შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლუდომანი {6}


6-08-2019, 15:04
ავტორი სალანდერი
ნანახია 481

ლუდომანი {6}

უკვე მოსაღამოვებულიყო, საკუთარი სახლის კარზე, მორიდებით რომ დააკაკუნა კანკავამ. სალომემ ორი წუთის შუალედში გააღო კარი და ზღურბლზე მდგომი ქმრის დანახვისთანავე უჩუმრად შეაქცია ზურგი. აკაკიმ მშვიდად აიტანა ცოლისგან სრული უყურადღებობა და თავდახრილი შეჰყვა სახლში.
- რა გეჩქარებოდა? უფრო გვიან მოსულიყავი. - უკმეხად ჰკითხა უკვე დივანზე მჯდომს ცოლმა.
- როგორც კი ვნახე მონაწერი წამოვედი. გთხოვ არ ვიჩხუბოთ რა. ხვალ დილით წავიდეთ ექიმთან.
- ექიმთან უკვე ვიყავით აკაკი. მერე რა რომ მამამისს ჩვენთვის აღარ სცალია. უშენოდაც მოვახერხეთ.
- ახლა ასე უნდა მელაპარაკო? - დახრილი თავი, მხოლოდ ახლა წამოსწია და მზერა გაუსწორა ქალს.
- დავიღალე აკაკი, დავიღალე.
- ექიმთან მახომ წაგიყვანათ?
- არა, აქედან ტაქსს გავყევი.
- იქედან?
- რომა შეგვხვდა ირაკლის მეგობარი, დისშვილი ჰყოლია საავადმყოფოში.
- შემთხვევით შეგხვდა არა?
- კი.
- და შენც უცებ ჩაუხტი მანქანაში.
- წესიერად მელაპარაკე აკაკი.
- ხომ იცი რომ იმ #ლეს შენზე მზე და მთვარე ამოსდიოდა?
- სისულელეებს მოეშვი.
- თორემ ტყუილია და კუდში არ დაგსდევდა, ჩვენი შეყვარებულობის პერიოდშიც კი.
- სულ შენი ფანტაზიის ნაყოფია ეგ ყველაფერი, უბრალოდ ირაკლის საუკეთესო მეგობარია და ხშირად გვიწევდა საერთო კამპანიაში ყოფნა.
- არ დაგინახო მეორედ მის მანქანაში ფეხი შედგა.
- მე კიდევ მთვრალი და უყურადღებო არ დაგინახო, რომ ბავშვის ტარება მარტოს არ მომიწიოს. - ხმას აუწია ქალმა და ზურგი აქცია ქმარს. აკაკი მშვიდად წამოდგა ფეხზე და ბავშვის ოთახისკენ აიღო გეზი. ფრთხილად მიუახლოვდა მძინარე ანასტასიას, რომელსაც თავისივე პატარა ხელზე დაედო ფუმფულა ლოყა და უდარდელად ფშვინავდა. რამდენიმე წუთი უყურა მძინარე შვილს და ბავშვმაც თითქოს იგრძნოო დაჟინებული მზერა, სწრაფად დააჭყიტა დიდრონი თვალები. დაამთქნარა და მაშინვე ღიმილი გადაეფინა სახეზე. - მამიკოს ღიმილა, სულ კმაყოფილი როგორ ხარ შენ მა? - ხელები გაწია ბავშვისკენ თუმცა სალომეს ხმამ შეაჩერა.
- ოფლიანი იქნება და დაგრილავს, არ ამოიყვანო ეგრე.
- ბავშვს რომ მოვეფერო არ შეიძლება?
- ჩავაცმევ და მოეფერე. - აკაკის გვერდი აუარა და ბავშვის საწოლთან მივიდა ქალი.
- როგორ მომენატრე, როგორ მიყვარხარ, რა ლამაზი მყავხარ. - ქალს ზურგიდან მოეხვია, ყელში აკოცა და ყურთან უჩურჩულა.
- გამიშვი. - მამაკაცის ხელებს წაეტანა და მოშორება სცადა.
- ვერ გაგიშვებ. - კიდევ უფრო მჭიდროდ შემოაჭდო მკლავები.
- შენზე გაბრაზებული ვარ აკაკი.
- ვიცი ჩემო სიცოცხლე, ვიცი. მართალი ხარ, მაგრამ მეც ხომ იცი რა მდგომარეობაში ვარ არა?
- არ ვიცი, ამ ბოლო დროს ან სახლში არ ხარ, თუ ხარ და მთვრალი ხარ. საიდან უნდა ვიცოდე, რა ხდება შენს თავს?
- პრობლემებს ვაგვარებ სალო, ამიტომ მოგაკლდათ ყურადღება, მაგრამ აღარ დარჩა ბევრი, ცოტაც გავუძლოთ რა. - თავისკენ მოაბრუნა ქალი და მკლავებში მოიმწყვდია.

* * *
სალომესა და რომას შეხვედრიდან ორ კვირაზე მეტი იყო გასული, ირაკლი რომ საქართველოში დაბრუნდა. მისი დაბრუნების ამბავი გაიგო თუ არა, მაშინვე სახლში მიაკითხა მეგობარს. ირაკლიმ ჯერ კიდევ ნახევრადმძინარემ გაუღო კარი თუმცა საუკეთესო მეგობრის დანახვამ უცებ გამოაფხიზლა და გულწრფელმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე.
- ლუდს ხომ ჩაცეცხლავ გოგიავა? - ხელში დაჭერილი ცელოფნები ცხვირწინ აუტრიალა, მერე ქვემოთ დაალაგა და მაგრად გადაეხვია ძმაკაცს.
- შენ რამ გაგაღვიძა ამ უთენია ტო. - ღიმილი არ შორდებოდა ირაკლის.
- მომენატრე, მივხვდი რომ უშენოდ დიდხანს ვერ ვძლებ და ხელის სათხოვნელად მოვედი.
- ნუ მაიმუნობ რომანი. - მეგობრის გაბრაზება სცადა, თუმცა რომას ყურიც არ შეუბერტყავს ძმაკაცის მიმართვაზე, ისე შევიდა სახლში. ირაკლიმ მეგობრის მოტანილი ცელოფნები ამოალაგა, ჭიქები მოიტანა და გვერდით მიუჯდა უკვე სავარძელში მოკალათებულ რომას. საათზე მეტი გაატარეს, საუბარსა და ლუდის სმაში, თუმცა ირაკლი ატყობდა რომ რომა ვერ ისვენებდა და დროდადრო ცქმუტავდა.
- რატომ მგონია რომ რაღაც გაწუხებს? - რამდენიმე წუთიანი დუმილი დაარღვია ბოლოს და მეგობარს თვალი თვალში გაუყარა.
- იმიტომ რომ ეგრეა. - თავი მორჩილად დახარა ბიჭმა.
- რამე მოხდა? ჩემები ხომ კარგად არიან ბიჭო, სალოს ან ტასუნას ხო აჭირთ რამე? - ნერვიულად წამოიმართა ფეხზე.
- დამშვიდდი ტო, დამშვიდდი კარგად არის ყველა.
- მაშინ რა მოხდა?
- ბიჭო ამას წინათ სალო ვნახე რა, ბავშვი ჰყავდა ექიმთან, ისე შემოწმების პონტში, მარტო იყო და მე მივიყვანე სახლში მანქანით, ძალიან სევდიანი და რაღაცნაირი მეჩვენა, ჰოდა ცუდად ნუ გამიგებ ძმაო, მაგრამ შენ რომ აქეთ არ იყავი, ჩემ თავს მივეცი უფლება, შენი სიძისთვის თვალი მედევნებინა.
- და? - ლუდის ერთი დიდი ყლუპი მოსვა.
- ბიჭო მგონი საყვარელი ჰყავს რა, ჯერ ასე დანამდვილებით ვერ ვიტყვი მაგრამ ასიდან ოთხმოცი პროცენტით დარწმუნებული ვარ.
- არა მგონია რომა, აკაკის სალომე უყვარს, არ არის ეგ ბიჭი მაგის მკადრებელი.
- ბიჭო, ძან ხშირად ჩითავს ერთ ქალთან რა, სახლშიც დადის ძმაო, აი ერთი ორი დღე მაცადე და მერე უკვე დარწმუნებით გეტყვი ყველაფერს რა.
- ბიჭო სალოსთვის ხო არაფერი გითქვამს ტო, ტყუილად არ მინერვიულო.
- არა, რა სალოსთვის, გაგიჟდი?
- ვიცი რომ ჩემი სიძე არ გევასება დიდად, ამიტომ მგონია რომ ცდები მაგ თემაში, მაგრამ მაინც დაველაპარაკები აკაკის, სალო და ტასუნაც უნდა ვნახო დღეს, სიგიჟემდე მენატრებიან.
- იმედია ვცდები ძმაო, იმედია ვცდები. - ხმადაბლა ჩაილაპარაკა და ლუდის სმა განაგრძო.

* * *
ტასოსთან თამაშით იყო გართული, კარზე ზარი რომ მოესმა. იფიქრა აკაკი ადრე დაბრუნდაო, ბავშვი ხელში აიყვანა და კარის გასაღებად გაემართა. ზღურბლზე ირაკლის დანახვამ, სიხარულის ცრემლები მოჰგვარა ქალს, ბავშვი ცალ ხელში დაიჭირა და უსიტყვოდ აეკრა მკერდზე ძმას.
- იკა, როდის ჩამოხვედი.
- გვიან ღამით ჩემო პატარა. - მაგრად ჩაეხუტებინა უმცროსი და, მის თმაში ჩაერგო ცხვირი და ხარბად ისუნთქავდა.
- ნეტა თუ იცი როგორ მომენატრე.
- იმაზე ცოტა ნაკლებად ვიდრე მე. - შუბლსა და ცხვირზე აკოცა გოგოს, შემდეგ ლოყებსა და კისერში. - შენამდე რომ აღარ მომიშვა, შენმა დედიკომ ძია? - როგორც იქნა გული იჯერა დის მოფერებით და დის შვილს მიაჩერდა, რომელსაც თავისივე ცერი ჩაედო პირში, პატარა თეთრი ფეხები ერთმანეთისთვის გადაეჯვარედინებინა და დედის ხელში, განაბულიყო. - ხომ არ იტირებს რომ გამოგართვა? - კითხვით სავსე მზერით შეხედა დას.
- არა, საერთოდ არ იცის, უცხოობა რა ხილია.
- ჩანთებს შემოვიტან და მერე მომიყვანე. - საჩუქრებით დატვირთული რამდენიმე ჩანთა, სახლში შეიტანა და სალომეს ბავშვი, მანამ გამოართვა სანამ ჩანთებში ჩაძვრებოდა.
- იკა, რამდენი რამ ჩამოგიტანია. - კმაყოფილებით სავსე ალაგებდა ჩანთებს და დროდადრო ძმისკენ იყურებოდა, რომელსაც გულზე დაესვა ტასო და რაღაცებს ხმადაბლა ეჩურჩულებოდა. ბავშვიც თითქოს გებულობსო, განაბული უსმენდა ბიძის საუბარს და დროდადრო სახე ებადრებოდა. სალომემ ჩანთები ამოალაგა, ერთად ისადილეს, ერთმანეთის მოფერებით გული იჯერეს და საათს რომ დახედეს, აღმოჩნდა რომ უკვე შუადღე გადასული იყო.
- სალო, სევდიანი რატომ მეჩვენები? ხომ არაფერი გიჭირს, ხომ არაფერი გაწუხებს, ხომ არაფერი გინდა?
- არა არა იკა, ყველაფერი რიგზეა და რა სევდიანი, ვერ ხედავ როგორ გამაბედნიერე?
- ჩემო პატარა, ხომ იცი ყველაფერს მოაგვარებს შენი ძმა და არაფერი უნდა დაუმალო.
- არაფერს გიმალავ იკა.
- მაშინ ძალიან მაგრად ჩამეხუტე და წავალ ახლა.
- აუ დარჩი კიდევ ცოტა ხნით რა, აკოც მოვა საღამოს, არ წახვიდე.
- აკოს მოგვიანებით ვნახავ ჩემო სიცოცხლე, ახლა ძალიან ბევრი საქმე მაქვს, თავს აღარ მოგანატრებ, აქეთ ვარ კარგა ხანს.
- დამპირდი რომ ხშირად მოხვალ.
- რად უნდა მაგას დაპირება, უკეთეს ადგილას, სად წავალ ჩემო პატარა? - გულში ჩაიხუტა გოგო, სახე დაუკოცნა, დაემშვიდობა და სწრაფი ნაბიჯით დატოვა სახლი.
მანქანაში ჩაჯდა თუ არა, ტელეფონში სიძის ნომერი მოძებნა.
- ირაკლის გაუმარჯოს. - კანკავას ბოხი ბარიტონი ჩაესმა ყურში, რამდენიმე ზარის გასვლის შემდეგ.
- სიძე ბატონო როგორ გიკითხო?
- რა ვიცი, ვმუშაობ და ვარ, შენ რას შვები, როდის ჩამოხვედი.
- მეც არა მიშავს, ღამით ჩამოვედი დღეს.
- ჩვენთან გამოსვლას როდის აპირებ? მე საღამოს ვიქნები სახლში.
- ვიყავი უკვე, ვნახე სალო და ტასუნა, ახლა იმიტომ გირეკავ ცალკე მინდა შენი ნახვა, პატარა საქმე მაქვს.
- სამსახურში მოხვალ თუ, სადმე შევხვდეთ?
- შენ სამსახურთან რომ კაფეა მანდ გნახავ, რამდენ ხანში გეცლება.
- მე ახლაც მცალია, მითხარი როდის მოხვალ და მანდ ვიქნები.
- კარგი, მაშინ თხუთმეტ წუთში მანდ ვარ.
- კარგი ირაკლი, მეც გამოვიცვლი და გამოვალ.
- დროებით ძმაო. - ტელეფონი გათიშა და კაფისაკენ აიღო გეზი, ათ წუთში უკვე ადგილზე იყო, კუთხის მაგიდასთან მოკალათდა, ერთი ლუდი შეუკვეთა და სიძის მოსვლას დაელოდა ათ წუთზე მეტი არც აკაკის დაგვიანებია. ღიმილით შეაღო კაფის კარი და ნაცნობ სილუეტს თვალი მოჰკრა თუ არა მისკენ გაემართა. ირაკლი ფეხზე წამოიმართა და ღიმილით გადაეხვია სიძეს, ერთმანეთი მოიკითხეს და პირისპირ სავარძლებში მოკალათდნენ. ლუდს სვამდნენ და ერთმანეთისკენ მომხდარ ამბებს განიხილავდნენ, თუმცა ორივემ იცოდა რომ ეს არ იყო თემა, რომლისთვისაც იყვნენ შეკრებილი.
- ჰოდა ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ რა საქმე გქონდა? - როგორც იქნა სასურველი კითხვა დასვა აკაკიმ.
- ჰო, ეგ საქმე სერიოზულია და თუ დრო არ გაქვს, მირჩევნია მოცლილად ვილაპარაკოთ მერე.
- არა კაცო, მცალია, მითხარი რა ხდება.
- აკო, შენ ხომ იცი სალო ჩემთვის რამდენს ნიშნავს?
- ვიცი ტო, აბა არ ვიცი?
- ათი წლითაა ჩემზე პატარა და დასავით კი არა შვილივით გავზარდე.
- ვიცი ძმაო, ვიცი.
- ჩემთან რომ მოხვედი, მე და სალომეს ერთმანეთი გვიყვარსო მითხარი, რა გთხოვე გახსოვს? ოღონდ არ მინერვიულო, არ ამიტირო და დანარჩენი არაფერი მაინტერესებს_მეთქი.
- მახსოვს.
- თქვენი ქორწილის დღესაც იგივე რამ გთხოვე.
- მახსოვს ძმაო.
- სალოს სევდიანი თვალები აქვს, შენზე კი ცუდი ჭორები დამხვდა აკაკი. ჭორებზე ამყოლი კაცი რომ არ ვარ იცი შენ, მაგრამ მამაჩემმაც მომიყვა რაღაც რაც არ მესიამოვნა.
- ირაკლი, მე პატარა ბიჭი არ ვარ, ვიღაცამ რაღაც გითხრას, მერე შენც მოხვიდე და დამტუქსო. - წარბი უკმაყოფილების ნიშნად აზიდა.
- ღმერთმა დაგვიფაროს შენ ჩემი ჭკუის სწავლებისგან და მე შენთან დასატუქსად მოსვლისგან. აქ იმის გასარკვევად მოვედი, რამე ხომ არ შეცვლილა ჩვენი საუბარის მერე.
- მაშინაც გითხარი და ახლაც გავიმეორებ ირაკლი. სალომე მიყვარს და არაფერია ამაზე ღირებული ჩემთვის. პრობლემები კიდევ ოჯახურ ცხოვრებაში სულ იჩენს თავს, მაგრამ მე და ჩემი ცოლი, ამას თვითონ მოვაგვარებთ.
- აკო ძმაო, აქ შენთან საქმის გასარჩევად არ მოვსულვარ, უბრალოდ ძალიან ცუდი ჭორები მოდის ჩემ ყურამდე და შენ იცი, სალო უპატრონო არ არის, მე ეგ არც გადასაგდები მყავს და არც დასაჩაგრი, თუ რამე პრობლემა გაქვს, რაც სალომ იცის, ან არ გინდა რომ იცოდეს და გვერდით დგომა გჭირდება, იცოდე უფროსი ძმა გყავს ჩემი სახით, მაგრამ თუ ჩემი დის გამწარებას აპირებ, ასე მშვიდი ტონით ვერ გაგრძელდება დიდხანს ჩვენი საუბარი.
- არ გინდა ჩემთან მუქარები ირაკლი, შენ იცი არ ვარ ის ტიპი ვინმეს შერჩეული ტონით ნათქვამმა სიტყვებმა შემაშინოს.
- არც მე ვარ ის კაცი, შენს დასაშინებლად მოვსულიყავი აქ. მე პატივს გცემ, კარგი ბიჭი ხარ ჩემი დის ქმარი ხარ და ჩემი ტასოს მამა, ამიტომ მოვედი შენთან და გელაპარაკები ახლა ამდენს.
- მეც რომ პატივს გცემ, იმიტომაა მშვიდად რომ გისმენ აქამდე ძმაო. ჩვენი საუბრის მერე არაფერი შეცვლილა, ჩემი ცოლი მიყვარს, მაგრამ ჩვენი პირადი ცხოვრება, ჩვენი პირადი ცხოვრებაა და მოდი ძმურად ნუ ჩაერევი რა.
- ჩემთვის მთავარია სალო თვალცრემლიანი არ ვნახო აკო, სხვა მხრივ თუ რამე გჭირდება, შენ გვერდით მიგულე. - ლუდის ბოკალი მარჯვენაში მოიქცია და რამდენიმე დიდი ყლუპი მოსვა. კიდევ ცოტა ხანს ისაუბრეს, თუმცა მათი საუბარი არაფერ მნიშვნელოვანს აღარ შეხებია. მალევე დაიშალნენ, ირაკლი მშობლების სახლისკენ გაემართა, აკაკიმ კი ნაცნობი კაზინოსაკენ აიღო გეზი.

* * *
პირველი საათი სრულდებოდა, კაზინო რომ დატოვა. დღეს გაუმართლა, მართალია მცირედი, მაგრამ მოგებული თანხა, მაინც ძალიან სასიხარულო აღმოჩნდა აკაკისთვის. სიამაყის გრძნობას ისიც უმძაფრებდა, რომ დროულად მოახერხა ნაცნობი ადგილის დატოვება, ანუ იქამდე სანამ ისევ წაგებაში წავიდოდა. მართალია სიმთვრალისგან თვალები ამღვრეოდა, მაგრამ სუფთა ჰაერის ჩაყლაპვისთანავე თითქოს გონს მოვიდაო საათს დახედა.
- ისევ დავაგვიანე სახლში მისვლა. - ხმადაბლა, თითქოს თავისთვის ამოიოხრა და ტელეფონზე გამოტოვებულ ზარებს დააკვირდა. სალომეს რამდენჯერმე დაერეკა, თუმცა მისი ბოლო ზარიდან უკვე საკმაო დრო იყო გასული. იქვე მდებარე მარკეტში შევიდა, ერთი ბოთლი წყალი იყიდა, შემდეგ კი ტაქსში ჩაჯდა და თავისივე მისამართი უკარნახა. მთელი გზა, ცოლის შემორიგების სხვადასხვა გეგმას ადგენდა. აკაკიმ მშვენივრად იცოდა რომ სალომე სახლში გაბრაზებული ელოდა, აკი გააფრთხილა კიდეც, აღარ დაელია. რამდენიმე ვარიანტი მოიფიქრა, თუმცა დროდადრო ყველა იდეა უარყო და კონკრეტულზე შეაჩერა არჩევანი. ამასობაში ტაქსის მძღოლმა ნაცნობ კორპუსთან შეაჩერა მანქანა, აკაკიმ თანხა გადაიხადა და მანქანიდან გადმოვიდა თუ არა, თავისი სახლის ფანჯრებს ახედა. შუქი ენთო, რაც იმას ნიშნავდა რომ სალომეს არ ეძინა. აკაკის გული გაუთბო ამაზე გაფიქრებამ, სადარბაზოსკენ გასწია და სწრაფი ნაბიჯებით აუყვა კიბეს. მხოლოდ კართან მისულს გაახსენდა თავისი გეგმა, ცოლის შემოსარიგებლად რომ მისთვის უნდა ემღერა, მაგრამ წამით შეყოყმანდა. აკაკის ხომ სიმღერა ცუდად გამოსდიოდა, მიუხედავად იმისა რომ სალომემ რამდენჯერმე სთხოვა, აკაკის ღიღინითაც კი არ უღიღინია არასდროს. - იცი რა ძმაო? - სადარბაზოს კედელზე არეკლილ, თავისივე აჩრდილს გაუსწორა მზერა და საჩვენებელი თითის ქნევით, ისე მიმართა, თითქოს მართლაც რეალურ პიროვნებას ესაუბრებოდა. - თუ გინდა ცოლი შემოირიგო უნდა იმღერო, მაგრამ სანამ იმღერებ მოდი ცოტა გაივარჯიშე. - საჩვენებელი თითი გულზე მიარტყა აჩრდილს, შემდეგ თავისი სახლის კარისკენ დაიძრა, იქვე ჩაჯდა და სალომეს საყვარელი სიმღერიდან, ერთი სტროფის ღიღინს მოჰყვა. მიუხედავად იმისა რომ მთლად კმაყოფილი არ გახლდათ, თავისი ვოკალური მონაცემებით მაინც შეიყოლია სიმღერამ, თანდათან ხმას აუწია და ბოლოს ისეთი გატაცებით მღეროდა, კარს იქეთ ჯერ კიდევ ქმრის მომლოდინე სალომეს, ნაცნობი ხმა ჩაესმა. თავიდან იფიქრა მომესმაო, თუმცა როცა აღარ შეწყდა, ხმას მიჰყვა და კარი გამოაღო. სიმღერით გართულ აკაკის, მისაყრდნობი გამოეცალა თუ არა, უკან გადავარდა და ფეხებზე დაეცა სალომეს. ღიმილით ახედა ქალს და შეუწყვეტელი სიმღერა, ღურღულში გადაეზარდა. მიუხედავად ბრაზისა, ღიმილი მაინც მოერია სალომეს, თუმცა თავი შეიკავა და ეცადა მაქსიმალურად მკაცრად მიემართა ქმრისთვის. - ადგები თუ დიდხანს იგორავებ იატაკზე? - ხელი შეაშველა და წამოდგამაში დაეხმარა. მამაკაცი ისევ მშვიდად ღუღრულებდა სიმღერის სიტყვებს, მერე წყლის ცარიელი ბოთლი ხელით მოანწრიახა და როგორც კი მაქსიმალურად დაკუჭა, ცოლს გაუწოდა. - ეს პლასტმასის ყვავილი ჩემგან. - სალომემ თავში შემოირტყა ხელი, პლასტმასის ყვავილი გამოართვა და სახლში შეუძღვა ქმარს. სამზარეულოში შევიდა და ნაგვის ურნაში ჩაუძახა ახლახან ნაჩუქარი "ყვავილი".
- შენ რა გადააგდე? - წყენა დაეხატა სახეზე აკაკის.
- შენ რა ეს, სერიოზულად მაჩუქე?
- ჰო, სერიოზულად. - ხმადაბლა თქვა და დივანზე დაჯდა.
- იქნებ ოდესმე ნამდვილი ყვავილის ჩუქება მოტვინო თანაც ფხიზელმა და არა ასე გალეშილმა.
- სალომე.
- დაიძინე აკაკი. დილით სერიოზული საუბარი გველის. - მამაკაცს ზურგი აქცია, საძინებელში შევიდა და კარი მოუხურა. კანკავამ თვალები დახუჭა, მძიმე სუნთქვას, ოხვრა ამოაყოლა და დივანზე მიწვა.

* * *
ღამით რამდენჯერმე გამოაკითხა მძინარე ქმარს, რომელიც დივანზე ტანსაცმელებიანად იწვა და მშვიდად სუნთქავდა. დილის რვა საათამდე პოზაც კი არ შეუცვლია ისე ეძინა. სალომეს კი უძინარსა და გამოღლილს ნერვები სჭამდა, ქმრის მშვიდი ძილის გადამკიდეს. ბოლოს და ბოლოს გაახილა თვალი და ცოლის ბრაზიანი სახე დაინახა თუ არა, მაშინვე ინანა.
- ოჰ, ინებე გაღვიძება?
- აუ სალო გთხოვ რა.
- რას მთხოვ?
- წამალი დამალევინე, თავი მისკდება.
- სადაც დალიე, მიბრძანდი და იქ იმკურნალე.
- სალომე.
- ჩემს სახელს ნუ ახსენებ საერთოდ. ფუ რა გულის ამრევი, საზიზღარი კაცი ხარ, შენი ყურებაც კი მეზიზღება.
- სალო კაი რა. - ფეხზე წამოდგა და ბავშვის ოთახისკენ დაიძრა, იფიქრა სანამ ტასოს მოეფერებოდა, სალომეც შეძლებდა დამშვიდებას, მერე კი მშვიდად დაილაპარაკებდნენ, თუმცა ცოლის ხმამ საძინებლის კარს მიაყინა.
- ჩემს შვილს, ლოთის მოფერება არ სჭირდება. - მკაცრად გაიჟღერა ქალის ხმამ.
- რა? - ცივად მოტრიალდა და ქალისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა.
- ბავშვს არ მიეკარო აკაკი. აბანოში შედი, დაიბანე, კაცს დაემსგავსე და არყის სუნით რომ არ იქნები აყროლებული, ტასოსთან მერე მიდი. - მამაკაცმა რამდენიმე ნაბიჯი ელვის უსწრაფესად გადადგა და ცოლს მკლავში ჩააფრინდა.
- წყნარად რომ გელაპარაკები, ტვინს ნუ ტ*ნავ! წყობიდან არ გამომიყვანო და მეორედ მსგავსი რამ არ მითხრა, თორემ დედას მოგიტ*ნავ! - კბილებში გამოსცრა, ერთი მაგრად შეანჯღრია ქალი, მერე კი ხელი შეუშვა, ფეხსაცმელი ამოიცვა და გარეთ გავარდა. კიბე ჩაირბინა, კორპუსის ეზოც უკან მოიტოვა, ზებრა გადასასვლელი სწრაფი ნაბიჯებით გადაჭრა და ქალაქის მთავარ ბაღში შეაბიჯა. გაფითრებულ სახეზე, ჯერ კიდევ ეტყობოდა ნერვიულობის კვალი. უწესრიგოდ გაჩეჩილ ჩალისფერ თმას, ცივი ქარი, კიდევ უფრო უჩეჩდა. ბაღის ცენტრში მდებარე შადრევნებიდან, ერთ-ერთს გაუსწორდა და შადრევნის პირისპირ მდგომ სკამზე უღონოდ დაეშვა. გაყინულ თითებს, ნერვიულად ათამაშებდა და მონუსხულივით დასჩერებოდა, ფეხქვეშ დაგებულ ფილებს, რომელსაც ქარი, მტვერს თანდათან აცლიდა და სახეში აყრიდა სკამზე მჯდომს! 
- ლიმონს ხომ არ შეიძენთ? - ხმადაბლა წარმოთქმული სიტყვები, თითქოს შორიდან ჩაესმა, მაგრამ მაინც სწრაფად მოიყვანა გონს. ნელა წამოსწია თავი, თითქოს ეშინოდა ახლადმოსული არ დაეფრთხო.
- შეიძენთ ლიმონს? - კითხვა გაიმეორა ბიჭმა და კუპრივით შავ თვალებში იმედის ნაპერწკალი აუკიაფდა! ახალგაზრდამ ყურადღებით შეათვალიერა, მის პირისპირ ეტლში მჯდომი დაახლოებით ცამეტი-თოთხმეტი წლის ბიჭი. ეტლის საფეხურებზე დადგმულ ფეხებს, მეწამული პლედი უფარავდა, შავ ქურთუკში, ნახევრად ჩაემალა გაწითლებული ცხვირის წვერი და მხოლოდ საუბრისას სწევდა ზემოთ, ზედა ტუჩზე შავი ღინღლი მოსდებოდა და სიცივისგან გაფითრებულ სახეზე კიდევ უფრო შესამჩნევი გამხდარიყო! 
- არ მინდა ლიმონი, მაგრამ ფული აიღე! - ჯიბიდან სასწრაფოდ ამოყარა ხურდები და ბავშვს გაუწოდა.
- მე მათხოვარი არ ვარ! - თავდაჯერებით თქვა და წამით ბრაზმა გაუელვა თვალებში. ლოყები შეეფაკლა, ერთჯერად ცელოფანში შეფუთული, რამდენიმე ცალი ლიმონი, ისევ მუხლებზე დაიდო და შეურაცხყოფილმა დაიხია უკან. ზურგი აქცია სკამზე მჯდომს, ეტლის ბორბლები ღონიერად დაატრიალა და შეძლებისდაგვარად სწრაფად გაეცალა ახალგაზრდას. სევდიანი მზერა გააყოლა, უცნობი ბიჭის ზურგს და საკუთარი თავის შერცხვა, რამდენიმე წუთი უყურა მიმავალს და მხოლოდ მაშინ როცა ეტლი თვალს მიეფარა, თითქოს გონება გაუნათდაო წამიერად წამოდგა ფეხზე. სწრაფი ნაბიჯით დაადგა იმავე გზას, რომლითაც წეღან ეტლში მჯდომი გაუჩინარდა. 
- მეგობარო, ერთი წამით! - მხარზე ფრთხილად შეახო ხელი ბიჭს, რომელიც უკვე ბაღის დატოვებას აპირებდა და გზის გადასაკვეთად მომზადებულიყო! 
- რა მოხდა? - მოქნილად მოაბრუნა ეტლი.
- აკაკი, მე აკაკი მქვია! - ხელი გაუწოდა და დარცხვენით დახარა თავი.
- გიო! - ვაჟკაცურად ჩამოართვა ხელი გამოწვდილს.
- ბოდიშის მოსახდელად მოვედი წეღანდელისთვის, ცუდად გამომივიდა.
- ბოდიში? შენ უნდა მომიხადო ბოდიში, მე? - მიუხედავად მცდელობისა, გაოცების დაფარვა უჭირდა.
- ჰო შენ, უბრალოდ ცუდად დაიწყო დილა და დამეტყო. - ისე გააქნია თავი, თითქოს ცუდი ფიქრები განდევნაო და საუბარი განაგრძო. - მიიღებ ჩემს ბოდიშს?
- რა თქმა უნდა მივიღებ. - გულწრფელმა ღიმილმა გადაუარა სახეზე. - თუ მომიყვები რატომ დაიწყო დილა ცუდად.
- მეგობარო, აბა ეგ რა საინტერესოა შენთვის?
- მაინტერესებს, მდიდრებს რა პრობლემები გაქვთ, აი ასე გამოწყობილი კაცი, თან ასეთი სიმპათიური და ფულიანი, რამ უნდა შეაწუხოს, თანაც დილიდან.
- მე, მე მდიდარი არ ვარ, თუმცა ჩემი პრობლემა, ფინანსურთან კავშირში არ არის. ან, ან არის, მაგრამ პირდაპირ კავშირში არა. - მოდი აქ ჩამოვჯდეთ. - ხელით სკამისკენ მიუთითა, რომელიც იქვე ბაღის მთავარ ჩამოსასვლელთან ჭადრის ჩრდილში იდგა.
- აბა, მითხარი შენ პრობლემაზე. - ინტერესი სულაც არ განელებოდა გიორგის. როგორც კი სკამზე ჩამოჯდა აკაკი, მაშინვე შეახსენა კითხვა.
- ჯერ მოდი, ერთი თამაში ვითამაშოთ. თან პრობლემაზე მოგიყვები.
- რა თამაში? - ლიმონიანი ცელოფანი მუხლებზე დაიდო და ხელები ერთმანეთს გაუსვა.
- ახლა მე და შენ თითო თითო ფერი ვთქვათ და რომლის ნათქვამი ფერის მანქანაც მეტი გამოივლის, გამარჯვებულიც ის იყოს.
- მაგრად მომწონს, აბა თუ გავიმარჯვე რას მივიღებ?
- ფულად პრიზს.
- და თუ დავმარცხდი? - თვალები დაეჭვებით მოჭუტა.
- მაგ ლიმონებს უფასოდ მომცემ.
- შენ რომ ლიმონები არ გინდოდა?
- ახლა გამახსენდა რომ ლიმონიანი ჩაი მიყვარს, თანაც უფასო ყველაფერი კარგია. - სიცილით მოუთათუნა მხარზე ხელი.
- მე აქ ბევრ დროს ვატარებ, მოგიგებ იცოდე. - გამაფრთხილებლად დაუქნია თითი.
- ფერი თქვი, ფერი და მაგასაც ვნახავთ ვინ მოიგებს.
- ვერცხლისფერი. - თვალი მოჭუტა და რამდენიმე წამიანი ყოყმანის შემდეგ წარმოთქვა.
- მე კიდევ ნარინჯისფერს ვირჩევ. ახლა დრო დაინიშნე და ვნახოთ ნახევარი საათის შემდეგ ვინ იქნება გამარჯვებული.
- ათის ნახევარია. მე კი აუცილებლად გავიმარჯვებ.
- მშობლები გყავს გიო?
- მხოლოდ დედა, ახლა ავად არის, ამიტომაც ვყიდი ლიმონებს, რომ წამლის ფული ვიშოვო, თორემ სანამ დედა ჯანმრთელად იყო, გარეთ როგორ გამომიშვებდა.
- ახლა რა სჭირს?
- ტუბერკულიოზი აქვს.
- ტუბერკულიოზის მკურნალობის პროგრამა ხომ არსებობს, რატომ ჰყიდულობ დედას წამლებს შენი სახსრებით, შეუძლია ტუბ-დისპანსერში მივიდეს და უფასოდ უმკურნალებენ.
- ვიცით, მაგრამ მაგ შემთხვევაში საავადმყოფოში დააწვენენ, დედას კიდევ ჩემი მარტო დატოვება არ უნდა.
- ასე არ შეიძლება მეგობარო. სად ცხოვრობ?
- ოო, რა მნიშვნელობა აქვს, მაგას სჯობია შენს პრობლემაზე მომიყვე, ხომ დამპირდი არა?
- კარგი კარგი, მე ცოლთან მაქვს პრობლემები.
- რა პრობლემები?
- რამდენჯერმე ნასვამი, გვიან დავბრუნდი სახლში და ამის გამო ვიჩხუბეთ. - გულწრფელად საუბრობდა, გარდა იმისა რომ ძალიანაც სჭირდებოდა, ვინმესთვის გულის გადაშლა, ბიჭის ნდობის მოპოვებაც უნდოდა, რაშიც გულწრფელობა ნამდვილად დაეხმარებოდა.
- ეგრე რომ აღარ ქნა, ხომ აღარ იჩხუბებთ, ჰოდა აღარ ქნა შენც, რა პრობლემაა.
- ეგრე მარტივი როდია ყველაფერი მეგობარო.
- სინამდვილეში ყველაფერი ძალიან მარტივადაა, რაღაცას რომ აკეთებ და თან იცი რაც მოჰყვება, ეს შენი არჩევანია.
- ყველაფერი არჩევანი როდია მეგობარო, ზოგჯერ ცდუნებაა, ზოგჯერ ბედისწერა.
- ყველაზე ხშირად კი სისუსტე. - წინადადება გიომ დაასრულა და ბრძენი კაცივით განაგრძო. - როცა ბედისწერაზე ან ცდუნებაზე იწყებ საუბარს, უკვე ნიშნავს რომ სისუსტეა, რომელიც რაღაცას გინდა მიაბრალო. ისე ხედავ? ორი ვერცხლისფერი მანქანა მოდის, ორმაც აქამდე ჩამოიარა და არცერთ ნარინჯისფერს არ გამოუვლია.
- კი, ვითვლიდი მეც. - მიუხედავად იმისა რომ მანქანებისთვის ყურადღება სულაც არ მიუქცევია, ბიჭს კვერი მაინც დაუკრა.
- ისე შენი ცოლი გიყვარს? თუ სხვა ქალი გიყვარს?
- სხვა არავინ, მხოლოდ ჩემი ცოლი მიყვარს. - ღიმილი გადაეფინა სახეზე, თითქოს დიდი სამხიარულო რამ ეთქვათ.
- მაშინ მიდი და ბოდიში მოუხადე, დაპირდი რომ აღარ იზამ და შეგირიგდება, რაღას ნერვიულობ.
- და რომ არ დამიჯეროს? - თვალი ჩაუკრა ბიჭს.
- ქალი რომელსაც უყვარხარ, ყველაფერს დაიჯერებს, თუნდაც თავის გასულელებად დაუჯდეს. - აკაკიმ ერთი გაკვირვებით გახედა ბიჭს, თუმცა არაფერი უპასუხია. სიჩუმე ჩამოვარდა, რომელმაც ათ წუთზე მეტ ხანს გასტანა და რომელსაც მხოლოდ იშვიათად, გიორგის წამოძახილი არღვევდა, რომელიც ვერცხლისფერ მანქანებს ითვლიდა.
- არის, შესრულდა ათი, მე გავიმარჯვე. - ხელები მაღლა ასწია ბიჭმა და აკაკი ახლაღა მოეგო გონს.
- გილოცავ მეგობარო, ესეც შენი მონაპოვარი. - ჯიბიდან ორმოცდაათლარიანი ამოიღო და ხელში ჩაუკუჭა გიოს.
- ამდენი? - თვალები გაოცებისგან დააჭყიტა.
- რას ვიზამთ, სხვა დროს უეჭველად მე მოვიგებ. - ვითომ იმედიანად ჩაილაპარაკა და ფეხზე წამოდგა.
- ისევ შევხვდებით? - თვალი თვალში გაუყარა ბიჭმა.
- რა თქმა უნდა, მე ხომ უეჭველად უნდა მოგიგო. - ხელი ძმაკაცურად ჩამოართვა, დაემშვიდობა და სახლისაკენ გაემართა. კიბეები ისე ზანტად აიარა, თითქოს ფეხები უკან რჩებოდა, არ იცოდა რა ან როგორ ეთქვა სალომესთვის, საერთოდ არაფერი იცოდა გარდა იმისა რომ საშინლად დაღლილიყო ყველაფრისგან. სახლის კარზე ფრთხილად მიაკაკუნა, თუმცა რადგან არავინ გაუღო, სახელური ჩამოსწია და სახლში შევიდა. რამდენჯერმე დაიძახა თუმცა არავინ გამოეპასუხა.
- სალო, არ გესმის რომ გეძახი? - საძინებლის კარი შეაღო და პირველად, საწოლზე დაყრილი ტანსაცმელი მოხვდა თვალში, შემდეგ კი იქვე ლამაზად დალაგებული ჩანთები. - სალო, რას აკეთებ ტო, გააფრინე?
- გშორდები აკაკი. - ხმადაბლა, თუმცა მტკიცედ წარმოთქვა ქალმა.
- მაგრამ. . .
- გუშინ გადავწყვიტე, მაგრამ ვეღარ მოვახერხე დალაპარაკება, დღეს კი საბოლოოდ დავრწმუნდი ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში.
- სალო, რას ამბობ! - პირი ისე გაუშრა, სიტყვების თქმას ვეღარ ახერხებდა.
- გუშინ ბანკიდან მოვიდნენ, გავიგე რომ არც ერთი თეთრი არ შეგიტანია ბანკში, რაც ბინა ჩადე, ნერვები საშინლად მომეშალა, გირეკავდი მაგრამ ვერ დაგიკავშირდი, ამან სულ გამაგიჟა, ტასო კი განუწყვეტლივ ტიროდა, საბოლოოდ ტასოს ვეჩხუბე, ბავშვს ბოლო ხმაზე ისე ვუღრიალებდი, რომ გაჩუმდა. გესმის? ჩემს შვილს, სულ პატარას, ვუღრიალებდი იმის გამო რომ ნერვები აღარ მივარგა. მაშინ მივხვდი რომ შენზე მეტად ტასო მიყვარს და შენზე მეტად მას ვჭირდები აკაკი. მიუხედავად იმისა რას ვგრძნობ შენს მიმართ, მე ჯერ დედა ვარ, დედა რომელიც ახლა არავის სჭირდება ჩემი გოგონასავით. არ ვაპირებ ის ასეთ პირობებში გავზარდო, შენ მთვრალს და მოთამაშეს გიყუროს, მე კი მტირალსა და ნევროზიანს. ბავშვს სიმშვიდე და ჯანსაღი გარემო სჭირდება, რომელიც აქ, თავის სახლში, თავისი დედ-მამის გვერდით არ აქვს, ამიტომ ჩემს მშობლებთან მივდივარ. როცა მოგინდება, მაშინ შეგიძლია მოხვიდე და ანასტასია ნახო, რა თქმა უნდა ფხიზელმა და ადამიანის მსგავსმა. მე კიდევ დაგელოდები აკაკი, დაგელოდები და იმედი მექნება რომ შენით მოახერხებ იმას, რაც ერთად ვერ შევძელით. მე ყველაფერი ვცადე, ყველაფერი გავაკეთე შენთვის, ახლა ტასოსთვის უნდა გავაკეთო. გთხოვ, ძალიან გთხოვ, არაფერი მითხრა და არ გამომყვე, უბრალოდ ყველაფერზე დაფიქრდი და ამიერიდან ისე წაიყვანე შენი ცხოვრება როგორც სწორად და საჭიროდ ჩათვლი. ჩვენ გელოდებით. - ბავშვი გულზე მიიხუტა და ნელი ნაბიჯით დაიძრა კარისკენ. - ვინმეს გამოვგზავნი და ჩანთები გამოატანე, ყველაფერი ჩალაგებული მაქვს. - ესღა თქვა და ჩუმად მიიხურა კარი. აკაკი კი იდგა, გაუნძრევლად, ქანდაკებასავით ადგილს მიყინული და სიტყვას ვერ ამბობდა. ვერც ვერაფერზე ფიქრობდა, საშინელი ტკივილი უღრნიდა სულს, მის ძალებს აღემატებოდა ახლა ტკივილსა თუ სინდისის ქენჯნისთვის გაძლება. სხეულში ძალა გამოეცალა, მუხლები მოეკვეთა, თითქოს სისხლიც კი აღარ მოძრაობდა ძარღვებში ისე გაიყინა. თვალებს უაზროდ აცეცებდა და მხოლოდ სალომეს სახელს იმეორებდა, ხმადაბალი ჩურჩულით.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline ახალბედა მწერალი ელპინი

დავბრუნდები . . .
♥️

 


№2  offline მოდერი სალანდერი

ელპინი
დავბრუნდები . . .
♥️

❤ ❤ ❤

 


№3  offline ახალბედა მწერალი ელპინი

- რა გეჩქარებოდა? უფრო გვიან მოსულიყავი. - უკმეხად ჰკითხა უკვე დივანზე მჯდომს ცოლმა.
რა ვიცი. :)))))

- შემთხვევით შეგხვდა არა?
- კი.
- და შენც უცებ ჩაუხტი მანქანაში.
- წესიერად მელაპარაკე აკაკი.
- ხომ იცი რომ იმ #ლეს შენზე მზე და მთვარე ამოსდიოდა?
- სისულელეებს მოეშვი.
ფუ შენი, მჟავე.
ბოლოს მსგავსზე რომ ვილაპარაკეთ, შენი სიტყვები მახსოვს,
.

თავისივე პატარა ხელზე დაედო ფუმფულა ლოყა და უდარდელად ფშვინავდა.
აუ, შტერო, კარგი, რა. :(
პატარა თეთრი ფეხები.
მაინც ტუტუცი გოგო ხარ. :(

აკაკის ხომ სიმღერა ცუდად გამოსდიოდა, მიუხედავად იმისა რომ სალომემ რამდენჯერმე სთხოვა, აკაკის ღიღინითაც კი არ უღიღინია არასდროს.
ძალიან გაგარტყამდი ახლა.
ძალიან!

წყლის ცარიელი ბოთლი ხელით მოანწრიახა და როგორც კი მაქსიმალურად დაკუჭა, ცოლს გაუწოდა. - ეს პლასტმასის ყვავილი ჩემგან. - სალომემ თავში შემოირტყა ხელი, პლასტმასის ყვავილი გამოართვა და სახლში შეუძღვა ქმარს. სამზარეულოში შევიდა და ნაგვის ურნაში ჩაუძახა ახლახან ნაჩუქარი "ყვავილი".
როგორ დაგიმახსოვრებია, მჟავე.
ამის მერე, რაც იყო, მაგისთვის ნამდვილად ღირდა.
იქნებ, ოდესმე ისწავლო ყვავილების ჩუქება.
მანამდე ისევ ვთხოვ ღმერთს, სხვა რა გზაა.

მჟავეეეეე, ჩამოვჯდეთ კი არა, ჩამოვსხდეეეეეთ!!!!!
იცოდე, ამაზე ის სიტყვები არ გაიფიქრო, რასაც მპასუხობ ხოლმე, თორემ ცოდვით ვერ გაიხარებ.

მახსოვს ის.
ძალიან ლამაზია,
რომ იცოდე.

ფუ, რა გულისამრევი კაცია აკაკი.
ასეთი ადამიანები მაღიზიანებენ. რაღაცისთვის ხომ იბადება ყველა?!
აი, ეს, საერთოდ არაფრისთვისაა დაბადებული.
ტასოს მამობისთვისაც კი აღარ ვარგა უკვე!
სალომეს ღირსი თავიდანვე არ იყო. ღირსი უშნოდ ჟღერს, მაგრამ ასეა.

ჩემი აზრით,
ახლა ნაბიჭვრობას აპირებ რომას სახით.
მე კიდევ ასფალტზე ზუსტად სახით თრევას ველოდები.
უფს, რა დრამაა . . .

მალე დაბრუნდი, მჟავე, მალე, იცოდე!

მიყვარხარ!

 


№4  offline მოდერი სალანდერი

ელპინი
- რა გეჩქარებოდა? უფრო გვიან მოსულიყავი. - უკმეხად ჰკითხა უკვე დივანზე მჯდომს ცოლმა.
რა ვიცი. :)))))

- შემთხვევით შეგხვდა არა?
- კი.
- და შენც უცებ ჩაუხტი მანქანაში.
- წესიერად მელაპარაკე აკაკი.
- ხომ იცი რომ იმ #ლეს შენზე მზე და მთვარე ამოსდიოდა?
- სისულელეებს მოეშვი.
ფუ შენი, მჟავე.
ბოლოს მსგავსზე რომ ვილაპარაკეთ, შენი სიტყვები მახსოვს,
.

თავისივე პატარა ხელზე დაედო ფუმფულა ლოყა და უდარდელად ფშვინავდა.
აუ, შტერო, კარგი, რა. :(
პატარა თეთრი ფეხები.
მაინც ტუტუცი გოგო ხარ. :(

აკაკის ხომ სიმღერა ცუდად გამოსდიოდა, მიუხედავად იმისა რომ სალომემ რამდენჯერმე სთხოვა, აკაკის ღიღინითაც კი არ უღიღინია არასდროს.
ძალიან გაგარტყამდი ახლა.
ძალიან!

წყლის ცარიელი ბოთლი ხელით მოანწრიახა და როგორც კი მაქსიმალურად დაკუჭა, ცოლს გაუწოდა. - ეს პლასტმასის ყვავილი ჩემგან. - სალომემ თავში შემოირტყა ხელი, პლასტმასის ყვავილი გამოართვა და სახლში შეუძღვა ქმარს. სამზარეულოში შევიდა და ნაგვის ურნაში ჩაუძახა ახლახან ნაჩუქარი "ყვავილი".
როგორ დაგიმახსოვრებია, მჟავე.
ამის მერე, რაც იყო, მაგისთვის ნამდვილად ღირდა.
იქნებ, ოდესმე ისწავლო ყვავილების ჩუქება.
მანამდე ისევ ვთხოვ ღმერთს, სხვა რა გზაა.

მჟავეეეეე, ჩამოვჯდეთ კი არა, ჩამოვსხდეეეეეთ!!!!!
იცოდე, ამაზე ის სიტყვები არ გაიფიქრო, რასაც მპასუხობ ხოლმე, თორემ ცოდვით ვერ გაიხარებ.

მახსოვს ის.
ძალიან ლამაზია,
რომ იცოდე.

ფუ, რა გულისამრევი კაცია აკაკი.
ასეთი ადამიანები მაღიზიანებენ. რაღაცისთვის ხომ იბადება ყველა?!
აი, ეს, საერთოდ არაფრისთვისაა დაბადებული.
ტასოს მამობისთვისაც კი აღარ ვარგა უკვე!
სალომეს ღირსი თავიდანვე არ იყო. ღირსი უშნოდ ჟღერს, მაგრამ ასეა.

ჩემი აზრით,
ახლა ნაბიჭვრობას აპირებ რომას სახით.
მე კიდევ ასფალტზე ზუსტად სახით თრევას ველოდები.
უფს, რა დრამაა . . .

მალე დაბრუნდი, მჟავე, მალე, იცოდე!

მიყვარხარ!

ჩამოვსხდეეეთ, კი ზუსტად ეგ გავიფიქრე. . . :დ
მე ყველაფერი კარგად მამახსოვრდება ელპინ. . .
ყვავილებს მიცვალებულებს ჩუქნიან პატარა. . . :დ
რომა და დრამა? არ ვიცი, შენ ხომ იცი არა? უბრალოდ მინდა დასრულდეს. . . ღირსეულად, ან არ ვიცი. . .
მგონი მალე დამთავრდება რა. . .
მეც ძალიან მიყვარხარ და დავბრუნდები ჰო, როგორც კი შევძლებ ხომ იცი. . . ❤

 


№5  offline წევრი elene2619

აუუუ როგორციქნა სალანდერ გამოჩნდი scream joy ( გსაყვვედურობ და ეს საქცილელი მე არ მგავს მაგრამ რა ვქნა რო მაბრაზებ joy )
რაც შეეხება ისტორიას ულევ ემოციას იწვევს ჩემში და საოცრად მომწონს. ვერ შევაფასე გრამატიკული თვალსარისით რადგან არ ვარ ფილოლოგი და სისულელე იქნება ჩემი მხრიდან შენი გაკრიტიკება ( სასაცილო თუ არა joy ) უხეში შეცდომები არ შემხვედრია და იმდენად კარგი სიუჟეტებს ანვითარებ, რომ ვერ ვწყდები და ერთი ამოსუნთქვით ვკითხულობ heart_eyes
მოკლედ მოუთმენლად გელოდები ახალი თავით და ნუ დაიკარგები კიდე smirk
ახლა ძველ ისტორიებს რაც შეეხება სად გააქრე ადამიანო scream ჯერ მივდივარო, ახლა ისტორიებიც წაშალე სალანდერ ხო კარგად ხარ ? joy ახლამე რო მინდა შენი ისტორიების ხელახლა წაკითხვა სად წავიკითხო ? unamused
ოხ სალანდერ ოხ... scream joy

 


№6  offline მოდერი სალანდერი

elene2619
აუუუ როგორციქნა სალანდერ გამოჩნდი scream joy ( გსაყვვედურობ და ეს საქცილელი მე არ მგავს მაგრამ რა ვქნა რო მაბრაზებ joy )
რაც შეეხება ისტორიას ულევ ემოციას იწვევს ჩემში და საოცრად მომწონს. ვერ შევაფასე გრამატიკული თვალსარისით რადგან არ ვარ ფილოლოგი და სისულელე იქნება ჩემი მხრიდან შენი გაკრიტიკება ( სასაცილო თუ არა joy ) უხეში შეცდომები არ შემხვედრია და იმდენად კარგი სიუჟეტებს ანვითარებ, რომ ვერ ვწყდები და ერთი ამოსუნთქვით ვკითხულობ heart_eyes
მოკლედ მოუთმენლად გელოდები ახალი თავით და ნუ დაიკარგები კიდე smirk
ახლა ძველ ისტორიებს რაც შეეხება სად გააქრე ადამიანო scream ჯერ მივდივარო, ახლა ისტორიებიც წაშალე სალანდერ ხო კარგად ხარ ? joy ახლამე რო მინდა შენი ისტორიების ხელახლა წაკითხვა სად წავიკითხო ? unamused
ოხ სალანდერ ოხ... scream joy

ელენე, მომენატრე. . .
ისტორიები, რამდენიმე საიტიდან მანამ მოვხსენი სანამ წასვლას გადავწყვეტდი. . .
მიზეზი სხვადასხვაა. დანარჩენებს არ ავიღებ. . .
მიხარია რომ აქ ხარ. . .
შეცდომები თუ გამეპარა, სამსახურის ბრალია, ისევე როგორც შენი საყვედური, რომელიც ისევ ამის გამო მეკუთვნის. . .
მოკლედ მიხარია რომ ისევ აქ ხარ და მომყვები. . . ❤

 


№7  offline წევრი სიბილა

ეეეეეეეეეეეეეეეეეეეე, ეს როგორ ი სიურპრიზიააააააა.ველი შემდეგ თავს,აქ ყველაფერი გასაგები და ლოგიკურია.ცოტა გიჩქარია, ხომ იცი))

 


ვატყობ, წინ უფრო საინტერესო ეპიზოდები გველის. ყოველ შემთხვევაში, ვხედავ, ნიადაგს ამზადებს მწერალი.
აკაკი ორმაგად შემეცოდა. მას ზურგი აქციეს. პირველად ბედმა, როდესაც ამ საძაგელ კაზინოს შეეჩვია, მეორედ ცოლმა, რომელმაც ყველაზე იოლი გამოსავალი იპოვა. ადვილია, ადამიანს განსაცდელის დროს ხელი ჰკრა და ორმოში გადაუძახო. რთულია, ყველა ღონე იღონო, ხელი გაუწოდო და იქიდან ამოიყვანო.
რა თქმა უნდა, აკაკი დამნაშავეა და სწორედ ამის გამო, ცუდად შემოუბრუნდა საკუთარი შეცდომები, მაგრამ გულის სიღრმეში კარგი ადამიანია. ეს აზრი მაშინ გამიმყარდა, როცა ლიმონის გამყიდველი ბიჭის ეპიზოდი წავიკითხე. მივხვდი, მწერალი აკაკის შინაგან ბუნებას გვაჩვენებს, რომელიც აშკარად კარგი აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ გარეთ მაინც ვერ ითვალთმაქცებდა. ქუჩაში ის იყო, რაც რეალურად არის. სამაგიეროდ, იგივეს თქმა არ შემიძლია სალომეზე. აი, ის უფრო შემზიზღდა ამ წამს, ვიდრე განსაცდელში ჩავარდნილი აკაკი. სუსტი, მოღალატე და ცივი გონებით გადაწყვეტილებების მიმღები- მე ასე შევაფასებდი ამ პიროვნებას. არც რამის შექმნა შეუძლია, რომ ფინანსური კუთხით დაუდგეს ქმარს გვერდში.
იგივე რომ სალომეს შემთხვეოდა, ღრმად ვარ დარწმუნებული, აკაკი მას არ მიატოვებდა.
გული მიგრძნობს, აკაკი მოერევა თავს საკუთარი ძალებით და ამოძვრება ამ ჭაობიდან, მაგრამ სალომეს რამდენად აპატიებს გაჭირვებაში მიგდებას (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით), ეს მეორე საკითხია...
სალანდერ, ეპიზოდები კარგად ვითარდება, ოღონდ არ აწყენდა დახვეწა რაღაც დეტალებს.
კარგია! ❤️

 


სალანდერ გამიხარდი❤
შემეცოდა აკაკი, მართლა შემეცოდა, მაგრამ თან არ მეცოდება, რადგან ის მიიღო რაც დაიმსახურა. სალომემ ხომ თხოვა ყველაფერი მითხარი რომ დაგეხმაროო აკაკიმ კიდევ ბოლომდე არ უთხრა სიმართლე, ნახევარ სიმართლეში კიდევ სალომემ სახლის ჩადება ბანკში თავად შესთავაზა და ახლა როგორც იტყვიან თავზე ჭერი აღარ აქვთ. იმდენად აქვს აკაკის ჭაობში შეტოპილი, რომ როგორ გამოვა იქედან არ ვიცი. აკაკის უსალომეობა გაუჭირდება, ან პირიქით სტიმულს მისცემს მისი არ ყოფნა და ჭაობიდან ამოვა.
აკაკის კარგი ადამიანობა პარკის ეპიზოდით ნამდვილად კარგად გვიჩვენე, მაგრამ ქმრად და ბოლოს უკვე მამადაც ვეღარ ივარგა.
სალომეც სუსტია ალბათ, მაგრამ ის ჯერ დედაა და ამიტომ ვფიქრობ, რომ სწორად მოიქცა. ერთი მხრივ ეს პრობლემისგან გაქცევასაც გავს, მაგრამ მაინც...
ხო კიდევ რომას პერსონაჟი არ მომწონს. არ მიყვარს ეს არა მკითხე მოამბეები. მაგას ვინ ეკთხება აკაკის და სალომეს ურთიერთობა.მერე კიდევ ენა მიაქვს ირაკლისთვის.მოკლედ არ მევასება რა. მაგას ისევ აკაკი მირჩევნია სალომეს გვერდით, ჭორიკანა მაინც არაა.
გელოდები სალანდერ ახალი თავით❤ მაინტერესებს რას უზამ შენს პერსონაჟებს.

 


№10  offline წევრი Kalina

უარესის ღირსია!
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№11 სტუმარი ----

როდის დაიდება შემდეგი ?

 


№12  offline მოდერი ჰაიკო

სალანდერ! ყოჩაღ!
მაგრამ ეს "მოანწრიახა" რას ნიშნავს მეც გამიმხილე გთხოვ:D:D
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent