შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაიქეცი!


12-08-2019, 01:06
ავტორი n-strovet
ნანახია 8 914

თვალებს გაჭირვებით ვახელ ყველაფერს დაბურულად ვხედავ, დასაწმენდანდ რამოდენიმეჯერ ვახამხამებ და ვცდილობ მზერა დამეწმინდოს და ასეც ხდება. ნელ-ნელა გამოვერკვიე და...ჯანდაბა! მე ისევ აქ ვარ. წამლის სუნით გაჟღენთილი, ცარიელი, ოთკუთხედი კედელი და მხოლოდ ერთი საწოლი. გაჭირვებით წამოვწოე თავი საწოლიდან. მთელი სხეული მტკიოდა. საწოლზე წამოვჯექი და სივრცეს გავხედე. ცოტახანი მას ვუყურებდი, თავში აზრები არ იყო. ისეთივე ცარიელია, როგორც ეს ოთახი. შემდეგ ჩემს სხეულზე დავიხედა და ფრთხილად ავიწიე ზედა, თითქოს ამით რამეს ვაშავებდი და მაქსიმალურად ვფრთხილობდი. სხეულზე სილურჯე აღმენიშნებოდა. ადვილი გამოსაცნობია რა გამოიწვია ჩემი სხეულის შეფერილობა.არც მეტი, არც ნაკლები ელექტრო შოკერმა, თუმცა ეს ჩემთვის უკვე არ არის უცხო. უკვე კი არა საერთოდ არა... ეს ხომ ეტაპების დამახასიათებელი ნიშანია ან როდესაც გადავფსიხდები. ხშირად არ მემართება ასე. მხოლოდ მაშინ, როდესაც გაუსაძლისი ხდება წამლები ანალიზების აღება და თვიური შემოწმობა.
რა უნდა გავაკეთოთ მთელი დღის მანძილზე ცარიელ ოთახში?
პირველი-საწოლზე ვიხტუნოთ-არის!
მეორე-ფილმიდან გავიხსენოთ ცეკვის ფრაგმენტი და ვიცეკვოთ-არის!
მესამე-გავიხსენოთ წაკითხული წიგნებიდან ან ფილმებიდან დასამხსოვრებელი სცენა და გავითამაშოთ-არის!
მეოთხე-საწოლზე ვერტიკალურად დავწვეთ ფეხები კედელზე აღვმართოდ და ღიღინი დავიწყოთ-არის!
მეხუთე-.....
მეექვსე-....
ჯანდაბა!
ამ ოთახში გიჟიც კი კიდევ უფრო გაგიჟდება!
სერიოზულად? ჩემ დასჯას ამით აპირებენ.. არა საკები, არა სასმელი, არა გართობა. “ჰეიი..საპირფარეშოში მინდა”-მთელ ხმაზე დავიყვირე, მაგრამ სწრაფად მახსენდება, რომ “ჩვემს ოთახს” ხმის ჩამშობები აქ დამონტაჟებული. ამიტომ პირდაპირი მნიშვნელობით, რომ გავსკდე ყვირილით ვერავინ გაიგებს. ზუსტად არ ვიცი რამდენი ხანი ვიყავი საერთოდ ამ ოთახში, შეიძლება, ერთი საათი, ერთი დღე ან კვირაც. გააჩნია ჩემი “პატრონები”, როგორ გავაბრაზე.
ცოტა ხანში კარის გაღების ხმა ისმის და “ის” შემოდის. მე ზედაც არ ვუყურებ და სხვა მიმართულებით ვიყურები.
-ძალიან გამაბრაზე, იმედია ამას ხვდები.
ისევ ვდუმარ.
მეცამეტე თქვენ გელაპარაკებით-ხმა გაამკაცრა-ხვდებით თქვენ საქციელს, იაზრებთ?
-რას ითხოვთ ჩემგან!-ალმაცერად გავხედე.
-დამჯერე გოგო იყავი, რა დაგემართა?
-მე რა დამემართა?-ფეხზე წამოვდექი-თქვენ დამემართეთ. იცით, დავიღალე. გიჟი არ ვარ მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ-ვიგრძენი, როგორ ჩამიდგა სითხე თვალებში.
-მესმის და ისიც ვიცი, რომ გიჟი არ ხართ. ამ შემთხვევაში თქვენ ფსიქიატრიულ კლინიკაში იქნებოდით. რაც შეეხაბა იმას, რომ თქვენ ჩვენნაირი ხართ ანუ ჩვეულებრივი ადამიანი, ცდებით,რადგან სხვა შემთხვევაში აქ არ იქნებოდით.
-ცდებით-სხვა ვერაფერი მოვიფიქრე.
-თუ დაგვნებდებით თქვენ აქედან გახვალთ.-სახე გამინათდა-ვიგულისხმე ამ ოთახიდან-დააზუსტა, სხვათაშორის, მან. მიხვდა, რომ არასწორად გავიგე.
-სხვა გზა მაქვს?
-არა-მოკლედ მომიჭრა და გავიდა. უკან კი მისი დამხარეებით დაბრუნდა ერთ-ერთმა ხელი დამავლო და ხელში ამიყვანა.
-ცამეტო დაუძლურებული იქნებით. უკვე სამი დღეა საკვები არ მიგიღიათ, ამიტომ მაქსიმილიანო წაგიყვანთ.
მეც ხმა არ ამომიღია დუმილით ვუპასუხე, ანუ სამი დღე ვიყავი აქ და ამდენი ხანი მეძინა? რა თქმა უნდა, წამლები და მათი ჯანი.
დერეფანში გამიყვანა და თვალი მოვავლე ჩემთვის კარგად ნაცნობ ოთახებს, რომლებსაც თითქმის ყოველ დღე ვსტუმრობ. სამზარეულოში შემიყვანა და სკამზე მომათავსა. ფუმფულა ქალმა, რომელსაც საშინელი სახე ქონდა მომიგდო თეფში, რომელზეც ბოსტნეული და მოხარშული ბროკოლი იყო მოთავსებული.
-ხომ იცი ჯანსაღი ჯვება აუცილებელია-წინ დამიდგა “ის”
-ექიმო საროი, წვენიც?-ფუნფულა ქალმა შეეკითხა. მან თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად.
დანაყრების შემდეგ, თეთრ ხალათში გამოწყობილი მუქკანიანი ექიმი მოვიდა, უსიტყვიდ წამიყვანა ერთ-ერთ ოთახში, ესეც ტრადიციულად თეთრი და ბევრი განათებით მორთული ოთხი იყო. რა თქმა უნდა, ექიმი საროიც ფეხდაფეხ მოგყვებოდა.
სპეციალურ საწოზე დამაწვინეს და მრგვალი თეთრი შუქი სახესთან მომიახლოვეს.
-თვალები გაახილე!-ექიმმა გასცა ბრძანება. იმის მიუხედავად, რომ ძალიან გამიჭირდა მაინც დავყევი ექიმის ნებას და გაჭირვებით გავახილე თვალები. რამდენიმე წუთი აკვირდებოდა ჩემ ჭაობისფერ თვალებს და თან ფაილში ჩაწყობილ ფურცლებზე რაღაცას ინიშნავდა.-კარგი, მე მოვჩი-გამიღიმა მუქკანიანმა ექიმმა-შეგიძლიათ ანალიზი აუღოთ. ფეხზე წამოდგა, მაგიდასთან მივიდა, საბუთები გამოიღო და ჩხრეკვა დაიწყო.
მის ყურებაში გურთულმა მხოლოდ ახლა ვიგრძენი, როგორ შევიდა ზომაზე დიდი ნევსი ვენაში.
-ცოტაც დარჩა, გაუძელი-გამიღიმა ექიმა საროიმ
-რა გქვიათ?-მოულოდნელად დაუსვი კითხვა
-შენ კარგად იცი, რაც მქვია-ნიშნისმოგებით მიპასუხა
-მე თქვენი ნამდვილი სახელი მაინტერესებს-ნელ-ნელა ვგრძნობდი მარცხენა ხელში გრძნობელობა, როგორ მეკარგებოდა. როგორც იქნა დასრულდა ანალიზების აღება წამომაჯინეს და ორი წუთი დამასვენენს
-თუ კარგად ხარ წავიდეთ- საროი შეეცადა თბილად ეთქვა, თუმცა ეს მასში არ ზის. ის აიზრბეგია, ვიდრე მზე. უსიტყოდ ვუქნევ თავს და ფეხზე ვდგები. ისევ მუქკანიანი ექიმი მოდის ჩემთან და ჩემ ხელს თავისაში იქცევს.
-თუ მზად ხარ…-ბოლომდე არ ვაცადე დამთავრება თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად. მანაც გზა განაგრძო. ლიფტში შევედით, ქვედა სართულზე დავიძარით, ზუსტად ვერ გეტყვით რამდენ სართულს ჩამოუარე, რანგან ლიფტი ძალიან ჩქარა მუშაობდა. ლიფტიდან გამოსვლის შემდეგ შენობაში გავედით, სადაც წინასთან შედარების სხვადასხვა ფერები ერეოდა, როგორც ოთახებს ასევე ჰოლს. უკვე ვიცი სადაც და რატომ მივდივარ, მაგრამ მზად ვარ? მე თავს ჯერ კიდევ სუსტად გვრძნობ. პატარა ოთხში შემიშვეს, რომეკშიც მხოლოდ სკამი და მაგიდა იდგა. მაგიდაზე კი ფურცელი და ფანქარი. ოთახში დამონტაჟებული მოსასმენების მეშვეობით გავიგონე ექიმის ხმა. კედლისკენ გავიხედე, რომელიც შუაში ამოჭრილი იყო მართკუთხა ფორმით. მართკუთხედში კი ხმის ჩამხშობი მინა იყო ჩასმული.
-ცამეტო გესმით?-უსიტყვოდა დავუქნიე თავი-კარგი, ამ ოთახის გვერდით არის კიდევ ოთახი ხომ გახსოვს?-დაელოდა ჩემ თანხმობას და მეც არ დავაყოვნე-ის ქალბატონი დაწერს რაიმე სიტყვას და შენც იგივე უნდა დაწერო გასაგებია?-ისევ უსიტყვო თანხმობა.
თვალებს მაგრად ვხუჭავ და ვცდილობ ჩემი კედლის მეძობლის გონებაში შევიდე. რამდენიმე წამში ამას ვახერხებ, თუმცა უნდა ვაღიარომ, რომ იმ მომენტში ძალიან უსიამოვნო შეგრძნებები მქონდა. მის ქვეცნობიერში ვარ, მას უამრავი სიტყვა უტრიალებს გონებაში. ფანქარს ვიმარჯვებ და ვემზადები დასაწერად. ნელ-ნელა კი ვგძნობ, როგორ მეჭიმება მთელი სხეული, მტანჯველი, უცნაური და ენით აღუწერელი შეგრძნება დაეუფლა ჩემს სხეულს. ქაბატონმა სიტყვა აარჩია და ეს სიტყვა იყო “სახლი”. მეც ნელ-ნელა ვიწყებ ამ სიტყვის დაწერად, მაგრამ ტვინში რაღც პარაზიტები დაძვრებიან და ისინი...ოოო ღმერთო ძალიან მტკენენ. ჩემ თავში სისხლის რაოდენობამ იმატა, ვგრძნობ, რომ სრულიად გავცივდი და ვკანკალებ. ბოლოს კი ვიგრძენი, როგორ ფეთქდება ჩემი გონება. ფანქარს ხელს ვუშვებ და თავს უკან ვაგდებ. გონს, როდესაც მოვდივარ ექიმი საროია დგას ჩემთან. გაჭირვებით გავიმართე და ვიძენი, როგორ მომდიოდა ცხვირიდან ბლანტი სითხე. ხელით მოვიშორე ეს სითხე და ფურცელს დავხედე, რომელზეც ეწერა-”სახლი”.
-კარგად ხარ?-მან მკითხა-ასეთი რამ ჯერ არ დაგმართნია, რატომ არ თქვი თუ ცუდად იყავი?
-სიტყვა სწორია?-შეკითხვას თავი ავარიდე. მან უსიტყვოდ დამიქნია თავი-მაშინ წამიყვანეთ, დასვენება მჭირდევა. ჩემი მოთხოვნა უმალვე დააკმაყოფილეს და ჩემს ოთხში წამიყვანეს. ოღონდ არა იქ სადაც ვიყავი, ამჯერად იმ ოთახში წავედი, რომელშიც თექვსმეტი წელიაა ვცხოვრობ. საწოლზე გადავწექი და ჩემი კუბიკი ავიღე, რომელიც აღარც კი მახსოვროს რამდენჯერ ავაწყვე. საწოლის გვერდითა კედელზე ფანჯარა იყო ფეხზე წამოვდექი და ფარდა გადავწიე. ეზოში გავიხედე ,სახაც საინტერესო არაფერი იყო. მინდორი ,სკამები, მაგიდა და უამრავი აპარატურა იმის მიუხედავად, რომ უინტერესო გარემო იყო მე მაინც ვტკბებოდი მისი ყურებით, რადგან იქ გასვლის საშუალებაც კი არ მაქვ. მთლიანად შენობას კი უზარმაზარი შავი ფერის გალავანი აკრავს. მავთულებით დაცული, რომელზეც, როგორც გავიგე დენი გადის. გალავნის იქეთ კი არის სამყარო, რომელშიც იქნება ლეგენდარული ფიქმები, მიუზიკლები და იდგმება არაჩვეულებრივი სპექტაკლები, რომელსაც მე ცოცხლად ვერასდროს ვნახავ. გალავნის იქეთ არის სამყარო, რომელშიც ვერასდროს მოვხვდები. მე ხომ მათგან მოწყვეტილი ვარსკვლავი ვარ!.
-და იქნებ...იქნებ და დადგეს დღე, როდესაც მეც იმ სამყაროს წევრი გავდები?-ჩემთვის ხმამაღლა ჩავიფიქრე
-ეგ დღე არასდეოს იქნება-უკნიდან მომესმა ექიმი საროიას ხმა. მეც ეგრევე შევცბი და მისკენ შევბრუნდი-შენ ვერც კი წარმოგიდგენია, რა სისასტიკე არის იქ
-მე...მე...ექიმო...მე-ენა დამება უნდა ვაღიარო, რომ ამ ქალის საშინლად მეშინია. დღემდე მახსოვს მისი მწარე ხელი.
-სარა,....სარა დამიძახე-მომიახლოვდა
-სარა, რატომ არ შეიძლება მეც იმ სამყაროს წევრი გავხდე?-პატარა გლობუსი ავიღე და დავატრიალე.
-იქ შენ არ მიგიღბენ-ხელი მომკიდა და საწოლზე ჩამომაჯინა, ისიც გვერდით მომიჯდა-შენ ყველასგან განსხვავებული ხარ..შეგიძია ადამიანის გონებაში შეხვიდა და საჭირო ინფორმაცია მოიძიო, ამასთან ხილვები გაქვს. ხვდები ეს რას ნიშნავს?
-რას?-ძლივს გასაგონად ვთქვი
-შენ სხვა ხარ! ეს დაავადება, მაგრამ იქ ყველა ჩემსავით არ ფიქრობს, ეშმაკად შეგრაცხავენ და გაგდევნიან. ხვდები?
-არ მესმის, როგორ შეიძლება ამისგამო ადამიანი გარიყო?
-შენ არც კი იცი რა შეუძლია ადამიანს ,როდესაც ხედავს მისთვის უჩვეულო, დაუჯრებელ და ზოგჯერ მოუღებელ პიროვნებას. ყველაზე უსაფრთხოდ აქ ხარ!-თავზე ხელი გადამისვა-წამლები დალიე და დაიძინე . ჩვენ შენ გაგრკუნავთ, შენ დაგვეხმარები და შემდეგ, როდესაც გამოჯანმრთელდები შეძლებ იქ წასვლა-ხელი გაიშვირა ფანჯრისკე. ადგა და წავიდა.
წამდელბი დავლიე და დავიძინე.
ისევ ცუდი სიზმარი…скачать dle 11.3



№1  offline მოდერი ბელუ შეროზია

ჰმ...რაღაც განსხვავებულია, ვფიქრობ მომეწონება ეს ისტორია.

 


№2  offline წევრი n-strovet

ბელუ შეროზია
ჰმ...რაღაც განსხვავებულია, ვფიქრობ მომეწონება ეს ისტორია.

heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent