შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დეტექტივობანა - (29)


11-08-2019, 01:20
ავტორი omexi
ნანახია 206

ქალაქიდან გასვლას მთელი საათი მოვანდომეთ, «ნოლადინის» მბჟუტავი შუქფარების შუქზე თოვლით დაფარული ხონი-სამტრედიის გზატკეცილი თეთრი ლენტასავით მიიწელებოდა სიბნელეში.
ხვავრიელად თოვდა, ფანტელები გიგანტური ფარვანებივით აწყდებოდნენ საქარე მინას, ლაშას ნელა მიჰყავდა ავტო, ძველი, გაცრეცილი საბურავები წამდაუწუმ სრიალებდა მოყინულ ასფალტზე, ამიტომ ორთავე ხელით ჩაბჯენოდა საჭეს და კრიჭაშეკრული მართავდა მანქანას.
გზატკეცილი თავისუფალი იყო, არცერთ ჭკუათმყოფელ ადამიანს არ გაუჩნდებოდა ასეთ ამინდში მგზავრობის სურვილი, სიბნელეს, მოყინული გზატკეცილი და ხვავრიელი თოვლი ერთოდა, რომელიც გადაადგილებასთან ერთად, მხედველობის არესაც ზღუდავდა.
ჩვენს წინ მხოლოდ «ვოლვოს» წითლად მანათობელი გაბარიტული ნათურები ჩანდა, ლაშაც მათ იყენებდა ორიენტირად და კვალდაკვალ მიჰყვებოდა.
ჩუმად ვიჯექით, ვცდილობდი ხმა არ ამომეღო და მეგობრისთვის ხელი არ შემეშალა, ამიტომ საშუალება მომეცა შექმნილი მდგომარეობა გამეანალიზებინა.
ესე იგი რა გამოდის? - დამნაშავეებად ქცეული სამართალდამცავები, ადგილობრივი მთავარი ექიმისა და პათოლოგ-ანატომის ხელშეწყობით უკვე წლებია უპატრონო, უსახლკარო და ყველასთვის უჩინარ ადამიანებს ხოცავენ და ორგანოებს უცხოეთის შავ ბაზარზე ყიდიან.
«ბიზნესი» იდეალურად აქვთ აწყობილი, ტრანსპორტირების «არხი» საიმედოა, დახარისხებულ ორგანოებს, «ქუთაისის ატოკოლონის» ხენმძღვანელობასთან შეთანხმებით, სხვადასხვა დასახელების ტვირთით ნიღბავენ და ბათუმელ წარმომადგენელთან აგზავნიან, რომელსაც სარფის საზღვრის გავლით თურქეთში გადააქვს.
საკუთარ ფიქრებზე გამეცინა, რადგან იმ თანმიმდევრობით და იმ სიტყვებით ვვაზროვნებდი, როგორც კახაბერ თორდია, მან წინა დღით ანალოგიურად ჩამოაყალიბა არსებული მდგომარეობა.
შემდეგ გავაცნობიერე დაძაბული ვუმზერ თეთრ გზატკეცილს, კარის სახელურს კი ისე ვარ ჩაბღაუჯებული, რომ თითები მტკივა.
მოტორის თუხ-თუხ ვუგდებ ყურს, სიჩუმე გაუსაძლისია, ალბათ ლაშაც ანალოგიურად გრძნობს თავს, ხანდახან გამოაპარებს მზერას ჩემსკენ.
- მაგარ შარში ვართ.
სიჩუმე პირველად მან დაარღვია, შევატყვე ისე არ ნერვიულობდა, როგორც წამოსვლის წინ, მეც გამიარა უეცარმა ელდამ, მეგობრის სიტყვების საპასუხოდ მხრები ავიჩეჩე.
- ჯობდა გამოცდა არ გაგვეცდინა, - სინანულით ჩავილაპარაკე.
ჩემი სიტყვების სიმწარე ლაშამაც გაიაზრა, თავი თანხმობით დამიქნია და ხმამაღლა ამოიოხრა.
- ახლა უკვე ვერაფერს გავაწყობთ.
- მართალი ხარ, - გაგულისებულმა ჩავიბურტყუნე და ძველი ქართული გამოთქმა მოვიშველიე, - «ჩათრევას ჩაყოლა სჯობია».
ლაშას არაფერი უპასუხია, მხოლოდ წამიერად გადმომხედა, მივხვდი ასეთ სიტუაციაში სასიამოვნოდ ნამდვილად ვერ ვისაუბრებდით, ამიტომ კვლავ დადუმება ვამჯობინე.
ამასობაში უკაცური, თოვლით გადათეთრებული ტყის ვიწრო ზოლით გარშემოჯარული დაბლობი უკან მოვიტოვეთ, მოშორებით პაწაწინა დასახლებული პუნქტი გამოჩნდა, მბჟუტავი შუქფარების შუქმა სიბნელეს უშველებელი აბრა გამოგლიჯა, რომელზეც ლუმინისცირებადი საღებავით ეწერა: - «მაღლაკი».
ფრთხილად შევედით სოფელში.
ორსართულიანი საცხოვრებელი სახლებით დაკომპლექტებული დასახლება, ღამის ძილს მოეცვა, ირგვლივ სულიერის ნასახი არ ჩანდა, რასაც ელექტროენერგიის არქონაც ემატებოდა და დაბა მაღლაკი წამით პოსაპოკალიფსური სენით გაუდაბურებული გეგონებოდათ.
ამ სურათს ისიც დაერთო, რომ გვერდი გზის განაპირა გაშენებულ სასაფლაოს ჩავუარეთ, რომლის მისტიურ დუმილს, ფანტელების ხმადაბალი შრიალი იდუმალებას მატებდა.
სიჩუმე ავისმომასწავლებელი მეჩვენა.
არ ვიცი რა ვუწოდო შემდეგ მომხდარ მოვლენებს, ალბათ წინათგრძნობა იყო... ავი წინათგრძნობა.
როცა სასაფლაოს გავსცდით, სიბნელეში მოხერხებულად შეყუჟულ პოლიციის საპატრულო მანქანებს მოვკარი თვალი, ვგონებ წინასწარ მოაწყვეს ბლოკპოსტი, გველოდებოდნენ, რადგან მომენტალურად ააბრდღვიალეს შუქფარები და უკან გამოგვიდგნენ.
ლაშამ უკანა ხედვის სარკედან მდევრებს გახედა და დაბოღმილმა თქვა.
- დაგვეწევიან.
მეც ვეთანხმებოდი მეგობარს, რადგან არც ჩვენი ავტომობილი იყო კარგ მდგომარეობაში და არც «პავლოვიჩის» ძველთა-ძველი «ვოლვო».
მდევრებს კი «ვილისები» ჰყავდათ.
ლაშამ მთელი ძალით დააჭირა ფეხი აქსელატორს, ავტომ კუდი ანცად მოიქნია, თოვლის ნამქერი დააყენა და სრიალ-სრიალით გავარდა წინ.
დანჯღრეული «ნოლადინი» სიჩქარის მატებასთან ერთად საბურავების წრიპინით სრიალებდა მოყიულ გზატკეცილზე და ყოველ ჯერზე უფრო რთული ხდებოდა საჭის დამორჩილება.
იმედიანად ვუმზერდი მეგობარს, ვიცოდი კარგი მძღოლი იყო, ამიტომ დარწმუნებული გახლდით მის შესაძლებლობებში, მაგრამ როცა ჩვენი ავტომობილი, ნელ ნელა «ვოლვოს» დაეწია, მაშინ გაოცებულმა გადავხედე «სპიდომეტრს» - სიჩქარე 80 კილომეტრ საათი იყო.
მხოლოდ მოგვიანებით მივხვდი, რომ წინ წასულმა დეტექტივებმა სპეციალურად შეანელეს სვლა, როცა «ვოლვოს» გვერდით ამოვუდექით, თორდიამ მარჯვენა საქარე მინა ჩამოსწია და საბურავების შრიალში მოგვაძახა.
- არ გაჩერდეთ გზა განაგრძეთ, ამათ ჩვენ შევაჩერებთ.
ლაშამ თავი დაუქნია, საჭე ოდნავ მარჯვნივ მოაბრუნა და მანქანას მნიშვნელოვნად მოშორდა.
«ვოლვო» ჩამორჩა, დავინახე საქარე მინიდან სანახევროდ გადმოწეულმა თორდიამ, როგორ დაუმიზნა მისი ТТ «ვილისებს» და ზედიზედ რამდენჯერმე გაისროლა.
საპასუხო ჯერმაც არ დააყოვნა, ავტომატი აკაკანდა, თორდია წამით კაბინაში შეიმალა, მარიამს რაღაც გადაულაპარაკა, ქალმა საჭე შეათამაშა, მანქანამ მიმართულება შეიცვალა და ტყვიების ჯერს განერიდა.
საბურავების წივილსა და ძრავების ღმუილში, გასროლების ხმა საბრალო ტკაცუნად ისმოდა.
- ისვრიან «ბლიად», - ინსტიქტურად შევყვირე, ჩაბნელებულ ქუჩას გავხედე და წეღან წარმოთქმული ჩემი მეგობრის სიტყვები, აღელვებულმა გავიმეორე, - მართლა მაგარ შარში ვართ.
ლაშა დაძაბული მართავდა მანქანას, ჩემს სიტყვებზე არ რეაგირებდა, მხოლოდ კბილებს ახრჭიალებდა გამეტებით, «ვოლვო» საკმაოდ ჩამოგვრჩა, უკანა ხედვის სარკეში მარტო მისი აბრდღვიალებური შუქფარები მოჩანდა.
მთელი ათი წუთი გრძელდებოდა რბოლა, ამასობაში დასახლებული პუნქტიდან გავედით, კვლავ უკაცურ ადგილებში მივქროდით: - უდაბური ტყე, ტრიფოლიატის ბუჩქნარი და თოვლით გადათეთრებული გზატკეცილი.
მიუხედავად სიბნელისა ადგილი მეცნო, სოფელში წასვლისას სისტემატურად მიხდებოდა აქ გავლა, ახლა სადაცაა მდინარე «გუბისწყალს» გადავკვეთდით.
როგორც ველოდი სიბნელეში ხიდი გამოჩნდა, ლურჯ აბრასაც ჩავუქროლეთ და ხრიგინით გადავიარეთ ზედ, ღია ფანჯრიდან წყლის შორეული ჩხრიალი ისმოდა, მდინარე ცოფიანივით ბობოქრობდა, ამინდის ხელშეწყობით საკმაოდ მღვრიე და ადიდებული იყო, მისი შავი ზვირთები ზანტად მიედინებოდნენ დასავლეთისკენ.
ის იყო ხიდი გადავიარეთ, რომ წინიდან ხმამაღალი საყვირის თანხლებით უშველებელი სატვირთო გადაგვეღობა, მისი ყვითელი კაბინა სიბნელეს მოჩვენებასავით გამოეყო, «ქუთაისის საავტომობილო ქარხნის» «ქმნილება» ვიცანი, «კოლხიდა» სრული სვლით მოექანებოდა ჩვენსკენ, სანომრე ნიშანი არ დამინახავს, თუმცა ამას იმ მომენტში არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა.
წამით მძლავრი შუქფარებიდან დაბრმავებულ თვალებზე ხელი ავიფარე, ლაშას გავხედე, მეშინოდა რამეს არ დაჯახებოდა, ჩემდა გასაკვირად ის ოსტატურად მართავდა მანქანას, საჭე მკვეთრად მოაბრუნა, სატვირთოს გვერდი უქცია და გზა განაგრძო.
უკან მივტრიალდი და უწესრიგოდ მოფარფატე ფანტელების თეთრ ფარდას მიღმა, ძლივს შევამჩნიე სატვირთოს ბნელი სილუეტი, რომელიც მუხრუჭების ჭრიალით შეჩერდა ხიდზე, მოსრიალდა, გვერდზე გადაბრუნდა და გასასვლელი ჩახერგა.
პირველად «ვოლვო» აერიდა სატვირთოსთან შეჯახებას, მოყინულ გზატკეცილიდან გადავიდა, სანაპირო ხტუნვა-ხტუნვით გაირბინა და მდინარის ადიდებულ ტალღებში შევარდა.
«ვილისები» რომლებიც დაგეშილი მწევრებივით მოჰყვებოდნენ კუდში, სათითაოდ შეჩერდნენ, რამდენიმე წამი სატვირთოს მახლობლად იდგნენ, შემდეგ მთავარი გზიდან გადაუხვიეს და მდინარის სანაპირო ზოლს შეუყვნენ.
ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ გააზრებაც ვერ მოვასწარი, პირდაღებული ვიმზირებოდი უკან და რა მექნა არ ვიცოდი.
შემდეგ ვიგრძენი როგორ შეანელა სვლა მანქანამ, ლაშამ მუხრუჭებს ფეხი დააჭირა, ისიც მთელი ტანით მიტრიალდა და დაბნეულმა იკითხა.
- რა ხდება?
- ავარიაა.
ლაშა დუმდა, ჩემს სიტყვებს აანალიზებდა და სიბნელეს თვალებმოჭუტული აკვირდებოდა.
სატვირთო კვლავ გვერდულად გახერგილიყო ხიდზე, «ვილისებს» დევნის გაგრძელება არ შეეძლოთ, რადგან ადიდებულ მდინარეს სხვაგვარად ვერ გადმოლახავდნენ, გარკვევით ვხედავდი, როგორ დარბოდნენ პოლიციელები მდინარის პირას, რა თქმა უნდა წყალში გადაცვენილებს დაეძებდნენ, მათი ხელფარნების შუქი ზოგჯერ მოფარფატე ფანტელებს მიღმა გამოკრთებოდა.
- მარიამი გადავარდა? - მოგუდულად მკითხა.
თავი უტყვად დავუქნიე.
- «ა» ეს თორდია, რას დასვა ქალი საჭესთან.
გაბრაზებულმა დაჰკრა ხელი «ტორპედოს», მერე გადმომხედა და საწყალობრად ჩაიბურტყუნა.
- რა ვქნათ?
- თუ ასე ვიდგებით, დაგვაპატიმრებენ, - მხრები ავიჩეჩე, - ისინი კი დარწმუნებული ვარ გადარჩებიან, მართალია მანქანა წყალში შევარდა, - ხელი უკან გავიშვირე, - მაგრამ მდინარე არც ისეა ადიდებული, რომ შავ ზღვაში ჩაიტანოს.
ლაშა შუბლმოჭმუხნილი მიმზერდა, შემდეგ ნიკაპი ნერვიულად მოისრისა და აღელვებული ტონით თქვა.
- კი იცი ეგ ქალი «მევასება».
- ვიცი ძმაო და მესმის შენი, - ხელი ბეჭზე თანაგრძნობით დავკარი, - მაგრამ ახლა ისეთ დღეში ვართ, სიყვარულის დრო არ რჩება, თან თორდია მასთან ერთადაა, ამდენი პოლიციელი ეძებს, მოკლედ...
- დააპატიმრებენ.
- დამიჯერე სიკვდილს სჯობს.
- არადა ყველაფერი ჩემი ბრალია, - გამეტებით დასცხო საჭეს მუშტი, - მე რომ არ მივსულიყავი მასთან სახლში, ამ უბედურებას თავიდან ავაცილებდი.
- ახლა ყველაფერს სჯობს საიმედო ადგილს შევეფაროთ და მერე ვიფიქროთ სამომავლო გეგმებზე.
- გატყობ რაღაც იდეა გაქვს, - მან სიბნელეში მოფუთფუთე პოლიციელების თვალთვალს თავი ანება და გვერდულად გადმომხედა.
- ახლა სადაც ვიმყოფებით ამ ადგილიდან ჩემს სოფლამდე ერთი საათის სავალიც არაა დარჩენილი, - ჩაბნელებული ქუჩა მოვათვალიერე, - ჩემთან წავიდეთ, ისეთი ამინდია დილისთვის საბურავების ნაკვალევიც არ დარჩება და ვერავინ მოგვაგნებს.
- ასე ბედის ანაბარა მივაგდოთ ისინი?
ლაშამ კვლავ ხიდზე გახერგილ სატვირთოს გახედა.
- ჩვენ არაფერი შეგვიძლია «ბრატ», - მეგობრის დარწმუნებას შევეცადე, - არც «ბოევიკები» ვართ, რომ პოლიციელების ათეული ამოვჟუჟოთ, ერთადერთი რისი ძალაც შეგვწევს, ისაა რომ სიცოცხლე შევინარჩუნოთ და როცა ამის საშუალება მოგვეცემა, სააშკარაოზე გამოვიტანოთ ხელისუფლებას ამოფარებულ დამნაშავეების საქმიანობა.
შარვლის უკანა ჯიბიდან დისკეტა ამოვაძვრინე, რომელშიც ბონდარენკოს კომპიუტერიდან ამოღებული ინფორმაცია იყო ჩაწერილი და «ტორპედოზე» დავდე.
ლაშამ ხმამაღლა ამოიოხრა, ცოტა ხანი ჩუმად იჯდა, ფანჯრის მიღმა მოფარფატე ფიფქებს უმზერდა.
- თუ დაიღალე საჭესთან მე დავჯდები, - შევთავაზე მეგობარს.
მან უაზრო მზერა მომაპყრო, მერე ხელი უარის ნიშნად გააქნია, სიჩქარის ბერკეტი მოანაცვლა და ამტომობილი ნელი სვლით დასძრა ადგილიდან.скачать dle 11.3



№1 სტუმარი სტუმარი ნინი

სულმოუთქმელად ველი შემდეგ თავს❤️მალე დადე რა

 


№2 სტუმარი თიკა

რამდენი დღეა შემდეგ თავს ველი <3 ძალიან კარგია და მალე დადე რა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent