შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გიჟური არდადეგები (სრულად)


13-08-2019, 02:31
ავტორი ფ ე ფ ო
ნანახია 6 349

გიჟური არდადეგები (სრულად)

გიჟური გიჟური არდადეგები
ოპაა... როგორც იქნა მაღირსეს თითქმის ერთ თვიანი შვებულება და ჩემს სიხარულს საზღვრები აღარ ჰქონდა, საწოლიდან დილის ექვს საათზე წამოვფრინდი ტოროლასავით და კიბეებზე სულ "Bamboleio"-ს ცეკვა-ცეკვით ჩავედი. მხარზე მოგდებული ზურგჩანთა შევისწორე და სადარბაზოდან გასული გამოცდილი ბალერინასავით ერთიც დავბზრიალდი, ხელები ფართოდ გავშალე და ისღა მაკლდა ახალ დაბადებული ბოჩოლასავით კუნტრუშიც დამეწყო, მაგრამ მომერიდა ფანჯარაში გასაშრობი სარეცხივით გამოფენილი ნათელასი. ნათელა კორპუსის კოლორიტია.
-მოგიყვეთ? მერე იყოს. ნათელას მრავალმხრივ ნიჭიერებაზე საუბარი შორს წაგვიყვანს და შესაძლოა სამარშუტო ტაქსთან მისვლა დავაგვიანოთ.
მოკლედ, მე ელენე ვარ. დედას რომ ჰკითხოთ - “დედიკოს ელეონორა”. ამაზე ყოველთვის ვხალისობ და ბავშვობიდან პრეტენზიები მაქვს - რატომ მაინცდამაინც ელეონორა, მეზობლისთვის ხომ არ მაჩენდნენ?! მაგრამ შევეჩვიე (თავს ზემოთ გზა არ არის, თუ არა...). გზა გადავჭერი, ყურსასმენში მუსიკა ჩავრთე და საყავრელი მუსიკის ჰანგებს აყოლილმა ხელი ღიმილით დავუქნიე დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად სასურველ ნომერ სამარშუტო ტაქსს. იმის წარმოდგენაზე, წინ რა სიგიჟეები მელოდება ვენებში სისხლი თავისით მიდუღს და ღიმილს ვეღარ ვიმორჩილებ. მიყვარს ჩემი სოფელი, ზედმეტადაც კი. მოკლედ სამსახურში ერთადერთი "სოფლელი" მე ვარ, დანარჩენების ბაბუები თურმე ხოხობს ჩემოჰყვნენ დედაქალაქსა შინა და მას შემდეგ მრავლდებიან და მრავლდებიან. არა, სამსახურის მდებარეობის ტერიტორიაც ხელს უწყობს - „ვეიქია“ ძმაო!“ - და ხანდახან მე, ჩვეულებრივ მოკვდავს სურვილი მაქვს გავიდე და უბრალიდ თავი ჩამოვიკიდო.
-სად შემიძლიაა?!
ტემპიანი მუსიკის ჯაგა-ჯუგი და აი, ისანში ვარ უკვე.
ისანი პატარა ქალაქია ქალაქში. მარშუტიდან ფეხი არ გაქვს ჩამოდგმული და კარში გხვდებიან:
-აბა, ლაგოდეხი! ორი კაციც და გავდივართ.
-არ მინდა, გენაცვალე. მადლობა!
-წნორი!
-სიღნაღში მივდივარ, სიღნაღში. -ცხვირზე დაკოსებული სათვალიდან "ვალივერებ" სიტუაციას და ღიპიანი კახელი ბიძიაც მნებდება, მაგრამ წასვლას არ აპირებს.
-აი, წნორი გადის, გოგოვ, „ჩერეზ“ სიღნაღით და ერთი მგზავრი აკლია.
მინდა გავბრაზდე, მაგრამ შემიძლიაა?!
-არა, ძია, "ჟმოტი" ვარ და „მარშუტკით“ მივდივარ. -ფართოდ ვუღიმი და ვცდილობ მე გავეცალო, სანამ კიდევ ახალი გამოსავალი გამომიძებნა.
მოკლედ ვინც არ იცით შეგიძლიათ ფეხდაფეხ გამომყვეთ, დღეს მე ვიქნები თქვენი გიდი სიღნაღამდე.
დედაქალაქიდან სიღნაღამდე 110 კმ-ია ანუ ორი საათის გზა (გააჩნია ტრანსპორტს და გადაადგილების სიჩქარეს), ხოლო თვით სიყვარულის ქალაქიდან ჩემს სოფლამდე 17კმ -ია. გზადაგზა შემიძლია მოგიყვეთ სიღნაღის ისტორია. ღმერთო როგორი ამაყი ვარ - გავიზარდე ათი სანტიმეტრით. დაძრული მარშუტი და სავარძელში კომფორტულად მოკლათებული ვათვალიერებდი პეიზაჟებს, ერთმანეთს რომ ენაცვლება. კახეთის გზატკეცილი, ლილო და სულ სხვანაირად ვიწყებ სუნთქვას. თითქოს მეორე სუნთქვა გეხსნება, გული საშინლად მიფართხალებს და ბედნიერებისგან ვიბერები.
ორსაათიანი მგაზვროვის შემდეგ, როგორც იქნა ვუახლოვდები ჩემს სოფელს. ზემო მაჩხაანიც გავიარეთ და, აი, ჩემი ბავშვობის ტკბილი მოგონებაც - ქვემო მაჩხაანი, რომელიც მდებარეობს გომბორის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ დაბოლოებაზე და რომელიც მე-19 საუკუნეში წარმოადგენდა ქიზიყის კულტურულ-ეკონომიკურ ცენტრს. ოთხივე მხრიდან მაღალი გორაკებით შემოსაზღვრული ულამაზესი სოფელი თავისი ისტორიული ღირსშესანიშნავობებით. სოფლის ცენტრშია საბჭოთა კავშირის გმირის ფორე მოსულიშვილის სახლმუზეუმი და ფორეს წყარო, შემდეგ შევდივართ სოფელში. სოფლის განთქმული საჯარო ბიბლიოთეკა (ბავშვობაში ბიბლიოთეკარს მაგრად ვაწვალებდი, სახლიდან გამომყავდა ერთთავად დაკეტილი ბიბლიოთეკის გასაღებად), ძველი საბჭოს შენობა, უნივერმაღის ვეებერთელა შენობა, მის უკან ეგრედ წოდებული კლინიკა და სკოლა, რომელიც ადრე ტექნიკუმი ყოფილა და შემდეგ საჯარო სკოლად გადაკეთებულა. და რაც მთავარია, სოფლის სიამაყე - მაჩხაანის თეატრი, რომელიც დღესაც მოქმედია. თეატრის წინ მაღალი ნაძვნარით დაჩრდილული ბაღია, რომელიც ერთ დროს თავს იწონებდა უზარმაზარი შადრევნით, გზის გადაღმა კი სოფელში განთქმული წყარო "ნარზანი" (არ ვიცი სახელის ისტორია, ჩემდა სამწუხაროდ).
მარშუტმა სოფლის შუამდე მიმიყვანა და რამდენიმე წუთის გაჩერების შემდეგ უკან გამოვბრუნდით. სოფელში არ ჩამოვსულვარ, რადგან ჩემები ყველა ზაფხულს სოფლის დაბაში, მეტად უცნაური სახელის მქონე დასახლებაში ჩადიოდნენ საზაფხულო სახლებში და იქ რჩებოდნენ რთვლებამდე ვენახების და სახნავ-სათესი მიწების გამო. შემდეგ სერთოდ გადასახლდნენ და ბოლო წლები უკვე კვირაში ერთხელ თუ ამოლენ, ისიც სახლის უყურადღებოდ მიტოვება არ სურთ. სოფლის ნახევარზე მეტს წინ და უკან სიარული მოსწყინდათ და საბოლოოდ იქ დასახლდნენ. ასე რომ, ადრე თუ ქვემო მაჩხაანის დაბა "ყარღაჯი" სულ ოცი კომლისგან შედგებოდა ნელ-ნელა გაივსო და აფუსფუსდა (ეს უკანასკნელი არასდროს აკლდა).
სამარშუტო ტაქსში დაახლოებით ხუთი ადამიანი დავრჩით, მძღოლმა ისე გადაგვთვალა თითქოს ეშინოდა არსად დავკარგულიყავით და ადგილიდან დავიძარით. სოფლიდან გასულმა თავქვე დაუხვია და სიჩქარეს უმატა.
მეზობელი სოფლების გვერდის აქცევით ჩავედით ვენეხების მიმართულებით და აი, სილამაზე და სამოთხისეული სურნელი თუ გინდა, საკუთარი ცხვირით უნდა შეიგრძნო ეს არაჩვეულებრივი სუნი, საკუთარი თვალით უნდა ნახო აქაური ხეხილის ბაღები, ხელისგულივით გადაშლილი ალაზნის ველი, ვენეხები, გადამწვანებული მოსავალი და უკვე სიყვითლეში გადასული ხორბლის ყანები, ტოტებდაზნექილი ვაშლის ხეები, სუსტ ნიავზე აბიბინებული კახეთის მშვენება - ვაზი და გზა, რომელსაც ნელ-ნელა სახლამდე მივყავდი. თვალს ვერ ვწყვეტდი ენით აღუწერელ სილამაზეს და ვცდილობდი გონებაში კარგად ჩამებეჭდა თითოეული დეტალი, მოჩითული ხალიჩასავით ათასფრად აბიბინებული ველები, ტყის მასივი, დაბლა ალაზნის ხედები, გზის ორივე მხარეს ჯარისკაცებივით ჩარიგებული ბებერი კაკლები.
სოფელი ადრე თუ უბრალოდ დაბა გახლდათ და აქა-იქ საზაფხულო ერთოთახიანი სახლები იწონებდნენ თავს, დროთა განმავლობაში შეიცვალა. ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან გადმოსახლდა შრომის მოყვარული ხალხი, გაივსო და ერთოთახიანი ოდები გემოვნებით ნაშენმა სახლებმა ჩაანაცვლა. მოსახლობის რაოდენობაც გაიზარდა და მანამდე საღამოობით ორღობეებში მოხუცი ხალხით დახუნძლულ სკამებს ახალგაზრდებიც შეემატნენ - რძლები, სიძეები, მათი შვილები და აჟრიამულებული უბნები. ცენტრალურ გზაზე მწვანე მაღაზიაა. ნუ, ერთ დროს მწვანე იყო, თორემ დღეს აღარც მწვანეა და აღარც მაღაზია. თუმცა სახელი მაინც შერჩა და დღემდე მოჰყვება. მაღაზიის წინ დიდი სოფლის ბირჟაა მოცლილი სოფლის მაცხოვრებლებით და ლუდის მოყვარული ახალგაზრდებით სავსე, დღე და ღამ რომ ისმის მათი ჟრიამული და ცივი ლუდით იგრილებენ ზაფხულის ხვატით ადუღებულ სხეულს.
მძღოლმა სამარშრუტო ტაქსი სოფელში განთქმულ მწვანე მაღაზიასთან გამიჩერა. ფული გავადვუხადე და მარშუტიდან ჩამოსულმა დედულეთის ჰაერი ხარბად ჩავისუნთქე. ბედნიერებისგან ისეთი აჟიტირებული ვიყავი, კანში ვეღარ ვეტეოდი და ვენებში ისეთი სიჩქარით მიშხუოდა სისხლი, სხეულს ძლივს ვიმორჩილებდი სიხარულისგან ტაშ-ფანდური რომ არ გამემართა. ზემოთხსენებულ მწვანე მაღაზიასთან, როგორც ყოველთვის ახლაც თავი მოეყარათ სოფლის უხუცეს წარმომადგენლებს. ჯოხზე ჩამოეყრდნო ორივე ხელი შალვა პაპას, მის გვერდით თედოს გამოეშალა მოკლე ფეხები, კოტიტა თითები კი საამაყო ღიპზე დაეკრიფა და გაფაციცებით უსმენდნენ ახალგაზრდების ცხარე კამათს, რომელიც ცოტახნით შეწყდა, რამდენიმე წყვილმა თვალმა ჩემზე გადამოინაცვლა და ისე მაკვირდებოდნენ, როგორც უცხო პლანეტელს. გზის გადაღმა დიდი მანქანა გაეჩერებინა წელს ზემოთ შიშველ მძღოლს, წინ გადახრილი საბურავებს უკირკიტებდა. ძარაზე მოთავსებული რამდენიმე ტონიანი წყლის "ცისტერნიდან" სავარაუდოდ დაზიანებული მილის გამო წყალი გადმოდიოდა და ცენტრალურ გზაზე გუბეებს აყენებდა. ღიმილით ვათვალიერებდი ამ ყველაფერს და ის იყო ორღობისკენ შებრუნებას და სახლამდე ფეხით ასვლას ვაპირებდი, ღიმილი სახიდან რომ ჩამომერეცხა. დიდი სიჩქარით მომავალმა ვეებერთელა ჯიპმა, რომელსაც სვლა არც კი შეუნელებია, გიჟივით გაიარა ასფალტზე გაჩენილ გუბეში და დამტოვა გაღიმებული. საბურავების დახმარებით გუბიდან ამოშხეფებულმა წყლის ჭავლმა თავიდან ფეხებამდე დამასველა.
-ნაბიჭ*ვაროო! - თავი ვეღარ შევიკავე და ამომხეთქა. შენც არ მომიკვდე მანქანა ისე მოეფარა თვალს მისი მძღოლი დიდად არც შეუწუხებია სინდისს. შალვა პაპამ შეიცხადა, ახალგაზრდებიდან ერთი ორმა კი ჩაიფხუკუნა, მაგრამ სავარაუდოდ ჩემი გამომეტყველების შემხედვარემ მალევე დააჭირა ენას კბილი. ჩანთა მხარზე შევისწორე და ზურგი დემონსტრაციულად ვაქციე უსაქმურთა ხროვას.
სიურპრიზი, რომელიც ჩაფიქრებული მქონდა ნამდვილად გამომივიდა. ისე ჩამოვედი კაციშვილი არ გამიფრთხილებია და ახლა შემიძლია აღგიწეროთ ცისფერი ჭიშკრის შეხსნის შემდეგ მასპინძლების სახეები: ეზოში მობენალმა კავკასიურმა ნაგაზმა დაუპატიჟებლად გამოცხადებული სტუმრის დანახვაზე ჩემკენ გამოიწია, მაგრამ მოახლოებულმა მიცნო, კუდის ქიცინით შემომყეფა გახარებულმა და იმდენი მოახერხა, სახლის მეორე სართულის აივანზე შეკრებილთა ყურადღებაც მიიქცია. ახლა კი სახეები (შეგიძლიათ გაიცინოთ): გაოგნებული ბიძაჩემი ბატონი გაგო, ხელში გაშეშებული აშკარად ცივი ლუდის ბოკლით რადგან ბოკალი დაირთქლილიყო და აქა-იქ წვეთებიც ჰქონდა, დაღებული პირი და გაოცებული თვალები. არანაკლებ გაოცებული პაპა ალექსა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მას ხელში ლუდის კათხა არ ეჭირა, სამაგიეროდ ეჭირა დიდი პურის საჭრელი დანა, ოღონდ რისთვის ვერ მივხვდიი.
-ამის დედაც. -ხმამაღალა შეიკურთხა გაგომ და ბოლოს და ბოლოს მეც გავშალე ხელები.
-აიტ, არ მელოდით?! -ვიყვირე ბოლო ხმაზე და გამოქანებულ გაგოს ისე შევახტი მეგონა გავუვარდებოდი ხელიდან, მაგრამ გადავრჩით მეც და ისიც.
-რატომ არ თქვი, ტო?! - კარგად ჩამკოცნა და როცა ფეხებით მიწა ისევ შევიგრძწნი გაოცებულმა შეათვალიერა ჩემი სველი ტანისამოსი. -რა გჭირს გოგო, ტივით ჩამოხვედიი?!
-მიმიშვი ერთი, შენი ჭირიმე. -ალექსა ეზოში ჩამოსულიყო. ხელის კვრით გასწია გაგო და ახლა თავად ჩამეხუტა.
-რა სველი ხარ, გოგო, სად წვიმდა, პაპი? - ჩანთა ჩამომართვა და ყურებამდე გაღიმებულ გაგოს მიაჩეჩა, თავად კი მხარზე მომხვია ხელი და სახლისკენ წამიძღვა. -ვფიქრობდით როგორ არ დაგვირეკაო, საღამომდე მოვიცადოთ და ჩვენ დავურეკოთო. თავში უკვე ვალაგებდი შენს გასალანძღ ტექსტს, შე მამაძაღლო. -თავზე გადამისვა ხელი პაპამ და კიდევ ერთხელ მაკოცა. -რატომ ხარ სველი?
- “მარშუტკიდან“ ჩამოვედი და ვიღაც ცხოველმა ისე გიჟივით გაიარა გუბეში. დაწვა ნახევარი სოფელი სიცილით
უკვე აივანზე ვიყავით ასული, სადაც ალექსას ძმაკაცი "შლაქსა გივი" აკანტურებდა თავს ასკილივით და ისე მიყურებდა გაუჭირდა ჩემი ცნობა. სასმელი გვარიანად მოჰკიდებოდა და მარტივად რომ აღგიწეროთ, უკვე ტანკში იჯდა. ეკონომიურად მომიკითხა და რამდენიმეჯერ გადაბმით დააცემინა რაც მის სახლში წასვლას ნიშნავდა, თუმცა მოასწრო წასვლამდე ეზოს თვალიერებაში გართულს ისე მისაყვედირა, სულ დაივიწყე შენებიო, თავი რაღაც მომენტში დამნაშავედ ვიგრძენი. ალექსას დაუბარა ხვალ დილას დაგირეკავ ხუთ საათზეო და სახლის გავლით უკანა ეზოში გასული სავარაუდოდ ეზოს უკანა კარიდან გავიდა სადაც დარწმუნებული ვარ თავისი ტრანსპირტი მორჩილად ელოდა და პატრონის გამოჩენამდე ღობის ზირში ამოსულ ბალახს ჭამდა. მონატრებული ვათვალიერებდა მოვლილ კარ-მიდამოს. გვერდითა მიზობლის ღობის ჩაყოლებაზე დარგული კაკლის ხეები უკვე კარგად გაზდილიყო, წინ ბროწეულის ხეები იწონებდა თავს, ახალი ჩაყრილი ხეხილი კი მზრუნველი პატრონის ხელში თავს ამაყად იწონებდა. უკანა ეზოში იყო სათავსოები, სულ ბოლოში კი მავთულის ღობით გადაკეტილ ნაწილში პატარა ბოსტანი და ბოსტნის გვერდით ცხოველების სადგომი. გაბადრული ხარბად ვათვალიერებდი ყველაფერს და ღრმად ვიუნთქავდი სუფთა ჰაერს, ჩემი მზერა კარის მეზობლის ეზოზე რომ გაშეშდა - მოხუცი ნინას ეზოში ის ჯიპი იყო გაჩერებული, ძუნგლიან წყალში რომ მაბანავა. ერთ დროს ნინას მიტოვებული კარ-მიდამო იმდენად შეცვლილიყო, თვალების დახამხამება დამჭირდა, რომ მივმხვდარიყავი ჩემი სახლის მარჯვენა მხარეს ვიყურებოდი თუ მარცხენა.
-რაიყო, რანაირად დადიან ეგ კარგძაღლები?! -შეწუხდა ალექსა, რომელსაც ძმაკაცი გაეცილებინა და ისევ აივანზე დაბრუნებულიყო. გაგოც დაგვწეოდა, რომელიც მოაჯირთან იდგა და ზუსტად ნინას ეზოში იყურებოდა და ვიღაცას ელაპარაკებოდა:
-იყავი? -ზედმეტად შინაურულად გადასძახა მეზობელს, რომლის დანახვაც არ გამჭირვებია. წელს ზემოთ შიშველი სახლის წინ ჩაცუცქულიყო უზარმაზარ ნაგაზთან და თავზე ეფერებოდა.
-ჰო, გავიარე. დიდი ვერაფერია, დროის კარგვაა ჩემი აზრი თუ გაინტერესებს. მაგრამ შენც გადადი და ნახე. თუ გინდა საღამოს გადავიდეთ.
-ვნახოთ. -ხელი აუწია გაგომ და ჩემსკენ შემოტრიალდა. -წადი გამოიცვალე, გაწუწულ ქათამს ჰგავხარ და მერე მოდი, მომიყევი რა ხდება დიდ ქალაქში. -დამცინა
-ნინას სახლში ვინ ცხოვრობს? -ადგილიდან ფეხი არ დამიძრავს. კაცს ვაკვირდებიდი, რომელიც დაახლოებით ოცდათხუთმეტიოდე წლის იქნებოდა, შავი თმით და წვერით. ძაღლისთვის თავი მიენებებინა და წელში გასწორებული ტელეფონზე ლაპარაკობდა. შავი სპორტული შორტი ეცვა, ზურგით იდგა ჩვენსკენ და სახეზე ვერ ვხედავდი.
-გაიყიდა. აი, რას ნიშნავს ბიძიკო, სოფელი რომ აღარ გინდა. -მხრები აიჩეჩა გაგომ.
-და აქ რა ვქნა? ბოსტანში პომიდვრები მოვიყვანო და ალექსას ქათმების გაზრდაში დავეხმარო?
-აი, ჭკვიანი გოგო. -გაიცინა ალექსამ. -აბა, პაპი, ეს რომ მყავს აქ, რას აკეთებს? დილას რომ სიგარეტის საყიდლად გადის, ორი დღე არ შემოდის სახლში. ბიჭო, თუ ეგრე ძაან გინდა ვეუბნები მოიყვანე, შვილო, ის ქალი და აღარ მოგიწევს წინ და უკან სირბილითქო, მაგრამ აპა?!
-ჰაჰა -ავკაკანდი -ქეთოსთან ისევ დაძვრები?!
-დაძვრება კი არა, იმნაირი რემონტი გაუკეთა, ბუდეს იწყობს. -ახარხარდა ალექსა.
-შენ გირჩევნია გამოიცვალო -წარბები შეკრა ბიძაჩემმა.
-რატო, დღეს ფართი გვაქვს? მე, შენ, ახალი მეზობელი კაცი შორტებში, თამაზა, შლაქსა გივი-არც ალექსას ძმაკაცი გამომრჩენია -რძალი ქეთო და ბავშვები.
რაღა გამაჩუმებდაა, ავხარხარდი გულიანად. მოვასწარი და შევვარდი ოთახში, რადგან ისე წარბშეკრული მიყურებდა გაგო ცოტაც და რაღაც მომხვდებოდა თავში.
-პატიკო და მუსიკანტი ნოდარა გამოგრჩაა. -ზურგიდან ჩამესმა ალექსას ხმა, რომელიც ფხუკუნებდა. მაინც ვერ იმეტებდა შვილს მთლად დასაცინად.
მოკლედ ჩემი სოფლის შესახებ მოგიყევით, ახლა გეტყვით ვინ ცხოვრობს სახლში, რომელიც თითქმის ნახევარ ჰექტარ ეზოშია წამოჭიმული ამაყად და ხუმრობით მე და გაგო "ალექსას რანჩოს" ვეძახით. აქ ცხოვრობს ორად ორი კაცი. გაგო, დედაჩემის ძმა, ნაადრევად დაქვრივებული და ჩემი გამზრდელი ბიძა. და პაპა, მარადმწვანე დასანიშნი ბიჭი - ალექსა. ბებოს გარდაცვალების შემდეგ ცალად დარჩენილი, ფრთამოტეხილ ფრინველს ჰგავს. არ იმჩნევს, მაგრამ ბებოს ამ ქვეყნიდან წასვლამ თან გაიყოლა მისი გულიც და დღეს, მიუხედავად ყველაფრისა, არის მომენტები, როდესაც ფიქრებში ჩაძირული ხშირად ზის მარტოდ მარტო და სავარაუდოდ წარსულ დღეებს იხსენებს. დედაჩემის უცხოეთში წასვლის შემდეგ ბატონმა გაგომ მიატოვა დედაქალაქი და სამსახური, ფესვებს დაუბრუნდა და თითქმის მეხუთე წელია ალექსას გვერდიში მყარად მდგარი მასთან იზიარებს ჭირსაც და ლხინსაც. ჩემი ოთახი, როგორც ყოველთვის, მოწესრიგებული დამხვდა, ყველაფერი ისე იყო როგორც დავტოვე. ფანჯარა გამოვაღე და უკანა ეზოს მოვავლე თვალი, ჩანთა კი საწოლზე მივაგდე და ნახევრად ტანზე შემშრალ სველ ტანისამოს დავხედე. ჯანდაბა, ამას რომ არ შევარჩენდი ახალ გამომცხვარ მეზობელს, ეგ დანამდვილებით ვიცოდი მაგრამ ახლა რამეზე ფიქრის არც თავი მქონდა და არც ნერვები, მგზავრობისგან საშინლად დაღლილი ვიყავი და პირველი რის გაკეთებასაც ვაპირებდი სასწრაფოდ შხაპი უნდა მიმეღო, ტანისამოსი გამომეცვალა და მერე მეჭამა რამე, რადგან ისედაც, თუ ალექსას დავუჯერებდით, ლანდი გამდიოდა და შიმშილისგან კუჭი უკვე აქციას მიწყობდა.
აბაზანიდან გამოსულმა მსუბუქად ვივახშმე. ერთადერთი რაც მიშველიდა ძალების აღსადგენად, ძილი იყო. საწოლი თავისკენ მიხმობდა, მაგრამ ცოტახანს ალექსასთან საუბარი გადავწყვიტე. მონატრებულს ძლიერად ჩავეხუტე და ჭაღარა თმა დავუკოცნე. როგორც ყოველთვის, ამ საღამოსაც დარწმუნებული ვიყავი ყველა გზააბნეული აქ შეიყრიდა თავს ამიტომ დრო ვიხელთე და სარწეველა სავარძელში ჩასკუპებუმლა გარემოთი ტკბიბა დავიწყე. გაგო ჩვენი დღის გმირ მეზობელთან ერთად სადღაც წასულიყო. დიდად არც მქონდა თავი მისი ასავალ დასავალის გამოსაკითხად.
-მეგონა ზღვაზე წახვიდოდი. -საუბარი პაპამ დაიწყო.
-ჰო, ვაპირებდი. მაკომ გითხრა, ხო? მაგრამ ხომ იცი, მზე და წყალი… აუ, ცურვა მე არ ვიცი და ჭყუმპალაობა თუ მინდა ვანაშიც კარგად ვიჭყუმპალავებ. -გავიკრიჭე.
-ხვალ ავიდეთ საფლავზე. -ხილის ვაზიდან ერთი ატამი აიღო ალექსამ და გათლა დაიწყო, შემდეგ დაჭრა, თეფშზე დამიწყო და წინ მომიცურა. ჩემი საყვარელი პაპა! ერთი ნაჭერი გემრიელად ჩავკბიჩე და ნეტარებისგან ცოტა დამაკლდა კრუტუნი არ დამეწყო.
-ნინამ სახლი როდის გაყიდა? -თავით მეზობლის სხლზე ვანიშნე.
ნინა ქვრივი ქალი იყო, რომელზეც საშინელი ლეგენდები დადიოდა და ამიტომაც ბავშვობიდან გავურბოდი მაგ ქალს. ამბობდნენ, თითქოს რაღაც წარმართულ რიტუალებს ატარებდა თავის სახლის უკანა ოთახში, რომელშიც ერთხელ სტუმრადაც ვიყავი. ზედმეტმა ცნობისმოყვარეობამ მძლია, მიუხედავად იმისა, რომ მეშინოდა ნინას სახლში მაინც შევიპარე. ორსართულიანი თეთრი სახლი გახლდათ ნინას საკუთრება, ფანჯრებზე რკინის დარაბებით, დიდი აივანი და ულამაზესი ეზო ჰქონდა, რატომღაც, გადამწვანებული ყურძნის ხეივნით დაფარულ ეზოში ჰამაკიც ეკიდა ქალბატონ ჯადოქარს, ეზოს კი მაღალი, თუნუქის ღობე ჰქონდა, რომელიც მეტრანახევრიან ბეტონის გალავანზე ოსტატურად იყო დაყენებული. თავად ნინა მაღალი, გამხდარი, ჭაღარა ქალი იყო. ერთი შეხედვით ჯადოქრებზე ყველანაირ წარმოდგენას დაგიკარგავდა, მაგრამ "ლეგენდა ხომ მკვლელია". მეც შერყეული ფსიქიკით ერთ საღამოს მისი სახლის ეზოში ღობესთან მდაგრი დიდი კაკლის ხიდან გადავძვერი. წელში მოხრილმა გავირბინე ეზო და ზუსტად იმ რიტუალების ოთახის ფანჯარასთან აღმოვჩნდი, რომელსაც გარედან მწერებისგან დამცავი ბადე ჰქონდა აკრული. ჭიკარტებით დამაგრებული ბადე ოსტატურად ავაძრე ხის ჩარჩოდან და ბადის ქვეშ გამძვრალი პირდაპირ ოთახში გადავძვერი. ინტერესით ვათვალიერებდი ჩაბნელებულ ოთახს, რომელიც საკუჭნაოს უფრო ჰგავდა, ვიდრე რიტუალების ოთახს. ჩემი წარმოდგენით ჭერზე დაკიდებული ქათმის ბუმბულები, ფეხები და ათასი ზიზილ-პიპილა არსად იყო, კუთხეში ზინგერის საკერავი მანქანა იდგა, პატარა წიგნების თარო, ათასი საყოფაცხოვრებო ხარა ხურა და ის იყო ხელი ჩავიქნიე და უკან გადმოძვრომას ვაპირებდი, ფანჯარასთან მდგარმა საწოლმა რომ მიიქცია ჩემი ყურადღება, რომელსაც უცნაური ფორმა ჰქონდა. ყვავილებიანი გადასაფარებელი გადაეფარებინათ, თავთან კი ღვინის ჭიქაში ნახევრამდე ჩაყრილი ხირბალი და შიგ ჩარჭობილი ნახევრად ჩამწვარი თაფლის სანთლები იყო. ჭიქაზე მიეყუდებინათ შავ-თეთრი სურათი. რუსის ჯარის ნამგალი და ურის გამოსახულებიანი, ღილებით კისრამდე შეკრული კიტელი ეცვა ულვაშებიან კაცს, რომელიც ხშირი, ერთი წარბიდან (გადაბმულიწარბები) დაბღვერილი მიყურებდა ნინას საკუთრებაში დაუკითხავად შეპარულ ლაწირაკს. მეც შევუბღვირე ბრაზიან კახელს და საწოლს გადასაფარებელი გადავაძრე, სადაც მამაკაცის ტანსაცმელი ეწყო და ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა თითქოს მიცვალებული ესვენა სახეზე სუდარით. იქიდან გამოქცეულს მთელი ორი კვირა კოშმარები მაწუხებდა ბებიაჩემმა ლამის მკითხავთან წამიყვანა გათვალულია ბავშვიო. ესეც ნინას ჯადოქრობა, რომელიც ამოვხსენი, მაგრამ ზედმეტად კი შემირყია ფსიქიკა.
-სახლი გაარემონტა? -ფიქრებიდან გამოვრკვიე და ალექსას გავხედე.
-მა რას იზამდა?! -გაეცინა პაპას აშკარად ისიც ჩემს გმირობებზე ფიქრობდა. -ისე, კი მაგრად დაგაფრთხო მაგ კეთილძაღლმა.
-აუ, რა უტვინო ვიყავი. -ავხარხარდი.
-სათოფეზე რომ აღარ ეკარებოდი?
-რას შვება შენი დაქალი. -ალექსას შეკრულ წარბებზე ისევ გიჟივით ავხარხარდი. -რა გინდოდა, მოგეყვანა ცოლად. მგონი, დღესაც შენ გელოდება.
-მარგოს ნუ გამახსენებ. -ახარხარდა ალექსაც. -მაგისთვის გემეტები, პაპი?!
ბევრი ვიხალისეთ, ბოლოს როგორც იქნა მივაღწიე საძინებლამდე და ისე მკვდარივით დამეძინა აღარაფერი გამიგია.
***********
სოფელში დილა ექვსი საათიდან იწყება და აღარ ჩამოვთვლი ეზოში ახმაურებული ცხოველების და ფრინველების ნეტარ ხმათა რაოდენობას, ბეთჰოვენის მეხუთე სიმფონიასავით რომ ჩამესმოდა. რასაც ფონად ერთვოდა ბიძაჩემის და პაპაჩემის ცხარე კამათი. რაღაც საჭირბოროტო თემას განიხილავდნენ, რაც დილის ექვს საათზე თუ არ განიხილე, ცხრაზე უკვე დაგვიანებულია. თავზე ბალიში დავიფარე და შევეცადე ძილის შებრუნებას. გამარჯობა! შებრუნება კი არა ისე უკანმოუხედავად გაქცეულიყო ლოცვა-კურთხევითაც ვერ მოვაბრუნებდი უკან. მოკლე საღამური შორტით და წვრილ ბრეტელიანი ზედით პირდაპირ აივანზე გვედი და წარბშეკრული, ის იყო გაპროტესტებას ვაპირებდი, ჩემი სახის დანახვაზე ხმამაღლა გაეცინა გაგოს და მოზრდილი ფინჯნით ყავა გამომიწოდა - მომქრთამა. ხმას რა ამომაღებინებდა, პირდაპირ მოაჯირზე შემოვდე ჩემი განსაკუთრებულად ნავარჯიშები უკანალი და ნახევრად მძინარემ ეკონომიური მზერით დავზვერე ახლად გამომცხვარი მეზობლის კარ-მიდამო. გენაცვალე მარჯვენაში! ისეთი აყვავებულ, აშენებულ, დამშვენებულიყო ბებერი ნინას ერთ დროს მიტოვებული სახლი, სიამაყისგან მგონი სიმაღლეშიც კი გაზრდილიყო. ეზოში იდგა ის ვეებერთელა ჯიპიც გუშინ საღამოს გვარიანად რომ ივაჟკაცა. მან რაა?! მისმა ხეპრე პატრონმა!
-ეს ვინ ოხერია? -ყავა ხმაურით მოვსვი, რაზეც ალექსას წარბები უნებურად შეეკრა და სარწეველა სავარძელში ისე გასწორდა, ველოდებოდი როდის მომცემდა შენიშვნას, მაგრამ ხმა არ ამოუღია. ხელი გაუქნია გაგოს მოკიდებული სიგარეტიდან პირდაპირ მისი მიმართულებით წასულ კვამლს და ისევ გადაქანდა.
-ახალი მეზობელია, გაგაცნო? -მხრები აიჩეჩა გაგომ. -კარგი ტიპია.
-კი, ეტყობა-ცხვირი ავიბზუე და ეზოში მორბენალ ძაღლს დავაკვირდი.
-კაი, ტო, არ დაიწყო შენებური აბაროტის აღებები. სპეციალურად რომ არ უქნია, დარწმუნებული ვარ. -იცინოდა გაგო.
-არ ვაპირებ ლაყე კვერცხების სროლით აქცია მოვუწყო, რა უბედურება?! -წარბები შევკარი და გამომცდელად დავაკვირდი ბიძაჩემს. -ისე, გვაქვს?
-კი, გვაქვს. საქათმეშია, გინდა მოგიტანო? -ამყვა ალექსაც.
-კარგი რა, მამა, სულ ნუ გადარვ ამ ბავშვს. -წარბშეკრულმა გადახედა მამას გაგომ. -კარგი ტიპია, თან ცოლ შვილი არ ჰყავს, თუ კარგად მოიქცევი, გაგირიგებთ. -ენა გამომიყო სიცილით.
-უიმე, რა გამჭირვებია, შენს ხეპრე ძმაკაცს რომ არ გავყვე?! -შეურაცხადივით წამოვიყვირე და ორივე ერთდროულად რომ ახარხარდა, გავიბუტე. -მეტი საღადაო ვერაფერი ნახე?
მოაჯირიდან ჩამოვხტი და სამზარეულოსკენ გავემართე, დრო იყო მეც გამენძრია ხელი. საუზმემ მშვიდად ჩაიარა, მამა-შვილი სამომავლო გეგმებზე ბჭობდნენ. სუფრა ავალაგე და ის იყო თეფშების გარეცხვას ვაპირებდი, სამზარეულოს ფანჯრიდან ეზოში შემოსული თავხედი მეზობელი დავლანდე. ახლოდან ბევრად მაღალი და ჩადგმული აღმოჩნდა. მოკლე მკლავიანი მაისურიდან კარგად გარუჯული ძლიერი მკლავები მოუჩანდა. დაბალი, შავი წვერი და თმა ჰქონდა. გარუჯული სახიდან კი არამქვეყნიურად ანათებდნენ მისი ღია ცისფერი თვალები. მუხლამდე სპორტული შორტი ეცვა და ფეხზე ძვირად ღირებული ბოტასები. კიბეზე ჩამომჯდარ გაგოს ელაპარაკებოდა, არ მესმოდა რას ლაპარაკობდნენ მაგრამ მივხვდი სადღაც წასვლას აპირებდნენ. სტუმარმა ჯერ მაჯაზე მორგებულ საათს დახედა და შემდეგ ეზო მოათვალიერა. წამით თითქოს ჩვენი მზერაც გადააწყდა ერთმანეთს. სულ რაღაც რამდენიმე წამის განმავლობაში მიყურებდა შემდეგ კი ისე ამარიდა თვალი, არც გამარჯობა, არც ნახვამდის. შეტრიალდა და დინჯი ნაბიჯებით დატოვა ეზო. თავხედი, უარესად გავბრაზდი. ჯერ კიდევ გაცოფებული ვიყავი მისი გუშინდელი გმირობის გამო და ახლა უარესდა მომესალა ნერვები. არ შევმცდარვარ ნამდვილი ხეპრე იყო. უზრდელი ხეპრე.
ჭურჭელს ისეთი ხმაურით ვრეცხავდი ალექსამ ფანჯრიდან შემომძახა
-ომია?!
-სიკვდილი და არ გადარჩენა ზოგ-ზოგიერთების-კბილებს შორის გამოვცერი და ხელები გავიმშრალე. წინ და უკან დავდიოდი და მეგონა ტვინი გადამწვებოდა ფიქრისგან გაკვეთილი უნდა ჩამეტარებინა ხეპრე მეზობლისთვის, მე მაგას ვანახებდი, როგორ უნდოდა ნაგლობა. ჯანდაბა, გამარჯობას რა უდგას წინ? იქნებ და გპატიობ, ადამიანო?! მაგრამ არა! თავხედი. კიბეზე ვიჯექი და ფეხს ნერვიულად ვაქანავებდი, რაღაც ასე უფრო კარგად ვფიქრობდი. ბაღის ბოლოდან პაპა მოდიოდა, ჯოხი ეჭირა ხელში და აბა გამოიცანით ჯოხზე რა ეკიდაამწვანე საშუალო ზომის გველი.
-ჯანდაბ, სად იყოო?! -წინ შევეგებე და ისე დავაკვირდი ცოტა დამაკლდა ექპერტიზაზე გადავაგზავნიდი მისი სიკვდილის მიზეზების დასადგენად.
-უკან, საქათმესთან. რამდენი ხანია არ მინახავს ეზოში და ახლა საიდან მოვიდა.
-მერე სად მიგაქვს?
-გინდა ვჭამოთ?! -ახარხარდა ენაკვიმატი პაპაჩემი. იი, რანაირია ეს ოხერიი.
-ღადაოობ?! -მკერდთან ხელები დავიკრიბე და ტუჩზე თითი ისეთი სახით მივიტანე კაცი იფიქრებდა ვერ გადაუწყვიტავს საწებელი მოუხდება თუ ძმარ-წყალიო.
-გადავაგდებ-ეზოს კარი გააღო და გზის იქით გადასულმა მეზობლის ღობისკენ გაიქნიაა. რატომ არ მიკვირს, ნეტა?
-ნამდვილად მოკვდაა?!
-რა გინდა, ელენა? -ეჭვით შემათვალიერა და ჩემს ღიმილზე წარბები უარესად შეკრა. -არ გაბედო, მოგკლავს.
-ეე, შენ ჩემი ნათესავი ხარ თუ დათვის?! -ისე შევიცხადე თუ ვუყვარდი თავი დამნაშავედ უნდა ეგრძნო.
-რაც გინდა ქენი. -ხელი ჩაიქნია და ეზოსკენ შეტრიალდა.
-ვიზამ, აბა რა!- გავიფიქრე და დაველოდე ალექსა როდის მიეფარებოდა თვალს თავგაჩეჩქვილ გველთან დავიხარე და ზიზღით დავხედე.
-რა საყვარელი ხარ ეე-ტუჩები დამებრიცა და ჯოხით შევეხე ტანზე. მკვდარია, წყალი არ გაუვიდოდა და რაღა ჩემს ჯიბეში მოუნდებოდა გაცოცხლება და ჩემი სათუთი ბარძაყის დაკბენაა.
-ვაიმეე. რამდენი მაკლიააა-ხმამაღლა ავხარხარდი და ის უფრო მამხიარულებდა, რა სახე შეიძლება ჰქონოდა შურისძიების ობიექტს. წინასწარ ვტკბებოდი. ჯიბიდან ერთი ცალი ქაღალდის ცხვირსახოცი ამოვიღე, გველს გადავაფარე, ქაღალდიან ნაწილზე ჩავავლე ხელი და ინტრიგნული სახით დავიძარი ჯადოქარი ნინას სახლისკენ. ჩემს სახლს შემოვუარე, უკანა ეზოში სასაზღვრო ღობე ერთ მხარეს დაბალი იყო და იქიდან თუ მოვახერხებდი ადვილად გადაძვრომას, თან არ მინდოდა ალექსას დავენახე და ნოტაციები წაეკითხა. ღობეზე ავიწიე, გველი ღობის იქით გადავაგდე და მეც ზედმეტი წვალების გარეშე გადავხტი, წელში მოხრილი სირბილით გავემართე ერთ დროს ნაცნობი ოთახისკენ, რომლის ფანჯრებიც შედარებით ადვილად დასალაშქრი იყო. ბოდიში! ახალ პატრონს ხის ფანჯრები მეტალო პლასტმასით ჩაენაცვლებინა და დაკეტილი დამხვდა. ნირწამხდარმა ჩამოვუარე ყველა ფანჯარას თან მეშინოდა ფაქტზე არ გამოვეჭირე.
-ნაბიჭ*ვარიი! -ლამის წამოვიკივლე და ერთ-ერთ ფანჯარას მივაწექი, ღია იყო. მხოლოდ მწერებისგან დამცავი ბადე იყო მიხურული, რომლის გაღებაც არ გამჭირვებია. არც გადაძვრომა გამჭირვებია და სიხარულისგან ლამის წავუცეკვე, როდესაც პირდაპირ ვაჟბატონის საძინებელში აღმოვჩნდიი. მოზრდილ საწოლს დავხედე და გველურად გამეცინაა. წინ დიდი სიურპრიზები ელოდა ბატონს. გასწორებული გადასაფარებელი ავწიე და გველი პირდაპირ ბალიშის ქვეშ დავაბრძანე, ბალიში დავადე ზემოდან და გადასაფარებელიც ზუსტად ისე გავასწორე როგორც მანამდე, ოთახი ზერელედ მოვათვალიერ, დიდხანს გაჩერება სისულელე იყო, ამიტომ სწრაფად გადავძვერი გარეთ. ის იყო ბადე დავაბრუნე ძველ მდგომარეობაში და კედელს გავუყევი, ზურგიდან ყეფის ხმა რომ გავიგე და ადგილზე გავიყინეე.
-შენი დედაც! -გონებაში გვარიანად შევუკურთხე ძაღლსაც და მის პატრონსაც.
-მაქს! -ძაღლს ეძახოდა, რომელიც ავად მიღრენდა. ბოლოს კი თავადაც გამოჩნდა. მინდოდა გავმქრალიყავი, მაგრამ ესეც არ მიმართლებდა.
"-აბა ელენა მაგრად დადექი"-საკუთარი თავი შევაგულიანე და სიტუაციის აბსურდულობისგან გამწარებულს სასაცილოდ უფრო მქონდა საქმე ვიდრე სატირლად. ჩემს ზურგს უკან მოზრდილი კედელი იყო, გვერდით გასაქცევად, სად მქონდა მაგხელა გამბედაობა? ჩემს ცხვირწინ ოთხზე დამდგარი ვეებერთელა ძაღლი, ისე ავად მიბრიალებდა თვალებს, სიამოვნებით ამაგლეჯდა ხორცებს. ძაღლის უკან კი მისი "მოზვინული" პატრონი იდგა და ისეთი დამპალი სახით მიღიმოდა, სიამოვნებით ამოვთხრიდი ცისფერ თვალებს. ჩანგლით, ან რამე უფრო სასწაულად მტკივნეული საგნით. სხვა რა გზა მქონდა გავიჯგიმე მაგარი გოგოსავით და თვალი-თვალში გავუყარე, აბა როგორ გინდა ძმაო?
-რა საყვარელი ცუგაა-პირი ყურებამდე გამერღვა და წარმოვიდგინე რა კარგი სანახავი ვიყავი.
-ჰო, ზედმეტად არასტუმართმოყვარეა. -ოჰოო. ხმა ჰქონდა… ნუ კაი, გავჩუმდე სჯობია და არც მიშტერება გამოვიდოდა მის თვითკმაყოფილ სიფათზე, პირდაპირ, რომ გიწვევდა მოდი და მიყურეო. ნაგავიიიიი! ! !
-მეც მაგას არ ვამბობ, საყვარელიათქო. -არ დავიბენი, მეტი საქმე არ მქონდა.
-აქ რას აკეთებ? -წარბები შეკრა და თავით ფეხამდე ისე ურეაქცუოდ შემათვალიერა სხვა დროს ალბათ მეწყინებოდა, ჩემი შხვლართი ფეხები ესე გულგრილად რომ შეათვალიერა.
-მეე. -აუ, რას ვაკეთებდი ეგ რომ მეთქვა ნამდვილად შემჭამდა მისი ძაღლი.
-ჰო, შენ-უყურებ შენ, მხრები უდარდელად აიჩეჩა და ჯირკზე ჩამოჯდა, ძაღლიც მის ფეხებთან დაჯდა, ეგ ჩმორი. მაგრამ თითქოს სტარტზე იყო, ერთი არასწორი მოძრაობა და "პრაშაი მარია პეტროვნა"
-სიმართლე რომ გითხრა, ყავა არ გინდა დამალევინოო?
-არ ვსვამ.
-არც მე. -მის მიმიკას მივბაძე და წყვეტილად ამოვისუნთქა" რა შარში ხარ ელენაა"-მაშინ წავედი, აბა კარგად.
-შენ გაგოს დის შვილი ხარ, არაა? -სიგარეტის კოლოფი ამოაცოცა ჯიბიდან და ერთი ღერი ტუჩებს შორის მოიქცია. -შენზე ხშირად ჰყვებოდა.
რა საყვარელია ეს ოხერი ბატონი ბიძია, დავდნი.
-ჰოო, რაო ძალიან მიყვარსოო?! -გავიტრუნე პასუხის მოსასმენად.
-არა, ზედმეტად ცნობისმოყვარე ქაჯიაო. -ღრმად ჩაისუნთქა სიგარეტის კვამლი. "რაოო?! შანსი არაა, ამას არ იტყოდა ბიძაჩემი, ეს ხეპრე მაგრად მაბოლებდა, მაგრამ მაინც გავბრაზდი და ეტყობა სახეზეც მეწერა რადგან გაეცინა უზრდელ მასპინძელს.
-გინდა მოგიყვე შენზე რა მითხრაა?!
-დაიწყე, გისმენ. -ისევ ეცინებოდა.
-ამ. -მისი სახელიც კი არ ვიცოდი, რა ჯანდაბაა?
-გიორგი-ისევ გამიცინა.
-აა. ჰოო. ახალი მეზობელი გიორგა ძაან ბანძი და არასტუმართმოყვარე ტიპიაოო და მისგან თავი შორს დაიჭირეოო. -ნიშნის მოგებით გავეკრიჭე. -ჩემით წავალ.
-გაგაცილოო?!
-არ შეწუხდე, გაფიცებ. ცუგა დაიჭირე მეშინია არ მიკბინოს.
-არ იკბინება, ნუ გეშინია. -თვალი ჩამიკრა ზედმეტად დამპალი ღიმილით და ძაღლს მიეფერა თავზე, ისიც დადნა. ახვარი. ეგრე მეც დავდნებოდი ესეთი პატრონი რომ მყოლოდა. რაოოო?! ჯანდაბა ელენა, სულ გაგიჟებულხარ. -შევუღრინე საკუთარ თავს და იმის შიშით ძაღლს რომელიც არ იკბინებოდა, ძვალთან თამაში არ მოსდომებოდა და არ მცემოდა ზურგიდან, მოვშორდი თუ არა რამდენიმე მეტრით ნაბიჯს ავუჩქარე, არც გაქცევა მინდოდა რადგან შესაძლოა რამე ეჭვი გასჩენოდა. ისედაც ჩემი ვიზიტი არა მგონია ნორმალურად ჩაეთვალა. ეზოს შავი ჭიშკარი გამოვაღე და სამშვიდობოს გამოსულმა, შვებით ამოვიუნთქე. შემდეგ კი ადგილს მოვსწყდი და გიჟივით გავვარდი სახლისკენ. ეზოში მდგარ ალექსას ჩავუქროლე და სახლში ავვარდიი.
-მე თუ მიკითხეს არავაააარ.
-ვინ გკითხულობს?!
-მნახველები. მნახველებიიი.
-ეს ჯანმრთელად არის? -თვალი გამაყოლა აივანზე მყოფმა გაგომ.
-ჯერ კიი და მერე არ ვიცი. -გაეცინა ალექსას. -შენმა ძმაკაცმა თუ დააჩაქუჩა აივანზე, კარგი სეირი გამოვა.
-დამაჩაქუჩა არა ის კიდე-მოწნულ სავარძელში გავიშხლართე სტული ამ. სიტყვისნიშვნელობით და ფეხები მაგიდაზე შემოვაწყე. -რას შვება ქეთო?
-რატო შემეცით შენ და პაპაშენმა?
-ოპაა. -წელში გავსწორდი და წინ გადახრილი სახე მოღრუბლულს დავაკვირდი. -ალექს მოდი აქ!
ისედაც ამოდიოდა კიბეზე და მოწნული კალათით კვერცხები ამოჰქონდა, რომელიც მაგიდაზე დადო და მე შემომხედა.
-რაიყო ბიჭო იჩხუბეთ? -გამეცინა ხმამაღლა.
-შენი ბიჭო ვარ ამხელა კაციი?! -შემომღრინა ბიძიკომ
-ეჰ მამა, ალვის ხეც მაღალია მაგრამ რა ასხია? -იმედი გადაუწურა ალექსამ. -რა უდღეური ბავშვებივით დარბიხართ წინ და უკან, მისი მეტი ქალი არ გინახია შვილო ლამის არის ბაღიდან და ამ გადაკრუხების ასაკში ახლა რომ გინდათ ხელების ფათური, ახლა დაშორდით?!
-ეს კარგადაა? -მე მკითხა გაგომ და ხელი მამამისისკენ გაიშვირა.
-ალე, კარგად ხარ?
-მე კი ვარ ხარივით, მაგრამ შენ რა გეშველება?
-მე კი მეშველება, მაგრამ შენ რა გეშველება, პატარავ? - ნიშნის მოგებით გაიცინა გაგომ და წინ გადმოხრილმა გადმომიჩურჩულა. -ნახე, სიძე კაცი მოდის.
ელდანაკრავივით გავიხედე ეზოში, სადაც უკვე მოაბიჯებდა ბატონი გიორგი. ერთი გაფიქრება გადავწყვიტე საძინებელში შევვარდნილიყავი და საწოლის ქვეშ დავმალულიყავი, მაგრამ იდეა არ მომეწონა. გადავწყვიტე ვმჯდარიყავი ვითომ არც არაფერიი. ცემით ვერ მცემდა, ბოლოს და ბოლოს ორი მოზვინული კაცი მყავდა სახლში და დამიცავდა. ისეთ სახეს მივიღებდი ვითომ საერთოდ არც კი მინახავს დღეს. ერთ გაწამაწიაში ვიყავი ჩემს ქვეცნობიერთან, სანამ აზრზე მოვედი უკვე ჩემს წინ იჯდა და ისე მიღიმოდა კაცმა არ იცის რამდენნაირი წამების ხერხი ჰქონდა შემუშავებული.
-როგორა ხარ, გიო? -მხარზე ხელი დაარტყა ალექსამ და ჩემს გვერდით მოკალათდა.
-რა უნდა გთხოვოთ, თქვენი ძმაკაცი გივი ხვალ რას აკეთებს?
-რა ხდება?
-ბაღის ბოლოში ღობეა გაფუჭებული და დღეს დილით მელია დაიჭირა ჩემმა ძაღლმა. -რატომღაც მე შემომხედა და თვალები ისე გაუცივდა უსიამოვნოდ გამცრა ხერხემლის არეში.
-ვაიმეე. იკბინებაა? -ისე დავახეთქე არც დავფიქრებულვარ. რაზეც მოაჯირთან მდაგრი გაგო აფხუკუნდა და სურვილი გამიჩნდა რამე მეთხლიშა თავში.
-არა პაპა, არ იკბინება. გივის დილით თუ დაურეკავ, ისე სახლში ვერ დაიჭერ. რაც "ავჩალკა" ჩამოუვიდა იმის მერე სახლში ვერ ჩერდება. ეგეთი რამე გაგონილა, კაცოო? სახლიდან ვერ აგდებდეს. ერთი წელიც შევინახავ, მერე პენსია მოუწევს და გავა თავისთვის მარტოვო.
-ვინ?
-ჯორი მანანა.
-ელე, არ გინდა ყავა გააკეთოო.
-ყავა რა ფიჩხზე იყავი, შე კარგ მოტყნულოო?! -შუბლი შეკრა ალექსამ და სავარძლიდან წამომდგარი კვერცხების კალათას მიუბრუნდა, ისევ პირველ სართულზე ჩასატანად. რას დაასეირნებდა ვერ მივხვდი, მაგრამ სოლიდარობა რომ გამოვუცხადე და ჩატანა შევთავაზე ეგ კი ნამდვილად სასაცილო იყო, ოღონდაც იქაურობას გავცლოდი. ვინ გაცადაა?! ჩემმა სანუკვარმა მეზობელმა. რომელიც თურმე ყავას არ სვამდა მეც დავლევოო. ისეთმა დაშაქრულმა გიღიმა თცალები დავახამხამე, მეთქი ელე, რამე ხომ არ გეჩვენება? ერთს კი არა სამს მოვადუღებდიი. უსიტყვოდ შევვარდი სამზარეულოში და არც მიკითხავს ყავა რამდენი, ან შაქრიანი თუ უშაქრო, ბრახა-ბრუხით გამოვაწყე ფინჯნები, ჩაიდანს ცეცხლი შევუნთე. თავში ერთი საღი აზრიც კი არ მომდიოდა, რა უნდა მეთქვა გიორგისთვის თუ პასუხს მომთხოვდა. მეორეს მხრივ ის მამშვიდებდა, რომ შესაძლოა ვერც ენახა ღამემდე და ხვალ კი ან ვირი იქნებოდა და ამ ვირის პატრონი. ყავა გადავანაწილე ფინჯნებში და ის იყო წყლის დასხმას ვაპირებდი ინტუიციით მივხვდი ოთახში ჩემს გარდა სხვაც რომ იყო. არ გამიგია როდის შემოვიდა, მაგრამ მზერით მბურღავდა და ზურგი ისე მეწვოდა მეგონა სადაც იყო კვამლი ამივიდოდა. ფრთხილად შევტრიალდი და უკვე ჩემს წინ იდგა. შეკრული წარბებით მაკვირდებოდა და ისეთი უემოციო, ცივი სახე ჰქონდა ჩემი ნამოქმედარის ხომ შემრცხვა და შემრცხვა, ცოტა მაკლდა და ბოლო ხმაზე ვიტირებდი.
-რამდენი წლის ხარ, ელენა? -ხმაშიც კი სიცივე იგრძმობოდა.
-რა? რა შუაშია? -"არ დაიბნე ელენა. არ დაიბნე"
-შუაში არა. თავშია. -ხელი სამზარეულოს დახლზე გამოშალა და პირდაპირ ცხვირ წინ დამიგდო ჩემი მიტანილი საჩუქარი. -"ვაბშე" არ შეგეფერება, ტო.
ზიზღით გამოაფურთხა სიტყვები და ის იყო ზურგის შექცევად აპირებდა ერთიანად რომ ამომასხა სიბრაზემ.
-ხეპრე ნაბიჭ*ვარი ხარ.
-რა ვარ?! -მოულოდნელად ისე მწვდა ყბაში და სახე თავისკენ მიმაწევინა შიშისგან ლამის გული წამივიდა. -მეორედ ენას ამოგაცლი, ლაწირაკო.
-გაბედე და თითი დამაკარე. -ხელზე ხელი უხეშად გავუკარი თვალი თვალში გავუყარე. ამას ნამდვილად თვალში ვეპატარავებოდი და ამის გააზრება საშინლად მაგიჟებდა, სიბრაზე კისერში მარწუხებად მიჭერდა და სიამოვნებით დავაფშვნიდი გაბღენძილ თავზე ცხელი ყავის ფინჯანს.
-გაგო მოგკლავს შე უბედურო. -გაგულისებული გავეჯგიმე და მეტი დამაჯერებლობისთვის დოინჯიც შემოვირტყი.
-იქნებ მე უკეთესად ვისვრიი?! -ცოტა ხანს შუბლ შეკრული მაკვირდებოდა და შემდეგ თვალები უცნაურად აუციმციმდა და სიცილისგან თავის შესაკავებლად ქვედა ტუჩი კბილებსშორის მოექცია.
-რას ისვრი, რაგატკას?! -ცხოვრებაში პირველად დავიკიდე კაცის თანდასწრებით, რომელიც ცოტა არ იყოს მომწონდა ესე ცხენივით არ უნდა ავჭიხვინებულიყავი და ბოლო ხმაზე ავკაკანდი. ჩემს სიცილზე თავადაც ეცინებოდა მაგრამ თავს იკავებდა. თითები კვლავ ნიკაპზე ჩამავლო და სახეზე დამაკვირდა.
-სიამოვნებით ამოგაცლიდი ენას პატარა თავხედო, მაგრამ გაგიმართლა დღეს კარგ ხასიათზე ვარ. -თვალი ჩამიკრა მომშორდა.
-მე კი მაგ თვალებს ამოგთხრიდი.
-რა უცებ გამოვნახეთ საერთო ენა. -გამომწვევად გამიცინა და მაგიდაზე დაგდებულ მკვდარ გველს თითები გაჰკრა და ჩემსკენ მოაცურა. -შეგიძლია შეიწვა, გამიგია გემრიელიაო.
-ვაიმეე, მადლობა.
-არაფერს პატარავ. ყავა აღარ მინდა, არ ვარ დარწმუნებული შაქრის მაგივრად სარეცხის ფხვნილს რომ არ ჩამიყრი. ამიტომ მადლობა. -კარისკენ დაიძრა და ზღურბლთან შეჩერებული ისევ ჩემსკენ შემოტრიალდა. -შესაძლოა იმ ინციდენტის გამო ბოდიშიც მომეხადა მაგრამ არ დამაცადე, ასე რომ გაითვალისწინე ელენა. არ ხარ ოთხი წლის და "აბაროტების" აღებაზე დროის კარგვა სასაცილოა.
პირზე მომდგარი სალანძღავი სიტყვების ამოსაფრქვევად ღრმად ჩავისუნთქე, მაგრამ ბოლოს გადავიფიქრე და გადავწყვიტე დროებით გავჩუმებულიყავი. ამ ნაგავს მაინც არ შევარჩენდი და სჯობდა კარგად მომეფიქრებინა როგორ გავუმწარებდი ჩემი სოფელში ყოფნის დღეებს.
ჩემი სოფელში ჩამოსვლის ამბავს მეზობლები ყოველთვის ოთხი ან ხუთი დღის შემდეგ იგებენ რადგან არასდროს ვყოფილვარ მეზობლებში წანწალის მოყვარული და ქალაქის ხმაურისგან და ხალხისგან გადაღლილი ყოველთვის მარტო ყოფნას ვამჯობინებდი. დავეხეტებოდი მონატრებულ ტყე-ღრეში და ირგვლივ დასადგურებული სიმშვიდით ვტკბებოდი რაც ასე ძალიან მაკლდა. ახლაც მივაბიჯებდი სახლის უკან დაბალი ბუჩქნარით დაფარულ ბორცვზე და ღიმილით ვიხსენებდი ჩემი ბავშვობის წლებს, წლები რომელიც ყველაზე სამახსოვრო და ტკბილად მოსაგონებელი. მამა ადრე გარდამეცვალა, მე რომ დაახლოებით ორი წლის ვიყავი მას მერე ბებიასთან ვიზრდებოდი, მანამდე სანამ დედამ მეორე ოჯახის შექმნა არ გადაწყვიტა, მაშინ მეექვსე კლასში ვიყავი, სოფლის სკოლაში დავდიოდი. ზედმეტად აქტიური ბავშვი, რომელიც ახალგაზრდა ბიძის და მისი საძმაკაცოს გარემოცვაში ვიზრდებოდი. ალბათ ამიტომაც იყო რომ მაშინ როდესაც ჩემს კლასელ გოგოებს ძუძუები გაეზარდათ, მე წელს ზემოთ შიშველი, გადაგლეჯილი მუხლებით სოფლის სტადიონზე დედის ტრაკს ვაგინებდი მეორე უბნის ბავშვებს. ფეხბურთში ჩვენი მოგება რომ ჰქონდათ განზრახული. როცა ჩემი კლასელი ანა ბიჭებს უყურებდა და იპრანჭებოდა, მე მამიდაშვილის ალუჩის ხეზე ვიყავი ასული და საძმაკაცო მყავდა მიყვანილი "ჯგუფურ ყაჩაღობაში". ამის შემხედვარე მეზობლის უსაქმური ქალები, ლოყაზე ხელ შემოირტყავდნენ და თავის ქიცინით ამბობდნენ:
-ვაიმე, რუსო შენი შვილიშვილისგან ქალი არასდროს დადგებაოო. იმდენი მაგათი დედაც. ქალიც დავდექი, სიგრძეშიც გავიზარდე, სამი ზომა მკერდიც მაქვს და ფეხები ყურებიდან მეწყება, რომ აღარაფერი ვთქვა ჩემს საამაყო საჯდომზე, ნახევარი კაცების უმრავლესობას დორბლი რომ მოსდით( რა თავმდაბალი ვარ)აქ, შემიძლია ვიხარხარო. ჩემს გაზრდასთან დაკავშირებით, ერთ-ერთი შეწუხებული მეზობელი უშვილო ლამარა იყო. ის და მისი ქმარი პეტრე ორ ოთახიან ბუნაგში ცხოვრობდნენ, ხეხილით სავსე ეზოს შუაგულში რომ იდგა. პეტრე რომ იყო სოფელში ყველამ იცოდა, მათ შორის პეტრემაც მაგრამ ზედმეტ სახელი არანაირად არ აწუხებდა რადგან ამართლებდა. დაახლოებით 12 წლის ვიყავი, მე და უბნის ბავშვებმა პეტრეს ბოსტანში გალაშქრება რომ გადავწყვიტეთ, ზამთრის ვაშლის უზარმაზარ ხეზე. გვარიანად შებინდებული იყო, ერთ-ერთი ბიჭის თაოსნობით გავერანებული ღობე დაუბრკოლებლად გადავლახეთ და ვაშლის ხესთან მისულები ისე შევესიეთ როგორც ფუტკრები. ნაყოფით დახუნძლულ ხეზე ასულებმა ის იყო დაკრეფა გადავწყვიტეთ, საზიზღარმა სუნმა რომ გვაიძულა უკან დახევა. აღმოჩნდა რომ ტრაკ პეტრეს განავლით ჰქონდა შეწამლული მთლიანი ხე ნაყოფითურთ და ჩვენც, ხახამშრალი ქურდები განავლის სუნად ვყარდით, რომელსაც გულმოდგინედ ვიბანდით მდინარეში. მახსოვს იმ ღამით პეტრეს ეზოში დიდი თავდასხმა მოხდა, სახლის ფანჯრები ქვებით ჩავუმტვრიეთ ხმამაღალი ღრიალით
-პეტრე, შე !
ნამჯა შემოხვეული ხე კი ისე ლამაზად იწვოდა, ერთ ნახვად ღირდა. პეტრეს მთელმა სოფელმა მიაფურთხა, მე კი დავისაჯე და დიდ გადასახლებაში მოყოლილი დედასთან გამიშვეს საცხოვრებლად. მერე გავიგე პეტრე ისე მომკვდარა პატრონი არავინ ჰყოლია და სოფლის დასამარხი გამხდარაოო. ბალახზე დასკუპებულს ფეხები მოკეცილი მქონდა და ღიმილით ვათვალიერებდი ხელის გულივით გადაშლილ სოფელს, რომელიც ჩემს ათასნაირ სიგიჟეს უძლებდა. ახლა გავიზარდე მაგრამ სავარაუდოდ ისეთივე გიჟი დავრჩი როგორიც ვიყავი -"საყვარლად გიჟი".
სოფლის ახალ დაგებულ ცენტრალურ გზაზე, აღებული მოსავლით დატვირთული მანქანები მოძრაობდნენ, ჯერ ასაღებ ყანებს კი მუშა ფუტკრებივით შესსეოდნენ კომბაინები. სუსტი ნიავი დაჰქროდა და ჰაერი ახალი მომკილი ხორბლის სურბელით გაჟღენთილიყო. გაიძულებდა თვალები დაგეხუჭა და ბალახზე ზურგით გაწოლილი ნეტარებით დამტკვარიყავი. ტელეფონის ეკრანს დავხედე, შუადღე გადასულიყო. დრო ისე გაფრინდა ვერც კი გავიგე, ბალახებიდან წამოვდექი და თავდაღმართზე ნელი ნაბიჯით დავეშვი. ჩემს საყვარელ დაქალებს მეორე დღეა არ გავსხენებივარ მიზეზი კი წყენა იყო, რადგან მათთან ერთად ზღვაზე განავარდებას დედულეთის ჰაერის სუნთქვა გადავწყვიტე. მივაბიჯებდი მუხლამდ ბალახებში, აქა იქუ გვირილები რომ ამოწვერილიყო, უკვე შემხმარი ფოთკებით. წინ სიმწვანეში გახვეული სოფელი იყო, გვერდით სოფლის სასაფლაო. სადაც ჩემი საყვარელი ადამიანი იყო დაკრძალული და აქ ყოფნის დროს ყველაზე ხშირად მას ვსტუმრობდი. მარცხნივ კი მშენებარე სამების ეკლესია, რომელიც გოროზად გადმოჰყურებდა სოფელს. სულ უკან თამარის ციხე აღმართულიყო, თავზე დიადემასავით დადგმული შავი ღრუბლებით. სავარაუდოდ გაწვიმდებოდა, რაც ნამდვილად მახარებდა, მიყვარს წვიმა და პატარა ბავშვივით აჟიტირებულს სურვილი მიჩნდება წვიმისაგნ დამდგარ ტბორებში ორი წლის ბავშვივით ვიხტუნაო. ღმერთო, მეშველება რამეე?! ამოვიოხრე სიცილით და ალექსა გამახსენდა რადგან ჩემი სიგიჟეებით შეწუხებული ახედავდახოლმე ზეცას, სადაც ის დალოცვილი ღმერთი ზის და მისი პასუხის მომლოდინე თვალების ტრიალით მმოძღვრავდა.
-უკვე დიდი ხარ, ელენა! სადაც არის უნდა გაგათხოვოთ. -ისე ეჩქარებათ ჩემი გათხოვება მზითებში კაცმა არ იცის რას გამატანენ, "ლიჟბი" გავთხოვდე.
-ვის რა ჭირად ვუნდივარ? -ჩემი პასუხი ალექსას ოხვრაზე.
-ცოტახნით გაჩუმდი, ბიძია და რაიცი, იქნებ შევატყუოთ შენი თავიი?! მთავარი ამ ეზოდან გაგიყვანონ და რომ გაინაღდებ მერე თავში ქვაც გიხლია. -ახარხარდებოდა გაგო. მეტი რა უნდა? მაგას საღლიცინო მიეცი და განა გააჩუმებ?! ბოდიშიიი.
-შენ თავს მიხედე შვილო, სადაცაა კლიმაქსი დაგეწყება. -პადეშკას მომცემდა ალექსა და მერე უკვე უცვლელი დუეტი ვამწარევდით ენა აქავებულ ბატონ ბიძას.
სახლთან მშვიდობით მისულმა ის იყო ეზოს კარის შეხსნა გადავწყვიტე, მოსიყვარულე მეზობელივით რომ გამოისეირნა ჩემი მიმართულებით მეზობლის გიენა ძაღლმა და მაიძულა გავჩერებულიყავი. ამ ძაღლს ან ძალიან მოვწონდი და ვერ გამოხატავდა, ან არა და ისე ვერ მიტანდა ჩემი შეჭმის სურვილი ჰკლავდა. მიღრენდა და მოაბიჯებდა.
-ერთხელ მოგკლავ. -კბილებში ისე გამოვცერი გაწელილი ნაძალადევი ღიმილი არ მომიშორებია სახიდან, რავიცი იქნებ ჩემი მუქარა გაეგო და მაგას დაესწრო. მომიახლოვდა და მიყურებდა. ვიდექი ერთ ადგილზე გახევებული და რა ჯანდაბა უნდა მექნა ვერ ვფიქრობდი.
-რას გავხარ, შე მახინჯო. -ისევ გავეკრიჭე. შემომიღრინა, ანუ ესმოდა როგორ საყვარლად ვამკობდი.
ჰოდა უკან აღარ დამიხევია, ისედაც გაბრაზებული ვიყავი და აგერ ბარემ ამაზე ამოვანთხევდი.
-შენი პატრონივით დებილი ხარ, ხოო?! ფუ. -წარმომიდგენია როგორი სანახავი ვიყავი, არა, არ მინდოდა წარმოდგენა. -შეიძლება შევიდეე?! ჩემს სახლში. შენთან ხომ არ მოვდივარ. ბიჭო, მართლა დებილი ხარ?
ცოტაც და ამეტირებოდა რადგან რამდენი გატოკება გადავწყვიტე, იმდენი შემიღრინა და ჩემსკენ მოიწია. ერთი სახლში შევსულიყავი და დღის შესასრულებელ გეგმაში პირველ ადგილზე ამ საზიზღარი ცხოველის მოკვლას ჩავწერდი.
-ანუ არ შევიდეე? -ტუჩები დავრიცე და ძაღლს დავაკვირდი, მართლა დიდი იყო. -აუ, ვაბშე არ გესმის ხო?
-მაქს! -დედაა, აი მაშველი რგოლიც, როდის გამოჩნდა კარებში ვერ გავიგე. ან იქნებ იქაც იდგა და გაიგო მის საყვარელ ძაღლს რა ტკბილად ვამკობდი, მაგრამ ეკითხა ერთი, ფეხებზე არ მეკიდაა? -შეგეშინდა, ელენეე?
-არაა, ვჭორაობდით. -გავეკრიჭე და ცხვირი ავიბზუე. შენი დედაც, ისევ არ ეცვა ზედა, ეს ან სულ ესე დაეთრეოდა ან არა და მისი დღის გეგმაში პირველ ადგილზე გაუთხოვრად დარჩენილი ელენეს ჰორმონების არევა ეწერა. რა უბედურებაა, ღმერთოო?
-კი მესმოდა. მოდი მაქს, ეგ დეიდა ცოტა არანორმალურია.
-ბატონოო?!
-არაფერი საყვარელო. -ეზოში შეტრიალდა და ძაღლიც ფეხდაფეხ მიჰყვა, მე დებილმა კი სატყუარა გადავყლაპე და ერთიანად ამომასხა სიბრაზემ. ფეხებზე დავიკიდე მისი ძაღლიც და თითქმის შევუვარდი ეზოში.
-იდიოტო. -ეზო მოვათვალიერე რა შეიძლებოდა ჩამერტყა იმ გამოტვინებულ თავში, ვერაფერი ვიპოვე და ძირს დაგდებულ წყლის მილს დავწვდი რომელშიც წყალი მოდიოდა და დაბალ ბალახს რწყავდა. და ის იყო კარგად უნდა მეჯერა გული მისი გაწუწვით, სწრაფად რომ შემოტრიალდა ჩემსკენ და ხელში მწვდა, კი დასველდა, მაგრამ დასველება ჩემი იკითხეთ.
-შენი ატანა არ მაქვს... -გაცოფებულმა ბოლო ხმაზე ვუღრიალე და შემდეგ საკუთარ ტანზე დავიხედე, გაწუწულ ქათამს ვგავდი, ყვავილებიანი სარაფანი ტანზე შემომტმასნოდა და ჩემი შიშველი მკერდი ისე გამომწვევად ჩანდა, ცოტა მაკლდა და ხელებს ავიფარებდი.
-შენ მოგიკვდიი- უკან-უკან დაიხია და ჩემგან სამიოდე მეტრში გაჩერებული გულიანად ახარხარდა. თან ინტერესით მათვალიერებდა თავით ფეხამდე.
-"ვაბშე" არ გაქვს ტვინიი?! -ისეთი ტონით ვკითხე თითქოს მე არ დამეწყო ეს ყველაფერი და ამ უაზრო ომში არ ჩამერთო.
-მისმინე პატარავ. -წყლის მილი გვერდით მიაგდო და მოცინარი სახე წამში დაუსერიოზულდა. როგორ ახერხებდა ამას ვერ ვხვდებოდი, მიყურებდა გაყინული მზერით და ვერ ვხვდებოდი უბრალოდ ბრაზობდა თუ საშინლად განრისხებული იყო. -რამდენიჯერაც შეეცდები ჩემს გამოწვევას იმდენჯერ წააგებ. ახლა წადი სახლში და გამოიცვალე, ერთი შეგახედა შენი თავისთვის რას ჰგავხარ.
-ვერ გიტან. -ცოტა მაკლდა და ნამდვილად ვიტირებდი, რა მატირებდა მეც არ ვიცოდი. ნიკაპი ამიკანკალდა და ქვედა ტუჩს ძლიერად დავაჭრიე კბილები, ამ იდიოტთან არაფრის დიდებით არ ვიტირებდი. არ გამოჰპარვია ჩემი შეცვლილი სახე და თავადაც შეეცვალა გამომეტყველება, თითქოს ლარივით დაიჭიმა და კისერზე შესამჩნევად გამოაჯდა კაპილარები, თვალი ამარიდა და ზურგი მაქცია. შენდეგ კი ისე გაუჩინარდა სახლში, აღარც კი გამოუხედავს თუნდაც იმაში დასარწმუნებლად წავედი თუ არა.
********
სველი ტანისამოსი მოვიშორე და შორტი და მაისური ჩავიცვი. ერთია რომ საშინლად გავბრაზდი, მაგრამ რატომ მწეყინა და საერთოდაც რატომ ამიჩუყდა გული ვერ ვხვდებოდი. ორი დღეა ვიცნობდი მეზობელს, თუ ჰქვია საერთოდ ცნობა და ამ ორ დღეში რამდენჯერაც მოვისურვე მისი გამოწვევა და დასჯა კაცმა არ იცის საერთოდაც სულაც რომ არ იყო გასაბუქებელი ის თემა რაზეც ესე გულმოდგინედ ჩავიხვიე, ყოველთვის დამარცხებული და უარესად გაბრაზებული მე ვრჩებოდი. თან ცოტა არ იყოს მეზარებოდა ეს კატა თაგვობანა, ამიტომ სჯობდა დროებით გავჩერებულიყავი და როდესაც საბოლოოდ ეგონებოდა რომ შევეშვი და დამშვიდებული განაგრძობდა ცხოვრებას, აი მაშინ დავარტყამდი. "ღმერთოო, რანაირი გენიოსი ვარ?! " იდეით გახარებულმა სამზარეულოში გავილაშქრე, გემრიელად დავნაყრდი და ჰამაკში გაწოლილი ის იყო ცხოვრებით ტკბობას ვიწყებდი მოსაღამოვებულზე კოღოებივით რომ აიშალნენ ლუდის მონა სასტავი, გაგოს თაოსნობით. მანქანა არ იყო ეზოში შემოყენებული, გეგონება სუნზე იგრძნესო სიმაღლის მიხედვით შემოლაგდნენ მეზობლის ჯეელები მათ ფეხდაფეხ კი შლაქსება გივი და თამაზა მოფლატუნობდნენ ისეთი სერიოზული სახეებით, იფიქრებდით სახლის უკან სათონეში სენატის სხდომა აქვთ დაგეგმილიო. სხდომის თავმჯდომარე ალექსა უკვე სტარტზე იყო, აბა როგორ? ბოლოს ერთობლივად შეთანხმდნენ და უკანა ეზოს მაგივრად სახლის წინ ტალავერის ქვეშ გადაწყვიტეს დასხდომა, ჩაციებული ლუდის კათხებით და წელსზემოთ გაშიშვლებულებმა ქვეყნის საჭირბოროტო თემებზე დაიწყეს ბჭობა, როგორიც იყო წლევანდელი ხორბლის მოსავალი, ისევ გამაზული გოლები, რამდენიმე გუნდის ბანძად "გასხმა", სერიოზული კუშის მიხსნაში ხელი რომ შეუშალა. სადღაც მოსაწევის თემამაც გაიჟღერა, შემდეგ ჩამოუარეს სოფელს. ვანიას რძალი ვაჟას "პროჭობა"( მოკლედ ზედსიძედ იყო სოფელში მოსული დაახლოებით ოცი წლის უკან და იმის მერე შერჩა და შერჩა სახელი)და აი მისი ბრწყინვალება, ახალი მეზობელიც. მისი "კაი კაცობა" "ეეე, გიო მაგარი ძმაა" "ამ მაგარი კაცის გადმოსვლა რომ გაგვიხარდა ძმაოო. " " იმენა გვერდში დამდგომი, ჭირში და ლხინშიც უღალატო"
მერე ვიღაცამ წამოიძახა.
"ნინას სახლი რომ ააყვავა ძმაოო, რამდენს უნდოდა, მაგრამ ეგეთ მაგარ კაცს ელოდებოდნენ, ცვეტში"
ჩვენი მაგარი კაციც იფერებდა, შიგადაშიგ იღიმოდა და ლუდს წრუპავდა. მერე როგორც ყოველთვის კუს გამოყოფილი ფეხივით გამოხტა გაგოც, რომელიც ზემოთ ხსენებული ჯიგარი კაცის გვერდში იჯდა, დაჟე მხარზე ხელიც კი დაჰკრა და გაეცინა.
-ცოტა პროვლემა კი არსებობს, ჩემი ელენას და ამის თხები ერთად ვერ ბალახობენ. -გაეცინა მეზობლის თხასაც. მე კი გავბრაზდი მაგრამ შევეცადე გამეტარებინა, ჰამაკში ვიჯექი ფეხებაკეცილი და სულ არ მაინტერესებდა რას ლაპარაკობდნენ.
-შეეშვით ჩემს გოგოს. -ისევ ალექსაა, აი რატომ მიყვარს.
-არა ტო, ესე ხო არ გავაგრძელებთ. უნდა შეგარიგოთ.
-რაოყო გაგო, ჯოკერში მეოთხე კაცის ამბავს წინასწარ ჩარხავ. -მაინც ვიგველე.
-ჩემი გოგოოო. -შორიდან დამეჯღანა და კოცნაც გამომიგზავნა. ხანდახან რა აუტანელია, მინდება რომ მოვკლა. ისიც მიყურებდა, არ ვიცი ან მე ვუყურებდი და თავადაც იძულებული იყო შემოეხედა. სიგარეტის კვამლში გახვეული, მშვიდი სახით და უცნაურად გამჭოლი მზერით, მეგონა კანი მეწვოდა. თვალი ავარიდე და ისევ ტელეფონს ჩავაცქერდი. სოციალურ ქსელში არაფერი ხდებოდა საინტერესო, მომბეზრდა და მალევე გამოვედი. ჩემს დაქალოჩკებს ზღვის ფოტოები გამოემზეურებინათ. ნერვები მომეშალა, რა ჯანდაბა მინდოდა? წავსულიყავი მეც. რას არ მივცემდი ახლა აქ უხერხულად ჯდომის მაგივრად მათთან ერთად რომ ვყოფილიყავი ზღვაზე, მაგრამ "ეგრე სად არის ძმაო?! "
გვარიანად დაღამებული იყო, მაგრამ ეზოში დაშლას არ აპირებდნენ. შლაქსება გივის ცოლმა დაურეკა და ჯერ საკუთარი ქმარი გამოლანძღა გვარიანად, შემდეგ კი ჩვენც მოგვწვდა რადგან თურმე გივის სახლში წასვლა უნდოდა ჩვენ კი ძალით ვაკავებდით. მეტიც, სკამზე თოკით გვყავდა დაბმული და თავზე ჯალათის ფორმაში გადაცმული გაგო ადგა დიდი ნაჯახით და ემუქრებოდა:
-თუ არ დალევ, თავს მოგაჭრიო. ერთი საათის შემდეგ პატიკოსაც დაურეკეს სახლიდან რონელიც აღმოჩნდა რომ მიდიოდა სახლში, მაგრამ ვერ აგნებდა. ხოლო კითხვაზე სად ხარ?
-რავიცი სად ვარ დედაჩემო? -სასოწარკვეთილი ხმით ამოიოხრა პატიკომ. კიდევ ერთი ძმაკაცი შენოეძარცვა პაპას, რომელიც სახლში წასვლას და სულიერად განმარტოვებას გეგმავდაა. სიგარეტიც გათავდა და ერთის მაგივრად სამი წავიდა მარინას სუპერმარკეტში, რადგან ერთს შესაძლოა ვერ დაეძრა და სამი სულ სხვა მუღამით მოიტანდნენ სახლამდე. მე ალექსას ჩამოვუჯექი ძმაკაცების წასვლით ჩამოვარდნილი მხრის გასამაგრებლად და იმ მხარზე თავიც კომფორტულად ჩამოვადე.
-სხვანაირად არ გამოვა. -სასმლისგან გაპრუტუნებული თვალებით შემომხედა გაგომ. -უნდა შეგარიგოთ ძმაო. -ააშენებს ღმწრთი, ეგ რომ არ ყოფილიყო მე და ბატონი "გიორგა" ზავს განა დავდებდით? ამ ზავის განსამტკიცებლად მოწმეების თანდასწრებით ხელიც ჩამოვართვით ერთმანეთს და ერთი დიდი პრობლემაც გადაიჭრა. ახლა მე და მეზობელი გიორგა სულ მცირე "მაგარი ძმაკაცები"ვიყავით. ეს იცით რას ნიშნავს?! არც მე ვიცი.
-შენს ძაღლს მაინც მოვკლავ. -გავუღიმე უკვე ძმაკაცს.
-ზედმეტად მოსწონხარ, არ გაუწყრე. -დამამშვიდა და თვალი ისე ჩამიკრა ეგრევე იმაზე დავიწყე ფიქრი რა ჩამერტყა მარჯვენა თვალში.
-ხოო, ჩემი ანგელოზი როგორ არ უნდა მოგეწონოს, ძმაო-გაგოს ტორმა ლამის სკამიდან გადამაყირავა. ტანკში ჯდომაც აღარ ერქვა უკვე მის მდგომარეობას, სულ მცირე რეაქტიულ თვითმფრინავში იჯდა, მე კი ზურგი მექავებოდა, ეტყობა ფრთები ამომდიოდა.
-ქეთო გირეკავს, გაანებე ამ ბავშვს თავი. -ზუსტად დროულად იმარჯვა ალექსამ.
-რას შვები, ქორწილი აღარ უნდა გვაღირსო? -აუ, გიორგა ნახეთ. ესეც კარგად იყო საქმეში ჩახედული.
-ეჰ ბიძია, ეგ ბალღი ბაღიდან ამისია მაგრამ ხო იცი თავში რომ გიქრის. მერე აღმოაჩინა რომ შეუჩვეველ ჭირს ისევ შეჩვეული სჯობს და ტრფობის ეტაპზე არიან ჯერ. -ახარხარდა ალექსა
დიდხანს აღარ გაუგრძელებიათ. გიორგი მალევე წავიდა, გაშლილი ლუდის პოლიეთილენის ჭიქების მოგროვებში ალექსა დამეხმარა. ნაგვისთვის განკუთვნილ ყუთში ჩავყარეთ და დასაძინებლად რომ წავედი სამის ნახევარი სრულდებოდა, დავწექი თუ არა ისე გავითიშე დილამდე გვერდი არ მიცვლია.
არ ვიცი რომწლი საათი იყო, ხმაურმა გამაღვიძა. მეზობლის ეზოდან საშინელი ჟრიამულის ხმა ისმოდა, აშკარად სტუმრიანობა ჰქონდა ბატონ გიორგის. გასიებული თავით ავდექი საწოლიდან, ვერც გრილი წყლის გადავლებამ მიშველა. ყავა დავისხი და აივანზე გასულმა აღმოვაჩინე რომ უკვე 12 ხდებოდა, სახლში აშკარად მარტო მე ვიყავი. რა ჯანდაბა უნდა გამეკეთებინა მარტოს? თავი საშინლად მიტოვებულ ბავშვად ვიგრძენი, ეს ხმაურიც პირდაპირ ტვინში მირტყავდა ჩაქუჩივით. მოაჯირიდან გადავხედე ნინას ყოფილ სახლს და აი, სიურპრიზიი. დაახლოებით ოთხი ბიჭი და ამავე რაოდენობის გოგი, ან ქალი რავიცი. მეზობლის ეზოში შეკრებილიყვნენ, მუსიკის ჩაერთოთ და სიცილ ხარხარით სვამდნენ ლუდებს. მეგობრების მინი წვეულება ჰქონდა მასპინძელს, რომელიც ჰამაკში მოკალათებულიყო და სიგარეტს ეწეოდა. საშინლად ცხელოდა და სიგრილეს დახარბებულნი, წელს ზემოთ გაშიშვლებულიყვნენ მამრობითი სქესის წარმომადგენლები, მოწნულ სკამებში გაშხლართულნი თეთრი ყურძნის ტალავერში ნებივრობდნენ. ჰამაკში გაგორებულმა ბატონმა პირველმა შემამჩნია, რომლის გვერდით ზუსტად იმ წუთს მოკალათდა ქერათმიანი ქალბატონი მადის აღმძვრელი ფორმებით და ისე აკოცა კისერში, ხმა ლამის მე გავიგე. მეზობელმა მისალმების ნიშნად ხელი ძველი ძმაკაცივით ამიწია.
-შენი დედაც! -ყრუდ ამოვიბუზღუნე და პასუხად მეც ავუწიე ხელი. თურმე რა დღეში ყოფილა ბიჭი. რატომღაც გამებრაზა, რა ჯანდაბა იყო სიბრაზის მიზეზი ჩემი ასე "ადრიანად" გაღვიძება თუ ის ძუძუებიანი ქალი ცოტა რომ აკლდა და სახალხოთ ახტებოდა ზედ? მე ვინ ოხერი მკითხავდა? სანამ მოაჯირთან ვიდექი სხვებმაც შემამჩნიეს და რამდენიმე წყვილმა თვალმა ჩემსკენ გადმოინაცვლა. ერთ-ერთმა მუსიკას დაუწია და ისე გამეკრიჭა თითქოს ძალიან მიხაროდა მისი ნახვა და ვერ ვამჟღავნებდი.
-რაშვები ელე? -რა ჯანდაბაა?! როდის მერე გავხდი ამ ცხოველისთვის ელე? ქვეცნობიერმა ირონიულად დააწვრილა თვალები და ისე დამცინა ცოტა დამაკლდა ხმამაღლა არ შემეგინა. მაგრამ თავი ხელში ავიყვანე და შეძლებისდაგვარად მშვიდად, ღიმილის თანხლებით ვუპასუხე:
-ყავას ვსვამ.
-ამ სიცხეში ტო? -შეიცხადა ერთ ერთმა რომლის სახელიც მერე გავიგე, ლადო ერქვა.
-გაგო და ალექსა რაიონში წავიდნენ, ჩამოდი ლუდზე გეპატიჟები. -ამ ნაგავმა ჩემზე მეტი იცოდა სად წავიდნენ ჩემები, თან ლუდზე მეპატიჟებოდა, რამხელა პატივი იყოო. " ვაიმე ელენაა, რამხელა აგრესიაა" შევუძახე თავს.
-მადლობა, არ მცალია. -რომელი საქმიანი მე ვიყავი რომ არ მეცალა, მე რომ დრო მქონდა მკვდარს არ ჰქონდა იმდენი დრო. მაგრამ არ მინდოდა მათთან ჩასვლა, მეორეს მხრივ ძალიანაც მინდოდა მაგრამ აი, ესეთი ჩამოუყალიბებელი რომ ვარ ესაა საშინელაბა.
-ჩამოდი, მოდი რა, არაფერი საქმე არ გავქს ვიცი. გაერთობი-თვალი ჩამიკრა ბატონმა და სიგარეტი ჩააქრო. თავის დაფასება ისედაც არასდროს მიყვარდა და ახლა გოიმივით "ვირზე შეჯდომა" ზედმეტად უაზროდ მეჩვენებოდა, თან ეგაც რომ არა მართლა არაფერი მქონდა საქმე და სახლშიც მარტო ვიყავი. მოკლე სარაფანზე დავიხედე, მშვენიერ ფორმაში ვიყავი რატომაც არა? დამპატიჟეს. ყავა დავასრულე, ფინჯანი გავრეცხე და ფეხზე კეტები ამოვიცვი. კარის გახსნა და ჩემი თაყვანისმცემელი მაქსიც შემომეგება, მაგრამ სტუმართმოყვარე ხასიათზე აღმოჩნდა, აზრზე არ ვარ ტვინში რა გადაუტრიალდა. შეშინებულს ხელზე დამყნოსა და შემდეგ მშვიდად გამეცალა, შვებით ამოვისუნთქა და მათკენ გავემართე. გიორგი ჰამაკიდან ამდგარიყო, სამაგიეროდ ქალბატონი ქერა გაშხლართულიყო. ერთ-ერთი მოწნული სავაარძელი დამითმეს და მისი სტუმრების გაცნობაც თავის თავზე აიღო.
-ეს ელენაა-წარუდგინა ჩემი თავი. -ეს ლადოა-მანამდე რომ მიღიმოდა მასზე მიმითითა, რომელიც წამოდგა და ხელი გამომიწოდა ხოლო როდესაც ჩემი მარჯვენა მოიქცია თავის ტორში მოწიწებით მაკოცა ხელზე.
-ეს სანდრო, აჩი და ლექსო. -დანარჩენებზე მიმითითა და რატომღაც მხარზე მომხვია ხელი.
-სასიამოვნოა.
-თათა, ვიკა და მირანდა. -ქალების რიგიც დადგა.
-მე, ნანუკა ვარ. -ქერამ თავით ფეხამდე შემათვალიერა მუშტრის მზერით და უცნაურად ცხვირ აბზუებულმა მომიგდო თავისი სახელი. ყურადღება დიდად არ მიმიქცევია, ლადოს და ზემოდ ხსენებულ ლექსოს შორის დავიკავე ცარიელი სავარძელი.
-ლუდს დალევ? -უკვე შევსებული ბოკალი გამომიწოდა ლადომ და მეც ღიმილით ჩამოვართვი.
-გაგოს დის შვილი ხარ? -ვერ ჩერდებოდა მეტიჩარა ნანუკა, რომელიც გიორგის მაჯაზე წაეპოტინა და ჰამაკისკენ ისე დაქაჩა თითქოს ვინმე ართმევდა მის საკუთრებას. თურმე ქალბატონს გაგოც სცნობია, გამოდის ხშირად სტუმრობდა აქაურობას
-აქ, არ გვინახიხარ ტო. -ზედმეტად თბილი და საყვარელი ჩანდა ლადო. რაც სახეზეც ეტყობოდა
-აქ არ ვცხოვრობ. -ლუდი მოვსვი, სიცხისგან გაბრუებულს გრილი სითხე მესიამოვნა და სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა.
-თბილისელი სტუმრები გვყავს უბანშიი-ისევ ნანუკა, რაღაც ვერ ვიხსენებდი როდის მერე ვიყავი მასთან სტუმრად მაგრამ მისი ისე გამოსვლაც დავაიგნორე, თუმცა თვალის არიდება მაინც ვერ მივახერხე მის ხელზე, რომელიც გიორგის კისერს შემოეხვია. არ სცხელოდა მაინც?
-თბილისში სად ცხოვრობ ელე? -ისევ ლადო, აგრძელებდა ჩემთან საუბარს.
-ყიფშიძეზე. -საუბარში აქტიურად ჩართვა მეზარებოდა და მოკლე მოკლე პასუხებით ვიფარგლებოდი.
-მეზობლად ტო. აზრზე ხართ-გაეცინა რატომღაც გახარებულს. -თითქმის მეზობლები ვყოფილვართ. ჯანდაბა, მიხარია.
-ელე, ბიძაშენმა დარეკა შეიძლება დღეს ვერ დავბრუნდეთ უკანო. -საუბარში ჩაერთო მასპინძელი და შეკრული წარბებით გადმომხედა ლადოსთან საუბარში გართულს. კისრიდან კი ნანუკას ხელი მოიშორა და ახალ სიგარეტს მოუკიდა.
-დავურეკავ მერე. -სასხვათაშორისოდ მივუგდე პასუხი და ისევ ლადოს მივუბრუნდი. სულ რაღაც ოცი წუთის მოსული ვიყავი და ნერვები უკვე სასტიკად მეშლებოდა, რა უბედურებაა, ჯერ დამპატიჟა, მერე თავისი სამეგობრო გამაცნო თითქოს სიხარულისგან მეცხრე ცაზე უნდა მეფრინა, ვუყურებდი მის ნაშას, აშკარად დამშვიდებას რომ საჭიროვებდა და შიგადაშიგ მესწერვებოდა, არ ვიცი ან სულ ესეთი იყო ან მე არ მოვეწონე. ეკითხა მე თუ მომეწონა? და ამ ყველაფრის პარალელურად ისე მიბღვერდა და მიბრიალებდა თავის ცისფერ თვალებს კაცმა არ იცის რას ვაშავებდი. სიბრაზე კისერში მიჭერდა, ამ "ჯაან სასტავის" ატანა აღარ შემეძლო, ადგომა და წასვლაც არ გამოდიოდა. ყველა ისე მაკვირდებოდა როგორც საჯიშე ცხენს ან რავიცი რამე რელიქვიას. ბატონი ლექსო პირდაპირ თვალებით მხდიდა სავარაუდოდ ისე მომშტერებოდა, ლადო ტვინს ღუნავდა. გოგონებიდან ჩემთვის არც ერთს ეცალა სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდნენ, ქალბატონი ნანკა ისე უფათურებდა ხელებს ჩემს მეზობელს ალბათ რომ არ მორიდებოდათ იქვე დაკავდებოდნენ სექსით. აი კიდევ ერთი სიბრაზის მიზეზი. მე რა ჯანდაბა მაბრაზებდა? ჩემთვის ვინ ოხერი იყო მაგრამ რატომღაც ისე მაღიზიანებდა ეს სიტუაცია ყელში გაჩხერილი ბურთი ცხვირის წვერს მიწვავდა. სხვა თუ არაფერი ყველანაირ ეთიკის ნორმებს სცილდებოდა. თუმცა მიჩვეული იყვნენ სავარაუდოდ და ჩემი გაუთვალისწინებელი ვიზიტიც ფეხებზე ეკიდათ. ალბათ საათნახევარი იქნებოდა ჩემი იქ მისვლიდან გასული. ერთი სიტყვაც არ უთქვამს ჩემთვის მასპინძელს, თავად მიმიწვია და ფაქტიურად თავის მეგობრებს შემატოვა.
-ჯოკერი ხომ არ გვეთამაშა? -იდეა წამოჭრა ლადომ და ისევ შემივსო ცარიელი კათხა.
-თქვენ ითამაშეთ, კი ხართ ოთხი. -პრეტენზიულად გაიწელა ნანკა და გაიცინა რაღაცას რომ უყვებოდა გიორგის რომელსაც სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ფეხებზე ვეკიდე.
-ელე, იცი თამში?
-უნდა გავიდე მე, საქმე მაქვს. -აქ აღარ მინდოდა გაჩერება. ჩემთვის ზედმეტად მეტისმეტი იყო.
-აუ, კარი რაა. სად გეჩქარება, ჯერ ახლა არ მოხვედიი? -სკამიდან წამოწეულს რატომღაც მაჯაში მწვდა ლადო.
-საქმე მაქვს. -მის ხელს დავხედე, კიდევ ერთი სიტყვა და ავტირდებოდი ალბათ. რა უბედურება იყო? რა ბავშვობაა ელენა? ჩავეკითხე საკუთარ თავს, მაგრამ ეს ბავშვობაც აღარ იყო, არასდროს ვიყავი სასმლის მოყვარული და თითქოს კათხანახევარ ლუდს თავისი საქმე გაეკეთებინა და გული ამჩუყებოდა. არა, მეორედ აღარ დავლევ. დანამდვილებით ვიცოდი რომ აღარ გავეკარებოდი სასმელს.
-დარჩი კიდევ ცოტახანს
-რა ხდება? -დიდება ღმერთს, როგორც იქნა იკადრა ყურადღების მოქცევა გიორგიმ.
-გარბის ჩვენი პრინცესა -გაიცინა სანდრომ და მისი ირონიაც ზემოდან დაემატა ჩემი იქიდან დაუყოვნებლივ წამოსვლის სურვილს
-შეეშვი. -ჰამაკიდან წამოიწია და კარისკენ მიმავალს ზედ კართან დამეწია. -რა ხდება?
ეზოდან გასულს უკან მომყვა და კარი ისე მიიხურა ზურგს უკან, მისი ბრახუნის ხმა არაფრად ჩაუგდია.
-არაფერი, სახლში მინდა. მადლობა. -ბრაზი ვეღარ მივთოკე და უხეშად მივახალე. დიდად არც მიდარდია რას იფიქრებდა ჩემზე.
-ეი, ეი, რა ჯაბდაბა ხდება? -მკლავში ისე მწვდა და მომითრია თავი ძლივს შევიკავე არ დავცემულიყავი. -ჩემზე გაბრაზებული ხარ?
-მაქვს მიზეზი? -მკლავი გავინთავისუფლე მისი ხელიდან
-არ გაქვს და ეგ მიკვირს.
-მოდი, შემეშვი რა.
- ელენა.
ყურადღება არ მიმიქცევია ისე სწრაფად შევვარდი ეზოში და კარი მივხურე. ზედმეტად ბავშვურად გამომივიდა, მაგრამ სულაც არ იყო ჩემი ბრალი თუ ნერვები მომეშალა. ამის გააზრებაზე რა სულელური სანახავი ვიყავი ცრემლები ვეღარ შევიკავე. ჯანდაბა, ფაქტიურად ვიქაჯე, მაგრამ ქაჯები ისინი უფრო გამოდიოდნენ, ჯერ რა დახვედრა, შემდეგ რა კომენტარები? ფაქტიურად უცხოპლანეტელივით გამატარეს რენდგენში და ამ ყველაფრის დაგვირგვინება ნანკას დამპალი ხელები და მზერა რატომღაც მაინც და მაინც მე რომ მიყურებდა ირონიით და რაღაცნაირი ნიშნის მოგებით, თითქოს კაცში ვეცილებოდი და მისი ამ საქციელით ტერიტორიას იზომავდა.
-ღმერთო რა სირცხვილია. -კიბეზე დავჯექი და სახეზე ხელები ისე ავიფარე თითქოს მომხდარს ესე უფრო ადვილად დავივიწყებდი.
რა სირცხვილია!
სულ რაღაც სამი დღის ჩამოსული ვიყავი სოფელში და უკვე აქედან გაქცევა მინდოდა, მიზეზი კი არც მეტი არც ნაკლები ახლად გამომვხვარი მეზობელი იყო დამპალი ცისფწრი თვალებით და უნაკლო აღნაგობით. არ ვიცნობდი, მაგრამ ისე მომეწონა მეც კი ვერ გავიაზრე. ქარაფშუტა გოგოების კატეგორიას არასდროს მივეკუთნებოდი და ბევრჯერ გამჩენია სიმპათიები მამრობითი სქესის მიმართ, მაგრამ როგორც ასეთი უთავბოლოდ შეყვარებული არასდროს ვყოფილვარ, თავგზააბნეული თვალებიდან გულებს რომ ჰყრის და სასიყვარულო სიმღერებზე ცხარე ცრემლად იღვრება. მის ესემესზე გული რომ უფართხალებს და დანახვისას სანთელივით დნება. არასდროს მყოლია შეყვარებულიჩემი სიმპათიებიც მაქსიმუმ ორი კვირით გაგრძელებულა და ისეთი ტემპით, სიტყვიერი მოწონებით რომ მოგწონს, არანაირი გულის ფრიალი, თვალებიდან გულების ყრა და კორვალოლ-ვალერიანები. ეს რა ჯანდაბა მჭირდა?! მომწონდა კაცი რომელიც სულ მცირე ათი, 15 წლით მაინც იყო ჩემზე უფროსი, ყველა თვისებასთან ერთად საშინლად ცინიკური და დარწმუნებული ვიყავი მე რაც არ უნდა ამოვმხტარიყავი კანიდან გაგოს სახელი და კაცობა არ მისცემდა გიორგის უფლებას ჩემთან თამაში დაეწყო. უბრალოდ ვერ გაბედავდა და აქ კუნთების სიმრავლე საერთოდ არაფერ შუაშია. ბიძაჩემი არ იყო ხელწამოსაკრავი ადამიანი თავზე რომ გადახტომოდა თუნდაც ახლად გამომცხვარი სიმპათიური მეზობელი. რომელიც სავარაუდოდ ეძმაკაცებოდა კიდეც. საბოლო ჯამში ჩემი მდგომარეობის ერთადერთი ზუსტი დასკვნა ის იყო, რომ მე გიორგი ძალიან მომწონდა. რა აზრი ჰქონდა საკუთარ თავთან ამის უარყოფას? არანაირი. მომწონდა. სხვა ხომ არაფერიი?!
ერთადერთი გამოსავალი ის იყო, რამე მიზეზი მომეფიქრებინა რათა დაუყოვნებლად გავცლოდი სოფელს, წავიდოდი ჩემს გოგოებთან ზღვაზე და გულს მაინც გადავაყოლებდი.
ვაი, შე გაჭირვებულოო!
საკუთარ თავთან ხელჩართული ბრძოლა ნქობდა გამართული ჩემი ტელეფონი რომ ანერვიულდა. გაგო მირეკავდა.
-რას შვება ჩემი ბეღურა? -სავარაუდოდ იკრიჭებოდა ბიძა კაცი.
-სად ხართ?
-რა ხდება , ყიზილბაშების შემოსევაა?! -ახარხარდა ჩემი ჭირვეული ხმის გაგონებაზე, მაგრამ მალევე დამშვიდდა. -რაიონში ვართ ელე, დღეს სავარაუდოდ ვერ ვახერხებთ დაბრუნებას, თუ ყველაფერი მოესწრება დილას სახლში ვიქნებით.
-ანუ ღამით მარტო უნდა ვიყი? -ცოტაც და ამეტირებოდა.
-ხო, ბარტყო.
-თქვენთან მინდაა. -ამოვიწკმუტუნე გალახული ლეკვივით
-რისი გეშინია გოგო არ გადამრიო, ყველაფერი ყველაფერი და ეგერ კარის მეზობელი გვყავს შენი საქმრო, დღეს მაგას ჰყავხარ ჩაბარებული
-რა უაზრო ადამიანი ხარ.
-შორს არ გიშვებ, ხომ ხედავ, ბიძი. -ახარხარდა. -მოტაცებით არავინ მოგიტაცებს, შენ რა მოსატაცებელი ხარ გოგო, მგლები და ტურებისთვის კი შეგიძლია ალექსას თოფი გადატენო.
-ნაგავო. -ამოვიყვირე გაბრაზებულმა, ხანდახან რა უაზრო ღადაობა იცოდა ნერვებს მაწყვეტდა.
-კარგი პატარავ, დაგირეკაავ. -მომაძახა და გამითიშა.
შინაური თუ გიჯიგრებს ესე ძალიან და შენს თავს ჩააბარებს კაცს რომელიც საშინლად მოგწონს. სად ეცლება ჩემს საყარაულოდ ბატონ გიორგის, სავარაუდოთ მთელს უბანს გააყრუებს მისი და მისი ნაშის ოხვრა-კვნესა. ისევ დამცინა ქვეცნობიერმა.
-ეგ ძუკნა.
არა, სასწრაფოდ უნდა წავსულიყავი თბილისში. სჯობდა იქ ამოვხრუკულიყავის სიცხისაგან ვიდრე აქ.
უაზროდ ვიბოდიალე მთელი დღე, ტელევიზორშიც არაფერი იყო ჩემთვის საინტერესო. სოციალურ ქსელშიც ბოდიალმა დამღალა. ცოტა ვიქალე და სახლში მტვრები ავიღე, ჩემი ოთახი მოვაწესრიგე და ისე შემოიპარა ღამე ვერც კი მივხვდი. მეზობლის სახლიდან ხმაური აღარ მესმოდა, ან ჩემი ყურები მიეჩვია და უკვე დაუკითხავად აიგნორებდა. ფაქტია აღარ მესმოდა. აივანზე გაწოლილმა ცოტა ხანს ვინებივრე და საძინებელში გადავინაცვლე. ალბათ ღამის თორმეტი საათი სრულდებოდა უკვე მეასედ რომ დამირეკა გაგომ და ბოლოს უკვე დარწმუნებით მითხრა ხვალამდე ნამდვილად ვერ ჩამოვალო. საქმე რომელსაც აგვარებდნენ გაჭიანურდა და მოკლედ თავისი გასჭირვებოდა ჩემი წუწუნითაც რომ აღარ მომებეზრებინა თავი. დავამშვიდე: "რა მამკალავსთქო" და ტელეფონი სატენზე მივაერთე. არ მოვკვდებოდი, მაგრამ კარგი რაა.
ესეც ჩვენი მზრუნველი მეზობელი, არც კი გამოჩენილა, ჩემი თავი კი არა მაგას ორი ბატი არ ჩაბარდება. სავარაუდოდ ვერ მოშორდა ნანუკას მადისაღმძვრელ ძუძუებს. საკუთარი თავის გამოჭერამ იმაში, რომ ქვეცნობიერად ველოდებოდი როდის მომიკითხავდა, გამაცოფა. ჰო, ამას გაბრაზება აღარ ერქვა, გავცოფდი. რა სიამოვნებით ვითრევდი თმებით საკუთარ თავს.
-მშიშარაა. -სიცილნარევმა ხმამ გამომაფხიზლა და მოულოდნელობისგან ისე შევხტი ლამის გული გამისკდა. ფანჯრიდან გადავიხედე და სასწაულიი, ჩემი მზრუნველი მეზობელი არ იდგა ფანჯრის ქვეშ, ოღონდ საკუთარ ეზოში და სავარაუდოდ მიცინოდა.
-ბიძაშენმა დამირეკა, ბავშვს გახედე ძმურად, ეშინიაო. მართლა გეშინია, ელენა?
-ბოდიში, პატარა თუ ვარ, თან სახლში მარტო, ღამეა და ირგვლივ მგლების და ტურების ყმუილი ისმის. -ისე მეწყინა რომ დამცინოდა, ცოტა მაკლდა და პირს დავაღებდი და ორი წლის ბავშვივით ავტირდებოდი. სულ აღარ მიხაროდა რომ გამოჩნდა. დარწმუნებული ვარ ზუსტად ესე ეტყოდა გაგო და ესეც ელოდებოდა გულგახეთქილი და აქვითინებული დავხვდებოდი.
-ღმერთო, გამძლეობა მომეცი. -არ დამინახავს მაგრ სავარაუდოდ თვალები აატრიალა და აი, რომ ამოიოხრა ეგ კი გავიგე. არა, სახლში მარტო რომ ვიყავი მართლა მეშინოდა, მაგრამ არა იმდენად რომ საჭირო ყოფილიყო დაცვად დამეყენებინა ფანჯრის იქით და მთელი ღამით ჩემი ძილისთვის ედარაჯა, თან რა დამაძინებდაა?! ისე კი მშვენიერი იდეა იყო, მდგარიყო, ჩემი რა მიდიოდა? კი იყო ღირსი დღევანდელი საქციელის გამო.
-ელე, მისმინე, არაფერი საშიში არ არის. შენ რა, მართლა აპირებ მთელი ღამით აქ დამსვაა?! -საწყალიი.
-შეგიძლია წამოწვე. -გამეცინა, მაგრამ მალევე დავსერიოზულდი და წუწუნზე გადავედი იმის შიშით არ გაქცეულიყო. -აუ, კარგი რაა. მართლა მეშინია და თან როგორც მითხარი გაგომ ჩემი თავი შენ ჩაგაბარა და რა პსაუხს გასცემ დილით დაბრუნებულს შიშისგან ფეხებ გაფშეკილი თუ დავხვდები, ძალიან მაინტერესებს. -წინ გადავიხარე და ფანჯრის რაფას იდაყვებით დავეყრდენი. ისე საყვარლად იდგა, ნუ გვერდით გალავნის კედელს მიყრდნობოდა.
-შეგიძლია უბრალოდ ჩამოხვიდე და დაჯდე ჩემს გვერდით.
-ჰო, კიი. შენ დაგეძინოს და საბოლოო ჯამში მე გიყარაულოო?!
-ღმერთო, რა ტუტუცია. -გაეცინა და კეფა საყვარლად მოიქექა-არ დამეძინება, მე ხომ შენი თავი ჩამაბარეს. ჩამოდი, გარეთ მშვენიერი სიგრილეა.
-შენს ეზოში არ გადმოვალ. -გადაჭრით მოვუჭერი
-არ ვიკბინები. -გაეცინა. -კარგი, მე გადმოვალ.
ზუსტად ათი წუთი არ იყო გასული ჩემს ეზოში იყო, მოწნულ სავარძელში იჯდა და მიყურებდა ჰამაკში მოკალათებულს, მხრებზე თხელი პლედი რომ მქონდა მოხვეული.
-დღეს რა მოხდა? -სიგარეტს მოუკიდა. ისევ ის თემა რომლზე ლაპარაკიც არ მინდოდა.
-არაფერი.
-ელე. -მკაცრად მომიჭრა და გამომცდელად დამაკვირდა.
-შენს სასტავთან არ უნდა გამოვსულიყავი, უაზრობა იყო. -თვალი ავარიდე.
-რატომ.
-არ გვინდა რა გიორგი. შენც მშვენივრად იცი იქ რაც ხდებოდა. შენი სამი ძმაკაციდან ორი თვალებით მაშიშვლებდა და სავარაუდოდ ძუკნად უფრო მიმიღეს ვიდრე, ჯანდაბა...
-რად მიგიღეს? -ყბის ძვლები დაეჭიმა და სიგარეტი გვერდით მოისროლა. -რაებს ფიქრობ თურმე. ელე...
-არ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი. -თვალები ამემღვრა და ცრემლების შეკავებას ვცდილობდი.
-ამის დედაც. -გაშტერებული მიყურებდა შემდეგ ნერწყვი ხმაურით გადააგორა კისერში. ვერც კი გავიაზრე ისე გადმოჯდა ჩემს გვერდით. -ელე.
-დავხუროთ ეგ თემა. -დაბნეულმა ავხედე ჩემს გვერდით მჯდარს, რომელიც ისე მაკვირდებოდა გეგონება ჩემი სახის ყველა ნაკვთს სწავლობს და გონებაში კარგად იმახსოვრებსო.
-კარგი. -გამიღიმა და წინ გადმოხრილმა ფრთხილად შემახო ტუჩები თმებზე. მისი ესეთი სიახლივისგან ცოტა არ იყოს ავფორიაქდი, უცნაურად გრილი სურნელი დაუკითხავად მიძვრებოდა ნესტოებში და მაბრუებდა. საშინლად მინდოდა უბრალოდ ჩავხუტებოდი. თითის წვერები მისი კანის შეხების სურვილისგან გამბუჟებოდა. ჩემს თმებში სახით ჩარგული ღრმად სუნთქავდა, მისი თლილი თითები კი სახეზე შემეხო და ცერები ნაზად დაცოცავდნენ ყვრიმალებზე. თვალები უნებურად დამეხუჭა და ნიკაპზე შუბლით დავეყრდენი.
-დაიძინე ელე-შუბლზე მაკოცა და მეც მორჩილი ბავშვივით, მის მხარს მიხუტებულს როდის ჩამეძინა ვერ გავიგე.
*********
სახეზე მზის სხივების ჭირვეულმა თამაშმა გამაღვიძა. ამოვიბუზღუნე და პლედი გადავიფარე, მაგრამ ჯიუტი სხივები არ მომეშვნენ და მალე ისე დამცხა იძულებული ვიყავი ავმდგარიყავი.გიორგის ჰამაკიდან ეზოს მოწნულ სავარზელში გადაენაცვლა და წინ გამოშლილი ფეხები მეორე სავარძელზე შემოეწყო.მშვიდად ეძინა,ხელები მკერდთან დაეკრიბა და როგორც კი გავმოძრავდი და ფეხები ჰამაკიდან გადმოვაწყე წამში გაახილა თვალები.აშკარად ზედმეტად ფრთხილი ძილი იცოდა.
-დილა მშვიდობისა.-ძილისგან შეცვლილი ხმით ამოილაპარაკა და სახე მოისრისა.-რომელი საათია?
-დილა მშვიდობისა.ალბათ შვიდი...მეგონა წახვიდოდი.-არ დამიმალავს რასაც ღამით ვფიქრობდ.გაეღიმა.
-სულ ტყუილად გეგონა.-სავარძლიდან წამოდგა და წელში გაიშალა.-ჯანდაბა, ახალი სავარძლები უნდა მოვატანინო გაგოს,შენ თუ ესეთ ტემბრში გააგრძელე ძილი.
-დაგეძინა ჰამაკში, ვფიქრობ არ გადამიგდიხარ.-გამეცინა და სახლისკენ წავედი.
-ქალთან უბრალოდ ძილი არ მიყვარს.-ტუჩები დაბრიცა და ჩემი სახის შემხედვარეს ხმამაღლა გეცინა.-მინიმუმ შიშველი უნდა იყოს და მაქსიმუმს აღარ გავაგრძელებ პატარა ხარ ჯერ...-თვალი ჩამიკრა და სამზარეულოში შესულმა ისე გამოაღო კარადა და გამოიღო ყავის ფინჯნები აშკარად თავს უცხოდ არ გრძნობდა.-შაქარი რამდენი?
-უშაქრო...-დახლთან სკამზე შემოვსკუპტი და ჩემს სამზარეულოში მოფუსფუსეს მშვიდი სახით დავაკვირდი.ოსტატურად გადაანაწილა ყავა ფინჯნებში და ადუღებული წყალი დაასხა.თავადაც უშაქრო ყავის მოყვარული აღმოჩნდა,ერთი ფინჯანი ჩემსკენ გამოაცურა,მეორე კი აიღო და კარადას ზურგით მიეყრდნო.
-იმედი მაქვს შენი გოგო...-საშინლად მაინტერესებდა საწოლის გარდა რა ურთიერთობა ჰქონდა ქერა ნანუკასთან, რომელიც დანახვის წამიდან არ მომეწონა.
-არა,თმით არ გითრევს.-გამიღიმა და ყავა მოსვა.-პრინციპში თუ რამე თავის დაცვას კი შეძლებ.ვიცი შენი ბავშვობის შესახებ რაღაც ისტორიები.
-ჯანდაბა,რა ჭორიკანაა ეს გაგო.-სახეზე ორივე ხელი ავიფარე და გამეცინა.-მის საძმაკაცოს მკლავჭიდში ვეჯიბრებოდი.-ამის გახსენებაზე ხმამაღლა ავხარხარდი.
-სახიფათო ქალი ხარ...-ყავის ფინჯანი მაგიდაზე დადგა და იდაყვით დაყრდნობილმა გამიცინა.-მანახე რა შეგიძლია.
-სერიოზულად?-სიცილისგან სულს ვეღარ ვითქვამდი.-დაგანგრევ-მუქარით დავუქნიე თავი და თითები ერთმანეთში ავხლართე,მაჯები ამოვატრიალე და მოვემზადე.მიყურებდა და კვდებოდა სიცილით...იმდენად საყვარელი იყო და ისე უხდებოდა სიცილი, წამით სუნთქვაც კი შემეკრა.თუმცა აზრზე მალევე მოვედი.მაგიდის პრიალა ზედაპირზე იტაყვით დავეყრდენი და მის თითებს ჩემი შემოავჭდე.-იცოდე აფერისტობას არ ვიყოთ.
-გეკადრებაა?!-სიცილს ვერ წყვეტდა.
-მაშ ასე,საუკუნის შერკინება მკლავჭიდში.-შევძახე სიცილით და ხელის გადაწევას შევეცადე,ძვრა ვერ ვუყავი.ღადაობთ?! რისი გადამწევი ვიყავი, მაგრამ პატარა სხეულში როდესაც დიდი გული გაქვს რას არ იზამ.თვალებში მიყურებდა ღიმილით, შემდეგ ხელი მოუშვა და საშუალება მომცა მისი მკლავი გადამეწია.
-ვაუ...რა მაგარი ხარ.-გაეცინა ისევ. დაბღვერილი ხელის გაწევას ვაპირებდი საშუალება რომ არ მომცა.
აღარ იღიმოდა,თვალებში მიყურებდა და დავინახე მის წყლიან ცისფერებში როგორ აირია უამრავი უსახელო ემოციები.პირი გამიშრა,რა ჯანდაბა მემართებოდა მის ყველა ასეთ შემოხედვაზე არ ვიცი...საშინლად ვიბნეოდი და ყელში დაუკითხავად მეჩხირებოდა ტირილის მოზრდილი ბურთი.თითები მაჯაზე გადაიტანა და თავისკენ მიმიზიდა,სუნთქვა შემეკრა და შევეცადე თვალის არიდებას,სახე ისე მიხურად დარწმუნებული ვიყავი ჭარხალივით გავწითლდი.არ ვიცი რას ველოდებოდი, მაგრამ ცხოვრებაში პირველად მინდოდა ესე საშინლად მისი კოცნა.არც ის ვიცი თავად რას ფიქრობდა,მომეჩვენა წამით თვალები დახუჭა და კისერზე სასწაულად დაეძაბა ლურჯი კაპილარები.წამით თითქოს ჩემი სახისკენაც კი გამოიწია, მაგრამ ალბათ ესეც მომეჩვენა ისეთი არეული ვიყავი.ტუჩები ოდნავ დააშორა ერთმანეთს,თითქოს გამიღიმა და მაჯიდან მისი თითებიც მომშორდა.
"-შენი დედაც...არ მაკოცა."
-ყავისთვის მადლობა წავალ,საქმეები მაქვს.-ყავის ფიბჯანი ნიჟარაში თავად ჩადგა და სანამ რამის თქმას მოვახერხები უკან მოუხედავად გაუჩინარდა სახლიდან.
ერთი კვირა ისე გავიდა აღარ გამოჩენილა.მისი სახლი დაკეტილი იყო,არც მაქსის ყეფის ხმა ისმოდა და არც ეზოში იდგა მისი უზრმაზარი ჯიპი.რომ ვთქვა დიდად ვდარდობდითთქო მოგატყუებთ მაგრამ შიგადაშიგ თვალი მაინც გამირბოდა მისი სახლისკენ.
სახლში დილიდან ისეთი აურზაური იყო გეგონებოდათ ბატონი გაგო 40 წლის კი არ გახდა არც მეტი არც ნაკლები ცოლი მოჰყავდა.კი უნდოდა მაგრამ ცოლი და კარგი ცხოვრება სად არის?(ეს ხუმრობით) აღნიშვნას არ აპირებდა,მაგრამ არ მოვეშვით და საბოლოო ჯამში დილის ექვს საათზე მე და ალექსას ბაზარში წასვლა მოგვიწია,რა ჯანდაბა მინდოდაა?! საკუთარი ენა თუ დაგღუპავს ადამიანს.ვბუზღუნებდი სანოვაგით დატვირთულ გორგოლაჭებიან კალათასთან და კონსულტანტ გოგონას ვაიძულებდი ნორმალურად აეხსნა რომელი თევზი იყო საუკეთესო.თან მხარსა და ლოყას შორის მოქცეული ტელეფონით დედაჩემს ველაპარაკებოდი რომელსაც ძლივს მოეხერხებინა განთავისუფლება და დიდ რჩევა დარიგებებს მაძლევდა რომელი პროდუქტი უნდა მეყიდა.
-ვაიმეე,მამაშენს ელაპარაკე რაა.-ალექსას მივაჩეჩე ტელეფონი და მაცივარში ნახევარი ტანით ჩაყვინთულ გოგონას, რომელსაც სახეზე გაჭირვებული ღიმილი აეკრა და ცოტა აკლდა თავში გადამარტყავდა გაყინული თევზის მოზრდილ ნაჭერს, ფართოდ გავუღიმა.
-რავიცი მაა,არ იცი რანაირი ხასიათი აქვს შენს ძმას?-ცალკე ალექსა ოხრავდა.-საერთოდ არ უნდოდა აღნიშვნა,გულგატეხილი მიჯნურია და რა მექეიფებაოო...-გაიცინა და თვალებ დაჭყეტილ მეორე კონსულტანტს ცისფერი თვალების ბრიალით შეხედა.-შენ არა შვილო...ერთი ის ფილე მომაწოდე ღმერთი გიშველის.
-ვაბშეტა მე და შენ კი არა ის დედაკაცი უნდა დარბოდეს თავისი ღმერთკაცის გულის მოსაგებად რაა...-ბუზღუნით გამოვართვი გათიშული ტელეფონი და შორტის უკანა ჯიბეში ჩავიჩურთე.კალათზე იდაყვები ჩამოვდე და თავი შევიკავე ზედ რომ არ გავწოლილიყავი ხვრინვით.
-რავიცი ეგ შობელძაღლი რა თავს იფასებს ერთიი-ამოიოხრა შეწუხებულმა სამამამთილომ და ზეთის ორ ლიტრიანი ბოცა ბრახუნით ჩაახეთქა კალათში.
-ნელა შაქროო...-ბრახუნზე გამოვფხიზლდი.-აბა,ჩვენი ოქროს ბიჭი ეგრე ხელის საკრავია ვერ გავიგეე...არადა ძალიანაც უნდა რომ რძლად მოგვიბრძანდეს...ისე რა მამამთილი დაზვავდებიდიი...
-როგორ არ მინდა გარბოდე და მოგდევდე ელენიკო-წარბი ამიწია სისაყვარლის განსახიერებამ და ლამის ვებრდღვენი და გემრიელად ჩავკოცნე.
-რაო მაკომ?-უკვე ყველა საჭირო პროდუქტი კალათში ჩაგვეტენა და ეხლა მორჩილი სახეებით ვიდექით ნახევრად მძინარე მოლარის დახლთან.რომელმაც ისე დაამთქნარა მთელი მარკეტი შეეტეოდა...ჯანდაბა,უკანა კბილი გაფუჭბული ჰქონდა ხორციან გოგოს.
-არაფერი,რას იტყოდა...დღეს ფული ჩაგირიცხეო.ვერ გავაგებინე არ მინდა მისი ფული...რა ჯანდაბად მინდა ფული?
-ეე ალეეე... რა თავმდაბალი ხარ..ფული ყველას უნდა ჯიგარო...-პროდუქტის ამოლაგებას შევუდექი,რომელსაც ატარებდა გოგონა და შემდეგ პარკებში გვ ინაწილებდა.-მარგალიტას დაპატიჟებ "კოფეზე"
-რაღაც დღეს კარტში კარგად ვერ ამაიდიხარ...-მხარში მსუბუქად მიჯიკა ალექსამ და ჩემს ემემდემსების მოზრდილ შეკვრაზე გაეცინა.
-სამას ოცი ლარი.-პირი ყურებამდე გაეხა მოლარეს.
-რაიყო შე მამაძაღლო,ვალი აქ შენს პატრონს?!-აი, ახალი ხოხბა...და მეც პირი მოვაღე და ჩემი სათნო სიცილით ავკაკანდი მოლარის აწეულ წარბზე, აშკარად სიამოვნებით რომ მიგვალანძღავდა მაგრამ ეტყობოდა ალექსას ასაკმა შეუშალა ხელი.ხურდა ხმაურით დაგვიყარა და ამაზე ხომ უარესად გამეცინა.
-რამ გადარია ეს ვერანა?-ბუზღუნებდა პაპა და მარკეტის წინ გაჩერებულ ბებერ ნივაში სათითაოდ აწყობდა სანოვაგით სავსე პარკებს.უკვე ცხრა სრულდებოდა ძრავის თუხთუხით სოფლის გზას რომ დავადექით...უკანა სავარძელზე ნახევრად გაწოლილს ფეხები წინ გამეშალა,რის საშუალებასაც წინა სავარძლის არარსებობა მაძლევდა და ჩაწეული შუშიდან შემომავალი ზაფხულის ხვატით დამძიმებულ ცხელ ჰაერს, შუბლს ისე ვუშვერდი იმედი მქონდა სულ ოდნავ მაინც ამოვისუნთქავდი.
-ამ ყველაფერს ვინ მიხედავს?ზოია და მრეცხავი ვარდო ვარ?-ვჯუჯღუნებდი სახლში დაბრუნებული სამზარეულოს მაგიდასთან.დაილოცა დედაჩემის ხელებიი..ეტყობა თავიდანვე თადარიგი დაიჭირა გულმოდგინედ რომ მასწავლიდა საჭმელების მომზადებას. უსაქმურობსი ჟამს კი ექვს თვიანი შეფის კურსებიც გავიარე.დანას ისე ვხმარობდი ბარე ალენ დიუკას-საც კი შეშურდებოდა. თავიდან კი ვითლიდი თითებს ერთმანეთის მიყოლებით მაგრამ თანდათან შევეჩვიე და ეხლა დანამდვილებით ვიცოდი; ხახვისგან ამწვარი თვალებით გადავარდნილ კარტოფილის ნაჭრისთვის დედა კი არ უნდა მეგინებინა,მშვიდად ამეღო და ნაგვის ყუთში გადამეგდო.რას ვიზამთ ყველაფერი სწავლით არისო და დედის მუცლიდან არავის დაჰყოლია...დიდი არაფერი,რამდენიმე სალათის გაკეთება მომიწია. ხორცთან მე ვინ მიმიშვებდა? ძველი ყასაბივით ენერგიულად იქნევდა ალექსა ნაჯახს და ბოლოს სამზარეულოში ბურთი და მოედანი ჩაიბარა. ვიფიქრე ამოვისუნთექთქო მაგრამ ვინ მოგართვათ?! მოკლედ დიდი გაწამაწიის და ოფლში ცურვის შედეგად სუფრა "დავყარეთ" სამეფო....აბა როგორ? შლაქსება გივის,თამაზას და პატიკოს ნაკლებად ხომ არ დავხვდებოდით? კიდევ იყვნენ გაგოს ამფსონები:გადაბმული ნოდიკო,შამფურა ვახო,პეტო...ჩაპლინა და გაიოზას დისშვილი...დღემდე არ ვიცი მისი სახელი რადგან გაიოზოვიჩს ეძახოდნენ მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება."ჯაან" სასტავიც გვეწვია დედაქალაქიდან და რუსთავ ქალაქიდან, მოკლედ დაახლოებით ოცი მამრი ცოცხალი მუსიკის თანხლებით,რითაც მუსიკანტი გოჩა უზრუნველყოფდათ.ალბათ დილამდე გააგრძელებდნენ ღრეობას...მარანში საგანგბოდ დაწურული ღვინით და ჩემი ნაშრომი სანოვაგით. მოხდა სენსაცია და ის იყო იუბილარი გაგო, ტანკში ჩაჯდომაზე ფიქრობდა,რასაც გულგატეხილი მიჯნურის შიგადაშიგ წამოვლილი ნოსტალგიებიც უქნევდა ხელს.ეზოს კარი გაიღო და არც მეტი და არც ნაკლები ბატონი გაგოს გულის მეპატრონე და ბავშვობიდან დაჩოქების მთავარი მიზეზი გამოჩნდა:ქეთო..(ქეთა)
ქეთო ლამაზი ქალი რომ იყო ყოველთვის ვიცოდი და პირადადაც მქონდა პატივი მისი გაცნობის მაგრამ ისე რაა...დაქალი არასდროს ყოფილა ჩემი.რაღაცნაირად ცერად ვუყურებდი, ჩემი ზეკაცის გაწბილების გამო და ალბათ ნება რომ მოგეცათ იმ საგულდაგულოდ მელირებიან თმას სულ ღერა ღერა გავაწიწკნიდი, მაგრამ მე რა მეკითხებოდაა? გაგო იყო გაბეჩავებული.ქეთო მოვიდა და გამოიდარა...მოულოდნელობა რომელიც მისმა მორთმეულმა უზარმაზარმა ტორტმა და ზედ ანთებულმა შუშხუნებმა ფურორი მოახდინა.ჩემმა ტელეფონმა კი ბატონი ძიას ბედნიერებისგან გაბადრული სახე დააფიქსირა ვიდეოზე.ჯერ რომ გაოგნდა,მერე გაუბრწყინდა თვალები და აემღვრა." რა ლამაზი დღეა" და ტორტი სასწრაფოდ ჩამოვართვით, რადგან ქეთო ძიაჩემის ვეებერთელა მკლავებში გაეხვია.ჰო,ქეთოზე ვლაპარაკობდი..როგორი ქალი იყო? როგორი და აი, რომ იტყოდით ყველაფერი თავის ადგილზე აქვსო...გამხდარი,სიფრიფანა...ნუშისებრი ჭრილის თვალებით.სანდომიანი,საყვარელი სახე და ჭკვიანი, მშვიდი მზერა..აი ეს იყო ჩემი გაგოს ქეთო.მაგრამ მაინც შავად ექნებოდა საქმე, კიდევ თუ გაბედავდა და ჩემს ბიძიკოს ისევ გაუხეთქავდა გულს თავისი დაშორებით( რა ბავშვობაა რაარიი?!) დედაა...სამამამთილო ეხვეოდა და შუბლზეც კი აკოცა ბატონმა ალექსამ, მომავალ ან უკვე მოქმედ რძალს. რა ჯანდაბაა...ჩაწყნარდა პირველი შოკი და სუფრა ძველ რიტმს დაუბრუნდა,მუსიკანტმა გოჩამ "შალახო" სიმღერების ფუძემდებელი რომ გახლდათ...გვარიანი სალაღობო შემოსძახა..ნუ,მანამდე მიკროფონს ასწორებდა: რას...რააას....უკვე შემთვრალი პატიკო, სკამზე ახტა და სიყვარული დიდი რუდუნებით დალოცა.რა უხაროდა მაგ უდღეურს? მის დღემში არ ღირსებია ქალის სითბო და ალერსი.ეს მე კი არ დავასკვენი მისმა ძმაკაცმა გაყიდა...გულიანად ვიცინოდი კახური მარგალიტებით დახუნძლულ სუფრასთან "მა როგორა მაა" ჩამაასხი ჯო, რა დადგებიხოლმე ჯორივითაა? თამაზა მოწოდების სიმაღლეზე იყო და უცაცხანებდა მელიქიფედ დაყენებულ მეზობლის ღლაპ პაკოს. შლაქსება გივი,თავის კანტურით აცხადებდა რომ სიყვარული მაგარი გრძნობაა... ოღონდ თავისებური ინტერპრეტაციით.მერე მე გადმომხედა ცალცალი კალოშებივით გაქცეული თვალებით და გამეკრიჭა.
-შენი ქორწილი როდი უნდა ვჭამოთ პაპიი?!
ეხ, მეც შევჭამდი მაგრამ აბა კაცი არ იყო და უსიძეო ქორწილი თუ უნდოდა ეთქვა მაგ ოჯახ აშენებულს.
-ჩემი ბალღის ქორწილში რომ იწევ რამკაკოანთ ძროხასავით, შენი ჯეელია ჯერ რიგში...გაეზარდა მარჯვენა ხელზე კუნთები მაგ მამაძაღლსა.-ვალში არ დარჩენია ალექსა და უკან მივიხედე,რამე მაინც რომ მეპოვა სახეზე დასანიავებლად...ვეღარ ვსუნთქავდი სიცილისგან.
-არ მოყავს მაგ მამაძაღლსა და...-ამოიოხრა გივიამ.
-რას მაიყვანს,მერიკოს კარზე აბია დილა საღამოს სამპრიშოლა ძაღლივითა.-ყურები დაცქვეტილი ჰქონდა პატიკოს და წამში ჩაერთო ჩემი გათხოვება, არ გათხოვების პოლემიკაში.მერე შემომხედა თითქოს პირველად მხედავდა.-ჯო,ეს ბალღი მახსოვს...უბანს რომ აწიოკებდა. კი უნდა კარგი მეორე ნახევარი მაგრამ..ჯერ რა ეჩქარება?
-გადაშენდნენ საჯიშე მამრები...-ჩაიპრუტუნა თამაზამ და ღმერთმა იცის რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ეს საუბარი რომელსაც ფონად "ბაღდადია ბაღდადი" გასდევდა გაგოს ომახიანი ხმა რომ გავიგე:
-რა კაცი,რა კაციიი...-ღვინის ჭიქა ასწია სახე გაბადრულმა გაგომ,რომელიც სკამიდან წამომდგარი სამადლობელს ამბობდა.სუფრასთან შეკრებილთა მზერამ კარის მიმართულებით გადაინაცვლა საიდანაც დინჯი ნაბიჯებით მოიწევდა მაგიდის მიმართულებით.
-არ მელოდით?-ხელი ძლიერად ჩამოართვა გაბადრულ გაგოს,გადაეხვია და მხარზეც დაარტყა.-ამ დღეს არ გავმაზავდი,იცი შენ.გილოცავ ტო..დიდი ბიჭი გაიზარდე.
-ჭკვით შე მამაძაღლო,სიგრძე აღარ გინდა.-ახარხარდა ალექსა რომელიც იმ წუთს წამოდგა ფეხზე და ახლა თავად გადაეხვია სტუმარს.
-მამაჩემო...-წარბები შეკრა გაგომ და ხელი ისე მომხვია და ისე თბილად მაკოცა თავზე დავდნი.
ჩემთან არ მოსულა,გაგოს და ალექსას შორის დაიკავა ადგილი,მე კი უბრალოდ თავი დამიქნია.ერთი კვირა იყო გასული რაც არ მინახავს და რაღაცნაირად შეცვლილი მომეჩვენე,თითქოს წაონაში რამდენიმე კილოგრამი დაეკლო რაც მისი თვალების ირგვლივ გაჩენილ სიმუქეებს უსვამდა ხაზს.ჩემს მზერას გრძნობდა,აბა რა იქნებოდა კანის ექიმივით ვაკვირდებოდი.მაგრამ ისე მარიდებდა თვალს ერთხელაც არ გადაჰყრია ჩვენი თვალები ერთმანეთს.საშინლად გავბრაზდი? არა,უფრო მეწყინა..რას ველოდებოდი მე დებილი? მოქანდებოდა და ჩამეხუტებოდა თუ რა ჯანდაბაა?! ჩემი შტერული ფიქრების გამო გულ-მუცელი ისე ამემღვრა რას არ მივცემდი ეხლა ერთი გემრიელი ტირილის საშუალება რომ მქონოდა."რა შტერი ხარ ელენა" მეზიზღებოდა ჩემი თავი.დიდხანს არ გავჩერებულვარ იქ,რაღაც მოვიმიზეზე და სახლში შესულმა გეზი უკანა ეზოსკენ ავიღე.იქ ყოფნა არ მინდოდა.ეს ერთი კვირა საშინლად მენატრებოდა ის კი,ისეთი ცივი იყო...ალექსას მანქანის წინ დაწყობილ ფიცრებზე დავჯექი,რომელიც სამშენებლო მასალად ჰქონდათ შენახული,წინ დახრილი მუხლებზე იდაყვებით დავეყრდენი და სახეზე ორივე ხელი ავიფარე.როგორ მეგონა რომ გადამივლიდა და ეს მოწონებაც სულელური აკვიატება იქნებოდა,მაგრამ არ გადაუვლია.დავინახე თუ არა ისე ტირილამდე მომიდა უბრალოდ მაინც ჩამხუტებოდა,მაგრამ ჩემი სურვილი სურვილად რჩებოდა.შეკავებული ცრემლისგან თვალები ამეწვა მაგრამ არა,უფლებას არ მივცემდი თვალის ჯებირები გადმოელახა.თავის დამშვიდებას ვცდილობდი ფეხის ხმა რომ გავიგე,თავი არ ამიწევია.არავისი ნერვები არ მქონდა.ჩემს წინ შეჩერდა და სულ მალე ნაცნობი სურნელიც დაუკითხავად შემიძვრა ნესტოებში.სახეზე აფარებულ ხელებზე კი მისი თითების შეხება ვიგრძენი.
-გამარჯობა პატარავ.-თითები მისმა ტუჩებმა ჩაანაცვლა, რომელიც ხელის ზურგზე ვიგრძენი.კანის ქვეშ შემძვრალი მისი ტუჩების სიმხურვალე ნელ -ნელა სისხლთან ერთად მთელს ორგანიზმში გაიშალა.გული უარესად შემეკუმშა და ნამდვილად თავს მოვიკლავდი მის თვალწინ რომ ავტირებულიყავი.
-რა გჭირს?-ხელები თავად მომაშორებინა სახიდან და მადლობა ღმერთს სიბნელის გამო ვერ ხედავდა ჩემს არეულ სახეს.ჩემს წინ ჩამჯდარიყო და იმდენად ახლოს იყო, მის სუნთქვას ლამის სახეზე ვგრძნობდი.
-დავიღალე და თავი ამტკივდა.-ხელები გავინთავისუფლე მისი ხელებიდან და სახეეზე ჩამოშლილი თმა უკან გადავიწიე.
-ჩემი ყოჩაღი გოგო.
-ყოჩაღი ვარ,შენი გოგო არა.
-ჰო,პრონციპში მართალიხარ...-ეს ნაგავი.ირონიულად ჩაიცინა და სიგარეტს დაუწყო ძებნა,ერთ ღერს მოუკიდა და ჩემს გვერდით ფიცრებზე ჩამოჯდა.-შენ არ ეწევი?
-არა,კარგი გოგო ვარ.
-ანუ სიგარეტს ცუდი გოგოები ეწევიან?-ისევ გაეცინა.
-ჰო,რაღაც მაგდაგვარი...ის გოგოები ვისაც საკუთარი ჯანმრთელობა ფეხებზე ჰკიდიათ.-ღმერთო,რა სისულელეებზე ვლაპარაკობდით,მაგრამ მთავარია რომ ვლაპარაკობდით და ესეც საკმარისი იყო.
-რა ხდებოდა ეს ერთი კვირა...იმედი მაქვს ჩემს სახლში ისევ არ შეპარულან ქურდბაცაცები.
-არ ვიცოდი შენი სახლის დარაჯად თუ დამაყენე...
-რამხელა ირონიაა ელენა?-ხმამაღლა გაეცინა.-შენთან რა ხდებოდა? დარწმუნებული ვარ არ მოგენატრებოდი.
-სწორად დარწმუნებულხარ...-თვალები მობეზრებულად ავატრიალე.-მეც დარწმუნებული ვარ არც შენ მოგკლავდა ჩემი მონატრება.
-არასწორად დარწმუნებულხარ...-არღარ იცინოდა,ეს რა ჯანდაბა იყო?!არა, სერიოზულად ნამდვილად არ მივიღებდი მის ნაბოდვარს.არც ისეთი მთვრალი იყო ეს სისულელე რომ ებჟუტურა,მაგრამ არც სერიოზულად მისაღები იყო.დარწმუნებული ვიყავი როგორც ყოველთვის ეხლაც კაიფობდა.
-კარგი,შევალ.-ასადგომად წამოვიწიე მაგრამ მისმა ხელმა, რომელიც მაჯაზე მწვდა,არ გამიშვა
-ელე...
-რა გინდა გიორგი?-სიბრაზეც დამატებოდა ჩემს მდგომარეობას და საკუთარი ხმა ვერ ვიცანი.ამდენი ემოციისგან თავი მართლაც ამტკივდა.
-შენი კარგად ყოფნა...
-ჰოდა მადლობა,კარგად ვარ...-მხრები ავიჩეჩე და ზემოდან დავხედე.სიგარეტი ჩაექრო და ისე მიყურებდა,აშკარად ხელის გაშვებას არ ფიქრობდა.
-სხვა ბევრი რამეც მინდა...-გაეცინა და ისე წამოდგა.მინდოდა მომეკლა ეს თვითკმაყოფილი იდიოტი.
-ღმერთმა მოგცეს გენაცვალე...-ჩემს ტონზე მევე გამეცინა.
-რა ბებიაჩემივით ილოცები-თავადაც გაეცინა.-ჯანდაბა,რა საყვარელი ხარ შენ ხომ აზრზეც არ ხარ?ამის გამო სურვილი მაქვს მოგკლა -თითქოს წამით სუნთქვა შეიკრაო,ნერწყვი გაჭირვებით გადაყლაპა და მაჯაზე შემიშვა თითები,სამაგიეროდ სახეზე გადმოინაცვლეს.ამდენის ატანა სად შემეძლო? მეშინოდა ემოციების მოზღვავებისგან გული არ წამსვლოდა.
-მთვრალი ხარ?-უკან გაწევას შევეცადე, მაგრამ მისმა თითებმა არ მომცეს საშუალება კეფაზე რომ შემომეხვივნენ დაუკითხავად.
-შენი მოკვლა თუ მინდა ესეიგი მთვრალი ვარ?-ისე ახლოს იყო,შუბლზე შუბლით მეყრდნობოდა.ცხვირზე ფრთხილად შემეხო ტუჩებით,შემდეგ ყვრიმალზე გადაინაცვლა და მოკლე კოცნის ბილიკებით ტუჩის კუთხესთან შეჩერდა.ვცდილობდი თვალები არ დამხუჭვოდა...
-მომენატრე-ზედმეტად გულწრფელი ჩანდა.არ შემხებია, მაგრამ საკუთარ ბაგეებზე მისი ტუჩების სიმხურვალე ვიგრძენი და ცოტა მაკლდა,ალბათ თავად გავიწევდი მისი ტუჩებისკენ. ზურგიდან ჩემი სახელი მომესმა და გამომაფხიზლა.
-ელიკოო...სად ხარ გოგოო?!-გაგო ღნაოდა.შენი დედაც...ჯანდაბაში გავუშვი ჩემი სურვილები და უკან დავიხიე.არ გავუჩერებივარ...გამიშვა.სანამ სახლში შევვარდებოდი გავიგე: ყრუდ რომ შეიკურთხა და დარწმუნებული ვიყავი ზუსტად ისე ეწყო თავზე ხელები როგორც იცოდა.
დილაადრიან როგორც ყოველთვის გაგოს ხმამ გამაღვიძა, რომელიც მაღვიძარის ფუნქციას მსოფლიოში ყველა მაღვიძარაზე უკეთ ასრულებდა. ჯერ იყო და აივანზე ხმამღლა აგინებდა ვიღაცას მერე როგორც გავიგე გივი იყო, რომელსაც დილს ხუთ საათზე დაურეკია ალექსასთან დღეს დამეხმარე ვენახში გამხმარი ჭერმის ხეების ბენზო ხერხით მოჭრაშიო, რასაც ბატონი ბიძა აღშფოღებით შეხვდა.
-რაამბავია დილის ხუთი საათი,ეგ ჩემისა შენს ხმაზე ანძრევს? -ბრდღვინავდა გაგო რასაც ალექსას სიცილის ხმაც ერთვოდა ბოლოს კარის ხმაა და დერეფანში ხმაურიანად "მოაბოტებდა"
-ელიკო გოგოოო! ადექი მნახველები გყავს. -კარები თითქმის შემოანგრია.
-რამ გაგაგიჟაა?! -დავუკივლე და თავზე ბალიშის დაფარებას ვაპირებდი მუქარებს რომ მოჰყვა:
-გაიღვიძე,სანამ წყალი დაგასხი. ადექი, მივდივართ.
-რაიყო,რააა?! ხაშია? რა უბედურებაა სად მივდივართ? -სად ჯანდაბაში მივდიოდით აზრზე არ ვიყავი, ისე მეძინებოდა არსად წასვლის არც თავი მქონდა და არც სურვილი.
-არწივის ხეობაში.
-რაწივის ხეობაშიი?!
-გაწივლებ ეხლა ნოტებზე,ადექი!
-ბოდიში,მაგრამ თქვენ შიგ ხომ არ გაქვთ?!-კისერში სიბრაზემ ამომასხა და საწოლზე გიჟივით წამივხტი. -მე აქ დასასვენებლად ვარ რაუბედურებაა რაარიი!!
-რას გავხარ ქალო? სარკეში ჩაიხედე. ესე არ დაენახო იმ კაცს თორემ ისე იტყვის შენზე უარს არც კი დაფიქრდება. ისე პრინციპში თანხმობა ჯერ არც უთქვამ.
-გაგიჟდი ხოო?! -ვსო ადგომის დრო იყო, ეს საწოლში აღარ გამაჩერებდა და აღარც ჩემს მომავალ საქმროზე შეწყვეტდა საუბარს. -რაგინდა ბიძია შენსას ვჭამ თუ ვსვამ? რას მიშორებ თავიდან?
-შორს ხო არ გიშვებ შე ქალო, კარის მეზობლად იქნები.
-გაგოოო.
-გამოდი რას ატრაკებ? -როგორც ყოველთვის ალექსამ მიშველა. -ადექი პაპი ხო მიდიხართ?
-მე შენთან მოვდივარ.
-სად მიდიხარ გოგოო მძრეველა გივიასთან და შენს კუანა პაპასთან ერთად ვენახშიი?! -დერეფანში ყვიროდა გაგო
-ეს მშიერიაა? -ხელი მისკენ გავიშვირე. -მოუტეხეთ პატარა პური.
-პური კი არა რო აბრიალებ მაგ თვალებს ელამი ბაბულასავით,ჩაიცვი გავდივართ.
-არ მოვდივარ.
-გოგო, შენი კაციც იქ იქნება და...კარგად დაფიქრდი-ახარხარდა გაგო და ვერ მივხვდი რატომ ამეწვა ცრემლისგან თვალები, გაგოს ღადაობა მეწყინა თუ უძილობის ბრალი იყოო. ჩემს შემხედვარე ალექსას სახე მოერყა.
-რა გჭირს გოგო. მართლა კი არ გავატანთ იმ კაცს შენს თავს. რასამბობ პაპი. გეხუმრება არ იცი რანაირიაა. -შუბლზე მაკოცა და აივანზე გასულ შვილს გაუვარდა. არ მესმოდა მაგრამ დარწმუნებული ვიყავი კარგად შესვამდა ვირზე თავის უაზრო ხასიათების მქონე შვილს. წყალი გადავივლე და ჩემი საყვარელი ყვავილებიანი სარაფანი გადავიცვი, ფეხები კეტებში გავუყარე და ნახევრად მძინარე სამზარეულოში ჩავედი. გაგო დამხვდა, ყავა უკვე გაეკეთებინა,ნაცემი ლეკვის თვალებით მიყურებდა ფინჯანი რომ გამომიწოდა.
-რა გჭირს,აცრილი ხარ ხუმრობაზე? -მიხვდა ხმის გამცემი რომ არ ვიყავი და თავად დაიწყო. -გეკაიფები და შენც ფინთი გოიმივით ვარდები. ს გაგიჟდიი? ამხელა კაცს რომ არ გაგატანო და პახოდუ მე ვინ მკითხვას შენი გათხოვება არ გათხოვების საქმე? მეორეც, ვიღაც ჰყავს და მესამე ლამის ორი შენხელაა. ბო*ზის შვილი ვიყო რამე რომ შევატყო თავად დავახლი ტყვიას ტო. მეძმაკაცება ტიპი და ჩემს დიშვილს დაუწყოს თვალების პაჭუნი?
-არ მსიამოვნებს ესეთი ღადაობა. -ნერწყვი გაჭირვებით გადავაგორე კისერში. ესეც ვიცოდი; გაგო ვაბშე სხვა ტიპი იყო და სულ ოდნავი წარმოდგენა თუ ჰქონდა მისი ხასიათების შესახებ,ამ შემთხვევაში გიორგის, ნამდვილად არ გარისკავდა ჩემს გამო. საშინლად მეწყინა. რა უბედურებაა, მარცხენა ფეხზე ვიყავი ამდგარი?
-აღარ გაგეკაიფები-მომიახლოვდა და შუბლზე ხმაურით მაკოცა. -შენ ხო ჩემი ბარტყი ხარ.
-მიყვარხარ. -სახე სატირლად დამებრიცა და მსოფლიოში ყველაზე საყვარელ ადამიანს მჭიდროდ მოვხვიე მკლავები. გაგო სულ სხვა განზომილებაა ჩემთვის, უფროსი ძმა, მეგობარი, მამა, ბიძა,ყვალეფერი. კაცის ეტალონი და ალბათ მაგიტომაც იყო რომ თითქოს ყველა გაცნობილ კაცს გაგოს ვადარებდი. იმდენად გაიდე ალურებული მყავდა,თუ შეიძლება რომ ერთ ადამიანს მეორე სიცოცხლეზე მეტად ჰყვარებოდა, ზუსტად ესე იყო ჩემი ძია ჩემთვის.
*******
არწივის ხეობის ბუნების ძეგლი წარმოადგენს ორი ობიექტისაგან შემდგარ უნიკალურ კომპლექსს. ერთი ნაწილი - კირქვიანი კლდეების კანიონია, მეორე კი მიმდებარე ტყის მონაკვეთი, სადაც მდებარეობს ხორნაბუჯის ციხე-სიმაგრე. კანიონში, რომელიც გამოირჩევა ლამაზი ლანდშაფტით, როგორც ვიცი არაერთი მტაცებელი ფრინველი (არწივი, სვავი და სხვა) ბუდობს. ხეობის კლდოვანი ფერდობებიდან ჩაკიდებულ კლდეებზე შესაძლებელია ორბების ბუდეებისა და იშვიათი/გადაშენების პირას მყოფი მცენარეების ნახვა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე სხვაგან არსად გვხვდება.
ბავშვობაში რამდენჯერმე ვიყავი ნამყოფი, მაგრამ ყველაფერს მაინც აღფრთოვანებული ვათვალიერებდი. მანქანებით სადამდეც შევძელით მისვლა მივედით, შემდეგ კი ფეხით გვიწევდა გზის გაგრძელება და დანიშნულების ადგილამდე დაახლოვებით ნახევარ სათში მივიდოდით. გაგოს ჰაილუქსიდან ზურგჩანთები გადმოვიღეთ თუ არა ბატონი გიორგის, ჯიპიც მოგვადგა. სადაც არც მეტი და არც ნაკლები ქალბატონ ნანუკას და მის სწერვა დაქალებს მოეყარათ თავი, მათ უკან კი მესამე, შედარებით მცირე ზომის ჯიპი მოდიოდა განუყრელი სამეულით. მანქანებიდან გადმოშლილები ჯერ გაგოს მიესალმნენ ხელის ჩამორთმევით ,შემდეგ კი მის გვერდით მდაგრ, ჯინსებსა და სპორტულ ფეხსაცმელში გამოწყობილ ქეთოს, სათვალე რომ ჰქონდა ცხვირზე დაკოსებული და ცალი ხელით ჩემს მხარს ეყრდნობოდა. ლადომ თბილად მოამიკითხა, მას მიბაძეს მისმა მეგობრებმაც, ქალბატონმა ნანუკამ ცხვირი ამიბზუა და ისე მომაგდო სალამი თითქოს მისი ვალი მქონდა და არ ვიცოდი. თავად ბატონმა კი სათვალის მიღმიდან,მისი მზერის გარჩევა შეუძლებელი რომ იყო აშკარად ჩემი ჩაცმულობა შეათვალიერა კრიტიკულად. რას უწუნებდა ჩემს ყვავილებიან სარაფანს და მაღალ ყელიან კონვერსებს? მისი გოგოსავით ბალზე მიმავალივით ხომ არ მეცვა? თან მაკიაჟიც არ დავიწყნოდა და ქერა თმა საგულდაგულოდ დაეყენებინა.
- ვაი ამის პატრონს- შეხედვისთანავე გამეფიქრა და სიცილის დასაფარად ქეთოს მხარს იქით გავიხედე. დაახლოებით ათი წუთი და დავიძარით დანიშნულების ადგილისკენ. წინ ბიძაჩემი ისე მიგვიძღვოდა როგორც ცხვრების ფარას ერკემალი, იქაურობის შესანიშნავადვი მცოდნე.მის უკან ბიჭები მიდიოდნენ და გოგონებს აშველებდნენ ხელს.მერე მე და ქეთო, რომელიც სერიოზულად ღადაობდა "ძაან სასტავზე"და უკვე მუცელი მტკიოდა სიცილისგან. სულ ბოლოში კი ქალბატონი ნანუკა და მისი გულის ვარდი ბატონი გიორგი. რომელიც თავის ჩანთას ხომ მოათრევდა, ზემოდან კი მკლავზე გარდამავალი დროშასავით ჩამოკიდებულ ნანუკას მოაფრიალებდა. საოცარი სიმწვანე, სიწყნარე და მდინარის ხმა,რომელიც ბუნებას თითქოს იავნანას უმღეროდა. გაჭირვებით მაგრამ მაინც მივაღწიეთ დანიშნულების ადგილემდე, მანამდე კი პატარა პატარა დაბრკოლებების გადალახვა მოგვიწია რაც მდინარეზე გადასვლა, ხეებს შორის მოხერხებულად გაძვრომა და დაბალ კლდეზე ჩასვლა იყო სადაც ფეხი ცურავდა და ნამდვილად სჭირდებოდათ ერთმანეთის დახმარება. ბოლოს კი პატარა მდელო, დაჩრდილული ხეების მასივით. წინ, კლდიდან ჩამომავალი ორი ჩანჩქერი რომელიც ერთმანეთს კლდის წინ უერთდებოდა და დაახლოვებით ათი,თხუთმეტი მეტრის სიგანის მდინარის შესართავს ქმნიდა. წყალი სუფთა,გამჭირვალე და ყინულივით ცივი იყო. სიგრილეში კი გერმანული ავჩალკებივით იკბინებოდნენ მწერები რაზეც მეცინებოდა.
-დიდი ვერაფერი-ტუჩები აიბზუა ნანუკამ და ჯირკზე დამჯდარმა სიგარეტს მოუკიდა.
-შეგეძლო არც წამოსულიყავი. -ჩანთა მის ფეხებთან დააგდო გიორგიმ და იქაურობა ინტერესით მოათვალიერა.
-იცი აქ რატომაც ვარ და არ გინდა ეს ნაგლობა.
-ნანუკა-მის წინ დაიხარა გიორგი და რაღაცის თქმას აპირებდა, მერეღა შეამჩნია მათ ცირკს დამსწრე საზოგადოებაც რომ უყურებდა და თავის შეიკავა. თავადაც მოუკიდა სიგარეტს.
-აქ ნამყოფი ხარ? -ლადო ჩამომიჯდა ვერდით ძველი დაქალივით და ისე შემომცინა ოცდა თორმეტივე კბილი უჩანდა.
-კი, რამდენჯერმე.
-კარგი ადგილები ჰქონია თქვენს სოფელს. ამ მდინარეში ბანაობა შეიძლებაა?
-კი, მაგრამ არ გირჩევ. -გაიცინა გაგომ. -ყინულივით ცივია.
-ტურისტული ზონაა და ერთ ტურისტსაც ვერ ვხედავ ტო
-მეზობელ რაიონს ეკუთვნის,იქ კი დიდად თავს არ იტკივებენ ტურისტების მოსაზიდად. თავიდან თითქოს რაღაც დაიწყეს, მაგრამ მერე როგორც ხდება. კაროჩე, ყველას სირ*ზე ჰკიდია.
-ჯანდაბა, მაინც მაგრად ცხელა. -ამოვიწუწუნე და წყლის ბოთლს საცობი მოვხსენი. რამდენიმე მოზრდილი ყლუპი მოვსვი და ის იყო დაფარებას ვუპრირებდი გიორგიმ რომ გამომიწოდა ხელი და ბოთლი ჩამომართვა.
-სულ არ დალიო.
-წყალი გენანება გოგოო? -თავი გააქნია და რაღაცას ალბათ კიდევ იტყოდა გაგომ რომ დაუძახა :-სამწვადეს მიხედე ძმურად-ო. ქეთომ, გოგონებთან ერთად მიწაზე გაშლილ სუფრაზე საგულდაგულოდ გაშალა სახლიდან წამოღებული სანოვაგე და ერთჯერადი თეფშები ჭიქებთან ერთად.
-ტრ*აკი აწიე. -ყურთან მიჩურჩულა გაგომ, როცა შეამჩნია რომ ადგილიდან გატოკებას არც ვფიქრობდი, თუმცა არც შემდეგ მიფიქრია. მიწაზე გაშხლართული, ზურგით ჩემს ზურგჩანთას მივყრდნობოდი და ყურსასმენები მომერგო. ნახევარ საათში ირგვლივ მადისაღმძვრელი სურნელი ტრიალებდა, ნაკვერცხალზე მწვადი შიშხინებდა . თავად კი უკვე გემრიელად ილუკმებოდნენ. გაგოს და ლადოს შორის ბუდას პოზაში მოვკალათდი, სარაფანი გავისწორე და ჩანგალი უგულოდ ჩავასე პომიდვრის ნაჭერს. ძაან მეზარებოდა ეს სიტუაცია, პირველი იმიტომ რომ დავიღალე, მეორე იმიტომ რომ ესენი ჩემი მეგობრები არ იყვნენ და ყველაზე უმცროსი მე ვიყავი, მესამე იმიტომ რომ ქერა ნანუკა საშინლად მიშლიდა ნერვებს და მეოთხე და მთავარი. გიორგი ჩემს წინ იჯდა და შიგადაშიგ ისეთი თვალებით გადმომხედავდახოლმე იქიდან გაქრობა მინდოდა. მათთან საუბარში დიდად არ ვერთვობოდი, არც მათ სიცილ-ხარხარზე მეცინებოდა. ერთადერთი რაც მინდოდა სახლი იყო და მშვიდად ძილი. ზოგადად ესეთი ხასიათი მქონდა, იქ სადაც თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობდი არც მხიარულება შემეძლო. აქ კი ზედმეტად არაკომფორტული გარემო იყო ჩემთვის. შიგადაშიგ გაგოს თვალების ბრიალი, თითქოს ორი წლის ბავშვი ვიყავი და მალე კუთხეში დამაყენებდა დასჯილს, რა ჯანდაბა უნდოდა? დილიდან მარცხენა ფეხზე იყო ამდგარი? ცივმა ლუდმა სულ ცოტათი მომიხსნა დაძაბულობა და მეც გავხალისდი. ვიცინოდი სულელურ ხუმრობებზე "ჯაან" სასტავს რომ ეგონა იუმორის მამა იყო რომელიმე. ლადომ მდინარეში ჩახტომაც მოინდომა და მალე შეძახილების თანხლებით ნიფხვიანი გადაეშვა წყალში. რასაც ჩვენი აპლოდისმენტები და შტვენა მოჰყვა.
-ლადო, შე ლომოო! -ხარხარებდა ლექსო. მას მიბაძა ერთმა გოგონამაც და ნანკამაც გადაწყვიტა წყალში გადახტომა და მარტო წასვლა არა მოისურვა, გიორგის აგულიანებდა რომელსაც ან ნამდვილად არ უნდოდა, ან კი ზედმეტად ეზარებოდა და ადგილიდან არ დაძრულა. არც მის გოგოს დაუტოვია იქაურობა, გადაწყვეტილებაზე მალევე აიღო ხელი. ქეთომ და გაგომ გასეირნება გადაწყვიტეს, იმედი მაქვს ბუნების წიაღში არ აპირებდნენ კვნესა -ოხვრის ატეხვას. ჰოდა ესე მარტოდმარტო, არასასიამოვნო წყვილის გარემოცვაში მომიწია ჯდომა. მანამ პატივი არ დამდო ნანუკამ და წარბები ისე ამიწია,სამი ნაკეცი გაუჩნდა შუბლზე.
-წყალში არ ჩადიხარ? -რა ჯანდაბა უნდოდა ქალბატონ ნანკას მაინც ვერ მივხვდი.
-არა.
-ცურვა არ იციი? -ჩაეცინა. -სოფელში გაზრდილმა გოგომ ცურვა რომ არ იცი ცოტა ხო არ ტეხავს?
-ნანუკა, არ მორჩები? -სავარაუდოდ შეუღრინა გიორგიმ,რადგან მისი ტონი მოფერებას აშკარად არ ჰგავდა.
-რატომ საყვარელო? .
-იმიტომ რომ შესაძლოა არ უნდა ადამიანს წყალში ჩასვლა და მხოლოდ იმიტომ არ ჩავა რომ შენ ესე გინდა.
-არა რატომ? -მხრები ავიჩეჩა და წამოვდექი. -სიამოვნებით გავგრილდები.- ტელეფონი ჩანთის გვერდით დავდე. ცურვა იმდენი მაინც ვიცოდი ამ დეგენერატ ქალს ნამდვილად არ დავაცინინებდი თავს. თან წყალი შესანიშნავი სიღრმის იყო რადგან ადრეც ჩავსულვარ, ოღონდ ეხლანდელი სიტუაცია იმით განსხვავდებოდა ადრინდელთან რომ მაშინ წყალში გაგოც იყო და ნამდვილად არ მომცემდა ჩახრჩობის საშუალებას. მივდიოდო საკუთარ თავთან კამათში გართული და ვგრძნობდი როგორ მეწვოდა ზურგი.სწრაფად გადავიძრე სარაფანი და ჩემი ზედმეტად სექსუალური საცურაო კოსტუმი, რომელიც მუქი ლურჯი იყო და ვიცოდი სასწაულად მიხდებოდა, ურცხვად გამოვამზეურე. ისიც ვიცოდი დორბლებს ნამდვილად რომ გადმოყრიდნენ ზოგ ზოგიერთები და გონებაში უკვე ვზეიმობდი.სურვილი მქონდა ხმამაღლა დამეცინა მათი გაკვირვებული სააეებისთვის,როდესაც ზედმეტად მოხდენილი ნახტომით გადავეშვი ყინულივით ცივ წყალში რაც ნამდვილად გმირობის ტოლფასი იყო ჩემგან და წყლიდან ამოყვინთულმა პირველი რასაც გადავაწყდი ეს გიორგის ამღვრეული მზერა იყო. დაჭინული ყბის ძვლებით სიგარეტს რომ ექაჩებოდა ღრმად. წყალში მყოფი ლადო ყიჟინით შეხვდა ჩემს გამოჩენას, საშინლად მახალისებდა ეს ბიჭი. თითქოს პირველი შთაბეშდილება შემცვლოდა.ზედმეტად თბილი, ალალი და გულწრფელ ემოციებს აფრქვევდა ყოველთვის. ან მე მეჩვენებოდა ესე. არც ლექსო მიყურებდა პირვანდელივით მტაცებლის მზერით და ის ირონიაც თავიდან ბოლომდე მისი იყო და ისე ჰქონდა სისხლში გამჯდარი, მე რომ მეგონა მხოლოდ ჩემთან დამოკიდებულებაში იყო ესეთი. შევცდი. ყველასთან ესე იქცეოდა. გოგონებიდან ის ორი დიდად არც მაინტერესებდა და სახელებიც აღარ მახსოვდა, აი ნანუკას სიქაჯეებზე კი ნამდვილად შეიძლებოდა ღადაობა და ამ შანსს ხელიდან გავუშვებდიი?! უმთავრესი: ზედმეტად სექსულაური მეზობელი,რომელსაც როდის რა უნდოდა, ან რას ფიქრობდა ვერ ვიგებდი. მომენტში თუ ამჩემფეხება და ცივი იყო, მომენტში ისეთი თვალებით შემოგხედავდა იმ წამიდან იწყებდი ფიქრს რა დავაშავეე?!
-იცი ალბათ შანსი რომ არ გაქვს. -წყლიდან ამოსულმა სარაფანი გადავიცვი და მოშორებით მჯდარი სველ თმას ვიკრავდი, მომღიმარი ნანუკა რომ მომიჯდა გვერდით.
-ვერ გავიგე? -ამას ცოტა აკლდა, ან ისე ჰყავდა ბოღმას გაბერილი სად და როგორ ამოენთხია არ იცოდა.
-გიორგიზე გეუბნები. -ამდენი ირონიაა? ჯანდაბა, სად შემიძლია.
-რა შუაშია გიორგი? -პირი საშინლად გამიშრა, ამ დეგენერატკას რა ეგონა არ ვიცი. ღმერთო,ან ზედმეტად ავადმყოფი იყო და ყველგან გიორგის წართმევით დაკავებული ქალები ელანდებოდა.
-მშვენივრად იცი რასაც ვგულისხმობ "ლამაზო". ჩვენ ხომ გიორგიზე ვლაპარაკობთ. მაქსიმუმ სამი დღე, ისიც თუ შემოგხედავს რაც ბიძაშების გამო ზედმეტად მეეჭვება და თუ მაინც გადაახტა გაგოს და შემოგხედა,სამი დღე-სამი თითი ნიშნის მოგებით ამიწია. -შემდეგ კი მობეზრდები და ახალ სათამაშოს მოძებნის.
-შენ მორიგი სათამაშო ხარ თუ მუდმივი? -გამეცინა მის დებილობაზე. -მისმინე ნანუკა, თუ ნანკა?შენი გიორგი არავის არაფერში სჭირდება და ფრთხილად იყავი ბოღმამ არ დაგახრჩოს-თვალი სიცილით ჩავუკარი და რადგან თავად ტრა*კის ამწევი არ იყო ჯირკიდან, მე გავეცალე. დაბრუნებულ გაგოსთან გადავინაცვლე რომელიც რაღაცას ჰყვებოდა ემოციურად და მსმენელები ხმამაღლა ხარხარებდნენ.
-რა უნდოდა? -ყურთან მიჩურჩულა ქეთომ.
-დებილია-მხრები უდარდელად ავიჩეჩე.
-დაიკიდე, რაც ვიცნობ ყველა ქალში პოტენციურ მეტოქეს ხედავს. ეს იმისი ბრალია, ორი წელი ერთი მიყვარხარ ვერ ათქმევინა თავის კაცს.
-ვაიმეე. ძაან არ მაინტერესებს. კაი რაა. -ჩავიფრუტუნე სასხვათაშორისოდ თუარა ისე მაინტერესებდა, ინტერესით ვკვდებოდი და იმედი მქონდა სახეზეც არ მეტყობოდა და მაგიტომ არ იღიმოდა ქალბატონი ბიცოლა ესე ეშმაკურად.
-სამაგიეროდ იმას აინტერესებ.-შეთქმულივით უფრო დაუწია ხმას ქეთომ და ის იყო მივიხედე გიორგის თვალებს რომ გადავაწყდი, ოდნავ ამღვრეულს სიწითლე შეჰპარვოდა და იმდენად უცნაურად გამოიყურებოდა მეც არ ვიცი რატომ გამცრა უსიამოვნოდ ხერხემლის არეში. თითქოს ბრაზობდა? არც სიბრაზე ეტყობოდა, მაგრამ შუბლზე გამომჯდარი კაპილარი საპირისპიროს ამტკიცებდა. არ ვიცი რამდენ ხანს ვუყურებდით ერთმანეთს, ბოლოს ისევ თავად ამარიდა მზერა და სიგარეტს მოუკიდა. ყოველთვის ვფიქრობდი რომ სასწაულა ბევრს ეწოდა. ის და სიგარეტი თითქოს ერთი განუყოფელი მთლიანობა გახლდათ.თლილ თითებს შორის მომწყვრდეულ ღერს პერიოდულად ტუჩებს შორის იქცევდა და ღრმად ისუნთქავდა კვამლს.ამის დედაც,სიგარეტის ღერის რომ შეგშურდება ადამიანს.
-რამე ხომ არ გვეთამაშა? -ისევ ეს შტერი ქალი. სიამოვნებით რომ ჩავახრჩობდი წყალში.
-ეე, მოვჯოკროთ? -ხელი-ხელს შემოჰკრა აჟიტირებულმა ლადომ. -ჯოკერი არავის გინდათ ტო?
-ნეტა მოგცლია რაა. -თვალები აატრიალა ერთ- ერთი გოგოს კალთაში თავ ჩარგულმა ლექსომ.
-მე მინდა-ხელი მეც არ ვიცი რატომ ავწიე.
-ჩემი გოგოო. -მხარზე ხელი მომხვია ლადომ და თმაზე მაკოცა. -ჰე, ორი კაციც. რას კვდებით ტო? ნაჭამ ნასვამი ხალხი ხართ, სახლში ჯერ არ მივდივართ. ვითამშით ტო. მაგრად გაგვისწორდება. ჰე, გიო, ძმობას გაფიცებ. გაგო...
-მე ელენიკოს ვუბალეშიკებ-გაიცინა გაგომ. -აი, სანდრო,გიო და კი ხართ ოთხი...
-მეც მინდაა-ჭირვეული ბავშვივით აწუწუნდა ნანუკა.
-კაი რაა ნანუ, გვაცადე სერიოზულ ხალხს თამაში ტო. აზრზე არ ხარ არაფრის. -გაიკრიჭა ლადო და ლოყაზე უჩქმიტა ქალს რომელიც უკვე ბრაზდებოდა. ბოლოს როგორც იქნა დაშოშმინდა და ფანკლუბის წევრივით გიორგის გვერდში ისე მოკალათდა, დარწმუნებული ვიყავი მის ყველა წაღებულ კარტზე ხმამაღალ ყიჟინას შემოსძახებდა, ან შესაძლოა ჰიმნიც კი ჰქონდა თავისი. ამის გაფიქრებაზე მეცინებოდა და თავს ძლივს ვიკავებდი, სიცილი რომ არ ამეტეხა ტუჩი კბილებს შორის მოვიქციე და ატუზული კარტიდან გამომდინარე ჩემი ადგილი გავიგე თუ არა ურექაციოდ ჩამოვარიგე თითქო კარტი.
-ბოლო ორ ადგილზე გასული რას კისრულობს? -გამართლება არ გინდაა? ცხრიან გული მყავდა და დარწმუნებული ვიყავი თამაშს "ხიშტით" გავხსნიდი.
-აუ,ეგ კი არ ვიციი.
-ჩემი მანქანიდან ლუდის იმ ბოცას მოიტანს,გენიოს სანდრექსას რომ დარჩა საყინულის ყუთში. -იდეა მოგვაწოდა გაგომ. მუცლის მონაა. თამაში მალე გახურდა და მიუხედავად იმისა რომ მთლად ჯოკრის დედა ვერ ვიყავი, მაგრამ მაინც კარგად ვთამაშობდი სამ გაქნილს რას ვაჯობებდი?კაცმა არ იცის რას ატრიალებდნენ. ერთმანეთს პირდაპირ გაგებით ლეწავდნენ ხიშტებში და აი ,ნანუკაზე შევცდი ჰიმნი არ შეუსრულებია,თავისი კაცი ერთხელ დადორბლა კისერზე და შემდეგ უკმაყოფილომ გადაინაცვლა თავის დაქალებში. სამი "ჯოკრის ლომის" ხელში ჩავარდნილს გაგო ხმამაღალი შეძახილებით მაგულიანებდა:
-ჩემი ფალავანიიი. არ დაეცე ელიკო-მხრებზე მასაჟს მიკეთებდა რინგზე გამსვლელი მოკრივესავით და ახარხარებულმა ერთი ორჯეს სეკუნდანტის მოვალეობაც იკისრა და სახეზე მცირე ზომის ხელსახოცს მინიავებდა. ეჰ, არ გაამართლა ფარ -ხმალი დავყარე და დავნებდი. ბოლო ადგილზე გავედი. ეს რას ნიშნავდა იციით?ფაქტიურად ტროას დაცემას. სულ მცირე ერთი საათი უნდა მევლო გაგოს წყეული ლუდი რომ მომეტანა, თუ არა და "ფუფლო" გავხდებოდი.ეს უკანასკნელი აზრზე არ ვარ რა ჯანდაბაა მაგრამ აბა თავს ხომ არ გავიფუფლოვებდიი?!
-იყოს აღარ გვინდა ის ლუდი. -ლადოს სერიოზულად შევეცოდე.
-რას ნიშნავს არ გვინდა ძმაოო?! -გააპროტესტა სანდრომ. -წაგებული უნდა ჩაბარდეს ბრატ. დავაი გიორგი და ელენა დაგაზეთ გაგოს მანქანასთან.
შენი დედაც. გავიფიქრე მაგრამ ხმა არ ამომიღია. უხმოდ ავიღე ჩემი ზურგჩანთა, რომელსაც მანქანაში დავტოვებდი და დავიძარი. ვაცადე გვრიტებს გამომშვიდება. სახლიდან გასულ დედასავით რომ გამოეტირა ნანუკა თავის კაცს. თან ვრაზობდი და თან პარალელურად ერთი სიამოვნება იყო მისი სიბრაზისგან ანთებული სახის ნახვა.
-დამიცადე. -ზურგიდან მისმა ხმამ შემაჩერა. იმედი მქონდა ნანუკასაც არ მოათრევდა თან. არა,გადავრჩით. -სად გარბიხარ?
-ვაბშე ძაან ეს ფუფლო თუ ჯანდაბა. შემიძლია არც წავიდე ,მაგრამ გაგოს პირიდან მთელი ცხოვრება ვერ ამოვალ. ჰოდა გამოადგი ფეხი. -დატუქსვა მკაცრი დეიდასავით გამომივიდა რაზეც წარბები შეეკრა, შემდეგ კი გაეცინა.
-ბიჭო სირბილით წავიდე?
-ვაბშე ნუ წამოხვალ. -ხელი ავუქნიე და დავწინაურდი.
-გოგო, შენ ჯანმრთელად ხარ? -მკლავში მწვდა და მაიძულა გავჩერებულიყავი. -რა ტონით მოძრაობ ელე?
ხმა აღარ ამომიღია ხელი გავაშვებინე და ისევ დავწინაურდი.
-რატო მიტ**რაკებ ელენა, იტყვი ბოლოს და ბოლოს?
-რა შუაშია გატ*რაკება? . უბრალოდ... ჯანდაბა,საშინლად მიწვევს ის ქალი და ერთხელაც თმებს გავაცლი და იმედი მაქვს დიდად არ გეწყბინება. -ვეღარ მოვითმინე და ამოვასხი.
-ვინ ქალი? ნანუკა? -სახეზე ორივე ხელი ჩამოისვა და დამაკვირდა. -სერიოზულად? და აპირებ მის დონემდე დახვიდე?
-აზრზე ხარ რა ამაზრზენები ხართ ეს კაცებიი?! -ხმაში ზიზღი გავურიე. -ტიპშა შენი ქალია და ესეთი დაბალი დონის თუ არის არ გიტყდება? თუ უბრალიდ ქულებს იწერ.
-ჯანდაბა. -ღრმად ჩაისუნთქა და თავის ხელში აყვანას შეეცადა, უკვე საშინლად გაბრაზებული იყო. -მისმინე ელე, ჯერ ერთი ჩემი ქალი არ არის. მერე მეორე:დონე სულ ერთ ადგილზე გკიდია როცა მხოლოდ ერთი ფუნქციისთვის იყენებ. იმედი მაქვს ეხლა გასაგებია. -ხელები ფართოდ გაშალა და თავად დაწინაურდა. ჩხუბში უკვე საკმაო მანძილი გაგვევლო.
-ორი წელი? -გამეცინა.
-თუნდაც. ხომ არსებობს მუდმივ მოქმედი რაღაც საგნები რასაც მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არ ცვლი რომ ზედმეტად კომფორტული მოსახმარია? იგივე შემთხვევაა. შეჩვევა მწარე ყავის სმას ჰგავს,თავიდან არ მოგწონს მაგრამ მერე იმდენად აღარ აქცევ მის სიმწარეს ყურადღებას და გისწორდება.
-თუმცა იმედი აქვს. -ვერ ვჩუმდებოდი. ტუჩზე კი ვიკბინე მაგრამ რაღა აზრი ჰქონდა?
-ამის დედაც...გაგიჭედაა? და შენ ახლა მე აბაროტს მიღებ თუ რა თემაა ელე?
-არაფერი. უბრალიდ გავბრაზდი მე ვინ მკითხავს. -მხრები ავიჩეჩე სასხვათაშორისოდ და დავწინაურდი, თითქმის მივსულიყავით მანქანებამდე.
-რა გითხრა?
-უბრალიდ გაატარე ჰოო.
-ელენა.
-დიდი არაფერი გიორგი, რაღაცეები ეჩვენება და მხოლოდ იმიტომ ვერ გავუტარებ გამოხტომებს, რომ ის ავადმყოფია და მოჩვენებები აქვს. არ ვიცი რა სისულელეა-საუბრისას ხელებს უმისამართოდ ვიქნევდი და ვცდილობდი სათქმელი ბოლომდე ჩამომეყალიბებინა, რათა დამესვენა ერთხელ და სამუდამოდ გარკვეული მდგომარეობის გამო. -რატომ უნდა მოგეჩვენოს ადამიანს ყველა ქალში პოტენციური მეტოქე?
-იქნებ იმიტომ რომ იმდენად უმნიშვნელოა არ იცის როდის დავიკიდებ.
-მაგრამ ამას არ აპირებ ხო?
-არა ელენა,ყველა ქალს ვინც კი ოდესმე მინ*ეტი გამიკეთა, ცოლად მოვიყვან.
-რა ამაზრზენი ხარ. -სახე დავმანჭე და გაგოს მანქანის კარი გამოვაღე, უკანა სავარძელზე ჩანთა შევაგდე და კარი ხმაურით მივხურე.
-ეს შენი აზრია.
-არა, ნებისმიერი ჩემს ადგილზე ესე იფიქრებდა. -ხმას ავუწიე გაგულისებულმა.
-მაგრამ შენ ნებისმიერი არ ხარ ელენა და არც უნდა ფიქრობდე ესე ბანალურად. ეს მარაზმი და საშინელება არ არარის. ეს რეალობაა და მაშინ როდესაც ამ რეალობის ნაწილი ხარ გაქვს უფლება შენი არჩევანი თამამად დააფიქსირო. იცხოვრო ისე როგორც გეცხოვრება და ის თუ ბანალური ლავ სთორები, გადახეული ვენები და მუხლებზე დამდგარზე სერენადები არ მევასება ამაზრზენი ვარ? იქნებ შენ ხარ ზედმეტად პატარა და მეამიტი რომანტიკოსი?
-აშკარად მე და შენ სხვა პლანეტაზე ვართ. არ გყვარებია? -გულწრფელად ვკითხე და არ გამომპარვია წამით როგორ გაფითრდა სახეზე, თითქოს კისერში გაჩხერილი ნერწყვი გაჭირვებით გადაყლაპა და შეცვლილი ხმით ამოილაპარაკა:
-არა.
-მატყუებ, ერთხელ ყველას გვიყვარდება.
-არ გატყუებ.
-ანუ, უგულო ნაბიჭ*ვარი ხარ. ქალში მხოლოდ ძუძუებს და ვაგინას აღიქვამ. აი ესაც ჩემი დასკვნა ბატონო გიორგი და მე ზოგადად მსგავსი ამაზრზენი კაცები მეზიზღება.
-მაგრამ შენში ქალი, ლამაზი ძუძუებით და მიუწვდომელი ვაგინით არ აღმიქვია. -ყბის ძვლები დაეჭიმა, ნელ-ნელა ბრაზდებოდა.რაც არ ვიცი კარგი იყო თუ ცუდი. ან იქნებ ძალიან ცუდი?
-იქნებ გაგო გაფერხებს?
-ეს კითხვაა თუ გამოცდა? მე ცხოვრებაში არავინ მაფერხებს და რაც მინდა იმას ყოველთვის ვიღებ. ის განსხვავებაა რომ არ მინდიხარ.
-ჰოდა გამარჯობა შენი-ძალიან გამიტყდა მაგრამ მაგას შევიმჩნევდიი? -არც მე მომწონს მამაჩემის ხელა კაცები. მაგრამ მაინც ჩემი აზრით არასწორად იქცევი.
-რამდენ ხანს შეიძლება მახსნევინო ერთი და იგივე ამის დედაც? -იღრიალა წყობიდან სრულიად გამოსულმა და მივხვდი შავად მქონდა საქმე. გაცოფებული იყო, კისერზე და შუბლზე ავად გამოსჯდომოდა ლურჯი კაპილარები და ცისფერი თვალები ამღვრეოდა.
-ვერ გიტან. -უკან დახევა მაინც არ მიცდია.
-ელენა, ჩემს მოთმინებას ცუდად სცდი. -კბილებში გამოსცრა და ის იყო გვერდით გაძვრომა დავაპირე მისმა ხელმა რომ გადამიღობა გზა, მთელი სხეულით მომაწვა და უკან დახეული მასსა და მანქანის ძარას შორის მომწყვრდეული აღმოვჩნდი. კაცმა არ იცის რას ფიქრობდა, მისი ასეთი სიახლოვისგან მიუხედავად იმისა რომ ისეთი განრისხებული იყო ჩემი მოკვლა უნდოდა,სრულიად ავირიე და სუნთქვა შეკრული მივაჩერდი.
-ესეთი ქაჯი რომ არ იყო გეტყოდი შენზე ვგიჟდებითქო-ჩემსკენ დაიხარა და შუბლით, შუბლზე დამეყრდნო.ხმა შესცვლოდა, მთელი სხეულით დაჭიმული მძიმედ სუნთქავდა და მისი ამონასუნთქი რომელიც სახეზე მედებოდა, ვენებში სისხლს მიდუღებდა.
-მაგრამ მაინც გიჟდები ჰო? -ყრუდ ამოვიჩურჩულე.
-ელე..-ქვედა ტუჩზე მისი ცერის შეხება ვიგრძენი. -ამის დედაც-სიმწრით ჩაეცინა და მაშინ როდესაც ველოდი რომ ბოლოს და ბოლოს მაკოცებდა ერთიანად მომშორდა. იმედ გაცრუების ახალმა ტალღამ ყელში ცრემლის ბურთად მომიჭირა, პირი ჰაერის ღრმად ჩასასუნთქად გავაღე და სავარაუდოდ თვალებიც ამემღვრა. ახალმა ემოცებმა რომ შემომიტიეს. გაპროტესტებაც ვერ მოვახერხე მისმა ტუჩებმა სუნთქვა ხელმეორედ რომ შემიკრა. მაკოცა. ჯანდაბა, ეს უბრალოდ კოცნა აღარ იყო. ვნებიანი, მომთხოვნი, ხანგრძლივი კოცნა სულის შეხუთვამდე. მის ერთ ხელს თმაზე ვგრძნობდი, რომელიც მჭიდროდ მიზიდავდა თავისკენ. მეორეს კი წელზე. ჯერ გავოგნდო, სხეულში დავლილმა ჟრუანტელმა სრულიად გამთიშა რეალობისგან. სისხლმა შხუილით დაიწყო ვენებში გადაადგილება, მუხლებიც ამითრთოლდა. მისი სურნელი მაბრუებდა. რბილი, არომატული ტუჩები კი მაგიჟებდა.
-შენზე ვგიჟდები-ოდნავ მოშორებულმა ზედ ჩემს ტუჩებთან ამოიჩურჩულა. -და ამის გამო შემიძლია მოგკლა. ღმერთო, არ ხარ ხო რეალური? -გაეცინა და მოწყვეტით მაკოცა, კბილები კი ოდნავ მომავლო ქვედა ტუჩზე და მსუბუქად მომიჭირა. -ახლა დანამდვილებით ვიცი როგორ უნდა გაგაჩუმო მაშინ, როდესაც საშინლად მიწვევ რამე სასწაული დაგმართო.
მართლაც დამუნჯებული ვიყავი, თითქოს კაცს ცხოვრებაში პირველად ვაკოცე. იმდენი ემოცია მიტრიალებდა სხეულში, მეგონა სადაცაა გავსკდებოდი. მანქანის ძარაზე აკრული, ძლიერად მოწოლილ მის სხეულში აჩქარებულ პულსაციას საკუთარ სხეულზე ვგრძნობდი. თვალების გახელას არ ვჩქარობდი, არ მინოდა ეს ყველაფერი უბრალო სიზმარი აღმოჩენილიყო ან ქვეცნობიერის დაცინვა. არ მინდოდა თვალები გამეხილა და გიორგის მაგივრად წინ სიცარიელე დამხვდეროდა. ტუჩებზე ისევ მეხებოდა მისი ტუჩები, მაგრამ აღარ მკოცნიდა.
-მოგწონვარ ელენა?
რა? არა, ჯანდაბა. ჩემგან უნდოდა გაგება? რაა..ეს მართლა ელოდებოდა რომ პირველი დავუწყებდი მომწონხარ, მიყვარხარს ძახილებს? არა, სიყვარულამდე ჯერ კიდევ შორი იყო მაგრამ
ის საშინელი მოწონება რომელიც მაგიჟებდა ვერ ვუარყოფდი . ქალურმა აზროვნებამ მაინც თავისი გაიტანა და თავის დაფასება ვცადე.
-არა.
-მაგრამ არც ხელს მკრავ?
-არ ვიცი...
-მე თუ გეტყვი რომ საშინლად მომწონხართქო რას იზამ? -გაეცინა. -დამიჯერებ?
რა უნდა მეპასუხა? ნანუკას სიტყვებზე დიდად არც ვფიქრობდი მაგრამ სადღაც გულის სიღრმეში მაინც ერთი მხარე თუ კანკალით იწევდა მისკენ, მეორეს მისგან გაქცევა სურდა. მისი თიათები კი თავგზას მიბნევდა ზურგზე რომ დაცოცავდა ურცხვად და არ მაძლევდა საშუალებას ნორმალურად დავფიქრებულიყავი.
-უბრალოდ სცადე პატარავ. თუ არაფერი გამოვა, შემიძლია გაგიშვა ელე. -ლოყაზე ლოყით მომეკრო და ყბის ძვალზე რამდენჯერმე მაკოცა. -მე და შენ სალაპარაკო გვაქვს. ოღონდ დღეს არა. დრო გაქვს დაფიქრდე.
-მისმინე.
-დღეს არა ელე. -ისევ მაკოცა, ესე აღარ შემეძლო ცოტა მაკლდა და გული წამივიდოდა. -ჯერ დაფიქრდი.
-კარგი, კარგი,ეხლა უბრალოდ შემეშვი...
გაეცინა, ნაგავიიი!
-კარგი, საჭირო არ არის გულის წასვლა.-თვალი სიცილით ჩამიკრა და მომშორდა, ჩემგან ორი ნაბიჯით უკან დახეულმა თავით ფეხამდე შემათვალიერა და თვალები დააწვრილა. -იმედი მაქვს ამ წყეულ სარაფანს მეორედ აღარ გაიხდი სხვისი თანდასწრებით.
იდიორტი.
უკან დაბრუნებულებს აღარ გვისაუბრია, თითქოს უმძრახები ვიყავით. როგორც ყოველთვის ეწეოდა, აქტიურად ერთვებოდა მე გობრებთან საუბარში, ლუდს სვამდა და სულ მოძრაობაში მყოფი შიგადშიგ მაინც აკონტროლებდა სიტუაციას. რამდენჯერმე ისე დამიბრიალა თვალები ცოტა მაკლდა მოვაღებდი პირს და ხმამაღლა ავხარხარდებოდი. ნანუკა, ნაწყენი იყო თავის კაცზე რაც დიდად არ ადარდებდა გიორგის და ყველა მის დასმულ კითხვაზე მოკლე პასუხებით იფარგლებოდა. როგორც კი შებინდება დაიწყო, ჩვენი ნივთები მოვაგროვეთ, ნარჩენები ნაგვის პარკებში მოვათავსეთ და მანქანებისკენ დავიძარით.საშინლად დაღლილი ვიყავი,ერთი სული მქონდა სახლში მივსულიყავით და დამეძინა. მაგრამ იქ დატრიალებულმა სცენამ გამომაფხიზლა, არ ვიცი რაზე ლაპარაკობდნენ უკან მომავალი გიორგი და ნანუკა მაგრამ ქალმა ერთი ორჯერ ხმას რომ აუწია და პრეტენზიული ტონით ამტკიცებდა რაღაცას ეგ არ გამომრჩენია, მანქანასთან კი ქვა ააგდო და თავი შეუშვირა.
"-მე შენთან ერთად წამოსვლას არ ვაპირებო" დოინჯ შემორტყმულმა გამოაცხადა და დავინახე როგორ დაეჭიმა მთელი სხეული ბრაზისგან ჩემს მეზობელს. ცდილობდა ტონისთვის არ აეწია, მაგრამ მის ხმაში იმხელა მრისხანება იყო ნანუკას მაგივრად მე გამცრა მთელს ხსეულში.
-დაჯექი მანქანაში! -ხელით მანქანაზე მიუთითა და საჭის მხარეს კარი გამოაღო.
-წადი შენიც, ნაბიჭ*ვარი ხარ! -უკივლა ქერამ და ლადოს მანქანისკენ დაიძრა.
-კარგი... კარგიიი. -ხელები გაშალა გიორგიმ.
-კარგიი?!
ღმერთო, ეს ქალი ნამდვილად ვერ იყო კარგად. რა ჯანდაბა უნდოდა ვერ მივხვდი ან ეს სახალხოდ დადგმული სცენები რა უბედურებაა? გაგოს მანქანაში უკანა სავარძელი დავიკავე და წინ გადმოწეული ფეხებით ინტერესით ვუყურებდი "ცირკს" სადაც ნელ -ნელა იძაბებოდა სიტუაცია და სულ მალე ისე უარყოფითად დაიმუხტა ჰაერი, მეგონა ასაფეთქებელი ნაღმივით გამზადებული გიორგი სადაც იყო იფეთქებდა და მერე გენახათ აქ ისეთი ამბავი დატრიალდებოდა ძაღლი პატრონს ვერ იცნობდა.
-დაიკიდე, წავიყვან. -მხარზე ხელი მიარტყა ლადომ და შეეცადა მეგობრის დამშვიდებას.
-არა, რა მითხრა გაიგეე? -ხელი აიქნია გიორგიმ ქერას მიმართულებით.
-არ იცი როგორიაა?დაიკიდე, ძმურად.
- ძაან აურია და ბოლო დროს წერას ჰყავს ატანილი -სიგარეტი მოიმარჯვა გიორგიმ.
-წამოდი, აქ და ეხლა არ გინდა. -გაგომ სიტუაციის განმუხტვა სცადა. -წავიდეს, ლადო ჩაიყვანს. წამოდი, წამოდი.
-პროსტა რა არის იციი?! -მანქანაში ჩამჯდარი ნანუკა უკან გადმოხტა და ძლივს დამშვიდებული საყვარლისკენ დაიძრა. -ისე არაა როგორც შენ გაწყობს. ისე ვერ მომექცევი როგორც ვიღაც ბო*ზს და არ ვაპირებ გაგიტარო. ჯანდაბა, რა ნაბიჭ*ვარი ხარ?
-ნანუკა,გაჩერდი რაა...სიტუაციას უარესად რომ ამწვავებ ვერ ხვდებიი?!-გიორგიმდე არ მიუშვა ლადომ და გაშლილი ხელებით წინ გადაღობილი შეეცადა უკან, მანქანაში დაებრუნებინა ქალი.
-შენ,შემეშვი ვაბშეე. -მკერდზე უბიძგა ქალმა და ისევ გიორგისკენ გაიწია.
-ყველა კაბიანის დანახვაზე ესე რომ შტერდები არ მევასები მაგიტომ.
-წამოდი,სახლში ვილაპარაკოთ. -მკლავში ხელის მოკიდებას შეეცადა მამაკაცი.
-არ შემეხო. აღარ ვივლი შენს ჭკუაზე და არც სადმე წამოსვლას ვაპირებ. არ შეგარჩენ. ამას არ გაპატიებ.
-წამოდი და ვინ, ვის, რას არ აპატიებს გავიგებ. -მოახერხა მკლავში ხელის მოკიდება და ისე დაითრია წამით შემეცოდა ნანუკა. რომელიც მანქანაში ლამის წიხლით შეტენა და კარი ისე მიუჯახუნა წესით უნდა დაჭ....ტილიყო. საჭესთან მოთავსებულს ღვედი არც კი გაუკეთებია,მანქანა გიჟივით დაძრა ადგილიდან და ისეთი სიჩქარით გაეცალა იქაურობას იმედი მქონდა არაფერს დაეჯახებოდნენ.

-რა ჯანდაბა ეტაკა? -კეფა მოიქექა გაგომ
-გაარკვევენ. თავის დროზე უნდა მოესვა ეს გოგო ტრა*კზე. ეხლა გვიანია ძმაო. -გაიცინა ლადომ და მხარზე მოხვია ხელი. -დავიძარით, მიხედავენ თავს.
**********
მთელი ღამე არ მძინებია, რა ჯანდაბა დამაძინებდა?! ხან დამპალი გიოგორგის ვნებიანი ტუჩები მელანდებოდა,კანი ისევ რომ მეწვოდა მისი შეხებისგან. ხანაც ამღვრეული თვალები, კოშმარად რომ მექცა და ამ ყველაფერს ემატებოდა ინტერესი: ნეტავ ღამით თუ დაბრუნდა სახლში?იმედი მქონდა მე როცა აქ მასზე ფიქრში ღამეს თეთრად ვათენებდი, ის იმ ქერა ნიანგთან არ იყო და მხურვალე ღამის შემდეგ ძალების აღსადგენად მშვიდად არ ეძინა.
-ჯანდაბა,ელენაა! ! -საკუთარ თავს შევუძახე და საწოლიდან წამოვხტი. რა უბედურება მჭირდა, სრულიად ავირიე. ვიცოდი, დარწმუნებული ვიყავი რომ მასაც ისე ვაგიჟებდი როგორც ის მე. დარწმუნებული ვიყავი მოვწონდი, რასაც ყველა მისი შემოხედვისას ვგრძნობდი, რადგან ის უამრავი უსახელო ემოცია რომელიც ჩემი დანახვისას ერეოდა მზერაში არ შეიძლება ტყუილი ყოფილიყო. ვერც რამის გასარკვევად გამოძიებას დავიწყებდი, გაგოსი მცხვენოდა. შიში არაფერ შუაში იყო,ვიცოდი ბიძაჩემი ჩემს სურვილებს ყოველთვის სცემდა პატივს და არც ახლა მესროდა ალექსას თოფს მაგრამ შიშსა და რიდს შორის ხომ დიდი განსხვავებაა?!ღმერთოო,თავი საშინლად მისკდებოდა ამდენი ფიქრისგან.რა მექნა?! იქნებ ჯობდა ალექსას გავყოლოდი თბილისში და ჯანდაბაში გამეშვს გიორგიც და მისი ვნებიანი ტუჩებიც.
-ჰოო, მეტზე არაფერზე იფიქრო ქალბატონო. -აბაზანის სარკეში საკუთარ გამოსახულებას შევუღრინე.თვალები მეწვოდა, მაგრამ სულ დავითხრიდი ამ თვალებს თუ მას ვერ დავინახავდიი. ვაი ჩემს პატრონს. ავხარხარდი სულელივით. არა, სულ გამაგიჟა ამ ცეცხლოვანმა არსებამ და შავად იყო ჩემი საქმე. წყალი გადავივლე და აივანზე გასულმა ღრმად ჩავისუნთქე ადრიანი დილის გრილი ჰაერი. ჩემი სოფელი ნამდვილი სამოთხე იყო და არ ვიცი, განა ესეთი რა სიკეთე მქონდა გაკეთებული ამ სამოთხეში ერთი პატარა "ქოხი" მეც რომ მქონდაა?! ეზო მოვათვალიერე, ბატონ გაგოს სავარაუდოდ ეძინა. ალექსა კი წასული იყო რადგან მისი მანქანა აღარსად ჩანდა, ჩემი პაპიკოო. მოაჯირზე თამამად შემოვსკუპდი და ის იყო სიმშვიდით ტკბობას ვაპირებდი საყვარელი მეზობლის, პატრონზე საყვარელმა ძაღლმა მისალმების ნიშნად რომ შემომყეფა.
არა,წასვლამდე ნამდვილად ჩავუყრიდი საჭმელში საწამლავს.
-მაქს...შე დებილო...-გაბადრულმა ისე ალერსიანად ვუთხარი, თითქოს მოსაფერებელი სიტყვების მთელი არსენალი დავცალე.
-ფრთხილად ელენა, ჩემი ძაღლის გალანძღვისთვის მის პატრონთან არ მოგიწიოს პასუხის გება. -შენი დედაც, სახლში ყოფილა. მისი მანქანა არსად ჩანდა. ის კი კარის ჩარჩოზე მიყრდნობილი სიგარეტს უკიდებდა, შორტი ეცვა. როგორ არ მინდოდა როგორც ფილმებში ხდება მასაც მოჰხვეოდა ქალის ხელები ზურგიდან, რომელი ქალიც ნიშნის მოგებით ამომხედავდა წინა ღამის ნასიამოვნები გამომეტყველებით და გამიღიმებდა, მერე მე რა უნდა მექნა? ! სახლში შევვარდნილიყავი და ბალიშში თავჩარგულს დიდხანს მექვითინა. რა უბედური ვარ?! ბედი არ მაქვს. არავის ვუყვარვარა და ათასი ბლა... ბლა.
-მუქარასაც აქვს საზღვრები, ბატონო გიორგი! -მოაჯირზე მეორე ფეხიც ავწიე და არ გამომპარვია ჩემი სარაფანიდან გამოჩენილ თეთრ ფეხებზე რა რეაქცია ჰქონდა ბატონს. ჰოდა ეგრე,ყლაპოს ნერწყვები და იყოს.
-საქმე მაქვს შენთან. -ნაგავი, თვალი არ მოუშორებია, ისე ურცხვად მათვალიერებდა. ბოლოს ირონიულად გამიღიმა და ღრმად ჩაისუნთქა სიგარეტის კვამლი. თითებზე ეტყობოდა ვერ იყო კარგ დღეში.
-არ მცალია. -მოჩვენებით შეწუხებული სახე მივიღე.
-რატო ტო? ძროხა უნდა მოწველო?
ახლა რა უნდა მექნა? გამეტარებინა თუ მაგიდაზე მდგარი ფაიფურის საფერფლე მესროლა პირდაპირ იმ ლამაზ ცხვირ-პირში? სიცილში გამოვაჯავრე პატარა ბავშვივით და უარესად რომ ახარხარდა შუა თითიც ავუწიე. მე ხომ თავხედი გოგო ვარ? ჰოდა რატომაც არაა. გამიტარა.
-ჩამოდი,ყავას დაგალევინებ. -რაიყო ახლა ეს?!
-ვაიმეე, ყავის მომზადებაც იციი? -გავიკვირვე თეატრალურად.
-კარგი ჰოო... გავიგეთ რომ სწერვა ხარ. ახლა აწიე შენი ლამაზი ტრ*აკი და გადმობრძანდი. ყავის მომზადებაც ვიცი და სხვა ბევრი რამისაც. შენ არ იცი რა ბიჭი ვარ.
-ბაჯაღლო ოქროოკ. -გაავიდოდი ჩემი რა მიდიოდა? მეზობელია და ყავაზე მეპატიჟებოდა დიდი ამბავი. მაგრამ ვერ მივართვიი, თავისას ვერ გავატანინებდი. მეტი საქმე არ მქონდა მის დაკრულზე მევლო. თავად ვერ გადმობრძანდებოდა,რადგან გაგოს ალბათ ეძინა ალექსა კი სახლში არ იყო. ვისთან მოვიდოდა და რა მიზეზით? ჰოდა მეც მშვიდად გავიბადრე და ხელები ფართოდ გავშალე.
-არ მცალია ბატონო გიორგიი.
-ამის დედაც... -მისი ოდნავ ბრაზმორეული ხმა გავიგე მაგრამ რაში მადარდებდაა? ჩემი გავიტანე. მისია შესრულებული იყო გავაბრაზე, ეხლა დამლოდებოდა როდის მივუბრძანდებოდი ჩემი ფეხით. რაც არ მოხდებოდა. მოაჯირიდან სარწეველა სავარძელში გადავინაცვლე და ალბათ ათი წუთი ვტკბებოდი,ნეტარი ღიმილით სახე გაბადრული სუფთა ჰაერით. ძაღლის ყეფის ხმა რომ გავიგე, რომელიც რატომღაც ახლოვდებოდა. წინ წამოწეულმა კი დავაფიქსირე დაოთხილი ვეებერთელა მაქსი როგორ შემოიჭრა ჩემი სახლის ეზოში და გეზი სახლის უკანა მხარისკენ აიღო. მას კი ფეხდაფეხ მოჰყვა ბატონი გიორგი.
-მაქს! მოდი აქ! -კი როგორა არა მივიდოდა, უკან გადაღობილი ნაწილისკენ გავარდნილიყო სადაც ალექსას კავკასიური ნაგაზი ამაგრებდა თავის ტერიტორიას. ჩაკეტილი კარის გამო მაქსი თათებით პირდაპირ მართულის ღობეს შეახტა.
-მაქს, მშვიდად. -უბრძანა პატრონმა და საყელურში ჩაავლო ხელი, პირდაპირ ჰაერიდან ჩამოხსნა და ძაღლთან ერთად უკან-უკან დაიხია. ჯანდაბა, ეზოში იყო და ირონიულად მიღიმოდა.
-ჩამობრძანდები თუ ამოვიდე?
რა გაიძვერა იყო? ძაღლი გამოიყენა ეზოში შემოსასვლელად. დარწმუნებული ვარ ხელს თუ გაუშვებდა ბატონი მაქსი, პირდაპირ აივანზე ამობრძანდებოდა და პატრონსაც მშვენიერი მიზეზი ექნებოდა პრინცივით მხლებოდა.
-კარგიი. იდეა მაქვს. -გამიცინა. -სროლა იცი?
-გააჩნია რისი?-გავიკრიჭე დებილი ბავშვივით.
-მიზანში სროლა საყვარელო.
-არაა. -ცხვირი ავიბზუე, მაინტერესებდა კიდევ რას შემომთავაზებდა ოღონდაც გავეტყუებინე სახლიდან.
-წამოდი, გასწავლი. -თვალი ჩამიკრა ორაზროვანი ღიმილით, დრო იყო თავის დაფასებას მოვრჩენილიყავი. მოვალთქო ვუთხარი და ზუსტად ოცი წუთის შემდეგ სოფლის უკან,საიმედო გუშაგებივით აღმართული ტყის პირთან ვიყავით ხელში ახალთახალი სანადირო თოფი მეჭირა და ბატონის საუბარს ისე ვუსმენდი თითქოს პირველად მეჭირა თოფი და აზრზე არ ვიყავი რა უნდა მექნა. დაახლოებით ხუთ წუთიანი მასტერ კლასების შემდეგ, მითითებული სამიზნეების წინ დამაყენა და დრო იყო მეჩვენებინა რა შემეძლო.
-ანუ, ორი ქილიდან ორივეს თუ გავარტყი რას მივიღებ პრიზად?! -ზედმეტად ჩაფიქრებული სახე მივიღე და ძირს დაშვებული თოფი ძლიერად ჩავბღუჯე. მანქანის ძარაზე იჯდა, ტუჩებს შორის ანთებული სიგარეტის ღერი მოექცია და თვალები ოდნავ დაეწვრილებინა კვამლისგან თავის ასარდიდებლად. ისე შევტრიალდი შემართული თოფით მისკენ, სიგარეტის ღერი ცერ და საჩვენებელ თითებს შორის დაიჭირა და გაეცინა.
-ოღონდ, მე არ მესროლო, ჯერ ორიდან ორივე ჩამოაგდე და პრიზზე მერე ვილაპარაკოთ.
-ეგრე ვერ მოვშველდებით ძმაო. -გავაპროტესტე. -თუ არ ვიცი გამარჯვების შემთხვევაში რას ვიღებ არ ვისვრი.
-რა გინდა რომ მიიღო?
-შენი მანქანის გასაღები, ორი საათით-ტუჩები გავილოკე გაბადრულმა და პასუხს დაველოდე.
-მავიწროვებ. -ხელები თეატრალურად გაშალა.
-მაშინ შენ გესვრი. -ისევ ამოვიღე მიზანში.
-კარგი პატარავ-სიგარეტი მოისროლა და ძარიდან ჩამოხტა. -სად მესვრი?!
ერთობოდა ამ სიტუაციით.
-მაგალითად თირკმელაში. ორი გაქვს, რად გინდა?
-ისე ვფიქრობ და ნეტავ რატომ არ მივეცი უფლება ჩემს ძაღლს რომ დაეკბინე? -წარბები შეიკრა და ჩაფიქრდა.
-მერე რა გეშველებოდაა-ხმამაღლა გავიცინე. -მოკვდებოდი მოწყენილობით.თან ვერ გამიმეტებდი.
-ჰეე, მიდი ისროლე. ვნახოთ რა შეგიძლია.
-ანუ, გასაღები ორი საათით ჩემია? -გავიბადრე ყურებამდე.
-მარტო გასაღები კი. -გაიცინა და ლოყაზე ისე საყვარლად მიჩქმიტა თავი სამი წლის ბავშვი მეგონა და ტუჩები პრეტენზიულად დავბრიცე. რაზეც ისევ გაეცინა. -ისროლე!
-კარგიიი... -თოფი შევმართე, გავიხსენე გაგოს მასტერ კლასები ბავშვობაში წინ და უკან რომ დამაწანწალებდა სანადიროდ. ფეხები მხრების სიგანეზე დავდგი და თოფი ტარით მხარზე მივიბჯინე, ვიცოდი გასროლისას თოფის უკუ ცემა ძლიერი რომ იქნებოდა, მაგრამ მიწაზე მყარად მდგარს უკან არ გადამაგდებდა. სამიზნეს გავხედე და თითი ჩახმახზე გადავიტანე. გრიალმა არე-მარე გააყრუა, მიზანში მოხვედრილმა ტყვიამ კი ქილა რამდენიმე მეტრის იქით გაისროლა. მეორე გასროლაც და არ ასცდენია მიზანს. თოფი ნასიამოვნები სახით დავუშვი და
-შენი დედაც, სნაიპერი ვარ! -
ხარხარით შევხტი ერთ ადგილზე, ჩემს ზურგს უკან გაღიმებული სახით ასვეტილისკენ შევტრიალდი და გაშლილი ხელისგული მისკენ გავწიე. -გასაღები!
-სახიფათო ყოფილხარ. -სახე დაუსერიოზულდა და წამით თითქოს შეყოყმანდა მოეცა თუ არა გასაღები ჩემთვის. ბოლოს გაეღიმა და ვეებერთელა ჯიპის გასაღები მორჩილად დამიდო ხელის გულზე.
-მიყვარს ესე რომ შტერდები. -გასაღები მუჭში ძლიერად მოვიქციე და ფეხის წვერებზე აწეულმა მომღიმას თბილად ვაკოცე წვერიან ლოყაზე. საოცრად რბილი და არომატული კანი ჰქონდა, თითქოს შეხებისას კანი ამეწვა. მას კი სახიდან ღიმილი ერთიანად ჩამოერეცხა და არ დამინახავს, მაგრამ ვიგრძენი ლარივით რომ დაეჭიმა მთელი სხეული. მისმა მარჯვენა ხელის თითებმა კი ჩემს სახეზე გადმოინაცვლა და ზედმეტად ფრთხილად შემეხო ღაწვებზე. რამდენიმე წამით მაკვირდებოდა სახეზე და ბოლოს ღიმილით შემახო თავისი ტუჩები შუბლზე.
-სად აპირებ წასვლას, შეიძლება ეგ მაინც ვიცოდეე?
-ქეთოსთან. წამოხვალ?
-იმედია მანქანის ტარებაც ისე იცი როგორც თოფის სროლა. -ერთიანად მომშორდა და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია, რატომღაც აღარ იღიმოდა, ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო და ერთ ღერს მოუკიდა. -სახლში დამტოვე და მანქანა ორი საათით შენს განკარგულებაშია.
-რა მატივად დანებდი. -გამომწვევად გავიღიმე და მანქანის კარი საჭის მხარეს გამოვაღე.
-როცა საქმე შენ გეხება ძნელია არ დანებდე. -ორაზროვნად ამოილაპარაკა და კარსი მიხურვის საშუალება არ მომცა. ცალი ხელით დაიჭირა და ჩემსკენ მოიწია. სუნთქვა შემეკრა, ისე მაკვირდებოდა ბავშვივით ვიბნეოდი. მისი სიახლოვისას ყოველთვის ესე რატომ მემართებოდა? სუნთქვა შემეკრა და ქვემოდან ამოვხედე, როგორ გადააგდო ახალი მოკიდებული ღერი და სახეზე ჩამოშლილი თმა ორი თითის საშუალებით გადამიწია უკან.
-კითხვები არ გაქვს? თუ არ აპირებ გუშინდელი თემის განხილვას?
-ვფიქრობ. -რა მეპასუხა არ ვიცოდი.
-ცუდად ფიქრობ ელე. მე შენ დრო მოგეცი დასაფიქრებლად, შენ კი აშკარად ყველაფერზე ფიქრობ მთავარი თემის გარდა.
-და რა გავაკეთო? -პირი გამიშრა.
-უბრალიდ პასუხი უნდა გამცე, მეტი არაფერი
-ზედმეტად ცოტა დროს მაძლევ.
-იცი, როცა საქმე ორი ადამიანის სურვილებს ეხება შესაძლოა ხუთ წუთიანი ფიქრიც კი საკმარისი იყოს მთავარი თემის ძირფესვიანად გასავლელად. აშკარად ხუთ წუთზე მეტი იყო. უბრალოდ პასუხია საჭირო ჩემთან გინდა? ხო,ან არა და დავამთავროთ.
-გიორგი... -ჯანდაბა, მინდოდაა?! რათქმაუნდა სიგიჟემდე, მაგრამ უამრავი მაგრამ იყო რომელსაც ვერ გავივლიდი ხუთ წუთში და ერთ სიტყვიანი კი ან არაც არ შემეძლო.
-კი ,ან არა. -გაიმეორა ჯიუტად
-მე...მე ჯანდაბა. უამრავი რამ არის რაც უბრალო კი,ან არათი არ გადაწყდება. -ხმა შემცვლოდა.
-შენგან უბრალო კი,ან არა უნდა პატარავ. დანარჩენს მე გავივლი. შენთან ერთად რათქმა უნდა. ამის დედაც ელე. ხომ არ გეუბნები დღესვე ცოლად გამომყევითქო? იქნებ ვერ მომყვები და თავად არ მოგინდეს ჩემი ცოლობა დრო გვაჩვენებს ყველაფერს. ეხლა რაც მინდა შენთან ყოფნაა და ვფიქრობ არ ვარ პატარა ჩემი მინდა ზედმეტად დაუფიქრებელი ნაბიჯი რომ იყოს.
-დრო მჭირდება. -ნიკაპი უნებურადა ამითრთოლდა.ესე გადაჭრით პასუხს ვერ ვეტყოდი და არც მისი დაკარგვა მინდოდა. კარს უსიტყვოდ მოშორდა,რამდენიმე წუთი იდგა და რას ფიქრობდა არ ვიცი...ბოლოს ისევ უსიტყვოდ დაიკავა ჩემს გვერდით ადგილი. რა უბედურებაა, ეწყინა? არადა საერთოდ არაფერი იყო საწყენი. მანქანის დაძვრას არ ვჩქარობდი, საჭეზე დაწყობილ ჩემს ხელებს დავშტერებოდი უაზროდ.
-წავიდეთ. -შემომხედა, ყბის ძვლები დასჭმვოდა და თვალები ისეთი ჩაწითლებული ჰქონდა. საერთოდ ვერაფერს ვერ ვკითხულობდი მის მზერაში.
-არც კი ცდილობ გამიგო? -ნახევარი ტანით მისკენ შევტრიალდი. წარბები შეიკრა.
-ვცდილობ, ელენა.
-ვერ გატყობ.
-მისმინე პატარავ,დრო აქ არაფერ შუაშია. ადამიანთან ან გინდა, ან არ გინდა. არ ვიცი, არ შემიძლია, მაგრამ და ათასი ყლ*ეობა უბრალიდ მიზეზია გესმის? -გაბრაზდა.
-ღმერთო... -თვალები ავატრიალე. აზრი არ ჰქონდა საუბარს. რაღაც მომენტში მართალი იყო, არ ვიყავი პატარა და მშვენივრად უნდა მციდნოდა რა მინდიდა და რა არა. მით უმეტეს რომ ჩამოუყალიბებელი, თავქარიანი ქალი არასდროს ვყოფილვარ.
-ღმერთი ვერ გიშველის, ტყუილად ნუ აწუხებ.
-შეიძლება მოგკლაა?! -ამოვიოხრე სასოწარკვეთილმა და მის მზერას ვეღარ გავუძელი, მისკენ გადახრილი შუბლით პირდაპირ ტუჩებზე მივეყრდენი და მასაც არ დაუყოვნებია,ეგრევე მაკოცა.
-კარგი. -ღრმად ჩავისუნთქე მისგან მომავალი გრილი სურნელი და უფრო ომახიანად გავიმეორე:-კარგი.
-რა კარგი?! -ჩემი სახე ხელებში მოიმწყვრდია და თავი ამაწევინა, თვალებში რომ ჩაეხედა.
-კარგი, ვცადოთ-ტუჩები დავბრიცე. -მეტიც არ მინდა გარბოდე.
-გააჩნია რას მიპირებ. -ჩაწითლებული თვალები გაუბრწყინდა და მალე მთელი სახე გაებადრა. -ამოუხსნელი ხარ. ჯანდაბა, ვერ ვხვდები როდის რა შეგიძლია თქვა ან გააკეთო.
-არაფერს განსაკუთრებულს. -გამეცინა და მზერა მის ტუჩებზე გამეყინა, თავი აღარ შემიკავებია თავად მივიწიე და წამის მერე საკუთარი ბაგეებით ვგრძნობდი მის არომატულ, მხურვალე ტუჩებს. რომელიც გმირულად დახვდა ჩემს შეტევას და კოცნაში აყოლილმა მალე თავად გადაიბარა უპირატესობა. სუნთქვა მიჭირადა და ათრთოლებულ სხეულს ვერ ვიმორჩილებდი, რომელსაც ვნებიანი კოცნა და მისი თითები უარესად აგიჟებდა. თმაში და წელზე ერთ დროულად რომ დასრიალებდა. არ ვიცი როგორ გაიწია სავარძლიანად უკან, ან როდის აღმოვჩნდი მის მუხლებზე მოთავსებული. ერთადერთი რაზე ფიქრიც შემეძლო მისი ტუჩები იყო თავგზას რომ მირევდა და ჩემს ბაგეებს მოწყვეტილი კისერს მხურვალედ მიკოცნიდა, თავი უკან მქონდა გადაწეული და საშუალებას ვაძლევდი სრულიად გავეთიშე რეალობიდან.
-ჩემი გოგო. -ამოიჩურჩულა და მაიძულა თვალები გამეხილა და მისთვის შემეხედა. -ღმერთო, რა მაგრად ჟღერს.
-შენი გოგო. -გამეღიმა მეც და აჩქარებული გულისცემის დარეგულირებას შევეცადე. რის საშუალებაც თავად მომცა, მჭიდროდ მომხვია მკლავები და ისე ჩამეხუტა, მაიძულა ის მცირე დაძაბულობაც კი მისთვის გამენაწილებინა დაუკითხავად რომ შემოპარულიყო ჩემს სხეულში. ეს რა მაგარი გრძნობა იყო იციით?!საოცარი სიმშვიდის, მყუდროების და დაცულობის შეგრძნება. მის მკავებში თავს ისე ვგრძნობდი როგორც წლობით გადაკარგული ადამიანი სახლში დაბრუნებისას. მე სახლში ვიყავი, მასთან. ადამიანთან რომლიც ამ მოკლე ხანში. იმდენად ჩემი, ჩემიანი და ჩემი ადამიანი გამხდარიყო არც კი ვიცოდი ხვალ ან ზეგ რას ვიზამდი მის გარეშე.
*********
დავინახე და გამეცინა, საწოლზე მუცელზე იწვა. წელს ზემოთ შიშველი, სახით ბალიშში ჩაფლულიყო და ორივე ხელი ბალიშის ქვეშ ამოედო. ოთახის კარი ღია იყო ფანჯარაზე ბოლომდე დაშვებული მუქი ფარდების გამო კი კარგად დაბნელებულიყო.
-ადგა ჯარიი! ! -ომახიანად შევძახე და ხელი ხელსაც შემოვკარი. არ განძრეულ, ბალიშიდან ყრუდ ამოიბუზღუნა:
-მოგხვდება.
-ადექი, გათენდა! -ოთახში შემართებით შევაბიჯე და ბეჭებში ძირს გადმოვარდნილი ბალიში ვესროლე.
-ღმერთო, დაგიშავე რამე და ჯერ არ ვიცი თუ რა თემაა?! -ბალიშის ქვეშიდან ხელები გამოიღო და თავზე დაიწყო, შემდეგ კი სწრაფად გადატრიალდა ზურგზე. ნახევრად დაბინდული მზერით თავით ფეხამდე შემათვალიერა და შუბლი შეიჭმუხნა. -ამ კაბას ჩემს გასაგიჟებლად იცვამ?
-რას უწუნებ? -გაბუტული სახით დავიხედე მუხლს აცდენილ გაშლილ სარაფანზე, რომელიც გვირილებით იყო მოჩითული.
-არაფერს ძვირფასო. საერთოდ არაფერს. -გაეცინა ჩემს სახეზე. -არ მაკოცებ?
-კი, ელოდე.
-აბა,რატომ მაღვიძებ ტო? -წამოჯდა და ქვემოდან ამომხედა. -რახდება?
-არაფერი.გათენდა
-იცი რა მინდოდა მეთქვაა? -ისევ შემათვალიერა ოღონდ ამჯერად დაკვირვებით, თითქოს ნელა დააცოცებდა მზერას ჩემს სხეულზე. ნელ-ნელა ამოუყვა ფეხებს და მკერდამდე იყო ასული ალბათ სუნთქვა რომ შემეკრა, სხეული ისე მიხურდა და ისეთი შეგრძნება მქონდა,თითქოს ურცხვად იყო ჩემი სარაფანის ქვეშ შემძვრალი და ნაზად დააცოცებდა თავის მხურვალე ტუჩებს. პირი გამიშრა და სავარაუდოდ სახეზეც გვარიანად წამოვწითლდი. უკან -უკან დავიხიე, სისულელე იყო ესე ადრიანად თავზე დადგომა და ფაქტიურად იძულებით გაღვიძება. იცინოდა ირონიულად, თითქოს ნიშნის მოგებით და ჩემი მდგომარეობით საშინლად ხალისობდა. ვერ ვხედავდი წესიერად მის სახეს რადგან არ ვუყურებდი, მაგრამ დანახვაც არ იყო საჭირო წარმოსადგენად როგორი დამპალი ღიმილი ჰქონდა.მაჯაზე მისი თითების შეხებამ გამომაფხიზლა, მაგრამ გვიანი იყო არ ვიცი როგორ ვგრძნობდი ზურგით საწოლის რბილ მატრას, მთელი სიმძიმით ზემოდან მოქცეული იმდენად ახლოს იყო მისი სუნთქვა გულს მიჩერებდა. გაპროტესტება მინდოდა მაგრამ ხმას ვერ ვიღებდი. -ჰო, რა უნდა მეთქვა იციი? დილით იმ კაცთან რომელიც უბრალოდ გიჟდება შენზე, ესეთ ფორმაში გამოცხადება შეცდომაა პატარავ. მუხლებიდან შენი კაბის ბოლოებამდე შორია. -ზედ ჩემს ტუჩებთან ჩურჩულებდა, მისი თლილი თითები კი მუხლზე ვიგრძენი ნელ-ნელა რომ გამოუყვა ფეხს და მეგონა მისი თითების განვლილ გზაზე მხურვალე ნაკვერცხლები რჩებოდა, რომლებიც საშინლად მიწვავდნენ კანს. -აი, კაბის ბოლოდან კი აქამდე, ზედმეტად ახლოს. -ხმა შესცვლოდა, თითები კი ჩემს ბიკინთან შეჩერებულიყვნენ. -არ სუნთქავ პატარავ?
-ცუდად თამაშობ. -საკუთარი ხმა ვერ ვიცანი. ახლა რომ ეკოცნა გული გამისკდებოდა სავარაუდოდ.
-კარგად თამაშიც ვიცი. ნაყოფიერად. -გაეცინა. ჯანდაბა, არამზადა.
-არა იყოს, მადლობა. -მხრებზე მივაწექი ჩემი სხეულიდან რომ მომეშორებინა, მაგრამ უარესად შევცდი. მისი სხეულის ქვეშიდან გამოძვრომის მცდელობისას ფეხი გამოვწიე, მაგრამ გავიჭედე.-რა იდიოდი ხარ! საკუთარ თავს გავუბრაზდი როდესაც ზედმეტად ახლოს მყოფი ფაქტიურად ჩემს ფეხებს შორის აღმოჩნდა, ფეხები კი ისე ურცხვად გამაწევინა მინდოდა მომეკლა. მაგრამ სად მაქვს მაგდენის შესაძლებლობა.
-საშინელებაა როდესაც მაღვიძებენ.
-ღმერთო,იქნებ მომშორდე და შენი აღვირახსნილი სურვილები სხვაგან დაიკმაყოფილო? -მის სიცილზე ნერვები მომეშალა.
-მაგალითად სად? -კარგად ერთობოდა ყოჩაღ.
-მისამართი გითხრა?
-იყოს,მადლობა. -მომბაძა და ტუჩის კუთხესთან ფრთხილად მაკოცა. სუნთქვა ხელმეორედ შემეკრა. -ვნახოთ რა სასწაული ხდება ამ კაბის ქვეშ?
-ჯანდაბა. -წამოვიყვირე ათრთილებული ხმით, მისი თითები ზემოთ მოიწევდნენ და სარაფანიც თან მოჰქონდათ. თეძოსთან წამით შეჩერდა, სახეზე კი გამომწვევი ღიმილი აუკიაფდა. კიდევ რაღაცის თქმას ვაპირებდი მაგრამ ხმა საერთოდ ჩამივარდა უკვე შიშველ მკერდზე მეხებოდა .
-თამამად,გერიდება? -ოდნავ მომიჭირა და ის იყო სხეულიდან მოხეთქილი ოხვრა მთელს ოთახში ურცხვად უნდა დაღვრილიყო, ტუჩებზე მისი ტუჩები რომ ვიგრძენი და ხმა ყელშივე ჩაიხშო.რამდენიმე წამის განმავლობაში ვნებიანად მკოცნიდა და შემდეგ ისე სწრაფად მომშორდა და გადაწვა გვერდით გაკვირვებაც ვერ მოვასწარი.
-ვსო... მორჩა კინო!
შენი დედაც! აზრზე რომ მოვედი რაც გამიკეთა სიცილი მინდოდა მაგრამ ვიცოდი ვერ გავიცინებდი. სხეული ჯერ ისევ მიხურდა და კიდურებს ვერ ვიმორჩილებდი. -ჯანდაბა, ეს რა იყო?! - სული მეხუთებოდა ისე შემახურა. ორივე ხელი სახეზე ავიფარე და ფეხებზე დავიკიდე რა შეიძლება ეფიქრა. ხმამაღალი სიცილი ამიტყდა და სული მოვითქვი თუ არა წამოვჯექი. გვერდზე გადმოტრიალებული იწვა და მიყურდბოდა. ეს ნაგავი, გაკვეთილის ჩატარებაც ესეთი უნდოდა მაგრამ მე რა ელენა ვიყავი ეს შემერჩინა? ჩამოშლილი თმა მოხდენილად ავიწიე და წინ დახრილმა ფეხები კეტებიდან ამოვყავი. მიყურებდა, ზურგს მიწვავდა მისი დაჟინებული მზერა. მიდი ელენა!შევაგულიანე საკუთარი თავი და წამოვდექი.
-საშინლად ცხელა არაა?
-არა,არ ვიცი მე არ მცხელა. -ფართოდ გამიღიმა.
-ხოო? ჯანდაბა, შეიძლება აბაზანაში შევიდე ხო? -პასუხს არ დავლოდებივარ ისე მოვკიდე ჩემს სარაფანს ხელი და ზედმეტად ნელა ავიტანე ზემოთ.
-რას აკეთებ? -წამოიწია და ღიმილი უცნაური გაუხდა.
-ვიხდი. -უდარდელად ამოვილაპარაკე და წამის შემდეგ ჩემი სარაფანი ხელში მეჭირა.
-ცუდად თამაშობ პატარავ. -გაიცინა და თითები წვეზრე ჩამოიტარა. თან მზერას არ მაშორრბდა შიშველ მკერდზე.
-კარგად თამაში შენ გამოგდის. ნაყოფიერად.
-ელენა,ჩემ აბაზანაში ვერ შეხვალ! ჯანდაბა, თან ესეთ ფორმაში? ჩაიცვი.
-ნუ იქცევი მკერდის უნახავი ხამივით. -უდარდელად დავიხედე მკერდზე და საწოლისკენ დავიხარე.
-მე? -გაიკვირვა თეატრალურად. -ჯანდაბა,მკერდზე ხალი გაქვს? შიშველი არ მინახიხარ. შეგიძლია ესეც მოიშორო? -სიცილით გამომდო თითები ბიკინის რეზინზე.
-გულით გინდაა? -გამეცინა გამომწვევად და მისი ტუჩებისკენ დავიხარე რომელმაც საკოცნელად გამოიწია მაგრამ თავი უკან გავწიე.
-მოგხვდება. -ისევ გამოიწია მაგრამ ისევ გავიწიე, თუმცა თმებში მწვდა და თავისკენ დაქაჩულს უხეშად მაკოცა. -შეხედავდა კაცი-კბილებით ნიკაპზე წამეტანა და ოდნავ მომიჭირა.
-მეორე სერიაში იყოს. -გავუცინე და მოვშორდი. სარაფანი სწრაფად გადავიცვი და ოთახიდან ისე გამოვედი მეშინოდა კიდევ რამე არ ეთქვა.
*******
თითქმის ორი წრის დრტყმა მომიწია ჩემს სახლზე, სანამ ცოტა დავლაგდებოდი და ადამიანის სახეს მივიღებდი. ესეთი აჭრილი რომ ვენახე ჩემებიდან რომელიმეს დიდად არ მხიბლავდა. მეორე წრეს ვამთავრებდი, ის იყო წყაროს გავცდი ,მაღაზიის მხრიდან გაგო რომ მოდიოდა და წამომეწია.
-რას აკეთებ ელიკო? -შემომხედა სიცილით. რა აცინებდა ამ გაჭირვებულს?
-ვტასაობ. -გამეცინა.
-ისეთი რეაქტიულივით ურტყავდი სახლს კრუგებს,მეც არ ვიფიქრე რა ეტაკათქოო.დაცხა ძიაა?
ბატონოო?! თვალები ვჭყიტე და ცოტა დამაკლდა გულიც დამარტყავდა.
-რა რაო გოგო, მართლა კარგად ხარ? ცხელათქო.
-აა... ხოო... შარშან უფრო ცხელოდა არ გახსოვს? -ვაიმე რა დებილობას ვიძახოდი.
-ხოო?! ისე შარშან ცუდი მოსავალიც იყო და წლევანდელზე რას იტყვი? -ესეც მე მეღადავებოდა.
-ეეე....საღოლ დახვეწე იუმორიი?! -გამეცინა ხმამაღლა. ისე მიყურებდა თითქოს ფსიქიატრიულის ექიმი იყო და მე პაციენტი.
-რაო, ღობე ისევ ჩამონგრეულია სახლის უკან?
-რომელი ღობე?
ახარხარდა. შენი დედაც ელენე. გაგფაქტეს?
-ცუდად ხომ არ დაძვრები მეზობელი გიორგას ეზოშიი?!
-მეე?! -ისეთი სახით გავიკვირვე ნამუსი რომ ჰქონოდა უნდა შერცხვენოდა.
-რას ჩალიჩობ?
-რავი, შენ?
-იცი ელიკო, როცა იცი რომ შესაძლოა გიკბინოს იმ ძაღლს არ უნდა გაეთამაშო. -თვალი ჩამიკრა და უცებ ისე დასერიოზულდა მეც უნებურად ჩამომერეცხა ღიმილი. -არ მომწონს ეგ ამბავი.
-რომელი ამბავი? -ხმა სადღაც გამპარვოდა.
-მეზობელი,დედამოტყნული თემურა რომ ამტკიცებს თითქოს შენ და ის, სულიერი-თავი გიორგის სახლისკენ გაიქნია. -გუშინ ტყის პირას იყავით ერთად.
-მერე რა მოხდა? -სახე გამეყინა და ბრაზმა ერთიანად ამომასხა. -მგლები შემჭამენ? და როგორც ვიცი მაგ თემურას მინუს ათი აქვს მხედველობა. ანუ ბრმაა. სოფელში კი დედლები საკმარისად მეტნი ირევიან -ხმას შეთქმულივით დავუწიე. -ერთზე ხუთი მოდის.
-ანუ,არა ხო?
-შევეშალე.გუშინ მაგ დროს სახლში ვიყავი და მეძინა, რაღაც არ მახსოვს ტყეში ვყოფილიყავი.
-ანუ წავიდე და სახე მოვუტყნა? -გაეცინა.
-თვითონ რა უნდოდა იქ? -დოინჯი შემოვირტყი და თვალები დავაწვრილე.
-სოკოს საკრეფად იყო ეტყობა. -მომბაძა გაგომ და ზუსტად ისე დააწვრილა თვალები.
-წითელქუდაა?
-არა კუდაგრძელი.
-აქ რა სხადნიაკი გაგიმართიათ? -თავზე წამოგვადგა ალექსა ისიც მაღაზიიდან მოდიოდა, რაზეც მისი პარკები მეტყველებდა. რა თემა იყო ამ მარინას მარკეტში?
-სულ გადაირია შენი შვილი ილარიონოვიჩ. -მხარზე ძმაკაციბით დავარტყი ხელი პაპაჩემს და ერთი პარკი ჩამოვართვი.
-ეჰ, სიყვარულმა ეს კი არა გადარია ტარიელი. -გაიცინა ალექსამ. -თან მის ბედად სიცხეებმაც ცუდად დაიჭირა.
-მეც მაგას არ ვამბოობ? -გავიცინე.
-შენთან ჯერ არ დამისრულებია. -თითი მუქარით დამიქნია გაგომ და მამამისს მიუბრუნდა. -შენ სხვაზე რომ იღადავებ, მარგო არ გამახსენო შენს დანახვაზე დღემდე რომ სველდება.
ალექსას აზიდულ წარბებზე სუნთქვა შემეკრა ისე ავხარხარდი. მოკლედ ჩემი პაპიკო ყოველთვის სიმპაწიაგების რიცხვში შედიოდა, რისი კვალი დღესაც ნათლად ჩანს მის თეთრ პირისახესა და ცისფერ თვალებზე. სოფელში და არა მხოლოდ სოფელში, მთელს რეგიონში, სასურველ სასიძოდ ითვლებოდა მანამ სანამ
ბებიაჩემმა არ დაუბრმავა ორივე თვალი. მისი ძმაკაცები დღემდე ჰყვებიან ალექსას თავს გადახდენილი ისტორიებს, რომელსაც ცოტა ნოსტალგიური ღიმილით იხსენებენ. ეჰ, კარგი იყო ახალგაზრდობა. ჰოდა ჩვენი მარგოც იმ ქალების რიცხვში შედიოდა ალექსას ტრფობის ცეცხლით ერთიანად აალებული თვალებს რომ უჟუჟუნებდნენ, თუმცა არ უმართლებდათ. არც მარგოს გაუმართლა, ვერ უშველა თეთრმა ბარძაყებმა გულმოდგინედ რომ დაანახა ბატონ ალექსას. რუსის ჯარში წასულ პაპიკოს სამი წელი მოუწია რუსის ქალებში გულაობა, სახლში დაბრუნებულმა კი დღემდე მოყოლილი ძმაკაცები და უამრავი თავგადასავალი ჩამოიყოლა. მათ შორის ერთი ზედმეტად გაზეპირებული,გადაბჟირებამდე რომ დავცინით მე და გაგო. მოკლედ ჩვენი სიმპაწიაგა ალექსა ერთ რუსის გოგოს იმდენად მოსწონებია,ნავით გაუსეირნებია მდინარეზე და არჩევანის საშუელებაც მიუცია: ან აქვე მასიამოვნებ ან არა და ნავს ამოვატრიალებ და ორივე დავიხრჩობითო. ჩემნნაირი ბოთეა ბატონი ალექსაც ცურვის უცოდინარი. თვალწინ ჩამიქროლა ჩემმა განვლილმა ცხოვრებამ და წლებმა, რომელიც გასავლელი მქონდა და გული ძალზედ დამწყდა რადგან ამნაირი ნორჩი სიკვდილისთვის ცოდვა ვიყავი, ქალი კი კარგი იყო მაგრამ ფეხები ჰქონდა ნამეტანი გასაპარსი და მეტიც, პატარა იყო ზედმეტადო. ეგრევე დავტკბი და პირიდან სულ შაქარ ყინულები მცვიოდა თვალებიდან კი გულები( ნუ ეს მე დავამატე) -ჰო, გენაცვალე, ჰოო... შენი ჭირიმე, ნაპირზე გამიყვანე და გასიამოვნებ კი არა ცოლადაც მოგიყვანო და ისე ავუღწერე ჩვენი რუსალკა შვილების ბედი-იღბალი დამნებდა და ნაპირზეც დამაბრუნაო, მაგრამ ფეხებმა მიწა როგორც იგრძნო პირიდან გადმოფრქვეული შაქარი გადნა და ისეთ დღეში ჩავაგდე ჩემი მომავალი შვილების დედა სავარაუდოდ ორი კვირა კოშმარები აწუხებდაოო. სამშობლოში დაბრუნებულ გამოწრთობილ ალექსას კი კიდევ ერთი გამოცდა ელოდა რომელშიც დამარცხდა. დანებდა და მეტიც ისე ჩამოდნა და ჩამოიღვენთა ბებიაჩემის წინაშე,ას პროცენტიანი, ხარისხიანი საფუძველი ჩაეყარა ჩემს არსებობას. მადლობა ქალბატონ რუსუდანს, ჩემი პაპიკოს დაჩოქებისთვის. დღემდე რომ ემღვრევა თვალები ცრემლისგან გასული წლების გახსენებისას და მის საფლავზე ასული ისეთი სიყვარულით და სითბოთი ელეპარაკება საყვარელი ქალის სურათს მეც მიჩუყდრბა გული და მინდა მათ სიყვარულზე დიდი თუ არა არაფრით განსხვავებული სიყვარული მქონდეს. მარგო კი ისევ და ისევ დღის წესრიგში დგას. გაუთხოვრად დარჩენილი, დამჭკნარი თეთრი ბარძაყებით და ისევ ისეთი მაცდური მზერით. საღამოობით წყაროსთან მდგარი კაკლის ჩრდილის ქვეშ მერხზე რომ მოიკალათებს ხოლმე მეზობლის ქალებთან ერთად და სევდით ჰყვება თავისი სიყვარულის ამბებს. შესაძლოა თვალსაც გამოაპარაებს ჩვენი კარ მიდამოსკენ და აივანზე ან ეზოში მოფუსფუსე მისი ოცნების კაცის დანახვაზე ხმა უფრო სევდიანი უხდება. ცალმხრივი სიყვარულისგან გატანჯულს, ძველებური სილამაზისგან აღარაფერი რომ შერჩენია და შავი ხილაბანდის ქვეშ შიგადაშიგ გაპარულ ცრემლს მალავს. მარგოსაც ჰყოლია ბევრი მთხოვნელები, ერთ-ერთი ჩვენი სოფლელი ბასა ყოფილა. ბასა, მარგოს თქმით ხეპრე ულვაშიანი კაცი იყო რომელმაც ვერაფრით დაიბყრო მისი უკვე დაკავებული გული და მშობლების შეგონების მიუხედავად ვერაფრით მოხიბლა ბასას ბოჩოლასავით დიდრონმა თვალებმა. გრძელ წამწამებს ფარშევანგის ბოლოსავით რომ აქნევდა.
-მაგ დედამოტყნულს საკუთარი კონდიციონერი ჰქონია. - გაიცინებდახოლმე საუბარს შესწრებული გაგო და მარგოს ამშვიდებდა:-იქნებ გაგიმართლოს და ეხლა მაინც გაადნო ყინულის ლოდი ჰა?!
ამასობაში უკვე ეზოში ვიყავით, ამაკში უდარდელი სახით ჩავეშვი და ეზოს ათვისებით გართულ ბომბორას. ( ალექსას კავკასიური ნაგაზი) ღიმილით მოვუხმე ჩემთან. რომელიც ყეფით გამოვარდა ჩემსკენ და ვეებერთელა თათები ჰამაკზე შემოაწყო. ნაცრისფერია ჩვენი ბომბორა. ჯერ ლეკვია და სავარაუდოდ ჩემი წონის. ეს რომ გაიზრდება წარმომიდგენია რამხელა იქნება. მეზობლის ეზოდან მაქსის ყეფა მესმოდა რომელიც რაღაცას აპროტესტებდა, შემდეგ კი მანქანის ძრავის ხმა გავიგე. ოჰ, ბატონი მიბრძანდებოდა სადღაც. სად ჯანდაბაში მიდის?!საკუთარ თავს ჩავეკითხე, თითქოს ჩემი საქმე იყო მისი დღის განრიგი და ფაქტზე გამოჭერილმა ისევ და ისევ საკუთარ ქვეცნობიერთან ვაღიარე რომ ზედმეტად მაინტერესებდა და შიგადაშიგ ისე წავუეჭვიანებდიხოლმე ცოტა არ იყოს და სასაცილო ვჩანდი.
-სად მიდიხარ?! -ეზოს კარისკენ მიმავალ გაგოს გავხედე რომელიც სწრაფი ნაბიჯით მიიწევდა ჭიშკრიკენ.
-საქმე აქვს გიორგის.
ჯანდაბა, ჰამაკიდან წამოვხტი და დავინახე გამოღებული ჭიშკრიდან საჭესთან მჯდარმა როგორ მოუკიდა სიგარეტს. დაელოდა როდის დაიკავებდა მის გვერდით ადგილს ბიძაჩემი და შემდეგ მანქანა ადგილიდან დაძრა. გული ისე ამიჩქარდა, მეგონა სადაც იყო გამისკდებოდა. არ ვიცოდი რაზე შეიძლება ელაპარაკათ. რას ეტყოდა ჩვენზე ბატონი გიორგი და როგორ შეხვდებოდა ამ ყველაფერს ცოტა არ იყოს და არაადეკვატური ბატონი გაგო?!
********
ბიძაჩემის დაბრუნებამდე აღარ ვიცოდი დრო როგორ გამეყვანა. ჯერ დაქალებს ველაპარაკე: ზღვაზე წასულებმა წუწუნით რომ ამიკლეს და ლამის ბოლო ხმაზე ტირილით შემომჩივლეს, წვიმების გამო სახლში ვსხედვართო. კარგა ხანს დავცინოდი რუჯის მოყვარულ დაქალებს, ბოლოს კი ჩემს სოფლეში ჩამოსვლა შევთავაზე. რაზეც უარი განმიცხადეს ამინდების გამოსვლას დაველოდებით სირცხვილით თავი სად გამოვყოთ რუჯზე ოდნავი ფერი მაინც რომ დაგვაკლდესო. არ უნდოდათ და ნუ უნდოდათ.
-რაც არ გინდათ ღმერთმა ნუ მოგცეთ! -თქო მივახალე გულ მოსულმა. შემდეგ სალათი მოვამზადე, ეზოში ვიწანწალე თითქოს ძალიან მეოჯახე ქალი ვიყავი და მთელი შეგნებული ცხოვრება ქათამ-ინდაურის მოვლაში მქონდა გატარებული. ბოსტანშიც ვიტოპავე კოჭებამდე ტალახში, რაც მილით მიშვებული წყლის დამსახურება იყო ნარგავებს რომ რწყავდა.. გადამწვანებულ ბოსტანს სახეზე ღიმილითი ვათვალიერებდი, პომიდვრის და კიტრის თვალიერებით გართულმა საბოლოოდ ღობესთან ამაყად ჩარიგებული ქლიავის ხეების ცრდილში ჩამოჯდომა ვამჯობინე. მიყვარდა აქაურობა, სიგიჟემდეც კი. მთელი ბავშვობა აქ მაქვს გატარებული და უამრავი ტკბილი მოგონებაც რომ არა, აქ იყო გაზრდილი ჩემი ყველაზე საყვარელი ადამიანი, დედა. დედაჩემის გახსენებამ ცხვირის წვერი ამიწვა. მესამე წელი ხდებოდა რაც პორტუგალიაში ცხოვრობდა და სამი წლის განმავლობაში ორჯერ შეძლო ჩამოსვლა ჩვენს სანახავად. დანარჩენი დრო კი სკაიპის და სოციალური ქსელის დახმარებით გვესიყვარულებოდა. შემდეგ გამახსენდა რა სწრაფად გადიოდა ჩემი არდადეგები და მალე ალბათ ქვაბივით მოთუხთუხე დედაქალაქისკენ მომიწევდა გამგზავრება და იქ კი იგივე რუტინა. სამსახური, სადაც რეალურად ჩემი თანამდებობის იქით ყველაფერი ვარ. როგორც ხდება ზოგადად საქართველოში. შენი საქმის გარდა უამრავი სხვა პოზიციის შეთვისებაც გიწევს და საბოლოო ჯამში ანაზღაურება კაპიკებია. სამსახურში, სადაც ზიხარ და ფიქრობ ფული სად იშოვო?ხელფასი, რომელიც ჩარიცვამდე უკვე დახარჯული გაქვს და მუშაობ მხოლოდ იმიტომ რომ სხვა,ათასი უმუშევარი ადამიანია და არ გინდა შენც მათ რიცხვში შედიოდე. მუშაობ,რადგან უსაქმურად ყოფნა არ შეგიძლია და უკეთესი სამსახურის მოლოდინში კაცმა არ იცის რამდენი წლით გიწევს დაბერება. ქვეყანაში სადაც ოცი წლის გოგოს სამსახურში უმაღლესი განათლების ჩათვლით ათ წლიან გამიცდილებას გთხოვენ.( ირონია) ქვეყანაში, სადაც ოცდაათი წლის უკვე ბებერი ხარ და აღარავის აჰყავხარ სამსახურში. ქვეყანაში, სადაც შენი რომელიმე ნათესავი თუ არ მოვიდა მთავრობაში,წასულია შენი საქმე. მე ერთის მხრივ გამიმართლა რადგან სამსახურში დამხმარე ზარი არ დამჭირვებია. მაგრამ არ გამიმართლა მეორეს მხრივ, რადგან მთავრობაში ჩემს არც ერთ ნათესავს არ ეღირსა მისუნვა. და გამიმართლებს მომავალში რადგან დამაფასებენ და ოფისის წინ მინიმუმ მარმარილოს ვირის ბიუსტს ველოდები. ზედ ოქრის ასოებით წაწერილი: ( ელენა აფციაურს, გაწეული შრომისთვის. "შეფობისგან") ღმერთო,რამხელა პატივიაა... მაგრამ ჩემები მშვიდად არიან. ტენდეციად ჩამოყალიბებული მთავარი მოსაზრებისდა გამო: გათხოვდები და ქამრი შეგინახავს!
ვერც ვთხოვდები და არც ქმარმა მინდა რომ შემინახოს. აი ჩემი პასუხი. ახლა იფიქრებთ ამ გოგოს როგორ უჭირს,გათხოვება უნდა და ვერ თხოვდებაო. არაფერიც, სულაც არ მინდა გათხოვება. უბრალოდ მაშინ როდესაც სახლში ორი კაცი გყავს რომელიც განუწყვეტლივ შენს შინაბერობასა და გათხოვე არ გათხოვების თემაზე ღადაობს,იძულებული ხარ აჰყვე და მათზე მეტად თუ არა ნაკლებად მაინც არ იღადაო. ხოლო როცა მეღირსება და ჩემი მეორე ნახევარი სავარაუდოდ ზარ ზეიმით გამიყვანს ამ ეზოდან. შესაძლოა აივანზე მდგარმა ბატონმა ბიძამ თოფიც კი გაისროლოს ზედ დაყოლებული ყიჟინით:
-ეშველააა...ეშველააა...
მოკლედ, სანამ უსაქმურად ვარ შემიძლია მოკლედ მოგიყვეთ ჩემს გოგოებზე. მე და მარიამი ბავშვობის მეგობრები ვართ, აი (ტრუსიკის დაქალებიო) რომ იტყვიანხოლმე ზუსტად ესა. მახსოვს თავიდან ჭირის დღესავით ვერ ვიტანდით ერთმანეთს. ერთ სკოლაში დავდიოდით, ის ჩემზე ერთი კლასით დაბლა სწავლობდა. სწავლობდა რაა,მის ხელში წიგნი მე არ მინახავს და მახსოვს სკოლის დირექტორის კართან ატუზულები როგორ ვეხვეწებოდი მისი მათემატიკის მასწავლებელს ნიშანი დაეწერა რადგან კლასში ჩატოვებას უპირებდა. ჩემმა "ბლატებმა" გაჭრა და ჩემს ქერა დაქალს საბოლოოდ კოჭლი სამიანი აღირსეს და მშვიდობით დაამთავრა სკოლა. უკვე პირველ კურსზე ვიყავი ქალბატონმაც რომ ჩააბარა უნივერსიტეტში და დღეს ბიზნეს ურთიერთობების დიპლომი უდევს სახლში. მომავალი დედამთილის თვალის დასაბრმავებლად.ვერ თხოვდება, მე კი ვამშვიდებ და ათასნაირ ალტერნატივას ვთავაზობ რადგან თუ ვერ გამოძებნის მეორე ნახევარს.ვისი ნეკნის ნაწილიც თავად ბრძანდება შეუძლია ნაყიდი დიპლომი რომელიმე მჟავის ქილას დააფაროს.მერიკო უნივერსიტეტში შემოგვიერთდა მე და ჩემს ქერას ჩვენთან შედარებით დინჯი გოგო, მოძღვრების საკუთარი კრებულით რომ მოძრაობს და ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლია მანტია მოსხმულმა იქადაგოს: რაოდენ შეცდა დაქალების არჩევაში და აბა ჩვენ რა სამეგობრო ხალხი ვიყავით?! რა ვუთხარი მის დიდ გულს? და გვყავს კიდევ მარიამზე პრანჭიკელა და ჩვენზე სამი წლით უმცროსი(ბავშვი) თამუნა, რომელიც ჩვენი მერიკოს დეიდაშვილია და ჩვენ გავზარდეთ მომავალი დაქალის სტატუსი რომ მიგვეცა. ჩემს გოგოებთან თითქოს სხვა განზომილებაა ოთხი სხვადასხვანაირი ადამიანი ერთ, სრულ სიგიჟეს ვქმნით ჩვენი არაორდინალური ქცევებით და საინტერესო თავგადასავლებით. საღამომდე უაზროდ ვიბოდიალე თითქოს ჩემს ჯიბრზე ბიძაჩემი სახლში დაბრუნებას აგვიანებდა, ან იქნებ არც არაფერი მომხდარიყო და რატომ ველოდებიდი და მეტიც რატომ ვიყავი ასი პროცენტით დარწმუნებული რომ გიორგისა და გაგოს შორის საუბარი აუცილებლად შედგებოდა. ნუ, ჩემზე საუბარი თუარა ისე რას და როგორ ილაპარაკებდნენ რაში მაინტერესებდა? ერთ ადგილზე ვერ ვჩერდებოდი, წინ და უკან დავაბოტებდი და გაკვირვებული ალექსაც ხან ერთი მხრიდან მაკვირდებოდა დაწვრილებული თვალებით და ხან მეორე მხრიდან. თითქოს რაღაცის თქმა უნდიდა, მაგრამ თავს იკავებდა. ჰოდა ძალიან კარგსაც შვრებოდა ნამდვილად არ მინდოდა არავისთან საუბარი ბიძაჩემის დაბრუნებამდე.
-დაჯდები თუ მოსაწვევი უნდა გამოგიგზავნო? -ვეღარ მოითმინა ვაშლის დათლით რომ ირთობდა თავს და ისე ამომხედა უსიტყვოდ დავჯექი. მაგრამ მაინც ვერ ვაჩერებდი სკამზე საჯდომს. მენერვიულებოდა და რა ჯანდაბა უნა მექნა რავიციი?!
-მოვა. -ვაშლის თლა გააგრძელა პაპაჩემმა.
-რა? ვინ მოვა? -ყურები ვცქვიტე მეზობლის გოშია ძაღლივით და ცოტა მაკლდა კუდის ქიცინიც დამეწყო.
-შენ რომ მიდიოდი, მე უკვე მოვდიოდი შე მამაძაღლო, რას გამომაპარებ? -იიი... ცალყბად ჩაეცინა, გაიძვერა კაცი ეს.
-მერე?
-მერე ის ჩემო ელენა რომ. გაზრდილხარ და ვერც კი შეგვიმჩნევია. ისე შეძახილმა ხე გაახმოვო და იმდენი გეძახეთ მგონი იფურჩქნები. მოგეწონა და
-ხმა აღარ ამოიღო. -სახეზე ალმური მომეკიდა. ნამდვილად არ მინდიდა ჩემი მოწონება, Love სთორის ამბები ალექსასთან განმეხილა, რომელიც როცა მეგონა რომ აზრზე არ იყო თურმე ყველაფრის აზრზეც ყოფილა და მეტიც ისე მოჯოკრა ხიშტზე დავრჩი.
-კი კარგი ბიჭია რასაც ვხედავ და ვიცნობ მაგრამ ბებერი თუ გინდოდა შე მამაძაღლო აქ არ იყო ბასა და მიგათხოვებდით. -ახარხარდა და მუცელზე გაშლილ. ხელის გულს ისე იჭერდა თითქოს ხმის ბასებს არეგულირებსო.
-ალეე.
-ღმერთი არ გაგიწყრეს და არ აბღავლდე უდღეური ლეკვივით. ეგ ამბავი მაინც არ გამოვა პაპიკო, გაგო არ იზამს. პრინციპში არც მე ვიზამ. ახალი გადმოსული კაცია, დედამისი არ მინახავს აქ და მამამისი. ის მისი ტვინგამოცლილი ძმაკაცები ტრიალებენ ხანდისხან და არც კარგი გაგვიგია მაგისი და არც ავი.რაც მართალია მართალია მეზობლობა გაეგება,მიხვალ ხელს გაგიმართავს.სიკეთეს უზამ და ვალში არ დაგრჩება მაგრამ მეზობლობა და მისვლა მოსვლები ერთია. სიძედ მოყვანა და გოგოს ჩაბარება მეორე. იქნებ და გადაგიაროს შენც,მოწონებაა და მე მასე გენაცვალე ნახევარი რუსეთის ქალები მომწონდა მაგრამ კი შევრჩი ბებიაშენს. -ამოიოხრა და აუ ეს თუ გააგრძელებდა თავის რუსულ არდადეგებზე საუბარს ისღა დამრჩენოდა იქაურობას კუდუსუნში ფეხების რტყმით გავცლოდი. ესეც სიურპრიზიი. მართალია ხუმრობა კარგია, მაგრამ რეალურად მართლა რომ არ იყვნენ გამკეთებლები ეგ ვიცოდი. სულ ჩემი გათხოვების თემა ჰქონდა ბიძაჩემს საღადაო მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგებოდა შეიძლება შინაბერად დავეტოვებინე. გათხოვება რაა რომელი მე ვაპირებდი მეზობლის სასტუმრო ოათახში სტენკის დადგმას? მომწონდა, მოვწონდი და ხვალ რა ჯანდაბა იქნებოდა რავიცი წინასწარ?!
********
ისე მიყურებდა ხმის ამოღებას ვერ ვახერხებდი. დასჯილი ბავშვივით ვიჯექი და თითქოს ქვეცნობიერად ველოდებოდი როდის აყვირდებოდა. ჩემს ჯიბრზე არც თავად აპირებდა ხმის ამოღებას.სიგარეტს მოუკიდა, ნელა ეწეოდა,თითქოს საშინლად აჭიანურებდა მოწევის პროცეს. ჩააქრო და ახალ ღერს მოუკიდა. უარესად დავიძაბე, რაც არ უნდა იყოს მის სიტყვას ჩემთვის იმხელა წონა ჰქონდა უბრალოდ სიტყვით გადმოცემა შეუძლებელია. ღრმა ნაფაზი დაარტყა,კვამლი შორს გააგზავნა და როგორც იქნა გამისწორა მზერა. მიყურებდა თვალებში. ერთი წუთი... ორი... ჯანდაბა, სამიი... სხეული ლარივით დამეჭიმა და ნიკაპი ისე ამიკანკალადა ცოტაც და მოვაღებდი პირს და ავბღავლდებოდი.
-მოხვდა!
-რა? -ხმა სად ჯანდაბაში გამპარვოდა ვერ გავიგე.
-მოხვდა შენს ბიჭს და რა ქნა იციი? ხელი კი არ შემომიბრუნა? თავი დასჯილი ბავშვივით დახარა. გაიაზრა დამნაშავე რომ არის! გაიაზრა, როგორ მიქარა და გაიაზრა რომ ეს არ არის საპატიებელი თემა. ამას ვერ გავატარებ, ვერ ჩავყლაპავ, ვერ დავიკიდებ. დამნაშავეა, ხო დამნაშავე რადგან არ უნდა შემოეხედა იმ თვალით როგორც გიყურებს. არ უნა გადამხტომოდა თავზე და...ჯანდაბა. -სიგარეტის სანახევროდ ჩამწვარი ღერი საფერფლეზე დააგდო და ორივე ხელი დაბალ თმაზე გადაისვა. -პატარა ხარ ელენიკო... ეს დედამოტყნული პატარა ხარ.
ხმა არ ამომიღია ვერ ვიგრძენი როდის წამომივიდა ცრემლები, მაშინ გავიაზრე რომ ვტიროდი როდესაც მარილიანი სითხის ბურთები ერთიმეორის მიყოლებით ხელებზე დამეცა.
-რა გატირებს? -სახე მოერყა. -მოკვლას არავინ უპირებს, კი არის ღირსი. შენ რა გატირებს შვილო?!
-გაგო. -პირზე ავიფარე გაშლილი ხელის გულები.
-გაები ბალღოო?! -წარბები შეკრა. -ჯანდაბა,შენც გაებიი?!იქნებ დროებითიაა?! ხო, მოგეწონა და გადაგივლის ტო. დაილივნენ პატარა ბიჭები?!შენი ასაკის?ან დავუშვათ ორი სამი წლით დიდი? რატო ბიძაშენის ძმაკაცი ტო? კაცი რომელიც არც კი იცი ვინაა? საიდან მოვიდა?რას საქმიანობდა მანამდე,რა ადამიანია? რა ოჯახიდან?როგორ გაიზარდა. იქნებ მკვლელია ან მოძალადე? ან მატყუარა?იქნებ მეც მატყუებს, შენც გატყუებს,იქნებ ყველას გვაბრმავებს და სულაც არ არის ის ვინც გვგონიაა?
-და შენ ტყუვდებიი? -ხმა ძლივს ამოვიღე-შენ გაბრმავებს? თვალებში გაყრის ნაცარს?ან იქნებ..ვერ შეამჩნიე აქმადე? რამდენი ხანია იცნობ?!ძმაკაცს უწოდებ. ცუდი ძმაკაცი შეიძლება გყავდეს?იქნებ...იქნებ... -გული ამომიჯდა და გაგრძელება ვეღარ შევძელი. -არ შემიძლია ლაპარაკი.
-ამის დედაც..-სახე მოისრისა, ეტყობოდა როგორ ნერვიულობდა. -უფროსია ელენიკო.
-ვიცი.
-დედაშენს უნდა ველეპარაკო. რა ვქნა?რა ვქნა ეს დედამოტყნული? -ფეხზე წამოხტა და ოთახში ნერვიულად მოჰყვა ბოლთის ცემას. -გადავიდე და სახე ავაძროო? პასუხი მოვთხოვო რატომ შეგიყვარდა ჩემი ერთადერთი დის შვილითქოო?! რა გავაკეთო პატარავ?
-არ ვარ პატარა.
-შენ თავი დიდი გგონიაა?! -იჭექა უცებ და ჩემს წინ შეჩერებული დაიხარაა-ერთი თვალებში შემომხედე და მითხარი დიდი გგონია თავიი?! ჯანდაბა, ჩემი ბრალიაა? ხო იქნებ მართლა ჩემი ბრალიაა?! -წელში ისევ გასწორდა და ისევ განაგრძო წინ და უკან სიარული. -იმდენი გეღადავეთ, რას ვიფიქრებდი გოგო?ხო, რას ვიფიქრებდი იმ გამოსირებულს მართლა სერიოზულად თუ მოეწონებოდი. რა შარში ხარ გაგოოო?! რა შარში ხარ. ეს ბატი ხევში იჩეხება და რა გინდა რომ გააკეთოო?ხელი შევუწყო კისერი მოიტეხოს? მოკლედ.ხვალვე დაგაზავ თბილისში.
-რამხელა გამოსავალიაა-ალექსა ისე გამოჩენილა ოთახში ვერც კი შევამჩნიეთ. -და შენ ესე აპირებ ამათ დაშორებას?წავიდა, მერე? საწ*ყალმა გიგაურმა გზაა არ იცის თბილისის თუ ესაა შტერიი?!
-აბა რა ვქნა მამაჩემო? -ოთხმოცდაათი გრადუსით შეტრიალადა ალექსასკენ სასოწარკვეთილი სახით.
-რა გითხრა შვილო? -ხელები გაშალა პაპამ. -რაო იმ ბიჭმა? მიყვარსოო?!
-ხო, უყვარს ბიჭს თურმე.
-შენ რას ამბობ გოგო?გინდა ბევერი ქმარიი?! -მე გადმომხედა პაპამ.
-რას ატრაკებ ალექს? -იჭექა ხელმეორედ გაგომ. -მე რას ვამბობ და ამან უკვე ამ ბატის ხელი ჩააბარა ლამის
-რათქმა უნდა ხელი უნდა ითხოვსო აბა როგორ? -სავარძელში ჩაეშვა ალექსა და კანის ექიმივით დამაკვირდა -რაო რას გეუბნება ეგ შენი დიდი გული ელენიკო? გიფრიალებს? გენატრება?გინდაა?! ესეთი სახე რომ გაქვს მგონია პირი უნდა მოაღო და დასჯილი ბავშვივით აბღავლდე. რა გატირებს პაპიკო? ბიჭი თანახმა ყოფილა და ჩვენ ხო ვერ დაგაბავთ. ტყუილი კი არაა გენაცვალე ქალმა თუ გაიწიაოო.
-დაბერებულხარ მამაჩემო. მოკლედ ეს ამბავი არ გამოვა. ხვალ თბილისში გაგაზავა, მე დღეს დედაშენს დავე ლაპარაკები. მოგიხერხებს რამეს. სულ მასთან წასვლა რომ დაგვჭირდეს და ამ ს შესაჩერებლად მუხლების დახვრეტა , გავაკეთებ!მოვრჩი ლაპარაკს.მიყვარს და მინდა და ათასი სირობა არ გაჭრის. მოვრჩი ლაპარაკს, გადი შენს ოთახში და დაიძინე.
სავარძლიდან გაჭირვებით წამოვდექი და ჩემი ოთახისკენ წავედი. ესეც შენი საზაფხულო ვოიაჟიი ჩაიჯვა ჩემი დასვენების გეგმებმა. რა ჩემს ჭირად გამოჩნდა გიორგი, რომელსაც თურმე ვყვარებივარ დამიხედეთ ერთიი! ჩემთვის კი არაფერი უთქვია და რა ჯანდაბა მაბრაზებდა ანდა საერთოდაც რა უნდა მექნა თუ მცოდნოდა მე ვყოფილიყავი მართლაც ყველაზე უჯიშო ბატიი. ოთახის კარი ისე მოვიჯახუნე გეგონება ნიშანი მოვუგე ვინმეს. საწოლზე მოწყვწტით დავეხეთქე და ჩემი შიშების გამართლების გამო სრულიად გამოფიტული ჭერს მივაშტერდი. მინდოდა კი ეს ყველაფერიი?! ჯანდაბა, კიი სიგიჟემდე მინდოდაა. იმის წარმიდგენა რომ ხვალ გათენდებოდა და ყველაფერი ისე დასრულდებოდა ჯერ ნორმალურად დაწყებულიც რომ არ იყო გულ-მუცელს საშინლად მიწვავდა.ტირილი მინდოდა, არა გემრიელად ქვითინი, მაგრამ ვერ ვახერხებდი. ხვალ დილით ადგომა და ყველაფრის უკან მოტოვება,თითქოს არც ყოფილიყო, ხაზის გადასმა კაცისთვის რომელიც საშინლად მომწონდა და წარსულში დატოვება საერთოდ არ მინდოდა. არ მინდოდა ისე ღრმად დალექილიყო ჩემს გონებაში ეს ყველაფერი თითქოს და საპირისპირო შემთხვევაში ჩემი და მისი ერთად ყოფნით მესამე მსოფლიო ომი დაიწყებოდა, ან გაბრაზებული უფალი ხელმეორედ მოუვლენდა კაცობრუობას წარღვნას. ან, ეს მოცუცქნული ქვეყანა დაინგრეიდა. დედამიწა ღერძს მოსწყდებოდა და თან ჩაგვიყოლებდა პატარა ადამიანებს, ჭიანჭველებივით რომ ვირეოდით მის ზედაპირზე. რა დაშავდებოდაა?! არც არაფერი. აი, სრულიად არაფერი. ჰოდა ახლა იქნებ ჩემი ჯერი იყოო? იქნებ მე უნდა მეთქვა ჩემი სათქმელი? მან მთავარი საქმე გააკეთა დანარჩენი ჩემი გასაგრძელებელი იყო.
********
ტერასაზე იჯდა, თავი სავარძლის საზურგეზე ჰქონდა გადადებული და აშკარად თვალები დაეხუჭაა. ჩემი მიახლოვება არ გაუგია, ფიქრებში იყო ჩაძირული.შეიძლება ნე ვიყავი ზედმეტად. მის ზურგს უკან აჩრდილივით მდგარი ვუყურებდი მამაკაცს რომელიც სუნთქვას მიძნელებდა. აი, ხომ არაფერი? თავისთვის იჯდა. ვუყურებდი და გული გახეთქვაზე მქონდა, სუნთქვა კი ისე დამძიმებოდა მეგონა მალე უჰაერობის გამო შეტევა დამეწყებოდა. არ ვიცი რამდენ ხანს ვიდგებიდი ესე სარივით მისმა ხმამ რომ გამომარკვია.
-დიდხანს აპირებ მაქედან ყურებას? -რა ჯანდაბაა? თვალები კეფაზეც ჰქონდაა?
-რა?. -შემოვუარე სავარძლეს და მის წინ შეჩერებული სახეზე დავაკვირდი. თვალები მართლაც დახუჭული ჰქონდა და გახელას არ ჩქარობდა. სახე თითქოს ფერმკრთალი ჰქონდა, ქვედა ტუჩი კი შესიებული და სავარაუდოდ გახეთქილი. რაც სავარაუდოდ გაგოს მუშტის დამსახურება იქნებოდა.
-გავიგე რომ მოხვედი.
-მაგრად მოგხვდა? -არ მესიამოვნა მისი ტუჩის ამ დღეში ნახვა.
-თითქოს კოღომ მიკბინა. -თვალები როგორც იქნა გაახილა და ამომხედა.წყლიანი ცისფერები წითლად ამღვრეოდა.
-არადა მეგონა ძლიერი დარტყმა ჰქონდა. -გამეცინა
-ისე რაა...უარესიც მინახავს. -გამიღიმა და ხელი გამოსწია ჩემსკენ. -მოდი ჩემთან.-მის თითებს ჩავეჭიდე და მივიწიე თუ არა მის მუხლებზეც აღმოვჩნდი. მკლავები ძლიერად შემომხვია და მჭიდროდ ჩახუტებულს სახით ჩემს კისერში ჩაეფლა-მიყვარს ეს სურნელი, თითქოს სახლში ვარ. მშვიდად ვარ, თითქოს ის არის რაც სულ მაკლდა და ჯანდაბა ერთი კითხვა მაქვს პატარავ, სად იყავი აქამდეე?
-ბაღში დავდიოდი. -გამეცინა, რადგან მეც ზუსტად იგივეს ვგრძნობდი მისი გრილი სურნელის ღრმად ჩასუნთქვისას. გულს რომ მიჩერებდა და კანი ისე მეწვოდა სურვილი მქონდა გამეძრო.
-ანუ,შენ გელიდებოდიი? -თავი ჩემი კისრიდან ამოსწია და შუბლით შუბლზე დამეყრდნო. -ნამდვილად შენ გელოდებოდი.
-მიხარია. -გამშრალ პირში ძლივს მოვატრიალე ენა. -მიხარია რომ მელოდებოდი და ახლა აქ ჩემს მაგივრად სხვა არ ზის. სხვას არ აქვს შენთვის საყვარელი სურნელი და სხვას არ უჩერდება გული შენი ჩახუტებისას. -ვჩურჩულებდი არეული.
-ეგრე რომ მიმართლებდეს შენამდე ვინ მომიშვებდა? -გაიცინა ზუსტად იმ სიცილით მე რომ მადებილებდა. ახლაც დებილივით ვუყურებდი მის ლოყებზე გაჩენილ ფოსოებს, ოდანავ დაწვრიელებულ თვალებს და ტუჩის კუთხეებთან გაჩენილ პატარა ღარებს.
-ხვალ ჩემი სახლში გაშვება უნდათ. -სახეზე ფრთხილად შევახე თითები და ტუჩის კუთხესთან, სწორედ იქ სადაც ღარები იყო გაჩენილი ტუჩები ნაზად შევახე.
-იცი, არ მიყვარს თბილისი და ჩემი მიზეზები მაქვს მაგრამ შეგიძლია ჩემთან ერთად იმგზავრო. რადგან მეც მივდივარ იქ,სადაც ჩემი გოგო მიდის. -ზედმეტად მტკიცე ხმა ჰქონდა, საპასუხოდ თავადაც მაკოცა და ლოყით მომეხუტა ტუჩებზე.
-რა მიზეზები გაქვს?
-წარსულში ქექვა არაფერს გვარგებს ელენიკო. დასამალი არც არაფერია, ერთ დღესაც ყველაფერს გაიგებ უბრალიდ არ მიდა ვილაპარაკოთ იმ თემაზე რაც განხილვადაც არ ღირს. თემა რომელიც უფერულია, აღარაფერია ჩემთვის. ჩაიარა, წარსულის მატარებელს გაჰყვა და თან გაიყოლა ყველა დამპალი მოგონება, სურვილი თუ ემოცია რაც იმ დროს მამოძრავებდა, რაც მასულდგმულებდა,რაც მაკეთებინებდა იმას რაც შესაძლოა არასწორი იყო შეცდომა და მადლობა ღმერთს რომ ის მატარებელი უკან ვეღარ დაბრუნდება.
-საიდუმლოებების დიდი სკივრიი? -გამეცინა. -და რატომღაც გული მიგრძნობს შენს კარგსა თუ ცუდ საქმეში ქალიც ფიგურირებდა. -სახეზე დავაკვირდი.ან კარგად ნიღბავდა ემოციებს, ან არა და მართლაც სულ ერთი იყო მისთვის ის ყველაფერი რასაც თავისივე თქმით საკუთარი ხელით მიაყარა მიწა.
-სადღაც მართალი ხარ. ქალი, რომლისთვისაც მე არ აღმოვჩნდი ის, ვინც უნდოდა რომ ვყოფილიყავი. ან, ვისაც ხედავდა ჩემში. არ ვიცი,წავიდა და მე გავუშვი! და ეხლა იცი რაა?! შემიძლია ვუთხრა საკუთარ თავს რომ ამის დედაც, მაგრად გაგიმართლა გიორგი გიგაურო, რადგან თავის დროზე ნამდვილად სწორედ მოიქეცი და დღეს რაც არ უნდა მოხდეს.ეხლა გაგო რომ გადმოდგეს აივანზე და მესროლოს,მაინც არ ვინანებ პატარავ. მთავარია შენ აქ ხარ, ჩემთან ხარ და მოხდა ის რაც უნდა მომხდარიყო.
-და მაინც არ მეუბნები იმას რაც ესეთ დროს უნდა გეთქვა.-ტუჩები სასაცილოდ დავბრიცე და მისი მუხლებიდან წამოვდექი.
-რამე უნდა მეთქვაა?! -ისე გაიკვირვა და წამოდგა სავარძლიდან გავბრაზებულიყავი თუ არა არც კი ვიცოდიი.
-მაგალითად..აუ, გაწვიმდა-წვიმის მსხვილ წვეთებს გავხედე, ზუსტად იმ წუთს რომ წამოვიდა ზედმეტად მოწმენდილი ციდან და ნელ-ნელა უმატებდნენ ცვენას, წკაპა-წკუპით ეცემიდნენ სახურავზე და ეს ამაღელვებლად სასიამოვნო იყო
-ისე მეც ამის თქმას ვაპირებდი. -გაეცინა და წვიმიდან მზერა ჩემზე გადმოიტანა. -მიყვარხარ ელენა. ესე უცებ, ესე ძალიან და ესე უსაზღვროდ სიყვარული თუ არსებობდა არ ვიცი მაგრამ მართლა სიგიჟემდე მიყვარხარ შენს თავს გეფიცები.
გაფართოებული თვალებით ვუყურებდი და ხმის ამოღებასაც ვერ ვახერხებდი.ჩემს წინ იდგა და ისევ ისე მიღიმოდა როგორც სჩვეოდა. ბოლოს ხელები ფართოდ გაშალა და წამით თითქოს დაფიქრდა, მაგრამ მხოლოდ წამით.
-ღმერთო უნდა გკითხო.ცოლად გამომყვები?
-ბატონო?! -ძლივს ამოვიჩურჩულე.
-კარგი... კარგი.... ქალბატონო ელენა, გინდა ქმრად გამოგყვეე?!
-კარგად ხარ? -არა, ნამდვილად არ იყო კარგად.რა ჯანდაბა აცინებდა არ ვიცი,მაგრამ საშინლად რომ მინდოდა ყველაფრის მიუხედავად მისი მიხრჩობა ამაზე რა ვთქვათ?
-ჰე, გადაწყვიტე დროულად, მეხვეწებიან ტო.
-ანუ, ჭირში და ლხინში ერთად?
-ქატოც და ფქვილიც ერთად გავიყოთ-ისევ გაეცინა და მეც მის სიცილზე თავი ვეღარ შევიკავე.
-პირველ ბავშვს მე ვარქმევ სახელს.
-ბებია შენისმა.პირველსაც და მეორესაც მე ვარქმევ.
-მაშინ კითხვა თავიდან გამიმეროე,ვერ გავიგე. -ხელები მკერდთან გადავიჯვარედინე და თვალები ზუსტად ისე დავაწვრილე მან რომ იცოდა.
-დაბერდი პატარავ?
-გელოდები,მეც მეხვეწებიან.
-კარგი... კარგიიი... ცოლად გამომყვებიი?
-რა რომანტიული ხარ. -ტუჩები ისევ დავბრიცე და მეც თითქოს დავფიქრდი. -კარგი.
-ანუ?
-კარგიი,თანახმა ვარ მთელი ცხოვრების მანძილზე აგიტანო. ჭირშიც და ლხინშიც,ქატო და ფქვილის ბიზნესიც ერთად დავიწყოთ და უფლებას გაძლევ პირველ ორ ბავშვს შენ დაარქვა სახელები.
-და რომ გიყვარვარ და უჩემოდ ვერ სუნთქავ,ვერც ისუნთქებ და იმედიც არ გქონდეს,რადგან უჩემობა რომ გადაწყვიტო დაგახრჩობ!
-მასე ქენი. -გამეცინა და იქაურობა მოვათვალიერე.
-შეგიძლია სიძეს აკოცო-თვალი ჩამიკრა და თავად გამოიწია პირველმა.
ჯანდაბა.... ჯანდაბა.... ჯანდაბა... საშინლად წვიმდა, მე კი მეზობლის აივანზე გადაპარული, საყვარელი კაცის კალთაში მოკალათებული,მჭიდროდ ვეხუტებოდი და სახით მის კისერში თავ ჩარგული ვგრძნობი რომ შინ ვიყავი.
ეს იყო სრული სიგიჟეეე,ყველაზე გიჟური არდადეგები.. როდესაც მე, ჩემი ცხოვრების ადამიანი ვიპოვნე. ჩემი სულის ნაწილი და ჩემი გულის სრული მესაკუთრე. ჰოო,დაუჯერებელიაა?! კი დაუჯერებელია, რადგან მეც ვერ ვიჯერებ. გიორგი გიგაური ჩემი ადამიანიი.
აღარ მოვყვები გაგოს გადარეულ სახეზე და ღრიალზე როდესაც ჩემი მისი აზრით ყველაზე სულელური ნაბიჯის შესახებ გაიგო, მაგრამ როგორც ალექსა იტყოდა:შორს ხომ არ გამიშვეს? იქვე ვიყავი მეზობლად. კაცთან რომელზეც პირცელი წუთიდან ღადაობით მათხოვებდნენ და ენამ უყუვლათ. ბიძაჩემის საუკეთესო ძმაკაცთან, რომელიც დღეს მისი თქმით თურმე ელენასთვის რომ ინახავდნენ მაგიტომ დაძმაკაცებულა. ალბათ სოფელში ყველა ჩასვლაზე ისევ ისე დამიწყბენ ღადაობას როგორც მანამდე, ოღონდ იმ განსხვავებით რომ ეს მშვენიერი "სიძე კაცი" უკვე მართლა სიძეა. ისევ ისე გავიხსენებ ჩემს სასიამოვნო ბავშვობის წლებს, ისევ ისე მომჭრიან ჩემს ქმართან თავს ბავშვობის "გრეხების" გამო, ის კი ისევ ისე მოკვდება სიცილით. ( დამპალიიი) გაგოს ეზოში ისევ გაიშლება სუფრა, რომელსაც ალექსას ძმაკაცები:შლაქსება გივი, თამაზა, მუსიკანტი გოჩა, პატიკო და მელიქიფე პაკო დაამშვენებენ. ისევ გვიანობამდე იხმაურებენ ეზოში, იცინებენ და ისევ უხვად დაიფრქვევა კახური მარგალუტები.
უი,კინაღამ დამავიწყდა:
ჩემი გათხოვების გამო გაგოს ნამდვილად არ უსვრია თოფი, ომახიანი შეძახილებით:-ეშველა... ეშველააა...
გაბუტული იყო ძმაკაცზე, რომელიც მისი თქმით ზედმეტად "ცუდი როჟა" გაიჩითა და მაშინ როდესაც წესით უკან უნდა დაეხია,პირიქით კონტრ შეტევაზე გადავიდა და მეორე დღესვე სთხოვა ალექსა პაპას, მისი ერთადერთი შვილიშვილის ხელი. კი გაბრაზებული იყო მაგრამ დიდხანს მაინც ვერ გაძლო უმძრახმა და ხელის თხოვნიდან ერთ თვეში( არადა მართლაც რეკორდული ბუტიაობის ვადა გამოუვიდა) ჩემს ქორწილში შეგვირიგდა თვალცრემლიანი.

დასასრული:

ეძღვნება
უსაზღვრო სიყვარულით ფეფოსგან.
ჩემს უსაყვარლეს ქიზიყს, ალექსას ძმაკაცებს და ბოლოს და ბოლოს გიორგი (არჩვაძეს)გიგაურს. რადგან ეღირსა და გაბედნიერდა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი Rania

Fefooo. Es iyo saocrebaa. Ai nagdi kaxuri iumorit gajerebuli istoriaa. Gamacina. Amatira da ise dammuxta emociebit rom axlac ver gamovdivar shokidann. Ratomgac elwnastan sheni msgavseba davinaxee. Ise momenatra chemi desuleti sul mushtisodena cremlebi vagvargvareew. Fefooo saocari vinme xar shennn da yovel jerze izrdebi da maocebb. Madloba am bednieri cutebistvis
--------------------
Q.qimucadze

 


№2  offline წევრი Gvantsa_g

ისე გავბედნიერდი სიტყვებიც არ მყოფნის ❤❤❤
უმაგრესი და საოცრად სასწაული გოგო ხარ შენ! ????❤????
გიორგი (არჩვაძე) გიგაური ისე შემიყვარდა მისი მარტო ყოფნა მტკიოდა.
ვგიჟდები შენს ისტორიებზე ❤❤

 


№3 სტუმარი სტუმარი Mariamo

15 weli? Gadaob ???? rato gevasebat bidziebi am 4love elebs ???? rame fetishi gaqvt?

 


№4 სტუმარი სტუმარი თამო

როგორ გამახარე.დღეწ დილით რო შემოვედი და ეს დამხვდა დილა არაჩვეულებრივი განწყობით დავიწყე.მართალია ჯერ არ წამიკითხია მაგრამ ვიცი რომ მაგარი იქნება.წავედი ახლა ჩავუჯდები და მერე კიდე დავაკომენტარებ ჩემს ემოციებს

 


№5  offline წევრი დარინა

მე ამ გოგოზე უბრალოდ ვგიჟდებიიი, სიგიჟეა ჩვენი ფეფო, აი ზუსტად ისეთი საიცარია მისნაირი ვინმე რომ არ არსებობს, შენი გამოჩენის წუთებიდან ვგიჟდები ფეფო შენზე და მიხარია რომ აღმოგჩინე და ჩვენთან ხარ, როგორც ყოველთვის ისეთი ისტორია გამოგივიდა შენ რომ იციი, ჩემი სოფელი მეც მომინდა რომელშიც წლებია არ ვყოფილვარ, ისე ვიმხიარულე და იმდენი ვიცინეე ცრემლებად დავიღვარეე, ზუსტად ელენასნაირი გიჟი შეეფერებოდა გიორგის, გამიხარდა ჩემი დატანჯულ ბიჭს ბოლოსდაბოლოს ბედნიერება რომ ეღირსა, მიყვარხარ უბრალოდ ფეფო და მადლობა იმ სასიამოვნო წუთებისთვის ისტორიის კითხვის დროს რომ განვიცადეე, მე უკვე შემდეგს ველოდები.

 


№6  offline წევრი Tamuna Gogaladze

აუუ ფეფოო რა კარგი იყიო♥♥♥სულ გაბადრულმა წავიკითხე და დილა ადრიანად კარგ განწყობაზე დავდექიი♥♥♥გამიხარდა გიგაური რომ გამოგვიჩინე და გასბედნიერე♥♥♥ძალიან მომეწონაა♥♥♥

 


№7  offline წევრი ნანა73

დილიდან არაჩვეულებრივ ხასიათზე დამაყენე heart_eyes სულ გაღიმებულმა ჩავიკითხე ბოლომდე... თითქოს უკვე ნაცნობი ადამიანების ისტორია ვიხსენებდი ❤️ მიყარხარ დედუცი ❤️❤️❤️

 


№8 სტუმარი ფეფო

სტუმარი Mariamo
15 weli? Gadaob ???? rato gevasebat bidziebi am 4love elebs ???? rame fetishi gaqvt?

არ ვღადაობ,მადლობა რომ წაიკითხე.ისე ჩემი ისტორიები შეგიძლია არ წაიკითხოხოლმე რადგან იქ 16,17 წლის ბიჭები არ დაგხვდებიან.არ ვიცი საიტზე ვინ რას წერს სხვის მაგივრად პასუხს ვერ ვაგებ...ჩემთან კი ესეა გეთანხმები.მადლობა

Tamuna Gogaladze
აუუ ფეფოო რა კარგი იყიო♥♥♥სულ გაბადრულმა წავიკითხე და დილა ადრიანად კარგ განწყობაზე დავდექიი♥♥♥გამიხარდა გიგაური რომ გამოგვიჩინე და გასბედნიერე♥♥♥ძალიან მომეწონაა♥♥♥

მადლობა დიდიი...ხო რავიცი გავერთთე და საბოლოოდ ეს გამოვიდა.

Rania
Fefooo. Es iyo saocrebaa. Ai nagdi kaxuri iumorit gajerebuli istoriaa. Gamacina. Amatira da ise dammuxta emociebit rom axlac ver gamovdivar shokidann. Ratomgac elwnastan sheni msgavseba davinaxee. Ise momenatra chemi desuleti sul mushtisodena cremlebi vagvargvareew. Fefooo saocari vinme xar shennn da yovel jerze izrdebi da maocebb. Madloba am bednieri cutebistvis

უღრმესი მადლობაა...მიხარია რომ.მოგეწონათ რადგან ისე თავისუფლად და ისე გულით ვწერდი ამ ისტორიას.მეც მომენატრა ჩემი სოფელი,ალექსა პაპა..ამიტომ ძალიან ახლობელია ეს ისტორია...მადლობაა

Gvantsa_g
ისე გავბედნიერდი სიტყვებიც არ მყოფნის ❤❤❤
უმაგრესი და საოცრად სასწაული გოგო ხარ შენ! ????❤????
გიორგი (არჩვაძე) გიგაური ისე შემიყვარდა მისი მარტო ყოფნა მტკიოდა.
ვგიჟდები შენს ისტორიებზე ❤❤

მადლობააა...ხოო ცოდო კაცი ეეგ..ეხლა შეუძლია ცოლთან.წრთად იგიჟოს :დ :დ:დ

სტუმარი თამო
როგორ გამახარე.დღეწ დილით რო შემოვედი და ეს დამხვდა დილა არაჩვეულებრივი განწყობით დავიწყე.მართალია ჯერ არ წამიკითხია მაგრამ ვიცი რომ მაგარი იქნება.წავედი ახლა ჩავუჯდები და მერე კიდე დავაკომენტარებ ჩემს ემოციებს

გელოდები იცოდეე :დ:დ:დ

ნანა73
დილიდან არაჩვეულებრივ ხასიათზე დამაყენე heart_eyes სულ გაღიმებულმა ჩავიკითხე ბოლომდე... თითქოს უკვე ნაცნობი ადამიანების ისტორია ვიხსენებდი ❤️ მიყარხარ დედუცი ❤️❤️❤️

უღრმესი მადლობაა
.შენ კი იცი ეს ისტორიები და გეცნობოდა აბა რაა :დ:დ

დარინა
მე ამ გოგოზე უბრალოდ ვგიჟდებიიი, სიგიჟეა ჩვენი ფეფო, აი ზუსტად ისეთი საიცარია მისნაირი ვინმე რომ არ არსებობს, შენი გამოჩენის წუთებიდან ვგიჟდები ფეფო შენზე და მიხარია რომ აღმოგჩინე და ჩვენთან ხარ, როგორც ყოველთვის ისეთი ისტორია გამოგივიდა შენ რომ იციი, ჩემი სოფელი მეც მომინდა რომელშიც წლებია არ ვყოფილვარ, ისე ვიმხიარულე და იმდენი ვიცინეე ცრემლებად დავიღვარეე, ზუსტად ელენასნაირი გიჟი შეეფერებოდა გიორგის, გამიხარდა ჩემი დატანჯულ ბიჭს ბოლოსდაბოლოს ბედნიერება რომ ეღირსა, მიყვარხარ უბრალოდ ფეფო და მადლობა იმ სასიამოვნო წუთებისთვის ისტორიის კითხვის დროს რომ განვიცადეე, მე უკვე შემდეგს ველოდები.

ჩემი გოგოოოოო...ძალიან რომ.მიყვარხარ და მიხარიხარ კი იციი...უღრმესი მადლობა და კიდევ და კიდევ მადლობაააა :* :*

 


№9  offline წევრი ქეთათო4

კაი რააა ფეფო კაი რაა!!!
ეხლა გააბედნიერე ეგ ბიჭი მეც, რომ სერიოზულად შემიყვარდაა?
ბიჭოს რა ემოციები მაქვს ნეტავ დაგანახა...
ფაქტიურად ჰორმონები ამომიყირავა ახლა ამ ბიჭმა და ჰოოპ ცოლი ჰყავს უკვე!
არაუშავს ოღონდ ეგ იყოს ბედნიერი და ავიტან ❤
ისტორიაში ყველაზე მეტად გიჟი ბიძა მომეწონა და ქეთოს უთხარიი არ დამიჩაგროს ეგ ბიჭი! ❤
არ ვიცი საიდან დავიწყო რა ვთქვა რა გითხრა ისეთი რაც არ მითქვმს!
ა რ ა ა მ ქ ვ ე ყ ნ ი უ რ ი ხ ა რ!!!
სასწაული ადამიანი, სასწაული გადმოცემიით!
მიყვარს თითოეული შენი პერსონაჟი საკუთარი პერსონით!
გიორგი ჩემი წლევანდელიი სიყვარულიაა❤
მიყვარხარ მეშენ!
და ის გადარეული ელენეც მიყვარს!❤
დაგვიბრუნდი რა მალე!❤

 


№10 სტუმარი kati

Zalian kargi iyo.meore nawilsac didi siamovnebit wavikitxavdi da gagos daqorwinebis ambebsac.zalian ocnebebshi shevicheri mgoni.eh...arada ra gemrieli istoria iyo.

 


№11  offline წევრი gaomao

ვგიჟდები კახეთზე და კახელებზე. გაიხარე კარგად ვიხალისე ❤❤❤❤

 


№12 სტუმარი სტუმარი თამო

აი ხომ ვთქვი საოცრება იქნება თქო და ასეც არი.ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ.მართლა ძალიან კარგი იყო.ისე აღწერდი ყველაფერს გეგონება მეც იქ ვიყავი ელენასთან სოფელში.ძალიან მომეწონა.

 


№13 სტუმარი მანიკა

დასასრული იმდენად მიფუჩეჩებული და ზერელე იყო რომ რაც წავიკითხე ყველაფერი გააუფერულა .
ბოლოს ეს ქორწილი და უდიალოგოდ ისტორიის გაგრძელება ჩემი აზრით დაზარების გამო მოხდა და სამწუხაროა .
არადა კარგი იყო

 


№14 სტუმარი la mariposa

ჯანდაბა, ჯანდაბა... გიორგი(არჩვაძე) გიგაურიო .... გამოვშტერდი... მარტო მაგის გამო ხარ შესაყვარებელი მაგ კაცს ბედნიერება რო აღირსე... ვგიჟდები შენზე.

 


№15  offline წევრი სიბილა

ანუ ჩემთვის მინდაო არააა

 


№16 სტუმარი ფეფო

მანიკა
დასასრული იმდენად მიფუჩეჩებული და ზერელე იყო რომ რაც წავიკითხე ყველაფერი გააუფერულა .
ბოლოს ეს ქორწილი და უდიალოგოდ ისტორიის გაგრძელება ჩემი აზრით დაზარების გამო მოხდა და სამწუხაროა .
არადა კარგი იყო

მადლობა რომ წაიკითხე...

 


№17  offline წევრი აბლაბუდა

ეს გიორგი წინა ისტორიიდან იყო ხომ?)) კახეთის ის მხარე ისე აღწერე იქიდან ხარ? ისა და მმმ ჩემი ნიკოლოზი როდის იქნება?

 


№18  offline წევრი მარუსიკა

ისე გამუხარდა შენი დანახვა❤️❤️და ძალიან კარგი იყო აი ძალიან????

 


№19 სტუმარი სტუმარი ლია

დიდი ხანია ასე გემრიელი არაფერი წამიკითხია.საოცრება ხარ, არ გაჩერდე

კიდევ.გაგვახარე გემრიელი ისტორიით.❤❤❤

 


№20  offline წევრი გროსმაისტერი

რა კარგი იყო მიყვარხარ ფეფო სიგიჟებდე შენი ნაწერების დამსახურებით ყოველდღე შენს ისტორიებს ვუცდი ხოლმე


სიყვარულით და სიგიჟით
შენი #ერთგულიმკითხველი
გროსმაისტერი

 


№21 სტუმარი ფეფო

აბლაბუდა
ეს გიორგი წინა ისტორიიდან იყო ხომ?)) კახეთის ის მხარე ისე აღწერე იქიდან ხარ? ისა და მმმ ჩემი ნიკოლოზი როდის იქნება?

დედაჩემის სოფელია...კი,თითქმის იქ გავიზარდე ბებიათან და ბიძასთან. :დ:დ ნიკოლოზიც იქნება,ზუსტად არ ვიცი როდის მაგრამ შუაგზაში რომ არ ვტოვებ ისტორიებს ხომ დავამტკიცე უკვე.მაქვს ჩავარდნები მაგრამ აუცილებლად ვაგრძელებხოლმე.

მარუსიკა
ისე გამუხარდა შენი დანახვა❤️❤️და ძალიან კარგი იყო აი ძალიან????

უღრმესი მადლობა :* :*

სტუმარი ლია
დიდი ხანია ასე გემრიელი არაფერი წამიკითხია.საოცრება ხარ, არ გაჩერდე

კიდევ.გაგვახარე გემრიელი ისტორიით.❤❤❤

ვეცდები არ დავაგვიანო ახალი სიგიჟე :დ:დ უღრმესი მადლობა.

გროსმაისტერი
რა კარგი იყო მიყვარხარ ფეფო სიგიჟებდე შენი ნაწერების დამსახურებით ყოველდღე შენს ისტორიებს ვუცდი ხოლმე


სიყვარულით და სიგიჟით
შენი #ერთგულიმკითხველი
გროსმაისტერი

ძალიან...ძალიან დიდი მადლობაა.მიხარია რომ მოგწონათ.მეც მიყვარხართ ჩწმო ერთგულო მკითხველო და მაბედნიერებთ სასწაულად.
მადლობააა :* :*

სიბილა
ანუ ჩემთვის მინდაო არააა

:დ :დ :დ ხელიდან ვინ გაუშვებდა?:დ:დ

la mariposa
ჯანდაბა, ჯანდაბა... გიორგი(არჩვაძე) გიგაურიო .... გამოვშტერდი... მარტო მაგის გამო ხარ შესაყვარებელი მაგ კაცს ბედნიერება რო აღირსე... ვგიჟდები შენზე.

უღრმესი მადლობაა :* :* ვერ გავიმეტე მარტოობისთვის ეგ არამზადაკაცი :დ

 


№22  offline წევრი აბლაბუდა

კი კი ვიცი რომ არასდროს ტოვებ, მე ვერ ვითმენ და და ვქნა?)))
ისე დიდი ხანია არ დაგიდვია და ახალი ისტორია რომ დამხდბა სრულად გამაბედნიერა, გიგაურიც შემიყვარდა მე :))

 


№23 სტუმარი anuka

au dzalian dzalian momewona da dzalian momenatra sheninistoriebi ❤️❤️ dges gamilamaze ici? agar daikargo ra dzalian magri gogo xar

 


№24  offline წევრი Tuco

საოცრად კარგად წერ!
ჩემი და პაპას ურთიერთობა დამიდგა თვალწინ.
მიყვარს ქიზიყი.
ბევრი კომპლიმენტები შენ!

 


№25 სტუმარი სტუმარი ჟიზელი

მოკლედ, ხვალ მივიღებ პასუხს იმ გამოცდის, რომელიც ჩემს მომავალს საგრძნობლად შეცვლის. ხვალ გავიგებ სრულიად დამიფინანსდება თუ არა მაგისტრატურა...ხვააალ...ხოდა, ხომ აზრზე ხარ, დღეს რა დღეში ვარ? ხან იქითა კედელს ვახლი თავს, ხან აქეთას. ხოდა უცბად წავაწგდი შენს ნამოღვაწარს და ჯანდაბას, მეთქი წავიკითხავ. ხოდა, გახსოვდეს, რომ ოდესღაც შენ ერთ გოგოს ყოფა შეუმსუბუქე :დდ ავდგები ახლა და შენს სხვა ისტორიაზე გადავიჩოჩებ. დიდად მადლობელი, აწ უკვე ჩემო ფეფო.

 


№26  offline წევრი ანაკონდა

უხ რა გემრიელად შემომეკითხაა❤❤❤

 


№27  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

გიჟური არდადაგების რა მოგახსენო დ გიჟური ისტორია კი ნამდვილად იყო!!
ფეფო ისევ ფორმაშია ♥️
როგორ მიყვარს მე შენი ისტორიები ნეტა ნათქვამი თუ მაქვს?!
ჰო პერსონაჟებზე აღარაფერს ვიტყვი იმიტომ რომ შენმა პერსონაჟებმა ყველამ ერთად დამატყვევა და მორჩა რომელი კეთილია და რომელი ბოროტი ყველა მიყვარს თავისებურად♥️♥️♥️
ჰო აი ეს ისტორიაც მიყვარს უკვე იმიტომ რომ ყველანაირად გამამხიარულა გამახალისა და რავიცი კიდევ ათასი იმიტომ!! ♥️♥️♥️
საუკეთესო ხარ და ეს უნდა იცოდე და შენი თითოეული ისტორიაც საუკეთესოა!
იმედია მალე დაგვიბრუნდები ახალი ისტორიით გელოდები მოუთმენლად♥️♥️♥️

 


№28 სტუმარი სტუმარი nancho

ფეფო ეს რა იყო,რეალურად არის ყველაფერი აღწერილი,ასე კარგად როგორ წერ❓ძალიან მაგარი ხარ,ლამაზად ,თბილად ,სიყვარულით მოგვითხრობ.აი რომ ჩავჯექი ისანში ,ვიმოგზაურე ელენესთან ერთად.ისე ისანში მართლა მასეა.წინა ისტორია შემახსენეთ რა ვინმემ,,

 


№29  offline წევრი კირა

წაკითხვისთანავე რომ გავხსენი პირი, ბოლომდე ასე პირ გახსნილმა დავამთავრეე:))))) აუ ძალიან კარგი იყოოო:)))

 


№30 სტუმარი სტუმარი ელისო

დაჯექი,წაიკითხე,ისიამოვნე...მსუბუქი და ხალისიანი...სხვა ჟანრს ვარ ჩვეული თქვენგან მაგრამ ესეც საოცარი ემოციური გამოგდით თურმე...ერთადერთი მუზების ღმერთს ვთხოვ "ჩანაცვლება"-ს გაგრძელება მისცეთ :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent