შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გადატრიალება თავი 1


5-08-2019, 00:08
ავტორი ♛QâmêLêøñi♛
ნანახია 210

გადატრიალება თავი 1

ისეთი სიტუაცია გქონიათ, საიდანაც თავის დაღწევა შეუძლებელი ყოფილა? მაგალითად, უამრავი ადამიანის წინაშე თუ შერცხვენილხართ? ამას დავამატოთ ისიც, რომ მათში გამოირეოდა თქვენთვის ერთი გამორჩეული პიროვნება, რომლის წინაშე შერცხვენას სიკვდილი გირჩევნოდათ. მე პირადად ამ მომენტზე მხოლოდ ერთი ადამიანი მახსენდება. . .
“გამარჯობა, მე ლიკა ჩაკვეტაძე ვარ. მოგეხსენებათ, ზედმეტსახელად მოუხელთებელს მეძახიან. დიახ, დიახ ის გოგონა ვარ ქორწილიდან. მისმინეთ... მესმის, რომ სასაცილო იყო. ნუ ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ალბათ მეც გამეცინებოდა.. ალბათ კიარადა აუცილებლად გამეცინებოდა ვინმე რომ შადრევანში ჩავარდნილიყო, მაგრამ ჩაიარა ხალხნო, მორჩა, გავიცინეთ გვეყო. ვსო! რა საჭიროა ყოველდღე ვიდეოს გაზიარება და ეს დამცინავი კომენტარები? იქნებ როგორმე დაივიწყოთ, ბოლოს და ბოლოს ერთი კვირა გავიდა უკვე ამ ამბის შემდეგ!” - პირდაპირი ეთერი ნერვებმოშლილმა გამორთო და მოკისკისე დაქალებს გადახედა, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში ძლივს იკავებდნენ სიცილს.
- თქვენ რა ჯანდაბაღა გაცინებთ... გეგონება სხვები არ მყოფნიდნენ
ტელეფონი გვერდით სავარძელში მოისროლა და სამზარეულოში შევარდა.
- გეფიცები ასეთი რამ მხოლოდ შენ თუ დაგემართებოდა. როგორ მოახერხე?
- მართლაც!
- თქვენ ხომ არაფერი იცით... - სახე მოეღუშა და მორიგი ტორტის ნაჭერი გაიქანა ყბაში.
1 კვირის წინ
კურსელის ქორწილში იყო და ეზოში, შადრევანთან სასმელს წრუპავდა, როდესაც ზურგს უკან ნაცნობი ხმა მოესმა.
-ჩაკვეტაძე!
უცბად შებრუნდა და არც მეტი არც ნაკლები თავად დამიანე ჟორჟოლიანის წინ აღმოჩნდა.
- ჟორჟოლიანი! აქ რას აკეთებ?- სახეზე გაკვირვება გამოესახა
- მეც სტუმარი ვარ, ისევე როგორც შენ- ტუჩის კუთხე ჩატეხა
- გასაგებია- გაუღიმა და ჩამოვლილ მიმტანს თავის დაკვრით მორიგი ჭიქა გამოართვა.
- ბევრს სვამ- ჟორჟოლიანმა ცალი წარბი მაღლა აწია.
- ეს შენ არ გეხება- უემოციო სახე მიაპყრო, მაგრამ ამის მიუხედავად თვალებში ამოიკითხავდით მთელს მის ემოციებს.
- შეცვლილხარ- სევდანარევი ხმა ჰქონდა დამიანეს
- 4 წელი ცოტა ხომ არ არის ბატონო დამიანე- ცალი წარბი აწია და თან გული მოეწურა
- მართალია. . . დიდი დრო გავიდა... იცი? .,- ჩაფიქრებული მიუახლოვდა, მაგრამ დასრულება არ დასცალდა. გოგომ მოკლედ მოუჭრა
-ასეა- ლიკამ გვერდის ავლა სცადა, მაგრამ კაბაზე ფეხი დაებიჯა და შადრევანში გადავარდა. ეს ყველაფერი ისე უეცრად მოხდა, რომ დამიანემ დაჭერა ვერ მოასწრო. ლიკა დამფრთხალი წამოხტა და შერცხვენილი გარეთ გიჟივით გავარდა. ყველა ტელეფონს ჩასჩერებოდა და იცინოდა. ან როდის მოასწრეს გადაღება?! რავიცი რავიცი... დამიანე უკან გაეკიდა, მაგრამ ვერ მიუსწრო. ლიკა ტაქსიში ჩაჯდა და წავიდა.
ახლა..
- ღადაობ? ეს როგორ დაგვიმალე. ამდენ ხანს რატომ არ გვითხარი თუ დამიანე დაბრუნდა?- გაკვირვებული მიშტერებოდა ვერონიკა დაქალს ამბის მოსმენის შემდეგ.
- მე არ მითქვამს, რომ დაბრუნდა. მე ვთქვი ჩამოვიდათქო. ნუ რავი რა.,, არც გვინახავს ერთმანეთი სალაპარაკოდ და როდის გეტყოდით? სულ მუშაობდით- თვალები აატრიალა და სამზარეულოში გაბრუნდა.
- ვერ ვიჯერებ დაო რა გადაგიტანია თურმე, მაგრამ მაინც მეცინება და რა ვქნა? - სიცილი აუტყდა ანასტასიას და ვერონიკაც მას აჰყვა.
- ფუ თქვენც თუ დაქალები გქვიათ რა- გაბუზღუნებული ჩაეშვა სავარძელში
- კარგი, კარგი ჩუმად ვართ- ერთმანეთს გადახედეს ხით-ხითით
- წავედი დაო, დედაჩემს უნდა გავყვე საქმეზე და მოგწერ მერე
- მეც წავალ, ხვალ ისევ სამსახურში ვარ გასასვლელი და ცოტა დავიძინო.
- წადით ჰო გაიქეცით და დამტოვეთ მარტო- გადაკოცნეს ერთმანეთი
- არც ხვალ წავალ უნივერსიტეტში. დავწვები და დავიძინებ. მაინც არ მაქ რამის თავი- ოთახისკენ მიდიოდა ზარის ხმა რომ გაისმა.
- ნეტავ რა დაგრჩათ. გინდათ მოგ... შენ?! ..,,

——————————————————————————————————————————
გამარჯობა მეგობრებო <3! არვიცი მოგეწონებათ თუ არა.. ვიცი რომ ბევრი შეცდომა მაქვს. ძალიან მინდა დააფიქსიროთ თქვენი აზრი. მივიღებ კრიტიკასაც რა თქმა უნდა. ძალიან დამეხმარება თქვენი შეფასება განვითარებაში. დიდი მადლობა ვინც წაიკითხავთ. <3
პ.ს ძალიან პატარაა, მაგრამ შემდეგში დიდს დავდებ.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი MÔDÎLÎAŇI

ნაწერშიი გასაკრიტიკებელიი არაფერიაა მე მომეწონაა..))
არც თუ ისეე ბევრი შეცდომა გქონდა როგორც შენ ამბობ..♡♡
კი იყო რამდენიმე ისეთი დეტალი რომელსაც გამოვასწორებდით მაგრამ
ეს უბრალო შეცდომებია და დროდადრო გამოასწორებ..♡♡
ისტორიას რაც შეეხება კონკრეტულად დამაინტერესა.. სათაურიც კარგი აქვს..))
იმედია გაამართლებ სათაურს და მართლა გადატრიალებას მოახდენ..)))♡♡♡
ნუ მოკლედ ველოდები მომდევნო თავს და წარმატებები შენ...♡♡

 


№2  offline წევრი ♛QâmêLêøñi♛

MÔDÎLÎAŇI
ნაწერშიი გასაკრიტიკებელიი არაფერიაა მე მომეწონაა..))
არც თუ ისეე ბევრი შეცდომა გქონდა როგორც შენ ამბობ..♡♡
კი იყო რამდენიმე ისეთი დეტალი რომელსაც გამოვასწორებდით მაგრამ
ეს უბრალო შეცდომებია და დროდადრო გამოასწორებ..♡♡
ისტორიას რაც შეეხება კონკრეტულად დამაინტერესა.. სათაურიც კარგი აქვს..))
იმედია გაამართლებ სათაურს და მართლა გადატრიალებას მოახდენ..)))♡♡♡
ნუ მოკლედ ველოდები მომდევნო თავს და წარმატებები შენ...♡♡

დიდი მადლობა. ვეცდები რომ გავამართლო იმედები <3

 


Momewona da dzalian mainteresebs rogor ganvitardeba movlenebi ❤

 


№4  offline წევრი ♛QâmêLêøñi♛

ელენე ქობელაშვილი
Momewona da dzalian mainteresebs rogor ganvitardeba movlenebi ❤

<3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent