შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დეტექტივობანა - (30)


17-08-2019, 13:38
ავტორი omexi
ნანახია 206

დღე მეცამეტე
შუაღამე გადასული იყო სოფელში რომ შევედი, ეს ბოლო ხანია სულ ღამ-ღამობით გვიხდებოდა გადაადგილება, პირსისხლიანი დამნაშავეებივით დავწძრწოდით უკუნეთში, ნათქვამია - «ქურდს რა უნდა და ბნელი ღამეო», ამ ანდაზას ჩავუფიქრდი, ჩვენს შემთხვევაში მისი მორალი არ ამართლებდა, რადგან სინამდვილეში ყველაფერი პირიქით იყო, ბოროტებას კი არ ჩავდიოდით, არამედ გავურბოდით მას.
დასახლებას ღრმად ეძინა, ქუჩაში ადამიანის ნასახსაც ვერ მოჰკრავდით თვალს, თუმცა ისიც აღსანიშნავია, ასეთ ამინდში ადგილობრივებს სახლში ჯდომა ერჩიათ.
თოვლი უკვე მუხლსზემოთ იდო, ჩვენი დანჯღრეული ავტო ძლივს იკაფავდა გზას, ძრავი ღმუოდა და უკან ხვავრიელ კვამლს აყენებდა, სიბნელეს მარტო ყვითლად მბჟუტავი შუქფარები ანათებდნენ.
«დეჟავიუს» შეგრძნება მქონდა, მეჩვენებოდა თითქოსდა ყველაფერი თავიდან მეორდება: - ქალაქიდან გაქცევა, მიყრუებულ სოფელში ჩასვლა, გაურკვევლობის, უმწეობისა და უკანონო პატიმრობის მუდმივი შეგრძნება, თუმცა მეჩვენებოდა კი არა სინამდვილეში ყველაფერი იგივე სცენარით ვითარდებოდა.
კვლავ იქ ვიყავით, საიდანაც ათი დღის წინ «დეტექტივობანა» დავიწყეთ: - სოფელ «გოჩაჯიხაიშში».
სახლი ჩაბნელებული და გარინდული დამხვდა, ჩემები რა თქმა უნდა შინ არ იყვნენ, ერთი შეხედვით მიტოვებულს წააგავდა, თუმცა უამინდობისა და უშუქობის გადამკიდე სოფელში მდებარე ყველა საცხოვრებელი მიტოვებული გეგონებოდათ.
მანქანა ეზოში შევაყენეთ და ცივ მისაღებ ოთახში შევედით, სანამ ღუმელს გავაჩაღებდი ხმა არ ამოგვიღია, მერე როცა აგიზგიზებულმა ღუმელმა ოთახში დაბუდებული სიცივე «წელში მოტეხა», ლაშამ მისი ძველი ქურქი გაიხადა, ხის ჭრაჭუნა ჯორკოზე მოკალათდა და ნაღვლიანი ხმით თქვა.
- ეს რა ვქენით ბიჭო, გასაჭირში მივატოვეთ მეგობრები.
ვიცოდი რაოდენ ტკიოდა გული, მეც ანალოგიურად ვიტანჯებოდი, მოღალატე და ორპირი, როგორც ჩემს სოფელში იტყოდნენ «ყველაფერზე ხელის მომწერი» კაცივით ვგრძნობდი თავს, რომელიც საკუთარი ტყავის გადარჩენისთვის მეგობრებს სწირავს, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, მაშინ გაქცევა ერთადერთი გამოსავალი იყო, დარჩენით ვერაფერს შევცვლიდით, ვერც მაძებრებს დავეხმარებოდით და პირიქით ჩვენც მათი საპატრონო გავხდებოდით.
ლაშას ჩემგან განსხვავებით, ბევრად მნიშვნელოვანი რამ აკავშირებდა «ტრიოსთან» - ქალბატონი მარიამი, მართალია ჩემთან საუბრისას მხოლოდ ჟარგონულად ამბობდა, რომ «ეს ქალი ევასება», მაგრამ სინამდვილეში ყურებამდე იყო მასზე შეყვარებული.
ამიტომ არაფერი მიპასუხია, აზრი არ ჰქონდა პირფერული სიტყვებით მის დამშვიდებას, ვიცოდი მაინც არაფერი გამომივიდოდა. ვიჯექი ღუმელთან თავჩაქინდრული და ყვითლად მოგიზგიზე ცეცხლის ალს ვუმზერდი.
- ჩვენ გვიცავდნენ, ჩვენი გულისთვის სისტემის წინააღმდეგ წავიდნენ, - ნაღვლიანად განავრცო გულისნადები ლაშამ, - ჩვენ კი... - სიტყვა არ დაასრულა, თვალებში შემომხედა და ხელი ჩაიქნია.
დამნაშავესავით ავარიდე მზერა.
გონება დავძაბე და გზატკეცილზე მომხდარი დაწვრილებით გავიხსენე, რა თქმა უნდა სოფლის სასაფლაოსთან ჩასაფრებული საპატრულო ავტომობილები ჩვენს გამოჩენას ელოდნენ, ალბათ მირიან ტყეშელაშვილი რაიონულ ბლოკპოსტებს დაუკავშირდა და დევნილების დაკავების განკარგულება გასცა.
მაგრამ საიდან გამოტვრა ის წყეული სატვირთო? - ეს შეკითხვა მოსვენებას არ მაძლევდა, ისიც კრიმინალიზირებული სამართალდამცავების გეგმის ნაწილი იყო, თუ შემთხვევით გადაგვეღობა გზაზე?
რაც არ უნდა იყოს სწორედ მან ითამაშა გადამწყვეტი როლი, რომ არა ლაშას უნარი ვირტუოზულად გაემართა თავისი დანჯღრეული ავტო, ახლა მარიამთან და თორდიასთან ერთად, ჩვენც მდინარე «გუბისწყალის» მღვრიე ტალღებში «ვიჭყუმპალავებდით».
შუბლი მოვისრისე, გადატანილი სტრესიდან თავ-ბრუ მესხმოდა, ბოლო დღეების დაძაბულობამ ახლა იჩინა თავი, ლაშაც თავჩაქინდრული იჯდა და სიმწრიდან კბილებს აკრაჭუნებდა.
რა უნდა მექნა? ფუჭი თვითგვემა ვერც ჩვენ დაგვეხმარებოდა და ვერც მდინარეში გადაცვენილ მეგობრებს, ერთი ძველი ქართული ანდაზა გამახსენდა - «ღამე ყველა მაკეა და არავინ იცის დილა რასა შობს».
ლაშასკენ მივტრიალდი.
- სჯობს დავიძინოთ, - მოკლედ შევთავაზე.
მან ქვემოდან ამომხედა, მერე ღრმად ამოიოხრა, ფეხზე წამოდგა და ოთახში გაიარ-გამოიარა.
მეგობარს თვალი გავაყოლე, ხმა არ ამომიღია, ვიცოდი არაფლისმომცემი სიტყვები ზედმეტი იყო, ამიტომ მოგიზგიზე ცეცხლს მივაცქერდი და მწარე ფიქრებში ჩავიძირე.
რამდენიმე წუთში ლაშამ უთავბოლო ბოლთა შეწყვიტა, ღუმელს მიუჯდა და ჩემსავით მზერა მიაყინა მოცახცახე ალს.
რამდენი ხანი ვიჯექით ასე არ მახსოვს, მერე როცა შევამჩნიე ლაშას თავჩაქინდრულს ჩასძინებოდა, ზლაზვნით გადავინაცვლე კუთხეში მდგარ ძველ ტახტზე და დაძაბულობისგან დაღლილი თვალები დავხუჭე.

**********

გაღვიძებულმა ერთ უცნაურობას მივაქციე ყურადღება, ოთახის განაპირა მდგარი ძველი მაცივარი, ხმადაბალი ზუზუნით მუშაობდა, არ იფიქროთ, რომ თავსგადახდენილმა ისტორიამ და სისტემატურმა დაძაბულობამ გონება ამირია.
მომუშავე მაცივარი ხომ იშვიათობა სულაც არ გახლავთ, უბრალოდ იმ დროს - ოთხმოცდაათიან წლებში, როცა სოფელს დილიდანვე ელექტროენერგია მიეწოდება, თანაც ასეთ უხვთოვლიან ამინდში, ნამდვილი საოცრებაა.
ფეხზე წამოვხტი, ჯერ ფანჯარაში გავიჭვრიტე, არ თოვდა, სამაგიეროდ დილის სუსხს წელამდე დადებული თოვლი ფქვილივით გამოეშრო, სახლის სახურავებიდან ნახევარმეტრიანი ყინულის ლოლუები გადმოკიდებულიყო, რომლებიც ამომავალი მზის სუსტ, სისხლივით წითელ სხივებზე ლამაზად ბრჭყვიალებდნენ და საახალწლო ფერად-ფერად გირლიანდებს ემსგავსებოდნენ.
ულამაზესი განთიადი იყო, მაგრამ როცა თავს გადახდენილმა ისტორიამ კვლავ მთავარი ადგილი დაიჭირა ჩემს ცნობიერებაში, წამსვე გამიქრა სილამაზის აღქმისა და მისი ჭვრეტის სურვილი, ფანჯარას მოვშორდი, ჯერ ღუმელი გავაჩაღე, მერე ლაშა გავაღვიძე, რომელსაც მოუხერხებელ სავარძელზე კისერმოღრეცილს ეძინა და ტელევიზორი ჩავრთე.
ათი საათი სრულდებოდა, იმედი მქონდა ადგილობრივი ტელევიზია გუშინ მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით, რამე ხელჩასაჭიდ სიახლეს მოიპოვებდა და ზერელედ მაინც გააშუქებდა, მართალია ზერელე ინფორმაცია დიდი ვერაფერი ბედენა იყო, მაგრამ იმ «ინფორმაციულ ვაკუუმს», რომელშიც იმჟამად ვიმყოფებოდით მაინც სჯობდა.
- უფფფ, - ამოიზმულვა ლაშამ, შემდეგ შუბლი მოისრისა, მაჯის საათს დახედა და ნამძინარევი ხმით დაუმატა, - მთელი ღამე «გაგუდული» მეძინა.
- მეც, - დავეთანხმე, - მაგარი დავიღალეთ გუშინ.
ის სავარძლიდან ზლაზვნით წამოდგა, უხერხული ჯდომიდან გაშეშებული წელი გაატკაცუნა და ტელევიზორის აციმციმებულ ეკრანს მიაჩერდა.
- ვა «დენი» არის? - გაუკვირდა.
არაფერი მითქვამს, ტელევიზორს მივუახლოვდი ტრიალა ბერკეტით, ტელეკომპანია «რიონის» არხზე გადავრთე და საინფორმაციო გამოშვებას დაველოდე.
სანამ თავს მოვიწესრიგებდით, გაყინულ სააბაზანოში ხელ-პირს დავიბანდით და კბილებს გამოვიხეხავდით, ამასობაში საინფორმაციო გამოშვებაც დაიწყო.
გადაცემის მთავარი თემა ქვეყანაში შექმნილი კლიმატური პირობები, უხთოვლობა და მისგან გამოწვეული ზარალი იყო.
დიქტორმა მაყურებელს კლიმატიდან მიყენებული ზიანი ციფრებში წარუდგინა, რომელიც საკმაოდ შთამბეჭდავი იყო და ქვეყნის ბიუჯეტზე უარყოფითად აისახებოდა.
როცა ეკრანზე ჩამოწერილ სიას თვალი გადავავლე მივხვდი, რომ ჩვენი ქვეყნის მწირი ბიუჯეტი, ერთ ღამეში რამდენიმე მილიონით გაღარიბდა, მაგრამ ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი სულ სხვა რამ გახლდათ.
დიდხანს ლოდინი არც დამჭირვებია, დიქტორმა სარეკლამო ჩართვის შემდეგ სასიამოვნო ხმით გვამცნო.
- გუშინ ღამის თერთმეტ საათზე არასახარბიელო კლიმატური პირობების გამო ხონი-სამტრედიის გზატკეცილზე ავტო-საგზაო შემთხვევა მოხდა, მდინარე «გუბისწყალის» ხიდზე Каз-4540 «კოლხიდა» და მსუბუქი ავტომობილი Volvo-760 ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგად მსუბუქი ავტომობილი ადიდებულ მდინარეში გადავარდა, შემთხვევის ადგილზე ხონის რაიონული პოლიციის სწრაფი რეაგირების ჯგუფი მივიდა, რომლებიც ახლაც დაეძებენ დაკარგულებს.
რაღაც მსგავსის მოსმენას ველოდი, წინასწარ შემზადებულიც ვიყავი, მაგრამ მაინც მოულოდნელი იყო ჩემთვის, ესე იგი ქალბატონი მარიამი და კახაბერ თორდია, დაიღუპნენ? ამის დაჯერება არ მინდოდა, თუმცა ყველა ფაქტი ამაზე მეტყველებდა, თუკი მდინარეში გადაცვენილები დღემდე ვერ იპოვეს, ისინი ან ჰიპოთერმიით დაიღუპნენ, ან კრიმინალიზირებულმა სამართალდამცავებმა გაისტუმრეს საიქიოს.
ლაშას გადავხედე, თვალმოუშორებლივ მისჩერებოდა მკრთალად მოციმციმე ეკრანს და დაძაბული უსმენდა დიქტორს.
- მსუბუქი ავტომობილი Volvo-760 ქუთაისის საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოლიციის პოლკოვნიკის მირიან ტყეშელაშვილის საკუთრებას წარმოადგენს, - დიქტორი კვლავ აგრძელებდა საუბარს, - როგორც ბატონმა მირიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, დაკარგულები მისი ქვეშემდომები არიან: გამომძიებელი მარიამ პაიკიძე და ექსპერტი-კრიმინალისტი კახაბერ თორდია, რომლებიც ავარიის დროს სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდნენ - ეჭვმიტანილი გადაჰყავდათ. დღეს დილით დაკარგულების ძებნაში ქუთაისის პოლიციაც აქტიურად ჩაერთო.
- მაგარი თესლია ეს მირიანი, - დაბოღმილმა ჩაილაპარაკა ლაშამ, - გადარჩენის მაგივრად ალბათ ორთავე ჩააკლა მდინარეში.
ტელევიზორს ხმა ჩავუწიე და მეგობარს გავხედე, ნერვიულობიდან ფრჩხილებს იკვნეტდა.
- «შაკლებივით» მოვიქეცით, - ნერვებს აყოლილი კვლავ საუბარს აგრძელებდა ის, - უნდა დავბრუნებულიყავით უკან.
საწინააღმდეგოს მტკიცება არ დამიწყია, რადგან ვიცოდი ახლა მაგარ სტრესში იყო: - საყვარელი ქალი დაჰკარგა, მართალია ის ქალი მას ახლოსაც არ იკარებდა, მაგრამ ჩემი აზრით პლატონური სიყვარული, ხორციელ სიყვარულზე ბევრად ძლიერია.
ცოტა ხანი ჩუმად ვიჯექით, ლაშა შუბლს ისრესდა, დროგამოშვებით უკმაყოფილოდ შეიგინებდა და მაგიდაზე ნერვიულად ათამაშებდა თითებს.
ხმამაღლა ამოვიოხრე, ვერ გეტყვით რა დამემართა, ძალიან მომინდა დამელია, ალკოჰოლს იშვიათად ვეტანები, თუმცა მაშინ უკანასკნელი ლოთივით მსურდა გამომვთრალიყავი.
გაუთვითცნობიერებლად ვმოქმედებდი: - ჯერ ფეხზე წამოვდექი, ღუმელს შეშა შევუკეთე, შემდეგ მეგობარს მივუახლოვდი და უბრალოდ შევთავაზე.
- მოდი დავლიოთ.
ლაშამ უაზროდ გადმომხედა, ალბათ ჩემი სიტყვების შინაარს ათვიცნობიერებდა, მერე ხელი ჩაიქნია და მომიგო.
- დავლიოთ.скачать dle 11.3



№1  offline წევრი Rania

Au. Au auuuu. Rogir velodii. Ai mariami da tordia tu daigupnen ar vici ras vizammm. Martalia mcare realobaaaa. Magram mainc arminda amis dajerebaaa. Moutmeblad veli gagrzelwbass
--------------------
Q.qimucadze

 


№2 სტუმარი თიკა

ძალიან კარგი ისტორიაა და მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს ♡♡

 


№3  offline წევრი პერლა

როგორ მომწონს ეს ისტორია და მთელი გულით ველი ყოველ ახალ თავს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent