შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

3.შეწყვეტილი სიკვდილი


6-08-2019, 22:02
ავტორი witchy spirit
ნანახია 179

3.შეწყვეტილი სიკვდილი

ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე ევა სანაიას ერთი შეხედვით კარგი ცხოვრება აქვს, მანამ სანამ მასში თეატრი არ ჩნდება. ევა თეატრში შეყვარებულს მიჰყავს და შეყვარებულის ძმის სატრფიალო ობიექტიც ხდება. ამ ბანალურ, ერთი შეხედვით გადაცვეთილ ისტორიას თან სდევს ბრძოლა მთავარი პარტიისათვის, სიყვარულისათვის, ადამიანობისათვის და ვინ იცის, იქნებ სიცოცხლისათვის. ევა მალევე კარგავს წონასწორობას და თავისი როლის ტყვე ხდება. ეს სულისშემძვრელი ამბავია გოგონას სხეულში გამომწყვდეულ ბავშვზე, დანგრეულ ოჯახებზე, შეცდომებსა და უდიადეს ხელოვნებაზე.
3.დაბნელება
„ როცა ლაზურიტისფერ ზეცას გიშრის სუდარა გადაეკვრება, როცა იაგუნდისფერ ღრუბლებში მცურავი მზე ზოწისფერ სხივთა ფრქვევით ჩაესვენება, მაშინ დადგება ღამე, მუქ ხავერდზე შუქურ-ვარსკვლავით ნაჭედი, მაგრამ მაინც ბნელი. წყვდიადი ბნელეთის შვილებს კალთას გადააფარებს და გაშლილი მკლავებით შეიფარებს.“
„ახლა უფრო მდუმარეა ზეცა,
ვინ მიხვდება ჩემს ამნაირ გლოვას?
ისევ ციდან ველოდები მერცხალს,
მაგრამ ციდან ქარიშხალი მოვა.“
ტ.გრანელი
***
კლდის პირას საოცარი სიჩუმე გამეფებულიყო. მხოლოდ ქარი კიოდა უმოწყალოდ. ტყიდან გამოვარდნილი ნადირივით ქროდა, ბრდღვინავდა, ყმუოდა და წალეკვას უქადდა კლდის პირს, იქვე დაყუნცული ორი ადამიანის ჩათვლით. ცა შავ, საავდრო ღრუბლებს დაეფარა, ყველაფერი ნაცრისფერ ფერში დაეხატათ, თითქოს ამინდიც იზიარებდა ადამიანების პირქუშ განწყობას, სამყარომ ფერები მყისიერად დაკარგა.
ევა მხრებში მოხრილი, დაპატარავებული, ფსიქიკურად დანგრეული, მორალურად განადგურებული იყო. მისი სხეული ისევე მოეცვა სასოწარკვეთისაგან გამოწვეულ სპაზმებს, როგორც კლდე, ფერდობი და ეულად მდგარი ხე ჰაერის მასებისაგან გამოწვეულ ქაოსს.
გოგო ქაოსში ჩაძირულიყო, საკუთარი გონებისა და ბუნების ქაოსში.
ბეშქენი ახლოს ედგა, გული ეწურებოდა ასეთი ევას დანახვისას. ასეთი განადგურებულის, გულგაპობილის, მოწყენილის, მხრებჩამოყრილის, საძირკველდდანგრეული და ზეცაჩამოქცეული ევას ყურება თვითონაც მიწასთან ასწორებდა მორალურად. სადღაც გამქრალიყო გოგონა, გოგონა რომელშიც მუდმივად არამიწიერი ენერგია ღვიოდა, გოგონა რომელიც ცოტა ხნის წინ თავისი ღრიალით არემარეს აყრუებდა.
მის ადგილას საზარელი, პირქუში ორეული იდგა. პაწაწინა ანაბეჭდიღა დარჩენილიყო.
ევა ბევრი ყვირილის შემდეგ გაჩუმდა, ცხვირი ჩამოუშვა, ქარიშხალს მისი გადათელვის უფლება მისცა.
ბეშქენი კი ვერ იტანდა როცა ევა მისი ევა აღარ იყო. ბიჭს სურდა მივარდნოდა, მხრებში ხელი ჩაევლო, შეენჯღრია, ეყვირა ნუ იქცევი ასეო, მაგრამ თავად ვერ მოექცეოდა ასე უმოწყალოდ, ისედაც გადათქერილს, ჭიანჭველასავით დაჩიავებულს, ქარტეხილ გადავლილს უარესად ვეღარ ატკენდა ნაფლეთებად ქცეულ გულს, . მას მხოლოდ ლოდინი შეეძლო. სიგარეტს გაუკიდა, იქნებ ასე მაინც მივიქციო მისი ყურადღებაო.
ქალი დუმდა, თითქოს ქალი ებრძოდა ქარს, თითქოს ჯიბრში უდგებოდა, რამდენიც არ უნდა იგიჟო მე მაინც მშვიდად ვიდგებიო, თუმცა კაცისთვის ამ „სიმშვიდეს“ წეღანდელი ჯოჯოხეთი ერჩია, ევა ეშმაკად უფრო მოსწონდა ვიდრე უსუსურ, ბუდიდან გადმოვარდნილ ფრინველად, რადგან ეშმაკად ქცეული ემოციური მაინც იყო, ცუნამივით გრგვინავდა, ილანძღებოდა, მთელ დედამიწას უყვიროდა, ასე კი მკვდარს ჰგავდა, ცვილისაგან ჩამოხსმულს. მხოლოდ საწყალობლად იყურებოდა, იყურებოდა და აღარ ეტყობოდა ის ჟინი თვალებში, ტყისფერი თვალებიდან აღარც ანგელოზი მოსჩანდა და აღარც- დემონი. ბიჭმა პირველად დაინახა მის თვალებში ის ყრუ სიცარიელე რომელსაც ხშირად მართლა შეიგრძნობთ მიტოვებულ, ყველასგან მივიწყებულ ტყეში. არ ესიამოვნა მამაკაცს ასეთი სიმშრალე იმ ნაძვნარში სადაც ადრე უსასრულობას ხედავდა. ჩამოშლილი სახლივით გაფატრული, უკაცური და უმიზნო ჩანდა. საცოდავად დაცარიელებული, დროჟამისაგან დაქცეული, გაპარტახებული სახლი ჩაედგათ სევდიან, მწუხარე ნაძვნარში. მართალია ამ სახლს ჯერ კიდევ შერჩენოდა ძველი დიდებულობისა და სასახლეობის კვალი, თუმცა მაინც გაფატრული იყო, დასაქცევად განწირული და სახურავჩამოქცეული.
ევა კი არ იმსახურებდა ამას, ევაში სიცოხლე ჩქეფდა, ევას მეტი ეკუთვნოდა ვიდრე დასაქცევად განწირული სახლი, ვიდრე ხელისგულზე დასმული პატარა სიკვდილი.
-მომაწევინე რა.-ჩახლეჩილი, გაბზარული ხმით წარმოთქვა. ბეშქენს გული კიდევ ერთხელ მოუკვდა, ევა აღარ წკრიალებდა, თიხასავით მყიფე, აკანკალებული ნოტები ისმოდა. ეტყობოდა ბგერის წარმოსათქმელად უკიდეგანო ძალისხმევას ხარჯავდა. თვალები ერთი წერტილისთვის მიეპყრო, შიგნით სველი ტბა ჩასდგომოდა, კაცს იმედი გაუჩნდა იქნებ იტიროს და თავიდან აყვირდესო, საუბედუროდ, ვულკანმა მაგმა უკვე ამოაფრქვია, ახლა კი ცხელი ლავისგან გაქვავებულ გარემოს გლოვობდა. ბეშქენს უნდოდა ეთქვა ბებიაშენს არასწორად მოექეციო, თუმცა უხილავი ძალა აკავებდა, ეს ისედაც ეცოდინებოდა. ევას, ახლა თანადგომა სჭირდებოდა და არა განტევების ვაცად ქცევა.
-შენი ჯანმრთელობისთვის მავნეა ევა, ეს ხომ არ გინდა?-მზრუნველად ჩაეკითხა ბიჭი. ნელი , მეტად მოზომილი ნაბიჯით მიუახლოვდა, გადაფითრებულ სახესა და თითებს შეავლო თვალი. შეხებისაც შეეშინდა, ძვირფასი ფაიფურივით იოლად არ დავამსხვრიო ერთ დროს მარმარილოსავით მტკიცე გოგონაო.
ევას გაეღიმა, ყველაზე საშინელი , სატანასეული ღიმილით.
უზარმაზარი სევდა გადაჰკვროდა, ტკივილის საბურველში გახვეულიყო, ტვინი სტკიოდა, უბრუოდა და ბეშქენმა ინატრა, ნეტავ ევასეულად, მკვახედ ეთქვა „რა იცი რა არის ჩემი ჯანმრთელობისთვის მავნეო?“
ეგ კი ნამდვილად არ უთქვამს.
ისევ დუმდა.
ისევ ურეაქციოდ, უემოციოდ, უსიცოცხლოდ იდგა, სივრცეზე თვალგაშტერებული.
არ გაუპროტესტებია ბიჭის არც ერთი სიტყვა, ხმა არ გაუღია, მტკიცე მტანჯველი დუმილი შეაგება აბობოქრებულ ჰორიზონტს.
-აიღე.-ერთი ღერი გუწოდა.
ისე გამოართვა, თითქოს ბეშქენისათვის მოწყალება გაიღო. თეთრი სიგარეტი თითებს შორის გაასრიალა, ისეთი სინაზით მიიტანა ავარდისფერებულ ტუჩებთან, რომ ბიჭს კინაღამ იმ გაცრეცილი ღერის შეშურდა.
-ბეშქენ!-კვამლის ღრუბელში გახვეულმა ამოიკნავლა. მარგალიტისფერი ბურუსი მის სახეს ნაზად ელამუნებოდა, ბეშქენიც ხარბად მისჩერებოდა ევას. ევას ლამაზ, იდუმალი შუქით გასხივოსნებულ საზეს და უჩვეულო თვალებს.
-ჰო.- კაცს ძალიან შეუფერებელი, უაზროდ ჩაკვეხებული ეჩვენა „ჰო“, მაგრამ სხვა მართლა ვერაფერი მოიფიქრა.
ევამ გამჭოლი მზერა მიაპყრო, ბიჭს გულზე მოეშვა, ეს ნამდვილად ჭაობისფერი, არამიწიერი გამოხედვა იყო.
ევას გამოხედვა.
-ჩემს ცხოვრებაში რაღაც შეიცვალა,-ყრუდ დაიბუბუნა ევამ, მის ხმაში თანდათან სიცოხლე კრთებოდა.-შეიცვალა, შეიცვალა რაღაც, რაც აქამდე უნდა შეცლილიყო, მეშინია.-წარბები შეიკრა.- იმედია ეს ნგრევის დასაწყისი არ იქნება.
-რატომ უნდა იყოს?-გაოგნდა ბეშქენი.
ევას ხმა აღარ გაუღია, კვლავაც გაყუჩდა და გაირინდა.
მერე თავი შეატრიალა და კვლავ მრუმე ჰორიზონტის ცქერა განაგრძო.
მამაკაცს თავისდაუნებურად შეაჟრჟოლა.
-ეს კი,-სიგარეტი გადააგდო ევამ.-ნამდვილი საზიზღრობაა! ჩემსავით.-ამოიხრა.-აქ რატომ მომიყვანე?
ბეშქენი უეცრად მხრებში სწვდა და ძლიერი ბიძგით წინ გადააგდო, მაგრამ მაგრად დაიჭირა და ხელები შეუბრკა.
-გაგიჟდი?-წამოიძახა შეშინებულმა გოგონამ და უფრო მეტად მიეკრო.-რას აკეთებ?
-სიცოცხლის მნიშნელობას განახებ.-მიუგო ბიჭმა და აიძულა აზვირთებული ტალღებისთვის მიეპყრო ნაავდრალი თვალები.-ხედავ?! ეს შენი მხარეა. სიცოცხლესა და სიკვდილს შორის დგახარ, ერთი ნაბიჯი დაგრჩენია, ან წინ, ან უკან. მხარე აირჩიე ევა! აირჩიე!-ბეშქენმა მოუშვა და გაასწორა, მხრებზე დააწყო ხელები.
ევა მთელი ტანით კანკალებდა.
-სიკვდილზე არაფერი ვიცი ევა, სიკვდილი ჩემთვის დახურული კარია. მე მხოლოდ სახიფათო სიცოცხლეს გთავაზობ.-ფართოდ გაშალა ხელები ფრთების მსგავსად.
-სიცოცხლის მეშინია ბეშქენ.-ძლივს ამოთქვა გოგონამ და ვერხვის ფოთოლივით რხევა განაგრძო.
-მე უშენოდ სიკვდილი უფრო მაშინებს ევა.-ნაზად უთხრა ბიჭმა.-მინდა, რომ ჩემს მხარეს დარჩე, შენ რომ სიმშვიდემ სიკვდილი მოგანდომოს, შენ რომ...-ბეშქენს ხმა ჩაუწყდა.-შენ..შენ არ უნდა მოკვდე ევა, შენ უნდა იბრძოლო!
-მე არც ვაპირებდი.-გაუკვირდა ევას.-თუმცა ვფიქრობ, თვითმკვლელები საუკეთესო მებრძოლები არიან, ისინი ებრძვიან ხმას საკუთარ თავში, განა ეს სიძლიერე არაა?!
-მაშინ, იყავი სუსტი და მე მომენდე, გთხოვ.-ძალიან ალალად შესთხოვა ბეშქენმა და თვალები აემღვრა.-აირჩიე მხარე და დამპირდი.
-მიჯნა.-ანაზდად წამოიძახა ევამ.
-რა?
-მე გზაგასაყარზე ვდგავარ, ამ კლდესავით. მე მიჯნას ვირჩევ, შენ თუ ხარ მზად მხარის გარეშე იყო ჩემთან?!-დაჟინებით ჩააშტერდა ევა.
-დავიღუპებით.-მხოლოდ ეს უპასუხა და გულში ჩაიკრა ბეშქენმა.
* * *
-კარგი, გასაგებია. -მოკლედ მოუჭრა ევამ, მერე კი ჭოჭმანით დაამატა.-გკოცნით.
ყურმილი დაკიდა. საბედნიეროდ მოახერხა ბებიასთან ნორმალური საუბარი და ყველაფრის მეტ-ნაკლებად მოგვარება, მაგრამ რამდენიც არ უნდა ეცადა, მაინც ხვდებოდა, რომ საკუთარი კალაპოტიდან გადაუხვია, მიმართულება იცვალა და სადღაც, ჯურღმულში დაეშვა თავქვე.
თავი გადააქნია, ტელეფონი მოისროლა და სირბილით გაუყვა დერეფანს.
***
ყურებში უგუგუნებდა საკუთარი სიტყვები, ჰაერში ელვასავით რომ აკვესებდა, საშინელ ლანძღვად აფრქვევდა , უმისამართოდ და დაუდევრად. თვალწინ ედგა ბებიამისი, ამაყი, თუმცა ამდენი დარდისაგან დაუძლურებული. ევას თვალწინ ეკატერინას ნამდვილი სახე გამოჩნდა, ერთი მოხუცი, გასაცოდავებული, განადგურებული ქალის სახით. თავისი თავიც დაინახა, გაანჩხლებული, მკივანა, სახიფათო და გულცივი.
ცხოვრება ნამდვილად სპექტაკლს ჰგავდა. ყველა ვასრულებდით საკუთარ მოვალეობას. ნიღბებიც კი გვეკეთა, თუმცა ერთხელ მაინც გვიწევდა რეალური სახის გამოჩენა ათასობით დამპალი, გახრწნილი, დაღმეჭილი ძველი ნიღბის მიღმა. ნებსით თუ უნებლიეთ, აყროლებულ ნიღბებს გგვგლეჯდნენ და ზოგჯერ საკუთარ „მეს“ გადაჩვეულებს, საკუთარი სულის ნამდვილი სახება გავშინებდა.
იქნებ, სინამდვილეში ყველა ადამიანს გახრწნილი სული აქვს და წმინდა სამოსელი გარეშე მისი ხილვა ამიტომ გვაფორიაქებს?! მაგრამ რატომ ირგებენ ადამიანები იმ თავის მხეცურ ბუნებაზე უფრო მხეცურ ნიღბებს, ისედაც სისხლიან ტყავს სისხლიანი მანტიით რატომ ფარავენ?!
-სანაია!-მკაცრად შესძახა გაგიმ.-ყურადღებით, მუსიკას საერთოდ არ უსმენ!-ევა წამში გამოერკვა, მიმოიხედა, ნიას მზაკვრულ ღიმილს, ბეშქენის შეწუხებულ სახეს და გაგის ბრაზნარევ გამომეტყველებას პირისპირ შეეჩეხა, თითქოს ვიღაცამ პაწია, გონების გალიაში დამწყვდეულს ხელი დასტაცა და სასტიკ რეალობაში ყრუ ზათქით დაანარცხა.
-მაპატიეთ.-მორცხვად დაიჩურჩულა მან. სირხვილისაგან სისხლი მოაწვა და ლოყები ყაყაჩოსფრად შეეფაკლა. გაგის ბრაზი მაშინვე დაუცხრა და აღტკინებით შეეცვალა. მოუნდა მოხვეოდა გოგონას სხეულს, ლოყები დაეკოცნა და ნეკნების გადამტვრევამდე ჰყოლოდა გულში ჩაკრული.
-სანაია, ასე არ შეიძლება, სჯობს დაისვენო, ხომ ხედავ ცეკვას გულს ვერ უდებ, ვერაფერს ვერ ისწავლი!-ნაზად მიმართა ბეშქენმა. კარგად იცოდა ევას მწუხარების მიზეზი, სურდა ენუგეშებინა, ჩაჰხუტებოდა, ეთქვა, რომ არაფერი ცუდი არ მომხდარა, რომ ყველაფერი კარგად იყო, თუმცა ამდენი ხალხის წინ ამას ვერ იზამდა.სხვა დროს კი გოგო უჩინარდებოდა. ან მეცადინეობდა ან ქორეოგრაფის მიცემულ დავალებას ასრულებდა. ერთი სიტყვით, ევა მუდმივად სწავლაში, ვარჯიშების კეთებაში და საბალეტო ილეთების დამუშავებაში იყო გართული, იმდენად ბევრს, მუშაობდა, რომ ბეშქენი უკვე ნანობდა რას მოვათრევდი ამ თეატრშიო.
-თუ ასეა, მაშინ წუთით შევისვენებ.-მძიმედ ამოიხვნეშა გოგომ. მართალია ბეშქენს არ უმხელდა, მაგრამ ფეხები ძალიან ხშირად სტკიოდა. ყოველდღე ახალ-ახალი ტრამვა ემატებოდა და გამოჯანმრთელებას ვერც კი ასწრებდა ისე უჩნდებოდა სხვა თავისტკივილი. ბოლო ხანებში სუნთქვის შეკვრაც დასჩემდა, ყოველთვის სუსტი ფილტვები ჰქონდა, თუმცა დიდ ყურადღებას არასოდეს აქცევდა. ბეშქენისთვის რომ ეთქვა უსათუოდ ექიმთან გააქანებდა, შეშფოთდებოდა და ცეკვას აუკრძალავდა.
-ნახევარი საათი დაისვენეთ, აბა თავისუფლად!-გამოაცხადა გაგიმ.
მოცეკვვეების კაკაფონია გნიასით წამოიშალა, ერთმანეთს მიაწყდა და უცნაური კრიახი შეჰქმნა. ევა ადგილიდან არ დაძრულა, მძიმედ სუნთქავდა, ნაძვისფერ თვალებს ლულავდა, ხოხბისფერი ნაქსოვის აბლაბუდით დაფარულ თავს არხევდა და ბეშქენს შესცქეროდა. ტერფებზე ამობერილ ძარღვებს ცხადად გრძნობდა და დაკრუნჩხულ თითებს ვეღარ ამოძრავებდა.
-ძალიან მაგარია, ყოველ წუთას რაღაც სტკივდება, ან ფიქრებში ეფლობა ან რავიცი და მთელი დასი ამ ლაწირაკის დაკრულზე ვცეკვავთ, არ შეუძლია და თქვას, რაღას ბურღავს ტვინს?!-გოგონას ყურს ნიას ბურტყუნი მისწვდა, რომლის დამალვაც დიდად არ უცდია.
როგორც კი ყველა გაიკრიფა, ევამ ერთი კიდევ ამოიოხრა, დაძაბულმა კუნთებმა და დაჭიმულმა ტერფებმა მისი სხეულის სიმძიმეს ვეღარ გაუძლო, პირადპირ იატაკზე ჩაიკეცა, თითქოს ბროწეულის ყვავილი მოწყვეტით დაეშვა, თუმცა ევა ქარის ქროლვასავით მსუბუქად კი არა, ქვის ლოდივით მძიმედ დაებრეხვა.
-რა მოგივიდა?-ბეშქენი ევას მიეჭრა, გულგახეთქილმა ბიჭმა შეშფოთებისაგან ხმას ორი ოქტავით აუწია.
-ფეხებს ვეღარ ვგრძნობ!-ქვითინი აუტყდა გოგოს.
ბეშქენმა თოთო ბავშვივით მიიიკრა მკერდზე, ზღვისებრ მღელვარე ხოხბისფერ თმაზე ჩამოუსვა ხელი, დაუყვავა, ხავერდოვან კანზე მიაკრა თბილი ტუჩები.
-არ უნდა დამეძალებინა შენთვის, ბებიაშენი მართალი იყო.-ბიჭი ხელებში არწევდა ევას ვერხვის ფოთლისებრ მთრთოლვარე სხეულს, მკლავებისაგან გაკეთებულ გალიაში მოემწყვდია დასუსტებული გოგონა. ვინ მოსთვლის, მერამდენედ იტკინა ევამ ფეხი, ვაითუ რამე სერიოზული მოსვლოდა, ვაითუ ვერასოდეს ვეღარ ეცეკვა? ბეშქენს ამაზე ფიქრიც კი შიშის ზარს სცემდა.
-არა, არა, არა, შენ არაფერ შუაში ხარ! -სლუკუნებდა ევა, სამრეკლოს ზარივით წკრიალა ხმის დამორჩილებას ცდილობდა, ტყისფერ თვალთაგან ჩანჩქერისებრ ნიაღვრად მოსწვიმდა მლაშე ცრემლი. ასე გულამოსკვინთ ქვითინისას ყველაზე მწვანედ კიაფობდა ქალის ტყისფერი მზერა, ხალიბურ ფოლადზე უფრო მჭრელი და მზეზე უფრო მწველი.
-მოდი შევეშვათ ამ წარმოდგენას, აღარ მინდა გავნო.-ბიჭის ყინულოვანი ხმა განაჩენის გამოტანასავით ჟღერდა.
-არა, გთხოვ არა!-გოგონამ თავი ასწია, ძალა მოიკრიბა და პირდაპირ შეანათა სევდაჩამდგარი, წყლულიანი, მუხის ფოთოლივით ხასხასა, ღია მწვანედ ანთებული, მწუხარების ალშემოჰგზნებული თვალები. ბეშქენს ჟრუანტელმა დაუარა, ძარღვები დაებერა, ვერ გაუძლო საყვარელი ქალის საწყალობელ გამოხედვას.
-როგორც შენ იტყვი.- ბიჭს გოგო ზედ შემოეჭდო, წინდაუკან ქანაობდნენ, ბეშქენი ევას სახელს ლუღლუღებდა, განსაკუთრებული, ლამის რელიგიური მოწიწებით წარმოსთქვამდა, სახე დაღმეჭოდა, გაფითერბულს მხოლოდ ევა ახსოვა, მხოლოდ ევა სჭირდებოდა, მხოლოდ ევა უნდოდა.
სარკეები მოსიყვარულე წყვილს, მათ სევდიან, თითქოს შეთანხმებულ ურთიერთქმედებას ირეკლავდა.
გაგი შეღებულ კარში იჭვრიტებოდა.
მწუხარებისაგან გადასხვაფერებული ეჩვენობოდა ქალის სახება, ხოხბისფერი თმები გადმოღვრილიყვნენ ხორბლისფერ ბეჭზე. თეთრი შუბლის სერზე , წარბზე გიშრისფერი ყორნები ჩამომსხდარიყვნენ. ნაძვისფრად ანათებდა ზღვასავიით მღელვარე თვალები. ვარდისფრად ალანძულიყო ნუში ღაწვებზე და გულშესაზრად პირმშვენიერს ხდიდა ევას.
ცაზე იისფერ ღრუბელთა ხომალდები მოცურავდნენ, ლაზურისტისფრად კიაფობდა აღმოსავლეთი, დასავლეთით სისხლისფერი ბურთი გამოკიდულიყო, უკანასკნელ სხივებს ისროდა. ერთ-ერთი ანცი სხივი დარბაზში შეპარულიყო, დაისი თავისკენ იხმობდა ბნელ ქმნილებებს, მოდიოდა ღამე, ადამიანის სულივით ბნელი და მოჰყავდა დემონები, დაცემული ანგელოზები. მოდიოდა ღამე და ერთი ძმის გულში გამეფებულ დღის სინათლესაც ეპარებოდა მწუხრი, წყვდიადი ბატონობდა გაგის ცნობიერში და ამ წყვდიადში ევას ჰხედავდა მხოლოდ ;მოდიოდა მისკენ, მუქი ლურჯი, მწუხრისფერი კაბა ეცვა, ხოხბისფერი თმები მხრებზე ჩამოშლოდა, ტყისფერი თვალებით კვეთდა სიბნელეს, ღაწვებზე გაზაფხული უღუოდა, ნატიფ ხელებს უწვიდიდა.
მოდიოდა, მაგრამ ბეშქენისათვის.
მოაპობდა უხილავ ტალღებს, ცისარტყელას შუქს ასხივებდა, ღიმილი გადაჰფენოდა სახეზე, მუქი ლურჯი, მწუხრისფერი კაბა ემოსა, ხოხბისფერი თმები ჩამოეშალა, ტყისფერ თვალებს აფახულებდა.
***
ევამ არასასიამოვნო მზერა იგრძნო.
გაოცდა, ვერ მიხვდა საიდან მოდიოდა უარყოფითი ენერგიის ტალღა. თავის ზურმუხტისფერ, გულამღებულ და ტანზე მომდგარ კაბას დახედა. უცნობის გამჭოლმა თვალებმა შიშველ მხრებზე წაუკიდა ცეცხლი.
გაიხედა და დასის მოცეკვავენი შენიშნა. გაგის მოწყობილ საღამოზე ჯგუფად იდგნენ. ბეშქენის გვერდით მდგომ ევას საშინელი უხერხულობა დაეუფლა, თითქოს რაღაც საზარელს სჩადიოდა.
„რა მემართება?“ გაიფიქრა გოგონამ და გაიაზრა, რომ ამ ბოლო დროს ხშირად სვამდა ერთი და იმავე კითხვას. ევამ მშვენიერი, ხოხბისფერი, ჩახვეული და ზემოთ აწეული თმით დამძიმებული თავი უკან გადააქნია, თითქოს ავი აზრების განდევნას ცდილობდა.
მან თავისი თლილი თითები ნაზად შეახო ბეშქენის ბეჭს და ანიშნა, რომ წასვლა ეწადა.
მთელი გზა ევა გაცხოველებით ფიქრობდა, ან უფრო სწორად, კი არ ფიქრობდა, არამედ აფორიაქებულს აზრის მოკრება სურდა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. ევას თავში ორთქმავალი დარბოდა სტვენითა და გუგუნით, კვამლის ბოლქვებს უშვებდა და ლიანდაგებზე გართხმულ ფიქრთა წყებას უმუწყალოდ თელავდა. დასახიჩრებული, სისხლმდინარე ფიქრები უარესი სანახავი იყო. ევა მთელი სხეულით თრთოდა.
სახლში მისულ გოგოს ისევ აუტანელი განცდა დაეუფლა. ევამ ლამფა აანთო და მაგიდასთან ჩამოჯდა. კაბის გახდა არც უფიქრია, ისე დაავლო ხელი წიგნს და ჩანიშნულ ადგილას გადაშალა.
ევას თავი ხშირად სტკივდებოდა. ევამდაასკვნა, რომ ტკივილს ვერ გრძნობდა თუ კიტხულობდა, წერდა, ხატავდა ან ცეკვავდა, ანუ როცა სხვა ქმედებაზე ახდენდა მაქსიმალურ ონცენტრაციას, თუმცა ამჯერად ეს ვერ შეძლო. თავის ქალის შიგნით აუტანელ გუგუნსა და სისხლის შხუილს კეფის წვა მოჰყვებოდა, მერე თითქოს გახურებული ფირფიტა დასრიალებდა მისი ტვინის სხვადასხვა უბანზე. მონოტონური დარტყმები თავს ერთიორად გადიდებულს აჩვენებდა და ჯოჯოხეთურად სტკენდა. გოგონას უცნაურმა სიცივემ წამოუარა საფეთქლებთან და შეაჟრჟოლა.
ისევ წიგნს დახედა, მაგრამ ნაცნობი აზრები დაესივნენ.
ევას ფიქრები იოლად ეფანტებოდა, თითქოს მინდორში ქინქლებს დასდევდა.
„რატომ ვეზიზღები ყველას?! არა, კი არ ვეზიზღები, არამედ შურთ ჩემი. მაგრამ, განა რა მაქვს შესაშური?! ღმერთო, იქნებ ყველაფერი მეჩვენება, იქნებ არავისაც არ ვძულვარ?! მაშ, რაღატომ მიყურებენ ასე, თითქოს ჩემი შეჭმა სურდეთ?! არა! მეჩვენება, უსათუოდ მეჩვენება!“ გაცოხველებით ელავდნენ საშინელი ფიქრები ევას თავში. გოგონას სუნთქვა გაუჭირდა და საფეთქელი ასტკივდა. ევამ სცადა ყურადღება მოეკრიბა, მაგრამ უეცრად თეთრ ფურცელზე დაწერილ სიტყვებს შორის ერთ-ერთი შეამჩნია.
„ტანჯული“.
ევამ თავი ისევ ისე გადააქნია, წინადადების გააზრება ისურვა, მაგრამ ეს საშინელი სიტყვა, ეს შავით თეთრზე ამოკვეთილი „ტანჯული“ არ უშვებდა, რკინის მარწუხებში მოაქცია და მაგრად ჩაავლო, თითქოს ევას მოხრჩობა ეწადა.
ევამ წიგნის სათაურის და შინაარსის გახსენება დააპირა, მაგრამ შეკრთა, როცა ვერაფრით მოიგონა რას კითხულობდა.
ცახცახებდა და სკამს მიყინული, ვერაფრით ვერ ახერხებდა წიგნის გადაფურცვლას.
ევას სუნთქვა შეეკრა და მერე წამიერად გაუხშირდა, ხელები გაეყინა და გულზე ლოდივით დააწვა რაღაც ტყვიასავით მძიმე, რომელიც ოთხივე კიდურშიც წარმატებით ჩაეღვარა.
გოგონამ თვალები მოწკურა და ისე ჩახედა ნაწერს, მისმა მწვანე თვალებმა ეს სიტყვა სარკესავით აირეკლა.
„ღმერთო, ჭკუიდან ხომ არ ვიშლები?“ შეშინდა გოგონა და თავის აწევა სცადა, მაგრამ „ტანჯული“ ისევ შავად ციმციმებდა. ევა მიეჯაჭვა სიტყვას. შავი ასოები მოუახლოვდა, მოუახლოვდა და გოგონამ თეთრი ფურცელიც დაკარგა. ევა „ტანჯულის“ თითოეულ წყვდიადისფერ ბგერაში დაიკარგა.
„იქნებ დავბრმავდი?“ ახლა ეს აზრი შემოაწვა დამძიმებულ გულზე.
ევას „ტანჯულის“ შავი გარსი შემოეხვია, ის წყვდიადი მანტიასავით შემოახვია მხრებზე და მკრთალ იაგუნდისფრად ალიცლიცებული ოთახი ჩააბნელა.
გოგონამ თავი უკან გადააგდო, მხრები და მკლავებიც მიაყოლა. თვალები დახუჭა, თუმცა „ტანჯულს“ ისევ ცხადად ხედავდა.
ევას სკამი გაუცურდა და უკან გადაქანდა, ფურცელი გადაიშალა, მაგრამ ევა კვლავ ვარდებოდა „ტანჯულში“ თავით, ამ სიტყვამ მოიცვა.
ვარდნა სასტიკად გაიწელა, გოგონამ დროის აღქმა დაკარგა და რამდენიმე წამი უწყვეტ სინათლის წელიწადად გადაიქცა.
ევა ვეღარ ხვდებოდა სად იყო თვითონ, სად მთვარდებოდა იგი, მისი რაობა, სული, მისი ხორციელი სხეული და სად იწყებოდა ეს საძაგელი, აუტანელი და შემზარავი სიტყვა „ტანჯული“.
ევა ძირს დაეცა, მაგრამ „ტანჯული“ მის თვალებში აღარ ციმციმებდა, იგი თავად მასში იყო.
„ტანჯული“ ევაში შემძვრალიყო, ბოლომდე მოეცვა მისი არსება.
პ.ს ძალიან გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი აზრი აღნიშნულთან დაკავშირებით, ეს ძალიან საჭიროა ჩემთვის <3 მოტივაციის გარეშე ნუ დამტოვებთ, ყველანაირ შეფასებას მივიღბ <3скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი guroo

დაბოღმილი ვარ, რადგან ჩემზე მილიონჯერ უკეთესად წერ სულის სიდამპლესა და სიბნელეზე!
მაგრამ, რა ვქნა, როგორ არ ვაღიარო, რომ საოცარი ხარ?! ეპითეტები პირდაპირ სასწაულია, წერის სტილი - სასტიკად მიმაჯაჭვებელი და მძიმეა, ტკივილიანიც...
აუ, ძალიან მომეწონა.
სულ დაგელოდები ხოლმე. წაგიკითხავ გულისფანცქალით და ათასჯერ მოვკვდები, სულს დავლევ, როგორც მწერალი, რადგან შენ ახლა ჩაქუჩი ჩმარტყი თავში და რაღაცნაირად გამომაფხიზლესავით.
თან რა დახვეწილი ხარ! აუუუ, ბღავილი მინდა, რა.
დროებით, უმაგრესო! heart_eyes

 


№2  offline წევრი ნორმი

უკვე მესამე თავია და ასეთ კარგ შეაფესებბეს გიწერენ მეც გამიჩნდა სურვილი წაკითXვის,მაგრამ ტანჯვის და წამების სურვილი თავიდან თავამდე ნამდვილად არ მააქვს.
ამიტომ ავდგები და მშვიდად დაველოდები,მაგრამ ჯობია კომენტარები აღარ წავიკიXთო თორემ შემომეკითხება და ნერვები მომეშლება..
როდესაც დაასრულებ მერე გეტყვი როგორია kissing_heart kissing_heart
--------------------
მორფეოსი

 


№3 სტუმარი სტუმარი ნან

სასწაულად წერ

საოცრად????????????????

 


№4  offline წევრი witchy spirit

guroo
დაბოღმილი ვარ, რადგან ჩემზე მილიონჯერ უკეთესად წერ სულის სიდამპლესა და სიბნელეზე!
მაგრამ, რა ვქნა, როგორ არ ვაღიარო, რომ საოცარი ხარ?! ეპითეტები პირდაპირ სასწაულია, წერის სტილი - სასტიკად მიმაჯაჭვებელი და მძიმეა, ტკივილიანიც...
აუ, ძალიან მომეწონა.
სულ დაგელოდები ხოლმე. წაგიკითხავ გულისფანცქალით და ათასჯერ მოვკვდები, სულს დავლევ, როგორც მწერალი, რადგან შენ ახლა ჩაქუჩი ჩმარტყი თავში და რაღაცნაირად გამომაფხიზლესავით.
თან რა დახვეწილი ხარ! აუუუ, ბღავილი მინდა, რა.
დროებით, უმაგრესო! heart_eyes

ღმერთო, ენა ჩამივარდა, ეს რა შეფასებაა ?! ამის მერე როგორ ვთქვა რომ მკითხველი არ მყავს. ვფიქრობ ცოტა აჭარბებ მაგრამ უღრმესი მადლობა <3 ავხტი და ჯერ ისევ ჰაერში ვარ ჩათვალე. შენ თუ იცი რა სასწაული გოგონა ხარ და როგორ მიხარებ გულს?! შენ ჩაქუჩი კიარა პირდაპირ ბიზონი მთქვიფე თავში, ნულოვან შეფასებას ველოდი და უცებ.. ემოციების ქარიშხალში ვარ.

ნორმი
უკვე მესამე თავია და ასეთ კარგ შეაფესებბეს გიწერენ მეც გამიჩნდა სურვილი წაკითXვის,მაგრამ ტანჯვის და წამების სურვილი თავიდან თავამდე ნამდვილად არ მააქვს.
ამიტომ ავდგები და მშვიდად დაველოდები,მაგრამ ჯობია კომენტარები აღარ წავიკიXთო თორემ შემომეკითხება და ნერვები მომეშლება..
როდესაც დაასრულებ მერე გეტყვი როგორია kissing_heart kissing_heart

მესმის რომ სრულად წაკითხვა გინდა და აუცილებლად ვიმახსოვრებ ამას, დაგელოდებ მოუთმენლად <3 ძალიან გამახარე შენც

სტუმარი ნან
სასწაულად წერ

საოცრად????????????????

ღმერთო! ტქვენ რა საოცრებებს მიწერთ, უმადლობესი მადლობა <3

 


№5  offline წევრი guroo

ღმერთმანი, მე გოგო არ ვარ laughing

 


№6  offline წევრი witchy spirit

guroo
ღმერთმანი, მე გოგო არ ვარ laughing

ღმერთანი, აპატიეტ მის დებილს საიდან ჩავაკერე მეც არ ვიცი

 


№7  offline წევრი witchy spirit

პატარა ხარვეზის გამო მიგვიანდება დადება გთხოვთ მომიტევეთ

 


№8  offline ახალბედა მწერალი Alice76

სამივე თავი ადრე წავიკითხე,რამდენიმე დღის წინ და იმდენჯერ ვცადე კომენტარის დაწერა,ვერ წარმოიდგენ;დდ
იმედია ახლა მაინც გამომივა.
მითხარი,ნაწერი შემიფასეო და ბოლოს ისე გამოვიდა,ბიონსემ რომ გადმოურეკოს ნინი ბადურაშვილს,აბა ერთი ნამღერი შემიფასეო;დდდ
ძალიან კარგად წერ,გეტყობა,რომ ბევრს მუშაობბდა ჩემზე მეტ ყურადღებას უთმობ დეტალებს,შესანიშნავია,რა ვთქვა მეტი,არ ვიცი:დდ თავის დროზე პირიც კი დავაღე,ამას გვიმალავდი?
ძალიან მომწონს ის ამბავი,რომ მკითხველები მწერლები ხდებიან,თავის დროზე მეც ასე ვიყავი,მჯერა,რომ მალე ძალიან პოპულარული გახდები:3
ხო,მხოლოდ ერთი რამ მინდა ვთქვა(სიუჟეტი ძალიან კარგია,დამაინტრიგებელი და საინტერესო),ჩემი ყურადღება შედარებებმა მიიპყრო,რომლებიც ძალიან ლამაზად გაქვს გამოყენებული მაგრამ(მხოლოდ ჩემი აზრია ეს) ძალიან ხშირია და ამ სიხშირის გამო თითოეულს სათანადო ყურადღება ვერ დაეთმობა. ვიმეორებ,ეს მხოლოდ ჩემი აზრია და შეიძლება სხვისთვის პირიქით,უკეთესიც იყოს,უბრალოდ მე ამ სიმრავლემ ცოტა დამტვირთა.
სხვა მხრივ კი ერთი დიდი შურიანი ალისა ვარ-კარგი და ნათელი შურით ვკითხულობდი ამ ნაწერს:დდდ♥️
აბა შენ იცი,შემდეგ თავში სიუჟეტს შევეხები,თორემ გამოვა ერთი მოთხრობა კომენტარი:დდ
გელოდები დრაკულოვნა♥️

 


№9  offline წევრი witchy spirit

ვაიმეე ალიის ვაიიმე, ეს რა საცორებები მითხარიი ენა ჩამაგდებინე, მე სენთან რანაირად მოვალ ჩემი ნაჯღაბნებით შენ ხარსაიტისერთერთი ყველაზედონე მწერალი და პირადად ჩემთვის მოქქმედ მწერლებს შორის უდონესი! ჯერ ისევ შოკში ვარ და ვერაფერს ვამბობ. შედარებების გადამკიდე ცოტა დამღლელია ჩემი ნაწერების კითხვა, მაგრამ ვცდილობ სიუჟეტს ძალიან არ ავცდე ხოლმე, ლეპტოპის სატენის გამო იგვიანებს ახალი თავი გავაკეთებ თუ არა შემოვაქანებ. უყვარს დრაკულოვნას ათავისი საოცარი დონე ალისა
Alice76
სამივე თავი ადრე წავიკითხე,რამდენიმე დღის წინ და იმდენჯერ ვცადე კომენტარის დაწერა,ვერ წარმოიდგენ;დდ
იმედია ახლა მაინც გამომივა.
მითხარი,ნაწერი შემიფასეო და ბოლოს ისე გამოვიდა,ბიონსემ რომ გადმოურეკოს ნინი ბადურაშვილს,აბა ერთი ნამღერი შემიფასეო;დდდ
ძალიან კარგად წერ,გეტყობა,რომ ბევრს მუშაობბდა ჩემზე მეტ ყურადღებას უთმობ დეტალებს,შესანიშნავია,რა ვთქვა მეტი,არ ვიცი:დდ თავის დროზე პირიც კი დავაღე,ამას გვიმალავდი?
ძალიან მომწონს ის ამბავი,რომ მკითხველები მწერლები ხდებიან,თავის დროზე მეც ასე ვიყავი,მჯერა,რომ მალე ძალიან პოპულარული გახდები:3
ხო,მხოლოდ ერთი რამ მინდა ვთქვა(სიუჟეტი ძალიან კარგია,დამაინტრიგებელი და საინტერესო),ჩემი ყურადღება შედარებებმა მიიპყრო,რომლებიც ძალიან ლამაზად გაქვს გამოყენებული მაგრამ(მხოლოდ ჩემი აზრია ეს) ძალიან ხშირია და ამ სიხშირის გამო თითოეულს სათანადო ყურადღება ვერ დაეთმობა. ვიმეორებ,ეს მხოლოდ ჩემი აზრია და შეიძლება სხვისთვის პირიქით,უკეთესიც იყოს,უბრალოდ მე ამ სიმრავლემ ცოტა დამტვირთა.
სხვა მხრივ კი ერთი დიდი შურიანი ალისა ვარ-კარგი და ნათელი შურით ვკითხულობდი ამ ნაწერს:დდდ♥️
აბა შენ იცი,შემდეგ თავში სიუჟეტს შევეხები,თორემ გამოვა ერთი მოთხრობა კომენტარი:დდ
გელოდები დრაკულოვნა♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent