შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაიქეცი! (თავი2)


19-08-2019, 00:50
ავტორი n-strovet
ნანახია 229

მკრთალი მთვარის შუქი.
იარაღის საზარელი ხმა.
მთლიანად წითელ ბლანტ სითხეში დასვრილი მე….ფეხშიშველი. გავრბივარ გზა აბნეული და ვცდილობ, როგორმე სინათლე დავინახო, რომელიც მაგრძნობინებს, რომ ცივილიზაციაში შევაბიჯე და გადავრჩი. მაგრამ სრულიად საწინააღმდეგოს ვუყურებ: უსასრულდ გაწელილი მინდორი, რომელზეც უზარმაზარი ბორცვებია განლაგებული. უცებ ბორცხვს ფეხი წამოვკარი და დავეცი. ჩემი სხეული საბოლოოდ დანებდა, თუმცა გონება არა!. წამოდგომას ვცდილობ, მაგრამ არ გამომდის. ამასობაში დაცვა მიახლხოვდება და იარაღს პირდაპირ სახეში მირტყამ. აქ კი გავიაზრე, რომ გამოვფხიზლდი და შეშინებული საწოლზე წამოვჯექი. “დამესიზმრა?” აჩქარებულ გულთან ხელი მივიტანე და სუნთქვის დარეგულირება ვეცადე. “ეს...ეს რა ოყო? სად გავრბოდი?....ღმერთო ჩემო….”-ხმამაღლა გავიფიქრე და ფეხზე წამოვდექი. ფანჯარა გამოვაღე, რომელიც დაახლოებით თხუთმეტი სამტიმეტრით იღება. ცხვირი გავყავი და ჰაერი ხარბად შევისუნთქე. “ნეტავ რას ნიშნავს?” ფიქრების მოსაშორებლად თავი გავაქნიე და ჭიქას დავწვდი, მაგრამ ცარიელია. მსგავს ფორმაში იყო მის გვერდით დადებული ბოთლი. ჩემს ოთახი შედგება საძინებლისგან სააბაზანოსა და სამზარეულოდგან. ყოველთვის მაქვს ზედმეტად წყალი სამზარეულოში, ამიტომ დაიმედებული გავედი და მივადექი მაცივარს. იმედები აქაც გამიცრუვდა დავიწყებიათ წყლის შემოტანა. გადავწყვიტე თავად მომეტანა წყალი, კარებთან მივედი სახელური ჩამოვწიე და ოი საოცრება..დაკეტილია. არ ვიცი რამდენად გასაკვირია, მაგრამ თექვსმეტი წლის განმავლობაში პირველად მომინდა შუა ღამით ოთახის დატოვება და აღმოვაჩინე, რომ, თურმე მკეტავენ. “მაგრამ რატო?!” პროტესტი გამოთქვა მეორე მემ. რამდენჯერმე დავეჯაჯგურე კარებს..თუმცა უშედეგოდ. იმედებ გაცრუებული შევხედე სათვათვალო კამერას. ჩაკეტილ კარებისგან განსხვავებით ეს ვიცოდი...ხო რაღაც ხდება ხოლმე ჩემს თავს, როდესაც სიზმრებს ვხედავ. ამიტომ გადაწყვიტეს, რომ კამერა დაეყენებინათ ასე უფრო ყურადღებით იქნებოდნენ. ხშირად გადაურჩენივარ ამ კამერასა და როლანდს, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში პატარა ოთახში ზის და თუ რაიმე საეჭვო იქნება წამსვე ჩემთან ჩნდება. ვიცი ცოტა დამაბნეველია ჩემი მდგომარეობა- სხვის გონებაში შესვლა, ხილვები და ამას ემატება საზარელი ჩრდილი, რომელიც ჩემს სულში დაძვრება და მოსვენებას არ მაძლევს. საწოლში დავბრუნდი, თუმცა ვერ დავიძინე. რაღაც არ მასვენებდა. თითქოს ძალიან მძიმე პრობლემა მქონდა, რომელმაც მოსვენება დამიკარგა. გულიც უცნაურად მეკუმშებოდა “კარგი რამ არ ხდება ჩემს თავს” გავიფიქრე და ფანჯრისკენ გადავბრუნდი. ბოლომდე გადაწეული ფარდის გამო კარგად ვხედავდი განათებულ ეზოს. ვერ გეტყვით, რომ გამწვანებული და აყვავებული გარემოა-თქო ,მაგრამ არც ისე ნესტიანი და გამოფიტული, როგორც ჩემი სიზმრების ლოკაცია. ეზოს უზარმაზაი შავი გალავანი აკრავს, მის თავზე კი დენგამტარი მავთულები. ეზოში განლაგებულია რაღც მანქანები, რომელსაც თხელ თეთრ ტომრებში ახვევენ. გამუდმებით დადიან თეთრ ხალათსი გამოწყოფილი პიროვნებები და მონაცემებს იწერენ, ალბათ, მთლიანად გარემოს. მხოლოდ მე ვარ აქ და ვერც კი ვხვდები რა გავაკეთო. მართალია, მაძლევენ კითხვისა და ფილმების ყურების უფლებას, მაგრამ რაღაც მაინც მაკლია. თანაც საერთოდ არ მომწონს არც ის წიგნები, რომელსაც მაკითხებენ და არც ის ფილმები. ჩემი არჩეული არცერთი არ არის. თავად მირჩევენ,რადგან მიიჩნევენ, რომ ეს ფილმები აღმზრდელობითია და საუკეთესოა ჩემთვის. ნუ გონიათ, რომ მრავალფეროვანი არჩევანია. დაახლოებით ექვსი ფილმია და მას ატრიალებან ყოველთვის. წიგნები კი ნამდვილად მრავალფეროვანია, თუმცა ესრთი შინაარსის მატარებალი. დილას, როდასაც ვიღვიძებ ვწესრიგდები ან ფილმს ვუყურებ ან წიგნს ვკითხულობ და ველოდები, როდის შემოვა სარა ან ნერბისმიერი სხვა და წამიყვანს გამოკვლევაზე. ჩემს ცხოვრებას არ ჰქვია ცხოვრებას, ეს უბრალოდ არსებობაა!. თუ ესეც შეიძლება ვუწოდოთ გამუდმებით ანალიზები, ტომოგრფია, შემოწმება, ათასი სულელური შეკითხვა და სხვის გონებაში ხელების ფათური. თანაც ძალიან მტკივნეულია და მე ამას ყოველდღე ვაკეთბ. რა ხდება? ყოველდღე ჯოჯხეთს გავდივარ და შედეგი არ არის. მე ისევ აქ ვარ, ისევ ვიტანჯები და კვლავ მპირდებიან, რომ სულ მალე გამრკურნავენ. ამ ფიქრებში გართულს ვერც კი გავიგე, როდის ჩამეძინა. დილას კაღების ბრახსუნი მაღვიძებს. როლანდიმ თავი შემოყო და თბილად გამიღიმა.
-გაღვიძების დროა-ზანტად დაუქნიე თავი და კვლავ ბალიში ჩავიხუტე. ხუთი წუთის შემდეგ მეყო ნამუსი და ავდექი. მოვემზადე დილის პროცედურები ჩავიტარე და იქვე სავარძელზე დავჯექი.
-მზად ხარ?-მხნედ შემოყო თავი სარამ. რაღაც უცნაურად უბრწყინავდა თვალები. არაფერი არ მითქვამს, დუმილი ვამჯობინე.-მაშ წავედით-დაეტყო, რომ არ ესიამოვნა ჩემი დუმილი. მეც წამოვდექი და უკან გავყევი.
ლაბორატორიაში მაქსი შემხვდა. მინდა ვთქვა, რომ საკმაოდ სასიამოვნო გარეგნობის მამაკაცია და ასევე არაჩვეულებრივი თაფლისფერი თვალები აქვს. ამიტომ მე მას “მისტერ თაფლისფერთვალება” შევარქვი.
-როგორ გრძნობ თავს?-გამიღღიმა მაქსმა
-კარგად-მეც არ დავაკელი ღიმილი.
-დღეს ტომოგრაფია უნდა გადაგიღო, რაღაც შენი ფერი არ მომწონს, თან გუნშინ რაც დაგემართა...ძალიან შემაშინე-ერთჯერდი ხელთათმანი გაიკეთა და შპრიცი აიღო-საშიში არაფერია, ეს ის წამალია რასაც ყოვედ დღე იღებ-დამამშვიდა და ვენაში “შხამი” შეუშვა. სხვას არ ვიცი რას მივამსგავსო? საშინელი გრძნობაა, როდესაც ვენაში წამალს უშვებს თითქოს პატარ ჭიაბჭველები დარბიან და თანაც მათი თითოეული მოძრაობა მწვავს. შემდეგ რამდენიმე უმნიშვნელო პროცედურები ჩაატარა და ტომოგრაფიაც დაიწყო. იმის მიუხედავად, რომ პირველად არ ვიკეთებდი გამაფრთხილა, რომ არ ვიმოძრაო ოდნავადაცა კი და სუნთქვა ყოველთვის ვაკონტროლო, რომ ჩვეულებრივ რიტმს არ აცდეს, რადგან ეს პანიკას გამოიწვევდა, როგორც პირველ ჯერზე. ყველაფერი ზედმიწევნით შევასრულე დაახლოებით ნახევარი საათი იყო გასული, რაც გარსში ვიყავი შესული და უცებ უცნაური გრძნობა დამეუფლა. თვალწინ კადრები გადამეშალა, ისევ გაქცევის, ისევ სისხლიანი მე და ისევ იარაღის ხმა, მაგრამ ეს ყველაფერი იმდენად ცხადი იყო, რომ შემეშინდა და ავფართხალდი რამაც საბოლოოდ პანიკაში ჩამაგდო.
-გამომიყვანეთ!-მთელ ხმაზე დავიყვირე მათანც დაუყოვნებლივ გამომიყვანს და გაოცებულები მიყურებდნენ.
-რა მოხდა?-შეშინებული შემომხედა მაქსმა.
თუმცა მისი ხმა მარტო არ იყო, რაც ჩემ ყურთა სმენას მიწვდა. უამრავი ხმა მესმოდა და ეს ხმა არ იყო მხოლოდ საუბრის, რაღაც საშინელებასა და ტკივილს გამოხატავდა.
-მე უბრალოდ გასვლა მინდა...ჰაერზე-ჩურჩულით წავმოვთქვი არც გამომიცვლია ისე ჩამსვევს ერტლში და გამიყვანეს. ოღონდ გარედ არა შენობაში აქვსთ ხელოვნური ბაღი გაშენებული, რომელსაც გუმბათის ფორმა აქვს და იქ გაფილტრული ჰაერი შედის.
დაახლოებით თხუტმეტი წუთი ვიყავი ჰაერზე და ამ თხუთმეტი წუთის განმავლობაში გონებიდან კადრები არ მცილდებოდა “რაღაც ცუდი მოხდება..” გაისმა ჩემი მეორე მეს ხმა.
მხარზე ხელის დადება ვიგრძენი, მაქსი იყო.მანიშინა, რომ ჩემი წასვლის დრო იყო. რა თქმა უნდა, თუ კარგად ვიყავი მეც დავუქნიე თავი და უკან დავბრუნდი.
-არ დაწვე იჯექი-როდესაც კვლავ დასაწოლად მოვემზადე გამაფრთხილებლად გაისმა მისი ხმა.
-რატომ?-გამიკვირდა
-უმნიშვნელო კითხვები უნდა დაგისვა.
-კარგი.
-სახელი, ასაკი, ფიზიკური აღწერილობა.
-”ცანეტი”, თექვსმეტი წლის. ქერა, კულულა თმებით, მწვანე თვალებითა და სავსე ფორმებით. მეტრა და სამოცდათხუთმეტი.
-კარგია-თავიარ აუწევია ზემოდ ისე მკითხა-არასდროს არ გიფიქრია შენს სახელზე?
-რა?-ვერ მივხვდი
-შენ სახელზე არასოდეს გიფიქრია-მეთქი?
-რა ჭირს ჩემ სახელს?-გამიკვირდა
-უფრო ზუსტი იქნება თუ ვიტყვით, რომ სახელი არ გაქვს და არ გიფიქრია რამე, რომ დაიქრვა?
-ეს ხომ აკრძალურია?-გავოცდი.
-ხო ,მაგრამ გაფიქრებას ვინ დაგიშლის?
-არა...არ მიფიქრია-ცოტა ხნის ფიქრის შემდე გავეცი პასუხი.
-აი, მე კი-ჩემსკენ გადმოიხარა-ცოტა შევიშნუშნე-ხშირად მიფიქრია შენზე..ნისა-ბოლოს გამიღიმა-არ მოგწონს? როგორც კი დაგინახე ეგრევე ვიფიქრე, რომ შენ ნისა იქნედი.-ლოყაზე საჩვენებელი თითის ზურგი ჩამომისვა-ისიც ვიფიქრე, რომ არაჩვეულებრივი გოგონა დადგებოდი.
-ამას რატომ აკეთებთ?-დავიჩურჩულე.
-რას?-ჩემ ტუჩებს მზერა მოაშორა და თვალებში ჩამხედა.
-რატომ მეხებით! მე ხომ არ მომიცია უფლება?
მართალი ხარ-უცებ გამოერკვა თითქოსდა-ნისა..როდესაც მარტო ვიქნებით ამას დაგძახებ ორონდ ეს საიდუმლო უნდა იყოს. ხომ მოგწონს ნისა?
-ლამაზი სახელია-მხოლოდ ეს ვთქვი.
რამდენიმე პროცედურის შემდეგ კვლავ ოთახში გამიყვანეს, სადაც ამოწმებდნენ ჩემ “ზებუნებრივ ნიჭს”. ყველაფერი ისე უნდა გამეკეთებინა რასაც აქამდე ვაკეთებდი. მის გონებაში შემძვრალიყავი და წამეკითხა თავისი ფიქრები. მთელი ყურადღება გონებაზე გადავიტანე, მაგრამ რაღც ისე არ მოხდა. ჩემი ფიქრები არა ოთახში მყოფ პიროვნებისკენ, არამედ სარასკენ გაიქცა. ალბათ სხვა დროს წამში გავთიშავდი კავშირს, თუმცა ჩემი ყურადღება ერთ პატარამ სიტყვამ მიიპყრო. და ეს სიტყვა იყო- “ნისა”. მან საიდან იცოდა ამის შესახებ? ეს ხომ ჩემი და მაქასის საიდუმლო უნდა ყოფილიყო?
უფრი ღრმად შევედი მის ფიქრებში და უკვე გამართული წინადადება წავიკითხე. “ნისას მომზადება უნდა დავიყწო, ის უკვე საკმაოდ ძლიერია”
“მთავრობა არ იცდის”.
“აგენტები”
“სპეცოპერაცია”
“საბრძოლო ხელოვნება” და კიდევ უამრავი მსგავსი სიტყვები ტრიალებდა მის გონებაში.
“რა ჭირს? რატომ არ დაწერა ფურცელზე სიტყვა?” ჩემმა გონებამ საგანგაშო სიგნალი გამოსცა და სწრაფად დავაღწიე მისი გონებიდან თავი. როდესაც საბოლოოდ გამოვერკვიე ჩემს ირგვლივ ყველაფერი ტრიალებდა, ცხვირიდან კი ბლანტი სითხე მომდიოდა. გაჭირვებით წამოვდექი ფეხზე, ისიც არ ვიცი რატომ, მაგრამ ვიგრძენი მუხლებში, როგორ წამერთვა ძალა და ერთიანად მოვწყდი.
დახშული ხმები და თეთრი შუქი, რომელიც თვალებს მჭრის. მხოლოდ ამას ვგრძნობ და ვცდილობ მზერა დავიწმინდო, რომ გამოვარკვიო ცხადში ვარ თუ სიზმარში. ძალას ვიკრებ და გაჭირვებით ვახელ თვალებს, რამოდენიმეჯერ ვახამხამებ მზერის დასაწმენდად და გამოვიდა. როგორც კი ნორმანულად გამოვიხედე შეშინებული მაქსის თვალები დავინახე და სარა, რომელიც საეჭვო იხედებოდა და ალბათ უამრავი ეჭვი ღრნიდა.
-ცამეტო გესმით ჩემი?-ფორმალობა დაიცვა და ამაზე ჩამეღიმა. ხშირად მინახავს მაქსი ჩემს სიზმრებში, ოღონდ იმ სიზმრებში, რომელიც ჩემი ქვეცნობიერიდან მოდის და არა რაღაც ხილვის მსგავსში, რომელსაც რეალურისგან ვერ გაარჩვენ. მაქსი დაახლოებით ოცდახუთიწლის იქნება, როგორც ზემოდო აღვნიშნე თაფლისფერთვალება და სასიამოვნო გარეგნობის მამაკაცია. ალბათ ჩემ ფიქრებში იმიტომ არის, რომ ჩემ მიმართ ყოველთვის ლმობიერია-ცამეტო გესმით ჩემი-კვლავ გამიმიმეორა და ფიქრებს მომწყვიტა.
-კი..მე..კარგად ვარ-თავი ოდნავ დავუქნიე.
-დარწმუნებული ხარ?-ეჭვის თვალით შემომხედა.-შენ ისვ ცუდად გახდი
-არ მისადილია და მაგიტომ-ისე უცებ წამოვროშე ეს სისულელე თავადაც გამიკვირდა.
-ეს საჭმლის ბრალი არ არის-მაქსის მაგიერ წარმოთქვა სარამ-შენ რაღაც სხვანაირი ხარ. იქნებ წამლებს არ სვამ და მაგიტომ მოგდის ეგეთი რაღას-ეჭვის თვალით შემომხედა-ცუღლუტობ? რა ვქნათ კონტროლი დაგიწესო?
-მეტი კონტროლი რა გინდათ, ექიმო საროია? ოთახში კამერებია დაყენებული, თურმე კარებსაც მირაზავთ ღამე და ერთადერთი, სადაც მშვიდად ვარ ეს სააბაზანოა და იმედია იქ მაინც არ დამიყენებთ კამერებს-ამოუსუნთქვად აღმოვთქვი სიტყვები და მის რეაქციას დაველოდე.
-ცამეტო ნუთუ არ გრცხვენიათ!-აღშფოთებული წარმოთქვა-თქვენ ღამე დერეფანში გამოსვლა გინდოდათ? როგორ გაბედეთ....ხვდებით თქვენ საქციელს რა შეიძლებოდა მოყოლოდა?..როგორ…-კიდევ უნდოდა რაღაცის თქმა, მაგრამ მაქმა შეაწყვეტინა.
-სარა! კმარა გაიგო… რაც შეეხება ცამეტს ორივემ მშვენივრად ვიცით რისი ბრალია. მისი ოგანიზმი გადაიღალა ყოველდღე ათს ანალიზს ვუღებთ. იმდენად ვცდილობთ, რომ არაფერი გამოგვეპაროს მის ზედმეტად დაცვაში მას ზიანს ვაყებებთ.
-მიხედე-მხოლოდ ეს თქვა და ზურგი გვაქცია.
-არ მიაქციო ყურადღება-გამიღიმა და მზრუნველად გადამისვა თავზე ხელი.
-მაქს...შენ, რომ სახელი მითხარი აი ის..
-ნისა-მშვიდად მომიგო
-ხო..ნისა, ჩვენ ორის გარდა კიდევ ვინმემ იცის ამ სახელის შესახებ?-გულში ვლოცილობ, რომ თქვას “კი” და ის იმედი არ ჩამიქროს ,რაც რამდენიმე საათის წინ ამინთო.
-მე ხომ გითხარი, რომ ეს ჩვენ შორის დარჩებოდა?-წარბები აზიდა-ამ სახელის შესახებ მხოლოდ მე და შენ ვიცით. არ მენდობი?
-კი, როგორ არა-ჩამწყდარი ხმით აღმოვთვი, საწოლში კიდევ უფრო ჩავიწიე და ზურგი ვაქციე.
-კარგი დაისვენე-ფეხზე წამოდგა და გავიდა.
მეორე დღეს ჩემს ოთახში მეღვიძება “ისევ ერთი და იგივე” გავიფიქრე ფეხზე გაჭირვებით წამოვდექი, მოვწესრიგდი და კარებისკენ წავედი, როდესაც კარები სარამ შემოაღო.
-დილამშვიდობისა, ცამეტო შეგიძლია ეს ჩაიცვა-გამომიწოდა ლამაზად დაკეცილი სპორტული ზედა და შარვალი.
-რათ მინდა?-გამიკვირდა.
-ზედმეტი კითხვების გარეშ-მოკლედ მომიჭრა და გავიდა.
მეც სხვა რა გზა მქონდა? მოვემზადე სავარაუდოდ უნდა მევარჯიშა, რაც ძალიან არ მომეწონა. “სად მე და სად ვარჯიში? ეს რაღა აიტეხა ამ ქალბატონმა”
მაქსი შემოვიდა ისიც სპორტულ სამოსში იყო გამოწყობილი. “მასთან ერთად უნდა ვივარჯიშო?”
-მზად ხარ?-მაცდურად აათამაშა წამწამები-თუ ვარჯიშს გეზარება?
-საიდან მოტანე? რომ იცოდე ვარჯიში ჩემი სტიქიაა-ამ სიტყვებზე გულიანად გაიცინა.
-კარგი მაშ წავედით.-მეც აღარაფერი მითქვამს საკმარისია ამდენი სისულელის თქმა, მთლად ნუ გავაგიჟებ ამ ბიჭს. სპორტ დარბაზში შევედით და ეგრევე რინგზე ამიყვანა.
-სანამ მწრთვნელი მოვა ერთ ორ ილეთს მე გაჩვენებ-გამიღიმა, კრივი ხელთათმანები მომცა და მანიშნა გაიკეთო.
-მაქს-ისე მივმართე თითქოს რაღაც გავაფუჭე და ეხლა უნდა შევაპარო
-გისმენ..ნისა-მესიამოვნა “ნისას” გაგონება, მაგრამ შემდეგ გუშინდელი მახსენდება და გულში რაღაცამ ჩამწვა. “მატყუარა” გავიფიქრე.
-რამდენი წლის ხარ?-დაუფიქრებლად წარმოვთქვი. თავიდან გაკვირვება აღებეჭდა სახეზე, შემდეგ გაიცინა და მომიგო.
-ოცდაცხრა. შენზე ბევრად დიდი ვარ.
გავოცდი საერთოდ არ ეტყობა. ყველაზე დიდი ოცდა ხუთი წელი შეიძლება მისცე.
-არ გეტყობა-მხრები აიჩეჩე.
-ეგ იმიტომ, რომ ბევრს ვარჯიშობ და დროა ჩვენც დავიწყოთ, არა?.
დავიწყეთ ვარჯიშ რამდენიმე ილეთი მასწავლა და თან ძალიან გამამხიარულა. ამასობაში წვრთნელი მოვიდა და სახეზე უკმაყოფილბა აღმებეჭდა. “ძან ხომ არ მიეჯაჭვე მაგ მატყუარა მაქსიმილიანოს?” ეგრევე გამოანთხია შხამი მეორე მემ. დაახლოებით ოთხი საათი ვივარჯიშე, შემდეგ დავისვენე ,ვჭამე და საღამოს კვლავ განვაგრძე ვარჯიში. საკმაოდ კარგად ავითვისე კრივი. მწვრთნელს ახალი ილეთი უნდა ეჩვენებინა სარა, რომ შემოვიდა და მწვთნელს ანიშნა გვერძე გავიდეთო. მოფარებულში დადგნენ და რაღაცას ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს. “კარები ღია დაუტოვებია” გავიფიქრე და გასასვლელისკენ გავემართე. გავედი და არავინ არ იყო. საკმაოდ ბნელოდა “ამდენი ხანი ვარჯიშობდი?” გამიკვირდა და ფრთხილად ვიწყე ნაბიჯების გადადგმ.ა უცებ რაღც ფხაკუნი გავიგე, იმის მიუხედავად, რომ შემეშინდა ხმას მივყევი და ბნელ კუთხემდე მიმიყვანა, სადაც მკრთალად ანათებდა მთვარის შუქი და ადამიანის სილუეტი ჩანდა. ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და უტეხად გადავდგი ნაბიჯი სილუეტისკენ.
-ვინ ხარ?-დავიჩურჩულე. სილუეტი ჩემსკენ გამოიწია და შუქზე დადგა ფეხებიდან ავყევი სახემდე და გავოცდი ,როდესაც ჩემს წინ გოგონა გამოჩნდა-ვინ ხარ?-კვლავ გავიმეორე ინსტიქტურად.
-მე ანა ვარ, შენ ცამეტი ხომ?-დაიჩურჩულა. მხოოლოდ თავი დავუქნიე-მისმინე-თან მესაუბრებოდა თან ტერიტორიას ამოწმებდა-უნდა გაიქცე აქედან, უკვე გამზადებენ . შენც იმ გოგონების ჯგუფს შეუერთდები! თავიდან მეც მეგონა, რომ გამკურნავდნენ.
-რას გულისხმობ და საერთოდ ვინ ხარ,რა გოგონები?
-ნომერი ცხრა ვარ, ამათ ენაზე, რომ გითხრა. შენ რა მართლა გგნოა, რომ აქ მარტო ხარ?-უცებ გამწია და ფრთხილად გაიხედა დერეფანში-მოკლედ ,ვიცი ჩემი არ გჯერა და დღეს ღამის სამ საათზე შენ კარებთან დამელოდე და დაგიმტკიცებ ყველაფერს. ეს ყველაფერი სწრფად მომაყარა და სიბნელეში გაუჩინარდა. მე კი დავრჩი გაშტერებული.скачать dle 11.3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent