შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წერილი ყოფილი ცოლისგან (სრულად)


20-08-2019, 08:55
ავტორი სელენე
ნანახია 1 574

დილის ცხრა საათი იქნებოდა კარზე ზარი რომ დარეკეს. საწოლში გვერდი შევიცვალე და ჩემს ცოლს მოვეხვიე. ზარის ხმა არ შეწყვეტილა. პირიქით, დილის სტუმარი უფრო გააქტიურდა. ავდექი. სკამზე მიგდებული ნაცრისფერი სპორტული შარვალი ჩავიცვი და პირველ სართულზე ჩავედი. ფეხშიშველმა გავიარე ჰოლი და გასაღები გადავატრიალე. კარში ლურჯებში ჩაცმული ფოსტალიონი გოგონა იდგა. თვალის უპეები ჩაშავებული ჰქონდა. უძილობისგან თუ დაღლილობისგან ვერ მიხვდებოდით.
-თემო გომარელი ბრძანდებით?
-გახლავართ
-ამანათია თქვენს სახელზე
-ამ დილაუთენია რა ამანათობანა აგიტყდა?
-ჩემს მოვალეობას ვასრულებ _თვალები დახარა დაბნეულმა გოგონამ
-კარგი მომეცი _უფრო შევარბილე ტონი. გოგონამ დიდი ჩანთიდან წერილი ამოიღო.
-ეს არის ამანათი?
-დიახ, თუ შეიძლება ხელი მომიწერეთ აქ _დიდი ტაბლეტი მომაწოდა. ხელი მოვაწერე და წერილი გამოვართვი. ხელის კვრით დავხურე კარი. კონვერტი გადავატრიალე. გამომგზავნის სახელის ამოკითხვაზე გული ამიჩქარდა. თმაზე ხელი გადავისვი და წერილის ნაგავში ჩაგდება გადავწყვიტე მაგრამ ცნობისმოყვარეობამ მძლია. ნელა გავხსენი და დაკეცილი ფურცელი ამოვიღე. ჩემი ყოფილი ცოლის ხელწერა ვიცანი... ისევ დავაპირე ნაგავში ჩაგდება და ისევ გადავიფიქრე. ტახტზე ჩამოვჯექი და კითხვა დავიწყე.
"ყოფილო ქმარო! არ ვიცი ეს წერილი მოაღწევს თუ არა შენამდე, ისიც არ ვიცი წაიკითხავ თუ არა. თუმცა მაინც ვზივარ ახლა, ღამის ორ საათზე და ვწერ... ალბათ შენ არც გაინტერესებს როგორ ვარ, რას ვაკეთებ იმის შემდეგ რაც შენ მიმატოვე. ჯერჯერობით მხოლოდ იმას გეტყვი რომ ბედნიერი ვარ. იმაზე უფრო ბედნიერი ვიდრე შენთან ვიყავი. მაშინ როცა გაგიცანი... როცა დროს შენთან ერთად ვატარებდი... როცა დაქორწინება გადავწყვიტეთ... მე შენი გულისთვის ჩემს ოჯახს გადავაბიჯე. მშობლებს, ჩემს ძმებს, მეგობრებს... ის სახლი მივატოვე, რომელსაც ჩემს ყველაზე ბედნიერ წუთებს ვუკავშირებ — ბავშვობას, მოზარდობას, თინეიჯერობას... შენთან წამოვედი ბედნიერებისთვის... მართლაც, თავი ყველაზე ბედნიერი ქალი მეგონა. ყოველი დილა შენზე ფიქრით იწყებოდა... შენზე ფიქრით მთავრდებოდა. მართლა სიგიჟემდე მიყვარდი. ყურადღება მიაქციე ამ სიტყვას — მიყვარდი... შემდეგ რა მოხდა?! შენ შეიცვალე. თითქოს ჩემს მიმართ გრძნობები გაგიცივდა. თითქოს აღარ ვიყავი ერთადერთი და შეუცვლელი. შენი ნათქვამი 'მიყვარხარ' იმ სიყვარულით აღარ იყო სავსე როგორც ადრე. შენი გამოხედვა აღარ იყო იმ სითბოთი სავსე და შენ აღარ იჩენდი იმდენ ყურადღებას ჩემს მიმართ. სახლში გვიან მოდიოდი. ყველგან შენი აყროლებული წინდები და ტანსაცმელი ეყარა. თითქმის ყოველდღე ვკამათობდით. ხანდახან ვჩხუბობდით. შემდეგ ჩემს ცხოვრებაში რევოლუცია მოხდა. ჩემს სხეულში პატარა არსება ამოძრავდა... გული სიყვარულით ამივსო და შენი სიცივე გადაფარა. მეგონა ეს ამბავი გულს მოგილბობდა და ჩვენშორის გაჩენილ უფსკრულს შეავსებდა. ვერ ვიგრძენი რომ ისე გაგიხარდა როგორც საჭირო იყო. უფრო მეგონა რომ გაოცებული იყავი. თითქოს ეს არ უნდა მომხდარიყო. ვერ დაგაბრალებ რომ ამის შემდეგ ჩემზე არ ზრუნავდი, თუმცა შენი უყურადღებობა მაინც გულს მტკენდა, მტკენდა შენი საქციელი. მაგრამ ვითმენდი. იმასაც კი ვითმენდი რომ არ მიფრთხილდებოდი. როცა ცოლად გამოგყევი მეგონა გიცნობდი. მეგონა შენ იყავი ერთადერთი ვისთანაც ცხოვრების გატარება მინდოდა. თუმცა შენ თითქოს ჩემი ოცნებების დამსხვრევა გქონდა მიზნად, რაც დამიჯერე, ძალიან კარგად გამოგივიდა. მიმატოვე და დამიტოვე უდიდესი ტკივილი. თავიდან მეგონა დასვენება გჭირდებოდა. გელოდებოდი, მაგრამ შენ არ გამოჩნდი. შემდეგ ტელეფონზე დამირეკე. იმდენად მშიშარა აღმოჩნდი რომ ტელეფონით დამირეკე და თითქოს არაფერი მომხდარიყოს ისე მელაპარაკე. იმდენად სულმდაბალი აღმოჩნდი რომ ვერ გაბედე თვალებში შემოგეხედა და გეთქვა მიზეზი ჩემი მიტოვების. გეთქვა რატომ გამიმეტე ამხელა ტკივილისთვის. მხოლოდ მაშინ დავინახე შენი ნამდვილი სახე როცა ტელეფონით მითხარი რომ ჩემგან მიდიოდი, სხვა ქალი გიყვარდა და მასთან ერთად აპირებდი ახალი ცხოვრების დაწყებას თურქეთში. პატიებაც კი არ გითხოვია. არ გითქვამს მაპატიე რომ ასეთი არაკაცი ვარ და ორსული მიგატოვეო, სხვა ქალთან ერთად რომ გავიქეცი მაპატიეო, რომ გატყუებდი მაპატიეო, ჩემი სიყალბე მაპატიეო... არა, მხოლოდ ერთი მითხარი რომ სხვა ქალი გყავდა. ხმა ვერ ამოვიღე, ავტირდი. სული ამტკივდა. მე ხომ ყველაზე ძვირფასი მოგეცი რაც გამაჩნდა, მე ხომ შენ გული მოგეცი... გული რომელიც შენი სიყვარულით იყო სავსე... გული, რომელიც დედაჩემმა დიდი ტკივილით და წვალებით ჩამიდგა საგულეში, გული რომელიც მამაჩემის გულის ნაწილი იყო. იმიტომ ვამბობ წარსულ დროში რომ სიცოცხლის ხალისი დავკარგე. შენი ხმა მაშინ ისეთი მშვიდი და ამაზრზენი იყო გული ამერია. ღებინება დამეწყო და ცრემლები მახრჩობდა. მაშინ რომ ჩემთვის იარაღი მოეცათ ხელში დაუფიქრებლად გესროდი. არა... ვერ გესროდი იმიტომ რომ მიყვარდი... დეპრესია დამეწყო... საწოლიდან აღარ ვდგებოდი და მთელი დღე ვტიროდი. თავს დამცირებულად და მიტოვებულად ვგრძნობდი. აღარ ვჭამდი, აღარ მეძინა. ჩემი ოჯახი ჩემი ტანჯვით იტანჯებოდა. მამაჩემი გაცოფებული იყო. ჩემი ძმები მოსაკლავად გეძებდნენ. დედაჩემი ცოცხალ შვილს მგლოვობდა, მეხვეწებოდა რომ რამე მეჭამა. მეუბნებოდა რომ ჩემი შვილისთვის უნდა მებრძოლა. დედაშენი ცრემლებში ატარებდა დროს. კარგი ქალია ჩემი ყოფილი დედამთილი. მამაშენი სახლში აღარ მოდიოდა ან თუ სახლში იყო თვალებში ვერ მიყურებდა. თავს მარიდებდა. საშინლად ძლიერი არასრულფასოვნების კომპლექსი გამიჩნდა. ვერ ვპოულობდი პასუხს კითხვაზე რატომ? რით დავიმსახურე? შენ ვერ იტყვი რომ არ ვიყავი ლამაზი, არ ვიცოდი საჭმლის კეთება ან არ ვალაგებდი სახლს და არ ვრეცხავდი სარეცხს. შენ შეგიძლია თქვა 'არაკაცი ვარ, შემეშინდა და გავიქეცი სხვასთან ერთად ისე რომ არ შევხედე უკანასკნელად თვალებში, ერთ დროს საყვარელ ქალსო'. როგორც გითხარი ყოველ დღე იზრდებოდა ტკივილი ჩემში, თუმცა შედარებით გამოვკეთდი... ჭამა დავიწყე და ძილითაც ნორმალურად მეძინა. სოციალურ ქსელში ახალი სახელით დავრეგისტრირდი. ყოველ დღე ვათვალიერებდი შენი და შენი ახალი ცოლის ფოტოებს. არ დაგიმალავ, გულში ხმამაღლა ვხარხარებდი როცა გავაცნობიერე რომ მასზე ლამაზი ვარ. არ მიწყინო, ეს განცდა შეიძლება ნებისმიერ ქალს დაეუფლოს ასეთ შემთხვევაში, თუმცა მაინც მტკიოდა უშენობა. ჩვენ ერთად უნდა ვყოფილიყავით როცა ჩვენი შვილი დაიბადებოდა, როცა პირველი კბილი ამოუვიდოდა, პირველ სიტყვას იტყოდა და პირველად გაივლიდა. ერთად უნდა გვეთენებინა ღამეები მისთვის. თანდათან მომბეზრდა ტირილი და გლოვა შენზე. შემდეგ ჩემი პატარა ბედნიერება დაიბადა. ჩემი ცხოვრების ნათელი წერტილი. ჩემი სხეულის და სულის ნაწილი. ჩემი გულის ფეთქვა... ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა როცა სოციალურ ქსელში ბავშვის ფოტოები ყოველგვარი მორიდების გარეშე მთხოვე. არ გამომიჩენია სიბოროტე და ქაჯობა, ამიტომ გიგზავნი დღემდე ფოტოებს. შეგიძლია ჩარჩოში ჩასვა და თავთან დაიდგა. მაინც ვერ იქნები მისთვის უკეთესი მამა. (სმაილი). ჩემმა პატარამ ნელნელა თავისი გულწრფელობით, სიყვარულით შემივსო გულში შენმიერ დატოვებული უფსკრული. მარტო ვუთენებდი ღამეებს, ვურწევდი აკვანს, ვასწავლიდი როგორ უნდა დაეჭირა კოვზი სწორად. შემდეგ მივიყვანე ბაღში, არ უტირია. ღონისძიებებისთვის და ზეიმებისთვის მე ვასწავლი ლექსებს... უზომოდ ამაყი და ბედნიერი ვარ რომ ჩემი შვილი ასეთი ნიჭიერი და ყოჩაღია. დედაშენი ყოველთვის ცდილობს ბავშვთანთან მეტი დროის გატარებას მაგრამ მანძილი უშლის ხელს. ძალიან კარგი ბებიაა, მამაშენიც იგივენაირად... ბავშვმა გადამარჩინა, შენგან მოსაკლავად განწირული მან მომაბრუნა სააქაოს. მისი წყალობით მე ისევ ბედნიერი ვარ. იმაზე ბედნიერი ვიდრე შენთან ვიყავი, ამიტომ აღარ მინდა შენთან რამე საერთო მქონდეს (არ ვგულისხმობ ბავშვს). მე აღარ ვაპირებ გამოგიგზავნო ფოტოები და თავი შენგამო შევიწუხო. დაკმაყოფილდი იმ ფოტოებით რასაც გამოვაქვეყნებ. შენგამო მე ყველას ნდობა დავკარგე... ყველა კაცის ერთის გარდა. აუცილებლად მოვუყვები მას მამის შესახებ, ყველაფერს მოვუყვები. გაცნობის დღიდან დღემდე. არა იმიტომ რომ შეგიძულოს —არამედ შენს შეცდომაზე ისწავლოს. შენ დაგავიწყდა რომ დედამიწაზე ქალი ყველაზე აღმატებული არსებაა და არ მინდა ის შენ დაგემსგავსოს. მე მას ვასწავლი ქალის პატივისცემას, ვასწავლი გონებით მოქმედებას, ფიქრს, ვაჟკაცობას... ვასწავლი რომ არცერთი ქალი არ იმსახურებს მსგავს გულისტკენას მამაკაცისგან, რომლის გამოც ის ოჯახს ტოვებს. საბოლოოდ კი მე ვიქნები ყველაზე ამაყი დედა და ვიტყვი რომ მე ეს შევძელი...
ყოფილო ქმარო! მხოლოდ ეს იცოდე: მე შენ დაგამარცხე. შენს მიერ მოყენებული ტკივილი დავამარცხე და მე დღეს ძლიერი ქალი მქვია. ბედნიერებას გისურვებ შენს მეუღლესთან ერთად, რომელმაც ალბათ არ კი იცის ჩემი არსებობის შესახებ... " _არ ვიცი ამ წერილის კითხვაში რამდენი ღერი სიგარეტი მოვწიე. გულისცემა აჩქარებული მქონდა. ვსუნთქავდი ღრმად და არათანაბრად. წერილი კონვერტიანად დავკუჭე და სანაგვეში მოვისროლე. საძინებელში დავბრუნდი ჩემს მძინარე ცოლთან. სპორტული გავიხადე და თბილი სხეული გულში ჩავიკარი. მალევე მშვიდად და ღრმად დამეძინა...скачать dle 11.3



№1 სტუმარი სტუმარი ნელი

ბოლო მოულოდნელი იყო.მეგონა სინანულსა და სინდისის ქეჯნას იგრძნობდა

 


№2 სტუმარი სტუმარი Nina

Es raiyo?veraferi gavige

 


№3  offline წევრი ჟოზე

ირი, რა დავწერო,ეს რა იყო...
ეს ადამიანი ნამდვილი არაკაცია, მეგონა ბოლოს მაინც შეაწუხებდა სინდისი მაგრამ შევცდი,თუმცა ვფიქრობ მაგ წერილიდან გამომდინარე ნამდვილად არ აპატიებდა მისი ყოფილი ცოლი. იმედია იამაყებს მისი შვილით და ისეთი იქნება ❤❤
წარმატებები, ნიჭიერო ჭკვიანო და უზომოდ თბილო გოგოვ ❤❤❤

 


№4  offline წევრი ვიპნი

ვერ წარმოიდგენთ როგორი რეალობაა ეს ისტორია ,ნელ-ნელა ვუბრუნდები საკუთარ თავს,უბრალოდ ვფიქრობ რომ საკუთარ თავს ბოლომდე მაშინ დავუბრუნდები როცა აღარ გამეფიქრება სამართლიანობის აღდგენაზე,ვერ წარმოიდგენთ რა საშინელებაა როცა პატარა იზრდება და მამას ეძებს,ყველა გამვლელ კაცში რომ მამას ეძებს.
თუმცა სამწუხარო რეალობაა , რომ ასეთ არაკაცებს ჩვენ ქალები ვზრდით.

 


№5  offline წევრი სელენე

ჟოზე
ირი, რა დავწერო,ეს რა იყო...
ეს ადამიანი ნამდვილი არაკაცია, მეგონა ბოლოს მაინც შეაწუხებდა სინდისი მაგრამ შევცდი,თუმცა ვფიქრობ მაგ წერილიდან გამომდინარე ნამდვილად არ აპატიებდა მისი ყოფილი ცოლი. იმედია იამაყებს მისი შვილით და ისეთი იქნება ❤❤
წარმატებები, ნიჭიერო ჭკვიანო და უზომოდ თბილო გოგოვ ❤❤❤



შენსავით არავინ არ მიყვარს <3

 


№6 სტუმარი სტუმარი მეგი

ვიპნი
ვერ წარმოიდგენთ როგორი რეალობაა ეს ისტორია ,ნელ-ნელა ვუბრუნდები საკუთარ თავს,უბრალოდ ვფიქრობ რომ საკუთარ თავს ბოლომდე მაშინ დავუბრუნდები როცა აღარ გამეფიქრება სამართლიანობის აღდგენაზე,ვერ წარმოიდგენთ რა საშინელებაა როცა პატარა იზრდება და მამას ეძებს,ყველა გამვლელ კაცში რომ მამას ეძებს.
თუმცა სამწუხარო რეალობაა , რომ ასეთ არაკაცებს ჩვენ ქალები ვზრდით.

როგორ მესმის შენი, ყველაფერს ვიზამ არაკაც მამამისს არ დაემსგავსოს ჩემი შვილი, ავტორს ყოჩაღ როგორ გულამდე მიღწია

 


№7  offline წევრი სელენე

როგორ მესმის შენი, ყველაფერს ვიზამ არაკაც მამამისს არ დაემსგავსოს ჩემი შვილი, ავტორს ყოჩაღ როგორ გულამდე მიღწია[/quote]

მადლობა დიდი ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent