შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წყურვილი [ნაწილი IV, თავი 9] (18+)

18-08-2019, 11:29
ავტორი ჰაიკო
ნანახია 261

     პირველყოფილები ადგილზე ბრუნავდნენ მაქციების ალყაში და მოსისხლე მტრის უმცირეს მოძრაობასაც კი არ ტოვებდნენ ყურადღების გარეშე.
     მგელკაცები თავდასხმას არ ჩქარობდნენ, კარგად იცნობდნენ ელიტურ ვამპირთა წეს-ჩვეულებებს და ბრძოლის ტაქტიკას, ისინი ალფა მაქციების ბრძანებას ელოდნენ.
     - რას იტყვით? - კოვაქსს და მარკუსს მიმართა ლუციუსმა.
     - ყველაფერი აქვე და ახლავე უნდა დასრულდეს, - ცოფიანივით დაიღრინა შავგვრემანმა დემონმა და ბოგდანს საზარლად გაუღიმა.
     - არ ვარ ამის წინააღმდეგი, - ყრუდ თქვა მარკუსმა.
     - როგორც ჩანს, თქვენც ჩემს აზრს ადგახართ, - ჩვეულებისამებრ, ცივი ხმით მიუგო ქერა უკვდავმა.
     ალფა მაქციები ყურადღებით და გაფაციცებით უსმენდნენ მათ თითოეულ სიტყვას, მათი განსაკუთრებული უნარები და უკიდურესად გამახვილებული სმენა, რაც მგლის გენით იყო გამოწვეული, ამის საშუალებას აძლევდათ.
     - კარგი გართობა გველის, - ცინიკურად დასძინა კოვაქსმა და ხელები მოიფშვნიტა.
     - არის რამე შეცვლილი მათი ბრძოლის ტაქტიკაში? - იკითხა მარკუსმა.
     - არა, - თავი გააქნია ლუციუსმა, - ისინი ისევე იბრძვიან, როგორც ადრე, გაშმაგებით და თავდავიწყებით, სავსე მთვარე მათ გონებას ბინდავს და ზუსტად ესაა მათი მთავარი სისუსტე, რასაც ჩვენ რა თქმა უნდა მათ წინააღმდეგ წარმატებით გამოვიყენებთ.
     მარკუსმა მოწონებით დააქნია თავი, წელში გასწორდა და მელანქოლიური მზერა სალემის მაქციათა კლანის მეთაურს მიაპყრო.
     - ბოგდან, ოდესღაც ჩვენ ბრძოლის ველზე შევხვდით ერთმანეთს და მაშინ სიცოცხლე გაჩუქე, რადგან შენს სულში ბოროტება ვერ აღმოვაჩინე, - მან პაუზა გააკეთა, მაქციებს თვალი მოავლო და კვლავ ბოგდანზე შეაჩერა მზერა, - მაგრამ ახლა იგივეს გამეორებას არ ვაპირებ, შენ და შენი ხალხი ამ მშვენიერ მდელოზე ჰპოვებთ განსასვენებელს, თქვენს ძვლებს ტურები დახრავენ და ყორნები დაძიძგნიან..
     - მაგრამ უკანასკნელ შანსს გაძლევთ, რომ თავი გადაირჩინო და შენი ხალხი უვნებლად გაიყვანო აქედან, - მოღუშული სახით დაურთო ქერა პირველყოფილმა.
     მაქციები შედგნენ, წრეზე სიარული და ღრენა შეწყვიტეს, სამარისებური სიჩუმე გამეფდა, მგელკაცები მეთაურის გადაწყვეტილებას ელოდნენ.
     ბოგდანს მთელი გულით, მთელი არსებით სძულდა მედიდური და ძლევამოსილი პრიმუმები, მაგრამ ამჯობინა, მაინც მოესმინა მათი წინადადება.
     - მოიცადე, - მხარზე ხელის დადებით შეაჩერა ჯეიდენი, როდესაც დაინახა, რომ ის რაღაცის თქმას აპირებდა, წინ გამოვიდა და მკერდზე ხელებდაკრეფილი თავხედური და გამომწვევი გამომეტყველებით გადახედა პირველყოფილებს.
     - ჩვენ გთავაზობთ შემდეგს, - თქვა ლუციუსმა და მაქციებს მოავლო თვალი, ამით მათ აგრძნობინა, რომ წინადადებას არა ალფა მაქციებს, არამედ ყველას სთავაზობდა, ბოგდანს აშკარად უკმაყოფილება დაეტყო, რეალურად ხროვაში დიქტატურა და ერთპიროვნული მმართველობა სუფევდა, განურჩევლად ყველა ალფა მაქციას ემორჩილებოდნენ და განსხვავებული აზრის სულ უმცირესი გამოვლინებაც კი უსასტიკესად ისჯებოდა-ურჩ მგელკაცს კლანიდან კვეთდნენ, ეს უმძიმესი სასჯელი იყო.
     - თქვენი დაპირებები და წინადადებები მრავალჯერ გვაქვს მოსმენილი, - ცივად თქვა ბოგდანმა.
     - წინადადება ასეთია, - მიუგო ლუციუსმა, - თქვენ წახვალთ სალემიდან და ხოცვა-ჟლეტა შეწყდება, ჩვენ ჩვენი ძალებით მოვაგვარებთ ჩვენი კლანის ლიდერთან დაკავშირებულ უსიამოვნებებს და გადმოგვცემთ ურსაისს, ბარში მოწყობილი სასაკლაოს ინიციატორს, ის უნდა დაისაჯოს, - ლუციუსმა სასტიკი მზერა მიაპყრო ხროვის რანგით მეორე მაქციას, რომელიც ბოგდანისგან მარჯვნივ და ოდნავ უკან იდგა და ზიზღით აკვირდებოდა მას.
     ბოგდანმა წვერი მოიწიწკნა, ჯერ ურსაისს გახედა, შემდეგ კოვაქსს.
     - ლუციუს, შენ მთავაზობ, რომ ჩემი მეგობარი ჩემივე ხელით გადმოგცე? და დაუსჯელად დავტოვო ჩემი ქალიშვილის მკვლელი? - მან კოვაქსზე ანიშნა.
     - ჩვენი წინადადება უკვე მოისმინე, - ყინულივით ცივი ხმით თქვა ლუციუსმა.
     - კმარა, - დაიღრინა ბოგდანმა, - მოლაპარაკებების დრო დასრულდა, ლუციუს, დღეს ყველაფრისთვის აგებთ პასუხს, - მან კვლავ ჯეიდენის გვერდით დაიკავა ადგილი და ბრძანების გასაცემად მოემზადა.
     - რა სამწუხაროა, - ხმამაღლა გაიცინა კოვაქსმა, - როგორც ვხედავ, არ გსურთ ტკბილი სიბერე, - მან კვლავ საბრძოლო პოზა მიიღო და ეშვები გააელვა, - რას ელოდებით?

*****

     ტრევის ჯეკსონი ორივე ხელით დაძაბული ჩაფრენოდა საჭეს. გვერდით სავარძელში ტალია მეისონი მოკალათებულიყო კმაყოფილი გამომეტყველებით, ხოლო უკანა სავარძელზე მია იჯდა, საზურგეს მიყრდნობოდა, ფეხები მაღლა აეწია და მკლავები შემოეხვია, თითქოს თავს იცავდა, გაშტერებული მზერით იყურებოდა ფანჯარაში და საერთოდ ვერ აღიქვამდა გზის გასწვრივ მქროლავი ბუნების სილამაზეს, საშინელ ხასიათზე იყო, მისი წყალობით სამივე პირველყოფილის სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა და ზუსტად ეს კლავდა, ეს უდუღებდა გულს, მათი სიკვდილით მისი სიცოცხლეც დასრულდებოდა, მისი ცხოვრება დაინგრეოდა, არარაობად იქცეოდა, ხუხულასავით ჩამოიშლებოდა. გამოსავალს ვერ პოულობდა, წინა სავარძელზე მთვლემარე უძველესი ჯადოქარი დიდი ალბათობით სინქრონულ რეჟიმში კითხულობდა მის ფიქრებს და მის ყოველ გამოხტომას ელვის სისწრაფით აღკვეთდა.
     გოგონამ მამას გახედა. ტრევის ჯეკსონი კვლავ თვალმოუშორებლად გაჰყურებდა მთვარის სხივებით მბრწყინავ ასფალტს. ნეტავ რაზე ფიქრობდა ტალია მეისონთან შეთანხმებას რომ დებდა? მია საბოლოოდ დარწმუნდა, რომ მამამისი ჯადოქრის მძევალს წარმოადგენდა.
     - რა ჯანდაბაა, - იყვირა ტრევისმა მოულოდნელად.
     ტალია მომენტალურად გამოფხიზლდა.
     - რა ხდება?
     - მანქანას რაღაც დაემართა, - მიუგო უფროსმა ჯეკსონმა, გაფაციცებული აკვირდებოდა ცისფრად განათებულ პანელს.
     მანქანა სწრაფად უკლებდა სისწრაფეს, ბოლოს კი სიჩქარის მანიშნებელი ისარი ნულს გაუსწორდა და შეჩერდა, მიუხედავად ტრევისის მრავალმხრივი ცდისა-ძრავი ჩაერთო, მარცხი განიცადა.
     - ძრავს უნდა დავხედო, - მან კარის სახელურს წაავლო ხელი.
     - არ არის საჭირო.. - უცნაური ხმით ჩაილაპარაკა ტალიამ და შესაჩერებლად მხარზე დაადო ხელი.
     ტრევის ჯეკსონს ეუცნაურა მისი სიტყვები, სახელურს ხელი უშვა და ჯადკქრისკენ შემოტრიალდა.
     ტალიას სახეზე ბრაზიანი და შურისმაძიებელი გამომეტყველება დასდებოდა, თვალისდაუხამხამებლად გაჰყურებდა წინ რაღაცას და ადამიანისთვის ყურისთვის უცნაურ ენაზე ბუტბუტებდა.
     ტრევისმა ჯადოქრის მზერას გააყოლა თვალი და გახევდა. მანქანისგან დაახლოებით ორმოცი-ორმოცდაათი იარდის მოშორებით შუა ასფალტზე ხელიხელჩაკიდებულნი იდგა ორი ადამიანი, ერთი ქალს წააგავდა, გრძელი თმა ჰქონდა და სახის ლამაზი ნაკვთები, მეორე პიროვნება აშკარად მამაკაცი იყო, ტანმაღალი, მხარბეჭიანი, ქერა თმით და ჟღალი წვერით..
     - ჯადოქრები.. - ბროლის კბილებში გამოსცრა ტალიამ, - რებეკა.. ამონი..
     - ჯადოქრები? - გაოცდა ტრევისი.
     - გეგონა მხოლოდ მე ვიყავი ჯადოქარი? - ირონიულად ჩაიქირქილა ქალმა.
     ტრევისს არაფერი უპასუხია.
     - მანქანა მათ გააჩერეს, ერთმანეთის ენერგიას იყენებენ, შეხედე, ხელიხელჩაკიდებულნი დგანან, - მიუთითა ტალიამ, - იციან, რომ მე მანქანაში ვარ.. ვაფასებ მათ გამბედაობას.
     ნაცნობი სახელების გაგონებისთანავე მია უმალ გამოცოცხლდა, წამოიწია, წინა სავარძლებს ორივე ხელით ჩაეჭიდა და გაფართოებული თვალებით მიაჩერდა ამონს და რებეკას.
     - ისინი ჩემი მეგობრები არიან, - თქვა მან ტალიას მიმართულებით, - გამიშვი.. და გპირდები, რომ არაფერს დაგიშავებენ.
     ტალიამ ხმამაღლა გაიცინა, შემობრუნდა და გაოცებული თვალები შეანათა გოგონას.
     - დამიშავებენ? მე? გოგონა, შენ საერთოდ არ გაქვს წარმოდგენა ჩემს შესაძლებლობებზე, მიყურე.
     ტალია მანქანიდან გადმოვიდა და ნელი ნაბიჯით დაიძრა ამონისა და რებეკასკენ.
     ამონმა შუბლი შეკრა, ვამპირის მახვილი მზერით მაშინვე შენიშნა მანქანიდან გადმოსული და მათი მიმართულებით მომავალი უცნობი ქალი.
     - რას ხედავ? - იკითხა რებეკამ, ხელი კვლავ ამონისთვის ჰქონდა ჩაკიდული.
     - ქალი, - მიუგო ლუციუსის ტყუპისცალმა, - ძალიან ლამაზი, სპილენძისფერი კანით, შავი, გრძელი თმით, სწორი ცხვირით..
     - ჯანდაბა.. - აღმოხდა რებეკას, ამონს ხელი წაართვა და ერთბაშად ნახევარი ნაბიჯით დაიხია უკან, - ეს ტალიაა, ზუსტად ის არის..
     - ყოველთვის მინდოდა ჩემი შესაძლებლობების დემონსტრირება, - გაიღიმა ამონმა, ორივე ხელი განზა გაშალა და არამეულ ენაზე რამდენიმე სიტყვა წაიბურტყუნა.
     ასფალტი უამრავ წვრილ ნამსხვრევად დაიშალა.
     ამონმა ხელები ნელა აღმართა მაღლა, ასფალტის ნამსხვრევები საოცარი ძალის მეოხებით ჰაერში აიწია ამონის გაშლილი ხელების სიმაღლეზე და ჰაერში დაიწყო ლივლივი.
     ტალიას მხოლოდ გაეღიმა.
     - ყოჩაღ ბიჭუნა, საკმაოდ კარგია, თუმცა..
     ამონმა ხელების წრიული მოძრაობა დაიწყო, ჰაერში მოლეკულებივით მოლივლივე ასფალტის ნამსხვრევები წვეტიანი, წამახული ბოლოებით ტალიას მიმართულებით დაეწყო და თითქოს გასაფრენად ამონის ბრძანებასღა უცდიდა.
     რებეკა თვალებგაფართოებული შეჰყურებდა სანახაობას.
     ამონმა ხელები სწრაფად გაიწოდა წინ, უძველესი ჯადოქრის მიმართულებით და მისი მოძრაობის სინქრონულად ასფალტის ნასხვრევები საოცარი სისწრაფით გაიჭრნენ ტალიას გასანადგურებლად, თუმცა ამონმა ვერ გათვალა მისი სიძლიერე.. 
     ტალიას ერთი შეხედვით განსაკუთრებული არაფერი მოუმოქმედებია, კვლავ ნელი ნაბიჯით მოემართებოდა და სახიდან უცნაური ღიმილი არ სცილდებოდა, ნამსხვრევებმა კი მიზანს ვერ მიაღწია, ისინი ჯადოქრისგან ზემოთ, მარცხნივ და მარჯვნივ სხლტებოდნენ, თითქოს ტალიას უხილავი ფარი იცავდა.
     - ძალიან ძლიერია, - დაიღრინა ამონმა, - რებეკა, მომეხმარე!
     რებეკამ შიშს სძლია, ამონთან მიირბინა და ხელი ჩაჰკიდა.
     ტალიამ კვლავ გაიღიმა და მათგან ოციოდე იარდის მოშორებით შესდგა.
     - აზრი არ აქვს, - წარმოთქვა მან, - თქვენი გაერთიანებული ძალებიც კი უძლურია ჩემს დასამარცხებლად, - მან რებეკას შეხედა, - რებეკა.. რამდენი საუკუნე გავიდა, რაც არ მინახიხარ.
     რებეკა ვერ ბედავდა თვალი გაესწორებინა მისთვის, დემონი ჯადოქრისგან უძლიერესი ენერგია მოდიოდა, რაც მათ ჯადოქრულ უნარებს ასუსტებდა და აუძლურებდა.
     - შენ კი, კეთილშობილო ამონ, - განაგრძო ტალიამ, - ვხედავ, რომ ჩემს წინააღმდეგ მოქმედებ.. არ ვიცი, რით მოგხიბლათ ამ უბრალო, სუსტმა გოგონამ, მის დასახსნელად სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებასაც კი რომ არ ერიდებით.
     - შენ ამას ვერ მიხვდები, - დაუღრინა ამონმა, - შენთვის ხომ ყოველივე კარგი უცხოა.
     - ნუ მეთამაშები, - დაისისინა ტალიამ, ხელები წინ გაიწოდა და თვალები დაენისლა.
     ამონს სახეზე ტანჯვა გამოესახა, კუნთები დაეჭიმა, კბილი კბილს დააჭირა, სახის ნაკვთები აუთრთოლდა, მთელი ძალით ცდილობდა წინააღმდეგობის გაწევას, მაგრამ ნელ-ნელა აიწია ჰაერში, ტალიასთან მიცურდა და მისგან რამდენიმე სანტიმეტრში გაჩერდა.
     - შეწყვიტე, - იყვირა რებეკამ, ტალიას მივარდა, რომ ხელი ეკრა და სავარაუდოდ ბოროტი ჩანაფიქრის აღსრულება არ დაეცლია, მაგრამ უხილავ წინაღობას დაეჯახა და უგონოდ გაიშხლართა ასფალტზე.
     - ვხედავ, რომ სერიოზულად არ აღიქვამთ ჩემს განზრახვას, - დაისისინა ჯადოქარმა, ხელისგულები უმწეო ამონს საფეთქლებზე შემოაჭდო და თვალები დახუჭა.
     ამონმა უკანასკნელი ძალების დაძაბვით ზეცისკენ აღაპყრო სახე და მრისხანედ დაიღრიალა, მისი პირიდან უცნაური, მოცისფრო-მოიისფრო ნათელი ამოდიოდა და ჰაერში უჩინარდებოდა, თვალის გუგები გაუთეთრდა, უპეები ჩაუცვივდა, სახეზე და ტანზე ერთბაშად გახდა, თითქოს ძვლებზე კანი გადააკრეს, თითქოს ხორცი შემოადნა, ყვრიმალები უშნოდ ამოეწია, მსოფლიოს ზებუნებრივ ისტორიაში უძლიერესი დემონ-ჯადოქარი მთელ მის ენერგიას და სასიცოცხლო ძალებს ღრუბელივით ისრუტავდა..
     ამონის პირიდან გამომავალი მოცისფრო-მოიისფრო ნათელი ნელ-ნელა მინავლდა, ტალიამ ამონის გამომშრალი, ნაჭრის თოჯინასავით დამსუბუქებული სხეული ასფალტზე დაუშვა, ერთხანს გონდაკარგულ რებეკას დაჰყურებდა, შემდეგ დაიხარა და ხელისგული შუბლზე დაადო, თვალები დახუჭა, პირიდან ყრუ, ხორხისმიერი ბგერები ამოსდიოდა, რებეკას სხეულმა რამდენიმე სანტიმეტრით აიწია ჰაერში და როგორც კი ტალიამ შელოცვის წარმოთქვა შეწყვიტა, კვლავ უწინდელ მდგომარეობას დაუბრუნდა.
     ტალია წამოდგა, მოსასხამი მჭიდროდ შემოიხვია.
     - აი ახლა კი ნამდვილად ვეღარ შემიშლით ხელს, - დაისისინა, შებრუნდა და მანქანისკენ სწრაფი ნაბიჯით გაემართა.
     მთვარის ვერცხლისფერი სხივებით გაცისკროვნებული, თითქოს გაყინული არემარე გოგონას ხმამაღალმა, განწირულმა კივილმა შესძრა...

*****

     - ბოგდანი ჩემია, - დაიღრინა მარკუსმა და პირველივე მაქციას, რომელიც ალფას ბრძანებისთანავე ღრიალით მოვარდა მათთან, წამის მეასედში წააცალა თავი და თმით მაღლა ასწია, სახით ბოგდანისკენ, - ეს დასასრული გელით ყველას, - მრისხანედ გამოსცრა და მგელკაცების მიმართულებით ელვისებური ნახტომი გააკეთა.
     ტანმაღალი ხეებით შემორაგული, ამწვანებული მდელო ღრიალმა, ღრენამ, სასიკვდილოდ განწირულთა კვნესამ, ძვლების მტვრევის და ხორცის ფლეთვის ხმამ აავსო..
     ხნიერი, გამოცდილი მაქციები ძალიან კარგად იცნობდნენ პირველყოფილებს, ამიტომ პირდაპირ არ წამოსულან შეტევაზე, თავს არიდებდნენ მათ მოქნეულ ხელებს, რომელსაც გამანადგურებელი შედეგების მოტანა შეეძლო, აქეთ-იქით აწყდებოდნენ, ცდილობდნენ გვერდიდან დასტაკებოდნენ, მაგრამ პრიმუმებთან ტოლ-სწორად ბრძოლა ძალიან რთული აღმოჩნდა, მიუხედავად ჭარბი რაოდენობისა, სამი პირველყოფილი ვამპირი აშკარად ჯაბნიდა თექვსმეტ მგელკაცს, რადგან პრიმუმები სისწრაფით და ძალით გაცილებით აღემატებოდნენ მოწინააღმდეგეს.
     თავდავიწყებით, ჭკუადაკარგული და სისხლადუღებული იბრძოდა სადისტ დემონად შერაცხული შავგვრემანი პირველყოფილი, მას მთლიანად მიენდო თავი საკუთარი ინსტინქტებისტვის და არსებიდან სრულიად გაეთავისუფლებინა მხეცი, რომელიც შეუბრალებლად უსწორდებოდა ყველას, ვისაც მისწვდებოდა..
     ლუციუსის მოძრაობები კი მართლაც ერთ ნახვად ღირდა, მოჩვენებასავით სწრაფად და უხმაუროდ იბრძოდა და დრო და დრო თავმოგლეჯილი მაქციის სხეული იშხლართებოდა მის ფეხებთან..
     მგელკაცთა რიგები სწრაფად იკლებდა, სისხლში ამოსვრილი ვამპირები კი მეთოდურად აგრძელებდნენ მათ განადგურებას.
     ბოგდანი და ჯეიდენი ბრძოლის დაწყებიდან რამდენიმე წუთშივე მიხვდნენ, რომ მათთვის დილა აღარ დადგებოდა, თუმცა ბრძოლას მაინც აგრძელებდნენ, მათ სხეულებზე ჭრილობები მატულობდა, სისხლისგან იცლებოდნენ და თანდათანობით სუსტდებოდნენ.
     მარკუსი მის წინ მოულოდნელად გაჩენილ ახალგაზრდა მაქციას სწვდა ყელში, მარჯვენა მოიქნია და როდესაც მისი ფოლადის თითები მაქციის მკერდში შეიჭრა და გულს მოეჭიდა, ახალგაზრდა მგელკაცი პირიდან სისხლის ნთხევით დაეცა მუხლებზე, ხელები უღონოდ ჩამოეკიდა და თვალები გადაატრიალა.
     - ბოგდან, - დაიღრიალა მარკუსმა და თვალებით მოძებნა მაქციათა წინამძღოლი, მაშინვე იპოვნა, ცდილობდა შეუმჩნევლად მიჰპარვოდა კოვაქსს.
     ბოგდანმა როგორც კი მარკუსის ხმა გაიგონა, მაშინვე შემიბრუნდა და ნელი, ფრთხილი ნაბიჯით გამოემართა მისკენ, მიუახლოვდა და რამდენიმე ნაბიჯზე შეჩერდა, მოყვითალო თვალებს მრისხანედ აბრიალებდა და პირიდან დუჟი სდიოდა.
     მარკუსმა სატანისებურად გაიღიმა, ეშვები გააელვა და სწრაფი მოძრაობით მუხლებზე დაცემულ ახალგაზრდა მაქციას გული ამოგლიჯა, დახედა და შემდეგ გვერდით მოისროლა.
     - შენი დრო დადგა, ბოგდან!
     - სიკვდილს მხოლოდ სიხარულით შევხვდები, - შეუღრინა ბოგდანმა და მარკუსის გარშემო წრეზე დაიწყო სიარული შემპარავი ნაბიჯით.
     მარკუსმა დემონურად გადაიხარხარა და გაქრა. ბოგდანი გახევდა, მიმოიხედა, იცოდა, რამდენად სწრაფი იყო პრიმუმთა შორის მარკუსი, მაგრამ ასეთ სისწრაფესაც არ ელოდა.
     მარკუსი წამის მეასედში გაჩნდა მის წინ, მარცხენა მოიქნია და მკერდში ძლიერი დარტყმა მიაყენა მაქციათა თავკაცს, ბოგდანი დაეცა, მარკუსმა მკერდზე ფეხი დაადგა, მიწას მიაჯაჭვა და ხელი აღმართა..
     - არა! - განწირული, მრისხანე ღრიალი აღმოხდა ურსაისს, როდესაც თვალი შეასწრო, როგორ გაიმართა წელში მარკუსი, მარჯვენა ხელში ბოგდანის თავი ეჭირა, მარცხენაში კი ჯერ კიდევ მფეთქავი, სისხლით მოსვრილი ორგანო.
     ბეტა მგელკაცის ღრიალი დარტყმის ხმამ გადაფარა, ქერა უკვდავის უძლიერესმა დარტყმამ მკერდის ძვლები ჩაულეწა ურსაისს, ის ცალ მუხლზე დაეცა, პირიდან სისხლი წასკდა, თვალთ დაუბნელდა, შემდეგ ლუციუსის რკინისებური თითები მის მკერდში შეიჭრა და ურსაისი უსასრულობაში გადაეშვა..
     - ჯეიდენ, - დაიღრინა ლუციუსმა და როდესაც ფლორიდის მაქციათა კლანის ლიდერმა მისკენ მოიხედა, ბოგდანის უთავო გვამზე მიუთითა, - აქედან გაეთრიეთ, თქვენ სალემში არაფერი გესაქმებათ, დაუბრუნდით ფლორიდას, სანამ მისი ბედი გაგიზიარებიათ!
     ჯეიდენს სახე დაეჭიმა. გაშტერებული თვალებით დაჰყურებდა ბოგდანის გახევებულ ცხედარს და თავში ათასნაირი აზრი უტრიალებდა, ბოლოს კეთილგონიერებამ და სიცოცხლის სიყვარულმა სძლია სიძულვილს.
     - უკან, - ღრენით უბრძანა ცოცხლად დარჩენილებს და თვითონაც რამდენიმე ნაბიჯი გადადგა უკან.
     ერთხანს გამოუცნობი, დატანჯული მზერით ჩაშტერებოდა ქერა უკვდავს ცივ, ცისფერ თვალებში, შემდეგ ტყისკენ შებრუნდა და ნელი ნაბიჯით გაემართა, რამდენიმე გადარჩენილი მაქცია უკან მიჰყვა.
     - ხომ დაინახე როგორ გიყურებდა? - სიჩუმე დაარღვია კოვაქსმა, - ეს მისთვის მხოლოდ ერთი წაგებული ბრძოლა იყო და არა ომი.. ის დაბრუნდება, დაბრუნდება გაცილებით მეტი ხალხით.
     ლუციუსმა ჯიბიდან თეთრი, გახამებული ცხვირსახოცი ამოიღო და მაქციების სისხლით მოსვრილი ხელების წმენდას მოჰყვა, რამაც შავგვრემანი უკვდავის სახეზე ირონიული ღიმილი გამოიწვია.
     - ახლა რას აპირებ, მარკუს? - კოვაქსის ჩაცინებისთვის ყურადღება არ მიუქცევია ლუციუსს.
     - ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა, - მხრები აიჩეჩა მარკუსმა, - ტალია ხელიდან დაგვისხლტა, მაგრამ ერთი გეგმა მაინც მაქვს.
     - გეგმა? რა გეგმა?
     მარკუსი ხეს მიეყრდნო, სიგარეტს მოუკიდა, ბოლი ღრმად ჩაისუნთქა და შემდეგ ცხვირიდან ორტოტად გამოუშვა..

*****

     მია უკანა სავარძელზე დამხობილი მთელი ტანით ცახცახებდა და ცრემლები სახეს უღარავდა, მან საკუთარი თვალით იხილა რა მოიმოქმედა ტალიამ.
     - მათ მე მაიძულეს ამის გაკეთება, - თავის მართლებასავით გამოუვიდა ჯადოქარს.
     - შენს ძალისმიერ მეთოდებს არ ვეთანხმები, - მოულოდნელად წარმოთქვა ტრევის ჯეკსონმა, - შენ შემპირდი, რომ იმათ, ვისგანაც საფრთხეს არ ვიგრძნობდით, არაფერს დაუშავებდი!
     ტალიამ ბრაზით აღსავსე მზერით გახედა, თუმცა არაფერი უთქვამს, ერთხანს ასე აკვირდებოდა, შემდეგ მთელი ტანით შემობრუნდა გოგონასკენ.
     - ადამიანები უცნაური არსებები ხართ, მაინც გეცოდებათ ისინი, ვინც თქვენს ცხოვრებას ანგრევენ და გამუდმებით ტკივილს გაყენებენ.
     მიამ თავი ასწია, შოკოლადისფერ თვალებში ბრილიანტები უბრწყინავდა.
     - ლუციუსს არასდროს უცდია ჩემთვის ტკივილი მოეყენებინა, არც მარკს, რებეკა ყოველთვის თბილად და მზრუნველად მეპყრობოდა, ისევე, როგორც ამონი..
     - და კოვაქსზე რას იტყვი? - ნიშნისმოგებით შეაწყვეტინა ჯადოქარმა, - მან მრავალჯერ დაგიმტკიცა, რომ მიუხედავად შენდამი უცნაური სიყვარულისა, მისთვის მაინც არაფერს ნიშნავ, ჩვეულებრივი სათამაშო ხარ, დროებითი გატაცება, რომელიც მალე მოსწყინდა და მეხსიერების ნაგავსაყრელზე მოისროლა!
     გოგონას ერთბაშად განრისხება დაეუფლა.
     - შენ საერთოდ არ იცნობ კოვაქსს!
     ტალიამ დამცინავად ჩაიღიმა.
     - მას გაცილებით უკეთესად ვიცნობ, ვიდრე შენ გგონია.. როგორ შეიძლება ვინმე გიყვარდეს მთელი გულით და დედამისს კლავდე..
     ტრევისს ყბებზე კუნთები აუთამაშდა, საჭეს ჩაფრენილი თითები გაუთეთრდა.
     - მას საერთოდ არ ჰქონდა წარმოდგენა ჩემს არსებობაზე, - მიახალა მიამ.
     - ბიძამისს ჰკლავდე, - ღიმილით გააგრძელა ტალიამ.
     გოგონას სიტყვა პირში გაუჩერდა, გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა, ტკივილის ახალი, ძლიერი ტალღა შეუმჩნევლად შემოეპარა და გულს მიაღწია.
     - რა.. რას ამბობ..
     - შენ რა, ჯერ არ იცი? - მუხანათურად გაეღიმა ჯადოქარს, - მის მიერ დახოცილთა სიაში ჰეიტემ ვესტმორლენდი საპატიო ადგილს იკავებს.
     ცრემლებმა კვლავ იპოვა გზა..
     - ასე რომ, - შეუბრალებლად განაგრძო ჯადოქარმა, - შენ თვითონ გადაწყვიტე, ღირს თუ არა იმ არსების სიყვარული, რომელმაც ოჯახი ამოგიხოცა და ადამიანურობისა არაფერი სცხია.
     მია ჩუმად იჯდა, კბილებს ერთმანეთზე აჭერდა, რომ ბავშვივით ღრიალი არ მოერთო, ცდილობდა გაეანალიზებინა და ტვინისთვის შესაბამისი ფორმით მიეწოდებინა ეს საზარელი სიახლე, რაც უფრო ბევრს ფიქრობდა, მით უფრო რწმუნდებოდა, რომ შავგვრემან პირველყოფილს მისთვის მხოლოდ უბედურება მოჰქონდა, საკუთარ ნაკვალევზე მხოლოდ გვამებს და ტკივილს ტოვებდა, გაიხსენა ფლორიდის ჯუნგლებში მოკლული დედა, კოლეჯის საერთო საცხოვრებელში მხეცურად მოკლული მეგობარი, თავმოგლეჯილი მაქცია, რომელსაც მისი მეგობარი უყვარდა, ბიძა-რომელიც მასზე ზრუნავდა და იცავდა, არა, ეს აშკარად მეტისმეტი იყო, დემონი ძალიან ბევრ შეცდომას უშვებდა, თანაც შეგნებულად და ამის გამოსწორება უკვე შეუძლებელი იყო, საერთოდ თუ ჰქონდა ამის სურვილი..
     ტალიაც ჩუმად იჯდა, გზას გაჰყურებდა და გოგონას ფიქრებს შეუცდომლად კითხულობდა.
     - სად მივდივართ? - იკითხა მიამ.
     - იქ, სადაც უსაფრთხოდ ვიქნებით, - ზოგადი პასუხი მიიღო მამისგან.
     გოგონამ სავარძელს თავი მიაყრდნო და თვალები დახუჭა, მისთვის უკვე სულ ერთი გახდა ყველაფერი, ბრძოლის და წინააღმდეგობის გაწევის ყოველგვარი სურვილი დაჰკარგვოდა..

*****

     სამი პირველყოფილი კვლავ ტრევის ჯეკსონის სახლის მიმდებარე მდელოზე იდგა, ჩამუქებულ ცის კაბადონს მეთოდურად შეეპარა ოქროსფერი, თენდებოდა.
     - მარკუს.. - ლუციუსი აშკარად გაოცებული ჩანდა მისი გეგმით, რაც რამდენიმე წუთის წინ მოისმინა სახენაიარევი პირველყოფილისგან, - გეგმა საკმაოდ მასშტაბური და გასაოცარია, ასეთი რამ არასდროს მსმენია და ვეჭვობ, რებეკამ მისი განხორციელება შეძლოს.
     მარკუსს არაფერი უთქვამს, ხის ტანს მიყრდნობოდა დაუდევრად და სიგარეტს აბოლებდა, სახეზე ჩვეული-მელანქოლიური და არაფრისმთქმელი გამომეტყველება დასთამაშებდა.
     - მეც გაკვირვებული ვარ, - დასძინა კოვაქსმა, - ასეთ რამეს შენგან არ ველოდი.. ვფიქრობ, რომ შენი განზრახვა აშკარად კეთილშობილურია, მაგრამ..
     მარკუსმა შავგვრემან პრიმუმს გახედა.
     - ამის შესახებ ბევრი ვიფიქრე.. და დარწმუნებული ვარ ყველაზე სწორი გზა ესაა, ყველა იმას მიიღებს, რაც დაიმსახურა.
     - გეთანხმები, - გამოეხმაურა ქერა უკვდავი, ხელების გასუფთავება დაასრულა და ცხვირსახოცი მოწესრიგებულად დაკეცა, - ეს შენი მხრიდან მოულოდნელი გადაწყვეტილებაა, მაგრამ მსგავსი მასშტაბის მასობრივი შთაგონება? ეს ხომ სრული სიგიჟეა და თითქმის ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება?
     - რთული იქნება, - დაეთანხმა მარკუსი, - მაგრამ არც იმდენად რთული, ვიდრე ადამიანის სხეულში პირველყოფილი ვამპირის გაღვიძება... ლუციუს, ბალანსი უნდა აღდგეს, ჩემი არსებობა ზებუნებრივი საზომებითაც კი არანაირ ლოგიკურ ახსნას არ ექვემდებარება, რებეკამ ორ განზომილებას შორის არსებული ისედაც თხელი ტიხარი დაარღვია და ის უნდა აღდგეს!
     ლუციუსმა რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ სიტყვა კოვაქსის მობილური ტელეფონის ზარმა დასაწყისშივე ჩაუხშო.
     შავგვრემანმა დემონმა მობილურის ეკრანს დახედა.
     - რებეკა?
     - რებეკა? - ჩაეკითხა გაკვირვებული ლუციუსი, - შენთან რატომ რეკავს? მსუბუქად რომ ვთქვათ, თქვენ არც ისე მეგობრული ურთიერთობა გაკავშირებთ..
     - ახლავე გავიგებთ, - მიუგო კოვაქსმა და ANSWER სენსორს დააწვა.
     ლუციუსი და მარკუსი უყურებდნენ, როგორ შეეცვალა სახე შავგვრემან პირველყოფილს, ირონიული ღიმილი უკვალოდ წაეშალა სახიდან და მისი ადგილი უცნაურმა გამომეტყველებამ დაიკავა, ერთხანს უხმოდ უსმენდა რებეკას აღელვებულ ხმას, შემდეგ ტელეფონი გათიშა და ჯიბეში ჩაიდო, ლუციუსს გახედა და ყბებზე კუნთები აუთამაშდა, ტუჩი მოიკვნიტა.
     - რა ხდება? - შუბლი შეკრა ქერა ვამპირმა, რასაკვირველია, დღევანდელი დღის შემდეგ კარგი ამბების მოსმენას არ ელოდა.
     კოვაქსს პასუხი არ გაუცია. მარკუსი მაშინვე მიხვდა, რომ რაღაც მოხდა, რაღაც ისეთი, რამაც მუდამ ცინიკოსი კოვაქსის გულშიც კი ცვლილება მოახდინა.
     - კოვაქს, - ლუციუსის ხმაში უკმაყოფილებამ გაჟონა.
     კოვაქსმა ჯერ მარკუსს გახედა, შემდეგ ქერა უკვდავზე გადაიტანა მზერა და ღრმად ამოისუნთქა.
     - ამონი დაიღუპა..
     - რა? - ერთბაშად რამდენიმე ოქტავით მაღლა იკითხა ლუციუსმა.
     - ამონი დაიღუპა, - გაიმეორა კოვაქსმა, - ის ტალიამ მოკლა!скачать dle 11.3

№1 აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ამონი, ღმერთისა და მზის შვილი, ცივილიზაციის პირველი უკვდავი ჯადოქარი იყო, ვინც ყველაზე დიდი დემონთა ტალღა გაანადგურა ღმერთისა და მთავარანგელოზების მერე... შეუძლებელია ვიღაც უცნობი ჯადოქრის ხელით დაღუპულიყო..
იმედგაცრუებული ვარ

№2  offline მოდერი ჰაიკო

ლაზარე 13
ამონი, ღმერთისა და მზის შვილი, ცივილიზაციის პირველი უკვდავი ჯადოქარი იყო, ვინც ყველაზე დიდი დემონთა ტალღა გაანადგურა ღმერთისა და მთავარანგელოზების მერე... შეუძლებელია ვიღაც უცნობი ჯადოქრის ხელით დაღუპულიყო..
იმედგაცრუებული ვარ

პირველ რიგში მადლობა იმისთვის, რომ დააკომენტარე.
რაც შეეხება იმედგაცრუებას: მე ვწერ ამ ისტორიას და მხოლოდ მე ვწყვეტ პერსონაჟთა ხვედრს, თქვენ კი მკითხველი ბრძანდებით და შეგიძლიათ ნებისმიერი დასაბუთებული(!) აზრი გამოთქვათ ნაწარმოების შესახებ. საბუთად კი სამწუხაროდ ვერ მივიღებ იმას, რომ ამონი კეთილი ჯადოქარი იყო და ასეთ სიკვდილს ვერ დაიმსახურებდა, ამონი საგანი არ არის, რომ საკუთარი სახელი ჰქონდეს, "ამონი" ზოგადი სახელია, ისევე როგორც "ლუციუსი", "გაბრიელი" და ა.შ. და ეგვიპტურ მითოლოგიასთან კავშირი არ აქვს.
შეგიძლია მოგეწონოს ნაწარმოები, ან იმედგაცრუებული დარჩე, ეს მხოლოდ და მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია ლაზარე.
კიდევ ერთხელ მადლობა, რომ პატივი დამდე და კითხულობ ამ აბდაუბდა ნაჯღაბნს.
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

№3 აქტიური მკითხველი ლაზარე 13

სამადლობელი არაფერია, ეგვიპტოლოგია მხოლოდ ერთი მცირე ნაწილია მაგიისა და პარანორმალური ქსელისა...
კეთილი ჯადოქრობა არ არსებობს. მაგია თავისი არსით არც ბოროტია და არც კეთილი. ეგ ადამიანთა ბუნების ნაკლოვანებაა. ეს ისე, არაფერზე მიგითითებთ.
წარმატებები თქვენ და მადლობა გამოხმაურებისათვის

№4  offline მოდერი ჰაიკო

გეთანხმები, თუმცა ყველაფერში არა, რადგან არსებობს შავი და თეთრი მაგია, პრინციპში მე დიდად არ მჯერა ამ ყველაფრის.
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

№5 აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ჰაიკო

მოდი, ნუ ვიკამათებთ დდდ შენი ისრორია შენი საბრძანებელია. უკან ვიხევთ დდდ

№6  offline მოდერი ჰაიკო

კარგი:)
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

№7 ახალბედა მწერალი ქეთი იმერლიშვილი

ჰაიკო, ამ ნაწარმოების გარდა, სხვა ჟანრში გაქვს კიდევ რამე დაწერილი? რამდენჯერაც გადავხედე შენს ნამუშევარს, წერის სტილი მომწონს, გამართულად წერ, შინაარსი კი ჩემს ინტერესს არ ერგება და ამიტომ სიამოვნებით გავეცნობოდი სხვა ნაწარმოებს, "არავამპირულს" :D
--------------------
When nothing goes right, go left!

№8  offline მოდერი ჰაიკო

ქეთი იმერლიშვილი

არა, ეს პირველია ჩემთვის და როდესაც დავასრულებ პირველი და უკანასკნელი იქნება ფენტეზის ჟანრში:) ვფიქრობ დეტექტივზე გადავიდე, რაღაც იდეები არის.
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

№9 ახალბედა მწერალი ქეთი იმერლიშვილი

საინტერესოა... გელოდები! ❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

№10  offline მოდერი ჰაიკო

ქეთი იმერლიშვილი
ჰაიკო
ქეთი იმერლიშვილი
ჰაიკო, ამ ნაწარმოების გარდა, სხვა ჟანრში გაქვს კიდევ რამე დაწერილი? რამდენჯერაც გადავხედე შენს ნამუშევარს, წერის სტილი მომწონს, გამართულად წერ, შინაარსი კი ჩემს ინტერესს არ ერგება და ამიტომ სიამოვნებით გავეცნობოდი სხვა ნაწარმოებს, "არავამპირულს" :D

არა, ეს პირველია ჩემთვის და როდესაც დავასრულებ პირველი და უკანასკნელი იქნება ფენტეზის ჟანრში:) ვფიქრობ დეტექტივზე გადავიდე, რაღაც იდეები არის.

საინტერესოა... გელოდები! ❤️

მადლობა დიდი, იმედია თქვენს მოლოდინს არ გავაცრუებ:)
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

№11 აქტიური მკითხველი ლაზარე 13

მეორედ? დდდდ

№12  offline მოდერი ჰაიკო

ვერ მივხვდი რის თქმა გინდა.
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

№13 აქტიური მკითხველი ლაზარე 13

უბრალოდ ვიხუმრე დდდდ

№14  offline მოდერი ჰაიკო

კარგი.
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

№15  offline წევრი Yagam

იმდენად დიდია, რომ ახლა მოვედი აქამდე;დდდ ზოგადად ნიკოფსიიდან დარუბანდამდე ნაწაროების წაკითხვა მეზარება ხოლმე, თუმცა იმდენად ჩამითრია, ზოგადად ვგიჟდები ფენტეზზე, პირადად მე სახლის დალაგების ან ჭურჭლის რეცხვის დროს მომდის იდეები თავში, რატომ არვიცი:დდდ კარგი ახლა მთავარი. საინტერესო ჟანრის საინტერესო ნაწარმოებია , გამართული აი რომ გესიამოვნება წაკითხვა, აშკარად შენია ეს და განაგრძე, თუმცა რაგან ვხვდები ეს შენი პირველი ნაწარმოებია, შესაძლებელია სხვა ჟანრსაც ველოდოთ, დეტექტივი ან მძაფრი სიუჟეტები? ყოველშემთხვევაში წავიკითხავ და დაველოდები ინტერესით...

№16  offline მოდერი ჰაიკო

Yagam

მადლობა რომ წაიკითხე და დააკომენტარე:)
ჩემთვის #1 მკითხველის აზრია.
გეთანხმები, მართლაც "ნიკოფსიიდან დარუბანდამდე" ნაწარმოებია:D თავიდან რომ დავიწყე სულაც არ ვგეგმავდი ამ მოცულობის ისტორიას, თუმცა წერის და მოვლენების განვითარების პროცესი საკმაოდ მასშტაბური გამოდგა და არც ისე იოლი აღმოჩნდა ორ ნაწილში ჩატევა, ამიტომ დაიწერა მესამე და იწერება მეოთხე:)
ალბათ დეტექტივი იქნება მომდევნო, სხვა ჟანრს, მაგალითაც მელოდრამას ან რომანტიკას არც კი განვიხილავ.
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

№17  offline წევრი Yagam

სიმართლე გითხრა ვერასდროს ვიღებდი სიამოვნებას რამე მელოდრამის ყურებისას ან წაკითხვისას ვერ ვიღებ სიამოვნებას ჰეფი ენდით დასრულებული ბანალური სიყუვარულის ისტორიაზე ქვითის და ოცნებას ნეტავ მეც ესე თუ დამემართება, სტილს მივაგენი და მიხარია რო მოგაგენი, ტვინი მტკივა ამდენი +18 ების ან დაჯახებების და ამ ერთ წამში გაჩენილი გრძნობების კითხვით
.გელოდები...

№18  offline წევრი უცნაური მე

აუ ჰაიკო :D
კარგად გამეცინა :D
ხომ მიხვდი რატომ? ;)

№19  offline მოდერი ჰაიკო

Yagam
სიმართლე გითხრა ვერასდროს ვიღებდი სიამოვნებას რამე მელოდრამის ყურებისას ან წაკითხვისას ვერ ვიღებ სიამოვნებას ჰეფი ენდით დასრულებული ბანალური სიყუვარულის ისტორიაზე ქვითის და ოცნებას ნეტავ მეც ესე თუ დამემართება, სტილს მივაგენი და მიხარია რო მოგაგენი, ტვინი მტკივა ამდენი +18 ების ან დაჯახებების და ამ ერთ წამში გაჩენილი გრძნობების კითხვით
.გელოდები...

დიახ, სიყვარულის ბანალურმა ისტორიებმა წალეკა ეს საცოდავი საიტი:D
ვეცდები მალე დავდო მომდევნო თავი.

უცნაური მე
აუ ჰაიკო :D
კარგად გამეცინა :D
ხომ მიხვდი რატომ? ;)

ვერა, ვერ მივხვდი;)
მიდი აბა მიმახვედრე;)
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent