შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ანანასის ქუჩიდან #1

19-08-2019, 14:11
ავტორი ელპინი
ნანახია 594

ადამიანები.

***
მთვარიანი ღამიდან კოსმოსამდე დიდი მანძილია. ალბათ, იმდენად დიდი, რამდენადაც სივრცე ჩემსა და ჩემ წინ მდებარე ანანასის კაფეს შორის. ორაზროვანიც შეიძლება იყოს იმიტომ, რომ ეს კაფე ჩემი კორპუსის გვერდით მდებარეობს.
ადამიანები ერთმანეთს ეპატიჟებიან და მერე ისე ტოვებენ ანანასის ვაკუუმს, უკან დაბრუნებული არავინ მინახავს.
თუმცა, მივდივარ ამ ქუჩიდან მალე. უკან თუ ბრუნდებიან, ალბათ, მერე მეცოდინება.

***
- ქრისტინე, დამელოდე. რაღაც უნდა გითხრა. - ზურგს უკან მომესმა კურსელის ხმა. შემოვბრუნდი და მის ნაბიჯებს ვუყურებდი, სანამ ჩვენამდე მოვიდოდა. ყველა სხვადასხვა რაღაცას ტოვებს კვალად. ვიღაც ერთი კი ვიღაცის ნაბიჯს ყოველთვის მიჰყვება უკან.
- გისმენ, ელენე.
- ხვალ გამოცდა რომ გვაქვს ფრანგულში, იქნებ, საღამოს შემომიარო და დამეხმარო.
- დღეს ჩვენი ქუჩიდან მივდივარ. - ღიმილით ვუპასუხე და მის თვალებს დავაკვირდი - ვინ ტოვებს ანანასის ქუჩას?
- მიდიხარ? შენ? ანანასიდან? რატომ?
- მომბეზრდა. ახალი მჭირდება. - ჩემი გზა გავაგრძელე და ლურჯი ბლოკნოტი ჩანთიდან ამოვიღე, გარეთ ჩამოვჯექი და ფანქარი მოვძებნე, ანანასის ხატვა დავიწყე.
ტელეფონზე სურათი შევცვალე, ახლა ატმის ჯერი იყო.

***
"ძალიან არ გაბრაზდე. ხომ იცი, ერთფეროვნება არ მიყვარს. ამდენ ხანს მხოლოდ შენ გამო ვიყავი აქ. ამდენი ანანასი გამაგიჟებს. დროებით - ან - ნახვამდის."

***
ადამიანები მბეზრდებოდა. გარემო უფრო ხანდახან, ფანჯრიდან ერთი და იმავე ხედის ყურება დამანგრეველი იყო ჩემთვის და მისი აივანი - ჩემ წინ - უფრო ტრაგიკული. მე ყოველთვის ვტოვებდი, თუ მეძებდნენ, მიხაროდა, მაგრამ დაბრუნება - არ ყოფილა. ხშირად მავიწყდებოდა, რომ ადამიანები მგრძნობიარეები არიან, ემოციურები და ჩემი უკონტროლო ხასიათის გამო ხშირად ვტკენდი.
თუმცა, ყოველთვის იბადება ვიღაც - ვიღაცისთვის. ანანასამდე ცხრა ქუჩა გამოვიარე. ახლა მეთერთმეტეზე მივდივარ და პირველად მომყვება რაღაცის სუნი. ალბათ, ეს სუნი იმისაა, რომ ანანასი - პირველი იყო - ჩემი ემოციებიდან.
სახლის კარი გამოვხურე და კიბეები ჩავიარე კადრებთან ერთად. ყველა სართულზე ჩემი ხელმოწერა და ბოლოს, კორპუსის გარეთ კედელზე - "გტოვებ, ანანასო."
- ქრისტინე, ნუ მიდიხარ.
როგორც ჩანს, წუთებმა უფრო სწრაფად გაირბინა, თორემ თვეები ველოდი შეტყობინებაზე პასუხს.
- რატომ იჩქარე? ხომ იცი, გაცილებები არ მიყვარს.
- ნუ მიდიხარ - მეთქი, რა.
- მითქვამს, რომ მარტო ყოფნა არ მიყვარს და ამიტომ მივდივარ.
- გპირდები.
- კარგი, რა. შენი აზრით, ყველა სეზონზე ხარ? გეყოფა!
- გთხოვ.
- ამის უფლება არ გაქვს!
- მეორე მხარეს, რომ კაფე უნდა აგვეშენებინა?
- დამცინი - მეთქი. დროებით - ან - ნახვამდის.
გამოვიქეცი და . . .

***
პირველი კორპუსი - ანანასის ქუჩა, 209.
აქ ყველაფერს ყვითელი სუნი აქვს, ერთი სული მაქვს, ფანჯრიდან გავიხედო და წავიკითხო ქუჩის სახელი, რომ ეს - ანანასია. სახლში ავდივარ და ყველა სართულზე მაშინვე ვტოვებ ხელმოწერებს. ტრადიციების დარღვევა არ შეიძლება. კარებს ვაღებ და პირველი, რაც თვალში მხვდება, მაგიდაზე დადებული ანანასია. ყველამ ყველაფერი იცის. ფანჯარასთან მივდივარ და მოპირდაპირე აივანი არც ისე შორსაა, ვამჩნევ. ყველაფერს ვათვალიერებ და ყველა მხარე ჩანს ჩემი ფანჯრიდან. ანანასის წრეში ვდგავარ. წინ აივნიდან ვიღაც ხელს მიქნევს და . . .

***
- მე ქრისტინე ვარ.
თვითონ სახელს არ მეუბნება.
- მე იმ აივანზე ვცხოვრობ.
და ვხვდები, რომ რაღაც - არსებობს.

***
ღამით სეირნობა დრამაა - ცხოვრების. თუ ღმერთს რაიმე უნდა, ყოველთვის - ამ დროს.
- შენ ხომ არ გეშინია, ქრისტინე?
- რისი?
- ხომ არ გეშინია - მეთქი, ქრისტინე?
- რისი - მეთქი?
- დროებითი გამოჩენების.
- თავიდან ხიბლი აქვს, მერე - კარგავს, როგორც ყველაფერი დროსთან ერთად.
- იცოდე, მომწონხარ.
ქრება და . . .
და იცის, რომ მე არ მეშინია.

***
ანანასის კაფეში პირველად მივდივარ. მგონი, სამი ჩასუნთქვა დამჭირდა კარის გაღებამდე.
- ორი ჩაი და ორი ანანასის ნამცხვარი. - ვუკვეთავ.
- კი, მაგრამ თქვენ, რომ მარტო ხართ?
- ვგრძნობ, გამოჩნდება.
უცებ აირეკლა.
- აკი, გითხარით. - გავუღიმე და თვალი ჩავუკარი.
- რატომ?
- იმიტომ, რომ ვიცოდი - იცოდი და მელოდი.
- შენგან რაღაცნაირად ჟღერს, თუ მეც მომწონხარ და ამიტომ, არ ვიცი.
დუმს და მე ვუყურებ.
პასუხი არ ჩანს და არც ის, როდის იქნება შემდეგი. მით უმეტეს, ის - რატომ აკეთებს ამას, მაგრამ ხიბლი აქვს.
- ჩვენ ანანასის ქუჩიდან ვართ და შენ - არაფერი უნდა გაგიკვირდეს.
- არ მეშინია - მეთქი და გასაკვირი რა უნდა იყოს?
- მიდი, გასინჯე, გემრიელია.
და მისი გემო აქვს,
მაგრამ უცებ ქრება და . . .

***
- ქრისტინე, მომწონხარ და მეტს ვგრძნობ, ოღონდ არ მიყვარხარ.
- კარგი გემო აქვს. არც ტკბილი და არც მწარე, მაგრამ შუალედები დიდხანს არ მიყვარს. წონასწორობას ვერ აკავებს. ან ერთი და ან - მეორე.
- ამიტომ მომწონხარ და ამოგიჩემე.
- ჩაი, ყავა?
- ყავა - უშაქროდ და შენთვის - ჩაი შაქრიანი.
- ჩვენი წვენიც მაქვს. - მაცივრიდან ანანასის წვენი გამოვიღე და ყვითელ ჭიქაში დავუსხი.
- მომკალი და არ მჯერა, რა.
- რას გულისხმობ?
- რომ შენ აქედან წახვალ და ჩემი ლოდინი მოგბეზრდება.
- დაივიწყე, არ გინდა. - მე ვიცოდი, რომ ეს შესაძლებელი იყო, მაგრამ ადამიანებს ასე არ ახასიათებთ.
მაშინ მივხვდი, რომ პირველად მას შეეშინდა. შეიძლება, შიში არ იყო, მაგრამ ვიგრძენი - მეჩვეოდა.
ყავა აღარ დაულევია და . . .

***
ვერდარქმეულ სიყვარულს ხატვა სჭირდება. ეგ იყო და ის მისი აივნიდან ხატავდა, მე ჩემიდან. მერე დაიყვირა:
- შენ ძალიან ლამაზი ხარ, ქრისტინე.
ჩემი სახელი გავიგონე.
- მე შენ მომწონხარ.
- მე მიყვარხარ, ქრისტინე.
ამ დროს გავრბივარ და "თუ" . . .

***
სინამდვილეში თეთრი ღვინო ანანასის ფერია და მე ის დავპატიჟე.
როგორც ჩანს, შუა გზაში მტრედს ფრთა მოტყდა და წერილი იმაზე შორს გაფრინდა, ვიდრე კოსმოსია.
არეულობის დალაგება მძულს. არ შეიძლება. ამ დროს, ვფიქრობ, ერთადერთი გზა - ანანასის ქუჩის დატოვებაა - დროებით - ან - ნახვამდის.скачать dle 11.3

№1  offline მოდერი სალანდერი

დავბრუნდები ❤

№2  offline ადმინი ელპინი

სალანდერი
დავბრუნდები ❤

გელოდები! ♥️

№3  offline მოდერი სალანდერი

" ღამით სეირნობა დრამაა - ცხოვრების. თუ ღმერთს რაიმე უნდა, ყოველთვის - ამ დროს. " - ჩავინიშნე. . .

" - მომკალი და არ მჯერა, რა.
- რას გულისხმობ?
- რომ შენ აქედან წახვალ და ჩემი ლოდინი მოგბეზრდება. " - ჰმ. ჩამეცინა.

ელ პინ, ყველაზე მეტად რასაც ავტორში ვაფასებ, საკუთარი ხელწერაა და შენ იმდენად განსხვავებული და განსაკუთრებული გაქვს ეს, რამდენი უაზრო კოპირებაც არ უნდა ვნახო მაინც ყველგან ვხვდები რომ ის შენ არ ხარ. რამდენი ფრაზაც არ უნდა მოგპარონ და რამდენი სიუჟეტიც, მაინც ბანძი ასლია და ორიგინალს ვერ გავს.
ანანასი. . . მე არ მიყვარს. . . მაგრამ შენი ანანასების ქუჩა მომეწონა.
სიმართლე ითქვას აქ მთავარი არც ხილია, არც მისი გემო და სტრუქტურა, მთავარი ისაა რასაც გვთავაზობ და ახლა ეს ანანასი "გემრიელი" იყო.
მე მიყვარს შენი მგრძნობიარე ბუნება, ფერადი სამყარო და სიუჟეტები სადაც ერთი შეხედვით არაფერია სიუჟეტური. გრძნობათა გამოძახილი? თუ როგორ ჰქვია? ავტორის გაქცევა რომ ჩანს საკუთარი თავისგან და ისიც რომ ჩანს, თუ როგორ ვერ გაექცა. მე მომწონს როგორც მკითხველს, შენს "შიგნით ხეტიალი" ვფიქრობ ეს ლამაზია და საინტერესო და ყველა ვინც შენ გკითხულობს, ზუსტად ვიცი იგივეს ფიქრობს. აქ ყველა ამისთვის ვართ ვიცით რას მივიღებთ და ზუსტად ამას ველოდებით. "ერთი და იგივე შაშტავი"
და კიდევ ელ, მოგვენატრა ის მეტი. ეს აღარ არის საკმარისი, ხვდები ხო? მეტი გვინდა. ეს პატარა წახემსებები, შიმშილის გრძნობას ვერ გააქრობს. ჰოდა ველოდები, ისეთ ძლიერ გამობრწყინებას, თვალი რომ მოგვჭრას. ❤

№4  offline ადმინი ელპინი

ახლა ზაფხულია, აგვისტო და ზუსტად ის დრო, როცა ერთი წლის წინ ცოტა მეტს ვწერდი და ერთ წელზე მეტი ხნის წინ, შენ წამიკითხე.
ოღონდ, ჩვეულებრივი წაკითხვა არ ყოფილა და მგონი, შენც არ იცი, რომ ხანდახან ვზივარ და ამისთვის მადლობას ვუხდი.
ანგელოზს, თუ ეშმაკს - არ ვიცი.

აუ, ის რაღაც როგორი იყო . . .
იქნებ, არც წასულია?
ჯერ ეს პირველია და . . .

ძალიან, ძალიან მიყვარხარ და
მეც ველოდები - შენთან ერთად!
♥️

№5  offline წევრი სიბილა

ანანასის ქუჩა მთავრდება ვითომ?ანუ, საღამოს აწყობ და წვეულებაზე გვპატიჟებ-ხო?აბა, წახემსებების დრო წავიდაო-და, არ გინდა, ნუ გააბრაზებ)))

№6  offline ადმინი ელპინი

სიბილა
ანანასის ქუჩა მთავრდება ვითომ?ანუ, საღამოს აწყობ და წვეულებაზე გვპატიჟებ-ხო?აბა, წახემსებების დრო წავიდაო-და, არ გინდა, ნუ გააბრაზებ)))

ზემოთ პირველი წერია, მეორე მალე იქნება, გაბრაზებები - შორს.
არაფერი მთავრდება, რასაც უცნაური დასაწყისი აქვს, თუ არა?
მადლობა, რუსა . . .
♥️

№7  offline წევრი სიბილა

ელპინი

აქვს ააააააააააააააააქვს)))

№8  offline ადმინი ელპინი

♥️♥️♥️

№9 ახალბედა მწერალი ქეთი იმერლიშვილი

რატომ მიყვარს შენი ნაშრომების კითხვა?
ჰმ, ეს ხომ ირეალური, ამავდროულად რეალურიც და რაღაც ახალია, რომელიც ახალი სისხლის გადასხმას ჰგავს თანამედროვე მწერლობაში.
არ მეგულება მწერალი, რომელიც თუ საჭირო იქნება, მანგოს გამიცოცხლებს, ანანასს გამომიჭრის და სახლად მიქცევს, გრეიფრუტს თვითმფრინავად გადამიქცევს და ატამს დამათოვებს, ან ვინ იცის, წვიმად გადამიქცევს.
განა ეს მშვენიერი არ არის, რომ მოწყდე მკაცრი წესებით მართულ და მატერიალიზმში ჩაძირულ სამყაროს და შეიქმნა შენი ზღაპრული საყუდელი, რომელსაც შენი საყვარელი ხილის ან თუნდაც ყვავილების გემო და არომატი ექნება?
რაღაც სასწაულ ჟანრს ქმნი, რაღაც უმშვენიერეს კუნძულებს ჰბადებ, მერე იქ წვეულებებს მართავ და მკითხველებს გვეპატიჟები.
ნეტა, საპატიო სტუმარი ვარ?
ალბათ, კი. მე ხომ განსაკუთრებულად მომწონს ეს კუნძულები, მათი მფლობელიც და ამ ლამაზ წვეულებებზე დროის ტარება?.. :დდ სხვა შემთხვევაში, რომ არ გიცნობდე და არ დაგეპატიჟებინე, იქ ვერ შევაღწევდი.
... და მაინც, "როგორც ჩანს, შუა გზაში მტრედს ფრთა მოტყდა და წერილი იმაზე შორს გაფრინდა, ვიდრე კოსმოსია" -ამ სიტყვებმა ღრმად ჩამაფიქრა...
კარგი, შევალ ახლა დედამიწაზე, თორემ აივანზე დგომამ შენი დახატული უცხო სამყარო ღრმა შთაბეჭდილებებით დამანახა და გიჟად ჩამთვლიან, რას ბოდავსო :))))))
❤️❤️❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

№10 წევრი აბაშიძე

აუჰ ელ.
იწყება თავდვიწყება?

არ მეგონა ასე მალე თუ შეასრულებდი.
გამიხარდა.

"#1"- გამიხარდა.
მეორეს მოლოდინში რო უნდა ვიყო ეგეც მიხარია.
უჰ.
უცნაურიაა.
მაგრამ ხომ იცი.
აღარ მიკვირს.
შენ სხვანაირად?
წარმოუდგენელია.

ანანასის ქუჩა.

ლამაზია.
და ფაქიზი.
შენი სიტყვებივით.
როგორც ყოველთვის.

ატამიო და ეგეც მიხარია.

მიყვარს ატამი.
ატმის ყვავილები.

ლამაზია.
სულ.

"ვერ დარქმეულ სიყვარულს ხატვა სჭირდება"- ო.
ესეც ჩემი დაჭერილი წინადადება.

სულ ლამაზად როგორ წერ ელ?
ეს მიყვარს ყევლაზე მეტად მე შენში.
აიი ყველაზე ლამაზად წერ.
და ფაქიზად.
ყველა სიტყვას უფრთხილდები.
ხო არაა?
გაუზრებლად თუნდაც.
მერე რა.

გოდები(თ) მომდევნო თავამდე.
უჰ ესეც უცნაურია.

კარგი.

№11  offline ადმინი ელპინი

ქეთი იმერლიშვილი

ქეთიიიიიი, აუუუუუუუუ!!!!
ვინ ხარ შენ და რა გინდა?
ისეთი ხარ, რომ იცის და მეტი არც არის საჭირო . . .
მე რა უნდა გითხრა, იცოდე, ხშირად გამოდი ხოლმე დედამიწიდან, მე დიდად არ მომწონს მანდ, თითქმის არასდროს ვარ . . .
აუ, მადლობა, რა!
♥️♥️♥️♥️

აბაშიძე
აუჰ ელ.
იწყება თავდვიწყება?

არ მეგონა ასე მალე თუ შეასრულებდი.
გამიხარდა.

"#1"- გამიხარდა.
მეორეს მოლოდინში რო უნდა ვიყო ეგეც მიხარია.
უჰ.
უცნაურიაა.
მაგრამ ხომ იცი.
აღარ მიკვირს.
შენ სხვანაირად?
წარმოუდგენელია.

ანანასის ქუჩა.

ლამაზია.
და ფაქიზი.
შენი სიტყვებივით.
როგორც ყოველთვის.

ატამიო და ეგეც მიხარია.

მიყვარს ატამი.
ატმის ყვავილები.

ლამაზია.
სულ.

"ვერ დარქმეულ სიყვარულს ხატვა სჭირდება"- ო.
ესეც ჩემი დაჭერილი წინადადება.

სულ ლამაზად როგორ წერ ელ?
ეს მიყვარს ყევლაზე მეტად მე შენში.
აიი ყველაზე ლამაზად წერ.
და ფაქიზად.
ყველა სიტყვას უფრთხილდები.
ხო არაა?
გაუზრებლად თუნდაც.
მერე რა.

გოდები(თ) მომდევნო თავამდე.
უჰ ესეც უცნაურია.

კარგი.

ქეთო,
ლამაზო გოგოვ,
სულ ასე ტკბილად და თბილად როგორ ლაპარაკობ შენ?
ან რა გული გაქვს მართლა ასეთი,
რომ აქ ხარ და თან - როგორ . . .
აუ, ქეთო, ძალიან მინდა რომ კარგი იყოს, მართლა მინდა . . .

მადლობა!
♥️

№12  offline წევრი silver hands

კარგა ხნის მანძილზე გვერდზე სიახლეებს როგორც სტუმარი ისე ვადევნებდი თვალს
წინა წელს შენს ისტორიებს გადავაწყდი ელპინ... ადამიანი მაშინვე გრძნობ როცა რაღაც "განსხვავებულთან" გაქვს საქმე და მე ყველაფერი უცნაური ძალიან მომწონს!
(ერთ-ერთი ისტორიიდან თუ არ ვცდები"წამიერი სისუსტე" ერქვა დღემდე მაქვს პატარა მონაკვეთის სქრინი ტელეფონში)

მერე ცოტა ხნით დავიკარგე გვერდს ვეღარ ვსტუმრობდი, ახლა ისევ აქ ვარ და რაღაცნაირად უცნაური გრძნობით მეღიმება, რომ მაქვს შესაძლებლობა აზრი გამოვხატო შენს შემოქმედებაზე...

№13  offline ადმინი ელპინი

silver hands

ახლა მართლა მითხარი ის, რაც დაწერე?
ანუ . . .
ძალიან მიხარია, თუ ასეა და ზუსტად ვერც გადმოვცემ ჩემს სიხარულს. უცნაურიც კი არის.
იმედია, არ დამეკარგები და კიდევ წამიკითხავ ხოლმე.
დიდი, დიდი მადლობა დადებითი ემოციებისთვის! ♥️

№14  offline წევრი Kalina

ანანასი უნდა გავსინჯო!

სამყაროში ყველა ბედნიერების ნაწილაკს იმსახურებ. ❤️
გელი.
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

№15  offline ადმინი ელპინი

Kalina
ანანასი უნდა გავსინჯო!

სამყაროში ყველა ბედნიერების ნაწილაკს იმსახურებ. ❤️
გელი.

მარიკუნა,
როგორ არ მინდა,
იმედები ორივეს გაგვიცრუვდეს.

მიყვარხარ!
♥️

№16  offline წევრი guroo

.ყველას გვიყვარს შენს მწერლურ სამყაროში მოგზაურობა, მაგრამ...
რაკი გადაწყვიტე, რომ თავებად დადო, სიუჟეტიც უნდა შემოგვთავაზო. უსამრთლოდ ნუ გვექცევი. პატარა თავია. ფაქტობრივად, არაფერი დაწყებულა. რას გვიყვები? - ჯერ არ ვიცით. სად გადის ზღვარი ჩანახატსა და მოთხრობას შორის? - მგონი, შენც ვერ შეამჩნიე და აბა, ჩვენ რაღა ვქნათ?! დაგვინდე, პინო! კერძის მაგივრად დელიკატესებს ნუ გვატენი.
შენი ნაწერები ყველაზე ღრმად მიჩქმალულ მოგონებებსაც კი თვალწინ მიფრიალებს, იცი? ამხელა მაგიას რაინაირად აქსოვ თითოეულ სიტყვაში? წავიკითხავ და... ხუთი წუთი მჭირდება, რომ წაკითხულით დავტკბე და მერე კვლავ განვაგრძო კითხვა.
ძალიან მიყვარხარ, უზომოდ!!!.

№17  offline ადმინი ელპინი

guroo

აუუუუ, სიუჟეტი არ არის ჩემი, თუ როგორაა, ჯერ არც მე ვიცი.
რას ვწერ - ეგეც არ ვიცი და თუ ვწერ, ეგეც.
სანამდე ამოიწურება, იქნება და რა - ვინ იცის . . .

ძალიან, ძალიან დიდი მადლობა!
♥️

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent