შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

2.შეწყვეტილი სიკვდილი


5-08-2019, 00:06
ავტორი witchy spirit
ნანახია 121

2.შეწყვეტილი სიკვდილი

ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე ევა სანაიას ერთი შეხედვით კარგი ცხოვრება აქვს, მანამ სანამ მასში თეატრი არ ჩნდება. ევა თეატრში შეყვარებულს მიჰყავს და შეყვარებულის ძმის სატრფიალო ობიექტიც ხდება. ამ ბანალურ, ერთი შეხედვით გადაცვეთილ ისტორიას თან სდევს ბრძოლა მთავარი პარტიისათვის, სიყვარულისათვის, ადამიანობისათვის და ვინ იცის, იქნებ სიცოცხლისათვის. ევა მალევე კარგავს წონასწორობას და თავისი როლის ტყვე ხდება. ეს სულისშემძვრელი ამბავია გოგონას სხეულში გამომწყვდეულ ბავშვზე, დანგრეულ ოჯახებზე, შეცდომებსა და უდიადეს ხელოვნებაზე.
2.ნაპერწკალი
„არა აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ, თუ ცეცხლად დაიბადები აუცილებლად მოგიწევს გარდაიქმნა.“
„ფიქრი გაიტაცა დილის ქარიშხალმა
(მე ასე ვსეირნობ ნელი სიარულით).
სულში უიმედო სივრცე გიშალა, გაჩნდა მუსიკიდან ქარი სინანულის.“
ტ. გრანელი

* * *
ევა ლოგინში დაჭიმული ზამბარასავით წამოიმართა.
ფანჯრებს მიღმა თებერვალი იწურებოდა, გარიჟრაჟზე ვარდისფრად ალაკრულიყო უსასრულოდ ლურჯი ცის ღაწვები.
ხეთა შტოები ჯერ ისე გაშიშვლებულნი, მორცხვად თავდახრილნი და შერცხვენილნი იყვნენ, ცივი ზამთრისგან ნამუსახდილნი.
ქუჩაში უდარდელად დაქროდა სტვენია ქარი, ხეებს დაცინვით უვლიდა გარს და შორი გზიდან მოტანილ მტვერს აყრიდა დამცირებულ სახეში.
ცისკრის ვარსკვლავი ჯერ კიდევ ანათებდა, ლამაზად მოჩანდა მგლისფერ-ისრიმიფერი ცის დასალიერზე ჩამოკიდული მილეული მთვარეც, კისერზე, რომ გრძნობდა მზის სხივებისაგან წარმოქმნილ ხელებს, დღის მოლოდინში სულს რომ ღაფავდა.
ამ მშვენიერი განთიადის მიუხედავად , ისევ კოშმარი ესიზმრა გოგოს, რაც ერთი მხრივ კარგი იყო, რადგან ადრე გამოეღვიძა და სრულიად გამოფხიზლდა, სხვანაირად ვერაფრით მოახერხებდა თავის ახალ რუტინას მიჰყოლოდა.
ხვენიშითა და ბუზღუნით წამოდგა ლოგინიდან, მეზობელი ოთახიდან ჩახველების ხმა გამოდიოდა. ეს ხმა ევას და-ძმას ეკუთვნოდა, ბებიამ დროებით ჩამოიყვანა სოფლიდან ლილე და ლუკა, ქალბატონი ეკატერინას აზრით მის უფროს შვილიშვილასაც სჭირდებოდა მიხედვა.
ევამ სააბაზანოს მიაშურა. მთელს სხეულზე უხილავი ნემსების ჩხვლეტას გრძნობდა, გული ყელში ებჯინებოდა, ვერაფრით ერეოდა იმ დაუძლეველ შიშს რომელიც შიგნეულს უწამლავდა, ნაწლავებში უცნაურად უვლიდა , თითქოს ცოცხალი გველები გადაეყლაპა. ცხელმა შხაპმა ნაწილობრივ მოუხსნა დაძაბულობა, სარკეში საკუთარ ანარეკლს შეხედა. „ვინ არის ეს, ნუთუ მე ვარ?“ გაიფიქრა და აღფრთოვანებულ თვალებს წააწყდა. სახეზე სისხლი აწვებოდა და ჯანსაღ, წითელ შეფერილობას აძლევდა მთლიანად. ტუჩები პაწია ალუბლებს მიუგავდა, თვალები ნაძვისფრად უკიაფებდა. განსხვავებულად ლამაზი იყო. მის სულს რაღაც სხვა ეუფლებოდა, ეს იყო საოცარი და ლამაზი სიმაღლე, ევასთვის უცნობი, მაგრამ ძალიან მიმზიდველი.
და ევა ხვდებოდა, რომ ამ სიმაღლეს ისევე შეისისხლხორცებდა, როგორც საკუთარ ოთხივე კიდურს ფლობდა.
მზის წითელმა სხივებმა ჰორიზონტს ლურჯი ვენები გადაუსერა და სისხლისფერი გადმოაფრქვია.
ბუნება ღრმა ძილიდან გამოდიოდა, ზლაზვნით, თუმცა მაინც იხსნიდა ზამთრის საბანს.
ევას ღიმილი გადაეფინა, გაუნათდა მოღრუბლული სახე, იფიქრებდით ბნელ საბურველში სავსე მთვარის სინათლემ გამოაღწიაო. ატლასის მუქი ლურჯი, ბინდისფერი ხალათი შემოიცვა ატლასისებრ სხეულზე და სამზარეულოს მაგიდას მიუჯდა. ბებიას საუზმე მოემზადებინა მისთვის.
-ჩემო ყვავილო!-შესძახა ეკატერინამ, ევა გაიბადრა, თუმცა ეს სიტყვები ლილეს ეკუთვნოდა. წითურმა და ჭორფლიანმა ლილემ, ევას ერბოკვერცხს მკვირხლად დასცა ჩანგალი და ოთახში გაზუზუნდა.
- შენ კი..-წამით შეყოყმანდა ბებია და ევას სახეზე ნაცნობ ნაკვთებს შეავლო თვალი. ეკატერინა მრავალი წლის განმავლობაშიც ვერ მიეჩვია შილიშვილის ცქერას ისე, რომ მასში ჟულიეტი არ დაენახა.
-ლილე!-წამოიყვირა ქალმა და ჟღალ გოგონას გადასძახა.-ლუკასაც დაუძახე და აქ ისაუზმეთ!
ევამ თვალები გადაატრიალა, მაგრამ მის ათრთოლებულ გულს არ სურდა ბევრი ეფიქრა აღნიშნულზე და მხოლოდ ამით დაკმაყოფილდა.
-ევა, შენთან სერიზოული საქმე მაქვს. ეგ ბეშქენი საერთოდ არ მომწონს, გატუტუცებული ბავშია და სხვა არაფერი, სტერეოტიპული და ხისთავიანი, სიყვარულის არაფერი გაეგება და არც სიყვარულზე საუბარი მოსწონს დიდად! ხვდები მაინც, როგორ არ მემეტები იმ ბიჭისათვის?!-ზიზღნარევად დაამატა ეკატერინამ და უფროს შვილიშვილს მიაშტერდა..
ეკატერინას მზერაში ჩვეული სიძულილი გაუკრთა. ევამ მშვენიერი, ხოხბისფერი თმით შემკული თავი გადააქნია.
ევას გული მოეწურა, დაძმარებული გამომეტყველებით შეხედა ბებიას, როგორ ვერ იტანდა როცა ასეთ შეურაცხყოფას აყენებდა ბეშქენს! ეკატერინა დალაქიშვილს უბრალოდ არ მოსწონდა ბიჭი, ყოველ მიზეზგარეშე ეზიზღებოდა და ყველაფრის სათავედ ცუდ აურას ასახელებდა.
ღმერთო! საიდან იგონებდა ეს ქალი ასეთ სისულელეებს!
-ბებია, ხომ გთხოვე ცოტა მეტი პატივი ეცი-მეთქი!-თბილის წყლისაგან აღაჟღაჟებული ტუჩები გახსნა და ჩიტივით დაიჟღურტულა.
მერე სიხარულით მოუყვა წარმოდგენაში მონაწილეობის, დადგმის, განრიგის და ბეშქენის ნამოქმედარის შესახებ. უცნაურია, რომ ეკატერინას ოდნავადაც არ ესიამოვნა ეს ამბავი, პირიქით ცხვირი უფრო მეტად აიბზუა:
-ეს უნდა გამხარებოდა?-ბებია იმ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, რომლეთაც სიამოვნებდათ ადამიანების გამწარება და უჭირდათ სიხარული ვინმესთვის გაეზიარებინათ. ეგ კი არა, სხვისი სიხარულიც შხამად ედებოდათ გულზე.
ევას გაკვირვებსაგან გადმოეკარკლა თვალები.
-ჩემი წარმატება არ გიხარია?- ღვარძლიანად იკითხა.
-შენს კარიერას ნუ შესწირავ უბრალო ახირებებს, ამ მასხარაობისთვის კი არ მიწვალია ამდენი!-თავის გამართლება სცადა.
-ბოლო კურსზე ვარ ბებია!-უნებურად დაიყვირა ევამ და საკუთარმა ცვალებადობამ გააოცა. ხელებს დახედა და მიხვდა, რომ სისხლი სდიოდა. გატეხილი თეფშის ნამსხვრევები გააცურა და ღრმად ჩაისუნთქა.
-ტონი აკონტოლე ევა!-დაისისინა ეკატერინამ თან მიაყურადა, ბავშვები ხომ არ მოდიოდნენ.
-ტონს თავად დაუწიე ეკატერინა!-კბილებშორის გამოსცრა გოგომ და მაგიდას ხელებით დაეყრდნო.
-ბებია!-გაუსწორა ქალმა და ოთახში უჩეულოდ აცივდა.
-ნუ მბრძანებლობ, ბებია!-ისევ ისე ამოილაპარაკა ევამ.
გოგონას არსება ერთიანად მოიცვა რაღაც ჭუჭყმა, თითქოს ვიღაცამ თეთრ თოვლს მძიმე, ტალახიანი ფეხსაცმელებით გადაურბინა. საძაგელი ყავისფერი დაეუფლა იმ ლამაზ, ქალწულებრივ სითეთრეს და წამში დაჯაბნა იგი.
-დამშვიდდი.-ცივად მიუგო ეკატერინამ.
-მე მშვიდად ვარ.-ხელიდან ნამტვრევი გამოიძრო და ჭრილობა წყლით მოიბანა. ისევ დაჯდა და ჩანგალი დაატრიალა.
- შენი ცხოვრებაა ევა, მე ვერ გადავწყვეტ. რა ჩემი საქმეა, ვინ მეკითხება?!-უხეშად უთხრა ბებიამ, ევა გაოცდა, თითქოს მთელი მისი ყოფა ამ ქალს არ დაეგეგმა თავიდანვე.
ევას მუდმივად ეს ჩაესმოდა, ევას სულ ეუბნებოდნენ რა უნდა ეკეთებინა, რაზე უნდა ეთქვა უარი. ევას თეატრალურზე ჩაბარება სურდა, ბებიამ სოციოლოგიის ფაკულტეტი აურჩია, ევას არავინ ეფერებოდა და აიმედებდა, ევას მეოცნებეს ეძახდნენ, რადგან ბებიასთვის მხოლოდ გეგმები არსებობდა. ევას შეცდომები არ დაუშვია, რადგან ამის შესაძლებლობა არასოდეს ჰქონია. სულ შეზღუდული იყო, ბებიასგან გამოკვეთილ ჩარჩოებში ჩაჭედილი. ევა ვერ ხვდებოდა სად იყო მისი რეალური სახე, თითქოს საზოგადოებისთვის აწყობილი მოდელი იყო და არა ცოცხალი ადამიანი.
ევა კი ვერ იტანდა ერთფეროვნებას, ყოველდღიურობას, მომავლის გარანტიებს, ევასთვის ცხოვრება უწყვეტი აწმყო იყო. მუდმივად წარსულის ჩამოცილებას ცდილობდა, დედისა და მამისადმი რაღაც სხვა, დაუძლეველ მტრობასა და სიძულვილს ვერ ერეოდა, ამიტომ მისი წარსული მხოლოდ სახიფათო აჩრდილი იყო, მომავალი კი სრულიად გაურკვეველი და დაუგეგმავი. ახლაც კი, როცა ევა შეყვარებული იყო, ოჯახის გაფიქრებაზე ზარავდა, რადგან თავად ოჯახი არასოდეს ჰქონია. არც ბეშქენი იყო საოცარი რომანტიკოსი, ამიტომ მასთან ურთიერთობა უადვილდებოდა.
თუმცა, თავიდან ბეშქენთანაც ყველაფერი არეული ჰქონდა, ბიჭთან მეგობრის აპლუაში კარგად იყო, ბეშქენის მეგობრებს დაუმეგობრდა, მანამდე არც მეგობრები ჰყოლია და არც ნაცნობები. ევა საშინალდ მარტო იყო, მთელი ცხოვრება ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა, ბებია საცხოვრებელ ადგილს იმაზე მალე ცვლიდა, ვიდრე ევა ვინმეს გაცნობას მოასწრებდა. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ ევამ ბეშქენი გაიცნო, ბეშქენმა თავის წრეში შეიყვანა, მაგრამ გოგო მეგობრების ნაკლებობას ისევ უჩიოდა, ისევ უსაშველოდ მარტო იყო, ბეშქენიც კი ვერ უვსებდა სიცარიელეს, ბეშქენი არც ლექსებს უწერდა, არც სიყვარულს უხსნიდა წამდაუწუმ, ბეშქენი უბრალოდ მასთან იყო და ხშირად საერთოდ არ იღებდა ხმას.
ხშირად ფიქრობდა, რომ ერთი ჭეშმარიტი მეგობარი ყოფას საგრძნობლად შეუმსუბუქებდა. თუ ბეშქენს წაეჩხუბებოდა, საერთოდ აღარავინ რჩებოდა, რომ მისთვის ორიოდე სიტყვა ეთქვა, თუმცა, ზოგჯერ ბეშქენთანაც არ შეეძლო თავის გრძნობებზე გულწრფელად საუბარი.
ევას მოუნდა პასუხი გაეცა ქალისათვის, მოუნდა პირში მიეხალა, რომ მისი ყოფა ეკატერინამ წლების წინ დაგეგმა.
ევას ბალერინობა უნდოდა.
უფრო სწორად სცენაზე დგომა სურდა, ფიქრობდა, რომ თეატრიდან დიდ კინოშიც გაიკვალავდა გზას.
ბებიამ თეატრალურზე ჩაბარების ნება არ მისცა. ბალეტიდანაც ძალით გამოიყვანა.
მისი შვილშვილი უფო სერიოზულ საქმეს უნდა მოჰკიდებოდა.
მაინც როგორ უნგრევდნენ ადამიანები ერთმანეთს ცხოვრებას ასე მარტივად, დაუფიქრებლად და შემზარავად?! რამდენი დრო დაკრგა ევამ სხვისი სცენარით დაწერილი სცენების თამაშში?! როგორ ვაქცევდით ერთმანეთს რაღაც საშინელ ჩარჩოებში, როგორ ვატყვევებდით თავისუფალ სულებს, როგორ ვზელდით ქაოსს და მისგან ჩვენთვის მისაღებ და სასურველ, ყველასათვის ღირსეულ სახეებს თავადვე ვძერწავდით.
განა გვქონდა უფლება ასე მოვქცეოდით ჩვენთვის ძვირფას ან სრულიად უცნობ ადამიანებს?! რამდენი პიროვნება გამხდარა საზოგადებრივი აზრის მსხვერპლი, რამდენს უნდა აღმოეჩინა საკუთარი თავი მეტისმეტად გვიან, კიდევ რამდენი უმანკო სული უნდა გადახვეწილიყო ნაადრევად ამოხეთქილი სურვილების ბობოქარ ტალღებში?! კიდევ რამდენ ადამიანს უნდა მოსდებოდა ჩვენგანვე ჩაკლული და ფერფლად ქცეული, მაგრამ მაინც აღორძინებული ცეცხლის ჯოჯოხეთური ალი?!
ეკატერინას საერთოდ არ აინტერესებდა ევას ბრაზი, მხოლოდ მზერა ჰქონდა გაშტერებული ერთ საგანზე და არ იძროდა, ყინულის სკულპტურას ჰგავდა.
-ისე, გახსოვდეს უნდა იმუშავო კიდეც, რადგან მე ვერ შეგინახავ, ასთმიან ბავშვებზე წინ ვერ დაგაყენებ.-სიამაყით გამოაცხადა ბებიამ.
ევა კვლავ გააღიზიანა ქალის ქედმაღრლურმა ტონმა, თითქოს ამ ლაწირაკების მოვლაში ჩინ-მედლებს დაჰკიდებნენ, ხოლო ევა სანაგვე ურნაში ჩაპირქვავებული იპოვა და სამადლოდ შეიფარა.
საერთოდ, ევას მუდმივად სტანჯავდა საშინელი აზრი, რომელიც ბოლომდე ჩამოყალიბებას ვერც კი ახერხებდა, მაგრამ გოგონას ტვინში ღრმად ბუდობდა და ანადგურებდა კიდეც მის ბედნიერებას. მატლს ჰგავდა, გამოზოგვითა და ნეტარებით სწიწკნიდა.
ლილე და ლუკა ეკატერინა სანაიას გაჭრილი ვაშლებივით ჰგავდნენ. ტყუპებს ბებიის მსგავსი ჟღალი თმა, ცივი ნაკვთები და ცივი თვალები ჰქონდათ. ორივე მთლიანად ჭორფლით იყო დაფარული. ევას არასოდეს ჰქონია მათთან ახლო ურთიერთობა, რადგან ხასიათიც ბებიის მსგავსი გამოყოლოდათ და მუდმივ ავადმყოფობას ორივე მტაცებლებად ექცია. ბავშვებმა კარგად შეისისხლხორცეს, რომ ადამიანებს მაქსიმალურად პირქუშნი უნდა მოსჩვენებოდნენ. ტყუპები იმდენად ახლოს იყვნენ ერთმანეთთან, რომ მესამე დედმამიშვილი არ სჭირდებოდათ, ისინიც სტუმრად აღიქვამდნენ ევას, მათთან შეკედლებულ სტუმრად.
ევა ტყუპებისაგან განსხვავებით დედას დაემსგავსა. ევას არ ახსოვდა დედა, ბუნდოვნად აგონდებოდა მისი ხმა, ხელები და თმის სურნელი. ევასთვის დედა უცნაურ, ცისფერი ნისლით დაფარულ სამყაროში დარჩა, სადაც არც სიყვარული იყო, არც სიძულვილი, სადაც მხოლოდ აღტაცება ცხოვრობდა. ევას გული მოსდიოდა დედაზე, მაგრამ იცოდა, რომ უნდა ჰყვარებოდა იგი.
ადამიანებს უყვართ გარდაცვლილი მშობლები და დედა, ეს უპირობო სიყვარულია.
განსჯის უნარი კი არ აძლევდა უფლებას ეს ქალი ჰყვარებოდა.
ამიტომ ევამ დაიმახსოვრა პატარა დეტალები და კერპად აქცია ქალის ნისლში ჩაძირული სახე. ევას მოსწონდა ამის გახსენება, მოსწონდა, რომ მასაც ჰყავდა ოდესღაც, ამ ქვეყნად ყველაზე ახლობელ ადამიანად წოდებული არსება, მაგრამ ბევრი არასოდეს უფიქრია ამაზე, იცოდა, რომ თუ ზედმეტად გააწვალებდა თავის გონებას, მაშინ უბრალოდ შეიძულებდა დედას და იმ ძვირფასსაც დაკარგავდა, რაც დედისაგან ჰქონდა შემორჩენილი.
მამა საერთოდ არ აგონდებოდა, არც ეს ფაქტი აწუხებდა დიდად. ეკატერინას კი..ზუსტად არ იცოდა უყვარდა ბებია თუ არა. ბებიას გარეშე ევა არავინ იქნებოდა, მაგრა, ვერც იმას უარჰყოფდა, რომ ეკატერინამ ევა თავისი სურვილისამებრ ააწყო და არჩევანის უფლება წაართვა.
ევა ხვდებოდა, რომ დედაც, მამაც, ტყუპებიც და ბებიაც მისი ოჯახი იყო და არ შეიძლებოდა მათი შეძულება, მაგრამ სიყვარულს ვერ განიცდიდა ამ ხალხის მიმართ. ევა ცდილობდა არ დამსგავსებოდა ბებიას, მაგრამ ქალის სიცივე მაინც გადაედო.
ევაში რამდენიმე პიროვნება ცხოვრობდა, ზოგი ბრძენი იყო, ზოგი კუშტი, ზოგი მეოცნებე...მაგრამ ევა ცდილობდა თავისი არეული შინაგანი სამყარო ყველასაგნ დაემალა. პირველ რიგში კი საკუთარი თავისაგან.
ახლაც უჩვეულო გაბოროტებამ შეიპყრო, მოუნდა მივარდნოდა ქალს და ზიზღით დაეფურთხებინა მის ფეხებთან, რადგან ევა გრძნობდა, გრძნობდა, რომ ბებიას არ უყვარდა, უფრო მეტიც, რომ ქალს სძულდა კიდეც შვილიშვილი.
ევა გააგიჟა ამ აზრმა და წამში შესძულდა ტყუპებიც. ეს განებივრებული, ქედმაღალი ლაწირაკები.
-მათ შესწირე ჩემი ცხოვრება მსხვერპლად!-ბრაზითა და ტირილნარევი ხმით თქვა ევამ, სკამიდან გაბრაზებული წამოხტა და დერეფანი ატლასის შარიშურით გადაიარა.
ისევ ისეთი გაბოროტებით ფიქრობდა თავის ყოფაზე და ლამის ბავშური გულწრფელობით აოცებდა ბებიას ქცევა. ბოღმა ახრჩობდა.
ევას სცხვენოდა თავისი თავის გამო, მაგრამ ნუთუ სიკვდილის პირას მყოფი უნდა გაჯიბრებოდა ასთმიან და-ძმას? ამ ლოგიკით, ხომ ყოველთვის ისინი აჯობებდნენ, მარტო იმიტომ, რომ შედარებით ჯანმრთელი იყო, ფეხვეშ როდემდე უნდა ეთელათ?!
თეატრი მოაგონდა და ბრაზისაგან დუჟი მოადგა. რას აშავებდა ასეთს? ცდილობდა თავისი ჩაკლული და მიმალული, ძლივს გაცოცხლებული ოცნებები აესრულებინა, ბებიას კი ყოველთვის ჰქონდა კრიტიკის მიზეზი.
ყველაფერი მშობლების ბრალი იყო! განა მათ არ ჩაიდინეს ყოველივე საძაგლობა?!
ორი წლის ევა გასაზრდელად ეკატერინას მიუგდეს მისმა სანაქებო და ძვირფასმა მშობლებმა. პასუხისმგებლობა მხრებიდან ჩამოიგლიჯეს, სამარცხვინო ლაქასვით მოიცილეს, განგრენიანი კიდურივით მოიკვეთეს პატარა, ქერაკულულებიანი და ლამაზი გოგონა. სულ ერთი ციდა იყო, ბავშურად, გაბმით ტიკტიკებდა და ბებიას ეზოში ჭრელ, ცისფერ პეპლებს დასდევდა. ფეხები და თმები ზამბარებივით უხტოდა. წითელი ტუჩები ჰქონდა, გატყორცნილი წარბები და სულ ორიოდე კბილი. დედის მკლავებიდან ბებიას მკლავებში გადაინაცვლა. თავიდან ატირდა, ცხირის წვერი და თვალები ბროწეულისფრად შეუფერადდა, პაწაწინა და თლილი ხელებით დედის კალთას წაეპოტინა, მაგრამ ეკატერინამ მკაცრად მოჰგლიჯა ჟულიეტს და გიორგის ქალიშვილი და მათგან სულ იოლად დამალა ოთახში. რამდენიმე დღემ გავლო და ევასაც მარტივად გადაავიწყდა მშობლები.
დედა და მამა თვეში რამდენჯერმე მოდიოდნენ სტუმრად, თანდათან შეხვედრების სიხშირემ იკლო. ბოლოს წელიწადაში სამჯერ ან ოთხჯერ თუ შემოუვლიდნენ ხოლმე ევას, სათამაშოებს და ნუგბარს მოუტანდენ. ეკატერინა სათამაშოებს ინახავდა, ტკბილელს კი უმალავდა და არასოდეს აჭმევდა.
ათი წლის იყო როცა გაიგო, რომ ავტოკატასტროფაში დაიხოცნენ და ტყუპები დარჩათ, ამის შემდეგ ბებიამის სამ ბავშვზე სრული მეურვეობა მიენიჭა და ევას მეთერთმეტე დაბადების დღე საავადმყოფოს პალატაში, ოთხი თვის ბავშვებზე ზრუნვაში გაატარა.
სწორედ მაშინ დადგა საშინელი, მტკივნეული მომენტი, როდესაც ევას სულში გაღვივებული ნაპერწკალი ჩაიფერფლა.
ახლაც, ოცდაორი წლის ასაკში, გოგონას საზიზღარ კაფეში მუშაობა უწევდა პურის ფულისათვის. ეკატერინას შემოსავალი მთლიანად ლილესა და ლუკას ჯანმრთელობის გაუმჯობესებას ხმარდებოდა. გოგონა მხოლოდ იმას ცდლიობა, რომ ბოღმით არ მოეწამლა თავი და შეჰგუებოდა აღნიშნულ სიტუაციას.
ბეშქენი ევას ცხოვრების ნათელ წერტილს, მამოძრავებელ ძალასა და ენერგიის წყაროს წარმოადგენდა. გოგონამ იგი მაშინ გაიცნო, როდესაც ჩვიდმეტი წლის დამოუკიდებლად გადმოვიდა ქალაქში საცხოვრებლად და ბიჭს უმალ დაუმეგობრდა. მათი მეგობრობა სიყვარულში მალევე გადაიზარდა, მაგრამ ამის აღიარებას და გააზრებს სამ წელიწადზე მეტი დასჭირდა.
ბებიას შეეძლო დაუსრულებლად ელანძღა ბიჭი, ვისთვისაც ევა მთელი სამყაროს ეპიცენტრი იყო!
* * *
გოგო ფეხებს აბაკუნებდა, პირიდან ორთქლის ღრუბლებს უშვებდა და სიცივისაგან ერთიანად ჭარხლისფერი ედო. დილის შვიდის ნახევარზე, ყინვას ჯერ კიდევ ყოფნიდა ძალა ევასთვის ხასიათი გაეფუჭებინა. ვიწრო, მაღალწელიან ჯინსებში, თეთრ ნაქსოვ სვიტერში და იასამნისფერ პალტოში ჩაფუთნილს, ქარი სახეზე მათრახივით მწარედ ეძგერებოდა.
უეცრად მის წინ შავმა, პრიალა მანქანამ დაამუხრუჭა.
გოგონას მომენტალურად გადაეფინა სითბოსა და კომფორტის შეგრძნება, ჩანთა მანქანაში შეაგდო და წინა სავარძელზე მოკალათდა.
-სად ხარ ამდენ ხანს!-უსაყვედურა ბეშქენს.-გავიყინე!
ბიჭი სულელივით მისჩერებოდა ევას სახეს, მერე საკოცნელად გაიწია.
-მაპატიე, კინაღამ გამაგიჟა ჩემმა ძმამ!-დაიბუზღუნა ბეშქენმა, თან გოგო ნაზი ამბორით დააჯილდოვა.
-რატომ?-უგერგილოდ იკითხა ევამ და ღვედი მთელი ძალით დაქაჩა.
-გუშინ საზეიმო ვახშამი მოვაწყეთ, ძალიან დავთვერით და ქალაქში გვიანობამდე დავქროდით, ბოლოს გამოვფხიზლდი და აზროვნების უნარიც დამიბრუნდა. ის ვაჟბატონი კი კიდევ ბლუყუნებდა გინდა თუ არა გავაგრძელოთ დალევაო. სახლში ძლივს მივათრიე, ცივი შხაპის ქვეშ შევაგდე .-მხიარულ ნოტაზე ყვებოდა.
-მერე დღეს არ უნდა ვიმეცადინოთ?!-შეშფოთდა ევა.-ხომ მოვა ?!
-რათქმაუნდა მოვა, ამხელა დასს კი არ გადაგვაგდებს.-ჩაიცინა ბიჭმა.
* * *
ევა და ბეშქენი თეატრში მალე მივიდნენ. ევა ჯერ ექიმს შეხვდა, მან ძვლების გასაძლიერებლად ვიტამინები დაუნიშნა. ალიონამ, ასაკიანმა ბალერინამ სპეციალური ვარჯიშები და რამდენიმე მარტივი მოძრაობა ასწავლა, ხოლო ბეშქენმა შესაფერისი სამოსი უყიდა, რომელიც ევას აზრით, მთელ ბატალიონს ეყოფოდა.
-ეს რა არის?-შესძახა მან და თვალები საცერისოდენა გაუხდა. ამდენ შეფუთვაში ევამ ცნობილი ბრენდების სახელი დალანდა და კუშტად შეიკრა წარბები.-ბეშქენ, სულ დაკარგე შენ ისედაც ორი გრამი ტვინი?!-აღშფოთდა ევა.
- რა არის და სპორტულები.-ბოლო კითხვას წაუყრუა გამხიარულებულმა ბეშქენმა.
- და შენც მთელ დასს მოუტანე არა ?! ღმერთო, რა კეთილშობილი გაუჩენიხარ მამაზეციერს!-დასცინა ევამ.
-ნუ ხარ შენ უხეში და გესლიანი!-შეეპასუხა ბიჭი და რატომღაც ევასთან ახლო მეგობრობის პერიოდი გაახსენდა.
-რა ჯანდაბად მინდა ამდენი ტანსაცმელი?-დაიფრუტუნა გოგონამ, თან ახალ-ახალ ქსოვილებს უგერგილოდ ათვალიერებდა.-ვერ გავიგე, ნახევარ საათში ერთხელ უნდა გამოვიცვალო ხოლმე?!
-ნუ მეწინაააღმდეგები, ახლა შენ ბალერინა ხარ, თანაც განსაკუთრებულ პარტიას ცეკვავ.-გადაჭრით თქვა ბიჭმა. შემდეგ გულზე მიიხუტა და შეთქმულივით დაიჩურჩულა.-არ დაგავიწყდეს ჩემი შეყვარებული ხარ.
-მაგას რა დამავიწყებს!-თვალები გადმოკარკლა ევამ.-ნეპოტიზმისადმი სიძულვილი არ გამქრობია ისე!
ორივეს ისტერიკული სიცილი აუტყდა.
კუთხეში გაბეზრებით დაიფრუტუნა ნიამ.
* * *
სარკეეებიანი დარბაზი ჩუმ ზუზუნში გახვეულიყო. რამდენიმე გოგო, მათ შორის ევაც, სარკის წინ ვარჯიშობდა, დანარჩენები ჯგუფ-ჯგუფად იდგნენ, ყველა გაგის ელოდა.
ვიღაცამ კარი შემოგლიჯა და სამეფო ნაბიჯით შემოვიდა. გაგის სახეზე ღიმილი გადაჰფენოდა და თვალები უბრწყინავდა.
-აბა აბა! შეგროვდით!-დასჭექა მან და მიუხედავად ბედნიერებისა წამით მაინც მოეღრუბლა თვალები, როცა ევას სახეს მოჰკრა თვალი.
ქალის ნაზ კანს ხოხბისფერი თმა შემოსჯაროდა, მთის ჩანჩქერივით ეშვებოდა შიშველ, ჯერ კიდევ მზემოუკიდებელ მკლავებზე. ევას თეთრ კისერზე, მფეთქავ საძილე არტერიას მსუბუქი ამბორით აჯილდოვებდა. რამდენიმე ხოხბისფერი ღერი წინ დაუდევრად ჩამოჰყროდა. გაგიმ სინანულით გაიფიქრა, როგორ შევძლებ თავიდან ამოვიგდო თუ მის სილამაზეს ყოველდღე დავინახავ, მომიწევს მისგან გამოსხივებული, მშვენიერების რძისფერი, ცისარტყელის მკრთალ, მბზინავ საბურველში გახვევა და მისი სისხლისფრად შეფერადებული ტუჩებიდან წარმოთქმული, ატმოსფეროში ოქროს ზანზალაკის წკრიალად გაფანტული, სამოთხის ჩიტებისებრი ხმის მოსმენაო.
შემდგომში, გაგიმ ბევრჯერ ინანა მსგავსი აღგზნება, მაგრამ ტანჯვის ამ წუთებში უდიდეს ნეტარებასაც ეძლეოდა.
გაგი ვერ ხვდებოდა, რომ ძმასთან ჯიბრმა უკიდურესობაში გადააგდო. მისთვის ევა მორიგ ნივთს დაემსგავსა, რომელიც მის ძმას მიუტანეს, მოეწონა და გადაწყვიტა რამენაირად ხელში ჩაეგდო.
გაგის ისეთი განცდა დაეუფლა თითქოს, ვიღაცამ უკან, ჰარმონიულ და ბედნიერ ცხოვრებაში დასაბრუნებელი ბილიკი მოუჭრა, ყელში ხელი წაუჭირა, შუაზე გადახსნა და მერე მის ტვინსა და გულზე ჟანგიანი დანით ევას სახელი ამოკაწრა, შემდეგ კი სიყვარულის მწველი ალითაც დაშანთა, ნიშნად ყველაზე საშინელი, შხამიანი, ლიმონივით მჟავე გრძნობისა.
ბიჭს ბეშქენის სიტყვები მოაგონდა, სიმწრით ჩაიცინა და საკუთარ „მეს“ ლანძღვა-გინების შეტყობინებაც გაუგზავნა, რატომ არ უჯერებდი შენს ძმას, რატომ გეგონა ევა ჩვეულებრივი გოგო და რატომ იგდებდი ბეშქენის ნერვიულობას, ცრემლებს, დარდსა და მოფრთხიალე გულს აბუჩადო.
კი იცოდა, რომ ბეშქენი ხუმრობით აზვიადებდა თავის გასაჭირს, მაგრამ ალბათ ასე ცდილობდა რელური მღელვარების შენიღბვას, რადგან ბეშქენს ძმისგან განსხვავებული სული ჰქონდა.
ალბათ ეს იყო საზღაური იმისათვის, რომ უამრავ გოგოს ატკინა გული. არ დაუგეგმავს, მაგრამ სულ ასე ხდებოდა.
გაგი ახლაგაზრდა ბიჭი იყო, გაიძვერა და ბოროტი არ ეთქმოდა, მაგრამ სიყვარულს ყოველთვის დამცინავი ტონით პასუხობდა, მისთვის ეს გრძნობა მხოლოდ კარგი თემა იყო თეატრალური დადგიმსათვის. გაგის არ სჯეროდა სიყვარულის სიდიადის და ლამაზი ძალის. უფრო სწორად, იგი უბრალოდ ელოდა ამ გრძნობის საკუთარ ტყავზე გამოცდას და ფიქრობდა, რომ ასე თეატრალურად, ცრემლებითა და ამაღელვებელი განცდით მარტო თვითონ შეეძლო სიყვარული, ბეშქენისნაირებისთვის კი მხოლოდ სასიამოვნო თამაში იყო და სხვა არაფერი.
დღემდე ადამიანთა ფანტაზიის ნაყოფი ეგონა.
საერთოდ ასეა, ადამიანები ყოველთვის ვიხდით ჯამაგირს, ყველას ცრემლს აქვს ფასი, ოდესმე მაინც მოგვიწევს ჩადენილი შავბნელი საქმეებისთვის ვზღოთ, ამიტომ დავფიქრდეთ, ვაითუ ზედმეტად დიდი ფასი ედოს, ვაითუ საკურთხეველზე ყველაზე წმინდა შევწიროთ მსხვერპლად.
მაგალითად ძმობა.
მაგალითად სიყვარული.
მაგალითად ადამიანობა.
იქნებ ჩვენმა ბოროტებამ ყველას მოგვიკლას გულში პატარა ღმერთი, ღმერთი რომელსაც მანკიერებით თავადვე ვდევნით ჩვენგან?!
* * *
რეპეტიცია დიდი მონდმომებით დაიწყო. ყველაფერი არც თუ ისე ცუდად იყო მანამ, სანამ ევას სუნთქვა არ შეეკრა, გოგონამ ვეღარ მოზომა, ფეხები ერთმანეთში აეხლართა და ძირს დაეცა. ტერფი და წვივი უხერხულად მოკეცილი დარჩა. ტიტანური ძალის მოძიება დასჭირდა ევას, რომ არ ეტირა, ცალკე ტკივილი და ცალკე სირცხვილი ერთიანად უწვამდა ქუთუთოებს, კოჭი მწარედ ტეხდა, მთელს სხეულზე უროს ურტყამდნენ, თავში ჩაქუჩის მონოტონური კაკუნი ჩაესმოდა, ვარდნისაგან დაბეგვილ-დალურჯებულს ეგონა თითქოს, ცის უმაღლესი წერტილიდან მიწაზე დააბრეხვეს. ოღონდ ვერ გაეგო, მოძრაობის კარგად შესრულებით გამოწვეული აღფრთოვანების კვარცხლბეკიდან ჩამოვარდა თუ უბრალოდ დაცემისას გამოწვეულმა აუტანელმა სიმწარემ განაპირობა და ცხადად წარმოუდგა თვალწინ თუ როგორი იქნებოდა თვალუწვდენელი სიმაღლიდან გადმოვარდნა.
წამი გაიყინა, ყველამ ევას მიაპყრო მზერა. ევა კი საცოდავად მოკუნტული იჯდა, კბილს კბილზე აჭერდა, მაჯებზე მყესები გათეთრებოდა, სახეც თოვლისფრად უღვიოდა, მხოლოდ ტყისფერი თვალების გარშემო, თეთრ გარსში დაგუბებული ტბა მოსჩანდა წითლად.
ეს მხოლოდ გზის დასაწყისი იყო, ახლა გატეხა არ შეიძლებოდა.
ბეშქენს ლამის ინფარქტი დაემართა, ერთი წამის განმავლობაში ასჯერ გაკიცხა თავისი გადაწყვეტილება რომლითაც ევას თუნდაც აბრეშუმისებრ თმის ღერს მსგავს საფრთხეს შეუქმნიდა. ვინაიდან იგი გოგონაზე ცხელი ჯაჭვით იყო გადაჭდობილი, უხილავი კავშირის ძალით თვითონაც იგრძნო გოგოს გულში მოგიზგიზე კოცონისგან გამოსროლილი ენების სიმხურვალე.
გაგიმ ინსტიქტირად წაიწია წინ რათა ხელი შეეშველებინა. როგორც ევასა და ბეშქენისთვის, ასევე გაგისთვისაც ამოყირავდა დედამიწა, ფოკუსი და გამოსახულება მანაც ტყისფერი თვალებით დაინახა, მაგრამ ეს ოდნავადაც ვერ შეედრებოდა შეყვარებულების გულების დამაკავშირებელ, ბაც ოქროსფრად მოვარვარე სხივს, მათ ვენებში მონავარდე ერთმანეთის სულებსა და ძალას. ეს მხოლოდ ცალმხრივის სიყვარულის სუსტი, ტალახისფერი ძაფი იყო, ჭეშმარიტების არარეალური გამოძახილი.
ბეშქენმა ყველას დაასწრო და დაუფიქრებლად მიირბინა ევასთან. გოგომ ხელი აუქნია,ევამ კარგად იცოდა, რომ ბალერინობას ერთ დღეში ვერ მოახერხებდა, წინ რთული გზა ჰქონდა გასავლელი, თუმცა გვერდით ბეშქენი ჰყავდა და მყესის დაჭიმვასაც გმირულად შეხვდა. მოულოდნელი არაფერი მომხდარა, მაგრამ მაინც ძალიან მტკივნეული გრძნობა იყო, როგორც ფიზიკურად, ისე-მორალურად.
-საკმარისია!-მოესმა ბიჭის შეძახილი. შეშფოთების ნოტები ჭარბობდა ბეშქენის ხმაში.
-არა, გავაგრძელებ, შემიძლია ეს არაფერია! -კბილებს შორის გამოსცრა ევამ.
-მართლა?!-ირონიულად შეუღრინა ბეშქენმა.-რათქმაუნდა გააგრძელებ, მას შემდეგ რაც იატაკზე დაასხამ ტვინს!-თან ხელში ნაზად აიტაცა და ოთახიდან გაიყვანა. ალებასტრივით ყელმოღერებული , უსაშველოდ თვალწარმტაცი გოგონა ბიჭის მკლავებს მიჰკედლებოდა, ბეშქენს ეგონა გედის ბუმბულების კონა მიჭირავს ხელშიო. ევამ კიდევ ერთხელ იგრძნო უსაფრთხოების, მშობლიურობის, ბუნებრიობისა და სიწმინდის გამომხატველი განცდა, რაც ჩვეულებრივ უსახელო, უმატერიო რამ იყო და მხოლოდ ბეშქენთან ეუფლებოდა, ბეშქენი ევასთვის სულიერ სამყაროს, მსხვილ დედაბოძს წარმოადგენდა, ბიჭის გვერდით გოგონას არაფრის არ ეშინოდა, თუმცა ხანდახან ბეშქენს დაცემულ ანგელოზად, სიბნელის წყაროდ მიიჩნევდა, რადგან ბეშქენი სულაც არ იყო იდეალური თოჯინა და ხანდახან ევას სიბნელისკენ მიათრევდა.
თუმცა ევას დამატყვევებელი, არმიწიერი, ჭაობისფერი მზერა, წარმოუდგენელი იდუმალება და ზოგიერთი საკითხისადმი მეტად უჩვეულო გულჩახვეულობა გასდევდა ზოლად, გვირგვინივით ამკობდა ახალგაზრდა ქალის მეოცნებე ნატურას. შესაბამისად არც ევა იყო ბოლომდე სუფთა და ხანდახან მართლა სამოთხედან გამოგდებულს ჰგავდა, ოღონდ ვერ ხვდებოდა რამ იმსხვერპლა, გველის მაცდურმა სიტყვებმა თუ საკუთარმა ცხოველურმა ინტერესებმა? ახლა კი ბიჭის მკერდზე მიყრდნობილს ანგელოზური სისპეტაკე ეწერა სახეზე.
ანგელოზების, თუნდაც დაცემულების, ყველაზე დიდი პლიუსი სწორედ ეს არის, ისინი საკუთარ „მეს“ იღებენ, არ ცვლიან, არ ასახიჩრებენ, არ ატყუებენ და დანაშაულს აღიარებენ. ადამიანებს არ ჰგვანან.
ადამიანები კი ნამდვილად საოცარი არსებანი არიან. ჩვენ საკუთარ თავში შევქენით სამოთხეც, ჯოჯოხეთიც, ანგელოზნიც და დემონნიც. ჩვენ გვეკუთვნის არჩევანი რომელ მხარეს ვიდგებით, მაგრამ ხანდახან ორივე მხარეს ყოფნაა საჭირო, სხვანაირად შეუძლებელია იცხოვრო.
რომ არა საზარელი, პირქუში სიბნელე, ჩვენ, ადამის მოდგმა ვერასოდეს მივხვდებოდით რა არის ჭეშმარიტი სინათლე და რომ არა აღნიშნული სინათლის შემწეობა ვერასოდეს მივხვდდებოდით რა არის სულში გაბატონებული და გულსაკლავი სიბნელე.
მზისფერი სხივით გაცისკროვნებულ შეყვარებულებს გაგი დაბარებულივით გაჰყვა უკან, თითქოს ევა მაგნიტი იყო თვითონ კი-რკინა. ევა მზეს ჰგავდა გაგისთვის, იზიდავდა და ცეცხლში დაბუგვას უქადდა , გაგის უბრალოდ არ შეეძლო მისგან შორს ყოფნა, ვერ ხვდებოდა როდის მოასწრო ასეთი ავადმყოფური დამოკიდებულება გასჩენოდა ამ ქალბატონის მიმართ.
ევა ჭაობში ითრევდა.
ევა თავად იყო ეშმაკი,
ანგელოზი,
ჯალათი,
მსხვერპლი,
ბრალდებული,
ბრალმდებელი,
წყალი,
ცეცხლი,
რკინა,
მაგნიტი,
მზე,
მთვარე,
წყვდიადი,
და
სინათლე.
ევა გაგისთვის მთელი სამყარო იყო.
ევა ბეშქენისთვისაც მთელი სამყარო იყო.
და
სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით მაინც, ბეშქენი იყო ევასთვის მთელი სამყარო.
გაგის ზუსტად იგივე სიმპტომები ჰქონდა რაც ბეშქენს ევას შეყვარების პროცესში.
საფრთხე იზრდებოდა.
ცოტაც და ძმა, ძმის ბედს გაიზიარებდა. ბეშქენსაც ხომ მანიაკალურად უყვარდა გოგო, საოცრად მიჯაჭვულიყო ამ ციურ არსებაზე.
ოღონდ ერთი განსხვავებით, ევა ბეშქენის სიყვარულს თავისი გრძნობით პასუხობდა, ორივე ერთი ძალისხმევით რწყავდნენ სიყვარულის ხეს და ჩუქურთმებიან ქოთანში ზრდიდნენ.
გაგისთვის არ არსებობდა გოგონას გულში ადგილი, ადგილი სადაც იგი თავს დაიმკვიდრებდა
* * *
ევა და ბეშქენი ნაცნობ კაფეში დასხდნენ.
-აბა,-თვალები გაუბრწყინდა ბიჭს.-როგორ მოგწონს თეატრი?! ჯერ გაგიც კი ვერ გაგაცანი წესიერად.
ევას თვალები მოქანცვოდა. იგი ბეშქენის წინ იჯდა, თუმცა თითქოს არც ბიჭი აინტერესებდა, არც მტკივანი ფეხი და არც ზოგადად კაცობრიობა. ევა ღრმა ფიქრებს თავდავიწყებით მისცემოდა და მზერით ჰორიზონტს მიღმა იცქირებოდა. ბიჭის შეკითხვაზე ზანტად გამოერკვა. პასუხის გაცემა გაუჭირდა, თითქოს გონება სხვა სიხშირეზე გადმორთო.
-თეატრი ახალი სამყაროა ბეშქენ, მასთან შეგუება მიჭირს. ჩემთვის უცხოა და მიმზიდველი.-უეცრად, ევას თვალები ეშმაკურად აუციმციმდა.-თავს ნამდვილ ევად ვგრძნობ. ეკატერინა ჩემთვის ღმერთი იყო, რომელმაც თეატრი დიდი ხნის წინ ამიკრძალა, ახლა კი აკრძალულ ნაყოფს ვსინჯავ და მეტიც, მეღვინეობას ისე მოგწყვიტე შენც გასინჯებ!
-მე წინააღმდეგი არ ვარ!-გაუღიმა ბიჭმა და ცივი სასმელი მოსვა.
-ისე, შენი ძმა ძალიან ნიჭიერი ვინმეა! ჭეშმარიტი ხელოვანია!
-მაგიტომაც აფრენს! თუმცა შენ ეგ არ გესწავლება!-თვალები აატრიალა ბიჭმა.
-არც შენ ხარ დალაგებული!-ნიშნისმოგებით განუცხადა გოგომ და თვითონაც უფრო კომფორტულად მოკალათდა.
-წეღან რაზე ფიქრობდი?!-შენიშნა ბეშქენმა.
-არაფერზე.-შეყოყმანდა ევა და თავი ნერვიულად მოიქექა.
-ნუ მატყუებ, შენს თვალებში ამოვიკითხე.
-ჩვენზე ვფიქრობდი ბეშქენ. უეცრად მივხვდი, რომ სამყარო თავისი ერთფეროვნების გამო მძულს. ვალდებულებებით და პასუხისმგებლობით დამძიმებული არსებობ და სიცოცხლის დრო აღარ გრჩება!-ზიზღნარევად შესძახა გოგონამ და თვალები უცნაურად აუელვარდა.
-ცხოვება დიდი უაზრობაა ევა.-დაეთანხმა ბეშქენიც.-მაგრამ როცა შენ მყავახარ და მე კიდევ შენ გყავარ ყოველივე უფრო საინტერესო გეჩვენება. ადამს ევა ღმერთმა იმიტომ უბოძა, რომ ადამიანს მარტობაა ჭკუიდან შლის.-ხელით სივრცე მოხაზა მან.-მაინცდამაინც შეყვარებულზე კი არ ვამბობ, ზოგადად, ვიღაცის არსებობა ერთი წვეთი წყალია დამშრალ უდაბნოში.
-არადა, ქვეცნობიერად ჩვენ მარტოსული არსებები ვართ. ერთმანეთი გვაღიზიანებს, ზოგჯერ სხვისი უბედურებით ნეტარებას ვეძლევით. ყველა და ყველაფერი გვღლის.-დასევდიანდა გოგონა.-მე მაგალითად დეპრესიული ვარ. მელანქოლიკი. სულ რაღაცაზე ვწუწუნებ, არასოდეს არაფერი არ მყოფნის..ეს ერთ დღესაც დამღუპავს ბეშქენ.
-ეს შენი ბრალი არ არის ევა. შენ საზოგადოებისადმი ნდობა გაქვს დაკარგული, ცხოვრებაზე ხარ გულაცრუებული. ამბიციურობა ცუდი სულაც არაა, თუ ზოგჯერ აჭარბებ ეგ იმ დაუკმაყოფილებლობის განცდის ბრალია რაც ბავშობიდანვე დაგყვა. ამის აღიარება მტკივნეულია, მაგრამ შეუძლებელი არ არის.
-იცი,-უცრად გამოცოცხლა გოგონა და ღაწვები შეუვარდისფრდა.-სულ მაინტერესებდა, შენ საიდან იცი ამდენი იმედგაცრუებაზე?! ცუდად არ გამიგო, უბრალოდ ერთი შეხედვით უდარდელი, მხიარული ადამიანი ხარ, რომელიც უემოციოდ უდგება ყველაფერს, რომელსაც გულთან ახლოს არ მიაქვს წვრილმანები. შენ გადასარევ ოჯახში გაიზარდე, ყოველთვის იღებდი იმას რაც გსურდა. სიმდიდრეზე არ ვამბობ, ალბათ შენც გიჭირდა..რათქმაუნდა..-ოდნავ დაიმორცხვა მან.-ვგულისხმობ, რომ მოსიყვარულე დედა და მამა შენთვის ბევრს აკეთებდნენ, შენი ბიოგრაფია მეტისმეტად იდეალური ისტორიაა, ლაფსუსებისა და შავი ლაქების გარეშე, მაშ ჩემი უსიტყვოდ როგორ გესმის?! შენი ნუგეშიცემა სეირის მაყურებლის კომენტარს რატომ არ ჰგავს?!-გულწრფელი გაოცებით იკითხა ევამ და პასუხის მოლოდინში გაირინდა. თუმცა მის დუმილში უამრავი კითხვა ჟღერდა.
-სინამდვილეში, მე შენ მსგავსად ბავშობის ტრამვა მაქვს. ეს შეიძლება ისე სერიოზუალდ არ მოგეჩვენოს...-ბიჭმა დანანებით წამოიწყო, მაგრამ ევამ გააწყვეტინა.
-ეგ აღარ თქვა ბეშქენ! -მგზნებარებით წამოენთო გოგონა.-ის, რაც ჩვენს სულზე კვალს ტოვებს ვერასოდეს იქნება უმნიშვნელო! ყველანი ერთნი არ ვართ! ადამიანებს სხვადასხვა რამეზე აქვთ ალერგია, სხვადასხვაგავრი იმუნიტეტი აქვთ, განსხვავებული გარეგნობა, მაშ რატომ არ შეიძლება ყველას სხვადასხვა ფერის სული გვქონდეს?! ის რაც მე არ მტკენს, შეიძლება შენ განგრევდეს, არაფერია ამაში უცნაური!
-მოკლედ, შენ სცენაზე დგომა გინდოდა, მე კიდევ ბურთის დევნა მომწონდა და ჯირითი.-გაიღიმა ბეშქენმა და შეყვარებულმა ბიჭის თვალებში იმდენად საზარელი სევდა დალანდა, რაც ცრემლებშიც იშვიათად შეიმჩნევა.-ერთ დღეს უბრალოდ ცხენიდან გადმოვვარდი და ფეხი დავიზიანე, ექიმმა ჯირითი ამიკრძალა. ვიწექი და ვერც კალათბურთს ვთმაშობდი, ვერც ფეხბურთს და რათქმაუნდა ვერც ცხენს ვერ დავაგელვებდი. მხოლოდ 14 წლის ვიყავი ევა! ბიჭები მსუბუქად შევთვერით და ცხენზე მთვრალი დავჯექი, ეს იყო და ეს, ამან ლამის ცხოვრება დამინგრია. მე სპორტს აღარ გავყოლილვარ. თითქმის ექვსი თვე მიჭირდა გადაადგილება. სამივე სფეროში სასტიკად ჩამოვრჩი, გარდა ამისა ცხენები უკვე მაფრთხობდა, ხოლო ბურთს სათოფეზე არავინ მაკარებდა, უამრავი ვარჯიში გამოვტოვე და მთელი ცხოვრების შრომა წყალში ჩამეყარა. გარდატეხის ასაკი მქონდა და ყველაფერმა მძიმედ იმოქმედა ჩემზე. მას შემდეგ შენნაირი ნერვები მაქვს.-ხუმრობით გაჰკრა კბილი გოგონას და გაიცინა.
-ჰოოო.-ამოთქვა ევამ.-მაინც ვერ გამიგია, ჩემნაირ უხიაგთან რა ჯანდაბა გინდა?!-გაიცინა მან.
-მიყვარხარ.-მშვიდად უთხრა ბიჭმა, გოგო შესამჩნევად აილეწა.-ვიცი რომ სიყვარულის გეშინია ევა, ორი წელი სისხლი სწორედ ამიტომ გამიშრე!-ლაღად დაამატა.
-გცდიდი.-შეესიტყვა გოგონა.
-და რამდენჯერ?!-წამოენთო ბეშქენი.-ყოველ ჯერზე მოდიოდი, აბუჩად იგდებდი ჩემს გრძნობებს და უმოწყალოდ თელავდი ჩემს გულს, თან ეგოისტურად არ გინდოდა, რომ გაგეშვი!
-ხელს გკრავდი, რადგან ასე თავს იმედგცრუებისაგან ვიცავდი ბეშქენ!-გაწიწმატდა ევაც.-წარმოუდგენლად მეშინია,რომ ერთხელ შენც მიმატოვებ...და სხვათაშორის, ლამაზ-ლამაზ გოგოებს არ იკლებდი!-შეახსენა ღვარძლიანად.
-ეს საუკეთესო საშუალება იყო რომ თავი დამერწმუნებინა, თითქოს შენ არ მიყვარდი.
-იდიოტო!
-უმადურო!
-რეგვენი.
ორივე გაჩუმდა.
ევა ფიქრობდა ტკივლიზე რაც ბეშქენმა მის გამო, ან ცხენის გამო გამოიარა.
ევა ბეშქენის უბედურებამ დაზაფრა. იგი უყურებდა ბიჭს და ხვდებოდა, რომ სწორედ ეს ტკივილი აახლოვებდა ორივეს ერთმანეთთან.
ევა უსიტყვოდ წამოდგა, ერთი მზერით ჩამოჰგლიჯა ბეშქენის ღიმილის ნიღაბი და გადაეხვია.
ამ დუმილში კი ათასობით სიტყვა თქვა. უბრალო, ადამიანური ჟესტით ევამ ბეშქენის ყველა სიტყვა დაშიფრა და ცხოვრების საიდუმლო ამოხსნა. თითქოს ურთულესი მათემატიკური განტოლების პასუხს მიაგნო:
მთელს დედამიწაზე, ადამიანს მხოლოდ მეორე ადამიანი თუ სჭირდება. მას სხვა არაფერი უნდა. სიმარტოვის უზარმაზარ ჭას ერთი წვეთი სიახლოვე პირთამდე ავსებს. სანამ გვერდით ვიღაც გვყავს გადავრჩებით.
თუნდაც მას ვერ ვხედავდეთ, თუნდაც ხელით ვერ ვეხებოდეთ, მთავარია მისი სიახლოვე ვიგრძნოთ, მაშინაც კი თუ მას არ სურს, რომ ეს სიახლოვე გვაგრძნობინოს.
ადამიანი ადამიანისთვის ბნელ ღამეში გაფანტული მთვარის სხივია.
ოკეანეში დაძირულისათვის სამაშველო ნავია.
დასეტყვილ ხეზე, იმედის ნიშნად გადარჩენილი, ერთადერთი ნაზი, მაგრამ მებრძოლი ყვავილია.
***
-დარწმუნებული ხარ, რომ სამსახურიდან წამოსვლა გინდა?-იჭვნარევად ჩაეკითხა ბეშქენი ევას.-მეც არ მსურს იქ იმუშავო, მაგრამ არც ის მინდა ბებიაშენმა იფიქროს თითქოს შენზე, ჩემი იდეებით ცუდ გავლენას ვახდენ!-დაამატა ევას გადატრიალებული თვალების დანახვისას.
-მგონი საკმარისად დიდი ვარ სერიოზული გადაწყვეტილებების მისაღებად!-მკაცრად მოუჭრა გოგომ, მერე შეხვეული ფეხი ზედ ცხვირწინ გაუქნია ბიჭს.
-სხვათაშორის, ამაზე „იმპერატრიცა“ ეკატერინა ახსნა-განმარტებას მოგვთხოვს!
-აკრობატული ილეთების კეთებას თუ არ შეწყვეტ, ახსნა-განმარტების მიცემა ბევრჯერ მოგიწევს.-განუცხადა ბიჭმა და სახეზე წაეტანა გოგოს.
-ხანდახან, შენც ბებიაჩემივით იგესლები.-გულხელდაკრეფილი, უფრო მყუდროდ მოკალათდა სავარძელში და შუბლშეკრულმა, ტყისფერი თვალები ფანჯარას მიაპყო.-თუ იმ როლზე მხოლოდ დგომისათვის დამამტკიცეს და არა ცეკვისათვის, მაშინ კიბატონო, თითსაც აღარ გავანძრევ!
ბეშქენს აღარაფერი უთქვამს , უბრალოდ მხრები აიჩეჩა. არაფრის გამო არ სურდა ცუდი რამ ეთქვა ქალზე, რომელმაც ევა გაზარდა, სწორ გზაზე დააყენა, ბიძგი მისცა და ასეთ შესანიშნავ პიროვნებად ჩამოაყალიბა.
ბეშქენს მართლაც ჰქონდა მანკიერებანი(ისევ როგორც ევას), თუმცა რამდენიმე თვისების წყალობით თავისუფლად შეეძლო მათი გადაფარვა. ბოლოსდაბოლოს არავინაა იდეალური, თავად პლიუსიც ხომ ორი მინუსის გადაკვეთაა?!
-მობრძანდით ჩემო დედოფალო!-მოწიწებით მოუხმო გოგოს, ნაჭრის თოჯინასავით მიიხუტა და სადარბაზოს კიბეებზე აიყვანა.
-ჩემო ვითომ მეფეო, -სარკასტულად შესცინა ევამ,-იქნებ ამიხსნათ რატომ არ მაძლევთ ნებას, რომ ჩემით, დამოუკიდებლად ვიარო?
-სულ არმინდა კოჭლი სოლისტი, არც კოჭლი ცოლის ყოლის პერსპექტივა მივსებს გულს აღმაფრენით.-ხვნეშით წამოიძახა ბეშქენმა.
-თუ არ მოკეტავ კოჭლი და ბრუციანი მეუღლე თავად იქნები ვიღაცისთვის!-ბეშქენის სიტყვებით ნასიამოვნებმა ევამ, მაინც გადაწყვიტა ღვარძლიანი პასუხი გაეცა.
-ვიღაცისთვის არა, შენთვის!-შეუსწორა ბიჭმა.
-ოცნება უფასო გაქვს ძვირფასო!-სარკასტულად მიუგო გოგომ და მისი მკლავებიდან ამობრუნებული ტარაკანივით გადმობობღდა.
ამასობაში სახლის კარიც გაიღო და ზღურბლზე პირზე დუჟმომდგარი ეკატერინა გამოჩნდა.
-ცუდადაა ჩვენი საქმე.-ჩაიბურტყუნა გოგომ.-აფთარი სანავარდოდ გამოჯლიგინდა.
ბეშქენმა თავი ძლივს მოთოკა, ცოტაც და ისტერიკულ სიცილს დაიწყებდა.
-ჩუმად გოგო, რაებს ამბობ!-დაუცაცხანა ბეშქენმა.
ევამ თეატრალურად გადაატრიალა თვალის კაკლები.
-სახლში შემოიყვანე!-გასცა ბრძანება ბებიამ.
* * *
-შემეშვი!-ბეშქენის ყურს ევას ღრიალი მისწვდა. ბიჭმა კარისკენ გააპარა მზერა, ემანდ ხომ არა ჩავერიოო, თუმცა გადაიფიქრა. როგორც ჩანს მრავალწლიანი მოთმინების შედეგად დაგროვილმა ბოღმამ ერთიანად იფეთქა ევას ცნობიერებაში. აბობოქრდა, აზვირთდა და ცუნამივით გადაუარა ყველაფერს რაც ხელში მოხვდა.
-ჩემთან ხმას ნუ უწევ!-არც ბებია ჩამორჩებოდა ყვირილში.
-მართლა?!-ირონიულად გაჰკიოდა ევა, გაკაპასებული, გაავებულ ნადირს ჰგავდა.-მაიძულე მაგ წყეული ბავშვებისთვის მეკეთებინა ყველაფერი, უბადრუკ სამსახურში გამამწესე, ჩემით ტრაბახობდი, მიყენებდი! ერთხელ მაინც მიგიღივარ შვილიშვილად? სათითაო ლუკმას მაყვედრებდი, როგორ ბედავ ბეშქენი გალანძღო?! მითხარი ლილეს, რომ ჩამოვეგდე კიბიდან და თავ-პირი დამელეწა გაბრაზდებოდი? ლილეს უყვირებდი?
-ეს სულ სხვაა, ლილე პატარაა...
-მიდი დაიცავი!-დაიგრგვინა გოგონამ.-შენთვის არავინაა მათზე მნიშვნელოვანი! ლილე პატარაა, ლუკა ავადაა, ტყუპებს ეს უნდათ, ტყუპებს ის უნდათ, მოვეფეროთ, მოვესიყვარულოთ, ფეხები ავულოკოთ!-სიტყვების ფურთხებაზე გადავიდა გაგულისებული ევა.-სულ ასე იყო, სულ ასე იყო, არის და იქნება! მე სულ დიდი ვარ, მე სულ ნაკლები მჭირდება, მე არასოდეს არაფერი მინდა!-ევამ ბრაზით წამოავლო ხელი ლარნკას და ძირს დაამსხვრია, ლარნაკს თეფში და ბროლის ჭიქა მიაყოლა.
-ცოტა თავი მოთოკე, შეიძლება ისეთი რამ მითხრა, რაც არ უნდა გეთქვა!-დაიქადნა ეკატერინამ და უკან გადგა.
-არ მოვთოკავ! არ გავჩუმდები! მართალია, ახლა კი არა, აქმდე უნდა მეთქვა, ახლა გვიანია, ახლა უკვე ფსიქიკა მაქვს შერყეული! სანამ ჩემგან შერეკილი არ დააყენე, არ მოისვენე!
-იცი მაინც ვის უყვირი? მე მამაშენი გავაჩინე, გავზარდე, თქვენ მოგიარეთ!-ეკატერინასგან წამოსული ბრაზი ბეშქენმა კარს იქთაც კი შეიგრძნო. ბებიამ შვილიშვილის მსგავსად დაამსხვრია თეფში.
-ვის ვუყვირი?-მართლა გადაირია გოგო.- ერთი ჩვეულებრივი ნაძირალა გაზარდე მამაჩემის სახით, ის, ვისაც შვილი საერთოდ არ აინტერესებდა! მომიარე? მხოლოდ იმიტომ, რომ შენზე ცუდი არაფერი ეთქვათ, შენ ხომ მკვეხარა და მეტიჩარა ხარ! კიბატონო, მიხარია და ვაფასებ რაც გააკეთე, საკუთარი ცხოვრება გვერდზე გადადე, ვითომ შემიყვარე, ადამიანად მაქციე, თუმცა კმარა! კმარა! დროა ისევ მე ვიყო შენი შვილიშვილი, დროა მეც მიწილადო შენი სიყვარული, დროა მე შემიყვარო!-ბეშქენს ერთი წუთით ცრემლისაგან გაბზარული ეჩვენა გოგონას ხმა, ძალიან გაუჭირდა ამის ატანა და ლამის კარი შეამტვრია.
-წადი.-შედარებით ჩუმად თქვა ევამ.-წადი ბებია, წადი და როცა მოგენატრები მაშინ მოდი. მე უკვე ვეღარ ავიტან მეტს! უნდა დავისვენო, შენგან დავისვენო, შენც გჭირდება ჩემგან დასვენება.
ევა მოტრიალდა, თმა უკან გადაიყარა, ისე მედიდურად, გრაციოზულად და თავისებურად, იფიქრებდით დედოფალმა მოსასხამი მოიქნიაო, სახეზე ჩამოსულ ცრემლებს ყურადღება არ მიაქცია ისე დატოვა სახლი. დატოვა ჩირაღდანივით აბრიალებულმა, იმ ჩირაღდანივით რომელიც მომავლისაკენ გაუნათებდა გზას, იმ საბედისწერო გზას, რომელსაც ევა აუცილებლად გაჰყვებოდა.
ეს გზა ახლა ჯოჯოხეთისაკენ მიმავალი ეჩვენებოდა, ცეცხლის ენებში გახვეული და ავად მოტკარცალე.
მაგრამ თავადაც იწვოდა, ცეცხლი თვითონვე იყო, ცეცხლი ვერაფერს დააკლებდა.
ეკატერინა გახევებული, უძრავად იდგა. ნანობდა, წარსულში ჩადენილ დანაშაულს. ნანობდა, მაგრამ როგორც მოგეხსენებათ, მონანიება ზოგჯერ სრულიად უსაფუძვლოა, განსაკუთრებით მაშინ როცა სავალალო შედეგებს იმკი.
სულ ცოტა სითბო უნდა გამოეჩინა. სითბო, რომლითაც თავის შვილიშვილს სამყაროს ახალ სიმეტრიას დაანახვებდა. სიმეტრია,რომელშიც ევა მნიშვნელოვანი ფიგურა იქნებოდა.
ეკატერინას შხამმა დაუარა ძარღვებში, ორიოდე ცრემლი გადმოუვარდა, ისეთი ცარიელი ეჩვენა ეს სახლი, ისეთი უსასრულო, გამოფიტული ... მერე უბრალოდ გადაქანდ-გადმოქანდა, ქუსლებზე შეტრიალდა და ტყუპების ოთახს მიაშურა. ევას ჰქონდა უფლება დაესვენა ყველაფრისაგან, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს მისგანაც.
ნივთების ჩალაგებისას უხმო, ჩახშულმა ქვითინმა გაიჟღერა და მისმა დამანგრეველმა ძალამ ლამის სახლის კედლები გაბზარა.
* * *
„ხვალაც იქნება წვიმა,
რა საშინელი თვეა.
უიმედობა მიმაქვს
და ღრუბლიანი დღეა.“
ტ.გრანელი“
* * *

სახლიდან გამოვარდნილმა გოგონამ ბეშქენს ჩაუქროლა, კიბეზე კისრისტეხით დაეშვა, მანქანაში შეხტა და ბიჭს დაელოდა.
-წამიყვანე!-დაუყვირა ბეშქენს.-ნებისმიერ ადგილას წამიყვანე, ოღონდ გარიყულ, განცალკევებულ ადგილას, აქედან შორს წამიყვანე! გეხვეწები წამიყვანე! წამიყვანე!-ევას სიტყვები თანდათან ისტერიკულ ტირილში გადაიზარდა. ვერ იჯერებდა იმას რაც წუთის წინ ჩაიდინა, თავი მოღალატედ, უმადურად, ყველაზე საზიზღარ ადამიანად იგრძნო, შიგნეულობა ცხელმა მათრახმა სამართებელივით დაუსერა.
მან ხომ საკუთარ გამზრდელ ბებიას უყვირა, საკუთარი თავი ავადმყოფ და-ძმაზე წინ დააყენა და საკუთარ გარდაცვლილ მამას „ნაძირალა“ უწოდა.
და ევამ დიდი ხნის წინ ჩაფერფლილი ნაპერწკლის ძალა ყოველი უჯრედით გაისისხლხორცა, გააღვივა და უმართავ ცეცხლად გარდაქმნა.
ევამ მოსახამივით მოიგდო ცეცხლი მხრებზე. გული აუჩქარდა, წამოწითლდა და წამით, ისეთი გააფთრებული გამომეტყველება მიიღო, რომ ბეშქენმა მისი ცნობაც კი ვერ მოახერხა.
პ.ს ესეც მეორე თავი. ძალიან გთხოვთ გააქტიურდით და უკლებლივ ყველამ დააფიქსირეთ ტქვენი აზრი აღნიშნულთან დაკავშირებით. ნებისმიერი სახის შეფასბას მივიღებ <3скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი MÔDÎLÎAŇI

მოკლედ არ ვიცი რა გითხრა..♡♡
ძალიაან კარგია მომწონს მე შენი ისტორია და შენც მომწონხარ იმიტომ
რომ ასეთი ისტორიის წაკითხვის საშუალებას გვაძლევ...♡
სასიამოვნო საკითხავია და დამაინტერესებელიც შენი მოყვანილი შედარებები სუულ მაბნევს ხოლმეე...))♡♡♡♡
საბოლოოდ რა გელი მოუთმენლად და იმედიაა მალე იქნება ახალი თავი..))♡♡♡

 


№2  offline წევრი witchy spirit

MÔDÎLÎAŇI
მოკლედ არ ვიცი რა გითხრა..♡♡
ძალიაან კარგია მომწონს მე შენი ისტორია და შენც მომწონხარ იმიტომ
რომ ასეთი ისტორიის წაკითხვის საშუალებას გვაძლევ...♡
სასიამოვნო საკითხავია და დამაინტერესებელიც შენი მოყვანილი შედარებები სუულ მაბნევს ხოლმეე...))♡♡♡♡
საბოლოოდ რა გელი მოუთმენლად და იმედიაა მალე იქნება ახალი თავი..))♡♡♡

ვაიმე ვაიმე ვაიმე შენ არ იცი როგორ გამახარე მე კიდე შენ მომწონხარ ძალიან. ახალი თავი მალე იქნება ნამდვილად არ დავაგვიანებ, თანაც მთლიანი უკვე დაწერილია და რეგულარულად დაიდება. უღღმესი მადლობა ასეთი შეფასებისთვის, ფრთები გამომესხა ლამის <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent