შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მანგომ - მანგო [სრულად]

15-08-2019, 04:14
ავტორი ელპინი
ნანახია 2 021

ვაკუუმი გაიხსნა.

***
მატარებლის სადგური.
04:59.
- შენ მეუბნები, რომ მხოლოდ ერთი წუთი მაქვს?
- მე გეუბნები, რომ მატარებელი ჩემი მანგოთი გაგვასწრებს.
- ძალიან შორს მიფრინავ, იცი?
- ვერ დამეწევი?
- გაიქეცი.
04:59-ის 59-ე წამზე, ვიდრე 5 შესრულდებოდა და 1 წამი აკლდა ყოფიერების შემსუბუქებას, კოცნა ჰაერში გაიგზავნა.
ვაგონში მანგო იცდიდა.
- შენ - აქ - როგორ?
- შენ დაგავიწყდა, რომ მე ბოლოს არ გიპასუხე და ისიც არ გახსოვს, რომ მანგოს ვასწრებ.
- არადა, ვაკუუმში ვარ, ხომ ხედავ? როგორ ასწრებ?
- ერთი ჩასუნთქვა მოგპარე, რადგან გეგონა მარტო მიდიოდი.
ჩემმა სხეულმა გაიღიმა და მისი მოიხიბლა ამით მკაფიოდ.
- მანგო?
- შენ ხარ.
- იცოდე, მე აქ დავტოვებ.
ავდექი და ჩანთიდან ამოვიღე კალამი. კედელზე დავწერე - მე მანგო ვარ.
- გინდა, იცოდნენ?
- მინდა, მეძებონ.
- ჩვენი შეხვედრა - მანგო.
თვალები დავხუჭე.

***
მანგოს ქუჩაზე მხოლოდ მე ვცხოვრობდი კერძო სახლში. ირგვლივ სავსე იყო ადამიანთა სართულებით ყველაფერი.
- მან-გოოოო…
ფანჯრებიდან გადმოკიდებული თავები და ჩემი უძრაობა - კონტრასტი.
- მანგოს ვფიცავარ, ვიცი, არ გძინავს.
ხელების მითითება და ჩემი თითების მოჭერა - ვერშეკავებული პირველი ემოცია.
- ადექი, რა. სიურპრიზი მაქვს.
მათი ღიმილები და ჩემი გაყინვა - მოლოდინის გაღვიძება.
- მანგოები - მეთქი, მანგო. გესმის?
შეძახილებთან ერთად ჩემი ცივი ტერფები - პირველი ნაბიჯი.
- ხო გიყვარს შენ? იცოდე, ახლა შენ მართმევ წამებს და სამაგიეროს გადაგიხდი.
ხელებს დაყრდნობილი სახეები და ფარდა გადავწიე - მისი ღიმილი მომხვდა თვალში.
- არ მელანდები.
- კი.
უკმაყოფილება.
ხელით მანგოები დამანახა.
- გამოდი, მანგო, მანგოები მოგიტანე.
რამდენიმე ჩემ ნაცვლად დავინახე ქუჩაში გამოსული და ფანჯარაზე შემოვჯექი.
- თავნება ხარ.
- მოდი, ჩამომიჯექი.
თუ ღმერთი იქ სადმე იჯდა, ალბათ, ჩვენ გვიყურებდა შორიდან. თუ არ იჯდა, ზემოდან მაინც შემოგვხედავდა, ვიცი.
- შენ რისი გჯერა, მანგო?
- წამოდი, მალინიანი ჩაი უნდა დაგალევინო და მოგიყვები.
ჩემს ოთახში ვისხედით ერთმანეთის საპირისპიროდ, კედლები შორიდან გვიყურებდნენ. შუაში პატარა მაგიდა იდგა.
ერთი - მალინით,
მეორე - ლიმონით,
მესამე - მანგო.
მუხტები ერთმანეთს ეჭიდებოდნენ.
- დამელაპარაკე, მანგო.
- ახლა ჩვენ ერთმანეთის სივრცეში ვართ. შენ რომელი გირჩევნია?
- მე მწვანე სახლი.
- წითელი ყვავილებით.
- აქაც მანგო?
- მანგო - ყველგან. დალიე ჩაი და საიდუმლოს გეტყვი.
თითებით ცხელი ჩაი დაიჭირა და ჯერ მალინის გემოთი ტუჩები დაისველა. ცხელი სითხე ყელში გადაუშვა და . . .
- მითხარი.
- შენ ჩემთვის დაიბადე.
- რატომ?
- პირველი ხარ, ვინც ჩემს მალინიან ჩაის სვამს.
თვალები დავხუჭე და ჩაის დალევამდე არ გამიხელია. ალბათ, გონებაში ყველაფერი დავხატე.
- მოდი, ეს იყოს - მალინიანი ჩაი.
სუნთქვა შემეკრა და . . .
ლეპტოპი ჩავრთე. მინიმუმ 10 წუთი, მაქსიმუმ 10 წუთი და 1 წამი კადრგაჩერებული ვუყურებდი სითეთრეს და მერე პირველი სიტყვა გამოჩნდა:
"მანგო.
იცი, სიყვარული ლამაზია. მე ვთვლი, მანგოსფერი. ხან მწვანე, ხან წითელი, ხან ყვითელი - ვერ გაიგებ. თუმცა, ზუსტად ვიცი, შენ გიყვარს ჩემი თითები, რომლითაც მანგო მიჭირავს და უფრო მეტად გიყვარს ამის გამო - ჩემი. ვაკუუმიდან ჟანგბადამდე ერთი ნაბიჯია. გაიხსნება უჰაერობა და თვალს გაახელს დაგუბებული მოლეკულები. იგრძნობ, კითხვისას იღვიძებენ. საათში სიტყვები ჩავსვი. ყველა წამს შენი დაჭერა უნდა. ჩემში გარდაცვალებიდან დაბადებამდე გაჩნდი. ცას თვალი დახუჭული აქვს, მაგრამ შვილებს მაინც ღვიძავთ და ამ წუთს, ჩემი თითები ციმციმა ნაწილებს შეეხო. ვარსკვლავთა გადანაცვლება - მანგო. შენ - დგახარ ჩემი სახლის წინ. იქნებ, არც, მაგრამ მაინც ხარ. ჩრდილს ფანჯარა ირეკლავს და ჩემს კედელზე იხატები. მე - ფანქარს გაყოლებ და მეორე დილით, ვხვდები, ვერასდროს მოგიშორებ. ღმერთმა რაღაც მითხრა შენზე, ეშმაკმა მეტი სილამაზე დაამატა - ყველას უკვირს. კარზე კაკუნია. შენ არ ხარ, მაგრამ შენი სულია, რომელიც ჩემთან ცხოვრობს მერამდენე დღეა. იცი, პირველადაა, როცა არ ვითვლი, თორემ სიზუსტის სიყვარული მაგიჟებს. მე მხოლოდ იმ წამს ვიმახსოვრებ, როცა შენ ჩასუნთქვას და მე - ამოსუნთქვას - გპარავ. იდუმალება. მჩუმარება. უფსკრულიდან - მანგოს ქალაქი. ადამიანები გვაკვირდებიან. შენ გიყვარს ჩემი თითები, რომლებშიც მიჭირავს - მანგო."
- დროის უცვლელობამ ისევ მოიკიდა ფეხი და ჩემს ჩანაწერებს მივამატე. მანგომ მანგო გამოაქვეყნა.
"ხომ იცი, რომ ვერ დამემალები და მაინც გიპოვი." - წაიკითხა. პირველივე თვითონ გამოჩნდა.
"რომ მეცადა, სხვა დროს დავამთხვევდი და არ დამელოდებოდი." - მივუწერე ეშმაკს.
"შენ გაიღიმე, მანგო. მე აქამდეც დაჭერილი მყავდი." - ვის იჭერენ, იცით . . .
"რომელი დაიმახსოვრე?"
"ვხვდები, ვერასდროს მოგიშორებ."
"იცოდე, მაინც მეზიზღები, რომ მითვალთვალებდი."
"შენი პოვნა ძნელი არ იყო."
"დედამიწას გადავემალე და როგორც ჩანს, აქედან არ ხარ."
უცებ მისი მწვანე ციმციმა, რომელიც აჩვენებდა რომ აქ იყო, ჩაქრა. ძაფი ჩაწყდა. მე იმ პლანეტის ძებნა დავიწყე, საიდანაც თვითონ იყო.
"მაშინებ."
- მოპარული ჩასუნთქვების რიცხვი გაიზარდა.
"მაშინებ - მეთქი, მანგოს სიყვარულო."
- ამოსუნთქვები შემცირდა და დედამიწამ ცალი თვალი დახუჭა.
"ეს მესამე ბოლოა. იმედია, სახლს აშენებ ჩვენთვის."

***
- დამცინი? შენ რა მოჩვენება ხარ - ვუყურებდი მანგოსფერ სახლს. მანგოს ქუჩაზე ჩაეღიმათ. - თუ მანგოებიც მომიტანე, შეგირიგდები.
- შედი სახლში და ნახავ.

***
ვაკუუმი გაქრა.скачать dle 11.3

№1  offline მოდერი სალანდერი

დავბრუნდები ❤

№2  offline ადმინი ელპინი

სალანდერი
დავბრუნდები ❤

მიყვარხარ! ♥️

№3 წევრი აბაშიძე

ვიცი თქო.
მაგრამ არ ვიცი.

რაღაცნაირი ხარ ელ.

იცი არ ვიცი.

მანგო.
ვაკუუმი.
წამი.
მატარებლის სადგური.
ლიმნიანი ჩაი.
მწვანე სახლი.

მწვანე სახლი მინდა.

მანგოს ფერი სიყვარული.

იცი?მწვანე მიყვარს.

მაგრამ არ მგონია მწვანე სიყვარული.

აი არ რაა.

"მოპარული ჩასუნთქვები".

კარგი რაა.

"დედამიწამ ცალი თვალი დახუჭა".

უცნაური ხარ.
აი ასე.
უცნაური.

ორჯერ წავიკითხე.

გაგეცინება.
ან არა.

მეორედ სხვა რამეები წავიკითხე.
ან სხვანაირად?

იცი?ყველა შენს ნაშრომშია რამდენიმე სიტყვა რომელიც მიყვარდება.
აი ასე უბრალო თუ ბრალიან.
უფროსწორად წინადადება.

მარსი.
მარსი იყო.
წითელი მარსი.

მგონი ავურიე?

ასე ვიტყვიი რაა.

მწვანე მანგო.
წითელი მარსი.
ყვითელი ლიმონი.
თუ მწვანე?
წითელი მალინა.

ახლა მართლა ავირიე.
მგონუ მეტყობა რა დროცაა.
ვაიმე.

კარგი სანამ გავგიჟებულვარ.დავასრულო ჯობს.
შენზე შემდეგ იატორიაშიი.
ახლა არ შემიძლია.

ელ.
გელოდები(თ).

№4  offline ადმინი ელპინი

აბაშიძე

აი,
შენ ვინ ხარ,
ეს პატარა, ერთი ციდა გოგო,
ასეთი სითბოთი და სიყვარულით დამუხტული?

იცი,
რამდენჯერაც წაიკითხავ,
იმდენ ახალს იპოვი . . .

ძალიან კარგი გოგო ხარ შენ და მიხარია, რომ ჩემ გვერდით ხარ.
დიდი, დედამიწისხელა, ყველა პლანეტაზე დიდი, ტკბილი მადლობა!
♥️

№5  offline წევრი Kalina

მალინა — კალინა
:)))))) ♥️
მიმეღიმა (ახალ სიტყვებს ვიგონებ).
როგორი მუზები გყავს, ანუშკი!
მეც მინდააააა :(( !
ტვინი მიხურს უკვე და დილის შვიდის თვრამეტ წუთზე გკითხულობ.
მაშინ, როცა აუცილებლად უნდა მეძინოს.

ჩვენ საათის ცნობა არ ვიცით :))
მიყვარხარ.
♥️
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

№6  offline მოდერი სალანდერი

მწვანე მანგო. . .
მწვანე ლიმონი. . . მეჩვენება თუ ცდილობ მწვანე ფერი შეიყვარო?
გუშინ ღამითაც ისე ლამაზად ჩამყვა სიზმრებს რომ ვხედავდე, უეჭველად მწვანე მანგო დამესიზმრებოდა. . .
რაღაც გეზი აიღე თითქოს, ერთი პერიოდი რომ ფერებზე იყავი ისე, სანამ თემას არ გაწურავ არ გაჩერდები. . . არც უნდა გაჩერდე, რაზეც გეწერება იმაზე უნდა წერო, სანამ სათქმელი არ დაგელევა. . . აქ ის კარგად ჩანს მე რაც მიყვარს, "შეკვეთით ვერ წერ" რაც მოვა იმას გვიყვები.
ცოტა თავბრუდამხვევია აქ ყველაფერი. კითხვის მანძილზე ვერც ერთხელ მივხვდი, როდის წყდებოდა რეალობა და გადადიოდა ირეალურში ყველაფერი. თუ საერთოდ არაფერი ყოფილა რეალური? ან იქნებ ყველაფერი რეალური იყო. მეგონა გუშინ რომ გამიჭირდა გააზრება, იმის ბრალი იყო, ნახევრად რომ მეძინა, მაგრამ დღესაც რამდენჯერ გადავიკითხე. რომ გითხრა ყველაფერი გავიგე მეთქი არა, არც შენ წერ იმისთვის რომ ყველაფერი გაგიგონ და არც მე "გკითხულობ" იმისთვის რომ ყველაფერი მესმოდეს. საერთო, შენს მკითხველებს, წესით არცერთს არ გვაქვს პრეტენზია რომ შენი ენა ბოლომდე გვესმის. სწორედ ეს მოგვწონს.
შენი კითხვისას, ზოგჯერ ვხვდები, რომ ყველაფერი გენიალური, სულაც არ არის მარტივი. . .
შენ, შენი ნაწერებიანად, ყველაზე გენიალური სირთულე ხარ, რაც კი ოდესმე მინახავს.
ძალიან მიყვარხარ პატარა. . .
წერე_მეთქი არ გთხოვ, ვიცი ამის გარეშე, ისედაც არ შეგიძლია. . . ❤

№7  offline წევრი სიბილა

დედამიწას გადავემალე, და როგორც ჩანს, აქედან არ ხარ
kissing_heart

№8  offline ადმინი ელპინი

Kalina
მალინა — კალინა
:)))))) ♥️
მიმეღიმა (ახალ სიტყვებს ვიგონებ).
როგორი მუზები გყავს, ანუშკი!
მეც მინდააააა :(( !
ტვინი მიხურს უკვე და დილის შვიდის თვრამეტ წუთზე გკითხულობ.
მაშინ, როცა აუცილებლად უნდა მეძინოს.

ჩვენ საათის ცნობა არ ვიცით :))
მიყვარხარ.
♥️

მარიკუნა,
ჩვენ რომ საათს ვცნობდეთ,
არც მე დავწერდი იმ დროს
და არც შენ.

გათენების დროს საუბრებსაც, ხომ აქვს მუხტი?

მიყვარხარ!
და მადლობა დასაწყისიდან, რომ აქ ხარ! ♥️

სალანდერი
მწვანე მანგო. . .
მწვანე ლიმონი. . . მეჩვენება თუ ცდილობ მწვანე ფერი შეიყვარო?
გუშინ ღამითაც ისე ლამაზად ჩამყვა სიზმრებს რომ ვხედავდე, უეჭველად მწვანე მანგო დამესიზმრებოდა. . .
რაღაც გეზი აიღე თითქოს, ერთი პერიოდი რომ ფერებზე იყავი ისე, სანამ თემას არ გაწურავ არ გაჩერდები. . . არც უნდა გაჩერდე, რაზეც გეწერება იმაზე უნდა წერო, სანამ სათქმელი არ დაგელევა. . . აქ ის კარგად ჩანს მე რაც მიყვარს, "შეკვეთით ვერ წერ" რაც მოვა იმას გვიყვები.
ცოტა თავბრუდამხვევია აქ ყველაფერი. კითხვის მანძილზე ვერც ერთხელ მივხვდი, როდის წყდებოდა რეალობა და გადადიოდა ირეალურში ყველაფერი. თუ საერთოდ არაფერი ყოფილა რეალური? ან იქნებ ყველაფერი რეალური იყო. მეგონა გუშინ რომ გამიჭირდა გააზრება, იმის ბრალი იყო, ნახევრად რომ მეძინა, მაგრამ დღესაც რამდენჯერ გადავიკითხე. რომ გითხრა ყველაფერი გავიგე მეთქი არა, არც შენ წერ იმისთვის რომ ყველაფერი გაგიგონ და არც მე "გკითხულობ" იმისთვის რომ ყველაფერი მესმოდეს. საერთო, შენს მკითხველებს, წესით არცერთს არ გვაქვს პრეტენზია რომ შენი ენა ბოლომდე გვესმის. სწორედ ეს მოგვწონს.
შენი კითხვისას, ზოგჯერ ვხვდები, რომ ყველაფერი გენიალური, სულაც არ არის მარტივი. . .
შენ, შენი ნაწერებიანად, ყველაზე გენიალური სირთულე ხარ, რაც კი ოდესმე მინახავს.
ძალიან მიყვარხარ პატარა. . .
წერე_მეთქი არ გთხოვ, ვიცი ამის გარეშე, ისედაც არ შეგიძლია. . . ❤

ჯადოსნური ღამიდან ჯადოსნურ დილამდე შენზე სიზმარი ვნახე, ოღონდ არ მოგიყვები, საიდუმლოა.
ვიცი, რომ ყველაფერი იცი და შენც იცი, რომ ვიცი, რომ ყველაფერი იცი.
მომენატრა ეს.
მე ვერასდროს გპასუხობ შენ ისე, როგორც მინდა. თითქოს, ყველა ახალი ნაჭერი პირველი შეხვედრა იყოს და მე ისევ ისეთი მორცხვი, გაჩუმებული.
ამასაც აქვს თავისი ხიბლი. მერამდენე პირველი შეხვედრა გვაქვს უკვე . . .

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ არსებობ.
მიყვარხარ უზომოდ, ჩემო!
♥️

სიბილა
დედამიწას გადავემალე, და როგორც ჩანს, აქედან არ ხარ
kissing_heart

სიბილა
დედამიწას გადავემალე, და როგორც ჩანს, აქედან არ ხარ
kissing_heart

მიხარიხარ! ♥️

№9  offline წევრი ნორმი

"მაშინებ - მეთქი, მანგოს სიყვარულო."
ჩემთვის საუკეთესო მწერალი ამ საიტზე.
როგორც მკითველი შეიძლება არ გეცნო.
მაგრამ მე გცნობ უკვე სურატბითაც.. kissing_heart kissing_heart heart_eyes heart_eyes
--------------------
მორფეოსი

№10  offline ადმინი ელპინი

ნორმი
"მაშინებ - მეთქი, მანგოს სიყვარულო."
ჩემთვის საუკეთესო მწერალი ამ საიტზე.
როგორც მკითველი შეიძლება არ გეცნო.
მაგრამ მე გცნობ უკვე სურატბითაც.. kissing_heart kissing_heart heart_eyes heart_eyes

მგონი, დღეს ბედნიერი დღე მაქვს და ძალიან მიხარია.
მადლობა, ნორმი, უზარმაზარი მადლობა გაღიმებისთვის! ♥️

№11 სტუმარი სტუმარი ლილე

"ჰეი, შავო ზანგო
მომეცი მანგო,
მანგო ჩემია"-ი.ჩარკვიანი.
მგონი შენთვის დაიწერა და ვფიცავარ (შენ იცი ვის) რომ როგორც კი სათაური წავიკითხდ, გაუაზრებლად მივუსადაგე ეს სიმღერა.
მეორედ რომ წავიკითხე-თან ჩავრთე.
მესამედ რომ წავიკითხე-თვითონ ვმღეროდი.
და ხომ იცი ეს რასაც ნიშნავს.
შენ იცი რომ ეს ის არ არის ელ...მაგრამ ჯანდაბას...ეს ხომ მანგოა.
და შენ ელი ხარ.
პინ(.....)
მანგო შენია.

№12  offline ადმინი ელპინი

სტუმარი ლილე
"ჰეი, შავო ზანგო
მომეცი მანგო,
მანგო ჩემია"-ი.ჩარკვიანი.
მგონი შენთვის დაიწერა და ვფიცავარ (შენ იცი ვის) რომ როგორც კი სათაური წავიკითხდ, გაუაზრებლად მივუსადაგე ეს სიმღერა.
მეორედ რომ წავიკითხე-თან ჩავრთე.
მესამედ რომ წავიკითხე-თვითონ ვმღეროდი.
და ხომ იცი ეს რასაც ნიშნავს.
შენ იცი რომ ეს ის არ არის ელ...მაგრამ ჯანდაბას...ეს ხომ მანგოა.
და შენ ელი ხარ.
პინ(.....)
მანგო შენია.

მიყვარხარ და
ისედაც ხომ იცი შენ, როგორ არის და რა არის.
♥️

№13 სტუმარი სტუმარი Keto

მე არ გიცნობ, როგორც ზემოთ დაწერილი კომენტარების ავტორები...
არც შენ მიცნობ...
მე ძალიან ხელოვნური მომეჩვენა ნაწერი, თითქოს გაცრეცილი.
თუ არ გრძნობ, არ გესმის, როგორ შეგიძლია უბრალოდ გაგონილზე წერო რამე?!
ცოტა გაბრაზებული ვარ, რადგან მე მიყვარს მანგო, მიყვარს ყველა ნამდვილი მოგონება მასზე და როცა ვკითხულობ ხელოვნურად გამოგონილ, ათასჯერ გადახარშულ სიტყვებს ოღონდ ჩაჯდეს და ვიღაცას მოეწონოზე, რა თქმა უნდა არ მესმის.
თუ რასაც წერ ყველაფერი ბუნებრივია არც ერთი წამით არ მოგინდება ამის აქ დადება და გაყიდვა, არ მოგინდება ტყუილ უბრალოდ სრულადს მიწერე და სხვა ათასი ხელოვნურობები!
ეს ისტორია არ არის, ერთი ჩანახატია, რომელიც უბრალოდ მე პირადად არანაირ სიამოვნებას არ მანიჭებს...
ბოდიში მაგრამ ეს უნდა მეთქვა

№14  offline ადმინი ელპინი

სტუმარი Keto

საღამომშვიდობის, ქეთო.
თუ ვინმე მიცნობს, ჩემ ირგვლივ ტრიალებს, თუნდაც, შორიდან მიცნობდეს, იმანაც იცის, რომ პათეკურობა, არაბუნებრივობა, ხელოვნურობა - ყველაზე ნაკლებად მჩვევია.
რა ვიღაცას მოეწონოს, საერთოდ? :)))))))))))))))
ღმერთმანი, შემრცხვა - თუ გაიგებ, რისი, გამიხარდება. :)
ბოს-მდივანის სიყვარულზე და დაცემებზე წერას მალე ვგეგმავ. :)
მშვიდობიანი ღამე შენს ბოდიშთან ერთად, მოჩვენებებს არ სძინავთ. ♥️

№15 სტუმარი თათუს დავრდომილი დედამთილი

ოღონდ ეხლა დამცველები ნუ გამომიხტებით თქვენი ჭირიმე...ეს დაავიწყდა :დ :დ :დ

№16  offline ადმინი ელპინი

თათუს დავრდომილი დედამთილი
ოღონდ ეხლა დამცველები ნუ გამომიხტებით თქვენი ჭირიმე...ეს დაავიწყდა :დ :დ :დ

კლანები და ჯგუფები არ მყავს. ბანძი არ ვარ, ზოგიერთებივით. :)

№17 სტუმარი likakoo

შენი აზრი ვეღარ დაგიფიქსირებია ადამიანს რა... რა უბედურებაააა რიაააა
არიიიიიის?!

№18  offline ადმინი ელპინი

likakoo
შენი აზრი ვეღარ დაგიფიქსირებია ადამიანს რა... რა უბედურებაააა რიაააა
არიიიიიის?!

მაწუხებ.
კომენტარებში აპოკალიფსის მოწყობა და უაზრობა არ მითხოვია. მომწერე.
გადასარევად იცი, სადაც მიპოვი, თათია.

ელპინი
likakoo
შენი აზრი ვეღარ დაგიფიქსირებია ადამიანს რა... რა უბედურებაააა რიაააა
არიიიიიის?!

მაწუხებ.
კომენტარებში აპოკალიფსის მოწყობა და უაზრობა არ მითხოვია. მომწერე.
გადასარევად იცი, სადაც მიპოვი, თათია.

თათიას დაქალო - კიდევ. :)

№19 სტუმარი likakoo

ელპინი
likakoo
შენი აზრი ვეღარ დაგიფიქსირებია ადამიანს რა... რა უბედურებაააა რიაააა
არიიიიიის?!

მაწუხებ.
კომენტარებში აპოკალიფსის მოწყობა და უაზრობა არ მითხოვია. მომწერე.
გადასარევად იცი, სადაც მიპოვი, თათია.

უი არა რა თათია, ღმერთმა დამიფაროს ეგეთი ბანძი და გოიმური სახელი მერქვას. კაი , ბოდიში შეწუხებისთვის და წავედი , მოჩვენება მეძახის :)

№20 ახალბედა მწერალი ქეთი იმერლიშვილი

ელ პინ, ისევ და ისევ აბსტრაქტული ხაზები, ბუნდოვანება, ღრმა გრძნობები და არაქართული ენით მოქარგული ქართული ❤️
მანგო, გრეიფრუტი, ლიმონი... -კვლავ ჩემი საყვარელი შესაქცევი ❤️
ჰოდა, მითხარი, აბა, როგორ არ წამეკითხა? :D
კვლავ ფორმაში და შენს სტილში ხარ, ჩემო კარგო.
წარმატებები!
მხოლოდ ერთი რჩევა: მალინა - ჟოლო
--------------------
When nothing goes right, go left!

№21 სტუმარი სტუმარი ქეთო

ელპინ, არ ვიცი ჩემი კომენტარის შემდეგ ვინ გამოგეხმაურა ან ვინ გეგოგენე, მაგრამ ფაქტია ვერც ჩემი კომენტარის შინაარს ჩაწვდი და ძალიან არასწორად მიიღე ყველაფერი, ეს ლიკაკო ვინღაა ნამდვილად არ ვიცი და ზოგადად ასეთი რთულია დაურეგისტრირებელი მომხმარებლისთვის აზრის დაფიქსირება ისე, რომ სხვამ თავისთვის არ გამოიყენოს?!
საკმაოდ ვინანე კომენტარის დაწერა ისეთი დრამა ატყდა...
დარწმუნებული ვარ ახლაც ვიღაც თათა გგონივარ

№22  offline ადმინი ელპინი

ქეთი იმერლიშვილი
ელ პინ, ისევ და ისევ აბსტრაქტული ხაზები, ბუნდოვანება, ღრმა გრძნობები და არაქართული ენით მოქარგული ქართული ❤️
მანგო, გრეიფრუტი, ლიმონი... -კვლავ ჩემი საყვარელი ხილი შესაქცევი ❤️
ჰოდა, მითხარი, აბა, როგორ არ წამეკითხა? :D
კვლავ ფორმაში და შენს სტილში ხარ, ჩემო კარგო.
წარმატებები!
მხოლოდ ერთი რჩევა: მალინა - ჟოლო

ქეთი, მომენატრა შენი შეფასების წაკითხვა და ძალიან დავიმუხტე ახლა. უღრმესი მადლობა, საყვარელო.

ბოლო რჩევა კი ვიცი, მაგრამ "ჟ" ცუდად მხვდება, მალინა მომწონს. :(

მადლობა! ♥️

სტუმარი ქეთო
ელპინ, არ ვიცი ჩემი კომენტარის შემდეგ ვინ გამოგეხმაურა ან ვინ გეგოგენე, მაგრამ ფაქტია ვერც ჩემი კომენტარის შინაარს ჩაწვდი და ძალიან არასწორად მიიღე ყველაფერი, ეს ლიკაკო ვინღაა ნამდვილად არ ვიცი და ზოგადად ასეთი რთულია დაურეგისტრირებელი მომხმარებლისთვის აზრის დაფიქსირება ისე, რომ სხვამ თავისთვის არ გამოიყენოს?!
საკმაოდ ვინანე კომენტარის დაწერა ისეთი დრამა ატყდა...
დარწმუნებული ვარ ახლაც ვიღაც თათა გგონივარ

მოსაბეზრებელია უკვე.
გამიტყდა.
მადლობა!

№23  offline წევრი Kate1

მოკლედ, მეც კი მეშლება ნერვები, რომ ამ უაზრობის დასამტკიცებლად შევქმენი ჩემი გვერდი, მაგრამ გაითვალისწინე აწი რომ ზოგჯერ შეიძლება შენი ნაწარმოები არ მოეწონოს მკითხველს, მაგრამ სხვაზე ამის მიწერა მისი უპატივსცემულობაა, ნახვამდის!

№24  offline წევრი სიბილა

მშვენიერია.შენი პოპულარობა იზრდება.ტროლები და სურვილი იმისა, რომ სადმე რამე ვითომ ჯაან კრიტიკული აზრი ჩააქსოვონ -უკვე დიდი წარმატებაა.გიხაროდეს ელ))))გაცვეთილი და შენი სიტყვები?ნეტავ სხვაგან სად წაიკითხეს.აკრიტიკებ და რამეისეთი თქვი დავიჯერო ვეჟო, რაღა, ეეეეეე.ძაან კინტოური კრიტიკა იყო laughing

და ჰო, მართლა, ამის აქ დადება და გაყიდვა საერთოდ რას ნიშნავს?)))

№25  offline ადმინი ელპინი

რუსა, შენ ხო იცი, ვის თავს გეფიცები ახლა, რომ ძალიან მიყვარხარ და აუუუუუ, როგორი ჯიგარი ხარ შენ!
უაზროდ გამეღიმა და ბედნიერი ვარ, შემრცხვა - მეთქი და ბოლოს შენც თქვი, რაც. მადლობა, მადლობა, მადლობა! ♥️♥️♥️♥️♥️♥️

№26  offline წევრი სიბილა

უფ, ჩემი აზრი დავაფიქსირე, ხომ იცი,ამას ვინმეს ან თუნდაც შენი სიამოვნებისთვის არ ვაკეთებ ხოლმე, ასეთი ვარ და უაზრო რამეებს ვერ ვიტან.და ვისაც იფიცებ , იმას გადაეცი, მოგვაქციოს ცოტა ყურადღება))

№27  offline ადმინი ელპინი

რა გავაკეთო, რომ მართლა ძალიან გაფასებ და მიყვარხარ?! ათასი მადლობა! ♥️

№28 სტუმარი წარსულს მონატრებული

ჰაი, შენ ახალი ხარ ხო?
ანუ, მე არ მეცნობი და ზოგადად პირველად გკითხულობ.
აი, წარსულში ბევრ მწერალს ვკითხულობდი და ისინი მენატრებიან და ახლა ეს რომ წავიკითხე ისეთი დე’ჟავუ მქონდა მეტი არ შეიძლება.
ასეთი სტილი, ზოგადად აქტუალურია დღეს, აი ლაკონურად ძალიან ბევრს რომ გადმოსცემ, ერთ დაწერ და ას გულისხმობ.
აი თუ დრო გექნება ‘წითური გოგონას’ ან ‘ფორთოხლის’ ჩანახატებს გადაავლე თვალი დარწმუნებული ვარ ბევრჯერ გაგეღიმება.
მე მქონდა მომენტები, რომ მომიწია ერთი მომენტის გადაკითხვა, ვერ გავიგე რას გულისხმობდი და დავიკარგე, მაგრამ მთავარია შენ გესმის ხო?!
ხოდა, კიდე სასვენ ნიშნებს სვამ ძაან შენებურად, ისედაც როგორ წერ, რომ აზრის გამოტანა სჭირს და ეს მძიმე ტირე უფრო მაბნევდა ;დ
და ჟ ო ლ ო, მალინა ძაან გულზე მხვდებოდა.
ვფიქრობ განვითარება შეგიძლია, მაგრამ თუ გინდა მკითხველმა ფართო მასებზე გაგიგონ უფრო ფართოდ წერე, ან ასე დაწერე და გქონდეს შენთვის.
მოკლდე, წარმატებევი! <3

№29  offline წევრი სიბილა

ამ მოკლდეს უთხარი, წარმატებევი შენთვის დაიტოვეთქო))))და, ისა, კიდე, მოვეშვათ წარსულ დროებზე დარდი-თქოო, ფართოდ წერე ელპინ))აუ, შენც ის გაისიქრეხოოო ფართოზე)))

უი სიქრეზე არ გარითმო, ფიქრი მინდა ეხლა ფიქრი, თორემ ძან შორს წავედიით)))

№30  offline ადმინი ელპინი

წარსულს მონატრებული
ჰაი, შენ ახალი ხარ ხო?
ანუ, მე არ მეცნობი და ზოგადად პირველად გკითხულობ.
აი, წარსულში ბევრ მწერალს ვკითხულობდი და ისინი მენატრებიან და ახლა ეს რომ წავიკითხე ისეთი დე’ჟავუ მქონდა მეტი არ შეიძლება.
ასეთი სტილი, ზოგადად აქტუალურია დღეს, აი ლაკონურად ძალიან ბევრს რომ გადმოსცემ, ერთ დაწერ და ას გულისხმობ.
აი თუ დრო გექნება ‘წითური გოგონას’ ან ‘ფორთოხლის’ ჩანახატებს გადაავლე თვალი დარწმუნებული ვარ ბევრჯერ გაგეღიმება.
მე მქონდა მომენტები, რომ მომიწია ერთი მომენტის გადაკითხვა, ვერ გავიგე რას გულისხმობდი და დავიკარგე, მაგრამ მთავარია შენ გესმის ხო?!
ხოდა, კიდე სასვენ ნიშნებს სვამ ძაან შენებურად, ისედაც როგორ წერ, რომ აზრის გამოტანა სჭირს და ეს მძიმე ტირე უფრო მაბნევდა ;დ
და ჟ ო ლ ო, მალინა ძაან გულზე მხვდებოდა.
ვფიქრობ განვითარება შეგიძლია, მაგრამ თუ გინდა მკითხველმა ფართო მასებზე გაგიგონ უფრო ფართოდ წერე, ან ასე დაწერე და გქონდეს შენთვის.
მოკლდე, წარმატებევი! <3

ახალი არა, ორი წელი გავიდა, რაც საიტზე ვარ და მანამდე, როგორც მკითხველი, რამდენი წელი ვიყავი, ვინ დათვლის. მოკლედ, შევაბერდი საიტს.
საიტზე ბოლო წლებია ნაკლებად ვკითხულობ, შეიძლება, არც. იშვიათად რომ მომეწონოს ვინმე, ფორთოხალი და წითური გოგონაც არ ვიცი, შესაბამისად, მაგრამ აუცილებლად ვნახავ.
მიყვარს ყველაფერი, რასაც ვწერ. ის ტირეებიც, მძიმეებიც, წერტილებიც და სიტყვები - თავისთავად.
ჟოლოიანი ჩაი, ან ჩაი ჟოლოთი რა უბედურებაა, არ მომეწონა და იმიტომ იყო მალინა. :)
მიხარია, რომ წამიკითხე და დიდი, დიდი მადლობა. მასებს, რაც შეეხება, ყველაზე ნაკლებად.
ჩემთვის ვწერ და მიხარია, ყველამ ხომ არ უნდა გაიგოს ყველაფერი . . . ♥️

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent