შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზღაპრული მთების ქვეყანა (სრულად)


15-08-2019, 00:15
ავტორი gvantsa17
ნანახია 11 153

ყოველთვის მაოცებდა ჩემი წარმოსახვის უნარი.
აი ასე, ვზივარ, ვხუჭავ თვალებს და ვიწყებ ფიქრს..
მერე ნელ-ნელა მოდის ყველა შეგრძნება. თითქოს რაღაც უხილავ, ზებუნებრივ
ძალას იმ განზომილებაში გადავყავარ, რომელიც ჩემი წარმოსახვის ნაწილია.
და მე შეგრძნება მიჩნდება,რომ ყველაფერი ნამდვილია!
ამჯერად მოგითხრობთ ამბავს,რომელიც რეალობად მექცა..
მოგითხრობთ ლეგენდას ქვეყანაზე,
ზღაპრული მთების ქვეყანაზე!

ოდესმე ყოფილხართ სვანეთში?! ოდესმე გიგრძვნიათ,რომ აქამდე რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი გაკლდათ?! ოდესმე ავსილხართ იმ სიხარულით, რასაც
ქართველობის სიამაყე ჰქვია?!
ო, თუ ასეა არაა, დამერწმუნეთ ძალიან ბევრი დაგიკარგავთ.
აქ ყველაფერი სხვანაირადაა, საერთოდ ყველაფერი ყოველთვის უკეთესია იქ,
სადაც არ ბატონობს ვირტუალური სამყარო.
აქ ყველაფერს სილამაზის, ბუნებრივობის და სიყვარულის ფერი აქვს.
აქ შეხვდებით 100 წლის ბერიკაცს,რომლის თვალებშიც გასაოცარი ნაპერწკალია- ნაპერწკალი სიცოცხლის დაუშრეტელი ენერგიისა.
პატარა ბიჭუნებიც არიან, ოქროსფერი კულულებითა და ძალიან დიდი ლურჯი თვალებით, რომლებიც სისუფთავისა და სილაღის წყაროდ მოგეჩვენებათ.
მათ ძალიან კეთილი გულები და სიყვარულის გასაოცარი უნარი აქვთ.
აქ, მხოლოდ აქ, არის შემორჩენილი ის ტრადიციები,რომლებიც საუკუნეების
მანძილზე ფეხით გავთელეთ, მსგავსად აღმაშენებლის საფლავისა,რომელზეც
აბიჯებენ ისეთებიც,რომლებსაც წარმოდგენაც კი არ აქვთ, რა გააკეთა ამ ადამიანმა საქართველოსთვის!
ვდგავარ, ვუყურებ ცამდე აზიდულ, დათოვლილ მთებს,რომლებსაც სინთეზურად ერწყმიან მწვანე მდელოები, ლურჯი ცის ფონზე.
"ღმერთო , როგორ შეიძლება მოკვდე ისე,რომ ერთხელ მაინც არ იხილო
დათოვლილი უშბა!
ერთხელ მაინც არ მოისმინო სვანების ვაჟკაცური ხმის ტემპრი,
ერთხელ მაინც არ შეეხო სიძველისგან სურომოდებულ კოშკებს.."- ვფიქრობ გულში და უშველებელი კოშკის აივნიდან გადავცქერი კავკასიონს.. რამდენიმე დღეა რაც სვანეთში ვარ და ასე მგონია არასდროს წავალ აქედან.
თხელი, თეთრი სარაფანი მაცვია და სულ არ მაღელვებს,რომ შეიძლება პნევმონია დამემართოს და მოვკვდე. არც ის ვიცი კოშკი ვის ეკუთვნის, ძალიან კი მრცხვენია , მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ჩუმად შემოვიპარე..
იმდენად დიდი იყო სურვილი აქ ყოფნის, ვერ ვძლიე თავს. კედელთან მდგარ
სარწეველა სავარძელში კომფორტულად მოვეწყე და თვალი მოვავლე სივრცეს.. სანამ ამოვიდოდი, მეგონა რომ მიტოვებული და მოუვლელი დამხვდებოდა,მე კი სასიამოვნოდ გავვოცდი,როდესაც მყუდროდ მოწყობილი ოთახი შემრჩა ხელთ, თავისი დიდი ვერანდით.
გულის სიღრმეში ვიცოდი,რომ არ იყო სწორი ჩემი აქ ყოფნა,რომ სხვის
საკუთრებაში უკაკონოდ შემოვიჭერი,მაგრამ რამდენჯერაც წასვლა დავაპირე
,უხილავმა ძალამ იმდენჯერ გამაჩერა..
ფეხზე წამოვდექი, შეგრძნება მქონდა რომ ამ ყველაფრით ვერ ვძღებოდი, თვალები დავხუჭე.. ფილტვებში ღრმად ჩავუშვი მძიმე და სუფთა ჰაერი.
-ხოჩა ლადეღ - მაფხიზლებს გვერდით მდგომის ხმა და თვალებს შიშისგან სწრაფად ვახელ. იმ სავარძელიდან ,რომელშიც რამოდენიმე წუთის წინ ვიჯექი, ჩემი ხნის ბიჭი მიღიმის. სვანური ქუდი ახურავს, რომელიც შავ, ბზინვარე კულულებს
ნაწილობრივ უფარავს, ჯინსის შარვალი და თეთრი ტილოს პიჯაკი აცვია, თვალები აქვს ლურჯი, გამოყვანილი ჭრილით, შეგრძნება მაქვს რომ სრულად ირეკლავს იმ ხედს, რომელსაც წამების წინ ვუყურებდი.
მე ძალიან მრცხვენია ფაქტზე რომ გამომიჭირეს. თან მახსენდება რომ სვანები
ძალიან მკაცრები არიან და ვერ ვხვდები,რა მოვუხეხო ამ უხერხულ სიტუაციას.
უცნობი ისევ მიყურებს და მიღიმის, ერთ შეხედვით ძალიან თავისუფალი და ლაღი ჩანს, სარწეველას ზურგზე თავი აქვს დადებული და ჩემს პასუხს უცდის.
- იცი, მე ..
- გასაგებია- იცინის ის. სმენის რეცეპტორებზე მხვდება მისი სასიამოვნო ხმის
ტემბრი და ოდნავ ვწითლდები.- გამარჯობა-მეთქი.
- აჰ , გამარჯობა- ვუღიმი მეც და ხელებს ნერვიულად ვიმტვრევ. მას ღიმილი არ
შორდება სახიდან, თავიდან ბოლომდე შიფრავს ჩემი ნერვიულობის მიზეზს.
მოულოდნელად ფეხზე დგება და ოთახში სიარულს იწყებს.
- პირველი ხარ, ვინც აქ ჩუმად შემოიპარა და ასე ურცხვად მიისაკუთრა ჩემი
ადგილი- ხელებს გულზე იჭდობს და უცნაური მზერით მიყურებს. მე არც კი ვიცი თავი ვიმართლო, გავიქცე , პირდაპირ აივნიდან გადავეშვა მოკლე გზით, თუ რა გავაკეთო ამ კონკრეტულ შემთხვევაში.
- ვიცი და ძალიან მრცხვენია- ვამბობ ჩუმად და თავს ვხრი .
- სულ ტყუილად- გვერდით მიდგება და ხედს გასცქერის- პირიქით, სასიამოვნოდ გამაკვირვა შენმა გამბედაობამ, როგორც წესი სვანები კანიბალებად მიგაჩნივართ- სასაცილოდ მანჭავს სახეს ის .
ასე მგონია დიდი ხნის უნახავ მეგობარს შევხვდი, იმდენად თავისუფლად და
უშუალოდ ვგრძნობდი თავს ამ ძალიან საყვარელ და უცხო სვან ბიჭთან.
- აქ დიდი ხნით რჩები?- მეკითხება ის და მოაჯირს იდაყვებით ეყრდნობა
- გაგიკვირდება,რომ გითხრა მთელი ცხოვრება დავრჩებოდი,რომ შემეძლოს
მეთქი?!- ვეკითხები და მზერას ვაპარებ მისი ხელებისკენ.
თითები აქვს გრძელი და ძალიან ლამაზი.
- იცი- ფიქრებიდან მაფხიზლებს მისი ხმა- სვანეთს მაგიური ძალა აქვს, ამ ადგილს თავისი ნებით წასული ჯერ არავინ უნახავს.
- არც მე მინდა წასვლა- დათოვლილ მწვერვალებს ვუსწორებ თვალს და ყელში
ბურთი ბეჩხირება, რომ წარმოვიდგენ , თუ როგორი უაზრო იქნება ყველაფერი
სახლში დაბრუნების შემდეგ.
- უტაა, მეც მინდა მანდ- უცნობი ქვემოთ იხედება , მე მის მზერას ვაყოლებ თვალს და პატარა ბიჭს ვხედავ,რომელიც დიდი მონდომებით გვიქნევს ხელს. ძალიან გავს ჩემს გვერდით მდგომს, ოღონდ მისგან განსხვავებით თაფლისფერი თვალები აქვს
უცნობმა სვანურად ჩასძახა რაღაც და პატარა ბიჭი გაბუტული წავიდა შინ.
- რა საყვარელი იყო- ვამბობ სიცილით - ამოსულიყო , რა დაშავდებოდა?!-
ვეკითხები დანანებით და პატარა კოკროჭინა თავი მხედველობიდან მეკარგება.
- წარმოდგენა არ გაქვს, რამდენი ლაპარაკი უყვარს, გაგთიშავდა და მერე
შემეხვეწებოდი , წაიყვანეო- იცინის ისე და ქუდს ხელში ათამაშებს.
- სვანური ასე კარგად იცი?- თემა გადამაქვს . სულ არ გვიქმნის დისკომფორტს ის ფაქტი,რომ "შენობით" ვსაუბრობთ.
- საკმაოდ - მიღიმის და თმას გვერდით იწევს.
- სულ მინდოდა სვანური მესწავლა
- გინდა გასწავლო?- მეკითხება და თვალები უბრწყინავს.
- როგორ?
- ჩვეულებრივად - მხრებს იჩეჩს ის.
- მე რომ მალე მივდივარ - ღმერთო, ძალიან მწყდება გული
- მოვასწრებთ - ამბობს დარწმუნებით ის - მანამდე ჯობს ერთმანეთი გავიცნოთ
- მე ნინა მქვია - ხელს ვუშვერ ჩამოსართმევად
- კოსტა - მართმევს ხელს ის და მაქსიმალურად ვცდილობ სასიამოვნო შეგრძნება
დავბლოკო.
- აბა უტა?!- ვიბნევი ოდნავ.
- უტა მეგრულად იგივეა რაც კონსტანტინე, ბავშვობაში მეძახდნენ მოფერებით და შემომრჩა - ქუდს თავზე ირგებს ისევ და მზერა ძალიან თბილი უხდება. საპასუხოდ მეც ვუღიმი და სიცივისგან ოდნავ მაკანკალებს. უტა დიდ კარადას აღებს, თბილი პლედი მოაქვს და მხრებზე მახვევს. მე მადლობის ნიშნად ვუღიმი და დათოვლილ უშბას ვავლებ თვალს
- სვანეთში ხარ ნინა, გაცივდები ასე თუ ივლი - ძალიან ლამაზად გამოთქვამს ჩემს სახელს და მინდა, რომ დაუსრულებლად ვუსმინო ამ ბგერებს
- იქ მუდამ თოვლია?- ვანიშნებ მწვერვალზე
- შენ წარმოგიდგენია ეს ყველაფერი თოვლის გარეშე?! მე მგონია, რომ თოვლი უფრო მატებს სილამაზეს.
- როდესაც სვანეთზე იწყებ ლაპარაკს, სულ სხვანაირი გიხდება მზერა- მას ეღიმება და ხელებს ჯიბეებში იწყობს
- სვანეთი ჩემი სულია ნინა. არ შეგიმჩნევია,რომ აქ ყველაფერი ძალიან მარტივი და სუფთაა, აქ ადამიანები არიან, ნამდვილი ადამიანები და მე არ მინდა არც ერთი დღე ამ ყველაფრის გარეშე.- ერთი ნახვით სიყვარულის გჯერათ?! თუ არა და დაიჯერეთ ,იმიტომ რომ ეს ბიჭი უკვე მიყვარს.
მე ყურადღებით ვუსმენ, მის თითოეულ სიტყვას , მზერას და მოძრაობას ვიჭერ და მინდა რომ რაც შეიძლება დიდხანს მყავდეს გონებაში, გულში და სულშიც.
პლედს ვიხსნი, უტას ვაფარებ მხრებზე და კარისკენ მივდივარ.
ამ ყველაფერს, რომ ლოგიკური გაგრძელება ჰქონდეს აუცილებლად უნდა წავიდე.
მისკენ ვბრუნდები , ის ზურგით ეყრდნობა მოაჯირს და მშვიდი სახით უყურებს ჩემს საქციელს.
- რომ გითხრა ხვალ ამ დროს მოვალ ისევ მეთქი , დამხვდები?- სწრაფად ვაყრი
ერთმანეთს სიტყვებს და სუნთქვა მეკვრის პასუხის მოსმენამდე.
- დაგხვდები ნინა!
.............
- ამბობენ, უშბა და თეთნულდი, ერთ დროს, ადამიანები იყვნენ და ერთმანეთი
უყვარდათო- მე და უტა გვერდი-გვერდ ვსხედვართ, პლედმოხვეულები და ცხელ ყავას ვსვამთ . ის დაუსრულებლად მიყვება სვანურ ლეგენდებზე და მეც
დაუსრულებლად ვუსმენ. არასდროს მომბეზრდება, ასე მგონია.- თუმცა მათ
ერთმანეთთან ყოფნის უფლება არ მისცეს. სწორედ ამის შემდეგ უთხოვია
თეთნულდს ღმერთისთვის მთად გადაქცევა. სასოწარკვეთილმა და გულმოკლულმა უშბამაც იგივე შესთხოვა ღმერთს, ბოლოს კი ისიც ულამაზეს მთად გადაიქცა.
ამბობენ , უშბას თავზე ღრუბლები, დაკარგული სიყვარულისადმი უთანაგრძნობენ მასო - თხრობას ასრულებს ის. მე თავს მხარზე ვადებ და გასაოცარი სიმყუდროვის შეგრძნება მიჩნდება.
-აქ თითოეულ ადგილს თავისი ისტორია აქვს - ვამბობ ხმადაბლა და თვალებს
ვხუჭავ.- ძალიან ლამაზად ყვები ყველაფერს.
- მხოლოდ და მხოლოდ შენთვის -ჰაერში თითს ბზიკავს სასაცილოდ და შუბლზე მკოცნის.
- გმადლობთ ასეთი პატივისთვის - მეცინება მე.
წვიმს , ირგვლივ საოცარი სიმშვიდე და სილამაზეა.
მე კოსტა მყავს გვერდით, სვანი ბიჭი, რომელსაც სულ რაღაც 2 დღეა, რაც ვიცნობ და უკვე ძალიან ვარ შეჩვეული.
- უტა,როგორ არის სვანურად ცა?
-ქარმაფხ ასეთი ცაა, ღრუბლიანი და მოწვიმარი. მეფხე- მოწმენდილი და მზიანი-
მიხსნის ის. ორი დღის განმავლობაში ათას რამეს ვეკითხები და ის საერთოდ არ
იღლება ღმერთო
-მთა ?
- ლახუ - მეც ვიმეორებ, მაგრამ ისე ლამაზად ვერ გამოვთქვამ, როგორც ის.
- ძმა როგორ არის?
- არაუშავს , გმადლობთ მოკითხვისთვის- იცინის ის
- კარგი რა , მართლა გეკითხები
-ხუიბდა
- დედა და მამა?
-დი , მუ - ღმერთო, როგორ გამოთქვამს თითოეულ სიტყვას.- ძალიან დიდია
თქვენი ცნობისმოყვარეობა ქალბატონო ნინა - მიცინის ის.
- აუ დაგღალე ხო? - ძალიან მეტირება ამის წარმოდგენისას.
- არასდროს ნინა, შენ როგორ უნდა დამღალო - თმას ყურს უკან მიწევს, და
ხელებზე მკოცნის.
კონსტანტინე, ყველაზე სხვანაირი, თავისუფალი, ყველაზე არასვანური, სვანი ბიჭი! მე თავს ისევ მხარზე ვადებ და თვალებს მშვიდად ვხუჭავ.
ვგრძნობ, როგორ მებინდება გონება.. ძილში წასულს უტას ხმა მესმის
- ხვალ ძალიან მაგარ ადგილას წაგიყვან- და შუბლზე ფრთხილად მკოცნის.

ძალიან დიდ , მწვანე მინდორზე ვართ, თეთრ ცხენზე ვსხედვართ, თავზე უტას
გაკეთებული , მიდვრის ყვავილების გვირგვინი მადგას, ის მხარზე მეყრდნობა.
ჩვენს წინ ძალიან ლამაზი ხედი იშლება, ძალიან ახლოს ვარ შეყვარებულ მთებთან.
თეთნულდი უშბას ისევ დასცქერის სიყვარულით, ზუსტად ისე, როგორც მე- უტას. ა ლბათ ესეც სიმბოლურია.
-ძალიან მინდა,რომ ეს მომენტი დაუსრულებლად გაგრძელდეს- ვამბობ ჩუმად, და ცრემლები მაწვება.. უტას გულისცემა უჩქარდება და ხელებს უფრო მჭიდროდ
მხვევს, მგონია რომ ჩემი დაკარგვის ეშენია.
- შენ წარმოდგენა არ გაქვს მე როგორ არ მინდა, რომ გათენდეს და შენ აღარ
დამხვდე აქ - ამბობს და ფრთხილად მკოცნის ყვრიმალთან
- ეს ყველაფერი ზღაპრულია უტა , ძალიან არ გავს რეალობას და მეშინია, რომ უცებ გამომეღვიძება და გავაანალიზებ, რომ ჩემი წარმოსახვის ნაწილია ყველაფერი
- შენზე ძალიან მოქმედებს მაღალი ადგილები, ჯობს ქვემოთ ჩავიდეთ - სიტუაციის განმუხტვას ცდილობს ის.
- საერთოდ არ მეცინება - ვბრაზდები მე
- ნინა, მე რეალური ვარ, აქ ვარ შენს გვერდით და მნიშვნელობა არ აქვს ხვალ რა
იქნება, იმიტომ რომ სადაც არ უნდა იყო, მე სულ შენს გვერდით ვიქნები, დამიჯერე! - მიღიმის ისევ.
მეჩვენება რომ თვალები უფრო მუქი და ნათელი აქვს .
- მიშგუ ანგელუზ- ამბობს ის ჩუმად და გვრგვინს მისწორებს. გონზე არ ვარ რას
ნიშნავს ეს სიტყვები, მაგრამ საოცარი ემოცია გადმოდის ჩემზე.
- აუუ , ქართულად მელაპარაკე რა- ვწუწუნებ მე, ის ხმამაღლა იცინის და
საფეთქელზე მკოცნის.
-შენ ჩემი ანგელოზი ხარ
.......
- ორი დღე დაგვრჩა- ვამბობ და თავს ძლივს ვიკავებ რომ არ ავღრიალდე. უტა ხმას არ იღებს ფეხზე დგება,აივნის მოაჯირს ეყრდნობა .
ახლა, ისე როგორც არასდროს, ძალიან გავს სვანს!
- ჯაჭვლიანთა კოშკის შესახებ ასეთი თქმულება არსებობს- იწყებს ის-
შებინდდებოდა თუ არა, მწვერვალ თეთნულდიდან ცეცხლის სახით, კოშკში
მფარველი ანგელოზი შემოდიოდა, - მზერას ჩემზე აჩერებს, მე თვალები
ჩაწითლებული მაქვს და მთელი სხეული მიკანკალებს, შეგრძნება მაქვს რომ რაღაც გარდამტეხი ხდება ჩემს ცხოვრებაში- კოშკში მყოფნი ლოცვას იწყებდნენ.
ანგელოზი კოშკში მცხოვრებთ მანამდე მფარველობდა სანამ ამ კოშკიდან სხვა
გვარის კაცი არ მოკლეს- ირგვლივ სრული სიჩუმეა. აჩქარებული პულსაცია ყურებს მიგუბებს- მას შემდეგ თეთრი ანგელოზი აღარ გამოჩენილა. მე ჯაჭვლიანი ვარ ნინა და ეს ჩვენი საგვარეულოს კოშკია!
- ამას ახლა რატომ მიყვები?- თავს ძლივს ვუყრი სიტყვებს
- იმიტომ რომ, როდესაც პირველად გნახე, იმ თეთრ კაბაში, ძალიან გავდი მფარველ ანგელოზს- მიღიმის ის, თვალები საიცრად აქვს სევდით სავსე.
- უტა, სვანურად როგორ იქნება მე შენ მიყვარხარ?- ვეკითხები და ცრემლებს
ვიწმენდ. ის მიღიმის და მეხუტება
- მი სი მალატ- მე გულში ვიბეჭდავ მის სიტყვებს, ინტონაციას , ხმის ტემბრს და
მინდა,რომ მუდამ მახსოვდეს ეს მომენტი.
.........

ძალიან მეშინია თვალების გახელის, გული საშინელი სისწრაფით მიძგერს.
არა, ღმერთო, ძალიან არ მინდა თვალების გახელა.მგონია,რომ თუ ასე მოვიქცევი საშინელი რეალობის მომსწრე ვიქნები.
მგონია,რომ ეს ამბავი ჩემი ფანტაზიის ნაწილია და ზუსტად ვიცი მოვკვდები, მართლა ასე რომ იყოს.
გამბედაობას ნელ-ნელა ვიკრებ.
თვალებს ფრთხილად ვახელ და ორ ლურჯ სფეროს ვუყურებ.
ირგვლივ სვანეთია,
ჩემს წინ თეთნულდი ისევ დასცქერის უშბას!
მეღიმება,
ვიცი,რომ ჩემი ლეგენდა ახლა იწყება.
სვანეთი?!
სვანეთი სილამაზის, სიყვარულის, სიცოცხლის და უტას მეტაფორაა. სვანეთი ზღაპრული მთების ქვეყანაა!!скачать dle 11.3



№1 სტუმარი სტუმარი nancho

ძალიან კარგი იყო,მომინდა მეც სვანეთში მოგზაურობა.

 


№2 სტუმარი sopo

ჩემი შვილების სვანეთი!!!მიყვარს...მიყვარს...მიყვარს...მეც მყავს ჩემი "სვანი უტა-ლევანი".მომეწონა

 


№3  offline წევრი Gelo-mgelo

????????საოცრება იყო????

 


№4  offline წევრი gvantsa17

ყველას ძალიან დიდი მადლობა თბილი კომენატარებისთვის <3 არ დაიჯერებთ და , სვანეთში არც მე ვარ ნამყოფი <3 :D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent