შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თქვენო აღმატებულებავ (8)


13-08-2019, 23:35
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 1 183

თქვენო აღმატებულებავ (8)

ჰაიდენი გამომეკიდა.
სიმართლე ითქვას და ისე ძალიან ვიყავი მასზე ნაწყენი, რომ ფეხებზე მეკიდა რას იზამდა. ისევ მისი დახრჩობა მსურდა.
- ვივიენ მოიცადე!
- შეგიძლია ვინსტონი დამიძახო - მოვტრიალდი ღიმილით.
- მართლა ამას მიჰყვები ცოლად? - ხელი გაიშვრა დავიდისკენ.
- კი და მუშტებით ერაფერს შეცვლი - დაამატა დავიდმა.
- ეგაა შენი პრობლემა? მარტო მაშინ შეგიყვარდი, როცა გაიგე, რომ სხვას მივყვები?
- არა, სულ მიყვარდი - ამოიოხრა და ხის სკამზე ჩამოჯდა. - მემგონი მართლა აღარ ვარ ახალგაზრდა ამდენი ნერვიულობისთვის - გული ხელზე დაიდო.
- უი, მაპატიე. გრძნობები ხომ არ შეგილახე? მტკივნეულია ხო? - ვკითხე ირონიულად.
- მტკივნეულია იმის გაცნობიერება, რომ შეიძლება დაგკარგო.
- მაგიტომ მომიყვანე ის ლიტერატურის მასწავლებელი? ჩემი დაკარგვის შეგეშინდა?
- საკუთარ თავს ვერ ვაკონტროლებდი. - ისევ წამოდგა - შოკში ვიყავი. ეს ბოლო დღეებია, სხეული ისეთი დაბუჟებული მაქვს, რომ სიარული მიჭირს ამ ამბის გამო. ყველაფერი გამიჭირდა, სუნთქვაც კი. ვაღიარებ, ისეთი გამბედავი არ აღმოვჩნდი, როგორიც საკუთარი თავი მეგონა. ცოტა ძველმოდურიც გამოვდექი, მაგრამ ეს ხომ შენ ხარ? ვერაფერი ვერ გადამაყვარებს შენს თავს.
- დავიდ, საღამოს გნახავ - გადავეხვიე მეგობარს. მიხვდა, რომ ჰაიდენთან მარტო ყოფნა მინდოდა და წავიდა.
იმ კაცის გვერდით ჩამოვჯექი, ვის მიმართაც სიბრაზეს, წყენასა და ცოტა სიძულვილსაც განვიცდიდი.
- ჩემთან ნორმალურ ლაპარაკს არ აპირებდი ჰაიდენ სხვა კაცთან ერთად მდგარი რომ არ დაგენახე სცენაზე. ეს გულსატკენია. გულსატკენი კიდევ შენი უაზრო სიყვარულის ახსნები და ხელის თხოვნები იყო, რომელზეც პატარა გოგოსავით, ძალიან სწრაფად და ადვილად წამოვეგე. საოცრად ამაყი ვიყავი... კარგი ხარ და მეამაყებოდა, რომ ასეთ კაცს ვუყვარდი თავდავიწყებით, მაგრამ ზედაპირული იყო ეგ შენი გრანდიოზული გრძნობებში გამოტყდომები. დავიდმა მითხრა, უნდა ჩაგეხადა და დაგემტკიცებინა, რომ არანაირი ოპერაცია არ გაქვს გაკეთებულიო, მაგრამ არ მინდოდა. საერთოდ, რატომ უნდა მჭირდებოდეს რამის მტკიცება? შენ რომ ორი სქესით დაბადებულიყავი, ერთხელაც არ დავფიქრდებოდი მიღირდა თუ არა ჩვენი მეგობრობა ან ურთიერთობა. მე არასოდეს მყვარებიხარ, ისე როგორც შენ გინდოდა, მაგრამ ეს არარსებული სიყვარული შენს არსებულზე ძლიერი გამოდგა.
ფეხზე წამოვდექი.
- სხვა ქალი იპოვნე და ბედნიერი იყავი. მე შენთან კონტაქტი აღარ მინდა. არც შენი ჩემი ოცნების შენობა მჭირდება, ჯანდამაბდეც გზა ჰქონია თეთრ სამოთხეს. მშვიდობით.
წამოვედი.
რაღაცა მომენტში ცოტა შემეშინდა, რამე არ დამართნოდა.
ხალხს ისე უყვარს სკანდალები, როგორც მეზობლებს. აი, ჩხუბისას აივნებიდან ყველა ერთად რომ გამოჰყოფს ხოლმე თავს, ზუსტად ეგ იყო, უბრალოდ სხვანაირი სიტუაცია შეგვრჩა ხელში. რესტორანში ხალხმა იმატა. ეტყობა, იმედი ჰქონდათ რომ ისევ ვინმეს დაარტყამდნენ, მაგრამ ნურას უკაცრავად, ჰაიდენი აღარ დადიოდა და აბა სხვა ვინ იჩხუბებდა.
ზოგჯერ მენატრებოდა ხოლმე.
ერთი რამე ცხადია, რაც არ უნდა გაწყენინოს ადამიანმა, წყენა და სიბრაზე ოდესღაც სადღაც ქრებდა და მარტო ის გრძნობები რჩება, რაც მანამდე იყო. თავს ვერ მოვერიე. რკინის ლედობაზე მქონდა პრეტენზია, მაგრამ საბოლოოდ, ერთი საწყალი, ემოციებსაყოლილი გოგო გამოვდექი და ღამით ჰაიდენის ბოქსზე მივედი. ვერ მხედავდა. ეგ ერთი პლიუსი მრჩებოდა, რადგან გარშემო ლეგენდები დადიოდა ჩემს თავმოყვარეობასა და სიამაყეზე, სინამდვილეში, მხოლოდ მე ვიცოდი როგორი „ფუფლოც“ ვიყავი.
ისე გამეტებით იბრძოდა, მეგონა შემოაკვდება ვინმე-თქო. ზედისზედ, ორჯერ გავიდა. ისევ ისეთი კუნთები ჰქონდა, ეგ ნამდვილად არ შეცვლილიყო. მის დანახვაზე, ვინმე გარყვნილი იფიქრებდა, ერთხელ მაინც ავუსვამ ენას მაგ პრიალა კუნთებზეო, თუმცა ეგეთს მე არავის ვიცნობდი.
გაიმარჯვა. აბა რას იზამდა, ისეთი გაცხოველებული იყო, ეგრევე აღვიგზენი.
სახლში დავბრუნდი.
მოულოდნელი იყო, როდესაც ილიზი დავინახე.
- სად იყავი?
- ჰაიდენის ბოქსს ვუყურე.
- შერიგდით?
- არა, შეუმჩნევლად ვიყავი. კაცის იდეალური სხეულის ყურება მომენატრა „ლაივში“.
გაეცინა.
- თუ იდეალური კაცი მოგენატრა?
- არც ისე იდეალური აღმჩნდა.
- ყველა თავისებურად უბერავს ვივი. ბოლოს მაინც ხომ მოჰყავდი ცოლად.
- ფრაზა „ბოლოს მაინც“ მაღიზიანებს და თან რატომღაც, აფექტის მდგომარეობაში უფრო საინტერესოა ადამიანი.
- აფექტის მდგომარეობაში, ჩვენ ყველანი შეიძლება მკვლელები აღმოვჩნდეთ.
- მაინც ძალიან მაწყენინა. შენ აპატიებდი ჩემს ადგილას?
- ვივი, მე იმდენი რამე მაქვს ნიკისთვის ნაპატიები, რომ ეგ რა არის.
- მართლა?
- ჰო. 5 წლიანი ურთიერთობის შემდეგ, ხვდები, რომ სხვა წყვილებში რაც არ მოგწონდა, უკვე ყველაფერი საკუთარ თავზე იწვნიე. ყოველთვის მიკვირდა, რატომ პატიობენ ქალები ყველაფერს-თქო და ახლა მაგ ქალებს მივეკუთვნები. სიმართლე გითხრა, შეიძლება არასწორი ვარ, მაგრამ არ ვნანობ. ნიკთან ერთად ბედნიერი ვარ.
- გღალატობდა?
- არა, არა... წლების წინ, ერთი-ორჯერ პატარა მაიმუნობები ნამდვილად გააკეთა, მაგრამ იმათ არ ვთვლი. მაშინ ნიკი შედარებით პატარა იყო. ურთიერთობისას, კაცი უფრო იზრდება, ვიდრე ქალი. ქალმა გეგონება თავიდანვე იცის, რაც უნდა, მაგრამ აი კაცები ძალიან მძიმე არტილერიაა. ჩვენი გამოსაზრდელები არიან ხოლმე. კი უყვარხარ, მაგრამ დროთა განმავლობაში, უფრო ერთგული და ძლიერი სიყვარული უნდა ასწავლო. შეიძლება, მტკივნეულია ამის მოსმენა, მაგრამ ესაა რეალობა. შენს ჰაიდენს რაც შეეხება, კი მიქარა, მაგრამ ვხედავ, რომ ზუსტად იცის რაც უნდა. უფრო ჩამოყალიბებულია, ვიდრე სხვა დანარჩენი. 39 წელი პატარა ასაკი არ არის. სხვა თუ არაფერი, აღზრდა აღარ სჭირდება და ხამივით არ იქცევა.
- როგორ არ სჭირდება აღზრდა. შხაპის მერე ცუდად იწმენს ხოლმე კუნთებს, დახმარება სჭირდება, თორემ წყლის წვეთები რჩება და მერე ისე ადნება, რომ...
- გასაგებია, აღგზნებული ხარ, გავიგე.
- ღმერთო, რატომ არის ასეთი სექსუალური?
- არ ვიცი. იქნებ, შეინიღბო და გასახდელში შეიპარო. მერე აცდუნებ, თან ვერც მიხვდება, რომ შენ ხარ და ორივე კმაყოფილები იქნებით.
- არ მინდა!
- საკუთარ თავზე ეჭვიანობ?
- ჰო. თუ არ ეცოდინება, რომ მე ვარ, გამოდის, სხვასთან მღალატობს.
- თან ერთად არც ხართ. კი, ნამდვილად მოგწონს.
- კარგი რაა. როგორ შეიძლება ჰაიდენი არ მოგეწონოს. უბრალოდ, ჩემს სიყვარულზე რომ სდებდა თავს და ახლა ისეა მიჩუმათებული, თითქოს არაფერი ყოფილიყოს, მაგაზეც ნერვები მეშლება. წესით, ყველა შესაძლო გზას უნდა ეძებდეს ჩემს დასაბრუნებლად.
- მე თუ მკითხავ, მისი მხრიდან პასიურობა უფრო ამჟღავნეს გრძნობებს. ადრე ისეთი ბობოქარი იყო, უფლებას არ გაძლევდა ერთი დღე გაგეტარებინა მარტოს. ახლა კი წყნარადაა. გეგონება, სასოწარკვეთისგან არ იცის, რა იღონოს. დანაშაულის გრძნობა აწუხებს, თვლის, რომ თუ გაგეცლება, დაისვენებ. შენზე ზრუნავს მემგონი.
- ფსიქოლოგი როდის აქეთ გახდი?
- ფსიქოლოგი ვარ პროფესიით ვივი.
- მაპატიე, აღარ მახსოვდა. უბრალოდ, შეიძლება მაგრად დამიკიდა, შენ კი წამებული გმირი გამოგყავს. ახლა რომ იმ ქეთლინთან ერთად ბედნიერი იყოს, შენც მოგკლავ და ჰაიდენსაც. იმ წმინდან ქეთლისსაც მივაყოლებ. საშნელებაა. ძალიან კარგი, დახვეწილი ქალია. ჩემგან განსხვავებით, კეთილშობილებისა და სათნოების ეტალონი ჩანს.
- ჰაიდენს არ სჭირდება სათნოება. მეღადავები? ტიპს კაზინო აქვს და თან მოსაწევის პლანტაციები. ფაქტობრივად, აპოკალიფსზე მუშაობს, მომავალი თაობის ამოწყვეტა უნდა.
რაღაცნაირად გამეცინა. - სექსუალურად ჟღერს ხომ? - გამომიჭირა.
- ძალიან. რაც უფრო მეტად ვფიქრობ, რომ ცუდი ტიპია, მით უფრო მინდება ჯერ მაგრად ვურტყა მუშტები იმ თავის გამოკვეთილ ყბებში და მერე ტანსაცმელი შემოვახიო. ისე, რომ ვახრჩობდი, მაშინაც დავსველდი ცოტათი.
- დღეს ჰაიდენის სტრიპტიზკლუბის გახსნაა. გინდა მივიდეთ?
- არა, რას ამბობ. - ძალიან კატეგორიულად ვიუარე. - სტრიპტიზკლუბი რა ჯანდაბაა? იქ მოცეკვავე ლამაზი ქალები უნდა ეხვეოდნენ თავს? თან ეს მაგათი ბოსი იქნება. ამის დედაც!
- ჰო, რას ვიზამთ, ეგეთია ცხოვრება, როცა მდიდარი და სიმპათიური ვიღაცის ბოსი ხარ.
- მომწყდეს თავიდან!
ნერვები მომეშალა. ამდენი ხანი სტრიპტიზკლუბის გახსნაზეც მუშაობდა და მე მარტო კაზინო ვიცოდი. ან შეიძლება, ჩემს გასაჯავრებლად, უცებ დატრიალდა.
შიგნით შესვლას მართლა არ ვგეგმავდი, მაგრამ დასაზვერად მაინც მივედი ღამით.
ნეტავ რის მიღწევას ვცდილობდი?
ან ვინ უნდა აკონტროლო, როცა არავის კონტროლის უფლება არ გაქვს?
ბოროტმოქმედივით გადმოვედი ტაქსიდან.
შენობის წინ დავდექი. თვალებს არ ვუჯერებდი, ერთდროულად, ბრაზი და კიდევ ათასი გაურკვეველი გრძნობა მაწვებოდა. გეგონება, ეს-ესაა, კბილებიდან აღმომხდება შხამი და დედამიწის შუაგულში ჩამიტანს, სადაც მარტო გავარვარებული ლავააო.
დიდი ასოებით ეწერა სტრიპტიზ კლუბს თავისი სახელწოდება „ვივიენი“.
გამწარებული მივვარდი მთავარ შესასვლელთან.
- მოსაწვევო გაქვთ ქალბატონო? - მკითხა დაცვამ.
პირადობა ამოვიღე.
- სახელს ხედავ? აქ ჰაიდენ სთარის საცემად ვარ მოსული. თუ პური, სანახაობა და შიშველი ქალები გინდა ნახო, მაშინ შემიშვი! - ამხელა კაცი როგორ გავწიე გვერდით, არ ვიცი, მაგრამ რაღაცნაირად მაინც შევაღწიე.
ჰაიდენის ძებნა დავიწყე.
ვიღაც კაცებს ესაუბრებოდა.
აქ ქალი მარტო მე, მიმტანები და მოცეკვავეები ვიყავით. უი, ილიზიც.
ჰაიდენის უკან დავდექი.
ცოტა კი მიკანკალებდა ფეხები, მაგრამ უარეს მდგომარეობაშიც ჩავუგდივარ, არაუშავს.
- კარგი ადგილია - ეუბნებოდა ერთი.
- ჰო. ბიზნესშეხვედრები სულ რესტორნებში გვაქვს ხოლმე და მოვკვდით ამდენი ჭამით - იხუმრა მან.
ვაღიარებ, ცოტა გასაუმჯობესებელი იუმორი ჰქონდა, მაგრამ ეგ არაფერი.
- სახელიც მაგარი დაგირქმევია, საიდან მოგაფიქრდა? - ვკითხე მე.
ელვის სისწრაფით შემოტრიალდა.
ისევ გულზე მიიდო ხელი. უკვე მაშინებდა. სერიოზული ჩხუბი ვეღარ გამემართა ბოლომდე მაგისი ინფაქტის შიშის გადამკიდე.
- ვივიენ...
- აი და მან კვლავ ახსენა ჩემი სახელი - შევძახე განრისხებულმა - რამხელა პატივში ვარ. ცოტახანში, ტიტანიკისხელა ხომალდი იყიდე და მაგასაც ვივიენი დაარქვი ბარემ. რა უფლება გაქვს საერთოდ რომ ასე წინ და უკან დაათამაშებ ჩემს სახელს?
- მარტო შენ გქვია ვივიენი? - შეიცხადა.
- აბა შენი მეზობელი ვივიენის შთაგონებით დაარქვი? ქეთლინი ცუდია?
- ვივიენ, ქეთლინს შენი კონცერტის მოსმენა უნდოდა და იმიტომ წამოვიყვანე მაშინ. - იმართლა თავი.
- არ მჭირდება ახსნა გამარტებები. უკვე ჩავლილი ამბავია და დიდად არ მაღელვებს, ვისთან ერთად იყავი. არ მომწონს, რომ ჩემს სახელს არქმევ შენს ბიზნესებს. - ზურგი ვაქციე და გაბუტული ბავშვივით დავიკრიფე გულხელი.
უცნაური სურათი დავინახე.
ერთი გოგო ცეკვავდა, ილიზი და ნიკი კი ფულს უკუჭავდნენ ტრუსებში.
- ორი იდიოტი- აღმომხდა.
- ვერც შენიშნეს, რა დავარქვი - დამიმატა ჰაიდენმა.
ნელა ჩამოიხარა, ცხვირი ოდნავ შემახო თმაზე და დამყნოსა.
ცოტახანს ვაცადე.
- აქ ამისთვის არ მოვსულვარ ჰაიდენ.
- ჩემ დასატუქსად მოხვედი?
- დიახ.
- იმედი მქონდა, რომ დამტუქსავდი... იმედი მქონდა, რომ გნახავდი.
- არ დაიწყო, გთხოვ.
- ვიცი. ბოლოს ისე გამომემშვიდობე, ვიფიქრე, რომ ჩემი გამოჩენით უარესს ვიზამდი, ამიტომ, თავს ვიკავებდი. ძალიან ძვირად კი მიჯდებოდა, მაგრამ, რას ვიზამ.
მაინც სენტიმენტებში გადაგვივარდა, არადა ვიფიქრე კიდევ დავახრჩობ-თქო.
მისკენ შემოვტრიალდი. ძალიან საყვარელი სახე ჰქონდა - მომღიმარი, თბილი.. ისეთი, ნებისმიერი რომ იოცნებებს სასურველი ადამიანის მსგავს მზერაზე.
- კარგადაც იქცეოდი, ეგრე გააგრძელე.
- კაზინოსაც ვივიენი დავარქვი - გამომიტყდა - მაინც გაიგებდი და...
- გინდა, რომ ხალხი ააჭორავო?
- ისედაც ჭორაობენ. ეგ როდის მერე განაღვლებს?
- არ მანაღვლებს ჰაიდენ, უბრალოდ ნარკოტიკის საწარმოს თუ გახსნი ოდესმე, მაგას ნუ დაარქმევ ჩემს სახელს.
- საწარმოს არა, ნარკოტიკს დავარქმევ შენს სახელს. მერე გადაჭარბებული დოზისგან დაიღუპებიან და ხალხი იტყვის, ვივიენმა უქნაო.
- საკუთარი სახელიც შემაძულე ბარემ.
- მე ნამდვილი ვივიენი მომკლავს ალბათ.
- თავს ნუ მაცოდებ. წავედი! - გასასვლელისკენ წამოვედი. ჩვენი ერთფეროვნება ის იყო, რომ ყოველთვის უკან დამსდევდა.
- კიდევ გნახავ?
- რა ვიცი. ხომ ხედავ, ძნელია ერთმანეთს დავუძვრეთ. სეირნობებს და თვალების ჟუჟუნს აღარ ვაპირებ შენთან, მაგრამ ვიღაცის გამართულ წვეულებაზე მაინც შეგვაჯახებს ბედი.
- ბედის შეჯახების იმედზე ვიყო? - არ ესიამოვნა.
გამეცინა.
ხელის მტევანზე წითელი წერტილი დასთამაშებდა. კარგად დავაკვირდი.
- ჰაიდენ, ეს რა არის? - ვკითხე მას. წერტილმა ჩემი მკლავებიც მოირბინა და მერე ისევ ჰაიდენზე გადავიდა. მკერდიდან, ცოტა მაღლა მიცოცავდა.
ორივეს ტანში გაგვცრა.
- დაწექით! - დაიღრიალა ხმამაღლა და თან სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, იატაკზე დამახეთქა.
სროლა ატყდა. ეს რომ მეზობლის ბოროტი შეცდომა ყოფილიყო, ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ვიქნებოდი ზემოდან ჰაიდენმომჯდარი.
რამდენიმე ბრუნი გააკეთა და მერე ისე მოხერხებულად ჩამომაცილა ფანჯრებს, თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი.
ქაოსი, ჩოჩქოლი, წივილ-კივილი იყო.
- ნიკ! - მხოლოდ ეს სახელი აღმომხდა.
- კარგად არიან - დამამშვიდა ჰაიდენმა.
- სადაა, უნდა დავინახო, სადაა? - პანიკაში ჩავვარდი და ადგომა დავაპირე. სასმელების ბარის უკან ვიყავი, წამოდგომა დავაპირე თუ არა, ხელში მწვდა და ისევ ძირს დამანარცხა. შეეცადა, კვლავ ზემოდან მომქცეოდა. იდეაში ხო მიცავდა, მაგრამ ერთი შეხედვით, მაგრად მცემა იმ დღეს.
- ნიკი კარგადაა - აღმოხდა. - არ გაბედო თავის აწევა. მხოლოდ იქაა საფრთხე, სადაც მე ვარ.
ხმას აღარავინ იღებდა.
წუთიერი პანიკის შემდეგ, სამარისებურმა დუმილმა დაისადგურა.
ჰაიდენს ხელზე ვეფერებოდი. ცხოვრებაში, გაგანია ტყვიის წვიმისას, ჯერ არავინ გადამფარვოდა თავისი სხეულით. ჰაიდენი პირველი იყო.
- იცი, რომ მგონი გადამარჩინე? - ვკითხე წყნარად.
საპასუხოდ, ყრუ სიცილი მომესმა.
მძიმედ სუნთავდა. ნელ-ნელა სისველეს ვგრძნობდი. იმ სისველეს არა, რასაც შიშველი ჰაიდენის დანახვისას და არც იმავე ადგილას. მწვანე კაბა წითლად შემეღება.
გვერდზე გადავაგორე, მკერდიდან სისხლი მოსდიოდა.
- არა, არა, ჰაიდენ გონება არ დაკარგო - შევევედრე სასოწარკვეთილი.
ნიკი და ილიზი დავინახე.
შეშინებულზე მეტად, სასოწარკვეთილი ჩანდა ჩემი ბიძაშვილი, რადგან საერთოდ არ იცოდა იქ თუ ვიყავი.
- შენ აქ რა გინდა? ჯანდაბა! შენ აქ რა ჯანდაბა გინდა? - დამიღრიალა გაცოფებულმა და ჩემ გვერდით ჩაიმუხლა.
შორიდან პოლიციის სირენები ისმოდა.
- დაჭრილია - ამოვისლუკუნე. - სასწრაფოში უნდა დავრეკოთ.
ჰაიდენის თავი მუხლებზე დავიდე.

* * *

კარგად იყო. რბილ ქსოვილში მოხვდა ტყვია და ყველა მადლობას ვწირავდით ღმერთს რომ სახსარს ასცდა, თორემ სავარაუდოდ, უხელო გმირი მეყოლებოდა. ილიზმა წამოაყრანტალა, რომ მისი საცოლე ვიყავი და მე მაბარებდნენ ანგარიშს ექიმები. დედაც ჰყოლია ჰაიდენს. გვკითხეს თუ გააგებინებთო, მაგრამ ჯერ თავი შევიკავე.
გონზეც მოვიდოდა და თვითონ გადაწყვეტდა ვისთვის დაერეკა.
- რა ჯანდაბა გინდოდა ჰაიდენის სტიპტიზ კლუბში? - არ ცხრებოდა ნიკი.
- რატომ ბრაზდები?
- შეიძლებოდა შენ მოგხვედროდა და მე გავგიჟდებოდი, რადგან ჩემთან ერთად, ერთ შენობაში მყოფს, არასდროს არაფერი არ უნდა დაგიშავდეს.
- მეც ეგრე ვფიქრობ თქვენზე - მის გვერედით დავჯექი - ტყვიების წუილში, ერთადერთი მხოლოდ შენი სახელი ვიკივლე. ფეხებზე მეკიდა რა დამემართებოდა, მაგრამ შენ და ილიზი ჩემი პრიორიტეტები ხართ.
- შენ კი ჩემი - დამიჭირა და თავზე დამკოცნა. იშვიათად გამოვხატავდით სითბოს, მაგრამ ახლა ისეთი შეშინებულები ვჩანდით, რომ მშვენიერი დრო იყო სიყვარულის ასახსნელად.
ჰაიდენთან შევედი როცა გამოიღვიძა.
უხდებოდა მუქხორბლისფერ კანზე თეთრი სამოსი.
გაეღიმა.
საწოლთან ჩამოვუჯექი.
- გამარჯობა გმირო - ლოყაზე ვაკოცე.
პატარა ბავშვივით აუწითლდა ლოყები.
- როგორ ხარ? - მკითხა კმაყოფილი სახით.
- მე როგორ ვარ?
- ჩემზე არ იდარდო. ტყვიების მილიმეტრებით აცდენა და უსაფრთხო ადგილებში მოხვედრა ჩემი პროფესიაა.
- ამის შემდეგ, უბრალოდ ბიზნესმენობას დასჯერდი პროფესიით.
- მკერდზე მაკოცნინებ?
- რაა?
- რა ვიცი, მადლიერი და გახარებული ხარ გადარჩენით და შენი დეკოლტე მთელი საღამო ისე მიმზერდა, სულ იმას ვნატრობდი, ერთხელ მაკოცნინოს-თქო.
- ჯერ ისევ ნარკოზის ქვეშ ხარ?
- კი ან არა, მაგრამ თუ ვარ, მაშინ გამართლება მაინც ექნება ყველაფერს, რასაც გეტყვი.
- არ მჯერა, რომ ამას ვაკეთებ - ახლოს მივედი მასთან. - მაკოცე!
ბედნიერი გადმოიწია, მკერდზე მაკოცა (სადამდეც კაბის ჭრილმა მიუშვა). არაბუნებრივად დიდხანს დაჰყო იქ და სანამ უფრო ღრმად შევიდოდა, იქამდე შევაჩერე.
დაიმსახურა, არაფერი მეთქმოდა სხვა.
ნიკმა ჯერ დააკაკუნა და მერე თავი შემოჰყო.
- ორი წამით გამოდი ვივი რაა - ისე მთხოვა, ეგრევე გავვარდი მასთან.
- რა ხდება?
- ჰაიდენი უნდა გადავმალოთ. ვიღაცა ტიპები გაუბრაზებია და ისე დასდევენ მოსაკლავად, გეგონება ქვეყანა კი არა, ბუნაგი ვიყოთ. შუა ქალაქში სროლის ატეხვა ვის გაუგონია? თან ახალ ამბებშიც გამოგვაჭენეს თურმე რომ ასეთი რამე მოხდა და დაზარალებულები ამ კლინიკაში გადმოჰყავთ. ერთი სიტყვით, ჩვენც დან*რეული გვაქვს და ჰაიდენსაც თუ არ ავორთქლდებით აქედან.
სულ სირბილით მივედი ჰაიდენთან.
- აბა, წამოდექი დიდო ბიჭო. უბრალო ნაკაწრი გაქვს ისედაც - მხარში წავავლე ხელი.
ნიკი მეორე მხრიდან მოეხმარა და ასე წამოვაყენეთ.
- რამე იდეა გაქვს? - მკითხა ნიკმა.
- პირველ რიგში, მამაჩემის უსაფრთხოება მადარდებს!
- დაცვა ჰყავს ვივი, ახლოსაც ვერავინ მიეკარება. იმხელა გალავანი აქვს სახლთან შემორტყმული, რომ პლიუს სანამ შიგნით შეაღწევენ, ასჯერ დაარტყამთ დენი.
- მაშინ დედაჩემის სახლში, ქალაქგარეთ. ბევრმა არავინ იცის ეგ ადგილი.
- სიდედრის სახლში მიგყევარ? - მკითხა ჰაიდენმა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი Gemini mood

Vaimeee rogor gamaxareee❤❤ramdeni xania axal tavs veli dzalian kargi iyo saocari emociebis feierverki maqvs xolme ro vkitxulob dzalian momeons magram saertod ar meko imedia shemdeg tavs ufro gazrdi da male dadeb tore amdeni lodini shemiwiravs❤

 


№2  offline წევრი მაია❤

როგორი საყვარლები და გადარეულები არიან,ორი ჩურჩუტი :დ იმხელა სიამოვნებას ვიღებ თითოეული თავის კითხვის დროს,რომ ის დადებითი ემოცია რასაც ვიღებ,კაი ხანს მიმყვება ❤❤❤❤❤

 


№3 სტუმარი სტუმარი ქეთი

თბილობა და სიყვარულობა თავი იყო ჩემთვის :) ძალიან კარგად წერ და გადმოცემა ყველა ემოცია :) აი, თითქოს მეც მანდ ვარ და მათსავით განვიცდი და მიხარია ყველაფერი:)) ძალიან მაგარი ხარ და საერთოდაც ძალიან მიყვარს შენი ისტორიები :) იმდენჯერ მაქ სუყველა თავიდან გადანაკითხი რომ ზეპირად ვიცი მგონი უკვე ყველა:) :) :) :) :) მადლობა ყველა შენი ისტორიით უდიდეს სიამოვნებას რომ გვანიჭებ და გვაბედნიერებ ????????????????????:)))

 


№4  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Gemini mood
Vaimeee rogor gamaxareee❤❤ramdeni xania axal tavs veli dzalian kargi iyo saocari emociebis feierverki maqvs xolme ro vkitxulob dzalian momeons magram saertod ar meko imedia shemdeg tavs ufro gazrdi da male dadeb tore amdeni lodini shemiwiravs❤

უდიდესი მადლობა კარგო და საყვარელო <3
შემდეგზე აბა ვნახოთ, ეგება რამე უფრო დიდი და გრანდიოზული მოვასწრო <3


მაია❤
როგორი საყვარლები და გადარეულები არიან,ორი ჩურჩუტი :დ იმხელა სიამოვნებას ვიღებ თითოეული თავის კითხვის დროს,რომ ის დადებითი ემოცია რასაც ვიღებ,კაი ხანს მიმყვება ❤❤❤❤❤

კიდე უნდა გადავრიო მომავალში :დდდ
დამელოდე იცოდე <3

სტუმარი ქეთი
თბილობა და სიყვარულობა თავი იყო ჩემთვის :) ძალიან კარგად წერ და გადმოცემა ყველა ემოცია :) აი, თითქოს მეც მანდ ვარ და მათსავით განვიცდი და მიხარია ყველაფერი:)) ძალიან მაგარი ხარ და საერთოდაც ძალიან მიყვარს შენი ისტორიები :) იმდენჯერ მაქ სუყველა თავიდან გადანაკითხი რომ ზეპირად ვიცი მგონი უკვე ყველა:) :) :) :) :) მადლობა ყველა შენი ისტორიით უდიდეს სიამოვნებას რომ გვანიჭებ და გვაბედნიერებ ????????????????????:)))

უღრმესი მადლობა ქეთ <3 ძალიან დიდი სტიმული და ბედნიერებაა, როდესაც ასე მაწითლებენ და მახარებენ ხოლმე. აუცილებლად ვეცდები, არ დავაგდო არც სტილი და არც შემართება <3

 


№5  offline წევრი Margarethe Jose

უიმე დედა რა დებილია ეს გოგო:დ
შენი კითხვის დროს პირი სულ ახევაზე მაქვს და ლამის ჰარლი ქუინს დავემსგავსე უკვე, თუ ჯოკერს რავიცი.
მაგრაამ აი ამ მომენტზე სერიოზულად ბევრი ვიცინე:დ
"ისევ ისეთი კუნთები ჰქონდა, ეგ
ნამდვილად არ შეცვლილიყო. მის დანახვაზე, ვინმე გარყვნილი იფიქრებდა, ერთხელ მაინც ავუსვამ ენას მაგ პრიალა კუნთებზეო, თუმცა ეგეთს მე არავის ვიცნობდი. "
დარწმუნებული ვარ მართლა არავის არ იცნობს ეგეთს. აი 100%ით :დდ
ჰაიდენმა მკერდზე მაკოცნინებო რომ იკითხა, მეგონა ვივიენი თავისით გამოოუღებდა სახსარს და პირში ჩატენიდა:დდ აი, კარგი რაა მართლა რა ფუფლოდ გამოიყვანე ეს გოგო:დდ
ფუუ, ან ძაან ატეხილია ან მე ვარ კლიმაქსიანი კომუნისტი:დ
არაუშავს ეგ არაფერი. ავიტანთ. ოღონდ ჰაიდენის წაკლა დედიკო მალე გამოაჩინე რაა:დდ❤❤
ხომ იცი როგორ მიყვარხარ
ერთი შენ მიხარებ აქ გულსს:დ

 


ჩემი სიყვარულიკები, როგორ მომნატრწბიან

 


№7  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Margarethe Jose
უიმე დედა რა დებილია ეს გოგო:დ
შენი კითხვის დროს პირი სულ ახევაზე მაქვს და ლამის ჰარლი ქუინს დავემსგავსე უკვე, თუ ჯოკერს რავიცი.
მაგრაამ აი ამ მომენტზე სერიოზულად ბევრი ვიცინე:დ
"ისევ ისეთი კუნთები ჰქონდა, ეგ
ნამდვილად არ შეცვლილიყო. მის დანახვაზე, ვინმე გარყვნილი იფიქრებდა, ერთხელ მაინც ავუსვამ ენას მაგ პრიალა კუნთებზეო, თუმცა ეგეთს მე არავის ვიცნობდი. "
დარწმუნებული ვარ მართლა არავის არ იცნობს ეგეთს. აი 100%ით :დდ
ჰაიდენმა მკერდზე მაკოცნინებო რომ იკითხა, მეგონა ვივიენი თავისით გამოოუღებდა სახსარს და პირში ჩატენიდა:დდ აი, კარგი რაა მართლა რა ფუფლოდ გამოიყვანე ეს გოგო:დდ
ფუუ, ან ძაან ატეხილია ან მე ვარ კლიმაქსიანი კომუნისტი:დ
არაუშავს ეგ არაფერი. ავიტანთ. ოღონდ ჰაიდენის წაკლა დედიკო მალე გამოაჩინე რაა:დდ❤❤
ხომ იცი როგორ მიყვარხარ
ერთი შენ მიხარებ აქ გულსს:დ

გოგო რა ხდება იცი? ვივიენი კი ძაან თავმოყვარეა, მაგრამ მე აღარ შემიძლია უკვე :დდდ
პერსონაჟი რაც არ უნდა თავშეკავებული იყოს, მე ვერ ვარ თავშეკავებული და აგერ უკვე ერთი თვეა ერთი სული მაქვს, ჰაიდენის კუნთებს ავალოკინებ ;დდდდდდდდდ

გროსმაისტერი
ჩემი სიყვარულიკები, როგორ მომნატრწბიან

<3 შემოგევლე შენ! ვოტ

 


№8  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

აი ისევ აქვარ ისევ შენთან ♥️
სიმართლე გითხრა სულ აქ ვიყავი მაგრამ ჩემთვის ჩუმად მაგრამმ... აი ესეთ საოცრებებს რო ქმნი შეუძლებელია რამე არ ვთქვა!
ჰო ეს შეცვლილი ვერსია ძალიან მომწონს ♥️
ჰაიდენზე ვგიჟდები უბრალოდ მინდა რომ ჩავკბინჩო ეგ ბიჭი!
შემიყვარდა თითოეული პერსონაჟი და დაერხათ ჩემი ყბიდან ვეღარ ამოვლენ ♥️♥️♥️
ჰო ალბათ ისიც იცუ რა მოთმინებით გამოვირჩევი და როგორ ველოდები ყოველ ახალ თავს!
ჰოდა იმიიიის თქმააა მინდოოდა რომ მომნატრებიხართ♥️♥️
და მიყვარს მე ეს ისტორია უკვე! ♥️

 


№9  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ტკბილიწიწაკა
აი ისევ აქვარ ისევ შენთან ♥️
სიმართლე გითხრა სულ აქ ვიყავი მაგრამ ჩემთვის ჩუმად მაგრამმ... აი ესეთ საოცრებებს რო ქმნი შეუძლებელია რამე არ ვთქვა!
ჰო ეს შეცვლილი ვერსია ძალიან მომწონს ♥️
ჰაიდენზე ვგიჟდები უბრალოდ მინდა რომ ჩავკბინჩო ეგ ბიჭი!
შემიყვარდა თითოეული პერსონაჟი და დაერხათ ჩემი ყბიდან ვეღარ ამოვლენ ♥️♥️♥️
ჰო ალბათ ისიც იცუ რა მოთმინებით გამოვირჩევი და როგორ ველოდები ყოველ ახალ თავს!
ჰოდა იმიიიის თქმააა მინდოოდა რომ მომნატრებიხართ♥️♥️
და მიყვარს მე ეს ისტორია უკვე! ♥️

მართლა რა ტბილი ხარ შენ <3
მაქიმალურად ვეცდები, უფრო და უფრო მეტად შეგიყვარდეს ეს ისტორია.
ძალიან დიდი მადლობა, რომ ასე მამახნევებ და ყველანაირად მაძლევ სტიმულს :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent