..
– მე ასე არ ვფიქრობ. მე მეშინია რომ ერთ დღეს უშენოდ დამიღამდება ტასო.. ძალიან მაშინებს ამაზე ფიქრი... უშენოდ არ ვიცი როგორ ვიქნები.. შენ მითიტებდი მუდამ კარგს და ცუდს.. მინდა ახლაც ასე იყოს..
– ახლა ასე ვერ იქნება. შენ უკვე კაცი ხარ, აღარც მე ვარ პატარა გოგო ირაკლი.. ხანდახან ჩვენი ოცნებები იმისი რისიც გვწავს ისე ძალიან განსხვავდება რეალობისაგან რომ ტკივილს ვერ გავურბივარ..
– ტასო რა ხდება?
– გეტყვი რომ მიყვარს.. მაგრამ ვერ გეტყვი ვინააა.. გეტყვი როგორ ძალიან მიყვარს ირაკლი... მისი სიახოვისას რომ გული მეფლითება ასე მიყვარს.. ოცნებებშიც რომ ვერ ვწვდები და ვერ ვხები ისე ძალიან... ჩემი გული რომ მუდა მასზე ფიქრობს, ისე როგორც ფსიქიურად შერყეული ადამიანი... არ ვიცი რა გავაკეთო, თავს ვერ ვერევი.....
– მოიცადე, ესაა მიზეზი, ასეც ვიცოდი.. ვიცოდი რომ ვიღაც გიყვარდა.... იცის რომ ასე გიყვარს??
– არა.. ირაკლი არ იცის...
– შენ რომლი ჭკუათ მყოფელი კაცი გეტყვის უარს.... ნახე რა ლამაზი ხარ ტასო... უნაკლო სხეული. ნატიფი თითები.. შენი თმები ბავშობიდან რომ მიყვარდა .. შენი გაბერილი ტუჩები.. პაწაწინა ცხვირი სულ რომ ვკოცნიდი ხომე... თვალები, შენი მამაკაცთა შებმის მთავარი ატრიბუტი, მეტყველი და სასწაული თვალები....
– მაგრამ მას არ ვუყვარვარ...
– ზოგი რა ლენჩია.. აი მაგალითად მე რომ შენი ძმა არ ვიყო შემიყვარდებოდი.. უეჭველი...
– ხო?– ჩმად ვკითხე და ცრემლები ვეღარ დავმალე..
– აჰააა..აბა დებილი კი არ ვარ შენნაირ ქალზე უარი მეთქვა....
– მას სხვა უყვარს.. მე ის მიყვარს და ასე.. გამოსავალი არ არსებობს.. არასოდეს ვეტყვი რომ მისთვის სიცოცხლის დათმობა შემიძლია... შენ არ ხარ ჩემი ცუდად ყოფნის მიზეზი.. შენ არ დაიდანაშაულო თავი....
– როგორ დაგეხმარო ტასო.. როგორ გატკინეს გული და მე აქამდე არაფერი ვიცოდი... დიდი ხანია ასე გტანჯავს..
– ძალიან დიდი ხანია, და არ მკითხო რამდენი ხანია.. ამას არ აქვს მნიშვნელობა.. უბრალოდ მაგრად ჩამიხუტე გულში.. მაგრად მომხვიე ხელები....
– ასე მაგრად? ტასო... ასე ძალიან როდის გაიზარდე რომ მეც კი ვერ მიგიხვდი გრძნობებს ტასო.... ჩემი ლამაზი გოგო... გახსოვს რამდენი ბიჭი ვცემე სკოლაში შენს გამო??? ის გახსოვს უნივერსიტეტეში რომ უყვარდი ერთს?? აკაკის.. არ დამავიწყდება როგორ გავმწარდი მაშინ როცა მიტხარი როგორ გატკინა გული..... მინდოდა მივსულოყავი და ძვლებში გადამემტვრია.... ახლაც მიტხარი ვინაა, წავალ და მოვკლავ.. წავალ და ვცემ რომ შენნაირ გოგოს ვერ გაუგო..
– სიყვარულს ვერ უბრძანებ ირაკლი, ის თვითონ უნდა მოვიდეს. უნდა იგრძნო , დანახვა არაა საჭირო, უნდა განიცადო... უნდა აგაფორიაქოს, მის გარეშე ვეღარ უნდა ძლებდე.. ის ამას არ განიცდის. ეს ყველა შეგრძნება მე მკავს ირაკლი.. მე ვარ გიჟი რომ ასე მიყვარს , მე ვარ არანორმალური“
– არა გაიგე??? შენ ის გიყვარს და ეს უკვე კარგია რომ გიყვარს, შენ სიყვარული შეგიძია და მას არა..
– ცდები.. მას ხო სხვა უყვარს...
– შენ თუ არ უყვარხარ ესეიგი სიყვარული არ შეძლებია.. როგორ შეიძლება შენ აე უყვარდე.. ამიხსენი...
– მე არ ვარ საუკეთესო, ჩემზე კარგებიც არიან ჩემზე ლამაზებიც.. ეს კარგი მხოლოდ შენთვის ვარ.. მხოლოდ შენთვის იკა...
– არ ვიცი მე ასეთი ფილოსოფიური სიტყვები ტასო.. შენ ჩემი გოგო ხარ და მორჩა....
– მიყვარხარ, ძალიან იცოდე..
– მეც ძალიან მიყვარხარ , იცოდე და გახსოვდეს რომ რაც არ უნდა იყოს სულ შენს გვერდით ვიქნები...
მისი სიტყვები მიყვარხარო გულში მისერავდა და სისხლის წვეთები მდიოდა... როგორ მინდოდა ეს ყველაფერი სიზმარი კი არა ცხადი ყოფილიყო... მერე ძლივს დავძლიე ჩემი თავი რომ ირაკლის მკლავებშ არ დამძინებოდა... თავი დავიძვრინე და სამზარეულოში გავედი..
– ჩაის დალევ თუ ყავას?– ომახიანად გამოვძახე და გულზე მაგრად მივიჭირე ხელი რომ როგორმე გამეძო მისი სიახლოვე..
– ჩაიას ტასო.. რამე გექნება და იქნება მოიფიქრო და მაჭამო? დედაშენი სადაააა?
– ქორწილში არიან ეგ და მამა თანამშრომლის შვილის.. რა გინდა რომ გაჭამო??
– რამე რაც სახლში გაქვს ტასო, არ იწვალო... მაცივრისაკენ შევრტიალდი კვერცხის გამოსაღებად რომ ზურგს უკან მისი ხშირი სუნთქვა ვიგრძენი.. ხელები მხრებზე დამაყო და შუბლით მომეყუდა...
– ვერ წარმომიდგენია რომ ასეთ ტკივილიან სიყვარულს განიცდი და მინც ასეთი ხაისიანი ხარ ტასო.... ჩემს ტავს ვადანაშალებ რომ ამდენი ხანი ვერ მიგიხვდი გრძნობას, ვერ მიგიხვდი როგორ იტანჯებოდი.... ადენი წლის განმავლობაში არაფერი ყოფილა ისეთი რაც ჩემგან დაგიმალავს. არ ვიცი ეს რატომ გააკეთე..
– ხომ გაგიგონია „სიყვარულსა მალვა უნდაო“– ეს სიყვარულია ირაკლი, გრძნობაა რომელსაც გაფრთხილება სჭირდება.. ასე ერთი ხელის მოსმით ვერ გავანადგურებთ ყველაფერს.. ასე უცებ ვერ ამოვიგლიჯავ გულიდან, მაგრამ ამას გავაკეთებ გპირდები.. ბევრჯერ მტკენია გული. ბევრჯერ დავცემულვარ და ამასაც ავიტან....
– შენს გვერდით ყველა კაცი ბედნიერი იქნება.. შენ ჩემი ცხოვრების მარგალიტი ხარ გადარეულო....
**
ცხოვრება მოულოდნელობააა, სისასტიკეა და გულღრძოა... ახლა რა საჩუქარს მიმზადებდა არ ვიცოდი.. როგორი ძალით უნდა დავხვედროდი ამასაც ვერ ვხვდებოდი...
ვინმეს რომ ჩემთვის საიდუმლოდ გაემხილა მეგობარი შემიყვარდაო, ალბად ვეჩხუბებოდი, გავკიცხავდი, დავსჯიდი და ვუსაყვედურებდი კიდეც, მაგრამ ახლა მე რა უნდა გამეკეთებინა.. ახლა როგორ უნდა მოვქცეულიყავი... გადაწყვეტილება უკვე მიღებული მქონდა მაქსიმალურად შორს უნდა დამეჭირა თავი ირაკლისაგან, რაც შეიძლება იშვიათად უნდა მენახა, ჩემს თავს ავუკრძალე რომ მასზე ფიქრი და ოცნებაც კი... ტკივილამდე მიყვარდა და ეს გაუსაძლისი გრძნობა გულს მატკიებდა..
საბუთები ერთი ადგილიდან მეორეზე გადავაწყე.... ნერვიულად წამოვხტი ფეხზე და უკან დავაბრუნე... ეს ყველაფერი გარემო ფერები. როგორმაღიზიანებდა. სასწრაფოდ გამოვაღე ფანჯრები და ჰაერმა ფილტვებამდე ჩაიარა.... უჯრიდან საწერი კალმები და პირადი ჩანწერებისათვის განკუთვნილი ბლოკნოტი ამოვირე, გიჟივით დავუწყე გაწმენდა... ვერც გავიგე როგორ შემოვიდა მინდია.. კარების ჩარჩოზე მიყუდებული მიყურებდა..
– რას აკეტებ ტასო? ჩვენ რა დამლაგებელი არ გვყავ?
– ვალაგებ, ის ვერ ალაგებს კარგად...
– დალაგებულია ვე ხედავ? მტვერიც არსად არააა..
– არის ეს შენ ვერ ხედავ...
– მტვერი არსად არააა... ჩემსკენ წამოვიდა ტილო გამომგლიჯა ხელიდან და სკამზე დამსვა... ნერვიული აშლილობა გაქვს ვიცი მესმის.. ვიცი რისი ბრალიცაა. ისიც ვიცი დამნაშავე ვინააა. მაგრამ თავი ხელში აიყვანე მიდი...
– კარგად ვარ..
– რა თქმა უნდა კარგად ხარ.. მაგრამ ეს მხოლოდ გარეგნულად. შინაგანად როგორ ხარ ქალბატონო...
– ვკვდები.... მინდია. შინაგანად ვკვდები..... სკამზე მიფენილ ჩემს პიჯაკს დასტაცა ხელი და სკამიდან წამომაყენა..
– ადექი გარეთ მივდივართ ცოტას გავივლით ჰაერი გონზე მოგიყვანს, გესმიამოვნება, სადმე გემრიელ ყავაზეც დაგპატიჟებ და გადაგივლის.....
ხელკავი გამომდო და ქუჩას გავუყევით.. მართლა რომ შესანიშნავი ამინდი იყო... მზე აცხუნება... ნოსტალგიურ განწყობაზე დავდექი..ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე და ზარი გავუთიშე...
– რატომ გათიშე?– დაეჭვებულმა მკითხა და შეყოვნდა..
– არ მინდა ვინმემ ზედმეტი ზრუნვით თავი მომაბეზროს, მერე მე სხვანაირად მივიღო და ბოლოს ისევ გულნატკენი დავრჩე... წეღან მითხარი ვიცი რას გჭირსო და მიზეზიც ვიციო. რა იცი?
– ვიცი. შენი მიზეზი სიყვარულია და შენ შეყვარებული ხარ. თანაც ცალმხრივად..
– რა იცი???
– ვიცი. ასეთი ნერვიული შეტევები მაშინ ემართებათ ქალებს...
– შენ რა გამოცდილი ხარ ქალების საქმეში მინდია.. ესეიგი არ ვცდებოდი როცა შენზე ვიფიქრე რომ ბაბნიკი იყავი.
– ასე არაა.. უბრალოდ მესმის ქალების., მათი განცდის და ტკივილის.... წამოდი აი იქ პარკში დავჯდეთ და გული გადამიშალე....
– ათი წლის წინათ, პირველად გამიჩნდა გრძნობა მის მიმართ .. მაშინ ჯერ მხოლოდ თხუთმეტი წლის ვიყავი, ავარიაში მოვყევი, ვხედავდი როგორ ეშინოდა ჩემი დაკარგვი, როგორ ზრუნავდა ჩემზე განიცდიდა, სტკიოდა ჩემი ტკივილი... მაშნ ვიფიქრე რომ ჩვენ იმდენად ვგავდით ერთმანეთს რომ აუცილებად მიმიხვდებოდა გრძნობას, ჩჩათვლიდა რომ მეც მისნაირი ვიყავი.. მაგრამ შევცდი.. მერე თავი ვაიძულე დამევიწყებინა.. არა ასე ნუ მიყურებ ვერ დავივიწყე მინდია ... ჩემი თავის მოტყუებაზე ვთამაშობდი... ვარწმუნებდი ჩემს თავს რომ მეგობრებს ერთმანეთი არ უყვარდებათ რომ ეს უბრალოდ ჩემი ფანტაზიის ნიჭის გადამკიდეს დამემართა... შენც ხო იცი ქალები რა სულელები არიან,, ის ვისკანაც გული მიგიწევს, საკმარისია გაგიღიმოს და უკვე მისი მონა ხარ.. მაშინ ისე ძალიან მტკიოდა,,, ღამის ვტიროდი, ვერავის ვუმხედი. მერე დედამ შემატყო, ძალით გამათქმევინა საიდუმლო.. სხვა გზა არ მქონდა.მხოლოდ დედაჩემის მხარზე დადებულს შემეძლო მეტირა... ახლა კი ეს გრძნობა ისევ მაგიჟებს, ათი წელია ჩემში იზრდება.. იმდენად გაიდგა ფესვენი რომ მთელს სხეულშ მაქვს მოდებული სარეველა ბალახივით,, მთეს სხეულს და გულს მიკუმშავს და სულს მირევს.. ხელებს მიფათურებს.. არ ვიცი თავს როგორ ვუშველო, როგორ დავძლიო ეს ტკივილი და განცდა მინდია არ ვიცი..ახლა გავიგე რომ შეყვარებული ყოლია.. იცი რა გრძნობაა ეს როცა შენს ოცნების ადამიანს სხვა უყვარს? მიწა გამომეცალა, ასე მეგონა ცოცხლად მმარხავდა და ტავისი მძლავრი ხელებით მიწას მაყრიდა გულზე.. ასე მეგონა რომ შავ–ბნელ დღეებშ გადამაგდო და ჩემს უკან დაბრუნებას არც კი ცდილობდა.. ვეღარ ვუძლებ , ამ ტკივილს ვეღარ ვერევი.. არ ვიცი როგორ მოვიქცე,,, თუ მისგან დისტანციას ვიჭერ მოდის და მეკითხება მაწყენინა თუ არა.. და თუ ისევ ძვეი ტასოვხდები მაშინ მე ვკვდები მისი გვერდით ყოფნით ყოველ დრე და წამს.... მინდა გულიდან გავიგლიჯო და არასოდეს მახსოვდეს მისი სახე. მინდა რომ მთელი ეს ათი წელი გონებიდან ამოვშალო და ბლოკირება გავუკეთო ტვინს , სადაც ტვინის ყოველ უჯრედშ მისი სახელი წერია– სული ძივს მოვითქვი , ცრემლებს სახე დაენამათ. გაოცებული მიყურებდა მინდია და ხმას ვერ ირებდა.. ბოლოს თავი აიძულა პიჯაკის ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოეღო და თვალები მოეწმინდა ჩემთვის...
– მე მინახავს შეყვარებული ქალი, მაგრამ გაგიჯებით შეყვარებული ახლა ვნახე... მეამაყება რომ ქართველი ქალი ხარ,, ქალი რომელსაც ასე მთელი გრძნობიტ შეუძლია უყვარდეს.... შენ ბედიერებას ნამდვილად იმსახურებ ტასო და მე ვიცი რომ ის ბიჭი აუცილებად ინანებს რომ შენ ვერ დაგინახა თავის დროზე..
**
სამსახურიდან პირდაპირ დიანასთან მივედი.. სოფო უკვე იქ იყო და მელოდა..ვიცოდი ახლა მხლოდ დიანაზე უნდა მეფიქრა, გვერდში უნდა დავდგომოდი, მიუხედავად იმისა რომ ჩემს მიმართ მუდამ ცუდად იყო გნწყობილი მაინც მიყვარდა.. მაინც ქონდა ჩემს გულში ადგილი....
სახე გაცრეცვოდა... დავინახე თუ არამისკენ ღიმილით წავედი და ლოყაზე მაგრად ვაკოცე..
– აბა ჩემი ყველაზე მაგარი გოგო ხო არის ენერგიულად..?
– არა, მეშინია...
– უნდა გეშინოდეს აბა როგორ დიკო.. კარგი რაა... ჩვენ შენთან ვართ, რა გაშინებს გოგო... არაფერია მანდ საშიში..
– რომ ვერ გამოვიდე ნარკოზიდან?
– რატომ ვერ უდა გამოხვიდე? ნარკოზში ვინ დარჩენილა??
– მე დავრცები...
– ოო, დიანა , მაინც ახერხებ ხოლმე ცემს გაცინებას რა.. არ დარჩები. ჩვენ ყველანი ვიქნებიტ შენს გვერდთ. ხვალ დილიდან , ერტად წავათ საავადმყოფოში და სანამ არ გამოგწერენ გპირდები რომ მტელს ცემს შვებულებას რომელიც დღეს ავიღე, შენს გვერდით გავატარებ..
– ჩემს გამო აკეთებ ამას??
– და რა გასაკვირია? ჩვენ ერთად ამდენი წელია ვდგავრთ დიკო...და ახლაც ასე იქნება.. რატომ გიკვირს, როდის ყოფილა შემთხვევა რომ გვერდშ არ გყლოდით?
– მაგრამ მე არასოდეს ვყოფილვარ შეს გვერდით როცა ცუდად იყავი ტასო... მე მუდამ მშურდა შენი..
– ნუ სულელობ, რა იყო აღსარებას მაბარებ?? გგონია რომ მეტჯერ ვეღარ გნახავ და სარგებლობ?? არ გაგივა ქალბატონო...
– არა მართლა...მშურდა სკოლიდან, უნივერსიტეტშიც მშურდა, რომ ყველას შენ უყვარდი, რომ ჩვენი ბიჭებიც შენ მეტად გენობოდნენ ვიდრე მე...
– სისულეეა, აზვიადებ და ახლა ამაზე არ უნფა იფიქრო.. მთავარია ერტად ვართ... როგორ ფიქრობ შენი საოლი სამ მეგობარს გაუძლებს??? რას იტყვი სოფო??– ჩუმად გავაპარე თვალი კუთხეში მჯდარი სოფოსკენ რომელიც არემლებული გვისმენდა...
– გაუძლებს ... ასე რომ ამარარ რთული და ვნებიანი ღამე გელოდება დიანა – სიცილით წამოიძახა სოფიმ და ორივეს მაგრად ჩაგვეხუტა...
**
ონკოლოგიური საავადმყოფოს შესასვლელთნ გველოდნენ ბიჭები.... ყველამ ერთად შევაბიჯეთ ..აცრემლებულმა შემომხედა დიანამ და მაგრად მომიჭირა ხელზე ხელი.. გულზე მივიდე მისი ნერვიულობისგან გათანგული ხელი და გავუღიმე... მიხვდა რომ სიტყვები სჭირო არ იყო...
ხანდახან არის ცხოვრებისეული მომენტები როცა შენ არ გტკივა და სხვის ტკივილს განიცდი... როცა შენი სხეული თავისუფალია და სხვისი განცდა შენად გეჩვენება.. როცა მისი ტკივილი გაძლიერებულად გადმოგეცემა.. როცა მისი ტკივილი შენი ხდება.....
მოსაცდელში ვიჯექით ხუთივე, დიანას გარეშე და მაგრად ვუჭერდით მე და სოფო ხელებს ერთმანეთს...
– ტას, დიანა ხო კარგად იქნება???– მოულოდნელად კითხა მათემ და გვერდით მომიჯდა..
– რა თქმა უნდა, ისე თავდაჯერებულმა ვუთხარი რომ მე თვითონვე გამიკვირდა ჩემი რეაქციის, რა თქმა უნდა გადარჩება და ყველაფერი კარგად იქნება.. მერე დიანას გამოწერისათვის საჩუქარი გავუკეთოთ.. სახლი გავულამაზოთ.. აბა ბებიამისი რას გაუკეთებს..დედამისმა რომ გაიგოს ოპერაციას იკეთებს იტალიიდან ფეხით ჩამოვა.. ახლა ჩვენი გვერდით დგომა უნდა ..
– მთავარია ყველაფერი კარგად დასრულდეს ტასო და მაგას არავინ მოაკლებს ყურადღებას.. რატომ აქამდე არ გვითხრა რა.. რანაირი გოგოა...
– არ უნდოდა რომ შეგვცოდებოდა.. ალბად მეც ასე მოვიქცეოდი , როცა ვირაცას ეცოდები ეს ყველაზე ცუდი მომენტრია მათე..
თითქმის სამ საათიანი ლოდინის შემდეგ ოფლიანი სახის წმენდით გამოვიდა ექიმი და ჩვენს წინ გაჩერდა.... ხუთივე მის წინ ავიტუზეთ და გაფართოვებული თვალებით ავხედეთ...
– კარგადაა, ნუ ნერვიულობთ, ყველაფერმა იმაზე კარგად ჩაიარა ვიდრე წარმოვიდგენდით... პალატაში გადავიყვანთ. ნარკოზიდან კარგად როგორც კი გამოვა მაშინვე შეგეძლებათ ნახვა.. მხოლოდ ერთს გთხოვ, პირბადეები გაიკეთეთ და ისე მოინახულეთ...
– და ნარკოზიდან რამდენ ხანში გამოვა?– ყველამ ერთხმად დავიძახეთ და ქირურგის სახეზე ღიმილი ათამაშდა..
– მალე.. ძალიან მალე. დაახლოებით ნახევარ საათში უკვე კარგად იქნება გონზე მოსული...
**
მე და სოფი დიანას საწოლზე ვეჯექით, ბიჭები კი მის პალატას ბუშტებით რთავდნენ... ასეთი ბედნიერი ბოლოს მაშინ ვიყავი როცა ავარიაში მოვყევი და ყველანი ასე მედგნენ გვერდში... მის მერე ასე ახლოს არასოდეს მიგრძვნია თავი მეგობრებთან.. ფარული მზერა გავაპარე ირაკლისაკენ და მოულოდნელად შევცბი, ისიც მიმზერდა, იმდენად მოულოდნელად შეხვდა ჩვენი თვალები ერთმანეთს რომ თავი დავხადე.. მივხვდი ირაკლი რარაცის თქმა აპირებდა.. ფეხზე წამოდგა, სახეზე ალმური მომედო, ჩემსკენ წამოვიდა რომ მოულოდნელად აკწრიალებულმა ჩემმა ტელეფონმა შეაყოვნა.
– გამარჯობა მინდია– გაღიმებულმა ვუპასუხე და ფანჯრისაკენ წავედი....კი შემიძლია. რა თქმა უნდა.. გასაგებია მაგრამ მოვალ... არა რას ამბობ, კარგი მაგაზე არ ინერვიულო. შვიდზე რედისონში ვიქნები... კარგი დროებით...
– ვინ იყო?– მოულოდნელად მკითხა ირაკლიმ და ზურგს უხან მისი ხშირი სუნთქვ ვიგრძენი რომელიც თმებზე მეფინებოდა..
– თანამშრომელი, განყოფილების უფროსი.. შეხვედრა გვაქვს გერმანელებთან , და რეკლამის კუთხით უნდა განვიხილოთ საკითხები... რატომ მეკითხები...
– ისე უბრალოდ.. მეც მაქეთ მივდივარ დღეს ნინუცა უნდა ვნახო და გაგიყვანდი...
– ვინ ნინუცა .. არ გაწვალებ ტაქსით გავალ...
– ტასო მეჩვეება თუ გამირბიხარ? ნინუცა არ იცი? წინაზე ხომ გაგაცანიტ სახინკლეში...
– არა სამწუხაოდ ცუდად გავხდი და მისი გაცნობის ბედნიერება არ მქონია.. არ გაგირბივარ ირაკლი, არ მინდა ხელი შეგიშალო შენს , გოგოსტან გაერთე...
– ნერვებზე მოქმედებ უკვე...– ორ წუთში მოვალთო– ხმამაღლა დაიძახა და პალატიდან კი არ გამიყვანა გამათრია..
– რა ხდება ვერ გავიგე? გადაირიე შენ?– გაბრაზებუმა გავაგლიჯე ხელი და მი წინ გავჩერდი...
– რა ხდება და აგიხსნი.. შეივალე, ჩემს მიმართ შეიცვალე.. სხვები ფეხებზე , სხვებს როგორ ექცევი არ მადარდებს მაგრა იცოდე ჩემს მიმართ სხვანაირი ხარ ტასო... თუ რაიმე გაწყენიე მითხარი და გამოვასწორებ ამ დანაშაულს.. მაგრამ ასეთი ცივი ნუ ხარ ჩემს მიმართ.. თვალს ნუ მარიდებ....
– რატომ გადამეკიდე??? ირაკლი , სულ ტყუილად ამომიჩემე..მე ისევ ის ვარ... უბრალოდ...
– კარგი გასაგებია.. არ მაინტერესებს.. უბრალოდ შვიდზე სახლთან ვიქნები და ჩამოდი...
– გასაგებია– აცრემლებულმა ჩავილაპარაკე და პალატაში დავბრუნდი...
**
ნახევარ საათზე მეტი დავყავი გაღებულ ტანსაცმლის კარადასთან .. ვიცოდი რომ შეხვედრაზე მივდიოდი მაგრამ ვერ აზრებს ვერ ვაწყობდი რა ჩამეცვა.. იცით რა იყო ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა? ის რომ ვიცოდი მანამდე ირაკლი უნდა მენახა, მიუხედავად იმისა რომ ვიცოდი შეყვარებულთან მიდიოდა, მიუხედავად იმისა რომ ვიცოდი მისი გული სხვას ეკუთვნოდა... მიუხედავად ამ ყველაფრისა, მე მაინც ვეპრანჭებოდი მას. გეფიცებით ეს ყველაფერი არ მინდოდა, მაგრამ აას ჩემი ქვეცნობიერი ინსტიქტურად აკეთებდა.. იცით რა იყო ჩემი ყველაზე დიდი დანაშაული? ჩემს ტავს ვზღუდავდი.. ვცდილობდი რომ მის მიმართ მეტი ზრუნვა არ გამომეჩინა, თუმცა აი ზუსტად აქ ვცდებოდი.. მე ხომ აქამდეც ვზრუნავდი მასზე და ეს არავის გაკვირვებია.. ახლა ჩემს თავს ვაჯერებდი რომ ამხეა სიყვარულის და მასზე უფრო დიდი ტკივილის მიყენებაში ბადალი არ მყავდა...
ბოლოს არჩევანი შავ მოკლე კაბაზე და თეთრ პიჯაკზე შევაჩერე... თმები გავიშალე , ყუთიდან შავი ფეხსაცმელი ამოვაძრე და ქუსლების კაკუნით გავედი მისაღებში....
– სად მიკუსკუსობს მამას ლამაზი გოგო–? დაეჭვებულა მკითხა მამაჩემმა და გამიღიმა..
– შეხვედრაზე მამ, ასე ნუ მიყურებ . შენ რომ გგონია იქ არ მივდივარ..
– ხო? მამა არ ცდება.. ნუ გავიწყდება რომ ჩემს გოგოს კარგად ვიცნობ.. ვინმე მოგაკითხავს თუ გაგიყვანო?
– არა, ირაკლი მიდის იქიტ და გამიყოლებს გზად..
– ეს ბიჭი არ ვიცი რა არის რა.. ოქროს კაცია.. ყვეაში გამოირჩევა, მისი კაცურობა... მიხარია რომ ასეთი მეგობრები გყავს ტასო..
– კარგი რა მამა.. ყველანი კარგები არიან.. ლადოს და მათეს რა დაუწუნე?? ჩემს ლადოს ყველზე ლამაზი თვალები აქვს ... და ყველაზე ლამაზი ქერა თმები....
– ხო და ამიტომაც ატირებდი სულ პატარა რომ იყო ხო?
– ხო.....– მამაჩემისკენ დავიხარე ლოყაზე ვაკოცე , ჩანთას ხელი გავუყარე და კიბეებზე დავეშვი...
სადარბაზოს წინ მანქანაში მელოდა ირაკლი თუ არა ხელი დამიქნია... გული მაშინვე ამიჩქარდა.. ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი და კარები გამოვაღე....
– გითხრა?– რაღაც რომ გითხრა ხო შეიძლება? უკვე აღარ ვიცი რა შეიძლება და რა არა შენთან ტასო..
– თქვი ირაკლი, როდიდად გეშინია ჩემი????
– ძალიან ლამაზი ხარ.. არა თვალს ვერ გაშორებ.... ნინუცას მივატოვებ და წამო გავიპაროთ?
– ჰააა?– მისმა ერთიანად აღძრა ჩემში ბედნიერება და ტკივილი..
– გავიპაროთ .. შენზე კარგი ვერავინ ვიპოვე დაა...
– სულელი ხარ.. წამო გავიპაროთ .. ოღონდ უნდა გამიძლო, მერე არ იწუწუნო იცოდე..
– ხოო. არ ვიცი ვიფიქრებ ტასო.. შენი გაძლება რთული იქნება.... მაგრამ თუ მეყვარები აგიტან..
– ახ, ესეიგი ამიტან თან ხო?? აუტანელი ბიჭი ხარ.. მიდი წავიდეთ და ხვალ გავიპროთ...
**
რედისონის შესასვლელ ჰოლში მელოდა მინდია... გაღიმებული წამოვიდა ჩემსკენ და ლოყაზე მაკოცა.. მივხვდი რომ ჩემი დანახვა გაუხარდა... წელზე ხელი ნაზად შემომხვია და დარბაზისაკენ გამიძღვა...
გვერდიგვერდ ვიჯექით მე და მინდია, თუმცა არც მისი და არც სხვა დამსწრე საზოგადოების საუბარი არ აღწევდა ჩემს ტვინთან... ახლა ჩემი ფიქრები სულ ხსვა რაღაცეებზე იყო გადართული და ვერაფრით ვახერხებდი კონცენტრირებას...
– შენ აზრს არ გაგიზიარებ ქალბატონო ანასტასია?– ბატონი გიორგის სიტყვებმა რეალობაში დამაბრუნა, ავეხედე თუ არა დამ=ვინახე როგორი დაბღვერილი თვაებით მიყურედა, ვიცოდი ეშინოდა რომ ტავს ვერ გავართმევდი და ყველაფერს გავაფუჭებდი... ფეხზე წამოვდექი, წელში გამართული გავედი დარბაზის შუაში მდგარ „სტენდთან“ და ბატონი გიორგის გვერდით საპატიო ადგილი დავიჭირე...
– ჩვენ ბევრჯერ ვყოფილვართ რთულ სიტუაციაშ თუმცა უკან არასოდეს დაგვიხევია. და ამით წარმატების რა ეტაპსაც მივარწიეთ კარგად ხედავთ... ჩვენი მიზანი ახლაც ზუსტად იგივეა რაც რამოდენიმე წის წინათ იყო... ამ პროდუქციის წყალობით ყველაზე ცნობილები გავხდებით , და მე მჯერა რომ ჩვენი კრეატიული გუნდის წყალობით არაერთ წარმატებას მივაღწევთ , პირადად მე არასოდეს დავიხევ უკან და ყველა გვერდით დამიდგება....
– ტასო ჩვენი თვალის ჩინია– ღიმილით განაცხადა ბატონმა გიორგიმ და მადლობის ნაცვლად ხელი ჩამომართვა....
ადგილზე დავჯექი თუ არა შვება ვიგრძენი.. გაბადრული სახით შემომხედა მინდიამ და თვალი ჩამიკრა... თითქმის სამ საათიანი შეხვედრა შამპანურის „წრუპვაში“ გადაიზარდა... ფანჯრის რაფაზე მიყუდებული ვიდექი და ჩემს წინ მდგარ მინდიას ვაკვირდებოდი რომელიც ამაყად და თავგამოდებით ესაუბრებოდა ჩვენს პარტნიორს....
მას ყველაფერი გააჩნდა იმისათვის რომ წესიერ ქალს შეყვარებოდა... გაგეცინებათ და სწორად რომ ამიტომ ავღნიშნე წესიერ ქალს–თქო.. მე ხომ წესიერში არასოდეს მთვიდნენ და ალბად არც ვიყავი..
მაღლი მხარ–ბეჭიანი, სანდომიანი, მისი თვალები ისეთი მეტყველი და თბილი იყო... მუდამ მომღიმარი სახე. ყურადრებიანი და მზრუნველი.. როგორც ჩემი დაქალები ამბობდნენ დასაქმებული და გამრიახი გონების პატრონი, თუმცა ჩემი გული სულ სხვას ითხოვდა, სულ სხვა უნდოდა...
თიტქოს ჩემი მზერა იგრძნო და წამიერად შემობრუნდა ჩემსკენ... მომღიმარი სახე ისევ მომანათა , სტუმრებს გამოემშვიდოდა და ჩემსკენ წამოვიდა..
– ასე რატომ მაკვირდებოდი ჩემო ქალბატონო? ფიქრობდი ღირდა თუ არა ჩემი შეყვარება?
– ასე უცებ მიხვდი რას ვფიქრობდი??
– შენი აზრების მე სულ მესმის ტასო..
– შენ რა მიხვედრილი ყოფილხარ მინდია....შენი გული თავისუფალია????
– თავისუფალია, მაგრამ შენს გულს მე არ ვუნდივარ , თორემ სიამოვნებით ვიქნებოდი შენი გულის მეპატრონე...
– ეს რა იყო ახლა გრძნობებში იხსნები? არ მითხრა რომ ორმა ბოკალმა შამპანურმა დაგათრო..
– მოიცადე დათრობის გარეშე არ შემიძლია ვუთხრა ქალს მომწონს თუ არააა??? ეს რანაირი ლოგიკა?
– ქალური... რანარი იქნება. ესეიგი რა გამოდის რომ შენ მე მოგწონვარ??
– არა ეს შენ გინდარომ მომწონდე და თავს აჯერებ...
– რა სისულელეებს ბოდიალობ ნეტავ იცოდე.. აშკარაგად დაგრია ხელი სასმელმა...
– შესაძლოა სასმელმა არა მაგრამ შენმა მუამ აცრემლებულმა და სევდიანმა თვალებმა დამრია ხელი ტასო.. არ მესმის იმ კაცის რომელიც შენს გვერდითა და არ უყვარხარ, არ მესმის ასეთ დიდი სიყვარულს როგორ ვერ გამჩნევს როცა მე ვგრძნობ როგორ გტკივა გული...
– ეს შენ მინდია, ის ვერასოდეს წარმოიდგენს რომ შეიძლება მის მმართ გრძნობა მქონდეს, რომ მიყვარდეს ასე ძალიან.. რთულია იცი? პირიქით რომ ყოფილიყო ალბად ნერვიულობით გავგიჟდებოდი, მას რომ ეთქვა მიყვარხარო.. ადამიანი რომელიც..
– ამდენი ხანი ძმად ან დად მიგაჩნდა. თუმცა შენ ცუდად მსჯელობ, არ ვიცი ალბად ესეც წალური ლოგიკააა. სიყვარული შეჩვევიდან იწნება წუსტად ტასო.. როცა ეჩვევი მასში ხედავ დადებით და უარყოფით მხარეს, გიყვარდება ისეთი როგორიც არის.. ეს ყველაფერი დიდ გრძნობაში გადადის, აბა შენ რა გგონია დაინხავ და გიყვარს??? მაშინ თუ ასეა რატომ მე არ შეგიყვარდი მაშინვე???
– მართალი ხარ ვიცი, მაგრამ მე ამას ვერ გავამხელ..
– მაშინ მე შემიყვარე...– ღიმილით მითხრა და საჩვენებელი თითი ცხვირზე ამარტყა.. გპირდები მე უარს არ გეტყვი...
– სასაცილო ხარ და ამავე დროს აუტანელი მინდია... სახლში წავა. ძალიან დავირალე დღეს ისედაც რთული დღე მქონდა ფეხზე ვეღარ ვდგავარ....
– გაგიყვან– თავაზიანად მითხრა და გამიღიმა...
**
მანქანა სადარბაზოსთან ეზიში გამიჩერა, უკვე საკმაოდ გვიანი იყო ღამის თორმეტს უჩვენებდა ჩემს ხელზე მოტავსებული ოქროსფერი საათი.... წამიერად გამახსენდა ამ საათის ისტორია და ჩემდა უნებურად გავიღიმე.. მინდიას არ გამოპარვია ჩემი ღიმილი და ჩუმად დამიძახა..
– ტასო, რა გგახსენდა...
– არაფერი, საათის ისტორია რომელიც ხელზე მიკეთია...
– ალბად მან გაჩუქა არა?
– ასეა, არ ვუარყობ....
– ასე გიყვარს?
– იმაზე მეტად ვიდრე გგონია.. კარგი გვიანია, დასვენება არც ერთს არ გვაწყენდა.. გადასასვლელად მოვემზადე რომ დამიჭირა ტავისკენ მიმიზიდა და ლოყაზე მაგრად მაკოცა...
– მშვიდობიან ღამეს გისურვებ..– ჩუმად მიჩურჩულა და თვალი ჩამიკრა...
ვიგრძენი როგორ გაიღო კარები ჩემი მხრიდან და რაღაცა ძალან კი არ გადამიყვანა გადამათრია...
– რა ჯანდა ხდება გოგო აქ, ვინააა ეს ახვ**რი?– ბოლო ხმაზე იღრიალა ირაკლიმ და მაგრად მომიჭირა ხელი მკლავში...
– შენ ხო არ გადაირიე საბოლოოდ ირაკლი რა გჭირს?? ჩემი თანამშროელია...
– თანამშრომელი არა...?!– ჩვენსკენ მომავალ მინდიასაკენ სწრაფი ნაბიჯით წავიდა და პერანგის საყელოში ეძგერა.. მაშინვე მიხვდა რომ ის იყო... თანამშრომლებს ასე ეღლაბუცები და კოცნი ხოლმე???
– ცუდად გაიგე. და საერთოდ მოგეჩვენა რაღაც ცუდად. მშვიდად და აუღელვებლად ჩამოაწევინა ხელები მინდიამ და გამომხედა.. მე და ტასო თანამშრომლებ ვართ. სახლამდე მოვაცილე და დამშვიდობებისას ლოყზე ვაკოცე. ამაში ცუდი არაფერია...
– შეგიძია ამიხსნა რა დაგემართა??? მინდია ბოდიშ გიხდი ირაკლის ნაცვლად... მადობა რომ მომიყვანე.. ერთ კვირაში გამოვალ და მერე ვისაუბროთ...
– კარგი ტასო.. დროებით– მშვიდად დამემშვიდოდა და მანაქანში ჩაჯდა...
ხმაურზე და ჩხუბის ხმაზე ლადო ორ წუთში გაჩნდა ჩვენთან... ხან მე მიყურებდა ხან ირაკლის და ვერაფერს ვხდებოდა...
– შენ ძმაკაცს უპატრეონე, – გამწარებულმა მივახალე ადოს დაა ნასვამი ირაკლი ხეებში შევაჩეჩე. მე კი მშვიდი ნაბიჯებით ავუყევი კიბეებს...
**
ხუთი დღის მერე დიანა გამოწერეს და ახალი საზრუნავი გამიჩნდა, თითქოს შინაგანად მშვიდად ვიყავი, ირაკლიც არც ზარებს ვპასუხობდი და არც მესიჯებს.. ასე მშიდად არასოდეს ვყოფილვარ მთელი ათი წლის მანძილვე.. მე და სოფო დიანას ოთახს ვულაგებდით სანამ ბიჭები საავადმყოფოდან წამოიყვანდნე.. უცებ მტაცა ხელი სოფომ და საწოლზე ჩამომსვა..
– რა მოხდა ტასო, შენს და ირაკლის შორის ასეთი? გუშინ ჩემთან იყო მოსული...
– არ მინდა ამაზე ლაპარაკი..
– გინდა.. რა მოხდა მითხარი, განადგურებული იყო... ლამის დამიჩოქა შემარიგეო...
– მაშ გახსოვს შეხვედრის მერე დიანას ოპერაცია რომ გავუკეთეთ იმ დღეს, მინდიამ სახლში მიმაცილა, ეს ეზოში იყო ალბად და გიჟივით გვეცა, საცემლად გაიწია, არ ვიცი ნასვმი იყო და ამის ბრალია თუ რა დაემართა.. სოფო მას არ აქვს ამის უფლება ეს ჩემი ცხოვრებაა და მე მაქვს უფლება რომ ჩემებურად ვიცხოვრო, მესმის რომ მეგობარია მაგრამ მისი ქცვა მეგობრობას სცილდება და არ მინდა ჩემი ტავი მის გრძნობებში დავაჯერო..
– იქნებ ასეცააა.. იქნებ მასაც უყვარხარ ტასო..
– კი ვუყვარვარ და ნინუცასთან ერთად დადის .. ვუყვარვარ და ამიტომ იძახის რომ მეგობრი არასოდეს შეიყვარდებაო?!– ავადმყოფიან.. ამოიჩემე ჩემს მიმართ გაცივდიო... არ შემიძლია სოფ, გეფიცები ოცა ხელებს მხვევს და გულში მიკავს ქვეყანა ჩემი მეგონია, არ მინდა მვეჩვიე მის სითბოს...
– ვიცი , თუმცა არ ვიცი რა გითხრ რის განუგეშო ტასო.. იმედია საღამოს მოვა და წესიერად მოიქცევით ორივე..
– კიდე კაი ახლა არ მოვა, ნერვებს ამიშიდა...
– მე ვთხოვე. ვუთხარი რომ დილიდან არ მოსულიყო. ლადო და მათე იქნებიან ალბად დიკო მოიყვანეს. სახეგაბადრულმა მითხრა და კარისაკენ წავიდა...
დიანას დამშვიდებულ სახეს რომ ვუყურებდი ყველა ტკივილი მავიწყდებოდა..აივანზე გავედი და მოაჯირს დავეყრდენი... როგორ მინდოდა გულიდან და გონებიდან ყველაფერი გადამეყარა, ერთი ხელის მოსმის გადამექცია არაფრად ეს აამხელა ყველაფერი.. როგორ მინდოდა რომ არასოდეს მეფიქრა მასზე,რომ ასე ძალიან რ მტკენოდა გული....
ცრემლი წკარუნით დაეცა ჩემს ხელზე და გამეცინა... მანაც კი უმალ იპოვა გზა.... უმალ გადაირბინა ჩემი ხელის მტევანი და მოყვეტით გაფრინდა მიწაზე დასაცემად.. მე კი გზა აბნეული დავდიოდი, არ შემეძლო არც სიმართლის თქმა და არც დამავა.. ოთახიდან ჩემი პატარა ოჯახის იცილის ხმა მესმოდა და როგორ მინდოდა ყურებზე ამეფარებინა ხელები, როგო მინდოდა რომ მათგან შორს ყველასაგან მოშორებით ვყოფილიყავი..... სულ ცოტა ხნით მაინც...
მხარზე ხელის შეხება ვიგრძენი და ცრემლები ხელის გულებით მოვიწმინდე....
– ტასო, ცუდად ხარ?– რა გჭირს??
– ლადო, არაფერი... კარგად ვარ მართლა..არაფერი მიჭირს..
– წამოდი შევიდეთ. ირაკლი მოვიდა ნინუცასთან ერთად , წინაზე ვერ გაიცანი . ახლა გაგაცნობს...
– ის გოგო რისთვის მოიყვანა ასეთ დროს, ამიხსენი რა....
– დამშვიდდი, ამაზე მერე ვილაპარაკოთ.. წამოდი შევიდეთ.. ცრემლები დამალე ტასო..
– მეგონა დამალული იყო....
– არის , ჩურჩუტო მაგრამ ჩემგან არა...
– მიყვარხარ ლადო.. ძალიან ძალიან.... ოღონდ არ ჩამეხუტ , თორემ ვიტირებ იცოდე....
– სულელი ხარ.. ისევ ის კიკინებიანი პატარა და სულელი ტასო ხარ... მხარზე ხელი მომხვია და ოთახში შემიყვანა.. მათმა დანახვამ გული საშინლად მატკინა, ასე მეგონა ადუღებული წყალი გადამახსეს და მთელს სხეულზე ცეცხლი მეკიდა.. ხელ–ფეხი გამეყინა,, გრძნობადავკარგე, ნაძალადევად გავიღიმე და ფეხზე წამომდგარი გოგონასაკენ წავედი....
– სასიამოვნოა შენი გაცნობა ნინუცა– ძლივს ამოვღერღე და გვერდით მდგარ სავარძელში ჩავეშვი.....
– ჩემთვისაც.. ძალიან მინდოდა შენი გაცნობა.. ირაკლი იმდენ რამეს მიყვებოდა, ყველაზე თქვენზე მაგრამ შენზე განსაკუთრებით ტასო... ძალიან ლამაზიყოფილხარ მართლა..
– ხო? მადლობა.. ესეც ირაკლიმ გითხრა??
– ხო,, ისეთი თბილია და მოსიყვარულე რომ.. ახლა მესმის თქვენი ასეთი კარგები რატომ ხართ ყველა... მისკენ გადაიწია და ტუჩებში აკოცა.. მზერა ავარიდე რომ გიჟივით არ გავვარდნილიყავი ოთახიდან...
– დავლიოთ?– სიტუაციის განმუხტვას შეეცადა სოფო და თვაი ჩამიკრა.. ტას წამო რაღაცეები გამოვიტანოთ მომეხმარე და დიანას დაბრუნება ავღნიშნოთ.... სიხარულით წამოვენთე ფეხზე და სამზარეულოშ გავედი...
რამოდენიმე წუთში შამპანურის ბოკლებით ხელში ვიჯექით და დიანას სასწაულებრივად გადარჩენას ავღნიშნავდით.. ირაკლი ისე ეკვროდა ნინუცას რომ ვგრძნობდი როგორ მეღვრებოდა გულიდან სისხლი, როგორ მეყინებოდა და ძარღვებამდე არ აღწევდა.... ჭიქას ჭიქაზე ვცლიდი.. ბოლო გვარიანად გამოვთვერი და ყველა მათგარი ორად მეჩვენებოდა.. ახლა შემეძლო სიმართლე მეთქვა ისე რომ არც კი შემრცხვენოდა.. შემეძლო ხმამაღლა მეყვირა როგორ მიყვარდა...
– სახლში წავალ–ძლივს ჩავიაპარაკე და კარისაკენ წავედი რომ ირაკლი და სოფო მაშინვე დამეწია და შემომატრიალეს..
– სად სახლშ წავალ ასეთ მდგომარეობაში და თანაც მარტო.. უფრო მეტი უნდა დაგელია ტასო, ეს რა არის?– გარაზებულმა გმოსცრა კბილებში...
– ხო?? ესეიგი არ მეტყობა რომ კარგად დავლიე? მოიცადე ახლავე დავამატებ იკა, მაგზე როგორ გაწყენინებ... ხელი ვკარი და მისაღებშ შევედი.... ბოთლი ბოლო წვეთამდე ჩამოვცალე და ბოკალი ხელში ავირე.. შენ გაგიმარჯოს ირაკლი,– ღიმილით ვუთხარი და ჭიქ ბოლოდე გამოვცალე.... ახლა კარგია? თუ კიდე დავამატო???
– გცემ გოგო. ამ ქცევის გამო.. გეფიცები თუ არ გცემო...
– ნწ ნწ ნწ,, რა ბრაზიანი ხარ... სასაცილო ხარ. ყველაფერთან ერთად, არ ვიცი მე მეცინება და...
– ტასო წყობიდან ნუ გამოგყვარ– ლამის მიბრძანა დაჯექიო , მაგრამ არაფრად ჩავთვალე მისი სიტყვები და ისევ კარისაკენ წავედი...
– ახლა წავალ და შენ ვერ გამაჩერებ? იცი რატომ? ამის უფლება არ გაქვს??? შენ ჩემთან არაფრის უფლება არ გაქვს ირაკლი...
– როდიდან ეს? როდიდად ჩამომართვი უფლებები??
– დღეიდან.. შენ ჩემს მიმართ უუფლებო ხარ.. უბრალოდ ირაკლი ხარ..არასოდეს მიბრძანო რა გავაკეთო გასაგებია???– გამწარებულმა ვუყვირე, ჟაკეტს ხელი დავტაცე და კიბეებზე ტირილით და სირბილით ჩავედი.....
ვგრძნობდი რომ უკან მომყვებოდა, და ნაბჯს ავუჩქარე, ბოლოს ლამის სირბილზე გადავედი.... ჩემს სადარბაზოსთან დამიჭირა და შიგნით შეათრია რომ არავის დავენახეთ.... კედელზე მიმაყუდა რომ რამენაირად დავეჭირა.. თვალები დავხუჭე და ტირილს ისე ვუმატე....
– სახლში ასე ვერ აგიყვან.. წამოდი ჩემთან ავიდეთ. მარტო ვარ. ჩემები ისევ არ არიან..
– არ მინდა, იმ გოგოს მიხედე იქ მარტო რომ დატოვე..
– ლადო გაიყვანს. შენ მაგაზე არ იდარდო.. მე მხოლოდ შენ მადარდებ ..
– ხო?? რა თვალთმაქცი ყოფილხარ ირაკლი. რა მატყუარა. როგორი უგრძნობი და როგორ ვერ გიტან, ნეტა იცოდე როგორ ძულხარ და მეზიზღები, შენი გვერდით ყოფნა როგრ მაღიზიანებს.. ნეტა იცოდე...
– ტასო რა სისულელეებს ლაპარაკობ.. ტასო... ჩემო ლამაზო წამოდი ჩეტან ავიდეთ წამოდი...
ჩაბელებულ სხლში მშვიდად შევაბიჯე ისე რომ შუქის ანთებაც არ ვაცადე ირაკლის.. ხელების ფათურით მივაღწიე დივნამდე და მოწყვეტით დავჯექი.. ორ წუთში გაჩნდა ჩემთან ბორჯოის ბოთლით და ნაზად დამივა სახეზე ხელი..
– ტასო, დალიე მიდი.. ცუდად გახდები..
– ნწუ, არ მინდა, მომშორდი, გგონია წეღან მოგატყუე ვერ გიტან თქო??
– ტასო გულს მტკენ.. ასეთი რა დაგიშავე?
– ათი წელია გული მტკივა... მე დავაშავე რამე??? ათი წელია ვკვდები გესმის?? ვკვდები ამ სიყვარულისაგან, მეტი აღარ შემიძლია, ვეღარ ვუძებ, ვკვდები ირაკლი ყველაფერი მტკივა, არც ტირილი მშველის არც ყვირილი, არაფრი აღარ მშველია...
– დამშივდდი, გთხოვ.. ძალიან გთხოვ... ყვეაფერი მოგვარდება... ხეები მომხვია და ზედ მიმიკრა რომ წინააღმდეგობა გავწიე და განზე გავწიე..
– არ მინდა ეს უაზრო ჩახუტება , არ მინდა გესმის??? არ შენი ნახვა მინდა მეტად, არც შენი მეგობრობა და არც სენი სიახლოვე,, მინდა რომ ჩემი ცხოვრებიდან გაქრე.. სამუდამოდ წახვიდე....
– მე რა შუაში ვარ გოგო??? ავად ხო არ ხარ შენ?– გიჟივით მომვარდა და გონზე მოსასვლელად შემანჯღრია...ტირილს ვუმატე და შუა ოთახში მუხლებზე დავეცი....
– მიყვარხარ.. და ამას მეტად ვეღარ დავმალავ,. თუ გინდა გამკიცხე. თუ გინდა გამაგდე, თუ გინდა მცემე მაგრამ თავს ვერ ვერევი ირაკლი.. მეტი აღარ შემიძლია.. ძალა აღარ მაქვს გესმის??? სადაც გინდა ვიყო, რასაც გინდა ვაკეტებდე მუდამ შენზე ფიქრები დამყვება, სულ შენი სხე მიდგას თვალწინ, მიშველე რამე... არ ვიცი რა გავაკეთო...
– მე გიყვარვარ?– გოცებულმა დამიბრუნა კითხვა და ფეხზე წამომაყენა... კი მაგრამ ეს როგორ ტასო.. მე განა ოდესმე მოგეც ამისი საბაბი? მე განა რაიმე ისე გავაკეთე რომ ასე გეფიქრა ტასო... ახა არც კი ვიცი რა გითხრა....
– უსირცხვილო გოგო ვარ, მითხარი რომ ყველაზე ცუდი ადამიანი ვარ, რომ ბავშობის მეგობარი სიგიჟემდე შემიყვარდა, რომ მისი სიახლოვე მკლავს და მის გარეშე ყოფნა უარესად მანადგურებს.. მითხარი როგორ გადაგიყვარო ირაკლი...
– ამიტომ გახი ცუდად ნინუცა რომ..
– გემუდარები მაგ გოგოს სახელი დღეს არ მიხსენო.. დრეს არ მიხსენი რომ სხვა გიყვარს.. დღეს სულ ორი წუთით იყავი ჩემი.. მტელი ცხოვრების მანძილზე არ ყოფილხარ ასე შორს როგორც ახლა ხარ ირაკლი... სულ ერთხე ჩამეხუტე.. სულ ერთხელ და თუ გინდაც უკანასკნელად , მეტჯერ არაფერს მოგთხოვ... მისჯენ გავიწიე და თავი მკერდზე დავადე. მომენტალურად შემომხვია მძლავრი ხელები და გულზე მაგრად მიმიკრა.... ვიგრძენი როგორ აიყვანა ხელში და საძინებლისაკენ წამიყვანა... ვგრძნობდი როგორ მხდიდა ჟაკეტს და ფეხსაცმელს.. მერე თბილი საბანი ვიგრძენი და ისევ მის გარეშე დავხუჭე თვალები...
**

დილით საშინელმა თავის ტკივილმა გამომაღვიძა... მისაღებიდან ტელევიზორის ხმა ისმოდა... ჯერ კიდევ ძილბურანში ვიყავი რომ საოლიდა წამვდექი. მხოლოდ ახლა გავაანალიზე რომ ღაე ირაკლისთან მეძინა... კარები გავაღე თუ არა, მისი ამღვრეული თვალები მომხვდა თვალებში და თავ დავხარე.. ჩემსკენ წამოვიდა, ხელი მომკიდა და გვერდით დამისვა...
– სანამ რაიმეს მეტყვი, მე მათქევინე– დამნაშავესავით დავიწყე და ცრემლი მომერია.. მაპატიე გუშინდელი.. ზედმეტი ვილაპარაკე..
– მე.. ვერასოდეს წრმოვიდგენდი ამას ტასო, ვერასოდეს ვიფიქრებდი რომ ოდესმე ასე გამაოცებდა რაიმე.. რომ იდესმე ასე გავოგნდებოდი შენი სიტყვებით.... არ შემიძლია, ამის გაგება. ჩათვალე რომ არც არაფერი ყოფილა..
– მეგონა რომ შენც..
– გეგონა რომ მეც მიყვარდი? ასეთი რამე როგორ გაიფიქრე ტასო? რომ მე შენ..
– კარგი, გასაგებია, არაა საჭირო ..იმაზე ნუღარ ვილაპარაკებთ რაცარცყოფილადამხოლოდჩემი ფანტაზიის უნარი იყოო...
– მისმინე,,არის ურთიერთობა რომლებსაც ასე მარტივად ვერ დავანგრევ...
– ამის რასმეუბნები ირაკლი? რომშეიძლებაგიყვარდე კიდეც და ჩვენი სამეგობროს ხათრით ჩუმად ხარ???
– ვთქვათ და ასეა... არ მინდა ყველაფერი ეს რაც 25 წელიწადია მოგვყვება გავანადგუროთ და დავანგრიოთ....არ გიფიქრია სხვების რეაქცია?? ჩვენ ერთად გავიზარდეთ ტასო. ერთ საწოლში გვერდიგვერ გვეძინა.. შენი მშპბლები ისე მიყურებდნენ როგორცსაკუთარ შვილს,, როგორ გგონია ახლა რას იფიქრებენ? არ ინანებენ იმას რომ ასე მანდობნენ შენს თავს? გაიხსენე და მოთვაე რამდენჯერ გვეძინა მე და შენ ერთად ჩახუტებულებს,, მაშნ როცა შენ სიბნელის გეშინოდა...
– მოიცადე, რაღაცაეები ამერია თავში.. ანუ რას მეუბნები. იმას რომ რომც გიყვარდე არ იტყვი? რომ სხვების აზრს გაუწევ ანგარიშს და სიყვარულს ხელს კრავ??ირაკლი მე, სისულელე გავაკეთე როცა ამდენი არაფრის მთქმელი სიტყვები გითხარი გუშინ დაივიწყე , და მეც დავივიწყებ ყველაფერს...
**
ბარში იჯდა ირაკლი მათესთან და ლადოსთან ერთად. მოთმინებით ელოდნენ მეგობრები როდის დაიწყებდა საუბარს ირაკლი,, მაგრამ ხმას არ იღებდა.. მეოთხე ჭიქა ვისკი რომ გამოცალა მხოლოდ მაშინ აევსო მოთმინების ფიალა მათეს , ხელიდან ჭიქა გამოგიჯა და მუშტი მაგიდაზე მაგრად დაკრა..
– ან იტყვი რა გჭირს და წუხელ რა მოხდა ტასოსთან, ან არადა ტასოს ვურეკავ.
– ყველაფერი აირია მათე..ყველაფერი თავდაყირა დადგა ჩემს ცხოვრებაში..
– აღარ იტყვი რა მოხდა? აწყენინე ტასოს ? შემომხედე ირაკლი, შემომხედე–თქო...
– მომეშვი რა, ძმურად შემეშვი მათე. არაფერი მომხდარა, ცოტა ხანი მარტო დავტოვეთ რა....
– რა არაფერი მომხდარა ეეე.. შენ ხო არ გამო**დი? ირაკლი , უკვე ატრა**ებ.. თქვი რა ჩაიდინე...
– რა უნდა ჩამედინა ეეეე... გგონიათ რომ ტასოს რაიმე ზედმეტი ვაკადრე???არააა ცდები, ვერასოდეს ვატკენ გულს ტასოს... მაგრამ უკვე ვატკინე..
– რანაირას ლაპარაკობ რა.... ლადუშ მიდი ააყენე, ეს აქ არაფერს იტყვის, გარეთ გავათრიოთ და მერე ნახე როგორ აჭიკჭიკდება...
ნელი სვლით მიდიოდა ლადო. თბილისს რომ გასცდა მცხეთის გზაზე ჯვრის მონასტერისაკენ აუხვია და შედარებით მშვიდ ადგილას გააჩერა ლადომ...
– თქვი რა მოხდა...
– ვერ ვიტყვი..
– რას ბავშობ ამხელა კაცი... თქვი თქო ბიჭო– გაცოფებულმა იღრიალა ლადომ და უკანა სავარძელზე მოკალათებულ ირაკლის გადაწვდა....
– ტასო შეყვარებულია.. არა უფრო სწორად განადგურებულია, გამწარებულია, სიყვარულისგან არის ასე..
– გეფიცები შენ თუ შ*გ არ გქონდეს რა.. ამაზე გვანერვიულე ბიჭო??? შეყვარებული იქნება ანგელოზივით გოგოა, რომელი ჭკუათ მყოფელი კაცი იტყვის ტასოსნაირ სილამაზეზე უარს – სიცილი არ დააყოვნა მათემ და ლადოს გახედა..
– მე ვთქვი..
– შენ რა შუაში ხარ..
– თავში ვარ. ჩემზეა შეყვარებული ტასო... უკვე ათი წელია... მე ისე ვიყავი რომ ვერაფერს ვხვდებოდი.. მის ტკივილს ვერ ვხვდებოდი.. გუშნ მითხრა როგორ ვუყვარვარ. და მე ვერაფერი ვუთხარი საპასუხოდ.. მე ...– აზრი არ აქვს გაგრძელებას... არაკაცი ვარ.. – მანქანიდან გადავიდა ირაკლი და ბარბაცით გადადგა რამოდენიმე ნაბიჯი ... ახლად ამოსულ მწვანე ბალახზე დაჯდა და გადაწვა...
– შენ გამო***დი?? რაებს ბაზრობ ტო...
– ვბაზრობ არა? გონია ასე ტყუილად ვარ?? გუშინ იმდენი რამე მითხრა , არ ვიცი ლადუშ, რა გავაკეთო....
– შენ რას გრძნობ? არ მითხრა რომ ტასოს სხვანაირი თვალით შეხედე ოდესმე იკა, თორე მაგარი გამიტყდება ეე... ის გოგოა და ეპატიება, ქალია და გრძნობები მარტივად გაუღვივდა, მაგრამ შენ... წამოჯექი რას გაიხლართე აქ...
– მომეშვი რაააააა... სხვანაირად რომ შემეხედა ვეტყოდი რომ მიყვარდა... ნუ მადგახარ თავზე ძმურად გადი იქით .. ორი წუთით ამომასუნთქე რა...
იქნებ უყვრდა კიდეც ირაკლის ტასო.. ჯერ კიდევ ღრმა ბავშობიდან, უყვარდა თავისებურად, იმდენად მანალავდა ამ გრძნობას რომ ბოლოს თვითონაც გადაავიწყდა, გადაავიწყდა რომ უყვარდა ერთი გოგო.. ერთი ლამაზი და სიფრიფანა გოგო სახელად ტასო..
უყვარდა ისე რომ დუმილი ამჯობინა ამ სიყვარულს.. ამჯობინა რომ თვითონ სტკიებოდა? რატომ? იმიტომ რომ საზოგადოების და მეგობრების შეეშნდა, რას იტყოდნენ როგორ გაიგებდნენ, დაუდგებოდნენ თუ არა მხარში...
გგონიათ ადვილია გიყვარდეს მეგობარი? ეს ყველაზე რთულია .. ყველაზე მძიმე დასამალიაა, ასე ახლოს გყავდეს და ვერ ამბობდე, ასე გრძნობდე მის სიახლოვეს და ვერ იზიარებდე...
ამას მხოლოდ მეგობარზე შეყვარებული ადამიანი გაიგებ.. მხოლოდ მას შეეძლება დამეთანხმოს ეს რა გაუსაძლისი ტკივილია.. ეს რა სასჯელია.. ყველაზე დიდი სასჯელია სიყვარულისა... ყველაზე დაუნდობელი ....

**
ერთმა კვირამ დიანასთან და სოფოსთან ერთად ისე მალე გაირბინა ვერვ კი გავიგე.. დიანასთან მაშინ მივდიოდი როცა ირაკლი არ იყო , ისიც ანალოგიურად იქცეოდა... ყველა ხვდებოდა ყველაფერს მაგრამ არც ერთი არ ირებდა ხმას... ჩემი ტკივილი გულით დამქონდა და გულშივე ვკლავდი ამ სიყვარულთან ერთად...
სააბაზანოდან გამოსულმა თმების გაშრობა დავიწყე რომ დედაჩემი სახე გაბადრული შემოვიდა...
– მოხდა დე რამე? რა გიხარია....
– სტუმარი გყავს შვილო.. ტასო, ლადო მოვიდა შენთან..
– რა იყო დედა ლადო არ გინახავს??? თუ რა გჭირს ვერ გავიგე..
– მინახავს რანაირი გოგო ხარ უხეში.. მოვიდა და ყვავილები მომართვა...
– ხოო ალბად შეუყვარდი– ხუმრობა ვცადე და დედაჩემის გაბრაზებულ სახეზე გამეცინა... კაბას გადავიცვამ და ორ წუთში შემოვიდეს...
კარზე მომიკაკუნა და ყაავის ფინჯნებით მოვიდა... ლოყაზე მაგრად მაკოცა და ცხელი ფინჯანი ხელებში მომაჩეჩა..
– ეეეე. რა ლამაზი ხარ ტო.. სად მიდიხარ ტასუნა??
– სამსახურში ლადო., სად წავალ.. რა თქმა უნდა ლამაზად უნდა ვიყო აბა როგორ.. ამ დილა ადრიანად რამ გაგახსენა ბიჭო ჩემი თავი.. არ მითხრა მომენატრეო. მტელი დღეები აივანზე გდიხარ და ხელებს მიქნებ...
– შენ არასოდეს შეიცვლები. ასეთს ვინ წაგიყვანს ტასო, რა მწარე ენა გაქვს..
– მწარე კი არა სამართლიანი, ჰა მალე თქვი რა გინდა? ფული? ხელფასი ხვალ დაირიცხება და მოგცემ...
– გაჩუმდი ადამიანო ორი წუთით , მგონი მიხვდი რატომაც მოვედი და ამიტომ ტლიკინებ ამდენს.. დაჯექი ,, საქმე მაქვს და საკმაოდ სერიოზული...
– შანსი არაააა... ირაკლი არ მიხსენი თორემ არ ვიცი რას გიზავ...
– ღმერთი გიშველის ეგ ცხელი ყავა არ შემომასხა და სხვა რაც გინდა იქ გააკეთე.. მაგრამ უნდა ვილაპარაკოთ.. ტასო. ოცდახუთი წელი ისე ვიყავით რომ ერთმანეთისაგან არაფერი გვწყენია.. შენ ხო არ ეხუმრები ამდენ წელიწადს.. ახა ა უაზრო რაღაცეებმა დაგვაშორა ერთმანეთს.. თქვენ ორი ბატო ერთმანეთს გაურბიხართ , ძალაუნებურად ჩვენც შუაზე ვიხლიჩებით . ასე არ გამოვა რა.. ძალიან განვიცდით.. როგორმე უნდა მოაგვარო ყველაფერი...
– რა გავაკეთო ლადო? როგორ მოვიქცე მითხარი... იმდენი რაღაც ვუტხარი ახლა თვალებში ვეღარ ვუყურებ.. ძალიან მცხვენია..
– დამშვიდდი, სასირცხვილო არაფერია. უბრალოდ გაიკვირდა, რომ შენ ირაკლიზე ასე ფიქრობდი.. ეს რომ დიანას ეტქვა არ გავოცდებოდი ხო იცი ბავშობიდან ქარაფშუტა იყო, მაგრამ შენგან გამიკვირდა ტასო...
– ჩემს გასაკიცხად მოხვედი???
– არააა... არ ვიცი როგორც გინდათ ისე მოაგვარეთ ყველაფერი.... დღეს რა რიცხვია ?– ხუთი არა???, მოიცა შვიდში ვგულაობთ?
– სადმე მივდივართ?
– კი შენს დაბადების დღეზე... ასეც არ შეიძლება ტასო– სიცილით მითხრა ლადომ და გულშ ჩამიკრა... ვიცი როგორ ცუდად ხარ, მაგრამ გპირდები ირაკლი არაფერს გეტყვის.. გპირდებიი. ყველაფერი ისევ ისე იქნება ძველებურად..
– ესეიგი ვგულაობთ... რამეს მოვიფიქრებ და მოგწერ... წამო გამიყვანე ბარემ შენს გაზრდა–გახარებას – ომახიანად დავიძახე და ლადოს მაგრად ვუჩქმიტე ლოყაში.
**
დაბადების დღის გადახდის სურვილი საერთოდ არ მქონდა , მაგრამ ვიცდი რომ სხვა გზა არ მქონდა, არ მომასვენებდნენ.... დილით ადრიანად გამომაღვიძა მზის სხივებმა და ჩემს სახეზე თამაშ გადაწყვიტეს..თვალების გახელა არ მინდოდა, საბანი თავზე წავიფარე და კედლისააკენ გადავტრიალდი... მერე ისე როგორც ბავშობაში ვაკეთებდი, საბანი უცებ გადავიძრე და მზეს სახე მივუფიცხე... თვალები ნელა გავახილე და გავიზმორე... ხალათი შემოვიცვი და მისაღებში ფეხიშველა გავედი... მამაჩემი ჯერ კიდევ სახლში იყო, მშვიდად მიირთევდა ჩაის და გაზეთს კითხულობდა.. დამინახა თუ არა მაშინვე ფეხზე წამოდგა და გულში ჩამიკრა....
– ეს რა არის მამა?– ხელის გუზე დადებულ გასაღბზე ვანიშნე და თვალები გამიფართოვდა...
– რა და შენი საჩუქარია... ჩემგან და დედასგან...
– მოიცადე, მანქანას მჩუქნით?? მეჩვენება თუ რა არის?– გახარებულმა წამოვიძახე და სამზარეულოში შემომავალ დედაჩემს შევხედე..
– ასეა, მამაშენს მანამდე უნდოდა მოცემა მაგრამ მინდოდა სურპრიზი გამოსულიყო ..
– ყველაზე კარგები ხართ.. ყველაზე საყვარლები. მაა, მადლობა....
– ჩემი ერთადერთი გოგოსთვის ყველაფერი მემეტება და არ რსებობს სურვილი ჩემს გოგოს რომ არ შევუსრულო... აბა დღეს რას გეგმავს ჩემი შვილი?
– ბავშვებთან ერთად წავალ სადმე.. როგორც ყოველ დაბადები დღეზე მამა...
– კარგი აზრია.. მოკლედ არ არსებობს მიზეზი რომ ტქვენ ექვსი ერთმანეთისაგან გაცაკლევდეთ არა...
– რა თქმა უნდა მამა– ისე დარწმუნებით ვუთხარი, მეც კი დამეჯერა რომ ვერაფერი დაგვაშორებდა ერთმანეთს..
ყველას მივწერე მოსვლის დრო და ადგილი და შვიდი საათის მოლოდინში გავიტრუნე... გული საშინლად მიძგერდა, მეშინოდა მასთან შეხვედრის. თავს ვარიდებდი... გული მეკუმშებოდა და მინდოდა ხმხმაღა მეტირა... ხალათიანად შევწექი ისევ საწოლში და ბავშობის მოგონებებმა მტელი ჩემი გონება დაიპყრო..
მახსოვს მაშინ ოცი წლის ვხდებოდი, არ ვიცი რატომ მაგრამ ამ დაბადების დღეს ძალიან ველოდი, ალბად ჯერ კიდევ მქონდა იმედი ირაკლის გრძნობებისა.... სპეციალურად ვიყიდე კაბა... გოგოებთან ერთად სალონშიც კი წავედი და საღამოს მოლოდინში გულნაგაბული ვცემდი ბოლთას ოთახს...
რა დამავიწყებს იმ წუთებს როცა ის დავინახე.. ჩემს წინ იდგა... ისეთი სიმპატიური და მომღიმარი რომ თავი ვერ შევიკავე და მთელი ძალით ჩავეხუტე... ვიცოდი ამ ჟესტს არავი მიიღებდა ცუდად.. მაშინ კისერზე მედალიონი დამკიდა , რომელსაც გულის ფორმა ქონდა, და მე სულელი დღემდე ვატარებდი, ტანსაცმლის ქვეშ რომ არავის დანახა ჩემი გრძნობები.. რომ არავის შეემჩნია როგორ მიყვარდა ერთი სულელი ბიჭი...“
მოგონებები სოფოს შემოსვლამ გამაწყვეტინა.. საბანი ნელა გადამიწია და შემომიშვა... მერე ჩუმად მიჩურჩულა ყურში დაბადების დღეს გილოცავო. მიხვდა ვტიროდი, რადგან მისკენ არ გადავტრიალებულვარ.. კელისკენ გადაღოღდა და ჩემს და კედელს შორის ჩაეკვეხა..
– ხო იცი ტას. თუ მუჰამედი არ მიდის მთასთან , მაშინ მთა მივა მუდამედთანო.. არ გადმობრუნდი და მე ვიპოვე გამოსავალი.
– მაინც რა ხარ ასეთი სოფი რა. – სიცილით ვუთხარი და გულში ჩავეხუტე..
– ყველაფერი კარგად იქნება ტასო...
– არა სოფი, ამაზე არ ვილაპარაკოთ. ყველაფერი ისე დავტოვე როგორც არის, აზრი არ აქვს, შევცდი როცა მეგონა რომ მასაც გააჩნდა გრძნობა ჩემს მიმართ, მაგრამ შევცდი..
– მე კიდევ მეგონა რომ ირაკლიც ასევე იყო განწყობილი შენს მიმართ.. ის გოგო მისი შეყვარებული მოვა დღეს??
– მოვა, იმედია რომ მოვა.. ყოველ შემთხვევაში მე დავპატიჟე და. არ მინდა ეგონოს რომ მასზე ვგიჟდები.... იცი ლადომ მითხრა რომ მხოლოდ მე შემიძლია ჩვენი მეგობრობის განადგურება და ალბად ასეცაა.. არ უნდა მეთქვა სოფ. მაგრამ სასმემა გამათამამა თავი ვერ შევიკავე..
– დამშვიდდ, დღეს რას იცვამ?
– აუუ შენ კიდე მაგაზე ფიქრობ? ოცდაექვსი წლის ხვდები თექვსმეტის კი არა რომ ისევ ისე მიხაროდეს დაბადების დღე.. განსაკუთრებული არაფეი მიყიდია, რაც მაქვს იქიდან ამოვარჩევ...
მთელი დღე ვერ მოვიშორე სოფო, არც ძილს მაცდიდა და არც მოსვენებას.. თავზე მჩხავანა ყვავივით დამტრიალდება,, ჩემს ჩაცმა გახდი იმდენად გაერთო რომ ბოლოს მოთმინება დაკარგული წამოვხტი ფეხზე და ოთახიდან გავექეცი... მოწესრიგებას რომ მოვრჩი უკვე ექვსი ხდებოდა..
**
ბარში შესულებს ყველა იქ დაგვხვდა... ყველა ირაკლის გარდა.. ჩემს თვალებს მისი ძიება არ დაუწყიათ, არც გული მიცემდა გამაებით მისი მოლოდინით, ვიცოდი რომ იმ გოგოსთან ერტად მოვიდა.. ახლა ჯინაზე მოვიდა, იმის დასამტკიცებლად რომ შევცდი.. რომ დაეჯერებინა რა ძვირფასი იყო მისთვის მეგობრობა და ჩემთვის არაფერი.... ლადოს და მათეს კომენტარებზე გულიანად ვიცინოდი და დიანას გულში ვიკრავდი... ახლა ყველაზე მეტად მის ტკივილს ვგრძნბდი, ახლა ყველაზე მეტად მისი ტკივილი მტკიოდა.....
– რა დავლიოთ ტეკილა?– ხმამაღლა დაიძახა სოფომ და ლადოს ანიშნა მოატანინეო... დღეს ჩემი დაბადების დღე იყო და გეგმაში მქონდა ბოლომდე ამენაზრაურებინა დაკარგული დრო...
ირაკლის მოსვლა ვერც შევნიშნე... ზურგიდან მომეხვია და ყურთან მაკოცა.. გაოცებული შევტრიალდი მისკენ და ირონიულად გავუღიმე...
– რა უყავი შენი გოგო?– ისე ვკითხე თითქოს ეს ძალიან მაინტერესებდა...
– მისი ადგილი აქ არ იყო, ეს შენი დაბადების დღეა...
– ხო? რავიცი მეგონა მისი ადგილი შენს გვერდით იყო.... მხრები ავიჩეჩე და ზურგი ვაქციე... მივხვდი არ მოეწონა ჩემი ქცევა მაგრამ არაფერი უთქვამს... მოულოდნელად ვიგრძენი როგორ შემეხო რაღაცა ცივი კისეზე და გულზე დავიხედე.. საშინელი ტკივილი ვიგრძენი.. ცრემლები რომ არ გადმომცვენოდა თავი გვერძე გავატრიაე...
– ის წინაზე რომელიც გაჩუქე მიდი დრო გავიდა.. ის უბრალო იყო, ეს შენსავით ძვირფასი და ლამაზია ტასო....
– მგრამ მე იგივე ვარ ირაკლი რაც მაშინ ვიყავი ექვსი წლის წინათ.... რა განსხვავებაა იმ უბრალო გულს და ამ ბრილიანტებს შორის? მხოლოდ ფასი არა? ჩემი გული კი მაინც იგივე დარჩა... სასაცილოა და ის წინა უბრალოდ მედალიონი დილით მოვიხსენი... მივხვდი რომ აზრი არ ქონდა მის ტარებას და შენ ტკივიზე ტკივილი დამიმატე...
– ასე არააა.. შენ საუკეთესოს იმსახურებ...
– მართალი ხარ. უკვე კარგად შეზარხოშებულმა ვუთხარი და ცხვირზე თითი ავარტყი.... ჩემს წინ დადგმული ტეკილა დავლიე და ლიმნის ნაჭერს წვენი გამოვააცალე.....
ვუყურებდი ჩემს წინ მჯდარ ადამიანს რომელიც თვალს არ მაშორებდა. როცა ვითომცა შემთხვევით მეხებოდა მისი ფერი.. ვითომდა შემთხვევით მეხებოდა მისი გავარვარებული თითები.... თვალები უკვე ვეღარ ვიყურებოდი.. ჩემს ფიქრებზე შიგადაშიგ მეღიმებოდა და თვალებს ვნაბავდი...
– ეს სექსუალური კაცი ვინა????– ალმაცერად შემომხედა დიკომ და უკან მიიხედეო მანიშნა.... ფეხზე ძლივს წამოვდექი, სასმელმა სასურველ შედეგს მიაღწია მოულოდნელად დამებინდა გონება და მინდიას ხელებში ზრართანი განვახორციელე...
– ეს სექსუალური კაცი მინდიაა– ყურებამდე გავიღრიჭე და ხმამაღა გამოვაცხდე...
– ასე ძალიან გაგიხარდა ჩემი დანახვა თუ დალიე იუბილარო??
– ჰმმ, შენ რა კაი ვიღაცა ხარ. როგორ გესმის ჩემი მინდი...– გახარებულმა ვუთხარი და თავი მკერდზე დავადე...
– ტასო კარგად ხარ?– მისმა ხმამ მთელს სხეულში დამიარა და თვალები არ გამიხელია ისე ავხედე....
– ასე კარგად არასოდეს ვყოფივარ.... შენმა სითბომ გამაბრუა გულახდილად ვუთხარი და მეგობრიბისაკენ შევტრიალდი.... გამწარებული სახით და ამღვრეული თვაებით მიყურებდა ირაკლი და ვერ ვხვდებოდი რა აღიზიანებდა ასე....მეგობრებს მინდია გავაცანი თუ არა მაშინვე ჩაერთნენ მასთან საუბარში.... გვერდით მეჯდა და დრო და დრო მადებდა ხელს ხელზე....
რას ვგრძნობდი ამ წუთში?– რომ გეკითხათ ამ კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემდით...ადამიანი რომელიც ათი წელი სიგიჟემდე მიყვარდა, რომლის ოდნავ გაღიმებაც კი ჩემთვის ყველაზე ძვირფასი იყო. ჩემი გრძნობების გამხელის მერე ისეთი ცივი და უგრძნობი დარჩა რომ ვეღარ ვცნობდი...
ვუყურებდი და მხოლოდ ერთი სურვილი მქონდა, მხოლოდ ერთხელ თუნდაც წამით შევხებოდი მის ლამაზ სახეს, მის თვალებს. ისე როგორც საყვარელი ქალი მოეფერებოდა საყვარელ მამაკაცს ერტხე მაინც მეგრძო მის გვერდით დაწოლილს სიამოვნება... ვუყურებდი და მინდოდა მეყვირა რომ ასე ძალიან ასე უგულოდ და ასე გრძნობების გარეშე მიყვარდა...
რომ ასე მსჯიდა ბედი ამ უაზრო სიყვარულის გამო.....
– გინდა ვიცეკოთ?– ჩუმად მითხრა მინდიამ და გამიღიმა.... უი მართლა მე რომ საჩუქარი არ მოგეცი ხო არ გამიბრაზდი?? სამსახურში მაგიდაზე დაგიტოვე...
– ხო? სამსახურშიც იყავი? ყოჩაღ შენ. საუკეთესო ხარ მინდი.. ვიცეკოთ. სახეზე მსახიობური გულის მომკვლელი ღიმილი ავიფარე და ინდიას ძლიერ მკლაებს დავეყრდენი....
ვგრძნობდი რომ ცეკვის დროს თანდათან მეცლებოდა ძალა... ძილი მერეოდა თუ მონატრება ვერ ვხვდებოდი, ასე ახლოს მყავდა ადამიანი რომეიც ასე უკიდეგანოდ მენატრებოდა... მინდია მაშინვე მიმიხვდა ტკივილს, ხელები წელზე შემომხვია ზედ მიმიკრა და ნელა აყვა მუსიკას....
– გტკივა მის გვერდით ყოფნა არა?– ჩუმად მიჩურჩულა და მისი ტუჩების შეხება ვიგრძენი თმაზე..
– ვერც წარმოიდგენ როგორ.. გულს მიკოდავს მისი მზერა მინდია... საშინლად მტკივა გული..
– გეტყობა, ამას როგორ უძლებ ტასო? მე შენ სუსტი მეგონე, ვფიქრობდი რომ ეს ხოლოდ სიტყვები იყო, ძიერი ქალის იმიჯის შესაქმნეად მაგრამ შევცდი...
– ტკივილი აძლიერებს ადამიანს , როცა გტკივა და ამას მალავ, ყველანაირ ძალას იკრებ რაც გაძლიერებს....
– მე არასოდეს ვიტოყოდი უარს შენნაირ ქალზე.. შენ ყველაფერი გაქვს რაც ნამდვილ ქალს უნდა ქონდეს. როგო შეუძია ასე უარი თქვას ტასო...
– სიყვარულს მიხვსნი?
– თუ ამი უფლება მომცემ აგიხსნი კიდეც, მაგრამ ვიცი რომ დამიფრტხები, არ მინდა გამიუცხოვდე, შენ იმდენად კარგი ხარ , ვერ დაგკარგავ..
– და მერე ვინ გითხრა რომ დამკარგავ??
– მოიცადე მიწვევ თუ მგონია?
– გგონია.. არ გიწვევ გეუბნები...
– ანუ რას მეუბნები რომ სიყვარულში თუ გამოგიტყდები უარს არ მეტყვი???
– რავიცი ცადე...
– ტასო, მორჩი ცანცარს..
– არ ვცავნცარებ მინდი, რატომ უნდა მიყვარდეს ის ვისაც არ ვუყვარვარ? არ ჯობია ღირსეული მამაკცი შევიყვარო???
– ხო?? მე ვარ ღირსეული? გამაცინეეე..... მის სიცილზე მეც გამეცინა.. ფეხის ვერებზე ავიწიე და ლოყაზე ვაკოცე...
მოულოდნელად ვიგრძენი ძლიერი ბიძგი. გაოცებული შევტრიალდი და ჩემს გვერდით მდგარ ირაკლის თვალებს გადავეყარე რომელიც მთელი ძალით მიჭერდა მკლვში ხელებს....
– რა ხდება ძმაო?– მინდიას სიტყვებმა წყობიდან გამოიყვანა, და მტელი ძალით გააგლიჯა ჩემი თავი...
– ზედმეტი იცეკვეთ. დროა დაჯდეთ...
– ამას შენტან არ ვათანხმებთ. კარგად ვიცი ზედმეტი რა არის....
– წესიერად მელაპარაკე ბიჭო– წყობიდან გამოვიდა ირაკლი და მინდიასაკენ გაიწია რომ წინ გადავუდექი...
– შენს თავს ბევრი უფლებას აძლებ ირაკლი... მე შენთვის ამისი უფლება არ მომიცია.
– და არც მჭირდება რომ ამისი უფლება მომცე გოგო. მე კარგად ვიცი რა უნდა გავაკეთო...
– როგორც ჩანს არ იცი , ეს ჩემი ცხოვრება.. მე თვითონ მოვაგვარებ ყველაფერს. მე უკეთ ვიცი რა მინდა და ვისთან მინდა..
– წამოდი უნდა ვილაპარაკოთ... კარისაკენ გამათრია რომ მინდიამ დამიჭირა და ხელი შემომხვია წელზე... მაშინვე ჩვენთან გაჩნდნენ ლადო და მათე და ამაოდ ცდილობდნენ ირაკლის დამშვიდებას...
– საკმარისია, კარგით ... დაჯექით და ახავე მოვალთ, მე თვითონ მაქვს საქმე ირაკლისთან...
– დარწმუნებული ხარ ტასო?– მშვიდად მკითხა მინდიამ და ხელი გამიშვა..
– კი მინდია,, ახლავე მოვალ, შენ არ ინერვიულო... ოდნავ გავუღიმე და გარეთ გავედით...
ირაკლი მანქანისაკენ წავიყვანე და ძალით ჩავსვი.... განადგურებული ხაით მიყურებდა.. ვხვდებოდი ახლალაპარაკს თუ არ დავიწყებდი პატარა ბავშვივით ვიტირებდი გულამოსკვნილი და ალბად მერე უამრავ სისულელეს გავაკეთებდი.... ვხვდებოდი როგორ მიკვდებოდა გული თანდათან...
– ტასო, ასე რატომ მექცევი?– თქმა დამასწრო და ხელზე ხელი ნაზად დამადო..
– და როგორ გექცევი? რა გავაკეთე ისეთი? არ მაქვს უფლება ბედნიერი ვიყო? არ მაქვს უფლება მიყვარდეს?? ამიხსენი რა გნდა ჩემგან?
– მისმინე, ეს ძალიან რთულია, იმაზე რთული ვიდრე გგონია?
– რა , უთხრა ქალს რომ არ გიყვარს ან გიყვარს ეს ასე რთულია?? ამას ეძახი შენ სირთულეს? ვიცი რომ შეცდომა დავუშვი, როცა ჩემი გრძნობები გაგიმხლე, ვიცი და ამას ვნანობ. ვნანობ რომ საერთოდ შენზე ამდენი წელი დავკარგე...
– ნანობ?
– ვნანობ ირაკლი, ვნანობ.. გიკვირს კიდეც? აბა რას ელოდი ამიხსენი.... გეგონა მტელი ცოვრება შენ დაგელოდებოდი? გეგონა რომ შენი ასეთი ქცევის მერე ფეხებში ჩაგივარდებოდი????
– არა არ მეგონა, მაგრამ მას ნუ ეხუტები არ შემიძლია ამისი ყურება და ატანა ტასო. შენ ჩემთვის სულ ერთი არ ხარ.. მე .. მიყვარხარ.. მიყვარხარ ..
– როგორ ? როგორ გიყვარვარ? ისე როგორც მეგობარი? ისე როგორც და? ისე როგორც სოფო და დიანა? როგორ ირაკლი როგორ? ნუ გამაგიჟებ.....
– აზრი არ აქვს...
– მარტალი ხარ. კარგია რომ ამ დასკვნამდე თვითონ მიხვედი, აზრი არ აქვს შენთან ურთიერთობას, შენს სიყვარულის აზრი არ აქვს.... შენ ვერასოდეს გაბედავ იყო ძლიერო, შენ ვერასოდეს გადააბიჯებ იმ დანარჩენებს იქ შიგნით რომ ზიან.. ნუ დამიშლი ბედნიერებას.. ნუ მაიძულებ ჩამოგშორდე... მანქანიდან გადასვლა დავაპირე რომ მოულოდნელად მცატა ხელი მკლავში და თავისკენ მიმიზიდა...
– შენ ვერც კი წარმოიდგენ , შენს სახეზე განლაგებული თითოეული ნაკვთი რა ძალიან ძვირფასია ჩამთვის.. როგორ ძალიან მიყვარს ეს ყვეაფერი ტასო.. როგორ მიყვარხარ? გგონია ვერ გავბედავ გითხრა რას ვგრძნობ? მიყვარხარ ისე როგორც მამაკაცს უნდა უყვარდეს ქალი რომელიც იზიდავს.. ქალი რომელიც ყველაფერია მისთვის. ქალი რომლის ცოლობას და შვილების დედბოას ინატრებდა.. მიყვარხარ იმ წუთიდან როა პირველად გავიაზრე რა იყო სიყვარუი.. მიყვარხარ იმ წამებიდან როცა პირველად დავინახე კიკინებიანი ახტაჯანა ტასო... მიყვარხარ, ამისი მსმენა გინდოდა? ესეც გაიგე.. მიყვარხარ , სიგიჟემდე, ისე მიყვარხარ რომ შემიძლია ის ბიჭი ხერხემალში გადავამტვრიო როცა ხელებს გკიდებს.. შემიძლია ყელი გამოვრა იმის გამო რომ ასეთი თვალებით გიყურებს.... ცრემლები ხარბად ჩამომდიოდა ლოყებზე და სლუკუნს ვუმატე.... ნელა შემიცურა თმაში ხელი და თავისკენ რაც შეიძლება მაგრად მიმიზიდა.. ვიგრძენი როგორ შეეხო მისი ტუჩები ჩემსსაც, ვიგრძენი როგორ დამიტრიალდა სხეულშ ყველაფერი, ტვინი და გნება ერთმანეთში ამერია.. სუნთქვაც კი შევწყვიტეე. ხელები კისერზე შემოვხვიე და კოცნაში ავყევი.. ეს ჩემი ცხოვრების პირველი და დაუვიწყრი კოცნა იყო.. კოცნა რომელმაც მთელი ჩემი ცხოვრება და სამყაროს ფერებიც კი შეცვალა, კოცნა რომელმაც დამანახა რომ მე ჯერ კიდევ ვარსებობდი,, კოცნა რომელმაც სიყვარული ერთი ასად მაგრძნობინა....(
**
ეს დღე ჩემი ცხოვრების ათვლის წერტილად ვაქციე.. ბედნიერი გადავწექი საწოლზე და ჭერს მზერა მივაპარი, ვერაფრით ვიჯერებდი რომ ამდენი წლის ოცნება რეალობად მექცა..ჯერ კიდევ წარმოუდგენლად მიმაჩნდა. უეცრად გამახსენდა რამდენი წინააღმდეგობა არსებობდა ჩემს ცხოვრებაში , წამოვჯექი და ხელებს დავეყრდენი.... გონება მუშაობას არ წყვეტდა..ყველაფერი ჩემი მეგობრებისა და მშობლებისათვის უნდა მეთქვა... არ ვიცოდი რომელი მხარე როგორ გაიგებდა.. თუმცა გულის სიღრმეშ სიმართლის გამხელის ძალიან მეშინოდა..
ის ღამე შფოთვაში გავატარე მიუხედავად იმისა რომ ასი პროცენტით ბედნიერი უნდა ვყოფილიყავი...დილით გადაღლილს გამომეღვიძა, თავის აწევის და გატოკების ენერგია არ მქონდა. მაგრამ მაინც წამოვდექ საწოლიდან ზლაზვნით და სააბაზანოსაკენ წავედი... სახლშ სიჩუმე იყო გამეფებული.. ჩემები უკვე წასულიყვნენ... გაზქურაზე ჩაიდანი შემოვდგი და ფინჯრის გამოსარებად დავიხარე რომ კარზე ზარმა შემაწყვეტინა მოქმედება..
– ირაკლი?– გაოცებულმა ვკითხე და ჯერ კიდევ ძლიდან ვერ გამორკვეული თვალები ავაფახუნე....
– შენები სახლში არიან?
– არა მოხდა რამე?– შეშინებულმა ვკითხე და მივაშტერდი...
– არა მაგრამ მოხდება... სიცილით მიმიკრა ზედ. კარები მიკეტა და ტუჩებზე დამეწაფა....
– გადაირიე?– ძლივს მოვიშორე და სამზარეულოშ გავექეცი...
– მოდი აქ..– ხმამაღლა დამიძახა და ხალთის ქამარში მტაცა ხელი.... ხელები წელზე შემომაწყო და მკერდზე ამიკრა.. ვიცოდი ახლა მის თვალებს თუ გადავაწყდებოდი გონებას დავკარგავდი და მერე ვეღარაფერზე ვეტყოდი უარს... ტასო.. იცი როგორ მიყვარხრ?– ძლივს ამოღერღა და კისერზე მაკოცა. ამდენი წელი როორ ვმალავდი ამ ემოციას არ ვიცი.... მოდი რა აქ.. ნუ მიფართხალებ სულ რა თევზივით...
– ირაკლი ასე რო მეკვრები უხერხულად ვარ... ცოტა გამიშვი რა..
– იმიტომ გეკვრები რომ ასე იყო.. იცი ამა რამდენი ხნი ველოდებოდი? თავს ვერ ვუტყდებოდი ტასო როგორ მიყვარდი. ძალა არ მქონდა,., გრძნობას ვერ ვამხედი. ახლა მინდა ყველმ გაიგოს როგორ მიყვარხარ.. ძალიან ძალიან.. უშენოდ ვერ ვიქნები ტასო... კიდევ უფრო მეტად მიმიკრა ზედ, სუნთქვა გაუხშირდა, მვხვდი რომ ახლა თავის დაღწევა ყველაზე რთული იქნებოდა, მაგრამ რამე უნდა მექნა. ამისთვის ახლა მზად არ ვიყავი... ოდნავ გავმიღიმა და ტუჩის კუთხეები აათამაშა. მერე ოდნავ შემახო ტუჩები და თვალები დახუჭა, მე კი გაფართოვებული თვალებით ვაკვირდებოდი მის ქცევას.. ისე ნაზად და ვნებით სავსე მკოცნიდა რომ თავი ვერ შევიკავე და ხელები კისერზე შემოვხვიე, კოცნაში ავყევი... მისი ტუჩები სასიამოვნოდმოძრაბდა ჩემს ტუჩებზე და სახზე, მერე ყელზე გადაინაცვლეს... გავარარვარებული ხელები ნაზად დამისვა ზურგზე და თვალები მაშინვე გავალიხე..
– ირაკლი, ახლა არა.. არ მინდა გესმის?
– მოულოდნელად მოეგო გონს... არ გინდა რა ჩემთან ყოფნა თუ ჩემი მოფერება..
– მომისმინე , შენთან ყოფნა და მოფერება ერთმანეთისაგან განსხვავდება.. მიყარხარ მაგრამ შენთან სექი არ მინდა, თან სულ გუშინ გამიმხილე შენი გრძნობები. მოისმინე ეს ჩემთვის ადვილი არააა....
– აბა რა არის ადვილი ტასო? გრძნობების მალვა და სხვებთან ფლირტაობა?
– მოეშვი უაზროდ კამათს და სიტყვას ბანზე ნუ მიგდებ.. მე და მინდია მეგობრები ვართ თუ მას გულისხმობ და სულაც არ ვეფლირტავები...
– ესეიგი შენი მეგობარია? იმიტომ გეკვროდა ზედ არა??? მომისმინე ტასო...
– არა ეს შენ მომისმინე.. იმიტომ რომ ენ ჩემს ცხოვრებაში გამოჩდნი იმას არ ნიშნავს რომ მე მინდიას და ჩემს სხვა თანამშრომლებს ხელი უნდა ვკრა და შენს ჭკუაზე ვიარო ირაკლი...
– ეს არც მიფიქირა ტასო. მუდამ ასე ჯიუტი იყავი, სულ მიკვირდა როგორ გიძლებდი რა..
– შეგიძლია არც ახლა გამიძლო საყვარელო.. კარი ისევ იქაა სადაც ეს 26 წელიწა იყოო..
– მგონი ჯობია წავიდე თორემ გული მიგრძნობს პირველივე დღეს ვიჩხუბებთ...
– შენი ნებაა, მაგრამ იცოდე შენს ჭკუზე ვერ გადამიყვან ირაკლი.. და კიდევ ბიჭებ დაეაპარაკე რა..
– კარგი დღესვე დაველაპარაკები.. მოკლედ.. დამირეკე როცა მოიცლი– ორიოდე ნაბიჯი გადმოდგა ჩემსკენ შუბლზე მაკოცა და ოთახიდან გავიდა.
სამზარეულოში სკამზე ძალა გამოცლილი ჩამოვჯექი, ჩაიას გაცხელებულ ფინჯანს ხელები შემოვაჭდე და ფინჯანს დავაშტერდი.... ახლა როცა სანუკვარი ოცნება ამიხდა...როცა საყვარელი მამაკაცი გვერდით მყავდა. როცა შემეძლო მთელი დრე და ერთად გაგვეტარებინა, ახლა რატომ არ ვგრძნობდი სულში სიმშივიდეს? ახლა რა მაფორიაქებდა. განა მე არ ვიყავი სხვა გოგოსთან როცა ვნახე გუი რომ შემიუხდა? განა მე არ ვიყავი მის ყოველ გახედვაზე რომ ვეჭვიანობდი?? ახლა რა მჭირდა? ახლა რატომ მერეოდა ავში ყველანაირი ფიქრები, ახლა რატომ მეგონა რომ ირაკლი თავის ჭკუაზე გადაყვენას ცდილობდა..
**
სამსხურშ დაგვიანებით მივედი, თათბირი უკვე დამთავრები იყო... მინდია კაბინეტში არ დამხვდა და პირდაპირ ბატონ გიორგისტან შევედი.. ჩემმა მისვლამ ორივეს სახეზე ღიმილი მოფინა და როგორც სჩვევიამამა–შვილურად მითხრა დაჯექიო...
– ბოდიშით დავაგვიანე...ჩუმად ჩავილაპარაკე და დამნაშავესავით დავხარე თავი...
– არაუშავს შვილო. გუშნდელი დღის მერე გეპატიება. აგერ მინდია მიყვებოდა როგორი კარგი დრო გაატარეთ ერთად...
– სასაცილოა.. როგორ მინდოდა რომ თქვენც ყოფილიყავით ბატონო გიორგი...
– სხვა დროს ჩემო ლამაზო, ეს მცირედი საჩუქარი კი ჩემგან და ნუნუსგან აიღე, დიდი არაფერია, არც კი ვიცი , ნუნუს სუნამო უყიდია და..
– რა საყვარელი ხართ.. ყველაზე საყვარელი– ფეხზე წამოვდექი და გიორგის ლოყაზე ვაკოცე... სხვა ასეთი მაგარი უფროსი არ მეგულება მე..
კაბინეტის კარი ფრთხილად გამოვხურე და დერეფანს გავუყევი, არც ძახილი და არც ფეხის ხმა არ გამიგონია... მხარზე ხელის შეხება ვიგრძენი თუ არა მაშინვე შევკრთი და მივტრიალდი...
– მოვკვდი ყვირილით არ გესმოდა?
– მორბოდი?– სიცილით ვკითხე და გულზე ხელმიბჯენილ მინდიას გავხედე...
– ხოო, და გეძახდი.... წამოდი მალე მალე, საქმე მაქვს შენთან... სულ ხელის კვრით შემაგდო თავის კაბინეტში და წინ დამიჯდა...
– რაო რა ხდება მინდი?– დაეჭვებულმა ვკითხე და სავარძლის სახელურს იდაყვით დავეყრდენი...
– გოგო. ეს შენ უნდა მითხრა.. ირაკლისაც უყვარხარ არა?? გუშინ ვეღარ გკითხე... იცი მერე ცოტა დამნაშავედ ვიგრძენი თავი.. იმ სიტყვების გამო ტასო.. ჩემი გრძნობები მართლა გულწრფელი იყო, არ მინდა რომ გამიუცხოვდე...
– ამაზე არ იფიქრო..
– ტასო არ მომწონხარ.. რა ხდება მითხარი...
– არ ვიცი მინდია, რატომრაც მგონია რომ ირაკლი აქამდე უფრო ახლობელი იყო ჩემთის.. ახლა არ ვიცი რაღაც უცხო და ცივი მგონია.. არადა ბედნიერებით უნდა დავფრინავდე.. არ ვიცი მინდია არ ვიცი...
– ალბად გეშნია და არ იცი მეგობრები როგორ იმოქმედებენ ამაზე არა?
– ესეცაა კი, მაგრამ არ ვიცი, ვერ ხსნი რა მჭირს, მე თვითონაც ვერ ვხვდები.. ბედნიერის სანაცვლოდ სულში ალიქოთი მაქვს მინდია.. ცოტა ხნით რომ გავიდე გარეთ ხო არ გამამხელ?
– არა რას ამბობ ლამაზო.. მალე მოდი ოღონდ..
– არის ბოს..
სიცილით ვუთხარი და კაბინეტიდან გავედი... ზურგი მიხურდა მისი მზერის გადამკიდეს.. გრძნობა მერედა თუ რა ხდებოდა ვერ ვხვდებოდი... გარეთ მზე სასიამოვნოდ ასხივებდა.. ჩვენი ოფისის გვერდით კუთხეში მდებარე კაფეში დავჯექი ფანარასთან ახლოს და ყავა შევუკვეთე... რამოდენიმე წუთში თეთრ ფორმაში გამოწყობილმა მომღიმარმა გოგონამ ყავა ნამცხვართან ერთად დამიდო წინ..
– უკაცრავად, მე ნამცხვარი არ შემიკვეთავს..
– აი იმ ქალბატონმა გამოგიგზავნათ... კუთხეში მდგარი მაგიდიაკენ გავაპარე მზერა.. საკმაოდ ხანში შესული ქალბატონი ოჯდა და მიღიმოდა. ასე დაახლოებით სამოცდაათ წმალზე იქნებოდა... კარგად ჩაცმულ–დახურული იყო.. ორიოდე წუთში თავის ფინჯანს ხელი მოკიდა და ჩემსკენ წამოვიდა..
– თქვენთან რომ დავჯდე ქალიშვლო ხომ შეიძლება– ისე მკითხა რომ ვერაფერი ვუპასუხე, მხოლოდ გავუღიმე და თავი დავუკარი..
– რატომ შეწუხდით ნამცხვრის გამო, დარცხვენილმა ვუთხარი და ხელზე ხელი ნელა დავადე.. ზემოდან მეორე ხელი დამაფარა და გამიღიმა..
– როცა გულში დარდია მაშინ ტკბილი უნდა ჭამო ბებია და გულს ესიამოვნება...
– თქვენ რა იცით ჩემს გულშ დარდია თუ არა. ცდებით ქალბატონო...
– არააა, ნუ დამალავ, შემოხვედი თუ არა მაშინვე მივხვდი რომ რაღაც გაწუხებდა. არც კი მიმოიხედე, პირდაპირ დაჯექი აქ ცარიელ ადგილას და ისევ ფიქრებშ წახვედი, ხანდახან უცხო თვალი უფრო კარგად ამჩნევს ტკივილის შვილო....
– საოცარია... ასეა.. ცოტა არეული ვარ....
– ვიცი მეც ვიყავი შენხელა, სიყვარუმა აგრია არა.. მიდი მომიყევი.მე მოგისმენ..
– მოსაყოლი არაფერია...
– მითხარი რა გაწუხებს და გულს მოეშვება– იმდენად დაჟნებით მთხოვდა რომ უარი ვეღარ ვუთხარი....მშვიდად მისმენდა, მის სახეზე ხანდახან ვხედავდი აღბეჭდილ ემოციებს,, თავს ნერვიულად იქნევდა ქეთ–იქით ... საუბარს მოვრჩი თ არა გამიღიმა და სიბერისაგან დანაოჭებული ხელი ხელზედამადო... გული რას გეუბნება? არ მიწყნინო მაგრამ ასე გეტყოდი, შენმა მნაყოლმა დამაჯერა რომ თითქოს გინდოდა ეს ბიჭი სიყვარულშ გამოგტყდომოდა და მის მიმართ ერთანად დაკარგე ყველანაირი შეგრძნება...
– არა იცით ასე არააა.. მე ირაკლი ძალიან მიყვარს.. მართლა. იმდენად რომ ჩემი ნაწილი მგონია.. იმდენად კარგად ვიცნბ, იმდენად მყავს გათავისებული რომ..
– აი სწორადაც რომ მაგაშია საქმე ბებია... შენ მას იმდენად კარგად იცნობ. უკვე ამოწურეთ ერთმანეთის მიმართ ყველანაირი ლიმიტი,,,, ალბად შენ ამოწურე ეს .. თორემ რა იცი ის ბიჭი რას ფიქრობს?როცა ადამიანების სიყვარული მეობრობიდა გადადის სიყვვარულშ, აქ ორი ძილითადი ფაქტია,, ისინი ან უგებენ ერთმანეთს ისე როგროც აქამდე და მათი სიყვარული მარადიულ ოჯახს ქმნის არ პირიქით, მათ იმდენად ყავს ერთმანეთი შეცნობილი რომ ბეზრდებათ ეს ყველაფერი...
– არა მე ის მიყვარს, ათი წელიწადი ველოდე მის სიყვარულს.. მაგრამ...
– მაგრამ მეორე ბიჭი? რომელიც ისეთი მხიარულია, შენთვის ახალია და უცხოა...
– არა არა, რა სისულელეა.. ის ჩემი მეგობარია....
– თუ შენს თავს აჯერებ რომ მეგობარია? გულს კითხე... გონებას არა.. გული სიმართლეს გეტყვის.....ახლა უნდა წავიდე.. ახლა ჩემი წასვლის დროა...
– სად გიპოვოთ?– ლამის მუდარით ვკითხე და ფეხზე წამოვდექი....
– მე გიპოვი... და თუ მაინც მომნახავ იქ მიპოვი სადაც ყველზე მეტი სითბო და მიტოვებული გულია....
**
მრგვალი მაგიდის გარშემო იჯდნენ მეგობრები და სამივე დუმდა... ბოლოს დუმილი ლადომ დაარღვია და ირაკლის გაუღიმა... მერე მეგობრულად დაკრა მხარზე ხელი და ანიშნადაიყეო..
– თუმცა სანამ დაიწყებ ისედაც ვცი რაც არის შენი მიზეზი იკუშ< ტასოა.. იმ დღეს შენ ტყუილად არ განიცდიდი მის გრძნობებს არდ მის დაბადების დღეზე გიეჭვიანია უმიზეზოდ. გიყვარს არა???
– რა აზრი აქვს დამალვას და უარყოფას.. მიყვარს...
– და როდიდან?
– ღრმა ბავშობიდან, როცა მისი გულის ტკენის გამო სკოლაში ბიებს ვცემდით.. იქიდან....
– ეს ყველაფერი კარგია, სიყვარული მაგარი რაღაცაა,– დაფიქრებული ჩაერთო მათე მათ საუბარში.მაგრამ ვაიმა თქვენს შორის რღაც ვერ დალაგდა, მერე? ესეიგი რა ხდება. ის რომ ორად უნდა გავიყოთ? თქვენ თუ ერთმანეთის ნახვა აღარ მოგინდებათ ჩვენ რა ვქნათ?
– მათე მართლია, მეც მინდოდა ამის თქმა იკა, უბრალოდ არ მინდოდა გყენოდა.. მეგობრობიდან სიყვარული მართლა კარგია. მაგრამ თუ თქვენ უთანხმოება მოგივათ მაშინ ჩვენც ცუდ სიტუაციაში ვიქნებით და ჩვენი ამდენი წლის ნაშენები მეგობრობა დაინგრევა..
– და რომ გვიყვარს ერთმანეთი ეს არაფერია???
– რა თქმა უნდა ეს ყველაფერია, მაგას არ ვამბობთ... მაგრამ იცოდეჩვენი მეგობრობის დანგრევას არც შენ და არცტასოს არ გაპატიებთ... ამას ბევრი ეცადა შიგნიდან თუ ფარედან და ჯერ ვერავის გამოუვა, თქვენც ასე ნუ იზავთ რა , ხო იცი ნათქვანია“ციხე შიგნიდან ტყდებაო“– ასე რომ შენ იცი...
– ისეთს არაფერს გავაკეთებთ რომ ჩვენს მეგობრობას ევნოს. დამიჯერეთ. ახლა ყვეაზე ბედნიერი ვარ, ასე მგონია ბავშობის ტკბილი ოცნება ამიხდა და ჯერ კიდევ ზღაპარში ვარ..
– ღმერთმა ქნას სულ ასეთი ბედნიერი იყო ირაკლი, მაგრამ გული მიგრძნობს ეს თქვენი სიყვარულობანა დიდხანს ვერ გასტანს– ამრეზით გახედა ძმაკაცს ლადომ და სკამიდან წამოდგა...
**
სამსახურში გაოცებული დავბრუნდი.. კაბინეტშ შევიკეტე და საღამომდე არ გამვსულვარ... უკვე სახლშ წასვლის დრო იყო მინდიას სიტყვები რომ გამახსენდა მაგიდაზე საათი დაგიტოვეო... თუმცა ჩემი საჩუქარი არსად ჩანდა... მივხვდი რაღაცას მეთამაშებოდა.. სხეულში ცხელმა ალმა დამიარა უმალ.... ტანზე მომდგარი თეთრი პერანგი შევისწორე და კაბინეტიდან გავედი.. თითქოს ჩემს გასვლას ელოდაო, ერთმანეთს გასაყარზე შევეჩეხეთ.... წარბი ზემოთ ავწიე და ტუჩები მოვწრუპე..
– ჩემი საათი სადაა ამხანაგო მინდია?
– რომელი საათი ამხანაგო ანასტასია..
– აი ის საჩუქრად რომ გამოიმეტეთ....
– ჩემს ოთახშია.. მეგონა არ მოგეწონა და ამიტომ არ გაიკეთე....
– არც კი მინახავს ადამიანო... მომეცი მალე ...
– ჩემ კაბინეტი იცი სადაცა... მე მეჩქარება მიცუნცულდი აიღე და მერე გამოცუნცულდი ლამაზო..
– ოოოო, რა თბილი ხარ დღეს...
– და როდის არ ვარ რო?
– ნუ დღეს განსაკუთრებით ხარ....
– იმიტომ რომ დღეს განსაკუთრებით ლამაზი ხარ.... მოულოდნელად დაიხარა ჩემსკენ და ლოყაზე ხმაურით მაკოცა... მერე კი უკან მოუხედავად გაუყვა დერეფანს...


მის კაბინეტში შევედი თუ აა მაგიდაზე დადებულმა თეთრმა ყუთმა მომწყვიტა თვალი.... ემოციებით აღსავსემ გავხსენი და სახეზე ღიმილი და ბედნიერება ერთნაირად აღმებეჭდა.. საოცარი საათი იყო, ზუსტად ისეთი მე რომ მომწონდა.... ყუთზე მიკრულმა ყვავილმა და წერილმა უფრო მეტად გააღვივა ინტერესი ჩემში... მის სავარძელში ჩავჯექი და წერილი ფრთხილად გავხსენი...... „ ლამაზ ქალბტონს მთელი გულით ვჩუქნი ამ უბრალო საათს...მინდოდა ჩემი გრძნობები გამემხილა მაგრამ დუმილმა მაჯობა, არ გამიუცხოვდე ტასო“– უეცრად გამეცინა , წერილი ჯიბეში ჩავიდე, საათი ხელზე წამოვიცვი და ოთახიდან გასვლა დავაპირე რომ იატაკზე საკიდთან დაგდებულმა კაშნემ მიიქცია ჩემი ყურადღება.... მის ასაღებად დავიხარე და სუნამოს სურნელმა მთელს სხეულში დამიარა. შეშინებულმა გავუშვი ხელები და ფეხზე წამოხტი.... წამიერად გამიელმა იმ ქალის სიტყვებმა, გულს კითხე სიმართლეო..... ნერწყვი ხმაურით გადავყლაპე კაშნეს ხელი ვტაცე და კაბინეტიდან გავიქეცი.....
**
სახლში მივედი თუ არა მაშინვე საძინებელში შევიკეტე და ჩემი საქციელის განსჯა დავიწყე.. როგორ შემეძლო ასე მეფიქრა, არა თუნდაც ოდნავ გაევლო ჩემს გონებას მსგავსი რამ თავში როცა გვერდით მყავდა საყვარელი მამაკაცი.. არ მესმოდა ჩემი საქციელის, რა ხდებოდა ჩემს თავს ჩემს გარშემო, რა ემართებოდა ჩემს გრძნობებს...კარზე კაკუნმა ფიქრებიდან გამომარკვია, ოთახში გაბადრული სახით შემოვიდენ სოფო და დიანა და ჩემს ქინ მდგარ პატარა დივანზე ჩამოჯდნენ..
– აბა დაიწყე..– ღიმილით მითხრა სოფიმ და თვაი თვალში გამიყარა..
– რა დავიწყო ვერ მივხვდი..
– უკვე ვიცით შენი და ირაკლის ამბავი.. დაიყწე..
– დასაწყები არაფერია.. სიმართლე გითხრა ცოტა ავირიე...
– რამ აგრია გოგო– სწრაფად ჩამერთი დიანა და გვერდით მომიჯდა.. ამდენი წელი გყვარებია ეს ბიჭი ახლა როცა გრძნობებში გამოგიტყდა აგერია თავში?
– ვიცი რაც აგერია.. და ვცი რაც გჭირს.. ცოტა დრო გჭირდება ტასო.. მიუხედავად იმისა რომ ირაკლი ამდენი წელიწადი გიყვრდა შენ თვითინვე გაგიჭირდა მისი როგორც მამაკაცის მიღება ხო ასეა? ტასო, მინდა რაღაც გკითხო და არ გამიბრაზდე რა...
– არა სოფი გისმენ...
– ეს ყველაფერი ამდენი წელიწადი რომ იტანდი, რომ გტკიოდა. რომ გაწუხებდა ისევ ისე გაწუხებს თუ გადაგიარა? იც მართლა არეული ხარ.. ახა რას გრძნობ, ასე მგონია ახლა უფრო შებოჭილი ხარ..ახლა როცა ეს ყველაფერი უცებ რეალბას იქცა ახლა რა ხდება ტას?
– ჩემს გულში ზიხარ არა? არ ვიცი სოფი. მართლა ავირიე.. ამდენი ხანი ველოდი ამ დღეს.. რამდენი მიტირია, რამდენი მიოცნებია და ახლა როცა ყველაფერი ასე ჩემს წინაშე დგას, თიტქოს ვირაცამ სურვილები ამისრულა და ყველაფერი ერტად მომაყარაო....
– ვერ გავიგე არ გიყვარს??
– მიყვარს, როგორ შემიძლია არ მიყვარდეს.. ძალიან მიყვარს სოფო, შენ ხომ კარგად იცი ეს... მეგონა უფრო ადვილი იქნებოდა თუ ირაკლ მეტყოდა მიყვარხარო.. მეგონა რომ ყველაფერი დალაგდებოდა... არ ვიცი რისი შემეშინდა.. მეშინია რომ ბიჭები ვერ გაიგებენ ამას.. ვიცირომ ჩვენი ერთი უბრალოშეცდომის გამო შეიძლება ამდენი წელი ნაშენები მეგობრობა დაგვენგრეს.. მაგრამ თავს ვერ ვერევი.... დღეს ყვეაზე ცუდად ვარ.. ასე მგონია ჩემი ტავი ღალატში გამოვიჭირე , ასე მგონია რომ ირაკლის გრძონას და ჩემს საკუტარ მეობასაც ვუღალატე....
– რა მოხდა ასეთი ტასო– შეშინებულმა მტაცა ხელი დიანამ დამისკენ შემატრიალა....
– არაფერი, წარმოიდგინე და დიდი არაფერი მომხდარა მაგრამ ეს საშინელი გრძნობა როცა ასე იქცევი.. მინდიამ საჩქარი დამიტოვა საათი და წერილი, მე კი პატარა გოგოსავით ავცანცარდი..
– ალბად იმიტომ რომ იცი მინდიას უყვარხარ....
– არა, ის ძალიან კარგი ადამიანია... იცის ჩემი სიყვარულის შესახე.. იცის და გვერდით მეგდა.. უბარლოდ მე მოვიქეცი ცუდად, ღაატამდე არაფერი დამიკვლია.. ალბად ფიზიკურ ღალატზე ცუდი ეს გონებრივი და ფიქრებით ღალატია.... დღეს ცუდი დღეა მაქვს... ირალისაც გული ვატკინე..
გოგოები გავაცილე თუ არა , ჟაკეტს ხელი ვტაცე და ირაკლის დავურეკე... მისი ხმა იმდენად არ მომეცონა რომ მეც გადმომედო ფორიაქი.. სახლში დაუკითხავად ავედი . კარგი დედამისმა გამიღო და როგორც სჩვევია ახლაც დიდი სიყვარლით შემიპატიჟა შიგნით...
– ნინო დეიდა იკა არ მოსულა???
– ახლა მოვა შვილო... დარეკა გზაშია.. სხვათაშორის შენთან მინდოდა ლაპარაკი მაგრამ ვეღარ მოვახერხე...
– მოხდა რაიმე? გულის ფართხალით ვკითხე და აკანკალებული ხელები ჩუმად დავმალე...
– უბრალოდ ირაკლის ვეღარ ვცნობ ეს ბოლო დროა, სულ გაღიზიანებული და დათრგუნულია. შენ მას ყველაზე კარგად იცნობ, იქნებ რაიმე იცი და ასე შევძლო მისი დახვამრება.....
– მიზეზი ვიცი მაგრამ ამას ირაკლის გარეშე ვერ გეტყვით... მოვა და მერე გეტყვით... უბრალოდ ვიცი ეწყინება თუ მის ნაცვლად გეტყვით სიმართლეს...
– შეყვარებულია? ვიღაც უყვარს ხო ასეა???– ბედნიერი სახე მომანათა ნინომ და მკლავზე ხელი თბილად დამისვა... ასეც ვიცოდი, მივხვდი რომ ასე იქნებოდა,, ვიცოდი რომ ჩემი წვალება ტყუილი არ იქნებოდა..
– რაზე საუბრობთ ?– ათრთოლებულმა ვკიტხე და კარზე კაკუნის ხმამ საუბარი შეგვაწყვეტინა.... აცრემლებული თვალეი დავლამე და სავარძელში ნერვიულობისაგან კიდევ უფრო დავპატარავდი....
მივხვდი ჩემი ნახვა გაუხარდა.. ჩემსკენ წამოვიდა და მაგრად მომხვია ხელები ..... მისმა სითბომ მთელს სხეულში დამიარა და მაგრძნობინა ის დიდი გრძნობა რომელსაც ამდნი წელი ვატარებდი.....
– როდის მოხვედი პაწი?– ღიმილით მკითხა და ხელები წელზე შემომხვია...
– ახლახანს, მაგრამ შენზე ახალი ამბის გაგება მოვახერხე...არადა ბოდიშის მოსახდელად მოვედი.... მაგრამ ჯობია წავიდე... კარისაკენ წავედი რომ დამიჭირა და საკოცნელად გამოიწია რომ ნინომ გაოებული მზერა შემოგვანათა.. მოულოდნელად დაკარგა სახეზე ფერი და კედელს მიეყუდა...
– ესეიგი ესაა შენი გაგიჯების მიზეზი, ტასო გიყვარს არა??– ოდნავ გაბრაზებული ხმით კითხა შვილს და დაჯექითო გვანიშნა...
– ასეა.. ერთმანეთი გვიყვარს. ახლა ამისგან ტრაგედიას ნუ შექმნი დედა.....
– ტრაგედიას? ხო არ გადაირიეთ??? ხალხი რას იტყვის????
– რაც უნდა ის თქვას... მიყვარს და მორჩა...
– შენ არაფერს იტყვი ტასო???
– ნინო დეიდა. იმდენი წელია მიყვარს ირაკლი უკვე სათვალავი ამერია, არავის აზრი არ მაინტერესებს.. ახლა მხოლოდ ჩვენი ბედნიერებისათის უნდა ვიბრძოლოთ....
– არაა,, თქვენ სულ გადაირიეთ არა??? ამდენი წელი ერთმანეთის გვერდით გეძნათ.. როგორ , როგორ გაბედეთ ერთმანეთის შყვარება... ტასოს როგორც დას ისე განდობდნენ ირაკლი. ასე როგორ მოიქეცი შვილო....
– რა გავაკეთე ასეთ? შემიყვარდა.... მერე რა რომ გვერდით მეწვა, ოდესმე დამიკარებია თითი??
– ეს შენ იცი.. ხალხი რას იტყვის.. მეზობლები, თქვენი მეგობრები...
– დედა ფეხებზე ვინ რას იტყვის... მე ის ვიცი რომ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს და არ მადარდებს შენი მეზობლების აზრი, რაც შეეხება ჩვენს მეგობრებს იციან და გვიგებენ...
– შენმა მშობლებმა იციან ეს ამბავი????– უკვე გაცოფებულმა მკითხა და ფეხზე წმოდგა..
– არა , მაგრამ დღეს ეტყვით.. ხო ასეა იკა??? ნინო დეიდა ნუ გვიბრაზდებით რა..... ჩვე ხო არაფერი დაგვიშავებია....
– როგორ თუ არ დაგიშავებია ტასო.. ამდენი წელი გიყვარდა ირაკლი და მაინც მის გვერდით წვებოდი ისე ვითომ არაფერი იყო???? გიყვარდა ისე როგროც მამაკაცი და მე თქვენ ერთად გაგისვით ბაკურიანში.. ერთ ოტახში იწექით.... იქნება...
– არანაირი იქნება არ ყოფილა ჩვენს შორის... – გაბრაზებულმა ვიყვირე და ფეხზე წამოვხტი... არანაირი იქნება ნინო დეიდა, და რომ ყოფილიყო ეს მხოლოდ ჩვენი საქმეა,, მიყვარს და მორჩა... თუნდაც ნუ გაგვიგებთ, თუნდაც ნურც ჩემი მშობლეი გამიგებენ მე გრძნობა არ შემეცვლება არასოდეს მის მიმართ.....
– წამოდი ტასო.. ჩვენები გველოდებიან ბარში.. – აუღელვებლად მითხრა ირაკლიმ და ოტახიდან გამიყვანა....
მთეი გზა ვდუმდი.. როგრო მინდოდა მისთის სიმართლე მეთქვა, მინდოდა გამემხილა რომ ცუდად მოვიქეცი მაგრამ მეშინოდა.. ბოლოს თვითონ შემიშნა ჩემს ხელზე საათი და გამიღიმა..
– ლამაზი საათია, ვინ გაჩუქა...?
– გეტყვი და გაბრაზდები. არადა მინდოდა სიმართლე მეტქვა..
– გასაგებია. მინდიამ ...
– იკა გთხოვ. ამაზე არ ვიჩხუბოთ.. ის არაფერს მაკადრებს. გპირდები რომ არ გაეჭვიანებ.. ის ცეკვაც მაშინ და საუბარიც უბრალოდ შენს გასაგბრაზებლად იყო... არ მეგონა თუ გიყვარდი... მინდოდა შენს ჯინაზე მოვქცეულიყავი ... მაპატიე რა. გპირდები რომ დაგიჯერებ ოღონდ ნუ დამარიგებ რა როგორ გავაკეთო...
– ტასო, ხო გიყვარვარ????
– მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ– გულშ რაღაც მღრღნიდა იმ საქციელის გამო რაც ჩავიდინე... ასეთი ცანცარის გამო ჩემი თავის დასჯა მინდოდა, ახლა როცა ვუყურებდი მის სახე მის თვალებს ახლა ვხვდებოდი რა ბედნიერება იყო, მეყურებინა ამ სახისათის ასე თამამად....
– ასე რატომ მიყურებ???– მოულოდნელად მკითხა და გამიღიმა...
– მე გიღალატე– ჩუმად ვუთხარი და ფეხზე ხელი დავადე.. დავინახე როგორ ეცვალა სახეზე ფერი..
– რა ქენი?
– მე გიღალატე– კიდვ ერთხელ გავუმეორე და მზერა ავარიდე..
– რას ნიშნავს მიღალატე ტასო...
– გიღალატე არა ფიზიკურად, არა სხეულით ირაკლი, გონებით ... არ ვიცი . მაპატიე...
– ყველაზე ჩურჩუტი მყავხარ... ვიცი საკმარისად გტანჯე.. მეტი აღარ მიღალატო... ტას..
– მიყვარხარ.. ამას ახლა კიდევ უფრ მეტად ვგრძნობ იკა... ახლა ასე მგონია ყველა ჩვენს წინააღმდეგ წავა....ჯერ კიდევ არ მჯერა რომ ჩემს გვერდით ხარ.. დილით როცა მოხვედი არ ვიცი, ცუდად მოგექეცი..
– დამშვიდდი.ყველაფერი მოგვარდება დამიჯერე.ახლა მთავარია ჩვენებმა გაგვიგონ და გვერდით დაგვიდგნენ თორემ დარწმუნებული ვარ შენი მშობლებიც წინააღმდეგები იქნებიან....
**
ყველანი უკვე ბარში იჯდნენ... კარბშ შევედით თუ არა ირაკლის მაგრად ჩავკიდე ხელი და ნერვიულად ავხედე.. მისმა გამოხედვამ ძალა შემმატა..ენეგია მომემატა.... მათ წინ ვიჯექით და მიუხედავას იმისა რომ სიმართე ყველამ იცოდე ხმას ვერ ვიღებდით...
– ასე დიდი ხანი ვიჯდებით?– ბოლოს დუმილი ლადომ დაარღვია და გამიღიმა.. ვიცით რაც ხდება, მაგრამ ის ვერ გავიგე რატომ ჩამოგტირით თავ–პირი...
– დედაჩემმა გაიგო და გადაირია როგორ გაბედეთო...
– რა სიყვარულიო?– მაგას დრო და გაგება უნდა?? ისე რაღა დაგიალოთ და მეც ძალიან გამიკვირდა როცა ეს ამავი გავიგე.. არ ველოდი... ტასო შენ მუდამ სხვანაირი გოგო იყავავი, ვერ წარმომედგინა თუ ასე იტანჯებოდი ირაკლის სიყვარულით...
– ახლა ჩემს გაწითლებას ცდილობ ლადო თუ რა ხდება? რა ვქნა ვიცი დავაშავე მაგრამ თავს და გრძნობას ვერ მოვერიე..
– იცი, არ მინდა ამ სიყვარულმა და თქვენმა ურთიერთობამ ყველაფერი არიოს , დამიჯერეთ რაღაც მომენტში ეს ყველაფერი უკვე გაიყო.. ახლა თქვენ შეყვარებულები ხართ და არ ვიცი თქვენი დროის უმეტეს ნაწილს ერთად გაატარებთ.. მოკლედ მხოლოდ ერთს ვითხოვ, თქვენმა თუნდაც უბრალო კამათმა ჩვენს მეგობრობაზე რომ იმოქმედოს არც ერთს არ გაპატიებთ..
– ჩვენს შორის რაც გინდა მოხდეს ეს არ შეგეხებათ თქვენ და არც ჩვენს მეგობრობას დამიჯერე.. ჩვენი სიყვარული გასართობი არაა და ვიცი რომ წინ პირიქით ყველაფერი ლამაზი და კარგი გველოდება.. უბრალოდ ახლა ცოტა რთული დღეები დგას... ...
– ახლაც იტყვით რომ შური მალაპარაკებს მაგრამ, მე რომ შემყვარებოდა რომელიმე თქვენგანი დარწმუნებული ვარ ამაში პირველი ტასო გაკიცხავდა და ახლა როცა მან გადადგა იგივე ნაბიჯი ჩვენ გვერდით ვუდგავარათ ,, რაიმე პრივილეგიით სარგებლოს ჩვენში ტასო?
– მე არანაირი პრივილეგია არ გამაჩნია დიანა..შენ რომ რომელიმე შეგყავრებოდა მეც ასე ამოგიდგებოდი გვერდით...
– კი დაგიჯერე... როგორ არა.. შენ პირველი გაკიცხავდი დარწმუნებული ვარ მეტყოდი როგორ გავბედე...
– აქ საკამათოდ არ ვართ.. რაცა ესააა. არ უნდა მომხდარიყო მაგრამ მოხდა..ჩვენ რომ თავი გავიგიჟოთ და მათ სიყვარულს წინ აღვუდგეთ ასე დავკარგავთ ორივეს და ჩვენს მეგობრობასაც, ასე რომ ახლა საჭირო ასეა–მტელი გაამბედაობა მოიკრიბა ლადომ და დიანას გახედა.....
– ახლა რას აპირებთ??
– რას უნდა ვაპირებდეთ იმას რასაც ყველა შეყვარებული წყვილი... ყვეაფერს მოვაგვარებთ და რარაც დროის მერე ქორწილსაც გაჭმევთ... გაოცებულმა გავხედე ირაკლის,, ამას არ ველოდი ასე მალე... ასე ჩქარა... ათი წელი ეს მხოლოდ ჩემი სიყვარული იყო,, ჯერ არ ვიყავი მზად, ჯერ მინდოდა მისი გვერდით ყოფნა ასე განმეცადა.... მაგრამ არაფერი მითქვამს, თავს ისედაც ვიდანაშაულებდი ღალატის გამო და ახლა გულს აღარ ვატკენდი ...
**
ჩემი მშობლები ტელევიზორს უყურებდნენ და როგორც ყოველთვის ჩაიას მიირთმევდნენ..მათთვის ახალი ამბის თქმა მინდოდა თუმცა ამჯერად დუმილი ვამჯბინე, ვიცოდი მამაცემი ამას ვერ გამიგებდა... ვიცოდი და მორიგი სკანდალისათვის ვემზადებოდი... მისთვის ხომ წარმოუდგენელი იყო მეგობრის შეყვარება... ალბად მეც რომ დავფიქრებულიყავი იქნება მეც ასევე გავბრაზებოდი ჩემს შვილს...
ალბად ძალიან რთული იყო ამისი გაგება მშობლისათვისა.. მაგრა ვიცოდი რომ ადრე თუ გვიან მამა მააინც მაპატიებდა ამ საქციელს.. ვიცოდი და ჩემს თავს ვაიმედებდი რომ ერთადერთ შვილს ამის გამო გულიდან არ მოიგლეჯდა...
**
სამსახურში მივედი თუ არა კაშნეს ხელი ვტაცე და მინდიასაკენ წავედი.... კაბინეტი დაცარიელებული დამხვდა.. ბოლოს მოთმინება გამიწყდა და ბატონ გიორგისთან შევედი.. როგრც სჩვევია გამიღიმა, ტელეფონზე საუბრობდა და დამელოდეო მანიშნა..
– აბა რამ შეგაწუხა ტასო??
– მინდიას ვეძებ... მაგრამ ვერსად ვიპოვე, არც ტელეფონზე მპასუხობს...
– მინდიას დღეს რთული დღე აქვს შვილო. წუხელ ღამით უბედურება დაატყდა. დედა გარდაეცვალა..
– რას ამბობთ ბატონო გიორგი..
– ასეა შვილო, სიმართლეს ვერ გავექცევით.. ავად იყო, რამოდენიმე წელი ლოგინს იყო მიჯაჭვული... და წუხელ მოკლედ.. ძალიან რთული დღეა....
– რთული არა, ამას საშინელი ქვია...და ან ძმა ყავს??? მამა?
– არა, მამა პატარას გადაცვლია ავარიის დროს. არც დედმამიშვილის ყავს...
– საოცარია.. როგორ შეიძლება არავინ ყავდეს..
– ყავს შვილო. ნათესავების მეტი რა ყავს და არც ისე უბრალო ხალხია, მაგრამ გულთან ხო უნდა მივიდეს ... ძალიან მეცოდება, როგორც კი დავამთავრებ მუშაობას წავალ...
– თუ ნებას დამრთავთ მე წავალ ახლა მასთან...
– კარგს იზავ, გვერდით ეყოლები, იგრძნობს რომ მარტო არააა...
გული საშინლად მტკიოდა...ეს ცხოვრების ყველაზე რთული შედეგი იყო, როცა გიკვდებოდა მშობელი... ცრემლებს ვერ ვიკავებდი... ვიცოდი ახლა ჩემი გვერდით ყოფნა ძალიან სჭირდებოდა.... ჩანთას ხელი დავტაცე და კიბეებისაკენ წავედი.....

ახლად აშენებული მრავალბინიანი სახლის წინ გავაჩერე მაქანანა... გვერდით სავარძელდე დადებულ ყვავილებს გავხედე და ვიგრძენი როგრ არ მინდოდა მათთვის ხელი მეხლო...მაგრამ მაინც გავბედე... სახლის კართან უამრავი ადამიანი ირეოდა.ის არსად ჩანდა...კუთხეში მდგარმა მაღალმა მამაკაცმა მაშინვე გამიღიმა და ჩემსკენ წამოვიდა....
– მინდიას ეძებთ?– ჩუმად მკითხა და გვერდით გამწია..
– დიახ, თანამშრომელი ვარ.– მეც ჩურჩულით ვუპასუხე და მზერა დავხარე....
– საძინებელშია. ცოტა ვერ იყო კარგად და.....
– კარგით, ვნახავ...– ძლივს ჩავილაპარაკე და შესრულებული რიტუალის მერე ხელებ ჩამოშვებული მივედი კართან. ფრთხილად დავაკაკუნე და შევედი...თეთრ ხალათიან ქალბატონს წნევა გაეზომა და ახლა ლამის ემუდარებოდა წამალი დაელია.. დამინახა თუ არა წამოდგომა დაპირა მაგრამ უფლება არ მიეცი.... ექიმს წამალი გამოვართვი და გავუწოდე.... ოთახში მარტო დავრჩით თუ არა.. მივხვდი როგრო ძალია სტკიოდა და როგორ უძლებდა ამ ყველფერს... მაგრად შემოვხვიე ხელები და გულზე მივიკარი...
– ის ჩემი ცხოვრების ერთადერთი იმედი იყო ტასო. მისი გულისათვის ვაკეთებდი ყველაფერს, მინდოდა ეამაყა ჩემით....
– ის ამაყობდა მინდია.. ხო იცი რომ დედა სულ ამაყობდა შენით...
– მაგრამ ვერ იამაყებს... ვეღარ დაინახავს ჩემს მიღწევებს.. როგორ დამაკლდება... სახლშ ყოვე დღე მოსვლის შემდეგ მისო საწოლის ცალ მხარეს ვხვებოდი, მის თილ ხელს გულზე ვიდებდი და ისიც პატარა ბავშვივით მეფერებოდა..
– არ გინდა. გთხოვ, თავს ნუ დაიტანჯავ... ეს წამალი დალიე და გავიდეთ, გპირდები გვერდიდან არ მოგშორდები...გადავიტანთ. ხო იცი ადამიანი რკინასავითაა. სტკივა, სტკივა და მერე თითქს გადის ეს ტკივილი, გარეგნულად თორემ შინაგანად ხო მაინც რჩება....
– მიხარია რომ მოხვედი...
– ვიცოდი რომ გვერდით მეგობარი გჭირდებოდა...ამიტომ მაშინვე წამოვედი და სულ შენთან ვიქნები..
– არ გინდა.. ირაკლი გაბრაზდება...
– ახლა ირაკლიზე არ იფიქრო, დავურეკავ და ავუხსნი ყველაფერს.... გამიგებს.. წამალი დალიე და გადი სირცხვილია..
მინდია ოთახიდან გავაცილე და ტელეფონს დავწვდი....რამოდენიმე გაბმული ზარის მერე ირაკლის თბილმა ხმამ მთელს სხეულში დამიარა..
– ჩემი გოგო რას აკეთებს ასე ადრიანად რომ გავახსენდი..
– მე სულ მახსოვხარ. იკა მისიმინე, სამსახურში არ ვარ იცოდე..
– ვერ გავიგე, აბა სად ხარ? ტასო გინდა რომ საბოლოოდ გადამიყვანო ჭკუიდან?
– თუ ჩხუბს აპირებ და არ მომისმენ, არც გეტყვი სად ვარ. ის მაინც მკითხე რა მოხდა და როგორ ვარ.. მაშინვე შეტევაზე გადმოდიხარ....
– კარგი, სად ხარ ტასო საყვარელო...
– ირაკლი მორჩი თამაშს, არ ჭირდება ეს შენ.. მინდიდასტან ვარ...– სიტყვა დამთავრებული არ მქონდა რომ ლამის ყურმილში გამოძვრა იმხელა მიღრიალა...
– რა ჯანდაბა გინდა დედა მოტ***ლთან გოგო....
– არ გაბედო გაიგე??? მეტი ამის თქმა არ გაბედო თორემ იცოდე ცხოვრებაში მეტჯერ აღარ გნახავ... ადამიანს დედა გარდაეცვალა... უსუნიდოსდ იქცევი.. შენი ეჭვიანობის სცენების მოწყობა სხვა დროისთის გადადე ირაკლი...
– მაპატე მე არ ვიცოდი...
– ამისათვის ბოლომდე უნდა მომისმინო და გეცოდინება... პატრა ბავშვივით იქცევი რომელსაც სკოლაში წასვლა არ უნდა და ჯიუტობს... არ ვიცი რა გჭირს, თუ მე მჭირს, ვცდილობ ყველაფერი ლამაზად იყოს და შენ ამ მინდიაზე დაიციკლე....
– მისმინე..
– არა შენ მისმინე, მერე ვილაპარაკოთ საღამოს..ახლა ამის დრო არააა. შენ მანამდე იფიქრე .. და ნუ ეცდები შენი შეცვლა და ეს სიუხეშე ზედ ჩამომაწმინდო ირაკლი... ტელეფონი გავთიშე და ჯინსის ჯიბეში ჩავიტენე.... ოთახიდან გავედი და კართან მდგარ მინდიას მოვკარი თვალი.... ჩემსკენ წამოვიდა და სამზარეულოში შემიყვანა...
– მისმინე, აქ უამრავი ჩემი ნათესავი ტრიალებს მაგრამ შენსავით არავის ესმის ჩემი.. გთხვოვ აქ იყავი, არ გინდა იქით გასვლა.. ჩემს დეიდაშვილებს გაგაცნობ ....სიტყვის თქმა ვერ მოვახერხე ისე შემომიყვანა ერთმანეთზე ლამაზი ორი გოგო მინდიამ და ჩემს გვერდით დასვა...ორივე გაოცებული მიყურებდა და მიღიმოდა...
– მე ტასო ვარ– გაბედულად ვუთხარი და გავუღიმე... ქერამ მაშინზე საუბარი დამიწყო, მეოე კი შავგვრემანი ჩუმად იჯდა და მაკვირდებოდა, მისი მზერა და გამოხედვა ტანში სიცივეს მგვრიდა....
– ხო მართლა მე ნია ვარ, ეს კიდე ჩემი დედაშვილია ლელა...
– მე თქვენ დები მეგონეთ.... ესეიგი სამივენი დედაშვილები ხართ..
– ასეა... როგორც იქნა იკადრა ლელამ ხმის ამოღება და ნიას გადაულაპარაკა ყავა დავლიოთ ცოტა ენერგიაზეც მოვალთ სანამ ხალხი მოვაო... მერე გვერდით მომიჯდა და ხელზე ხელი ნაზად დამადო. მისმა საქციელმა ცოტა გამაკვირვა კიდეც...
ვიცი ამდენი ხანი გაკვირდებოდი... და თავს უხერხულად გრძნობდი... აი ნახე კარისაკენ გაიხედე... ის დაახლოებით ოციოდე ბიჭი დგას, ბიჭები რომლებიც მინდიას სულ გვერდით ყავდა ტასო, კლასელები, მეზობლები თუ ჯგუფელები... ერთი მეორეზე ლამაზები და განათლებულები,, ყველა მათგანი დასაქამბული და პერსპექტიულია, ამას იცი რატომ გეუბნები? მინდიას გვერდით არასოდეს მინახავს გოგო.. არ ვიცი თქვენი ურთიერთობის შესახებ, არ ვიცი გიყვარს თუ უყვარხარ მაგრამ მე მხოლოდ ერთი მინდა გითხრა,, ის საუკეთესოთა შორის სუკეთესოა... გულს ნუ ატკენ, ახლა ყველაზე მეტად სჭირდება შენი გვერდით დგომა, თუნდაც მეგობრული.. იცი ჩვენ ყველას ჩვენი ოჯახი გვყავს , შვილები.. ჩემი გოგონა თვეებისა დედამთილს დავუტოვე, ნია ჯერ კიდევ სწავლობს.. მოკლედ არ ვიცი მაგრამ მინდია შენში იმედს ხედავს.. თუნდაც ეს რამოდენიმე დღე იყავი მის გვერდით, ტკივილი შეუმსუბუქე ...
– ლელა, ჩვენ მეგობრები ვართ, ერთად ვუმუშაობთ.. არ ვიცი ის ტკივილი რასაც ახლა მინდია გრძნობს თუმცა წარმომიდგენია, ამიტომ ვარ მის გვერდით.. სანამ დავჭირდები სულ ასე ვიქნები.... არ მივატოვებ..
– მაგრამ ტასო, ტყუილ იმედსაც ნუ მისცემ. ეტყობა რომ შენს მიმართ გულგრილი არაა.. აქამდე მინდიას ასეთი მზერა არც ერთი გოგოს მიმართ არ შემინიშნავს... მის სიმატიას სიყვარულში ნუ გადაზრდი...
– გპირდები რომ შენს დეიდაშვილს არ დავტანჯავ. ღიმილით ვუთხარი და ხელზე ხელი მაგრად მოვუჭირე...
**
მისარები ოტახის კარი გამოვკეტე და სამზარეულოში მინდიას გვერდით დავჯექი, ცხელ ჩაის ფინჯავს განადგურებული სახით დაყურებდა...
– არ გინდა შენს დეიდაშვილებთან ერთად წახვიდე? აქ ღამით ძალიან გაგიჭირდება მინდია...– ჩუმად ვუთხარი და ჩაიას ფინჯანი პირთან მივუტანე...
– არ მინდა.. ეს უკანასკნელი წუთები მინდა მის გვერდით გავატარო.. ტასო, მე ხო არასოდეს მითქვამს მისთვის როგორ ძალიან მიყვარდა....... მას მერე რაც მამა გარდაიცვალა, დედა ყველაფერს აკეთებდა რომ არაფერი მომკლბოდა მე კი ვერ ვუმკურნალე..;
– არ მესმის თავს რატომ იდანაშაულებ.. ეს შენი ბრალი არაა მინდია... ეს დაავადება რომელსაც ვერ ვამარცხებთ.... არ ინერვიულო–ტქო რომ გითხრა ვიცი რომ ამას არ ეშველება, ერთაერთი შემიძლია გითხრა რომ გამაგრდე...
– მისმინე.. წადი სახლში უკვე გვიანია... შენი შეყვარებული გაბრაზდება....
– არ გაბრაზდება , იცის რომ შენთან ვარ . ესმის ...
– არ მჯერა ტასო წადი.. მან კარგად იცის ჩემი შენდამი დამიკიდებულება დარწმუნეული ვარ იეჭვიანებს.... არ მინდა ჩემს გამო პრობლემები შეგექმნას....
– მინდია მისმინე.. ვიცი რასაც ვაკეთებ... გამიგებს... ახლა შენ გჭირდება გვერდით დგომა.. აასე ვერ მიგატოვებ. წავალ, ოღონდ ჯერ ეს ჩაი დალიე..რომ მშვიდად ვიყო. დილიდან არაფერი გიჭამია მინდია, ცუდად გახდები...
– კარგი, აი დავლევ ჩაიას.. ხედავ დავლიე? ახლა წადი ტასო... ჩემს გამო ერთხელ უკვე შეგექმნა პრობლემა აღარ მინდა რომ მეტად იკაათოთ და მიზეზი მე ვიყო..
მაგრად მოვუჭირე ხელზე –ხელი და ლოყაზე ვაკოცე... ვგრძნობდი რომ ახლა მარტო ყოფნა სჭირდებოდა.. რომ თავის ემოციებთან და ტკივილთან ერთად დარჩენილიყო... მანქანაში ჩავჯექი თუ არა ფანჯრები ბოლომდე ჩამოვწიე და ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე... მტკიოდა მასთან ერთად დედამიწა დამძიმებული და გაქვავებული მეგონა... სულში სიმძიმეს ვგრძნობდი....
მანქანა სადგომზე გავაჩერე და კიბეებს ნელა ავუყევი... ზარი დარეკილი არ მქონდა რომ მამაჩემა გამიღო და გაბრაზებული თვალებით შემომხედა.... მისაღებიდან ყრუდ ტირილის და დამშვიდების ხმა ისმოდა....
გაოცებულმა შევაბიჯე შიგნით.... ჩანთა იატაკზე დავაგდე და დედაჩემს თვალებით ვკითხე რა ხდება თქო...
– ნინო იყო მოსული. ისე თქვა ყველაფერი აირიაო გვეგონა რამე მოხდა ტასო.. დედიკო რა მოხდა შენს და ირაკლის შორის...
– ვერ გავიგე... რა უნდა მომხდარიყო....
– არ ვიცი ამას შენ გეკითხებით ქალბატონო– გაბრაზებულმა მტაცა მკლავში ხელი მამაჩემა და თავისკენ შემატრიალა.. ის ქალი ჩვენთან დასახმარებლად მოვიდა. ეჭვი აქვს რომ თქვენს შორის რაღაც მოხდა და მიტომ თამაშობთ სიყვარულობანას...
– რა სისულეეს ლაპარაკობთ. დედააა, დედიკო შენ ხო იცი სიმართე , ასე რატომ იქცევი... ჩვენს შორის არაფერი მომხდარა.. ასე ფიქრობ ჩემზე მამა? აცრემლებული თვალებით ჩავხედე თვალებში და მისკენ ნაბიჯი გადავდგი.. ირაკლი დიდი ხანია მიყვარს მასაც ვყვარებივარ , თქმას კი ვერც ერთ ვბედავდით... მასთან არ ვწოლილვარ. ეს გაინტერესებდათ? ჩვენს შორის არაფერი მომხდარა..
– ხოდა თუ არაფერი მომხდარა მაშინ რატომ ლაპარაკობს ნინო ასე?? მტელმა სამეზობლომ გაიგო , ისე გვიყურებენ თიტქოს დანაშაული ჩაიდინე... ამიხსენი შვილო, ირაკლის მეტი ვერავინ ნახე შესაყვარებლად??
– არ ვიცი მამა. სიყვარული ასე კითხულობს როდის მოვიდეს და სად? შემიყვარდა და მორჩა...
– წარმოუდგენელია... ვერ ვიჯერებ რომ ასე მარტივად ლაპარაკობ ტასო, მე შენ ჭკვიანი გოგო მეგონე.. როგორ მოგივიდა თავშ ასეთი რამე რომ ირაკლი , ბიჭი რომელიც ძმასავით გყავდა შეგიყვარდა მამა. მის გვერდით იავი, დასასვენებლად ერტად გიშვებდით.. ერთად გეძინათ.... არ მჯერა რომ , ვერ ვაჯერებ თავს რომ ირაკლისაც უყვარდ და ამ ყველაფერზე მაინც მიდიოდა.. როგორ გიწვებოდა ოთახში როცა შენზე ასე ფიქრობდა....
– მამა ნუ აზვიადებ რა....
– არ ვაზვიადებ შვილო, ეს სიმართლეა. კარგი კაცი ასე არ მოიქცეოდა... როგორ ბედავდა, ასე მარტვად როგორ გიკრავდა გულში როგორ გეხუტებოდა გეფერებოდა.. მე თვითონ ვარ მომსწრე მისი სითოს გამოხატვისა... იმედები გამიცრუა ამ ბიჭმა.. ის სხვა ყოფილა და მე ამდენი წელიწადი ვერ შემიცვნია... ირაკლიზე რა ვთქვა საკუთარი შვილი ვერ შევიცანი და....ერთადერთი ახლა რაც მინდა ისა რომ თქვენს შორის ეს სიყვარულის ანა–ბანა დაასრულო...
**
დილით საშინელმა თავის ტკივილმა გამომაღვიძა.. თავის წამოწევა და ადგომა არ მინდოდა.. ყველაფერი ეს იმდენად რთულად მეჩვენებოდა რომ ამ ყველაფრისაგან ერთიანად გადაღლილი ვიყავი... ყველასთან სათითაოდ მიწევდა გრძნობებზე ბრძოლა....
საათს რომ დავხედე ცხრა ხდებოდა.... საწოლში წამოვჯექი და ხალათს დავწვდი რომ მამაჩემი ოთახშ შემოვიდა და არ ადგეო მანიშნა... ბალიში ავწიე და მვეყუდე... თავი დავხარე, ვიცოდი მორიგი ჩხუბისათის უნდა მომემზადებინა გონება..
– ტასო შემომხედე..კი არ მითხრა მომთხოვა და ტავი ამაწევინა... წუხელ რაც გიტხარი გახსოვს?
– მახსოვს. მაგრამ რატომ არ გინდა დაიჯერო რომ მიყვარს და მასაც ვუყვარვარ...
– მჯერა. ვინ გითხრა რომ არ მჯერა. განა ყოფილა რაიმე რაშიც მხარში რ დაგდგომივარ ჩემო ლამაზო.. მისმინე შვილო, მეც კაცი ვარ და ვიცი.. ახლა რასაც გეტყვი არ გესიამოვნება მაგრამ დაგაფიქრებს....
– ირაკლის ლანღძვას აპირებ არა??
– არა, სულად არ ვაპირებ...კარგი ირაკლის უყვარდი ბავშობიდან. უყვარდი და შენთან ერთად წასვლაზე, ძილზე უარს მაინც არ ამბობდა. ჯერ ამიხსენი სადაა აქ ლოგიკა, და მეორეც. აუცილებელი იყო ჯერ შენ გეთქვა რომ გიყვარდა და მერე მას??? ის ხომ კაცია.. როგორ შენმა სიტყვებმა შემატა ძალა? შენ ამ ერთი ციდა გოგოს გეყო გამბედაობა გრძნობა გაგემხილა და ამხელა კაცს არ ეყო ამის სითამამაე ამდენი წელიწადი?
– ეშინოდა რომ უარს ვეტყოდი, რომ მე ხელს ვკრავდი მამა... რომ დამკარგავდა ისე როგორც მეგობარსაც.
– მაშინ აუხსენი შენს ბებერ მამიკოს შენ რატომ არ შეგეშინდა ამის? შენ რატომ არ შეგეშნდა რომ ყველა ზურგს გაქცევდა.. მეძახეთ ბებერი და გაუგებარი რა ვქნა. არ მესმის.. ამდენი წელიწადი უყვარდი და არაფერი გაგრძნობინა.. და ქალიდან ქალზე გადადიოდა....
– მამა საკმარისია რა– გაბრაზებულმა ვუთხარი და ფეხები საწოლიდან გადმოვყავი..
– საკმარისია მართლაც... მე არ ვამბობ რომ ირაკლი ცუდი ბიჭია. მე ის ყველასაგან გამორჩეულად მიყვარდა მაგრამ ამ საქციელს ვერ მოვუწონებ და მორჩა... გითხარი და დაასრულებთ ამ უაზრო თამაშს.. თქვენ ორივეს რომ სიყვარული გგონიათ... იმდენად იცნობთ ერთმანეთს. იმდენად მიეჩვიეთ რომ გგონია გიყვარს?
– მიყვარსს...
– იცოდე. მალე მიხვდებით რომ თქვენს შორის არაფერი განვითარდება და იცი შედეგად რას მიიღებთ? არაფერს.. სიცარიელე დაგხვდებათ ორივეს და ცხვირს რომ წაიმტვრევთ მერე არ მოხვიდე ხვეწნით და საშველად.. მეგობარი ყოელთვის ვერ გახდენა კარგი შეყვარებული და ქმარი... იცოდე.. შენ საბოლოოდ მეგობრებსაც დაკარგავ და სიყვარულსაც....
– ცდები. დაგანახებ რომ ირაკლის მართლა ვუყვარვარ...მამა და მერე ვნახოთ რას იტყვი...
– ვნახოთ ტასო. ვნახოთ მამა– ისე მითხრა ეს ბოლო სიტყვები გეგონებოდათ დარწმუნებული იყო რომ ჩვენს შორის არაფერი გამოვიდოდა...

**
სამსახურში უამრავი საქმე მქონდა.. ახალი რეკლამისათის აზრები მჭირდებოდა და ტავში არაფერი მომდიოდა. ერთი მხრიდან ირაკლი და ეს ყველა უბედურება მიტრიალებდა თავში მეორე მხრიდან კი მინდია.....მდივანს ყავის შემოტანა ვთხოვე და ყავასტან ერტად სტუმარიც მოგიყვანეო რო მითხრა თავი მხოლოდ მაშინ ავწიე...
– ირაკლი?– გაოცებულმა ვკითხე და მისკენ წავედი....
– ტასო, უნდა ვილაპარაკოთ..– ხმამღლა და გარკვევით მითხრა და გვერდით გამწია..
– ვილაპარაკოთ. არ იტყვი რა ხდება?– ხმაში ოდნავ გაბრაზება შემეპარა და ჩემს სავარძელს დავუბრუბდი..
– გუშნ დედაჩემს კონცერტი ჩაუტარებია შენებთან. როგორც გავიგე არც შენები არიან გახარებულები..
– ასეა. დამალვას რა აზრი აქვს. მამაჩემი ძაიან იედგაცრუებული და გულნატკენია.. ამბობ რომ შენგან ამას არ ელოდა. რომ ..
– მუხედავად იმისა რომ მიყვარდი მაინც შენს გვერდით ვიყავი როგორც მეგობარი და ძმა..
– ასეა.. იძახის როგორ გეხუტებოდა თუ უყვარდიო.... მისმინე იქნება ერთად დაველაპარაკოთ ყველას და ვუთხრათ ჩვენი სიყვარული ერთ დღიანი არაა..
– მეც ეგ მინდოდა მეთქვა... ახლა კონფერენციაზე მივდივართ, იქიდან რომ ჩამოვალ ქორწილი დავგეგმოთ რა...
– ირაკლი. რასაც გეტყვი კარგად მინდა გამიგო... ქორწილისათვის მზად არ ვარ...არ მინდა გათხოვბა... მინდა რომ ჯერ ერთმანეთი გავიცნოთ კარგად...
– კარგად? ერთმანეთს ბავშობიდან ვცნობთ ტასო..
– მაგრამ ჩვენ შეყვარებულები მხოდოლოდ ახლა გავხდით , ხედავ განსხვავებას? აქამდე მხოლოდ მეგობრები ვიყავით და ერთმანეთის ქცევა ასე თუ ისე არ გვადარდებდა.. არ მინდა გათხოვება.. მინდა გავიგო ყვეაფერი. მინდა ჯერ ბედიერი ვიყო,
– მე საერთოდ მგონია რომ შენ ჩემზე გათხოვება არ გინდა.. სხვას რომ შემოეთავაზებინა ეს მაშინ რას იზავდი ??
– რა დებილობას ამბობ ხვდები მაინც? მე შენ მიყვარხარ.. და გეუბნები რომ გათხოვება არ მინდა. არც შენზე და არც სხვაზე.. მინდა ჯერ ასე ვიყოთ... არ მინდა ნაადრევად დავიგდათ უღელი , მხოლოდ იმიტომ რომ ამით სხვებს დავაჯეროთ ჩვენი სიყვარული... თ ჩვენი გრძNობები მართალია ამას ისედაც გადავიტანთ იკა, ამას ისედაც გავუძლებთ ... აქ არაფერია ისეთი რაც შეუძლებლად გვეჩვენება....
– შენ ასე გგონია?? მაშნ იქნება დედაჩემი მართალია როცა მეუბნება რომ არ გიყვარვარ და ეს უბრალოდ მიჩვევააა...
– ახ. დედაშენი ასე გეუბნება??? საინტერესო მოსაზრებაა.. შენ მიდი დაუჯერე ...დაუკერე რომ მიგეჩვიე.... ხოდა აი ზუსტად ამიტომ რომ ეს ყველაფერი მიჩვევა არ იყოს უნდა მოვიცადოთ რომ მერე არ ვინანოთ....
– ასე იყოს... დღეს სოფოსთან ავდივართ და გამოგივლი..
– მე თვოთონ მოვალ. მინდიასთან მივდივართ . სამსახურიდან და მერე მოვალ...
– ამიტომ ხარ ასე გაოპრანჭული??? ამ კაბით მიდიხარ სამძიმარზე გოგო?
– ირაკლი. ნერებზე ნუ იმოქმედებ.. კი ამ კაბით მივდივარ. რა სჭირს აბა ამ კაბას? მესმის რომ ეჭვიანობ მაგრამ აგიხსენი რომ ადამიანს დედა გარდაეცვალა და ახლა გვერდით ვჭირდებით ყველანი....
– მე არ მჭირდები არა??
– არა რატო, შენ დედაშენს დაუჯერე და გაარკვიეთ ერთად მიჩვევაა თუ სიყვარული....
– ხანდახან მეც მგონია რომ ეს ყველაფერი ბავშური გრძნობაა რომელსაც არ ვახუნებთ და მხოლოდ მიჩვევაა...
– ყოჩაღ ირაკლი.. ტაშს დაგიკრავ .. ყოჩაღ..
**
მიდნიასაგან წამოსული პირდაპირ სოფოსთან ავედი და გადაღლილი ჩამოვჯექი სამზარეულოში მდარ პატარა კუთხის დივანზე... ლადო მაშნვე გვერდით მომიჯდა და ხელი მომხვია.. თავი მხარზე მივადე და თვალები დავხუჭე, შინაგანად საშინლად ვიყავი დაღლილი და მთელი ჩემი სხეული მხოლოდ დასვენებას მთხოვდა...
– რაო ტასო, რა ხდება აბა?– ჩუმად მკითხა და თავზე მაკოცა..
– კარგი არაფერი ლადუშ. მამაჩემი გადაირია, როგორ გაბედეთო.. დაშორებას მთხოვს, ამ სიყვარულის გაგონებაც კი არ უნდა..
– იქნებ მართალია?
– მართალია? შენც იგვეს იძახი არა?– გაბრაზებული წამოვხტი ფეხზე და კარისაკენ წავედი რომ დამიჭირა და ისევ დამსვა..
– მისმინე, არ გეუბნები რომ უნდა დაშორდე... უბრალოდ ჩვენ ყველანი ერთად გავიზარდეთ, ერთი ტკივილი და სიხარული გაგვაჩნდა, ახლა უცებ თქვენ ეს ყველაფერი შუაზე გაყავით. კარგი ჩვენ ამას ავიტანს და გვერდით გედგებით მაგრამ, ვაიმე ეს შენი გადარეული სიყვარული არ იყოს სიყვარული? რატომ არც ერთი ფიქრდებით იმაზე რომ ეს უბრალოდ შეიძლება მიჩვევა იყოს, ხომ არიან ადამიანები რომლებიც უსიყვარულოდ ქმნიან ოჯახს და შემდეგ ეჩვევიან, ერთმანეთის მიმართ პატივისცემა და ურთიერთგაგება უყალიბდებათ ტასო.. რატომ მგონია რომ თქვენს შორს არაა ის ცეცხლი რაც შეყვარებულ ადამიანებს შორის უნდა იყოს.. ვნება გაკლიათ, ერთმანეთის მიმართ ლტოლვა არ გაგაჩნიათ. არ მინდა გაწყენინო მაგრამ მეც კაცი ვარ და ვიცი რასაც ვგრძნობ როცა ჩემსკენ სასურველი ქალი მოდის ქალი რომელიც მიზიდავს ტასო... შენ ამას გრძნობ ირაკლის მიმართ? ის რას ამბობს? არ ვიცი ეს თქვენი სიყვარული რაღცნაირია უფერო... იმდენად დიდ ხანია ერთმანეთს იცნობთ რომ ასე მგონია ეს ათი წელი ცოლ–ქმარი იყავით და ახლა გახუნდა ეს გრძნობა..
– მორჩი მონოლოგს? გაბრაზებულმა ვუთხარი და ფანჯრისაკენ წავედი...
– რატომ გაჩუმდი? იმიტომ რომ მართალი ვარ არა???
– მე და შენ მუდამ კარგად ვუგებდით ერთმანეთს ტასო, მოდი აქ მოდი, თბილად დამიძახა და გულშ ჩამიკრა, არ მინდა ამ თქვენი სიყვარულის გამო ეს ყველაფერი წარსულში დავტოვოთ. ხო კარგად გესმის რომ თქვენ მომენტალურად შეგიძლიათ ჩვენი მეგობრობის განადგურება... მაგრამ ახლა სულ სხვა რაღაცას გეტყვი... და მინდა გამიგო..
– გისმენ ლადო, თქვი, უკვე ყველა რაღაცას მეუბნება და მარიგებს..
– იმიტომ რომ დასარიგებელი ხარ.. იცი რას მაგობენ? კატას რომელიც წრუწუნას დასდევს და როცა დაიჭერს მისით მხოლოდ ერთობა...
– მოიცადე, ესეიგი მე მისით ვერთობი???
– მაცადე აგიხსნა გოგო, რას ახტები ხოლმე, გაბრაზება დაეტყო ლადოს და ძალით დამსვა სკამზე...სწორედ ასეა, შენ ამდეი წელი იცნობდი ირაკლის რომელიც მეგობარი იყო, და მასთან მხიარული იყავი, ახლა როგორი ხარ იცი? სულ სხვა ტასო ხარ, ისიც სულ სხვა ირაკლია...თქვენ თვითონ შეიცვალეთ.. თვითონ გადასხვაფერდით. როცა ერტად ვართ, არ იცინით არ ერთობით, ეს აქამდე კარგად გამოგვდიოდა ტასო. შენ მუდამ ხალისიანი იყავი, ყველაზე მეტად ხალისიანი ახლა რა გჭირს?? ამიტომ გეუბნები რო ის რაც ამდენი წელი გტკიოდა, ახლა მოიპოვე და ამ მოპოვებული სიყვარულის მიმართ გულგრილი გახდი თითქოს. იციი მე გიყურებდი შენს დაბადების დღეზე და ვუყურებდი შენს ქცევას ირაკლისთან და შენს ქცევას მინდიასთან.. იცი რა სხვაობაა ამ ორს შორის? მინდიასთან ხარ ის რაც სინამდვილეშ ხარ, მასთან მოგწონს ის რომ ჯერ მისთვის არ ხარ ამოხსნილი განტოლება.. ხოდა ირაკლიმ და შენ ერთმანეთი ბოლოდე გაშიფრეთ, თქვენს შორის ამოიწურა ის ყველაფერი ....
– ყოჩაღ ლადო, იმენა ძმა ხარ რა– ირაკლის სიტყვებმა ორივე შეგვაკრთო და კარებში მდგარს მივაპყრით მზერა.... უფრო მეტად უნდა აურიო ტვინი და მადლობას გეტყი...
– ვტინს არ ვურევ სიმართლეს ვამბობ.. ეს სიყვარული არაა ნამდვილი. ეს უბრალოდ არც კი ვიცი რა არის... გადამეტებული და ზღვარს გადასეული მეგობრობაა და ეს ვერ გაგირკვევიათ ამხელა ადამიანებს... ერთმანეთის მიმართ ისეთივე ცივები ხართ როგორც ოკეანე და აიზბერგი.. ვნება არ გაგაჩნიათ, ერთმანეთს ისეთი ჩამქრალი თვალებით უყურებთ რა სიყვარულზე მელაპარაკებით ტო.... და კიდე მამაშენი მართალია ტასო, ამ სიყვარულის თამაშს რაც მალე დაასრულებთ ნაკლებ ტკივილს მიიღებთ თქვენც და ჩვენს... გაბრაზებულმა გაკრა ირაკლის მხარი და ოთახიდან გავიდა...
ყველანი მაგიდის გარშემო ვიჯექით და დაძაბული საუბრის შემდეგ მათე სამინისტროს ამბებით გვართობდა... მოულოდნელად მკითხა მინდიას ამბავი და სახეალეწილმა გახედა ირაკლიმ..
– რა იყო, რადგან შენ ეჭვიანობ არ ვიკითხოთ ადამიანი?
– იკითხე ძმაო..
– ხოდა ნუ მიყურებ ისე თითქოს სამშობლოს მოღალატე ვიყო... მითხარი ტასო როგორააა მინდია..
– არაუშვას მათე, როგორ უნდა იყოს ადამიანი რომელიც მშობელს დაკარგავს... ცდილობს გაუძლოს..
– გაუძლებს შენი წყალობით– მაშინვე წამკბინა ირაკლიმ და ჩანგალი ხმაურით დადო თეფშზე...
– მე არაფერ შუაში ვარ, უბრალოდ ადამიანს დედა გარდაეცვალა ირაკლი, რატომ არ გინდა გაიგო, არავინ ყავს ისეთი და მის გვერდით ვიყავი, ამით არაფერი მომხდარა, თანაც მარტო ხო არ ვიყავი, მთელი თანამშრომლები წავედით ერთად...
– ხოდა მაშინ დღეიდან აგიკრძალავ მაგასთან ურთიერთობას..
– ვერ ამიკრძალავ. მე შენი საკუთრება არ ვარ და იცოდე არც შენი და არც არავის გულისთვის არ ვაირებ ცხოვრება შევიცვალო... თუ გიყვარვარ ასეთი შემიყვარე როგორიც ვარ.. თუ არადა აქვე დავასრულოთ ეს ყველაფერი.... ყოველ ჯერზე შენთან შესარიგებლად მოვდივრ, მე ვდგავ პირველ ნაბიჯს მუხედავად იმისა რომ დამნაშავე არ ვარ. და მაინც ბოლოს მე გამოვდივარ მოღალატე , ცივი და უარგისი... მუდამ ზედ მაწმინდავ ხელებს...შენ იცოდი როგორი ვიყავი... ამდენი წელიწადი მიყურებდი და იცოდი ჩემი ხასიათი...
– მაგრამ მე არ ვიცოდი როგორი აზრები ქონდა სიყვარულთან დაკავშირებით შეყვარებულ ტასოს...
– და როგორი აზრები მაქვს? ცუდი? თუ ის რომ გაგებას გთხოვ ესააა ზედმეტობა.. ირაკლი ჩვენ ასე ვერასოდეს ვერაფერზე შევთანხმდებით.. შენ არასოდეს ცდილობ გამიგო... მინდია ჩემი თანამშრომელია, მეგობარია და ახლა როცა ვჭირდები დავეხმარები...
– საკმარიაია ეს უაზრო კამათი –ხო ვამბობდი რომ ხოლოდ თქვენ ორს შეგიძლიათ დაშალოთ ეს მეგობრობა ... სხვაგან იკამატეთ ისე რომ ჩვენ არ დაგინახოთ და როცა ჩვენთან მობრძანდებით არც ეს შეიმჩნიოთ, ფეხებზე გვკიდია თქვენი ეჭვიანობა და სიგიჟეები. გასაგებია– ხმამაღლა გვიყვირა ლადომ და სკამზე შევკრთი... არც ერთს არ გაპატიებთ თუ ამდენწლიან მეგობრობას ბოლოს მოუღებთ.. ..
– ამას არცვაპირებთ რა– დაიმშვინე ნერვები გაცოფებული წამოხტა ირაკლი და ლადოსკენ გაიწია...
– არ აპირებ კი არ უკვე დაიწყე.. ოცდაექვი წელიწადია ერთმანეთს ვიცნობთ და შენ ჩემსკენ არასოდეს გამოგიწევია, ახლა ესეც გააკეთე... საღოლ ძმაო.. ძმა ხარ იკა..
მაგიდიდან წამოვდექი, ჩანტას ხელი ვტაცე და კიბეებზე დავეშვი...საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ ირაკლი არ გამომკიდებია. მანქანაში ჩავჯექი და ხმაურით მივიკეტე კარები.. როგორ მინდოდა მშვიდი ადგილი სადაც არავინ იქნებოდა... სახლში ჩემი მშობლები დამიწყებდნენ ისევ კამათს, მინდიასთან ვერ წავიდოდი .. ჩემდა გასაოცრად ტავში მხოლოდ ერთი საღი აზრი მომივიდა....
მანქანა ჭიშკრის წინ ნახევრად ბორიულზე გავაჩერე და გაღიმებულმა მივაჭირე თითო ზარის ღილაკს... კარი გაოცებულმა გამიღო ბატონმა გიორგიმ და ალმაცერად გამომხედა...
– შეიძლება თქვენთან ვიყო ცოტა ხანს?– ღიმილით ვკითხე და თვალები ავუფხუნე...
– ვააახ კაცო... ყველაფერს ველოდი და ერთ დრეს თუ არ მომადგებოდი ანასტასია რას ვიფიქრებდი. მოდი მოდი შემოდი.. რა ხარ გოგო რა ანცი ხარ რა...– მამაშვილურად მომხვია მხარზეხელი და სახლში შემიყვანა....
**
ბატონ გიორგისთან კარგა ხანს დავყავი და უკვე თორმეტი ხდებოდა უკან რომ წამოვედი..მანქანა სადარბაზოს წინ გავაჩერე და შესასვლელად მოვემზადე რომ კიბეებზე ჩამომჯდარმა ირაკლიმ გული გამიხეთქა.... მისკენ წავედი და გვერდით მივუჯექი...თავი მხარზე მივადე და უმალ ვიგრძენი მისი ცხელი ხელი ჩემს წელზე....
- ტას, მიყვარხარ, ამას ხვდები???
- ვხვდები, და მე რომ მიყვარხარ შენ ეს თუ იცი??
- ვიცი...ვიცი მაგრამ რატომ ვჩხუბობთ სულ? რა ხდება ტასო? როდის შევიცვალეთ...
- არ შევიცვალეთ იკა, უბრალოდ ჯერ ვერ გავერკვიეთ ბოლომდე რომ ერთმანეთისათის მეგობრებზე მეტნი ვართ....
- ალბად ასეა.. მაგრამ არ მესმის რატომ არ გინდა რომ რაღაცეებში დამიჯერო...
- ისევ იწყებ ხომ ხედავ, რაღაცეებში კი არა შენ სულ ყველაფერში გინდა რომ დაგიჯერო, მე კი მასე არ შემიძლია ხო იცი... ასეთი არ ვარ ირაკლი რა გავაკეთო. ახლა ვერ შევიცვლები.....
- როგორ ფიქრობ იქნებ ვიჩქარე? არ უნდა გამემხილა გრძნობები არა...?
- სულელო შენ- ღიმილით ვუთხარი და მისი წითელი ტუჩებისაკენ საკოცნელად გავიწიე...მისმა კოცნამ თითქოს მისდამი გრძნობის გაჩენის დღე გამახსენა... თვალები დავხუჭე და შუბლით შუბლზე მივეყუდე...
- იცი როგორ მიყვარხარ?? იკა, ძალიან . მართლა ძალიან.. ალბად ისე ძალიან რომ ხანდახან ამას ვეღარც კი ვგრძნობ, იმდენი წელია მიყვარხარ რომ შეგისისხლხორცე ირაკლი. მეშინია რომ ჩვენები დაგვაშორებენ... რავის სჯერა რომ მიყვარხარ....
- მე მჯერა სულელო- სახე გბადრულმა მითხრა და მაგრად მიმიკრა გულზე.. მაგრამ რა ვქნა რომ ვევიანობ.. მიყვარხარ და თავს ვერ ვიკავებ ტასო.. მოშორდი რა იმ ბიჭს...
ოთახში ვიჯექი და ცხარე ცრემლით ვტიროდი.... როგორ მიყვარდა ვგრძნობდი და როგორ მამცირებდა ამას ვხვდებოდი, მუდმივად მოღალატე და უნდობი გამოვყავდი, რაც ჩემს თავმოყვარეობას ლახავდა. არ ვიცოდი როგორ უნდა მოვქცეულიყავი.. ვერ ვხვდებოდი, გული ერთს მკარნახობდა, გონება მეორეს. ასე მჯდომარეს თავზე დამატენდა.. დილით სარკეში რომ შევიხედე, შიშისაგან თვალები უფრო გამიფართოვდა..
საშინელი დასანახი ვიყავი, მთეი ღამის უძილო.. ნამტირალები დასიებული თვალებით... ოთხიდან ჩმად გავიპარე და ტავი სააბაზანოს შევაფარე.. იქიდან გამოსულ დედაჩემი დარაჯივით დამხვდა კართან, სამზარეულოში შედიო მანიშნა და სკამზე დამსვა...
- გგონია, არ გვესმოდა წუხელ შენი ტირილი?
- არ მიტირია დედა- უმალ ვიცრუე და ყავის ფინჯანს დავწვდი...
- ცხელია შვილო, ცხელი- სწრაფად მომაწოდა დედაჩემმა წლიანი ჭიქა და ადგილს დაუბრუნდა... დაიწვი?
- არაუშვას დედა, უარესებიც ხდება, ესეც გაივლის..
- რა ხდება ტასო, შენ და ირაკლის შორის. რანაირი სიყვარული გაქვთ მიხსენი შვილო..
- რო ვიცოდე დედა, ნეტა ვიცოდე.. რა ხდეება, რა უნდა.. მუდმივად ეჭვიანობს აქვს თუ არა საბაბი... გუშნ შეხვედრიდან ერთად გამოვედით მე და მინდია, მთვრალი მოვარდა და შუა ქუჩაში სცენა გამიმართა...
- მისმინე. მე კარგად ვიცი შენი გრძნობები, თუმცა პირველ რიგში ქალი ვარ... როცა ორ მოსიყვარულე ადამიანს ერთმანეთის მიმართ არ აქვთ ნდობა, იქ სიყვარული კვდება.. სიკვარული ქრება ტასო, სხვა ფერს და სხვა სახელს ირქმევს... აუხსენი რომ უნდა გენდოს.. ასე როგორ იცხოვრებთ შვილო არ მესმის.. მე ვცდილობ რომ მამაშენთან ურთიერთობა მოვაგვარო და დავაჯერო თქვენს გრძნობაში, აქ ი თურმე რა ხდება.. სანამ უფრო ღრმად შეგიტოპიათ შეეშვით ამ თამაშს. ეს სიყვარულს აღარ გავს.. ერთმანეთის მიმართ გაგება და ნდობა აღარ გაქვთ...
- ვუხსნი დედა, ვეუბნები რომ არაფერია საეჭვანო, მაგრამ არ ესმის, არა, უფრო სწორად არ უნდა რომ გამიგოს.. ავადმყოფი ეჭვიანივით იქცევა რომელსაც არ უნდა გაიგოს სიმართლე.. როგორ მოვიქცე აღარ ვიცი....
- მე, როგორც დედა გირჩევ რომ ეს ურთუერთბა ორივესმ დაასრულოთ.. ასე თუ გააგრძელებთ თქვენ ვეღარც მეგობრობას შეინარჩუნებთ და ვერც სიყვარულს.. ლოყაზე მაგრად მაკოცა დედამ და სამზარეულოდან გავედი...
**
ოფისის კიბეებზე ნელა ავდიოდი, თავი მტკიოდა ყველაფრისაგან, აღარ ვიცოდი რაზე მეფიქრა და როგორ... კაბინეტში ჩუმად შევედი, ახლა ყველაზე ნაკლებად მინდიას ნახვა მინდოდა, მცხვენოდა იქ საქციელის გამო.... კომპიუტერის ეკრანს თითი მივაჭირე , მაგიდაზე დაწყობილ ხელებზე თავი დავდე და ცრემლი დამედინა.. როგორ ვიფიქრებდი რომ ეს დიდი სიყვარული ასეთ სახეს მიირებდა, განა ამაზე ვოცნებობდი ამდენი წელიწადი, როგორ მეგონა რომ გრძნობებში გამოტეხვის შემდეგ უსაზღვრო ბედნიერებას მივიღებდი..
არც კარზე კაკუნის ხმა გამიგონია და არც შემოსვლა. ჩახველების ხმაზე თავი წამოვწიე და ცრემლები მოწყვეტით დაეცა მაგიდაზე.. უმალ მოვიწმინდე თვალები და მინდიას მზერა ავარიდე. ფანჯარა გამოვაღე და რაფას იდაყვებით დავეყრდენი..
- იჩხუბეთ გუშინ? რა მოხდა?
- არაფერი. სახლში მივიყვანე და მერე აღარ ინახავს. ძალიან მტკივა გული.. არ ვიცი რატომ მექცევა ასე...
- იმიტომ რომ უყვარხარ ტასო..
- ეს სიყვარული აძლევს იმის უფლებას რომ შუა ქუჩაში ასე დამამციროს? კარგი ი უცნობ ხალხზე არაფერს ვამბობ რომლებმაც დავინახეს , მაგრამ შენ?? ძალიან მცხვენია... შენ ამას არ იმსახურებ..
- დამიჯერე შენ რომ ჩემს გვერდით იყო, ალბად მეც ასე მიგისაკუთრებდი.. როგორ გითხრა შენ ხარ ასეთი. კარგი ტასო. ირაკლის ნუ გაამტყუნებ. უბრალოდ უყვარხარ და ცდილობს ჩემგან დაგიცვას..
- და რა მჭირს შენგან დასაცავი რა მოკვლას მიპირებ??
- არა ალბად ხვდება ჩემს გრძონას შენს მიმართ, ხვდება რმ გულგრილი არ ვარ და...
- და რა?
- ასე დავტოვოთ ბოლომდე ნუ მათქმევინებ.. არაა საჭიო ყველაფრის გართულება და აღიარება...
- იქნებ უფრო ადრე რომ გამეცანი, სულ ცოტათი ადრე მინდია....
- რა იქნებოდა ტასო? შევძლებდი შენი გრძნობის გალღობას??
- რ გვინდა ამზე საუბარი, ისედაც არ ვარ კარგად...
- შენ ხო მუდამ გულახდილი იყავი ჩემთან , ახლაც მითხარი რა იქნებოდა..
- ზუსტად ვიცი რომ შემიყვარდებოდი, შენ იმდენად კარგი ხარ. შენ არ გჭირდება ახლა -განმარტება რას ვგრძნობ და რას არა.. იცი რა მიკვირს.. მე და ირაკლი მუდამ ასე ვიყავით, ყველაზე მეტად ერთმანეთის გვესმოდა... ჩემტან მორბოდა როცა რაიმე აუხებდა... მაგრამ ახლა შეიცვალა რაღაც, ახლა მას როგორც საყვარელ მამაკაცს არ ესმის ჩემი, ვერ მიგებს. იმდენად ეგოისტი გახდა ჩემი არაფერი ახარებს მინდია, სულ უნდა რომ მაკონტროლოდ. მე მიყვარდა ისეთი ირაკლი რომელიც მიგებდა, რომელიც ჩემი საუკეტესო მეგობარი იყო. ახლა რა მოხდა?
- ტასო, ადამიანები იცვლებიან, შენ კარგად აღნიშნე რომ შენ მეგობარი ირაკლი გიყვარდა, რომელსაც არ წონდა იმდენი უფლება რომ რამე შეეზღუდა, აეკრძალა, შენ მოგწონდა ასეთი ირაკლი, მაგრამ როცა გრძნობაშ გამოუტყვი ის სულ სხვანაირი გახდა.. ეს სულ სხვა ირაკლია ახლა...
- ხო მაგრამ რატომ??? დედა სულ მეუბნებოდა ისეთი ადამიანი შეიყვარე ვინც შენთვის მარტო ქმარი კი არა პირველ რიგში მეგობარიც იქნებაო.. მაგრამ სად დავუშვი შეცდომა???
- თავშ, ყველა შეცდომის დაშვების ადგილი საწყისია ტასო... როცა ამდენი წლის მეგობარი შეიყვარე იქ დაუშვი შეცდომა..
- ნეტა შემეძოს ყველაფერი უკან დავაბრუნო ნეტა მინდია.. მაშინ ყველაფერს სხვანაირად გავაკეთებდი...
**
ოფისიდან გვიან გავედი, უკვე ყველანი წასულები იყვნენ... მანქანაზე მიყუდებული მელოდა ირაკლი, დამინახე თუ არა ნაბიჯი შევანელე, ახლა ყველაზე ნაკლებად მასთან კამათი მინდოდა... ორიოდე ნაბიჯი გადმოდგა ჩემსკენ და გულში ჩამიკრა...
ვიცი ახლა ვიტყვი და გამკიცხავთ , ვიცი მეტყვით როგორ ამდენი წელი ადამიანი გიყვარდა და ახლა არაფერს გრძნობო? მაგრამ შინაგანად ვგრძნობდი სიცარიელე, დაცარიელებული და გრძნობა დაცლილი ვიყავი..... ხელები შემოვხიე მეც და ალმაცერად ავხედე..
- ტასო, ვილაპარაკოთ კარგი? გაღიმებულმა მკითხა და განზე გავიწიე...
- სასაცილოა ეს ადამიანო?- გაბრაზება ვერ დავმალე და ხელი ვკარი... სასაცილოა ის რომ როცა მოგინდება შუა ქუჩაში მომადგები და მამცირებ??? არანორმალურო შენ..
- გიჟი ხარ ტასო, ბრაზიანი და მიყვარხარ..
- გიყვარვარ არა??? მაგრად გიყვარვარ ირაკლი. საყვარელ ქალს ასე ამვცირებენ??
- მომისმინე... მოდი ეს ხუმრობა ცალკე გადავდოთ და სერიოზულად ვილაპარაკოთ.... მას მერე რაც ჩვენი მეგბრობა სიყვარულშ გადავიდა, მხოლოდ ვკამათობთ. ვიცი ჩემი წაყლობით ,, ვიცი რომ შენ არაფერს აშავებ, მაგრამ ასეთი ეჭვიანი ვარ ტასო. გახსოვს მე მეგობრობის დროსაც ასე გამწარებდი ხოლმე , მაგრამ ახლა ეს ყველაფერი მგონი პათოლოგიად მექცა... ტასო, გუშინ იმდენი ვიფიქრე თავი , ღირდა თუ არა ეს ამად, ღირდა თუ არა რომ ეს მგობრობა ამად გადავაქციეთ....
- შენ მეხუმრები არა??? მეხუმრები??? ახლა გაგახსენდა რომ მეგობრობიდან სიყვარულამდე გადმოდგი ნაბიჯი???? ავადმყოფი ხარ ირაკლი, ნეტა არც არასოდეს მეთქვა ამ სიყვარულის შესახებ...არასოდეს შემყვარებოდი ....
- შენ ვერ მიგებ... ვგიჟდები როცა მის გვერდით ხარ,,, არ შემიძლია გაიგე?? მე აღარ ვარ შენი მეგობარი შენი საყვარელი კაცი ვარ..
- საყვარელი კაცი რომელიც არ მენდობა არა??? საყვარელი კაცი რომელსაც შეუძლია ქუჩაში ასე დამამციროს არა???? ამას ეძახი შენს სიყვარულს? არანორმალურო შენ...
- იცოდე, ან მინდიას დაშორდები ან არადა მე მიგატოვებ ტასო...
- ვერ გავიგე?- გაოცებულმა შევხედე და ჩანთა მანქანაში შევაგდე... ულტიმატუმს მიყენებ თუ რა ხდება???
- როგორც გინდა ისე ჩათვალე.. მინდიას მიატოვებ...
- რას ქვია მივატოვო ირაკლი საბოლოოდ გადაირიე? ის ჩემი თანამშრომელია, რაოგორ უნდა მივატოვო ადამიანი რომელთან ერტადაც არ ვარ...
- იცი როგორ იქცევი? იცი რა ქვია შენნაირ ქალს ტასო?
- რა??- ინტერესით ვკითხე და დოინჯ შემოვიყარე...
- არ გაკადრებ....
- რას არ მაკადრებ, და რა გავაკეთე ისეთი რომ რაიმე მაკადრო.... იცი მე ის ირაკლი ძალიან მიყვარდა და დრესაც მიყვარს გულშ.. ძალიან მიყვარს ის ირაკლი, რომელიც ჩემი ტკივილის თნხვედრი იყო, ის ირაკლი ცრემლებს რომ მწმენდდა თვალებიდან და გულშ მიკრავდა, აი ეს კაცი კი რომელიც ჩემს წინაშე დგას , საერთოდ არ ვიცი ვინაა. საერთოდ ვერ ვგრძნობ მის სიყვარულს.. ჩვენი სიყვარული ერთმანეთს ასცდა..ჩვენს მეგობრბასაც კი გადაუსვი ხაზი ირაკლი. ეს რა ირაკლია. ეს რა კაცია არ ვიცი. ირაკლი ჩემი გული რომ დაიპყორო, იმ დღეს დავკარგე როცა შენი სიყვრული გამიმხილე.... ტირილით კი არა ბღავიცით ამოვიგლიჯე გულიდან ეს სიტყვები. მანქანაში ჩავჯექი და სწრაფად დავტოვე ოფისის მიმდეbარე ტერიტორია...
**
მანქანა მეტეხთან გავაჩერე და ფეხით ავუყევი აღმართს... გამეფებულმა სიმშვიდემ უარესად მომრია სევდა.... სევდიანად მიმავალ მტკვარს გადავხედე და ჩემი ცრემლებიც შევუერთე.. გასაქანი მივეცი ამ ტკივილს ამენი წელი რომ ბუდობდა ჩემში... ჯერ მის გარეშე ახლა მასთან ერთად... გაქცევა და ყველასაგან შორს ყოფნა მინდოდა... როგორ მინდოდა ყველაფერი უკან დამებრუნებინა...
ასე არასოდეს მინანია სიმართლის წარმოთქმა, ვერასოდეს ვიფიქრებდი რომ ამ სიყვარულს ასეთი დასარული და ტკივილი ექნებოდა... მოაჯირს მივეჯუდე და პირდაპირ ქვაფენილზე დავჯექი.. თავი მუხლებზე დავიდე და ხმამაღლა დავიწყე ტირილი.. ვტიროდი ყველაფერს ერთად,გამხელილ გრძნობას.. ნათქვამ სიტყვებს.. ამ ტკივილს და საუკეტესო მეგობრის დაკარგვას, ეს ყველაე მეტად მტკიოდა, მტკიოდა ის რომ მე და ირაკლი ვეღარასოდეს შევძლებდით ისეთივე მეგობრები ვყოფილიყავით როორც აქამდე ვეღაასოდეს ვეტყოდი ვერარაფერს.. ახლა ველაზე ძალიან მტკიოდა სული.. ვერაფერი და ვერავინ დამიმშვიდებდა სულს და გონებას..
თვალები დავხუჭე და ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე.. ეს ჰაერიც კი მემძიმებოდა... ფეხზე სწრაფად წამოვდექი და მანქანისკენ ლამის სირბილით მივედი....

კიბეებზე სწრაფად ავირბინე და ღილაკს თითი მივაჭირე... ხალათშ გახვეულმა გამიღო დიანამ კარები და ჩემს დანახვაზე შეკრთა.. იქნება არც მელოდა... მიხვდა რომ ახლა ძალიან მტკიოდა, ორივე ხელი გაშალა და გულში ჩამიკრა... უხმოდ და კითხვების გარეშე შემიყვანა ოტახშ, სავარძელშ დამსვა და წყლით სავსე ჭიქით დაბრუნდა უკან... გვერდით მომიჯდა და მხარზე მიმიყუდა.....
- დავშორდი, მე მას დავშორდი დიკ...სლუკუნით ვუთხარი და ტირილს ვუმატე...
- მესმის. დამშვიდდი... ჩუმად მითხრა და ტავზე მაკოცა.. გტკივა ვიცი მაგრამ ასე ჯობია...
- ძალიან მტკივა.. ამას ტკივილი აღარ ქვია.. გული მეფლითება.. სულშ მირევენ ხელებს დიანა.. ვეღარ გავუძელი მის ასეთ ქცევას... ნეტავ არასოდეს მეთქვა რომ მიყვარდა, ნეტამ მარტოს მყვარებოდა ტკივილამდე... ახლა მეგობარიც დავკარგე და სიყვარულიც...
- დამშვიდდი , ყველაფერი მოგვარდება...
- არაფერი მოგვარდება მეტად.. ის სულ სხვა ირაკლია. ის ჩემზე ისე აღარ ფიქრობს როგორც ადრე... ფეხზე წამოვდექი და დიანას ცრემლიანი თვალებიტ შევხედე. შეგიძლია სოფოს და ბიჭებს აქ მოსვლა სთხოვო???
- რა თქმა უნდა, მიდი შენ მანამდე პირი მოიბანე. ჩვენ შენთან ვართ ... ღიმილით მითხრა და მივხდი ახლა ჩემს ცხოვრებაშ პირველად მივხდი რაოდენ დიდი გულის პატრონი იყო დიანა..
**
განადგურებული ვიჯექი და ხმას არ ვიღებდი, აზრებს ვაწყობდი რა და როგორ მეთქვა.. ბოლოს გამბედაობა მოვიკრიბე და აცრემლები თვალები მოვავლე მეგობრებს წელში გავსწორდი და ოდნავ გავიღიმე..
- თქვენ მართლები იყავით, მე კი არა.. საბოლოო ჯამში ს მივიღე რაც ყველაზე ნაკლებად მინდოდა.. ჩემი ამდენ წლიანი სიყვარული არფრის მომცემი და არაფრის მთქმელი აღმოჩნდა.. საშნელი ტკივილი მაქვს გულში, ამ სიყვარულის და იმ კაცის მიმართ ასე მთელი ბავშობა რომ მიყვარდა.. ის ირაკლი მე რომ გულში შევიყვარე დღეს სულ სხვა აღმოჩნდა... არ ვიცი რა ხდება.. ახლა ნამდვილად ვხვდები რომ ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი და გამოუსწორებელი შეცდომა იყო... მე ის დავკარგე როგორც მეგობარი და როგორც საყვარელი მამაკაცი....
- ვიცოდი , რომ ასე მოხდებოდა. მე ეს ჯერ კიდევ პირველივე დღეს შეგამჩნიეთ... ირაკლი არაჩვეულებრივი ადამიანია ტასო, ამაზეე არავინ ვიკამათებთ. არიან ადამიანები რომლებიც კარგი მეგობრები არიან მაგრამ სიყვარულში სხვა მხარე აქვთ, იკას ერთ-ერთი მათგანია.
- ვიცი , რომ ასეა, ვიცი და ვნანობ, რომ ეს ყველაფერი ჩემი ქმედებების გამო დაინგრა...შენ მართლი იყავი დიო, როცა მამტყუნებდი, ახლა კი გვერდით დამიდექი... ვიცი რომ დამნაშავე ვარ. თუცა არც თქვენს და არც ირაკლის დაკარგვას არ ვაპირებ, იცოდეთ. არ მინდა რომ ამის გამო უხერხულობა იგრძნოთ... ვიცი გამიჭირდება, არც მისთვის იქნება მარტივი მაგრამ გადავიტანთ, შევეგუებით..
- რა მოხდა ტასო, იქნება კარგად აგეხსნა?- ინტერესით ჩამეკითხა მათე და საჩვენებელი თითით სათვალე გაისწორა...
- გუშინ შეხვედრიდან გამოსულს წამომადგა თავზე და ვაკეში კონცერტი გამართა, რა აღარ მიწოდა, მინდიასაკენ გაიწია. ათასი სისაძაგლე მითხრა მეც და მასაც, კიდევ კარგი მინდია მაინც არ აყვა.. დღეს ოფისთან მოვიდა და არ ვიცი მათე, ისეთი რაც მითხრა რომ... ამის გახსენებაც კი არ მინდა.... შევცდი, ან იქნებ ის შეცდა, ასე ხელარებით ვერ დავადანაშაულებ ირაკლის და ტავს ვერ გავიმართლებ რომ მე კარგი ვარ და ის ცუდი. ალბად მე ვარ ცუდი რომე ამდენი წელი ვმალე ეს გრძნობა და კიდევ უარესად ცუდი ვარ რომ გავუმხილე..
- დამშვიდდი- იქნებ ასე სჯობდეს კიდეც- ღიმილით მითხრა ლადომ , მხრები აიჩეჩა და გულზე მიმიკრა, იკასტან ჩვენ წავალთ შენ აქ დარჩი, თუ გინდა , დედაშენსაც დავურეკავ და ვეტყვი კარგი?
- კარგი ლადო. მადლობა- გეხვეწები უთხარი რომ ტელეფონი არ ამიფეთქოს დასვენება მინდა...ჩემს გოგოებთან ერთად...
ორივე ფეხზე წამოდგა და დიანამ კარამდე მიაცილა მეგობრები... გახევებული ვიჯექი, ტვინი გაყინული და გათიშული მქონდა, ვერაფერზე ფიქრობდა... ვერაფერზე ამ ტკვილის გარდა...
- ბავშობა გავიხსენოთ და სამივემ ერთად დავიძინოთ რა- სიხარულით გვითხრა სოფომ და ტაში შემოკრა..
- იმ პატარა საოლში როგორ დავეტევით გოგ- ბრალ მოერია დიანას და გამომხედა..
- დივანი გავშალოთ ეს ხომ დიდია, და დავეტევით უემოციოდ ვუთხარი და მხრები ავიჩეჩე..
- აუუ შენ გულნატკენიც კი გენიოსა ხარ ტასიკო- ხმამაღლა დაიძახა სოფომ და ლოყაზე მაკოცა.. ულამ მიხვდა თავის წამონაროშს და გვერდით მომიჯდა.. აპატიე რა, სუელი ვარ. სულელურად გამომივიდა..
- არაფერია. ხომ იცი „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“- ალბად ასე იყო საჭირო...
- თქვენ ლოგინი გაშალეთ, მე წავალ ჩაის დავასხავ და მაგარი ამბავი მაქვს თქვენთვის გოგოებო. სიცილით გვითხრა სოფომ და თეძოების ქნევით სამზარეულოში...
**
დილით გადაღლილმა შევიარე სახლში და ტანზე გამოვიცვალე.. მშვიდად ამოვისუნთქე რადგან სახლში არავინ იყო. ჩემებს სამსახურში წასვლა მოესწროთ.. საათს დავხედე თერთმეტი ხდებოდა. ბატონ გიორგის დავურეკე და გავაფრთხილე რომ ცოტა მაგიანდებოდა... გრილმა შხაპნა გონებაზე მომიყვანა, თავზე პირსახოცი დავიხვიე და სამზარეულოში შევედი... დედაჩემს დილაადრიან მოეწსრო საჭმლის მომზადება, გამეღიმა ჩვენთან ხომ მუდამ ასე ხდებოდა.... ყავა ფინჯანში გადმოვისხი, აივნის კარი გამოვაღე და სკამზე ჩამოვჯექი.... „ სულ ასე იყო, ჯერ კიდევ ჩემი ღრმა ბავშობიდან, დედა ადრიანად დგებოდა, საუზმეს და სადილს ერთიანად ამზადებდა, მახსოვს მერე მე მაღვიძებდა სკოლისთვის მამზადებდა და და გადარბენაზე მივყავდი სამსახურში რომ არ დაეგვიანა, ხშირად სახლში დაბრუნებუს მარტო მიწევდა ყოფნა..... მიყვარდა ბავშობიდან მიყვარდა ეს გამეფებული სიმშვიდე.. მაშინ ჩაის ფინნით ხელში ვჯდებოდი აივანზე,სანამ პატარა ვიყავი ეზოში მიმიწედა გული, ასაკის მატებასთან ერთად ჩემს თავში ჩავიკეტე, თავისუფალ დროს კალამს და დღიურს ვუთმობდი... „ ჩემს ამოტივტივებულ მოგონებებზე მწარედ გამეღიმა და ბავშობის ეს ლამაზი დღეები თბილად ჩამეღვარა სულში.
გარეცხილი ყავის ფინჯანი ადგილზე დავაბრუნე და საძინებლისაკენ სევდანარევი წავედი, მაქსიმალურად ვცდილობდი არ მეფიქრა ცუდზე, არც ირაკლიზე, და არც ამ დანაცრებულ სიყვარულზე... კარადიდან შავი შარვალი და თეთრი მაისური გადმოვიღე.. სწრაფად შევისრე თმები და უხვად დამეყარა ტალღებად მხრებზე.... ჩემს თავს სარკეში დავაკვირდი, ნერვიულობისაგან თვალის უპეები ჩამშავებოდა.. თითქოს ოცდაექვსის კი არა ორმოცდაექვსი წლის ვიყავი... სასწრაფოდ ამოვალაგე უჯრიდან საირო ნივტები და ნასიამოვნებმა გავუღმე ჩემს თავს..
**
სამსახურში მივედი თუ არა მდივანი შემოვიდა ბატონი გიორგი გელოდება და სასწრაფოდ შედი მასთანო.. ჩანთა სავარძელში დავტოვე და ფეხსაცმლის კაკუნით გავუყევი დერეფანს.. როგორც ყოველთვის ახლაც მიცნო და დაკაკუნებამდე დამიძახა შემოდიო...
- ტასო, რა კარგია რომ მოხვედი.... ღიმილით მითხრა და ფეხზე წამოდგა. მაგიდის გარშემო მიდნია და უცნობი მამაკაცი იჯდა.. დავინაე თუ არა მზერა ავარიდე, ჯერ კიდევ საშინლად მცხვენოდა მიდი....
- ხდება რამე ბატონო გიორგი?- ღიმილით დავაჯილდოვე მეც და ინტერესით გავხედე უცნობ მამაკაცს...
- ეს ჩვენი საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერია- ღიმილით წარუდგინა ფეხზე წამომდგარ მამაკაცს ჩემი თავი და გამომხედა. ეს კი ტასო ჩვენი ახალი ფინანსისტია...
- ფინანსისტი? - კი მაგრამ ბატონო გიორგი მაგ თანამდებობას ხომ...
- ვიცი, მე ამ თანამდებობას ასე ვეძახი, როგორ უნდა მეკამათო გოგო ყველაფერზე ჰაააა- ოდნავ გაბრაზებულმა შემომხედა და თავის ადგილს დაუბრუნდა..
- ზაზა კანტიძე- ღიმილით ჩამომართვა ხელი მამაკაცმა და სკამი გამომიწია დასაჯდომად... მინდიას გავხედე, სახეზე ფერი არ ედო, ვხვდებოდი რმ რარაც ხდებოდა, მაგრამ რა ამას ჯერ ბოლომდე ვერ ვარკვევდი, ახლა ყველაზე ნაკლებად მინდოდა ახალ ურთიერთობაზე ფიქრი....
- აბა შენ , ქალბატობო ტასო, ყველაფერი რომ იცი ამ ქვეყანაზე, თუ იცი დრეს რას ავღნიშნავთ? - გამომცდელი მზერა მესროლა ბატონმა გიორგიმ და მხრები ავიჩეჩე... რას და ჩვენი სამსახურის დაარსებიდ დღეს.. ნუცამ უკვე ყველაფერი მოაგვარა. ახლა შენთან ერთი თხოვნა მაქს, უამრავი ადაიანი მოვა დღეს ცხრისთვის ტასო, იქნება პატარა „ როლიკი „ მოამზადო ამასთან დაკავშირებით...
- ანუ სლაიდი ბატონო გიორგი?
- გაიყვანე ეს გოგო მინდია აქედან თორემ შემომაკვდება- სიცილით დაიძახა და ხელით გვანიშნა გადითო....
დერეფანში გავედი თუ არა კაბინეტისაკენ წავედი რომ დამიჭირა და კედელზე მიმაყუდა...
- რა ხდება? ხდება რამე???? ისევ ირაკლი?
- არა, მე და ირაკლიმ მოვაგვარეთ ყველაფერი.. არც კი ვიცი რატომ ვიცრუე და მისი მკლავებიდანგავთავისუფლდი...
- ხო? აბა ასე რატომ კრთი ჩემს შეხებაზე ტასო? გგონია რაიმეს დაგიშავებ? ისევ ის უტაქტო მამრი ვარ არა?- ღიმილით ჩამეკითხა და ზურგიდან მომიახლოვდა...
- რა საჭიროა ეს ყველაფერი, მცხვენია იმ ფაქტის გამო და კარგად იცი..
- გუშინ არ გცხვენოდა და დრეს რა მოხდა?? შემომხედე როცა გესაუბრები დიდი ხანია ასე ზურგით მიდგები?
- დრეიდან, ჯიბრზე ვუპასუხე და კაბინეტში დავმალე ჩემი გახშირებული გულის ცემა...
მთელი საღამო ბატონიო გიორგის თხოვნის შესრულებას შევალიე, ცხრა საათისათვის აღარც ენერგია მქონდა და აღარც სურვილი მოსულ სტუმრებს დავხვედროდი.... სოფოს დავურეკე და ვთხოვე რაიმე კაბა მოეტანა რაც გამომადგებოდა.... სოფო გავაცილე თუ არა კარი გადავკეტე და და მაისური გავიძრე.. ჩანთიდან ამორებულმა კაბამ შოკში ჩამადგო, ეს ყველაზე „შოკი „ კაბა იყო ჩემს გარდერობში როგორც ამას ჩემი გოგოები ეძახდნენ... შავი მოკლე კაბა სადაც მთლიანად მიჩანდა ზურგი და მკერდით გვარიანად მოშიშვლებოდა.. სხვა გზა არ მქონდა.. ერთი სული მქონდა ეს დრე მალე გასულიყო და სოფო მომეკლა ამ საქციელის გამო... მქსიმალურად შევეცადე წინიდან მკერდი მაინც დამემალა. თმები წინ გადმოვიყარე და დარბაზში შევედი.....
კართან მდგომმაზაზამ მაშინვე მომაქცია ყურადღებდა და ალმაცერად გამომხედა..
- საოცრად ლამაზი ხართ ტასო..- დაუმალავად მითხრა და გამიღიმა..
თავაზიანად გადავუხადე მადლბა დაგადაჭედილ დარბაზს თვალი მოვავლე.. ნერვიულობისაგან პირი მიშრებოდა, ასე მეგონა ყველა ჩემს კაბას უყურებდა... კუთხეში გაშლილი მაგიდისაკენ წავედი და ჭიქა წყლით ავავასე...პირტან მიტანა ვერ მოვასწარი რომ მინდია გვერდით მომიდგა და გაოცებული მზერა მომაპყრო..
- უფრო მეტად მოკლე და მიჭრილ- მოჭრილი კაბა არ გქონდა? რა არის ეს ტასო?
- რა ვქნა ჩემმა გენიოსმა დაქალმა ეს მომიტანა და.. რა მექნა.
- იქ გცმობდა რაც დილით. ბევრად ლამაზად იყავი...
- ვერ გავიგე?- მისმა სიტყვებმა აშკარა გაბრაზება გამოიწვია ჩემში და იონიულად გავუღიმე... და საერთოდ შენ ვინ გეკითხება მე რას ჩავიცვავდა რას არა...
- არც არავინ მართალი ხარ...კბილებში გამოსცრა.. შამპანურით სავსე ბოკალი მაგიდაზე დაახეთქა და ხალხში გაერია....
მას შემდეგ რაც ბატონი გიორგი სიტყვით გამოვა და ჩემს მიერ მომზადებული ვიდეო მილიონჯერ შეაქო, სიცილს ვერ ვიკავებდი.... ხალხი ვიდეოს ყურებით დაიღალა მე კი მისი მოსმენით... ერთი სული მქონდა ეს დრე დასრულებულიყო და ჩემს ბალიშს ჩავხუტებოდი.... ახლა ცეკვა- გართობის დროაო ლამის იოგების დაწყვეტამდე დაიძახა გიორგიმ და ჩემში გამოწვეულმა გაოცებამ კინაღამ გამომახრჩო... ნეტარმა მუსიკამ მთელი დარბაზი მოიცვა და თავის ქნევით წავედი კარისაკენ რომ ზაზას ხმამდამაყოვნა..
- ხომ არ მეცეკვებოდით ტასო?- მისმა თავაზიანმა ტონმა სახეზე ღიმილი მომგვარა და გავუღიმე..
- არა, მაპატიეთ, თავი მტკივა ძალიან.. ნუცას ეცეკვეთ არაჩვეულებრივად ცეკვავს..
- ნება თქვენია- ისევ თავაზიანად დამიბრუნა პასუხი და ნუცას ვანიშნე შენთან მოდის თქო.... კარისაკენ წავედი რომ მორიგი ბიძგი ვიგრძენი, ლამის მტელი ძალით მიჭერდა მინდია ხელს მკლავზე.. გაოგნებულმა ავხედე.. წარბი გაბრაზებულმა ავზიდე და რა ხედება თქო, თავის ქნევით და თვალებით ვანიშნე...
- უნდა ვიცეკვოთ..
- არ მინდა- უხალისოდ ვუპასუხე და ხელი ავუქნიე..
- ნუ ვიკამათებს.. ბოსსმა ბრძანა რომ უნდა ვიცეკოთ მე და შენ..
- მე და შენ რა ფირმის სახე ვართ..??? არ მინდა შენთან ცეკვა..
- რატომ გგონია რომ ასე ირაკლის ღალატობ თუკი ხელს მხარზე დავადებ?
- არა, ირაკლი მენდობა..
- ხოდა ძალიან კარგი.. წამოდი უნდა ვიცეკოთ-თქო- ჯიბრზე მითხრა, ღვინის ბოკალი ხელიდან გამომგლიჯა მაგიდაზე დადგა და სცენისაკენ კი არ წამიყვანა წამათრია....
ხელები წეზე შემომხვია და ამღვრეული თვალებით დამაჩერდა, მივხვდი საკმაოდ დაელია, და მოკიდებოდა კიდეც.. ოდნავ გამიღიმა და გახშირებული სუნთქვა სახეზე მომაფინა.. თვალები დავხუჭე რომ მის თვალებში გზა არ გამეკვლია... ხელები კისერზე შემოვაწყე და მუსიკის თბილ ტითმებს ავყევით.... ვგრძნობდი რომ თანდათან მიწყებდა სხეული გავარარებას.. ვგრძნობდი და როგორ მინდოდა მისგან გავქცეულიყავი.... თვალებში ქურდულად ჩავხედე და უმალ ავარიდე....
- ეს ალმაცერი მზერა რას ნიშავს ანასტასია?- მოულოდნელად მკითხა და შუბლით მომედო შუბლზე..
- არაფერს, მეგონა დაგეძინა და გამომხედე სუნთქავდი თუ არა..
- ერთი ამას დამიხედეთ რა, მგონი რარაც შეცვალე ჩემს მიმართ, გამირბიხარ თუ რა ხდება?? გამიუცხოვდი? ირაკლიმ გთხოვა?
- ირაკლის ნუ რევ ყველგან, ჩვენ საქმე მოვაგვარეთ და მიგებს -თქო, ამაყად ვიტყუებოდი კვლავ საშინლად მიკრთოდა გული ამის გამო...
- აბა რა ხდება? გუშინ ასეთი არ იყავი ტასო, გინდა რომ გამაგიჟო???
- არა რატომ, რაგჭირს ადამიანო გასაგიჟებელი ვერ გავიგე...
- გეშინია რომ შეგიყვარდები?
- რა სუსულელეა!- გაბრაზებულმა დავიძახე და მისი მკლავებიდან განტავისუფლება ვცადე რომ მაგრად მომიჭირა მოშიშვლებულ ზურგზე ხელი... ჩემს ზურგზე ხელების ფათური შეწყვიტე მინდია- ჯიბრზე ვუთხარი და ავხედე...
- რა ვქნა შენ მთელი ზურგი გიჩანს და ხელი სად წავიღო?-
- მაღიზიანებ უკვე...
- მე კიდევ უფრო მიყვარდები ასეთი ბრაზიანი ტასო- ისე მითხრა თითქოს წამოსცდაო, თავის სიტყვებმა თვითონვე გააოგნა და თავ გვერძე გაატრიალა
**
გაძალიანებას აზრი აღარ ქონდა. თავი მხარზე მივადე და გავიტრუნე. ნერვებს ვიშლიდი მხოლოდ ამ არაფრის მთქმელი ცეკვის გამო...მისმა სითბომ გამბრუა კიდეც. თამამადდავუსვი ცალი ხელი ზურგზე და მივხვდი როგორ ესიამოვნა..
- ტასო?- ჩუმად დამიძახა და ოდნავ შემეხო მისი ტუჩები ყურთან...
- ამჯერად რა ხდება?- ისე ვუპასუხე თვალები არც გამიხელია....
- ახლა რომ ირაკლიმ დაგინახოს არ იეჭვიანებს ასე რომ მეკვრები ზედ? მერე იტყვი უსაფუძვლოდ ევიანობსო.
- მე და ირაკლი დაშორდით- ჩემდა უნებურად წამომცდა და მისი მხრიდან უმალ ავიღე თავი...
- ვერ გავიგე?-გაოცებულმა მკითხა და განზე გამწია. აკი შევრიგდითო..
- კარგი ხო მოგატყუე..- დამნაშავემ ჩავილაპარაკე და გავუღიმე....
- მომატყუე? მე რა შენი სათამაშო ვარ??? ტასო რატო იქცევი სკოლის მოსწავლესავით. რომ გეთქვა სიმართლე გეგონა შენზე გამოვიწევდი? არ ველოდი.. მართლა.. იმედები გამიცრუვდა...- გაბრაზებულმა მითხრა და სცენიდან გამიყვანა...
ძველ ადგილზე დამაბრუნა და დარბაზიდან გავიდა.. გახევებული და გაოცებული ვიდექი ერთ ადგილას, ცოტა ხანს ვადროვე და უკან გავყევი.. კაბინეტში გაავებული სცემდა ბოლთას, მისკენ წავედი და გავუღიმე მაგრამ ყურადღება არც კი მოუქცევია... ბლოს მოთმინების ფიალა ამევსო და ინ გადავუდექი..
- რა გიჟივით დადიხარ წინ და უკან ერთი?- გაბრაზებულმა ვუთხარი და წარბი ზემოთ ავზიდე..
- არა უბრალოდ მაგიჟებ.. მითხარი ერთი შენ გგონია სიმართლის თქმის შემთხვევაში გავგიჟდებოდი და მაშინვე შენსკენ გამოვიწეოდი ხელში ჩასაგდებად?ტასო შენ რა ძალიან ცუდად მიცობ, შენ მგონი საერთოდ არ იცი ადამიანების ამოცნობა... კი შენს მიმართ სიმპატია მაქვს, ეს სიმპატია სიყვარულისკენ მიდის მაგრამ ეს არაფერს ცვლის....
- გასაგებია, არ უნდა დამემალა , მაგრამ ახლა ახალი ურთიერთობების დაწყების თავი არ მაქვს მინდია..
- და მე როდის გაიძულე? გაბრაზებულმა მიყვირა და მხარი გამკრა..
- ავადმყოფი ხარ შენ მგონი ადამიანო, არ მინდოდა და არ გითხარი რას გადამეკიდე...
- მე გადაგეკიდე? ეს შენ დააჯერე შენი თავი რომ გადაგეკიდე, და რომ ვგიჟდები შენზე...
- უყურე, თურმე როგორ ყოფილა საქმე...- ირონიულად გახედე და სავარძელში ჩავჯექი... ესეიგი მე ვაჯერებ ჩემს თავს რომ შენ ჩემს მიმრათ სიმპატია გაქვს
- არა ამას ვაღიარებ. მაგრამ ვერ ვიგებ. მაშინაც კი როცა ირაკლის გვერდით იყავი უფლებას მაძლევდი შენთან ჩემს გრძნობებზე მესაუბრა.. ახლა დაშორდი და მატყუებ რომ ისევ მასთან ხარ.. რას ნიშნავს ამიხსენი ეს რა..
- არაფერს შენს წინაშე თავის მართლებას არ ვაპირებ მინდია...
- მართალი ხარ. არც მინდა.....
- ხოდა ნუ გინდა... მომაბეზრეთ ყველამ თავი, ყველას წინაშე თავის მართლებით დავიღალე...- ცრემლ მორეულმა ვუყვირე და კარები მაგრად გავიჯახუნე..

**
სახლში მისულ ირაკლი დამხვდა, მამაჩემთან ერთად სამზარეულოში იჯდა და საუბრობდა... დამინახა თუ არა ფეხზე წამოდგა და ტავი დახარა. არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა...
- ტანზე გამოვიცვლი და მოვალ, დამნაშავემ ჩავილაპარაკე და უკან გავბრუბდი... შიშველ ტანზე ხალათი შემოვიცვი რომ ირაკლი პირდაპირ შემოვიდა ოთახში და ჩემსკენ წამოვიდა... ძიერი ხელები მხრებზე დამაწყო და ზედ მიმიკრა..
- რა გავაკეთო რომ ასე ძალიან მიყვარხარ ტასო... ვცდილობ და ვერ გივიწყებ, ვიცი რომ ყველაფერი დასრულდა მაგრამ შნს გარეშე სისხლი მეყინება .. როგორ ვიცხოვრო უშენოდ არ ვიცი...
- არ გინდა. ნუ გავართულებთ ყველაფერს ირაკლი.... მეც მიყვარხარ. მაგრამ ჩვენი ერთად ცხოვრება არ გამოვა, ერთმანეთს ვერ ვიგებთ..
- არა, მე მგონი რომ ეს შენ ხარ გაორებული..მე ვიცი რასაც გრძნობ.. მე გიყვარვარ თუმცა უნდა ვაღიარო რომ მინდია გიზიდავს როგორც კაცი.. გინდა დრო ? დაგელოდები რამდენი ხანიც გინდა. ერთი თვე ერთი წელი. ოღონდ საბოლოო პასუხი უნდა მითხრა.. უნდა მითხრა რომ მიუხედავად ამ სიყვარულისა ან მასთან იქნები ან ჩემთან...
- დამიჯერე ძალიან რთულია. შენ სულ სხვა ხარ ჩემთვის.. სულ სხვა ირაკლი... გული სულ სხვა რაღაცას მეუბნება...შენ ..
- ვიცი ტასო.. შენ მიჩვეული ხარ ჩემთან ყველაფერს, ის კი ახალი ხილია.. ვიცი და ამიტომ გაძლევ დროს... აჩევანი გააკეთე... ჩვენ ორს შორის.. და თუ მაინც მინდიას აირჩევს შენი გული მე წავალ შენი ცხოვრებიდან , ისე რომ შენ არაფერში დაგადანაშაულებ მეგობრების თვალწინ.....
- ვერ დაგკარგავ, ასე მთლად ნუ მომიგლიჯავ გულიდან რა - ჩუმად ვუთხარი და ცრემლები გადმომცვივდა.... ოდნავ შემახო გახურებული ტუჩები თვალებზე.. მტელი ძალით მოვწიე ჩემსკენ და ტუჩებში ვაკოცე... თითქოს ჩემს თავს გამოცდას ვუწყობდი, ჩემს გრძნობებზე და ვნებებზე მე თვითონ ვთამაშობდი.....
უმალ მომიშორა და გამიღიმა.... მიხვდა რასაც ვცდილობდი და თითი დამიქნია , არაფერი გამოგივაო.... ჩემი ხელები თავის ხელებში მოიქცია და მაგრად მომიჭირა..
- იცოდე რომ ირაკლის სიგიჟემდე უყვარხარ...
- ვიცი- დამნაშავემ ჩავილაპარაკე და მზერა კარისაკენ წასულს გავაყოვე...
საწოლში შევწექი და ტირილს ვუმატე... რა საშინელი რამ ყოფილა არჩევანის წინაშე ყოფნა.. ვერ ვთმოდი , ირაკლის ვერ ვთმოდი, არ მემეტებოდა მისი წასვლა ჩემი ცხოვრებიდან, ალბად მართლა ეგოისტი ვიყავი... იმდენად ჩემად მიმაჩნდა რომ ვერ ვიმეტებდი სხვასთნ ბედნიერებისათვის....მაგრამ ჩავეხუტე ბალიშს და გავიტრუნე.. გული ისე მიცემდა, ვერ ვხვდებოდი,ვინ ან რა იყო ამის მიზეზი... ახლა ყველასაგან შორს ყოფნა ყველაფერს მერჩია.. მაგრამ ვიცოდი რომ დილით ისევ გადავეყრებოდი მინდიას თვალებს. ... საბან ტავზე წავიფარე და საბნის ქვეშ ნერვიულად ავაფართხალე ფეხები....

შვილი არ იყო რომ გამეღვიძა... საააბაზანოს და ცხელ წყალს შევაფარე თავი და ფიქრებს უფლება არ მივეცი ჩემი დასვენებული გონება გადაეტბორათ.... ცხრისთვის უკვე მანქანაში ვიჯექი და სამსახურისაკენ მივდიოდი... ბატონ გიორგის გაოცება აღებეჭდა სახეზე ჩემს სახეს რომ გადაეყარა..
- ტასო ხომ მშვიდობაა.. რა იყო ხაშია? ასე ადრიანად გოგო?
- რავიცი ვეღარ დავიძინე და... თავი ვიმართლე მის წინაშე და მზერა ავარიდე რომ ისევ დამიძახა და მისკენ შევტრიალდი.. გუშნ რა მოხდა. შენ და მინდიამ ისევ იკამათეთ არა? რას ვერ იყობთ ასეტს ძალიან მაინტერესებს....
- და გაუყოფელი რა გვაქვს რომ ბატონო გიორგი- მისმა ხმამ ზურგს უკნიდან თავიდან ბოლომდე დამიარა და გამაჟრიალა... არ არსებობს თემა და და საკითხი რასაც ვერ გავიყობთ, თქვენ არ იდარდოთ....
- კარგია თ მიაღიეთ შეთანხმებას, თორემ რავიცი გავარიე ამხელა კაცი.... კაბინეტში შევიდა თუ არა მაშნვე მისკენ შევტრიალდი და გაბრაზებული თვალებით ავხედე..
- სხვის საუბარს რომ არ უნდა უსმინო არ გითხრეს???? თ არ გასწავლეს..
- მასწავლეს, უბრალოდ შენ ხო სხვა არ ხარ..
- მინდია დილიდან ნუ თამაშობ ნერვებზე....
- რატომ ცოფდები როცა მხედავ, ვერ ვიგებ, თუ არ გსიამოვნებს ჩემი დანახვა შეგიძია საერთოდ ამარიდო მზერა ან ხმა არ გამცე... მაგრამ ასე არაა...
- დრეს ზედმეტი მოგდის..
- სულაც არა. როცა შენ თავს სიმართლეში გამოუტყდები ემრე ვილაპარაკოთ რა- ირონიულად მითხრა და კაბინეტში შევიდა, რომ მოთმინება დაკარგულმა შევაღეკარი და ფანჯარასთან მდგარი შემოვატრიალე..
- მეჩვენება თუ შენს თავზე დიდი წარმოდგენა გაქვს?
- გეჩვენება.....
- ხო როგორ არა... კი არ მეჩვენება ასეა... შენ გგონია რომ შენს მიმართ რაღაცას ვგრძნობ არა..
- რა არაა???- სიცილით მიტხრა და მივხვდი რომ მაქსიმალურად უნდა შემენარჩუნებინა სიმშვიდე..
- არა... ცდები... საერთოად არაფერს ვგრძნობ..
- გინდა დაგანახო რომ ჩემი მოახლობაც კი გაგიჯებს?
- როგორ უნდა დამანახო ეს?- გინდა ფსიქოლოგის როლი მოირგო და ახსნა დამიწყო ..
- არა , სულ მარტივად აი ნახე..- ორიოდე ნაბიჯი გადმოდგა ჩემსკენ.. ნაზად დამისვა თმაზე ხელი...
მეორე ხელი წელზე შემომხვია და მკერდზე მიმიკრა.. მის ცხელ სუნთქვას სახეზე ვგრძნობდი და ვხვდებოდი რომ მალე გონება ამერეოდა.. ოდნავ დაიხარა ჩემსკენ და გაბერილ ტუჩებზე მაკოცა.... წამიერად ვიგრძენი ვნებების მოზღვავევა სხეულში.. ჯერ კიდევ გახევებული ხელები კისერზე შემოვხვიე და კოცნაში ავყევი... არ ვიცი რამდენი ხანი ვკოცნიდი მაგრამ მეგონა რომ ეს კოცნა საუკუნოდ გაგრძელდა... უკან დავიხიე და მისი მკლავებიდან გავთავისუფლდი, სახეზე ცეცხლი მეკიდა, ნერვიულობის და სირცხვილისაგან..მაშინვე ზურგი ვაქციე და კარისაკენ წავედი რომ დამიჭირა და ზედ ამეკროო
- ხო ხედავ არც შენ ხარ გულგრილი ჩემს მიმართ.. მიუხედავად იმისა რომ გუშნ ათასი სისულელე გითხარი მაინც მინდა გითხრა რომ მიყვარხარ. ტასო.. თუნდაც არ გიყვარდე.. მე ხო მაქვს უფლება სიმართლე გითხრა. მიყვარხარ , არ ვიცი როდის შემიყვარდი ალბად მაშნ პირველივე დრეს რომ ამომითვალწუნე.. მაგრამ გრძნობას ვერ ვმალავ...
- ახლა რატომ მეუბნები ამას? ახლა როა ყველა მეტად მჭირდება შენგან შორს ყოფნა, როცა ჩემს გრძნობებში უნდა გავერკევე...
- იმიტომ რომ არ მინდა შენი დაკარგვა.. შენ თუ ჩემს მიმართ არაფერს გრძნობ, წახვალ მაინც მიმატოვებ და თუ ჩემტან ყოფნა გინდა მაინც ჩემტან მოხვალ... მე არაფერს გაძალებ....
- მინდია გაჩუმდი რა.. ახლა არ მინდა ამაზე ლაპარაკი.. მართლა მჭირდება დრო..... იმისთვის რომ ვიფიქრო...
- დროს იმიზეზებ შენ, დრო არც ერთ ქალს არ სჭირდება.. გულშ ჩაიხედე ტასო.. გულს კითხე რა გინდა.... მისკენ შევტრიალდი და ორივე ხელი ვკარი..
- მარტივად საუბრობ არა?? ჩემს წინ გუშნ მამაკაცი იდგა რომელიც მტელი ბავშობა მიყვარდა და ახლაც მიყვარს.. მიყვარს და ვერ ვარკვევ როგორ მიყვარს... რანაირად მიყვარს.. შენს მიმართ სულ სხვა რამეს განვიცდი... არ ვიცი რა ჯანდაბაა ეს.. შენს მიმართ ვნება მაქვს.. და ეს აუტანელი ვნება მიბათილებს ყველაფერს.... ხვდები??? შენი სიახლოვეშინაგანად მანგრევს.. შენი შეხება მანადგურებ.. იმდენად მიზიდავ, ირაკლი კი სულ სხვააა ჩემთვის,, ვერ ვიგებ , რა მჭირს, რაჯანდაბა მჭირს ვერ ვიგებ ვერა....- გამწარებულმა მივაყარე და დერეფანში გავიქეცი...
ბევრი ფიქრი აღარ უნდოდა იმას რომ არჩევანიმართალი თუ მცდარი გაკეთებული მქონდა..ეს ვნება იმდენად ძლიერი იყო, იმდენად მანგრევდა რომ მზად ვიყავიყვეა დაყველაფერი მიმეტოვებინა თუნდაც ერთხელ ვყოფილიყაბი მის მკლავებში... გული გამალებით მიცემდა.. ქალთა ოთახისაკენ ავიღე გეზი და ცივი წყალი სახეზე შევისხი.... ოდნავ გამომაფხიზლა, გონზე მომიყვანა.. თითქოს რეალობაში დამაბრუნა, მაგრამ გული ისევ ისე ფართხალებდა როგორც მაშნ როცა მისი ტუჩები შემებო...
კაბინეტში დავბრუნდი და ვეცადე საქმისათის გადამე....ბინა გული... კაკუნმა შემაკრთო და ჩემს წიმ მომღიმარი სოფო და დიანა როგორც კი დავინახე ბედნიერებამ მომიცვა..
- როგორ მემენატრეთ- სიხარულით დავიძახე და ორივე გულში ჩავიკარი...
- ჩვენ საჭორაოდ მოვეით- ღიმილით მითარხა დიანამ და ჩემს სავარძელში ჩაეკვეხა...
- ვიჭორაოთ მერე, ხელს რა გვიშლის - თამაშშ ავყევი და თმებზე დავქაჩე...
- ჩიტმა ამბავი მოგვიტანა რომ გუშნ ირაკლი შენთან ყოფილა და დრო მოუცია..- ასეა ტასო?- დაეჭვებით მკითხა სოფომ და გამომხედ..
- ასეა.. მაგრამ ძალიან დაბნეული ვარ..
- ვიცი მინდია გაბნევს ხო ასეა...
- ასეა.... მის შეხებაზე რარაც მემარტება... ვერ ვხვდები...
- გიზიდავს არა?- ალმაცერად მიყურებდა დიანა და თან ფხუკუნებდა.. კარგი ხო ასე ნუ მიყურებ მეცინება იმიტომ რომ აცანცარებული გოგოსავით იქცევი ტასო. რად უნდა ამას ამდენი ფიქრი, გული რომლისკენაც გძლავს აირჩიე ის მხარე... ზოგადად იდეალურ შედეგს ნუ ელი, იმიტომ რომ შენ ერთი მხარე გიყვარს და მეორეს სურვილით კვდები. აი როცა ორივე ერტადაა ეგ ვულკანივით იფრქვევა ხოლმე....
- ნუ მაღიზიანებ რა, - დატევით ვუთხარი დიანას სიმართლის თქმისთვის და გავიცინე... ვაღიარებ. ეს ბიჭი მაგიჟებს, გამოხედვა, შეხება მისი ხმაც კი მაგიჯებს, იმდენად მიზიდავს... არ ვიცი რა მემართება. ვნება მაგიჟებს..
- და ერთ დღეს რომ გაგიქრება ეგ ვნება მერე რა დაგრჩება ხელში- გაბრაზებულმა მითხრა სოფომ და ფეხზე წამოდგა. შენს მიერ გაკეთებული ნებისმიერი არჩევანი იქნება ჩემთვის მისარები იმიტო რომ მიყვარხარ ტასო. მაგრამ იფიქრე ყველაფერზე.. იფიქრე რა შედეგი შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს....
- არ ვიცი, არ ვფიქრო, შედეგზე თუ ვიფიქრე ვერასოდეს გავაკეტებ არჩევანს , ერთ მხარეს გულს აუცილებლად ვატკენ სოფო..
- და ბოლოს შენ დარჩები გულნატკენი...
- ალბად მართალი ხარ.- დანანებით შევეპასუხე დაქალს და მაგიდაზე დადგმულ წლის ბოთლს ვტაცე ხელი გულის გასაგრილებლად...
**
საბოლოო არცევანმა მინდიასაკენ წამიყვანა.. ირაკლისათის ამისი თქმა ყველაზე მეტად მიჭირდა.. საშინლად მტკიოდა გული რომ ჩემი ცხოვრებიდან ასე ერთიანად ვიგლეჯდი მას.. ჩემს წინ იჯდა დივანზე და მე სულელი კი ვერც ვხვდებოდი სად ვუშვებდი ყველაზე დიდი შეცდომას... დასევდიანებული თვალებით შემომხედა დაგამიღიმა..
- ვიცოდი რომ მაჯობებდა,... ვიცოდი და მთელი ეს ერთი თვე სული მტკიოდა ტასო....
- მაპატიე გევედრები... ასე არ მინდოდა.. ყველაფერი მე დავიწყე და მევე გავაფუჭე..
- არა, შენ კი არა მე გავაფუჭე. როცა შენ სიყვარული ვერ დავინახე....როცა ჯერ კიდევ პატარა ბავშვს გიყვარდი მთელი გულით, მაშინ გავაფუჭე ყველაფერი..
- არა, გემუდარები თავს ნუ დადანაშაულებ რა...მე ვარ ასეთი, უარგისი, მე არ გამოგადექი , მე...
- გაჩუმდი. ის იყოს შენ როგორც გინდა...- მაგრად შემომხვია ხელები და გულზე მიმიკრა... მუდამ მეყვარები მაგრამ ჯობია დაგტოვო... იმისათის რომ ბედნიერი იყო შენც და მეც...ამდენი ხანი გელოდი.. ვიცოდი რომ ტყუილად გელოდი მაგრამ მაინც გელოდი ტასო.. გული ვერ გთმობდა..... მაგრამ სიმართლეს უნდა შევეგუო ტასო.. მუდამ მიყვარდი და მუდამ მეყვარები იცოდე... განადგურებულმა ჩაილაპარაკე მაგრად მაკოცა ორივე ლოყაზე და ოთახშ მარტო დამტოვა ჩემს ტკივილტან ერთად....
**
ირაკლის წასვლით ერთიანად ვგრძონობდი გულში დარდს და სიხარუს, თიტქოს პატარა ბავშვივით მიხაროდა რომ ყველაფერი ასე კარგად დასრულდა. მაგრამ უზარმაზარ დანაკარგს გავცივდიდი ამავდროულად. ოთახს შორის ლანდივით დავდიოდი, რამოდენიმე დღე არც სამსახურში გავედი.. მაქსიმალურად ვფიქრობდი ჩემს გადაწყვეტილებაზე, ხანდახან მეჩვენებოდა რომ უბრალოდ ვნებას აყოლილი ჩვეულებრივი ქალი ვიყავი და სინამდვილეში დავკარგე ყველაფერი ღირებული..
დათმულ დროს მივედი მასთან სახლშ და კარზე ფრთხილად დავაკაკუნე.... ბედნიერმა გამოაღო უზარმაზარი რკინის კარი და ჩრჩოს ზედ მიეყუდა...
- ჰმმ, ჩემი გოგო მოსულა- ღიმილით მითხრა და ჩემსკენ წამოვიდა...ოტახშ შემიყვანა და ხელები მაგრად შემომხვია წელზე ხელები.... იცი როგორ მომენატრე? ძალიან ტასო.. რო იცოდე რა ბედნიერი ვარ, შენ რომ ჩემს გვერდით ხარ...
- მეც ძალიან მომენატრე, ძალიან . მაგრად მოვუჭირე ხელები ბეწბზე და ზედ მივეკარი...
- მეგონა ისე მოგენატრე რომ ერთხელ მაინც მაკოცებდი...
- გაკოცებ- ღიმილით დავუბრუნე პასუხი და ქვედა ტუჩზე დარცხვენილი შევეხე....
- არ მითხრა რომკოცნის გცხვენია და ჩემი კიდე?
- ასეა..
- კარგი რა ტასო.. მინდა რომ ჩემი ნახევარი გახდე.. ჩემი ცოლი. ჩემი მარტო ჩემი...
- მინდია გთხოვ, არ გინდა ამაზე..
- არც ვაპირებდი მე ეს ისე ზოგადად გითხარი... იცი როგორ მინდა შენთან ყოფნა? მაგრამ არაფერს ვამბობ, უშენოდ არც ერთ გადაწყვეტილებას არ მივიღებ იცოდე...
- მიხარია რომ ასე ფიქრობ...მართლა. ბედნიერი ვარ შენთან.... ეს მაგიდა ჩვენთვის მოამზადე?? ალმაცერად ავხედე და გავუღიმე..
- ხო, არ მოგწონს? დიდი არაფერია... ვიფიქრე ცოტა რომანტიული გარემო არ გვაწყენდა..
- შენ რა რომანტიული ყოფილხარ- კისკისით მივაძახე და ცხვირზე ხელი ავარტყი.... წითელი ღვინით სავსე ბოკალი გამომიწოდა და გამიღიმა...
- ჩვემი სადრეგრძელო დავლიოთ. ამ სიყვარულის ჭკუიდან რომ გადავყავარ .. რომ მუდამ ასე მეყვარები ტასო...
- დავლიოთ - ღიმილით გავეპასუხე და მაცრულად ავუფახუნე თვალები.
- იცოდე ნუ მიწვევ...
- არც მიფიქრია...
- მაშინ ასეთი ვნებით სავსე თვალებით ნუ მიყურებ თითქოს რომ მეძახიან...
- არა რას ა ამბობ- იხტიბარს არ ვიტეხდი...
სასიამოვნო საუბრები გვიანობადე გაგვიგრძელდა. შედეგად ის მოყვა რომ ორივე გვარიანად შევზარხოშდით... თავი მხარზე მივადე და დივანზე ფეხები ავიკეცე... ვიგრძენი როგორ დამისვა მკლავზე ხელი და ტანში სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა... თავი წამოვწიე და თვალებში ჩავხედე... ნატიფ ნაკვთებზე ამაყად დავუსვი ხელი და საკოცნელად გავიწიე.. გახელებუი დამეძგერა ტუჩებზე და სუნთქვა შეკრული ვკოცნიდით ერთმანეთს.... ვგრძნობდი როგორ მიხსნიდა პერანგის შესაკრავს და ვგრძნობდი როგორ ძალიან მინდოდა ეს ყველაფერი მე... მხრებიდან გადაცურებულიპერანგი იატაკზე მოისროლა და მოშიშვლებულ მკერდზე ნაზად დამისვა ხელი...... წამში მოექცა ჩემს ზემოდან და ვიგრძენი როგორ მინდოდა მისი სიახლვე...
ეს ყველაფერი გიჟური ვნება იყო, რომელიც ერთმანეთისაკენ საშინლად გვიზიდავდა... ჩვენს ირგვლივ ვერაფერს ვამჩნევდით.. მხოლოდ მასტან ყოფნის სურვილი მეწადა.... მინდოდა ეს წუთები არასოდეს დამტავრებულიყო.. მინდოდა სამუდამოდ გაგრძელებულიყო....

დილით მის მკლავზე თავდადებულს გამომეღვიძა. ჯერ კიდევ მშვიდად სუნთქავდა... თავი წამოვწიე და თმები სახეზე დავაყარე. ოდნავ შეიშმუშნა , მაგრამ თვალები არ გაუხელია..... სახეზე ნელა ჩამოვუსვი თითები და ტუჩებზე შევეხე...
- ტასო.. მორჩი მეძინება- ძლივს ამოიღმუვლა და გვერდი იცვალა..
- კარგი მაშნ წავა მე- სასხვათაშორისოდ ჩავილაპარაკე და ფეხები საწოლიდან გადავყავი რომ გაავებული დამეტაკა და ზემოდან მომექცა..
- ნწუ, დღეიდან ვეღარ წახვალ ვერსად. შენი ტკბილი გემო გავიგე და სულ ჩემტან იქნები.. შენი და შენი სხეული მაგიჟებთ. ჭკუას მაკარგინებ. არ ვიცი რას მიკეთებ...
- ნუთუ?- ირონიულად გავუღიმე და თმაზე მოვქაჩე..
- აი ხო ვამბობდი, სულ მიწვევ. არ მაძლევ საშუალებას სხვა რამეზე ვიფიქრო... მხოლოდ შენთან ყოფნაზე ვფიქრობ, მხოლოდ შენ მინდიდხარ...
**

იმ საღამოს ყველანი მინდიასტან სახლში დავპატიჯე და გაშლილ მაგიდას მივუჯექით. ჩემი მეგობრების გაოცებული მზერა არ მშორდებოდა. მეგონა რომ ცნობილი ვარსკვლავი ვიყავი რომელსაც ყვეა აქცევდა ყურადრებას... ვიცოდი რასაც ფიქრობდნენ , ვიცოდი და ველოდი როდის დაიწყებდნენ ამაზე საუბარს.. ბოლოს ისევ ლადომ გაბედა და გვერდით მომიჯდა..
- სანამ მინდია გასულია, დრო ვიხელთე ტასო.. სიმართლე გითხრა არ ველოდი... კი მეც ბევრჯერ გითხარი რომ ირაკლისთან შენი ურთიერთბა არ იყო კარგი აზრი მაგრამ ასე უცებ მინდიასთან გადართვა რამ მოგაფიქრა...
- ვნებამ.. ვერ გავუძელი ლადო.. თავ-გზა ამერია.. რარაც მემართება მის მოახლოვებაზე..
- და ეს ვნება რომ გაგივიდეს ერთ წელშ მერე???
- ამაზე არ ვფიქრობ. არ ვიცი რა იქნება ერთი ლის კი არა ერთი თვის მერე. არ ვიცი...
- გიყვარს ეს ბიჭი? მინდია არაა ცუდი ადამიანი, ეტყობა რომ ნამდვილად უყვარხარ, ტასო, თუმცა მგნია რომ შენ არ ხარ მის მიმართ ბოლომდე გულით...
- ამ ვნებას თუ გინდა სიყვარული დაარქვი, მარამ არ ვიცი რა არის.... სიყვარულზე ძლიერია ლადო.. გადამძალა..
- ვხვდები და სწორადაც ამის მეშინია რომ ერთ დღეს დაცარიელებული არ დარჩე...არ მინდა შეცდომა შეცდომა დაუშვა..
- თუმცა ასეა. მე ხომ მუდამ ასე ვიქცევი.. შეცდომებს ერთმანეთს ვაბავ......
- არა .. იცოდი რომ ირაკლი წავიდა..?
- სად წავიდა?- გაოცება ვერ დავმალე და პირი დავაღე.. არაფერი უთქვამს , ანდა რა უნდა ეტქვა რომ...
- წავიდა , თავის დასთან საბერძნეთში.. გაუმართლა, იქ კარგი სამსახური უშოვა რუსკამ და მიგვატოვა. წუხელ გავაცილეთ...
- და მე რატომ არაფერი ვიცოდი?? ღმერთო რა სულელი ვარ, ვერც კი დავემშვიდობე..
- არ უნდა რომ წასვლისას ენახე.. გვთხოვა რომ მხოლოდ მისი გამგზავრების მერე გვეთქვა სიმართლე.. ვერ გეტყვი მისი ეს სახე რაზე მეტყველებდა. ასე მეგობა გული აქ დაგიტოვა და მარტო სახელი წავიდა ტასო....
- ძალიან მტკივა გული.. სულელი ვარ.. ვიცი, ირაკლი ეს იმდენად მიუწვდომელი ოცნება იყო ჩემთის რომ, როდესაც მივწვდი ყველაფერი დავკარგე...
მინდიას შეხებაზე ავიხედე და გავუღიმე.... მივხვდი რომ ეს კაციც კი ზედმეტი იყო ჩემთვის... არა მე ვყავი ასეთი ცუდი. ორივეს ვუყვარდი, ორივე კარგი იყო... მიირდა ამის აღიარება მაგრამ ყველზე სულელი ქალი ვიყავი მტელი დედამიწის ზურგზე..
**
ჩვენმა ერთ ფეროვანმა ცხოვრებამ რუტინული სახე მიიღო... თიტქოს ეს ყველაფერი მომაბეზრებელიც კი იყო ჩემთვის... მისი ზრუნვა, მისი სიყვარულის გამოხატვა, ისე მეზედმეტებოდა რომ მინდოდა მომეშორებინა და მეყვირა რომ ჩემი ცხოვრებიდან წასულიყო.....
ჩვენი ერთად ყოფნის ერთი წელი იყო გასული.. დაუვიწყარი საღამოს მერე სახლში გადაღლილი მივედი და საწოლზე ტანსაცმლიანი დავეხე.. არც გახდის თავი მქონდა... მხოლოდ ძილი მინდოდა და დასვენება.... ვიგრძენი როგორ გადამწია თმები და ყურტან მაკოცა.. ოდნავ შევიშმუშნე და ტავი ავარიდე.... სწრაფად მტაცა ხელი და კალტაში ჩამისვა....
- ტასო.. რაც დრო გადის უფრო მიყვარდები...
- მინდია.
- ჩუ... დღეს ხომ ჩვენი დღეა... მოდი ეს დღე ასევე ლამაზად დავამთავროთ... კაბის შესაკრვი ნელა გამიხსნა და მოშიშველუბ მხრებზე მაკოცა.... ვცდილობდი რომ მის კოცნას და ალერსს ავყოლოდი მაგრამ ვგრძნობდი რომ ესყველაფერი არ მინდოდა... ამას ძალით ვაკეთებდი... , ვხვდებოდი რომ მისი სიახლოვე გულს მირევდა.. როდის გავუცხოვდი მის მიმართ ასე??? როდის გავცივდი ???? თავს ძალას ვატანდი, რომ მის მიმართ სიყვარული გამომეჩინა.. საწოლზე გადამაწვინა და გვერდით მომიწვა.... ცრემლები უნებურად დამედინა... მინდიას არ გამოპარვია... მაშინვე გადაიწია და გაოცებული წამოჯდა საწოლში.. რა ხდება ტასო? ჩუმად მკითხა და თავისკენ მიმიზიდა..
- არ ვიცი..- ტირილით ვუთხარი და მზერა ავარიდე.. არ მინდა ეს..
- მერე ამზე ტირი სულელო??- ღიმილით მითხრა და ზედ მიმიკრა შიშველ სხეულზე.. არ გინდა და დავიძნოთ. შეგიძლია მითხრა ეს უბრალოდ და ძალით არ ამყვე.
- არა მე ეს საერთოდ არ მინდა.. რარაც მჭირს.. შენი სიახლოვე არ მინდა... ჩუმად ამოვიჩურჩულე და ავხედე..
- მომესმა თუ რა ხდება???
- არა მართლა არ მინდა.. არ ვიცი რა მემარტება, შენს მიმართ სხვანაირი გავხვდი....
- არ მინდოდა შემემჩნია , ესეიგიმართალი ვიყავი... ვნებამ გადაგიარა??? ასეა არა???
- არა ცდები..
- არა, ეს სიმართლეა. ვნებამ გადაგიარა და ახლა არარაფერი დაგრჩა. შენ ხომ ამ ერთ წელში არც ერტხელ არ გითქვამს ჩემთვის მიყვარხარო.. ყოველ დღე, დღეშ ასჯერ გეუბნებოდი როგორ მიყვარდი, როგორ მინდოდი შენ კი დუმდი.. იმიტომ რომ შენ არც არასოდეს გყვარებივარ...
- არა მინდია მისმინე..
- არა აზრი არ აქვს, არც მოსმენას და არც ახსნას... იცი შეცდომა სად დავუშვი? როცა გავიგე რომ ირაკლი ამდენი წელი გიყვარდა და მაინც მივეცი ჩემს თავს უფლება შემყვარებოდი ტასო აი სად დავაშავე. ახლა ვხვდები რომ არაკაცივით მოვიქეცი.. ბედნიერების უფლება წავართვი იმ ბიჭს... ისევ გიყვარს არაა?????
- მაპატიე- ძივს ამოვიკნავლე და შიშველ სხეულზე ხალათი მოვიცი... სამზარეულოშ გავედი და ერთი ჭიქა წყალი სულმოუთქმელად ჩამოვცალე...
- ახლა რა უნდა გავაკეთოთ??? ინტრესით მკითხა და თავისკენ შემატრიალა.. ახლა რა აზრი აქვს ყველაფერს???
- მე, მშობლებთან დავბრუნდები- ძივს გადავაბი სიტყვები ერთმანეთს და მზერა ავარიდე..
- ასე მარტივად ანგრევ გოგო ყველაფერს? ფინჯანი იატაკზე დაახეტქა და ნამცეცებად აქცია.. ასე მარტივად შეგიძლია გადახვიდე და ყველაფერი ფეხზე დაიკიდო??? თუ გიყვარდა რატომ მორბოდი ჩემთან??? თუ ის გიყვარდა მე რატომ მომეცი იმედი ამიხსენი ?? ჩემტან სექსი თუ გინდოდა გეთქვა .. გეტქვა და ისე დავწვებოდი შენთან რომ ვერც ვერავინ გაიგებდა.... ეს გინდოდა... ?? გაცოფებული ღრიალებდა და ყველაფერს ამტვრევდა გარშემო....
კარტან მოვიკუნტე იატაკზე და მთელი გულით დავიწყე ტირილი , ჩემი სულელი ქცევების გამო.. იმის გამო რომ ვერ დავიცავი ის ვინც ასე მიყვარდა.. გავუშვი და უკან დასაბრუნებელი გზა არც მას დავუტოვე და არც ჩემს თავს.. კარადიდან ჩემოდანი გადმოვირე და მტელი ჩემი ნივტები შიგნით ჩავყარე.... საწოლზე მჯდარი მინდიას წინ ჩავიმუხლე და ხელზე ხელი ფრთხილად შევახე...
- მაპატიე რმ ცხოვრება დაგინგრიე, შენც და მასაც... მაპატიე გთხოვ.. შენ ყველაზე არგი ადამიანი ხარ. ეს ერთი წელი ჩემთვის ყველაზე ლამაზი და ბედნიერი წელი იყო... მაპატიე რომ ასე გაგანადგურე- ძივს ვუთხარი.. ჩემოდანხ ელი დავავლე და კიბეებზე ჩავედი...
**

საძინებლის კარები ჩუმად გამოვკეტე და ტელევიზორის საყურებლად მოვემზადე რომ კარზე კაკუნმა შემაკრთო და გამაოცა... საატს დავხედე უკვე ათი ხდებოდა... ფეხაკრეფით გავედი შემოსასვლელში.. გაღრეჭილი ლადოს დანახვაზე ბედნიერებამ გადამირბინა და კარი გამოვაღე.....
- ეს ვინ მოსულა?- ჩუმად ვუტხარი და შემოდი -თქო თავით ვანიშნე..
- მარტო არ ვარ.. ნახე ვინ ჩამოვიდა?- ღიმილით მითხრა და ზურგს უკან მდგარი ირაკლის დანახვაზე ერთიანად მეცვალა ფერი... ვუყურებდი მის ამღვრეულ თვალებს და მიყურებდა ისიც.. ვგრძნობდი როგორ უცემდა გული და როგორ მიცემდა გული მე.... მტკიოდა ყველა ნაკვთი და ორგანო ჩემს სხეულშ დაბუდებული და მხოლოდ მისი გულშ მაგრად ჩაკვრის სურვილი მქონდა.. ბოლოს გამბედაობა ისევ მანმოიკრიბა. ორიოდე ნაბიჯი გადმოდგა ჩემსკენ და მაგრად მიმიკრა გულზე...
- რგორ მომნატრებიხარ სულელო- ჩუმად მითხრა და თავზე მაკოცა... მაგრად შემოვხვიე ხელები და ტირილს ვუმატე.... ვტიროდი იმიტომ რომ ეს ადამიანი ერტადერთი იყო რომელიც მტელი ცხოვრება მიყვარდა და დარჩენილი ცხოვრებაც მხოლო ის მეყვარებოდა...
ერთმანეთს ვუყურებდით და ვდუმდით... ვაკვირდებოდი როგორ დაკაცებულიყო ამ გასულ ხუთ წელიწადში... როგორ შეცვლილიყო.. ახლა ეს სულ სხვა ირაკლი იყო.. სულ სხვანაირი კაცური და ეშხიანი... გული ისე მიფართხალებდა თითქოს ისევ ის ტასო ვიყავი ისევ ის ტასო პირველად რომ იგრძნო ირაკლის სითბო გულში... საძინებლიდან წკმუტუნის ხმამ გაოცებული ირაკლის თვალებს გადმომაყარა... წამომდგარი დამსვა ლადომ მე შევალო და ირაკლისტან მარტო დამტოვა..
- შვილი გყავს?- ჩუმად მკითხა და გვერდით მომიჯდა..
- კი.. შენი წასვლიდან ერთ წელში მინდიას დავშორდი მაშინ გავიგე რომ ბავშვს ველოდებოდი....
- ბიჭია თუ გოგო?
- გოგო. თეკლა. შენ რატომ დაბრუნდი???
- მომენატრა საქართველო, თქვენ მომენატრეთ. ჩემი ყველაზე ტკბილი ადამიანები...ვეღარ გავძელი და დავბრუნდი....
- მიუხედავად იმ ყველა ტკივილისა რაც ჩემგან გხვდა წილად მაინც მოგენატრე???
- რა თქმა უნდა ტასო... ნუ სულელობ.. მითარი ბავშვს მარტო ზრდი??
- არა, მამამისი მეხმარება. კვირაში ორჯერ მიყვავს. შაბათ-კვირას უმეტესად მასტანააა. ისედაც ზრუნავს შვილზე.
- შემიძლია გკიტხო რატომ დაშორდით??
- მიზეზი თვითონაც კარგად იცი. ამაზე არ ვილაპარაკოთ.. თუ გინდა ვაღირო რომ შევცდი და ვნანობ ვაღიარებ... მაგრამ ახლა აზრი არ აქვს... ამ ყველაფერზე საუბარს...
- მინდა დაგეხმარო...
- როგორ ირაკლი? დასახმარებელი არაფერი მჭირს.. მაქვს სამსახური, სახლი და მყავს შვილი რომელიც ყველაფერს მირჩევნია.. გულით კი ის სიყვარული დამაქვს რომელიც მევე გამოვზარდე და მევე მოვკალი....
- მაგრამ მე ხომ..
- არ გინდა გთხოვ.. ამას ნუ მეტყვი... მე და შენ მეგობრები ვართ.. ახლა ყველაზე მეტად გვერდში თქვენნაირი მეგობრები მჭირდება... ისედაც ვიცი რას იმსახურებს ჩემნაირი ქალი .. და ასეც მომივიდა.. დავკარგე ის ვინც მიყვარდა , ვერ დავაფასე და შედეგიც ვიწვნიე... ხომ ასეა რასაც გასცემუკანის გუბრუნდება.. მე კი სიყვარული ვერ გავეცი ირაკლი... არც ველოდი რომ დამიბრუნდებოდა... როცა გავაანალიზე რომ შეცდომა დავუშვი შენი დაკარგვით უკვე ერთი წელი იყო გასული...
- ცრემლები მომწმინდა და გულზე მიმიკრა... არ იტირო კარგი.. შეცდომას ძიერი ქალებიც უშვებენ და ჭკვიანებიც ტასო.. შენ გყავართ ჩვენ და შენს შვლსაც ისევე გავზრდით როგორც ჩვენ გავიზარდეთ... მარტო არც არასოდეს ყოფილხარ და არც ახლა იქნები-მისმა სიტყვებმა გულში დამიარა და ტირილს ვუმატე...
- უფალს მხოლოდ იმიტომ ვწირავ მადლობას რომ შენნაირი მეგობარი მყავდა და მე დავკარგე.... ახლა ვიცი მგობრის და სიყვარულის ფასი , ახლა ვიცი რომ მეგობრობა და სიყვარული ცალც-ცალკე თემებია და ერთმანეთში არ უნდა ამერია ირაკლი... ახლა ვხვდები როგორ ძალიან მტკიებიხარ მთელი ეს ხუთი წელი...
- მაგრამ შენ ჯერ კიდევ გყავს მეგობარი ჩემი სახით და იცოდე როცა დაგჭირდები მუდამ მიგულე გვერდით....
- მაპატიე და მადობა. იმისათის რომ არ შემიძულე და ჯერ კიდევ მიწვდი დახმარების ხელს....

კიდევ ერთი ძალიან ძველი ისტორია თქვენი თქოვნით ჩემო ლამაზებოო და კარგებო....скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი Mako

Zvelebis gaxseneba kargia,magram axali istoriit rodis unda gagvaxaro

 


№2  offline ადმინი თუკა

Mako
Zvelebis gaxseneba kargia,magram axali istoriit rodis unda gagvaxaro

ახლაც, ამ ეტაპზე ვზივარ და ვწერ. იმედი მაქვს მალე იქნება..
--------------------
4love.ge

 


№3  offline წევრი LaLiDze

თვალი გადავავლე და მაინცდამაინც 'ალბად' შემხვდა sweat

 


№4  offline ადმინი თუკა

LaLiDze
თვალი გადავავლე და მაინცდამაინც 'ალბად' შემხვდა sweat

კი ბატონო, შეგხვებოდა და არა ერთგან, ძალიან ძველი ისტორიაა, მაშინდელი სულ სულ 2010 წერას რომ ვიწყებდი, მაგის გარდა კიდევ უამრავი შეცდომა იქნება. გადახედვის დრო არ მქონდა ამიტომ უბრალოდ დავდე ..
--------------------
4love.ge

 


№5 სტუმარი ❤❤❤

Martla arvici saidan daviwyo...es gogo tavidan ise momwonda,rom sgva emociebi mqomda,magram bolos imedebi saertod gamiqra dzalian cudad aris gamiyvanili rac sasiamovno wasakitxi ariyo:(cota ariyos amgogoze gabtazebuli var bevrjer gadavwyvite kitxvis shewyveta,magram gadaveyvite mainc bolomde wamekitxa,magram rodesac minfia airchiada mastan eavida ai mand ukve shemzizgda kidec:(

 


№6  offline ადმინი თუკა

❤❤❤
Martla arvici saidan daviwyo...es gogo tavidan ise momwonda,rom sgva emociebi mqomda,magram bolos imedebi saertod gamiqra dzalian cudad aris gamiyvanili rac sasiamovno wasakitxi ariyo:(cota ariyos amgogoze gabtazebuli var bevrjer gadavwyvite kitxvis shewyveta,magram gadaveyvite mainc bolomde wamekitxa,magram rodesac minfia airchiada mastan eavida ai mand ukve shemzizgda kidec:(

პირველ რიგში მადლობა რომ წაიკითხეთ.
ეს ხომ უბრალოდ ისტორიაა. ალბათ ასეთი ადამიანები არსებობენ კიდევაც. ვერაფერს ვიტყვი. როდესაც ვწერდი ძალიან დიდი ხნის წინათ, მეც ძალიან ვბრაზდებოდი ამ პერსონაჟზე, მაგრამ ყველანაირი ადამიანი გვხვდება ცხოვრებაში და ალბათ არც ტასოა გამონაკლისი
--------------------
4love.ge

 


№7 სტუმარი ❤❤❤

თუკა
❤❤❤
Martla arvici saidan daviwyo...es gogo tavidan ise momwonda,rom sgva emociebi mqomda,magram bolos imedebi saertod gamiqra dzalian cudad aris gamiyvanili rac sasiamovno wasakitxi ariyo:(cota ariyos amgogoze gabtazebuli var bevrjer gadavwyvite kitxvis shewyveta,magram gadaveyvite mainc bolomde wamekitxa,magram rodesac minfia airchiada mastan eavida ai mand ukve shemzizgda kidec:(

პირველ რიგში მადლობა რომ წაიკითხეთ.
ეს ხომ უბრალოდ ისტორიაა. ალბათ ასეთი ადამიანები არსებობენ კიდევაც. ვერაფერს ვიტყვი. როდესაც ვწერდი ძალიან დიდი ხნის წინათ, მეც ძალიან ვბრაზდებოდი ამ პერსონაჟზე, მაგრამ ყველანაირი ადამიანი გვხვდება ცხოვრებაში და ალბათ არც ტასოა გამონაკლისი

მე თქვენი წერის სტილი ძალიან მომწონს,აი სასიამოვნო წასაკითხია,გოგო ცოტა სხვა როლში რო ყოფილიყო აი მართლა სასწაული ისტორია იქნებოდა,მხოლოდ გოგოს საქციელი არმომეწონა დანარჩენი კი სასწაულად გაქვთ დაწერილი და წარმატებებს გისურვებთ♡

 


№8 სტუმარი სტუმარი ელენე

თეს დასასრულს ველოდი, საშინლად გამიცრუვდა იმედი რომ ასე დასრულდა, ახლაკი დამიბრუნეთ ჩემი ცრემლები რომლებიც ტასოს და ირაკლის გამო ვერცერთხელ ვერ შვიკავე და დავიღვარე ცრემლად

 


№9  offline ადმინი თუკა

სტუმარი ელენე
თეს დასასრულს ველოდი, საშინლად გამიცრუვდა იმედი რომ ასე დასრულდა, ახლაკი დამიბრუნეთ ჩემი ცრემლები რომლებიც ტასოს და ირაკლის გამო ვერცერთხელ ვერ შვიკავე და დავიღვარე ცრემლად

ასეთი ტიპის ქალს სხვანაირი დასასრული არ ექნებოდა, ქალი რომელიც ორ კაცს ერთიანად ეთამაშება და ვერ არკვევს ვინ უნდა, ვინ უყვარს, მას ასეთი მარტოობა უნდა მიესაჯოს მე ასე მგონია..

❤❤❤
თუკა
❤❤❤
Martla arvici saidan daviwyo...es gogo tavidan ise momwonda,rom sgva emociebi mqomda,magram bolos imedebi saertod gamiqra dzalian cudad aris gamiyvanili rac sasiamovno wasakitxi ariyo:(cota ariyos amgogoze gabtazebuli var bevrjer gadavwyvite kitxvis shewyveta,magram gadaveyvite mainc bolomde wamekitxa,magram rodesac minfia airchiada mastan eavida ai mand ukve shemzizgda kidec:(

პირველ რიგში მადლობა რომ წაიკითხეთ.
ეს ხომ უბრალოდ ისტორიაა. ალბათ ასეთი ადამიანები არსებობენ კიდევაც. ვერაფერს ვიტყვი. როდესაც ვწერდი ძალიან დიდი ხნის წინათ, მეც ძალიან ვბრაზდებოდი ამ პერსონაჟზე, მაგრამ ყველანაირი ადამიანი გვხვდება ცხოვრებაში და ალბათ არც ტასოა გამონაკლისი

მე თქვენი წერის სტილი ძალიან მომწონს,აი სასიამოვნო წასაკითხია,გოგო ცოტა სხვა როლში რო ყოფილიყო აი მართლა სასწაული ისტორია იქნებოდა,მხოლოდ გოგოს საქციელი არმომეწონა დანარჩენი კი სასწაულად გაქვთ დაწერილი და წარმატებებს გისურვებთ♡

ძალიან დიდი მადლობა..
--------------------
4love.ge

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent