შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უსაზღვროდ (თავი 13)


16-08-2019, 22:41
ავტორი sabah alkhyr
ნანახია 791

დილის სინათლემ თვალი მოჭრა და უკმაყოფილოდ შეიშმუშნა, სახეზე გაშლილ ხელს იფარებდა და მზის სხივის მოჩრდილვას ცდილობდა. უკვე უკმაყოფილოდ კრუტუნებდა, როცა მოულოდნელად ჩრდილი აეფარა სახეზე და მზის სინათლე ჩააქრო. კმაყოფილმა თვალები გაახილა და მოულოდნელობისგან შეჰყვირა. მის დანახვას არ ელოდა, ეგონა ესიზმრებოდა და წამწამები ერთმანეთს რამდენჯერმე ჩაახუტა და დააშორა, მაგრამ ლანდი არ გაქრა. ბოლოს დარწმუნდა მის სინამდვილეში და საწოლზე წამოჯდა. მის პირდაპირ სკამზე იჯდა, მუხლებს იდაყვებით ეყრდნობოდა და შეერთებული თითებით ტუჩებს ეხებოდა, ახალგაღვიძებულს თვალს არ აშორებდა. ცოტახანს ხმას არც ერთი იღებდა, ადგილზე გაყინულები, აგრეთვე გაყინული თვალებით უყურებდნენ ერთმანეთს და ასე კონტაქტობდნენ, ბოლოს ეს უსასრულო სიჩუმე გაუსაძლისი რომ გახდა გიორგიმ ტუჩებს თითები მოაშორა და ლაპარაკი დაიწყო.
- გისმენ…
- რას მისმენ…
- წამალს რატომ არ სვამ,- თვალი ზეწარს გაუსწორა.
- ვსვამ…
- ნუ მატყუებ, - ზეწარზე თვალგაშტერებულმა მშვიდად ამოთქვა, თუმცა ელენემ მაინც შეატყო ხმაში სიბრაზის ნაპერწკლები,- იგივე რაოდენობისაა რაც წინა დღეს დავტოვე.
- ვცდილობ დამოკიდებული არ გავხდე,- თვალი მორცხვად აარიდა,- არ მინდა წამალზე დამოკიდებულმა გავატარო მთელი ჩემი ცხოვრება.
- და თუ გჭირდება მაგ სიცოცხლისთვის? - ბუნდოვანი თვალებით ამოხედა.
- მაგის გარეშეც შეიძლება იცოცხლო.
- მართლა? - თავი უკმაყოფილოდ გაიქნია და სკამის საზურგეს მიეყრდნო, - გუშინ წინ ლამის ხელებში ჩამაკვდი, გუშინ გონება დაკარგული ამოგიყვანე ოთახში, და დღეს რას აპირებ? - ცინიკურად გახედა.
- დღეს ვეცდები შენს მკლავებში არ ავღმოჩნდე - ამ სიტყვებზე მამაკაცმა გულიანად გადაიხარხარა, სიცილის დროს თვალის კუთხეებში პატარა, წვრილი ნაოჭები იჩენდა თავს და უფრო მეტ ხიბლს სძენდა ისედაც ზედმეტად სიმპათიურ გიორგის, - რა გაცინებს?
- ჯერ კიდევ ვერ ხვდები ხო?
- რას ვერ ვხვდები?- გაოგნებული თვალებით უყურებდა მოცინარ მამაკაცს. გიორგი დასერიოზულდა და ისევ ჩაფიქრებული, ერთდროულად ბრაზ და წყენა მომდგარი თვალებით გახედა.
- ელენე, საქმე იმაში კი არ არის, რომ შენი ხელში აყვანა მიწევს, საქმე იმაშია რომ მაშინებ, ძალიან მაშინებ.
- გაშინებ? ნუთუ შენ რამის გეშინია? - ოდნავ ჩაღიმებით ჩაილაპარაკა.
- კიი მეშინია, მეც მაქვს შიშები. მისმინე ელენე, გგონია რადგან მაფიის ბოსი ვარ არაფრის უნდა მეშინოდეს? - მხრები აიჩეჩა, - მეშინია და თან, როგორ. ერთი რამის მეშინოდა და ჩემი შიში გამართლდა. ახლაც მაქვს ეს გრძნობა და მეშინია ჩემი შიში ისევ არ გამართლდეს.
- რისი გეშინოდა ან ახლა რისი გეშინია?
- ამას შენთვის არ აქვს მნიშვნელობა, - ფეხზე წამოდგა და საწოლის კიდეზე დაგდებულ სიგარეტის ყუთსა და სანთებელას დასწვდა, - ყველაფრით ნუ ინტერესდები, - სიგარეტს მოუკიდა და აივანზე გავიდა. წუთის შემდეგ კარის ჩარჩოს მიეყრდნო და განაგრძო, - გინდა სიმართლე გითხრა? - ჭინჭრის ორი ყლორტივით მუქ, მწვანე თვალებში ინტერესი ჩაუდგა, - ძალიან დავიღალე ამ ყველაფრით, - ღრმა ნაფაზი დაარტყა და კვამლი გარეთ გამოუშვა, - მეხუთე წელი ხდება რაც მათი ბატონი ვარ და ვატყობ, რომ სრულიად გამოვიფიტე. დავიღალე ამდენი ჩხუბით, შურის ძიებით, სისხლის ღვრით, მწვალებლობით. ჩემი ეს მდგომარეობა სიმდიდრედ და დიდ ძალაუფლებად მოგეჩვენება, მაგრამ ჩემთვის ყოველი ერთი გათენებული დღე ჯოჯოხეთის გზაზე გადადგმული ერთი ნაბიჯია, - ბოლო ნაფაზი დაარტყა და ნამწვი მოისროლა, ცოტახანს დუმდა და ცას შეყურებდა, მერე თითქოს სადღაც შორიდან გაისმა მისი ნისლიანი ხმა, - ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ამას ვერ ვაჩერებ. შენ ერთხელ მკითხე, შენი ცოლად მოყვანით მეც გამიკეთდებოდა თუ არა საქმე, - თავი მოაბრუნა და დანისლული მუქი ყავისფერი თვალები შეანათა, - კი, ზუსტად ასეა. ჩემი ვადა იწურება. როდესაც კლანის ბატონი გავხდი პირობა წამიყენეს, ხუთი წლის განმავლობაში თუ ოჯახს არ შევქმნიდი მომიწევდა სხვისთვის დამეთმო ადგილი, და მე ეს არ მინდა,- საწოლთან მდგარ სკამზე დაჯდა და საზურგეს მიეყრდნო, - არა იმიტომ, რომ ეს ძალაუფლება მომწონს, არამედ იმიტომ, რომ რაღაცის შეცვლა მინდა.
- რას გულისხმობ?
- ისინი ძაღლები არიან ელენე და ხოო, გუშინ ზუსტად აღნიშნე ჩემი კლანის ძაღლებს ჩემი შეჭმა უნდათ.
- და მე სატყუარა ვარ?! - ხმაში წყენა შეერია ელენეს.
- სატყუარა არ ხარ, შენ საშუალება ხარ, რომ ამ საშინელ ისტორიას კარგი დასასრული ჰქონდეს.
- მე სათამაშო არ ვარ…
- არც მე ვარ მოთამაშე, მაგრამ შეგიძლია დახმარება გამიწიო…,- მერე ცოტახნით დადუმდა და ისევ გააგრძელა, - აქამდე ძალას გატანდი და გაიძულებდი, რომ ცოლად გამომყოლოდი, მაგრამ ახლა მინდა არჩევანის უფლება მოგცე. რასაც შენ გადაწყვეტ…, - დუმილი ჩამოწვა, სიტყვები სადღაც გაქრა და გამაყრუებელი სიჩუმე ოთახში წუოდა. ბოლოს, როგორც იქნა ელენემ ამოიღო ხმა.
- მაგრამ შენ ყველასთვის ნათქვამი გაქვს, რომ ვქორწინდებით,- თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა,- და ქორწილი შემდეგ კვირაშია.
- ნუთუ არ შეიძლება ვიჩხუბოთ და დავშორდეთ?! - სევდიანი ღიმილით ამოთქვა და დაბინდული თვალებით გოგონას სახის თითოეული ნაკვთი შეისწავლა.
- და ჩემს ძმას არ უჩივლებ?
- შენი ძმისთვის ჩივილს არც არასდროს ვაპირებდი, ეს მხოლოდ საშუალება იყო შენი ამ სახლში დატოვების.
- ე. ი თუ მომინდა ნებისმიერ დროს შევძლებ აქედან წასვლას? შენგან წასვლას?
- თუ გინდა ჩემგან წახვიდე, მაშინ კიი, - თვალებში სევდა ჩაუდგა, მისმა ღიმილმა ძალა დაკარგა.
- იცი?! ახლა, როცა მათავისუფლებ და მიშვებ, თითქოს აღარ მინდა წასვლა,-საწოლიდან წამოიწია და წამოდგა, ახლა გიორგის წინ მშვენიერი ქანდაკი ასვეტილიყო, გრძელი თმა რომ აბურდვოდა და ვარდისფერი პენუარი ადგილ-ადგილ დაკუჭვოდა, - არ ვიცი რატომ, მაგრამ გული მეუბნება, რომ დავრჩე, თან არც ჩემი ძმა და არც ანა ქვეყანაში არ არიან, მე კი მეშინია მარტო ყოფნის. ასე რომ მოგიწევს ჩემი ატანა, - ტუმბოზე დადებული სიგარეტის კოლოფი აიღო, დააკვირდა და თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა, - რა სიამოვნებას ხედავთ ამ სიგარეტში.
- ნერვებს აწყნარებს…
- მეც დამიწყნარებს? - გიორგიმ წარბი აუწია, - რა იყო? არ მაქვს უფლება? ჯერ ჩემი ქმარი არ ხარ და უკვე აკრძალვები დაიწყე? - მისი გამხიარულება სცადა, მაგრამ მის სახეზე ოდნავი ღიმილის ნატამალიც არ იყო.
- არ მომწონს ქალები, რომ ეწევიან, - მრისხანებამ გაირბინა მის ხმაში, ფეხზე წამოდგა და კოლოფი გამოართვა, - ყველაფერში კაცებს რომ ბაძავთ არაა მოსაწონი.
- ოჰ, თქვენ, რომ საყურე წაგვართვით? გრძელი თმაც და წარბებსაც იქნით,- ვითომ უკმაყოფილოდ გააქნია თავი.
- შეიძლება ჩამორჩენილი დამიძახო, მაგრამ მასეთი ბიჭების არსებობის არ მესმის, ვერ ვიტან. შეიძლება ორიენტაცია -,, მამაკაცი" იყოს, მაგრამ რთულია პიდარასტისგან გაარჩიო, შენთან ბოდიში ამ სიტყვის გამო.
- არ იღელვო მაგაზე.
- ღმერთმა რადაც მოგავლინა ის უნდა შეირგო. რომ სდომოდა პირდაპირ ქალად შეგქმნიდა, კაცის შექმნისთვის კი აღარ იწვალებდა.
- გეთანხმები. არ მომწონს ბიჭზე საყურე და არც გრძელი თმა, მაგრამ წარბები უნდა ამოიქნან ზოგ-ზოგიერთებმა, აბა რა უბედურებაა მაზდას ლოგოს რომ გვანან ხოლმე? - ელენე აკისკისდა და გიორგიც აიყოლია. ზუსტად ამას ცდილობდა და მიზანს მიაღწია კიდეც. გიორგის თვალები დათბა, ბურუსი გაიფანტა და წმინდა ყავისფერი გაუხდა, ელენეს მწვანე თვალებში კი სიყვარულის პატარა ნაპერწკალმა გაიელვა.
- მხიარული ხარ, მიხარია, რომ იცინი და აღარ ჩხუბობ, - თვალი ჩაუკრა.
- თუ არ გამაბრაზებ გიჟი კი არ ვარ ვიჩხუბო…
- ე. ი შევთანხმდით? ეს მხოლოდ ფორმალობა იქნება და მეტი არაფერი, - ხელი გაუწოდა ჩამოსართმელად.
- შევთანხმდით მხოლოდ ერთი პირობით….
- რა პირობით? - დაეჭვებით გახედა და ნაზ თითებს თავისი ჩასჭიდა.
- სადმე წავიდეთ…



***

- ბატეთის ტბა არის მეწყრული წარმოშობის ტბა საქართველოში, რომელიც ზღვის დონიდან 1313 მეტრზე მდებარეობს და 12 მეტრის სიღრმისაა. მეწყერი, რომელმაც ტბა წარმოქმნა სამხრეთიდანაა ჩამოწოლილი. თავად ტბის წყალი მუდამ გამჭირვალე და მტკნარია, გარშემორტყმულია წიწვნარ-წიფლნარი ტყით, რომელიც წელიწადის ამ დროისთვის ულამაზეს პეიზაჟს ქმნის და მტკნარ ტბაში ირეკლება. დეკემბრიდან მარტამდე გაუდნობელი ყინულითაა დაფარული, ამიტომ შეგვიძლია ვთქვაათ, რომ გაგვიმართლა, - მანქანის ძრავი გამორთო და მანქანიდან გადავიდა, - წამოდი, ცოტა ფეხით უნდა გავიაროთ. იქ სადაც ჩვენ მივდივართ მანქანა ვერ მივა, - ელენე მანქანიდან ფრთხილად გადავიდა და ზურგით კარს მიეყრდნო, სამ საათიანმა მგზავრობამ ძალიან დაღალა, მაგრამ ნამდვილად უღირდა ეს დაღლა ამ სილამაზის სანახავად.
წითელი, ყვითელი, მწვანე და ყავისფერი ფოთლებით გაფორმებულ ხალიჩაზე მდგარი ხეები თითქოს თავს იწონებდნენ და იმავე ფერებში გაწყობილი კაბებით მნახველებს იზიდავდნენ. თითქოს ნისლი ჩამოწოლილიყო მაღალი ხეების წვერზე და ნელ-ნელა ქვევით მოიწევდა. ახლა ოქტომბერია, დრო როცა ნისლი იღვიძებს მთებში და სასეირნოდ მიემგზავრება.
გარემოს თვალიერებისას ვერც კი შეამჩნია, რომ გიორგის საგრძნობლად ჩამორჩა, მუხის ხის ქვეშ ჩერდებოდა და გამხმარ ფოთლებში რკოებს ეძებდა, ეს მამამისს ახსენებდა. გონს, რომ მოეგო გიორგი ვეღარ დაინახა და ძალიან შეეშინდა, უკვე ბნელდებოდა და ალბათ ცხოველებიც გამოვიდოდნენ სანადიროდ. უკვე მამაკაცისთვის დაძახებას აპირებდა, რომ ხელზე დაეჭიდნენ და უკან შეაბრუნეს, შიშისგან იკივლა. გიორგის დანახვამ გაახარა და უნებლიედ მის კისერს ხელები შემოხვია, ახლა თავს უსაფრთხოდ გრძნობდა.
- მეგონა დაგკარგე…, - მამაკაცის ხელები ქალის წვრილ წელს შემოეხვია და თავისკენ მჭიდროდ მიიზიდა, მაგრამ მოულოდნელად ხელიდან გაუსხლტა და უკან დაიხია. .
- მე კიდევ მეგონა, რომ აქ დამტოვე…, - შუბლზე ჩამოყრილი თმა უხერხულად გადაიწია და გაყინული თითები ტუჩებთან მიიტანა.
- არასდროს… არასდროს დაგტოვებ მარტოს,- მისი ცალი ხელი საკუთარში მოიქცია და წინ გაუძღვა, - სწრაფად უნდა წავიდეთ, თორემ აქ მალე ღამდება.
დაახლოებით 15 წუთიანი სიარულის შემდეგ, როგორც იქნა დანიშნულების ადგილს მიაღწიეს. სამკუთხა სახლი, პირდაპირ ტბის პირას, ჩამოცვენილი ფერადი ფოთლებით დაფარული სახურავით, სახურავზე ბუხრის მილით, კრემისფერი კედლებით. პატარა ოთხკუთხა ფანჯრები და ოთახი სხვენში. ყავისფერი კარები და წარწერა კარის თავზე ,, welcome", თითქოს ზღაპრული სამყაროში შესასვლელად გიხმობდა. შესასვლელთან პატარა ხის მაგიდა და ორი პატარა სკამი. ფანჯრებზე ყვითელი ყვავილები. სახლის გვერდით პატარა ნაძვები და საბუხრე შეშა. ეს ის ყველაფერი იყო რაზეც ელენე ხშირად ოცნებობდა. სახლი ტბის პირას, ხეების ჩრდილში.
- ულამაზესია, - აღფრთოვანებისგან აღმოთქვა და სულმოუთქმელმა გიორგის ხელი უფრო მჭიდროდ ჩაჭიდა, - თითქოს ჩემი ოცნება აასრულე.
- სახლი ტბის პირას? ეს ჩემი სამყაროა, ადგილი სადაც სულიერად ვისვენებ, ადგილი რომელიც არავინ იცის და შენ პირველი ხარ ვინც აქ მოვიყვანე. წავიდეთ, - წაქცეული ხის მორიდან ფრთხილად ჩამოსვა და სახლისკენ წავიდა,-სამწუხაროდ სინათლე არ გვაქვს. მხოლოდ სანთლებით და ბუხრის ცეცხლით შევძლებ გავანათო ოთახი.
- რა რომანტიკული ხარ, - ჩაიცინა და მიმავალს უკან გაჰყვა. გიორგიმ კარში გასაღები მოარგო და გადაატრიალა, კარი ჭრიალით შეიღო და ბნელში ჩამალული, ცივი ოთახი შემოეგებათ. შიგნით იმაზე მეტად ციოდა ვიდრე გარეთ. ტბისკენ მიმართული კედელი მთლიანად ვიტრაჟიანი იყო, წითელი სქელი ფარდა ოდნავ გადაწეულიყო და სინათლის ბოლო ამოსუნთქვას ატარებდა. მარჯვენა კედელთან ბუხარი და საბუხრე შეშა იყო, ბუხრის წინ კი თეთრი დივანი თავისი სავარძლებით. მარცხენა კედლის კუთხეში პატარა სამზარეულო, რომელსაც მთლიანი ოთახისგან დაბალი ბარი ჰყოფდა. ვიტრაჟიან კედელში ჩამაგრებული კარი ვერანდაზე გადიოდა, რომელიც პირდაპირ ტბაში იყო ჩასული ოჩოს ფეხებით. სხვენში ასასვლელი კიბეები კედელს მიუყვებოდა პატარა საფეხურებით. კიბის ქვეშ წიგნების კარადა იდგა, როგორც ძველი, ასევე ახალი წიგნებით სავსე.
- მე ბუხარს ავანთებ, რომ გავთბეთ, შენ კი თავი ისე იგრძენი, როგორც საკუთარ სახლში, - შეშა კონუსისებურად დაალაგა, ზედ ბლანტი სითხე დაასხა და ცეცხლი მოუკიდა, მალე მთელი ოთახი ბუხრის მწველმა სინათლემ აავსო. ბუხრის მერე სანთლები აანთო უფრო მეტი სინათლისთვის და სხვადასხვა კუთხეში დაალაგა. რომ დაასრულა და შემოტრიალდა ელენეს უკვე აეღო ერთი წიგნი კარადიდან და დიდი ინტერესით კითხულობდა ბუხრის მკრთალ შუქზე, გიორგი რომ მიუახლოვდა თავი ასწია და განცვიფრებული თვალები შეანათა.
- ეს წიგნი შენ საიდან გაქვს? - დახურა და ყდა დაანახა,- ძალიან მცირე ტირაჟით გამოვიდა, ყიდვა ვერ შევძელი. სად არ ვეძებე, მაგრამ ვეღარსად ვიპოვე.
- ,, აიდა" ჩემი მეგობრის წიგნია, როგორც კი დაიბეჭდა თავისი ავტოგრაფით მაჩუქა, - წიგნი გადაატრიალა და უკანა ყდაზე გაკეთებული წანაწერი ამოიკითხა - ,, სახსოვრად ჩემ საყვარელ მეგობარ გიორგის, რომელმაც მუდამ იცოდა რა მიჭირდა და რა მტკიოდა, მარტო არასდროს მტოვებდა და მუდამ მამხნევებდა. მადლობა შენ, რომ ჩემი ტკივილები გაიზიარე. მიყვარხარ. ქეთი".
- ღმერთო, ე. ი ამ გოგოს იცნობ? ახლა სად არის? ან მეტი წიგნი რატომ აღარ გამოუშვა?
- კიი ვიცნობ. რთული პერიოდი ჰქონდა რომ გავიცანი, ეს რომანიც რთულ პერიოდში დაწერა. არ ეგონა ასეთ აღიარებას თუ მოუტანდა ეს ერთი პატარა წიგნი, თუმცა ცდებოდა. ახლა საზღვარგარეთ არის წასული, ოჯახთან ერთად, საქმეები დაულაგდა და სამოგზაუროდ წავიდა.
- შეიძლება ავიღო, - ინტერესიანი თვალი შეავლო წიგნს და თავი კმაყოფილმა გადახარა გვერდზე.
- კი, რა თქმა უნდა. წამოდი ბუხართან, გათბები.
- შეგიძლია ავტორზე მიამბო? რა სჭირდა ან რა პრობლემები ჰქონდა? - სავარძელში ფეხმორთხმით ჩაჯდა, მუხლებზე ,, აიდა" დაიდო და მოსასმენად გაემზადა, მაგრამ იმედი გაუცრუვდა.
- მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ავტორი 21 წლის გოგონაა, შენი სიმაღლის და აღნაგობის, გრძელი წაბლისფერი თმა და ყავისფერი თვალები აქვს.
- ეს ხომ ისედაც ვიცი?! - უკმაყოფილოდ გააქნია თავი და წიგნი გადაფურცლა - ,, თუ შენს სულში დარჩა თუნდაც ერთი აყვავებული ტოტი, მასზე აუცილებლად დაჯდება მგალობელი ჩიტი",- ძალიან მომწონს.
- შეგიძლია წაიღო, - ბუხრისკენ დახრილმა გიორგიმ გაუღიმა და ცეცხლში შეშა ჩაამატა. ის საღამო ელენემ ,, აიდას" კითხვაში გაიყვანა, გიორგიმ კი მის მოსმენაში.
,, თუ შენს სულში დარჩა თუნდაც ერთი აყვავებული ტოტი, მასზე აუცილებლად დაჯდება მგალობელი ჩიტი" - ამ წინადადებამ გიორგი ძალიან დიდი ხნის წინ ჩააფიქრა და გულში ჩაახედა, ახლა კი მისკენ გახედვით, ცეცხლი ნახევარ სახეს ძლივს რომ უნათებდა, მგალობელი ჩიტი დაინახა.скачать dle 11.3



№1  offline წევრი elene2619

როგორ მოუთმენლად ველოდი ახალ თავს და ჩემი მოლოდინები გაამართლე იცი ?! heart_eyes
როგორც იქნა დაზავდა ეს ორი გადარეული და დარწმუნებული ვარ მალე გრძნობების ისეთ ტალღას იგრძნობს ელენე რომ შეიძლება გაგიჟდეს heart_eyes აი გიორგი კი უკვე შეპყრობილია და ძალიან მომწონს... ელენეშ იმ "მგალობელ ჩიტს" ხედავს რომელსაც მისი გადარჩენა შეუძლია heart_eyes
ყველა ადამიანი იმსახურებს ბედნერებას არ აქვს მის წარსულს მნიშვნელობა... მთავარია მომავალი რომლის შეცვლა ყველა ჩვენგანს შეგვიძლია heart_eyes მე მჯერა გიორგისი და სიყვარულის ძალის heart_eyes heart_eyes heart_eyes
მოკლედ ახალი თავით გელოდები და არ მალოდინო რა დიდ ხანს heart_eyes

 


№2  offline წევრი sabah alkhyr

elene2619
როგორ მოუთმენლად ველოდი ახალ თავს და ჩემი მოლოდინები გაამართლე იცი ?! heart_eyes
როგორც იქნა დაზავდა ეს ორი გადარეული და დარწმუნებული ვარ მალე გრძნობების ისეთ ტალღას იგრძნობს ელენე რომ შეიძლება გაგიჟდეს heart_eyes აი გიორგი კი უკვე შეპყრობილია და ძალიან მომწონს... ელენეშ იმ "მგალობელ ჩიტს" ხედავს რომელსაც მისი გადარჩენა შეუძლია heart_eyes
ყველა ადამიანი იმსახურებს ბედნერებას არ აქვს მის წარსულს მნიშვნელობა... მთავარია მომავალი რომლის შეცვლა ყველა ჩვენგანს შეგვიძლია heart_eyes მე მჯერა გიორგისი და სიყვარულის ძალის heart_eyes heart_eyes heart_eyes
მოკლედ ახალი თავით გელოდები და არ მალოდინო რა დიდ ხანს heart_eyes

ღმერთო დამთბა გულში ❤️❤️
ისე კარგად აღწერე ყველაფერი შეიძლება შენი სიტყვები გამოვიყენო შემდეგ თავში❤️❤️
ავჩუყდი❤️❤️მადლობა დიდი ❤️❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი nancho

მომწონს ძალიან,თვალს გადევნებ და გელოდები.

 


№4  offline წევრი sabah alkhyr

სტუმარი nancho
მომწონს ძალიან,თვალს გადევნებ და გელოდები.

მადლობა ძალიან დიდი ❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent