შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყოვლისშემძლე გოგონები (მე-3 თავი)


12-08-2019, 22:56
ავტორი Alice76
ნანახია 710

-დარწმუნებული ხარ,რომ აქ იმაზე მეტს გავიგებთ,ვიდრე შენ თავშია შენახული?-ეჭვიანი ჩურჩული გაისმა. იასმინმა,ისე,რომ რომელიღაც წიგნისათვის თვალი არ მოუშორებია,თავი ჯერ მარჯვნივ გაიქნია,შემდეგ მარცხნივ.
-აქ უკვე ოთხი საათია ვყურყუტებთ,უკვე კუჭი მიხმება-არ ეშვებოდა სოფი.
-ხოდა კიდევ თექვსმეტი საათი გავჩერდებით-უპასუხა ანამ,რომელიც სკამის საზურგეს მიყრდნობოდა და მშვიდად იჭყიტებოდა ტელეფონში-თვრამეტსაათიანი დიეტა შენთვის ზედგამოჭრილი იქნება.
-თოთხმეტი დარჩა,გენიოსო და არა მგონია,წიგნების გარემოცვაში ამდენი ხანი გაძლო,აშკარად აუტანლობა გაქვს.
-მშვენივრად ვგრძნობ თავს!-იხტიბარი არ გაიტეხა ანამ,მობილური მიაგდო და იქვე დახვავებული ძველისძველი,მტვრიანი წიგნებიდან ერთ-ერთი დემონსტრაციულად გადაშალა.
სოფიმ ღიმილით გაჰკრა მხარი იასმინს,რომელიც მათ საუბარს ყურადღებას არ აქცევდა და ცხვირი უზარმაზარ წიგნში ჩაეყო. გოგონამ გაბრაზებით ამოიხედა და სოფის მითითებით,ანას გაჰხედა,რომელიც ჯერ გაშტერებული უყურებდა წინ დადებულ წიგნს,შემდეგ კი ამოატრიალა.
-რა ჯანდაბაა?-წამოიყვირა ბოლოს და მაშინვე დაიმსახურა ბიბლიოთეკარი ბებოს განმგმირავი მზერა.
-ძველი სპარსულია-ჩაეღიმა იასმინს-მე და სოფი ორი წელი ვწვალობდით,რომ წიგნი სწორად დაგვეჭირა.
-კი მაგრამ,ვინ გაძალებდათ?-გულწრფელად გაუკვირდა ანას.
-მე საჭიროება,სოფის-ინტერესი...თუმცა,ახლა მაგის დრო არაა,მაცადეთ,თუ შეიძლება-გამოფხიზლდა იასმინი და გოგონებს შეუვღვირა.
ბოლოს და ბოლოს,როდესაც სოფის წუწუნმა გაჭრა და ანასაც მობეზრდა უსაქმოდ ყურყუტი,იასმინი თავის საყვარელ წიგნებთან დატოვეს და სასეირნოდ წასვლა გადაწყვიტეს.
გოგონები “ღრმა ფუღუროდან” საკმაოდ შორს იმყოფებოდნენ. მას შემდეგ,რაც იასმინმა ანას სხეულზე უხილავი ნიშანი აღმოაჩინა,გადაწყვიტა,უახლოეს ქალაქში წასულიყო და ბიბლიოთეკა მოეძებნა,რადგანაც თვლიდა,ყველა პრობლემის გამოსავალი უკვე დაწერილიყო.
მოწყენილი სოფი და ანა მაშინვე აღაფრთოვანა ამ იდეამ და მანამდე უჩხიკინეს იასმინს,სანამ თან წაყვანაზე არ დაითანხმეს.
ბებიის დათანხმება კიდევ უფრო რთული აღმოჩნდა. ქალი ჯიუტად ამბობდა,რომ მარტოეს არსად გაუშვებდათ,თუმცა ვერ ამტკიცებდა,რატომ. მან მხოლოდ ანას დაჟინებული კითხვების შემდეგ დაიხია უკან,თუმცა იასმინი დაიმარტოხელა და შეშლილი მზერით დაემუქრა.
-იცოდე,რომელიმეს რაიმე რომ დაემართოს,პასუხს შენ აგებ!
-რა უნდა დაემართოთ,ქალბატონო ლილი?-თვალებმოწკურულმა ჰკითხა იასმინმა-რამე იცით?
-ვიცი? რაზე? არა...-შეშფოთება დაეტყო ქალს-უბრალოდ ცუდი დროა. შენც ხომ ტყუილად არ გამოიქეცი ქალაქიდან. ესე იგი,რაღაც ხდება და ისინი შენთან ერთად საფრთხეში არიან.
-მაგაზე არ იდარდოთ-ხელი ჩაიქნია გოგონამ და ჯიბიდან პატარა ტომარა ამოაძვრინა-ეს კუდიანების ქისაა. თუ საჭირო ინგრედიენტებს ჩაყრი,ორი დღე მაინც უდარდელად შეგიძლია ისეირნო. კარგი რამეა,მაგრამ მხოლოდ დროებით თუ გამოდგება.
ლილის ეჭვნარევი თავის დაკვრის შემდეგ იასმინს კიდევ ერთი გასაუბრება ელოდა.
-გოგონი!-იგორმა იგი დერეფანში გამოიჭირა. კაცს ერთ-ერთი კარიდან გამოეყო ჭაღარა თავი და იასმინს ისე აკვირდებოდა,თითქოს ახალი ამბების გაზეთი ყოფილიყო.-შემოდი აბა აქ!
როგორც აღმოჩნდა,იგორს საკმაოდ შთამბეჭდავი კაბინეტი ჰქონდა-იქაურობა სხვადასხვა ზომისა და ფორმის უამრავი იარაღით იყო სავსე.
ოთახის შუაგულში კაცი გაბღენძილი დადგა და ორიოდე წუთი დაიცადა,რათა იასმინს მისი კოლექცია ცხადად აღექვა.
გოგონამ სტვენით მოათვალიერა ოთახი და კითვის გამომხატველი მზერით მიაჩერდა კაცს.
-თავს რითი იცავ?-უკმეხად ჰკითხა იგორმა.
იასმინმა თვალები აახამხამა და გაიფიქრა,არა მგონია,იგორი ჩემი სექსუალური ცხოვრებით დაინტერესებულიყოო,ამიტომაც ჯიბიდან საშუალო ზომის დანა ამოაძვრინა,რომლის ტარზეც ხუთწვერა ვარსკვლავი იყო გამოსახული.
-მეთორმეტე საუკუნისაა. ჯერ არცერთხელ არ უღალატია.
კაცმა თავი გაიქნია.
-მაგისათვის მტერთან ახლოს მისვლა გიწევს.
გოგონამ ოთახი კიდევ ერთხელ მოათვალიერა,კედელზე დაკიდებულ მახინჯი ქალის პორტრეტს მოჰკრა თვალი და დანა თვალის დახამხამებაში ისროლა.
ქალის ნახატს იარაღი პირდაპირ შეკრულ წარბებს შორის ჩაერჭო.
-ეს ჩემი სიდედრი იყო-მოიღუშა იგორი,სურათს მიუახლოვდა,დანა გამოაძრო და კარგად შეათვალიერა.
-მით უმეტეს,გული არ დაგწყდებათ-ჩაიცინა იასმინმა.
-კარგი ხარ,გოგო.-ფიქრიანად ჩაილაპარაკა კაცმა-მაგრამ ეს სათამაშო ყველაფრისგან ვერ დაგიცავს. ცუდი დრო მოდის,ძალიან ცუდი... რადგანაც ასე მოხდა,შემიძლია... ანდა აუცილებელიცაა,რომ ვიზრუნო შენზე... უფრო სწორად,თქვენზე. ჩემი ანა და სოფი... -წამით ეს ბუზღუნა და შეუვალი კაცი სასოწარკვეთილ მოხუცად გადაიქცა,თუმცა ცვლილება დიდ ხანს არ გაგრძელებულა-როგორც კი იგორმა შავი ჩემოდანი გახსნა და მის შიგთავსს ხელი შეავლო,სიმშვიდე დაეუფლა.
-ახალია. თავად დავამუშავე-პატარა,ვერცხლისფერი კოლტი ხელში აიტაცა და იასმინს დაანახა-ტყვიებს მერი ცხრახელამ შეულოცა. ყველა ჩემთვის ცნობილ არსებას კლავს,მინიმუმ-ძალიან აზიანებს.
იასმინმა გაოცებისგან პირი დააღო და როგორც ჩანს,იგორი ძალიან ასიამოვნა.
-*ის* მერი?
-ჰო,გრძნეული,ალქაჯი ან როგორც გინდა.საზიზღარი,მეძვირე დედაბერი! მარა თავის საქმეს კი აკეთებს კარგად. ფული ასეთ რამეებში უნდა დაიხარჯოს,მე თუ მკითხავ.
-ძალიან მაგარი რამეა-გულწრფელად მიუგო იასმინმა-ასეთი ჯერ არ მინახავს.
-რა თქმა უნდა,ვერ ნახავდი. ერთადერთია. სპეც-შეკვეთით დამზადებული-კაცმა იარაღს დაჰხედა და აკანკალებული ხელით,ლამის თვალცრემლიანმა გაუწოდა გოგონას-აიღე და იცოდე,საკუთარი ტყავივით გაუფრთხილდი.
იასმინს კიდევ ერთხელ ჩამოუვარდა ყბა და გაიფიქრა,უჩვეულოდ დიდ ხანს ვარ პირდაღებულიო.
საბოლოოდ აღმოჩნდა,რომ იგორი იარაღს მხოლოდ ათხოვებდა,ისიც იმ დროის განმავლობაში,რაც გოგონები წასულები იქნებოდნენ. ანასა და სოფის დაცვა იასმინს გადაულოცა,რითიც ეს უკანასკნელი დიდად კმაყოფილი არ დარჩენილა.
ასე იყო თუ ისე,საბოლოოდ,სამეული “ღრმა ფუღუროს” სამოცი კილომეტრით მოშორდა და ძველ,საკურორტო ქალაქში დაიდო ბინა.
იასმინს მთელი ამ დროის განმავლობაში უფრო და უფრო უმყარდებოდა ის აუხსნელი აზრი,რომ მათი-სოფის,ანას და მისი შეხვედრა არ იყო შემთხვევითი. იასმინი ცრუმორწმუნე იყო,როგორც იტყოდნენ,თუმცა ამ რწმენას იგი მესამე თვალს უწოდებდა და საკუთარ ინტუიციას ყველაზე მეტად ენდობოდა.
სწორედ ეს ინტუიცია ეუბნებოდა,რომ ანას ზურგზე დახატული ნიშანი ყველა კითხვის პასუხი იყო.
გოგონა შეიშმუშნა,ფიქრებიდან გამოფხიზლდა და დაბუჟებული ფეხი გაშალა.
ერთადერთი წიგნი,რომელშიც მისთვის საინტერესო ნიშანი იყო ნახსენები,წინ ედო.
“ნიშანი ეშმასი ან მის მსახურთა. მატარებელი ადამის შვილი დაცულია ძალათაგან ჯოჯოხეთისა,რამეთუ იგი წოდებულია ძედ სატანისა.თვალთათვის უხილავი,ნათელს გამოვა,როცა მოვა ჟამი”.
იასმინმა ეს ყველაფერი და ამაზე მეტიც კი,უკვე იცოდა.
სმენოდა,რომ ეშმაკის ნიშნით დადადულ ადამიანებს(რომლებიც არც ისე ბევრნი იყვნენ) საკმაოდ ბევრი პრივილეგია გააჩნდათ-ნიშანი მათ იცავდა,არ აძლევდა არანაირ ბოროტ ძალას თუ მაგს,ემოქმედა უარყოფითად. ასევე,მთელ მსოფლიოს მოდებული დემონები ადვილად ცნობდნენ თავიანთი ბოსის დანიშნულს და მას სათოფეზე არ ეკარებოდნენ. ასე რომ,ანა უსაფრთხოდ იყო,თუმცა როდემდე?
ნიშანი გულისხმობდა იმას,რომ ოდესმე დრო მოვიდოდა და ანა ბნელი ძალების სამსახურში ჩადგებოდა.
-უფრო მეტი ინფორმაცია მჭირდება-ჩაიბუტბუტა იასმინმა და საათს შეხედა. თითქმის მაშინვე ფეხზე წამოხტა და გულგახეთქილმა მიმოიხედა-უკვე საკმაო დრო გასულიყო,გოგონები კი არ ჩანდნენ.
-ჯანდაბა!-სასწრაფოდ მოიმარჯვა ახლად ნაყიდი ტელეფონი და სოფის ნომერი აკრიფა. ქალის ბეჯითმა ხმამ ამცნო,რომ სოფის მობილური გამორთული იყო.
-მიუწვდომელი ახლა ეგეც არ მყავდეს...-ჩაიბუტბუტა იასმინმა და სასწრაფოდ წამოკრიფა თავისი ნივთები. ერთი პატარა წიგნი უჩუმრად შეიცურა მაისურის ქვეშ და თავქუდმოგლეჯილი გავარდა ბიბლიოთეკიდან.

***
უკვე გვარიანას შეღამებულიყო,ბარის კუთხეში მიმდგარ მაგიდასთან იასმინი წამოსკუპებულიყო,წინ დიდი რუქა გაეშალა და გვერდით მდგარი,უკვე გაციებული ყავა გადავიწყებოდა,სახეზე გაბრაზება და შეშფოთება ერთნაირად გამოსახვოდა.
ბარში რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა და გოგონას ყურადღებას არავინ აქცევდა,თუმცა მან მაინც მიმოიხედა მალულად და სანთებელა მოიმარჯვა. ხელში სოფის შარფის ნაგლეჯი ეკავა,რომელიც გოგონას ბიბლიოთეკაში დარჩენოდა. სწრაფად მოუკიდა ცეცხლი და სანამ ყურადღებას მიიქცევდა,რუკაზე მიმოატარა,შემდეგ აალებულ ნივთს სული შეუბერა და კვამლს გამოშტერებულივით მიაჩერდა.
-შეუძლებელია...-ამოთქვა და გაშეშებული მზერა მოავლო ბარს-წესით აქ უნდა იყოს...
თითქმის იმ წამსვე ბარის კარი გაიღო და იქაურობა კისკისით აივსო. გაოგნებულ იასმინს რამდენიმე წუთი დასჭირდა იმის გასააზრებლად,რომ ბარის მაგიდასთან მისული ორი გოგონა,რომლებიც მისთვის უკვე ნაცნობ ბიჭს ახლდნენ თან,ანა და სოფი იყვნენ.
-ამაზე სასაცილო ცხოვრებაში არაფერი გამიგია-ხარხარებდა სოფი და თან ხარბად ათვალიერებდა ჩამწკრივებულ სასმელებს-აბა,რას ვსვამთ?
-რასაც ქალღმერთები ინებებენ-დაშაქრული ხმით უპასუხა ტონიმ და იასმინმა შეამჩნია,როგორ “მოუხვდა” ბიჭს ანას უკანალზე ხელი,რითიც ეს უკანასკნელი ნამდვილად არ ჩანდა შეწუხებული.
იასმინმა,როგორ იქნა,მეტყველების უნარი დაიბრუნა,სკამიდან ისე წამოიმართა,როგორც დუელში მიმავალი ჰერცოგი და მუქარით აღსავსე ხმით დაიყვირა-ანა! სოფი!
მხიარულება თითქოს გაბერილი ბუშტი ყოფილიყო,რომელსაც იასმინმა უბოდიშოდ ჩაარჭო ნემსი. სოფის სახე მოეღრიცა და შეშფოთებული ოდნავ შეხტა კიდეც.
-იასმინ?-ამოთქვა და ანას მუჯლუგუნი გაჰკრა-აქ რას აკეთებ?
-ორ იდიოტს ვეძებ,რომლებიც უკვე ოთხი საათია,არ კადრულობენ გამოჩენას-კბილებში გამოსცრა გოგონამ და ტონის გამომწვევად შეაჩერდა. ბიჭს აშკარად არ ესიამოვნა მისი დანახვა,რაც იასმინს არ გამოპარვია.
-ოთხი? რა?-სულელივით გაიცინა ანამ და სოფის გადახედა-ახლახანს არ წამოვედით ბიბლიოთეკიდან?
-ეს თავის დაძვრენის საკმაოდ არაეფექტური ხერხია,ანა-მკაცრად,ლილი ბებიას ინტონაციით მიუგო იასმინმა-ახლავე წავედით სასტუმროში,იმედია,გზაში ნორმალურ ტყუილს მაინც მოიფიქრებთ.
ანა და სოფი იასმინს დაბნეული ცხვრებივით აედევნნენ,ისე,რომ ტონის არც კი გამომშვიდობებიამ. გასვლისას იასმინმა კარი ისე მიხურა,რომ თვალი ირიბად შეავლო ბიჭის სახეს-ტონის არც იმედგაცრუება,მწუხარება ან სირცხვილი არ ეწერა,მხოლოდ მხოლოდ სიბრაზეს მოეცვა მისი თითოეული ნაკვთი.

***
-აი,ამიტომ არ მომყავდით! ჰორმონებს აყოლილი ბავშვები ხართ,ლიბიდო გახრჩობთ და ჭკუას არ ატანთ საქციელს...
-ჩემზე ორი წლით ხარ უფროსი-შეეპასუხა ანა.
-სამი-მკაცრად მოუჭრა იასმინმა.
-ჩემზე მხოლოდ ხუთი თვით-ამოიბუზღუნა სოფიმ-და არაფერი ისეთი არ დაგვიშავებია,უბრალოდ დრომ სწრაფად გაიფრინა და...
-და?-თვალები მოწკურა იასმინმა.
-უცნაურია,მაგრამ კარგად არ მახსოვს-კეფა მოიქექა სოფიმ-ბიბლიოთეკიდან რომ გამოვედით,სასადილოში ვაპირებდით შესვლას,მერე გზაზე ვიღაც ქალმა ფლაერი მოგვცა,მერე ანას ინსტაგრამისთვის ფოტო უნდოდა და ვუღებდი...
-და ამ დროს ჩემი ფანი გამოჩნდა-კმაყოფილმა დაიქნია თავი ანამ.
-შენი ვინ?
-ფანი! აი ის ბიჭი რა,ანტონიო თუ ვინცაა. ინსტაგრამზე მყავხარო გამოწერილი და აღფრთოვანებული ვარ შენი პოსტებითო.
-კერძოდ რამ აღაფრთოვანა?-დაეჭვებით იკითხა იასმინმა.
-ტრა*მა-ჩაიხითხითა სოფიმ.
-აჰა!მერე?
-მერე ბარში წამოვედით და შენ გნახეთ-მხრები აიჩეჩა ანამ.
-და ამაში ოთხი საათი დახარჯეთ?
-კარგი რა იასმინ,ბებიაჩვენი ხო არ ხარ? გზაში ცოტა ვილაპარაკეთ,რამე-რუმე,ახლა ყველანი აქ ვართ და კარგად ვართ,ასე რომ,რა პრობლემაა?
იასმინმა დემონსტრაციულად აწკიპა წარბები და თავი მაღლა აიქნია.
-მართალია,სულაც არაა ჩემი პრობლემა. დილითვე წავალთ აქედან და ეს უკანასკნელი ერთობლივი მგზავრობა იქნება. ძილინებისა!-გოგონამ ზურგჩანთიდან პირსაწმენდი ამოაძრო და სააბაზანოში შეიკეტა.
-რა დაემართა? -ცხვირი აიბზუა ანამ- აქამდე ასეთი მოსაწყენი არ იყო.
-ლილი და იგორი დააშინებდნენ-მხრები აიჩეჩა სოფიმ-მისმინე,ანა,ტონის ინსტაგრამი გაქვს?
-კი,წეღან მომწერა ზუსტად,გავიმეოროთ შეხვედრაო-ჩაიცინა გოგონამ.
-რა? მართლა? მერე რა უთხარი?
-არაფერი.
-როგორ თუ არაფერი?
-მაგისთვის არ მეცალა,დეიდა იასმინი გვტუქსავდა-ანამ სააბაზანოს კარს ენა გამოუყო-რა იყო,მოგეწონა?
-შემიყვარდა-სოფიმ კეფა გულიანად მოიქექა და ანასთან ახლოს მიცოცდა-რა იქნება,ხვალ იასმინს რომ გავეპაროთ? ცოტა ხნით,სულ ცოტა! ვერც კი შენიშნავს,ძალიან მინდა მისი ნახვა.
ანას თვალები შუბლზე აუვიდა,ერთ ხანს გაოგნებული შეჰყურებდა გოგონას,შემდეგ კი თავი გაიქნია.
-ხუმრობ,არა? ჯერ ერთი,ეგრე ვერ შეგიყვარდებოდა და მეორეც,იასმინს ვერ მოვატყუებთ.
-აუცილებლად უნდა ვნახო-არ ნებდებოდა სოფი.
-ნუ იქცევი ისე,თითქოს ორმოცი წელია,კაცი არ გინახავს-აღშფოთდა ანა-აქეთ მოვიდეს და გნახოს,თუ მასეა. ბიჭს ეგრე თუ გამოეკიდე,წამებში დაგიკიდებს.
-ანუ,არ ვიჩქარო?-ვედრებით შეაჩერდა გოგონა.
-ხო,დაელოდე.
-რას ელოდებით?-თმის მშრალებით შემოვიდა ოთახში იასმინი.
-სიყვარულს-გაუღიმა ანამ.

***
“25 აგვისტო,07:45
ვეღარ ვიძინებ და გადავწყვიტე,სანამ ამის დრო მაქვს,რაღაცები ჩავიწერო. ახლა ისე მინდა გულწრფელად საუბარი,როგორც არასდროს.
იასმინს სულელი ვგონივარ და ორი წლის ბავშვივით მექცევა,მაგრამ მშვენივრად ვხვდები,რომ რაღაც აწუხებს და ეს მეც მიკავშირდება.
გუშინ დედამ დამირეკა,ლილის მაინც წამოსცდა,რომ გოგოებთან ერთად ქალაქში წამოვედი. განრისხებული იყო,ისეთი სიტყვები მითხრა,აქამდე რომ არასდროს უხმარია. მემუქრრბოდა,მლანძღავდა,იმდენად გამიკვირდა,ვერც კი გავუბრაზდი. უბრალოდ მოვუსმინე და დაველოდე,თვითონ როდის გათიშავდა.მგონი ჩამოსვლას აპირებს.
ყველა შეშფოთებულია და არავინ იცის-რატომ,თითქოს არაფერია სადარდებელი,მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს,თითქოს დამავიწყდა,მნიშვნელოვანი სანერვიულო და ვერაფრით ვიხსენებ,რა.ვეძებ მეხსიერების კუნჭულებში,რა შეიძლება გამომრჩენოდა?
წუხელ სოფიმ სულ გააფრინა,შეიძლება ახლა ამიტომაც ვარ ასე-მთელი ღამე არ მეძინა. მოკლედ მოვყვები:
იასმინის ყვირილმა გამომაღვიძა-სინათლე ავანთე და ღია კარში გაშეშებული სოფი და მის მკლავს ჩაბღაუჭებული იასმინი დავინახე. ძლივს დავაბრუნეთ საწოლში,იმეორებდა,უნდა ვნახოო,იმ ბიჭზე ამბობდა. ციებიანივით იყო,ბოლოს თითქოს გაუარა და დაიძინა,მაგრამ მე და იასმინმა თვალი ვეღარ მოვხუჭეთ. იქნებ სოფის რამე მძიმე ფსიქიკური დაავადება აქვს,ძლიერი მიჯაჭვულობა ან რამე. არა მგონია,კარგი იდეა ყოფილიყო,მასთან დაახლოება რომ მთხოვეს. ისე,ცუდი გოგო არაა,მაგრამ ხანდახან ავადმყოფური რაღაცები წამოუვლის ხოლმე.
ახლა იასმინი ყავის მოსატანად წავიდა და მარტო დამტოვა,იმედია,მანამდე არ გაიღვიძებს...”

კარი გაიღო და იასმინი ქარბორბალასავით შემოქროლდა.
-ყავა?-იკითხა იმედგაცრუებულმა ანამ.
-რა ყავა?-საჩქაროდ ჰკითხა იასმინმა,სოფის კარავის ზომის შარვალი აიღო და ჯიბეები ამოატრიალა.
-ყავის მოსატანად არ იყავი?
-ა,ჰო... არა,დამავიწყდა,ეგრევე გამოვვარდი-გოგონამ შარვალი მიაგდო და ახლა ჩანთას დასწვდა-აჰა!-გამარჯვებულმა წამოიყვირა და ჩანთიდან ყვითელი ფურცელი ამოაძვრინა-ფლაერი კი არა,განცხადებაა.
-იასმინ,რა ხდება?-ანა საწოლიდან წამოდგა და გოგონას ფურცელი ჩამოართვა-მაგრამ,რაც არ უნდა იყოს,გახსოვდეს-დილით ყავაზე მნიშვნელოვანი არაფერია.
ფურცელს დახედა,რომლიდანაც შავ-თეთრი ფოტოსურათი უმზერდა. 18 წლის ლიზა კრიკოევი გაუჩინარებულიყო.
-წამოდი,ყავა ვიყიდოთ და თან აგიხსნი-თვალით სოფიზე ანიშნა იასმინმა-ეს გარედან ჩავკეტოთ.
ღია სასადილოსთან ჩამოსხდნენ,ანნამ ლატე,ხოლო იასმინმა-უშაქრო,შავი ყავა შეუკვეთა და საუბარი დაიწყო.
-მაღაზიაში რომ მივდიოდი,ეს მომცეს-მეორე ფურცელი ამოაძვრინა,იმის მსგავსი,რომელიც სოფის ჩანთაში იპოვა,თუმცა განცხადებები სხვადასხვა გოგონას ეხებოდა-ვინმე სალომეს ეძებენ. ერთ კვირაში ორი გაუჩინარება,აქ რაღაც რიგზე ვერაა.
ანამ ყურადღებით წაიკითხა განცხადება და თავი დაუკრა.
-ჰო,ნამდვილად უცნაურია,მაგრამ ჩვენ რა შუაში ვართ?
-შეიძლება ვართ კიდეც,მაგრამ ეს არაა მთავარი. უბრალოდ ვერ დავტოვებ ამ საქმეს ასე.
-გინდა თქვა,რომ... შენ გამოიძიებ?-ეჭვნარევად ჰკითხა ანამ.
-ჰო. როგორ აგიხსნა... ხომ ხვდები,ისეთი ოჯახი გყავს,გეცოდინება,რომ არსებობს უამრავი მაგიური არსება,შესაძლოა,ურჩხულიც კი ვუწოდოთ და ისინი სულაც არ არიან შორს. ეს გოგოები შეიძლება ცოცხლებში აღარ იწერებიან,მაგრამ თუ არაფერს გავაკეთებთ,შეიძლება სხვებიც მათ გზას მიჰყვნენ. პოლიცია ამ საქმეში უძლურია-დაამატა,როდესაც მიხვდა,რის თქმას ცდილობდა ანა-ისინი ადამიანების ჩადენილ დანაშაულებს ძლივს იძიებენ,არა თუ ზებუნებრივი არსებების.
-ანუ,რადგანაც არავინ უშველის,ჩვენ უნდა ვუშველოთ?-წარბები ასწია ანამ.
-ჰო რა,დაახლოებით.სხვაზე ზრუნვა საკუთარ თავზე ზრუნვაა. ადრე თუ გვიან,ეს პრობლემა შენამდეც მოვა,ბოროტებას ვერსად დაელმალები. რატომ ვრეკავთ პოლიციაში,როდესაც მძარცველს,მოძალადეს,თაღლითს ვხედავთ? იმიტომ,რომ ეს ყველასათვის საშიშია და ისინი მხოლოდ ერთ მსხვერპლზე არ ჩერდებიან.
-ჰო,მესმის ეს სიკეთეები და რამე,მაგრამ მეგონა პირიქით,ხათაბალას გაურბოდი.
-არ გავურბივარ,მხოლოდ ვემზადები-შეუსწორა იასმინმა-და კიდევ,მაქვს საფუძვლიანი ეჭვი,რომ ჩვენი სოფი შემდეგი მსხვერპლია.
***
სასტუმროს ნომერში ფეხაკრეფით შეიპარნენ და საწოლზე გაშოტილ,მომღიმარ გოგონას დააკვირდნენ.
-ნახე,რა სახე აქვს-ჩაიქირქილა ანამ.
-ალბათ ტონის ხედავს-ავად ჩაილაპარაკა იასმინმა და ფრთხილად ჩაიმუხლა საწოლთან. სოფის სახეზე დააკვირდა,თითქოს მის ნაკვთებს სწავლობსო,შემდეგ კი ხელის გული შუბლზე დაადო.
ანამ სუსტად შეჰკივლა და გულზე ხელი აიფარა,რადგანაც იასმინის თვალის კაკლები კეფისაკენ აბრუნდა და გოგონას სახეზე ორი თეთრი ბურთულა დარჩა. ამგვარ მდგომარეობაში იასმინი რამდენიმე წუთს იყო,შემდეგ კი მძინარეს ხელი მოაშორა და ამოიოხრა.
-რაღაც ძალააა ჩაბუდებული,აშკარად ვგრძნობ. ახლა კარგად უნდა გაიხსენო,რას აკეთებდით გუშინ ტონისთან ერთად.
ანამ ბევრი ვერაფერი გაიხსენა,გარდა იმისა,რაც უკვე მოეთხრო,მხოლოდ ის დაამატა,მგონი პარკში შევჩერდით,სადაც გედები გვანახაო.
-ამ დროის განმავლობაში არაფერი დაგილევიათ ან გიჭამიათ?-ჩაეძია იასმინი.
-არა... უფრო სწორად,მმმ...მგონი კოლა ვიყიდეთ.
-იყიდეთ?
-ტონიმ იყიდა. კი!-სახე გაუნათდა ანას-დაიჟინა,უნდა გაგიმასპინძლდეთო და მაღაზიაში შევიდა. უცნაურია,ეგ როგორ დამავიწყდა?
-ფხიზელძილას დაგალევინებდათ-თავი გაიქნია იასმინმა-ჯანდაბა,ასეც ვიცოდი!
-რას?
-ნაყენია,ფსილოსიბინის სოკოსგან მზადდება.ცოტაოდენი ჯადოქრობაც და ბედნიერი მთვარეული ხდები-მოკლედ აუხსნა გოგონამ-საჭირო ნივთიერებებთან ერთად ცნობიერს თიშავს კარგად მეყოლე რამდენიმე საათით.
-ანუ იმ გომბიომ ნარკოტიკი დაგვალევინა?-აღშფოთებულმა ანამ ხმამაღლა წამოიყვირა,რამაც სოფის მშვიდი ძილი დაარღვია.
გოგონა შეიშმუშნა,გაცისკროვნებული სახე მალევე ეცვალა და ჩვეული,ბუზღუნა იერი მიიღო. ლურჯი თვალები გაახილა და ამრეზილმა შეათვალიერა მის თავზე წამომდგარები.
-რა გაღრიალებთ?-კეფა მოიფხანა და წამოიწია-ტონი სადაა?
-ერიჰა!-წაიმერა ანამ.
-რა უთხარით? ხომ არ შეაშინეთ?-შეშფოთებული წამოხტა სოფი და რატომღაც,კარადაში გადაწყვიტა ბიჭის მოძებნა.
-მოდი აქ-უჩვეულო ძალით მიიზიდა იასმინმა გოგონა,შეაბრუნა და თმაში ხელი შეუცურა.
-თავის მასაჟი უშველის ახლა ამას?-ეჭვით იკითხა ანამ.
-ტონი მიშველის-თვალები მინაბა სოფიმ.
-აი,აქაა-კეფასთან შეაჩერა თითები იასმინმა და თმა ისე გადასწია,რომ ანასაც დაენახა.
გოგონას კეფაზე წითლად ლაპლაპებდა ამოშანთული წრე,რომელზეც დაკლაკნილი ხაზი გადიოდა.
-ღმერთო მაღალო!-წამოიძახა ანამ.
-ალის ნიშანია. -დარწმუნებით თქვა იასმინმა და გოგონების მზერაზე დაამატა-ბევრნი აღარ დარჩნენ,მაგრამ აქა-იქ ტყეში მაინც შემორჩნენ. მდედრობითი სქესის ალები შედარებით კეთილები არიან,აი მამრები-არც ისე. ადრე ადამიანის ხორცს მიირთმევდნენ და ეს ძალიან აძლიერებდათ,მაგრამ დროის ცვლილებასთან ერთად,ხალხიც შეიცვალა-აღარავინ შესწირავს ალს საკუთარ ქალიშვილს იმის გამო,რომ გვალვა აიცილოს.უბრალოდ აიღებენ სანადირო თოფს და ბახ! გამოაცლიან ტვინს.
-ანუ მაგ რაღაცამ მოქმედების ტაქტიკა შეცვალა?
-კი,სავარაუდოდ,მიტყუება. გატაცება ვერ გამოუვა,აქაურები საკმაოდ ფრთხილები არიან,თანაც ტყეში გასულს და უკან არ დაბრუნებულს ისევ ტყეში ეძებენ,ანუ პირდაპირ ალის სახლში. სავარაუდოდ,ვიღაც ეხმარება და ეგ ვიღაც ალბათ,ტონია,თუმცა ამ თეორიას დამუშავება უნდა.
-და რომ დავამუშავებთ,მერე რას ვიზამთ?
-მოვიტაცებთ იმ მამაძაღლს-ფართოდ გაიღიმა გოგონამ.

***
იასმინმა გადაწყვიტა,კარგად ნაცადი გეგმით ემოქმედა.
მაღაზიაში შეირბინა,ხაკისფერი,უგემოვნო პიჯაკი და იმავე ფერის,საშინელი ფეხსაცმელები იყიდა. ანაც,დიდი ჩხუბის შემდეგ,დაიყოლია,ამგვარად ჩაეცვა,იმაზე მითითებით,რომ საქმე უპირველეს ადგილზე იყო.
ცხვირზე უზარმაზარი სათვალე დაისკუპა,შუაზე გაყოფილი თმები კოსად შეიკრა და ხელზე ნიშნობის ყალბი ბეჭედიც კი წამოიცვა.
ყველაფერი ეს კი იმიტომ გააკეთა,რომ ის და ანა,სანამ სოფი სასტუმროს ნომერში გამოკეტილი განისვენებდა,ჟურნალისტების როლს მოირგებდნენ.
აგურით ნაშენ,მწვანესახურავიან სახლს მიაგნეს თუ არა,იასმინმა გენერალური რეპეტიცია მოაწყო.
-კითხვებს მე ვსვამ,შენ ვითომ აპარატურა გაბარია-ხმის ჩაწერა და ფოტოები,ოღონდ არ ლაპარაკობ! მუნჯი ხარ,ენა ამოგგლიჯეს,უენო ხარ! ერთი ზედმეტი სიტყვა და შეიძლება,საქმე გააფუჭო...
-იასმინ,აჭარბებ...
-ასეთ მდგომარეობაში ხალხი ძალიან მგრძნობიარე ხდება,სიტყვები ფრთხილად უნდა შეირჩეს,მე კი ეს შენზე უკეთ გამომდის. თუ რამე ისეთის თქმა მოგინდება,არ მიჩურჩულო,დამიწერე და ისე მომაწოდე,როგორც საბუთი-გოგონამ ანას ტელევიზორისხელა წიგნაკი მიაჩეჩა და ჯიბეში კალამი ჩაუჩურთა.
ერთ წუთში გოგონები უკვე ზღურბლთან იდგნენ და ზარს რეკავდნენ.
-წარმოიდგინე,რომ ფილმში ვართ-გაამხნევა იასმინმა ანა,რომელიც დამწუხრებული დაჰყურებდა საკუთარ სამოსს.
-ვერაფერს იტყვი,სიუჟეტი ნამდვილად გვიწყობს ხელს-წაიბუტბუტა გოგონამ და კარიც გაიღო.
მის უკან ორმოც წლამდე,სანდომიანი გარეგნობის ქალი გამოჩნდა,რომელსაც ცალ ხელში ქერათმიანი ბავშვი აეყვანა,მეორე ხელში კი ჭყვიტინა სათამაშო ჩაებღუჯა.
-ქალბატონო მარტა,დღეს ტელეფონით ვისაუბრეთ,ნინო გახლავართ...-იასმინმა შეიცადა,სანამ ქალი გაიხსენებდა და შემდეგ განაგრძო-ეს კი ჩემი კოლეგაა,მადონა.
მარტამ ორივე შეათვალიერა,შემდეგ კი სახლში შეიპატიჟა.
-ბოდიში,უცბად ვერ გაგიხსენეთ-მარტამ ბავშვი სათამაშოების მთაზე დასვა და სტუმრებს დივანე მიუთითა-იმდენი ვინმე მირეკავს...
-რა თქმა უნდა,მესმის თქვენი-მხურვალე თანაგრძნობით მიუგო იასმინმა-ჩვენ გაზეთ “დღევანდელი ვარამიდან” ვართ. თქვენი გოგონას გაუჩინარების შესახებ გავიგეთ და გადავწყვიტეთ,დაგვეწერა,იქნებ ასე უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს.
-ეგ მეც ვიფიქრე-თავი დაიქნია ქალმა-“ქრონიკაში” განცხადება დავაბეჭდინე...
-კი,მაგრამ აბა თქვენ კითხულობთ გაზეთში განცხადებებს?-ნიშნის მოგებით ჰკითხა იასმინმა.-მე პირადად,ყოველთვის ვახტები.
მარტამ შეიცადა და ბოლოს თავი დაუკრა.
-მართალია,დიდი მადლობა დახმარებისთვის.
-მადლობას შემდეგ მივიღებ,როდესაც თქვენ ქალიშვილს ვიპოვით-მწუხარე სახე მიიღო იასმინმა-ვიცი,თქვენთვის მძიმეა ამაზე საუბარი,მაგრამ იქნებ მასზე მოგვითხროთ? პიროვნების აღწერა ნამდვილად დაგვეხმარება.
ამ კითხვას ქალმა ნახევარსაათიანი გოდება მოაყოლა თავისი შვილის სიკეთესა და სათნოებაზე,ბოლოს კი,როდესაც ანას მთქნარება აუტყდა,იასმინს მოუწია,ჩაჭროდა.
-გადასარევი გოგონა ყოფილა! ვერ მეტყვით,ბოლო დროს უცნაურად ხომ არ იქცეოდა?
-რას გულისხმობთ?-სახე გაუმკაცრდა მარტას-იგი მოიტაცეს.
-დიახ,თუმცა სავარაუდოა,გამტაცებელი მასზე მანამდეც ახდენდა ზეგავლენას. ყველაფერი უნდა დავწეროთ,რაც იცით.
ქალს ორჭოფობა დაეტყო,ბოლოს კი ბორძიკით დაიწყო.
-უცნაურობას ვერ დავარქმევ,პოლიციასაც ვუთხარი ამაზე... ბოლო დროს სულ უკმაყოფილო იყო,ჩემთვის არ გცალიაო... ხომ გესმით,მოულოდნელი ამბავი გვეწვია-ბავშვს გაჰხედა და განაგრძო-მოზარდია,ახლახანს გახდა ჩვიდმეტის. სახლში იგვიანებდა ხოლმე და რამდენჯერმე ამაზე ვიმამათეთ კიდეც,მაგრამ არაფერი სერიოზული...
-ამ ასაკში გოგონებს საკმაოდ რთული ხასიათი აქვთ-დაემოწმა იასმინი-გული სულ გარეთ მიუწევთ...
-კი,კი-ამოიხრა მარტამ-ზაფხულობით ბევრი ჩამოსულია,ახალ მეგობრებს აჰყვა,სულ გარე-გარე დაეხეტებოდა... ეს არ დაწეროთ,კარგით?
-ოჰ,რა თქმა უნდა,როგორც გენებოთ. მადონა,გამორთე ჩამწერი. -იასმინმა გაშტერებულ ანას,რომელიც ვერ მიხვდა,რომ მას მიმართავდნენ,იდაყვი გაჰკრა.
-მოკლედ-ჩურჩულზე გადავიდა ქალი-ერთხელ ჩემი მეზობელი მომადგა და ვითომ სასხვათაშორისოდ მითხრა,ჩამოსულ ბიჭებთან ერთად დადის ლიზაო. გადავირიე,თურმე ვიღაც გაუცვნია,ტონი თუ ტიმი და მთელი დღე იმასთან ერთად დაყიალობდა. ერთი ისიც ვიფიქრე,ეგება იმ ბიჭმა დაუშავა რამე-მეთქი,მაგრამ პოლიციამ დაკითხა და ალიბი ჰქონია.
-ოჰო,ხომ არ უთქვამთ,რა იყო ასეთი ალიბი?-იასმინმა ოსტატურად ჩაანაცვლა საქმიანი კილო ინტერესიანით.
-თავის ბებიასთან იყო ორი დღე,აქედა შორს...
იასმინმა გამარჯვებული სახით გადაჰხედა ანას,რომელიც ისე დაინტერესებულიყო,არამოდური ქვედაკაბაც კი გადავიწყებოდა.
მარტა კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა,როდესაც კარზე ზარი გაისმა და ქალმაც ცოტა ხნით დატოვა სტუმრები.
-ბებიამისს უბრალოდ შეეძლო ეთქვა,აქ იყოო-დაიჩურჩულა იასმინმა-სალომეს დედაც თუ ახსენებს ტონის,ერთი წამიც არ უნდა დავკარგოთ...
-...მთავარი პროკურატურის საგამოძიებო სამსახურის უფროსი გამომძიებელი,დავით პეტრიცი-მოისმა ბოხი ხმა და იასმინი ადგილზე გაიყინა.
-ღმერთო,როგორი პატივია-მარტა აღელვებული ლაპარაკობდა-არ ვიცოდი,ჩვენი პრობლემით ასეთ მაღალ დონეზე თუ დაინტერესდნენ...
-ახალგაზრდებზე მნიშვნელოვანი საქმე არ არსებობს,ქალბატონო მარტა. ნება მომეცით,გაგესაუბროთ. დიდ დროს არ წაგართმევთ...
-იასმინ,რა გჭირს?-უჩურხულა გახევებულ მეგობარს ანამ,თუმცა გოგონა არ რეაგირებდა.
კიდევ რამდენიმე წამიც და ოთახში მარტა და მაღალი,სოლიდურ სამოსში გამოწყობილი კაცი გამოჩნდა. ახლად მოსულს გრძელი,უკან გადაწეული,შავი თმა და მოზრდილი წვერი ამშვენებდა,პიჯაკსა და შარვალში გამოწყობილი ნებისმიერ მანდილოსანს გულს აუჩქარებდა,შავი,ხშირი წარბების ქვემოდან თვალები ლურჯად უციმციმებდა,ნაკვთები თხელი და გამოყვანილი ჰქონდა,ცხვირი-თლილი. ოთახში ფეხი შედგა თუ არა,იასმინს თვალი შეავლო და თხელი ტუჩების კუთხეები ოდნავ ასწია.
-ვიმედოვნებ,მანდილოსნებს ხელი არ შევუშალე-გოგონებს თავი დაუკრა და მზერა ანაზე გადაიტანა,რომელსაც ტანსაცმელზე ბალიში მიეფარებინა და დაბნეული უყურებდა ხან გამორთულ იასმინს,ხანაც-კაცს.-ო,არა,რას ბრძანებთ-ამოილუღლუღა ბოლოს და მეგობარს შეუმჩნევლად უჩქმიტა ხელზე.
მარტა ახალმოსულს აშკარად უპირატესად ექცეოდა-სავარძელი მიუჩოჩა,თავი გამოიდო,სასმელს მოგიმზადებთო და მამაკიც დაჰყაბულდა ჩაიზე.
-ახლავე დავბრუნდები-დაფაცურდა მარტა-გოგონი,შენ,ხო,შენ-მიუბრუნდა ანას-ბავშვს მიმიხედე,კარგი? სათამაშო არ გადაყლაპოს...
ანა სარგადაყლაპულივით წამოხტა და პატარა ხელში აიყვანა. როგორც ჩანდა,შვებით ამოისუნთქა,უხერხულ სიჩუმეს რომ გაერიდა.
ამასობაში იასმინი კვლავ ჩართულიყო და მაგიდიდან ხმის ჩამწერს და ფურცლებს ალაგებდა. მის საქმიანობას კაცი მშვიდად აკვირდებოდა,ბოლოს,როდესაც მიხვდა,გოგონა საუბრის დაწყებას არ აპირებდა,ხმა ამოიღო.
-რა სასიამოვნო სიურპრიზია.
-დილიდან ამაზე ვოცნებობდი-დაიჯღანა იასმინი და ჩანთა გადაიკიდა.
-სათვალე გიხდება. ეს ფეხსაცელებიც,როგორი ეგზოტიკაა,სად იშოვე?
-დედაშენმა გამიცვალა არყის ბოთლში-ჩაილაპარაკა იასმინმა.
-მეგონა,მიცვალებულს გახადე.
-ნეკროფილია შენი სფეროა...
-აი ჩაიც-ყველასგან მივიწყებული მარტა ლანგრით ხელში გამოჩნდა. მასზე ნამცხვრებით სავსე თეფში და ერთი ცალი ფინჯანი იდო. ანამ ბავშვი თავის ადგილას დააბრუნა და წარბაწეულმა შეჰხედა ჩაის,რომელიც მარტამ მზრუნველად დაუდგა კაცს წინ.
-ჩვენი წასვლის დროა-გამოაცხადა იასმინმა და საბოლოოდ ესროლა ავი მზერა კაცს-წარმატებულ დღეს გისურვებთ-წაილაპარაკა,ინტონაცია კი აშკარად გულისმობდა,რომ გოგონას “ჯანდაბამდეც გზა გქონიათს” გულისხმობდა.
მეორე წუთს ოდნავ გაწითლებული იასმინი კიბეზე ჩარბოდა,ანა კი უკან მისდევდა და ქვედაკაბას ზემოთ ექაჩებოდა.
-რა ბზიკმა გიკბინა?-მობეზრებით ჰკითხა გოგონამ.
-მაგ ბზიკს ანდრე ჰქვია და საკმაოდ შხამიანია.-ბრაზით ამოთქვა იასმინმა-რას ვიფიქრებდი,აქ თუ ჩამოეთრეოდა...
-იცნობ?
-მაძებარია.
-ანუ?
-ანუ ნადირობს იმაზე,რაზეც ჩვენ,ოღონდ ოფიციალური სტატუსი აქვს.
-მოიცა,შენ არ თქვი,ჩვენ გარდა ამ საქმეს არავინ მიხედავსო?-აღშფოთდა ანა.
-ვთქვი,რომ წესიერად არ მიხედავს არავინ.
გოგონები სასტუმრომდე კამათობდნენ იასმინის სიტყვების შინაარსზე და გამოძიების გაგრძელების აუცილებლობაზე. ანდრეს გამოჩენამ იასმინი თითქოს უფრო გააჯიუტა. ანა მიხვდა,რომ მას რაღაცის დამტკიცება სურდა,შესაძლოა იმის,რომ დაუხმარებლად შეეძლო ამ პრობლემის მოგვარება. საბოლოოდ,ანას მოსაზრებას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა-იასმინმა გადაწყვიტა,მარტოს განეგრძო საქმე და პირდაპირ ტონის თვალთვალზე გადასულიყო.თუმცა მის გეგმას წინ პატარა უსიამოვნება ედგა-ნომერში შესულებმა აღმოაჩინეს,რომ სოფი აორთქლებულიყო.

***
-ალი შეჭამს! თან როგორი ფუმფულაა... დიდ ხანს მოანდომებს ჭამას-ანა ოთახში დარბოდა და სოფის გლოვობდა-საწყალი...მარტო როგორ დავტოვეთ?
იასმინი ნაკლებად აეტანა უიმედობას-საქმიანად გამოიცვალა ტანსაცმელი,სპორტულ სტილში გამოეწყო,კეპი ჩამოიფხატა და ჯიბეები სხვადასხვა ნივთით გამოიტენა,ბოლოს კი,ქურთუკის ქვეშ იგორის იარაღი შეიჩურთა.
-მალე დავბრუნდები,დაახლოებით,ერთ საათში,მაქსიმუმ-ორი. მანამდე ვინც არ უნდა მოვიდეს,კარი არ გაუღო და თუ მაინც გააღებენ-დანა გაუწოდა და დააბოლოვა-ეცადე,სადმე ჩაარჭო.
ანამ დაჰიპნოზებულივით დაუქნია თავი და სასოწარკვეთილმა გააყოლა თვალი ნომრიდან გასულს.
ორსაათიანი ლოდინის შემდეგ,კაკუნი გაისმა.
იასმინი სამ მამაკაცთან ერთად დაბრუნდა. ორი მათგანი სასტუმროს დაცვის თანამშრომელი იყო,რომლებიც აქეთ-იქიდან ამოსდგომოდნენ მესამეს-ტონის. ბიჭი აშკარად არ იყო გონზე-თავი მხარზე ჩამოვარდნოდა,მძიმედ სუნთქავდა და ჩუმად ბუტბუტებდა.
-აი,აქ დააწვინეთ-იასმინი აღელვებული საუბრობდა-ოჰ,ღმერთო,როგორ გალეშილა,რა სირცხვილია... დიდი მადლობა,ბიჭებო...
როგორც კი დაცვა გაისტუმრა,იასმინმა ნიღაბი ჩამოირეცხა და სახეზე ზიზღი გამოესაზა.
-ბარში ვნახე. გოგოს აბამდა,ისევ.-მიუბრუნდა ანას და შემდეგ საწოლზე გაშოტილს წიხლი უთავაზა.
-ღორი!-ანამ ნაზად ჩასცხო მუშტი მკერდში. ტონიმ სუსტად ამოიკვნესა-როგორ მოიყვანე?
-თავისივე მეთოდით. ოღონდ ცოტა ზედმეტი მომივდა დოზა-კმაყოფილმა ჩაიცინა და ტონის ხელი საწოლის თავზე მიაბა.
-ახლა რა ვქნათ?-ანას კითხვა დამთავებული არ ჰქონდა,რომ კარზე კაკუნი გაისმა.
იასმინმა კარის ჭუჭრუტანაში გაიხედა და ხმადაბლა შეიგინა.
-მაგას რამე გადააფარე და მოეფარე-კარი ოდნავ გამოაღო და ანდრეს მოღუშული მიაჩერდა-რა გინდა?
კაცს პიჯაკი გაეხადა,პერანგზე ზედა ღილები შეეხსნა და თმებიც სახეზე ჩამოშლოდა.
-მომენატრე,ჩიტუნი. შეიძლება,შემოვიდე?
-არა.
-კარგი რა,გეყოს ბუტიაობა. შენ თვითონ არ თქვი,ურთიერთობა არ მჭირდებაო?
-ძალიან სულელი ყოფილხარ,თუ გგონია,რომ მაგაზე საფიქრელად მცალია-მიახალა გოგონამ-რისთვის მოხვედი?
-საქმეზე სასაუბროდ. აშკარაა,რომ ერთ კვალს მივყვებით,ხომ არ გავერთიანდეთ?
-მარტო ვმუშაობ.
-აბა ის თვალწარმტაცი გოგონა ვინ იყო?
-დაინტერესებული პირი.
კაცმა ჩაიცინა და თავი გააქნია.
-იასმინ,იასმინ... რატომ არ მიშვებ? შემთხვევით,საწოლზე ბიჭი ხომ არ გყავს მიბმული? ვიცი,რომ გიზიდავს ასეთი რამეები...
-კიდევ ბევრი რამე მიზიდავს,მაგალითად,ცხვირის გატეხვა თვითკმაყოფილი იდიოტებისთვის...
იასმინმა საუბარი ვეღარ გააგრძელა,რადგანაც ზურგზ უკნიდან დარტყმის ხმა და მოგუდული გმინვა გაისმა.
წინ მდგარმა კაცმა მრავალმნიშვნელოვნად ასწია წარბები და კარს ხელი ჰკრა,ისე შეაფარფატა,თითქოს იასმინი ცალი თითითაც არ იჭერდა კარს და ოთახში შებრძანდა. გოგონამ თვალები აატრიალა,დერეფანში მიმოიხედა და სასწრაფოდ მიხურა კარი.
ოთახში საწოლთან ანა ასვეტილიყო,ხელში ერთმანეთში გადახლართული წყვილის პატარა ქანაკება ეჭირა,რომელიც მანამდე სოფის საწოლის ტუმბოზე იდო,ხოლო საწოლზე მიბმული ტონი დაბინდული თვალებით იზელდა შუბლს.
-ფეხი მომიქნია-ისე ამოთქვა ანამ,თითქოს ტონი მრავალფეხებიანი,ბუსუსა ჭია ყოფილიყო.
-ეს ტონია,ალბათ-ჩაიცინა კაცმა,საწოლთან დაიხარა და ბიჭის სახე შეათვალიერა-ამან მოიტაცა გოგოები?
-სავარაუდოდ-უკმაყოფილოდ უპასუხა იასნინმა.
-აქ რატომ მოათრიე,იასმინ-წყრომით შეხედა ანდრემ-პირდაპირ იმ არსებასთან მიგვიყვანდა...
-ალთან-ქედმაღლურად უთხრა გოგონამ-და მაგის დრო არ იყო. ეს იდიოტი შეიძლება კარგა ხანს არ მივიდეს თავის ბატონთან,დარწმუნებული ვარ,მაგ საკითხში ძალიან ფრთხილობს. უნდა ვათქმევინოთ.
-და ასე რატომ ჩქარობ,მშვენიერო იასმინ?-დაშაქრული ხმით ჰკითხა კაცმა და გოგონასთან ახლოს მივიდა.
იასმინის მაგივრად ანა აწითლდა,კაცმა ოთაში უცნაური,სექსუალური მუხტი შემოიტანა.
-მსხვერპლი ჩვენი მეგობარია. უკვე სამი საათი სრულდება,რაც სასტუმროს ნომერი დატოვა.
-ოჰო! პირდაპირ შენ ცხვირ წინ-ირონიას არ მალავდა კაცი-ამიტომაც ვამბობ ყოველთვის-რაც უანგაროდ კეთდება,ის საშინლად ცუდად მთავრდება.
-გმადლობთ,რომ დღის სიბრძნე გაგვიზიარე-შეუვალი სახით უპასუხა იასმინმა-ახლა კი,თუ ნებას მომცემ,ჩემ საქმეს მივხედავ-მახვილი სიტყვა “ჩემზე” დასვა და ტონის მიუახლოვდა. ჯიბიდან პატარა,შუშის ბოთლი ამოიღო და ბიჭს ცხვირთან მიუტანა,ცოტა ხანს შეიცადა,შემდეგ კი მოშორდა.
ტონიმ წამწამები შეარხია,დაიმანჭა და სასწაულებრივი სიჩქარით გამოფხიზლდა.
-რა ხდება? სად ვარ? მომიტაცეთ? რა უფლებით?..
-მოდი,პირდაპირ საქმეზე გადავალ-იასმინი თავის ჩანთაში ჩხრეკვას მორჩა,იქიდან შავი,გრძელი ბაწარი ამოაძვრინა და ტონის მიუახლოვდა-სად არის სოფი?-მისი კითხვის პარალელურად,ანდრემ პიჯაკი სკამზე ფრთხილად გადაჰკიდა და ინტერესით გაბრწყინებული სახით,თითქმის სიხარულით შეაჩერდა გოგონას.
-ვინ?-შეიცხადა ბიჭმა,თუმცა მსახიობობა დიდ ხანს ვერ მოასწრო,იასმინმა ქეჩოში ჩაავლო ხელი და ყელზე შავი ბაწრის შემოხვევა დაუწყო. ტონი აფართხალდა.
-ეს ჩემი საყვარელი ნაწილია-ღიმილით გადაულაპარაკა ანდრემ ანას,რომელიც თვალებგაფართოებული აკვირდებოდა იასმინის ქმედებას.
-მოგწონს მონსტრის მსახურება?-მშვიდად კითხულობდა გოგონა,საქმიანობის პარალელურად და ტონის გადმოკარკლულ თვალებში ჩაჰყურებდა-ბოროტებას მაინც ვერ გავექცევით და ჯობია,დავუმეგობრდეთ,არა? -კიდევ ერთი წრე შემოხაზა მის ყელზე,თოკი საკმაოდ გრძელი იყო-ამქვეყნიური ცხოვრება უდარდელი გაქვს,უზრუნველყოფილი,იმ ქვეყნად კი ვინ იცის,რა იქნება-ნიშნის მოგებით ლაპარაკობდა-უცნაურია,ეშმაკის გწამთ და ღმერთის არსებობაც უარყოფთ,ასე უფრო კომფორტულია,არა? სიკეთე იმდენად შეუმჩნეველია,ვისღა ანაღვლებს ან რაში გვჭირდება,მთავარი მაინც გამორჩენაა. თანაც,სიავეს ხალხი დიდ ხანს იმახსოვრებს,თითქმის სამუდამოდ,გამოდის,ბოროტება სიკეთეზე ძლიერი ყოფილა და ჩვენც ვისი მხარე უნდა დავიჭიროთ,თუ არა ძლიერის?! ერთ პატარა დეტალს შეგახსენებ მხოლოდ-ყველაფერს თავისი საფასური აქვს. ჩვენი ქმედებები კრედიტია-თუ ეშმაკს ვესესხებით,ისვე წაიღებს გასამრჯელოს,თუ ღმერთს ვეთხოვებით,როგორიც და სადაც არ უნდა იყოს ის,აუცილებლად მოგვიზღვევს სამაგიეროდ. ახლა ის მითხარი,ვისი სამაგიერო გირჩევნია-ეშმაკის თუ ღმერთის? ბოროტის თუ კეთილის?-იასმინმა საქმიანობა დაამთავარა და კმაყოფილმა შეათვალიერა ნამოქმედარი. ბიჭი,ყელზე შემოხვეული სქელი ბაწრით უცნაურ მწერს წააგავდა-ახლა ეშმაკის მოხმობას ვაპირებ,უფრო სწორად,მისი ერთ-ერთი შვილის-რადგანაც შენი არჩეული გზა უკვე აშკარაა და თუ მსახურებაა,ვიღაც ალს ალასტორი არ გირჩევნია?
-ვინ?-აკანკალებული ტონი ეჭვით უყურებდა იასმინს.
-ალასტორი?-მოჩვენებითი შეშფოთება გადაიკრა ანდრემ-იასმინ,დარწმუნებული ხარ? მისი აქ მოსვლა არაფერ კარგს არ მოგვიტანს.
-ალასტორი ვინ ჩემი ***ა?-აფართახლდა დაბმული.
-დემონია,ძვირფასო-გაუღიმა იასმინმა-სამაგიეროს გადამხდელი დემონი. იმ ადამიანებს სჯის,რომელთა დანაშაულიც პასუხგაუცემელი დარჩა,თუმცა მთლად ასეთი სიკეთის მონაც არაა. იგი კონტრაქტებით მუშაობს,ასე რომ შენთვის ახლა მშვენიერ საქმეს გავჩარხავ...-იასმინმა ჯიბიდან პატარა წიგნი დააძრო,რომელზეც ჯვარი უკუღმა იყო გამოსახული და დემონსტრაციულად გადაშალა-ეს გამოძახების შელოცვა-ფურცვლა განაგრძო-ესეც კონტრაქტი. რადგანაც ასეთი კარგი მსახური ხარ,ათი წელი სიმდიდრე და კარგი ცხოვრება გარანტირებული გაქვს,შემდეგ ალასტერი რომელიმე თავის ცუგას გამოგზავნის და ჯოჯოხეთში წაგათრევს,როგორ მოგწონს?
-რა? რას ბოდავ?-გაიბრძოლა ტონიმ.
-დავაზუსტებ,არ მეზარება-ხალისით უპასუხა იასმინმა-ალასტერი განოძახების შელოცვით მობრძანდება და დააინტრტესებ მხოლოდ შენ. რატომ? იმიტომ,რომ ეგ თოკი,ყელს რომ გიმშვენებს,მსახურების საჩვენებლად გამოიყენება,ამით დემონს ეუბნები,რომ მისი მონა-მორჩილი იქნები უკუნითი უკუნისამდე. ეს ხომ შენი მოწოდებაა?იმასაც მეტი რა უნდა,მოვა,თავის ნიშანს დაგადებს და ათი წლით დაგტოვებს,ნუ გეშინია,ტონი,არ გეტკინება,ახლა კი ცოტა ვიჩქაროთ.
გოგონამ შავყდიანი წიგნი გადაშალა და ლათინურად ბუტბუტს მოჰყვა. ტონიზე შეშინებული ანა ჩანდა,რომელსაც ვერ გაეგო,ასეთი მოვლენების ეპიცენტრში როგორ აღმოჩნდა,იასმინის სიტყვებს კი ქარი მოჰქონდა-მიუხედავად იმისა,რომ ოთახში ფანჯრები დაკეტილი იყო,საიდანღაც სიომ დაუბერა.
-გეტყვი,ყველაფერს გეტყვი-დაიღრიალა ტონიმ,მის კანზე ხორკლები გაჩენილიყო.
-აჰ,სოფის ჩემითაც ვიპოვი,აი,შენ კი უნდა დაისაჯო,ტონი-იასმინს თვალები შხამიანი მწვანე ფერით ანთებოდა.
-შენ არ იცი,აქ სხვებიც არიან,მარტო მე არ ვარ... ყველაფერს გეტყვი,გთხოვ,მომხსენი ეს...

***
-ამას როგორ ვერ მივხვდი-იასმინი სწრაფი ნაბიჯებით მიქროდა ქუჩაში. მას გვერდით მაღალი,ათლეტური სილუეტი მიჰყვებოდა-ანამ ახსენა კიდეც,რომ გედების სანახავად წაგვიყვანაო. ალი ტყეში არ ცხოვრობს,პარკშია!
კაცი ერთ ხანს მდუმარედ მიჰყვებოდა.
-მინი-უთხრა ბოლოს. იასმინი ოდნავ შეკრთა,თუმცა გზა შეუჩერებლად განაგრძო.
-მეორედ კიდევ დამიძახებ მასე და ტონიზე უარეს დღეში ჩაგაგდებ-ტუჩები მომუწა გოგონამ.
ანდრემ თავი გაიქნია და იკითხა.
-ანა თუ ალის სიახლოვეს იყო,მხოლოდ სოფი რატომ აღმოჩნდა მსხვერპლი? ეს უცნაურად არ გეჩვენება?
იასმინმა მხრები აიჩეჩა,სინამდვილეში კი მშვენივრად მოეხსენებოდა,რატომ არ იმოქმედა ალის ნიშანმა-ანას დაცვა ჰქონდს,თავად ეშმაკის დაცვა. თუმცა ამას მაძებარს ვერ ეტყოდა,თუნდაც ეს ანდრე ყოფილიყო.
გზა პარკამდე გეგმის შედგენაში გალიეს. იარაღმომარჯვებულები შეერივნენ აბარდულ ბუჩქებსა და ხეების ხშირ წყებას.
პარკში სრული სიჩუმე სუფევდა,აქა-იქ ბაყაყი თუ წამოიყიყინებდა,ისიც როგორღაც ფრთხილად. იქაურობა შიშით ავსებულიყო,მის მომხუთავ,უხილავ აირს თითქოს ფოთლებშიც კი შეეღწია და მათთვის თრთოვლის საშუალება წაერთმია. ყველაფერი გარინდული და გაყინული იყო.
-აქ სადმე წყალი უნდა იყოს-უჩურჩულა იასმინმა და ქვით მოკირწყლულ ბილიკს დაადგა.-ანამ გედები ახსენა.
საკმაო ხანი დასჭირდათ გუბურის საპოვნელად,რომლის შავ წყალშიც,აქა-იქ მწვანე,დიდი წყალმცენარეები ირეოდა.
-შენი აზრით,სად იქნება?-უჩურჩულა იასმინმა.
ტბის წყალი,თითქოს ქარმა დაუბერაო,ოდნავ შეირხა.მთვარის შუქი და აქა-იქ მოციმციმრ ვარსკვლავები ზედაპირზე ათამაშდნენ. ანდრემ თითი ტუჩთან მიიტანა და წყალზე ანიშნა-შემოვუაროთ?-ნიშნებითვე ჰკითხა იასმინმა,რაზეც ანდრემ თავი დაუქნია.
ფრთხილად მიიწევდნენ პარკში და ტბას რკალს ურტყავდნენ. ყოველ კუთხე-კუნჭულს ამოწმებდნენ,თუმცა ანდრემ იასმინს ფანრის ანთების უფლება არაფრისდიდებით არ მისცა,ამიტომაც ძიება საკმაოდ გართულდა.
იასმინი ცდილობდა,გაეხსენებინა ყველაფერი,რაც კი ოდესმე ალებზე გაეგონა-
ისინი ძირითადად,ბოროტები იყვნენ,ხალხს განზრახ ერჩოდნენ და იმით განრისხებულები,რომ ადამიანები მათ ღვთაებებად არ აღიქვამდნენ,გზააბნეულ მგზავრებს და ტყეში ღამით შესულებს სასიცოცხლო ენერგიას სწოვდნენ. იასმინს კარგად არ ახსოვდა,ამას როგორ ახერხებდნენ,თუმცა თავში ერთი სიტყვა უტრიალებდა-ფესვები.
-ოდესმე გინახავს ალი?-უჩურჩულა ანდრეს.
-მხოლოდ მდედრობითი. ეს მამრი ჩანს-ანდრე წყალს თვალს არ აშორებდა-მისმინე,თუ ალმა ის წყალში ჩაითრია...
-წყალში არ იქნება-მტკიცედ მიუგო იასმინმა-წყლის ალები ქალებად გვევლინებიან,ეს კი მამრია,როგორც შენ თქვი... ბევრი დრო არ გვაქვს,შესაძლოა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს წამები წყვეტდნენ... რა გამოგვრჩა?
-არ ვიცი,თითოეულ ხეს ვერ შევამოწმებთ,თითოეულ ქვას...თუმცა,არსებობს ერთი მეთოდი...
-რა?-იმედიანად შეჰხედა იასმინმა.
-ალს შიშველი ქალის სხეული იზიდავს. თავს ვერ იკავებს და რაღაცნაირად ჩლუნგდება,ხო ხვდები...
-სხვა გზა არ არსებობს?
-არ ვიცი,ეგეც იმიტომ დამამახსოვრდა,რომ სიტყვები “შიშველი” და “ქალი” გვერდიგვერდ იყო-მხრები აიჩეჩა ანდრემ და თვალებგაფართოებული დააკვირდა,როგორ იხდისა იასმინი ჟაკეტს.
-ჯანდაბას შენი თავი,ანდრე... დრო აღარაა... ილოცე,რომ ამან იმუშაოს,თორემ საკუთარი ხელით მოგახრჩობ...
ცოტა ხანში გოგონა მთლად დედიშობილა გაიმართა ანდრეს წინაშე. კაცმა ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და პირველად დაჰკარგა საკუთარ გამომეტყველებაზე კონტროლი. მთვარის შუქით განათებული იასმინის თეთრი სხეული თითქოს უცნაურ,მომნუსხავ ნათებას გამოსცემდა. გოგონას უნაკლო ტანი ჰქონდა,სავსე მკერდი,რომელიც ღამის სიგრილის გამო გამაგრებულიყო,გამოყვანილი,წვრილი წელი და გრძელი,გამხდარი ფეხები ნებისმიერ მამაკაცს მეტყველების უნარს წაართმევდა. ანდრემ გაიფიქრა,რომ გოგონა საკუთარ სილამაზეს განგებ მალავდა შესაბამისი ტანსაცმლის დახმარებით-იასმინი ხომ მუდამ ფართხუნა,გრძელდა და დიდ ზომა ტანსაცმელს ანიჭებდა უპირატესობას.
წამით კაცს ისიც კი გადაავიწყდა,რის გამო მოაწო გოგონამ ამგვარი თვალწარმტაცი სანახაობა,თუმცა დროულად გამოფხიზლდა-ხეებს შორის მოძრაობა შენიშნა,თითქოს იასმინის ჩამოქნილი სხეულიც შეკრთაო და მაშინვე კატასავით ისკუპა გოგონასკენ.
-დაინახე?-უჩურჩულა იასმინმა და უხერხულად დაიხია უკან. კაცი შიშველ მკერდზე ეკრობოდა.
-მხოლოდ მოძრაობა...-ანდრეს გააჟრჟოლა,როდესაც ქალის სხეული ახლოდან შეათვალიერა,თითქოს არომატი იგრძნესო,ნესტოები გაუფართოვდა და უნებლიედ ეცადა,შეესრუტა იასმინის სურნელი
-ხეს ჰგავს-უთხრა გოგონამ დარწმუნებით-და დავინახე,საიდანაც მოვიდა. უნდა წავიდე,შენ კი მას მიხედე!
-იასმინ,სისულელეა ახლა განცალკევება...
-კანი ხესავით ჰქონდა დანაოჭებული და გაყავისფრებული. მარტივად დაიმალება,მაგრამ თვალები,თვალები წითელი აქვს-საჩქაროდ ამოთქვა იასმინმა,სანამ ტანსაცმელს იცვამდა,ხოლო ანდრე,იარაღმომართული,გარემოს აკვირდებოდა და ცდილობდა,თვალი გოგონასკენ არ გაპარვოდა.
უეცრად იასმინმა წამოიკივლა და მკლავზე ხელი იტაცა-ჯერ კიდევ შიშველ ხელზე მცენარის ღეროსმაგვარი საცეცი შემოჰხვეოდა.
ანდრემ წამით ამ რაღაცას გააყოლა მზერა და მიხვდა,ეს ალის საცეცი იყო-ხის ნორჩი ტოტისმაგვარი,რომელიც იასმინს მარწუხივით უჭერდა,შორს მიდოდა და ორი წითელი მანათობელი წერტილით ბოლოვდებოდა.
-დაიჭირე-ამოიკივლა იასმინმა და უეცრად მისმა ვერცხლისფერმა დანამ გაიბრწყინა-გოგონამ საცეცი გადაჭრა და ელვის სისწრაფით გაქანდა ალის მიმართულებით,თუმცა მასთან არ შეჩერებულა-მოხერხებულად უქცია გვერდი,კიდევ ერთი,მისკენ გაქანებული მარწუხი გადაჭრა და ხეებს შორის გაქრა.უკნიდან ყურისწამღები წივილი გაისმა-როგორც ჩანს,ალი დამალვით აღარ იწუხებდა თავს.
-სოფი-ჩურჩულებდა იასმინი და ცდილობდა,უკუნ სიბნელეში რამე დაენახა,ბოლოს მოიაზრა,ჯიბიდან სანთებელა ამოიღო,რომელსაც ყოველთვის თან დაატარებდა და იქაურობას მოატარა.
რამდენიმე წუთს მხოლოდ საკუთარი გულისცემა ესმოდა,შემდეგ კი იმ ადგილილას,რომელიც ბუჩქი ეგონა,სუსტი მოძრაობა შენიშნა. გონებაში აზრმა სწტაფად გაუელვა,მაშინვე მივარდა მცენარეების ბუჩქს და დანით აცელა. ხელებით ამტვრევდა მსხვილ ღეროებს,ფრჩხილებით მიიწევდა წინ,ღრმად სუნთქავდა და უკვე დარწმუნებული იყო,რომ ეს მცენარეები ადამიანის სხეულზე იყო შემოხვეული. როგორც იქნა,დაინახა-გალეული,სუსტი,საშინლად გამხდარი,თითქოს გამომხმარი კისერი და სახე-ეს სოფი არ იყო,გოგონას გამხდარი სხეული სავარაუდოდ ლიზას ეკუთვნოდა.
იასმინმა ყოველი შემთხვევისათვის შეამოწმა პულსი,გახევებული სახით მოშორდა გვამს და შეკრთა-უეცრად მის მზერას ცეცხლის სინათლე მისწვდა და იქაურობაც სუსტად გაანათა. მცენარეების პატარ-პატარა საფლავები თითქმის ყოველი მხრიდან გამოჩნდა. გოგონას ყრუ გმინვა აღმოხდა,წამით გაშეშდა,ანდრეს გამოჩენამღა დააბრუნა რეალობაში.
-დავწვი-კაცს სახეზე ნაკაწრები ეტყობოდა და ძვირადღირებული პერანგიც გვარიანად დაფლერთვოდა-ძლიერი ნაბი*ვარი იყო... იასმინ,კარგად ხარ?
-ესენი...-გოგონამ ხელი მოატარა სივრცეს-ეს ბორცვები სხეულებია. უნდა დამეხმარო,სოფი უნდა ვიპოვოთ-ხმა გაბზარვოდა,თვალებში ცრემლი გაუკრთა. ანდრემ თავი დაუქნია.
-მაშინ დრო არ დავკაროთ.
იასმინი მესამე გვამს უყურებდა. აქ ყველაფერი აშკარა იყო,მხოლოდ ჩონჩხებიღა დარჩენილიყო. როგორც ჩანდა,ალი ფესვების მეშვეობით წოვდა ადამიანებს სიცოცხლეს-ჯერ ცხიმებს,შემდეგ კუნთს,ბოლოს კი რაც დარჩებოდა.
გოგონამ ზიზღით მობრიცა ტუჩები და ბრაზის ცრემლი ვერ შეიკავა.
-იასმინ-ანდრეს ხმა შორი-ახლოდან მოისმა-მგონი ცოცხალია ეს!-გოგონა წამით გაიყინა,შემდეგ კი ერთბაშად წამოხტა და კაცის ხმის მიმართულებით გავარდა.
კაცი ჩამუხლულიყო და გოგონას სხეულს ფოთლებსა და ფესვებს აცლიდა. სხეული თითქმის ისეთივე გამხდარი იყო,როგორც დანარჩენების,თუმცა აშკარად ეტყობოდა,რომ ჯერ კიდევ შეენარჩუნებინა სასიცოცხლოდ აუცილებელი ენერგია.
-ეს სოფი არაა...-წაიბუტბუტა იასმინმა და უეცრად გონება გაუნათდა-ან იქნებ...-მიუახლოვდა,ტანსაცმელს დააკვირდა და სიხარულისაგან წამოიკივლა-სოფის შარვალი! ეგაა! ანდრე,ესაა სოფი!

***
ანა ნერვიულად მიმოდიოდა ოთახში და თან,მიუხედავად სასტუმროს ადმინისტრატორის გაფრთხილებისა,სიგარეტს გამწარებით ეწეოდა.
-ღმერთო,ბებია მომკლავს... ოჯახიდან მომკვეთავენ... და იქნებ სოფი... იქნებ სულაც აღარ წერია ცოცხლებში... ღმერთო! საწყალი-ანასთვის დაუჯერებელი იყო,მაგრამ გოგონა ეცოდებოდა და ენატრებოდა-სულ კი ბუზღუნებს,მაგრამ რაღაცნაირად კარგიცაა. ღმერთო-იატაკზე დაემხო,ხელები შეატყუპა და მაღლა აღაპყრო-გთხოვ,გადაარჩინე სოფი და გეფიცები,არასდროს აღარ ვაწყენინებ. მარტო მაგას კი არა,არავის. მსუქანსაც აღარ დავუძახებ და არც საახალწლო გოჭს შევადარებ...
მოულოდნელად კარი გაიღო და საკმაოდ უცნაური სიტუაცია წარმოიქმნა-ტალახში,სისხლში და ოფლში ამოსვრილი იასმინი გვერდში ამოდგომოდა გამხდარ,წითელთმიან გოგონას,რომელსაც თავი უღონოდ ჩამოვარდნოდა,ძლივს სუნთქავდა და ზომაზე აშკარად გაცილებით დიდი ტანსაცმელი ეცვა,იასმინზე უარეს მდგომარეობაში მყოფი ანდრე გოგონას მეორე მხარს უჭერდა და თვალებდაჭყეტილი შესჩერებოდა მომლოცველ ანას.
-რა ჯანდაბას აკეთებ?-წამოიყვირა იასმინმა.
-სოფი! სოფი სადაა?-ფეხზე წამოხტა ანა და უცნობ გოგონას შეაჩერდა.
ამ უკანასნელმა ძლივს ასწია თავი,ლურჯი თვალები,რომლებიც ჩაცვენილი ლოყებიდ ფონზე უჩვეულოდ დიდი მოუჩანდა,ანას შეანათა და სუსტად ამოილაპარაკა.
-აქ ვარ,სულელო. ახლა ხუმრობის დროა?
-სო... ფი?-პირი დააღო ანამ და ისე გაშეშდა,რომ მის გონებაში აშკარად გადატვირთვა დაიწყო.
იასმინი თითქოს ხედავდა წარწერას ანას შუბლზე “გთხოვთ,დაიცადოთ”.
-მოდი,დაწექ-საწოლამდე მიიყვანა ანდრემ გოგონა და ჩაიცინა-წარმოუდგენლად გაგიმართლა,სოფი.
-ეს სოფია? შეუძლებელია,რაღაცას მეღადავებით,არა? ჩვენი შორეული ნათესავია,რომელიც მაგას გავს უბრალოდ... არა,არა...-გოგონამ უკან დაიხია და სააბაზანოს კარში გაუჩინარდა.
-ამას რაღა ეტაკა?-იკითხა სოფიმ და იდაყვებზე წამოიწია.
-ვერაფერს ამჩნევ?-გაეღიმა იასმინს-თუმცა რა გასაკვირია,ჯერ ისევ ვერ იქნები მთლად ფხიზლად...
-რას უნდა ვამჩნევდე? რა მოხდა?
-ალმა გამოგიჭირა,სოფი .
-და?
-მხოლოდ იმან გადაგარჩინა,რომ ჭამა ძალიან გიყვარს-ჩაიცინა იასმინმა-რომ გამოჯანმრთელდები,აუცილებლად უნდა დაუდგა ქოქოსს ძეგლი.
სოფიმ თვალები აახამხამა,ხელი ასწია,ფართე,გრძელი მაისურის მკლავი აიკეცა,თავისი წვრილი მტევანი შეათვალიერა,ცოტა ხანს შეიცადა,თითქოს ძალას იკრებსო და უეცრად ყურისწამღები კივილი მორთო.

***
მოგესალმებით,მართალია დავაგვიანე,თუმცა აშკარად მიხვდებოდით დაგვიანების მიზეზს-უზარმაზარი თავია. მისი დანაწევრება არ მინდოდა,მსურდა,ერთ თავში მომექცია ალის ისტორია და საკმაოდ ვრცელიც გამოვიდა. იმედია,ისიამოვნეთ კითხვით,არ დაგავიწყდეთ შთაბეჭდილებების გაზიარება.
სიყვარულით,თქვენი ალისა<3скачать dle 11.3



№1  offline წევრი witchy spirit

დედაა ალის რა ძალიან მაგარი თავიიყო! მეც მინდა ზედმეტი კილოგრამები სოფისავიტ დავკარგო, უბრალოდ მერე მახსენდება რომ ორმოცდახუთი კილო ვარ და ალბათ გემრიელად გამომჩონჩხავდნენ მეც. ეჰ ვიღაც სალომე რომ ახსენე გულმა რაღაცნაირად სიხარულით დაიფანცქვალა, უბრალოდ მისიკვდილებულა და მეწყინა ???? წერისსტილი, სიუჟეტი,პერსონაჟებიიდეალურია, ანდრე ისემომეწონა ლამის დრაკულა ვაეჭვიანე,ველით ახალ თავს ოჯახობა

 


№2 წევრი Rania

Alisss. Gmerto ra magari iyo. Shevisrute titeuli sityvaa. Sheni da margos cyalobit sheizleba chemgan magari jadoqari gamovides. Araaa gamoricxuli. Ise mindoda kidev yofiliyo. Kidev da kidevv. Dausrulebladddd. Imdenjer cavikitxe sheni istoriebi da genacvale gonebashi. Sadac aswti fantaziebi da azrebi budobennn. Moutmenlad geli
--------------------
Q.qimucadze

 


№3  offline წევრი ნორმი

ვინ დაეძებს დაგვიანებს იმხელა და ისეთი მსუყე იყო..
ტყუილა დავბორილაებდი საიტზე და რაიმე ისტორიას ვეძებდი,მაგრამ ვერაფერი,რომ ვერ შევარჩიე თავი დავანებე.
მაგრამ გულმა ვერ მომითმნა და კიდევ ერთხელ შემოვედი და აჰა სიურპრიზი დამხვდა.
ძალიანაც გამიახრადა ახალია თავი სულ არ დავეძებ მაგის დაგვიანებას.
ჰო ისტორიას რაც შეეხება ნუ უდავოდ უმაგრესია რომაა ეს კი იცი..
ოო,ბატონი ანდრეა და იასმინი...
ძალიან მაგრად ვითარდება მოვლენები ახლა ის მტანჯავს და მაფიქრებს მომდევნო თავში რაღა უნდა მოხდეს..
ეს თავი,რომ ძალიან მაგარი იყო რად უნდა საუბარი...
ნამდვილად არ ველოდი მოვლენების ასე განვითრებას.
მე მარტო ის მეგონა,რომ ანას ნიშანზე იქნებოდა ახალი თავი და მხოლოდ მის ირგვლივ დაწერდი,მაგრამ ო როგორ მიყვარს სასიამოვნოდ გაცრუებული იმედები??
პირველ კომენტარში გითხარი ჰარი პოტერს გავსთქო,მაგრამ მინდა გითხრა საერთოდ შორს წაიყვანე მისგან და ძალიან განსხვავებული გახადე.იმედია ამ თვსი მსგავსად გააგრძელებ და კიდევ და კიდევ გაგვაოცებ ყველას.
ყოჩაღ!
ბრავო!
და კიდევ ათასი შესანიშნავი სიტყვა!
--------------------
მორფეოსი

 


მე რატომ მეგონა, რომ ეს თავი ანას ნიშანზე და მის ეშმაკეულობაზე იქნებიდა? ნუ იტყვი და თურმე ეს სვეცკი გოგო ეშმაკის მსახურის ნაშიერია. დედამისიც საეჭვიდ აწიკვინდა და ქალაქში ჩადის, ახლა გამოუჩნდა დრო თურმე :) არა რა ხომ ვამბობ ლილი ბებომ უეჭველი იმაზე მეტი იცის ვიდრე ამბობს და მგონი იგორი ბაბუც არაა მთლად წმინდანი ამ საქმეში.
ის ვიღაც დენი თუ დინი პირველივე წამიდან არ მიმეწინა, მით უმეტეს რომ იასმინს ხილვაც ქონდა. ხოდა ახლა ასწავლეს ჭკუა ვაჟბატონს :)
ნეტა სოფიმ რატომ დაიწყო კივილი? რა გაკივლებს ქალო, ერთ დილას გაღვიძებულმა რომ აღმოვაჩინო გამხდარი ვარ სიხარულისგან გული წამივა ალბათ :) რაღაც პონტში მადლობაც კი უნდა უთხრა ალია თუ ვინცაა :)
იასმინი, რა ვთქვა, მართლა ყოვლისშემეა ეგ გოგო.პლუს თურმე რა მაგარი კაცი ყოლია ერთ დროს :დ რას გეგმავს ეგ გოგო ჯერ არ ვიცი, ან ანნას როგორ უნდა უშველოს ჯერ ისიც არ ვიცი,მაგრამ ეგ გოგო თავისი საქმის პროფესიონალია აშკარად ❤ ხოდა კი ჭირდება ანდრეს მსგავსი კაცი :დ
ალის, შენს ისტორიებში ჩემთვის ნაცნობი მაგიური არსებები იყრიან თავს, ზოგი ისეთიცაა მგონი, საერთოდ რომ არ გამიგია. დღეს ალი იყო თავისი საზიზღარი ბუნებით, შემდეგი ვინ იქნება? კიდევ რა მაინტერესებს იცი? ამ არსებების ხასიათს თვითონ ქმნი თუ საჭირო ინფორმაცია წინასწარ ამუშავებ? ( მე ეჭვი მაქვა მოპოვებულ ინფორმაციას შენს შექმნილს ამატებ და საოცრებას გვთავაზობ)❤
ყურადღების მიღმა ვერ დავტოვებ ისტორიის თანმდევ იუმორს, ხომ ესეთი დაძაბულობაა,მაგრამ ჯერ "გომბიომ" და "მამაძაღლმა" მაცინა და შემდეგ ჟურნალმა "დღევანდელი ვარამი" :დ

"ამქვეყნიური ცხოვრება უდარდელი გაქვს,უზრუნველყოფილი,იმ ქვეყნად კი ვინ იცის,რა იქნება-ნიშნის მოგებით ლაპარაკობდა-უცნაურია,ეშმაკის გწამთ და ღმერთის არსებობაც უარყოფთ,ასე უფრო კომფორტულია,არა? სიკეთე იმდენად შეუმჩნეველია,ვისღა ანაღვლებს ან რაში გვჭირდება,მთავარი მაინც გამორჩენაა. თანაც,სიავეს ხალხი დიდ ხანს იმახსოვრებს,თითქმის სამუდამოდ,გამოდის,ბოროტება სიკეთეზე ძლიერი ყოფილა და ჩვენც ვისი მხარე უნდა დავიჭიროთ,თუ არა ძლიერის?! ერთ პატარა დეტალს შეგახსენებ მხოლოდ-ყველაფერს თავისი საფასური აქვს. ჩვენი ქმედებები კრედიტია-თუ ეშმაკს ვესესხებით,ისვე წაიღებს გასამრჯელოს,თუ ღმერთს ვეთხოვებით,როგორიც და სადაც არ უნდა იყოს ის,აუცილებლად მოგვიზღვევს სამაგიეროდ. "

გელოდები, ახალი, უცნაური არსებებით❤❤❤

 


№5 სტუმარი სტუმარი ლეა

მომკლავ ერთ დღესაც, შე ეიჩბიოუზე უარესო უდროოდ ისტორიების გაწყვეტაში!
მართლა კი არა.
პ.ს. ხახვები გადავიკითხე ახლა და კიდე გავიფხრიწე. უთვინესი ხარ, ვამაყობ შენი თვინობით.

 


№6  offline ახალბედა მწერალი Alice76

witchy spirit
დედაა ალის რა ძალიან მაგარი თავიიყო! მეც მინდა ზედმეტი კილოგრამები სოფისავიტ დავკარგო, უბრალოდ მერე მახსენდება რომ ორმოცდახუთი კილო ვარ და ალბათ გემრიელად გამომჩონჩხავდნენ მეც. ეჰ ვიღაც სალომე რომ ახსენე გულმა რაღაცნაირად სიხარულით დაიფანცქვალა, უბრალოდ მისიკვდილებულა და მეწყინა ???? წერისსტილი, სიუჟეტი,პერსონაჟებიიდეალურია, ანდრე ისემომეწონა ლამის დრაკულა ვაეჭვიანე,ველით ახალ თავს ოჯახობა

ძალიან მაინტერესებს,ამ 45 კილოში ზედმეტი როგორ და სად მოიძიე:დდდდ მომკლავ შენ!
აჰ,აბა რას ამბობ,სალომე შემთხვევითობაა,განზრახ სახელებს იშვიათად ვარჩევ და თუ შენ მოგიძღვნი პერსონაჟს(ვაპირებ,ჩემი სიყვარული მკითხველები,ვისი სახელიც ვიცი,აუცილებლად გაგრიოთ:3),ესე უღიმღამოდ ნამდვილად არ გავაკეთებ:დდ სიყვარულო გოგო ხარ და დიდი მადლობა ასეთი მხარსაჭერისთვის,ამასობაში,მეც გავხდი შენი მკითხველი♥️

Rania
Alisss. Gmerto ra magari iyo. Shevisrute titeuli sityvaa. Sheni da margos cyalobit sheizleba chemgan magari jadoqari gamovides. Araaa gamoricxuli. Ise mindoda kidev yofiliyo. Kidev da kidevv. Dausrulebladddd. Imdenjer cavikitxe sheni istoriebi da genacvale gonebashi. Sadac aswti fantaziebi da azrebi budobennn. Moutmenlad geli


შენი კომენტარები მუდამ უდიდესი პოზიტივია,ძალიან კარგი ადამიანი ხარ,ქეთო♥️ მიხარია,რომ ასე მოგწონს რა ვამართლებ შენ მოლოდინს♥️♥️♥️

ნორმი
ვინ დაეძებს დაგვიანებს იმხელა და ისეთი მსუყე იყო..
ტყუილა დავბორილაებდი საიტზე და რაიმე ისტორიას ვეძებდი,მაგრამ ვერაფერი,რომ ვერ შევარჩიე თავი დავანებე.
მაგრამ გულმა ვერ მომითმნა და კიდევ ერთხელ შემოვედი და აჰა სიურპრიზი დამხვდა.
ძალიანაც გამიახრადა ახალია თავი სულ არ დავეძებ მაგის დაგვიანებას.
ჰო ისტორიას რაც შეეხება ნუ უდავოდ უმაგრესია რომაა ეს კი იცი..
ოო,ბატონი ანდრეა და იასმინი...
ძალიან მაგრად ვითარდება მოვლენები ახლა ის მტანჯავს და მაფიქრებს მომდევნო თავში რაღა უნდა მოხდეს..
ეს თავი,რომ ძალიან მაგარი იყო რად უნდა საუბარი...
ნამდვილად არ ველოდი მოვლენების ასე განვითრებას.
მე მარტო ის მეგონა,რომ ანას ნიშანზე იქნებოდა ახალი თავი და მხოლოდ მის ირგვლივ დაწერდი,მაგრამ ო როგორ მიყვარს სასიამოვნოდ გაცრუებული იმედები??
პირველ კომენტარში გითხარი ჰარი პოტერს გავსთქო,მაგრამ მინდა გითხრა საერთოდ შორს წაიყვანე მისგან და ძალიან განსხვავებული გახადე.იმედია ამ თვსი მსგავსად გააგრძელებ და კიდევ და კიდევ გაგვაოცებ ყველას.
ყოჩაღ!
ბრავო!
და კიდევ ათასი შესანიშნავი სიტყვა!

დიდზე დიდი სიამოვნება იყო ამ კომენტარის ნახვა,იმდენად დიდი,რომ რამდენჯერმე გადავიკითხე. უზომოდ გამახარე,არ მეგონა,ასე თუ მოგეწონებოდა და ეს კიდევ უფრო დიდ ძალას მაძლევს,რომ შემდეგი უკეთესი იყოს.
ახსენე,რომ ანას ნიშნის გარშემო გეგონა,რომ მოვლენები განვითარდებოდა. შემდეგი თავებიდან მიხვდებით სტრუქტურას,მაგრამ აქაც დავწერ-ანას ნიშანი მთავარი თემაა,თუმცა თითოეულ თავში ახალი,ასე ვთქვათ მინი ისტორია იქნება ამა თუ იმ არსებაზე.ამის გამო ნაწარმოები საკმაოდ დიდი და დატვირთული გამოვა,მაგრამ არა მგონია,ეგ ვინმეს ეწყინოს:დდდ მით უმეტეს მე-ძალიან დიდ ხანს მინდა აქ ვიყო და ასეთი სიტყვები ვიკითხო,უდიდესი ძალა და პოზიტივი ხარ შენ და კიდევ ბევრი სხვა მკითხველი. ძალიან მიყვარხართ და გაფასებთ♥️
დიდი მადლობა,ნორმი♥️♥️♥️

რუსკიმარუსია
მე რატომ მეგონა, რომ ეს თავი ანას ნიშანზე და მის ეშმაკეულობაზე იქნებიდა? ნუ იტყვი და თურმე ეს სვეცკი გოგო ეშმაკის მსახურის ნაშიერია. დედამისიც საეჭვიდ აწიკვინდა და ქალაქში ჩადის, ახლა გამოუჩნდა დრო თურმე :) არა რა ხომ ვამბობ ლილი ბებომ უეჭველი იმაზე მეტი იცის ვიდრე ამბობს და მგონი იგორი ბაბუც არაა მთლად წმინდანი ამ საქმეში.
ის ვიღაც დენი თუ დინი პირველივე წამიდან არ მიმეწინა, მით უმეტეს რომ იასმინს ხილვაც ქონდა. ხოდა ახლა ასწავლეს ჭკუა ვაჟბატონს :)
ნეტა სოფიმ რატომ დაიწყო კივილი? რა გაკივლებს ქალო, ერთ დილას გაღვიძებულმა რომ აღმოვაჩინო გამხდარი ვარ სიხარულისგან გული წამივა ალბათ :) რაღაც პონტში მადლობაც კი უნდა უთხრა ალია თუ ვინცაა :)
იასმინი, რა ვთქვა, მართლა ყოვლისშემეა ეგ გოგო.პლუს თურმე რა მაგარი კაცი ყოლია ერთ დროს :დ რას გეგმავს ეგ გოგო ჯერ არ ვიცი, ან ანნას როგორ უნდა უშველოს ჯერ ისიც არ ვიცი,მაგრამ ეგ გოგო თავისი საქმის პროფესიონალია აშკარად ❤ ხოდა კი ჭირდება ანდრეს მსგავსი კაცი :დ
ალის, შენს ისტორიებში ჩემთვის ნაცნობი მაგიური არსებები იყრიან თავს, ზოგი ისეთიცაა მგონი, საერთოდ რომ არ გამიგია. დღეს ალი იყო თავისი საზიზღარი ბუნებით, შემდეგი ვინ იქნება? კიდევ რა მაინტერესებს იცი? ამ არსებების ხასიათს თვითონ ქმნი თუ საჭირო ინფორმაცია წინასწარ ამუშავებ? ( მე ეჭვი მაქვა მოპოვებულ ინფორმაციას შენს შექმნილს ამატებ და საოცრებას გვთავაზობ)❤
ყურადღების მიღმა ვერ დავტოვებ ისტორიის თანმდევ იუმორს, ხომ ესეთი დაძაბულობაა,მაგრამ ჯერ "გომბიომ" და "მამაძაღლმა" მაცინა და შემდეგ ჟურნალმა "დღევანდელი ვარამი" :დ

"ამქვეყნიური ცხოვრება უდარდელი გაქვს,უზრუნველყოფილი,იმ ქვეყნად კი ვინ იცის,რა იქნება-ნიშნის მოგებით ლაპარაკობდა-უცნაურია,ეშმაკის გწამთ და ღმერთის არსებობაც უარყოფთ,ასე უფრო კომფორტულია,არა? სიკეთე იმდენად შეუმჩნეველია,ვისღა ანაღვლებს ან რაში გვჭირდება,მთავარი მაინც გამორჩენაა. თანაც,სიავეს ხალხი დიდ ხანს იმახსოვრებს,თითქმის სამუდამოდ,გამოდის,ბოროტება სიკეთეზე ძლიერი ყოფილა და ჩვენც ვისი მხარე უნდა დავიჭიროთ,თუ არა ძლიერის?! ერთ პატარა დეტალს შეგახსენებ მხოლოდ-ყველაფერს თავისი საფასური აქვს. ჩვენი ქმედებები კრედიტია-თუ ეშმაკს ვესესხებით,ისვე წაიღებს გასამრჯელოს,თუ ღმერთს ვეთხოვებით,როგორიც და სადაც არ უნდა იყოს ის,აუცილებლად მოგვიზღვევს სამაგიეროდ. "

გელოდები, ახალი, უცნაური არსებებით❤❤❤

შენ ხარ საოცარი გოგო!
უდაკვირვებულესი,ყველა დეტალს როგორ მიმოიხილავ,უბრალოდ მაოცებ!
ძალიან მომწონს იმის გააზრება,რომ ვიღაც ისეთივე ინტერესით და დაკვირვებით კითხულობს ჩემ ისტორიას,როგორც მე ვწერ.
რაც შეეხება მაგიურ არსებებს,გამოიცანი-საკმაოდ ბევრს ვკითხულობ მათზე,თუმცა ჩემი ფანტაზიით რაღაცებს ვუმატებ ან ვაკლებ,საერთო ჯამში იმისთვის,რომ იასმინი თავდაჯერებულად შეებრძოლოს ამ არსებებს,მე “მაგიური არსებების ფაკულტეტის” სტუდენტივით ვკითხულობ მათზე ინფორმაციას:დდდ (ერთხელ აკადემიური წერის ლეტქორმა გვითხრა,ათი გვერდი რომ დაწერო,ხუთასი უნდა წაიკითხოო და მართალი ყოფილა ეგ ოხერი;დდ)
დიდი მადლობა მარუსი,ყოველთვის აქ რომ ხარ,შენ არ იცი,რამდენს ნიშნავს ეს ჩემთვის.
გყვარობს ალისა ძლიერ♥️♥️♥️

სტუმარი ლეა
მომკლავ ერთ დღესაც, შე ეიჩბიოუზე უარესო უდროოდ ისტორიების გაწყვეტაში!
მართლა კი არა.
პ.ს. ხახვები გადავიკითხე ახლა და კიდე გავიფხრიწე. უთვინესი ხარ, ვამაყობ შენი თვინობით.


ეიჩ ბი ოუ რა მოსატანია,ქალი მთა და ქალი შუქურა აქ როცა ვარ:3 იმათმა გადაიღეს ჩემგან ეს ინტრიგნობა :დდდდ
აუ,ხახვები მომენატრა,ჩემი პირველი სიხარული:3
თვინ,შე უთვინესო,მეც ვამაყობ,რომ იცოდე♥️♥️♥️

 


№7  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

აუუუ როგორ მიყვაარს შენი ასეთი მსუყე თავები ნეტა იცოდე და როგორ ამთავრებ ხოლმე რომ მაინც მეშლება ნერვები კიდე რატო არ დაწერა თქო :დდდ♥️♥️♥️
აი ასეთი ღორი ვარ შენი დამსახურებიტ ვერა და ვერ ვძღები მეტი და მეტი მინდა და აუ როგორ მიყვარს ეს არაამქვეყნიური პერსონაჟები ♥️♥️
შენი ამ განსხვავებული წერის სტილზე ჰო ვგიჟდები და ვაფრენ არაერთხელ მითქვამს და კიდე უნდა ავღნიშნო რომ მიყვარს მე უკვე ეს ისტორია და სულ მოუთმენლად ველი რომ ისევ გავიდე ამქვეყნიურობიდან და ჩავიკარგო ასეთ გემრიელ მსუყე და საშინლად მაგარ პერსონაჟებთან ერთად და ჰო აღწერაზე აღარაფერს ვიტყვი საოცრად აღწერ დედამომიკვდეს ისე კარგად გადმოსცემ ყველაფერს რომართლა მოქმედებს შენი ისტორიები ჩემს ხასიათზე თან ძააან მაგრად!! ♥️♥️♥️ ამიტო მიღვარხარ მე შენ! და გელოდები მოუთმენლად!

 


№8 სტუმარი დავრდომილი დედამთილი

იცი რა არის...კარგად წერ, ძალიან კარგად...ლექსიკა , გრამატიკა, ფანტაზია მოკლედ ყველაფერი მშვენიერია და ყველაფერი გაქვს რომ შემდგარი მწერალი გერქვას...მაგრამ...მე პირადად ვერ ვკითხულობ დიდი ინტერესით, რადგან ცოტა ძაან ბავშვურობა დაკრავს შენს ყველა მოთხრობას. ალბათ, შენ მოგწონს ასე წერა, შენი სტილია და ასე შემდეგ, მაგრამ ძალიან მაინტერესებს შენი დაწერილი ისტორია უფრო ზრდასრულ და სერიოზულ თემებზე...მაინტერესებს როგორ დაწერ და ასე მგონია , კარგი უნდა გამოგივიდეს...წარმატებები და იმედია ამ ჩემს კომენტარს საწყენად არ მიიღებ.

 


№9  offline ახალბედა მწერალი Alice76

Margarethe Jose
მე სოფი პუტკუნა უფრო მომწონდა:დ
მოდი კიდევ ვაჭამოთ ქოქოსი და გავასუქოთ რაა
ყველა ფენტეზი საჭიროებს ერთ გაბუშტულ პერსონაჟს, არა?

შენი წერის სტილი ძალიან მომწონს. სულ აღვნიშნავ და კიდევ გეტყვი რამდენიმეჯერ, არ დამეზარება:დ
მაგრამ შედარებებს მიაქციე ყურადღება. ზოგიერთს ლოგიკურად ვერ აღვიქვამ, შეიძლება ჩემი ბრალია, არ ვიცი.:დ

იასმინის ხილვასთან დაკავშირებით, ფელიქსზე და მარიამზე რაღაც მოსაზრება მაქვს. ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ ვნახოთ.

ალის გაცნობა სასიამოვნო იყო (მეტნაკლებად:დ) მაინტერესებს შემდეგი ვინ/რა იქნება.

ამხელა თავების კითხვას აქ შეჩვეული არ ვარ და ცოტა მოკლე თავი რომ ყოფილიყო, ცოტა გრძელი კომენტარი დაიწერებოდა, გესმის? :დ
პ.ს.დომინუსი???
გელი❤❤

ვაღიარებ,პუტო სოფი მეც მომწონდა:დდ ვნახოთ,იქნებ ქოქოსებმა გვიშველოს:დ შედარებებში ზოგჯერ ნამდვილად არაადეკვატური ვარ,ყურადღებას მივაქცევ აუცილებლად♥️ დომინუსს ამ ისტორიამდე ვწერდი,მაგრამ დაწერილი თავები ძველ ტელეფონს გაჰყვა და ამან საბოლოოდ გამიქრო გაგრძელების სურვილი,არ ვიცი,ვერ გეტყვი ზუსტ დროს,როდის შევძლებ დამთავრებას( ძალიან კი მინდა.
თავები დიდი ზომის რომაა,ეს ცუდი არ მეგონა და იმედია მხოლოდ კომენტარების მოცულობაზე ახდენს გავლენას,თორემ ასე ყოველ დღე შემიძლია პატარა თავების ატვირთვას,უბრალოდ ვცდილობ,რაღაც კონკრეტული ამბავი დავამთავრო და ისე მოვიტანო მკითხველამდე.
დიდი მადლობა,რომ აქ ხარ და თანაც დადებითი ემოციებით მავსებ♥️

ტკბილიწიწაკა
აუუუ როგორ მიყვაარს შენი ასეთი მსუყე თავები ნეტა იცოდე და როგორ ამთავრებ ხოლმე რომ მაინც მეშლება ნერვები კიდე რატო არ დაწერა თქო :დდდ♥️♥️♥️
აი ასეთი ღორი ვარ შენი დამსახურებიტ ვერა და ვერ ვძღები მეტი და მეტი მინდა და აუ როგორ მიყვარს ეს არაამქვეყნიური პერსონაჟები ♥️♥️
შენი ამ განსხვავებული წერის სტილზე ჰო ვგიჟდები და ვაფრენ არაერთხელ მითქვამს და კიდე უნდა ავღნიშნო რომ მიყვარს მე უკვე ეს ისტორია და სულ მოუთმენლად ველი რომ ისევ გავიდე ამქვეყნიურობიდან და ჩავიკარგო ასეთ გემრიელ მსუყე და საშინლად მაგარ პერსონაჟებთან ერთად და ჰო აღწერაზე აღარაფერს ვიტყვი საოცრად აღწერ დედამომიკვდეს ისე კარგად გადმოსცემ ყველაფერს რომართლა მოქმედებს შენი ისტორიები ჩემს ხასიათზე თან ძააან მაგრად!! ♥️♥️♥️ ამიტო მიღვარხარ მე შენ! და გელოდები მოუთმენლად!


ტკბილი,ტკბილი,ძალიან ტკბილი ხარ შენ♥️
ძალიან მინდა,რომ დროს ვფლობდე და არ დაგაკლოთ ახალი თავები,მაგრამ ვერ გამომდის თან დაკვირვებით წერა და თან ძალიან სწრაფად( მაგრამ ვიცი,რომ გესმის.
უზომოდ მიხარია,რომ ჩემი ნაწერი ასეთ ემოციებს იწვევს შენში და უზომოდ მადლიერი ვარ♥️♥️

დავრდომილი დედამთილი
იცი რა არის...კარგად წერ, ძალიან კარგად...ლექსიკა , გრამატიკა, ფანტაზია მოკლედ ყველაფერი მშვენიერია და ყველაფერი გაქვს რომ შემდგარი მწერალი გერქვას...მაგრამ...მე პირადად ვერ ვკითხულობ დიდი ინტერესით, რადგან ცოტა ძაან ბავშვურობა დაკრავს შენს ყველა მოთხრობას. ალბათ, შენ მოგწონს ასე წერა, შენი სტილია და ასე შემდეგ, მაგრამ ძალიან მაინტერესებს შენი დაწერილი ისტორია უფრო ზრდასრულ და სერიოზულ თემებზე...მაინტერესებს როგორ დაწერ და ასე მგონია , კარგი უნდა გამოგივიდეს...წარმატებები და იმედია ამ ჩემს კომენტარს საწყენად არ მიიღებ.

ნიკზე ბევრი ვიცინე:დდდდ ძალიან მაგარია:დდ
დიდი მადლობა,მიხარია,რომ ამდენი დადებითი რამ აღნიშნე,რაც შეეხება შინაარსს,აქ არაფერი მეწყინება-აქამდეც უთქვამთ,რომ ჩემი მოთხრობები ბავშვურია და შესაბამისად,არასერიოზული. მე კი მიმაჩნია,რომ ეს ჟანრის მიმართ დამოკიდებულების ამბავია-როგორ შეიძლება,სერიოზულად მივიღოთ ვამპირები,ალები და დემონები,როდესაც ამდენ სერიოზულ თემაზე შეიძლება წერა. მესმის და ეს გემოვნების ამბავია,თუმცა არანაირად არაა სერიოზულობას მოკლებული. არ გამოვრიცხავ,რომ მომავალში სხვა რამ ვცადო,თუმცა ახლა არა. სულ ცოტათია გულდასაწყვეტი ის ამბავი,რომ ის შრომა,რასაც კონკრეტულად ამ ისტორიაში ვდებ,არასერიოზულად ფასდება,ვინაიდან გაცილებით მარტივია დაწერო სიყვარულზე,ღალატზე ან ნებისმიერ ადამიანურ გრძნობაზე,ვიდრე იმაზე,რაც დიდ ცოდნას მოითხოვს. ამისთვის ბევრს ვშრომობ და ჩემ დროს სწავლას ვუთმობ იმიტომ,რომ მკითხველმა სწორი ინფორმაცია მიიღოს ჩემი ნაწერიდან. ეს არაა ერთი “წამოვლით” დაწყებული და გაგრძელებული ისტორია,მასზე დიდი გულისყურით ვმუშაობ. მიხარია,რომ გინდა ჩემი შემოქმედება სხვა მხრიდანაც იხილო,მაგრამ გული მწყდება დამოკიდებულება,რომელიც ამ ჟანრის მიმართაა.
საბოლოო ჯამში კი მადლობა,ნამდვილად არ იყო ცუდი შეფასება♥️

 


№10 სტუმარი დავრდომილი დედამთილი

მოკლედ მაინც გამომივიდა შენი წყენინება...შრომის არ დაფასება და შემოქმედების არასერიოზულად შეფასება? არანაირად! პირიქით, რომ ვხედავ როგორ სერიოზულად ეკიდები წერას, არა ზერელედ და გასართობად , რამხელა ყურადღებას უთმობ დეტალებს, ხარვეზების გამოსწორებას და ა.შ....რამხელა შრომას დებ...მაგიტომ დაგიწერე, ის რაც დაგიწერე...იმიტომ, რომ გაქვს უფრო მეტის პოტენციალი...რაღაცები არასწორად გაიგე , მართლა და ეხლა ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს, რომ "არდაფასებულად" გაგრძნობინა თავი ჩემმა კომენტარმა...

სერიოზულ თემებში ირისის ხაზის მოთხრობები ვიგულისხმე , რომელიც ვფიქრობ რომ შენი ყველაზე "ღრმა" ნაშრომია და მთავარ თემად სიყვარული და სხვა ბანალურობები სულაც არ გაქვს აღებული.

 


№11  offline ახალბედა მწერალი Alice76

დავრდომილი დედამთილი
მოკლედ მაინც გამომივიდა შენი წყენინება...შრომის არ დაფასება და შემოქმედების არასერიოზულად შეფასება? არანაირად! პირიქით, რომ ვხედავ როგორ სერიოზულად ეკიდები წერას, არა ზერელედ და გასართობად , რამხელა ყურადღებას უთმობ დეტალებს, ხარვეზების გამოსწორებას და ა.შ....რამხელა შრომას დებ...მაგიტომ დაგიწერე, ის რაც დაგიწერე...იმიტომ, რომ გაქვს უფრო მეტის პოტენციალი...რაღაცები არასწორად გაიგე , მართლა და ეხლა ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს, რომ "არდაფასებულად" გაგრძნობინა თავი ჩემმა კომენტარმა...

სერიოზულ თემებში ირისის ხაზის მოთხრობები ვიგულისხმე , რომელიც ვფიქრობ რომ შენი ყველაზე "ღრმა" ნაშრომია და მთავარ თემად სიყვარული და სხვა ბანალურობები სულაც არ გაქვს აღებული.

არა,მართლა არ მიმიღია ცუდად,იმიტომ გავაკეთე ამხელა შესავალი:დ♥️
სიმართლე გითხრა,მეც გადავამლაშე,რადგანაც კონკრეტულად ხალხის ამ ჟანრთან მიმართებით დამოკიდებულებაზე გადავედი. ამგვარი მოთხრობები-მითოლოგია და მისტიკა უზომოდ მიყვარს და მსიამოვნებს ამაზე წერა,ამიტომაც ვეკიდები ასეთი ყურადღებით. თავი ცუდად არ იგრძნო,მხოლოდ ის მინდა ვთქვა,რომ ახლა ამგვარი რამ იწერება და რა თქმა უნდა,როგორც მწერალს(მთლად მწერალსაც ვერ ვუწოდებ საკურა თავს:დ) მინდა უფრო დავიხვეწო და ეს ყველფერი ეტაპობრივად მოხდება.
კიდევ ერთხელ მადლობა,შესაძლოა რაღაც ნაწილი ცუდად აღვიქვი,მაგრამ მთლიანობაში შენი შეფასება ძალიან სასიამოვნო იყო♥️

 


ალისა, უმაგრესი გოგო რომ ხარ ალბათ მითქვამს, მაგრამ კიდევ ვიტყვი და არ მომბეზრდება გამეორება!♡
ასე საინტერესოდ ვინმე წერდეს იშვიათია. მითუმეტეს ამ საიტზე.♡
უბრალოდ მაოცებ.
ყოველი შენი ისტორიის მერე ვფიქრობ რომ არ შეიძლება ამაზე მაგარი ამბავის წაკითხვა. არ შეიძლება ამაზე მაგარი პერსონაჟების ნახვა, მაგრამ მერე შენს ახალ ისტორიას წავიკითხავ და ისევ ასრ ვამბობ: აი, ამაზე კარგ ისტორიას ვერ წავიკითხავ. ;დ ძაან აბდაუბდად დავწერე მაგრამ იმედია მიხვდები ♡
იმედია კიარა მიხვდები ;დ
ძალიან მომწონს, აი ძალიან მომწონს.
იასმინი არის რაღაც საოცარი ქალი.
საერთოდაც ეს ტყის ალები, ჯადოქრები, რუნები და ასე შემდეგ ცოტა ძაან ჩემი სტიქიაა და ამ ისტორიას ისე სიამოვნებით ვკითხულობ ვერც კი წარმოიდგენ ^-^
სხვა რა შემიძლია ვთქვა?
ასე თუ გააგრძელებ ბოლოს მივიღებთ იდეალურად გამართულ ისტორიას.
სანამ ვნახავდი მესამე თავს, შეშფოთებული ვიყავი სად დაიკარგათქო მაგრამ იმხელა ნაწილით დაბრუნდი უცებ დამავიწყდა შეშფოთება. ;დ ♡
ვიცი რა ძნელიცაა დიდი ზომის ტექსტების წერა (თან როგორი ტექსტების *_*), რედაქტირება ასე რომ ვაფასებ შენს შრომას.
მინდა რომ მეტი დრო მქონდეს რათა რაც შეიძლება მეტი წავიკითხო, მაგრამ არააო ღმერთმა, სადაც არის და როგორც არის - შენ, მეიბილინ სულ "გადარბენაზე" უნდა იყოოო და პატარა სიამოვნება კი გამომიგზავნა შენი სახით რომ არ მივივიწყო კითხვა. ^-^
სასიამოვნოდ გაოცებულ მეიბილინს უყვარსს ალისა და აინტერესებს როდის უნდა ველოდოთ მეოთხე თავს.♡

 


№13  offline ახალბედა მწერალი Alice76

Maybillineსპაროლიდაავიწყდა
ალისა, უმაგრესი გოგო რომ ხარ ალბათ მითქვამს, მაგრამ კიდევ ვიტყვი და არ მომბეზრდება გამეორება!♡
ასე საინტერესოდ ვინმე წერდეს იშვიათია. მითუმეტეს ამ საიტზე.♡
უბრალოდ მაოცებ.
ყოველი შენი ისტორიის მერე ვფიქრობ რომ არ შეიძლება ამაზე მაგარი ამბავის წაკითხვა. არ შეიძლება ამაზე მაგარი პერსონაჟების ნახვა, მაგრამ მერე შენს ახალ ისტორიას წავიკითხავ და ისევ ასრ ვამბობ: აი, ამაზე კარგ ისტორიას ვერ წავიკითხავ. ;დ ძაან აბდაუბდად დავწერე მაგრამ იმედია მიხვდები ♡
იმედია კიარა მიხვდები ;დ
ძალიან მომწონს, აი ძალიან მომწონს.
იასმინი არის რაღაც საოცარი ქალი.
საერთოდაც ეს ტყის ალები, ჯადოქრები, რუნები და ასე შემდეგ ცოტა ძაან ჩემი სტიქიაა და ამ ისტორიას ისე სიამოვნებით ვკითხულობ ვერც კი წარმოიდგენ ^-^
სხვა რა შემიძლია ვთქვა?
ასე თუ გააგრძელებ ბოლოს მივიღებთ იდეალურად გამართულ ისტორიას.
სანამ ვნახავდი მესამე თავს, შეშფოთებული ვიყავი სად დაიკარგათქო მაგრამ იმხელა ნაწილით დაბრუნდი უცებ დამავიწყდა შეშფოთება. ;დ ♡
ვიცი რა ძნელიცაა დიდი ზომის ტექსტების წერა (თან როგორი ტექსტების *_*), რედაქტირება ასე რომ ვაფასებ შენს შრომას.
მინდა რომ მეტი დრო მქონდეს რათა რაც შეიძლება მეტი წავიკითხო, მაგრამ არააო ღმერთმა, სადაც არის და როგორც არის - შენ, მეიბილინ სულ "გადარბენაზე" უნდა იყოოო და პატარა სიამოვნება კი გამომიგზავნა შენი სახით რომ არ მივივიწყო კითხვა. ^-^
სასიამოვნოდ გაოცებულ მეიბილინს უყვარსს ალისა და აინტერესებს როდის უნდა ველოდოთ მეოთხე თავს.♡

შენ რომ მახარებ და მაბედნიერებ,მასე ცოტას გამოსდის <3 ძაალიან ცოტას♥️ არ ვიცი,რანაირიად არჩევ ასე სიტყვებს, რომ ადამიანს პირდაპირ გულში არტყავ.
სწორად აღნიშნე,რომ რთულია ამგვარი ტექსტის წერა,მით უმეტეს,რომ ეს ჩემი ერთადერთი საქმე არაა( ფაქტობრივად,მთელ ჩემ თავისუფალ დროს ამას ვუთმობ და ამიტომაა,რომ მიგვიანდება ახალი თავები.(რადგან ეგ დრო ბევრი არ მაქვს:დდ). სამაგიეროდ,მიხარია,რომ ხედავთ და აფასებთ ამას,არ ბუზღუნებთ დაგვიანებაზე,ჩემი ჯილდოები ხართ რა♥️♥️♥️
ახალი თავი დაახლოებით ორ დღეში იქნება♥️♥️♥️

 


№14 სტუმარი ნზნზ

როდიიის დადებ

 


№15  offline ახალბედა მწერალი Alice76

ნზნზ
როდიიის დადებ

ბოდიში დაგვიანებისთვის(
დღეს და ხვალ არ ელოდოთ,რედაქტირებისთვისაც კი ვერ მოვიცალე. მაგრამ ზეგ აუცილებლად იქნება.

 


Alice76
ნზნზ
როდიიის დადებ

ბოდიში დაგვიანებისთვის(
დღეს და ხვალ არ ელოდოთ,რედაქტირებისთვისაც კი ვერ მოვიცალე. მაგრამ ზეგ აუცილებლად იქნება.

ანუ დღეეეს ხო? :დ ♡

 


№17 სტუმარი სტუმარი ანა

დღეს ველოდოთ?!

 


№18  offline ახალბედა მწერალი Alice76

ძაან ცხვირ-პირ შერცხვენილი ვარ,მაგრამ არ ველოდებოდი,ისე გამომიძახეს სამსახურში(( დღეს ვერ მოვასწრებ,პატიებას ვითხოვ( როდის იქნება-არ ვიცი,უფრო სწორად ვიცი,მალე,მარამ ზუსტ თარიღს აღარ ვიტყვი,ასე რომ აღარ შევრცხვე:((

 


№19 სტუმარი ცჰ ჯ

არც დღეს???:'(

 


№20  offline ახალბედა მწერალი Alice76

ცჰ ჯ
არც დღეს???:'(

ხვალ უსიკვდილოდ დავდებ♥️

 


№21 სტუმარი კატ

აუუუუუ რომელზე დადეებ

 


№22  offline ახალბედა მწერალი Alice76

კატ
აუუუუუ რომელზე დადეებ

დავდე ახლახანს♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent