შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაივლის დრო /6/


10-08-2019, 23:33
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 2 887

გაივლის დრო /6/

სოფელში ჩასვლის შემდეგ მიხვდა რომ ყველაფერი ენატრებოდა. სახლში ვერ გააჩერეს, ყველა მოინახულა, ყველაფერი შემოიარა და ბოლოს ბავშვებთან ერთად დაიწყო თამაში. მართასაც მთელი დღე სტუმრები ჰყავდა, ჯერ მეზობლები გადავიდნენ , ამბები აინტერესებდათ თითქოს რაღაც განსაკუთრებული მოხდებოდა თბილისში. კესო ეზოში თამაშობდა და თან მათი საუბარიც ესმოდა
-საწყალი მარუსა რა კარგი ქალი იყო ... ეჰ არაფერი ვართ ადამიანები . ვტოვებთ ჩვენს ნაშრომს და მივდივართ, ამდენი იწვალე ,დაზარდე შვილები და ბოლოს რა ... სასაფლაოზე ეკლები გადაივლის ერთ დღეს- ქალბატონი ციალა ყავის ჭიქით ხელში იჯდა და შეწუხებული სახით საუბრობდა
-კარგი რა ციალა შენ ორი ბიჭი გყავს და მაგის თუ გეშინია მე რაღა უნდა ვთქვა- ლალიც რომ აჰყვა მართამ უკვე ტკივილი იგრძნო. წასვლა უნდოდა, ისედაც ვერ იტანდა ჭორაობას და ამდენ კითხვაზე პასუხის მოფიქრებაც აღარ შეეძლო
-შენ ისეთი კარგი გოგო გყავს...რას შვები ახლა როდემდე უნდა იცხოვრო იმ ქვრივ კაცთან . ისედაც უჟმური სახე ჰქონდა და იმ გოგოს სიკვდილის შემდეგ სულ გააფრინა მგონი. საწყალი ბავშვი მასეთი მამის ხელში ... არ ჰყავს ვინმე დავიჯერო? ცოლად რომ მოიყვანოს და იმან მიხედოს ბაავშვს?
-ციალა დეიდა ყველა თუ არ იცინის იმას არ ნიშნავს რომ უჟმურია და თუ ნამდვილად უყვარს, ტკივა საყვარელი ადამიანის დაკარგვა გიჟია ... თორნიკე შესანიშნავი მამაა და ისე მოიქცევა როგორც კესოსთვის იქნება უკეთესი ახლა კი თქვენის ნებართვით მე დაგტოვებთ...სულ ორი დღით ვარ ჩამოსული და არ მინდა ჭორაობაში გავლიო ეს ორი დღე. ნათესავები უნდა მოვინახულო კესოსთან ერთად - მშვიდი იყო, არც ტემბრი შეუცვლია , ღიმილითაც გაუღიმა ქალს და სანამ ლალი რამეს ეტყოდა მანამ დაიძრა კესარიასკენ . ბავშვებს მოეფერა , მოიკითხა ყველა და შემდეგ კესოსთან ერთად წავიდა .
ქუჩაში მიდიოდნენ, კესოს ყვავილები ეჭირა ხელში და ხტუნვა-ხტუნვით მიაბიჯებდა. დემნას ნახვა უნდოდათ რომელიც სავარაუდოდ ვენახებში იქნებოდა რომელიც საკმაოდ შორს იყო მათი სახლიდან .
-ნეტავ ბალი იქნება?
-ვნახოთ ... შეიძლება იყოს თუ არ შეჭამეს ჩიტებმა
-შეიძლება ჩემს სახლშიც მივიდეთ?
-დღეს გვიანია , დავიღალე ...ხვალ წავიდეთ ხო?
-კარგიი - გაუხარდა და სახეც წამსვე გაუბრწყინდა- მამიკოს არ დაურეკავს?
-რომ ჩამოვედით ხომ ელაპარაკე ,გვიან ალბათ ისევ დაგირეკავს, ძილის წინ
-მოვენატრები ნეტავ?
-შენ როგორ შეიძლება არ მოენატრო - დაიხარა და ლოყები დაუკოცნა- ჩემო გემრიელო
-შენ კი ვაჩეს მონატრებიხარ- ეშმაკურად შეაპარა - მთელი გზა შენკენ იყურებოდა . რამდენი რამე გკითხა , ძალიან უყვარხარ
-შენი აზრით ძალიან სიყვარული როგორია კესარია?
-როცა გიყვარს ყველაზე მეტად
-ყველაზე მეტად სიყვარული საკმარისი არ არის ამ შემთხვევაში . საერთოდ სიყვარული მრავალნაირია ... ძმები და დები , მშობლები, მეგობრები ყველა გვიყვარს ხომ? ადამიანები რომლებიც ჩვენთან სისხლით არიან დაკავშირებული, რომლებიც დაბადებიდან გვიყვარს და ისინი ვინც შემდეგ გავიცანით და შევიყვარეთ მიზეზით ან უმიზეზოდ
-მართალია , მე შენც მიყვარხარ და მამიკოც . მამიკო მამიკოა შენ არ ხარ დედიკო ,მაგრამ მაინც ძალიან მიყვარხარ
-მეც ძალიან მიყვარხარ . ვაჩე კი ძალიან არ მიყვარს , არც მისი სიყვარულია საკმარისი ...მას უბრალოდ მოვწონვარ , ვაინტერესებ ხვდები? ეს კი საკმარისი არ არის იმისთვის რომ მას დავუკავშირო ჩემი ცხოვრება
-ისე უნდა უყვარდე როგორც თორნიკეს ლილუ?- ქვემოდან უყურებდა და თან ქვიან გზაზე მიაბიჯებდა
-ასე ძალიან თუ ვეყვარები ვეცდები მეც შევიყვარო
-აბა არ შეიძლებაო ძალით სიყვარულიყო? ადრე რომ მითხარი გულს შეუყვარდაო და ვერ გადავიყვარებო?
-მაგრამ ცდა ყოველთვის შეიძლება ... ზოგჯერ სიყვარულზე მეტი რამ შეიძლება გაკავშირებდეს ადამიანთან და ეს გხდიდეს ბედნიერს
-ვერ გავიგე თუ უყვარხარ რატომ არაა საკმარისი ან თუ არ გიყვარს როგორაა საკმარისი ...
-ძალიან რტულია ხომ ხედავ, ამიტომ არის შენი მართა მარტო - გაიცინა და ხელში აიყვანა ქალბატონი. მერე უკვე ეზომდეც მიაღწიეს, პატარა ხის ჭიშკარი გააღეს და გამოჩნდა კიდეც ვენახები. კესარია დემნასთან გაიქცა, დიდხანს ეძახდა და ბოლოს იპოვნა. ხილის ხეებიც შეოიარა , ყველაფერი დააგემოვნა და გვიან დაბრუნდა სახლში.
მეორე დღესაც დილიდან არ გაჩერებულა, უნდოდა ყველაფერი მოესწრო . ვაჩე ეწვიათ, შემთხვევით აღმოჩნდა იქვე მეზობლად მცხოვრებ თავის მეგობართან და მართასთანაც გაიარა . ეს ამბავი არავის ეჯერა, მაგრამ ისე შეხვდნენ თითქოს მართალი იყო. ლალი დიდი სიხარულით შეეგება, ეზოში გაშალა სუფრა ისე რომ მართა წამითაც არ მოაშორა.
-მგონი შეგაწუხეთ
-არა რას ამბობ შვილო...შენი მოსვლა ყოველთვის ძალიან გვიხარია. დედა და მამა როგორ არიან რა ხანია აქეთ არ ჩამოსულან
-კარგად არიან , გმადლობთ. ვერ ახერხებენ ,ორივე მუშაობს ახლა დასასვენებლად წავიდნენ და აგვისტოს ბოლოს გამოვლენ ალბათ სოფელშიც
-შენ ძალიან კარგი ბიჭი ხარ ...არ ივიწყებ მამაპაპურ სახლს და კარ -მიდამოს
-მიყვარს აქაურობა , აქაურები და არასდროს მივატოვებ ამ ადგილს- მართას შეხედა რომელიც დიდად არ იჩენდა ინიციატივას . როგორც ყოველთვის მშვიდი იყო
-ჩვენი გოგოც ასეა...როგორც კი დაასრულა სწავლა აქეთ წამოვიდა. ახლაც დრო როგორც კი გამოუჩნდება არ გვივიწყებს. იმედია ქმარიც ისეთი შეხვდება რომ მოხუცებს უპატრონოდ არ დაგვტოვებს
-დედა იქნებ არ გვინდა ამ თემაზე საუბარი ... ხაჭაპური არ დაიწვას
-ხო წავალ , ვნახავ და ახლავე მოვალ - უცებ წამოდგა და სახლში დაბრუნდა
-აბა ? ხვალ რა გეგმები გაქვს?
-არანაირი...ხომ იცი არ მიყვარს აღნიშვნა
-ასე როგორ შეიძლება ... ყველანი აქეთ არიან
-მალე ტასკას დაბადების დღეა და იქ ვიქეიფოთ ყველამ . სანამ დასრულდება შვებულებები და დაიწყება ისევ მუშაობა მოვახერხებთ ერთმანეთის ნახვას
-კესუნა სად არის?- თემა შეცვალა და მართასთვის აშკარა იყო საითაც მიჰყავდა საუბარი
-ბარბისთან ,თამაშობენ ბავშვები
-არ მეგონა სწვალას თუ არ გააგრძელებდი და ძიძა იქნებოდი . ახლა ლექტორი უნდა იყო შენ კი... მართალია კესუნა ძალიან საყვარელია,მაგრამ ნუთუ ძიძა ვერ იპოვნა. არ ჩანს ისეთი კაცი რომ უჭირდეს რაიმეს გაკეთება
-მე კი არ მეგონა შენც თუ სხვებს დაემსგავსებოდი და დაიწყებდი ამ თემაზე საუბარს .
-ხომ იცი ჩემთვის როგორი მნიშნელოვანი ხარ და მე არ მსიამოვნებს გამიგე ...შენ უცხო ადამიანის ბავშვს საკუთარივით ზრდი , სუაკეთესო წლები, შენი გეგმები ყველაფერი მას დაუთმე და ახლა საერთოდ მათ სახლში ცხოვრობ , იმ კაცთან
-არც მითხოვია გაგება, უბრალოდ ცუდია რომ არ გესმის ,მაგრამ საჭირო არც არის რომ გესმოდეს.
-მართა- მის გვერდით გადაჯდა და მკლავზე თითები შემოხვია. ხელის ზურგზე აკოცა და ქვემოდან ახედა- არ გამიბრაზდე რა , მე ვიცი შენ როგორიც ხარ ,მაგრამ ყველა საუბრობს როგორ გადაცხოვრდი უცნობ კაცთან . მე შენზე ვღელავ
-ღელავ თუ ეჭვიანობ - პირდაპი უთხრა და გაუღიმა- და რა , მე რომ არ მქონდეს უმაღლესი განათლება, არ ვაპირებდე სწავლის გაგრძელებას უბრალოდ ძიძა რომ ვიყო და ვზრდიდე უსაყვარლეს ბავშვს , მიწევდეს ქვრივ კაცთან ცხოვრება აღარ გექნებოდა გრძნობები?
-მართა ამას როგორ მეუბნები მე ...ხომ იცი როგორ მიყვარხარ
-არ ვიცი , მე მხოლოდ ეჭვიან კაცს ვხედავ კიდევ მესაკუთრეს და კიდევ ის ვიცი რომ შენ ამის უფლება არ გაქვს იმიტომ რომ მე და შენ შეყვარებულებიც კი არ ვართ ვაჩე
შემდეგ ლალი გამოჩნდა ცხელი ხაჭაპურებით და ბიჭთან საუბრის გაგრძელება გადაწყვიტა, დაიწყო კიდეც ათასი კითხვის დასმა ,მაგრამ მართა წავიდა . კესო უნდა გადმოვიყვანოო თქვა და ბიჭიც იძულებული გახდა დროზე ადრე წასულიყო .
დადგა კვირა დღეც . მართას მშვიდად ეძინა დიდად არც უყვარდა საკუთარი დაბადების დღე , არასდროს ემზადებოდა წინასწარ და ესეც ერთ ჩვეულებრივ დღედ ჰქონდა მიჩნეული, მაგრამ კესომ რომ გააღვიძა სიმღერით უკვე ბედნიერი იყო
-ჩემო ბედნიერებავ...
-მიყვარხაარ -ყელზე მოეხვია და რამდენჯერმე ხმაურით აკოცა- ჩემი მართა უკვე 27 წლის არის
-შენ მართას უზომოდ უყვარხარ, შენი მართას სიხარული ხარ შენ . რა კარგია რომ დაიბადე და რა კარგია რომ ჩემი საჩუქარი ხარ . ჩემი ბედნიერება ხარ - სხეულზე იკრავდა და კოცნიდა. ასე არავის უყვარდა, ასე გულწრფელად ასე მთელი გულით სხვას არავის უყვარდა და ამ შეგრძნებას არაფერი შეედრებოდა.
მშობლებმაც მიულოცეს. ლალის ტორტი ჰქონდა, სუფრაც გაამზადა. დილიდან იღებდა მილოცვებს, ხან ვინ მიდიოდა ხან ვინ. ზარები არ წყდებოდა , ბავშვებმაც კი მიულოცეს, ყოფილი მოსსწავლეები ესტუმრნენ საჩუქარი და ყვავილები მიუტანეს. ცოტა ხანს დარჩნენ, ტკბილეულით გაუმასპინძლდა ,დილიდან დადებითი მუხტით ივსებოდა.
საღამოს კი კლასელებმა დაურეკეს უთხრეს რომ რესტორანში მაგიდა უკვე დაჯავშნილი ჰქონდათ, ყველა მზად იყო და სხვა გზა აღარ ჰქონდა უნდა მომზადებულიყო. კესო უსმენდა მობილური რომ გადადო და მის გვერდით დაჯდა
-პატარავ შენც წამოდი თუ გინდა
-არა, მე ლალისთან და დემნასთან დავრჩები . მერე დამეძინება და შენ ადრე მოგიწევს წამოსვლა- არ უნდოდა მართასთვის ხელი შეეშალა თანაც ვერც ერთობოდა დიდებთან ერთად , რესტორანში ყოფნაც არ უყვარდა - ფოტოები გადაიღე
-აუცილებლად - გაიღიმა და ბავშვს აკოცა- აბა? რომელი კაბა შემირჩიე?
-ოღონდ არ გამიბრაზდე რაა...ჩემი დაბადებისდღის საჩუქარია - კაბა საწოლზე მიაფინა და ქვემოდან ახედა
-კესოო
-მამა დამეხმარა... ჩანთაში იმან ჩადო მე რომ დაგიძახე. ფეხსაცმელიც ჩაუდია , ამ კაბას უხდება
-თორნიკეც გარიე ამ საქმეში ?- გაკვრივებას ვერ მალავდა. არ მოსწონდა ზოგადად ასე რომ ატყუებდა კესო,მაგრამ ახლა გაბრაზება არ შეეძლო იმდენად ესიამოვნა ეს ამბავი ბავშს ამდენ შრომას წყალში ვერ ჩაუყრიდა. უნდა გაეხარებინა პატარა ქალბატონი
-მასაც ხომ უნდა ეჩუქებინა რამე და ხომ იცი საჩუქრების არჩევა არ იცის . ხომ არ მიბრაზდები?- ქვემოდან უყურებდა და განაჩენს ელოდა
-საუკეთესო ხარ ხომ იცი?- მოეხვია და ყელში აკოცა- ჩემი საჩუქარი შენ ხარ
-ვიცი,მაგრამ ეს კაბაც ძალიან მოგიხდება
ერთ საათში მზად იყო , მანქანაც ელოდა . მეგობრები ეზოში იყვნენ და ქვემოდან ხმაური ისმოდა. დემნას და ლალის ულოცავდნენ კესო კი ამ დროს მართას უყურებდა და იღიმოდა
-ულამაზესი ხარ
-შენ კი საოცრება ხარ...წარმოდგენა არ მაქვს როგორ შეიძლება ასეთი გემოვნება გქონდეს- იღიმოდა და საკუთარ ანარეკლს უყურებდა. ზუსტად ისეთი კაბა იყო მართას სტილს რომ შეესაბამებოდა , დახვეწილი, სექსუალური,არაგამომწვევი , თმა შეიკრა და სახის ნაკვთებიც გამოკვეთა. კესოსთან გადაიღო ფოტოები და შემდეგ ჩავიდა ქვემოთ.
ეზოში იდგა და უყურებდა მიმავალს შემდეგ ლალის მიუბრუნდა
-ტორტი ისევ გვაქვს ლალი ბებო?
-ოხ შე პატარა მსუნაგო ... გაჭმევ წამოდი, სიმინდიც მაქვს მოხარშული . შენ რომ გიყვარს ისეთია
-ამ დროს?
-დიახ ... დიახ
მათთან ერთად ივახშმა, შემდეგ დემნას გაჰყვა პირუტყვის დასაბინავებლად და ბოლოს ტელევიზორის ყურებისას ჩაეძინა...
თორნიკემ ორი დღე ძლივს გაუძლო, მოწყენილი იყო ყელში ამოუვიდა უაზროდ სიარული. ბიჭებთან იჯდა , წინა ღამის შემდეგ ისეთ ხასიათზე გაიღვიძა შუადღესაც კი არ იყო გამოფხიზლებული.
-თავი მისკდება ... რა ჯანდაბა იყო ეს
-მე არაფერი მახსოვს ვაფშე...ისეთი გათიშლი ვიყავი ის გოგო ალბათ ვერც გავ>იმე და იმიტომ ჰქონდა დილით ისეთი უკმაყოფილო სახე - ლუდის კათხა ლოყაზე მიიდო და ამოიხვნეშა
-დაბერდი ნოდიშ ხომ ხედავ ... მარტო თმა კი არ გაგცვივდა
-დავაი რა ... შენ რა გჭირს თორნიკე , ჰეიი აქ ხარ ?- ხელი აუქნია თვალწინ და მანამ არ გაჩერდა სანამ არ შეუღრინა ამაშუკელმა
-დღეს მართას დაბადებისდღეა
-ვიცით, მივულოცეთ ინსტაგრამში მივწერე ...
-სკოლა ერთ კვირაში დაიწყება , მერე როდის წავლენ სოფელში და რაღაცნაირად მიტყდება იმ გოგოსთან კესოს გამო ყველაფერი გადადო . ხოდა ვიფიქრე ჩავიდეთ და ეს ერთი კვირა ბარემ იქ დავრჩეთ
-დავრჩეთ ანუ ჩვენც წამოვიდეთ?
-ხო ... აქამდე ტვინს ტყ.ავდით სოფელში არ ჩაგვიყვანე არ დაგვასვენეო და რას მიკეთებთ აქ . სიცხეებია ისევ
-რაღას ვუცდით ,წავედით, მაგრამ მე საჭესთან ვერ დავჯდები. შენ წაგვიყვან - ნიკა წამოდგა და ნოდიკოც ააგდო- ჩავლაგდებით ჩვენ და გავიდეთ
-ორ საათში გამოგივლით და მეტი არ მინდა მზად არ იყო ნოდარ!
-მე ვიცი სადაც უდევს საცვლები და დავეხმარები ჩალაგებაში - ნიკა ახარხარდა და წინ გავარდა.
ორი საათი არ ეყოთ , როგორღაც გააღწიეს ქალაქიდან და მერე გზაშიც გაჩერდნენ , ავარია იყო მომხდარი და შეჩერებული იყო მოძრაობა , სანამ გზა გახსნეს და სოფლამდე ჩააღწიეს დაღამდა კიდეც. ჯერ იფიქრა ხვალ გადმოვიყვან კესოს ჩემთანო, მაგრამ შემდეგ ბიჭებმა ააგდეს აქ ვართ მივულოცოთ მართასო და ასე აღმოჩნდნენ დემნასთან სახლში.
-თორნიკე ... როგორ ხარ . არ გელოდით დღეს
-გამარჯობა . ესენი ჩემი მეგობრბეი არიან...
-სასიამოვნოა...გილოცავთ შვილის დაბადებისდღეს
-გმადლობთ შვილო...შემოდით , თუმცა მართა არაა სახლში. მეგობრებმა დაპატიჟეს, რესტორანში არიან . კესოს კიდე ახლახანს ჩაეძინა და საძინებელში ავიყვანე წეხან . არ ღირს ნუ გააღვიძებთ , სჯობს თქვენც რესტორანში წახვიდეთ, გაუხარდება მართას თქვენი დანახვა
-ხო . ხო აბა რა ... რადგან კესუნას სძინავს ჩვენც იუბილართან წავალთ- ნოდიკომ დრო იხელთა და ისე წაიყვანა თორნიკე აზრზე მოსვლა არ ადროვა
-სად მიგყავართ ახლა...იქ რა გვინდა
-რატო რა გვინდა ტო, ხო უნდა მივულოცოთ გოგოს. უცხოები ხო არ ვართ
-აქ რო ვყოფილიყავით უეჭველი დაგვპატიჟებდა - ნიკამაც დაუმატა - აქ რამდენი რესტორანი იქნება, ერთია სულ ნორმალური და იქ იქნებიან . სახინკლეში ხო არ წაიყვანდნენ აბა
-სახლში გავიაროთ ტო , შორტით ხო არ წამოვალ - ნოდიკო აწუწუნდა და სახლშიც გაიარეს. გამოიცვალა თორნიკემაც და მიუხედავად იმისა რომ დიდად მოხარული არ იყო მაინც აღმოჩნდა რესტორანში. შესვლის წამიდან ინანა იქ მისვლა, გრძნობდა რომ კარგი არაფერი ელოდა წინ ,მაგრამ უკან დასახევი გზაც არ ჰქონდა . ბავშვობა იქნებოდა უკან რომ გაბრუნებულიყო, ნიკუშა და ნოდიკოც ისეთი მოტივირებულები იყვნენ წასვლის საშუალებას არ მისცემდნენ. ფიქრობდა მართას ნახავდა, მიულოცავდა და შემდეგ ბიჭების იქ დატოვება რომ დასჭირვებოდა მაინც დაბრუნდებოდა სახლში.
დარბაზშიც აღმოჩნდნენ, მინიმალისტური ინტერიერი , რამდენიმე მაგიდა , ყველგან სხვადასხვა სიტუაცია და ყველა ნასვამი იყო . ცეკვავდნენ, მუსიკა მაღალ ხმაზე იყო, ისედაც არ აკლებდნენ მთვრალი კაცები ჯერ კიდევ მაგიდასთან რომ შემორჩენილიყვნენ და სადღეგრძელოებს აგრძელებდნენ. რთული მისახვედრი არ იყო მართას მეგობრები რომელ მაგიდასთან ისხდნენ , რამდენიმე ბიჭი იცნო კიდეც . თავად იუბილარი არ ჩანდა , მაგიდისკენ მიდიოდა ,მაგრამ შემდეგ დაინახა მოცეკვავე წყვილებს შორის . ვაჩესთან ცეკვავდა , ზურგით იდგა და სხეულს მელოდიას აყოლებდა. ბიჭის მზერა არ გამორჩენია ამაშუკელს არც მისი ხელები მართას ზურგზე რომ დასრიალებდნენ შემდეგ თეძოზე რომ გადაინაცვლეს და ღიმილი , ეს არეული მთვრალი ღიმილი . ხვდებოდა ბიჭის ყველა ფიქრს , თითქოს მის ტვინში იყო და ზუსტად იქ დააცოცებდა მზერას სადაც ბატონი ვაჩე. ბედის ირონია იყო თორნიკეს საყვარელი მელოდია რომ გაჟღერდა სწორედ იმ დროს აკოცა ყელში ბიჭმა და მართამ უკან დაიხია . ცეკვა არ შეუწყვიტავს, უბრალოდ მანძილი გაზარდა, დატრიალდა და წამით შეხედა თორნიკეს. ამაშუკელს თვალები დაეხუჭა , მელოდიას უსმენდა და წარსულში გადაენაცვლებინა , იქ სადაც ლილესთან ერთად ცეკვავდა . მის ქერა თმებს ხედავდა თვალების გახელის შემდეგაც და ელოდა როდის იგრძნობდა მის სურნელს, მის სითბოს , ისევ დატრიალდებოდნენ ემოციები რომლებიც არასდროს ტოვებდნენ ,მაგრამ ყველაფერი შეიცვალა მხოლოდ მართას ყორნისფერ თმას ხედავდა, მის სხეულს რომელიც არაფრით ჰგავდა ლილუს .
გონს რომ მოვიდა მართა უკვე მისი მიმართულებით მიაბიჯებდა, უყურებდა თავისი ღამისფერი თვალებით და ვინ იცის რას ფიქრობდა. ნიკუშა და ნოდიკო წინ გადაეღობნენ , მართამაც გაუღიმა , მილოცვა მიიღო , ორივეს აკოცა შემდეგ კი ამაშუკელის წინ აღმოჩნდა
-ვერ წარმოვიდგენდი რომ არ გნახავდით ბატონო თორნიკე
-გილოცავ - საკუთარი ხმა ძლივს იცნო . ერთი სიტყვა თქვა და ლოყაზე წამით შეახო ტუჩები
-იმედია არ გვიწყენ ასე დაუპატიჟებლად რომ შემოგეჭერით... მოულოდნელად გადავწყვიტეთ წამოსვლა - ნიკას ხმა ესმოდა და ისევ მართას უყურებდა
-მიხარია რომ მოხვედით ...ყველაფერი ისედაც დაუგეგმავად მოხდა . დასხედით გთხოვთ
სულ რამდენიმე წუთს ისხდნენ . ბიჭებმა გაიცნეს თითქმის ყველა ,თორნიკემ კი ორი ჭიქა ღვინით გადაწყვიტა განტვირთვა. მესამე ჭიქის გავსებაც ვერ მოასწრო ყველაფერი რომ ჩაბნელდა და გამოჩნდა ტორტი. სიმღერის ხმა ისმოდა, ყველა ტაშტს უკრავდა და მართაც ბედნიერი ჩანდა. გოგონები იდგნენ მის გვერდით , ყველა ელოდა როდის ჩაარობდა სანთლებს და აი ისიც ,თვალები დახუჭა შეუბერა ,მაგრამ ყველაფერი არ დასრულებულა/ ამჯერად ბატონი ვაჩე გამოჩნდა უზარმაზარი თაიგულით ხელში ვარდებმა აშკრად გაახარეს მართა, მაგრამ შემდეგ რაც მოხდა ამას ნამდვილად არ უმოქმედია დადებითად.
ბატონმა დაიჩოქა , ჯიბიდან ბეჭედი ამოიღო და ცოლობა სთხოვა. თორნიკეს ზუსტად არ ესმოდა სიტყვები , მაგრამ იგრძNო როგორ აუდუღდა ძარღვებში სისხლი, კუნთები ისე დაეჭიმა ლამის ჭიქა შემოატყდა. ფეხზე იდგა და უყურებდა წყვილს ... თავი უსკდებოდა ისეთი ხმები ისმოდა , შუქიც აინთო მართა კი არც ტიროდა, არც იცინოდა. ჯერ კიდევ გაოგნებული უყურებდა ბიჭს. შემდეგ რაღაც უთხრა , უკან დაიხია სულ წამით გადახედა მაყურებლებს და ამაშუკელის მზერასაც წააწყდა მისი დაბნეული , ამღვრეული თვალები.
მოვლენების ასეთ განვითარებას არავინ ელოდა, არავინ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა . ვაჩე კი საერთოდ გაგიჟდა, უკან მიჰყვებოდა თორნიკე რომ გადაეღობა წინ
-პასუხი უკვე გითხრა ...
-შენ საერთოდ ვინ ხარ რომ ერევი ! -აშკარად ბრაზმა და სასმელმა ერთად იმოქმედა , დაკარგა თავისი სიმშვიდე და ჭკუიდან იყო გადასული
-სჯობს დამშვიდდე , მერე ისევ სცადო მისი გულის მოგება ან სხვა ვინმე იპოვნო - თავის შეკავება უნდოდა, მშვიდად უთხრა და წასვლას აპირებდა ბატონმა ვაჩემ ხელი რომ ჰკრა
-ასეც ვიცოდი... შენთან გადმოცხოვრების წინააღმდეგი ვიყავი , მაგრამ არ დამიჯერა. რა ხდება ასე უცებ დაგავიწყა ცოლი? ხო საოცარია არა? გგონია ასე მარტივად გახვალ ფოონს? შენნაირი და ჩემნაირი იცი რამდენი გაუგიჟებია ?
-ხელი მომაშორე თორემ დავივიწყებ შენს ემოციურ ფონს და მოგამტვრევ მაგ ხელს - ყბები დაეჭიმა, ძარღვები დაებერა. ეზიზღებოდა მსგავსი მასკარადები , მაყურებლების წინ ცემა-ტყეპისთვის ზედმეტად დიდი იყო ახლა კი ეს ბიჭი უკან დახევას არ აპირებდა. კიდევ უფრო ახლოს მივიდა . ისევ ლაპარაკობდა ,თორნიკეს რომ გადაეკეტა არც შეხებია , თავი ჩაარტყა და აღრიალებული, ცხვირგატეხილი ვაჩე დაუტოვა მეგობრებს. არ ადარდებდა, ნერვიც არ შეტოკებია ,თითქოს კმაყოფილიც კი იყო. მხოლოდ მართას პოვნა უნდოდა იმ სიბნელეში სადღაც მარტო რომ მიაბიჯებდა და თავისუფლებაც კი იგრძნო სუფთა ჰაერზე გასვლის შემდეგ.
.....................
სიჩუმეში მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ხმა ისმოდა და მალევე დაინახა მართას სხეული. სადღაც გადაუხვია , ბაღი იყო , ლამპიონებით განათებული სივრცე სადაც არავინ იყო მართას გარდა.
ჯერ უყურებდა, აკვირდებოდა , ადროვა ემოციებისგან დაცლა , მაგრამ არც ჰქონია დიდი ფეიერვერკი. თავდახრილი იჯდა და ხელებს დაჰყურებდა , გვერდით მიუჯდა და სიგარეტს მოუკიდა
-გამოდის საბედისწერო ქალი ხარ - კვამლი გამოუშვა და გვერდიდან გახედა
-მარტო მინდა ყოფნა- ხმა გატეხილი ჰქონდა, უჩვეულოდ სუსტი
-მივხვდი მარტოობაზე შეყვარებული ქალი ხარ თორემ არ ეტყოდი იმ პერსპექტიულ , შენზე უგონოდ შეყვარებულ ახალგაზრდას ცოლობაზე უარს
-მე არ მეგონა თუ ფიქრობდა ქორწინებაზე
-ალბათ თბილად რომ ექცეოდი, ხვდებოდი, ელაპარაკებოდი და თავიდან არ იშორებდი იფიქრა რომ გიყვარდა ან თავს შეგაყვარებდა
-საშინლად გამოვიდა...ალბათ დამცირებულად გრძNობს თავს
-დაიკიდე ... უნდა მიმხვდარიყო რომ კუთხეში ვერ მიგიმწყვდევდა
-რას ამბობ
-ტიპთან რომანიც კი არ გქონდა ხომ ასეა, ცოლობა ისე გთხოვა რომ შეყვარებულის სტატუსიც არ ჰქონია გამოდგა ამდენი ადამიანის წინ და აბა რა გააკეთა. ვიღაც შენს ადგილას დაიბნეოდა და დასთანხმდებოდა
-შენ რა იცი ჩვენი ურთიერთობის შესახებ
-ერთი შეხედვით იმაზე მეტის მიხვედრაა შესაძლებელი ვიდრე წარმოგიდგენია...
-და გგონია რომ მიხვედრილი ხარ? შეენ გგონია ჩემი ამოხსნა შეძელი?
-ახლა ისევ ვიჩხუბებთ და არ გინდა დღეში ორი კაცის გადამტერება, თანაც დაბადებისდღე გაქვს
-უკვე პირველი საათია, ალბათ მეტიც- თავი დახრილი ჰქონდა , იდაყვებით დაყრდნობოდა მუხლებს და სახეც ხელებში ჩამალა
-სიცივეა...სახლში წაგიყვან და იქ იდარდე მიტოვებულ რომეოზე
-ასე ნუ ლაპარაკობ ... შენ რომ მის ადგილას ყოფილიყავი რას გააკეთებდი
-ცხოვრებაში ერთადერთხელ მიყვარდა და ზუსტად ვიცოდი რომ მასაც ვუყვარდი და ვიღაც გამოს.რებულს ნუ მადარებ რომელმაც ისიც არ იცოდა გათხოვება გინდოდა თუ არა . საერთოდ გიცნობს?რაღაც მეეჭვება შენი მრგვალი საჯდომის გარდა რამეს დაებრმავებინოს მისი ტვინი - სიგარეტის ღერი მოიშორა და წამოდგა
-ასე არ არის
-ნუ მასწავლი კაცებს და მათ ფიქრებს . წამოდი, გაიყინები აქ ... დაიკიდე , ყველას დაავიწყდება . უსიყვარულოდ გათხოვებას სჯობს ცოტა ხანს იჭორაონ
არაფერი უთქვამს. ჩუმად მიჰყვებოდა გვერდით სანამ მანქანა არ გაჩერდა მათ წინ . საჭესთან ნიკა იჯდა და მის გევრდით ნოდიკო ამიტომ უკან ჩასხდნენ . სიტყვა არ უთქვამთ ბიჭებს ისე დაიძრნენ სახლისაკენ
-ახლა სახლში დაგტოვებთ და ხვალ გამოგივლით
-მზად მაქვს ბარგი ...დილითვე წავიდეთ
-დარჩენას ვაპირებთ... სამი-ოთხი დღით . კესოს ჩემთან წავიყვან
-როგორც გინდა
-აუ ვერ გავიგე ტო ,თუ არ გიყვარდა და უარს ეუბნებოდი ახლა რატო დაიგრუზე ?
-სინდისის ქენჯნა აწუხებს ბიჭი რომ გატანჯა რა იყო ნიკოლოზ? შენ გოგოსთვის გული არ გიტკენია ჯეერ?
-რა კარგ განწყობაზე ხართ ბატონო თორნიკე, პირდაპირ გაოგნებული ვარ- მისი ეს დაუფარავი მხიარულება აცოფებდა. მართლა ვერ ხვდებოდა ასე რა უხაროდა , მაგრამ არც შეეძლო ამაზე ფიქრი. ჯერ კიდევ ვერ მოდიოდა გონს, წარმოდგენაა რ ჰქონდა ამ ჭორებს რა შეაჩერებდა, მერე ლალის რა გაუძლებდა და გაქცევა უნდოდა ბატონი ამაშუკელი კი ახლა გახდა სოფლის მოყვარული.
-არადა საკაიფო ბიჭი ჩანდა, ტო შენ რა წუნია ყოფილხარ
-იქნებ გეყოთ და გაჩუმდეთ? - თორნიკემ მშიდად განუცხადა და კიდევ მოუკიდა სიგარეტს.
მართამ როგორც კი დაინახა საკუთარი სახლი და მანქანა გაჩერდა წამსვე გადავიდა. მადლობაო ერთხელ თქვა და წავიდა .
იფიქრა სახლში შევალ, დავისვენებ , ხვალ დილამდე არ დამატყდება თავს ლალიო, მაგრამ ჭორს ვინ შეაჩერებდა. კაბა გახდილი არ ჰქონდა ლალი რომ შევარდა ტელეფონი ეჭირა და კიოდა
-რა გააკეთე გოგო ეს დაგვღუპე?
-რა გავაკეთე ლალი?
-მანანამ დამირეკა , გოგო ეს რა გავიგეო . რა მოხდაო , ვაჩეს ხელი უთხოვია და უარი უთქვამსო. ბიჭი გაანადგურაო, ეს როგორ გაგვიკეთეო მე კიდე მეგონა დავმოყვრდებოდითო, ნიშნები გამზადებული მქონდაო ქალი გაგიჯებული იყო. მლანძღა და გვლანძღა ყველანი . თავი მოგვჭერი მაინც ხომ? ისედაც ძლივს ჩერდებოდა ხალხი და იმ გიჟს რომ დაურტყია ვაჩესთვის ახლა მორჩა, დამტავრდა შენი სახელი ლაფშია უკვე . დარჩი მართლა შინაბერა უყურე იმ ქვრივ კაცს, მის შვილი გაზარდე და იყავი უბედური შე მართლა უბედურო...ეს რა გააკეთე გოგო ვაჩეს რა დაუწუნეე
-არ მიყვარს , გაიგეთ ერთხელ და სამუდამოდ რომ არავინ მიყვარს და არ მჭირდებიან კაცები რომლებიც ეძებენ იდეალურ ცოლებს დაჰგონიათ რომ ორ დღეში ვუყვარვარ . არ მინდა ასეთი გათხოვება, არ მინდა ასეთი ქმარი და დამანებეთ თავი. მორჩა აწი ნორმალურად აღარავის დაველაპარაკები. მორჩა , ეს იყო ბოლო წამი როდესაც თქვენ ილაპარაკეთ ჩემზე , კესოზე და თორნიკეზე
-ეგ ცხოველი, ბიჭს ცხვირი გატეხილი ჰქონია ...რა უნდოდა საერთოდ
-არ ვიცი, მე არ მინახავს როგორ დაარტყა. ტყუილად არავის სცემს და
-შენ რა იცი ეგ რას აკეთებს და რას არა. ჭკუა დაუშლის თუ რა,, ბავშვი ექვსი წელი ჰყავდა მიგდებული და ახლა გამომივიდა მამა აბრამის ბატკანი?
-რა დღეში ხარ ქალო...მთელ სოფელს ესმის შენი ხმა- კარში დემნა გამოჩნდა
-გაიგოს...გაიგებენ კიდეც რო მოგვჭრა თავი შენმა შვილმა
-მაინც როგორ ...ამჯერად რა გითხრეს შენმა ჭორიკანა დაქალებმა
-ვაჩემ ცოლობა სთხოვა ამდნეი ხალხის თვალწინ, ქალბატონმა უარი სტკლიცა და გამოიქცა. მერე კი იმ ულაყს უთავაზებია ვაჩესთვის, ბიჭს ცხვირი აქვს გატეხილიო. გაგიჟებული მელაპარაკა ბიცოლამისი
-და სახელი რით გაგიტეხა. თანხმობა რომ ეთქვა ეგ გერჩივნა? არ უნდოდა ე.ი და მორჩა...
-ერთნაირები ხართ...ზუსტად ერთნაირები. დარჩეს გაუთხოვარი, შინაბერა ... მე მეტს არაფერს ვიტყვი. გახდეს ბოლოს იმის საყვარელი და ეგ იქნება , ეგაა მაგის ბოლო
-გეყოფაა ...მორჩი ლალი ყელში ამომივიდ აუკვე. ამდენი წელი ერთ დ აიგივე როგორ უნდა იმეორო. არაა ჩემი ცხოვრების მიზანი გათხოვება და ბავშვების გაჩენა. არ მინდა უსიყვაურლოდ ვიყო ვიღაცის ცოლი და შემეშვი , გა-ი -გე ბოლოს და ბოლოს - არასდროს რომ არ უყვირია ისე ყვიროდა . ბოლოს ოთახიდან გავარდა და კესოს საძინებელში შეიკეტა. ბარგი ჩაალაგა, გვერდით მიუწვა მძინარე გოგონას და თავზე დაათენდა.
ლალი არ ელაპარაკებოდა , თავი შეხვეული ჰქონდა და დივანზე იყო მიწოლილი წნევა ჰქონდა აწეული . დემნა გარეთ იყო , ჩანთა დაბლა ჩაიტანა და კესოც თან მიჰყვა.
-იქ მიბრძანდები ხომ?
-რამდენიმე დღე სოფელში ვრჩები და იმის ნაცვლად გამოვიყენოთ ეს დრო როგორ მექცევი
-შენთან ლაპარაკი არ მინდა , თავი მომჭერი ... გარეთ აღარ გამესვლელება .
კესო ვერაფერს იგებდა,მაგრამ არაფერს ამბობდა. ჩუმად უსმენდათ მეორე ოთახიდან , შემდეგ მანქანა დაინახა და წამსვე გაიქცა . თორნიკეს ეხვეოდა და ვერ იჯერებდა რომ იქ იყვნენ. აქ ვრჩებითო რომ უთხრა სულ გაგიჟდა. მართაც მათთან ერთად წავიდა , ჩუმად იყო და ისინიც არ ელაპარაკებოდნენ, კესო იყო ყურადღების ეპიცენტრში .
ბიჭები კი კარგად ერთობოდნენ, კესოც კმაყოფილი იყო ,მაგრამ მართას გახარება ვერ მოახერხა. საერთოდ ვერ ხვდებოდა რატომ ადარდებდა ამ თავხედი გოგოს ამბავი, სულ რაღაცაზე რომ ეკამათებოდა და ყველაფერზე უბღვერდა , მაგრამ ფაქტია არ სიამოვნებდა მისი ამ მდგომარეობაში ნახვა. დროზე ადრე გადაწყვიტა თბილისში დაბრუნება , ის სახლი გულს უხუთავდა და განსაკუთრებით აწუხებდა მარუსაზე მოგონებები.
ბოლო ღამეს ატარებდნენ იმ სახლში, ვერ დაიძინა . არ შეეძლო თვალის მოხუჭვა თუ კედელზე გამოსახულ ლილუს სახეს არ უყურებდა , გარეთ იჯდა მერე სახლში შევიდა და გადაწყვიტა მარუსას ოთახში შესულიყო. ბავშვობაში ხშირად იძინებდა ხოლმე იქ , დილაადრიან შედიოდა და ბებიასთან და ბაბუასთან წვებოდა. ამბებს უსმენდა რომელსაც უფროსი თორნიკე ყვებოდა და მერე მათთან ერთად იწყებდა სოფლის ცხოვრებას. რა მარტივია ცხოვრება როდესაც ბავშვი ხარ , თანაც უზრუნველი ცხოვრება გაქვს და არაფერი გაკლია. მერე როგორ ერთბაშად შეიცვალა ყველაფერი , აღარც მხიარულება შერჩა, აღარც ბედნიერების ის დოზა , ბოლოს საერთოდ დაკარგა ცხოვრება.
ყველაფერი ისეთი ცარიელი ეჩვენა რომ გულში ჩხვლეტა იგრძნო. საწოლი გასწორებული იყო, კარადაზე მოხუცების საერთო ფოტო იყო . სურათების დათვალიერება მოუნდა და კარადებში ძიება დაიწყო. ბოლოს იპოვნა ალბომები და ყველა საწოლზე დადო.მის ქვემოთ ყუთი იყო ისიც აიღო იფიქრა აქაც იქნება ფოტოებიო . შემდეგ დროში მოგზაურობა დაიწყო , იქ იყო მთელი მატეანე ამირეჯიბების ოჯახის ყველა წევრის ცხოვრების განვითარება. ეღიმებოდა ბავშვობის ფოტოების ნახვისას, იქ იყვნენ ლენა და გიორგიც , მაიას ფოტოებიც იყო, სულ ძველ ალბომში მარუსა და თორნიკეს ახალგაზრდობაც იყო, გიორგის და მაიას ბავშვობა . ქორწილის ფოტოებიც. ერთ-ერთ ალბომში ლილუს ფოტოებიც ნახა. სოფელში ყოფნის დროს გადაღებული და გაახსენდა ყველა დღე რომელსაც იქ ატარებდნენ. ერთ-ერთ ფოტოზე მართაც იყო ეზოში იყვნენ მაია, ლენა , ლილე , მარუსა და მართა. ვერ გაიხსენა , წარმოდგენა არ ჰქონდა იმ დროსაც თუ იცნობდა მართას . მარუსა სულ აცნობდა ვიღაცებს, მაგრამ ნორმალურად არავინ იცოდა თანატოლი ბიჭების გარდა . მართას სხვა ფოტოებსაც წააწყდა უკვე კესოს ალბომში . იმდენი იყო ყველას დათვალიერება არც უფიქრია, კესოს მთელი ექვსი წლის განვითარება ჰქონდათ კამერით დაფიქსირებული. თავად მარუსაც იყო მასთან ერთად , სამივესაც ჰქონდათ , ლონდაც იყო ზოგ ფოტოში , მაგრამ საკუთარი თავი ვერსად იპოვნა. არ იყო არასდროს , ბოლო ექვსი წლის განმავლობაში საერთოდ თუ გადაიღო ფოტო ეგეც არ ახსოვდა, კესოსთან ერთად კი ფოტო არ ჰქონდა .
მაინც რამდენი რამ შეუძლია დაიტიოს ერთმა უბრალო ფოტომ, თითის ერთი შეხება და კადრი რომელიც სამუდამოდ ინახავს იმ მომენტს , ინახავს შენს სახეს და მას ვერაფერს ავნებს დრო იქ არ ბერდები, არ იცვლები ,მაგრამ მაინც ისიც შეიძლება გაქრეს თუ არ შეინახავ, არ მოუფრთხილდები. წამსვე იფიქრა რომ იქ არ დატოვებდა ამ ფოტოებს , ალბომები ერთმანეთზე დააწყო და შემდეგ ყუთი გახსნა . შიგნით ფურცლები ეწყო, ძველი მოწმობები, რაღაც დოკუმენტები და წერილები. რომელიც აშკარად არ იყო შორს გასაგზავნად გამიზნული. პირველივე გახსნა და ფურცელი ამოიღო . მარუსას ხელწერა იცნო და კითხვა დაიწყო
„ჩემო გოგოვ ,ჩემო მართა ახლა ალბათ აღარ ვარ შენს გვერდით , როგორც იქნა წამიყვანა ღმერთმა და ჩემს თორნიკეს ვნახავ. შენ ხომ იცი როგორ მომენატრა და იცოდე არ იდარდო ჩემზე , მე ყველაზე კარგად ვიქნები , ის მელოდება და დრო იყო წავსულიყავი. დიდი ხნის წინათ იყო დრო ,მაგრამ კესარიამ შემაჩერა ამქვეყნად.
შენ ხომ იცი როგორია როცა გიყვარს, გიყვარს და მასთან არ ხარ. მე ვიცი რომ თორნიკე გიყვარს, სულ ვიცოდი . შენ ჭკვიანი გოგო ხარ , თავს მოერიე და საკუთარ თავსაც კი ატყუებ გრძნობები რომ დაფარო , მაგრამ მე ვიცი როგორია როცა გიყვარს და მისთვის ყველაფრის გაკეთება შეგიძლია. გაინტერესებს როგორ მივხვდი ხომ? ლილე რომ გაგაცანი და გითხარი ვინც იყო დავინახე როგორ გაფითრდი . მაშინ მივხვდი რომ შენ ყველაზე მაღლა დგახარ იმ ქალებს შორის ვისაც კი ვიცნობ . მეც ვერ შევძლებდი ისე მოქცევას როგორც შენ მოიქეცი. მე ალბათ სამუდამოდ დავივიწყებდი , წავშლიდი გონებიდან ან მერე ვეცდებოდი რომ შევყვარებოდი შენ კი საკუთარი თავი სულ დაივიწყე . მახსოვს როგორ ტიროდი ლილეს ამბავი რომ გაიგე ალბათ თორნიკეს გამო უფრო ტიროდი,მაგრამ ვიცი რომ მთელი გულით დარდობდი ჩემს ქერა გოგონაზე.
მაპატიე კესოსთან რომ მოგიყვანე. ვიცოდი, რომ მას არასდროს მიატოვებდი და შენზე არ ვიფიქრე . ალბათ ცხოვრება გაგირთულე , ახლა კიდევ უფრო ცუდად ხარ ... საკუთარი თავი დაივიწყე , კი ცდილობ ყველას აჩვენო რომ ცხოვრებას აგრძელებ ,მაგრამ მე ხომ ვიცი შენ ,როგორც ქალი ვერ იარსებებ თუ სასწაული არ მოხდება და თორნიკეს არ შეუყვარდები . ისიც ვიცი ,რომ არაფერს გააკეთებ თავი რომ შეაყვარო , ვიცი ლილეს და მის სიყვარულს როგორ აფასებდი . მე შენ კარგად გიცნობ ჩემო გოგოვ და გამოვიყენე შენი ხასიათი. მაპატიე , გთხოვ ახლა ისევ რომ გთხოვ ჩემი კესო არ მიატოვო. მე არ ვიცი თორნიკე რას გააკეთებს მე რომ აღარ ვიქნები , არ ვიცი ოდესმე შეძლებს თუ ვერა კესოსთან ცხოვრებას ან ტკივილის გაქრობას, მაგრამ შენ კესოს სჭირდები ... ვიცი როგორ გიჭირს ცხოვრება ამ გრძნობით, როგორი ძნელია ალბათ მასთან ბრძოლა , მაგრამ მჯერა რომ ღმერთი ტყუილად არაფერს დაუშვებს. იმედი მაქვს ოდესმე ბედნიერი იქნები, იპოვნი სიმშვიდეს და ღმერთი დაგიბრუნებს ყველა გაცემულ სითბოს.
შენ გაბარებ ჩემს კესარიას და თორნიკეს , ვიცი ორივეზე იზრუნებ .
მიყვარხარ . არ გამიბრაზდე გთხოვ „
ფარატინა ფურცელი თითებსშორის ჰქონდა მოქცეული . კითხვა რომ დაასრულა შემდეგ მიხვდა როგორ დაებინდა მზერა. თავი ტკიოდა, ტვინი მიღებულ ინფორმაციას ბოლომდე ვერ იაზრებდა . ფურცელი უკან დააბრუნა, თავზე მოიჭირა ხელები და დიდხანს იჯდა ასე გაშეშებული. შემდეგ ნაბიჯების ხმა გაიგო და დაინახა როგორ ჩაიარა კარის წინ მართამ. თავდახრილი მიაბიჯებდა , სხეულზე მოსხმული თხელი ხალათით რომლის ბოლოები კიბის საფეხურებს ედებოდა ,თმა გაშლილი ჰქონდა და ნელა მიდიოდა.
მის დანახვას ასე არასდროს აუღელვებია, გაღიზიანდა ისე თითქოს რაიმე მიზეზი ჰქონდა. რეალურად ისიც კი არ იცოდა მარუსას მოსაზრება მართალი იყო თუ არა, მაგრამ მაინც აფორიაქებდა. აგიჟებდა ის ფაქტი რომ შეიძლებოდა სხვასაც ყვარებოდა, არ უნდოდა არავის სიყვარული სჭირდებოდა როცა ლილე არ ჰყავდა. ყველაფერი იცვლებოდა , მისი დამოკიდებულება კესოს მიმართ უანგარო აღარ ეჩვენებოდა, მისი თბილი ქცევა ,თავგანწირვა ობოლი ბავშვისადმი სიყვარული უკვე მიზეზს იძენდა . აღარ იყო მართა კეთილი ფერია, უფრტო ანგელოზი რომელმაც საკუთარი შვილივით გაზარდა სრულიად უცხო ადამიანების შვილი , აღარც სინდისის ქენჯნა აწუხებდა მის მიმართ და უკვე ფიქრობდა რომ განგებ შეაყვარა ბავშვს თავი ,რომ დიდხანს დარჩენილიყო თორნიკესთან. კიდევ ათასი აზრი უტრიალებდა და ნელა მიაბიჯებდა ეზოს იმ ნაწილისკენ სადაც მართა იჯდა.
მთვარიანი ღამე იყო, ცაზე უამრავი ვასრკვლავი ჩანდა, სასიამოვნოდ გრილოდა ,მაგრამ მართა აშკარად ვერაფერს გრძNობდა. სავარძელში კომფორტულად იყო მოკალათებული, ფეხები მოეკეცა , თავი უკან გადაეწია და ცას აჰყურებდა. ვინ იცის რას ფიქრობდა, სიგარეტის კვამლს უშვებდა ვარსკვლავებისკენ სანამ თორნიკე არ მივიდა.
-კიდევ რა საიდუმლოს მალავს წმინდანი მართა?- ხმაც კი ისეთი ცივი ჰქონდა, მაგრამ სხვანაირად არ გამოუვიდოდა. ახლა სრულიად ამოტრიალდა მართას პორტრეტი. სავარძელში მჯდომს, გრძელ თითებში სიგარეტის ღერი მოექცია , ტუჩებიდან კვამლს უშვებდა და სრულიად გათიშული იყო.
-საიდუმლო არასდროს ყოფილა ... იშვიათად ვეწევი და კესოსთან არასდროს - ხალათის ბოლო მოშიშვლებულ ფეხებზე გადაიფარა , პოზა არ შეუცვლია ისევ მოიქცია სიგაეტის ღერი მსხვილ ტუჩებს შორის
-მაინც ვერ ვხვდები დემონი ხარ თუ ანგელოზი
-არცერთი და არც მეორე ... ჩვეულებრივი ადამიანი ვარ . ვერ ვხვდები რატომ გაწუხებს ამ დროს ეს კითხვები თორნიკე
-ხვალ თბილისში ვბრუნდებით...მალე სკოლა დაიწყება და ჩავერთვებით ცხოვრების ახალ ეტაპში , კესო შენზეა დამოკიდებული იმდენად რომ კიდევ დიდხანს მომიხდება შენთან თანაცხოვრება არ მაქვს უფლება ვიცოდე რეალურად ვინ არის ჩემი შვილისთვის სათაყვანებელი ქალი?
-ყველაფერი იცი რაც საჭიროა ... ვცდილობ ნელ-ნელა გადამეჩვიოს . სულ ცოტას კიდევ თუ მოინდომებ მალე ისე შეგეჩვევა რომ მე წავალ მისი ცხოვრებიდან. არ გავქრები,მაგრამ თქვენთან აღარ ვიცხოვრებ. იმედია მისი მონახულების უფლებას მომცემ ხოლმე
-და როგორ აპირებ გადაგეჩვიოს ...რაღაც ვერ ვატყობ ცვლილებებს
-ბოლო დროს რამდენჯერ წავედი სახლიდან და მივეცი შენთან ყოფნის საშუალება. შენც არ მიწყობ ხელს, ხშირად არ ხარ კესოსთან დარჩენის განწყობაზე მეც ველი მომენტს
-აი თურმე რაშია საქმე...ისევ მე ვარ დამნაშავე
-მე დანაშაულზე არ ვსაუბრობ თორნიკე ... უბრალოდ დიდი დრო გაატარე კესოსთან , გაიცანი , გაიგე მეტი მის შესახებ და ისე გახდება შენზე დამოკიდებული ,რომ მე გავუფერულდები
-გინდა რომ გაუფერულდე ? დავიჯერო წარმოიდგენ დღეს როდესაც ჩვენთან აღარ იქნები და უბრალო ნაცნობად გადაიქცევი რომელიც დროთა განმავლობაში შორეული ნათესავივით გახდება?
-თქვენთან არა, მე მხოლოდ კესოსთან ვარ და ამ ამბავს დიდი ხანია შევეჩვიე. მშობლებსაც ტოვებენ შვილები, მიდიან, საკუთარ ცხოვრებას იწყობენ ... შენ სხვაგვარად იქცევი? ბოლოს როდის ესაუბრე ლენას ან გიორგის. როდის მოუყევი საკუთარი დღის შესახებ და მე ვინ ვარ სამუდამოდ რომ დავრჩე კესარიას ყოველდღიურობაში. მიყვარს და არაფერი შეცვლის ამ გრძნობას ... ალბათ მასაც გაახარებს ჩემთან შეხვედრა , მთავარია შეძლოს საკუთარი ადგილის პოვნა და დამოუკიდებლად ცხოვრება - სიგარეტის ღერი მოიშორა და ისევ ცისკენ გაიხედა
-ვნახოთ... იმედია იმაზე მალე მოხდება ეს ყველაფერი ვიდრე ვიმედოვნებ. იქნებ მანამდე ვინმე სხვა კაცი გამოჩნდეს , რომელიც ვაჩეს ბედს არ გაიზიარებს და თავად მოგიხდეს წასვლა
-ეგ არ მოხდება
-გამორიცხული არაფერია
-ზოგჯერ არის ... ისე როგორც შენ ვერ გადაიყვარებ ლილეს
-ლილე უკვე ჩემს გულშია, გრძNობის გაქრობაა რთული თორემ შექმნა მარტივია . იმდენად მარტვი რომ შესაძლოა აზრზეც ვერ მოხვიდე ისე შეგიყვარდეს
-გეთანხმები, გადაყვარება ნამდვილად რთულია , ზოგჯერ შეუძლებელიც - გაიღიმა , თორნიკესკენ ისევ არ გაუხედავს ამაშუკელს კი მტკიცებულება სჭირდებოდა, მარუსას სიტყვების დამადასტურებელი ფაქტი
-ნუთუ არსებობს კაცი რომელმაც საბედისწერო ქალის გული დაიპყრო - გაიცინა , სავარძელს მიეყრდნო და თავადაც მოუკიდა სიგარეტს. უნდოდა გაეტეხა, რამე დაეცდევინებინა ან უბრალოდ მისი მიმიკა დაეჭირა
-საბედისწერო ქალი ? არასდროს მესმოდა ამ სიტყვების შინაარსი ... როგორ შეიძლება ერთი ქალი გახდეს საბედისწერო . ქალს თუ აქვს ძალა რომ შეცვალოს რამდენიმე კაცის ბედი, აურიოს გონება, სული და წაართვას გული
-ეჭვი გეპარება ქალის შესაძლებლობებში? ლამაზ და ჭკვიან ქალს , ეშმაკ ქალს ყველაფერი შეუძლია
- ალბათ შეუძლია , მაგრამ მე არა ...
-ჭკუა გაკლია თუ სილამაზე
-არცერთი , მხოლოდ სურვილი რომელიც არასდროს გამიჩდება რადგან ვთვლი რომ გონების ჩარევით მიღებული გული ჰიპნოზით მარტულ გონებას ჰგავს , წამში შეიძლება დაკარგო
-გეშინია რომ დაკარგავ და ბრძოლა არ გიღირს?
-ბრძოლა გარდაუვალი მარცხისთვის? განადგურებისთვის და სრული დაცემისთვის? ამად არცერთი კაცი ღირს
-გამოდის რომ ამდენს უყვარხარ შენ კი ისეთი კაცი შეიყვარე რომლის გულსაც ვერასდროს მოიგებ?- თავის შეკავება უჭირდა, სიგარეტის ღერს ტუჩებს უჭერდა, კვამლით იბრუებდა თავს , მაგრამ არაფერი ჭრიდა
-გული ერთია და მისი მეპატრონეც მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს ...
-მაინც არ მეუბნები ვინ გიყვარს ... ცოლი ჰყავს?
-შესაძლოა ცოლი ჰყავს, შესაძლოა არ ჰყავს და ისიც ცალმხრივი სიყვარულით იტანჯება. შესაძლოა დაკარგა, ანდაც საერთოდ არ უყვარს, მაგრამ მე ვერ შემიყვარებს. ისიც შესაძლებელია რომ კაცი არ არის და ქალია , ანდაც ჩემზე ბევრად პატარაა, ანდაც ბევრად დიდი , შესაძლოა ამორალურია მისი შეყვარება ანდაც ავადმყოფობაა ...თუმცა ყველა სიყვარული ავადმყოფობაა რომელსაც მოაქვს ჭარბი დოზით ბედნიერებაც და უბედურებას, რომელიც იმდენად საშიშია რომ უეცრად შეგეყრება , ვრცელდება მთელს არსებაში და მთლიანად უნდა რომ გმართოს. გწამლავს, შიგნიდან განადგურებს და როგორც არ უნდა შეეწინააღმდეგო ის მაინც გმართავს ... თუმცა შენ ჩემზე უკეთ იცი როგორ შეუძლია აგამაღლოს და დაგამდაბლოს - ბოლო წამს გაუსწორა მზერა და გაუღიმა - ლილესაც საოცრად უყვარდი და ალბათ სწორედ ესაა მუდმივი ბედნეირება რომელსაც უბედურება ვერ გადაფარავს . შენ ჩემი აზრით ბედნიერი კაცი ხარ , სიგიჟემდე უყვარდი ქალს რომელსაც აღმერთებ და სულაც არ მგონია რომ ოდესმე უნდა დაივიწყო . მხოლოდ ის არ მესმის კესარიასგან შორს რატომ იჭერდი თავს , ალბათ ვერასდროს გავიგებ როგორ შეიძლება საყვარელი ადამიანისგან დატოვებულ ერთადერთ ნაწილს გაექცე - არაფერი ჩანდა მის თვალებში ან ლილეს მზერას ეძებდა და სრულიად სხვას ხედავდა, მაგრამ მაინც მართა არ ჰგავდა უგონოდ შეყვარებულ ქალს
-აპირებ რომ მთელი ცხოვრება მარტო იყო ?
-სიყვარული რომ არ არის აუცილებელი ფიზიკური სურვილების გაჩენისა და დაკმაყოფილებისთვის ეგეც ჩემზე კარგად იცით ბატონო თორნიკე...ახლა კი უნდა შევწყვიტო ეს გულწრფელობის ღამე . მშვიდ ძილს გისურვებთ და დარწმუნებული იყავით მალე აღარ მოგიხდებათ ჩემთან თანაცხოვრება - ხალათი ხელით ეჭირა, ბოლოები ოდნავ ასწია და წავიდა .
საუბრობდა და მაინც ვერაფერს იგებდი . არ შეიძლებოდა ინფორმაცია მიგეღო , თითქოს წინასწარ იცოდა რაც უნდა ეთქვა და სიმშვიდესაც მუდამ ინარჩუნებდა თუ ბრაზს არ ეხებოდა საქმე . უარესად აერია გონება თორნიკეს, არ უნდოდა მოხუცის წარმოსახვის გამო ცუდად მოქცეოდა მართას, ეჭვიც ეპარებოდა და მხოლოდ დაკვირვებაღა რჩებოდა. დრო რომელიც ყველაფერს ნათელს გახდის.


აი ახლა რომ ველოდები თქვენს შეფასებებს და აზრებს ისე არასდროს იქნება დასასრულამდე
მგონი ეს თავია ყველაზე ზე თავი და აუუ დავიბენი
ვერც მე მოვიტმინე ხვალამდე და კი სიგიჟეა ახლა მეორე თავს რომ ვდებ როცა ახალი არაფერი დამიწერია მაგრამ რა გავაკეთო მე ცოტა ძალიან ბევრს ვაფრენ
მოკლედ ძალიან მაინტერესებს ჩემს ბანალურ ამბებზე რა აზრის გაქვთскачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი ქეთათო4

პირველი ვაარ! მალე მოვალ❤

 


№2 სტუმარი სტუმარი ნინა

ვ ა ი მ ე ე ე ე ეე
ახლა მ ო ვ კ ვ დ ე ბ ი !!!!!!!
დჯდჯფნფჯფჯფჯ
.

 


№3 სტუმარი სტუმარი Anya

ეხლა დეიწყო რაც დეიწყო.... ვაახ..... აი რაღაცნაირად აცუნდრუკებულმა წავიკითხე თორნიკეს და მართას დიალოგი. აი თაან მაგარი სევდიანი იყო თან რაღაცი ახალის და საინტერესოს დასაწყისი. იცი სად დავრწმუნდი მართას სიყვარულში?! აი წინა თავში სამზარეულად რო გავიდა თორნიკე და ეს აზრზე ვეღარ მოდიოდა. მოკლედ მარიამ მ ა ო ც ე ბ !! რაც კარგიაა კარგიაა რაა.
არ გეშლება შენ მეგობრობა და ძმაკაცობა. ნოდიკოც და ნიკუშაც ისეთები არიან შენ რო გეკადრება. მართა, შე ოხერო, რა კარგი ხაარ რა არი ეეეს!! უხ როგორი თავიი იყო რაა.... აი ვეღარ ვჩერდები ერთ ადგილას.
მარიამ მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ.
ყოველდღე ვწირავ ცხვარს შენს მუზას რო ესე წერო წერო და წერო....
როცა კი არ უნდა დადო, მუდამ შენ მოლოდინში ❤️

 


№4 სტუმარი სტუმარი ნინუცა

სასწაული გოგო ხარ შენ და შენი გამოჩენა საიტზე ბედნიერებით მავსებს დამოკიდებულს მხდი შენს ისტორიებზე და რა გავაკეთო არვიცი <3 ისტორია როგორც ყოველთვის შესანიშნავია და ველოდები თორნიკე როდის მოვა გონს და არ გამიწვალებს მართას....მიყვარხარ მარიამ მე შენ და ვგიჟდები შენს ყველა ისტორიაზე და პერსონაჟზე ..<3

 


№5  offline მოდერი sameone crazy girl

ქეთათო4
პირველი ვაარ! მალე მოვალ❤

დაგელოდები აბა

 


№6 სტუმარი სტუმარი თამთა

ოქრო ხარ შენ და ბრილიანტი საოცრება გოგო მადლობა მეორე თავისთვის დღეს წავედი წავიკითხო ეს დანახვის ემოცია იყო :)

 


№7  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი ნინა
ვ ა ი მ ე ე ე ე ეე
ახლა მ ო ვ კ ვ დ ე ბ ი !!!!!!!
დჯდჯფნფჯფჯფჯ
.

smile smile
არ გინდა
heart_eyes

 


№8 სტუმარი სტუმარი ნენე

რატომ არასდროს არ მყოფნის რაა. ნერვები მეშლება რომ ვერ ვითმენ ხოლმე. წერილის გარდა ყველაფრის მოლოდინი მქონდა. კარგია და ხვალ არ იქნება?

 


№9  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი Anya
ეხლა დეიწყო რაც დეიწყო.... ვაახ..... აი რაღაცნაირად აცუნდრუკებულმა წავიკითხე თორნიკეს და მართას დიალოგი. აი თაან მაგარი სევდიანი იყო თან რაღაცი ახალის და საინტერესოს დასაწყისი. იცი სად დავრწმუნდი მართას სიყვარულში?! აი წინა თავში სამზარეულად რო გავიდა თორნიკე და ეს აზრზე ვეღარ მოდიოდა. მოკლედ მარიამ მ ა ო ც ე ბ !! რაც კარგიაა კარგიაა რაა.
არ გეშლება შენ მეგობრობა და ძმაკაცობა. ნოდიკოც და ნიკუშაც ისეთები არიან შენ რო გეკადრება. მართა, შე ოხერო, რა კარგი ხაარ რა არი ეეეს!! უხ როგორი თავიი იყო რაა.... აი ვეღარ ვჩერდები ერთ ადგილას.
მარიამ მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ.
ყოველდღე ვწირავ ცხვარს შენს მუზას რო ესე წერო წერო და წერო....
როცა კი არ უნდა დადო, მუდამ შენ მოლოდინში ❤️


ხო წესით ახლა უნდა დაიწყოს ყველაფერი
მაგრამ ვაი რომ არ ვიც რამდენად შესაფერისი გაგრძელება ექნება
აწი უკვე მეშინია როგორ მოგეწონებათ
მადლობა დიდი ასეთი შეფასებებისვის

 


№10 სტუმარი ზიზი

აუუუ ძალიან პატარა თავია, ესე როგორ შეიძლენა .
ვეღარ ვჩერდები,შეყვარებული ვარ ამ მოთხრობაზე

 


№11  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი ნინუცა
სასწაული გოგო ხარ შენ და შენი გამოჩენა საიტზე ბედნიერებით მავსებს დამოკიდებულს მხდი შენს ისტორიებზე და რა გავაკეთო არვიცი <3 ისტორია როგორც ყოველთვის შესანიშნავია და ველოდები თორნიკე როდის მოვა გონს და არ გამიწვალებს მართას....მიყვარხარ მარიამ მე შენ და ვგიჟდები შენს ყველა ისტორიაზე და პერსონაჟზე ..<3

თქვენ კიდე მე მაბედნიერებთ
ახლა ისე მეძნება მაგრამ ვიფიქრე რომ უნდა დამედო
მადლობა დიდი
თორნიკე გონს მოსვლაა რ სჭირდება არ უყვარს მართა და კესოსტან დაკავშირებით კი მოვიდა გონს

ზიზი
აუუუ ძალიან პატარა თავია, ესე როგორ შეიძლენა .
ვეღარ ვჩერდები,შეყვარებული ვარ ამ მოთხრობაზე

პატარა?
ეს ყველაზე დიდი იყო მგონი

სტუმარი ნენე
რატომ არასდროს არ მყოფნის რაა. ნერვები მეშლება რომ ვერ ვითმენ ხოლმე. წერილის გარდა ყველაფრის მოლოდინი მქონდა. კარგია და ხვალ არ იქნება?

არ ვიცი ხვალაც თუ ვერ დავწერ ვერ იქნება
აღარ მაქვს მეტი მარაგში
მიხარია რომ გაგაკვირვეთ

სტუმარი თამთა
ოქრო ხარ შენ და ბრილიანტი საოცრება გოგო მადლობა მეორე თავისთვის დღეს წავედი წავიკითხო ეს დანახვის ემოცია იყო :)

laughing laughing
წაკითხვის შემდეგ ემოციასაც ველი

 


№12  offline მოდერი abezara98

ამას ნამდვილად არ მოველოდი იცი? ჯერ იმ შოკიდან ვერ გამოვედი, რომ ვაჩემ ხელი სთხოვა, მართამ უარი სტკიცა და თორნიკე ჩაერია ამ ყველაფერში, რომ უცბად მარუსას წერილი იპოვა თორნიკემ და ამხელა გადატრიალება მოხდა მისთვის. არა, რაღაც ეჭვები მქონდა, რომ შესაძლოა მართას თორნიკე ჰყვარებოდა,მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ წარმოვიდგენდი. უბრალოდ მეგონა, რომ ისიც იმ ქალთა კატეგორიას მიეკუთვნებოდა, რომელსაც სიყვარულის დიდად არ სჯერათ და არც არასდროს გათხოვდებიან. კაცი მხოლოდ ზედმეტი თავის ტკივილია და მეტი არაფერი sweat_smile მაგრამ მაინც, მე მჯერა მარუსასი და ძალიან მაინტერესებს როგორ მოახერხებს ჯერ ვაჟბატონი სიმართლის გამორკვევას, შემდეგ კი ადეკვატურად მიღებას, რისგანაც ახლა ძალიან, ძალიან შორსაა. ქალი ლამის იმის გამო შეიძულა, რომ უყვარს (რაშიც ჯერ თავად ვაჟბატონი არაა ბოლომდე დარწმუნებული) და მერე რეალურად რომ გაარკვევს სიმართლეს, რაღას იზამს? hushed მგონია, რომ კვლავ დაემართება რაღაც გაუცხოების მსგავსი ანდაც კესოს აღარ მისცემს მართას ნახვის საშუალებას და კვლავ გაქცევას ეცდება confused pensive რაც ისევ და ისევ ჩემი ბარტყის ფსიქიკაზე იმოქმედებს. არა, ამ ბიჭს სასწრაფოდ უნდა ვუშველოთ რამე და მართასაც სჭირდება ვინმე, ვინც ვაჩეს მსგავსად მხოლოდ სხეულის გამო კი არა, რეალურად შეიყვარებს და შეძლებს იმ ერთადერთის დავიწყებაში დაეხმაროს. ნუ, კაცი თუ არა, ქალი მაინც იყოს joy კარგი, ხო, ძალიან გავიჭერი, ვიცი joy მაგარმ შოკი მაქვს და მეპატიება smile
აი, ახლა ნამდვილად სულმოუთქმელად ველი გაგარძელებას, რაღა დამაძინებს ახლა მე? smile კიდევ ეს მინდოდა? sweat_smile გელოდები, ჩემო საყვარელო! heart_eyes heart_eyes

 


№13 სტუმარი ana.

ვაიმეეეე შოკში ვარ ეს რა იყო <3 აი რაც არ უნდა იყოს ყველა ისტორიაში გაქვს რაღაც დეტალი რაც ყველაფერს ატრიალებს და ცვლის. ძალიანზე მაგარი გოგო ხარ საოცარი იდეებით და წარმოსახვით. შენ სულუნდა წერო და წერო.
მგონია რო თორნიკესაც აქვს რაღაც გრძნობა და აღიარება არ უნდა. იმასაც მივხვდი როგორ ნანობს კესოსთან დაკარგულ წლებს. ესე გააგრდზელე ძაან მაგარია. ერთადერთი ამ არანორმალური მამაშვილის მომენტები მინდა უფრო მეტი <3 <3
მაგარო გოგო გელოდები ახალი თავით <3

 


№14  offline წევრი დარინა

აი ვიცოდი რა მართას თორნიკე დიდიხანია რომ უყვარს ვგრძნობდიი, ყველაზე მეტად მართა იტანჯებაა, აი თორნიკეზე მეტადაც კიი, იცის ეს იდიოტი რომ არ შეიყვარებს, მაგრამ მაინც უყვარს გადაუყვარებლად, ძალიან ძალიან ძლიერია მართა და მინდა რომ ბოლომდე ასე იყოო, თორნიკეს კი იმდენს ვულაწუნებდი მთელი ერთი კვირა რომ ვერ მოსულიყო გონს, ასეთი ეგოისტი პერსონაჟი მამაკაცი ჯერ არ გყოლია ჩემი აზრით, ხოდა ველოდები მართას მუხლებში როდის ჩაუვარდება, აი ყველაზე მეტად მართა და კესო მინდა რომ ბედნიერები იყვნენ და მაგიტომ თორნიკეს იქით ვერ ვხედავ მართას გვერდით, თორემ კესოსი არ იყოს აი ის ექიმი მიშიკო და ვაჩეც მომწონდა მეე, იმედია თორნიეკე მოეშვება ამ თავის ეგოისტობებს და დაიწყებს ცხოვრებისკენ შემობრუნებას.

 


№15  offline წევრი Mariammmo

აიაი ხო ვთქვი!! ჩემი და მარუსას აზრები ემთხვევა...
ჰმმმ ცოტა ძაან გაჭედა ჩვენმა ბიჭმა. არ უნდა ახლა აქ ახტომა და დახტომა რა ანგარებაზე ფიქრობს გარანტია არ აქვა ამ გოგოს არაფრის და ბავშვს თავის თავზე მეტად უვლის... სულელ ნუუ...
მართა არის ქალი!!!!
არა ბიჭოს ყველაფერს ეტყვის ეხლა ..
შენ თუ გინდა ჩემო მარიამ მესამე თავიც დადე :D ზედმეტი არასდროს არის ^^

 


№16 სტუმარი სტუმარი nancho

ძალიან მაგარი რომ არის თვითონავც ხომ იცი,მართლა ძალიან ძნელია ასე დამალო გრძნობები,მე მომწონს მართა ,მართლაც ძლიერი გოგოა,ყველაფერზე მაღლა დგას,დიალოგმა აღმაფრთოვანმა.თორნიკეც არაა გულგრილი მის მიმართ.ვნახოთ რას გვიპირებ,მე კი მედებოდა ცეცხლი მართას მაგივრად .

 


№17 სტუმარი marikoshine

უამრავჯერ შევამოწმე იყო თუ არა ახალი თავი დადებული და ვერ გეტყვი როგორ გამახარა და გამიმართლა იმედები რომ დავინახე. საოცრად გყავს წარმოჩენილი მართა ქალი რომელიც ჯერ-ჯერობით ეტალონად შეიძლება ჩაითვალოს და ვისურვებდი რომ ასევე ღირსეული იყოს ბოლომდე.
ძალიან მომწონს შენი ისტორიები და ყოველთვის სიამოვნებით ვკითხულობ. განტვირთვის, ამავე დროოს აჟიტირების.აღელვების საოცარი საშუალებაა შენი ისტორიების კითხვა. ერთი სიტყვით ემოციების დიდ ფეერვერკს იწვევს ჩემში. წ ა რ მ ა ტ ე ბ ე ბ ი!

 


№18 სტუმარი სტუმარი მარიამი ))

მარადიული არაფერია და უკვე მგონი დროა ლილუს გაშვების მიუხედავად მისი გრძნობის სიმძაფრისა წარსულია

 


№19 სტუმარი ლინდა თურმანიძე

მოკლედ ... ჩემმა ცნობისმოყვარეობამ აიწყვითა .. გამოანგრია ცხრაკლიტულის კარები .. და შენც ბედად მომისწარი...ყველაფერს მოველოდი მაგრამ ამას ნამდვილად არაა... ჩემს ტვინშიი ქარბორბალა დაატრიალეე.. აზრებიი ერთმანეთის მიყოლებით ტრიალებენ .. ხან ასწრებენ ერთმანეთს....უძალიანმაგრესიი თავიი იყოო .. სიტყვებიი არ მყოფნისს... მე და ჩემი შინაგანი ქალღმერთიი გამოძიებას ვიწყებთ...ჩემში შერლოკ ჰოლმსმა გაიღვიძაა... ახლა რადამამშვიდებს არვიციი ...ეჰ ბებიას კორვალოლი იყოს ახლაა აქ ....არშEვჩერდებოდიი წავუკორვალოლებდიი,,:D:D ოქრო ხარ მარიამ ბაჯაღლოო .. ბრილიანტიი.. ვარსკვლავიი ..ძალიან მაგარი გოგო ხარ .. მიყვარხართ მე სენც და სენი მუზაც :D:D


....ბატონმა თორნიკემ ვერგაძლოო მარტოო ... ნეტა რატომოო .... სოფელშიც ჩავიდა.. კაი მესმის კესო მოენატრაა... მართას დაბადებისდღეზეც წავიდაა... მესმის ბიჭებმა წაიყვანეს....აი ვაჩემ რომ მართას ხელი სთხოვაა...მანდ რატო აუდუღდა სისხლიი..კუნთები დაეჭიმა და ლაის ჭიქა შეიწირაა..ამას ვერგავიგებ ხოო ? ... რატომ გამოუკეთდა განწყობაა და გაანათა საახალჭლო ნაძვისხის ნათურასავით მართას უარის შემდეგ...ან რატომ ანაღვლებდა მართა...რატომ აწუხებდა მისი უხასიათობა.. მარიამ თორნიკეს ტავს რაღაც ხდება და მიმალავ...მე რა მემგონი მასაც უმალავვ :D ეჰ ბატონოო თორნიკეე ისე როგორ უნდა დამთავდეს ესისტორიაა შენ რო არიცეკვოო მართას დაკრულზე .... მარუსას წერილის შემდეგ რაცმოხდა აი მანდ არვიციი ...ოხერი რამაა ეს ეჭვიი ..რასარ გაგაკეთებინებს DD:D: ისედაც არეული ქონდა გონება ამის ტვინს კიდევ არევა უბდოდაა... ვაიმე იმედია რამე სისულელეს არგააკეთებს თორეე... ახლა ელექტრო შოკს დავიხმარებ :D:D

...მართა... გოგო... შენ მოგიკვდიი მე მართლაა ეს ხისთავიანი გიყვარსს...მზერიდან დავიწყებბ ... მერე თორნიკემ ფოტოები რომიპოვაა იმას დავიმოწმებ..ნამდვილად იცოდა მართამ თორნიკეს საყვარელი მუსიკა და იმიტომ გააპარა მზერა მისკენ ... ხელის თხოვნის მომენტში..ალბად აინტერესებდა ტორნიკეს რეაქციაა ... მერეე მტკიცებულებები ქრებაა...დიალოგიდან თორნიკეარიყოს დიდად მეცვერმივხვდიი უყვარდა თუ არაა.. მარაა აი მარუსაა არმოიტყუებოდაა... ბოლობოლო სიკვდილის წინ ვარაუდს ხომარ დაწერდა წერილშიი... მე მინდაა რომ მარუსა მართალი აღმოჩნდეს ... მკითხავთან უნდა წავიდე გამოვიძახო მარუსას სული და ამოვკითხოო ყველაფერი :D:D ამძლეობა და რკინის ნერვებიი აი რასვსურვებბ მართას

...ვაჩე... რაკაი სახელია.მომწონდაა.... შენ გაიხარეე რააა... მართა კი გააბრაზეე მაგრამმ ..თორნიკეს ქცევით .. მე იმედიი გამიღრმავდა ამორის ერთAდ ყოფნისს ... მადლობა შენ ... რაც ქენი კაი იყოო მარაა ახლა წადი სახლშიი .. მეტი აღAრქნა ეგრეე ...

...მართას მშობლებიი აი ტიპიური 90-ანები რაა... ხალხი რასითყვის .. თავიი მომწერიი ... კაცთან გადაცხოვრდიი.. ბარემ მისი საყვარელი გახდიი ... მეგონაა ეს მაროო რელურ ცხოვრებაში ხდებოდაა..თურმე ისტორიებშიც ეგრეაა :D:D:D დრამატიზირების ოსტატები არია რაა.... ოსკარიი ამათ :D:D

...მარიამ შენი აზრით ჩემი ცნობისმოყვარეობა დაკმაყოფილდაა...ახლაა ამის დაბმა მმიწევსს... როდის იქნება შემდეგი თავიი.. მგონი დაიწყება თორნიკეს სადეტექტიცვოო კვლევაა :D:D:დედა როგორ მაინტერესებსს...სულით გულით მანდ ვარრ.. მალე დადე რააა..მანამდე მე და ჩემი შინაგანიი ქალღმერთი..ვეცდებით გავმაგრდეთ...წავედი ახლა მეე ვეცდებიი დავიძინოო მარა რადამაძინებს ს..ისევ თვ;აა უნდა დავიწყოო..ერთი თორნიკე ორი მართა სამი კესო...

 


№20  offline წევრი tatuli)

ეს ისტორია მიყვარს!❤️

 


№21  offline წევრი Rania

Miyvarxar. Da kidev ufro miyvarxar shenn. Orive ertad cavikitxe da gavgijdi mariamm. Martla ze tavi iyo. Axla daicyeba dakvirveba martazee. Tornike echvebshiaaa. Da ase cqerashi sheuyvardeba ise. Verc ki gaigebsss. Gvianibariyos ogond esaa mtavariii. Kesoze vgijdebiii. Chemi deridashvilisshvilis portretia es gogo. Isic ase gvagijebdaa. Moutmenlad veli momdevnossssss. Saocaro shenn
--------------------
Q.qimucadze

 


№22 სტუმარი დეაა

ასე რო გვაბედნიერებ, ნერვებს მიშლიიი. მინდა თავი მოგაცალოოო, შე ყველაზე საოცარო!!!!

 


№23  offline წევრი cicino

აუ როგორ მომწონს იმედია შემდეგ თავს მალე დადებ

 


№24  offline მოდერი sameone crazy girl

წუხელ ისე გავითიშე წარმოდგენა არ მქონდა რომ ამდენი და ასეთი კომენტარები დამხვდებოდა თორემ თვალს არ მოვხუჭავდი ,დავიდგამდი ყავის წვეთოვანს
დილით ამაზე მეტად მე ვერაფერი მახარებს ასეთ ემოციურ შეფასებებს რომ ვკითხულობ და ვხვდებირ რომ გამომივიდა ის რაც მინდოდა
ეს თავი ნამდვილად სხვა ეტაპზე გადასასვლელია,მაგრამ როგორი იქნება ის ეტაპი ეგ კიდევ ბუნდოვანია ჩემს გონებაშიც მხოლოდ ის ვიცი რომ ვეცდები დავასრულო და ლოგიკური გაგრძელება ჰქონდეს ისეთი ამ პერსონაჟებს რომ შეეფერებათ თორემ მე შესაძლოა სრულიად სხვაგვარად ვფიქრობდე .
უზომოდ გამახარეთ
უღრმესი მადლობა ყველას და მაპატიეთ რომ სათითაოდ ვერ გპასუხობთ
heart_eyes heart_eyes

 


№25  offline წევრი რუსკიმარუსია

არა რა ვიცოდი მართას თორნიკე რომ უყვარდა❤ ყოველ თავში მაოცებს ამ გოგოს სიძლიერე. ასე შეიძლება კაცი გიყვარდეს? ტკივა მისი ტკივილი და უხარია მისი სიხარული❤ როგორ შეძლო რომ ყვარებოდა ამდენი წელი ისე რომ ერთხელ მაინც არ შეშურდა ლილესი, არ მოინდომა მათ შუაში ჩადგომა, ან ლილეს სიკვდილის შემდეგ როგორ არ ეცადა თორნიკესთვის ლილუს დავიწყება. როგორ ტკივა ამ გოგოს და თან როგორ უხარია, რომ თორნიკეს და ლილუს ასეთი წრფელი და ნამდვილი სიყვარული ჰქონდათ. ამ ორს ფრიად საინტერესო დიალოგი ქონდათ. არ მინდა და არც მემეტება მართა მარტოობისთვის, მაგრამ თვითონ იმდენად არის იმ აზრს შეჩვეული, რომ თორნიკეში ლილუს ვერ გადაფარავს,რომ საკუთარ თავს მარტოობისთვის იმეტებს და არ იბრძვის ბედნიერებისთვის, არც თორნიკეს გვერდით და არც მის გარეშე, მარტო კესარიაა მისი ერთადერთი და განუმეირებული ბედნიერება❤❤
ვიცოდი თორნიკე ვერ გაძლებდა და სოფელში ჩავიდოდა. ფაქტია, რომ მარტო კესუნას გამო არ ჩასულა. თან როგორ უთხრა ბიჭებს მართას დაბადების დღეაო :დ უჰ, რა კარგია ვაჩეს, რომ მოხვდა, გულს ესიამოვნა :)
მე არ ვიცი ამათგან რა გამოვა და საერთოდ იქნება თუ არა წყვილი, მაგრამ ფაქტია, რომ არ ესიამოვნა ვაჩეს ხელები მართას წელზე და ხელის თხოვნამ საერთოდ სისხლი გაუყინა. იმდენად კარგია მართა მისთვის, რომ ვერ უშვებს იმ აზრს, რო შესაძლოა ლილუ ვინმემ შეუცვალოს. ამიტომაც ცდილობს მასში ცუდი დაინახოს და ანგარებიანად ჩათვალოს. ვნახოთ რა ელის ამ ორს. ფაქტია ეს თავი გარდამტეხია მთელს ისტორიაში და ამათ ურთიერთობაში.
ველოდები ახალ თავს. რას გვიმზადებ მკითხველებს და ამათ არ ვიცი, მაგრამ მოუთმენლად გელი❤

 


№26  offline მოდერი sameone crazy girl

რუსკიმარუსია
არა რა ვიცოდი მართას თორნიკე რომ უყვარდა❤ ყოველ თავში მაოცებს ამ გოგოს სიძლიერე. ასე შეიძლება კაცი გიყვარდეს? ტკივა მისი ტკივილი და უხარია მისი სიხარული❤ როგორ შეძლო რომ ყვარებოდა ამდენი წელი ისე რომ ერთხელ მაინც არ შეშურდა ლილესი, არ მოინდომა მათ შუაში ჩადგომა, ან ლილეს სიკვდილის შემდეგ როგორ არ ეცადა თორნიკესთვის ლილუს დავიწყება. როგორ ტკივა ამ გოგოს და თან როგორ უხარია, რომ თორნიკეს და ლილუს ასეთი წრფელი და ნამდვილი სიყვარული ჰქონდათ. ამ ორს ფრიად საინტერესო დიალოგი ქონდათ. არ მინდა და არც მემეტება მართა მარტოობისთვის, მაგრამ თვითონ იმდენად არის იმ აზრს შეჩვეული, რომ თორნიკეში ლილუს ვერ გადაფარავს,რომ საკუთარ თავს მარტოობისთვის იმეტებს და არ იბრძვის ბედნიერებისთვის, არც თორნიკეს გვერდით და არც მის გარეშე, მარტო კესარიაა მისი ერთადერთი და განუმეირებული ბედნიერება❤❤
ვიცოდი თორნიკე ვერ გაძლებდა და სოფელში ჩავიდოდა. ფაქტია, რომ მარტო კესუნას გამო არ ჩასულა. თან როგორ უთხრა ბიჭებს მართას დაბადების დღეაო :დ უჰ, რა კარგია ვაჩეს, რომ მოხვდა, გულს ესიამოვნა :)
მე არ ვიცი ამათგან რა გამოვა და საერთოდ იქნება თუ არა წყვილი, მაგრამ ფაქტია, რომ არ ესიამოვნა ვაჩეს ხელები მართას წელზე და ხელის თხოვნამ საერთოდ სისხლი გაუყინა. იმდენად კარგია მართა მისთვის, რომ ვერ უშვებს იმ აზრს, რო შესაძლოა ლილუ ვინმემ შეუცვალოს. ამიტომაც ცდილობს მასში ცუდი დაინახოს და ანგარებიანად ჩათვალოს. ვნახოთ რა ელის ამ ორს. ფაქტია ეს თავი გარდამტეხია მთელს ისტორიაში და ამათ ურთიერთობაში.
ველოდები ახალ თავს. რას გვიმზადებ მკითხველებს და ამათ არ ვიცი, მაგრამ მოუთმენლად გელი❤

მთლად შოკიც არ გამომივიდა
შესანიშნავი მკითხველი რომ მყავს ამის ბრალია
ყველა მცირე დეტალს აღიქვამთ და წინა თავზეც მიხვდით რომ მართას გრძNობები ჰქოდა
უზომოდ მიხარია ისე რომ სიტყვებით ვერ გადმოვცემ
დღესაც დავდებ ახალ თავს რაც იქნება იქნება
თუ ამომეწურება მარაგი მერე დაელოდებით ცოტა ხანს და ეგ იქნება
მადლობა დიდი
heart_eyes heart_eyes

 


№27  offline წევრი Melusi

ასეც ვფიქრობდი...გამოვიცანი რა მაგარია უყვარს ხომ უყვარს ...აუ რა მაგარია სიტყვები აღარ მყოფნის მალე დადე რა ახალი თავი

 


№28 სტუმარი სტუმარი Natashka

მადლობა შენ რომ არასოდეს ვვიცრუებ იმედს ❤️

 


№29  offline მოდერი sameone crazy girl

Melusi
ასეც ვფიქრობდი...გამოვიცანი რა მაგარია უყვარს ხომ უყვარს ...აუ რა მაგარია სიტყვები აღარ მყოფნის მალე დადე რა ახალი თავი

heart_eyes heart_eyes
ყველამ გამოიცანით მგონი
არადა მეგონა სიურპრიზი იქნებოდა

სტუმარი Natashka
მადლობა შენ რომ არასოდეს ვვიცრუებ იმედს ❤️

ჯერ კიდევ წინაა გაგრძელება ვინ იცის როგორი იქნება
თუმცა მინდა რომ იმედები არ გაგიცრუოთ
ვნახოთ

 


№30 წევრი Cassia

ვაუ... ეს რა იყო... ჰმმ არ ვიცი ჩემი აზრით არ არის გამორიცხული რომ მართას თორნიკე ჰყვარებოდა უბრალოდ უბრალოდ, იმდენად შეეჩვია იმ აზრს რომ თორნიკე სხვისი იყო ალბათ ამიტომ იღებს ახლა ასეთ “დამაბნეველ“ კითხვებს მშვიდად?...
არ ვიცი რა არის ეს მაგრამ სიგიჟეა ასეთი სიყვარული ოღონდ ცუდი გაგებით არა რა თქმა უნდა! მე ვფიქრობ რომ... აუ არ ვიცი ასეთი თავგანწირვა... მაოებს მართა თორნიკე, პატარა ქალბატონი...
მაგრამ მაინც რომ არა შენ ისინი ასეთები ვერც იქნებოდნენ და მადლობა შენ ამისთვის^^
თუმცა ფაქტია რომ ნელ-ნელა ასეა თუ ისე რაღაც ქიმიები მაინც იგრძნობა რომლებიც დაუკითხავად ვრცელდებიან თორნიკეში მართას სახელით :დ ^^ <3
მოკლედ, უსაყვარლესები არიანნ!!!
და საღამოს არ იქება ახალი თავი?
--------------------
ლამაზ ქალს და კარგ მწერალს მსგავს ბედი აქვთ : თუ ვერ წვდებიან დევნიან.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent