შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უსაზღვროდ (თავი 12, ნწ.- II)


10-08-2019, 18:29
ავტორი sabah alkhyr
ნანახია 478

უსაზღვროდ (თავი 12, ნწ.- II)

-მეც ჩამეძინა… შემთხვევით, - ჩაიღიმა და ელენეს აწითლებულ ლოყაზე ცერა თითი ჩამოუსვა. თვალებშიც ჩაეღვარა სითბო, გოგონას მაცდურ, ალისფერ ბაგეს დააშტერდა, გულში მაცდურმა ეშმამ დაურბინა და გრძნობები აუშალა. გოგონას ტკბილ ბაგეს ტუჩები შეახო და ვნებიანად აკოცა. მთელი სხეული სასიამოვნო გრძნობამ აუვსო და ლერწამივით წვრილი სხეული თავსკენ მიიზიდა. ოთახი სილის გარტყმის ხმამ გაჰკვეთა და კედლებს შეელეწა.
-როგორ ბედავ, შენ მე ვინ გგონივარ, - განრისხებულმა ხელი კრა და ტუჩების წმენდით უკან დაიხია, - საზიზღარი ადამიანი ხარ, ვერ გიტან, - მივარდა და მუშტების რტყმა დაუწყო, ხელი გაუკავეს,-გამიშვი. ყველაფერი ისე არ იქნება, როგორც შენ გინდა. ვერ მოხვალ და ვერ მაკოცებ, როცა შენ გინდა, მე შენი საკუთრება არ ვარ.
-შენ ჩემი საკუთრება ხარ, - ისევ ახლოს მიიზიდა და წელზე შემოხვია ცალი ხელი, - ჩემი ხარ და სხვა არავისი.
-არა, არ ვარ. მე არავის საკუთრება არ ვარ და მითუმეტეს შენი, - ხელიდან დაუსხლტა და გაიქცა, გიორგი დაედევნა, მაგრამ სახლში შემოსულმა დავითმა გააჩერა და გვერდზე გაიხმო.
-სტუმრები მოვიდნენ, - მიხვდა ვიზეც ამბობდა. თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ქვევით, მისაღებში ჩავიდა მათ დასახვედრად. ცოტახანში ისინიც გამოჩნდნენ, ერთმანეთს მიესალმნენ და საუბარი დაიწყეს. საუბრობდნენ ყველაფერზე, საჭირო და არასაჭირო თემებზე, იცინოდნენ, კამათობდნენ, ჩხუბით საუბრობდნენ, გიორგი კი არ უსმენდა. მისი ერთადერთი ფიქრი ზედა სართულის ერთ-ერთ ოთახზე იყო გადართული.
-აბა, ჩვენო მეგობარო, გვაჩვენე გოგო, - წამოიწყო თმაში ჭაღარა შერეულმა კაცმა.
-ჩემი საცოლე საქონელი არაა, რომ ჩამოვიყვანო და შენ შეაფასო კრისა(ზედმეტსახელი),- გაღიზიანებულმა ზედა ტუჩი აბზიკა.
-ეს მე არ მითქვამს, ძმაო. მიდი შენს მოსამსახურეს უთხარი გოგოს უთხრას და ჩამოვიდეს.
-ლიზა ჩემი დაა, - შეუსწორა გიორგიმ, - ჩემს სახლში მასეთ დამამცირებელ სიტყვებს არ ამბობენ. ამ სახლში მომუშავე ყველა ადამიანი ჩემი და და ძმები არიან,- ფეხზე წამოდგა და კიბეს აუყვა. ვერასდროს იტანდა, როცა ქალებზე აგდებულად ლაპარაკობდნენ, მითუმეტეს ლიზაზე. კარზე დაუკაკუნებლად შევიდა, როგორც ყოველთვის ახლაც დაავიწყდა. არ იცოდა როგორ მოქცეულიყო იმ შემთხვევის შემდეგ ან დათანხმდებოდა თუ არა ელენე სტუმრებთან მოსიყვარულე გოგონას როლი შეეთავსებინა. იქნებ რაიმეც ესროლა მისთვის, ან ეყვირა და ოთახიდან გამოეგდო ან იქნებ…
-გაეთრიე…, - თავთან რაღაცამ ჩაუქროლა და კედელს მოხვდა, - მოშორდი აქედან, გაქრი.
-ნამდვილი ალქაჯი ხარ,-ძირს დაგდებული მაღალქუსლიანი ხელში აიღო და ცალფეხზე მდგარ ელენეს გაუწოდა,-ვინმე იფიქრებს იმ კოცნით რამე მოუვიდაო.
-ამ ფეხსაცმლის ქუსლს თვალში ჩაგარჭობ და ივლი მერე მეკობრესავით ცალთვალა. გაეთრიე აქედან, - ასკინკილით საწოლამდე მივიდა და ფეხზე ჩაიცვა.
-შენ მართლაც საშიში გოგო ყოფილხარ, შენი ძმა რომ მეუბნებოდა არ დავუჯერე,- თვალი ჩაუკრა.
-ჩემი ძმა რას გეუბნებოდა, - ქვეშიდან ახედა ელენემ და ისე დადგა ფეხები მზად იყო შეტევაზე გადასულიყო.
-რომ შეშლილი ხარ, - ჩაიცინა და მის წინ კედელს მიეყრდნო.
-შეშლილი ვარ ხო? შეშლილი. ახლა ნახავ როგორი შეშლილიც ვარ, - ფეხზე წამოხტა და საწოლს ხელი დაავლო, ყველაფერი იატაკზე მოისროლა, - შეშლილი ვარ. ყველაფერს დავლეწავ, ყველაფერს დავწვავ.
-გაჩერდი თორემ კიდევ გაკოცებ, - ადგილიდან არ დაძრულა და ისევ იმ ღიმილიანი სახით უყურებდა.
-მიდი აბა გაბედე, მიდი. მოგკლავ. არ გაცოცხლებ,-ბალიშს ხელი დაავლო და გამეტებით ესროლა, მიზანს მიაღწია, გიორგის თავში მოხვდა. სახე შეეცვალა, ცალი წარბი ასწია და ავისმომასწავლებლად გახედა. ელენემ უკან დაიხია, არც უფიქრია იმ შედეგზე რაც შეიძლებოდა, რომ ამას მოყოლოდა.
-ზედმეტი მოგდის, - სიბრაზე შერეული ხმით წარმოთქვა და მისკენ ნაბიჯი გადადგა.
-ზედმეტი შენ მოგდის, - მართალია გიორგის გამოხედვამ შეაშინა, მაგრამ იხტიბარს მაინც არ იტეხდა.
-ნუ მეპასუხები და ეს მეორედ აღარ გააკეთო, - კიდევ ერთი ნაბიჯი წადგა მისკენ.
-თორემ რაა, - კიდევ ერთი ნაბიჯი წადგა უკან.
-არ გამაბრაზო.
-თორემ რას მიზამ, - გამბედაობა შეემატა ხმაში, ისევ წეღანდელი ელენე ბრუნდებოდა, - ისევ მაკოცებ?
-უარესს გიზამ…
-რა… რა უარესს, - ნეწყვი ყელში გაეჩხირა. გიორგი უკვე ძალიან ახლოს იყო მასთან, ის კი წვივებით საწოლის კიდეს ეხებოდა.
-ნახავ მერე… თუ კიდევ გამაბრაზებ, - ცხვირით მის ცხვირისწვერს შეეხო.
-ვერ შემეხები, - ხმა აუკანკალდა, თვალები ცრემლებით აევსო.
-უკვე გეხები, - წელზე ხელი შეუცურა და თავისკენ მიიზიდა. დაყვირებაც ვერ მოასწრო, გოგონას ფეხები იატაკს მოშორდა და მთელი სხეულით საწოლზე დაენარცხა. მამაკაცის სხეული ზევიდან მოექცა და განძრევის ყოველი საშუალება ამოუქოლა, - მე, შენი ქმარი ვარ, რასაც გეტყვი იმას გააკეთებ, მაგრამ ისე ვერ მოიქცევი რაც მე გამაღიზიანებს.
-თუ შემეხები ვიყვირებ, - თვალის კუთხიდან ცრემლი გამოგორდა.
-ისედაც გეხები, - ვნებიანად დახედა მის ყელს და მისკენ დაიხარა.
-სხვანაირად თუ შემეხები, თუ მაკოცებ, - ხმა დაკარგულმა ამოთქვა და გაშლილი ხელი მკერდზე მიაჭირა.
-ამ ოთახში ვერავინ შემოვა ჩემი ნებართვის გარეშე, თვით სიკვდილიც კი, - მერე ნაზ თმაზე ხელი გადაუსვა და მის სხეულს მთლიანად მოსწყდა, - შენთვის რამის დაშავება რომ მინდოდეს ვერავინ შემაჩერებდა. ახლა კი ადექი და მოწესრიგდი, სტუმრებს შენი გაცნობა უნდათ, - კოლოფიდან სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა, - მე აქ დაგელოდები, - აივნის მოაჯირს დაეყრდნო.
5 წუთის შემდეგ უკან შემოვიდა და საათს დახედა. ელენე ისევ აბაზანაში იყო და ტიროდა. თავის უბედობას დასტიროდა, ვის ხელში იყო ჩავარდნილი თვით ღმერთმაც კი არ იცოდა ალბათ. გიორგიმ კარზე მიუკაკუნა.
-რატომ მაიძულებ იმის გაკეთებას, რაც არ მინდა? - აბანოდან გამოსძახა კარზე მიყუდებულს.
-ამაზე უკვე ვილაპარაკეთ ელენე, - ათასჯერ გამეორებულივით ზანტად გაიმეორა ისევ.
-არ შემიძლია ვიქორწინო იმ კაცზე, რომელიც არ მიყვარს,-კარი გააღო და თვალებში შეხედა, - ეს შენთვისაც ცუდი იქნება, ისე როგორც ჩემთვის. წარმოიდგინე ცოლად ირთავ ქალს, რომელიც არ გიყვარს, მე კი ცოლად მივყვები იმ კაცს, რომელიც არ მიყვარს, ჩვენ ერთმანეთი არ გვიყვარს, არც კი მოგვწონს,- ლოყაზე დაუკითხავად ჩამოგორებული ცრემლი მოიწმინდა და ხმის კანკალით განაგრძო, - ჩვენ, ერთად ბედნიერები ვერ ვიქნებით, უბრალოდ შეუძლებელია. მესმის, რომ ჩემი დაცვა გინდა და ამისთვის მართლა მადლობელი ვარ, მაგრამ ეს ყველაფერი რა საჭიროა, არ მესმის. ამ სახლში ვცხოვრობ, შენთან ერთად და ეს საკმარისი არ არის?
-ეს ფორმალური ხელის მოწერა იქნება, მართლა ცოლად კი არ მომყავხარ. ვერ დაგიცავ ამის გარეშე, რადგან კლანის თითოეულმა წევრმა იცის, რომ მაფიის ბოსი ქორწინდება და რომ შენ ჩემი საცოლე ხარ. ასე რომ დამშვიდდი და დაბლა ჩამოდი.
-არ ჩამოვალ.
-ჩამოხვალ.
-არ ჩამოვალ.
-ჩამოხვალ თქო, ნერვებს ნუ მიშლი.
-არა და არა, ვერ გამაკეთებინებ იმას რაც არ მინდა. არ ჩამოვალ შენი მაფიის გასაცნობად, შენი საცოლის სახელით. როგორ მაინტერესებს მათ ვინ გააცნო ჩემი თავი ისე, როგორც შენი მომავალი ცოლი?!
-მე... -ზუსტად, მეც მაგას ვამბობ. მგონია, რომ ეს ქორწილი შენც გაწყობს და მხოლოდ ჩემს დაცვად არ ცხადდები. კლანის ძაღლებს შენი შეჭმა უნდათ? - ცინიკურად წარმოთქვა ბოლო სიტყვები და სარკეში არეული თმა გაისწორა.
-ენას ზედმეტად ნუ ატრიალებ, შენთვისვე აჯობებს ცოტა იცოდე. შეწყვიტე პანიკები და წამოდი.
-და რომ არ წამოვიდე რას იზამ? -ძალით წაგიყვან, - მაჯაზე ხელი ჩასჭიდა და ოთახიდან ძალით გაიყვანა. მიუხედავად ელენეს ძალისხმევისა მაინც ვერ შეძლო მისთვის ხელი გაეშვებინებინა და ტირილით გაჰყვა უკან. სანამ სტუმრებთან შევიდოდნენ, გიორგი მიუბრუნდა, თვალებიდან ცრემლები მოსწმინდა და გაუღიმა, - ეცადე თავი ისე მოაჩვენო თითქოს ძალია გიყვარვარ. ხოო და კიდევ, - ჯიბიდან ბეჭედი ამოიღო და გაუკეთა, - ეს აღარასდროს მოიხსნა.
-იმდენად მძულხარ, რომ არ მგონია ეგ გამომივიდეს.
-შეეცადე მაინც, - ხელი ჩაჭიდა და მისაღებისკენ გაუძღვა.
-მოიცადე, მოიცადე, - კიდევ ერთხელ გააჩერა და შეევედრა, - გთხოვ გამიშვი, ძალიან გთხოვ.
-არ შემიძლია, ვწუხვარ,- უთხრა და კარი შეაღო. ელენეს გული ამოვარდნაზე ჰქონდა, ცრემლებს ძლივს იკავებდა. ოთახში ექვსი მკაცრი გარეგნობის მამაკაცი იყო, მათ შორის რაულიც, მაგრამ იმ ხუთისგან მოდიოდა ყველაზე დიდი დაძაბულობა. ელენე შეშინებული უყურებდა იქ მსხდომთ, რომლებიც საკმაოდ ხმამაღლა საუბრობდნენ. ოთახში შემოსული გოგონა რომ დაინახეს ფეხზე წამოდგნენ და ქედი მოუხარეს ლამაზმანს. ამაყი ჩანდა ელენე, როგორც ეს მაფიის ბოსის საცოლეს შეჰფეროდა, სახეზე სიმკაცრე და თავდაჭერილობა აესახა მოულოდნელად, ასე ცდილობდა საკუთარი შიშის ჩახშობას, წარბები შეკრა და ასე მიესალმა ყველას. ხელზე ემთხვივნენ როგორც მათი წესი მოითხოვდა. ახლა ის მათი ,, ქალბატონი" ხდებოდა.
-მიხარია თქვენი გაცნობა ჩემო ქალბატონო, ჩემთვის და ყველა ჩვენგანისთვის დიდი ბედნიერებაა თქვენი გაცნობა და გიორგის გვერდით თქვენი ხილვა,- კიდევ ერთხელ ემთხვია ხელზე ,, კრისა", რომელსაც ძლიერად ჩაებღუჯა მისი მარჯვენა. მადლობა გადაუხადა და ხელი თითქმის გამოგლიჯა.გიორგის სახე აელეწა, არ ესიამოვნა მამაკაცის ეს ქცევა, ეჭვიანობის ნაპერწკალი გაღვივდა მის გულში, ელენეს თვალით ანიშნა, რომ დამჯდარიყო და გვერდი-გვერდ დასხდნენ დივანზე. იმ საღამომ საკმაოდ დაძაბულად ჩაიარა ელენესთვის, ერთი სული ჰქონდა სტუმრები წასულიყვნენ და თვითონ ოთახში ჩაკეტილიყო, ახლა მისთვის ყველაზე დიდ საფიქრალს იძულებითი ქორწინება წარმოადგენდა. თავს უსუსურ ადამიანად თვლიდა, რადგან საკუთარი თავის და ძმის გადასარჩენად სხვა ვერაფერს აკეთებდა. თავისი სიჯიუტით ნიკოსაც საფრთხეს უქმნიდა, მიუხედავად იმისა, რომ მან ასეთი საშინელება გაუკეთა, მაინც ფიქრობდა მასზე.
ოთახში ჰაერის უკმარისობა ჩამოწვა და ელენეს სუნთქვა გაუჭირდა, ოფლმა დაასხა და კანკალი დააწყებინა, შორიდან მოესმა შეკითხვა ,, ქორწილს როდის აპირებთ" და ასევე შორიდან მოესმა პასუხიც ,, შემდეგ კვირას". ჰაერი უფრო მეტად შეიკუმშა ოთახში და სიგარეტის კვამლმა მხედველობაც დაუბინდა.
დასამშვიდებლად გიორგის ხელი ხელზე ძლიერად მოუჭირა და ჩასუნთქვა სცადა. არც ერთ მამაკაცს უყურადღებოდ არ დარჩენია მომხდარი, ყველა გოგონას მიაშტერდა და ამით უფრო შეუზღუდეს სუნთქვისთვის განკუთვნილი არეალი. გიორგიმ მხრებზე ხელი მოხვია და ახლოს მიიზიდა, თმაზე მოეფერა და ყურში ჩასჩურჩულა რაღაც.
-ვერ ვსუნთქავ, - ძლივს ამოთქვა ელენემ და მხარზე მიესვენა გიორგის. ყველანი ფეხზე წამოცვივდნენ. სანთელივით გაფითრებული ელენე უკვე ხელში ყავდა აყვანილი დათო რომ შემოვიდა და შენთან სალაპარაკო მაქვსო გიორგის მიეახლა.
-ახლა მაგის დრო არ არის დავით, სტუმრები გააცილე, - შემოსულს დაუბარა და ბუმბულივით მჩატე გოგონა კიბეებზე რამის სირბილით აიყვანა. იმ ღამეს თვალი არ გაუხელია ელენეს, გიორგის კი ერთი წამითაც არ მოუხუჭავს თვალი, მის გვერდით იწვა და მის თავქვეშ ხელი ამოედო.
ათასი ფიქრი ტრიალებდა მის თავში და ყოველი ფიქრი ამ ქალისკენ იყო მიმართული. გული წინაღამინდელივით შეუტოკდა და შიშისგან აუფორიაქდა. მოულოდნელად დაუცხრომელი სურვილი გაუჩნდა მისი ტუჩების ხელმეორედ დაგემოვნებისა, მისი თმის სურნელის და სხეულის სითბოს შეგრძნებისა. სახე ახლოს მიუტანა და მის ტუჩებს შეეხო, ტანში სასიამოვნო და ამავე დროს საშინელმა ჟრუანტელმა ერთდროულად დაუარა. სუნთქვა აუჩქარდა, გულის ცემაც აუჩქარდა და დაუოკებელმა წყურვილმა შეიპყრო მისი დაუფლებისა.
უსამართლობაა, რომ ღმერთმა ქალი კაცის საცდუნებლად შექმნა. მოულოდნელად გასწორდა და მზერა ჭერს მიაპყრო, ღრმად სუნთქავდა და ელენესკენ აღარ იყურებოდა. ეშინოდა ისეთი რამ არ ჩაედინა რასაც მერე საკუთარ თავს ვეღარ აპატიებდა. თვალები დახუჭა, მაგრამ რული არ მიეკარა. ის ღამე საყვარელი ქალის თვალთვალში გაათია.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი მანცურა

ძალიან კარგია ბრავო...შემდეგი თავი როდის იქნება?ან იქნებ დევს უკვე და მე ვერ ვიპოვე?

 


№2  offline წევრი sabah alkhyr

მანცურა
ძალიან კარგია ბრავო...შემდეგი თავი როდის იქნება?ან იქნებ დევს უკვე და მე ვერ ვიპოვე?

მადლობა დიდი. ❤️არა ჯერ არ დევს, დგეს ვაპირებ ატვირთვას❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent