შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თქვენო აღმატებულებავ (7)

9-08-2019, 22:06
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 1 772

თქვენო აღმატებულებავ (7)

- რა სულელია - სიცილით ვუთხარი ილიზს.
- მაგას უკვე დებილი თინეიჯერის ღიმილით რომ ამბობ ხოლმე თუ ხვდები? - შემომხედა ძალიან საეჭვოდ. - მოგწონს შენ ეგ კაცი.
- ბავშვობიდან მეგონა, რომ კაცებს სიყვარული არ შეეძლოთ ილიზ და ახლაც ასე ვფიქრობ. ამ აზრს თავიდან ვერ ვიშორებ. ყველაზე მეტად იმის მეშინია, რომ ვიღაცას სულს ვაჩუქებ და მერე ამ ჩემს სულს სხვა ქალის სხეულში გაცვლის.
- რამე ტრავმა გაქ ბავშვობის თუ რა ხდება?
- კი, მიკი მაუსმა მატკინა გული.
- მამაშენს ხო არ შეუსწარი სხვა ქალთან, როცა დედაშენი ცოცხალი იყო?
- არა, რეებს ამბობ, ღმერთმა დამიფაროს.
- აბა ნიკი მღალატობს? - ჭექაქუხილივით წამოიმართა.
- არა!
- აბა რა ჯანდაბა სჭირს შენს ფსიქიკას. არასდროს არავინ გყოლია, არც არავინ გყვარებია და ღალატისფობია საიდან აიკიდე?
- არ ვიცი.
- მოიშორე თავიდან ეგეთი ფიქრები. ცხოვრება ისეთია, ოხრად გექნება პრობლემები, როცა ოდესმე ვიღაცასთან გააჩაღებ რომანს. ამიტომ წინასწარ ნუ მისცემ საკუთარ თავს ზედმეტ სატკივარს!
- ზოგჯერ დედაჩემი მგონიხარ, ზოგჯერ კი 13 წლის მეზობლის ბავშვი, რომელიც ყველა სკოლიდან გამორიცხეს და ზედმეტად სულელია.
- დიდი მადლობა, არაჩვეულებრივი კომპლიმენტებია. თან ერთდროულად, ორი.
რამდენიმე ჭიქა დავლიეთ. ჰაიდენზე მოვუყევი და ცოტა შევთვერით, მერე მე ბევრი მოვწიე, როგორც მჩვევია. ზოგადად, საუბრისას და ალკოჰოლის მიღებისას, ბევრს ვეწეოდი ხოლმე. მოგვიანებით, ნიკიც ამოვიდა, მცირე დროით, გველაზღანდარა სისულელეები და მერე თავისი საცოლე „წაიღო“ სახლში.
სხვა სიტყვას ვერც ვიხმარდი, მართლა წასაღები გახდა.
დასაძინებლად როცა გავემზადე, კარზე ისეთი ბრახუნი ატყდა, მეგონა ჩემი გატაცება უნდოდათ. ნორმალურ ადამიანს თუ ჰქონია რომ მოძალადე მიადგა სახლში, კარს არ აღებს, ალბათ ასეა ზოგადად. მაგრამ იმდენ ხანს და ისე აუტანლად მიბრახუნეს, მაინც გავაღე. რო რამე, იარაღი მუდამ სახლში მქონდა.
ჰაიდენი დამხვდა - გაცოფებული, გაწითლებული, შუბლთან თავისი მიმზიდველი ძარღვიც კი დასჭიმვოდა და თვალებში ისეთი საშინელი დემონები უკრთოდნენ, გული გამისკდა.
მართლა მომწონდა ასეთი საშიში შესახედაობა როცა ჰქონდა, თუმცა ცოტა არ იყოს, დავფრთხი.
- ეს რა გამიკეთე - წამოიყვირა.
- რა გაგიკეთე? - ვკითხე გაოგნებულმა.
- რატომ არ მითხარი? ვივიენ, მოგკლავ იცოდე, მოგკლავ! მაგრამ შენ სიკვდილი მაინც არ გიშველის, მემგონი სჯობს, თავი მოვიკლა. ან ჩემი სიკვდილი რას უშველის, თუმცა ეგება ამომხდეს სული და აღარ ვიგრძნო ის მომწამვლელი რაღაცეები, რომელიც სულს მინადგურებს.
- ჩამოყალიბდი, მკლავ თუ არა? - ვკითხე სიცილით.
მართლა არაადამიანური გამომეტყველება ჰქონდა. სხვა დროს, ვიფიქრებდი, სახე აქვს წაშლილი-თქო, მაგრამ ახლა მემგონი პირიქით იყო. თუ რამე უგრძვნია ოდესმე - ცუდი, კარგი, ყველაფერს მის სახეზე ამოიკითხავდა კაცი.
- ყველაფერი ვიცი! - ძლივს თქვა ეს სიტყვები, მაგრამ ისე თქვა, მეგონა სიმწრის ცრემლებიც ჩამოუგორდებოდა.
დავიძაბე.
აღარც მისი გაბრაზება მომინდა, აღარც სიცილი. შემეშინდა. ჩემს წარსულს გადავხედე, ისეთი თუ მქონდა რამე ჩადენილი რომ ჰაიდენის ასეთი რეაქცია გამოეწვია.
- რა იცი საყვარელო? - ახლა თაფლივით დამტკბარი ქალის როლი მოვირგე, თორემ ინფაქტი დაარტყამდა და ხელში ჩამაკვდებოდა.
მივუახლოვდი კიდეც.
- ნუ მოდიხარ! არ შემეხო! - დამიღრიალა მთელი ძალით.
აკანკალებულმა ახლა უკან დავიხიე.
- რა ხდება ჰაიდენ? - ხმაშიც შემეპარა ბზარი. მემგონი ცრემლები ჩამომიგორდა, მაგრამ ჰაიდენიც რომ ტიროდა, იმდენად შოკისმომგვრელი იყო, რომ საკუთარი სტრესისთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია.
- ვიცი, რომ კაცი დაიბადე. - გეგონება მთელ სიცოცხლედ დაუჯდაო ამ ფრაზის წარმოთქმა. - თუ ორივე სქესის ორგანოთი, რა მნიშვნელობა აქვს. ყველაფერი ვიცი, ყველაფერი გავიგე.
- ორივე სქესის ორგანოთი დავიბადე?
- ჰო.
- და მე არ ვიცი?
- მშვენივრად იცი ყველაფერი. ერთ მშვენიერ დღეს, ალბათ მეყოფა იმისი გამბედაობა, რომ მწარედ გაგებინო იმაზე პასუხი, რაც გამიკეთე. ვერ ვიჯერებ, როგორ პატარა ბიჭივით მიყვარდი.
მუშტი მოიქნია და ისე მაგრად დაარტყა მაგიდას, იმ წამსვე წრაჭუნით გაფშიკა ფეხები საწყალმა. არადა, ახალი ნაყიდი იყო. აი ეგრეა ეს თანამედროვე ნივთები. ერთი ჰაიდენი სჭირდება რომ სამუდამოდ განუტევონ.
- ჰაიდენ, მართლა ვერ ვიგებ, ვინ გითხრა ეს ყველაფერი ან შენ რატომ დაიჯერე. - პატარა, კეთილი პერსონაჟის ხმას დაემსგავსა ჩემი ლაპარაკი. ისეთი სათუთი და ნაზი გავხდი უცებ, ჯერ რომ კაცობრიობას არ ახსოვდა.
- უკან დაიხიე! - საჩვენებელი თითი მომიშვირა როგორც კი რამდენიმე ნაბიჯით მივუახლოვდი.
უსიამოვნო შეგრძნება იყო, როცა იმ კაცს ეზიზღებოდა შენი სიახლოვე, ვინც წეღან მთელი თავისი არსებით ცდილობდა ცოლად მოეყვანე.
- ვინ გითხრა ეგ სისულელე ჰაიდენ?
- ნიკმა. ყველაფერი მითხრა, სურათიც კი მანახა.
- რისი სურათი განახა, ნუ გამაგიჟე.
- შენი იმის... აი.. - თავისაზე მიმანიშნა. ეტყობა, ჯერ ისე მაგრად არ ჰქონდა ჩემზე ხელი ჩაქნეული და უწმაწურ სიტყვებს ვერ იძახდა.
- ჩემი პე*ისის სურათი ნახე?
- ხო.
- ღმერთო, მე არ მინახავს არასდროს და შენ რანაირად ნახე?
- ეტყობა, კარგად არ უყურებდი თავის დროზე.
- ასე უცებ როგორ შეგზიზღდი?
- შემზიზღდი კი არა, რომც მოკვდე, ერთი წამით არ ვიდარდებ ბატობო ვივიენ თუ რა ჯანდაბაც ხარ! - მომაძახა და გავიდა, გაიჯახუნა.
ჯერ კარგა ხანს ვიტირე, მერე ერთი ხელის მოქნევით გადავიცვი საგარეო კაბა და გარეთ გავვარდი, ტაქსი გავაჩერე.
ნიკთან მივედი.
ახლა მე ჩამოვიღე მისი კარი და გააღო თუ არა, ისე მაგრად დავეჯაჯგურე, გული გადაუქანდა.
- რა ხდება?
- შენ შ*გ ხო არა გაქ? რაები მობოდე ჰაიდენთან? - ვკიოდი.
- სამაგიეროდ, სამუდამოდ შეგეშვება.
- გაგიჟდი? სულ მთლად გადაირიე? - სამზარეულოში შევვარდი, მაგიდაზე რაც იდო, ყველა ჭიკა სათითაოდ დავანარცხე იატაკზე სიმწრისგან.
შეშფოთებული ილიზი გამოვარდა საძინებლიდან.
- ვივიენ, რა მოხდა?
- შენმა ძვირფასმა საქმრომ ჰაიდენს უთხრა, რომ ტრანსგენდერი ვარ.
- რაო?
- ტრანსგენდერი არა, ორივე სქესის ორგანოთი დაიბადა და მერე კაცისა მოიჭრა-მეთქი. - შემისწორა ნიკმა.
- აღარ შემიძლია, დავიღალე - სკამზე ჩამოვჯექი - რატომ არ მაქვს იმის უფლება, რომ დამოუკიდებელი ვიყო და ბედნიერად ვცხოვრობდე? მთელი ჩემი ბავშვობა კაცებს შევალიე და მაინც ისე ხდება, რომ ეს კაცები ანგრევთ ყველაფერს.
- მე მეგონა დასანახად ვერ იტანდი.
- ჯერ უნდა მკითხო, ვიტან თუ არა ვინმეს და მერე შეაძულო ჩემი თავი. რა სურათი აჩვენე შე ს*რო? - უცებ ისე მოვეშვი, თითქმის ჩურჩულით ვაყენებდი შეურაცხყოფას.
- ხუთი წლის წინანდელი. სასაცილო სურათებს ვიღებდით მე და შენ, მაგრამ ერთი სერიოზული, ჩვეულებრივი სურათია, სადაც სპორტულები გაცვია და უბეში რაღაცეები გაქვს ჩატენილი, ვითომ *ვერებიანი ქალი ხარ.
- და ასე ადვილად დაიჯერა?
- არა, ძალიან ბევრი ველაპარაკე. არ მეგონა ხელებში თუ არ ჩამაკვდებოდა. - ისე სასხვათაშორისოდ მიყვებოდა ნიკი ამ ყველაფერს, მომინდა რომ იატაკზე კი აღარ დამეგდო ჭურჭელი, მის თავზე გადამელეწა.
ანაღვლე ამას რამე. გარტყმაში არ იყო, რა ხდებოდა და არც კი ვიცოდი, როგორ ამეხსნა, რომ მომწონდა ჰაიდენის სიყვარული.
- გადაუყვარდი? ასე ერთი ხელის მოსმით? - ყველაზე ჭკვიანური რამე იკითხა ილიზმა. ამ ბოლო დროს, გონების გასხივოსნებით ხასიათდებოდა.
- კი.
- მხოლოდ იმიტომ, რომ ეგონა, ოპერაცია გქონდა გაკეთებული?
- მოიცადე, ეგ ჩვეულებრივი რამეა? - იკითხა ნიკმა - არ უნდა გადაჰყვარებოდა? ეთქვა, უი, არაუშავს, მოდი გავაგრძელებ ამ საყვარელი გოგოს ტრფობას მიუხედავად იმისა, რომ დინგდონგი ებაო?
- ჰო. ჩემს წარსულში ასეთი რამე რომ იპოვნო, დამშორდები? - ჰკითხა ილიზმა.
- ვიპოვნი? - დაეჭვდა ნიკი.
- არა, ისე მაინტერესებს.
- მაშინ არ დაგშორდები.
- დამშორდებოდა - აღმოხდა სასოწარკვეთილს.
- მოიცა, შენ არ დამშორდებოდი?
- რა თქმა უნდა, არა შე გარეწარო! უკვე მიყვარხარ და ვერც კი ვხვდები, რამ უნდა შემაცვლევინოს ეს გრძნობები. ჰაიდენი ეტყობა იდიოტია. შეხედე შენს თავს! - მომმართა მე - რა გიგავს მამრობითი სქესის? რამ გამოაშტერა იმხელა კაცი. ეს ხო მართლა სულელია და გაიხუმრა რაღაცეები, ვითომ არასასიამოვნო თაყვანისმცემელი ჩამოაშორა თავის დაიკოს, ის კიდე ცალკე ნაგავია, რომ ამისი ტყუილები მოისმინა და დაიჯერა. ყველანი ნერვებს მიშლით. გგონია, სერიოზული კაცი იპოვნე, როგორც იქნა, მაგრამ ვინ გაგახარებს ბოლომდე.
- შენ კიდევ მოგხედავ - დავემუქრე ნიკს და წამოვედი.
რამდენიმე დღეში რესტორანში უნდა დამედგა გრანდიოზული შოუ და თან ჰაიდენი ფიქრობდა, რომ პე*ისი მომაჭრეს. ეს ორი თითქოს არანაირ კავშირში არ იყო, მაგრამ საერთოდ სუნთქვაც მიჭირდა, როცა ვიხსენებდი, რანაირი წარმოდგენა ჰქონდა ჩემზე ჰაიდენს.
პრინციპში, კაცმა რომ თქვას, მერე დავფიქრდი და ძალიან გავბრაზდი. ხომ შეიძლება ნებისმიერი ადამიანი დაიბადოს ორი სქესით, მერე გადაწყვიტოს, რომელი ურჩევნია და ისე გააგრძელოს ცხოვრება?
ანუ ვინმემ რომ შეგიყვაროს, მაგაზე პრეტენზია არ უნდა გქონდეს ასეთ დროს, რადგან ვისაც უკვე უყვარხარ, ისიც გიზიზღებს. ეგ არაფერი. ნამდვილ აპოკალიფსს მოვუწყობდი ჰაიდენ სთარს ასეთი ზედაპირული გრძნობების გამო.
ჩემს ძველ ნაცნობს დავურეკე. ადრე მეგობრებიც კი ვიყავით, მაგრამ საშინელი ხასიათი მაქვს, დროდადრო ადამიანები მაბრაზებდნენ და ყველას ძალაუნებრუად ჩამოვშორდი. ნამდვილად არ ვტრაბახობდი ამ ამბით. რამე როცა მემართებოდა, სულ ორი ჭკუის დამრიგებელი მყავდა: ბიძაშვილი და იმისი საცოლე. თან რომ დავფიქრდე, ორივეზე ჭკვიანი ვიყავი (ნუ ილიზი ზოგჯერ მჯობდინა).
- მართლა შენ მირეკავ თუ მეჩვენება? - მკითხა ერთმა ძველმა მეგობარმა, რომელიც დაახლოებით, 1 წელი არ მყავდა მოკითხული. როგორც საძაგელ ადამიანებს გვჩვევია, ახლაც იმიტომ გამახსენდა, რომ მჭირდებოდა.
- მე ვარ დავიდ.
- რა ქარმა აგაკრეფინა ჩემი ნომერი?
- სერიოზული საქმე მაქვს შენთან, ტელეფონით ვერ აგიხსნი.
- კარგი, როდის შეგხვდე?
- ხვალ დილით.
- რამდენად დილით? არ ვიცი თუ გახსოვს, მაგრამ გვიანობამდე მძინავს ხოლმე.
- დავიდ, სერიოზული საქმე მაქვს!
- რამე შარში უნდა გამხვიო?
- კი, ცოტა ხნით.
- მაშინ შემოგწირავ როგორმე ერთ დილას.
- უღრმესი მადლობა, შეხვედრამდე.
იმ ღამით, თვალი არ მომიხუჭავს ნორმალურად. ჰაიდენის სოციალურ ქსელს ვამოწმებდი. თან ისეთ სისულელეზე მიწევდა ნერვიულობა, ცხოვრებაში რომ ვერ წარმოვიდგენდი. მადაც კი დამკარგვოდა. ჩათვლემისას, ერთი-ორ დამპალ სიზმარს ვნახავდი და მერე ისევ მეღვიძებოდა. ამიტომ თითქმის ღამენათევი ავდექი დილით და პირდაპირ დავიდის სანახავად გავემზადე. გამიკვრიდა, ჩემზე ადრე მისულიყო რესტორანში, ღიმილით და მოთმინებით იჯდა.
დამინახა.
კიდევ უფრო გაეხარდა.
- როგორ ახერხებ, ყოველ დღე უფრო ლამაზი იყო? - მკითხა და ლოყაზე მაკოცა.
- გუშინ წინ უფრო ლამაზი ვიყავი. - ჩავილაპარაკე სევდიანად.
- რა ხდება ვივი?
- შენი დახმარება მჭირდება. ვიცი, რომ აქამდე ყურადღებას არ გაქცევდი და...
- მაგარი ფეხებზე გეკიდე, მაგრამ ახლა დაგჭირდი. ეგ არაუშავს. მეც ხომ გთხოვე ერთხელ ფულის სესხება, მიუხედავად იმისა, რომ მთელი წელი გამარჯობა არ მითქვამს შენთვის?
- მიხარია, რომ სწორად აზროვნებ - გამეცინა - რთულად და სასაცილოდაა საქმე. ვერ ვიტან ადამიანებს ძალით რომ აეჭვიანებებ, გოიმობად და უაზრო საქციელად მივიჩნევ, მაგრამ ზეგ საღამოს მჭირდები, როგორც ჩემი საქმრო.
- რას მეუბნები? - თვალები გაუფართოვდა - სახალისო რამე ჩანს.
- ვინმე თუ არ გყავს, ვისთანაც გერიდება ასეთი საქციელი, შეგიძლია დამეხმარო?
- არა, არავინ მყავს. პირიქით, ერთმა ქერამ მიმაგდო ამასწინათ და შენთან თუ მნახავს მაგრად დაიბოღმება. რაშია საქმე, ვინ ამოვიღეთ მიზანში?
- ისეთი სასაცილო და ჩახლართული ამბავია, რომ მოკვდები სიცილით. მე მეტირება, მაგრამ მაინც. ამ ბოლო ორი თვის მანძილზე, ვიღაცას ძალიან ვუყვარდი.
- შენ?
- მე არა, მაგრამ სიმართლე რომ გითხრა, იმედის ყველა ძაფი არ გამიჭრია. მასთან ერთად ვვახშმობდი ხოლმე, ვსეირნობდი და მსგავსი წვრილმანები.
- ანუ რომანი არ გქონიათ?
- არა. ერთო-ორჯერ ვეკოცნავე - ვთქვი სიცილით.
- რა იყო ვივიენ, 13 წლის ხარ?
- 13 წლისები კოცნაობენ?
- არ ვიცი, მაგრამ სექსი არ აქვთ ხოლმე იმედია. ვინ არის ისე ეგ შანსიანი იღბალა?
- იცოდე, არავისთან დაგცდეს!
- სამარე ვარ.
- ჰაიდენ სთარი.
- რას მელაპარაკები, გაგიჟდი? - წყალი მოიყუდა და ერთი ამოსუნთქვით ჩაცალა მთელი ჭიქა. - ჰაიდენ სთარი გეძლევა?
- მეძლეოდა - შევუსწორე - ნიკმა იეჭვა რომ ვუყვარდი და ჩემზე ისეთი სიგიჟე უთხრა, ვერ წარმოიდგენ.
- რა უთხრა?
- ვითომ ბავშვობაში კაცის სასქესო ორგანოთი დავიბადე და მერე მომაჭრეს. ჰოდა, ჭკუიდან გადადგა ეგ იდიოტი.
სიცილით გასკდა.
იმხელაზე ხარხარებდა, ბოლოს მომერიდა რომ მასთან ერთად ვიჯექი.
- ჩაგეხადა და დაგემტკიცებინა, რომ არ გაქვს ოპერაციის შრამები.
- მეტი საქმე არ მაქვს, ვინმეს ვუმტკიცო.
- და მაგის გამო აღარ უყვარხარ?
- გამარჯობა! აი, ასეთი აზროვნება მჭირდება ადამიანებში! - მაღლა ავიხედე, ცაში და ღმერთს ვუთხარი თითქმის.
- ჰოდა დავსაჯოთ. ისეთი საქმრო გეყოლები, მთელი საღამო თვალს არ მოგაცილებ საჯდომიდან.
- საქმრო მინდა და არა აღგზნებული საყვარელი დავდიდ.
- ნუ გეშინია, იმედს არ გაგიცრუებ. ისე როგორ გგონია, იეჭვიანებს?
- არ ვიცი. ნეტა მართლა მებას ის ოხერი ასო, გადავკუზავდი, მაგრად ვი*მარდი და ასე გადავუხდიდი სამაგიეროს.
- საწყალი. შესაფერისი სასჯელი იქნებოდა. ისე, შენზე ცოტა უფროსი არ არის?
- კი. თავიდან სულ ბებეროს ძახილში მყავდა, მერე მაგისი სხეული ვნახე და... - ღრმად ჩავისუნთქე.
- მოგწონს?
- გარეგნულად რა თქმა უნდა. ბრმა კი არა ვარ. უბრალოდ, ისე მომიშალა ნერვები, სიყვარულის თუ რამე მარცვალი იყო გასაღვივებელი, ყველა ერთად ამოიძირკვა. ბებერი გარეწარი!
- მაშინ დედა ვუტიროთ მაგ ბებერ გარეწარს! - ხელი გამომიშვირა და მეც ხეირიანად ჩავურტყი. შორიდან ვიღაცამ სურათი გადაგვიღო.
- არ დაიბნე, ეს ნიკის ახლობელი პაპარაცია. როცა რამე სკანდალის ატეხვა უნდა, მომენტს ქმნის ხოლმე და ამას აღებინებს სურათებს. დღეს ინტერნეტსივრცეში გაავრცელებს ჩვენი ვახშმის კადრებს.
- მიყვარს ჭკვიანი ქალები - ხელი ხელზე დამადო. ორივემ გავუღიმეთ ერთმანეთს. მაგარი აფერისტები ვჩანდით და მხოლოდ კი არ ვჩანდით, ვიყავით კიდეც.
საღამოს ვერცხლისფერ კაბაში გამოვეწყვე. თან ისეთ ფორმაში ვიყავი, გეგონება სხვებს უმტკიცებს რომ არასდროს არ ყოფილა კაცი და კაცად ყოფნის პოტენციალიც არ აქვსო.
რესტორანში ერთად მივედით მე და დავიდი. მამაჩემი არ მოვიდოდა, თან წინასწარ მყავდა გაფრთხილებული, რომ რაღაცა ოხუნჯობის ჩადენას ვაპირებდი და უკეთესი იქნებოდა თუ საერთოდ არ ნახავდნენ მის რეაქციას, ნიკისთვის კი ისეთივე მოულოდნელი უნდა ყოფილიყო ეს სიახლე, როგორც ჰაიდენისთვის. ნიკზეც ხომ მქონდა შური საძიებელი?
ჰაიდენი მოვიდა.
ცოტა გამიკვირდა. ვიფიქრე, რომ დღეს არ მეახლებოდა. თუ ჭირივით ვეზიღებოდი, რატომ უნდა გამოჩენილიყო ჩემს რესტორანში, ჩემს მიერ მოწყობილ წვეულებაზე? ვიღაცა ქალი ახლდა თან. აი, ამ ქალის მოყვანის მიზეზს ვერ ჩავწვდი, მაგრამ ჯანდაბას. იმედია, თავიანთი ნიშნობის გამოცხადებასაც არ აპირებდნენ, თორემ ყველას თვალწინ ჩავიხდიდი, დავამტკიცებდი თუ რამდენად ქალი ვარ და მერე მართლა სხვას გავყვებოდი ცოლად ჯინაზე.
ძალიან ბევრი დავუკარი. იმდენხანს ვიჯექი როიალთან, საჯდომი გამიოფლიანდა.
მერ გადავწყვიტე, ცოტა გართობაც არ მაწყენდა. ჰაიდენს მივუახლოვდით კმაყოფილი და სასიამოვნო ღიმილით.
- მისტერ სთარ, ძალიან გამეხარდა თქვენი დანახვა - მაქსიმალურად დამაჯერებელი ვიყავი, მაგრამ არ გადამიკოცნია. ბოლოს რომ ვნახე, ჩემი სიახლოვე გულს ურევდა და ახლა ხვევნა-კოცნას ვერ დავუწყებდი.
- გამარჯობა - უხეშად მომიგდო ერთი სიტყვა და თვალი ამარიდა.
- ეს მშვენიერი ქალბატონი ვინ ბრძანდება? - ვიკითხე გაბადრულმა.
- ქეთლინი ვარ, დღეიდან თქვენი მუსიკისა და მხატვრობის დიდი თაყვანისმცემელი - ხელი ჩამომართვა აღფრთოვანბულმა - სხვათაშორის, ჩემთვის და ჰაიდენისთვის ძალიან სიმბოლური ხართ. ჩვენი პირველი შეხვედრა თქვენს კონცერტზე შედგა ერთი წლის წინ, ორივენი მონუსხულები გისმენდით. ყოველთვის მიხარია, როდესაც ასე ახალგაზრდა და ასეთ ნიჭიერ ადამიანებს ვხედავ - ხელი დედობრივი მზრუნველობით მომიჭირა ხელზე.
სახეზე ღიმილი შემაშრა.
ჰაიდენს შევხედე.
ეს ის ქალი იყო... ლიტერატურის მასწავლებელი და ზუსტად ამ ქალთან პაემანზე მყოფს შევუყვარდი. როგორი სისულელე და ეგოიზმია, როცა მშვენიერ მანდილოსანთან ერთად კონცერტზე მიდიხარ, მოულოდნელად კი პიანისტს ხედავ სცენაზე, რომელიც გულს გპარავს.
ეს ისტორია საუკეთესო რამ იყო ჩემს ცხოვრებაში.
ისტორია, სადაც ჰაიდენმა დამინახა და მოჯადოვდა, საუკეთესო იყო, რაც კი გამაჩნდა და ახლა თვალწინ მომპარეს.
- რა ჩაიფიქრე? - მკითხა ილიზმა, როცა ჰაიდენს ჩამოვშორდი.
- ნახავ. - ეშმაკურად ჩავილაპარაკე, სცენაზე ავედი და მიკროფონი ცერემონიულად გადავეცი დავიდს.
- ეს მშვენიერი საღამო პატარა რომანტიკის გარეშე ხომ ვერ ჩაივლიდა? ამის გათვალისწინებით, მე და ქალბატონ ბიშოპს გვსურს გამოვაცხადოთ, რომ დავინიშნეთ. - წარმოთქვა დავიდმა. ჰაიდენს ღიმილით შევხედე - ალბათ ერთ თვეში, ვიწრო წრეში გადავიხდით პატარა ჯვრისწერის ცერემონიას.
ტაში გაისმა.
შემომხედა და მსუბუქად მაკოცა ტუჩებში.
ესეც გათვალისწინებული გვქონდა, მაგრამ ის აღარ გაგვითვალისწინებია, რომ ჰაიდენი ელვის სისწრაფით მოიჭრებოდა ჩვენთან და ისეთ მუშტს დაარტყამდა დავიდს, რომ საბრალო კაცი, ეგრევე მოწყვეტით გაადენდა ბრაგვანს იატაკზე.
ისეთი ალიაქოთი ატყდა, გული ლამის წამივიდა.
მეც მქონდა საკუთარი ემოციები... სწორედ ამ ემოციების მოზღვავების გამო, ჰაიდენს მაგრად გავაწანი სახეში სილა და მერე ორივე ხელით ჩავაფრინდი მის ყელს.
ვახრჩობდი.
ის კი არ იძვროდა.
- მიდი, მომკალი... მეც მირჩევნია, რომ შენ მომკლა - მომიგო განადგურებული სახით.
- ესეც ჩვენი პატარა ოჯახური სკანდალი - გავიგონე ნიკის ხმა. ჯერ დავიდი წამოაყენა. ჩემი და ჰაიდენის გაშველებას რატომღაც არ ჩქარობდა.
ბოლოს ილიზი მეცა, ხელი ძლივს გამაშვებინა.
- ყველანი სამზარეულოში! - დაგვიყვირა და მკლავში ჩამაფრინდა, თითქმის ძალით გამიყვანა იქიდან.
- რა ჯანდაბა დაგემართათ ყველას? - ხმამაღლა გვტუქსავდა ილიზი.
ჰაიდენი დავიდისკენ იწევდა, ნიკი აჩერებდა, როგორ არ ვიცი, მაგრამ აჩერებდა როგორღაც. მე ისევ ჰაიდენის მოკვლა მინდოდა... როგორც არ ვიცი, მაგრამ მე ილიზი მაჩერებდა.
- მოგკლავ! ტვინს გაგასხმევინებ! - ღრიალებდა ჰაიდენი და შარვლის ადგილას ისე მონდომებით იფათურებდა ხელებს, გეგონება რაღაცას ეძებსო.
- მე ამოგაცალე იარაღი, როცა ჩემი და გახრჩობდა - აუხსნა ნიკმა - ცოტა შემეშინდა, ვიფიქრე არ მომიკლას ბავშვი-თქო.
- შენ გაბრაზების უფლებაც კი არ გაქვს. საერთოდ არაფრის უფლება არ გაქვს! - დავუყვირე ჰაიდენს. მზარეულები ცოტა შეშინებული ჩანდნენ ჩვენი ისტერიკით.
- ფეხებზე , ამ იდიოტს მაინც არ გაყვები ცოლად!
- უკაცრავად? - შეიცხადა ნიკმა - ეგ მე უნდა ვთქვა და არა შენ. მართლა რისი უფლება გაქვს, შენი გაზრდილია თუ სკვერში ასეირნებდი ხოლმე პატარა როცა იყო? მომინდომეს აქ აკრძალვებზე და ქორწინებაზე ლაპარაკი. - უცნაური იყო, რომ ჩემი ბიძაშვილი ყველაზე გამწარებული ჩანდა... გეგონება ამას მოუთრია კაცმა ვიღაცა ლიტერატურის მასწავლებელი საეჭვიანოდ, გეგონება ამაზე ეთქვათ უარი არარსებული მიზეზებით - გათხოვდები კი არა, ერთი თვე სახლიდან ფეხს არ გამოადგამ!
ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ საწყალი დავიდი ჰაიდენის მუშტისგან გონზე ჯერ ვერ მოგებულიყო ბოლომდე, მაგრამ მაინც ეცინებოდა ამ სიტუაციაში.
ნამდვილად გამეცინებოდა გვერდიდან რომ მექცირა.
მაგრამ სამწუხაროდ, ეპიცენტრში ვიყავი და სატირალი უფრო ბევრი მქონდა.
- ვაიმე, მამიკო, არ დამსაჯო რაა - ვთხოვე თლიფინით - შენ ხომ ცალკე გაგიგდნებ წიხლქვეშ ამ საშინელი ტყუილის გამო. ამას კიდე საერთოდ მოვკლავ!
სამზარეულოში ერთ მოზრდილ ხორცის დანას მოვკარი თვალი.
ხელში ავიღე და ჰაიდენს მივუახლოვდი.
- არ გაჰყვე ცოლად და თუ გინდა მომკალი - წარმოითქვა მან.
- მართლა ჰაიდენ? და მერე ჩემი ორსქესიანი წარსული? - ვკითხე ცინიკურად.
- უშენოდ ორი დღის გატარება იმდენად უფერული და უაზრო იყო, რომ ფეხებზე - ხელები გაშალა და სიცილით თქვა.
მემგონი საკუთარ თავზე ეცინებოდა.
ან საკუთარ გადაწყვეტილებაზე.
- ანუ მაინც ცოლად მოგყავს? - ჰკითხა ილიზმა და ნელა, ფრთხილად გამომართვა დანა.
- მომყავს!
- არასოდეს არ გავყვები შენნაირ ს*რს! - წარმოვთქვი საკმაოდ გარკვევით და დავიდს მოვკიდე ხელი, უკანა გასასვლელიდან გავედით. скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.

№1  offline წევრი ლუკკიანეცცი

ვაი ეს რაიყო?:დ მოკლედ ამათზე გიჟი თუ ვინმე არსებობდეს რა. ვახ რა სასაცილო კაცია ეს ჰაიდენი:დ ნიკის ტყულიზე იმდენი ვიცინე ჩავბჟირდი. ვივიენის და ჰაიდენის საყვარლობა მომენტები მომენატრა იმედია მალე შერიგდებიან.❤❤ შენს ნიჭიერებაზე აღარაფერს ვამბობ მაგრამ პატარა თავებია და არ მყოფნის რა:( ჰოდა რა მოითმენს მომდევნო თავამდე. მაგრამ ველოდები ხოლმე სხვა რაგზაა. ვატყობ დასრულების შემდეგ ახლიდან მომიწევს სრულად წაკითხვა რომ ისტორიის ხიბლი ბოლომდე შევიგრძნო:დდდ მოკლედ მიყვარს ეს ისტორია და შენც ძალიან, აბა შენიცი გისურვებ ულევ მუზას:დ❤❤❤

№2  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ლუკკიანეცცი

ვიამე ჩემო ოქროვ და ბრილიანტო, უდიდესი მადლობა რომ ასე მანებივრებ კომპლიმენტებით <3
გიჟობები ჯერ კიდევ წინ გელის თან ძალიან დიდი <3

№3 სტუმარი სტუმარი ქეთი

აუუუ ეს თავი იყო სუპერი რაა აი დაგლიჯა რაა ???? ???? ???? ???? ისეთ მაგარ ხასიათზე დამაყენა და ნასიამოვნები დამტოვა ამაღამ ტკბილად დავიძინებ ????????????????????????სუპერ ენ ჯეინ ???????????????????? კიდევ თავიდან წავიკითხე ????????????მაგარი ხარ ენ ჯეინ ????????????????????????

№4  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სტუმარი ქეთი
აუუუ ეს თავი იყო სუპერი რაა აი დაგლიჯა რაა ???? ???? ???? ???? ისეთ მაგარ ხასიათზე დამაყენა და ნასიამოვნები დამტოვა ამაღამ ტკბილად დავიძინებ ????????????????????????სუპერ ენ ჯეინ ???????????????????? კიდევ თავიდან წავიკითხე ????????????მაგარი ხარ ენ ჯეინ ????????????????????????

აუუუ მართლა ასეთი კარგი იყო? გაიხარეე <3 ძალიან მიხარია რომ გაგამხიარულე და გემრიელად დაიძინეებ <3

№5 სტუმარი Monika

Dzalian kargi iyo magarm ase pataras ar velodi didi xani velodi????????

№6  offline წევრი Margarethe Jose

იცი რაა
რაც არ უნდა მაგარი ქალი იყო და რაც არ უნდა გააკეთო, ფეხებიც რომ შეიდგა წელზე კაცი მაინც გიღალატებს. იმიტომ რომ ვირია და აი "იმის" მონა. - ეს გადაეცი შენს ვივის.
აი, ნიკი ხომ არის ღირსი ვინმე ორსქესიანმა უტყლაშუნოს ორივე "დიდება" 24/7ზე ჰაა
ნერვები მომეშალა
არა ბევრიც ვიცინე, მაგრამ მაინც როგორია ახლა:დდ
მომინდომა ბიჭმაა ოოჰ

ეგ ჰაიდენი კიდევ გიჟიი
დებილი, გადარეული და ფსიხი.
ქართველებზე რომ წერდე სვანიათქო ვიტყოდი და ვსო. მაგათნაირი ხისთავიანი და რეგვენია მაგრამ არ არის და ჰაა.
ნუ რავიცი რაა
მოკლედ კარგი არაფერი არ მათქმევინე და რა გიყო. მოგიკვდეს ჩემი თავი:დ მაგრამ დაიმსახურე და სულ თაფლს მოგისხამ აი აქვე და შაქარს მოგიფანტავ.
არა, ისე რა შენი ბრალია ესენი არიან ოხერი ხალხი თორემ..:დ
გელოდებიი

№7  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Margarethe Jose

ვაიმე ძაან საყვარელი ხარრ :დდდდდდდდდდდდ
"მოგიკვდეს ჩემი თავი" მომეწონა.
არა, რაც მართალია, მართალია, მე აქაც ქათინაურების ქვეტექსტს ვხედავ და რა ვქნა, სად გადავხტე?
გაიხარე, მიყვარხარ <3

Monika
Dzalian kargi iyo magarm ase pataras ar velodi didi xani velodi????????

უდიდესი მადლობა მონიკ <3

№8 სტუმარი ნათია41

ასე მგონია ლუკმა წამართვი პირიდან. ეს რა სიგიჟე იყო მაზოხისტურად მომწონს გაცეცხლებული და ერთმანეთის მოსაკლავად მზადმყოფი ჰაიდენი&ვივი. ეხლა თუ არ გაეკიდა ჰაიდენი მერე მე წავახრჩობ თან სიამოვნებით❤

№9 სტუმარი სტუმარი ლია

მაგარი თავია.

№10  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ნათია41
ასე მგონია ლუკმა წამართვი პირიდან. ეს რა სიგიჟე იყო მაზოხისტურად მომწონს გაცეცხლებული და ერთმანეთის მოსაკლავად მზადმყოფი ჰაიდენი&ვივი. ეხლა თუ არ გაეკიდა ჰაიდენი მერე მე წავახრჩობ თან სიამოვნებით❤

მეც მაგრად მომწონს რომ ახრჩობს ჰაიდენს :დდ
იმედია, ბოლოს არ შემომაკვდება:დდ

სტუმარი ლია
მაგარი თავია.

მადლობა ლიაკო <3

№11  offline წევრი Maariiammi

აღარავარ ცოცხალიი დდდდ:
ეს რა იყო, ასეთი მაგარი თავი ჯერ არ წამიკითხავსს, გადავბჟირდიი
აღარ შემიძლია დდდდ
უმაგრესი მოთხრობის უმაგრესი თავი იყო❤

№12  offline წევრი დამპალი სული

ძალიან უაზრო საქციელი მგონია ადამიანზე გულის აცრუება, როცა იგებ, რომ მას ადრე ჰქონდა, რაც არ მომხდარა, მაგრამ ადამიანი, როცა გიყვარს ეს არ უნდა გახდეს გადაყვარების მიზეზი.
მაშასადამე, ჰაიდენს არ აქვს რაღაც მხრივ პრიორიტეტები განსაზღვრული, Imho.
შეიძლება განრაზდე, როცა გატყუებენ, მაგრამ არ არის ისეთ დონეზე ამათი ურთიერთობა, რომ ტყუილების გამო გაუჭედონ ერთმანეთს, ან ყველაფერი თავზე დაამხონ.

ხოდა რას ვამბობდი.....
იმას, რომ ჰაიდენს არ უყვარს ვივიენი, შესაძლოა აქვს რაღაც გრძნობები, მაგრამ ის, რის გამოც ადამიანთან მთელი ცხოვრების დაკავშირებაც გენდომება - ეგ არც იცის ჰაიდენმა და ვერც მიხვდება, თუ კარგად არ დაფიქრდება და გაანალიზებს.
ცოტა არ იყოს და დისკრიმინაციულიც იყო მისი ეს გამოსვლა იმ მასის მიმართ, ვინც დაბადებისას ორი გენეტალიით მოევლინა ქვეყანას.

ნუ მოკლედ, საბოლოოდ არ ვიცი მისი ეს საქციელი აფექტს დავაბრალო, არასაკმარის გრძნობებს, თუ რას, მაგრამ მოწონებით რომ არ მომეწონა, ეს უკვე აღინიშნებოდა ზემოთ(ჩემს კომენტარში).

ვივიენი კიდე, რაც არ უნდა იაზრებდეს, რომ ეჭვიანობის სცენის დადგმა ყველაზე დიდი გოიმობაა, მაინც ამას აკეთებს და ამ ხერხით ცდილობს აზღვევინოს, როცა შეუძლია რომ რაღაც პირდაპირ სახეში მიახალოს, ქირურგის დასკვნები დაუდოს და შეარცხვინოს/მიატოვოს, თან ეს არ იქნება უაზრო თავის მართლება, ეს უფრო მეტად ეტკინებოდა ჰაიდენს, ვიდრე ეჭვიანობის სცენა, რადგან მისთვის საყვარელ ადამიანში ეჭვი შეიტანა, ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა მის პიროვნებას და პრიორიტეტებს.
კი მართალია, ბოლო მომენტში მან გაიაზრა, რომ ადამიანის დაბადებისას მიღებულ გენეტალიებს, თუნდაც ორს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ მისი პირვანდელი საქციელი(გაგიჟება) ნათლად უსვამდა ხაზს მის პიროვნულ მახასიათებლებსა და ფიქრებს.

№13  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Maariiammi
აღარავარ ცოცხალიი დდდდ:
ეს რა იყო, ასეთი მაგარი თავი ჯერ არ წამიკითხავსს, გადავბჟირდიი
აღარ შემიძლია დდდდ
უმაგრესი მოთხრობის უმაგრესი თავი იყო❤

აუ გაიხარე <3 დიდი მადლობა <3

დამპალი სული

ვაიმე აქამდე რატო არ გიცნობდი შენ?
გაოგნებული ვარ, ასე პირდაპირ ჯერ არავის გაუგია ჩემი ნაწერი. გეგონება ტვინში მეჯექი.
სიმართლე რომ გითხრა, ზუსტად მაგის გადმოცემას ვცდილობდი, რომ ძალიან დიდი სისულელეა ეგეთი მიზეზის გამო გული აიცრუო საყვარელ ადამიანზე.

№14  offline წევრი დამპალი სული

ენ ჯეინი

ალბათ იმიტომ არ გიცნობდი, რომ კომენტარების წერა არ მიყვარს, მაგრამ რაღაცას, როცა ვკითხულობ და წამოჭრილი საკითხო საკმაოდ აქტუალურია და არ არის ჩვეულებრივი ლავ სტორისგან გამომდინარე ჩხუბი, როგორც ზოგი აღიქვამს, ნუ ცუდი ამაში არაფერია, მაგრამ საკითხს, როცა სხვა კუთხით ხედავ და თან საკმაოდ აქტუალურიცაა, მაგ დროს აზრის არ დაფიქსირება ძნელია.

№15  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

მიხარია, რომ სწორად გაიგე ყველაფერი.
მადლობა <3

№16  offline წევრი გროსმაისტერი

იისად გამიწყვიტე გაგიბრაზდიმეშენიცოდე

№17  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

გროსმაისტერი
იისად გამიწყვიტე გაგიბრაზდიმეშენიცოდე

ხვალ დაბრუნდებიან <3

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent