შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაივლის დრო /5/

10-08-2019, 11:41
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 2 735

გაივლის დრო /5/

მთელი სახლი მოიარა სანამ თორნიკემ მეორე სართულამდე ააღწია ,მაგრამ მართა ვერსად იპოვნა
-არ არის... არ მოსულა. რომ არ მოვიდეს?
-მოვა , არ დაგტოვებს ნუ გეშინია . ხათუნამ ვახშამი მოამზადა . ხელები დაიბანე , გამოიცვალე და ვივახშმოთ
-არ მინდა...მართა მინდა
-გასეირნება უნდა ალბათ და რა გავაკეთოთ მე და შენ? ცოტა თავისუფლება ხომ სჭირდება მასაც
-არ უყვარს მარტო ბოდიალი და საერთოდ არ უყვარს ღამე სადმე სიარული ...შენ არ იცნობ მართას
-კარგი და რა ვქნათ? დავჯდე და ვინერვიულო, დაიკარგება ? გზა აერევა თუ სახლამდე ვერ მოვა
-შენ არაფერი ! -წარბები შეკრა და მზერა მოარიდა
-ისევ მებუტება და ისევ მართას გამო
-არ გებუტები!- ხმას აუწია და ისე შეუბღვირა
-ნუ მიყვირი-გაეცინა და სულ გააგიჟა ქალბატონი
-შეიძლება მართა წავიდეს და შენ იცინი ... რომ წავიდეს იცოდე სკოლაში არ ვივლი
-პატარა შანტაჟისტი
-შანჟისტი არ ვარ მე . ეგ პარკები შენს ოთახში შეინახე, ახლა რომ დახვდეს მომკლავს
-ვერ მოგკლავს- ისევ ეცინებოდა
-მომკლავს ...შენ არ იცნობ მართას. ის რომ ბრაზდება საშიში ხდება
-ჩემი უფრო გეშინია თუ მართასი
-რა თქმა უნდა მართასი
-რას აკეთებს ასეთს
-სულ სხვადასხვა რამეს აკეთებს ... ამიტომ არ ვიცი
-მაგალითად?- ძალიან აინტერესებდა ქალბატონს რა დასჯის მეთოდები ჰქონდა ასეთი
-დაჩიკოს ლეკვი რომ მოვპარე, სახლში დავმალე და ორი დღე დაეძებდნენ . მართამ მნახა რომ ვაჭმევდი და იმ ზაფხულს მდინარეზე აღარ წამიყვანა, დაჩისთვის ბოდიში მომახდევინა და კომპნტირებისთვის თუ რაღაცისთვის ძაღლის საყელური მაჩუქებინა...იმ საზიზღარ თიკუნას შეყვარებულ კოტიკოს რომ ვუთხარი თიკუნა როგორ კოცნიდა ვიღაც ქერა ბიჭს სულ აღარ მივყავდი მოედანზე და კოტიკო გადამიყვარდა - ისე მოიწყინა ღრმად ჩაისუნთქა და ხელები გულთან გადაიყვარედინა
-მოიცა რააა?- ჯერ ეღიმებოდა და მერე გადამიყვარდაო რომ გაიგო უცებ წამოიყვირა -რა თქვი რა ვქენი კოტიკოო?
-მე ...ისა რა და
-ვიღაც გოგოს შეყვარებული გიყვარდა ? სავარაუდოდ დიდი ბიჭია და გადაგიყვარდა უკვე?
-ხოო, სერიოზული არაფერია- ისე აიქნია ხელი თორნიკეს თვალები გაუფართოვდა
-გიკრძალავ ვიღაცების შეყვარებას...საერთოდ ბიჭები ...ბიჭები მითუმეტეს დიდი ბიჭები ძალიან, ძალიან , წარმოუდგენლად ცუდები არიან...ხო კიდევ საშიშებიც და ჯანდაბა ! რამდენი წლის იყო ის კოტიკო ?- პარკებით სავსე ხელებს აქნევდა და ისე ლაპარაკობდა . თან დადიოდა და ზემოდან უყურებდა
-14 წლისაა უკვე, მაგრამ აღარ მიყვარს . უგემოვნოა და სულელი , აბა ის ბატი რამ შეაყვარა. მასეთი სულელი მეტჯერ აღარ მომეწონება, მორჩა
-ღმერთო მოთმინება მომეცი, ნუ გამაგიჟებ ...ის შენი მართა რომ დაბრუნდება ნახე რას ვუზამ. შეყვარებული ჰყოლია გოგოს და თან თურმე იმას მოედანზე დაჰყავდა ვიღაც 14 წლის კურო რომ ენახა ... გავგიჟდები - ჩუმად ლაპარაკობდა, იგინებოდა, ილანძღებოდა და პარკები ოთახში მიჰქონდა. კარდერობში შევიდა და ერთ-ერთი კარადა გააღო . პარკები ქვედა თაროზე დააწყო და შემდეგ შეხედა ზემოთ დალაგებულ ლილუს ტანსაცმელებს , ინსტიქტურად აიღო ერთ-ერთი მაისური და ცხვირთან მიიტანა , საერთოდ აღარ ჰქონდა ძველი სურნელი შერჩენილი ,მაგრამ მაინც იხსენებდა იმ არომატს ასე რომ უყვარდა. პარკები აიღო და თავის ტანსაცმელებთან დადო .
ოთახიდან რომ გავიდა კარი მიხურა და კესოს ძებნა დაიწყო. გამოიცვალა , ყველაფერი დააწყო და მერე სააბაზანოსკენ წავიდა. ისე იქცეოდა როგორც დამჯერი, ჭკვიანი ბავშვი.
-აბა? ვივახშმოთ?
-ხოო...მართა რომ მოვა და გაიგებს არ ვჭამე უარესად გაბრაზდება
-საერთოდ როცა გშია მაშინ უნდა ჭამო ვინმეს სხვაზე კი არ უნდა ფიქრობდე
სამზარეულოში შევიდნენ, სკამზე დასვა და თვითონ დაუწყო გამზადებული კერძები. თავადაც დაჯდა და ისევ ამოუტივტივდა ტვინში ბოლო დიალოგი . რამდენიმე წუთი დააცადა და ისევ წამოიწყო საუბარი
-რას ამბობდი დასჯაზე? სხვა ამბებიც მომიყევი აბა რას სჩადიოდი კიდევ
-მართა უყვარს მის ყოფილ კლასელს , ვაჟიკოს რომელიც დეგენერატია ,მაგრამ ლალის მოსწონს და იქ რომ ვიყავით მობოდიალდა , იდიოტი. მართას თვალებს უპარპარებდა და ეკრიჭებოდა უშნოდ. მართა ვერ გააგდებდა უზრდელობააო და ხომ უნდა მექნა რამე ?
-და რა ქენი?
-მართას მომზადებულ ნაყინში კალია ჩავუსვი ...მოვურიე კოვზით და იმ სულელმა რომ აიღო პირდაპირ ის კალია ჩაკბიჩა. იცი როგორ გადმოაფურთხა? და მერე რამდენი აღებინა? მთელი ეზო მორწყა - იცინოდა და სულს ძლივს ითქვამდა. მართას ეჩხუბა მერე ეს რა გააკეთეო , შტერი ფუფ ...სულ ვიძახდი, სულ შტერია-თქო და ლალი ბრაზდებოდა
-მერე? მართამ როგორ დაგსაჯა- თან იცინოდა ,თან ეშინოდა იმ პატარა ბავშვის ამდენი დანაშაული რომ ჰქონია ჩადენილი
-საშინლად
-მაინც?
-დავარწმუნე რომ ლეკვი უნდა გვეყიდა და არ მიყიდა
-გამოდის რომ დანაშაულის ჩადენის მომენტში რაც ყველაზე მეტად გინდა იმას არ გაძლევს და ახლა რა გჭირდება ისეთი მე რომ ვერ მოგცემ
-მართა მჭირდება , ძილის წინ რომ მაკოცებს . ჩამეხუტება და მეტყვის რომ ყველაზე მეტად ვუყვარვარ... დილით გაღვიძებულს რომ გამიღიმებს . მართა მინდა მეეე
არაფერი გამოვიდა, კესო არც დაძინებას აპირებდა , არც ზემოთ ადიოდა. ჯერ მისაღებში იჯდა მერე საერთოდ ეზოში გავიდა და თორნიკესაც სხვა რა გზა ჰქონდა. მის გვერდით იჯდა და ელოდა როდის მობრძანდებოდა ქალბატონი. თანდათან უფრო ბრაზდებოდა, ასე რომ იგვიანებდა და ბავშვს ანერვიულებდა . სარწეველა სკამში ისხდნენ, უკვე გრილოდა და სახლში რომ ვერ შეიყვანა პლედი მოახურა. მუხლებზე დაისვა და რამდენიმე წუთში ჩასთვლიმა კიდეც. ის იყო უნდა აეყვანა საძინებელში რომ გამოფხიზლდა და ქვემოდან ახედა
-ისევ არ მოსულა?
-არა და დავურეკავ-თქო გითხარი
-არ გიპასუხებს
-იქნებ მიპასუხოს- ზემოდან უყურებდა მკლავებში ჩამალულ ბავშვს -სხვაგან სად უნდა წავიდეს, აქ ხომ არ აქვს სახლი
-მერე რა...იცი რამდენი მეგობარი ჰყავს? ის ვაჩეც აქ ცხოვრობს იმასთან რომ მივიდეს მერე ?
-ეგ ვინღაა
-მაგასაც უყვარს მართა, ეგ კარგი ბიჭია მეც მომწონს. რომ მოდიოდა სულ მოჰქონდა ჩემთვის საჩუქრები , ძალიან სიმპათიურია და ისეთი ლამაზი თვალები აქვს მეც გავყვებოდი ცოლად, მაგრამ მართას არ უყვარს.
-კიდევ რამდენს უყვარს ეს შენი მართა შენი, ვაჟიკოს და ვაჩიკოს გარდა- სალაპარაკო თემას როგორც კი პოულობდა მაშინვე გადაჰქონდა მისი ყურადღება
-მართა ყველას უყვარს ... ისე კი ვაჩეს უყვარს . მიშიკო მომწონს მე ვაჩეზე მაღალია და ცისფერი თვალები აქვს. ექიმია მიშიკო, ჩვენთან საავადმყოფო რომ არის იმის მთავარი ექიმია თუ რაღაც არ ვიცი მე . თეთრი ხალათი უხდება ძალიან და გრძელი რაღაცნაირი თითები აქვს
-ექიმების კოლექციას აგროვებს?- ჩუმად თქვა და მერე ისვე მოსმენა განაგრძო . კიდევ რამდენიმე სახელი უთხრა და მგონი ყველა გაიხსენა ვისაც კი მისი თანდასწრებით დალაპარაკებია მართა . -მე ყველაზე მეტად ვაჩე და მიშიკო მომწონს, მიშიკო შენნაირი უჟმურია ისე და მიშიკო ძალიან საყვარელია
-ბიჭებზე ნუ მელაპარაკები
-თვითონ მკითხე
-აი მოვიდა შენი ქალბატონი მართა - მანქანის ხმა გაიგეს და მერე ქალბატონიც გამოჩნდა. კესო წამსვე გაიქცა ის კი ადგილიდან არ დაძრულა . შორიდან უყურებდა ქალბატონების შეხვედრას. კესო რაღაცას უხსნიდა, ელაპარაკებოდა მთელი ემოციებით მერე ტიროდა და ეს უკვე შერიგების წინაპირობა უნდა ყოფილიყო,მაგრამ მართასთან აშკარად არ ჭრიდა კესარიას ნაცადი ხერხები .
საბოლოო მიღწევა ის იყო რომ მართა გამოჩნდა, კესო ასე თუ ისე დამშვიდდა, დაიძინა და თორნიკეს ჩხუბის დრო დარჩა. პირველ სართულზე ჩასულს უკან მიჰყვა და დაგროვილი ბრაზის გადმოფრქვევა დაიწყო
-პატარა ბავშვს ასე რომ ექცევი ნორმალურია? რომელი აღზრდის მეთოდია ბავშვის ასე დასჯა და გაქცევა ...გაბუტვა და ასეთი სულელური ქცევა
-რა ხდება დაიღალე? შენ რომ გარბიხარ, უყვირი, ღრიალებ , ეჩხუბები და გულს ტკენ უარესადაა დამიჯერე. ტიროდა, ყვიროდა და კანკალებდა? სუნთქვა ეკვროდა და კრუნჩხვები დაეწყო ჩემი წასვლის შემდეგ? შენ რომ მიდიოდი ასე ემართებოდა , შენ რომ ჩამობრძანდებოდი წელიწადში ერთხელ და მაშინაც აიგნორებდი ოთახში იკეტებოდა და ფიქრობდა რომ მისი ბრალი იყო ყველაფერი ...
-საოცარი თავდაცვის ხერხები გაქვს- სუნთქვა გაუჭირდა , მართას გაყინულ სახეს მზერა მოაშორა და წყალი დაისხა- ყველაფერზე ეს პასუხი გაქვს. იხსენებ ჩემს ცოდვებს როდესაც დანაშაულის გაპრავება გინდა და ამით რა იცვლება. გინდა დამემსგავსო და ჩემზე მეტად ატკინო? ის ჩემს დაკარგვას უფრო გადაიტანს ვიდრე შენსას , წარმოდგენა არ გაქვს რამდენად უყვარხარ
-ერთადერთია ვისი სიყვარულიც მიყვარს და ვისაც ასე ძალიან ვუყვარვარ. შენ კი ნამდვილად არ იცი და ვერც მიხვდები მე როგორი აღზრდის მეთოდები მაქვს - ჭიქა წვენით გაავსო , რამდენიმე შოკოლადი აიღო და წავიდა.
თორნიკეს სიმშვიდე ისევ დაუკარგა. მისი სიტყვები ესმოდა ისევ და წარმოიდგენდა კრუნჩხვებში მყოფ კესოს, მის ცრემლებს და აჩქარებულ გულისცემას რომლის მიზეზიც საკუთარი უგუნურების გამო გახდა. ზემოთ ავიდა, გამოიცვალა და საწოლში დაწვა,მაგრამ ვერ მოისვენა
-შენს შვილს სხვა ქალი უყვარს იმაზე მეტად ვიდრე მე და შენ ვუყვარვართ . მე მშურს შენ არა? სულ ეჭვიანი იყავი და ახლა აღარც ჩემს ღალატზე გაქვს რეაქცია , არც საკუთარი შვილისგან შორს ყოფნა გადარდებს ... წახვედი და დაგვიკიდე . უყურე ახლა როგორ იკავებს შენს ადგილს სხვა ქალი - საწოლიდან წამოდგა, მაისური გადაიცვა და კესოს საძინებლისკენ დაიძრა. ჯერ ჩუმად შეიხედა, დარწმუნდა რომ მართას მის გვერდით არ ეძინა და შემდეგ შევიდა. კიდევ კარგი დიდი საწოლი ჰქონდა ქალბატონს თორემ მის პატარა საწოლზე ნამდვილად ვერ დაეტეოდა. ფრთხილად დაწვა და მისკენ გადაბრუნდა. უყურებდა მძინარეს, აკვირდებოდა მის გაბუშტულ ტუჩებს, პაწაწინა ცხვირს , არეულ თმებს , გრძელ წამწამებს და სუნთქვასაც კი. სიმშვიდე იყო, ბედნიერება, ნეტარება ყველაფერს შთანთქავდა და მთელს ადგილს თავად იკავებდა. ისე მშვიდად ბოლოს როდის ეძინა არც კი ახსოვდა. დილით ხმებმა გააღვიძა , პატარა ქალბატონი ლოყაზე ეხებოდა, მერე ტუჩები შეახო და კარის ხმაც გაიგო
-ჩშშ ... აქ ძინავს ნახე . ხო მართლა აქაა
-ხო - აშკარად დაბნეული ხმა ჰქონდა და ისევ იქ იდგა - მე გავდივარ...სკოლაში
-მე?
-შენ ჩაეხუტე თორნიკეს და ნახე როგორია როცა სძინავს...ხომ გაინტერესებდა- ჩუმად უთხრა. უკვე საწოლთან იყო , ბავშვს აკოცა წამით შეხედა ამაშუკელს და წავიდა. კესო ახლოს მიიწია, თითები თმაზე შეახო და მერე ისევ გამოსწია ალბათ ეშინოდა რომ გააღვიძებდა . აშკარად უყურებდა და ვინ იცის რას ფიქრობდა .
თორნიკემ უცებ მოხვია ხელი ზემოდან დახედა და კოცნა დაუწყო. მოულოდნელობისგან ჯერ წამოიკივლა მერე კისკისი დაიწყო და თავადაც აკოცა რამდენჯერმე. ბოლოს ორივე მამა-შვილი სააბაზანოში იყო , ჯერ ქალბატონი მოწესრიგდა. დახმარება თითქმის არ სჭირდებოდა , თმა დაუვარცხნა მხოლოდ თორნიკემ თავიდან კი შეეშინდა მატკენო,მაგრამ მერე უთხრა ლილუს შენზე გრძელი თმა ჰქონდა და მე ვვარცხნიდიო. წამსვე დაჯდა და გაირინდა. საუზმე მზად დახვდათ , სუფრა რომ აალაგეს შემდეგ ზემოდან დახედა ქალბატონს და წარბები მაღლა აზიდა
-გინდა ცურვა გასწავლო ?
-მინდა ...
-ჯერ წავიდეთ , რაღაცები ვიყიდოთ ... დღეს ბიჭებიც მოვლენ და მერე ვისწავლოთ. თან დათბება - ხელში აიყვანა ქალბატონი და მასთან ერთად წავიდა მარკეტში. დიდ კალათაში ჩასვა ქალბატონი და ათასი რამე იყიდეს. ეშინოდა არ გაიქცესო და თავიდანვე დაიზღვია თავი. სახლში დაბრუნებამდე აუზისთვის გასაბერი ლეიბი და იხვი უყიდა. ბარემ წყლის თოფებითაც გაახარა . სახლში დაბრუნების შემდეგ სანამ ყველაფერი ამოალაგეს მანამ ტემპერატურამაც აიწია და გარეთ გადაინაცვლეს. ქალბატონს ისეტი საყვარელი საცურაო კოსტიუმი ეცვა თორნიკე ღიმილს ვერ იშორებდა.
-ხომ არ გეშინია... ცოტა ცივი იქნება თავიდან,მაგრამ მერე შეეჩვევი- თავად ჩავიდა და შემდეგ ჩაიყვანა , მაღლა ჰყავდა მხრებზე დაისვა ფეხები დაუსველა და შემდეგ ჩასვა წყალში. ფეხებს ათამაშებდა და იცინოდა. ფობიები ქალბატონს ნამდვილად არ ჰქონდა , რომ დაიღალა წყალში მოტივტივე იხზე დაწვა , სათვალე გაიკეთა და მზეს მიეფიცხა
-ასე თუ გააგრძელებ მალე ისწავლი ...
-მე ნიჭიერი ვარ
-თავმდაბალიც- გაიცინა და აუზის მეორე ბოლოსკენ გაცურა. წყალქვეშ იყო ნაპირზე მდგომი ქალის სხეული რომ დაინახა და მალევე ამოყვინთა . მართა დაბრუნებულიყო და კესოს გაღიმებული უყურებდა , ის კი უყვებდოა როგორ კარგად ცურავდა
-მე გავალ, ნაყინს და ხილს გამოგიტანთ - თორნიკეს წამით შეხედა შემდეგ მზერა მოარიდა და სახლისკენ წავიდა. ცოტა ხნის შემდეგ დაბრუნდა, თხელი სარაფანი ეცვა ... მაგიდაზე დააწყო ყველაფერი და იქვე ჩამოჯდა. ღიმილით ადევნებდა თვალს წყლიდან ამოსულ კესოს , ისე საყვარლად მიაბიჯებდა როგორც კი მიუახლოვდა მაშინვე ჩაკოცნა- ჩემი გოგოო ... დიდხანს ხომ არ იწექი მზის ქვეშ, თავი არ აგტკივდეს
-გავირუჯები - ლოყაზე აკოცა და მერე ნაყინის ჭიქა აიღო-მმმ მარწყვიი
-აქაცაა ?- თორნიკე იმ წამს მივიდა და აღებული ჭიქა შორს გასწია
-მხოლოდ ნაყინია შოკოლადის და ვანილის
-სკოლაში რა ხდება ?
-მასწავლებლის საქმეები , მოსწავლეების დაბრუნებამდე რომ უნდა მოვასწროთ . - სველი თმა ყურს უკან გადაუწია და შიშველ მხარზე აკოცა - უკვე რუჯი გაქვს
-ხომ ლამაზი ვარ
-რა თქმა უნდა - გაიცინა და დაშაქრული მარწყვის დაგემოვნება დაიწყო
-რა სიბოროტეა ... ასე მოქცევა არ შეიძლება !
-მე მიყვარს მარწყვი და შენამდე სურნელი აღწევს თუ დანახვაც ცუდად გხდის- ჩაიცინა და ტუჩები დაისველა
-აუ მართააა , შენც გამოიცვალე და ისე მაინც ჩამოდი წყალში . შენ მაღალი ხარ და მუცლამდე მოგწვდება, მათლაა...მამა უთხარი
-მასპინძელოოო- ბიჭების ხმა გაიგეს და მალევე გამოჩნდნენ - აქ ყოფილან ...მოდი შე ჩემა - მელოტმა მეორეს გადახედა და ისიც გამოვარდა
-ეე ვერ თქვი შე ჩემა აუზზე თუ გამოდიოდით? წამოვიღებდი ჩემს პლავკას.. უი მარტო არ ყოფილხარ. გამარჯობა - მართა და კესო რომ დაინახეს გაჩუმდნენ
-ნიკუშააა ბიძიაა - წამსვე წამოდგა და ბიჭს ყელზე ჩამოეკიდა
-ეე მე არ გახსოვარ ტოო?
-შენ უცნაური სახელი გაქვს ... მახსოვხარ,მაგრამ ნარიკო თუ ნორიკო აუუ ბოდიში- დაიბნა თორნიკე და ნიკუშა კი ისე ახარხარდნენ მალე სუნთქვაც უჭირდათ
-აუუ რა მაგარი ვინმე ხარ ტო
-სახელი უნდა გადავიკეთო თორემ აშკარად ჩრდილავს ჩემს სიმპათიურობასაც
-ნოდიკო ნუ გვიბრაზდები ... შენ ხო ყველაზე მელოტი ბიძია ხარ ბიძიებს შორის- ნიკუშას ბავშვი ჰყავდა ხელში ისევ და იცინოდა
-მე უბრალოდ იმდენად კარგი ვარ სახელი დამარქვეს ცუდი რომ ჩემი სრულყოფილებით არ დამეჩრდილა მამაშენი და ნიკუშა ბიძია - ბავშვი თავად აიყვანა ხელში და სავარძელში ჩამოჯდა.
ბიჭებმაც აუზში გადაინაცვლეს, მართა ნაპირზე იჯდა და იქედან უყურებდა. ბუნგალოში მშვიდად ყოფნას არჩევდა , ცივი ყავა, ტკბილეული, ხილი და კესარიას ბედნიერებით განათებული თვალები. საღამოს ვახშამზეც დარჩნენ ბიჭები შემდეგ კი სახლში წავიდნენ.
გვიანი იყო ბუნგალოში ჩანთა დარჩა და აუზის ნაპირზე მიაბიჯებდა ფეხი რომ აუცდა და წონასწორობა დაკარგული გადაეშვა წყალში. კიოდა , მაგრამ ვერ ხვდებოდა რომ მისი ხმა ესმოდათ. ეშინოდა, საშინლად ეშინოდა, ფართხალებდა შეგრძNებები სულ დაკარგა, თითქოს გაქრა მართა რომელსაც ნებისმიერ დროს შეეძლო თავის კონტროლი. შიშმა მთლიანად შთანთქა მისი გონება. ვერ ხედავდა თორნიკეს რომელიც წყალში გადახტა, არც მისი სიტყვები ესმოდა, არც კესოს ხმა ყველაფერი გაუფერულდა, თითქოს მორევი ტრიალებდა მის ირგვლივ, ძალა გამოეცალა და გონება დაკარგა. თორნიკემ სხეულზე აიკრა, ხელები მოხვია და მის გამოფხიზლებას ცდილობდა, წყლის ჩაყლაპვა არ ჰქონდა მოსწრებული , მაგრამ მაინც დიდხანს ვერ გამოაფხიზლეს. უკვე სახლში იყო თვალები რომ გაახილა და ამაშუკელის მზერას გადააწყდა , სიტყვის თქმა ვერ მოახერხა კესო მოეხვია .
-კარგად ხარ? ხომ კარგად ხარ
-მაპატიე პატარავ, არ ვიცი როგორ გადავვარდი ... კარგად ვარ, დავივიწყოთ
-არ მესმის ასე როგორ გეშინია, დადგომას შეძლებდი რომ გეცადა
-ფობია მაქვს ...ამის ახსნა ძნელია . ვიცი რომ საშიში არ არის და მაინც მეშინია - ხმა ჩახლეჩილი ჰქონდა. სულ სველი იყო და გაყინული
-კესო ,ადროვე მაღლა ავიდეს და გამოიცვალოს...ასე გაიყინება . წამოდი ცხელი ჩაი მოვუმზადოთ
-არაა საჭირო, უბრალოდ წამოდი ჩემთან ერთად კარგი? - თმაზე მოეფერა და ფრთხილად წამოდგა. კაბა ტანზე ჰქონდა მიკრული , ცისფერი შიფონის ნაჭერი იმდენად გამჭვირვალე იყო რომ შიშველ სხეულს მხოლოდ ფერს უცვლიდა. კაბაზე რომ დაიხედა, მკერდთან გადაიჭდო მკლავები და ისე წავიდა . კესოც გვერდით მიჰყვებოდა და მაქსიმალურად ცდილობდა ძალების აღდგენას,მაგრამ ისევ კანკალებდა. გაყინული იყო, ღელავდა, ხვდებოდა როგორი დასანახი იქნებოდა უკნიდან და უჭირდა ყველაფრის დაიგნორება.
ცხელი შხაპი მიიღო, მოწესრიგდა და შემდეგ მოახერხა საბოლოოდ სიმშიდის პოვნა. კესოს ერთ საათში უკვე ეძინა, ის კი ქვემოთ მიდიოდა რაიმე ტკბილი სჭირდებოდა. თორნიკე სამზარეულოში დახვდა, მართასთვის გასაოცრად ნამცხვარს მიირთმევდა .
-როგორ ხარ
-კარგად , არ ღირს ამაზე დარდი. მადლობა ,რომ ამომიყვანე
-ბავშობის ტრამვა გაქვს?
-რაღაც მსგავსი
-არ მეტყვი?- ზურგით მდგომს უყურებდა. ისიც დაჯდა და ნამცხვრის დაგემოვნებას შეუდგა. თეფშს უყურებდა , შემდეგ წვენი მოსვა და ქვემოდან ახედა
-ძმა მყავდა , რომელიც ზღვას ემსხვერპლა ... პატარა ვიყავი ,მაგრამ მახსოვს მისი სველი, ცივი, ლურჯი სახე . კესომ არ იცის და ვერ ხვდება რატომ მძულს ასე ძალიან წყალი . ეს იმიტომ გითხარი რომ არც იფიქრო ჩემი ფობიის დაძლევაზე - ცუდად გამოიყურებოდა , ძალიან ტკიოდა ეს ამბავი
-ვწუხვარ ... არც ვაპირებდი შენს პირად სივრცეში შემოჭრას .
-ხვალ მივდივართ მე და კესო ...
-მიდიხარ შენ, კესო რჩება
-მეგობარს მივყავარ, ორ საათში სახლში ვიქნებით და დამიჯერე კესოს არაფერი ემუქრება . ორშაბათს აქ ვიქნებით
-რომელ მეგობარს
-დოსიე გჭირდება?
-სოფლიდანაა ვინმე?
-დიახ
-გეყოფა ეს ირონია...წაიყვანე . დარწმუნებული ვარ კესარია გამანადგურებს იმ ორ დღეში , აზრი არ აქვს თქვენთან სიჯიუტეს ასე რომ ნება თქვენია - მისი თეფშიდან აიღო ჩანგლით ერთი ლუკმა და წვენიც დაულია- იმედია სულ იქ არ დარჩებით და ისევ მე არ მომიწევს ჩამოსვლა
-დავბრუნდებით...-მზერა გააყოლა ,შემდეგ კი წვენით დაისველა გამშრალი ყელი. სახეზე ხელები აიფარა და რამდენიმე წუთს გაუნძრევლად იჯდა, შემდეგ ყველაფერი აალაგა, სასწრაფოდ დატოვა ოთახი და საძინებელს მიაშურა.
მანქანა ელოდათ, აივნიდან უყურებდა ჭიშკართან მდგომ ბიჭს რომელიც აშკარად სულმოუთქმელად ელოდა მართას დანახვას. სიგარეტი საფერფლეში ჩაასრისა და სწრაფად შევიდა სახლში. ერთადერთი ჩანთა ეჭირა მართას , კესარია კი მომავალი მოგზაურობის წინ აშკარად მხიარული იყო
-რომ ჩახვალ და მოეწყობი ხომ დამირეკავ ?- ყელში აკოცა და ჩუმად დაიწყო ჩურჩული
-ნუ გეშინია... მალე დავბრუნდებით - ლოყაზე აკოცა და გაუღიმა- ვაჩე სწრაფად ატარებს
-ვაჩე? ის ვაჩეა ის მოუსვენარი ბიჭი ?- ჩუმად თქვა და გაახსენდა ბიჭის შორიდან დანახული ფიგურა
-აჰაამ...ხომ ლამაზია?
-იმედია კარგი მძღოლია
-კესო არ წავიდეთ? უხერხულია
-ხო რა თქმა უნდა, უხერხულია ბიჭთან - ბავშვი არ ხელში ჰყავდა, ჩანტაც გამოართვა მართას და ისე დაიძრა ჭიშკრისაკენ.
-შენ სად მოდიხარ
-გავიცნოთ ბატონი ვაჩე - პირველი გავიდა და ბიჭის გაოცებული მზერაც დაიმსახურა
-გამარჯობა.. თქვენ ,კესოს მამა ხომ?
-თორნიკე ...შენ კი
-ვაჩე ... მართას მეგობარი
-სასიამოვნოა...მშვიდობიან მგზავრობას გისურვებთ , იმედია საღ-სალამათს დამიბრუნებ გოგონებს - ერთხელ შეათვალიერა, კესო მანქანაში ჩასვა . ისევ მოეხვია ქალბატონი და შემდეგ კარი მიხურა. მართა მშვიდად იჯდა , არც უყურებდა თორნიკეს თორნიკეს ბატონი რომ დაიხარა , ლოყაზე აკოცა და გაუღიმა- ორშაბათამდე
მშვიდად მოშორდა, კარი მიხურა და ხელის დაქნევა, ჰაეროვანი კოცნაღა აკლდა ამ ყველაფერს. თითქოს სამაგიეროს უხდიდა საავადმყოფოს ტყუილის გამო. მანქანა რომ წავიდა და ბატონ ვაჩეს სახე წაეშალა ეგ ფაქტი იყო. დარჩა ისვე მარტო, მომდევნო ორი დღით შეეძლო ნებისმიერი რამ გაეკეთებინა და თავისუფლად ესუნთქა, მაგრამ რაღაც გახარებული არ ჩანდა .

ადრიანად დავდე , რადგან შემეძლო შანსს არ გავუშვებ
იმედია წაიკითხავთ და გამიზიარებთ ემოციებსскачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.

№1 სტუმარი მაკოო

როგორ გამახარეეე

№2 სტუმარი სტუმარი ნინა

არ მყოფნის შენი თავები... მეტი და მეტი მინდა... მომწონს ძალიან ♥️????

№3  offline წევრი n.k.

rogor gamixarda ar meko patara tavia

№4  offline წევრი Cassia

როგორ მიხარია ხოლმე აქ რომ შემოვდივარ და შენს ნიკს ვხედავ ვერც კი წარმოიდგენ <3
რა საყვარლები არიაან blush blush
ისე... საღამოს კიდევ არ დადებ ახალ თავს? bowtie blush heart_eyes
--------------------
ლამაზ ქალს და კარგ მწერალს მსგავს ბედი აქვთ : თუ ვერ წვდებიან დევნიან.

№5  offline წევრი მაია❤

ბევრჯერ მითქვამს,რომ შენი ისტორიებით მაბედნიერებ❤❤
იცი როგორ ვარ ყოველდღე?აი რაღაც გემრიელობა რომ გაქვს მაცივარში და დროს წელავ ,სანამ მიირთმევ და პირს ჩაიტკბარუნებ,ზუსტად მასე ვარ შენს ლოდინში :დდ
მემგონი ნელ-ნელა შეეპარება მართა გულში თოკუნკულას ❤ რავიცი,რავიცი,მე კი მინდა მასე იყოს დააა.....
შენი გადასაწყვეტია ❤❤
კესო სასწაული ბავშვია,ასეთი გონიერი,ეშმაკი,ცელქი,ინტრიგანი და ჩასაყლაპი ჯერ არ გყოლია არავინ. მართაზე აღარაფერს ვამბობ,დედაზე მეტადაა მიჯაჭვული კესო მართაზე.
მოკლედ ძალიან მაგარი ხარ ❤❤❤❤❤

№6  offline მოდერი sameone crazy girl

მაია❤

მიხარია ასე რომ მოგწონს
ძალიან დიდი მადლობა
heart_eyes heart_eyes

Cassia
როგორ მიხარია ხოლმე აქ რომ შემოვდივარ და შენს ნიკს ვხედავ ვერც კი წარმოიდგენ <3
რა საყვარლები არიაან blush blush
ისე... საღამოს კიდევ არ დადებ ახალ თავს? bowtie blush heart_eyes

ველოდი ამ შეკითხვას
საღამოს არ იქნება
და ნუ დაელოდებით
smile heart_eyes heart_eyes

n.k.
rogor gamixarda ar meko patara tavia

ასე გამოვიდა
მადლობა
heart_eyes

მაკოო
როგორ გამახარეეე

heart_eyes heart_eyes kissing_heart

სტუმარი ნინა
არ მყოფნის შენი თავები... მეტი და მეტი მინდა... მომწონს ძალიან ♥️????

heart_eyes heart_eyes
სამწუხაროდ მეტს ვერ ვახერხებ

№7 სტუმარი ana.

აუ რამაგარი იყიოო❤️❤️❤️ რატო არასდროს არ მყოფნის კიდევ მინდა. იმედია მალე გაგვახარებ❤️❤️ ძალიან კარგი იყო ძალიან ძალიან ???????? გელოდები მალე

№8  offline წევრი დარინა

ყველაზე მეტად ეს თავი მომეწონააა, რაღაცნაირად გამათბოო, მაგრამ თორნიკეზე შემოლაწუნების სურვილი ჯერ კიდევ მაქვს, მხოლოდ ცხოვრების დინებას მიყვება და არაფრის შეცვლას არ აპირებს, ფაქტიურად უმოქმედოაა, მესმის რომ ლილუზე გიჟდებოდა მაგრამ კესო ყავს ცხოვრება თავიდან უნდა ისეწავლოს, აი ზოგჯერ ამ ვირისთვის მართაც არ მემეტება, მაგრამ ცალკცალკე ვერ წარმომიდგენია მაინც რა ვქნა შეიძლება შენ ამბობ რომ ერთადაც არ იყვნენო. რაღაცნაირად საოცარი წყვილიააა, მე ძალიან მომწონს რა ვქნა ვგრძნობ რომ მართლა მაგარი წყვილი გამოვა და ეს შენი გადასაწყვეტია როგორ წარმართავ სიტუაციას, შენ ისეთი ავტორი ხარ ბოლომდე გენდობი და არანაირი პრეტენზიაც კი არ მაქვს, რომ ვგიჟდები შენზე ეს ისცი.

№9 სტუმარი სტუმარი მარიამი

უსაყვარლესობაა♡????????ძალიან მომწონს და ვფიქრობ ეს ისტორიაც საპატიო ადგილს დაიკავებს ჩემს ფავორიტ ისტორიებს შორის ❤კესო უსაყვარლესია..ღიმილს ვერ ვიშორებ მისი ტიკტიკის დროს ????????????მართაც ძალიან მომწონს თავისი ქცევებით და დასჯის მეთოდებით..მაგრამ ერთი რამ მაინც უნდა ვთქვა...ვერაფრით ვერ წარმომიდგენია ეგ და თორნიკე ერთად...თორნიკეს იმდენად უყვარდა ლილე ..იმდენად წრფელი და ნამდვილი მგონია მისი სილყვარული ლილესადმი რომ ძალიან არ მინდა ბოლოს მართასთან დარჩეს... მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი აზრია... სრულიად გენდობი და ვიცი რაცარუნდა დაწერო და როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები მაინც საუკეთესო ისტორია გამოვა♡❤????????

№10  offline მოდერი sameone crazy girl

ana.
აუ რამაგარი იყიოო❤️❤️❤️ რატო არასდროს არ მყოფნის კიდევ მინდა. იმედია მალე გაგვახარებ❤️❤️ ძალიან კარგი იყო ძალიან ძალიან ???????? გელოდები მალე

მადლობააააააა
ხვალ იქნება შემდეგი
heart_eyes heart_eyes

დარინა
ყველაზე მეტად ეს თავი მომეწონააა, რაღაცნაირად გამათბოო, მაგრამ თორნიკეზე შემოლაწუნების სურვილი ჯერ კიდევ მაქვს, მხოლოდ ცხოვრების დინებას მიყვება და არაფრის შეცვლას არ აპირებს, ფაქტიურად უმოქმედოაა, მესმის რომ ლილუზე გიჟდებოდა მაგრამ კესო ყავს ცხოვრება თავიდან უნდა ისეწავლოს, აი ზოგჯერ ამ ვირისთვის მართაც არ მემეტება, მაგრამ ცალკცალკე ვერ წარმომიდგენია მაინც რა ვქნა შეიძლება შენ ამბობ რომ ერთადაც არ იყვნენო. რაღაცნაირად საოცარი წყვილიააა, მე ძალიან მომწონს რა ვქნა ვგრძნობ რომ მართლა მაგარი წყვილი გამოვა და ეს შენი გადასაწყვეტია როგორ წარმართავ სიტუაციას, შენ ისეთი ავტორი ხარ ბოლომდე გენდობი და არანაირი პრეტენზიაც კი არ მაქვს, რომ ვგიჟდები შენზე ეს ისცი.

არ ვიცი ჯერ ერთად იქნებიან თუ არა
თორნიკეს და კესოს ურტიერთობა მალე შეიცვლება ნუ იცვლება კიდეც უკვე
და მეტი რა გააკეტოს ახლა ყველა მამა საერთოდ არ არის თბილი და ზოგმა კაცმა სულ არ იცის ემოციების გამოხატვა ნუ რა ვიცი თქვენ თუ სულ სხვანაირ კაცებს იცნობთ შესანიშნავი ამბავია ეგ
smile მართაზე და თორნიკეზე ჯერ ვერაფერს ვიტყვი ვნახოთ როგორ გამოვა
მადლობა
heart_eyes heart_eyes

სტუმარი მარიამი
უსაყვარლესობაა♡????????ძალიან მომწონს და ვფიქრობ ეს ისტორიაც საპატიო ადგილს დაიკავებს ჩემს ფავორიტ ისტორიებს შორის ❤კესო უსაყვარლესია..ღიმილს ვერ ვიშორებ მისი ტიკტიკის დროს ????????????მართაც ძალიან მომწონს თავისი ქცევებით და დასჯის მეთოდებით..მაგრამ ერთი რამ მაინც უნდა ვთქვა...ვერაფრით ვერ წარმომიდგენია ეგ და თორნიკე ერთად...თორნიკეს იმდენად უყვარდა ლილე ..იმდენად წრფელი და ნამდვილი მგონია მისი სილყვარული ლილესადმი რომ ძალიან არ მინდა ბოლოს მართასთან დარჩეს... მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი აზრია... სრულიად გენდობი და ვიცი რაცარუნდა დაწერო და როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები მაინც საუკეთესო ისტორია გამოვა♡❤????????

მადლობა
მეც არ ვიცი როგორ დავწერ გაგრძელებას
წინასწარ არაფერი ვიცი ისე ვწერ
ვნახოთ

№11  offline მოდერი abezara98

დედა, რა იყო ეს, ჰა? flushed smile გავდნი, გავთბი და გავიბადრე თორნიკესა და კესოს დიალოგებსა და სისაყვარლეზე heart_eyes ნელ-ნელა სწავლობს ვაჟბატონი როგორ იყოს კარგი მამა და ჩემს პატარა ბარტყსაც ახარებს blush აი, კესო კი ასეთი ეშმაკუნა თუ იქნებოდა, არ ვიცოდი hushed smile თითქოს სპეციალურად აწვდიდა თორნიკეს ინფორმაციას ყველა იმ ბიჭზე ვისაც მართა უყვარს. ჰაჰ, ეს პატარა მატრაკვეცა, ეს! smirk smirk მაგრამ არ შემიძლია ყურადღება არ გავამახვილო იმაზე, რაც თორნიკემ გაკეთა. რა იყო ახლა ეს, ვაჟბატონო? დავიჯერო მხოლოდ შური იძიე იმაზე, რომ მართამ საკუთარ ქმრად გამოგაცხადა საავადმყოფოში და ახლა ვაჩე მიეჭვიანე? smile არადა კესომ ხომ გითხრა, რომ ვაჩე და მიშოკო მომწონს მე მართას თაყვანისმცემლებს შორის ყველაზე მეტადო და სად ერევი, რა გინდა? smirk მე ჩემი ბარტყის არჩევანს პატივს ვცემ და ვენდობი, არ შეარჩევდა მართასთვის ცუდ კანდიდატს joy
მოუთმენლად ველოდები როგორ განვითარდება სიუჟეტი heart_eyes heart_eyes ამჯერად რა ოინს ჩაიდენს კესუნა და ვის გასწირავს smile მიყვარს მე შენი ისტორიები! heart_eyes heart_eyes

№12  offline აქტიური მკითხველი uchveulo

Vaime ra magari iyoovgijdebi amatze <33 warmatebebi da veli shemdeg tavs

№13  offline მოდერი sameone crazy girl

abezara98

კესუნას კი მოსწონს ვაჩე მაგრამ მართას მოსწონს?
ვნახოთ მომდევნო თავში გავიგებთ მაგ ამბავს
მოკლედ ხვალ მნიშვნელოვანი თავი გველის წინ
heart_eyes heart_eyes

№14  offline წევრი kora

ეს ის თავია,რომელმაც დღევანდელ ისედაც ცხელ ამინდში კიდევ უფრო გამათბო, ოღონ ესეთი სითბო მიყვარს და მადლობა ამ ზღვა დადებითი ემოციებისთვის ❤️
--------------------
kira.G

№15  offline მოდერი sameone crazy girl

uchveulo
Vaime ra magari iyoovgijdebi amatze <33 warmatebebi da veli shemdeg tavs

მადლობაააა
მიხარია რომ მოგეწონა
kissing_heart kissing_heart

kora
ეს ის თავია,რომელმაც დღევანდელ ისედაც ცხელ ამინდში კიდევ უფრო გამათბო, ოღონ ესეთი სითბო მიყვარს და მადლობა ამ ზღვა დადებითი ემოციებისთვის ❤️

მადლობა ჩემო კარგოო
მიხარიხარ

№16 სტუმარი სტუმარი Natashka

გიზიარებ ბევრ ემოციას ❤️ მაგრამ საღამოს რა წავიკითხო ეხლა? :)

№17  offline წევრი tamuna.s

მოკლედ თანდათან უფრო და უფრო მომწონს ეს ისტორია. კესო საოცარი ბავშვია, ჭკვიანი, გონიერი, მატრაკვეცა, ყველაზე საყვარელია შენი ისტორიის ბავშვებს შორის. თორნიკე ნელ ნელ აზრზე მოდის, ერთ დღეში ვერც კარგი მამა გახდება და ვერც ლილეს დაივიწყებს თუმცა ვხოვრება გრძელდება და როგორ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს დრო ყველაფრის მკურნალია. ორნიკე ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და ადრე თუ გვიან მის ცხოვრებაში მაინც გამოჩნდება ქალი ვის შეყვარებასაც შეძლებს და ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ ლილუ მის გულში აღარ იქნება. ხოდა ძალიან მინდა რომ ეს ქალი მართა იყოს, ორივე იმსახურებს ბედნიერებას და რაც მთავარია ამით ყველაზე მეტად კესო იქნება ბედნიერი. ეჭვი მაქვს რომ მართას ბავშვობიდან უყვარს თორნიკე და იმედია გამართლდება ჩემი ეჭვი.

№18  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი Natashka
გიზიარებ ბევრ ემოციას ❤️ მაგრამ საღამოს რა წავიკითხო ეხლა? :)

საღამოს არ ვიცი
laughing

tamuna.s
მოკლედ თანდათან უფრო და უფრო მომწონს ეს ისტორია. კესო საოცარი ბავშვია, ჭკვიანი, გონიერი, მატრაკვეცა, ყველაზე საყვარელია შენი ისტორიის ბავშვებს შორის. თორნიკე ნელ ნელ აზრზე მოდის, ერთ დღეში ვერც კარგი მამა გახდება და ვერც ლილეს დაივიწყებს თუმცა ვხოვრება გრძელდება და როგორ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს დრო ყველაფრის მკურნალია. ორნიკე ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და ადრე თუ გვიან მის ცხოვრებაში მაინც გამოჩნდება ქალი ვის შეყვარებასაც შეძლებს და ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ ლილუ მის გულში აღარ იქნება. ხოდა ძალიან მინდა რომ ეს ქალი მართა იყოს, ორივე იმსახურებს ბედნიერებას და რაც მთავარია ამით ყველაზე მეტად კესო იქნება ბედნიერი. ეჭვი მაქვს რომ მართას ბავშვობიდან უყვარს თორნიკე და იმედია გამართლდება ჩემი ეჭვი.

მომდევნო თავი იქნება გარდამტეხი
ხომ იცით სულ მაქვს მე ეგეთი ნაწილები როდესაც ბევრი რამ იცვლება
და ვნახოთ აბა რა გამოვა
და როგორი იქნება თქვენი რეაქცია
იმედია საბოლოოდ ლოგიკურად დავასრულებ
მადლობაა
heart_eyes heart_eyes

№19 სტუმარი სტუმარი ლიკა

აჰაა, დაიბნა ვაჟბატონი. რაა აკეთოს ეს ორი დღე. ხოდა, დარწმუნებული ვარ, ვერ გაძლებს და ჩააკითხავს, ეჭვი მაქვს ჩაასწრებს კიდეც ვაჩეს და პირდაღებული ვაჩე მერე ნახეთ თქვენ.

ძალიან სწორად გაქვს გადმოცემული თორნიკეს გრძნობები. ასე ადვილი რომ იყოს ძველის დავიწყება, ამ ექვს წელშიც მოახერხებდა, იმდენ ქალთან ჰქონდა ურთიერთობა. კესოს გამო შეიყვაროს მართა, ესეც არასწორია. ურთიერთობიდან უნდა წამოვიდეს გრძნობა და ეს ურთიერთობაც ეხლა იწყება. ქალაქიდან სოფელში ხომ ვერ შეიყვარებდა.

ისე მართა უფრო მორცხვი და მორიდებული იქნებოდა მეგონა. მგონი თორნიკესაც ასე ეგონა, მაგრამ ნურას უკაცრავად????. კაი ტიკტიკაა ეგეც????

№20  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი ლიკა

მართა მრავალფერი ქალია და ასე მარტივი არ იქნება მისი ამოცნობა
თორნიკემ მეეჭვება ვაჩეს ჩაასწროს,მაგრამ რას იზამს მომდევნო თავშ ვნახავთ
ურთიერთობას რაც შეეხება მაგასაც ვნახავთ ერთად
მე აღარაფერს ვიტყვი
მაიცნ არ მაქვს გადაწყვეტილი რა ბედი ელის თორნიკეს გულს

№21 სტუმარი shlikakoo

აუ მარიამ რა მაგარი ხარ ერთი სული მაქვს როდის დაიდება შემდეგი თავიი ????????????????

№22  offline წევრი Melusi

რომ შეგაქო სამისოთ სიტყვები არ მეყოფა.....ამიტომ უბრალოდ გეტყვი რომ საუკეთესოა ...იმედიაა მალე დადებ ახალ თავს ..ველი მოუთმენლად

№23  offline წევრი Mariammmo

ამ ჩვენ მართას პატარაობიდან უკვარს თორნიკე? და ბებიამ ასე გადაწყვიტა მათი დაახლოება?
უფფფფ როგორ მიყვარს უკვე ეს მოთხრობა <3
გელიიიი <3

№24 სტუმარი სტუმარი manika

martas mgoni bavshvobidanve uyvarda es xepre kaci da bebias yochag :D
kargi gatvla qonia :D
dzaaaan magari tavi iyo ai asjer shemovixede sanam dade, ar myopnis tavebi da ra mocdis gmerto shemdegamdeeeeee.
tornikes mdgomareoba rtulia lilu uyvarda da sashinelebaa ai tragediaa rac exla chirs tornikes, martac rom sheuyvardes warmomidgenia rogor icxovrebs...
magram imsaxureben bednierebas, mkvdrebi kvdebian da cocxlebi vrchebit .
gvarekavdi mis adgilas magram axalgazrda kacia da daimsaxura igrdznos bedniereba tavidan .
marta aris umagresi qali ai ra istoria ar wamikitxavs magram misnairi aravin yopila da arc shen gyolia eseti gawonasworebuli, kulturuli, tavdacherili qalbatoni ai namdvili qali unda iyos martas nairi .
dzalian dzalian magari qalia da ara iseti ai lijbi tbilisshi gadavedi da aeeee kesos mamas egreve kiserze chamovekidebi .
ara, ai qali aris imena wonasworoba .
uyvars tornike ese mgonia magram bavshvzea gadartuli da zedmets rac patiosan qals sheepereba ar aketebs .
miyvars es personaji da imedia eseti dinjobit daasrulebs am istorias romelic chemtvis udzvirpasesi gaxda

№25  offline წევრი cicino

ო აქ ამბები იწყება სასწაული დარწმუნებული ვარ, იმედია ახალ თავს მალე დადებ და გამახარებ ეხლა ნამდვილათ მჭირდება ყურადღების გადასატანი რაიმე.

№26  offline მოდერი sameone crazy girl

cicino
ო აქ ამბები იწყება სასწაული დარწმუნებული ვარ, იმედია ახალ თავს მალე დადებ და გამახარებ ეხლა ნამდვილათ მჭირდება ყურადღების გადასატანი რაიმე.

ხვალ დავდებ აუცილებლად
heart_eyes

Mariammmo
ამ ჩვენ მართას პატარაობიდან უკვარს თორნიკე? და ბებიამ ასე გადაწყვიტა მათი დაახლოება?
უფფფფ როგორ მიყვარს უკვე ეს მოთხრობა <3
გელიიიი <3

ოოუ საიდან ასეთი იდეები რა ხდება რა არის
laughing
ვნახოთ ხვალ

shlikakoo
აუ მარიამ რა მაგარი ხარ ერთი სული მაქვს როდის დაიდება შემდეგი თავიი ????????????????

ხვალ დავდებ ახალ თავს
მადლობა დიდი
heart_eyes heart_eyes

Melusi
რომ შეგაქო სამისოთ სიტყვები არ მეყოფა.....ამიტომ უბრალოდ გეტყვი რომ საუკეთესოა ...იმედიაა მალე დადებ ახალ თავს ..ველი მოუთმენლად

ძალიან დიდი მადლოვა
მიხარია ასე რომ მოგწონთ heart_eyes heart_eyes

სტუმარი manika
martas mgoni bavshvobidanve uyvarda es xepre kaci da bebias yochag :D
kargi gatvla qonia :D
dzaaaan magari tavi iyo ai asjer shemovixede sanam dade, ar myopnis tavebi da ra mocdis gmerto shemdegamdeeeeee.
tornikes mdgomareoba rtulia lilu uyvarda da sashinelebaa ai tragediaa rac exla chirs tornikes, martac rom sheuyvardes warmomidgenia rogor icxovrebs...
magram imsaxureben bednierebas, mkvdrebi kvdebian da cocxlebi vrchebit .
gvarekavdi mis adgilas magram axalgazrda kacia da daimsaxura igrdznos bedniereba tavidan .
marta aris umagresi qali ai ra istoria ar wamikitxavs magram misnairi aravin yopila da arc shen gyolia eseti gawonasworebuli, kulturuli, tavdacherili qalbatoni ai namdvili qali unda iyos martas nairi .
dzalian dzalian magari qalia da ara iseti ai lijbi tbilisshi gadavedi da aeeee kesos mamas egreve kiserze chamovekidebi .
ara, ai qali aris imena wonasworoba .
uyvars tornike ese mgonia magram bavshvzea gadartuli da zedmets rac patiosan qals sheepereba ar aketebs .
miyvars es personaji da imedia eseti dinjobit daasrulebs am istorias romelic chemtvis udzvirpasesi gaxda

მართას პერსონაჟი ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე ნაჩვენები
თორნიკეს უფრო ვიცნობთ ვიდრე მართას და მას ნამდვილად აქვს ღირსებები ,მაგრამ სისუსტეებიც აქვს . სახეს არ დაკარგავს, მაგრამ რაღაცები შეიცვლება მაინც არც ისეთი ძლიერია როგორც ახლა ჩანს
იმედია განვითარება მოგეწონებათ
ძალიან დიდი მადლობა ემოციების გაზიარებისთვის

№27 სტუმარი სტუმარი გვანცა

საღამოს მადიც ქენი რაა ????????????სააოცრრეებაა ხაარ!!!

№28  offline წევრი რუსკიმარუსია

რატომღაც მგონია რომ თორნიკე ვერ გაძლებს კესოს გარეშე და ჩააკითხავს ქალბატონს სოფელში❤ ჩემი ტიკტიკა გოგო, რამდენს ტიკტიკებს და როგორი ტკბილია თან. მამა-შვილის დღის მოწყობამ აშკარად უშველა თორნიკეს და კესარიას მიმართ კიდევ უფრო დატკბა❤ რა საყვარლები იყვნენ ერთად რომ ეძინათ❤ თორნიკეს მშვიდად ეძინა კესარია კიდევ ყველაზე ბედნიერი ბავშვი იყო მსოფლიოში, დილა მამიკოსთან ჩახუტებით, კოცნით და მოფერებით დაიწყო❤
კესუნამ იმდენი იტიკტიკა და იმდენი რამე უამბო მამიკოს, რას აშავებდა და როგორ სჯიდა მართა, რომ ბევრი ვიცინე, პატარა მაიმუნი ეგ, კალიის ჩასმა რამ მოაფიქრა :დ თან თურმე კოტიკოც რომ ყვარებია :დ აი, მაგ მომენტში ვიგრძენი თორნიკეს მამობა, რომ უთხრა დიდი ბიჭები არ უნდა შეგიყვარდესო და საერთოდ არავინო :) იეჭვიანა ბიჭმა ჩემი გოგო არავინ წამართვასო :)
მართას დასჯის მეთოდები მომეწონა ძალიან. ისე მშვიდად ბრაზდება, გგონია არცაა გაბრაზებულიო :) თაყვანისმცემლების რიცხვსაც არ უჩივის ქალბატონი, აქეთ ვაჩეო, იქით ვაჟაო და მიშიკოო და კიდევ ვინ იცის რამდენი უქნება :) თურმე რამხელა ტკივილს მალავს ეგ გოგო :(
მარიამო, რას ნიშნავდა ბატონის საქციელი მართას რომ აკოცა ლოყაზე? თირნიკეს მიზანი არ ვიცი, მაგრამ ქალბატონი რომ ძალიან გაცეცხლდებოდა და პასუხს აუცილებლად მოსთხოვს უეჭველი ვიცი :)
ხვალინდელ თავს ველოდები ❤

№29  offline მოდერი sameone crazy girl

რუსკიმარუსია

ჩემი კესუნია აწი სულ ბედნიერი იქნება და თორნიკეც გაიხარებს ამის თქმა შემიძია ამ ეტაპზე
კიდევ იმის რომ მართას აწი ნელ-ნელა გავიცნობთ
და მეეჭვება მართამ იცოდეს ბრაზის დამახსოვრება და შემდეგ სამაგიეროს გადახდა
ვნახოთ
ისე მაინტერესებს შემდეგ თავზე თქვენი რეაქციები რომ მგონი მართლა დღესვე დავდო,მაგრამ მერე ხვალ ვერ დავდებ
დავიბენი

№30  offline წევრი რუსკიმარუსია

sameone crazy girl

წინააღმდეგი არ ვარ თუ დადებ :) ❤❤❤❤

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent