შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყოვლისშემძლე გოგონები (მე-2 თავი)


7-08-2019, 12:38
ავტორი Alice76
ნანახია 726

ყოვლისშემძლე გოგონები (მე-2 თავი)

“21 აგვისტო,9 სთ,24 წთ.

ისეთი ნერვებმოთხრილი ვარ,ორი დღეა,ვერაფერი დავწერე. არა,უფრო აღშფოთებული და გაცოფებული. საერთოდ,დეგენერატი შვილი არ ვარ,მაგრამ დედაჩემმა წყობიდან გამომიყვანა და ჩემი მობილური კედელს შევამსხვრიე. ხო,მაგრად კი მიყვარდა,მაგრამ მინდოდა,როგორმე ეგეც გამებრაზებინა,ეგ კი იმ დროს ბრაზდება,როდესაც ფულის გადახდა უწევს,თანაც ბევრის.

საერთოდ კი,დედაჩემი ნერვების თხრის პროფესიონალია. ალბათ რაიმე სპეციალური ჯილდო რომ არსებობდეს,ყოველ წელს ეს აიღებდა და სახლშიც ერთი კუთხე პატარა მედლებით ან თასებით გვექნებოდა სავსე,წარწერით „წლის საუკეთესო ნერვისმთხრელი“. ეგ იმიტომ გამოსდის კარგად,რომ თავს გაჩვენებს-თითქოს ვერაფერს ხვდება,არადა მშვენივრად ხვდება,რა გაბრაზებს და რატომ მოიწყინე,მაგრამ არ იმჩნევს,ადამიანის კი ვერ დაუმტკიცებ,გინდა თუ არა,რაღაცას ხვდებიო,ეგ ხომ შეუძლებელია,ამიტომაც დგახარ ნერვებათხრილი,უყურებ მშვიდსახიან დედას,რომელიც ვითომ და ვერ ხვდება,რა დააშავა და პირიქით,ისე გიყურებს,თითქოს დიდი ნერვასტიკა ვინმე იყო. მეც ავდექი და ის ტელეფონი ვისროლე,ძალიან რომ მიყვარდა. ჩემი ფსიქოლოგი,პროფესორი მიხეილი ამბობს,რომ ნივთები უნდა გვემსახურნონ ჩვენ და არა ჩვენ ნივთებს,რომ ამა თუ იმ უსულო საგანის სიყვარული და შეჩვევა ადამიანს აზარმაცებს და უსულობას აჩვევს,ანუ არობოტებს. ექიმი მიშას წყალობით,ჩემი საქციელი არც ისე ბავშვური და დებილური ჩანს.ყოველ შემთხვევაში,ჩემთვის.

ახლა გამახსენდა,რომ არ მითქვამს,რაზე გავბრაზდი-ძველ ტელეში ვწერდი,მაგრამ ვეღარ აღვადგინე,ამიტომაც ახალ დღიურს ახლიდან ვეტყვი-დედაჩემი იბიცაზე წაყვანას დამპირდა,როდესაც ზამთარში,მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კლიენტის უმნიშვნელოვანესი საქმეების გამო ალპებში ვერ წავედით. მაისის დასაწყისისთვის კი აღმოჩნდა,რომ ვერც იბიცაზე წავიდოდით „რაღაც ბანკის პრობლემების გამო“. როდესაც დედა ასეთ რაღაცას ამბობდა,გულისხმობდა-„ისევ სამსახურის გამო ვერ მოვდივარ,მარტო კიდევ ამხელა გზაზე ვერ გაგიშვებ და არ მაინტერესებს,ოცი წლის ხარ თუ ორმოცდახუთის. მორჩა!“

ამაზე გავბრაზდი? არა! საკმაოდ მომთმენი და უფრო მეტად,შეგუებული ვარ ასეთ რამეებს,თანაც ალტერნატივა მოფიქრებული მქონდა-ჩემი უნივერსიტეტელი მეგობრები ზღვისპირა კურორტზე გეგმავდნენ წასვლას(ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო,მაგარი დიჯეი და რაც მთავარია,ენდიც იქ იქნებოდა),ამიტომაც დედა საწყალი თვალებით დავიყოლიე იქ გაშვებაზე და ფულიც მომცა,მაგრამ!

ახლა ვზივარ დედაჩემის მძღოლის მანქანაში,მივჯაყჯაყებ გზაზე,რომელზეც ასფალტიც კი არაა დასხმული და ღმერთმა იცის,რამდენი დაწყევლილი საათის გატარება მომიწევს იმ „ქოქოსომობილთან”.
ორი დღის წინ,როდესაც,ბოლოს და ბოლოს,ყველამ მოიცალა და
ჩვენც ვემზადებოდით გასამგზავრებლად,დედაჩემმა გამომიცხადა,ბებიაშენთან უნდა წახვიდეო(ჯეკი,ჩემი დაქალისავით რომაა,შოკში იყო). რა თქმა უნდა,არ დავეთანხმე და მთელი ამბების შემდეგ,რაც სრულწლოვნობასა და დამოუკიდებლლობას ეხებოდა,დედაჩემი ბანკში წავიდა და ანგარიში დამიბლოკა. ამის შემდეგ ტელეფონი გავტეხე და მხოლოდ მერე გამახსენდა,რომ სამი ათასზე მეტი ღირდა,შემეძლო,გამეყიდა და წავსულიყავი,მაგრამ წარსულ შეცდომებზე გლოვას აზრი აღარ აქვს. ორდღიანი ლექციების შემდეგ,ლამის მეც დავიჯერე,რომ ის მარსიანელი ბეგემოტი-სოფი(რომელიც იმდენად უინტერესო და უაზრო იყო,ორი წამიც კი ვერ შეხედავდი გადაბმით),ცოდო იყო და მაინც და მაინც მე,მაინც და მაინც ზაფხულის ბოლო თვეში უნდა დავხმარებოდი. რეალურად კი ვიცი,სოფი არაფერშუაშია-იმას ყველა ფეხებზე კი*ია,ვიცოდი,ყველაფერი ბებოს ნახელავი იყო. დედას წამოსცდა,რომ ქალბატონი ლილი დაჟინებით მოითხოვდა ჩემს იქ ჩასვლას და სოფისთან დაახლოებას.
საკითხავი ისაა,რატომ გავახსენდი მაინცდამაინც ახლა,როდესაც სულ ცოტა მრჩებოდა სამოთხემდე. ხო,ნამდვილად სამოთხე იქნებოდა,ბიჭი,რომელიც ყურებმდე მომწონს(ეს ჯეკის გამოთქმაა),მზე,ზღვა,გართობა... ჩემი ორგანოებისთვის უკეთესი იქნება,თუ ამაზე აღარ ვიფიქრებ,პასუხი კი მხოლოდ ერთია -ჩემი დამპალი ბედი.
დედა,რა თქმა უნდა,არ წამოვიდა-იურისტებს ბევრი ჰყავთ მიწაში ჩასადები და არ სცალია-ასე ბებიაჩემი ამბობს ხოლმე სიამაყით. ალბათ,რაც უფრო მეტ ადამიანს გაისტუმრებ იმქვეყნად,მით უფრო მაღლდები ლილის თვალში. არ ვიცი,ვცდი და ვნახოთ,დასაწყისისთვის სოფის მივაყრიდი მიწას...
დედაჩემს რაც შეეხება,ანდერძთან და მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ დავებზე მუშაობს და ძირითადად,მისი კლიენტები მილიონებს ან მინიმუმ,ასიათასებს იღებენ,შესაბამისად,დედაც არაა ცუდ დღეში,მაგრამ,მე თუ მკითხავთ,ზედმეტი მოსდის.
ჩვეულებრივი მარტოხელა დედის სინდრომია-დასვენება ვერ კი არა,აღარ უნდა,სამსახური მისი ცხოვრებაა,მე კი უბრალოდ საბაბი,რომ თქვას-რა ვქნა? ბავშვს სწავლა და ჩაცმა უნდა.ახლა ვერ გავჩერდები!
სინამდვილეში კი უბრალოდ გადაჩვეულია ოჯახს,მისთვის პასუხისმგებლობა ვარ,რომელიც ფულზე იცვლება,თან ვუყვარვარ,მაგრამ თან ვერ მითმობს დროს-რას ვიზამთ,ჩვეულებაა.
ჩემი თეორიის მიხედვით,მამაც სწორედ ამიტომ წავიდა-ვერ აიტანა ცოლის მუდმივი არყოფნა,მაგრამ ამაზე წერა უკვე ყელში ამომივიდა,რაც არის,არის. უფრო მნიშვნელოვანი პრობლემებიც მაქვს,ვიდრე დედა-შვილური სიყვარულის თეორიები და მათი უკუჩვენებებია.”

ანამ მობილური გვერდით მოისროლა,მობეზრებულმა გაჰხედა ფანჯარას და მძღოლს მიუბრუნდა.
-კიდევ ბევრი დარჩა?-მისვლა სულაც არ ეჩქარებოდა,მაგრამ ჯეკისთან დარეკვა და ჭორაობა სურდა,ამას კი მძღოლის თანდასწრებით ვერ გააკეთებდა.
-თითქმის მოვედით,მის.
-შეგიძლია,”თითქმის” დროის ერთეულებში გადამიყვანო?
-შვიდი წუთი-აშკარად მობეზრებით უპასუხა ხანში შესულმა კაცმა და ჰალსტუხი პროტესტის ნიშნად შეისწორა.
-იმედია,ხვევნა-კოცნას არ დამიწყებენ-წაიბუტბუტა ანამ,რომელიც დარწმუნებული იყო,რომ გულთბილი ან მეტიც,გულცხელი დახვედრა ელოდა.

***
-ზედმეტი მშიერი პირი-ხრინწიანი ხმით წაიბურტყუნა სოფის ბაბუამ-იგორმა,რომელიც მზერას არ აშორებდა გოგონას ხელს,კარაქწასმული პურით დამშვენებულს-რა თქვი,რამდენი ხანი დავრჩებიო?
გოგონამ პური უდარდელად მოკბიჩა და სოფის წარბებაწკეპილმა გაჰხედა.
-უნივერსიტეტში სოფი მიყვებოდა,თუ როგორი ძლიერი და მოხერხებული ბაბუა ჰყავს. მონადირეაო,ამბობდა,ახლა ვხვდები,რასაც გულისხმობდა-მევალეებზე ნადირობდით?
-მათ შორის-გამოსცრა კაცმა,იასმინმა კი სოფის მობრიალე თვალებს ოსტატურად ააცილა მზერა-და არ გიპასუხია!
იასმინმა ამოიოხრა,ვინაიდან უკვე მესამედ უწევდა სიტუაციის ახსნა მასპინძლისთვის,თუმცა კაცმა არ დააცადა.
-აქაურობა უფასო თავშესაფარი არ გეგონოს,გოგო.
-გადაგიხდით.
-და თუ კუდში ვინმე სერიოზული გიდგას? რას ნიშნავს,მაღალი სასამართლოდან მეძებენ?იქნება და დამნაშავე ხარ...
-იგორ!-კაცს სიტყვა ცოლმა,ლილიმ გააწყვეტინა. გამხდარ ქალს ისედაც მკაცრი სახე უფრო მოღუშვოდა. არც ის გახლდათ გულითადი მასპინძელი,მაგრამ ზრდილობას მნიშვნელოვნად მიიჩნევდა-გოგონა სოფის მეგობარია. მართალია,უმჯობესი იქნებოდა,წინასწარ შეეტყობინებინა სტუმრობის ამბავი-მრავალმნიშვნელოვნად გადახედა იასმინს,რომელსაც პირი ახლა მოხარშული კვერცხით გამოეტენა და ნახევრად დამნაშავესავით იყურებოდა-მაგრამ ახლა ვიღას ახსოვს ეთიკა,ზრდილობა და მისთანნი. მშვიდად მიირთვი,ია და იმდენ ხანს დარჩი,რამდენიც შენთვის საჭირო იქნება-ლილის ეტყობოდა,საკუთარი დიდსულოვნებით ძალიან ამაყობდა.
-გმადლობთ-ღიმილის მცდელობით დაიმანჭა იასმინი,სახელის ამგვარ შემოკლებას ვერ იტანდა,მაგრამ ახლა ინტუიცია ეუბნებოდა,პრეტენზიები უკან გაიკეთეო-დიდ ხანს ნამდვილად არ შეგაწყენთ თავს,უბრალოდ...
-ინფორმაცია გჭირდება ბავშვთა სახლზე-თავი დაუქნია ქალმა-ნიკი უკვე მუშაობს ამ თემაზე.
იასმინმა სავარძელზე გადაწოლილ,თმააჩეჩილ ბიჭს გაჰხედა. ცალი ხელით სენდვიჩი ეკავა,რომლის არსებობაც დიდი ხნის წინ დავიწყებოდა,მეორე ხელს კი მუხლებზე დადებულ კომპიუტერზე დაატარებდა,შეკრებილ ხალხს ყურადღებას არ აქცევდა და სრული იზოლაციისთცის, ყურსასმენებიც მოერგო.
გოგონამ მზერა ბიჭის ყურზე შეაჩერა,რომელსაც ფანჯრიდან შემოპარული მზის სხივი ურტყამდა საკმაოდ სასაცილოდ აჩენდა-ერთი ყური წითელი და გასხივოსნებული ჰქონდა,მეორე ჩვეულებრივი,თუმცა იასმინი სხვა რამეს ჩაეფიქრებინა.
იგი წვერიკების სახლში ერთი დღის მოსული იყო,მათ დარწმუნებასა და დაოლიებაში საკმაო დრო დასჭირდა-სოფი გალენჩებულივით იდგა და არ აპირებდა კურსელის დახმარებას,მხოლოდ ბოროტულად უცქერდა გოგოს და გაბრაზებული ოხრავდა. სოფის ბაბუამ კი იასმინს ისეთი დაკითხვა მოყწყო,საბჭოთა კავშირის თავდაცვას რომ შეშურდებოდა. საბოლოოდ,როდესაც უკვე კარგად ჩამოღამებულიყო,იასმინს ნება დართეს,სახლში შესულიყო და სოფის ოთახში დაესვენა,რაც,მეტწილად,ლილის დამსახურება იყო.
ახლა კი უკვე დილა იდგა,სოფი კვლავინდებურად ხმას არ სცემდა,ბაბუამისი კი ბრძენი მონადირის მაგივრად,ერთი უჟმური და საშინლად ძუნწი კაცი აღმოჩნდა.
იასმინმა მადლობა წაიბურდღუნა,მაგიდიდან წამოდგა და ნიკს მიუახლოვდა. ბიჭს ყური ისევ წითლად ჰქონდა და გოგონამ გაიფიქრა,სახალისო იქნება,მარტო ეს ნაწილი რომ გაერუჯოსო,თუმცა მის სიახლოვეზე ბიჭი შეირხა და გვერდი იცვალა.
ნიკი სოფის შორეული ბიძაშვილი იყო,რომელსაც ექიმმა მაღალი მთის ჰაერი გამოუწერა. იმ ექიმს ბაბუა იგორი დღე და ღამ წყევლიდა.
ბიჭს აშკარად ეტყობოდა,რომ ერთი სული ჰქონდა,იმ სახლიდან მოეძუძგა,თუმცა იასმინისასთვის უცნობი მიზეზით,ამას ვერ აკეთებდა.
-ვერაფერი გაარკვიე?-ნიკისაკენ დაიხარა და კომპიუტერს ჩააცქერდა. იქიდან საკუთარი ფოტო უმზერდა.
-რავი,როგორ ვერა. იცოდი,რომ მთავარი პროკურატურა გეძებს?-მისი ხმა ინდიფერენტული იყო.
-არა-ა-გაწელა იასმინმა და გაიღიმა-რატომ მეძებენ?
-აქ წერია,რომ ბრალი ქურდობასა და ყაჩაღობაში გედევა. ძირითადად,ეგენია რა,აქა-იქ თაღლითობაც.
გოგონამ მხრები აიჩეჩა. მისი პროფესია იშვიათი და საჭირო ინგრედიენტების (ხანდახან,ნივთების) მოპოვება იყო. ამ პროფესიას ნივთების ყოფილი მფლობელები უკანობობად თვლიდნენ და იასმინს ქურდბაცაცას უწოდებდნენ,თუმცა ის უპირატესობას სიტყვა “კოლექციონერს” ანიჭებდა.
-დიდი ამბავი,მთელი ჯადოსნური სამყარო მოსაკლავად დამდევს,მთავარმა პროკურატურამ შეუძლია,რიგი დაიკავოს-უდარდელად მიუგო ნიკს.
-და წარმოდგენა არ გაქვს,შენგან რა უნდათ?
იასმინმა თავი გაიქნია,თუმცა წარმოდგენა ნამდვილად ჰქონდა.
იმ ორი კვირის განმავლობაში,რაც ილუზიონისტის სტუმრობიდან გასულიყო,გოგონა ყველანაირაც ცდილობდა,სიტუაციაში გარკვეულიყო. თავისი ნიჭის გამოყენებაც სცადა და საბოლოოდ ერთი რამ დაასკვნა-ყველა,მკვდარიც და ცოცხალიც,ძალიან შეშინებული იყო,თითქოს ჰაერში უხილავი საფრთხე აირივით გაბნეულიყო და ყველას სწამლავდა. დადიოდა ხმები დემონების უეცარ,გაუგონარ მომრავლებაზე,მკვდრადშობადობის გაზრდაზე,ეშმაკის ვაჟზე და კიდევ ღმერთმა უწყის,რაზე. მთავარი ის იყო,რომ ის ხალხი,რომლებიც ზემოაღნიშნულ არსებებზე ნადირობდნენ,ახლა არც ისე კარგ დღეში იყვნენ-რაოდენობა ყველაფერს წყვეტს.
იასმინი დარწმუნებული იყო,რომ “კვატების სახლში” ამაზე ინფორმაცია იქნებოდა,მაგრამ ემილის წერილით მოგვრილი უსიამოვნო შეგრძნება ერთ-ერთმა ღამეულმა ხილვამაც გაუმძაფრა.
გოგონამ ბავშვობის მეგობარი ხეზე მიბმული და დასისხლიანებული იხილა. ემილი ყვიროდა - გაიქეცი,გაიქეცი,გაიქეცი!
შესაძლოა,ეს მხოლოდ კოშმარი იყო,მაგრამ იასმინს ასე უბრალოდ კოშმარები არ ესიზმრებოდა და ეს მშვენივრად იცოდა.
გოგონა ფიქრებიდან იგორის ყვირილმა გამოაფხიზლა.
-ამას ახლა უნდა ვიგებდე?!-კაცს სახე ჭარხალივით აწითლებოდა-ჩემი გაკოტრება გაქვთ გადაწყვეტილი? იქნებ საწამლავიც ჩამიყაროთ და გამისტუმროთ იმქვეყნად...
-იგორ...
-რა,იგორ,იგორ!-ხელი აიქნია კაცმა და წამოხტა-საკუთარი ცოლიც რომ შენ წინააღმდეგაა! მიდით,ჭამეთ,აჭამეთ ამათაც და დაუხეთქეთ მუცლები! ზამთარი მოდის,სტუმრები კი წავლენ და მე ერთ კაპიკსაც აღარ მოგცემ,ლილიანა,ერთს!
ნიკმა სასწრაფოდ გაიკეთა ყურსასმენები,სოფი ატირებული აუყვა კიბეებს,ლილიმ კი მშვიდად დაიწყო თეფშების ალაგება. იასმინმა გადაწყვიტა,დახმარებოდა.
-ჩემი მეუღლე-ღირსეული სახით დაიწყო ლილიმ-იგორი თვლის,რომ ადრე თუ გვიან,ძალიან გაგვიჭირდება. ასე ვთქვათ,მსოფლიოს გაუჭირდება,ამიტომაც აგროვებს ყველაფერს,თითოეულ ლუკმას... და მე მისი მესმის,ზედმეტი ხალხი ზედმეტი ხარჯია,მაგრამ ჩვენ არ ვიცით,აპოკალიფსი მომდევნო ხუთშაბათს იქნება თუ ორი ათასი წლის შემდეგ,ახლობლები კი მალე აღარ იქნებიან,ან ჩვენ არ ვიქნებით მათთვის... მოკლედ,ყურადღება არ მიაქციო,ჩემი შვილიშვილი ჩამოდის და ამან გააბრაზა.
-ოჰ,რას ამბობთ,მშვენივრად მესმის-არაფერიც არ ესმოდა,მაგრამ თავაზიანად უჩურჩულა იასმინმა-მე და კნუტო ყველანაირად შევეცდებით,თვალში არ მოვეჩხიროთ,თანაც,ჩემი მხრივ,საკმაოდ დიდი დანაზოგი მაქვს...
-ეგ არ გამაგონო-მკაცრად გააწყვეტინა ქალმა-ეგღა მაკლია,კლემენტინამ და მისნაირმა ურცხვმა ქალებმა ხმები დააგდონ,ლილიანა სტუმრებს ფულს ართმევსო,იქნებ და საოჯახო სასტუმროც უწოდონ ჩემ სახლს!
-კლიმენტინა ვინღაა?-თავი მოიქექა იასმინმა.
-ყოფილი სამხარეო პროკურორის ცოლი-ისე წარმოთქვა ლილიანამ,თითქოს თანამდებობა კი არა რაიმეს ლორწო ყოფილიყო-თავი დიდი ვინმე ჰგონია...სახლი შორს ავაშენეთ იმის იმედით,რომ ჭორიკნების ენები არ მოგვწვდებოდა,მაგრამ სულ ტყუილად. ასეთი ხალხის ენები საკმაოდ გრძელი,შეიძლება ითქვას,უსასრულო სიგრძისაა.
-პირდაპირ ფიზიკის საოცრება-ჩაიცინა იასმინმა.
ლილიანამ ფანჯარას ოდნავი ღიმილით გაჰხედა და მაშინვე შეეცვალა მზერა.
-მოვიდა! ანნა მოვიდა!
იასმინი მაინცდამაინც არ იწვოდა სოფის კიდევ ერთი,სავარაუდოდ,შერეკილი ახლობლის გაცნობის სურვილით,ამიტომაც მოხერხებულად აუყვა კიბეს და სოფის საძინებლისაკენ გასხლტა.სახლის გარედან მანქანის ხმა ისმოდა,შიგნიდან კი სოფის ზლუქუნი. გოგონა იატაკზე იჯდა,იასმინისთვის გაუგებარი მიზეზით პლედი მოეხურებინა და ქვითინებდა,შიგადაშიგ კი მორიგ შოკოლადის კანფეტებს ფრცქვნიდა.
-რა დაგემართა?-იასმინმა თავი ძლივს შეიკავა,რომ ამ სანახაობაზე არ გასცინებოდა.
-ვერ ვიტან!-ძლივს ამოთქვა სოფიმ ფა სულაც არ ცდილა,ცრემლები დაემალა.
-ნუ ხო,მთლად ხელგაშლილი კაცი არაა,მაგრამ ეგრე ცუდადაც არაა საქმე...
-ბაბუზე არ ვამბობ-შეუბღვირა გოგონამ-ანნა! აუტანელი ვინმეა და მაგის დაცინვაღა მაკლდა ამ ზაფხულს.
-ვიღაც ანნას დასაცინი რა გჭირს?-წარბები შეკრა იასმინმა და შოკოლადი აიღო.
-აი,ნახავ და თვითონ მიხვდები-ტუჩები ზიზღით დაებრიცა სოფის-ყოველ დღე სპორტდარბაზში აღამებს,სახით ბელა ჰადიდს თუ ვიღაცას მოდელს გავს და უნდა,რომ ტანითაც დაემსგავსოს...
-ანუ ლამაზია? და მერე?-ჩაიცინა იასმინმა-მისი თავდაჯერების გშურს?
-აუცილებელი არაა გშურდეს,თუ ვინმე არ მოგწონს.
-ეგ მართალია,მაგრამ შენ აშკარად გშურს,გეტყობა,მეგობარო.მე თუ ვხვდები,ის ანაც მიხვდება და ვუალია!
-გმადლობ დახმარებისთვის-დაიყვირა სოფიმ და ზურგი აქცია.
-აუ,რა ქალიშვილი ხარ!-თვალები აატრიალა იასმინმა-მასეთი რამეები საერთოდ რატო გაინტერესებს? ანნა ზემოდან მიყურებს,მეც უნდა ვიქვითინო და ცხოვრების აზრი დავკარგო-გამოაჯავრა წვრილი ხმით და დააყოლა-გეტყობა,რეალური პრობლემები თვალით არ გინახავს,ანნა თუ გაშინებს.
-არავის უკითხავს აზრი-გაწიწმატდა სოფი-ძაან მარტივია ასე ლაპარაკი,შენი წონის მაჩვენებელი ტელეფონის ნომერში არავის ერევა!
-ეგეთი რამე მომხდარა?-გადაბჟირდა იასმინი.
-მეკითხება კიდეც...
სოფი კიდევ რაღაცას ამბობდა,წუწუნებდა და იასმინს არცხვენდა,მაგრან გოგონა აღარ უსმენდა-ღიმილი სახეზე შეჰყინვოდა,მზერა სივრცეში გაჰფანტცოდა და ძლივსშესამჩნევად კანკალებდა. სოფიმ გოდება შეწყვიტა,გოგონას დააკვირდა და წაიბურტყუნა-ჰმ,დიდი ხანია!
ძველ დროში სოფი ხშირად შესწრებია იასმინის ხილვებს. თავიდან გვარიანად დაფეთდა,შემდეგ კი შეეგუა და სანამ მისი ოთახის მეზობელი სხვა სამყაროებში დაფარფატებდა,თავად ყავას იდუღებდა და ინტერესით აკვირდებოდა იასმინის თვალებს-მწვანედ მოკაშკაშე შუქურებს,რომლებსაც სხვა განზომილების ნაპერწკლები ამ ნაცრისფერ ცხოვრებაში გადმოჰქონდათ.
წელიწადზე მეტი იყო გასული,იასმინს ასე მკვეთრად აღარ დაუნახავს.
მდელოზე იდგა,სიო ნაზად და თბილად ედებოდა სხეულის დაუფარავ ნაწილებზე და ირგვლივ მოდებული თეთრი,გულყვითელა ყვავილების სურნელი მოჰქონდა. შორი-ახლოს,ბალახზე,ყვავილებში ჩაფლული წყვილი მოჩანდა. იასმინი მიხვდა,რომ ძალიან შორეულ ამბავს ხედავდა-ქალს გრძელი,მაქმანებით გაწყობილი,კრემისფერი კაბა ეცვა,კაცს კი ფართო შარვალი და ყავისფერი ჟილეტი. ტკბილად საუბრობდნენ,იასმინი ფრთხილად მიუახლოვდა,გადაჩვეული იყო ხილვის რეალურობას.
-მე ეს ვიხილე,ფელიქს-ქალი ნაზად ეფერებოდა კაცის გრძელ,ჩამოშლილ თმას-დარწმუნებული ვარ.
-კი მაგრამ,ქვის განადგურება აუცილებელია?-მიუხედავად მშვიდი ატმოსფეროსი,კაცს სახეზე ტანჯვა ეწერა.
-ეგ ყველაზე მცირეა,რაც მომავლისთვის შეგვიძლია გავაკეთოთ. ჩვენი მომავლისთვის-ხელი მუცელზე ღიმილით დაიდო-როგორც კი ჩვენი გოგონა დაიბადება,დამპირდი,ფელ.
-იქნებ რამდენიმე წელი მოგვეცადა? შენ ხომ შორეული მომავალი იხილე,მანამდე საუკუნეებია დარჩენილი...
-ფელიქს! იქ და იქ-თითით ჯერ ცისკენ,ხოლო შემდეგ,მიწისაკენ ანიშნა ქალმა-უკვე ემზადებიან. ბედის მწერლებმა კალმები ალესეს და გაცხარებით წერენ,მოსვლა ორ დღეში არ დგება,დიახაც,საუკუნეები დარჩა და ეს მათთვის ცოტაც კია. ჩვენ კიდევ შევხვდებით,ხომ იცი? არ აქვს მნიშვნელობა,სად. მანამდე კი ორი რამაა მნიშვნელოვანი-სანამ ცოცხალი ვარ,ქვას ვერ გაანადგურებ,ამიტომაც,ექვს თვეში,როდესაც ელია გაჩნდებდა,მე იმ ქვეყნად უნდა გავემგზავრო,შენ კი ქვა დაამსხვრიო,შემდეგ კი მოუარო ჩვენ გოგონას და თვალ-ყური ადევნო იმას,რომ ვერც ერთი საზიზღარი არსება მას ვერ მიეკაროს. მან შთამომავლობა უნდა დატოვოს,ქვის ძალა ჩემ სისხლშია და ის იქნება ერთადერთი წყარო ბრძოლის დაწყებისა. თუ ასე არ მოვიქცევით,ადრე თუ გვიან,იპოვიან-ქალმა ხელი ასწია და არათითზე ბეჭდის მწვანე,დიდრონმა ქვამ გაიელვა.
-და იქნებ მის გარეშეც გამოუვიდეთ ყველაფერი?მარიამ,ამის გამო თავგანწირვა სისულელეა.
-რა თქმა უნდა,გამოუვათ,თუმცა გაცილებით მეტი დრო და ძალისხმევა დასჭირდებათ,რაც მოწინააღმდეგეებს დროს მისცემს. ფელ,მწვანე თვალები დავინახე,ზუსტად ამ ქვის მსგავსი,მეუბნებოდნენ,რომ მეტი დრო მიმეცა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კაცმა თავი ჩაქინდრა,იასმინს მოეჩვენა,რომ ქვითინებდა,თუმცა მეორე წამს მუცელთან დაიხარა და ეამბორა.
-შეუძლებელია დედაშენთან კამათი. იმედია,მისნაირი ჯიუტი არ იქნები.
-იასმინ!-მოისმა გაბუსხული ხმა და გოგონამ ძლივს მოსწყვიტა თვალი შეყვარებულ წყვილს. ცაში აიხედა,რაღაც შეცვლილიყო-ნაცრისფერი დასდებოდა და აქა-იქ ჩუქურთმები მოჩანდა-გამოეტიე! ბებია გვეძახის-სოფის ხმა უფრო მკვეთრად გაისმა და მალე ოთახის ჭერის მოხაზულობა უფრო მკვეთრად გამოჩნდა.
იასმინმა თვალები აახამხამა და გაოგნებულმა შეხედა სოფის.
-ჯანდაბა!
-რა?
-ყველაფერი ამერია თავში...
-რა დაინახე?ან არ მაინტერესებს,მაინც ვერ გავიგებ-სოფი კარისაკენ დაიძრა-წამოდი,ღვთაება გველის.

როგორც მალევე გაირკვა,არანაირი ღვთაება მათ ლოდინს არ აპირებდა,ბებია კი სოფის იმიტომ უხმობდა,რომ დახმარება სჭირდებოდა.
-ანნასათვის სადილს ვამზადებ,წინსაფარი კარადიდან აიღე და იასთვისაც გამოაყოლე!-მკაცრად უთრა ლილიმ.
-კი მაგრამ,მთელი დილა მაგას არ ამზადებდი?-თვალები აატრიალა სოფიმ.
-ვეგეტარიანელია. თურმე-ტუჩები მოკუმა ლილიმ,როგორც ჩანს,არც თავად იყო ამ ფაქტით გახარებული-მშვენიერი ირმის ხორცი და ბატის წვნიანი გვქონდა,მაგრამ პირი არაფერს დააკარა. ყოჩაღ შენ,ასე ბედნიერად რომ ეგებები დეიდაშვილს!
-ვერ გავიგე,როდის მოვიდა-წაილაპარაკა სოფიმ და იასმინს კოპლებიანი წინსაფარი ესროლა-და თვითონ სადაა?
-მანქანაში რაღაც დარჩა მგონი...
ლილის სიტყვები დასრულებული არ ჰქონდა,როდესაც კარი ხმაურით გაიღო და მასში მაღალი სხეული გამოჩნდა. ანნა მართლაც ძალიან ლამაზი იყო-გამხდარ სხეულზე აშკარად ეტყობოდა ვარჯიშის კვალი,გრძელი,ოქროსფერი და ტალღოვანი თმა შიშველ მხრებზე ჩამოშლოდა,სავსე,წითელი ტუჩები და ლურჯი თვლები შორიდანაც შესამჩნევი იყო,ხელში ჩემოდანი ეჭირა და ყურზე მობილური მიედო.
-მგონი ლესბოსელი ვხდები-მხარი გაჰკრა სოფის იასმინმა-საღამოს ათის მერე ეს გოგო არ დამანახოთ.
-ფუჰ-აიმრიზა გოგონა და უხალისოდ დაიძრა ანნასაკენ,თუმცა ეს უკანასკნელი ზედაც არ უყურებდა,თანაც,აშკარად განზრახ,რადგან სოფის არშემჩნევა საკმაოდ რთული საქმე იყო.
-ვიცი,ჩემთვისაც შოკი იყო-ხმამაღლა ესაუბრებოდა გოგონა მობილურს-ჯეკის ვურეკავდი და არ იღებს,სადაა?... ენდისთან ერთად?-სახეზე სიწითლემ გადაჰკრა,თუმცა თავი ხელში აიყვანა-კარგი,მერე დავურეკავ მაგას... არა,წარმოიდგინე და აქ ვაი ფაი არაა,მგონი საკაბელო ინტერნეტი აქვთ თუ რაღაც...მაგაზე სულაც არ მეცინება...
სოფი უხერხულად შედგა ანნას შორი-ახლოს,ბოლოს იქვე მდგარ სათლს დასტაცა ხელი და უკან გამობრუნდა.
იასმინს მოესმა,როგორც წაიბუტბუტა სიტყვა “ჩოკინა”.
მალე ჩემოდნებით დატვირთული მძღოლიც გამოჩნდა და ანნაც,ბოლოს და ბოლოს,მოეშვა ლაქლაქს.
-ლილი,ჩემი საძინებელი საითაა?-იკითხა მბრძანებლურად და სოფი შორიდან გადაკოცნა.
-ვინაიდან სახლში უამრავი სტუმარია,გოგონები ერთად დაიძინებთ. -ლილის ხმა მკაცრი და შეუვალი იყო.
-არ არსებობს-გადაიხარხარა ანნამ და ირონიული ღიმილის დამალვა არც კი უცდია-და რას მეპატიჟებოდით,თუ ადგილი არ გქონდათ?
-ადგილი არის. სოფის საძინებელში-ლილის სახე უფრო ჩაუმუქდა-და იმიტომ მოგიპატიჟე,რომ ცოტაოდენი ზრდილობა გასწავლო,რაც ჩემ საბრალო შვილს ალბათ გამორჩა. შეეშვი!-დაუცაცხანა იასმინს,რომელიც ნედლ ლობიოს არჩევდა,მისივე მითითებით. გოგონა შეხტა და მაშინვე გააგდო მწვანე,გრძელი ნაყოფი ხელიდან-დღევანდელ საჭმელში ხორცი შედის. გამონაკლისის გარეშე-ყველას გასაგონად თქვა ლილიმ,წინსაფარი მოიხსნა და კიბეს აუყვა.
-წარმოუდგენელი სოფლელობაა-ამოიოხრა ანნამ და სოფის ჩემოდანი გაუწოდა-მაჩვენე,აბა,სადაა ოთახი. იმედია,დიდი მაინცაა,თორემ ვერ დავეტევით.
-ვგავარ მტვირთავს?-შეუღრინა სოფიმ და ჩემოდანს წარბაწეულმა შეხედა.
-ცოტა არ იყოს.
-წამო,მე გაჩვენებ-მოხალისედ იასმინი გაამოხტა და მძიმე ჩემოდანი ბუმბულივით ააფრიალა.
***
-რაიმე განსაკუთრებული რეჟიმია?-შეწუხებული ხმით ამოიოხრა სოფიმ,რომელიც იასმინის გვერდით იწვა და საწოლის სამ მეოთხედს ისაკუთრებდა-ან დიეტა,ალბათ,დღე-ღამეში თვრამეტი საათი თუ ტელეფონით ილაყბებ,ჭამის დრო და ღონე აღარ გექნება.
-მე მგონი,ამით თავის გაუცხოებას გვანახებს,გამყოფ ხაზს ადგენს ჩვენსა და მის ცხოვრებას შორის და გვაგრძობინებს,რაოდენ შორსაა-ფიქრიანად ჩაილაპარაკა იასმინმა და თვალები მოჭუტა,რადგან ჩაბნელებულ ოთახში სინათლე აინთო.
-რეკორდი მოხსნილია თუ უბრალოდ შენი მობილური ჩავარდა კომაში?-ჰკითხა სოფიმ ოთახში შემოსულ ანნას,რომელიც ბოლო ოთხი საათის განმავლობაში,სხვადასხვა ლოკაციიდან ესაუბრებოდა ვინმე ენდის.
-სარკაზმი არ გიხდება,სახეს უფრო გივსებს-წაიმღერა ანამ,ფანჯარასთან მივიდა,გამოაღო და ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოაძვრინა.
-გაგიჟდი? აქ უნდა მოწიო?-წამოიკივლა სოფიმ.
-ჩშშ! აბა,ამ შუა ღამისას გარეთ რა გამიყვანს-აუღელვებლად მოუკიდა ცეცხლი და სიამოვნებანარევი ღიმილით გააბოლა.
-შენ ხომ ვარჯიშობ?-სოფიმ ცხვირზე ხელი მოიჭირა და დაახველა.
-ხანდახან შეიძლება,თუ ნათესავები ტვინს გი...ჭამენ-გაწელა ბოლოს.
-აუ მეც მინდა-წამოხტა იასმინი და ფანჯარასთან მიცუნცულდა.
ანამ ღიმილით გაუწოდა კოლოფი და ჩაილაპარაკა.
-ვიღაც ნორმალური მაინცაა ამ სახლში.
-ავყროლდი!-ჩურჩულით დაიძახა სოფიმ.
ერთ ხანს ჩუმად ეწეოდნენ,ბოლოს სოფი წამოხტა და გაბუსხული მილასლასდა ფანჯარასთან.
-პასიური მწეველი გამხადეთ და ერთი მომეცი,ბარემ.
-ამას უყურე!-სახე გაუბრწყინდა ანას-როდის აქეთ ცუღლუტობ?
-მას შემდეგ,რაც ნათესავები ტვინს მი...ჭამენ-გამოაჯავრა გოგონამ.
ანამ ნამწვი ფანჯრიდან მოისროლა,სოფის ადგილი დაუთმო და თავის გასაშლელ საწოლს მიუახლოვდა-დაუვიწყარი ღამე მელოდება-ამოიოხრა და ზურგშექცეულმა მაისური გადაიძრო,რომელსაც ბიუსჰალტერიც მიაყოლა. იასმინმა თვალი შეავლო მის გამოყვანილ წელს,თვალები ჭყიტა და ღრმად ჩაისუნთქა. თამბაქოს ბოლი ფილტვებში ჭარბი რაოდენობით დაუგროვდა და ხველება აუტყდა.
-რა დაგემართა?-სოფი თავისი ღერის წვალებას მოეშვა და ზურგზე ხელი დაარტყა.
-ჯანდაბას ჩემი თავი!-წამოიყვირა იასმინმა და ხელი ანასკენ გაიშვირა,რიმელსაც უკვე მოესწრო ატლასის საღამურის გადაცმა-ზურგზე!
-რა? რამე მაზის?-იკივლა გოგონამ და ხტუნვა დაიწყო-მიშველეთ!
-არაფერი გაზის,დამშვიდდი!-სოფიმ სიგარეტი სიჩქარეში ფანჯრის რაფას მიაწვა და ანნა დააშოშმინა-იასმინ,არაა სასაცილო!
თუმცა იასმინი სულაც არ ჩანდა ხუმრობის ხასიათზე. როგორც იქნა,ყელი ჩაიწმინდა,ანას მიუახლვოდა,პერანგი აუწია და შიშველ ზურგზე სოფის დასანახად რკალი შემოხაზა.
-ვერ ხედავ?-საჩვენებელი თითით გოგონას ბეჭებს გაუყვა-ყველაზე დიდი ეშმაკის ნიშანია,რაც კი ცხოვრებაში მინახავს.
-რა? რას ბოდავს?
-მოიცა...რა?-ყბა ჩამოუვარდა სოფის-შეუძლებელია...-დაფაცურდა და მობილური მოძებნა-წესით მკრთალად უნდა გამოჩნდეს,ანა,ნუ ცმუკავ,მოისვენე!-ვიდეო კამერა ჩართო,გოგონას ზურგს ფოტო გადაუღო და ეკრანი ისე დაიჭირა,რომ სამივეს თავისუფლად ჩაეყო ცხვირი.
ანნას ზურგზე სულ ოდნავ,ძლივსშესამჩნევად მოჩანდა ნალის მსგავსი სიმბოლო,რომელიც თეთრად ანათებდა.
-ეს რას ნიშნავს?-ტირილნარევი ხმით იკითხა ანამ.
-მგონი აქ სადღაც კონიაკი უნდა მქონდეს-ჩაილაპარაკა იასმინმა და თავისი ზურგჩანთა მოჩხრიკა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



ახლა შეიძლებოდა ამის დადება? რა ვქნა ახლა მე, ამაზე ვიფიქრო თუ " პრავის" ბილეთებზე? მემგონი ვერც გავიგებ რას ახსნის :)
გვიან შემოგიერთდები ვრცელი კომენტარით❣

 


№2  offline ახალბედა მწერალი Alice76

რუსკიმარუსია
ახლა შეიძლებოდა ამის დადება? რა ვქნა ახლა მე, ამაზე ვიფიქრო თუ " პრავის" ბილეთებზე? მემგონი ვერც გავიგებ რას ახსნის :)
გვიან შემოგიერთდები ვრცელი კომენტარით❣

ჰუუჰ♥️ მანამდე იასმინს ვთხოვ,ერთი წარმატების შელოცვა გიჩალიჩოს როგორმე♥️♥️ წარმატება ბევრი ბევრი და გელოდები♥️

 


№3  offline წევრი Margarethe Jose

სიმართლე გითხრა სათაურით დიდად ვერ მოვიხიბლე და ამიტომ პირველი თავი გამომრჩა, არ წამიკითხავს. დღეს კი ავტორის სახელს მოვკარი თვალი და შემოვცუნცულდი:დ
ფენტეზი ასი წელია ალბათ არ წამიკითხავს და ისე მომენატრა...
თუმცა მე დომინუსს ველოდი, ველი და კიდევ ნეტავ სანამდე უნდა ველოდოო? :დ

ნუ შენი თხრობის სტილი ადგილზეა, გიჟი ქალებიც აქ არის, ვამპირები, მაქციები, მუმიები და სხვა უჟასი ხალხი გზაში არიან კიდევ, საკმაოდ ბევრი ალბათ:დ
ვნახოთ❤

 


№4 სტუმარი სტუმარი ლოლო

რა მაგარია რო დაბრუნდიი

 


№5  offline ახალბედა მწერალი Alice76

Margarethe Jose
სიმართლე გითხრა სათაურით დიდად ვერ მოვიხიბლე და ამიტომ პირველი თავი გამომრჩა, არ წამიკითხავს. დღეს კი ავტორის სახელს მოვკარი თვალი და შემოვცუნცულდი:დ
ფენტეზი ასი წელია ალბათ არ წამიკითხავს და ისე მომენატრა...
თუმცა მე დომინუსს ველოდი, ველი და კიდევ ნეტავ სანამდე უნდა ველოდოო? :დ

ნუ შენი თხრობის სტილი ადგილზეა, გიჟი ქალებიც აქ არის, ვამპირები, მაქციები, მუმიები და სხვა უჟასი ხალხი გზაში არიან კიდევ, საკმაოდ ბევრი ალბათ:დ
ვნახოთ❤

სიახლის დამატებამდე სულ სხვა სათაური მქონდა ჩაფიქრებული,თუმცა ბოლო წუთს შევცვალე,თავადაც არ ვიცი,რატომ;დდ შესაძლოა,დასრულების შემდეგ ძველ ვერსიას დავუბრუნდე,ვნახოთ♥️
კიი ნამდვილად გამოიცანი,ბევრი ვინმე-რამეა გზაში და მიხარია,რომ ჩემმა ნიკმა თავისი გაიტანა და მკითხულობ♥️♥️♥️

სტუმარი ლოლო
რა მაგარია რო დაბრუნდიი


მეც ძალიან მიხარია ეს ამბავი♥️♥️♥️

 


№6  offline წევრი ნორმი

მნაჰ.მნაჰჰ..
ვატყობ წინ კიდევ ბევრი საინტერესო რაღაც გველის.
აი მა თავში მივხვდი თუ რატომ აქვს ამ ისტორიას სათაურად ყოვლისშემძლე გოგონები.
ახლა ნელ-ნელა რაღაც-რაღაცების წარმოდგენები შემექმნება და ტვინს გავიჭყლიტავ იმაზე ფიქრით თუ რა უნდა მოხდეს.
ძალიან მაგარია და აბა შენ იცი!
--------------------
მორფეოსი

 


№7  offline ახალბედა მწერალი Alice76

ნორმი
მნაჰ.მნაჰჰ..
ვატყობ წინ კიდევ ბევრი საინტერესო რაღაც გველის.
აი მა თავში მივხვდი თუ რატომ აქვს ამ ისტორიას სათაურად ყოვლისშემძლე გოგონები.
ახლა ნელ-ნელა რაღაც-რაღაცების წარმოდგენები შემექმნება და ტვინს გავიჭყლიტავ იმაზე ფიქრით თუ რა უნდა მოხდეს.
ძალიან მაგარია და აბა შენ იცი!

ვფიქრობ,ძალიან საინტერესო რამეები გველოდება წინ<3 ძალიან დიდი მადლობა,მიხარია,რომ მოგწონს და გაინტერესებს,დაკვირვებული და ძალიან კარგი შემფასებელი ხარ♥️

 


Alice76
რუსკიმარუსია
ახლა შეიძლებოდა ამის დადება? რა ვქნა ახლა მე, ამაზე ვიფიქრო თუ " პრავის" ბილეთებზე? მემგონი ვერც გავიგებ რას ახსნის :)
გვიან შემოგიერთდები ვრცელი კომენტარით❣

ჰუუჰ♥️ მანამდე იასმინს ვთხოვ,ერთი წარმატების შელოცვა გიჩალიჩოს როგორმე♥️♥️ წარმატება ბევრი ბევრი და გელოდები♥️

მოვედი! ტვინი მაქვს გათიშული.
დავიწყოთ კითხვით, ამ ყოვლისშემძლე გიგონებს კიდევ ვინ შემოუერთდება?
ლილიმ რაღაც იცის, თან უეჭველი თორე ასე კატეგორიულად არ მოითხოვდა ანნას მასთან დაესვენა. დიდი გაიძვერა ვინმე იქნება ეგ ქალი.
ანნა, კიდევ დიდი ტუტუცი ვინმე ჩანს :) ეშმაკის ნიშანიო და ეს რას ნიშნავს მეც მაინტერესებს.
მწვანეთვალება იასმინი რატომ მგონია მარიამის და ფელიქსის შთამომავალი?
მე, ახლა ის მაგიც მაეჭვებს ასე მოულოდნელად რომ გამოეცხადა იასმინს და მინიშნებაც დაუტოვა თან. რა გამორჩენას ელის ამ საქმიდან ბატონი?
ალის, კიდევ რამდენ უცნაურ არსებას გაგვაცნობ და შეგვახვედრებ შენს ისტორიებში? შენი ფანტაზიის ფანი ვარ ფაქტობრივად :)
ველოდები ახალ თავს❤❣

 


№9  offline წევრი Rania

Ai amitom miyvarxar da geli moutmenlad. Ver shemovdivar xshiradd. Unda davagrovo tavebi da ise caviikitxo tqo. Magram gulma ar momitminaaa. Au alisss. Aq ambavi atydebaa. Ki chans ukvee. Gamochndebian demonebi da ambebi. Es elia albat iasminia. Is xo mshoblebs ezebas. Aha. Im qvis zala sisxlshi ggonia.a mitom ezewbwn umagles sasamartloshi albatt. Auhhh ra daelodeba momdevnoss. Neta feliqsi mkvdaria tu gamochndebaa. Au mainteresebs da ra vqnaaa
--------------------
Q.qimucadze

 


№10  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ალისააა ტკბილოოოო... ღმერთო როგორ მომნატრებიხარ... სად იყავი დაკარგული ჰა???
მივკვდი მინატრებით იმდენად აღარ გელოდი პირველი თავი გამომრჩა -_-
ეს რა საოცრებათა ქვეყანაა ალის?! ძალიან დამაინტრუკებელი და კატასტოფულად საინტერესოა....
ღმერთო როგორ მომენატრა შენი ისტორიები და შენი წერის სტილი ვერ წარმოიდგებნნნ.
ისტორიაზე შემდეგ თავში ვისაუბრებ ტკბილო გყვარობ და ველიდები შემდეგ თაავს <3

 


№11  offline წევრი witchy spirit

ალის ალის ჩემო ალის! ეს რა ალქაჯობაა დაატრიალე ჰა? ერთ თავში რომ პატარა ალქაჯი სალომე შემოხტეს თავის ვამპირ ქმარუკასთან ერთად არ მოჟნა?! კაი ხო მოვკეტავ. შენი ინდივიდუალიზმი და წერის სტილი ადგილზე ბრძანდება, შენს ნაწერებს ათას კაცში ვიცნობ, ეგ ავტორისთვის ყველაზე, ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა, მენდე. თვითონ ისტორია საოცრად დახვეილია, როგორც ყოველთვის, პროგრესად იმას ჩაგითვლი (თორემ შენ სულ ერთნაირად კარგი ხარ), რომ ფენტეზა, მეკიდევ ფენტეზებზე მაბოდიალებს. ეს თავი დამაინტრიგებელი იყო, ისტორიის ინტერესი ნაპერწკლიდან მობრიალე კოცონად მექცა. უყვარხარ დრაკულოვნას და ერთი წუნკალ-მათხოვრული თხოვნაც აქვს, როგორც უკოპეტენტურესობა მწერლესობას, დრაკულოვნა მათხოვრულად ეფლიზება რომ მის ისტორიასაც გადაჰკრას თავისი ბრძენმოსილი თვალები და ნიჭიერი შინაგანი ხედვით ზედაპირულად მაინც შემიფასოს(რათქმაუნდა როცა თავისუფალი დრო ექნება(და ამ თავისუფალ დროში კიდევ უფრო ემტი ტავისუფალი დრო გამოUცნდება რომ ყოვლისშემძლე გოგონების ახალი თავი მოაკვარახჭინოს)) მოკლედ, მე გაგრძელებას სულმოუთქმელად ველი.

 


№12  offline ახალბედა მწერალი Alice76

რუსკიმარუსია
Alice76
რუსკიმარუსია
ახლა შეიძლებოდა ამის დადება? რა ვქნა ახლა მე, ამაზე ვიფიქრო თუ " პრავის" ბილეთებზე? მემგონი ვერც გავიგებ რას ახსნის :)
გვიან შემოგიერთდები ვრცელი კომენტარით❣

ჰუუჰ♥️ მანამდე იასმინს ვთხოვ,ერთი წარმატების შელოცვა გიჩალიჩოს როგორმე♥️♥️ წარმატება ბევრი ბევრი და გელოდები♥️

მოვედი! ტვინი მაქვს გათიშული.
დავიწყოთ კითხვით, ამ ყოვლისშემძლე გიგონებს კიდევ ვინ შემოუერთდება?
ლილიმ რაღაც იცის, თან უეჭველი თორე ასე კატეგორიულად არ მოითხოვდა ანნას მასთან დაესვენა. დიდი გაიძვერა ვინმე იქნება ეგ ქალი.
ანნა, კიდევ დიდი ტუტუცი ვინმე ჩანს :) ეშმაკის ნიშანიო და ეს რას ნიშნავს მეც მაინტერესებს.
მწვანეთვალება იასმინი რატომ მგონია მარიამის და ფელიქსის შთამომავალი?
მე, ახლა ის მაგიც მაეჭვებს ასე მოულოდნელად რომ გამოეცხადა იასმინს და მინიშნებაც დაუტოვა თან. რა გამორჩენას ელის ამ საქმიდან ბატონი?
ალის, კიდევ რამდენ უცნაურ არსებას გაგვაცნობ და შეგვახვედრებ შენს ისტორიებში? შენი ფანტაზიის ფანი ვარ ფაქტობრივად :)
ველოდები ახალ თავს❤❣

როგორც ყოველთვის,ძალიან სწორად აღიქვი ჩემი ჩანაფიქრდი და ზუსტი კითხვებიც დასვი,ძალიან კარგად კითხულობ ♥️ სულ გავიმეორებ,მეამაყება ასეთი დაკვირვებუკი მკითხველი რომ მყავს♥️♥️♥️ რა თქმა უნდა,ყველა შენიშვნა სწორია და კითხვებსაც მალე გაეცემა პასუხი,უდიდესი მადლობა შენ,რომ ასეთ პატივში ამყოფებ ჩემ ფანტაზიას:დდ♥️♥️♥️

Rania
Ai amitom miyvarxar da geli moutmenlad. Ver shemovdivar xshiradd. Unda davagrovo tavebi da ise caviikitxo tqo. Magram gulma ar momitminaaa. Au alisss. Aq ambavi atydebaa. Ki chans ukvee. Gamochndebian demonebi da ambebi. Es elia albat iasminia. Is xo mshoblebs ezebas. Aha. Im qvis zala sisxlshi ggonia.a mitom ezewbwn umagles sasamartloshi albatt. Auhhh ra daelodeba momdevnoss. Neta feliqsi mkvdaria tu gamochndebaa. Au mainteresebs da ra vqnaaa


ქეთო♥️ ყოველთვის მიხარია შენი კომენტარის დანახვა♥️ მარიამი და ფელიქსი შორეულ წარსულში ცხოვრობდნენ,ამიტომ მხოლოდ იმის ვარაუდი შეიძლება,რომ ისინი იასმინს ენათესავებიან,დანარჩენი ნელ-ნელა გაირკვევა♥️♥️

ანი ანი
ალისააა ტკბილოოოო... ღმერთო როგორ მომნატრებიხარ... სად იყავი დაკარგული ჰა???
მივკვდი მინატრებით იმდენად აღარ გელოდი პირველი თავი გამომრჩა -_-
ეს რა საოცრებათა ქვეყანაა ალის?! ძალიან დამაინტრუკებელი და კატასტოფულად საინტერესოა....
ღმერთო როგორ მომენატრა შენი ისტორიები და შენი წერის სტილი ვერ წარმოიდგებნნნ.
ისტორიაზე შემდეგ თავში ვისაუბრებ ტკბილო გყვარობ და ველიდები შემდეგ თაავს <3


უუჰ მეც ძალიან მომენატრე,ტკბილო♥️ შენი კომენტარები და ვრცელი განხილვები,წარმოდგენაც არ გაქვს,როგორ მაკლდა,მაგრამ მგონი დანაშაულს ვანაზღაურებ და შენ რომ გაგიხარდება,ისეთ ისტორიას ვქმნი. დიდი მადლობა აქ ყოფნისთვის♥️♥️

witchy spirit
ალის ალის ჩემო ალის! ეს რა ალქაჯობაა დაატრიალე ჰა? ერთ თავში რომ პატარა ალქაჯი სალომე შემოხტეს თავის ვამპირ ქმარუკასთან ერთად არ მოჟნა?! კაი ხო მოვკეტავ. შენი ინდივიდუალიზმი და წერის სტილი ადგილზე ბრძანდება, შენს ნაწერებს ათას კაცში ვიცნობ, ეგ ავტორისთვის ყველაზე, ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა, მენდე. თვითონ ისტორია საოცრად დახვეილია, როგორც ყოველთვის, პროგრესად იმას ჩაგითვლი (თორემ შენ სულ ერთნაირად კარგი ხარ), რომ ფენტეზა, მეკიდევ ფენტეზებზე მაბოდიალებს. ეს თავი დამაინტრიგებელი იყო, ისტორიის ინტერესი ნაპერწკლიდან მობრიალე კოცონად მექცა. უყვარხარ დრაკულოვნას და ერთი წუნკალ-მათხოვრული თხოვნაც აქვს, როგორც უკოპეტენტურესობა მწერლესობას, დრაკულოვნა მათხოვრულად ეფლიზება რომ მის ისტორიასაც გადაჰკრას თავისი ბრძენმოსილი თვალები და ნიჭიერი შინაგანი ხედვით ზედაპირულად მაინც შემიფასოს(რათქმაუნდა როცა თავისუფალი დრო ექნება(და ამ თავისუფალ დროში კიდევ უფრო ემტი ტავისუფალი დრო გამოUცნდება რომ ყოვლისშემძლე გოგონების ახალი თავი მოაკვარახჭინოს)) მოკლედ, მე გაგრძელებას სულმოუთქმელად ველი.

ჩეემი დრაკულოვნა♥️ გამოგიტყდები,და დავიწყე შენი ნაწარმოების კითხვა,რატომ ვამბობ ამას აქ-გავოგნდი,ასეთ კარგ მწერალს ჩემი შემოქმედება თუ მოსწონდა და მოსწონს,მართლა კარგად მქონია საქმე-მეთქ:დდ მხოლოდ დროის ფაქტორის გამო ვერ წავიკითხე ერთი თავიც კი ბოლომდე,რომ თამამად დამეწერა კომენტარი და რაღაც აბდა-უბდა არ გამომსვლოდა,მაგრამ აუცილებლად,ყოველმიზეზგარეშე დავუბრუნდები♥️ (სხვათა შორის,შენი ისტორია ჯგუფშიც გააზიარეს და აქებდნენ) ხოდა კიდევ ძალიან მიყვარხარ მე შენ,მეუღლე მომიკითხე :დდდ♥️♥️♥️

 


№13  offline წევრი witchy spirit

ვაიმეე ალის ვაიმეე რათქმაუნდაა გადავცემ და ახალ თავისუფალი ველოდები. უმადლობესი მადლობა გრნაცვაკე ვახშამზე გეპატიჟებით მე და დრაკი❤️????

 


№14  offline ახალბედა მწერალი Alice76

witchy spirit
ვაიმეე ალის ვაიმეე რათქმაუნდაა გადავცემ და ახალ თავისუფალი ველოდები. უმადლობესი მადლობა გრნაცვაკე ვახშამზე გეპატიჟებით მე და დრაკი❤️????

რა სასიამოვნო წინადადებაა,აუცილებლად გეწვევით მე და მისტერ უანდერი:DD♥️♥️

 


№15  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ალიჩე! აი როგორ მიყვარს პროსტა როიცოდე შენი ისტორიების კითხვაა ალბათ ვერც წარმოიდგენ ♥️
ჰო აი რეალურიდან რო გაყავხარ ზრაპრულ სამყაროში ♥️
ცოტახნით რომ მოშორდები ერთფეროვნებას და ჩაიკარგები♥️
აიი იიქით რო გახვვალ რა და შენთვის როხარ ამ პერსონაჟებთან ერტად მაგას რაჯობია პროსტა! ♥️
ჰოდა მეროვიცი როჯობია გავალკიდეც აწი და მალე მომიგროვე თავები თორე გული მიფანცქალებს ისე ველოდები♥️♥️♥️
ხოიცი ან არიცი მაგრამ ჩემი ფავორიტიხარ გოგონი♥️ და მე სულ აქვარ! შენს პატარა საოცრება ისტორიებთან ერთად ♥️

 


ალისა, როგორ გამახარე აი ვერც კი წარმოიდგენ. ♡
შემოვიხედე და დამხვდა 2 თავი ერთად ♡
უნდა ჩავუჯდე და მერე ვრცლად დავბრუნდები ;დ ^_^

 


№17  offline ახალბედა მწერალი Alice76

ტკბილიწიწაკა
ალიჩე! აი როგორ მიყვარს პროსტა როიცოდე შენი ისტორიების კითხვაა ალბათ ვერც წარმოიდგენ ♥️
ჰო აი რეალურიდან რო გაყავხარ ზრაპრულ სამყაროში ♥️
ცოტახნით რომ მოშორდები ერთფეროვნებას და ჩაიკარგები♥️
აიი იიქით რო გახვვალ რა და შენთვის როხარ ამ პერსონაჟებთან ერტად მაგას რაჯობია პროსტა! ♥️
ჰოდა მეროვიცი როჯობია გავალკიდეც აწი და მალე მომიგროვე თავები თორე გული მიფანცქალებს ისე ველოდები♥️♥️♥️
ხოიცი ან არიცი მაგრამ ჩემი ფავორიტიხარ გოგონი♥️ და მე სულ აქვარ! შენს პატარა საოცრება ისტორიებთან ერთად ♥️

შენ მგონი წარმოდგენაც არ გაქვს,როგორი ტკბილი სიტყვები მითხარი,ან გაქვს და უფრო ტკბილი ხარ ამის გამო♥️ ეს ისაა,რაც ალბათ ნებისმიერი შემოქმედის მიზანია-წერისას ხომ მეც ამ სამყაროში ვარ და თუ კი გამომდის მკითხველის შემოპატიჟებაც,მაშინ ნამდვილად ბედნიერი ვინმე ვარ.
ხოდა დიდი მადლობა ტკბილო,უტკბესო წიწაკუნია♥️
ჩემთვის გამორჩეული მკითხველი ხარ და თურმე ფავორიტი ვყოფილვარ,არ ვიცოდი და ამიტომაც გაოგნებულ-გახარებული ვარ:3 უზომოდ დიდი მადლობა♥️♥️

Maybillineსპაროლიდაავიწყდა
ალისა, როგორ გამახარე აი ვერც კი წარმოიდგენ. ♡
შემოვიხედე და დამხვდა 2 თავი ერთად ♡
უნდა ჩავუჯდე და მერე ვრცლად დავბრუნდები ;დ ^_^


მებილიინ♥️
გელოდებოდი და მენატრებოდი♥️

 


№18 სტუმარი ხბცბყ

როდის დადებ

 


№19  offline ახალბედა მწერალი Alice76

ხბცბყ
როდის დადებ

სამწუხაროდ,დღეს არ მგონია,რომ მოვასწრო. ალბათ ხვალ ან ზეგ.

 


ალისა, მხოლოდ 2 რამეს ვიტყვი:
1) მენატრებოდი;
2)ბედნიერი და ამაყი ვარ , რომ შენი ერთ-ერთი პირველი მკითხველი ვარ.
მიყვარხარ ჯერ კიდევ "ხახვი და ლუდი"-დან! მჯერა რომ ერთ დღეს ფენტეზის ჟანრის ცნობილი მწერალი გახდები (ქართველი ჯოან ჯოულინგი) და მაშინ ორმაგად ამაყი ვიქნები. ვიტყვი ხოლმე:"-იცით, მე ალისას ნაწარმოებებს უკვე დიდი ხანია ვიცნობ და მისი ერთგული მკითხველი ვარ!"
ჰოდა, ასე მოკლე და კონკრეტული ვიქნები დღეს! ♡♡♡♡♡

 


№21  offline ახალბედა მწერალი Alice76

Maybillineსპაროლიდაავიწყდა
ალისა, მხოლოდ 2 რამეს ვიტყვი:
1) მენატრებოდი;
2)ბედნიერი და ამაყი ვარ , რომ შენი ერთ-ერთი პირველი მკითხველი ვარ.
მიყვარხარ ჯერ კიდევ "ხახვი და ლუდი"-დან! მჯერა რომ ერთ დღეს ფენტეზის ჟანრის ცნობილი მწერალი გახდები (ქართველი ჯოან ჯოულინგი) და მაშინ ორმაგად ამაყი ვიქნები. ვიტყვი ხოლმე:"-იცით, მე ალისას ნაწარმოებებს უკვე დიდი ხანია ვიცნობ და მისი ერთგული მკითხველი ვარ!"
ჰოდა, ასე მოკლე და კონკრეტული ვიქნები დღეს! ♡♡♡♡♡

მებილინ!
არ ვიცი,რანაირად შეიძლება იყო ადამიანი ასეთი თბილი და ხალისიანი. შენი კომენტარის წაკითხვა რაღაცნაირად ხომ მახალისებს,რაც არ უნდა ეწეროს მასში,სხვანაირი სიხალისე გაქვს შენ,ახლა შინაარსი ხომ საერთოდ((( არ ვიცი,მაგაზე ოცნებასაც ვერ ვბედავ,მაგრამ იმედია მართლაც დადგება ეგ დღე,ოდესმე და მე ვიტყვი,რომ მებილინმა მომცა ამაზე ოცნების ძალა-მეთქი♥️
სიყვარულით,ალისა♥️♥️♥️♥️

 


№22 სტუმარი სტუმარი ლეა

ვის ყავს როულინგზე მაგარი თვინი? მეეე!!!!

 


ახალი თავი გვინდა! (რაც შეიძლება მალე)
ახალი თავი!♡
;დდდ

 


№24  offline ახალბედა მწერალი Alice76

სტუმარი ლეა
ვის ყავს როულინგზე მაგარი თვინი? მეეე!!!!

შეენ თვიინ:დდდდ♥️♥️♥️

Maybillineსპაროლიდაავიწყდა
ახალი თავი გვინდა! (რაც შეიძლება მალე)
ახალი თავი!♡
;დდდ

მებილინის ვედრება შეისმინა თვით მწერალთა მფარველმა ვინმე ქალღმერთმა და უზარმაზარი თავი ამატვირთვინა უკვე:დდ♥️♥️♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent