შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უსაზღვროდ (თავი 12)


8-08-2019, 01:10
ავტორი sabah alkhyr
ნანახია 9 224

უსაზღვროდ (თავი 12)

,, წყვდიადში დასნეულებული სინათლით ვერ განიკურნები"
(უცნობი ავტორი)

რაული დილაადრიან რაღაც ჩოჩქოლმა გამოაღვიძა. ჯერ ძალიან ადრე იყო, წინა ღამინდელი უძილო საწოლზე ძლივს წამოიზლაზნა და ფანჯრიდან გაიხედა. გული შეუქანდა დანახულის გამო. დიდი ხანი ელოდა მის ჩამოსვლას, მაგრამ ასე მალე თუ გამოეცხადებოდა არც უფიქრია. თავისი გეგმების განსახორციელებლად ეს კაცი ნამდვილად მისწრება იყო, მაგრამ ახლა, როდესაც ის უკვე მისი სახლის კართან იდგა შიშმა აიტანა.
სასწრაფოდ ჩაიცვა და ქვევით ჩავიდა. კაცი უკვე მისაღებში იყო და ელოდა. რაულის შესვლისთანავე გაიღიმა და გადაეხვია. არ იცოდა რა ექნა, რა ეთქვა, იდგა და გაშტერებული უყურებდა მოსულს, ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა და სიზმარში ეგონა თავი. ამდენწლიანი განშორების შემდეგ, ამდენხნიანი უნახაობის შემდეგ თითქოს გულში მისდამი გრძნობა გამქრალიყო.
-ასე რატომ მიყურებ რაულ, - გაიცინა მოსულმა,- ნუთუ ვეღარ მცნობ?
-გიცანით, როგორ ვერ გიცანით, მაგრამ თვალებს ვერ ვუჯერებ, რომ ჩემს წინ დგახართ.
-კარგი ნუ მაცინებ. შენ არ მითხარი სასწრაფოდ უნდა ჩამოხვიდე, აქ ყველაფერი აირიაო? - სავარძელში ჩაეშვა.
-კიი, მაგრამ…
-ასე მალე არ მელოდი? - დაასრულა რაულის წინადადება.
-მართალია, - დაეთანხმა და წინ დაუჯდა, - როგორ ბრძანდებით?
-კარგად ვარ, გმადლობ. შენ როგორ ხარ რაულ, გავიგე სონიას შენთვის ვაჟკაცი უჩუქებია.
-მართალია, უკვე ოთხი წლისაა, ალექსანდრე ჰქვია, მაგრამ მოფერებით სანდრიკოს ვეძახით.
-ძალიან კარგია, ვაჟი კარგია, გვარს გაგიგრძელებს, - კმაყოფილმა დააქნია თავი, მერე ჩაფიქრდა და ისე იკითხა,- გიორგი რას შვება?
-ცოლი მოყავს….

დილით მკლავის ტკივილმა გამოაღვიძა, დაბუჟებოდა და გაჰყინვოდა. მისკენ ზურგით მწოლიარე ქალს მთელი სხეულით აკვროდა და ხელები მოეხვია. ისეთი მშვიდი ძილით ეძინა, ვერც კი იფიქრებდით, რომ წინა ღამით რამის ხელებში ჩააკვდა გიორგის.
ეს უკვე მეორე შემთხვევა იყო, როცა მის გვერდით გაიღვიძა, ეს უკვე მეორე ბედნიერი დილა იყო მისთვის. და სურნელი? ახლა სურნელი თქვით, რომელიც ამ ქალს ასდიოდა, საამო, ტკბილი სურნელი, რომელიც მამაკაცს ათრობდა და აუძლურებდა. მის წინაშე თავს ისე უმწეოდ გრძნობდა, როგოც ცხვარი დასაკლავად გამზადებული. მის კისერში ცხვირი ჩარგო და უფრო ღრმად შეისუნთქა, ფილტვები მთლიანად ამ სურნელმა მოიცვა.
ვნებებმა და ამ ქალის სურვილმა ისევ წამოუქროლეს. ისევ მაცდურმა ჭინკებმა დაუარეს მთელს ტანში და აიძულეს, რომ მის ყელს და კისერს ტუჩებით შეხებოდა. საერთოდ აღარ ახსოვდა დაბუჟებულ-გაყინული ხელი, უფრო მჭიდროდ მოხვია მკლავები და კიდევ ერთხელ ვნებიანად აკოცა კისერში. მისი სილამაზე, მისი სხეულის სიმხურვალე ფიქრებს ურევდა და გულს უფერფლავდა.
არეული გონება კარზე დაკაკუნების ხმამ დაულაგა. ნიაღვარივით დაუარა სიბრაზემ მთელს სხეულში. მზად იყო შუაზე გაეგლიჯა ის ვინც ხელი შეუშალა, ნებისმიერი ვინც კარს მიღმა დახვდებოდა. კაკუნი კიდევ ერთხელ რომ განმეორდა და თან დავითის ხმაც რომ დაერთო, ფრთხილად გამოაცალა მძინარს ხელი და საწოლზე წამოიწია. შემთხვევით გაღვიძებულ ელენეს დაიძინეო უთხრა და საბანი შეუსწორა. ოთახიდან ფეხაკრეფით გავიდა. კარს მიღმა დავითი დაუხვდა. სასწრაფო საქმეაო უთხრა და ორივემ საჩქაროდ დატოვეს სახლი.
ოქტომბრის სუსხიანი ქარი ძვალ-რბილში ატანდა ახლადგაღვიძებულს. დავითმა დაიჟინა, რომ ენტონი სახლში უფრო საჭირო იყო და დატოვეს. გზაში გიორგიმ სიტყვა ვერ ათქმევინა, სულ იმას იმეორებდა ,, მოყოლილს ნანახი ჯობიაო". ბოლოს როგორც იქნა მანქანა დანიშნულების ადგილზე მივიდა, ეს ადგილი რაულის სახლი იყო. ახლა კი მიხვდა გიორგი რა ხდებოდა, საჩქაროდ გადმოვიდა მანქანიდან და კიბეები ჩაირბინა. მერე სახლის კიბეები ჩაირბინა და ზღურბლთან გაშეშდა.
მოღალატე, ორგული, მოვალეობის უგულვებელმყოფელი, კიდევ რა შეიძლება ითქვას ადამიანზე, რომელიც მაშინ გიორგიმ დაინახა?! ძალიან რთულია სხვებზე გავლენა მოახდინო, თუ მათ იციან, რომ სათნოების განსახიერება საერთოდ არ ხარ. ცხოვრებას, რომ საკუთარი ხელით ინგრევ, საკუთარი არასწორი გადაწყვეტილებით, და ამით სხვასაც რომ აზარალებ. ყველაფერს, რომ ,, ფეხებზე დაიკიდებ", ადამიანს შეიწირავ და ქვეყიდან ისე წახვალ ვითომც არაფერი, მართლმსაჯულებას გაექცევი და მშვიდად გააგრძელებ სიცოცხლეს, თითქოს უცოდველი ადამიანის სისხლით არ გქონდეს სული მოსვრილი ასეთ ადამიანს სატანაც კი აღარ ქვია, მის წინაშე ლუციფერიც კი დაიჩოქებდა შიშისგან აკანკალებული. სისხლში ამოსვრილ ხელებს წყალი არ ჩამოგრეცხავს, ისე, როგორც პილატემ ვერ ჩამოირეცხა ხელების დაბანით იესო ქრისტეს გასამართლებით მიღებული ცოდვა. ცოდვა სიხარულს მწუხარებად აქცევსო ნათქვამია, მაგრამ ახლა იმ კაცს მწუხარებისა არაფერი ეტყობოდა.
ფიქრიდან დავითის შეხებამ გამოიყვანა. საუბარში გართულ რაულსა და მის სტუმარს არც კი შეუმჩნევიათ მოსული, მხოლოდ მაშინ შეამჩნიეს, როცა მოსამსახურესთვის დაძახება დააპირეს. რაული წაშლილი სახით ფეხზე წამოხტა და მოსულთ მიესალმა, ნამდვილად არ ელოდა მათ იქ გამოჩენას, იმ დროს ყოველშემთხვევაში. მისი სტუმარი ადგილიდან არ განძრეულა, იჯდა და გიორგის ცინიკურღიმილ შეპარებული უყურებდა, ბოლოს როგორც იქნა წამოდგა, ხელები ფართოდ გაშალა და მისკენ წავიდა.
-ჩახუტების გარეშე თუ შეიძლება, - გვერდზე გაიწია და გაშლილი ხელები აიცილა.
-ნუთუ მამაშენს არ მიესალმები შვილო? - ვითომც არაფერი ისე დაიწყო.
-გამარჯობა მამა, - ხრინწიანი ხმით ამოილაპარაკა.
-გამარჯობა ჩემო ბიჭო, მოდი დაჯექი, - სავარძელში ჩაეშვა და დაელოდა დანარჩენები როდის დასხდებოდნენ, მერე განაგრძო, - ძალიან შეცვლილხარ, დამშვენებულხარ, დავაჟკაცებულხარ, - გიორგიმ თვალი თვალში გაუყარა, - გავიგე ცოლიც მოგყავს.
-ნუთუ ეს არის შენი დაბრუნების მიზეზი? ამხელა გზაზე ამის გამო ჩამოხვედი?
-არა მარტო ამის, სხვა საქმეებიც მაქვს. მაგრამ უდიდესი მიზეზი მაინც შენი ამბავია. რაულმა ყველაფერი მომიყვა, ესეიგი მართლა ოჯახდები?
-ამდენი ხნის მერე ჩემი ამბით რატომ დაინტერესდი?-წარბი შეკრა და სავარძელში წამოიწია, იდაყვებით მუხლებს დაეყრდნო და თვალებში მრისხანება ჩაიყენა.
-ნუთუ არ შეიძლება ჩემი შვილის ამბით დავინტერესდე? - მოჩვენებით გაიოცა მამაკაცმა და გაკვირვებით ხელები გაშალა.
-ამდენი ხნის მერე? გახსოვს რამდენი ხანი გავიდა იმ ამბის შემდეგ?...
-მაგ ამბავს ნუ მახსენებ…,- ხელი აიქნია მამაკაცმა.
-გაგახსენებ, - ფეხზე წამოდგა გააფთრებული გიორგი და მიუახლივდა, - იმდენჯერ გაგახსენებ რამდენჯერაც ამის საშუალება მომეცემა. სიკვდილის წინაც ამას შეგახსენებ და საფლავში მწოლიარესაც ამას ჩამოგძახებ. იქამდე გაგახსენებ სანამ არ აღიარებ შენს დანაშაულს და მერე…
-გაჩუმდი,-სიტყვა შეაწყვეტინა და ისიც ფეხზე წამოდგა, - როგორ მიბედავ ასე ლაპარაკს, მე მამაშენი ვარ და პატივისცემას ვიმსახურებ.
-და რითი დაიმსახურე? - ტონს აუწია გიორფიმ, - რამდენი უდანაშაულო ადამიანი გყავს მოკლული, რამდენი.
-და შენ რამდენი მოკალი გახსოვს? - მანაც ხმას აუწია და თითი ავისმომასწავლებლად აიქნია. -და ვინ მაიძულებდა ამას, ვინ…. ბავშვობიდანვე მკვლელობას მასწავლიდი, მეუბნებოდი, რომ მათ დაიმსახურეს ეს, მეუბნებოდი, რომ ღირსები იყვნენ, ამბობდი, რომ ასე მიწას გაწმენდდი ცოდვიანებისგან. იმას ვერ ვხვდებოდი, რომ ჩემი ხელით მოკლული თითოეული ადამიანის ცოდვა კისერზე მედებოდა, იმას ვერ ვხვდებოდი, რომ ყველაზე ცოდვიანი ადამიანი მამაჩემი იყო. მამაჩემი რომელიც ჭაობში იყო ყელამდე ჩაფლული და მეც მითრევდა, მამაჩემი, რომელიც ძაღლივით სიკვდილის ღირსი იყო. შენ მოკალი დედაჩემი, შენ ხარ მკვლელი ქალის, რომელიც ამ ქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარდა, შენ ხარ…, - სიტყვა სახეში გარტყმულმა გაშლილმა ხელმა გააწყვეტინა. იარაღის გადატენვის ხმა გაისმა და საფეთქელზე იგრძნო ცივი ლითონის შეხება. დავითი და რაული მაშინვე მივარდნენ და გიორგის გადაეფარნენ.
-გაჩუმდი, თორე დავივიწყებ, რომ ჩემი შვილი ხარ და ტვინს გაგიხვრეტ…
-ეგ ისედაც დიდი ხანია დავიწყებული გაქვს, - ცივად გახედა მამაკაცს. დავითს მხარზე ხელი დაკრა და წასვლა ანიშნა, მერე მოტრიალდა და ისე, რომ ზედ აღარც შეუხედავს, დაამატა, - და მართალია, ცოლი მომყავს.

*

მთელი გზა ხმა არ ამოუღია, ფიქრების ბურნუსში გახვეულიყო და ფანჯრიდან თვალგაშტერებით იყურებოდა. დავითმა სცადა რამდენჯერმე საუბრის წამოწყება, მაგრამ რამდენჯერაც პირი გააღო იმდენჯერ გადაიფიქრა. ფიქრობდა, რომ ახლა ჩუმად ყოფნა უკეთესი იქნებოდა ვიდრე უაზრო ლაყბობა.
მისულმა სახლს შემოუარა და სამზარეულოსკენ წავიდა. ვიტრაჟი ხელისკვრით გახსნა და განრისხებულმა სამზარეულოს სკამი წიხლისკვრით გადაატრიალა.
-ჰეი, დამშვიდდი, რა გჭირს, - გასაქნევად გამზადებული ხელი დაუჭირა და ჭიქა მაგიდაზე დააბრუნა.
-მოვკლავ, ნამდვილად მოვკლავ. ეს კაცი დიდ პრობლემად გადამექცა.
-კარგი, დაწყნარდი, სახლში მარტონი არ ვართ და არ გინდა ახლა, - წყალი მიაწოდა დასაწყნარებლად.
-არ მინდა. ელენეს სიმართლე უნდა ვუთხრა, - საუბარი ფეხის ხმამ შეაწყვეტინათ. სამზარეულოში ელენემ შემოაბიჯა.
-უი, უკაცრავად, - უკან გაბრუნდა, მაგრამ გიორგიმ შეაჩერა.
-პრობლემა არაა. დავით მერე ვისაუბროთ, - აქამდე წაქცეული სკამი წამოაყენა და დაჯდა. სიგარეტს მოუკიდა და ღრმა ნაფაზი დაარტყა, - როგორ ხარ?
-კარგად, მადლობა, - ჯერ კიდევ კართან მდგარი ნერვიულად უყურებდა.
-მოდი დაჯექი, - მის მოპირდაპირედ ჩამოჯდა და თითების ნერვიულად მტვრევას მოყვა, - გაწუხებს რამე?
-არა არაფერი, - თვალი აარიდა, თითქოს სცხვენოდა, - ფანჯრიდან დაგინახე და ვიფიქრე…
-ლიზა დედამისთან არის წასული და შეგიძლია ყავა გამიკეთო? - სცადა მისი ნერვიულობის განეიტრალება.
-კი, კი, რა თქმა უნდა, - ფეხზე წამოხტა და წყლის მადუღარა ჩართო. ფიქრობდა დაეწყო თუ არა საუბარი, თითებს ისევ იმტვრევდა და დროდადრო ნერვიულად გახედავდა ხოლმე გიორგის, რომელსაც ერთი წამითაც არ გამოუხედავს მისკენ და კვამლში გახვეული ისევ გამეტებით ეწეოდა სიგარეტს,-მოხდა რამე? - ფინჯანი წინ დაუდგა და მზრუნველად გახედა.
-გახსოვს სტატია, რომ გამოაქვეყნე ვიღაც მაღალჩინოსანზე? - საქმეზე გადაერთო პირდაპირ და სიგარეტი საფერფლეში ჩაჭყლიტა.
-კიი მახსოვს, მეგონა მომკლავდნენ სადღაც ჯანდაბაში რომ წამიყვანეს, - გახსენებაზე გააჟრჟოლა, ახლაც კარგად ახსოვდა იმ სარდაფის გაყინული კედლები.
-გახსოვს იმ კაცის სახელი და გვარი?
-გუჯა მაისურაძე.
-ნამდვილი სახელი? - თვალი მოჭუტა და ახალს მოუკიდა.
-ნამდვილი სახელი და გვარია.
-ნწ, არ არის, - თავი გააქნია და კვამლი გამოუშვა, - კაცი რომელზეც ინფორმაცია გამოაქვეყნე მამაჩემია? - ელენეს ენა ჩაუვარდა, დაიბნა, ზუსტად იცოდა, რომ ის მაღალჩინოსანი გუჯა მაისურაძე იყო, და ახლა გიორგი ამბობდა, რომ ეს ასე არ იყო.
-ეს… ეს როგორ შეიძლება? ეს კაცი… ეს… მამაშენია? - გიორგიმ თავი დაუქნია, - მეხუმრები ხო? მატყუებ. მამაშენი ხო გარდაიცვალა?
-ჩემთვის კი.
-რას ქვია შენთვის კი, - ხმა აუკანკალდა, - როგორ შეიძლება საკუთარ მამაზე, რომელიც ცოცხალია, თქვა მოკვდაო?
-ჩვეულებრივად. მე ახლაც გეტყვი, რომ ის მკვდარია, - ცივად გახედა გოგონას და ხმაში სიბრაზე გაირია.
-გაგიჟდი ხო? ღმერთო ეს რა ხალხია, როგორ შეიძლება ცოცხალი ადამიანი მკვდრად გამოაცხადო?
-დაჯექი, - მექანიკურად ფეხზე წამომდგარი ელენე, მექანიკურადვე დაუბრუნდა ადგილს, - ერთ დღეს მოგიყვები, გპირდები.
-და ახლა რატომ არა?
-იმიტომ, რომ შენი…, - (დაკარგვის მეშინია) დაასრულა გულში და ჩაიღიმა. მაინც რატომ მაინც და მაინც ის და არა ვინმე სხვა. რა დაინახა გიორგიმ მასში, რომ მთელი არსებით მიიზიდა და დაიმონა. რა იყო ამ ქალში ისეთი, რომ გიორგის აზრროვნებაც კი შეუცვალა. იმაზე მეტს ფიქრობდა ვიდრე მანამდე, არ ეძინა, საჭმელს დიდად აღარ ეკარებოდა, ბევრს ეწეოდა. ჭკუიდან გადავიდა ისე, რომ თვითონაც ვერ მიხვდა, უცნობმა ჭინკებმა დაისახლეს მის გულში და ელენე ღრმად ჩაუბეჭდეს,-დრო მოვა და მოგიყვები, - გაუღიმა და ფეხზე წამოდგა.
-გიორგი, ერთი წუთით, - გასასვლელში დაეწია, - აამ, კი მეუხერხულება ამის კითხვა, მაგრამ… გუშინ შენ… მე… ღამე… ანუ დილით კარგად ვერ გავაცნობიერე, დანახული უბრალოდ სიზმარი მეგონა და ჩვენ… მართლა…
-ერთად გვეძინა? - დაასრულა წინადადება, - კიი, ერთად გვეძინა, ერთ საწოლში, მაგრამ ჩვენ შორის არაფერი მომხდარა.
-არა ეგ ვიცი, მთვრალი ხომ არ ვიყავი, ყველაფერი მახსოვს. ისიც მახსოვს, რომ მე გთხოვე დარჩენა, მაგრამ მერე რომ ჩამეძინა…
-მეც ჩამეძინა… შემთხვევით, - ჩაიღიმა და ელენეს აწითლებულ ლოყაზე ცერა თითი ჩამოუსვა. თვალებშიც ჩაეღვარა სითბო, გოგონას მაცდურ, ალისფერ ბაგეს დააშტერდა, გულში მაცდურმა ეშმამ დაურბინა და გრძნობები აუშალა. გოგონას ტკბილ ბაგეს ტუჩები შეახო და ვნებიანად აკოცა. მთელი სხეული სასიამოვნო გრძნობამ აუვსო და ლერწამივით წვრილი სხეული თავისკენ მიიზიდა.

გაგრძელება იქნება.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი სტუმარი ანა

მალე დადე რაა

 


№2 სტუმარი სტუმარი nancho

ერთად წავიკითხე ყველა თავი,ძალიან მომწონს ისტორია,კარგად წერ,მექანიკური შეცდომებს არაუშავს,გელოდები სულით გულით.????

 


№3  offline წევრი sabah alkhyr

სტუმარი nancho
ერთად წავიკითხე ყველა თავი,ძალიან მომწონს ისტორია,კარგად წერ,მექანიკური შეცდომებს არაუშავს,გელოდები სულით გულით.????

მადლობა ძალიან დიდი❤️❤️

 


№4 სტუმარი სტუმარი sabah alkhyr

სტუმარი ანა
მალე დადე რაა

დავდე უკვე და თანხმობას ელოდება <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent