შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აკრძალული თამაშები (1)


18-08-2019, 22:52
ავტორი ფ ე ფ ო
ნანახია 5 024

სიყვარულზე მეტად მხოლოდ ფული აღაგზნებს.

ტემბრიანი მუსიკის ჰანგები კლუბის კედლებს აზანზარებდა და მოხეთქილ ადრენალინთან ერთად ვრცელდებოდა ორგანიზმში,ვენებში სისხლთან ერთად ლივლივებდა და აიძულებდა მსმენელს უყოყმანოდ გასულიყო ასტრალში. ალკოჰოლი,მოსაწევის ბუღი და მაქსიმუმამდე ასული ტემპერატურა.ღამის კლუბი graf-ი როგორც ყოველთვის დღესაც დუღდა...გახსნის დღიდან დიდი პოპულარობით რომ სარგებლობდა შეძლებული ფენის წარმომადგენლებში და იქ მოსახვედრად ჯიბეზე ხელის გვარიანად გაკვრას არავინ ერიდებოდა.კაცის შვილმა არ იცოდა ვისი იყო ეს კლუბი,მთავარია რომ იყო და ალბათ მანამ იარსებებდა სანამ ჯიბე სქელ ბიძებს და მათ შთამომავლებს საფულეში, სახარჯოდ გადადებული მსხვილი კუპიურები ექნებოდათ.ფერადი ნათურები ანცად ხტოდნენ და თითქოს მუსიკას აყოლილნი მოცეკვავეთა სხეულებს ურცხვად ელამუნებოდნენ.შემდეგ შორდებოდნენ და ერთიდან მეორეზე გადასულნი,ესე არტყავდნენ წრეს და ისევ საწყის წერტილს უბრუნდებოდნენ. მეორე სართულის შიდა აივნის მოაჯირზე იდაყვებით დაყრდნობილი მამაკაცი,გახურებულ დარბაზს ინტერესით ადევნებდა თვალყურს და მარცხენა მხარეს მდგარ ქერა,ახალგაზრდა ქალს რაღაცას ელეპარაკებოდა რომელსაც ტელეფონი მოემარჯვებინა და ეკრანს თვალ მოუშორებლად ჩაშტერებოდა.მამაკაცს შიგადაშიგ თავის დაქნევით ეთანხმებოდა და მოკლე პასუხებით იფარგლებოდა.
-დავითს დაუძახე.-წელში გასწორდა მამაკაცი და სიგარეტს ისე მოუკიდა დარბაზისთვის არ მოუშორებია თვალი.
-საწყობში იყო,დღევანდელი მიღებული ალკოჰოლური სასმლის გადაბარებაა...უფრო სწორად თვითონ გადაწყვიტა მიეთვალა, რადგან საწყობის მიმღები რაღაცას მაიმუნობს...
-გასაგებია...-ღრმად ჩაისუნთქა კვამლი მამაკაცმა და პერანგის სახელოებზე ღილები შეიხსნა.-ისევ აქ არის?
-დიახ...-არ დაბნეულა ქალი,რადგან მიხვდა ვისზეც ეკითხებოდა მამაკაცი.-ოთხნი არიან,მისი დაქალი და ორი უცნობი ბიჭი.
-დავიჯერო ყველა გამვლელს აქვს ჯიბეში იმდენი ფული აქ შემოსვლას რომ ახერხებს?..
-როგორც წესი ბიჭები ეპატიჟებიანხოლმე გოგონებს...-გაეღიმა ქალს.-თქვენმა ყოფილმა ცოლმა დარეკა,აინტერესებს ისევ იმ აზრზე ხართ თუ რამე შეიცვალა?
-გადაეცი აზრს ძნელად ვიცვლი...ხანდახან საერთოდ არ ვიცვლი..ასე რომ შანსი არ აქვს.ჩემს ოთახში ვიქნები,ნუცა გამოგზავნე და ვისკი გამოატანე ბარიდან.ჰო,ვინმემ თუ მიკითხა აქ არ ვარ...-რამდენიმე ნაბიჯით მოშორდა ქალს მაგრამ თითქოს რაღაც გაახსენდაო შეჩერდა და მისკენ შემოტრიალდა.-ყურადღება მიაქციე,კაცმა არ ქნას გაბედოს და გამაცოფოს.
-გასაგებია.-ყრუდ ამოილაპარაკა ქალმა და უფროსის შეკრული წარბების გამო უსიამოდ შეიშმუშნა...თვალი გააყოლა მიმავალს და ისევ დარბაზს გადახედა,მზერით მოძებნა ინტერესის ობიექტი და ბრაზისგან ისე დაეჭიმა მთელი სხეული თავის შეკავება არც უფიქრია. საერთოდ არ იყო ვალდებული ვიღაც უდღეური ლაწირაკისთვის მიექცია ყურადღება,მაგრამ ბოსის ბრძანება ქვას ხეთქავდა და მიუხედავად იმისა რომ სურვილი ჰქონდა ჩასულიყო და გოგო იმ გრძელი თმით ეთრია რომელიც წელამდე სწვდებოდა და ჯერ ერთი ქალის ფასი თმა ჰქონდა,მერე ნაცრისფერი მეტყველი თვალები,სავსე ტუჩები და ამ ყველაფრის შემხედვარე უკვე დაკვირვებით იწყებდი მისი სხეულის მზერით შესწავლას.გრძელ ფეხებზე იდგა,მაღალი მკერდით, მიუხედავად მისი ასეთი სიგამხდრისა მაინც სავსე და გაშტერებამდე მადისაღმძვრელი რომ გახლდათ.ისეთი გამხდარი იყო დანახვისთანავე გაიფიქრებდით ნეტა სული როგორ უდგასოო? თეთრი,გამჭირვალე კანის მიღმა ლურჯი კაპილარები ეტყობოდა და თვალისთვის იმდენად ცხადად აღსაქმელი იყო ცოტას თუ დააკვირდებოდით ვენებში სისხლის მდორე მოძრაობასაც დაინახავდით.ის,აქ ხშირად იყო...ზუსტად მისი სტუმრობის ღამეს რატომღაც სახლში წასვლას არასდროს ჩქარობდა უფროსიც.ახლოს არ მიდიოდა,არც კი ელაპარაკებოდა,
იდგა და იმდენად შეუმჩნევლად აკვირდებოდა ქალს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა.
********
დაახლოებით ათი წუთი იქნებოდა გასული კაბინეტის კარი დაუკაკუნებლად რომ შემოხსნეს და ახალგაზრდა ქერა ქალმა,მაგიდამდე მისასვლელი მანძილი მოხდენილი ტანის ნარნარა რხევით დაფარა.ვისკის ბოთლი ხმაურით დადგა მაგიდაზე და მუცელ განიერი ჭიქაც გვერდით მიუდგა.თავად მოპირდაპირე სავარძელში ჩაეშვა და გრძელი ფეხები მოხდენილად გადაიდო ერთმანეთზე.
-მოგენატრე ბოს?-გაიცინა და სავსე ტუჩები ენის წვერით გაისველა.
-შენ თუ მოგენატრე შეგიძლია აქეთ გადმოჯდე.-ირინიულად გაუცინა მამაკაცმა და თვალებით საკუთარ ფეხებზე ანიშნა.
-მადლობა, არ ვარ აგზნებული...-ხელი სიცილით აიქნია ნუცამ და კეფაზე შეკრული თმა შეისწორა.
-არც მე, მაგრამ შენი მონდომება მომწონს.-თვალი ჩაუკრა და ვისკი დაისხა.-ჯამბურიას თემა ერთხელ კიდევ უნდა გავიაროთ.
-მაიძულებ იმ გასიებულთან დავწვეე?
-ღმერთო ჩემო,ეს რა მესმის...პირველი იქნება თუ ბოლო ნუციკო?დაწოლა არც მოგიწევს..უბრალიდ გაჰყვები სადაც წავა...არ დაგავიწყდეს ბევრს სვამს ეგ ნაბო*ზვარი,სასმლისგან გასირებულს კი არამგონია შენი გაჟიმვის თავი ჰქონდეს.მიაწვენ და მიიძინებს...ნუ, უფლება შეგიძლია მისცე შენს ძუძუებში ჩაძვრეს...შემდეგ ადგები და წამოხვალ.რაც მთავარია ამ ყველაფრის მერე გვექნება ის რაც აიძულებს აქეთ გაგიკეთოს მინ*ეტი...
-ბონუსად რას მივიღებ?-გაიცინა ქალმა და სავარძლიდან წამოდგა,ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა სავარძელში მოკალათებულს და თავისკენ შეატრიალა.
-ჩემი ვალი აღარ გექნება...იმ ხუთს ზემოდან დავუმატოთ კიდევ
ხუთი და ბონუსად შესაძლოა ჩემს მაგიდაზეც მოგიწიოს ცოტა ხნით წამოწოლა.-თლილი თითები ღრმად დეკოლტირებულ ზედაზე გამოსდო და გამოუწია.-კარგად გამოიყურება.. რამდენი დაგვიჯდა იმპლანტები?
-შეგიძლია ხელით მოსინჯო-მაცდურად გაიბადრა ქალი.
-მე ყველაფერი ბუნებრივი მომწონს...-წინ გადახრილმა ფრთხილად მიაწება ტუჩები მკერდის ღართან და ისევ წელში გასწორებულმა ამოხედა სახეზე წამოწითლებულ ქალს.-ათი ათასია ნუციკო..."პახოდუ" ყველანაირად გასწორებულში შენ რჩები.შეგიძლია თავად გაჟიმო ჯამბურია თუ გაგისწორდება
-ფუ, რა ამაზრზენი ხარ.-სახე დამანჭა ქალმა და მკლავები მხრებზე ჩამოაწყო.
-დათო ხომ მოგწონს?
-დათომ იცის ვისაც ვაძლევ...
-ღმერთო, რა ხელმოცარულია ეგ კაცი...-თვალები აატრიალა დევდარიანმა და მკვრივ საჯდომზე თითები წაატანა-მოდუნდი...ვარჯიში უნდა გააგრძელო.რაც აღარ ვარჯიშობ შენმა ტაკუნებმაც ფორმა დაკარგეს.-ხელი მიარტყა და მოშორდა.ქალი მის წინ მაგიდაზე ჩამოჯდა და ორივე ფეხი სავარძელზე შემოაწყო.უკან გადაწეული კი გაშლილი ხელისგულებით მაგიდის ზედაპირს დაეყრდნო.
-როდის?
-ორ დღეში,მზად იყავი.-ვისკის ნახევრად ცარიელი ჭიქა ბოლომდე ჩაცალა და მაგიდაზე ხმაურით დააბრუნა.
-ფული რომ გამოვართვა შეიძლება ხო?-ტუჩები დაბრიცა ქალმა.-იცი ალბათ არ ვცხოვრობ ფუფუნებაში,დედაჩემს უნდა გავუგზავნო.
-შეგიძლია პატარავ...
-ესე რომ მეძახი საშინლად მინდები...-ხმამაღლა გაეცინა ქალს.-ადრე უფრო ხშირად იცლიდი ჩემთვის,რაც ის გამოჩნდა აღარც კი გაინტერესებ...პირდაპირ ჯეკპოტი მოხსენი კლუბში გამოჩენის პირცელივე დღეს შენს ქვეშ ან ჯანდაბა, შენს ზემოდან მოექცა.
-თათულიზე ეჭვიანობ?-გაეცინა დევდარიანს.
-მეგონა პატარა გოგოები მოგწონდა...ის კი ლამის ორმოცი წლის არის.
-როგორ მიყვარს დაქალებივით რომ ვჭორაობთ.-ბარძაყებში ძლიერად ჩაავლო თითები და თავისკენ მთელი ძალით მიზიდული,მაგიდიდან პირდაპირ მის მუხლებზე აღმოჩნდა.-უბრალიდ ერთი და იგივე მბეზრდება...ახალი და ხარისხიანი ხორცი კი ჯერ არ შემოსულა ბაზარზე.ასე რომ ჩემო პრინცესა..მორჩი უაზრო ეჭვიანობას და დათუნასთან გაიქეცი, მარტო ვეღარ აუდის ამდენ საქმეს.
-ესე ბოსივით რომ იქცევი რა მამაკაცური ხარ..ჯანდაბა, მინდება გაგაშიშვლო და სულის ამოხდამდე ვიძალადო.-ყბებში სწვდა ანთებული თვალებით და ქვედა ტუჩზე კბილები მოსდო.ოდნავ მოუჭირა, შემდეგ კი ვნებიანად აკოცა და ამღვრეული თვალები შეანათა.
-მორჩი, არ მცალია.-მოიშორა ქალი და სავარძლიდან წამოდგა.-ჩადი დაბლა და საქმეს მიხედე.
-კარგი...- თეძოებთან ქვედაბოლო შეისწორა ქალმა.-ვეღარ გცნობ,ვფიქრობ იმ ალქაჯმა ჯადო გაგიკეთა.არ გამიკვირდება ხვალ რომ გამოაცხადო ცოლი მომყავსო...
-ბატონო?!-წარბი ასწია დევდარიანმა და სიგარეტის ღერი ტუჩებს შორის მოიქცია.-ფრთხილად პატარავ, მაგ ცხვირს იქ ნუ ჰყოფ სადაც არაფერი გესაქმება.გადი,უნდა დავრეკო. შენთვის აღარ მცალია...
-სულ კარგად ბრძანდებოდე.-დემონსტრაციულად შებრუნდა კარისკენ ნუცა და წელში გამართული გაემართა გასასვლელად.
*********
შუქნიშანზე გაჩერებული, საჭეზე გაუცნობიერებლად ამოძრავებდა თითებს ჩართული რადიოდან კი დაბალ ხმაზე ანსაბლი მეტეხის ჰანგები იღვრებოდა.
" შენ რომ ოცნებობ იმ ოცნებებში მეც ვიყო მინდა,შენ რომ შეაღებ იმ კარის იქით ვცხოვრობდე მინდა" რამდენიმე მამაკაცის ხმა სასიამოვნოდ შერწყმოდა ერთმანეთს.
-შენი დედაც-ყრუდ გამოსცრა და გადამრთველს უხეშად მიარტყა თითი,მწვანე შუქი უკვე ანთებულიყო. ბევრი არ უფიქრია ისე დააწვა სიჩქარის პედალს ბოლომდე და მანქანა ადგილიდან მოსწყვიტა.არასდროს ყოფილა სიყვარულისგან გადარეული რომანტიკოსი მაგრამ სიმართლე რომ ითქვას არც გამოჩენილა ისეთი ქალი რომლის სიყვარულიც ძირ ფესვიანად შეცვლიდა და აიძულებდა ათასნაირი სისულელის კეთებას.მიჩვეული იყო ცივ,საქმიან ურთიერთობებს და ოჯახის შექმნა და ცოლ-ქმური ცხოვრებაც საქმიანი გარიგების ერთ -ერთ ნაწილად მიაჩნდა.ზედმეტად პატარა იყო,თითქმის ბავშვი, სულელური ნაბიჯი რომ გადადგა და ეხლა 34 წლის ასაკში ამ სულელური ნაბიჯის ნაყოფი, 15 წლის ქალიშვილი ჰყავდა...ცოლს მალევე გაშორდა,პატარა ასაკში შექმნილი ოჯახი რომ არ გაამართლებდა არავის გაჰკვირვებია და არც დიდად გაუპროტესტებიათ.ცხრამეტი წლისას უკვე შვილი ჰყავდა,გოგო კი რომელიც ეგონა რომ უყვარდა და მთელი ცხოვრების მანძილზე მის იქით ვეღარავის შეამჩნევდა იმდენად აღარ აინტერესებდა,აღიზიანებდა მისი შეცვლილი ფორმები,საუბრის მანერა,მისი სიცილის დროს გამოცემული უცნაური ხმები...აღიზიანებდა წინა კბილებს შორის დაშორება,არც მისი სახის მოყვანილობა მოსწონდა აღარც მისი აწეწილი თმა,სახლში დაბრუნებულს გამუდმებით შეშლილი სახით და აბაზანის ხალათით შემოსილი რომ ხვდებოდა.ზუსტად ბავშვის შეძენიდან ერთი წლის თავზე დაიშალა მათი ერთიანობა.ქალბატონმა ვიკამ, ბავშვის მამასთან დატოვება გადაწყვიტა რადგან მისი თქმით დაჩი უფრო ყურადღებიანი იყო ვიდრე თავად და რამდენიმე წლით გერმანიაში განავარდება გადაწყვიტა.ბავშვი უკვე სკოლაში შედიოდა როდესაც პირველად ინახულა და ეს ბოლო იყო რადგან ყოფილი ცოლ-ქმრის შეხვედრამ არც მაინცდამაინც მეგობრულად ჩაიარა.ორივე გაზრდილი იყო,ერთი ზედმეტად ბევრს ითხოვდა ცხოვრებისგან,მეორე კი ფეხს იკიდებდა ბიზნესის სფეროში და ყველა პრობლემას ცივი გონებით უდგებოდა.თითქოს მასში ორი ერთიმეორისგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანი ცხოვრობდა.ერთი მზრუნველი და მოსიყვარულე, შეშლილი მამა იყო.მეორე კი ზედმეტად საქმიანი,რისკიანი და სახიფათო კაცი.ცივი,თითქოს უსისხლო,უემიციო მექალთანე,რომელიც სავარაუდოდ მიზნის მისაღწევად ყველაფერზე იყო წამსვლელი.თუმცა ამ რისკიან და უსულგულო ადამიანს მაინც ჰქონდა ერთი სისუსტე ყველაზე დიდი სისუსტე და ეს მისი 15 წლის ქალიშვილი გახლდათ რომლის გამოც ისე გადაწვამდა დედამიწას თვალსაც არ დაახამხამებდა.

ღამის სამი საათი სრულდებოდა სახლის კარი რომ შეაღო და ჩაბნელებულ სასტუმრო ოთახში შესულმა,გასაღებების აცმა მაგიდაზე მოთავსებულ ლარნაკში ხმაურით ჩააგდო.საშინლად დაღლილი იყო თავის ისე სტკიოდა, ეგონა სადაც იყო გაუსკდებოდა.ვისკის და მთელი დღე საბუთებში კირკიტისგან თვალებიც ეწვოდა და სავარაუდოდ მალე გადაიწვებოდა.შუქი არ აუნთია ისე გამერათა სამზარეულოს მიმართულებით,მაცივრიდან ცივი წყლით სავსე გრაფინით გამოიღო და გამშრალი ყელი გაისველა.ყველაფერი, ყველაფერი მაგრამ საშინელ დაღლილობასთან ერთად უსაზღვრო სიამოვნებასაც გრძნობდა რადგან საქმე ზუსტად ისე და იმ ტემბრში მიდიოდა როგორც ჩაიფიქრა.ჯერ ჯერობით მის ზუსტ გათვლებს არანაირი კრახის საფრთხე არ ელოდა.ცოტნე ჯამბურიას მალე მუჭში მოიქცევდა და ისე ათამაშებდა როგორც მის საქმეს წაადგებოდა.აი,ქვეყანაში მოწინავე ბიზნესმენ ზურაბ კიკაბიძესთან კი ნელ-ნელა პირველ ნაბიჯებს დგამდა.კიკაბიძე არ იყო უტვინო და გულუბრყვილო კაცი,ბიზნესში საკუთარი გათვლები ჰქონდა და ალბათ მისი ამ შემართების დამსახურება იყო დღეს დღეისობით საათივით რომ ჰქონდა ყველაფერი აწყობილი...მასთან ჯახს ნამდვილად არ აპირებდა,ამხელა გაქანების კაცს მხოლოდ სულელი თუ შეასკდებოდა რქებით.დევდარიანი კი სულაც არ იყო სულელი...მიუხედავად მისი ასეთი პატარა ასაკისა, ნამდვილად ჰქობდა იმის პოტენციალი მმართველის სადავები პირველს აეღო ხელში და ესეც იქნებოდა.ამისთვის კი კიკაბიძის თავის ლიგაში გადმოყვანა იყო საჭირო.იცნობდა ბატონი ზურა და მის პოტენციალს საღად აფასებდა, ეგ კი არა ზედმეტად კარგი დამოკიდებულებაც ჰქონდა.აი მის გვერდით ფეხის მოკიდება კი კიკაბიძის ოჯახზე გადიოდა..მისი ერთადერთი ქალიშვილის საწოლზე.თიკა კიკაბიძე ნამდვილად კარგი გოგო იყო მართალია დიდად არ ჯდებოდა დევდარიანის გემოვნებაში მაგრამ არც მისი დასაწუნი ჰქონდა რამე.ოცდაათი წლის თიკა საკმაოდ ეფექტურად გამოიყურებოდა,მრგვალი ფორმებით და რაც მთავარია პირველივე დანახვისთანავე არ ჩამომდნარა დაჩის თვალწინ.ყინულსი ქალბატონს როგორც დევდარიანმა გაარკვია გულის სწორი უკვე ჰყავდა,რომელიც ბატონ ზურაბს დიდად არ მოსდიოდა თვალში და მისი ესეთი დამოკიდებულება შვილის ბოიფრენდისადმი ისევ და ისევ დაჩის წისქვილზე ასხამდა წყალს.მთავარი იყო ზუსტი მიდგომა და შიგადაშიგ ისეთი შეტევები რომელიც მოახერხებდა და ქალბატონ ყინულის ლოდს ნელ-ნელა გაადნობდა.აი საძირკველ გამოღებული კი ისე ჩაიღვენთებოდა მის მკლავებში თავადაც კი ვერ მიხვდებოდა.თიკა ჯერ ჯერობით სათადარიგო სკამზე იჯდა და დღის წესრიგში ჯერ არ დამდგარიყო მისი გრძნობების საწინააღმდეგოდ აჯანყება.რამდენიმე საუბარმა და საჩუქრმა ვერ გატეხა ქალბატონი მაგრამ ნიადაგი შეამზადა,საჩუქრის სტავკა გაიზარდა და იმის წარმოდგენაზე რა სახე ექნებოდა ქალბატონს
მისი სახლის წინ საგულდაგულოდ შეფუთულ საჩუქარს რომ ნახავდა, არ იცოდა მაგრამ წარმოედგინა და სიამოვნების იმპულსები ისე უვლიდა მთელს ორგანიზმში მისდაუნებურად ეღიმებოდა.გრაფინი მაცივარში დააბრუნა და ის იყო პიჯაკი გაიხადა,შარვლის ჯიბეში მოთავსებული მისი ტელეფონი რომ ახმაურდა.ორი თითით ამოაძვრინა და ეკრანზე აციმციმებული ნომრის დანახვაზე სახე კიდევ ერთხელ გაებადრა.თითი სენსორზე გადაატარა და დინჯი ხმით უპასუხა:
-რის მიღწევას ცდილობ?-ხმაზე ეტყობოდა ქალს საშინლად გაბრაზებული რომ გახლათ,არა განრისხებული.
-საჩუქარს ვუკეთებ ქალს რომელიც იმაზე მეტად მომწონს ვიდრე თავად წარმოუდგენია.
-იცი ალბათ რომ შენი საჩუქრები არაფერში მჭირდება...მორჩი ამ სულელურ თამაშებს და შეიგნე რომ მე და შენს შორის არაფერი მოხდება.
-შეგვიძლია დაველოდოთ მოვლ ენების განვითარებას...დარწმუნებული ვარ იმაზე მალე მივიღებ იმას რაც მსურს ვიდრე შენ გგონია.-ხმაში ღიმილი გაურია დევდარიანმა.
-მაგასაც ვნახავთ...ჩემგან თავი შორს დაიჭირე და შეგიძლია ჩემს საჩუქრებზე დასახარჯი ფული დაზოგო...კარგად ბრძანდებოდეთ ბატონო დაჩი.რაც შეეხება მანქანას ის უკვე დაგიბრუნეთ უკან იმავე გზით,რა გზითაც ჩემამდე მოვიდა.
-იცი, გულს მტკენ...
-აღარ შემაწუხო.-მოკლედ მოჭრა ქალმა და ტელეფონი ისე გათიშა პასუხს აღარ დალოდებია.
-თავხედი...-გათიშულ ტელეფონს დახედა დევდარიანმა და გაეცინა.-მაგასაც ვნახავთ ქალბატონო..მაგასაც ვნახავთ.
ზედმეტი ფიქრი აღარ იყო საჭირო,ერთადერთი რაც ამ წუთს ესაჭიროვებოდა შხაპი და კარგად გამოძინება იყო.ეს თამაშები თავად წამოიწყო და საკუთარი სტრატეგიაც წლების წინ ჰქონდა დასახული...ჰოდა ამ გზით სვლას გააგრძელებდა.არავის მისცემდა უფლებას ნებსით თუ უნებლიედ გადაეკვეთა მისი გზა.საძინებელში ასულმა ტანისამოსი მოიშორა და აბაზანას მიაშურა.გრილი წყლის ჭავლის ქვეშ,კედელს ორივე ხელით მიყრდნობილი, ცდილობდა გონება ცოტახნით მაინც გაეთიშა,ჯიუტად რომ განაგრძნობდა მუშაობას...თითქოს მოახერხა,ნასიამოვნებმა თვალები დახუჭა და ღრმად ჩაისუნთქა...თუმცა საკუთარი გონებაც დასცინოდა.ერთმანეთს ჯიუტად სცვლიდნენ ძველი კინოს კადრებივით ერთი და იგივე მომენტები.ხმაურიანი მუსიკა და ის...მოძრაობის დროს ტანზე მაცდურად რომ ეტმასნებოდა თხელი მატერია,თვალებ დახუჭული ტრანსში ჩავარდნილივით ნელა,ჰაეროვნად ირხეოდა.გრძელი თმა მხრებზე ეყარა და მუსიკისგან განცდილი სიამოვნება მაცდურ ღიმილად დასთამაშებდა სავსე ბაგეებზე.
-შენი დედაც....შენი დედააც...-გაშლილი ხელისგული ძლიერად მიარტყა კედელს და შემდეგ სველ თმაზე გადაისვა.სუნთქვა შეეკრა და ხერხემლიდან ნელ-ნელა დაიძრა ყინულივით ცივი შეგრძნებები, რომელიც ელვის სისწრაფით გავრცელდა მთელს სხეულში და ერთიანად გაყინდა.დაბერილი ნესტოებით ხარბად ჩაისუნთქა ჰაერი რომელიც რატომღაც არ ეყო.წყალი გადაკეტა და დახუჭული თვალებით კედელს მიეყრდნო.



დავიწყე რავიციი...მომენატრეთ,არადა არ ვაპირებდი ჯერ ატვირთვას.скачать dle 11.3



№1 სტუმარი ნათია41

მგონი პირველი შემთხვევაა პირველი ვნახულობ ისტორიას წავედი წავიკითხეეე. მიყვარხარ ფეფოოო❤ გიჟური არდადეგები ძაან მომეწონა❤❤❤

 


№2  offline ახალბედა მწერალი ფ ე ფ ო

ნათია41
მგონი პირველი შემთხვევაა პირველი ვნახულობ ისტორიას წავედი წავიკითხეეე. მიყვარხარ ფეფოოო❤ გიჟური არდადეგები ძაან მომეწონა❤❤❤

ძალიან მიხარია თუ მოგეწონაა..მადლიბაა :* იმედი მაქვს ესეც მოგეწონება.

 


№3 სტუმარი იუ

ვაიმეეე დააჩიიი ოუუუი. პირველი თავია და უკვე ვიგრძენი ცეცხლი.
მაგრაამ რა ბიზნესი აქვს,კარგად ვერ გავიგე. ბორდელი?
არაუშავს გავიგებ.
აუუუუ ქალიშვილიოოო.თან 15 წლისო. ხოვამბოვდი მე სულ რო მამა-მამა-შვილურ მომენტრბზე ვაფრეენდიი? აუუუ
ველიი ამ თამაშებს.აკრძალულს და ამოუცნობს. მისი ყოფილი ცოლი მაგარი კახპაა,არაქალი. შვილი ნივთივით მიატოვა.
აუუუ ფეფო,მიხარიხარ ქალავ.

გიჟურ არდადეგებს მალე წავიკითხავ.

მეე ისვააარ. მაიკო

 


№4 სტუმარი ფეფო

იუ
ვაიმეეე დააჩიიი ოუუუი. პირველი თავია და უკვე ვიგრძენი ცეცხლი.
მაგრაამ რა ბიზნესი აქვს,კარგად ვერ გავიგე. ბორდელი?
არაუშავს გავიგებ.
აუუუუ ქალიშვილიოოო.თან 15 წლისო. ხოვამბოვდი მე სულ რო მამა-მამა-შვილურ მომენტრბზე ვაფრეენდიი? აუუუ
ველიი ამ თამაშებს.აკრძალულს და ამოუცნობს. მისი ყოფილი ცოლი მაგარი კახპაა,არაქალი. შვილი ნივთივით მიატოვა.
აუუუ ფეფო,მიხარიხარ ქალავ.

გიჟურ არდადეგებს მალე წავიკითხავ.

მეე ისვააარ. მაიკო

მივხვდიი შენ წარმოიდგინე ოღონდ მართლაა :დ:დ:დ უკვე კომენტარის წერის სტილზე გცნობთ...წაიკითხე ვფიქრობ გაერთობიი.მადლიბა ჩემო კარგოო...ნელ ნელა ყველაფერს გავიგწბთ.არა,ბირდელი არ აქვს ნამდვილად.

 


№5  offline წევრი კირა

ნუ აი ძალიან შენებური და ძალიან მაგარი ისტორია რომ არის უკვე ჩანს:))

 


№6  offline წევრი დარინა

ჩემი გოგო დაბრუნდაააა და ამით ყველაფერია ნათქვამიიი, როგორც ყოველთვის ცეცხლოვანი და გასაგიჟებელი ისტორია გველოდებაა, მარტო შენ რომ შეგიძლია დაწერააა, ხოდა უკვე გამაგიჟა და დამფერფლა ამ ცეცხლმა კაცმა, ახლა კი მე ველოდები როდის გადაიყვანს ის გალეული ჭკუიდან, ხომ იცი რომ მე შენზე ვგიჟდებიიი.

 


№7  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ოოოო მაააააიიი გააად!!!
ვგიჟდები თამაშებზე!!!
და მერე როგორ თამაშებზე?! ♥️

გული მიგრძნობს წინ დიდიიიი აფეთქებები და ბომბა ამბები გველოდება და გული მიფანცქალებს!!!

დევდარიანო არ ვიცი ვინახარ რახარ მაგრამ ჩემი უკვე გაგიჟებისთვის ცალკე მოვთხოვ შენ პატრონს )))

ჰდჯდნფჯფჯ. აიასეთ განწყობაზე დამაყენე ისეთი აჟიტირებულივარ ვერ წარმოიდგენ ♥️♥️♥️

ჰოო და კიდო გამიხარდი არა სულმიხარიხარ შენი გიჟური ისტორიებით ♥️

წარმატებები და გელოდები მოუთმენლად♥️

 


№8  offline წევრი სიბილა

ვფიქრობ საინტერესო სიუჟეტია,ახლა, მთავარია მოვლენებს რა განვითარებას მისცემს ავტორი

 


№9 სტუმარი სტუმარი ლია

კარგი დასაწყისია. საუკეთესოდ წერ.

 


№10  offline ახალბედა მწერალი ფ ე ფ ო

კირა
ნუ აი ძალიან შენებური და ძალიან მაგარი ისტორია რომ არის უკვე ჩანს:))

უღრმესი მადლობაა..ვნახოთ რა გამოვა,ჯერ ჯერობით მეც არ ვიცი.უბრალიდ მეწერინება და ვერ ვუკრძალავ საკუთარ თავს წერას :დ:დ:დ

დარინა
ჩემი გოგო დაბრუნდაააა და ამით ყველაფერია ნათქვამიიი, როგორც ყოველთვის ცეცხლოვანი და გასაგიჟებელი ისტორია გველოდებაა, მარტო შენ რომ შეგიძლია დაწერააა, ხოდა უკვე გამაგიჟა და დამფერფლა ამ ცეცხლმა კაცმა, ახლა კი მე ველოდები როდის გადაიყვანს ის გალეული ჭკუიდან, ხომ იცი რომ მე შენზე ვგიჟდებიიი.

ჩემი გოგოოო :* როგორ მიხარიხარ შენ ხომ არ იციი? ვნახოთ აბა ვინ, ვის გააგიჟებს :დ:დ:დ ბატონი დაჩი ფორმაშია მაგრამ არც ყინულის ქალბატონია ცუდ ფორმაში:დ:დ

ტკბილიწიწაკა
ოოოო მაააააიიი გააად!!!
ვგიჟდები თამაშებზე!!!
და მერე როგორ თამაშებზე?! ♥️

გული მიგრძნობს წინ დიდიიიი აფეთქებები და ბომბა ამბები გველოდება და გული მიფანცქალებს!!!

დევდარიანო არ ვიცი ვინახარ რახარ მაგრამ ჩემი უკვე გაგიჟებისთვის ცალკე მოვთხოვ შენ პატრონს )))

ჰდჯდნფჯფჯ. აიასეთ განწყობაზე დამაყენე ისეთი აჟიტირებულივარ ვერ წარმოიდგენ ♥️♥️♥️

ჰოო და კიდო გამიხარდი არა სულმიხარიხარ შენი გიჟური ისტორიებით ♥️

წარმატებები და გელოდები მოუთმენლად♥️

მადლობაა :* მე როგორ მიხრიხართ არ მითქვამს? ვეცდები არ დავაგვიანო ხოლმე მაგრამ შეთანხმება ძალაშია მაქსიმუმ ორი დღე...რავქნა ჩემი საიტზე გამოჩენის დღიდან ერთი პირობა მაქვს მკითხველთან...ორი დღე...მიხარიხართ

სიბილა
ვფიქრობ საინტერესო სიუჟეტია,ახლა, მთავარია მოვლენებს რა განვითარებას მისცემს ავტორი

მეც ავტორის იმედი მაქვს :დ:დ მადლობა რომ კითხულობთ.:*

სტუმარი ლია
კარგი დასაწყისია. საუკეთესოდ წერ.

დიდი...დიდიიი მადლობაა :* :*

 


№11 სტუმარი თამუნე (ბიბო(

ჩემი ამოუხსნელი ფენომენი ხარ შენ
სიგიჟე ხარ
თავს ვიხრი ნიჭის წინაშე
რომელიც ასე უმოწყალოდ გბერტა
დაგაბერტყა ღმერთმა
მე შენზე ვგიჟდები
ჩემი სიგიჟე ხარ
არაორდინალობა
დიდი დიდი
უდიდესი ბედნიერება
წინ ისეთი საოცრება მელის
ვიციი
ვგრძნობ
ვგიჟდები ასეთ კაცებზე
გადარეულ
გიჟმაჟებზე
საოცრება ხარო
ხელები ამოწევია

 


№12  offline წევრი Kalina

ფეფოოოოო ეს რა წამოიწყე???
შენი პერსონაჟი მამაკაცებისთვის დამახასიათებელი ,,ამის დედაც” რომ წავიკითხე სუნთქვა დამიწყნარდა ????
ვიფიქრე, ვიფიქრე, რაღაც ვერ არის ისეთქო :)
წარმატებები ამ ისტორიაზეეც ❤️
ბევრი კოცნები და ჩახუტებები შენ მარიკუნასგან❤️
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№13  offline წევრი ნანა73

როგორც იქნა!.! დაიწყო და გადავეშვებით შენს მომაჯადოებელ, მძაფრი შეგრძნებების, ემოციებით დატვირთულ თავგადასავალში. მიყვარხარ ფეფიკო გაცნობის დღიდან! ❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent