შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თქვენო აღმატებულებავ (6)


4-08-2019, 22:57
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 1 950

თქვენო აღმატებულებავ (6)

მეექვსე თავი
- შენს კაზინოში მათამაშებ? - ვკითხე ეშმაკურად.
- არა. არ მინდა, რომ დაავადდე ვივიენ.
- კი, წორი გადაწყვეტილებაა, მაგრამ მაინც მათამაშე ხოლმე ადვილი... აი, მარწყვები რომ უნდა ჩამოვარდეს, ეგეთი მაინც.
- ძალიან საყვარელი ხარ ზოგჯერ - თმაზე მაკოცა. პატარა ბავშვებივით ვიყავით. ჩვენი ასაკის ხალხი ასე გიჟივით არ კოცნიდა თავის „ქრაშს“ დაუკითხავად და სხვას რომ ასე ექნა, დიდი ალბათობით, მაგარ სილას გავაწნიდი. ჰაიდენის ცემას კი არ ვაპირებდი.
- აღარ ბრაზობ? - ვკითხე ფრთხილად.
- ვერ ვგრაზობ. თეორიულად ვიცი, რომ უნდა ვბრაზობდე, მაგრამ... - ერთი ღრმად ამოისუნთქა - მარტო სიყვარულის ბრალი არაა. გეგონება მესმის შენი. ცუდი რეპუტაცია მაქვს. ეგება, გეგონა მართლა გვამი აქვს სადმე გადამალულიო.
- ჰაიდენ სთარ - ლამაზად ჟღერდა მისი სახელი. მართლა პორნოვარსკვლავის მეტსახელს კი არ ჰგავდა, ეტყობოდა, დედამისს რამე გეგმა ჰქონდა დარქმევისას - არ მაინტერესებს.
- რა არ გაინტერესებს?
- გვამის ამბავი. და თუ მართლა მალავ მას, ისე ქენი, რომ ციხეში არ ჩაგსვან.
- მაშინ გადამალვაში მომეხმარე - გაეცინა. კმაყოფილი ჩანდა ჩემი პასუხით. გაუმართლა, ახლა ისეთი ბედნიერი ვიყავი, შეიძლებოდა სადმე, ბუჩქებში გადამეთრია კიდეც.
- დაგეხმარები. ოღონდაც ჯერ კიდევ ერთხელ უნდა შევათვალიერო ეს ადგილი. - გიჟივით ავირბინე მეორე სართულზე. ჰაიდენს მაინც შერჩენოდა იმდენი სიდინჯე რომ ადამიანივით ევლო. - აი, აქ შენ რომ გამოგიგზავნე იმას დავკიდებ. ზედმეტად კარგი გამომივიდა.
- მართმევ ვივიენ?
- არაუშავს, სხვას დაგიხატავ.
- შენს პორტრეტში გაგიცვლი.
- რაში? - გამეცინა.
- ნიკმა მითხრა რომ ერთხელ საკუთარი პორტრეტი დახატე და მართლა კარგი გამოგივიდა.
- ჰო, სარკესთან ვიდექი და სრულად გადმოვეცი საკუთარი მშვენიერება.
- ვერც კი ვხვდები, მე უფრო მიყვარხარ თუ შენ გიყვარს საკუთარი თავი?
- არა მეგობარო - თავი გავაქნიე სიცილით - ჩემზე მეტად მამას ვუყვარვარ მარტო.
- სულ ესაა? მარტო ეტოა ჩემი კონკურენტი?
- ნიკიც.
- ეგ არაუშავს, მაინც ცოტაა.
- ამ ირიბი საუბრით იმის გარკვევას ცდილობ, ვინმე თუ მომწონს?
- რას ამბობ ვივიენ, ჯვარი მწერია.
- გწერია, გწერია - ძალიან საეჭვოდ ჩავიბუტბუტე.
- ამითი რისი თქმა გინდა?
- არაფრის მეგობარო.
- ბარემ მხარზეც მომატყი ხელი ძმაოს ძახილით.
- მაგას არ ვიზამ.
ცოტახანს ღიმილით მაკვირდებოდა.
- რა ლამაზი ხარ ვივიენ - აღმოხდა აღტაცებულს.
- მაგიტომაც შეგიყვარდი არა? ლამაზი რომ ვარ.
- რა სისულელეა.
წარბები ისე შეჭმუხნა, ვიფიქრე, რანაირად მოეწონა მაშინ ჩემი სული თუ საერთოდ არ მიცნობდა აქამდე ნორმალურად-თქო.
- აბა, დაგესიზმრე?
- არა. ყველაფერი ძალიან სასაცილო იყო.
- სასაცილო? რა იყო, სტრიპტიზ ბარში გამომიჭირე?
- რას ამბობ?
- არაფერს, შეგაშინე უბრალოდ. ნეტავ შენი თავისთვის შეგახედა. თვალები ისე დაქაჩე, გეგონება სტრიპტიზ მოცეკვავეები პროსტიტუტები იყვნენ და არ შეიძლებოდეს ეგ პროფესია ჩემნაირი პატიოსანი გოგოსთვის.
-სამართლიანი შენიშვნაა.
- მომიყვები?
- მოგიყვები. ოღონდ გარეთ გავიდეთ, თორემ ყიდვის შემდეგ არ გამინიავებია ეს ადგილი და მტვრის სუნია.
- კონდინციონერი მაინც დაგემონტაჯებინა ჰაიდენ. არაფერი არ უნდა მოგყიდონ შენ. ხელოვნების შედევრსაც კი ფერფლად აქცევ. არ უფრთხილდები.
- არ იდარდო, კაზინოს ავაყვავებ სამაგიეროდ.
- ღმერთო, ციხეში ჩაგსვამენ ჰაიდენ.
- ეგ არაფერი.
- რატომ ვითომ?
ბაღისკენ დავიძარით. ვერ ვიჯერებდი, რომ ეს მშვენიერი ქმნილება ჩემი საკუთრება იყო. ჰაიდენს არ ვგულისხმობ, ეგ ისედაც ჩემი საკუთრება იყო როგორც ვატყობდი, მაგრამ ამ შენობაზე, როგორც უსულო საგანზე ისე ვეღარ ვფიქრობდი. მეგონა, რომ შინაური ცხოველი მაჩუქეს ან შვილი მეყოლა.
- იმიტომ, რომ ორჯერ ვიჯექი.
- რატომ?
- პატარ-პატარა მაქცინაციების გამო. ისეთი არაფერი, მალევე გამომიშვეს. ჩემმა ადვოკატმა ბევრი იწვალა.
- ანუ იმაქინაციე თუ არა?
- დუმილის უფლებით ვისარგებლებ და იმას მოგიყვები, სად გნახე პირველად.
- მშვენიერი ხერხია, სერიოზული საუბრისგან თავის ასაცილებლად. გისმენ საყვარელო.
ხის სკამებზე ჩამოვსხედით.
ნიავი უბერავდა, სუფთა ჰაერი იყო და თან ყვავილების სურნელი მოჰქონდა სიოს.
- პაემანი მქონდა ერთ ლიტერატურის მასწავლებელთან. კონცერტზე დამპატიჟა. სიმართლეს გეტყვი, ძალიან მეზარებოდა წასვლა, მაგრამ გული არ დავწყვიტე და მოულოდნელად, სცენაზე მხოლოდ როიალი განათდა. მასთან ნელი ნაბიჯით მივიდა უმშვენიერესი ქალი. მეგონა, რომ მსგავსი სილამაზის შექმნის შნო ბუნებასაც არ გააჩნდა. ჯერ მარტო ისე დადიოდა, თითქოს მისი ყველა მოძრაობა მუსიკის ჰანგებს აჰყოლოდა. ნელა არხევდა სხეულს და პიანინოს როცა მიუჯდა, მაშინ ნამდვილი მაგიის მომსწრე გავხდი. მუსიკამ სადღაც, ამოუცნობ სამყაროში გადამაგდო და ვხედავდი მხოლოდ იმ ქალს, მხოლოდ მისი შექმნილი მელოდია მესმოდა და ისე დაატკბო ჩემი სული, გეგონება ყველა ცოდვისგან განვიწმინდე. სიმართე გითხრა, ტირილიც კი მომინდა ამხელა ემოციებისგან.
- მე ვიყავი?
- არა, ამდენს იმიტომ გიყვები, რომ მეზობელი უკრავდა სცენაზე - ცოტა გამითამამდა.
- ნიჭიერი მეზობელი გყოლია და ის ლიტერატურის მასწავლებელი სადაა?
- სკოლაში. იმის მერე არ მინახავს
- კონცერტის ბოლოს იმხელა ვარდები მომართვეს, სამ კაცს მოჰქონდა თაიგული.
- ჩემი იყო, რა თქმა უნდა. - დამიდასტურა თავმომწონედ.
- ერთი კვირა დარბოდა ნიკი გასარკვევად. ისე ძალიან საყვარელია, მაგრამ თუ გრძნობს, რომ ვიღაცა ჩემ მიმართ სიმპათიას გამოხატავს, ეგრევე გოიმი „დიდი ძამიკო“ ხდება. ერთხელ, გაუთხოვრობის ფიცი დამადებინა.
- ანუ?
- ანუ დავიფიცე, არასოდეს გავთხოვდები-თქო.
- და ნიკის გამო არ მომყვები ცოლად?
- ნიკის გამო თავს გავწირავ, მაგრამ ეგეთ ბავშვურ პრეტენზიებს ვერ დავუკმაყოფილებ. უბრალოდ მე არ მინდა გათხოვება. ჩემს გვერდით კი არა, სხვა ოთახში რომ წევს ადამიანი, იმის სუნთქვასაც ვგრძნობ და ნერვები მეშლება ხოლმე.
- მეც ეგრე ვარ. სხვათაშორის, ქალთან ერთად ძილი დიდად არ მსიამოვნებს. თქვენ ყველანი ზედმეტად ცხელები ხართ, თან სულ ჩახუტება გინდათ, ზედმეტად ბევრს ხვანცალებთ მაგრამ ვფიქრობ რომ შენთან ერთად კარგი იქნებოდა. შენი სუნთქვა არ შემაწუხებდა.
- ღამე წიხლებს ვისვრი.
- ავიტანდი.
- როცა ვბრაზდები, სილის გაწნა მჩვევია.
- არაუშავს.
- რა ხდება ჰაიდენ, ტერმინატორი ხარ? - გადავიხარხარე.
- აი მაგ სიცილის გამო ავიტანდი ყველაფერს - გაეღიმა და ყელში მაკოცა. სიმართლე რომ ვთქვა, წინააღმდეგობა არც გამიწევია. ამ შენობის დათმობის შემდეგ, მადლიერების ნიშნად, თმაზეც კი ვეფერებოდი, სადამ არაბუნებრივად დიდხანს დააცურებდა თავის ტუჩებს ჩემს კისერსა და ყელში.
- რით ვერ გაძეხი? - ამოვილუღლუღე ცოტახანში.
ვიცი, ქალი ამდენს თუ აბედინებს კაცს, ესეიგი ამ კაცს იმედი უჩნდება.
ისიც ვიცი, რომ ცუდად ვიქცეოდი, მაგრამ ეს ცხოვრება ისეთი მოულოდნელობებითაა სავსე - ერთ წამს გგონია, ფული კაცს ვერ მოგაწონებს, მეორე წამში კი შენობას გიბრუნებს და მერე ხვდები, თურმე სულაც არ გაღიზიანებს ცოტათი სველი ტუჩები თუ აქვს.
ორივენი რომ გავცალკევდით და უხერხულმა სიჩუმემ დაისადგურა (ეს უხერხულობა, ცოტა არ იყოს, ჩვეულება ხდებოდა), მაშინ ილიზს მივწერე, მემგონი ყოფა-ქცევა მიმსუბიქდება-თქო.
გულები მიპასუხა. მემგონი გაეხარდა.
- ილიზს მისწერე? - მკითხა ჰაიდენმა.
- საიდან იცი?
- ყველაფერს აგებინებ. ეგეთები ხართ ქალები. დაქალებს თუ არ შეუთანხმეთ ყოველი ნაბიჯი, ისე არ შეგიძლიათ.
- უკაცრავად მისტერ დამოუკიდებლობავ, მაგრამ მემგონი თქვენ არ გყავთ ძმაკაცები ხომ?
- რახან შენს კაბინეტს არ ვჩხრეკთ და მესიჯებს არ ვუგზავნი ყოველ ორ წამში, იმიტომ დაასკვენი? - ნამუსზე წამკბინა. ვაღიარებ, ძალიან ეფექტური იყო.
- და ვინ გყავს?
- არ იცნობ.
- გავიცნობ?
- არა!
- რატომ?
- რა ჯანდაბად გინდა?
- რა ვიცი - მხრები ავიჩეჩე. პრინციპში, ნიკის ძმაკაცების ატანა არ მქონდა და ახლა ჰაიდენისებიც თუ არ დამემატებოდნენ, ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი. - კაცებთან ურთიერთობა ისედაც არ გამომდის. პრინციპში, არც ქალებთან. აი, ცხოველები მიყვარს ძალიან.
- კი, შეგატყე, რომ რთული ხასიათი გაქვს და ადამიანებთან ურთიერთობას ერიდები. ალბათ ამიტომაც დავახლოვდით. სხვა შემტხვევაში, უკან მოუხედავად გაიქცეოდი.
-რატო? ჩვეულებრივი ადამიანები გიფრთხიან?
- კი. ან იმათი მამები მიფრთხიან ან დები, ან ძმები.
- ზოგჯერ, თავს გამოიდებ ხოლმე ვითომ საოცრად კარგი ხარ, მაგრამ სატრაბახოდ როცა მიდგება საქმე, ცუდი ბიჭის იმიჯი გირჩევნია.
- იმიტომ, რომ შენ ეგეთები მოგწონს.
- ბატონო?
- ჰო. როცა გაგიბრაზდი, მარტო მაშინ დამაფასე. რანაირი ხარ ვერ გავიგე, ერთი შეხედვით, ფემიინიზმს აწვები, მეორე შეხედვით კი, რაც უფრო საშიში გგონივარ, მით უფრო მეტად გიზიდავ.
- გელანდება რაღაცეები.
- ვითომ?
- ჰო.
- იცი რა მოსდით ხალხს, როცა მაბრაზებენ?
- რა მოსდით?
- უკვალოდ ქრებიან და დიდი ხნის შემდეგ, მათ გვამეპს პოულობენ დანგრეულ შენობებთან მიგდებულს - ნელა ჩამჩურჩულ ყურში.
ეტყობა, ავადმყოფი ვიყავი, რადგან მაგრად აღვიგზენი.
- მეც რომ გაბრაზებ?
გაეცინა.
ჯანდაბა, ეს თოვლივით თეთრი კბილები ნელ-ნელა თავისი ტუჩებისკენ მიზიდავდნენ.
მკვლელი კი არა, ბაჭია იყო მემგონი.
სიმპათიური ბებერი მონსტრი ბაჭია თავისას გაიტანდა ნეტა საბოლოოდ?
- შენც გაუჩინარდები მალე. - მითხრა ეშმაკურად.
- ეგრევე შენს კვალზე წამოვლენ. უკვე ყველა ხვდება, როგორ გიჟდები ჩემზე. თუ დავიკარგე, იფიქრებენ, რომ გააფრინე, მომიტაცე და სახლში გყევარ დაბმული - წამოვდექი თავმომწონედ.
- და შენ ეს საერთოდ არ გსიამოვნებს.
- რომ მომიტაცებ და დამაბამ?
- არა, შენზე რომ ვგიჟდები.
- მსიამოვნებს, ვიცი მეტყობა კიდეც. ქალმა შეიძლება ათი თაყვანისმცემელი გაისტუმროს უარით და ათივეს ვერ იტანდეს დასანახად, მაგრამ როცა ძალიან გავლენიანს და საამაყოს უყვარდები, ძალაუნებურად თავში გივარდება. ეს ყოველთვის ასეა.
- შენი „სწერვული“ გამონათქვამების წიგნი უნდა გამოვცე.
- არ გამოგაცემინებ. ორიგინალური პიროვნება ვარ და მერე ხალხი მომბაძავს.
- ამ წინადადებასაც შევიტან აუცილებლად.
- წავიდეთ ჰაიდენ, შენც ბევრი საქმე გაქვს ხვალისთვის და მეც უნდა დავაწყო გეგმები გალერიისთვის - წამოვდექი.
- სულ გარბიხარ და მაინც მუდამ ბრუნდები
- ციმბირში კი არ მივდივარ ჰაიდენ რომ ჩემი დაბრუნება გაგიკვირდეს. არაბუნებრივად ნუ გარომანტიკულდები ხოლმე თორემ სენტიმენტალურზე მეტად, მართლა საშიში ბიჭები მომწონს.
- რამდენად საშიში? - ჩამიღრმავდა.
- არც იმდენად რომ თავი მანქანის „კაპოტზე“ მარტყმევინოს. ეგეთები ადრე ილიზსს უყვარდა და ნიკამდე ჰყავდა ზედმეტად ხეპრე შეყვარებული.
- მერე?
- არაფერი, ერთხელ მუშტის მოქნევა რომ დაუპირა, ამან ისე მიბეგვა, წინა ორი კბილი დაატეხა.
- ილიზმა კაცი მიბეგვა?
- ჰო, რა თქმა უნდა. ჩვენ ტანწერწეტა ლამაზი ქალები ვართ, მაგრამ ძალიან თუ გამაღიზიანებ, შენც ჩაგილე... არა ვერ ჩაგილეწავ, ზედმეტად ლამაზი კბილები გაქვს - გამოვუტყდი საკუთარ თავს და ჰაიდენს - სამყარო გამიჯავრდება ეგ სიცილი რომ გავაფუჭო.
- ზოგჯერ რამენს ლაპარაკობ - თმაზე ხელი მომკიდა და ტუჩებში მაკოცა. ერთი-ორი კი გავიფართხალე, მაგრამ ვის ვატყუებდი?
წელზე შემომხვია თავისი ძლიერი, მშვენიერი მკლავი და სხეულზე მომეფერა. ცოტა საჯდომამდეც რომ ჩააცურა, მერე ჩემში კდემამოსილებამ გაიღვიძა და სილა გავაწანი.
- რა გააკეთე? - მოულოდნელობისგან აეწვა ის ლოყა თუ ტკივილისგან, კაცმა არ იცოდა.
- მაპატიე, უბრალოდ სულ მინდოდა ეს გამეკეთებინა.
- რაღა ჩემზე უნდა ჩაატარო ყველა ექსპერიმენტი? - უკმაყოფილოდ მოისრისა ლოყა.
- მადლობა თქვი, რომ შენზე ვატარებ ყველა ექსპერიმენტს, თორემ მივალ ახლა ბარში და მაქსიმზე გამოვცდი ისეთ რამეებს, ტელევიზორში რომ მაქვს ნანახი და ერთხელ მაინც...
ისევ გამაჩუმა კოცნით.
ნამდვილად არ უნდოდა, მაქსიმზე გამომეცადა, ეტყობა.
* * *

ილიზი მოვიდა საღამოს. ალბათ ჩემგან დაწვრილებით სურდა იმისი მოყოლა, რომ კიდევ ერთხელ ვიმოგზაურე ჰაიდენ სთარის პირში. სხვათაშორის, მშვენიერი მოგზაურობა იყო. თან რაღაცის თქმა უნდოდა, ვატყობდი. ცხოვრებაში, პირველად ჰქონდა ისეთი თვალები, თითქოს რაღაცას მიმალავდა და სინდისი ქენჯნიდა ამის გამო. თან არ მინდოდა დაძალება. ასე ექსტრასენსივით ხომ არ ჩავეძიებოდი, ვხედავ, სალაპარაკო გაქვს და ამოღერღე-თქო. ცოტახანს რომ ვისაუბრეთ, მერე თავადვე წამოჭრა თემა, რომელმაც კინაღამ გული გამიჩეხა.
- მემგონი ეტო კოტრდება - თან ისე მოულოდნელად დააბრეხვა, რამდენიმე დასამშვიდებელი მომენტალურად გადავუშვი ორგანიზმში.
- რას ნიშნავს ეგ?
- ბიზნესი ვეღარ ქაჩავს. არ მინდოდა შენთვის ამის თქმა, მაგრამ ამაზე მოულოდნელად რომ გაგეგო, წარმომიდგენია, რა დღეში ჩავარდებოდი.
- აქამდე ყველაფერი კარგად იყო და ასე ერთ დღეში, როგორ კოტრდება?
- არა. აქამდეც არ იყო რიგზე. უბრალოდ, არ უყვარს, როცა შენ გაგებინებს ცუდ სიახლეებს.
- ნიკი რას ამბობს?
- ხომ იცი, ეტოს გაკოტრება, ნიკის გაკოტრებას ნიშნავს პირდაპირადაც და ირიბადაც.
- ანუ ოჯახში, მთავარი შემომტანი მე ვხვდები?
- კი, ფაქტობრივად ყველანი შენი ნაჯღაპნების იმედზე ვართ.
- რანაირად კოტრდება კაცო, მაინც ვერ გავიგე.
- და შენ გგონია, მე ვიცი ეგ როგორ ხდება? ალბათ კაი ხანია, რაც მოგებას ვერ ნახულობს ვერც რესტორანი, ვერც იმ საკეტების ბიზნესი. ერთადერთი, ნიკის ბარია კარგ მდგომარეობაში.
- რესტორანს როგორმე ვუშველი. საკეტების თავადაც არაფერი გამეგება.
რაღაცეები დავგეგმეთ მე და ილიზმა.
ღვთის წყალობით, მოთხოვნადი მხატვარი ვიყავი. ზოგჯერ, მეც ნერვები მეშლებოდა, რომ უფრო ნიჭიერი და პროფესიონალი ადამიანები დაუფასებლები იყვნენ, ჩემს შემოქმედებაზე კი ტაციაობა იყო. ეგრე ხდება, როცა ინსტაგრამზე 100 ათასზე მეტი ფოლოვერი გყავს და დღეში კიდევ ათას-ათასი გემატება. სამწუხაროდ, ხელოვნებას სოციალური ქსელები ყველაზე უკეთ ყიდიდდნენ, მითუმეტეს, ხელოვან ადამიანს თუ მოდელის აღნაგობა ჰქონდა და საცურაო კოსტუმებში გადაღებული სურათები.
საკუთარ თავს ან საკუთარ არსებობას კი არ ვგმობდი, არც იმას ვთვლიდი, რომ უნიჭო ვიყავი. თავადაც ძალიან მომწონდა ჩემი ნახატები, უბრალოდ უფრო გამოცდილები იჩაგრებოდნენ ხშირად და მე სინდისი მქენჯნიდა.. თუმცა ეგ არაფერი, ეს ყველაფერი მამაჩემის გადარჩენაში თუ დამეხმარებოდა, რაღას ვჩიოდი.
გადავწყვიტე, რესტორანში ყოველ დღე შეზღუდული ლიმიტით გამეკეთებინა სტუმრების მიღება და მენიუც შედარებით მწირი სადილისგან შემდგარიყო. სამაგიეროდ, გამოფენა-გაყიდვას გავაკეთებდი, ერთი საათი კი შემეძლო, ვმჯდარიყავი და დამეკრა.
ოღონდ რესტორანში შესვლასაც ფასს დავადებდი.
საკვებსაც მოვუმატებდი ღირებულებას.
გადავწყვიტე, ჰაიდენთანაც გამეარა კონსულტაცია. მაგაზ ეუკეთეს ბიზნესმენს ცხოვრებაში არ შევხვედროდი. მემგონი, აკვნიდან ამ საქმით იყო დაბადებული.
- მშვენიერი იდეაა, ოღონდ ცოტა სნობური. ისე ჩანს, გეგონება ნახევრად შეძლებული ადამიანები არ დაიშვებიან, მარტო მდიდრებისთვისაა ეგეთი ღონისძიება.
- ეგრეცაა ჰაიდენ. რა ვქნა, მაგისი გადარჩენა თუ მინდა, მაშინ ვიღაცეების გაბრაზებაც მომიწევს.
- ანუ შენ გინდა მითხრა, რომ ხალხი მოვა და შეეძლება, შენი ნახატებითა და მუსიკით ერთდროულად დატკბეს?
- დიახ.
- კარგი, ხელის სათხოვნელ ბეჭედს ისევ წამოვიღებ, ყოველი შემთხვევისთვის - თქვა სრული სერიოზულობით.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი Gemini mood

Idealuria vgijdebi am istoriaze da yoveli tavis wakitxvis shemdeg arada ar myofnis kidev minda rom wavikitxo❤❤saswaulad wer da kitxvis momentshi saxidan gimili ar mshordeba warmatebebs gisurveb da velodebi axal tavs imedia male dadeb❤❤

 


№2  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Gemini mood
Idealuria vgijdebi am istoriaze da yoveli tavis wakitxvis shemdeg arada ar myofnis kidev minda rom wavikitxo❤❤saswaulad wer da kitxvis momentshi saxidan gimili ar mshordeba warmatebebs gisurveb da velodebi axal tavs imedia male dadeb❤❤

უდიდესი მადლობა <3 აი, მართლა დიდი სტიმულია ასეთი კომენტარების კითხვა. შეიძლება ლოდინი გიწევს და ბოდიში ამის გამო, უბრალოდ, ძირითადად, სულ ვწერ, მაგრამ მაინც არ იწერება იმდენი, რომ მუდმივად ვტვირთო ხოლმე. გაიხარე <3

 


№3  offline წევრი ლუკკიანეცცი

მოკლედ მე მართლა ამ ისტორიის ლოდინში უნდა ამომხდეს სული რა:დ ეს ვივიენი რა სასაცილო ვინმეა, არადა მაგრად მოსწონს ჰაიდენი.
ჰაიდენი კიდევ უფრო სასაცილოა და საყვარელი.
ამ ორის დიალოგზე ძალიან ვიცინე, განსაკუთრებით ჰაიდენი თავის ბნელ საქმეებზე რომ ლაპარაკობდა მარტო იმიტომ რომ ვივიენს მსგავსი რაღაცები იზიდავს:დ
ოხ რა არის ეს სიყვარული რადღეში აგდებს ამხელა კაცს:) ძალიან საყვარლები არიან და პატარა თავები არ მყოფნის, თუმცა რას ვიზავთ, როგორც ჩანს ამაზე მეტს ვერ ახერხებ, მაგრამ თუ ეცდები ან თავების გაზრდას ან უფრო მალ-მალე დადებას კარგი იქნება❤
მთავარი ისაა რომ უდიდეს სიამოვნებას ვიღებ კითხვით, მიყვარს ეს ისტორია და დანარჩენს ეშველება არაუშავს. აბა შენ იცი წარმატებები. ძალიან არ მომანატრო ეს ორი❤

 


№4  offline წევრი albioni

ძლივსსსს... ამ მოთხრობის კითხვისას მინდა რომ თავი არ მთავრდებოდეს მინდა სულ გრძელდებოდეს და ვკითხულობდე და ვკითხულობდე შეუდარებელია ნამდვილად და მალე დადეხოლმე ეს თავი ცოტა მეპატარავასავით წინებთან შედარებით... მოკლედ მაგარია რა მალე დადე ოგონდ შემდეგი <3 <3 heart_eyes heart_eyes

 


№5  offline წევრი MÔDÎLÎAŇI

უჰჰჰ ისე მომენატრა ამ ისტორიის საიტზე დანახვა
რომ დღეს როცა თვალი მოვკარი საიტზე შემოსვლისას ლამის
თავით შემოვვარდი ნოუთბუქში..
ნუ მეც არ ვიცი რა ვიბოდიალე და მოკლედ გეტყვი რომ
ძაალიან მაგარი ხარ და შენი ისტორიაც ძალიან მომწონს
სულმოუთქმელად გელოდები წარმატებებიი შენ
პ.ს იმედია ისევ დიდხანს არ გვალოდინებ
პ.ს.ს ამ ორზე ვგიჟდები და განსაკუთრებით ეს მომენტი მომეწონა ამ თავში
"- შენი „სწერვული“ გამონათქვამების წიგნი უნდა გამოვცე.
- არ გამოგაცემინებ. ორიგინალური პიროვნება ვარ და მერე ხალხი მომბაძავს."
საოცრეებაა და საოცრება ხარ შენც..
უჰ ვსო ვსო მიყვარხარ და გელიი...♡♡♡♡

 


№6  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ლუკკიანეცცი
მოკლედ მე მართლა ამ ისტორიის ლოდინში უნდა ამომხდეს სული რა:დ ეს ვივიენი რა სასაცილო ვინმეა, არადა მაგრად მოსწონს ჰაიდენი.
ჰაიდენი კიდევ უფრო სასაცილოა და საყვარელი.
ამ ორის დიალოგზე ძალიან ვიცინე, განსაკუთრებით ჰაიდენი თავის ბნელ საქმეებზე რომ ლაპარაკობდა მარტო იმიტომ რომ ვივიენს მსგავსი რაღაცები იზიდავს:დ
ოხ რა არის ეს სიყვარული რადღეში აგდებს ამხელა კაცს:) ძალიან საყვარლები არიან და პატარა თავები არ მყოფნის, თუმცა რას ვიზავთ, როგორც ჩანს ამაზე მეტს ვერ ახერხებ, მაგრამ თუ ეცდები ან თავების გაზრდას ან უფრო მალ-მალე დადებას კარგი იქნება❤
მთავარი ისაა რომ უდიდეს სიამოვნებას ვიღებ კითხვით, მიყვარს ეს ისტორია და დანარჩენს ეშველება არაუშავს. აბა შენ იცი წარმატებები. ძალიან არ მომანატრო ეს ორი❤


უდიდესი მადლობა უსაყვარლესო <3 წინ მემგონი უფრო დიდი გიჟობები გელოდება და იმედი ამქვს, ძალიან მოგეწონება <3

albioni
ძლივსსსს... ამ მოთხრობის კითხვისას მინდა რომ თავი არ მთავრდებოდეს მინდა სულ გრძელდებოდეს და ვკითხულობდე და ვკითხულობდე შეუდარებელია ნამდვილად და მალე დადეხოლმე ეს თავი ცოტა მეპატარავასავით წინებთან შედარებით... მოკლედ მაგარია რა მალე დადე ოგონდ შემდეგი <3 <3 heart_eyes heart_eyes

ეჰ, მეც მინდა ვწერდე და ვწერდე, მაგრამ სადაა კაი ცხოვრება და ამდენი დრო :დდ
უღრმსი მადლობა, რომ ჩემთან ხარ :*

MÔDÎLÎAŇI
უჰჰჰ ისე მომენატრა ამ ისტორიის საიტზე დანახვა
რომ დღეს როცა თვალი მოვკარი საიტზე შემოსვლისას ლამის
თავით შემოვვარდი ნოუთბუქში..
ნუ მეც არ ვიცი რა ვიბოდიალე და მოკლედ გეტყვი რომ
ძაალიან მაგარი ხარ და შენი ისტორიაც ძალიან მომწონს
სულმოუთქმელად გელოდები წარმატებებიი შენ
პ.ს იმედია ისევ დიდხანს არ გვალოდინებ
პ.ს.ს ამ ორზე ვგიჟდები და განსაკუთრებით ეს მომენტი მომეწონა ამ თავში
"- შენი „სწერვული“ გამონათქვამების წიგნი უნდა გამოვცე.
- არ გამოგაცემინებ. ორიგინალური პიროვნება ვარ და მერე ხალხი მომბაძავს."
საოცრეებაა და საოცრება ხარ შენც..
უჰ ვსო ვსო მიყვარხარ და გელიი...♡♡♡♡

შენ გაიხარე, აშენდი და გამრავლდი ასეთი სიტკბო, სითბო და სიხარული რომ ხარ <3
მალე დავდებ შემდეგს ისეთი პირი ჩანს <3

 


№7 სტუმარი სტუმარი ლულუ

ძაან მაგარი ისტორიააა

 


№8  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სტუმარი ლულუ
ძაან მაგარი ისტორიააა

გაიხარე, მადლობა <3

 


№9  offline წევრი Margarethe Jose

ასე როგორ დაადებილა ეს კაცი ამ სიყვარულმა რაა.
სილა რომ გააწნა ვივიენმა, ვიფიქრე მაგრად გაუჯაზებს მეთქი, მაგრამ ეჰჰ, სიყავრული ოხერია ეს კაცი კი იდიოტი:(
ორმოცი წლის კაცს კი არა ოცი წლის აცუნდრუკებულ ბიჭს გავს:დ❤
როდის გვაღირსებ შემდეგ თავს ვინ იცის:დ არაუშავს შენ იყო კარგად და
ოღონდ ძაანაც არ მომანატრო თავი ❤
გელი.

 


№10  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Margarethe Jose
ასე როგორ დაადებილა ეს კაცი ამ სიყვარულმა რაა.
სილა რომ გააწნა ვივიენმა, ვიფიქრე მაგრად გაუჯაზებს მეთქი, მაგრამ ეჰჰ, სიყავრული ოხერია ეს კაცი კი იდიოტი:(
ორმოცი წლის კაცს კი არა ოცი წლის აცუნდრუკებულ ბიჭს გავს:დ❤
როდის გვაღირსებ შემდეგ თავს ვინ იცის:დ არაუშავს შენ იყო კარგად და
ოღონდ ძაანაც არ მომანატრო თავი ❤
გელი.

აი, ესაა ხალხნო არაეგოისტური კომენტარი.
"როდის გვაღირსებ შემდეგ თავს ვინ იცის:დ არაუშავს შენ იყო კარგად და
ოღონდ ძაანაც არ მომანატრო თავი" - ბევრს ვითხოვ კაცო? :დდდ
ჰო, სხვათაშორის, ძაან მიყვარს რო აცუნდრუკდებიან ხოლმე. სიყვარული ბავშვად რომ აქცევს ადამიანს, მახალისებს ეგ ფაქტი. ნუ ჰაიდენს ჯერ არ ეხალისება ისე აქ საქმე, მაგრამ მაინც

 


№11 სტუმარი სტუმარი ანა

გელოდები მოუთმენლად

 


№12 სტუმარი Monika

Auuu dges ar dadebt 5 dge gavida

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent