შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არაპროპორციული გრეიფრუტი [სრულად]

10-08-2019, 23:39
ავტორი ელპინი
ნანახია 1 143

არაპროპორციული გრეიფრუტი [სრულად]

***
- გრეიფრუტი.
- როგორ?
- არაპროპორციული გრეიფრუტი - მეთქი.

***
J'avais jamais vu de nuit aussi calme,
J'la r'garde enchaîner les cigarettes,
Ses larmes coulent en silence, on entend toujours les cigales
On se blesserait même avec zéro mot, pourtant aucun mur sur cette terre
Ne pourrait étouffer le cri de nos phéromones, on risque pas de tenir longtemps
Tu m'as même comparé à Lucifer, maintenant, tu bois et tu veux bien de moi
Nan, mais j'hallucine hein, je sais déjà c'que la distance entraîne
Soit c'est la guerre pendant dix ans sans trêve, soit je la quitte en lui disant.

***
ახლა ზღვის პირას ვზივარ და წვიმს. დადუმებული სიტყვები კანზე იღვრება და წვეთებს ფეხის თითებთან მიჰყვება. ვდგები. მივდივარ ზღვისკენ და კაბის ბოლოები მისველდება. გნატრობ. თუმცა, ისიც არ ვიცი, ვინ ხარ, მაგრამ მინდა, ჩემი გრეიფრუტი არაპროპორციულად გაგიყო. დიდი - მე, პატარა - შენ. მგონია, მწვანე ლიმონი გიყვარს.

***
ჩემი სახლის წინ დიდი ბაღია. სტაფილოსფერი. გრეიფრუტებით შეღებილი ვარ მე და ჩემი - სულიც. ერთ ცალს ვწყვეტ და ვფიქრობ, რომ სიმბოლურია. ვიღაც გამოდის სადღაც და ხვდება ვიღაცას. ღმერთის ხელები.
- მხოლოდ ერთი, რა. მხოლოდ ერთი, გრეიფრუტო.
- აი, ბედისწერა - მეთქი, ხომ ვთქვი.
- როგორ, გრეიფრუტო?
- ცაში აიხედე, სტაფილოსფერი წერილი დაფრინავს. თუ დაიჭერ, ორ გრეიფრუტს გაჩუქებ. ერთს ახლა, მეორეს - ახალ წელს. ისე კი, ძალიან ლამაზი იქნება ჩვენი პირველი ახალი წელი არაპროპორციული გრეიფრუტით.
- როგორ? რით?
- არაპროპორციული გრეიფრუტით - მეთქი. დიდი - მე, პატარა - შენ.
- მიუხედავად იმისა რომ ამდენი გრეიფრუტი გაქვს, მაინც შენ გინდა დიდი?
- გთხოვ.
- კი, მწვანე ლიმონი.
- ძალიან გთხოვ.
- მწვანე ლიმონი - მეთქი.
- წამოდი, საჩუქარი მაქვს შენთვის.
ჩემს ოთახში გრეიფრუტებია.
- შენ დახატე?
- დაარქვი რამე, მიდი.
- გრეიფრუტი - მწვანე ლიმონით.
მან იქვე დაწერა. მოულოდნელად ავღელდი. ვიგრძენი ის, რაც აქამდე არასდროს. უფრო სწორად, ეს იყო - ის. ამ ის-ს ეძახიან ჩემი-ს.
- უსაფუძვლო სიყვარული, თუ რაღაც ეგეთი, გრეიფრუტო.
- შენ ღმერთის გწამს?
- მე იმის მწამს, რასაც ღმერთი ქმნის.
- ანუ, ჩვენი?
- აქ - გრეიფრუტის, გარეთ - შენი.
- ღმერთო, ჩამოდი, რა, უნდა შეგეხო.
ჩემ თავს ვუთხარი. გაეღიმა.
- როგორი ხარ შენ, ნეტავ… ასე მარტივად გწამს?
- შენ ჩემ წინ დგახარ და ეს საერთოდ არაა სიმარტივე. ვფიქრობ, შენ ჩემში დაიბადე, მწვანე ლიმონო, მაგრამ მაინც გრეიფრუტი მიყვარს. შენ?
- მე შენ მიყვარდები და...
მაკოცა.
- მაინც არაპროპორციული გრეიფრუტი.
მისი ხელები - ჩემზე.
- მარსზე გრეიფრუტები არის?
- მე ხო მიყურებ?
- კი.
- არის.
ჩამეხუტა და…
მეორე დღეს ჩემს ეზოში მწვანე ლიმონები დავრგე. ერთ ნერგს წერილი გავატანე. მასზე ოცნება მიწაში დავმარხე იმის იმედით, რომ მწვანე ლიმონს ამოყვებოდა.

***
Garde le sourire, plus rien n'est grave
Tant qu'il nous reste une seconde de souv'nir dans le crâne
Nos deux corps pourraient mourir, j'ai déjà fait le deuil
Maintenant pars loin de moi, une larme cachée dans l'œil.

***
მარსის კარი გაიღო, მწვანე ლიმონო. გელოდები.

***
<<მწვანე ლიმონო, ახლა ძალიან მინდა - აქ იყო. იქ, სადაც მე. ანუ, ზღვასთან, წვიმაში. სად ხარ?>>
<<შენ უკან ვარ. თუ ღმერთი გწამს, არ მოიხედო.>>
<<ნუ დამცინი, რა. ბედი საერთოდ არ არის სათამაშო.>>
<<ჩემს ღმერთს გეფიცები.>>
<<ეგ მე ვარ?>>
<<რატომ მკითხე?>>
<<იმიტომ, რომ მიპასუხო და მერე მე თვითონ ჩაგეხუტო - პირველად.>>
<<შენ ხარ, ოღონდ თუ ღმერთი გწამს, ჯერ არ მობრუნდე, რა.>>
<<მაოცებ. დავიწვი.>>
<<კარგი, რა! ანგელოზები თავად წვავენ.>>
<<მე შენი ანგელოზიც ვარ?>>
<<შენ ყველა ის სიტყვა ხარ, რომელიც არ მითქვამს და გინახავდი.>>
<<ძალიან მინდა ჩემი კაბის და შენი შარვლის ბოლოები ზღვის ტალღებმა დაასველოს, სადაც ჩემი ცრემლებია შერეული.>>
<<წამით წარმოიდგინე, რომ მანდ ვარ. როგორ გითხრა, შენ გვერდით კი არა, შენს თვალებში ზუსტად ისე, როგორც ჩემს თვალებში - შენ, გრეიფრუტიანო ღმერთო.>>
<<რატომ მემართები?>>
<<რამდენჯერ დაგესიზმრე, მე მოგიკვდე?>>
<<არ გიპასუხებ.>>
<<რაო მწვანე ლიმონმა, გრეიფრუტო?>>
<<შევუყვარდი.>>
<<მე მოგიკვდე...>>
<<კი, შენ მომიკვდე, მწვანე ლიმონო.>>
<<წუთზე წვიმა მოგვისწრებს.>>
<<მიდი, შენს მწვანე ლიმონს ფოტო გადაუღე და გამომიგზავნე. რაღაც უნდა გავაკეთო.>>
რამდენიმე წუთში უკან გავუგზავნე ფოტო.
<<გააფრინე?>>
<<მწვანე ლიმონიც არაპროპორციული. მიუხედავად იმისა რომ შენია, დიდი - მაინც მე.>>
წვიმს. მწვანე ლიმონის და გრეიფრუტის სუნი ერთადაა ჰაერში. ხალხი გრძნობს უცნაურ სუნს, მაგრამ არ იციან, რომ ვიღაც ორი რაღაც ორს ერთმანეთში ურევს და ერთს ქმნის.
<<შენ 11:58-ზე დაიბადე, მწვანე ლიმონო?>>
<<იგივე შენც, არა?>>
<<ერთი წუთიც და…>>
- გილოცაააავ!
დავიყვირე. მისწვდა.
- გიჟი ხარ შენ, გრეიფრუტო. საიდან იცოდი?
- მეცეკვე.
ღმერთი ალაპარაკდა:
ფურცელი, სწრაფად, ვიწერ.
2019/02/08 - მწვანე ლიმონი და გრეიფრუტი.
- citron vert et pamplemousse.
მე ვთქვი და დავინახე, რომ მას მოეჩვენა - ლამაზი ვარ.
- გავგიჟდები - ისეთი ხარ.
- მეც გამაგიჟებ - ისე მიყურებ.
- წამოდი ზღვასთან. შენი სურვილი ავასრულოთ.
ჩემი კაბის და მისი შარვლის ბოლო ერთად დასველდა ზღვაში შერეული ჩემი ცრემლებით.
- შეიძლება?
ზურგს უკან დადგა. ხელები წამოწია. წელზე შემომაწყო და ჩასახუტებლად მოემზადა.
- რა თქმა უნდა, მწვანე ლიმონო.
- სამყარო იდუმალია, გრეიფრუტო, მაგრამ საქმე ისაა, რომ ახლა შენს ეზოში დაგხვდება ჩემი მწვანე ლიმონები.
მართლა დამხვდა.
ღმერთს ვფიცავარ…

***
Notre histoire n'aurait jamais pu f‌inir dans le calme et la tendresse
Je te déteste comme cette phrase qui dit : "C'était trop beau pour être vrai"
Je n'avouerai jamais que certaines de mes propres émotions m'ef‌fraient
Je te déteste comme cette phrase qui dit : "C'était trop beau pour être vrai".

***
იმ დილით ადრე გათენდა. მწვანე ლიმონს წერილი მართლა ამოჰყვა და დავურეკე:
- შენ უნდა წაიკითხო.
"მწვანე ლიმონო, დამეფიცება, რომ შენ ხარ და თან - ჩემთან. ჩემში. ჩემთვის. არ მიგრძნია ღმერთი ასე ახლოს, მაგრამ მწამდა რაღაც მსგავსის, რომ ვიღაც ვიღაცისთვის იბადება. შეგიყვარდები, იცი? უფრო სწორად, როცა ამას წაიკითხავ, გიყვარვარ."
- შენ ოდესმე მატარებლის ვაგონში დაგიხატავს და მერე გადმომხტარხარ?
ტანში ჟრუანტელმა დამიარა. ჩვენ რაღაცას გავაფუჭებთ, მაგრამ ხალხს დავამახსოვრდებით. სიცხადეა.

***
სამუდამოდ დაიმახსოვრა მატარებელმა მწვანე ლიმონი და გრეიფრუტი.
- მოემზადე…
- ერთი…
- ორი...
სამი გამოვტოვეთ და ჩამოვხტით. ის სამი ვაგონში დავტოვეთ. ყველამ გულში დაითვალა - თავისთვის.
ღმერთმა ფურცელზე ისევ ჩაინიშნა. საიდუმლოა.

***
Bébé, serre-moi fort que j'oublie qu'c'est le chaos, autour, c'est le chaos
Regarde-nous, le destin a pas honte, les dieux ont pas honte
J'ai tout foiré cette année, c'est toujours en chantier, est-c'qu'on peut rev'nir en janvier ?
Son regard me traverse le corps comme une longue aiguille, on dirait bien qu'on est cuits
Nous deux dans la même voiture, on fonce vers la mort, on s'déteste tellement qu'on refait l'amour
Parce que c'est comme de la drogue, on a d'quoi planer, sur son dos, mon torse fait de l'aquaplaning
Le problème, c'est qu'ça m'rappelle pourquoi je l'aime
Je revois le début, les premières semaines, on pourrait repartir à zéro
Et prendre le premier avion comme dans un f‌ilm de merde mais c'est du délire.

***
<<მწვანე ლიმონო…>>
<<ნუ გეშინია, გრეიფრუტო, ჩემ თავს გაფიცებ. დავბრუნდები.>>
<<რომ არ?>>
<<ვითომ მწვანე ლიმონის სეზონი ამოიწურა და დამელოდე.>>
<<მე მყავხარ, იცოდე.>>
<<შენ ხომ არ გეშინია?>>
დუმილი ჭამს. პასუხის ძიება - კიდევ უფრო. შიში ასამარებს?

***
- გრეიფრუტოოოო…

***
- იცოდე, დიდი - ჩემია!
- სულ შენი იყოს, გრეიფრუტო.
- ეგრე არა, ჩემი გემო ხომ უნდა გაიგო?
ეს ვთქვი და…
- შენ თვითონ გაქვს გრეიფრუტის გემო. არ მითქვამს აქამდე.
- მაინც არაპროპორციული გრეიფრუტი.

***
გრეიფრუტი - მწვანე ლიმონით.
რეფრენი.

ძალიან მინდა, სიმღერა იპოვოთ.
რაღაც ვერ ვარ . . .скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.

№1  offline მოდერი სალანდერი

დავბრუნდები. . .

№2 ახალბედა მწერალი ელპინი

სალანდერი
დავბრუნდები. . .

გელოდები, მჟავე . . .

№3  offline წევრი Kalina

იცოდე, რომ იმ სიტყვებს (შენ მიხვდები, რომელ სიტყვებზეც ვამბობ) ვიმახსოვრებ და არასოდეს ვივიწყებ!❤️
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

№4 ახალბედა მწერალი ელპინი

Kalina
იცოდე, რომ იმ სიტყვებს (შენ მიხვდები, რომელ სიტყვებზეც ვამბობ) ვიმახსოვრებ და არასოდეს ვივიწყებ!❤️

მარიკუნა,
ახლა ისე ჩაგეხუტებოდი . . .
♥️

№5  offline მოდერი სალანდერი

ჰო. . . ამას არ ველოდი. . .
გეყოფა რა, რამდენიმე დღეაა ან კვირა, ცრემლების ზღვად არ ღირს. . . საერთოდ არაფერი ღირს (შენს) ცრემლებად, ხომ გითხარი?!
ახალი გატაცება გაქვს, ციტრუსების სახით შევამჩნიე, ახლა კი არა რამდენიმე კვირის წინ, ხომ იცი?!
აი ისეთი ემოცია დამიტოვა, თითქოს ორი გიჟის ჩატს ვკითხულობდი, რომლებიც მხოლოდ "ნიკნეიმებით" იცნობენ ერთმანეთს და პირადად ჯერ კიდევ არ უნახავთ. . . ხომ შეხვდებიან?! "კი" - მითხარი რა, იქნებ როგორ მჭირდება.
რეალობასა და წარმოსახვას შორის ხარ გაჭედილი მგონი და ჯიუტად არ იცვლი ფეხს ისე გაალამაზე და შენს ჭკუაზე მოაწყე შენი "მარსი". არც მკითხველს უშვებ, კომფორტი გაქვს და კომფორტის ზონას ვინ დატოვებს, თუ არ გააგდეს. მართლა არ არ მესმის, როგორ ახერხებ ამდენი სილამაზის პოვნას სამყაროში, სადაც ღმერთი მატყუარაა, ადამიანი ბინძური და ცხოვრება დედამო*ყნული.
ძალიან თბილი მწერალი ხარ, ყველას გულში რომ შეგიძლია შენი პატარა "მარსის" მოწყობა ისეთი.
ჩემთან კი, ჩემთან კი, არ მოგიყვები რა ხდება მაგ მხრივ. . .
ყოველთვის ყველაფერს არათანაბრად რომ ანაწილებ, ძალიან მიყვარს შენი ეგ ჩვევა და მგონი არც მითქვამს აქამდე.
შენ კი, შენ კი ძალიან მიყვარხარ და გამიხარდა რომ დამიბრუნდი "მონატრებულო".

№6 სტუმარი სტუმარი ლილე

მჟავე ლიმონი, ტკბილი გრეიფრუტის სურნელი.
და მიქსტურა.
რას ეძახი ამას?
თან-აარსებობას?
თან-ხვედრას?
ჯანდაბას სიტყვები მაგრამ წინ -თან აუცილებლად დასჭირდება, როგორც ხიდი.
თუნდაც ბეწვის...
მიგრირება საკუთარი თავიდან და უფრო ირეალობიდან ელ...
ან რეალობიდან...
გასაქცევი ყოველთვის არის მაინც, მაგრამ დასაბრუნებელი გზები ეკალ-ბარდებით იფარება ხოლმე...
როგორ ვერ ვიტან და როგორ ემსაგვსება ხოლმე, იშვიათად მაგრამ მაინც ხანდახან მიწერილი ჩემი კომენტარები შენსას.
უბრალოდ ვიცი რატომ წერ, რას და რის გამო.
სხვა არაფერი.
უნდა იცოდე რა.
ისიც ვიცი რატომ მწვანე (მჟავე) ლიმონი და არა ყვითელი.
ისიც ვიცი რატომ ცეკვა, რატომ დაფიცებული ღმერთები.
კი ღმერთები.
მრავლობითში.
პატარა ფეხები და გრძელი ფრიალა კაბა...და სისველე...წყლის ხმა...
მზერაში გადაიჩეხება თავი.
სიგიჟეს თუ ეპიცენტრი გააჩნია, მგონი თითებია ეგ ადგილი.
ამ ქალაქში რა იციან რომ ხანდახამ, ორი ერთია ან ერთშია ორი.
ღამე მართალია ელ.
ღამით ღიმილები თავს იკლავენ.
ღამით გაგიჟება ადვილია.
დილამდე იმარხულე.

№7 ახალბედა მწერალი ელპინი

ავკანკალდი, მჟავე . . .
შენ ყველაზე გიჟი ხარ ჩემს ცხოვრებაში და მინდა, სულ ასე იყოს!
უბრალოდ,
მინდა,
მყავდე,
მეტი - არაფერი!

ხომ იცი,
შეხვდებიან!
მენდე!

შენ . . .
მჟავე, ჩემო მწვანე ლიმონო . . .

მიყვარხარ და უაზროდ მაბედნიერებ,
დაიმახსოვრე!
♥️

სტუმარი ლილე
მჟავე ლიმონი, ტკბილი გრეიფრუტის სურნელი.
და მიქსტურა.
რას ეძახი ამას?
თან-აარსებობას?
თან-ხვედრას?
ჯანდაბას სიტყვები მაგრამ წინ -თან აუცილებლად დასჭირდება, როგორც ხიდი.
თუნდაც ბეწვის...
მიგრირება საკუთარი თავიდან და უფრო ირეალობიდან ელ...
ან რეალობიდან...
გასაქცევი ყოველთვის არის მაინც, მაგრამ დასაბრუნებელი გზები ეკალ-ბარდებით იფარება ხოლმე...
როგორ ვერ ვიტან და როგორ ემსაგვსება ხოლმე, იშვიათად მაგრამ მაინც ხანდახან მიწერილი ჩემი კომენტარები შენსას.
უბრალოდ ვიცი რატომ წერ, რას და რის გამო.
სხვა არაფერი.
უნდა იცოდე რა.
ისიც ვიცი რატომ მწვანე (მჟავე) ლიმონი და არა ყვითელი.
ისიც ვიცი რატომ ცეკვა, რატომ დაფიცებული ღმერთები.
კი ღმერთები.
მრავლობითში.
პატარა ფეხები და გრძელი ფრიალა კაბა...და სისველე...წყლის ხმა...
მზერაში გადაიჩეხება თავი.
სიგიჟეს თუ ეპიცენტრი გააჩნია, მგონი თითებია ეგ ადგილი.
ამ ქალაქში რა იციან რომ ხანდახამ, ორი ერთია ან ერთშია ორი.
ღამე მართალია ელ.
ღამით ღიმილები თავს იკლავენ.
ღამით გაგიჟება ადვილია.
დილამდე იმარხულე.

ლილე,
არაფერი შემიძლია გიპასუხო.

ძალიან მინდა - მალე გნახო და ისე ჩაგეხუტო, როგორც აქამდე არასდროს!

ვინ ხარ შენ?
გაიღიმე და იმღერე, რა!
გთხოვ . . .
♥️

№8 სტუმარი სტუმარი ნინია

ელ.
რამდენნაირი ხარ? <3

№9 ახალბედა მწერალი ელპინი

სტუმარი ნინია
ელ.
რამდენნაირი ხარ? <3

ჩემს სახელთან - წერტილი?!
ბევრნაირი . . .
მადლობა!

№10  offline წევრი guroo

ლიტერატურული სიგიჟე ხარ, პინო.
უბრალოდ ზიხარ და კაიფობ წერის პროცესში. რაში გაინტერესებს რომელი წინადადება სად დასრულდება, მთავარია წერტილი დასვა და ჯანდაბას, აზრი თუ გაუწყდა სადღAც მკითხველს, შენ ხომ წინადადების ბოლოს წერტილი დასვი?! ვერაფერში შემოგედავებით, პინო.
ოხ, რა თავნება მწერალი ხარ! ისე აამღვრევ ხოლმე თითქოსდა სუფთა წყალს, ბოდიშის მოხდაც არ გინდა. მითუმეტეს,რომ თAვიდანვე გვატყუებდი და წყალი მართლაც ამღვრეული იყო უკვე. თუმცა იმასაც ხომ დიდი ოსტატობა სჭირდება, რომ ისევ მოგვატყუო და წყლის ამღვრევა გაითამაშო შემდგომში? აუუუ, რაებს ვბოდავ...
ფანტაზია არასდროს მყოფნიდა რაღაც-რაღAცების სრულყოფილად წარმოსადგენად და ვერც ახლა წარმოვიდგენ რამხელა ქაოსი უნდა ტრიალებდეს შენ შინაგან სამყაროში, რომ მის დალაგებას ყველაზე არაორდინალური ნაწარმოების შექმნით ცდილობდე. ვინ ხარ, პინო? როგორი ხარ? მზაკვარი ეშმაკი თუ მაღAლი სულიერი კულტურის მქონე ადამიანი - სამყაროს ყველა კუთხე-კუნჭულში მიმოფანტული გონებით?
ინდივიდუალიზმი ფრიად დასაფასებელი რამაა ადამიანში, მაგრამ განა იმდენი უნდა გქონდეს ეს უკანასკნელი, რომ სხვა პლანეტიდან მოვლენილს ემსგავსებოდე?! არა! ან ადამიანი ხარ, ან მოხეტიალე სული - წინა ინკარნაციებიდან გადმოყოლილი კრმული ვალებითA და სიბრძნით, სამყაროს განსაკუთრებული ხედვით დაჯილდოებული და ახლა, ალბათ, შენი კარმული ვალი უნდა შეასრულო: დაგვანახე უბრალო მოკვდავთ სამყაროს მრავალგვარი სილამაზე და ჯადოსნურობა.
დიახაც! ზეციური რიტუალი ხარ, ჭეშმარიტი და ერთადერთი ღმერთის მიერ ჩატარებული რიტუალი!
სასწაული ხარ, პინო! heart_eyes

№11 ახალბედა მწერალი ელპინი

guroo

აუუუუუუუ!!!!!!
აი, ახლა იმხელაზე დავიყვირე, თვითონ ღმერთიც გაიგონებდა და როცა აქ დაწერილ შენ სიტყვებს წაიკითხავდა, გაიღიმებდა.
პირველივე წინადადებაზე გავქვავდი.
იცი, არასდროს მიოცნებია მწერლობაზე, ჩემი შემოქმედების ყველასთვის გაცნობაზე, წიგნის გამოცემაზე და კიდევ ბევრი. მე, უბრალოდ, ვწერ იმას, რაც ჩემში უცებ ჩნდება, ყოველგვარი წინასწარი ფიქრის გარეშე, როდის და რა უნდა მოხდეს - როგორ.
ვიცი, ვინ ვარ!

ძალიან მიხარია შენგან ამ სიტყვების მოსმენა. განსაკუთრებით კი, შენი პირველი სიტყვების ისევ გამეორება. რაღაცას ხომ ნიშნავს ეს? ესე იგი, ტყუილად არ გითქვამს და მართლა ასეა.

სტატუსს ისევ შევიფერებ.
ზეციური რიტუალი ვარ . . .

მადლობა.
აი, ეს ერთადერთი სიტყვა - ყველაფრით დახუნძლული, ათასი მადლობით.
მიხარია, რომ მკითხულობ. ♥️

№12  offline წევრი silver hands

მე ისევ მინდა გაგიმეორო რომ შენ ძალიან კარგი ხარ ელპინ...❤(სხვა სიტყვები ახლა ვერ მიპოვნია... მრავალწერტილში კი იმ სათქმელს ვატევ რომელსაც მგონია რომ სიტყვები ვერ დაიტევენ)

№13 ახალბედა მწერალი ელპინი

silver hands
მე ისევ მინდა გაგიმეორო რომ შენ ძალიან კარგი ხარ ელპინ...❤(სხვა სიტყვები ახლა ვერ მიპოვნია... მრავალწერტილში კი იმ სათქმელს ვატევ რომელსაც მგონია რომ სიტყვები ვერ დაიტევენ)

ამხელა სითბო რით დავიმსახურე, ვერასდროს გავიგებ, მაგრამ მე მადლობად გეტყვი . . .
მიხარიხარ! ♥️

№14  offline წევრი აბაშიძე

მგონი გვიან იმიტომ ვნახულობ ყოველთვის შემდგომ რომ კომენტარები წავიკითხო.
აი შენი შედევრის შემდეგ ქვემოთ ისეთი კომენტარები იწერება როგორც შეშვენის შენს ნაწერს!

არ ვიცი ელ.
ხშირად შენი წაკითვის მერე მგონია ბოლომდე ვერ გკითხულობ და ვბრაზდები.
აი სიცარიელის შერძნება მრჩება და უჰ საშინელებაა.

არადა ყველაზე სავსე ხარ მათშორის ვისაც "ვიცნობ".

მაგრამ ელ.
ვგრძნობ.
მაინც ელ.
და ეს გიჟური რამეა.
უმაგრესიაა როცა კითხულობ და იმას გრძნობ.

მე არ ვიცი გრეიფრუტი.
მაგრამ მწვანე ლიმონზე ვგიჟდები.

წვიმა.
დადუმებული სიტყვები.
მაგრამ ყველაზე ხმაურიანები.
უჰ დადუმებული სიტყვები.
ამიტომ მიყვარს მათი მოსმენა?
ნებისმიერ სიმღერაზე მეტად?

ხო გუშინ ვკითხულობდი.
ყურსასმენები მეკეთა.
მაგრამ მაინც გავიგე წვისმის ხმა და მათი მოსმენა ვარჩიე.
გასაგიჟებლად სასიამოვნო რამეა.
მე მაბედნიერებს.
დებილივით მაღიმებს.

ცოტა ვერ ვარო და რომ გითხრა ცოტა არაა ძაან თქო ძაან უტაქტო ვიქნები?

კიბატონი ვერ ხარ.
იმიტომ რომ ნორმალურები და ცოტა აზრზზე მყოფწბი ასეთბს ვერ წერენ ელ.

ხო იცი რომ ვერ ხარ მაგიტომ ხარ ძაააააალიან მაგარი!

აუ გუროს უნდა დავეთანხმო მე.
ლიტერატულური სიგიჟე ხარ!
აი ასე.

მე კიდე ბედნიერი ამ სიგიჟეს რომ ვკითხულობ.

უჰ ბევრი "ვილაპარაკე"?
არაუშავს.

კიდევ ვიღაცის სიტყვები უნდა გავიმეორე.
არ მახსოვა ვინაა.
მაგრამ სულ გეუბნებაა და იმედია არ მიწყენს.

წერე ელ .
სულ სულ.
გვიხარიხარ.
ხომ იცი.
აი ასეთი გამონათებების გამო

გ ე ლ ო დ ე ბ ი (თ).

№15 ახალბედა მწერალი ელპინი

აბაშიძე

ჯერ სახელს ვუყურებ, როცა ახალ კომენტარს ვნახულობ და მერე თვითონ შეფასებას.
და იქ, როცა შენი გვარი წერია, ზუსტად ვიცი, ძალიან თბილი და ტკბილი სიტყვები უნდა წავიკითხო.
ახლა ისე უაზროდ გამახარე და ისეთი ბედნიერი ვარ, აი, არ ვიცი, მართლა.
ძალიან რაღაცნაირი გოგო ხარ შენ, მაგრამ უსაყვარლესი, ბავშვური და ყველანაირი დადებითით. ჰოდა, აი, ასეთ დადებით მადლობას გეუბნები ახლა მე შენ. მეტი რა შემიძლია?

ოქროს გოგოვ,
მინდა, რომ სულ წამიკითხო ხოლმე.

და ისევ,
მადლობა!

♥️

№16  offline წევრი სიბილა

ვაიმეეეეეე გატკბილდა გრეიფრუტიიი, მიხარიხარ,კიდევ ერთხელ შემობრუნებულოოო

№17 ახალბედა მწერალი ელპინი

სიბილა
ვაიმეეეეეე გატკბილდა გრეიფრუტიიი, მიხარიხარ,კიდევ ერთხელ შემობრუნებულოოო

რუსა, მომენატრე მე შენ!
ძალიან მიყვარხაააარ! ♥️♥️♥️♥️

№18  offline წევრი სიბილა

ელპინი
სიბილა
ვაიმეეეეეე გატკბილდა გრეიფრუტიიი, მიხარიხარ,კიდევ ერთხელ შემობრუნებულოოო

რუსა, მომენატრე მე შენ!
ძალიან მიყვარხაააარ! ♥️♥️♥️♥️

kissing_heart აგრეთვეე

№19  offline წევრი Margarethe Jose

ნუ გიჟი ხარ:დ
ვერ ვიტან რომ ასე ვმუნჯდები. მინდა რომ რამე ვთქა, ერთი-ორი სიტყვა, მაგრამ ვერ ვამბობ
არეულიც ვარ და დარეულიც:დ
ნებისმიერ შენს ჩანახატში/ისტორიაში, რაზეც არ უნდა იყოს ის, მკითხველი მხოლოდ იმას დაინახავს რაც თავად აკლია. მგონია რომ ყველაფერზე წერ ან სავსებით შესაძლებელია რომ მე მიჭირდრს შენი ნაწერების გაგება, იმიტომ რომ ძალიან რთულია. მითუმეტეს უგრძნობი ადამიანისთვის. შენ უთვალავ გრძნობას აქსოვ თითოეულ წინადადებას, და მე რა ვქნა.
ცოტა ძალიან რთული ვინმე ხარ, ცოტა:დ❤

№20 ახალბედა მწერალი ელპინი

Margarethe Jose

ვაჰ, არ გელოდი. გამიხარდი.
და იქ, ბოლოს, ცოტა კი არა, ბევრი.
მადლობა! ♥️

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent