შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყოვლისშემძლე გოგონები (1-ლი თავი)


4-08-2019, 19:32
ავტორი Alice76
ნანახია 1 052

ყოვლისშემძლე გოგონები (1-ლი თავი)

ზაფხულის მზით აალებულ ქუჩაში სიჩუმე სუფევდა. ირგვლივ კანტი-კუნტად მოძრაობნენ სიცხისგან შეღონებული ადამიანები და ცდილობდნენ,რაც შეიძლება მალე დამალვოდნენ მწველ სხივებს.
აგვისტოსათვის ჩვეულ გარემოში უმალ მიაპყრობდით ყურადღებას მაღაზიის კედელთან მიყრდნობილი მამაკაცის ფიგურას,რადგანაც იგი ფრიად უცნაურად გამოიყურებოდა-გრძელ,შავ ლაბადაში გახვეულს,ყელამდე შეკრული ღილები არ ეკმარა და მუქი ფერის შარფიც მოერგო,რომელიც ცხვირამდე აეწია,დიდი,შავი სათვალეები კი,კეპთან ერთად, სრულიად ამოუცნობს ხდიდა.
პირველი,რასაც ადამიანი მისი დანახვისას იფიქრებდა,ის იყო,რომ სავარაუდოდ ძებნაში მყოფი დამნაშავე შეეჩეხა,მაგრამ განა ძებნილები შუა ტროტუარზე საათობით ისვეტებიან?ისიც იმდენად შესამჩნევი გარეგნობით,რომ პირდაპირ საგიჟეთში გააქანებდა დამნახავი პოლიციელი!
გამვლელების მზერა ამ აზრის სისწორეს ადასტურებდა,მაღაზიის კედელს სწრაფად უვლიდნენ გვერდს,ხოლო უცნობი გაუნძრევლად,ქანდაკებასავით ჩამომდგარიყო და ჯიუტად უყურებდა მოპირდაპირე მხარეს მდგარი სახლის ფანჯრებს.
-ვის ელოდები?-მამაკაცის შავი სიმყუდროვე ცივმა,ჟღერადმა ხმამ გაფანტა. კეპიანი შეიშმუშნა,გვერდით მიიხედა და ოციოდე წლის,ლურჯ სარაფანში გამოწყობილი გოგონა შეათვალიერა.
შავი,გრძელი და სწორი თმები დაუდევრად ჩამოჰყროდა სახეზე,რაც კიდევ უფრო გამოჰკვეთდა მისი კანის სიფერმკრთალეს,მხარზე შავი ზურგჩანთა ეკიდა,თხელი,სწორი და მოგრძო ცხვირი წინ წამოეწია,მწვანე,კაშკაშა თვალებით აკვრიდებოდა უცნობს,მუქად შეღებილი,ოდნავ წვრილი ტუჩები მოებრიცა და ნახევარ-ღიმილით შესჩერებოდა მამაკაცს.
-ტექნიკურად,აღარავის-შეიშმუშნა შავებში ჩაცმული და მოგუდული ხმით უპასუხა.
-მეგონა,ადამიანებზე ნადირობა წარსულში დატოვეთ და ახლა მეტად ცივილური პროფესიით დაკავდით-ხშირი წარბები ვითომ და გაკვირვებით ასწია ლურჯკაბიანმა.
-სწორად გგონია რაღაცები,იასმინ-როგორც იქნა,მამაკაცი კედელს მოშორდა და ჩრდილში გადაინაცვლა.
გოგონა ფრთხილად მიჰყვა,ხელი ჩანთისაკენ წაიღო და შეუმჩნევლად ამოაძვრინა ვერცხლისფერი საგანი.
-აჰ,ანუ უბრალო დამთხვევაა,რომ ვამპირს გარუჯვა მოუნდა,თანაც ჩემი სახლის წინ?
-მზის სითბო ნამდვილად სასიამოვნოა-სიამოვნებით ამოიხვნეშა კაცმა და სათვალე მოიხსნა. ღია ცისფერი,ჩაწითლებული თვალები და გრძელი,კეხიანი ცხვირი გამოუჩნდა-თუმცა აქ მაგისთვის ნამდვილად არ მოვსულვარ და ეგ დანაც შეგიძლია,შეინახო. არაფერს დაგიშავებ.
-ვერაფერს-იასმინს ვერცხლის დანის შენახვა არც უფიქრია,თუმცა დაჭიმული სხეული მოუშვა და თამამად შეაჩერდა ახალგაზრდა მამაკაცის თვალებს-არ გეწყინოს,არაფერი პირადული,მაგრამ სტილში აშკარა გარღვევა გაქვს.
-რა თქმა უნდა,ეს თავადაც მესმის-თავი დაუქნია უცნობმა და ჩაიცინა-სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით მინდოდა შენთან საუბარი.
გოგონამ ნაბიჯით უკან დაიხია,კიდევ ერთხელ შეათვალიერა მამაკაცი და დასძინა.
-ჩემი აზრით,მუქი ლურჯი მოგიხდება,თვალებს ცოტა ჩაგიმუქებს და ასეთი ფართო შარვლებიც კაი ხანია,აღარავის აცვია...
-იასმინ!
-კარგი,კარგი-ჩაიცინა გოგონამ-ჩემს ბინაში ვერ შემოხვალ,რომელიმე მცენარე აუცილებლად იმოქმედებს,მაგრამ ვფიქრობ,შემიძლია შენი დახმარება.
-მე ხომ არ მითქვამს...
-ვამპირი ხარ,მზის პირდაპირ სხივებს ემალები,თვალებზე გეტყობა,რომ ასი წლისაც არ იქნები,ესე იგი,ორდენში მოხვედრა ჯერ ვერ მოახერხე,სავარაუდოდ,ექიმი ხარ და გიჭირს დაცვის გარეშე შენი პროფესიის შესრულება,შესაბამისად,სისხლსაც ვერ იღებ,ბლა,ბლა,ბლა-თვალები აატრიალა გოგონამ-გაიგე,რომ რამდენიმე ვამპირუკას გამოვცინცლე მზის წყალი და ჩემი გულკეთილობის ამბავიც ფართოდაა ცნობილი.
-ბოლოს ნამდვილად გადაამლაშე-ჩაიცინა უცნობმა-მაგრამ არსებითად,მართალი ხარ-შენი დახმარება მჭირდება და დახმარება სწორედ მზის წყალი იქნება.
გოგონამ თავი ოდნავ დაიქნია,თვალები მოჭუტა და შავი სათვალე მოირგო.
-მე ნამდვილად მაქვს ის,რაც გჭირდება,თუმცა მთავარი მაინც ისაა,შენ რა უნდა გქონდეს ისეთ,რაც მე მჭირდება?
-წეღან არ ამბობდი,გულკეთილი ვარო?-ვითომ და აღშფოთდა უცნობი.
-გულკეთილი და არა სულელი-მხრები აიჩეჩა იასმინმა-სხვათა შორის,უკვე მინუსებში ხარ.
-ეგ რაღას ნიშნავს?-დასერიოზულდა მამაკაცი.
-მზის წყალი გინდა,რაც საკმაოდ სოლიდურ ჰონორარს მოითხოვს,ამას დამატებული ჩემი დრო,რომელიც მაგ შენ წყალზე კიდევ უფრო ძვირი ღირს,ასე რომ,გირჩევ,დროულად ჩამოყალიბდე.
-ოთხი ათასი-სწრაფად მიუგო კაცმა-ოღონდ თავად შევამოწმებ.
-ოთხი ათასი რა?-ეჭვნარევად იკითხა იასმინმა.
-დოლარი,სხვა რას ელოდი?
გოგონამ თავი იმედგაცრუებულად გააქნია და უკანმოუხედავად გაემართა გზის მეორე მხარეს-ოთხად საწოლიდანაც კი არ ავდგები,ამან კიდევ მზის...
-იასმინ!-მამაკაცს საკუთარი თავის შეფუთვა უკვე დაემთავრებინა და გოგონას დადევნებოდა-ერთი წუთი მადროვე,მეტი არ მაქვს,მაგრამ მექნება,გეფიცები!
-როცა გექნება,მერე მოდი-ხელი აიქნია იასმინმა-მართლა არ მაქვს ამდენი დრო,არც ქველმოქმედებას ვეწევი,მით უმეტეს,შენნაირებს სახლში საწამლავით ვხოცავ...
-რა?-უცბად წამოენთო ვამპირი.
-კოღოები ვიგულისხმე-უდარდელად მიუგო გოგონამ და სახლის კართან შედგა-შემოგიპატიჟებდი,მაგრამ ალბათ მისაღებშივე წაგივა გული,იმდენი მცენარეა გაშლილი.
-ეგენი უკვე აღარ მოქმედებს ჩემზე-უკან არ იხევდა კაცი-დამიჯერე,შემიძლია,ფულზე ბევრად ღირებული რამე მოგცე.
-მაინც?-იასმინს დაინტერესება არ დატყობია,სახეზე ეწერა,რომ დაუპატიჟებელი სტუმრის მოშორება სურდა.
-ამაზე ასე ღიად ვერ ვისაუბრებ,უნდა შემომიშვა.
-და რატომ უნდა ვენდო ვამპირს,რომელიც რამდენიმე საათია,ჩემს სახლს უთვალთვალებს?
-ეს სიცოცხლის ქვას ეხება-სწრაფად უპასუხა კაცმა-ვიცი,რომ ეძებ.
გოგონას თვალები მწვანედ წამოენთო და გაბრაზება დაეტყო,თუმცა მალევე დამალა რისხვის ნაპერწკალი და ამოიბუტბუტა.
-შემობრძანდი...რა გქვია?
-სემუელი.
-შემობრძანდი,ვამპირო სემუელ,ჩემი სახლი მიგიღებს ბოროტ ზრახვათა გარეშე,ვფიცავ,გიღებ ამ კარს კეთილი გულით.-სასხვათაშორისოდ წაიბურტყუნა იასმინმა და კარი შეაღო.
-სტუმრობა სიკეთისაა-თავი დაუქნია კაცმა და სწრაფად შესხლტა სახლში.
მისაღებშივე იგრძნობოდა,რომ მასპინძელი უცნაური ვინმე იყო-კედლები ათასგვარი ნიშნით იყო აჭრელებული,ისედაც ვიწრო შესასვლელი ქოთნებში ჩარგული უამრავი მცენარით კიდევ უფრო შემცირებულიყო.სახლში მძიმე და არომატული სუნი იდგა,რომელიც ტრანკვილიზატორივით მოქმედებდა და ადამიანს ძილს მოანდომებდა,თუმცა სამუელს მხნედ ეჭირა თავი.
გოგონა სტუმარს პატარა სასტუმრო ოთახში შეუძღვა და პირდაპირ საქმეზე გადავიდა.
-სიცოცხლის ქვა დიდი ხნის წინ დაიმსხვრა,ასე რომ,არც კი სცადო ყალბის შემოტყუება!
-როგორც სწორად აღნიშნე,დაიმსხვრა-გაუღიმა ვამპირმა-და ვინ დაამტვრია?
-მისმა შემქმნელნა,მირიამ წინასწარმეტყველმა.-თვალები აატრიალა იასმინმა-ეგ ყველამ იცის.
-ჯერ ერთი,მირიამი მისი შემქმნელი კი არა,მპოვნელია,არავინ იცის,ეგრეთ წოდებული “ქვის” ფორმულა ვისი გამოგონილია-ამაყად შეუსწორა ვამპირმა-მეორეც,ქვა მისმა ოთხას მეორმოცე მოწაფემ, ფელიქს დარტყმულმა გაანადგურა,იმიტომ,რომ მირიამი ქალი იყო და ბუნებრივია,ნერვები ძალიან მოუშალა-კმაყოფილმა გაიღიმა ბოლოს.
-რა მნიშვნელობა აქვს,ვინ დაამტვრია-მხრები აიჩეჩა გოგონამ-მთავარია,რომ აღარ არსებობს,მე მისი ფორმულა მჭირდება...
-საუკუნეების განმვავლობაში მსოფლიოს საუკეთესო ალქიმიკოსები ცდილობდნენ,ეპოვათ ფორმულა და მას 21 წლის გოგონა შეადგენს?-გადაიხარხარა მამაკაცმა.
-მაშინ,დროზე ამოღერღე,თორემ დავიღალე უკვე-გაწიწმატდა იასმინი-წავალ,რამე საჭმელს მოვიტან. ადამიანს არ ვგულისხმობ,ჩემთვის მოვიტან რამეს-ჩაიცინა და სამზარეულოსაკენ გაეშურა.
სტუმარმა გაკვირვებით გააყოლა თვალი გოგონას და ამოიბუტბუტა.
-წარმოუდგენელი სიბოროტეა,უნდა,რომ შემახარბოს?
იასმინი რამდენიმე წუთში,ლანგრით ხელდამშვენებული დაბრუნდა,მასზე დაწყობილი ბოსტნეულიდან კიტრი ამოარჩია და აუჩქარებლად დაიწყო გაფრცქვნა.
-ჯანსაღი ცხოვრება აუცილებელია,პირველ რიგში,გულისთვის... უი,უკაცრავად,დამავიწყდა,რომ გული არ გაქვს-სიამოვნებანარევი ღიმილით შეჰხედა მოღუშულ კაცს და განაგრძო-რას ამბობდი,ვიღაც დარტყმულიო?
-ფელიქს დარტყმული.-ამრეზით გაიმეორა სტუმარმა-მან ქვის ნამსხვრევები მტვრად აქცია და შეინახა. ამბობენ,რომ შემდეგში ნაწილ-ნაწილ,ძალიან სარფიანად გაყიდა,მტვრის მაგიური თვისებების გამო.
იასმინი ჩაფიქრებული უსმენდა,თან დაჭრილ ბოსტნეულს მარილს აყრიდა,ბოლოს სამარილე მაგიდის კიდეზე დაუდევრად დადო და ჩაილაპარაკა.
-ანუ,გინდა თქვა,რომ ქვის ფხვნილის რაღაც ნაწილი კიდევაა შემორჩენილი?
-ზუსტად-საქმიანად წამოიწია კაცი სავარძლიდან,ხელები შეატყუპა და დაელოდა,სანამ იასმინი ხრამუნს მორჩებოდა-და მეტიც,ვიცი,ვისაც აქვს.
-არ არსებობს!-ხელი გაიქნია გოგონამ,სამარილე ამოაყირავა და იატაკზე დააგდო-უი,რა მოუხერხებელი ვარ!მაგრამ,რა დროს ესაა,ვის აქვს?-თვალებში მოუთმენლობა გაუკრთა.
-ამ ინფორმაციის სანაცვლოდ ვითხოვ მზის წყალს. ერთი ფლაკონი,საუკუნის განმავლობაში მეყოფა,შენ კი სანატრელ ნივთს მიიღებ.
გოგონა უმალ მოიღუშა.
-მართლა ასეთი იდიოტური გამომეტყველება მაქვს?
-ვერ გავიგე?-დაიბნა კაცი.
-მეუბნები,რომ იცი,ვიღაცას რაღაც აქვს და ამის სანაცვლოდ ორმოცდაათი ათასი დოლარის ღირებული,უიშვიათესი ექსტრაქტი მოგცე? სიმართლეს რომც მეუბნებოდე,რაშიც ეჭვი მეპარება,მფლობელი უბრალოდ ადგება და მაჩუქებს ასეთ საგანძურს? ლამაზი თვალები მაქვს,მაგრამ მთლად ასეთი ეფექტიც არ აქვთ.არც კი მომყიდის,არანაირ ფასად. ამ პირობით ჩემთან მოსვლა იგივეა,რაც თვითმფრინავიდან ქოლგით გადმოხტომა-იასმინი წამოდგა და ოთახი გაბრაზებულმა შემოიარა-ესეც ჩემი ძვირფასი დრო,არა და კნუტოსთან ერთად სერიალი უნდა მენახა...მართლა,სადაა კნუტო?-თვალები გაუფართოვდა და ოთახიდან სწრაფად გაშპა. მალე კატის კნავილი და იასმინის დაშაქრული ხმა მოისმა-რამდენჯერ გითხარი,სარეცხ მანქანაში ნუ იძინებ-მეთქი,კნუტო. ერთხელაც იქნება,გაგფენ საცვლის მაგივრად...
გაოგნებული მამაკაცი უხერხულად აწრიალდა სავარძელში,ჩაფიქრებულმა მოავლო თვალი ოთახს და ხელი ჯიბეში ჩაიყო და რაღაც ძალიან პატარა ამოიღო,თუმცა,რაც არ უნდა ყოფილიყო,მისი გამოყენება ვერ მოასწრო.
-შენს ადგილას,ამ დროს გაქცევისთვის გამოვიყენებდი,მაგრამ რა გაეწყობა,ყველა ჩემსავით ჭკვიანი ვერ იქნება-იასმინს ერთი ხელით ჟღალი კატა აეყვანა,მეორით კი ოვალური ფორმის,ბასრი საგანი ეჭირა და ვამპირი უკან იდგა და იარაფი მის ყელზე ყელსაბამივით შემოეჭდო.
კაცი შეირხა,თუმცა გოგონამ წამოიყვირა.
-იცოდე,მოკვდები. ეს არც ვერცხლია,არც კოღოების სახოცი. რკინაა,თვით პაპა ლეოს გამოჭედილი.
კაცმა წრიალი შეწყვიტა და წამოთ გაქვავდა,შემდეგ კი ჩაიცინა და ნელა ასწია ხელები.
-როგორ მიხვდი?
-თავიდანვე ვეჭვობდი,რომ ვამპირი არ იყავი,მაგრამ მარილის მარცვლებმა საბოლოოდ დამარწმუნეს.თანაც,შესანიშნავად გქონდა როლი მორგებული,რაც იმას ნიშნავს,რომ ილუზიონისტი ხარ.
-ჯანდაბა-წამოიძახა სტუმარმა ისე,თითქოს ტესტის არასწორი პასუხი აერჩია-დამავიწყდა,რომ ეგენი დაბნეულ მარილს გიჟებივით ითვლიან. ისე,რა სისულელეა,არა?
-მთავარია,მუშაობს-მკაცრად უპასუხა გოგონამ-ახლა კი,თქვი,რა გინდა.
-კარგი,კარგი,ოღონდ ეს მომაშორე,და ვინჩი საკმაოდ კარგად ერკვეოდა იარაღებში.
იასმინმა,მცირე ყოყმანის შემდგომ,იარაღი მოაშორა,თუმცა არ დაუშვია,მამაკაცს შემოუარა და დააკვირდა,როგორ იცვლიდა ეს უკანასკნელი სახეს.
იასმინის ბინაში მაღალი,შავგვრემანი,ხმელ-ხმელი,ფერმკრთალი და გრძელცხვირა კაცი შევიდა,ხოლო სავარძელში მჯდომი ჯერ ბავშვის მიერ აზელილ პლასტენინს დაემსგავსა,შემდეგ კი მისმა ნაკვთებმა ფორმირება დაიწყო-სიმაღლე მკვეთრად მოაკლდა,ნიკაპი წინ გამოეწია,ცხვირი თითქოს თავის ქალაში ჩაეზარდაო,კეხი გაუქრა და აეპრიხა,თვალები დაუწვრილდა,ღია ცისფრიდან თაფლისფერში გადავიდა,გაცრეცილი ლოყები კი წითლად შეეფერა.
-არა და რამდენი ვიწვალე ამ “ლუქზე”-გულდაწყვეტილმა ამოიოხრა,ხმა დაწვრილებოდა,იასმინის წინ საშუალო სიმაღლის,ოქროსფერკულულებიანი,ოცდაათ წლამდე გარეგნობის მამაკაცი წამოდგა. აღმოჩნდა,რომ გოგონა მასზე მაღალი იყო.
-და რატომ გაისარჯა ასეთი რანგის მაგი ჩემ გამო?-ფრთხილი ხმით იკითხა გოგონამ და თვალები დააწვრილა.
-დაუშვი ეს ქაჯობა და გეტყვი-თვალით ანიშნა კაცმა.
-ქაჯობა შენ ჩაიდინე მაშინ,როცა გადაცმული გამომეცხადე და ტყუილებით ამავსე-ტუჩები დაბრიცა იასმინმა-მითხარი,რა გინდა,თორემ ვფიცავ ღირსებას,თავს წაგაცლი!
-იასმინ,იასმინ-თავი გაიქნია კაცმა-რა უნდა მინდოდეს? ხომ იცი,უკვე იმდენი რამ დააშავე,ჯოჯოხეთშიც კი აღარ უნდათ შენი მიღება,არა და ბევრი კი ოცნებობდა,ერთი დროზე ჩამოვიდესო...
-მაგისთვის მზად ვარ,არ ინერვიულო.-გაუღიმა გოგონამ-მაგრამ სანამ იქ მივალ,ყველა ჯამბაზს წინ გავუშვებ,რომ მერე აღარ მოვიწყინო. შენც არ ჩანხარ ცუდი ვარიანტი,ისე.
-შენ წინააღმდეგ სარჩელია,მაღალ სასამართლოში. შიკრიკი გამოგიგზავნეს,რომ გადმოეცა ეს ამბავი,მაგრამ დაიკარგა... ალბათ,გზა აებნა,არა?
-დიდი ალბათობით,მასე იქნებოდა-წარბი ასწია გოგონამ-რას გაუგებ ამ შიკრიკებს?
-ჰო,სულ იკარგებიან-ჩაიღიმა კაცმა-მაგრამ მთავარი მაინც ისაა,რომ ვერაფრის დიდებით ვერ მიგიყვანეს სასამართლო განხილვაზე,არადა...-კაცმა საუბარი შეწყვიტა და სახეზე დაეტყო,სიტყვებს ეძებდა.
-არა და სასიკვდილო განაჩენს დაუსწრებლად ვერ გამომიტანენ-უდარდელად დაასრულა იასმინმა-ეგ კი ვიცი,მაგრამ ვერაფრით გავარკვიე,მაღალ სასამართლოში როგორ მიაღწია ჩემმა საქმემ. სასიამოვნოდ გაოცებული ვარ-სახეზე გაოგნება დაიხატა და განაგრძო-ზებუნებრივ სამყაროში არც კი მაღიარებენ და ჩემ საჩივრებზე,რომლებიც მაგთა უსინდისო ქცევებს ეხება,ყურსაც არ იბერტყავენ,ორი თვის წინ კი არც აციათ,არც აცხელათ,ჩემი მოკვლა გადაწყვიტეს. ვფიქრობ და ვერაფრით მივმხვდარვარ,ასეთი კარგი რა გავაკეთე?
-კარგი? -გადაიხარხარა კაცმა-მხოლოდ გასულ თვეში ორი დემონი მოკალი და სამი ალქაჯი დამარხე,რომ ამოთხარეს,ისე იყვნენ გამოშტერებულები,ლათინურად ბუტბუტებდნენ,არ მოგვკლათო...
-უფ,მაგათი მოკვლა ასეთი ადვილი რომ იყოს...
-ხომ იცი,რომ მაღალი ხელის შემკვრელი მხარეები ერთმანეთს იცავენ. არც სასამართლოში სიამოვნებთ,ამ უბედური ადამიანების გამო მათიანებს რომ ხოცავ.
-ათას შვისას ოცდაექვსი წლის შეთანხმებით,ნებისმიერი თქვენნაირი ვალდებულია,ადამიანებისგან თავი შორს დაიჭიროს,რადგან მაშინ კარგად იაზრებდნენ,რომ ეს “უბედური ადამიანები” ბევრ ისეთ იარაღს ფლობენ,რომლებიც ტრა*ებს,თავებთან ერთად, თავისუფლად წაგაცლით,მაგრამ ახლა აღარავინ იხსენებს მაგას,რადგანაც ხალხს აღარ სწამს მაგიის,კარგად მალავთ-მკაცრად უპასუხა იასმინმა-სამყაროზე ბატონობა მოინდომეთ,არა? მეც ვკითხულობ “ჩრდილის მაცნეს” და იქ,ამ ბოლო დროს,არც ისე სასიამოვნო სტატიები იწერება.
-და რა? არასწორია?-დასერიოზულდა კაცი-რატომ უნდა ეკუთვნოდეს მმართველობა ასეთ უგუნურ,სუსტ და განუვითარებელ არსებას?
-ორივემ მშვენივრად ვიცით,რომ ხელისუფლების უმაღლეს სადავეებს ქურუმები ფლობენ-მობეზრებით უპასუხა გოგონამ-თქვენ უბრალოდ ხალხის ფარულად ჭამა მოგბეზრდათ,დამალვა აღარ გინდათ.
-გეყოფა,იასმინ! ადამიანის რასა იმდენად ჩაეფლო თავისსავე გამოგონილ სამყაროში,რომ რეალობას დღითიდღე შორდებიან. ფაქტები ცხვირ წინ აქვთ,მაგრამ დანახვა არ შეუძლიათ,უბრალოდ მიეცი ინტერნეტი და სიკვდილამდე ჭაობში რომ დალპეს,ვერც კი მიხვდება. ასეთ გარემოში ცხოვრება ბევრ მაგს და კიდევ უფრო ბევრ ჯადოსნურ არსებას ამოუვიდა ყელში...
-და არ ფიქრობთ,რომ ასეთი პოლიტიკით ადამიანებს ამ მშვიდი ჭაობიდან პირიქით,ამოიყვანთ?
-მათ ვერავინ გადაარჩენს,სამაგიეროდ არიან შენნაირებიც,რომლებიც,ჩემთვის გაურკვეველი მიზეზით,ცდილობენ,დაიცვან ეს შესაბრალისი რასა. გაიგე,რომ სუსტს დაცვა არ სჭირდება,ის ძლიერის საკვებია.
-ისინი იბადებიან და ცხოვრობენ,ბედნიერები არიან,თვით ღმერთმა მისცა თითოეულს შესაძლებლობა,ეცადოს და იცხოვროს. ამის წართმევის უფლება არავის არ აქვს-მოუჭრა გოგონამ და კნუტო იატაკზე დასვა-ახლა კი,თუ არ შეწუხდები,მიბძანდი და გადაეცი სასამართლოს,რომ როცა მოვიცლი,აუცილებლად შევირბენ.
-ხომ იცი,რომ ჩემი მოსვლა მხოლოდ დასაწყისია. წამომყევი,დაცვის მხარეს დავიჭერ და დარწმუნებული ვარ,მოლაპარაკება შედგება...
-ვიცი,რომ დასაწყისია,ამიტომაც,ახალი ბინა და მეგობრები მჭიდება,რაც მალე წახვალ,მით სწრაფად დავიწყებ ძებნას.-იასმინმა იარაღი მრავალმნიშვნელოვნად შეათამაშა ხელში და გასასვლელისაკენ ანიშნა.
-კარგი,შენი ნებაა.-მამაკაცმა ქუდი აიღო და თავზე ჩამოიფხატა,ფრთხილად შებრუნდა და დაიძრა,თუმცა სანამ ოთახს დატოვებდა,თითქოს რაღაც გაახსენდაო,სწრაფად შებრუნდა გოგონასკენ-რაღაცები შეიცვალა და აქ ამიტომ ვარ. მათ შენი ყურით მითრევა მთხოვეს,მაგრამ ამას არ ვიზამ. თანაც,ჯერ-ჯერობით,”თხოვნებზე” დიპლომატიური უარის თქმაც შემიძლია.
-რას გულისხმობ?-იასმინს პირველად დაეტყო დაბნეულობა.
-თავდაჯერება კარგია,თუმცა მე ხანდახან სიკვდილის სინონიმად ვიყენებ. თავს უნდა უშველო,იასმინ და თუ კი შენი სახლის წინ უცნაურ,საათობით მომლოდინე კაცს დაინახავ,ის სახლში არ უნდა შეუშვა,მით უმეტეს,ამ დროებაში.
-ახლა არ მითხრა,რომ ჩემზე ღელავ-წარბები შეკრა გოგონამ.
-შეიძლება ითქვას,ეს ჩემი ვალია.გგონია,ყველაფერი იცი,თუმცა შენი უდარდელობა მანიშნებს,რომ ჯერ არაფერი გსმენია.
-ახლა მაგებისათვის დამახასიათებელ პომპეზურობას მიმართავ,ბოლომდე არ მეტყვი სათქმელს და წახვალ,მე კი უნდა დავჯდე და თავი ვიმტვრიო,რა იგულისხმე,არა?
მამაკაცმა ჩაიცინა და თავი დაუქნია.
-კარგიც კი იქნება,ცოტა ხნით ქურდ-ბაცაცობას თუ მოეშვები და უფრო მნიშვნელოვან თემებზე გადაერთვები. ახლა კი,უნდა დაგტოვო,მშვენიერო ქალბატონო,საბჭო უნდა დავარწმუნო,რომ მაგ კბილის საჩიჩქნით კინაღამ თავი წამაცალე და ამგვარი სისულეები.
-წარმატებები,სემ-უდარდელად მიუგო იასმინმა,თუმცა თვალები სივრცეში ისე მიემართა,მარტივი გამოსცნობი იყო,რომ რაღაცაზე ძლიერ ჩაფიქრებულიყო
-მომავალ შეხვედრამდა-ხმადაბლა წარმოთქვა სტუმარმა და სახლის კარი ისე გაიხურა,თითქოს მიძინებულ ბავშვს სტოვებდა.
***
ჩაბნელებულ ქუჩას ორი მბჟუტავი ფარი ძლივს ანათებდა,ირგვლივ არაბუნებრივი ნისლი და სიჩუმე სუფევდა,თუმცა ეს იდუმალი გარემო ბოლომდე ვერ ჩაითრევდა მნახველს,რადგანაც სიჩუმეს უცნაური ხმაური არღვევდა,რომელიც მუსიკალური ინსტრუმენტებისა და სამუშაო ხელსაწყოების ნაზავს ჰგავდა. ცოტა ხნით თუ მოიცდიდით,მიხვდებოდით,რომ ამ ხმას გზაზე სწრაფად მოძრავი,ნარინჯისფერი ავტობუსი გამოსცემდა,რომელიც თითქოს რაღაც მაგიის წყალობით იყო ერთიანი და ნაწილებად არ იშლებოდა.
ავტობუსი გარედან სრულიად ცარიელი ჩანდა,მხოლოდ მძღოლის ადგილას წამოსკუპებულიყო კოხტა კოსტიუმში გამოწყობილი,წვერ-ულვაშიანი კაცი,თუმცა ნამდვილად დამაეჭვებელი იყო ის ყაყანი,რომელიც ტრანსპორტიდან გამოდიოდა.
ქალის,კაცის,ცხოველებისა და ფრინველების ხმებიც კი ერთმანეთში არეულიყო და იმაზე მეტად უცნაურ ემოციებს გამოიწვევდა შემსწრეში,ვიდრე უბრალოდ ეჭვია.
გამჭირვალე მინის მეორე მხარეს სრული ქაოსი იდგა,ავტობუსის ჭერთან ათასფერი,პატარა ფრინველი დაფრინავდა,ჰაერს კი ქალის მწივანა ხმა აპობდა.
-ხომ გითხარი,არ გამოუშვა ეს ოხრები მეთქი?-დაბალი,გაჩეჩილთმიანი,ფუმფულა ქალი ფეხზე წამომხტარიყო,ავტობუსის რყევის გამო ფეხები განზე გაეფშიკა და ასე ცდილობდა წონასწორობის დაცვას,გავებულ მზერას კი ორ სკამზე ერთიანად მჯდარ,უზარმაზარ კაცს არ აშორებდა.
-ვინ გამოუშვა,მერე?-ამოიღმუვლა კაცმა და მელოტ თავზე ხელი გადაისვა-თვითონ გამოვიდნენ,ე!
-არა რა,ამასთან საუბარი ხომ უფრო რულია,ვიდრე ცალრქიან ბიზონთან!-უარესად გაწიწმატდა ქალი და წითელი,ხვეული თმიდან პატარა ჩიტი გამოაძვრინა,რომელიც მის ვარცხნილობაში ისე გაბმულიყო,როგორც ხაფანგში-დონ!-მძღოლისაკენ დაიძრა და ახლა მას დააცხრა-არ შეიძლება,რომ აკონტროლო,ვინ და რა ამოვა ამ წყეულ ავტობუსში?
-ნუ იწყევლები ქალო შენ...-სასხვათაშორისოდ გამოსძახა გამხდარმა,გრძელთმიანმა კაცმა,რომელიც ავტობუსის მარვის პარალელურად,ოთხ საქმეს მაინც აკეთებდა-ცდილობდა,რადიო სასურველ სიხშირეზე მოემართა,უზარმაზარ ჩიბუხს ეწეოდა,გვერდით მიდგმული,გამჭირვალე ბოთლიდან მომწვანო სითხეს სვამდა და დრო და დრო სახეზე ჩამოშლილ,გრძელ,სწორ და სავარაუდოდ,ბინძურ თმას უკან იწევდა.
დონმა საკუთარი სახელი ასოცი წლის წინ აირჩია,როდესაც მეხუთასე მაგთა ყრილობის შემდეგ დამტკიცდა რეგულაცია “ნაკლებ შესამჩნევი ჯადოსნური ტრანსპორტის დანიშვნის შესახებ”.
ამ დროს მას ჯერ კიდევ მოკლედ შეჭრილი თმა და აბიბინებული ულვაში ჰქონდა,ძალიან ამაყობდა იმ ფაქტით,რომ იმ იშვიათ ჯადოქართა შორის იყო,რომელთაც არამაგიური წარმოშობის ტექნოლოგიების მართვა გამოსდიოდათ.გამორჩეულს კი გამორჩეული სახელიც სჭირდებოდა,ამიტომ შეეცადა,გამხდარიყო “დონ მიქაელი”,თუმცა სულ ტყუილად,იგი ყველასათვის დონად იქცა.
წლების განმავლობაში მძღოლი გულგრილი და მოწყენილი გახდა,ის,რაც თავის დროზე დასაფასებელი და მნიშვნელოვანი იყო,გაუფერულდა და მისი პროფესიაც საკმაოდ მოძველდა,რის გამოც პატივს აღარავინ სცემდა. ამიტომაც მოადუნა ყურადღება და ბოლო წლებში უკაცრავად მკითხველთან და,საერთოდ ქვედა კიდურებზე დაიკიდა კლიენტები და მათი პრეტენზიები.ჩვენში დარჩეს და,დიდად აღარც საგზაო წესებს იცავდა და ხანდახან მინებზე დამცავი შელოცვის დადებაც კი ავიწყდებოდა.
დონის მგზავრებს შორის,იმ ღამით ვითარება საკმაოდ დაიძაბა,რადგანაც წითელთმიანი ქალის ვარცხნილობას კიდევ რამდენიმე ჩიტი მიემატა და ქალბატონიც დაუყოვნებლივ მოითხოვდა “მფრინავი დინოზავრების” ნეიტრალიზებას,რაზეც მათი პატრონი და როგორც აღმოჩნდა,დიდი მოტრფიალეც,ძალიან გაბრაზდა.
ამასობაში სხვა მგზავრებიც ჩაერთნენ კონფლიქტში და საბოლოოდ,ავტობუსი ორ დაპირისპირებულ ჯგუფად დაიყო-ერთნი ქალს უჭერდნენ მხარს და ჩიტების გაძევებას მოითხოვნენ,მეორენი კი პირველთ უსულგულობაში ადანაშაულებდნენ.
მათ ფონზე მხოლოდ ერთი,გრძელ ლაბადაში გახვეული მგზავრი იჯდა წყნარად,მუხლებზე დასმულ,ჟღალ კატას ჩუმად ეფერებოდა და დროდადრო თვალებს მობეზრებით ატრიალებდა.
როგორც აღმოჩნდა,მისი მოთმინება არ ყოფილა ფართო.
-აღარ მოკეტავთ?-კაპიუშონი გადაიძრო იასმინმა და ხმამაღლა შესძახა-ამ ავტობუსით ხო ვერასდროს,ვერცერთ ვითარებაში,წყნარად ვერ იმგზავრებ,რა!
-შენ რაღა გინდა,ღლაპო?-შეუბღვირა აშკარად გაღიზიანებულმა ჩიტების მესაკუთრემ და კიდევ ერთი აფართხალებული,ყვითელი ჩიტი შეაბრუნა გალიაში.
-რა და,ამ ავტობუსში ცხოველების ამოყვანა ნებადართულია,ასე რომ,მორჩეს კამათი!-ფეხზე წამოდგა იასმინი და მგზავრებს ძველისძველ,გაყვითლებულ პერგამენტზე მიანიშნა,რომელიც კართან იყო გაკრული-სხვანაირად,ის არსებები,რომლებიც ცხოველის სახით არიან დედამიწაზე,ამ ტრანსპორტით ვერ ისარგებლებენ. ერთხელ დონმა თხები არ ამოუშვა,ისინი კიდე ბერიკები აღმოჩნდნენ,გაბრაზდნენ და ცუდი მოსავალიც კი მოვიდა იმ წელს. ასე რომ,მგონი ყველაფერი აშკარაა და ნუღარ შემიჭამთ ჩემს ძვირფას და ძლიერ გამოსადეგ ტვინს.-გამომწვევად შეხედა აურ-ზაურის გამომწვევ ქალბატონს და წარბები აწკიპა-თუ რომელიმე მედიუმს ან ნათელმხილველს ჩიტები აშინებენ,მაშინ ჯობია,საკუთარ პროფესიაზე კარგად დაფიქრდნენ,როგორც ვიცი,ბევრ დემონს აქვს ფრთები.
ქალის ლოყებმა ნელ-ნელა თმის ფერი მიიღეს,ისე დაიბერნენ,თითქოს პატრონის მრისხანებამ შეავსოთო,ერთი წამით იასმინმა ქალმა ადუღებულო წყლით სავსე,კოპლებიანი ჩაიდანი მოაგონა,მეორე წამს კი უკვე გესლიანი ხითხითი მოესმა.
-ამას ვის ვხედავთ,თურმე შარლატანებიც შემოპარულან ამ ღმერთებისგან მივიწყებულ ავტობუსში.
-როგორ თუ ღმერთებისგან მივიწყებულს?როგორც ვხედავ,თვით ირონიის ქალღმერთი გვწვევია,ნამდვილად ღირსი დღეა! თუ ღამე-ჩაიფრუტუნა იასმინმა და ქალის მწარე შენიშვნას მის არაჯადოქრულ იერზე ყური აარიდა-ასეთი რამეები ხშირად ხდებოდა და გოგონას დიდად არ ადარდებდა,მისთვის მთავარი სიმშვიდე იყო,რადგანაც ფრიად მნიშვნელოვან საკითხებზე ფიქრობდა.
იგი თავის ადგილს დაუბრუნდა,კვლავ კაპიუშონი წამოიფარა და კატის ბეწვს ნაზად გადაუსვა ხელი. ეს ფიქრში ეხმარებოდა.
-მაისის დღე-საუბრობდა იგი გონებაში-ჩემი ერთადერთი საიმედო თავშესაფარი “კვატების ფერმა” იყო,ემილიმ კი მომწერა,რომ იქაურობას არ გავკარებოდი...-წარბშეკრული გადაეშვა უსიტყვო ფიქრების მდინარეში.
სინამდვილეში, ემილიმ,რომელიც მისი ბავშვობის მეგობარი იყო და აღმზრდელად იმავე სახლში მუშაობდა,სადაც იასმინთან ერთად გაიზარდა,სულ სხვა რამ მისწერა გოგონას:
“ძვირფასო ისი
ვერ წარმოიდგენ,როგორ გამიხარდა შენი წერილის მიღება.
ბოლო რამდენიმე კვირა მაღვიძარასავით გაიძახოდა ჩემი ტვინი,იასმინს შეეხმიანეო,მაგრამ ამ პატარა ეშმაკების ხელში ძალიან რთულია,რამე არ გადაგავიწყდეს.
ბედნიერი ვარ,რომ ჩვენთან სტუმრობას აპირებ,მოხარული ვიქნები,თუ ზუსტ დროს მამცნობ,რაღა შესაფერისად მოვახერხო შენი დახვედრა.
აქ შესანიშნავი ამინდებია,სწორედ იმ მაისის დღეების მსგავსი,მის ემბერს რომ ვეპარებოდით მდელოზე სათამაშოდ.
მოუთმენლად ველი შენ ჩამოსვლას,იმდენი რამ მაქვს მოსათხრობი!
სიყვარულით,ემი.”
იასმინი ყუთების ჩალაგებით იყო დაკავებული,როდესაც სწრაფი ფოსტით წერილი მიიღო. თვალი გადაავლო თუ არა,დარწმუნდა,რომ რაღაც რიგზე ვერ იყო-ჯერ ერთი,ემი გადაყრუებული დედაბერივით მწერს,თითქოს და ინგლისელი ლორდის ას ოცი წლის ქვრივი იყოს-მიუგო მან კნუტოს,რომელსაც რეზინის თაგვზე მიხუტებულს,ნახევრად ეძინა-მეორეც,მაისის დღე ახსენა.
ეს,ერთი შეხედვით,უწყინარი ჩართვა სასიცოცხლო საფრთხეზე მიანიშნებდა,ვინაიდან იასმინმა,ისევე,როგორც ემიმ კარგად იცოდნენ მისი გადატანითი მნიშვნელობა,რომელიც მთელ მსოფლიოში მისი ფრანგული ასლის-m'aider-ის(თარგმანი-მიშველე)გამო გამოიყენებოდა სამაშველო სიგნალად.
ეს ყველაფერი კი გოგონამ სათავისოდ გადათარგმნა და გდაწყვიტა,”კვატები” თავიანთ თავს მიხედავენ,მე კი საფრთხეს უნდა გავერიდოო.
კნუტოს რომ ენა ჰქონოდა,ეტყოდა,რომ მხდალი იყო,თუმცა იასმინი ამას სიფრთხილეს ეძახდა. იგი “კვატების სახლში” გაიზარდა,რადგანაც მშობლებმა პატარა იასმინი უჩვეულო და საშიშ ბავშვად ჩათვალეს და პირველივე შესაძლებლობისთანავე,შეშინებულებმა მოიშორეს. ხსენებული ადგილის ნამდვილი სახელი “ბავშვთა სახლი N39” იყო,თუმცა,ვინაიდან დირექტორი განურჩევლად ყველა ბავშვს კვატს ეძახდა,იასმინის სახლს სწორედ ასეთი სახელი შემორჩა.
“კვატების სახლი” გოგონასთვის სასიამოვნო მოგონებებთან ასოცირდებოდა. პირველ რიგში იმიტომ,რომ იქ უსაფრთხოდ გრძნობდა თავს,მეორეც-ძალიან უნდა მოენდომებინა,რომ იქ მოეწყინა,ვინაიდან ეს სახლი სწორედ მისნაირი-უცნაური ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი. მიუხედავად ამგვარი სიმპათიებისა,იასმინს აზრადაც არ მოსვლია,იქაურობა ეხსნა,რადგან ფიქრობდა,რომ ჯერ საკუთარი ტყავისთვის უნდა მიეხედა...
ფიქრებიდან კიდევ ერთხელ გამოარკვიეს. ამჯერად,ეს ერთი,ძონძებში ჩაცმული და აბურდთმიანი გოგონას ბრალი იყო,რომელიც ბოლო ხმაზე კიოდა,რომ ანტიქრისტე ახლოს იყო.
იასმინმა ამოიოხრა,წყეულიმც იყოს ეს წყეული ცხოვრებაო,წაიბუტბუტა და ჯიბიდან ქაღალდი ამოიღო,რომელსაც აგერ უკვე რამდენიმე კვირა იყო,თან დაატარებდა.
ფურცელზე გაკრული,ლამაზი კალიგრაფიით ეწერა:
“ჩემს ბედისწერას უჩემოდ თუ ქმნიდა განგება,
ჩემი ავ-კარგის ცოდნა ნეტავ რაში ადგება?!
გუშინდელივით დღეის ამბავს თუ არვინ მკითხავს,
რა პასუხს მთხოვენ,ხვალ განკითხვის დღე რომ დადგება?”
ომარ ხაიამის ეს რობაი სემუელმა სტუმრობის დღეს დაუტოვა. გოგონამ მოკუჭულ ფურცელს სავარძელში მალევე მიაგნო და მას შემდეგ ტვინს იჭ....ტდა,თუ რისი თქმა უნდოდა ამით ილუზიონისტს.
იასმინის ვარაუდები ერთმანეთზე უფრო სულელური და დაუჯერებელნი იყვნენ,თუმცა ამ ფურცელმა ერთი კარგი საქმე მაინც გაუკეთა-გაახსენა,თუ სად შეიძლებოდა,წასულიყო.

***
“კვატების სახლში” იასმინი იმაზე ურჩიც კი იყო,ვიდრე ზრდასრულ ასაკში. მიუხედავად იმისა,რომ აღმზრდელები მუდამ უჩიჩინებდნენ-ნიჭი კუნთივითაა,თუ არ ამუშავებ და თავს ტკივილით არ შეგახსენებს,მის არსებობას ვერც კი შეამჩნევო. გოგონას კი საკმაოდ გამოსადეგი ნიჭი ჰქონდა-მას დროში მოგზაურობა შეეძლო,ოღონდ,რა თქმა უნდა,მხოლოდ გონების თვალით. ფიზუკურად ეს ჯერ არავის გამოსვლოდა. უფრო ზუსტად კი,იასმინი წარსულისა თუ მომავლის ფრაგმენტებს ხედავდა,ხოლო თუ მოინდომებდა,ფრაგმენტებზე მეტსაც შესწვდებოდა,ერთი ეგ იყო,არ ინდომებდა.
“კვატების ფსიქოლოგი”,ხანში შესული ქალბატონი,სახელად ბეკა(ბავშვები გამოსაჯავრებლად ბეკეკასაც ეძახდნენ ხოლმე,თუმცა,ძირითადად,ზურგს უკან) იასმინის სიზარმაცეს ბავშვობის ტრამვას მიაწერდა-იგი სწორედ ამ ნიჭის გამო მიატოვეს,საბრალო გოგონა,რა გასაკვირია,რომ დათრგუნულია და ეს წყევლაც კი ჰგონია-დანანებით ამოიკიკინებდა ხოლმე მისის ბეკა,სათვალეს მოიხსნიდა და ჩაის მოწრუპავდა,რომლით სავსე ფინჯანიც მუდმივად მაგიდაზე ედგა,შემდეგ იასმინს ბოლო სტადიის უკურნებელი სენით დაავადებულივით შეათვალიერებდა და ემშვიდობებოდა მორიგ სეანსამდე,უფრო სწორად,ვიშვიშამდე.გოგონა კი სულაც არ თვლიდა,რომ ის ტრამვა ახსოვდა ან აწუხებდა,რომელიც ორი-სამი თვისამ გადაიტანა. რაც არ ჰქონია,ვერ მოენატრებოდა,არ იცოდა,რა იყო მშობლის სითბო,ამიტომაც არც იმაზე დარდობდა,თუ კიდევ ერთი ან ორი ადამიანი არ მიემატებოდა იმათ სიას,ვინც თავის ჭკუაზე სიარულს სთხოვდა.
ამიტომაც მოიშორა თავიდან პირველი შეყვარებული,გიორგი-ზებუნებრივი სიძლიერის მქონე ბიჭი,რომელსაც გოგონა მართლაც უყვარდა,თუმცა “მონსტრებთან”საბრძოლველად ამზადებდნენ და სხვა სკოლაში გადასვლა უწევდა. მოკლედ,ჯარისკაცი ხდებოდა.
იასმინს,კაცმა რომ თქვას,მართლაც ძალიან მოსწონდა ბიჭი,თუმცა თავისუფლება უფრო მნიშვნელოვანი იყო,სიყვარული კი მისთვის დამოკიდებულებად აღიქმებოდა,ამიტომაც გამოუცხადა,ახალ სახლში ვერ გამოგყვები,ამისთვის მზად არ ვარო.
გიორგი ძალიან გაუნაწყენდა და მეორე კვირასვე,ხმის გაუცემლად დატოვა “კვატების სახლი” ისე,რომ იასმინს მზერითაც არ დამშვიდობებია,ამის შემდეგ გოგონამ გადაწყვიტა,რომ სწორედ ასე უნდა მოქცეულიყო-რაც შეიძლება მალე მოეშორებინა საყვარელი რამეები.
როგორც კი თექვსმეტი წელი შეუსრულდა,სკოლა დატოვა და წინასწარ მოფიქრებულ სქემას მიჰყვა-2 წელი ნაცნობ აფთიაქართან მუშაობდა,დამხმარედ,რა დროშიც ბევრი მნიშვნელოვანი ნაყენის დამზადება და რაც მთავარია,მათი სარფიანად გაყიდვა ისწავლა,შემდეგ კი თავისი ერთი,პატარა ჩემოდნით ქვეყნის ერთ-ერთ უდიდეს ქალაქს მიადგა და უნივერსიტეტში აღმოსავლური ენების შესწავლას მიჰყო ხელი.
სწორედ ამ დროს გაიცნო სოფი-ფუმფულა,დაბალი,შავთმიანი გოგონა,რომელსაც თმები მუდამ სავსე ლოყებზე ჩამოეფარებინა და სათვალეების ზემოდან ბოროტად იყურებოდა.
სოფისა და იასმინის ერთად მოხვედრა სულაც არ ყოფილა შემთხვევითობა-ეს ორი,უნივეტსიტეტის საერთო საცხოვრებლის მასშტაბით,ყველაზე არასასურველი მეზობელი იყო,ამიტომაც ადმინისტრაციამ საკმაოდ პრაქტიკული გადაწყვეტილება მიიღო და ისინი ერთად მოათავსა.
სოფი “მონადირის” შვილიშვილი იყო. როგორც თავად იასმინს უთხრა,თურმე “ბაბუამისი ქაჯებზე ნადიდრობდა” და თურმე “ყველა არსება რეალური იყო”.
ამაზე იასმინმა წარბები აწკიპა,რას ლაპარაკობო,უთხრა და მას შემდეგ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ეკონტაქტებოდა,ვინაიდან თვლიდადა,რომ სოფის “ფიცარი ჰქონდა დაცურებული”, თუმცა გოგონას ლაპარაკის მოსმენა ხანდახან მაინც უხდებოდა,ასე გაიგო,რომ:
სოფის ბაბუა კონტინენტის თუ არა,ქვეყნის მასშტაბით,საუკეთესო მონადირე ყოფილა(რა თქმა უნდა,თავის დროზე),ახლა კი პენსიაზე იყო გასული და თუ მისი სახლის შორი-ახლოს გზააბნეული მაცილი ან ჯუჯა არ ჩაუვლიდა,ზებუნებრივ არსებებთან ბრძოლით თავს აღარ იწუხებდა,თანაც თურმე ართრიტი ჰქონდა.
-ბაბუს სახლი ყველაზე დაცული სახლია მსოფლიოში-ვერაფერი ვერ შემოვა,თუნდაც კეთილი,თუნდაც ბოროტი!კედლებზე სულ რუნებია დახატული,ერთ თავისუფალ ადგილს ვერ ნახავ! ამიტომ მინდა ძველი ენების სწავლა,რომ ბაბუს საქმე გავაგრძელო!
მაშინ იასმინმა გოგონას კრიტიკული მზერა შეავლო,ვინაიდან თვლიდა,რომ მონადირება კი არა,მეთევზეობის სურვილიც საკმაოდ ხმამაღალი განაცხადი იყო მისი მხრიდან-სოფი ერთთავად წიგნებში იჯდა და “ბაუნტის” ჭამდა. იასმინმა იცოდა,თუ სოფისათვის რამის თხოვნა უნდოდა,”რაფაელო” უნდა მოემარაგებინა,მოკლედ,გოგონა ქოქოსის ტკბილეულზე გიჟდებოდა და გასაკვირი არცაა,რომ ეს “ქოქოსები” გვერდებზეც ეტყობოდა.
თავდაპირველად სოფი უფრო ლაქლაქა იყო,თავის სახლსა და ბაბუაზე იასმინს ყურები გამოუჭედა,თუმცა ნელ-ნელა დეპრესია და ქოქოსის ჭამის სურვილი გაძაფრდა,შემდეგ კი იასმინმა ბინა იქირავა,რადგანაც საკმაოდ ბევრს შოულობდა სხვადასხვა ნივთების ვაჭრობით და სოფი აღარც გახსენებია. მანამ,სანამ იგი სპარსელი მათემათიკოსი, ფილოსოფოსი და პოეტის შემოქმედებამ არ გაახსენა-სოფი ომარ ხაიამის ერგული და გულმხურვალე ფანი იყო ყველა ის სიტყვა ორიგინალში იცოდა ზეპირად,რაც კი კაცს ოდესმე დაეწერა.
თავშესაფარზე ფიქრისას ძველი “მეგობრის” შეუვალი,დაცული სახლის გახსენება საკმაოდ საჭირო დამთხვევა აღმოჩნდა და მისდა გასაკვირად,იასმინმა ისიც კი გაიხსენა,სად უნდა ეძება ეს სახლი.
ალბათ მეხსიერების ამგვარი სიყოჩაღე იმის ბრალიც იყო,რომ ქვეყანაში დაბა,სახელად “ღრმა ფუღურო” ერთადერთი იყო და ინტერნეტში მოძებნისას ნებისმიერ შემთხვევაში სწორედ ეს ადგილი ამოგიხტებოდათ.
იასმინსაც ბევრი აღარ უფიქრია,აიკრა გუდა-ნაბადი და სოფის სახლისაკენ გაემგზავრა.
ავტობუსში სწორედ იმაზე ფიქობდა,რა მოელოდა. მისი ნიჭი არც თუ ისე ადგებოდა-აღმზრდელების შედარება კუნთებთან მართლაც სწორი აღმოჩნდა-გოგონა ფრაგმენტებს სულ უფრო იშვიათად ხედავდა,ისიც ძილში და მათი უმეტესობა გაღვიძებამდე ავიწყდებოდა,თუმცა ერთ-ერთმა ასეთმა ფრაგმენტმა აიძულა,ბარგი მეოგროვებინა და ქალაქი დაეტოვებინა.
იასმინმა საკუთარი სიკვდილი ნახა. და კიდევ ათასობით,მილიონობით თანაქალაქელის. ამის თავიდან ამოგდება კი მარტივი საქმე არ იყო,იმაზე რთულიც კი,ვიდრე წლების წინ დავიწყებულ,უჟმურ კურსელთან სახლში გაუფრთხილებლად მიდგომა და თავშესაფრის თხოვნა იყო.

***
-დაბა “ღრმა ფუღურო” -დაიღრიალა დონმა და ხელის მუხრუჭი დემონსტრაციულად ამოსწია. იასმინი,რომელიც თავის კნუტოსთან ერთად უდარდელად თვლემდა ბოლო სავარძლებზრ,შეირხა და ნელა წამოიწია-ეს ჩვენ გეგმაში არ შედის,დამატებით უნა გადაიხადო-თქვა დონმა და იმის საჩვენებლად,რომ მისი სიტყვები უაპელაციო იყო,კარი გააღო და სუფთა ჰაერის ჩასასუნთქად გარეთ გადაბობღდა.
იასმინმა თვალები მოიფშვნიტა,მიმოიხედა და მიხვდა,ბოლო მგზავრი იყო. უზარმაზარ ზურგჩანთას გადასწვდა,საფულე ამოაძვრინა,კნუტო უბოდიშოდ ისროლა კარიდან და თავადაც,უკვე გამოფხიზლებული,ავტობუსიდან ჩახტა.
დონს იმაზე მეტი გადაუხადა,ვიდრე ეკუთვნოდა-ეს ორივემ იცოდნენ,ამიტომაც მიხვდა მძღოლი უსიტყვოდ-თუ ვინმე იკითხავდა,მას იასმინი თვალითაც არ ენახა.
დონთან ფრიად მეგობრული დამშვიდობების შემდეგ,გოგონა ბილიკს გაუყვა და ხეებსა და ბუჩქებს შორის ყვავილებივით ჩასმულო სახლები შეათვალიერა-იქაურობა საკმაოდ ლამაზი იყო,თუმცა შემოდგომა უფრო მოუხდებოდა.
ჩიტების ჭიკჭიკს მხოლოდ რამდენიმე ხმა არღვევდა-ბავშვების შორეული ჭყიპინის,ნაჯახის ხეზე დარტყმისა და ძაღლის ყეფისა.
-იმედია,არ იგონებდა ის ქოქოს-ვუმენი-ჩაიბურტყუნა იასმინმა,თუმცა საკუთარ ალღოზე მეტად ილუზიონისტის სჯეროდა. რატომღაც სწამდა,რომ კაცმა სოფიზე მიანიშნა,თუმცა როგორ და რატომ-ეს ვერ აეხსნა.
რამდენიმე სახლთან შეჩერდა და დააკაკუნა,თუმცა არავინ გაუღო. უკვე ფიქრობდა,უკანასკნელი იდიოტი ვარო,როდესაც “სიმპათიური”ხმა მოესმა.
იასმინს მოსასხამი ისე მოეცვა,შუასაუკუნებიდან მობოდიალებულ მათხოვარს ჰგავდა,თუ რა თქმა უნდა,უზარმაზარ,”პუმას” ზურგჩანთას არ ჩათვლიდით,გვერდით კი ჟღალი კატა ამოსდგომოდა. საერთო ჯამში,საშუალოზე მეტად უცნაურად გამოიყურებოდა,მით უმეტეს,მის წინ მაღალი,შავთმიანი,სპორტული აღნაგობის,წელს ზემოთ შიშველი ყმაწვილი იდგა და გაკვირვებული შესჩერებოდა.
-ვინმეს ეძებთ?-გაიმეორა კითხვა ბიჭმა. იასმინი კი ფიქრობდა,სად დაკარგა ენა.
-დიდი ხანია,სიმპათიური ბიჭისთვის არ მომიცლია-დანანებით გაიხსენა ბოლო პაემანი,რომელიც უკვე წელიწადნახევრის იუბილეს იხდიდა-დიახ-ამოღერღა ბოლოს და კაპიუშონი მოიხსნა. მოგვიანებით ფიქრობდა,რომ ჰორმონები ადამიანებს ბევრ სისულელეს აკეთებინებენ-სოფის.
-სოფი?-ჩაილაპარაკა ბიჭმა და კიდევ უფრო მიუახლოვდა იასმინს,აშკარად დაინტერესებული ჩანდა-ასეთი არავინ მახსენდება,მაგრამ მეც ახალი ჩამოსული ვარ აქ. მე ტონი ვარ-ხელი გაუწოდა და იასმინმაც მოჯადოვებულივით ჩამოართვა.
-მაია-სუნთქვას ამოატანა პირველი,რაც ენაზე მოადგა. იქნებ ეს იმის ბრალი იყო,რომ ბიოლოგიაზე ფიქრობდა,მისი ბიოლოგიის მასწავლებელს კი მაია ერქვა.
-სასიამოვნოა-გაიღიმა ბიჭმა და იასმინმა თავს შეუძახა,ეს ნამდვილად არ გეკადრებაო.
-მაშ,ტონი-წამოიწყო მან ისეთი ქალის ტონით,რომელიც უდარდელობის ნიღაბს ეფარებოდა-ადგილობრივს არავის იცნობ?იქნებ ვინმე დამეხმაროს.
-ჰო,ჰო,რა თქმა უნდა-არც ტონი ჩანდა ნაკლებად გამოთაყვანებული-ბებიაჩემი აქ ყველას იცნობს,წამო-იასმინს ჩანთა დაუკითხავად ჩამოართვა და მხარზე გადაიკიდა. კუნთები ათამაშდნენ და გოგონამ არჩია,მთელი ყურადღება უკმაყოფილო კნუტოზე გადაეტანა,რომელიც აშკარად ეჭვიანობდა.
ერთ ხანს ჩუმად მიდიოდნენ,რადგანაც იასმინი კითხვებზე მოკლე და უხალისო პასუხებს იძლეოდა-ყოველთვის ასე ემართებოდა,როდესაც რამე მოსწონდა.
-ისე,არ გცხელა?-ტონიმ ბილიკზე გაუხვია და მწვანე სახლის მწვანე ჭიშკარი შეაღო.
-არა,მაგრამ სიამოვნებით გათხოვებდი ამ მოსასხამს-მრავალმნიშვნელოვნად ანიშნა ბიჭს იასმინმა და ოდნავ გაეღიმა.-ალბათ აქ რაიმე ჩრჩილის სახეობაა,რომელიც მხოლოდ მაისურებს ჭამს.
ბიჭმა ჩაიცინა და ხელები მკერდზე შერცხვენილი ქალივით აიფარა-მაპატიე,მაგრამ ლამაზი გოგონები ყოველდღე არ მოდიან ამ უღრანში.
იასმიანმა წაუყრუა სიტყვა “ლამაზს” და ბიჭს სახლში შეჰყვა.
შესასვლელიდანვე ჩანდა,რომ იქაურობა სისუფთავეზე გადარეულ,პედანტ ადამიანს ეკუთვნოდა. მალევე,ისე,თითქოს ქარი შემოსრიალდაო,მისაღებში მაღალი,შავებში ჩაცმული ქალი გამოჩნდა.
მრგვალი,გამჭირვალე სათვალე ეკეთა და ყელზე თეთრი,გახამებული საყელო მოერგო. კაცი იფიქრებდა,რომელიღაც ფილმში დაკრძალვის სცენას თამაშობდა და წამით სახლში შემოირბინაო. სახეც დაკრძალვის შესაფერისად დამწუხრებული და მკაცრი ჰქონდა.
-ანტონ,შეიძლება ვიკითხო,ვინ შემოიპატიჟე ჩემ სახლში?-თავაზიანობის მიღმა,მახვილი სიტყვა “ჩემზე” დასვა და თვალები მოწკურა.
-ბებო,ეს მაიაა,თავის კურსელს ეძებს,ხოდა ვუთხარი,რომ შეიძლება შენ იცოდე-ტონი ოცდახუთი წლის მაინც იქნებიდა,თუმცა ათი წლის ბავშვის ინტონაციით ჩამოურაკრაკა სათქმელი.
-არა-ა,ეს არ გამოდგება-იასმინის თავში რაღაც ქალურმა ინსტიქტმა დილის გადაცემის წამყვანის ხმა მიიღო და ისე ალაპარაკდა.
-რისთვის?-შეეპასუხა გონებაშივე.
-პურის საცხობად,აი რისთვის. სულელო გოგო,ბავშვები გყავს გასაჩენი და მაგისთვის კიდევ რაღაცაა საჭირო-წამყვანის ხმა გაწყდა,რადგანაც ბებიამ იასმინს მიმართა-მართლა? რა ჰქვია შენ კურსელს,ახალგაზრდა ქალბატონო?
-სოფი,სოფი გენ... გუფ... გვარი აღარ მახსოვს,მაგრამ,აი ასეთია...-იასმინმა სცადა,სოფის გარეგნობა დეტალებში აღეწერა,თუმცა ბებიას,რომელიც სტუმრის შეპატიჟებას არ ჩქარობდა,გაურკვეველი სახე მიეღო და ალბათ სიამოვნებდა კიდეც,იასმინის დაბნეულობა.
-მსგავსი არავინ მახსენდება-კმაყოფილმა გაიქნია თავი.
-ქოქოსები უყვარს-დაამატა უღონოდ გოგონამ.
ქალი წამით შედგა და ბოლოს და ბოლოს,თვალებში რაღაც აენთო-აჰ! წვერიკებზე ამბობ? მაგ შერეკილებზე? რას წარმოვიდგენდი!
-იცნობთ?-გაიბადრა იასმინი.
-კი-თავი დაუქნია ქალმა.
-აქ ცხოვრობენ?
-კი-ისევ იგივე ჟესტი.
-მიმასწავლით?
-აჰამ.
-ახლოა?
-კი,დაახლოებით თხუთმეტიოდე კილომეტრი იქნება,თუ ახლავე წახვალ,და ჯერ მხოლოდ დილაა,საღამოს ჩაისთვის აუცილებლად მიუსწრებ. თუმცა ეგენი ალბათ ქოქოსის წვენს სვამენ-ჩაიცინა ბოლოს.
-აუფ,შორს ყოფილა-ღიმილი ერთბაშად სახეზე ჩამოეკიდა იასმინს.
-ისე კი,კარგად ვერ გცნობია შენი მეგობარი-მრავალმნიშვნელოვნა შეაპარა ქალმა-შავი კი არა,საზიზღრად წითელი თმები აქვს,ოდნავ ფუმფულა კი არა,ბეჰემოტებს შორის რეკორდსმენია და სათვალეს კი არა,ტელესკოპს ატარებს თვალებით-როგორც ჩანდა,ტონის ბებია ძალიან ხალისობდა ამ ფაქტებით.
-მგონია,რომ ცოტას აჭარბებთ-მკაცრად უპასუხა იასმინმა. მართალია,სოფის თავის მეგობრად არ თვლიდა,თუმცა მისი ასეთი დამცირება ვერ აიტანა,ქალს უტეხად შეჰხედა-გმადლობთ ინფორმაციისთვის,მადლიერი ვიქნები,თუ კი მეტყვით,საით წავიდე.
ბებიას სახის გამომეტყველება ჩვეულებრივ დაკრძალვისეულს დაუბრუნდა და ხმადაბლა ჩაიბურტყუნა პასუხი.
-გაგაცილებ-მაშინვე გამოჩნდა მოხალისე,ტონის სახით და თუმცაღა იასმინს გამცილებელი დიდად არ ესაჭიროებოდა(აქეთ გაგაცილებო,გაიფიქრა კიდეც)მაგრამ თვალებგანაბული მაინც ნაზად დათანხმდა ბიჭს.
გზაში წყვილმა ერთმანეთი კარგად გაიცნო. უფრო სწორად,იასმინმა გაიცნო ტონი,ამ უკანასკნელმა კი ვინმე მაია,რომლის პიროვნებასაც გოგონა გზადაგზა იგონებდა,მის გონებაში კი წამყვანის ხმა ბიჭის თვისებებს ახარისხებდა-გამოდგება,არ გამოდგება,გამოდგება,არ... რას ვიზამთ,მარტოხელა ქალები ვართ და კაცის დანახვაზე ასე მოგვდის-ჩაიხითხითებდა ხოლმე ხმა-როცა ქალს არავინ ჰყავს,თანაც უკვე დიდი ხანია,ყოველ კუთხე-კუნჭულში მომავალი პარტნიორი ელანდება. მიდი,იასმინ,ეგ ლოდი ასწიე,იქნებ მანდაც იყოს ვინმე პრიცნი მიმალული,თეთრი ცხენი კი ვეღარ დაეტეოდა...
იასმინი ნახევარი გულისყურით უსმენდა საკუთარ გონებას,მეორეთი კი ბიჭის კეფას ათვალიერებდა. ტონი წინ წავიდა,რადგანაც სახლს მიახლოვებოდნენ და როგორც ბებიამ გააფრთხილა,ჯობდა ბერიკაცთან ფრთხილად ყოფილიყვნენ.
იასმინს სულ უფრო და უფრო ეპარებოდა ეჭვი,რომ სწორად მოიქცა.
იქნებ,სოფი ამეტებდა და მისი ბაბუა სულაც არ იყო ასეთი მაგარი? ან და საერთოდ არც კი იყო მონადირე და სოფიმ ბავშვობის ზღაპრები რეალურად აღიქვა? რას გაიგებდა,უცნაურზე უცნაური გოგო იყო,ყველაზე მთავარი კი-სახლს ისე მიუახლოვდნენ,რომ არავითარი დაბრკოლება არ შექმნიათ,შიგნითაც თავისუფლად შეაღწევდნენ,რომ არა ზრდილობა,რომელიც აიძულებს სტუმარს,შეუპატიჟებლად არ შევიდეს.
-არავინ არაა?-სასოწარკვეთილი ხმით ამოიოხრა იასმინმა და უზარმაზარ,ხავსით დაფარულ სახლს კიდევ ერთხელ შემოუარა. ვერ გაიგებდი,კედლები რა ფერის იყო,უფრო ჭრელი ეთქმოდა-სადაც ხავსი არ იყო,იქიდან უცნაური და ათასგვარი ნახატ-ფიგურა მოჩანდა,რომლებიც იასმინსაც კი არ ეცნობოდა.
-მგონი,ჯობია შიგნით შეხვიდე და დაელოდო,მე კი უნდა წავიდე-გულწრფელი სინანულით უთხრა ტონიმ-მაგრამ კიდევ შევხვდებით,ხომ? ამოვალ ხოლმე.
იასმინმს რომელიღაც ფილმის სცენა გაახსენდა,სადაც ლამაზი,ლურჯთვალება გოგონა თავის შეყვარებულს ემშვიდობებოდა და სხვა პლანეტაზე უშვებდა.თავი ძლივს შეიკაბა,რომ არ გასცინებოდა.
-რა თქმა უნდა,მგონი,დიდ ხანს დავრჩები,თუ მასპინძლები ვიპოვე,რა თქმა უნდა-დაასკვა ბოლოს.
-ყოველი შემთხვევისთვის,ხვალ მოვალ. მგონი მამაჩემი მოდის და მანქანასაც მათხოვებს,ჩემი გაფუჭდა-თავი იმართლასავით,ქალები დიდად არ სწყალობენ ფეხით მოარულ კაცებს,თუმცა იასმინი რომ გამორჩეული იყო, ამის აღმოჩენას დიდი დაკვირვება არ სჭირდებოდა.
-როგორც გინდა,ისე მოდი,თუ გინდა,ტორილით მოფრინდი-მხრები აიჩეჩა იასმინმა-ახლა კი წადი,თორემ დაგიღამდება.
-ისე,ცალკე ოთახში იძინებ თუ იმ სოფისთან ერთად?
-ჯერ ისიც კი არ ვიცი...-პასუხი შუახე გაწყვიტა იასმინმა და ბიჭის ეშმაკურ სახეს შეაჩერდა-დროზე მოუსვი აქედან!
ტონიმ გაიცინა,იასმინს მიუახლოვდა და წელზე ხელი მოჰხვია. გოგონას,მისდა გასაოცრად,გული არ აჩქარებია. უფრო სწორად,სულ გაუჩერდა,ოღონდ ტონის გამო არა-ფრაგმენტი დაინახა-მის წინ მდგარი ბიჭი,ზუსტად ისეთივე იყო,თუმცა მზერა შეცვლოდა და ხელში ზურგჩანთის მაგივრად გრძელი ხმალი ეკავა.
გველნაკბენივით გადახტა უკან და დასამშვიდებლად ტყისაკენ შებრუნდა.
-წადი,ანტონ. დაგაგვიანდება-ეცადა,უდარდელი ხმა მიეღო.
ბიჭმა თავი გაიქნია,საკუთარ თავს ჩუმად უწოდა იდიოტი და გოგონას დაუძახა,
-მაპატიე,არ მინდოდა ასე სწრაფად,უბრალოდ,თითქოს...კარგი,ხვალ გნახავ,ოქეი?
-ოქეი.-მიუბრუნდა იასმინი და გაუღიმა იმის ნიშნად,რომ ყველაფერი კარგად იყო.
უხერხული გამომშვიდობების შემდეგ,ის იყო იასმინი მარტო დარჩა და ნანახის გააზრების საშუალება მიეცა,შორეული ხმებიც მოესმა.
ადამიანთა ჯგუფი ნელა,ყაყანით უახლოვდებოდა სახლს,აშკარა იყო,რაღაცაზე დაობდნენ და ეს დავა,სავარაუდოდ,ირმის ჩაშუშულს ეხებოდა,შემდეგ კი მათ პარმაღზე მდგარი,უცაურად ჩაცმული გოგონა დაინახეს და გაჩუმდნენ,თუმცა ნაბიჯს აუჩქარეს.
სამი მამაკაცი და ორი ქალი იყო. კაცებიდან ორი ხანშიშესული,ერთი-მელოტი და გამხდარი,მეორე-ხშირი,ჭაღარა თმითა და შესამჩნევი ღიპით,მესამე მამაკაცი გაცილებით ახალგაზრდა იყო,ჩამავალი მზის სხივების მოხვედრისას თმა ბრინჯაოსფრად უბზინავდა და დინჯად მოდიოდა სხვებისგან ოდნავ მოშორებით,მხარზე ცულგადადებული. იასმინმა გაიფიქრა,რაღა ახლა გავახსენდი აფროდიტას,აქამდე ძაღლადაც რომ არ მაგდებდაო,მაგრამ მერე დაასკვნა,წელიწადნახევარია,ძველ ბერძნულს ვსწავლობ და რაღაც ქვის მტვერს ვეძებ,შეშლილი მეცნიერივთ და ასეთი ბიჭები სად უნდა მენახაო.
ამასობაში კი თვალი ქალებზეც გადაიტანა და მაშინვე მიხვდა,რომელი იყო სოფი-გოგონას გრძელი,შავი სარაფანი ეცვა და თმები ძველებურად ჩამოეფხატა სახეზე. რომ არა ტონის ბებია,იასმინს ალბათ გაუჭირდებოდა მისი ამოცნობა-ზომაში ალბათ სამჯერ მოემატა,მისი ფიგურა გაწელილ სურათს ჰგავდა,სათვალე არ ეკეთა,ამიტომაც დაწვრილებული თვალებიც მოჩანდა,რომლებიც იასმინს ავად უმზერდნენ,შემდეგ კი,თითქოს იცნესი,ოდნავ იცვალნენ და დარცხვენილი,შეწუხებული იერი მიიღეს.
-იასმინ?-დაიჩურჩულა გოგონამ და თავს მოერია,რომ მუცელზე უნებურად აფარები ხელები ჩამოეწია.
-ეს ვინღაა-მკვახედ იკითხა ჭაღარა კაცმა და იასმინს მოეჩვენა,რომ ხელში რაღაც იარაღივით მოიმარჯვა.
-პრობლემა-თქვა სოფიმ ხმამაღლა და სტუმარს დაღვრემილი მიაჩერდა-სერიოზული და დიდი პრობლემა!
-ჰეჰ-იასმინი სახლს მოშორდა და მასპინძლებისაკენ ფრთხილად წავიდა,დამნაშავედ იღიმებოდა,ისე,როგორც სცენაზე შემთხვევით აღმოჩენილი ადამიანი,რომელსაც პროჟექტორით ანათებენ-არც ისე დიდი,ვიტყოდი,სულ პაწაწინა და შეუმჩნეველი-კიდევ ერთხელ დამნაშავედ გაიღიმა და სოფის თითქმის ძალით გადაეხვია.
კნუტო უკვე კარგად მოწყობილიყო-ის იყო,ბეღურა დაეჭირა და ინტერესით გაფართოებული თვალებით აკვირდებოდა პატრონს,რომელიც ვიღაცას ეჭიდავებოდა.


***
რა ვთქვა?
ძალიან მომენატრეთ,იმაზე მეტად,ვიდრე წარმოგიდგენიათ.
ბოდიშს ვიხდი ამდენხნიანი გაუჩინარებისთცის და ძალიან,ძალიან დიდი იმედი მაქვს,რომ მოგეწონებათ ახალი ნაწარმოები.
სიყვარულით,ალისა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



ალის მეჩვენები თუ შენ ხარ მართლა? გეფიცები არ მჯერა რომ დაბრუნდი:) აუ როგორ გამახარე❤ წავედი ახლა წავიკითხავ და დანარჩენს მერე გეტყვი❤

 


№2  offline ახალბედა მწერალი Alice76

რუსკიმარუსია
ალის მეჩვენები თუ შენ ხარ მართლა? გეფიცები არ მჯერა რომ დაბრუნდი:) აუ როგორ გამახარე❤ წავედი ახლა წავიკითხავ და დანარჩენს მერე გეტყვი❤

ისე დავბრუნდი,თითქოს პირველი იყოს 50- ე სიახლე♥️ მეც ძალიან მიხარია დაბრუნება და კიდევ უფრო მეტად-შენი დანახვა. ძალიან მომენატრე და გელოდები♥️

 


№3  offline წევრი Rania

Grandiozuli dabruneba gamogividaaa. Ise gamixardi aliss. Momenatra sheni jadoqrobebii. Gagrzelebas rom moutmenlad veli es icodeeee
--------------------
Q.qimucadze

 


№4  offline ახალბედა მწერალი Alice76

Rania
Grandiozuli dabruneba gamogividaaa. Ise gamixardi aliss. Momenatra sheni jadoqrobebii. Gagrzelebas rom moutmenlad veli es icodeeee

ქეთო♥️ შენი დანახვა ყოველთვის მახარებს,ვიცი,რომ ტკბილი კომენტარი მელოდება. დიიდი მადლობა,მომენატრე♥️

 


№5  offline წევრი witchy spirit

აუუ ალის როგორ გამიხარდა შენი სიახლის დანახვა <3 ექაუნთი ახლა გავაკეთე, ისე მხოლოდ ფეისბუქზე გიჭამდი ხოლმე ტვინს და ალბათ არ გემახსოვრები დრაკულას საცოლე რომაა უცნაური ისტორიებით, აი ეგ ვარ, ხოდა ახლა წავიკიტხავ და ვრცელ ანალიზს დაგიწერ <3 მანამდე სიხარული უნდა გამომეხატა შენი კვლავ ხილვის გამო <3

 


№6  offline ახალბედა მწერალი Alice76

witchy spirit
აუუ ალის როგორ გამიხარდა შენი სიახლის დანახვა <3 ექაუნთი ახლა გავაკეთე, ისე მხოლოდ ფეისბუქზე გიჭამდი ხოლმე ტვინს და ალბათ არ გემახსოვრები დრაკულას საცოლე რომაა უცნაური ისტორიებით, აი ეგ ვარ, ხოდა ახლა წავიკიტხავ და ვრცელ ანალიზს დაგიწერ <3 მანამდე სიხარული უნდა გამომეხატა შენი კვლავ ხილვის გამო <3

სალ:3 ახალი ფეისბუქი მოცემულია ზემოთ,შეგვიძლია ისევ განვაგრძოთ ტვინებით ვახშამი:დდდ ♥️ ძალიან გამიხარდა შენი აქ დანახვა და მოუთმენლად ველი ვრცელ ანალიზს♥️♥️

 


№7  offline წევრი witchy spirit

ძალიან ძალიან მაგარი იყო ალის! მოუთმენლდ ველი გაგრძელებას, ზებუნებრივი არსებები კბილის ნერვამდე ჩემია. კნუტო ფავორიტი პერსონაჟია უდაოდ. ეს ანტონა ძაან უცნაური ვინმეა და ისეთი უწყინარი სულ არ ჩანს. იასმინი ხო საოცარი გოგოა შენსავით. შენს იუმორზე რომ აღარაფერი ვთქვათ. მოკლედ, მე თვითონაც დავიწყე ერთი ისტორიის ჯღაბნა და დადება, ამიტომ თავს სათქმელს ვერ ვუყრი წესიერად, მხოლოდ ის ვიცი რომ შენს ისტორიებზე მეკეტება. თოჩკა

 


№8  offline წევრი ნორმი

ძალიან ძლაიან მომნატრებია შენი ისტორიები..
ვიფიქრე მოდი ვაცლი დასრულებას და მერე წავიკითხავთქო,მაგრამ საინტერესო და ძალიან მაგარი ლუკმა დიდი ხანია აღარ გამისინჯია ასე რომ დავიწყე და დავასრულე...
ძალიან მომეწონა,მაგრამ რატომღაც პარალელები ჰარი პოტერთან გავავლე.
ნუ პრინციპში არც მიკვრის რადგან ისედაც ბევრი იწერება მსგავს თემებზე,მაგრამ შენთან მაინც განსხვავებულია.
რაც მივამსგავსე იყო ავტობუსი და კიდევ რომლირაც მომენტი,რომელიც არ მახსოვს,მაგრამ დანრცენი განსხვავებულია და მოუთმენლად ველი მოვლენების გავითრებას.
ვიცი,რომ საბოლოოდ მაინც საუკეთესო ისტორია იქნება.
აბა შენ იცი წარმატებები!
--------------------
მორფეოსი

 


№9  offline ახალბედა მწერალი Alice76

witchy spirit
ძალიან ძალიან მაგარი იყო ალის! მოუთმენლდ ველი გაგრძელებას, ზებუნებრივი არსებები კბილის ნერვამდე ჩემია. კნუტო ფავორიტი პერსონაჟია უდაოდ. ეს ანტონა ძაან უცნაური ვინმეა და ისეთი უწყინარი სულ არ ჩანს. იასმინი ხო საოცარი გოგოა შენსავით. შენს იუმორზე რომ აღარაფერი ვთქვათ. მოკლედ, მე თვითონაც დავიწყე ერთი ისტორიის ჯღაბნა და დადება, ამიტომ თავს სათქმელს ვერ ვუყრი წესიერად, მხოლოდ ის ვიცი რომ შენს ისტორიებზე მეკეტება. თოჩკა

ვუჰუუუ ♥️ კიდევ ერთი ავტორი,თან დრაკულას საცოლე შემოგვემატა:3 ერთი სული მაქვს,წავიკითხო,გამიხარდა♥️♥️ შენ კიდევ ოქროს გოგო ხარ,ჯერ ასეთი გემოვნებით და მერე კიდევ ასეთი გულით♥️♥️♥️

ნორმი
ძალიან ძლაიან მომნატრებია შენი ისტორიები..
ვიფიქრე მოდი ვაცლი დასრულებას და მერე წავიკითხავთქო,მაგრამ საინტერესო და ძალიან მაგარი ლუკმა დიდი ხანია აღარ გამისინჯია ასე რომ დავიწყე და დავასრულე...
ძალიან მომეწონა,მაგრამ რატომღაც პარალელები ჰარი პოტერთან გავავლე.
ნუ პრინციპში არც მიკვრის რადგან ისედაც ბევრი იწერება მსგავს თემებზე,მაგრამ შენთან მაინც განსხვავებულია.
რაც მივამსგავსე იყო ავტობუსი და კიდევ რომლირაც მომენტი,რომელიც არ მახსოვს,მაგრამ დანრცენი განსხვავებულია და მოუთმენლად ველი მოვლენების გავითრებას.
ვიცი,რომ საბოლოოდ მაინც საუკეთესო ისტორია იქნება.
აბა შენ იცი წარმატებები!


უდიდესი მადლობა,ნორმი♥️♥️
ჰარი პოტერი შემთხვევით არ გაგხსენებია,მინდოდა თავდაპირველად იმგვარი ჯადოსნური განწყობა შემომეტანა,როულინგისებური იუმორის მცდელობით:დდდ♥️
თუმცა მხოლოდ მცირე დოზით,რადგან ჩემიც ბევრი მაქვს დასაწერი და დასაწყისით შემოვიფარგლე. ძალიან მიხარია,რომ მოგწონს და იმედი მაქვს,ასეც გაგრძელდება♥️

 


№10  offline წევრი რუსკიმარუსია

რუსკიმარუსია
ალის მეჩვენები თუ შენ ხარ მართლა? გეფიცები არ მჯერა რომ დაბრუნდი:) აუ როგორ გამახარე❤ წავედი ახლა წავიკითხავ და დანარჩენს მერე გეტყვი❤

Alice76
რუსკიმარუსია
ალის მეჩვენები თუ შენ ხარ მართლა? გეფიცები არ მჯერა რომ დაბრუნდი:) აუ როგორ გამახარე❤ წავედი ახლა წავიკითხავ და დანარჩენს მერე გეტყვი❤

ისე დავბრუნდი,თითქოს პირველი იყოს 50- ე სიახლე♥️ მეც ძალიან მიხარია დაბრუნება და კიდევ უფრო მეტად-შენი დანახვა. ძალიან მომენატრე და გელოდები♥️

Alice76
რუსკიმარუსია
ალის მეჩვენები თუ შენ ხარ მართლა? გეფიცები არ მჯერა რომ დაბრუნდი:) აუ როგორ გამახარე❤ წავედი ახლა წავიკითხავ და დანარჩენს მერე გეტყვი❤

ისე დავბრუნდი,თითქოს პირველი იყოს 50- ე სიახლე♥️ მეც ძალიან მიხარია დაბრუნება და კიდევ უფრო მეტად-შენი დანახვა. ძალიან მომენატრე და გელოდები♥️

ყველა ისტორია ერთმანეთზე უკეთესი და საინტერესო გამოგდის❤ ძალიან მომეწონა ეს ისტორიაც, დასაწყისი საკმაოდ საინტერესოა და არანაკლები იქნება გაგრძელება❤ დღეს გმირებს არ შევაფასებ, მარტო იმას გეტყვი რომ ჟღალი კნუტო მომწონს ❤ ველოდები ახალ თავს და შენს სასწაულებს❤

 


№11  offline ახალბედა მწერალი Alice76

რუსკიმარუსია
რუსკიმარუსია
ალის მეჩვენები თუ შენ ხარ მართლა? გეფიცები არ მჯერა რომ დაბრუნდი:) აუ როგორ გამახარე❤ წავედი ახლა წავიკითხავ და დანარჩენს მერე გეტყვი❤

Alice76
რუსკიმარუსია
ალის მეჩვენები თუ შენ ხარ მართლა? გეფიცები არ მჯერა რომ დაბრუნდი:) აუ როგორ გამახარე❤ წავედი ახლა წავიკითხავ და დანარჩენს მერე გეტყვი❤

ისე დავბრუნდი,თითქოს პირველი იყოს 50- ე სიახლე♥️ მეც ძალიან მიხარია დაბრუნება და კიდევ უფრო მეტად-შენი დანახვა. ძალიან მომენატრე და გელოდები♥️

Alice76
რუსკიმარუსია
ალის მეჩვენები თუ შენ ხარ მართლა? გეფიცები არ მჯერა რომ დაბრუნდი:) აუ როგორ გამახარე❤ წავედი ახლა წავიკითხავ და დანარჩენს მერე გეტყვი❤

ისე დავბრუნდი,თითქოს პირველი იყოს 50- ე სიახლე♥️ მეც ძალიან მიხარია დაბრუნება და კიდევ უფრო მეტად-შენი დანახვა. ძალიან მომენატრე და გელოდები♥️

ყველა ისტორია ერთმანეთზე უკეთესი და საინტერესო გამოგდის❤ ძალიან მომეწონა ეს ისტორიაც, დასაწყისი საკმაოდ საინტერესოა და არანაკლები იქნება გაგრძელება❤ დღეს გმირებს არ შევაფასებ, მარტო იმას გეტყვი რომ ჟღალი კნუტო მომწონს ❤ ველოდები ახალ თავს და შენს სასწაულებს❤

მარუსი♥️♥️ ახლა ვიაზრებ,რეალურად როგორ მაკლდა შენი კომენტარები♥️ გმირრბი კიდევ გამოჩნდებიან,იმდენად ვრცელი გამოვიდა პირველი თავი,სხვები ვეღარ ჩავატირ,მაგრამ ყველაფერი წინაა♥️ უდიდესი მადლობა შენ♥️♥️

 


№12  offline წევრი witchy spirit

Alice76
witchy spirit
ძალიან ძალიან მაგარი იყო ალის! მოუთმენლდ ველი გაგრძელებას, ზებუნებრივი არსებები კბილის ნერვამდე ჩემია. კნუტო ფავორიტი პერსონაჟია უდაოდ. ეს ანტონა ძაან უცნაური ვინმეა და ისეთი უწყინარი სულ არ ჩანს. იასმინი ხო საოცარი გოგოა შენსავით. შენს იუმორზე რომ აღარაფერი ვთქვათ. მოკლედ, მე თვითონაც დავიწყე ერთი ისტორიის ჯღაბნა და დადება, ამიტომ თავს სათქმელს ვერ ვუყრი წესიერად, მხოლოდ ის ვიცი რომ შენს ისტორიებზე მეკეტება. თოჩკა

ვუჰუუუ ♥️ კიდევ ერთი ავტორი,თან დრაკულას საცოლე შემოგვემატა:3 ერთი სული მაქვს,წავიკითხო,გამიხარდა♥️♥️ შენ კიდევ ოქროს გოგო ხარ,ჯერ ასეთი გემოვნებით და მერე კიდევ ასეთი გულით♥️♥️♥️

ნორმი
ძალიან ძლაიან მომნატრებია შენი ისტორიები..
ვიფიქრე მოდი ვაცლი დასრულებას და მერე წავიკითხავთქო,მაგრამ საინტერესო და ძალიან მაგარი ლუკმა დიდი ხანია აღარ გამისინჯია ასე რომ დავიწყე და დავასრულე...
ძალიან მომეწონა,მაგრამ რატომღაც პარალელები ჰარი პოტერთან გავავლე.
ნუ პრინციპში არც მიკვრის რადგან ისედაც ბევრი იწერება მსგავს თემებზე,მაგრამ შენთან მაინც განსხვავებულია.
რაც მივამსგავსე იყო ავტობუსი და კიდევ რომლირაც მომენტი,რომელიც არ მახსოვს,მაგრამ დანრცენი განსხვავებულია და მოუთმენლად ველი მოვლენების გავითრებას.
ვიცი,რომ საბოლოოდ მაინც საუკეთესო ისტორია იქნება.
აბა შენ იცი წარმატებები!


უდიდესი მადლობა,ნორმი♥️♥️
ჰარი პოტერი შემთხვევით არ გაგხსენებია,მინდოდა თავდაპირველად იმგვარი ჯადოსნური განწყობა შემომეტანა,როულინგისებური იუმორის მცდელობით:დდდ♥️
თუმცა მხოლოდ მცირე დოზით,რადგან ჩემიც ბევრი მაქვს დასაწერი და დასაწყისით შემოვიფარგლე. ძალიან მიხარია,რომ მოგწონს და იმედი მაქვს,ასეც გაგრძელდება♥️

გემოვნება ფაქტია რომ აქვს დრაკულოვნას, აბა ალისა უგემოვნოს მოსწონებია ჯერ? ვაჰ, არ იცი ოგორ გამახარე, მგონი არავისაც არ მოსწონს ეს ჩემი ისტორია და სანამ წიხლამორტყმული ლეკვივით ვიყავი დაყუნცული, აი შენი საოცრებაც გადამეყარა და ხასიათზე მომიყვანა იმედია ახალი თავი მალე იქნება

 


№13  offline ახალბედა მწერალი Alice76

witchy spirit
Alice76
witchy spirit
ძალიან ძალიან მაგარი იყო ალის! მოუთმენლდ ველი გაგრძელებას, ზებუნებრივი არსებები კბილის ნერვამდე ჩემია. კნუტო ფავორიტი პერსონაჟია უდაოდ. ეს ანტონა ძაან უცნაური ვინმეა და ისეთი უწყინარი სულ არ ჩანს. იასმინი ხო საოცარი გოგოა შენსავით. შენს იუმორზე რომ აღარაფერი ვთქვათ. მოკლედ, მე თვითონაც დავიწყე ერთი ისტორიის ჯღაბნა და დადება, ამიტომ თავს სათქმელს ვერ ვუყრი წესიერად, მხოლოდ ის ვიცი რომ შენს ისტორიებზე მეკეტება. თოჩკა

ვუჰუუუ ♥️ კიდევ ერთი ავტორი,თან დრაკულას საცოლე შემოგვემატა:3 ერთი სული მაქვს,წავიკითხო,გამიხარდა♥️♥️ შენ კიდევ ოქროს გოგო ხარ,ჯერ ასეთი გემოვნებით და მერე კიდევ ასეთი გულით♥️♥️♥️

ნორმი
ძალიან ძლაიან მომნატრებია შენი ისტორიები..
ვიფიქრე მოდი ვაცლი დასრულებას და მერე წავიკითხავთქო,მაგრამ საინტერესო და ძალიან მაგარი ლუკმა დიდი ხანია აღარ გამისინჯია ასე რომ დავიწყე და დავასრულე...
ძალიან მომეწონა,მაგრამ რატომღაც პარალელები ჰარი პოტერთან გავავლე.
ნუ პრინციპში არც მიკვრის რადგან ისედაც ბევრი იწერება მსგავს თემებზე,მაგრამ შენთან მაინც განსხვავებულია.
რაც მივამსგავსე იყო ავტობუსი და კიდევ რომლირაც მომენტი,რომელიც არ მახსოვს,მაგრამ დანრცენი განსხვავებულია და მოუთმენლად ველი მოვლენების გავითრებას.
ვიცი,რომ საბოლოოდ მაინც საუკეთესო ისტორია იქნება.
აბა შენ იცი წარმატებები!


უდიდესი მადლობა,ნორმი♥️♥️
ჰარი პოტერი შემთხვევით არ გაგხსენებია,მინდოდა თავდაპირველად იმგვარი ჯადოსნური განწყობა შემომეტანა,როულინგისებური იუმორის მცდელობით:დდდ♥️
თუმცა მხოლოდ მცირე დოზით,რადგან ჩემიც ბევრი მაქვს დასაწერი და დასაწყისით შემოვიფარგლე. ძალიან მიხარია,რომ მოგწონს და იმედი მაქვს,ასეც გაგრძელდება♥️

გემოვნება ფაქტია რომ აქვს დრაკულოვნას, აბა ალისა უგემოვნოს მოსწონებია ჯერ? ვაჰ, არ იცი ოგორ გამახარე, მგონი არავისაც არ მოსწონს ეს ჩემი ისტორია და სანამ წიხლამორტყმული ლეკვივით ვიყავი დაყუნცული, აი შენი საოცრებაც გადამეყარა და ხასიათზე მომიყვანა იმედია ახალი თავი მალე იქნება

ჯერ არ წამიკითხავს,მაგრამ ეჭვი არ მეპარება,რომ კარგი იქნება:3 საერთოდ,საკუთარ ნაწარმოებზე მეც ასე ვფიქრობ ყოველთვის:დდ ჩემო დრაკულოვნა,რა ძალიან მიყვარხარ♥️♥️

 


№14  offline წევრი mariam m.k

ისე შემოვარდი საიტზე თითქოს საუკუნების გადმოუსვლელი ვულკანი იყო :) არა ცეცხლი და სიმხურვალე კი დანთე. არა რა იმაზე არ ვწერ რატო დაგვიანეთქო მაინც ჩემიანი ხარ ბოლო ბოლო ნათლია ვარ შენი გამოსათეთხათ არ მემეტები ჯადოქარო მწერალო. რამდენიხანია არ წამიკითხავს შენი ისტორია მომნატრებიხარ. მოკლედ ისტორიას რაც შეხება შენებურია რა ბევრი სიჯადოქრე :) და საშინლად მიმზიდველი ხალხი (ირიბად) :). ჯადოქარო მწერალო♡

 


არ გიცნობ და შენს პიროვნულ ქება-დიდებას არ მოვყვები. სასაცილო იქნება blush
ამჯერად ნაწარმოებზე კომენტარით შემოვიფარგლები, რაც ახალი თხზულების წამოწყების შემთხვევაში უფრო პრიორიტეტული მგონია მწერლისთვის.
ძალიან კარგი დასაწყისია. მშვენიერი ნამუშევარი!
ეს ჟანრი ჩემთვის არ არის, მაგრამ რასაც გადავხედე, ეტყობა, რომ ლექსიკურადაც მდიდარია და შინაარსობლივი მხარეც ჩინებულად განვითარებადი.
წარმატებებს გისურვებ!

 


№16  offline ახალბედა მწერალი Alice76

mariam m.k
ისე შემოვარდი საიტზე თითქოს საუკუნების გადმოუსვლელი ვულკანი იყო :) არა ცეცხლი და სიმხურვალე კი დანთე. არა რა იმაზე არ ვწერ რატო დაგვიანეთქო მაინც ჩემიანი ხარ ბოლო ბოლო ნათლია ვარ შენი გამოსათეთხათ არ მემეტები ჯადოქარო მწერალო. რამდენიხანია არ წამიკითხავს შენი ისტორია მომნატრებიხარ. მოკლედ ისტორიას რაც შეხება შენებურია რა ბევრი სიჯადოქრე :) და საშინლად მიმზიდველი ხალხი (ირიბად) :). ჯადოქარო მწერალო♡

კარგია,რომ ვერ მიმეტებ,ვსარგებლობ უპირატესობით:33 როგორ მომენატრა ეს სახელი,სამუდამოდ დავისაკუთრებდი:დ♥️ მიხარია,რომ ვულკანობა გამომივიდა,მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია,ჩემი საყვარელი მკითხველი დავიგულე,ვიწყებ!:დდდ♥️

ქეთი იმერლიშვილი
არ გიცნობ და შენს პიროვნულ ქება-დიდებას არ მოვყვები. სასაცილო იქნება blush
ამჯერად ნაწარმოებზე კომენტარით შემოვიფარგლები, რაც ახალი თხზულების წამოწყების შემთხვევაში უფრო პრიორიტეტული მგონია მწერლისთვის.
ძალიან კარგი დასაწყისია. მშვენიერი ნამუშევარი!
ეს ჟანრი ჩემთვის არ არის, მაგრამ რასაც გადავხედე, ეტყობა, რომ ლექსიკურადაც მდიდარია და შინაარსობლივი მხარეც ჩინებულად განვითარებადი.
წარმატებებს გისურვებ!


როგორც მწერალს,გიცნობ და ძალიან სასიამოვნოა შენგან ამგვარი შეფასება,არც კი ველოდი♥️ ვიმედოვნებ,შემდეგშიც დავიმსახურებ ქებას,ძალიან გამახარე♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent