შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დეტექტივობანა - (28)


10-08-2019, 00:05
ავტორი omexi
ნანახია 8 659

დეტექტივობანა - (28)

დღე მეთორთმეტე
სახლი ცარიელი იყო, მასპინძელი ადრიანად წასულიყო.
საძინებლიდან რომ ჩამოვედი, პირველად თვალში იდეალური სისუფთავე მომხვდა, კახაბერს ოთახი მიელაგებინა, გამოეგავა, ვერც გუშინ ამობეჭდილი დოკუმენტების დასტა შევამჩნიე, კომპუტერის მაგიდაზე მხოლოდ ერთი ფურცელი იდო.
ლაშა ფურცელისკენ დახრილიყო და კითხულობდა, ოთახში შესული რომ დამინახა, გადმომხედა და მოწყენილი ხმით მითხრა.
- ინსტრუქცია დაგვიტოვეს.
ფურცელს დავწვდი, ზედ ლამაზი, მომრგვალებული ასოებით შემდგომი ტექსტი იყო ჩამოწერილი: - «დეპარტამენტში წავედით, უფროსობასთან საქმის ოფიციალური აღძვრა და ეჭვმიტანილების დაკითხვა უნდა შევათანხმოთ, ჩვენს მოსვლამდე არსად წახვიდეთ».
წერილის ავტორი ვერ მივხვდი ვინ იყო, კალიგრაფია ქალისას წააგავდა, თუმცა კახაბერ თორდიასაც არ გამოვრიცხავდი, პედანტი ადამიანი გახლდათ, გავიხსენე პირველი შეხვედრისას მისმა მოვლილმა ხელებმა გამაოცა, თუმცა ექიმს უმეტესად ხელები უნდა ჰქონდეს მოწესრიგებული, ამიტომ სულაც არ გამიკვირდებოდა ეს ლამაზად მომრგვალებული ასოთნიშნები მისი დაწერილი ყოფილიყო.
მოკლედ ამას არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ახლა უფრო მთავარი ის ფაქტი გახლდათ, რომ კვლავ შინაპატიმრობაში ვიყავით, მართალია პირობები გადასარევი გვქონდა: სითბო, სიმყუდროვე, სისუფთავე და საჭმელ-სასმელი არ გვაკლადა, მაგრამ მაინც ტყვეები გახლდით, ერთი ძველი ქართული ანდაზა გამახსენდა, რომელიც ზუსტად შეესაბამებოდა ჩვენს იმჟამინდელ მდგომარეობას: - «გალია ყველა ერთია, გინდ ოქროსი იყოს, გინდ ხისა».
გარეთ კვლავ თოვდა, მართალია ისე ხვავრიელად არა როგორც გუშინ, ფანტელები ნარ-ნარად მოფარფატებდნენ მოქუფრული ციდან, მაგრამ რაც მთავარია ზამთარი ბოლომდე ამზეურებდა თავის სუსხიან ხასიათს.
ყინავდა კიდეც, ფანჯრის მინები ყინულის ნახევრადგამჭვირვალე ორნამენტებით მოქარგულიყო.
ცოტა ხანი ფანჯარასთან ვიდექი და ყინულის თხელი ფენის მიღმა, ფანტელების «ზამთრის ვალსს» თვალმოუშორებლივ ვაკვირდებოდი.
რა უნდა გვექნა? ერთადერთი რაც დაგვრჩენოდა ლოდინი იყო, ამიტომ ტახტზე წამოვგორდი ტელევიზორი ჩავრთე და შევეცადე, დრო ლათინო-ამერიკული კლიპების მოსმენით მომეკლა.
რა ამბავს მოიტანდა მასპინძელი? ეს შეკითხვა გონებიდან არ მშორდებოდა.
ლაშაც გალიაში გამომწყვდეული მხეცივით აწყდებოდა კედლებს, ხან ფანჯარას მიადგებოდა და გადათეთრებულ «მწვანე ყვავილას» ათვალიერებდა, ხან კი კომპიუტერის აციმციმებულ მონიტორს მიაცქერდებოდა არაფრისმეტყველი თვალებით.
მთელი დღე ასე გავატარეთ, უსაქმოდ ვიჯექი, არც არაფერზე ვფიქრობდი, მოკლე, ლაკონური სიტყვებით ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს, ეს ბოლო დღეები იმდენი დრო გავატარეთ ერთად, რომ სალაპარაკო თემაც კი ამოგვეწურა.
საღამოს ცხრა საათზე თორდია დაბრუნდა, აღელვებული ჩანდა, ოთახში ისე შემოვარდა, არც ჩექმები გაუხდია და არც ქურქი, ხმაურით გადაკვეთა მისაღები, ხის იატაკზე სველი ნაფეხურები დატოვა, საძინებელში შევიდა, ცოტა ხანი მისი ხმადაბალი გინება მესმოდა.
მე და ლაშა დაბნეული მვჩერებოდით ერთმანეთს, მეგონა დრო უსაშველოდ გაიწელა, სინამდვილეში თორდია რამედნიმე წუთში საძინებლიდან გამოვიდა, შევამჩნიე ქამარზე ტყავის პატარა ბუდე, ეგრეთ წოდებული «კაბურა» ემაგრა, საიდანაც პისტოლეტის ყავისფერი ტარი მოჩანდა.
იარაღებში დიდად ვერ ვერკვევი, ამიტომ ტვინის ჭ....ტა არ დამიწყია რა ტიპის პისტოლეტი ჰქონდა.
- უნდა წავიდეთ, - მოკლედ გვითხრა.
- რა ხდება? - დაბნეულმა ვიკითხე.
არაფერი მიპასუხა, მხოლოდ ერთხელ გადმოგვხედა მისი ცივი, ჭრელი თვალებით და ამჯერად კომპიუტერს მიადგა.
უჯრიდან ფლოპი-დისკი ამოიღო, ჭრილში ტკაცანით ჩააჯინა და ზედ ინფორმაციის გადაწერა იწყო. შევამჩნიე სწორედ იმ ფაილებს იწერდა, რომლის კოპირება ჩვენ წინა დღით უკვე მოვასწარით.
ლაშამ შეთქმულივით გადმომხედა და ხმადაბლა ჩამჩურჩულა.
- რაღაც ხდება, შეიარაღდა, - ცოტა ხანი «კაბურას» უმზერდა, შემდეგ გარკვეული გადაწყვეტილება მიღო და ჩურჩულით დაუმატა, - 7,62 კალიბრიანი «ტე-ტე» აქვს, ტიპიური პოლიციური იარაღია.
არაფერი მიპასუხია, ჩემგან განსხვავებით ის პროფესიონალურად ერკვეოდა ცეცხლსასროლ იარაღში, მუდამ იმდიდრებდა ცოდნის მარაგს, 90-იანების საქართველოში ინტერნეტ სივრცე ჯერ კიდევ მიუწვდომელი იყო, ამიტომ გარკვეული საბაზისო ცოდნა, რომ შგეძინა აურაცხელი ლიტერატურა უნდა გეკითხა.
ლაშაც მუდამ სამხედრო ან ინფორმატიკულ სახელმძღვანელოებს ეტანებოდა, ყოველთვის სიამაყით მაჩვენებდა იარაღების იშვიათ ილუსტრირებულ ენციკლოპედიას, რომელსაც მის ბიბლიოთეკაში საპატიო ადგილი ეჭირა.
ამიტომ მისი დასკვნა ეჭვის ქვეშ არ დამიყენებია, მეგობარს ზურგი ვაქციე, კლავიატურისკენ თავდახრილ მასპინძელს ფეხათრევით მივუახლოვდი, ხმადაბლა ჩავახველე და კვლავ ვკითხე.
- რა მოგივიდა კახაბერ?
ელნაკრავივით შეხტა, არ ვიცი შეკითხვაზე ასეთი რეაქცია რატომ ჰქონდა, მშვიდად და ხმადაბლა დავუსვი, ალბათ ჩემმა მეგობრულმა ტონმა თუ გააღიზიანა, მკვეთრად ამომხედა და უხეშად მომიგო.
- მივდივართ.
ლაშა შუბლმოჭმუხნული უმზერდა.
- რაღაცას გვიმალავ, - კატეგორიული ტონით უთხრა, - დაგინახე როგორ შეიარაღდი საძინებელში.
თორდიამ ჩაწერილი დისკეტა ფლოპი-ჭრილიდან გამოაძრო, შემდეგ ახალი ჩადო, ქამარზე დამაგრებული «კაბურა» ქურქის კალთით დაფარა, მკვეთრად მოგვიტრიალდა და დამარცვლით გვითხრა.
- ამ საქმეში «პავლოვიჩიცაა» გარეული.
ტანში გამცრა, ესე იგი საგამომძიებლოს «შეფი» დამნაშავეობრივ სინდიკატთან გარიგებაში იყო? მოულოდნელად გავაცნობიერე ამდენი ხანი რატომ ვერავინ გამოააშკარავა ეს დანაშაული? ჩემი აზრით მას შესანიშნავად ნიღბავდა მირიან ტყეშელაშვილი.
ნელ-ნელა, სვენებ-სვენებით კიდევ ერთხელ გავიაზრე თორდიას სიტყვები და ყველაფერს მივხვდი, აი თურმე რატომ ფიგურებდნენ «ტრეფიკიორთა საქმეში» უმეტესად ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები? მთავარი გამომძიებელი, უშიშროების ოფიცერი და საგამომძიებლოს «შეფი». ისინი ამ საქმის შემოქმედნი იყვნენ, დამნაშავეობრივი სინდიკატის უჩინარი «ბოსები», რომლებიც თავიანთი სისხლიანი ხელებით განაგებდნენ საბრალო უსახლკაროების ბედს.
ლაშას გადავხედე, ისიც დაბნეული მისჩერებოდა კმპიუტერისკენ თავდახრილ თორდიას, შემდეგ ოთახში მარიამ პაიკიძე შემოვარდა, თოვლისგან გათეთრებული მანტო დაიფერთხა და მასპინძელს საყვედურის ტონით მიმართა.
- «დოხტურ» რას აკეთებ ამდენ ხანს?
თორდიამ მხარზემოთ გადმოხედა და უბრალოდ მიუგო.
- ორი წუთიც და გავიდეთ, - შემდეგ ღია კარს მიაცქერდა, - ბონდარენკო მარტო დატოვე? - შუბლმოჭმუხნულმა იკითხა.
ამ გვარის ხსენებაზე მეც გარეთ გავჭვრიტე, ჭიშკართან საკმაოდ შელახული თეთრი ფერის «ვოლვო» იდგა, სალონის უკანა განყოფილებაში ნაცნობ კონტურებს მოვკარი თვალი.
- ნუ ნაღვლობ, ისეა «გამობენტერებული», რომ გაქცევა აზრად არ მოუვა, - დააიმედა ქალმა მეგობარი.
- ხოო, - მრავალმნიშვნელოვნად წარმოსთქვა თორდიამ და ბუტბუტით დააბოლავა, - მალე მოვრჩები.
- დაუჩქარე, ფრიდონმა დამირეკა, «პავლოვიჩმა» ლევან აშბას ჩვენი დაპატიმრება უბრძანა, უკვე გამოვიდა კიდეც სწრაფი რეაგირების ჯგუფიო.
კახაბერის ამოოხვრა გავიგონე, მან ფლოპი-ჭრილიდან მორიგი დისკეტა ამოიღო, ყველა ერთად მუყაოს ყუთში ჩაყარა და მარიამს მიმართა.
- თავიდანვე არ მინდოდა ამ საქმეში გარევა, თქვენ კი შარს გადამკიდეთ.
- ნუ წუწუნებ თუ კაცი ხარ.
შევატყვე როგორ გაბრაზდა ქალბატონი მარიამი, თაფლისფერი თვალები მრისხანებით დააკვესა, შემდე ჩვენ მოგვიბრუნდა.
- მზად ხართ? - გვკითხა.
ლაშამ ნაჩქარევად დაუქნია თავი და მავედრებლად უთხრა.
- შენ მაინც გამარკვიე მარიამ, რა ხდება?
ქალმა ცოტა ხანი გვიმზირა, შემდეგ ფანჯარას მიადგა, ჩაბნელებული ქუჩა მოათვალიერა და ხმადაბლა თქვა.
- როცა «პავლოვიჩმა» გაიგო, რომ მისი დაკითხვის გარეშე დავადგინეთ ბორის ჩაფრავას პიროვნება, გადაირია, მოპოვებული მასალები ჩამოგვართვა, საქმე ლევან აშბას გადასცა და გვიბრძანა მოწმეები: ესე იგი თქვენ და ბონდარენკო განყოფილებაში მიგვეყვანე.
- მერე? - ძლივს ჩავილუღლუღე.
- რა მერე, - ქალმა გაოცებული სახით შემომხედა, - ისიც იმათგანია, სხვისი სიცოცხლის ხარჯზე გამდიდრებული ნაძირალა, უბრალოდ საბაბს ეძებდა, ხოდა შანსი ხელიდან არ გაუშვა.
- ჩვენ მოწმეების გადაცემაზე უარი ვუთხარით, - თორდია საუბარში ჩაგვერთო, - ამან მთლად გააცოფა, იქვე უნდოდა დავეპატიმრებინეთ, მაგრამ განყოფილებიდან გამოქცევა მოვახერხეთ.
- კიდევ კარგი საგამოძიებოს ჭიშკართან «პავლოვიჩის» «ჯაბახანა» ეყენა, - მარიამმა ეშმაკურად ჩაიცინა და ღია კარიდან თეთრ «ვოლვოს» გახედა.
ესე იგი მაძებრებმა «შეფის» კუთვნილი ავტომობილი გაიტაცეს? - როცა გონებაში ეს აზრი ჩამომიყალიბდა, ვიგრძენი, როგორ შემეცვალა შეხედულება, ჩემს თვალში მათმა რეიტინგმა ერთიორად მოიმატა.
განსაკუთრებით მარიამის სიმამაცემ აღმაფრთოვანა, «ჰოლივუდური» ბლოკბასტერის გმირივით მოიქცა: - ავტომობილი გაიტაცა.
პირდაღებული ვუმზერდი ქალს, კრიმინალისტიკის ლექტორს, რომელიც უინტერესო, კაცთმოძულე და პროგნოზირებადი ადამიანი მეგონა, სინამდვილეში კი ყველაფერი პირიქით ყოფილა.
ლაშას თვალები ისე დაეჭყიტა, რომ მის შემხედვარემ თავი სიცილიდან ძლივს შევიკავე, მივხვდი ისიც ჩემსავით დაბნეული იყო განვითარებული მოვლენებით.
- მაგარია, - გაოცება ვერ დამალა ჩემმა მეგობარმა, ქალისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და აღტაცებულმა დაუმატა, - წარმომიდგენია რა დღეში იქნება თქვენი «შეფი».
- მაგას რად უნდა წარმოდგენა, ჭკუიდან იქნება გადასული, გაიგონეთ რა უთქვამს ფრიდონს, სწრაფი რეაგირების ჯგუფი დაგვადევნაო, - თორდიამ დაძაბული ტონით ჩაილაპარაკა, მერე დისკეტებით სავსე მუყაოს ყუთი, კომპაქტურ სპორტულ ზურგჩანთაში ჩადო და თქვა, - მე მზად ვარ.
- ახლა სად მივდივართ? - იკითხა ლაშამ.
- სამეგრელოსკენ, - უპასუხა ექსპერტმა, - ჩემს მეგობარს მარტვილის რაიონში, სოფელ კურზუში შესანიშნავი ორსართულიანი სახლი აქვს, დილით გასაღები მომცა, ცოტა ხნით იქ უნდა დავიმალოთ.
ამ სიტყვების შემდეგ კარი გამოაღო და ეზოში გავიდა.
ფეხდაფეხ მივყევით, საკმაოდ ბნელოდა, თუმცა თოვლი თეთრად ლუმინისცირებდა და ოდნავ აფერმკრთალებდა უკუნ სიბნელეს, ამიტომ ყველაფერს გარკვევით ვხედავდი: - ეზო გადაუთოლავი იყო, მუხლებამდე თოვლს პაწაწინა ბეტონის ბილიკიც დაეფარა, ჭიშკრისკენ მიმავალნი უკან უშველებელ ნაფეხურებს ვტოვებდით.
ქუჩაში «პავლოვიჩის» «ვოლვოს» გვერდით, ლაშას «ნოლადინიც» იდგა, თოვლი სქელ ფენად დასდებოდა სახურავზე, ამიტომ ერთი შეხედვით თოვლის პაწაწინა ბორცვს ჰგავდა.
მარიამმა ძრავი დაქოქა, ფარები აანთო და ავტო უკუსვლით მოაბრუნა ქუჩაზე, თორდია განზე იდგა, სანამ კაბინაში ჩაჯდებოდა ნელი ნაბიჯით მოგვიახლოვდა, შუქფარების მოყვითალო შუქზე მისი სახე ერთიორად გაფითრებული მეჩვენა, წუთით შეიცადა, მანქანის სრულ მოტრიალებას დაელოდა, მერე თვალი გამომცდელად შეგვავლო და მისთვის დამახასიათებელი ცივი ტონით გვითხრა.
- უკან გამოგვყევით, ყოველგვარი თვითშემოქმედება გონებიდან ამოიგდეთ, ალბათ ხვდებით მაგარ შარში ხართ გახვეული და გადარჩენა თუ გინდათ ჩვენს გვერდით უნდა იყოთ.
მისმა სტყვებმა მართალია თავ-ზარი დამსცა, მაგრამ მივხვდი სიმართლეს ამბობდა, ჩვენი გულისთვის ისინიც ლამის დამნაშავეები გახდნენ, უშუალო ხელმძღვანელს გაუწიეს წინააღმდეგობა, მოწმეები არ გადასცეს და მისი კუთვნილი ავტომობილი გაიტაცეს, მაგრამ რაც მთავარია ყველაფერი პროფესიონალურად გააკეთეს, ჩვენ კი თავს უსაფრთხოდ მხოლოდ პროფესიონალების გვერდით ვიგრძნობდით.
მოგეხსენებათ საკუთარი თავის დაცვა შეგვეძლო, მაგრამ როცა საქმე გაწაფულ დამნაშავეებთან გაქვს, ძნელია ქუჩაში ნასწავლი ორთაბრძოლის იმედზე იყო.
კაცმა არ იცის რა რესურსი გააჩნდათ ან რას მოიმოქდებდნენ კრიმინალად ქცელი სამართალდამცავები, თუ ხელში ჩავუვარდებოდით ისე დაგვჭრიდნენ ნაწილ-ნაწილ და ორგანოებად გაგვყიდიდნენ, რომ თვალსაც არ დაახამხამებდნენ.
ამიტომ თორდიას შემოთავაზება ჩემთვის მისაღები იყო, გავყვებოდით უკან და სადმე გადაკარგულ სოფელში დავიმალებოდით.
თავი თანხმობის ნიშნად დავუქნიე, ლაშამ თოვლის ფენა მანქანის სახურავიდან გადმოფერთხა, ძლივს გამოაღო მიყინული კარი და ცივ კაბინაში მოკალათდა, რამდენიმე წუთი ძრავის დაქოქვას წვალობდა, ბოლოს და ბოლოს როცა სიცივისგან შებოჭილი ძრავი არახრახდა, სიჩქარეების ბერკეტი ხმაურით მოანაცვლა და წინ წასულ «ვოლვოს» აედევნა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 წევრი Rania

Vaime ra magariaaaa. Arvelodi aset ganvitarebasss. Moutmenlad veli momdevnoss
--------------------
Q.qimucadze

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent