შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აკრძალული თამაშები (2)


20-08-2019, 14:47
ავტორი ფ ე ფ ო
ნანახია 2 744

საწოლიდან გაჭირვებით აითრია სხეული და ტუმბოზე მოთავსებულ ტელეფონს დახედა, საათის ციფერბლატი 09:25 -ს აჩვენებდა.ლექცია თორმეტზე ეწყებოდა ამიტომ დრო ჰქონდა შხაპი მიეღო ადამიანურად ესაუზმა,ყავა მშვიდად დაელია და უნივერსიტეტშიც ისეთ დროს წასულიყო რომ ლექციაზე არ დაეგვიანა.მოკლე საღამური შორტებით და ბრეტელიანი ზედით ფეხშიშველი გაემართა სამზარეულოს მიმართულებით.სახლში როგორც ყოველთვის ეხლაც ჩვეული სიწყნარე გამეფებულიყო.ხანდახან ეს სიჩუმე იმდენად უშლიდა ნერვებს თავი აკლდამაში ეგონა.თითქმის ექვსი თვე ხდებოდა რაც ამ სახლში გადმოვიდა საცხოვრებლად,ცოცხლად დარჩენილ ერთადერთ ნათესავთან.დედამისის უცნობ დასთან, რომელიც არც მეტი არც ნაკლები მასზე სულ ხუთი,ექვსი წლით იყო უფროსი და დის დაკრძალვაზე ნახა პირველად.ახსოვს ბავშვობაში თვალცრემლიანმა ბებიამ კამათის დროს როგორ უსაყვედურა ქმარს:
-შენს გამო გაიქცა ის ბავშვი სახლიდან-ო.მაშინ არ უკითხია რომელ ბავშვზე იყო საუბარი,დაახლოებით 13 წლის იყო და უცნობ ბავშვებზე ფიქრის არანაირი სურვილი არ გასჩენია.ბებია-ბაბუის გარდაცვალების შემდეგ,დედასთან ერთად ცხოვრობდა სოფლის სახლში რომელიც კაპიკებად გაიყიდა მაშინ როდესაც დედის ოპერაციისთვის ფული სჭირდებოდათ.ოპერაცია ჩატარდა, მაგრამ როგორც ექიმებმა აღნიშნეს დაგვიანებული აღმოჩნდა,დედა საოპერაციოდან პირდაპირ რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს,საიდანაც აღარ გამოსულა.სწავლობდა და მუშაობდა,გამომუშავებული თანხა კი საკვების და ქირის ფულში მიდიოდა რომელსაც ოთახის მეზობელ გოგონასთან ერთად იყოფდა.სწავლას ვერ დაანებებდა თავს ამიტომ უეცრად გამოჩენილი დეიდის შეთავაზებაზე:-დროებით მის სახლში გადასულიყო საცხოვრებლად.უარი ვერ თქვა...თითქმის იშვიათად ხვდებოდნენ ერთმანეთს.თავად რომ გადიოდა სახლიდან,მაშინ ბრუნდებოდა თათული...ხოლო როცა სახლში ბრუნდებოდა, დეიდა უკვე გასული იყო.არ იცოდა სად დადიოდა,რას საქმიანობდა და საერთოდაც საიდან ჰქონდა ეს სახლი,ჰყავდა მანქანა და როგორ და რა გზით შოულობდა იმ ძვირად ღირებული ტანისამოსის ფულს თითქმის ორკვირაში ერთხელ რომ ანახლებდა გარდერობს.არ უყვარდა ბევრი კითხვების დასმა...და ვერც ახალგაზრდა დეიდასთან მოახერხა საერთო ენის გამონახვა.უცნაური ხასიათი ჰქონდა თათულის.თითქოს ჩაკეტილი იყო და ყოველთვის იცავდა დისტანციას სხვა ადამიანთან ურთიერთობისას.კატოს მისი სულ რამდენიმე მეგობარი ჰყავს ნანახი და შთაბეჭდილება დარჩა თათული არც თავის მეგობრებთან იყო გახსნილი...რამდენჯერმე შეეცადა ნორმალურად გასაუბრებოდა მაგრამ მისგან მოკლე,გადამჭრელი პასუხების მეტი არაფერი მიუღია.არადა გულით უნდოდა მასთან დაახლოვება,სხვა რომ არაფერი ერთადერთი ცოცხალი ნათესავი იყო და მის იქით ნამდვილად აღარავინ ჰყავდა, თუ არ ჩავთვლით მეგობრებს.რომელთანაც საკმაოდ დიდ დროს ატარებდა,მოსწონდა მათთან ყოფნა,გართობა და ზუსტდა მაშინ გრძნობდა მათ თანაგრძნობას როდესაც ძალიან სჭირდებოდა.გვერდიდან არ მოშორებია მეგი,მაშინ როდესაც დედის გარდაცვალებისგან მიღებულ შოკს ებრძოდა და ყველაფრის ხალისი ჰქონდა დაკარგული.სულ მასთან იყო გოგონა, მასთან ერთად ტიროდა და იციბოდა,იღვიძებდა და იძინებდა,ჭამდა იმას რასაც კატო და საუბრობდნენ იმ თემაზე რომელიც დაამშვიდებდა.
სველი თმა,მაჯაზე მორგებული რეზინის საშუალებით დაუდევრად შეიკრა და ყავის აპარატს მოზრდილი ფინჯანი შეუდგა.
-დილა მშვიდობისა.-მოულოდნელობისგან შეკრთა,არ გაუგია როდის შემოვიდა ოთახში დეიდამისა.-შეგაშინეე?
-არ გელოდი...-ფინჯანი მაგიდაზე დადგა და თხელ ხალათში გახვეულ ქალს გაუღიმა.ბორდოსფერი მატერია თითქმის ასკდებოდა იდეალურ ფორმებზე,ნახშირივით შავი თმა მხრებზე ეყარა და ძილისგან შესიებული ტუჩები ღიმილის ნიშნად ერთმანეთს დაეშორებია,მაღალ სკამზე ჩამოჯდა და იდაყვებით მაგიდას დაეყრდნო.
-ჰო,ცუდად მეძინა.-თვალები ოდნავ ამღვრეოდა თათულის.
-მშვიდობაა?-მისთვისაც გაამზადა ყავა და წინ დაუდგა.
-კი..კი...შენსკენ რა ხდება?-სასხვათაშორისოდ იკითხა და აშკარა იყო დიდად არც აინტერესებდა,მაგრამ სასაუბრო თემა არაფერი ჰქონდათ.
-მისმინე...მართალია დიდი მეგობრები არ ვართ მაგრამ...
-აბა რას ამბობ კატო?-ხელი დაუდევრად აიქნია ქალმა.-მართალია მეგობრები არ ვართ მაგრამ იმ ფაქტს რომ ჩემი ერთადერთი დის შვილი ხარ არაფერი სცვლის...
-შემიძლია მოგისმინო...-მხრები აიჩეჩა კატომ და თბილად გაუღიმა ქალს.-თუ სურვილი გაქვს რაღა თქმა უნდა...
-შენ ჩემს ცხოვრებაზე არაფერი იცი.-ყავის მოზრდილი ყლუპი მოსვა თათულიმ და გაეცინა.
-მაგრამ არც პატარა ვარ წარმოდგენა რომ არ მქონდეს...გისმენ,პრობლემები გაქვს?
-ჰო,თუ შეიძლება ამას პრობლემა საერთოდ ეწოდოს...-ხმა უცნაურად გაებზარა თათულის და ცხვირის წვერი შეუწითლდა.-იცი მაინც რამდენი წელია ერთად ვართ? ის კი...ჯანდაბა,ის...ღმერთო რა ნაგავია.-ორივე ხელი სახეზე აიფარა ქალმა და სიმწრით ჩაეცინა.
-დაჩი?...ის კაცი აქ გადმოსვლის მეორე დღეს რომ ვნახე სახლში?-წარბები შეეკრა კატოს.-მეგონა...
-ჰო,დაჩი...
-თქვენ რა იჩხუბეთ?-დეიდის გაფითრებული სახის შემხედვარეს გულის სიღრმეში საშინლად შეეცოდა უთავბოლოდ შეყვარებული დეიდა.
-ეს ჩხუბი არ ყოფილა...მოკლედ დაივიწყე.-ხელი აიქნია თათულიმ,საუბრის გაგრძელება აღარ სურდა რადგან დევდარიანის გახსენებაზე ხასიათი უარესად უფუჭდებოდა და იმის გაცნობიერებას რომ შესაძლოა მათი ურთიერთობა ერთხელ და სამუდამოდ დასრულებულიყო სიგიჟის ზღვრამდე მიჰყავდა.ერთი კვირა სრულდებოდა ბოლო კამათიდან რომელიც მან წამოიწყო,თუმცა სრულიად სამართლიანად.ერთი კვირა სრულდებოდა ტელეფონზეც კი არ დაფიქსირებულა მისი ნომერი,რაც აგიჟებდა.მიჩვეული იყო მამაკაცის ესეთ გაუჩინარებას, მაგრამ თითქოს გული ცუდს უგრძნობდა და სხეულში დაუკითხავად შემძვრალი ავი წინათგრძნობა გულ-მუცელს საშინლად უთუთქავდა.წელიწად ნახევარი ხდებოდა რაც ერთად იყვნენ...ერთად რაა,მათ ურთიერთობას სახელიც კი არ ჰქონდა,არასდროს გამოჩენილა მასთან ერთად საზოგადოებაში...არც რამე სტატუსი მიუნიჭებია ქალისთვის...არც ის ჯადოსნული სიტყვა უთქვამს ოდესმე რაც ძირფესვიანად შეცვლიდა თათულის ცხოვრებას.მოდიოდა, ან მიჰყავდა...ღამითაც იშვიათად რჩებოდა მასთან...მაგრამ მეორეს მხრივ თათას ჰქონდა ყველაფერი რაც სჭირდებოდა.სახლი,მანქანა და ფული რომლითაც ისრულებდა ყველა სურვილს.ფინანსური კუთხით ხელმომჭირნეობა არასდროს ახასითებდა მამაკაცს.ებრაზებოდა საკუთარ თავზე რადგან თავად აღმოჩნდა გულუბრყვილო და იმ მერყევ კავშირზე ოცნების კოშკები საკუთარი სურვილით ააგო, რომელ კავშირსაც საფუძველი არასდროს ჰქონდა.ვერ გარკვეულიყო რას წარმოადგენდა დევდარიანისთვის, რომელსაც საკუთარი ცხოვრება,საქმე და ოჯახი ჰყავდა.ეხლა კი თვალები მოწოლილო ცრემლისგან საშინლად ეწვოდა რადგან ერთი კვირის თავზე ისევ სიგიჟემდე ენატრებოდა...ისე უყურებდა დისშვილს თითქოს რენდგენში ატარებსო.იდეალური ფორმების და უნაკლო სახის შემხედვარეს მთელს სხეულში უცნაურად სწიწკნიდა.ვერ იგებდა რატომ ვერ შეიყვარა ერთადერთი დის შვილი და რატომ ვერ მიუშვა გულამდე? მის მიმართ რატომ გრძნობდა აგრესიას, მაშინ როდესაც საკუთარ სახლში თავად შესთავაზა გადმოსვლა?არ უნდოდა გახსენება მაგრამ მეხსიერებაში მაინც ჯიუტად დალექილიყო დევდარიანის თვალები მათი პირველი შეხვედრისას.უცნაურად ემოციური მზერა და რამდენიმე წამიანი მიშტერება თითქმის ნახევრად შიშველ გოგოზე.საშინლად გაბრაზდა...ჰო, მაშინ განრისხდა რადგან სახლში დაუკითხავად მოსული დევდარიანი სასტუმრო ოთახში საღამურ შორტსა და მაიკაში გამოწყობილ კატოს გადააწყდა.მალევე მოეგო გონს და შერცხვა თავისი ფიქრების მაგრამ სადღაც გულის სიღრმეში მაინც წიწკბიდა პატარა ნაპერწკლად გამკრთალი ეჭვი, რომელიც ღმერთმა არ ქნას გაღვივებულიყო.

კატოს მეტი კითხვები აღარ დაუსვამს,მისი სახის შემხედვარემ ყავა უგულოდ დალია და საძინებელში დაბრუნებულმა ჩაცმა დაიწყო.ამ სახლში თავს არაკომფორტულად გრძნობდა მაგრამ ჯერ ჯერობით სხვა გამოსავალი არ ჰქონდა.მაგისტრატურის სტუდენტი იყო და ნორმალური ანაზღაურების მქონე სამსახურსაც ვერ შოულობდა,რომლითაც შეძლებდა და საკუთარ თავს თავად მიხედავდა.სივები ბევრგან ჰქონდა დაგზავნილი მაგრამ ჯერ ჯერობით არავინ დაკონტაქტებია.რამდენჯერმე წამოიწყო საუბარი ისევ ცალკე გადასვლაზე მაგრამ საუბრის დასაწყისშივე გააჩუმა თათულიმ.-ამხელა სახლში მარტო ვცხოვრობ და შენს აქ ყოფნას ვერც კი ვამჩნევ, ასე რომ მეორედ ამ თემაზე საუბარი აღარ წამოიწყო-ვოო.მართალია მოეჩვენა რომ თათულის შემოთავაზება ნამდვილად არ იყო გულწრფელი და ვერც გაამტყუნებდა. ოცდათი წლის ქალი მიჩვეული იყო მარტო ცხოვრებას და სრულიად არ ჰქონდა სამომავლო გეგმაში უეცრად გამოჩენილი კატოს ჩასახლება. სწრაფად ჩაიცვა და ჩანთაში საჭირო ნივთები ჩაყარა, ზურგჩანთას ხელი წამოავლო და ის იყო გასასვლელისკენ აპირებდა წასვლას დერეფნიდან საუბრის ხმა რომ მოესმა და აიძულა გაჩერებულიყო.გარკვევით ჩანდა კარის ჩარჩოზე მხრით მიყრდნობილი მამაკაცი,უემოციო სახით რომ უყურებდა დამუნჯებულ თათულის,რომელიც დასჯილი ბავშვივით ატუზულიყო და ეტობოდა საშიბლად ნერვიულობდა, რაზეც მისი კარის სახელურზე ჩავლებული გათეთრებული თითები მეტყველებდა.კატო პირველად ხედავდა ესე გარკვევით მამაკაცის სახეს,რომელიც სულ ერთხელ ნახა ისიც შემთხვევით და სულ რაღაც რამდენიმე წუთით.მაშინ ყურადღება არ მიუქცევია, ეხლა კი ისე აკვირდებოდა თითქოს მისი სახის თითოეული ნაკვთის შესწავლა სურდა.
-შეიძლება შემოვიდე?
თათული უსიტყვოდ გადგა გვერდით და მამაკაცს საშუალება მისცა სახლში შემოსულიყო. მაღალი იყო დაჩი დევდარიანი,ძლიერი სხეულით,შავი თვალებით და ბოხი,ჩახლეჩილი ბარიტონით.არ იყო ლამაზი,მაგრამ იმდენად მიმზიდველი გახლდათ მისი უხეში ნაკვთები,სრულ ჰარმონიაში მოდიოდა მის არადამიანურად განსხვავებულ ხმასთან. შავი შარვალი და თეთრი პერანგი ეცვა,იდაყვებამდე აკეცილი სახელოებით.
-მარტო ხარ?-ოთახი მოათვალიერა და მკლავი ძლიერად მოხვია წელზე,თავისკენ მიიზიდა და შუბლზე შუბლით დაეყრდნო.ფრთხილად აკოცა პატარა ცხვირზე და სხეულზე მჭიდროდ მიხუტებულს გაუღიმა.მოშიშვლებულ მხარზე ცხვირის წვერით შეეხო და შემდეგღა ასწია თავი და მის ზურგს უკან გაიხედა.წამით გადააწყდნენ მათი თვალები ერთმანეთს, დანაშაულზე გამოჭერილივით შეიშმუშნა კატო და მამაკაცის მზერას თვალი აარიდა.ტელეფონის ეკრანს დახედა და სხვა გზა არ ჰქონდა ადგილიდან უნდა დაძრულიყო.
-გამარჯობა...-მიესალმა გაუფრთხილებლად მოსულ ადრეულ სტუმარს და წყვილს გვერდი აუქცია.-მე წავედი,დროებით.
ქალისთვის ხელი არ შეუშვია, თავის დაქნევით მიესალმა კატოს.მოულოდნელობისგან დაბნეული კიდევ ერთხელ რომ შეიშმუშნა და პასუხს არ დალოდებია ისე გაიხურა სახლის კარები.
-როგორ ხარ?-კარიდან თათულიზე გადაიტანა მზერა მამაკაცმა და ისე შეათვალიერა თითქოს პირველად ხედავდა.
-კარგად..შენ?
-მე?-ცივად მოშორდა მამაკაცი და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია,ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო და ერთ ღერს მოუკიდა.-მე..მეც კარგად ვარ თათული.ხედავ ერთი კვირა გავიდა და..ისევ აქ ვარ.
-ჰო...-ერთმანეთში ახლართულ თითებს დახედა ქალმა.-ვხედავ.
-მერამდენედ?!თვლაც კი დამავიწყდა...-კვამლი ჭერის მიმართულებით გააგზავნა და სკამზე ჩამოჯდა.-ეს შენი ყავაა?-მაღალ ფინჯანში ნახევრამდე დარჩენილ ყავას დახედა და თავისკენ მიიცურა.
-არა...ახალს გაგიკეთებ.-ფინჯანს სწრაფად წამოავლო ხელი ქალმა და ჭურჭლის სარეცხ ნიჟარაში გადააქცია.
-არ მინდა,რამდენ ხანს რჩება შენი დისშვილი?-სასხვათაშორისოდ იკითხა მამაკაცმა.
-არ ვიცი,ალბათ სანამ სამსახურს არ იშოვნის.ძალიან სჭირდებოდა ჩემი დახმარება და...
-ახსნა განმარტებები არ მითხოვია...შენი სახლია.-მხრები აიჩეჩა დაჩიმ და სიგარეტის ღერი საფერფლეზე დაასრისა.-სად სწავლობს?
-ბიზნესის ფაკულტეტზე...მაგისტრატურაში.ერთადერთი ჭკუიანი ოჯახის წევრი რომელმაც უმაღლესი დაამთავრა.-ირონიით გაეცინა ქალს და მამაკაცის წინ მაგიდას იდაყვებით დაეყრდნო.
-არ მითხრა გული მწყდებაო...შენც შეგეძლო სწავლა...
-ჩემთვის ისე არ შეუწყვია ჩემს ოჯახს ხელი როგორც მას შეუწყვეს...
-გშურს?-ჩაეცინა მამაკაცს.
-არა,გული მწყდება.-მხრები აიჩეჩა ქალმა.
-გატყობ არც ისეთი თბილი დამოკიდებულება გაქვს მასთან...
-არ მინდა ამ თემის კიდევ ერთხელ გავლა...
-რატომ?-წარბები შეიკრა მამაკაცმა და გამომცდელად დააკვირდა ქალს.
-არ ვიცი...უბრალოდ არ მინდა.ნახავს სამსახურს და გადავა...შემდეგ ყველაფერი ძველ კალაპოტს დაუბრუნდება.
-არასდროს დაფიქრებულხარ რომ ყველაზე დიდი პრობლემა შენს ტვინშიაა? ხასიათში და კომპლექსებში?
-ვერ გავიგე.-ხმა გაუტყდა ქალს და ამღვრეული თვალებით ახედა ცივად მომზირალ მამაკაცს.
-იქნებ მისი გამოჩენის წუთიდან გადატრიალდა შენს ტვინში რაღაც...უაზრო გამოხტომები,უაზრო პრეტენზიები, მაშინ როდესაც მე და შენ ეს თემა დიდი ხნის წინ გავიარეთ? მე შენთვის არანაირი დაპირება არ მომიცია...მე შენთვის არანაირი საბაბი არ მომიცია და ვერც სხვანაირ ურთიერთობას შემოგთავაზებ..იცი ალბათ რომ მარჯვენა ხელზე წამოცმულ ოქროს რგოლს არ უნდა ელოდო ჩემგან თათული.ალბათ ისიც იცი რომ ბავშვზე და ოჯახზე საუბარი არ მინდა...მე ცოლი და შვილი არ მჭირდება.მე ქალი მჭირდება და ადგილი სადაც თავს კომფორტულად ვიგრძნობ...რა შეიცვალა?
-არ ვიცი..
-შენ შეიცვალე...
-იქნებ ვიცი შენი ხასიათი და მაგიტომ.-თვალებში ჯიქურ შეაჩერდა ქალი.-იქნებ ერთხელაც მომბეზრდა?
-და ერთი რეალური მიზეზი მაინც რომ დამისახელო შეგიძლიაა?შეგეძლო უბრალოდ ცივილურად გესაუბრა,აგეხსნა რა მოგბეზრდა და რატომ. -ხმაში სუსხი გაურია მამაკაცმა და წინ გადახრილმა თვალი-თვალში გაუყარა.-არ შეგიძლია...ფაქტზე დამიჭირე? რამე ზედმეტი ვთქვიი? გავაკეთე? რა გავაკეთე ისეთი რის საფუძველზეც შეგიძლია მე გამიჭედო და შენი დის შვილი გძულდეს, მაშინ როდესაც ერთმანეთს არც კი ვიცნობთ...შენი დედაც.-მაგიდაზე ხელი დაარტყა და სკამიდან წამოდგა.-ავადმყოფი ეჭვიანი ხარ..როგორ შეგიძლია გამოიტანო დასკვნები არარეალურ ფაქტებზე,მხოლოდ იმიტომ რომ კატო ლამაზი გოგოა და შენი საყვარელი გრყვნილი ...როგორ შეგიძლია მითხრა რომ მოგბეზრდა? აქ ერთადერთი მე ვარ ვისაც შეიძლება მობეზრებოდა შენი ხასიათი.მე დასამალი არაფერი მაქვს...მე რასაც ვფიქრობ გეუბნები...მე რააც ვგრძნობ ხედავ,მე რა დამოკიდებულება მაქვს შენთან ვფიქრობ უნდა ამჩნევდე.რამ დაგაბრმავა?
-დაჩი-ხმა გაუტყდა ქალს და ცრემლის შეკავება ვერ შეძლო.
-გითხარი ყველაზე მეტად უაზრო დასკვნების გამოტანას მოერიდეთქო-ხმას აუწია მამაკაცმა.-გითხარი: სანამ ჩემთან ხარ,ჩემი ქალი ხარ შეეცადე იყო ჩემი და არ მოითხოვო იმაზე მეტი რის მოცემაც რეალურად არ შემიძლია.გითხარი, არჩევანი გაქვს და ძალას არასდროს დაგატანთქო...
-ჰო მაგრამ...
-ნუ მაწყვეტინებ...-თითი სახესთან მიუტადან და დაძაბული ყბებით კბილებს შორის ავად გამოსცრა:-უბრალოდ მოკეტე და დამასრულებინე...შენ არავინ არ იყავი...ჰოო, მე რომ არა დღეს იმ ჭაობში ეგდებოდი სადაც გეგონა რომ ფულის საჭრელი მანქანა დგას.მე შენ ყველაფერი მოგეცი თათული და წუთით არ დამიშვია,ფიქრადაც არ გამივლია რომ შენ...ჯანდაბა შენ ჩემი ქალი მხოლოდ იმუტომ გაბოროტდებოდი რომ შენი ერთადერთი ნათესავი ლამაზი გოგოა.ჰო,დღეს დავაკვირდი და მართლაც ლამაზია...ჯანდაბა,ზედმეტად ლამაზია. ზუსტად ისეთი მე რომ მომწონს...რა ვქნა ჯგუფური შრმოგთავაზოო? ავადმყოფი ეჭვიანი ხარ...
-მიმატოვებ?
-უკვე მიგატოვე...არ მინდა რამე გაურკვეველი დარჩეს.მე მიგატოვე...აღარ მინდიხარ.მორჩა, დამთავრდა და შენ შეგიძლია ამის გამო გძულდე.შეგიძლია შენი დის შვილიც გძულდეს და საბოლოოდ შეგიძლია უბრალოდ ადგე და იმკურნალო რადგან აშკარად თავში სერიოზული პრობლემები გაქვს.მოკლედ შეგიძლია არ შემეხმიანო.
-რა?!-მთელი სხეული აუთრთოლდა ქალს და ორივე ხელისგული სახეზე აიფარა.
-დამთავრდა.-ჯიბიდან ამოღებული გასაღები ხმაურით მიაგდო მაგიდაზე დევდარიანმა და გასასვლელისკენ გაემართა.
-დაჩი-ადგილს ელდანაკრავივით მოსწყდა ქალი და კარის ზღურბლზე გადასულ მამაკაცს მკლავში ორივე ხელით ჩააფრინდა.-ძალიან გთხოვ...
-მორჩი..-ხელის განთავისუფლებას შეეცადა მამაკაცი.
-მოვკვდები,ჰოო..უშენოდ მართლაც მოვკვდები.ძალიან გთხოვ..დაჩი.
რამდენიმე წამის განმავლობაში ურეაქციოდ უყურებდა ქალს,ხმის ამოუღებლად მოიშორა მისი ხელები მკლავიდან და უკან აღარცკი მოუხედია ისე დაეშვა კიბეებზე.
*****
საჭეზე დაწყობილ ხელებზე შუბლით დაყრდნობილს თვალები ჰქონდა დახუჭული და ადგილიდან დაძვრას არ ჩქარობდა.აბობოქრებული მრისხანება, რომელსაც არც საწყისი ჰქონდა და არც დასასრული გულ-მუცელს საშინლად უმღრვრევდა.თითქოს ხიდზე იდგა რომლიდანაც უკან,ნაპირზე დაბრუნებას ვერ ახერხებდა წინ წასვლაც შეუძლებალი გახლდათ რადგან ხიდი შუა გზაზე იყო ჩატეხილი.დაბერილი ნესტოებით ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და ღრიალს გამოატანა სხეულში მობობოქრე მრისხანება.მანქანა ადგილიდან დაძრა და გზაზე არც კი გაუხედია ისე გაიწია წინ.სიჩქარის პედალს ბოლომდე დააწვა და ჯიპიც ძრავის ღრმუილით გაიჭრა წინ.
********
ლექციიდან გამოსულმა ღიმილით ჩაირბინა კიბეებზე და მიკრო ავტობუსის გასაჩერებლად გზის მეორე მხარეს გადასვლა გადაწყვიტ,ასაკუთარი სახელი რომ ჩაესმა.
-კატო!
ზურგს უკნიდან მეგი წამოსწეოდა.გაღიმებულს ხელმკლავი გამოსდო და ლოყაზე ხმაურით აკოცა.-როგორ ხარ პრინცესაა?
-აქ რას აკეთებ?-მისი დანახვით გამოწვეული სიხარული არ დაუფარია გოგონას.
-გამოგიარე...წამოდი,სადმე დავსხდეთ.ყავა არ გინდა?-პასუხს არ დალოდებია,დაწინაურდა და კატოც აიძულა უკან მიჰყოლოდა.ერთმანეთი პირველ კურსზე გაიცნეს.მეგი მხიარული,ქერა გოგონა იყო ზედმეტად თამამი და ხანდახან მისი სითამამე იმდენად სცდებოდა საზღვრებს ნერვებს ეშლებოდა კატოს, თუმცა ადვილად ხუჭავდა მის არადეკვატურ საქციელებზე თვალს.დედაქალაქში სასწავლებლად ჩამოსული მეგი, ქირიატ ცხოვრობდა და რადგან სწავლით დიდად არ იკლავდა თავს,სამაგიეროდ ერთ-ერთი სპორტული ბრენდის მაღაზიაში მუშაობდა კონსულტანტად.ანაზღაურება ნორმალური ჰქონდა და წუწუნიც შორს იყო მისი ხასიათიდან.სამაგიეროდ იცოდა რომ ადრე თუ გვიან გაიცნობდა შეძლებულ,სიმპათიურ მამაკაცს, რომელიც მისი ცხოვრების მეგზური გახდებოდა და აუცილებლად იცხოვრებდა იმ ფუფუნებაში რაც ასე ძალიან უნდოდა მაგრამ არ ჰქონდა.
კაფე დღის ამ მონაკვეთში სრულიად ცარიელი დახვდათ,მაგიდა ფანჯარასთან აიღეს და შეკვეთის მოლოდინში ერთმანეთს უყვებოდნენ დღის განვითარებულ მოვლენებს,იმას რაზე ჭორაობაც ტელეფონით ვერ მოახერხეს.
-იმედი მაქვს გვიან რომ დაბრუნდი დეიდაშენს არა გაუპროტესტებია.-სახე დამანჭა მეგიმ.
-ღმერთო ჩემო -ხმამაღლა გაიცინა კატომ.-თითქმის არ ვხვდებით ერთმანეთს.უბრალოდ ერთ ჭერქვეშ ვცხოვრობთ და ათაში ერთხელ თუ გადავეყრებით ერთმანეთს ისიც სამზარეულოში...მაგალითად როგორც დილით.-ყავის ფინჯანს ჩახედა,რომელიც იმ წამს დაუდგა მიმტანმა.-საშინელ ხასიათზეა და საუბარიც კი არ ღირს ამაზე.
-რა სჭირს?ისე რაღაცნაირი უხასიათოა ხო?-ყავა მოსვა მეგიმ.
-არ ვიცი..არ ვიცნობ...აზრზე არ ვარ რა სჭირს,სავარაუდოდ თავის ბოიფრენდს დაშორდა.დღეს დილით მოვიდა სხვათა შორის და ალბათ ისაუბრებდნენ.-მხრები აიჩეჩა კატომ.
-არ გინდა ჩემთან გადმოხვიდე?-გაიკრიჭა მეგი.-ქირას გავიყოფდით და უხასიათო დეიდის ატანაც არ მოგიწევდა.
-არ ვმუშაობ -სახე დაუსევდიანდა კატოს-სივები სად აღარ გავაგზავნე,არავის დაურეკავს.ცოტახანსაც დაველოდები და მერე სადმე მარკეტში მაინც დავიწყებ მუშოაბას.ვცდილობ დანაზოგი ისე გადავანაწილო რომ არ დამჭირდეს მშიერი ჯდომა.
-სამას ლარიან ხელფასზეე?-ისე წამოიყვირა მეგიმ თითქოს სახელმწიფო საიდუმლოება გაეგო და დუმილი ვერ შეძლო.-საერთოდ არ გეხმარება თათული?
-რა ვაქნა აბა? ისედაც ორი წელი აკადემიური მქონდა დედაჩემის ავადმყოფობის გამო.ეგ კი არა სწავლის ფული მაქვს შესატანი..
რატომ დამეხმარება მეგი? რა ვალდებილია, ამხელა გოგოს გზის და საჭმლის ფული მაძლიოს მით უმეტეს რომ არც კი მიცნობდ...მადლობა იმაზეც რასაც მიკეთებს და ამის გამო თავს უხერხულად ვგრძნობ.რაც შეიძლება დროულად მინდა გადასვლა ...მოკლედ რატომ ვლაპარაკობთ ნეგატიურ თემებზეე?-ხელი აიქნია და ფართოდ გაიღიმა.-ყველაფერი კარგად იქნება,აუცილებლად დავიწყებ მუშაობას.
-მაშინ ტატოზე ვილაპარაკოთ...-ხმას შეთქმულივით დაუწია მეგიმ.
-ტატო რაღა შუაშიაა?
-ღმერთო, ხანდახან მინდება თმები გაგაცალო-თვალები აატრიალა მეგიმ სიცილით.-შუაში კი არა თავშია,უყვარხარ მაგ ბიჭს და სად იყურები მაგ შენი ლამაზი თვალებით?
- ვუყვარვარ კი...
-არ გჯერაა? ჰო,ნამდვილად არ ხარ ჯანმრთელი...სად იყურები გოგოო...მე მაინც მოვწონდე ესეთ ბიჭს რაღა მიჭირდაა? ტიპი ცდილობს სულ შენს გვერდით იტრიალოს,გეპატიჟება ხან სად,ხან სად...მერამდენედ ვიყავით იმ კლუბში?არა,მე წინააღმდეგო არ ვარ...-ხელები სიცილით ასწია.-კიდევ დაგვპატიჟოს.
-შენ გეშველებოდეს რამე და მე მეტი არაფერი მინდა.
-დარჩები დეიდაშენივით შინაბერა...
-რადროს შინაბერობაა,ოცდაათი წლის არის მეგიი-სიცილი აუტყდა კატოს.-ლამაზია...და შეურიგდება იმ ვიღაც დაჩისაც სავარაუდოდ და იქნებ გათხოვდეს.-სიცილი აუტყდა.
-არა, ნამდვილად ლამაზია.სილამაზე გენებში გაქვთ მე მგონი.ისე ვინ არის ეგ დაჩი?
-მე რა ვიცი მეგი? რა ცნობისმოყვარე ხარ.დილას ვნახე ნორმალურად.წარბშეკრული მიყურებდა...ვიღაც უჟმური კაცია.
-შემოგხედავდა აბა რა იქნებოდა ჩაუსახლდი დაუკითხავად და ქალთან ვერ მოსულა -აკისკისდა მეგი და მალევე დამშვიდებულმა თემა ტექნიკურად შეცვალა.-ვერ ვიგებ უკან რატომ იხევ,არ მოგწონს ტატოო?
-მომწონს...
-თუ მოგწონს და მასაც მოსწონხარ მეტი რაღა გინდა? ღმერთო, გადამრევ კატო...იცოდე არ გამაგიჟო.
-ოღონდ არ გაგიჟდე და გეტყვი რომ პაემანზე დამპატიჟა.-გაეცინა კატოს და დაქალს დააკვირდა.
-რააა?! ეხლა უნდა მეუბნებოდე გოგოო?!-ისევ აკივლდა მეგი.
-ჩუმად...ცოტა ჩუმად!ღმერთო, ყველა ჩვენ გვიყურებს გიჟი ხარ?
-მიყურონ...ვაიმე კატო და რა უთხარი? დასთანხმდი ხოო? რას იცვამ? სად მიდიხართ? ყველაფერი დაწვრილებით მაინტერესებს...დროზე დაიწყე მოყოლა და პატარა დეტალიც კი არ გამოგრჩეს თორემ ამას არ გაპატიებს მომავალი თაობა.
-დამშვიდიი..დამშვიდდი-სიცილს ვერ წყვეტდა კატო.-ჯერ არ ვიცი,თანხმობა არ მითქვამს.
-რაა?! არ გადამრიო...დროზე მიწერე, უთხარი რომ თანახმა ხარ.მიხვალ პაემანზე. თანახმა ხარ მისი ცოლი გახდე,მისი ხუთი შვილის დედა,პირველს მე ვნათლავ დაგასწარი.
-ღმერთო შენ მიშველე-თვალები აატრიალა კატომ.-დამირეკავს და ვეტყვი რომ თანახმა ვარ, მანამდე მე არ მივწერ.
-ვაიმეე..ვაი მეეე...
-დამშვიდდი შენი ინფარქტი არ მაწყობს, რაც არ უნდა იყოს ჩემი დაქალი ხარ.-გაიცინა კატომ და ტელეფონს დახედა რომლის ეკრანზეც დეიდამისის ნომერი ეწერა.წარბები გაკვირვებულმა აზიდა,იშვიათად ურეკავდა თათული.მაშინაც თუ რამე გადაუდებელი საქმე არ ჰქონდა.სენსორზე თითი ფრთხილად გადაატარა და ტელეფონი ლიყასა და მხარს შორის მოიქცია.
-გცალია?-თათულის უცნაურად ჩახლეჩილი ხმა ჰქონდა.სავარაუდოდ ნამტირალევი.
-კი,რა ხდება მშვიდობაა? რა გჭირს?-მიაყარა კატომ და სახე უარესად დაუსერიოზილდა.
-სახლში მალე დაბრუნდებიი?აქ ვილაპარაკოთ.
-კარგი,მოვდივარ.-ტელეფონი გათიშა და სკამიდან წამოდგა.-უნდა წავიდე,მოგვიანებით დაგირეკავ.
-მეც მოვდივარ,მოიცადე რა მოხდა?-მეგიც სწრაფად წამოიჭრა სკამიდან და საფულიდან ამოღებული კუპიურა მაგიდაზე დააგდო.
-არ ვიცი,დეიდაჩემს აქვს რაღაც საქმე,დაგირეკავ ტკბილო.-ლოყაზე აკოცა დაქალს და კაფიდან გამოსულმა სასურველ ნომერ სამარშუტო ტაქსს ენერგიულად გაუქნია ხელი.
******
თათულის სამზარეულოს მაგიდაზე მაცივრიდან გამოღებული სანოვაგე დაეხვავებინა.ისევ იმ ფორმაში იყო რა ფორმაშიც დილით, ოღონდ თმა ეხლა კეფაზე შეეკრა დაუდევრად.ნამტირალევს ცხვირის წვერი გასწითლებოდა და ცრემლისგან სახის კანი უცნაურად გამოშრობოდა.ერთი შეხედვით კაცი იფიქრებდა რომ მთელი ერთი კვირის გამოუძინებელი იჯდა.დისშვილის დანახვაზე რეაქცია არ ჰქონია,იოგურტს ჭამდა პატარა კოვზით და შიგადა შიგ ცხვირს იწმენდდა ხელის ზურგით.
-აქ რა მოხდა?რა დაგემართა თათუ?-ჩანთა სავარძელზე მიაგდო კატომ,ვერ გადაეწყვიტა რა გაეკეთებინა,არადა გულით უნდოდა მისულიყო და ნამტირალევი დეიდა ძლიერად ჩაეკრა გულში.მაგრამ არ გაუკეთებია.
-რა მოხდაა?-ცხვირი ისევ მოიწმინდა თათამ და ჩაეცინა.-რა მოხდა და დევდარიანი ნაბი*ჭვარია..აი, ეს მოხდა.
-არ შერიგდით?-თანაგრძნობით გადახედა ქალს,რომელმაც გიჟივით გაიცინა.
-შევრიგდით?! არ იცნობ..შენ მაგ ნაგავს არ იცნობ,გული საერთოდ არ აქვს...ხანდახან ვფიქრობ და ვერ გავარკვიე რა ადამიანია?! ესეთი უგულო..უსისხლო...ჯანდაბა, ამხელა სიამაყე და სითავხედე გაგონილაა? იცი რამდენჯერ მოვუხადე ბოდიშიი?! იცი რამდენჯერ ვთხოვე შერიგებაა? მაგან კი რა გააკეთაა? ერთი კვირის თავზე სახლში მომიბრძანდა და მარტივად გამიშვა ჯანდაბაში...
-რა სისულელეა...-გაოგნებულ კატოს რა ეთქვა არ იცოდა.
-არა სულელი მე ვიყავი. მე დებილს შემიყვარდა არადა არ ვიცოდი რა ნაგავიც იყოო? ამპარტავანი ნაბიჭ*ვარი,საკუთარი თავის იქით არავინ უყვარს...სიყვარული არ შეუძლია.არც სინდისი აწუხებს ოდესმე ისე გადაგისვამს ხაზს..თითქოს თვითონ უშეცდომო იყოს...ყველაფერი აქვს,აი ყველაფერი-სკამიდან წამოხტა და ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა.-სახლი,მანქანა,ფული..ფუფუნებაა... ყველაფერიიი გარდა ადამიანობისა რა ადამიანია ღმერთო?წელიწად ნახევარი..გესმის?!წელიწად ნახევარი მასთან ვარ,მისთვის ვარ...თვალებში ვუყურებდი რამე არ სწყენოდა... ღმერთო, მიყვარს და... -თავზე იტაცა ორივე ხელი და ატირდა.
-ამდენ ხნიან ურთიერთობას ესე ვერ გადაუსვამდა ხაზს თათო...-როგორც იქნა გაბედა და მიუახლოვდა ქალს.-დამშვიდდი რა გეხვეწები,მოგვარდება ყველაფერი. მოუგვარებელი არაფერია თათული და თავის გაგიჟებას და ისტერიკას რა აზრი ა ქვს?როცა შეგიძლია დამშვიდდე და საღ აზრზე მოაგვარო ყველაფერი.
-შენ მას არ იცნობ...-სიცხიანივით აატრიალა თვალები და წამოიკივლა.-არ მაპატია,ერთი შეცდომა არ მაპატია.ეხლა რა ვქნა? იცი რა ცუდად ვარ...
-ჩემო საყვარელო..-ატირებულ ქალს ხელი მოხვია კატომ და ჩაეხუტა.-გეხვეწები დამშვიდდი რა..გინდა მე დაველაპარაკოო?
-არა...-წამოიკივლა თათამ და უკან გველ ნაკბენივით გახტა,გაკვირვებულ დისშვილს თვალი-თვალში გაუყარა და კბილებში გამოსცრა:-არც კი გაბედო გაკარება...მასთან საქმე არ დაიჭირო.
-კარგი..კარგი...ისე გითხარი-ხელები დანებების ნიშნად ასწია კატომ და თავადაც უკან დაიხია.-მეგონა დაგამშვიდებდა.არ მინდა ესე რომ ნერვიულობდე...
-შენ ვერ გაიგებ...ვერ გაიგებ.გყვარებია ვინმეე? იცი რა გრძნობაა სიყვარულიი? თან იმ კაცის ვინც შენი ღისრსი არაა..მე არაფერს დაგპირებივარო,რიგითი ქალი ვყოფილვარ მის ცხოვრებაში.იმ ქალების სიაში მოვხვდი ერთი დღით რომ ჟიმავდა..ვიცოდიი,ვიცოდი ვინც იყო მაგრამ თავის დახსნა ვერ მოვახერხე.შხამივით არის,გწამლავს და თითქოს დამოკიდებულს გხდის..ფიქრობ მერე მის გარეშე რა ქნა? როგორ იცხოვრო? როგორ ისუნთქო, როცა ყველა მის გარეშე ჩასუნთქული ჰაერი გტკივა...არ მაპატიებს.არ შემირიგდება, ვინ იცის იქნებ ჰყავს უკვე ჩემი შემცვლელი.
-ეხლა უნდა დამშვიდდე, დაფიქრდე და თავად მიხვიდე და დაელაპარაკო.მოგისმენს,რაიცი რა ხდება თათა? ძალიან გთხოვ უბრალიდ დანშვიდდი და შემდეგ გადაწყვიტე რა იქნება.თუ გიღის არ უნდა გაუშვა,თუ გაუშვი კი იმაზე ფიქრით მის გარეშე რა იქნება არაფრის მომცემია გესმის? ცხოვრება გრძელდება, მასთან თუ მის გარეშე მაინც გრძელდება დარატომღაც დარწმუნებული ვარ გაბრაზებულია,შენ თქვი გავაბრაზეო.გადაუვლის და მოვა..ან შენ მიხვალ...მოდი ჩემო კარგო.-მკლავში სწვდა და ონკანთან მიიყვანა.-მოდი, პირი დაიბანე და დამშვიდდი გთხოვ.
სახე საკუთარი ხელით მობანა,ქალი შეუჩერებლად ტიროდა და ვერ მშვიდდებოდა. ბოლოს თითქოს დაიღალა, იატაკზე ჩამჯდარმა თავი კარადის კარს მიაყრდნო და მოპირდაპირედ მჯდარ დისშვილს შეხედა.რამდენიმე წუთი აკვირდებოდა, მერე კი ისევ აუთრთოლდა ნიკაპი.კატომ ღრმად ამოიოხრა და თვალები აატრიალა,აზრი არ ჰქონდა დამშვიდებისკენ მოწოდებას, ამიტომ ჩუმად იჯდა და უბრალოდ უყურებდა დეიდას რომელიც მიუხედავად იმისა რომ არ იყო მისი მეგობარი, მაინც საშინლად ეცოდებოდა.ბავშვობიდან იცოდა რომ არასდროს შეიყვარებდა ესე უგონოდ კაცს, შემდეგ მიტოვებსი საფრთხისგან ჭკუიდან რომ არ შეშლილიყო.უყურებდა თათას და ისევ იმ აზრზე იყო,არ შეიყვარებდა კაცს, მით უმეტეს კი დაჩი დევდარიანის მსგავს უგულო ნაბიჭ*ვარს.
-მოეწონე.-ყრუდ ამოილაპარაკა თათულიმ და სახეზე ორივე ხელი აიფარა.
-რა?-თითქოს თავში უხილავი ჩაქუჩი ჩაარტყესო, ისე შეკრთა კატო და წამით გონება დაებინდა.
-მოეწონე..დარწმუნებული ვარ მოეწონე...
-არ ხარ ხო ნორმალური?-ხმაში წყენა გაურია კატომ.
-მე არ ვარ ნორმალურიი?-სიმწრით გაეცინა და კვლავ უცნაურად დააკვირდა დისშვილს.
-ჯანდაბა,მე დებილს კი შენი გამხნევება მინდოდა.ნამდვილად არ ხარ ნორმალური და ეს შენი უაზრო ფანტაზიები..რა გულისამრევია.-შეურაწყოფილი სახით წამოხტა იატაკიდან.-ექიმი გჭირდება,ეჭვიანობას გაუგიჟებიხარ.ჯანდაბამდე გზა გქონია...-ხელი აუქნია და საკუთარი ოთახისკენ დაიძრა.სანამ კარს მიიხურავდა გარკვევით გაარჩია გიჟივით ახარხარებული დეიდის ხმა:
-მოეწონე მაგ ნაბიჭ*ვარს...მოეწონე....როგორ მეზიზღებიიით!!!-ღრიალებდა ბოლო ხმაზე შემდეგ რაღაც დაახეთქა იატაკზე რომლის მსხვრევის ხმამაც სახლი გააყრუა.
გაოგნებული მოშორდა კარს, რომელზეც ზურგით იყო მიყრდნობილი.იმდენად ნაწყენი იყო თავს შეურაცყოფილად გრძნობდა...თათულის მოსაზრება ბრალდებას უფრო ჰგავდა ვიდრე უბრალოდ მოსაზრებას.ისე გამოდიოდა თითქოს მან დააშორა ერთმანეთს და ამის გამო არც კი იცოდა რა გაეკეთებინა.რა მოეხერხებინა უაზროდ ეჭვიან დეიდისთვის, ან როგორ ჩაეყლაპა ეს ყველაფერიი? იმდენად წარმოუდგენელი იყო სიმწრით ეცინა თუ ეტირა ვერ ხვდებოდა.წინ და უკან დადიოდა ოთახში და სრულიად გათიშული საერთოდ ვერაფერზე ფიქრობდა გარდა თათულის სიტყვებისა:
-მოეწონე,იმ ნაბი*ჭვარს მოეწონე...
-ღმერთი შენ დამიფარე.-თვალებზე მომდგარი ცრემლი, რომელიც წყებისგან და დაუმსახურებელი ბრალდებისგან ცხვირის წვერს უწვამდა ხელის გულებით მოიწმინდა და ღრმად ჩაისუნთქა.ატირებულს თვალწინ დაუდგა განვლილი ცხოვრება...თითქოს ეს უკვე მოხდა,თითქოს უკვე წაუყენეს ბრალდება საყვარელ ადამიანთან დაშორების გამო.დეჟავუს შეგრძნება ჰქონდა, მაგრამ ეს დეჟავუ არ იყო..ეს რეალურად მოხდა.მის ბავშვობაში,მაშინ როდესაც თოთხმეტი წლის იყო და დედამისი მეგობარ კაცს დაშორდა, მიზეზი მაშინაც კატო იყო...კატო რომელიც ვერც კი მიხვდა რა დააშავა?!რატომ ეჩხუბებოდა ატირებული დედა და რატომ ნანაობდა მის გაჩენას?! იდგა კუთხეში ატუზული და მარტო იმაზე ფიქრობდა რომ დედას არ უნდა ეტირა..ფიქრობდა, რომ ადამიანებისთვის ტკივილის მეტი არაფერი მოაქვს..ფიქრობდა, რომ იქნებ და მართლაც შეცდომა იყო მისი ამ ქვეყნად მოვლინება....აი,სემდეგ კი ნამდვილად სხვანაირად იქნებოდა ყველაფერი.დედას არ მიატოვებდა თავისი ცხოვრების სიყვარული, რომელმაც საყვარელი ქალის შვილი ზედმეტ ბარგად ჩათვალა და ისე გადახაზა თავისი ცხოვრებიდან თითქოს არც ეარსება.მაშინ პირველად დაინახა გაგიაჟებული დედა..შემდეგ თვეების განმავლობაში ხედავდა გაფითრებულ,გალეულ ქალს, რომელიც გამუდმებით სვამდა და ისევ და ისევ იხსენებდა იმ ჯოჯოხეთურ წლებს რომელიც კატოს მამასთან გაატარა...ლანძღავდა იმ კაცის სისხლსა და ხორცს, რომელმა კაცმაც დედას თქმით ცხოვრება დაუნგრია ხოლო თავის გარდაცვალების შემდეგ სამუდამო სასჯელად კატოს თავი დაუტოვა, რადგან ყოველი მისი შემოხედვა ახსენებდა წლებს როდესაც იყო უბედური.მშვიდად ისმენდა დედის მოთქმა-გოდებას და ცდილობდა ყოველი დღის ნორმასავით გამოწერილი, წყელვა-კრულვა უბრალოდ არ გაეგო..არ მოესმინა და ყურადღება სულ სხვა რამეზე გადაეტანა.სწორედ მაშინ გადაწყვიტა რომ არასდროს გათხოვდებოდა...არასდროს ეყოლებოდა შვილი და თუ ეყოლებოდა, არასდროს იქნებოდა დედას მსგავსი დედა.
თითქოს ერთ წრეზე მისიოდა, ისევ გალანძრეს, ამჯერად დეიდის პირიდან ისმენდა ბრალდებას რომელიც ისე გამოწივია თავადაც კი არ იყო აზრზე.არ იცნობდა დაჩი დევდარიანს და ვერც ვერასდროს გაიცნობდა რადგან არანაირი სურვილი არ ჰქონდა.

*****

  სამი  ჯიპი ერთი მეორის მიყოლებით შევიდა მანქანების ერთ-ერთი ცნობილი მარკის სერვის ცენტრში.ეზოში საბურავების ღრჭიალით შეჩერდა და იქიდან დაახლოებით ექვსი მამაკაცი გადმოვიდა.ყველას შავი პიჯაკი ეცვათ და ძნელი არ იყო გამოცნობა,მათ შემდეგ გადმოსული მაღალი მამაკაცის დაცვის წევრები რომ იყვნენ, რომელიც პირდაპირ შენობის შესასვლელისკენ გაემართა.
-ბატონო დაჩი!-ვეებერთელა დარბაზში ახალთახალი მანქანები გამოეფინათ და რამდენიმე დაინტერესებული ადამიანი მონდომებით ათვალიერებდა და ეცნობოდნენ მის მონაცემებში.სალონის მომღიმარი თანამშრონლები კი გულმოდგინეთ აცნობდნენ ძრავის სიმძლავრიდან დაწყებული გარბენის სიჩქარით დამთავრებული ნებისმეირე წვრილმანს.
-აქ არის?-არ შეჩერებულა ზემოდ ხსენებული დაჩი ისე გადახედა გვერდში ადევნებულ მენეჯერს.
-კი...კი გელოდებათ.-ოდნავ ჩამორჩა მენეჯერი და სტუმარს უფლება მისცა დაუკითხავად შეეხსნა მფლობელის კაბინეტის მუქი კარი.
-რა სიურპრიზიაა.-ხელები გაშალა მაგიდასთან მჯდარმა ჭაღარა მამაკაცმა, რომელსაც საფეთქლებთან თმა საგრძნობლად შესთხელებოდა და კი ცდილობდა აღელვების დაფარვას მაგრამ ვერ ახერხებდა.ეს მაგიდასთან ჯდომა და ვითომ საქმიანი გამომეტყველებაც ნერვიულობის დასაფარი ნიღაბი უფრო იყო ვიდრე ჩვეული იმიჯი.
-ვხედავ როგორც გიხარია ჩემი დანახვა.-გაეცინა დაჩის და გორგოლაჭებიან სავარძელში თავად დაიკავა ადგილი.საზურგეს მიაწვა და მკერდთან დაიკრიფა ერთმანეთში გადაჯვარედინებული თითები.-აგვიანებთ ბატონო ვასილ...აგვიანებთ.
-მესმის მაგრამ...-ნერწყვი გაჭირვებით გადაყლაპა კაცმა და ოფილით დაცვარული შუბლი მოიწმინდა.
-სმენა არ შველის ამ საქმეს...მე ბანკი არ მაქვს ესე წინ და უკან ვარიგო სესხები დაბალი პროცენტით
-ერთი თვეც...დაგიბრუნებ.გეფიცები ყველაფერს დაგიბრუნებ ...-სავარძრლზე მოწყვეტით დაეშვა კაცი.
-ერთი თვის წინაც იგივე დაპირება მოვისმინე და ორი თვის წინაც..-გაეცინა დაჩის.
-გავიჭედე....დოლარი გაფრინდა...ეს რამხელა დარტყმაა იცით?!
-არც ქვეყნის მთავარი ბანკირი ვარ-გაეცინა დაჩის-დოლარის უაზრო ფრენა ჩემი საქმე ნამდვილად არ არის..მე იმას ვითხოვ რაც ჩემია...
-რა ვქნა?-ამოიოხრა ვასილმა
-იცი რა პლიუსი აქვს როდესაც ქვეყანაში ერთ ერთი შეძლებული კაცი ხარ? მეტიც,სიტყვა გეთქმის და ამ სიტყვას იმხელა წონა აქვს..რომ მოვინდომო შესაძლოა ბევრი რამ შევცვალო,მაგრამ არც ამდენად პატრიოტი ვარ...და იცი რას ნიშნავს როდესაც ამ კაცს მომაბეზრებელი კოღოებივით ესევიან შენნაირი პატარა კაცებიი? საშინელებაა..კოღოს ნაკბენზე ალერგია მაქვს.-ცხვირის წვერი მოიქავა მამაკაცმა და გაეცინა.-ფული მინდა...ჩემი ფული და დრო არც მეტი და არც ნაკლები ოთხი დღე გავქს-ოთხი თითი ასწია და დაანახა.-ოთხი დღე...მხოლოდ ოთხი.ოთხი დღის შემდეგ მოვდივარ და შენც კარგად იცი როგორ არ მიყვარს ხუმრობა,აცრილი ვარ მაგ ამბავზე.
-ჯანდაბა..ოთხი დღე ცოტაა.-სავარძლიდან ამდგარ სტუმარს უკან გაეკიდა ფერ წასული ვასილი, რონელიც უკვე დარბაზში გასულიყო და ახალთახალ მანქანებს ათვალიერებდა.-სად ვიშოვო ამხელა თანხა ოთხ დღეში?
-ეგ შენი პრობლემაა-მხრები უდარდელად აიჩეჩა დაჩიმ და სპორტული მანქანის წინ შეჩერდა.-კარგად გამოიყურება...
-2019 წლის არის,ჯერ ესეთი არ დადის ქალაქში.
-მშვენიერია...-კარი გამოაღო დაჩიმ და სალონში შეიხედა,ინტერესით შეათვალიერა და წელში გასწორებულმა ღიმილი არ მოუშორებია სახიდან კარი  ხმაურით მიხურა.-მოკლედ,კარგად მიგდის საქმეები.
-რა?-ხმა წაერთვა ვასილს.-არც ისე კარგად.კარგად რომ მიდიოდეს ვალს არ დაგიბრუნებდიი?
-არა, არა. ვერ დამიბრუნებდი...იმიტომ რომ შენი მოგების ასი პროცენტი შენს ბოზ*ებსა და აზარტულ თამაშებში იხარჯება.-მისკენ გადაიხარა დაჩი და თვალი-თვალში გაუყარა.-ჩემს კაზინოში მონძ*რეული აღარ გნახო და შეეცადე ოთხ დღეში ფული დამახვედრო თუ არ გინდა რომ მაგ შენს ცალცალ თვალებს შორის ნახვრეტი გაჩნდეს.
-რა ვქნა?!-ხელები აუკანკალდა ვასილს.-ოთხი დღე  ძალიან ცოტაა..
-ჰოდა ეხლავე დაიწყე ფიქრი სად იშოვო ფული, ჩემი ვალი რომ გაისტუმრო.-კეთილი ბიძიასავით გაუღიმა და ხელი მეგობრულად მიარტყა მხარზე.
-არ ვიცი სად ვიშოვო.
-არც მე..რავიცი გაყიდე შენი სახლები,თუნდაც ეს სალონი...-ხელები გაშალა და აქეთ-იქით მოატარა.-შენი ცოლის და აქ მომუშავე ყველა ნა*შის ზურგზე გაწოლა და "პახაობაც" რომ დაგჭირდეს შეგიძლია გააკეთო, ოთხ დღეში მოგაკითხავ.ხედავ რა კეთილი ვარ?დრო საკმარისი გაქ ვს...აბა,დროებით ბატონო ვასილ...-თვალი ჩაუკრა და ისევ ისეთი მშვიდი და გაწონასწორებული ნაბიჯებით გაემართა კარისკენ.
-შენი დედაც დევდარიანო.-ყრუდ ამოიხრიალა ვასილ გაბედავამ და ოფლისგან დაცვარული შუბლი კიდევ ერთხელ მოიწმინდა.დევდარიანი აუჩქარებელი ნაბიჯებით დაიძრა მანქანისკენ, უკანა კარი გამოაღო და ჩაჯდა თუ არა სიგარეტს მოუკიდა.
-მოიტანს ვითომ?-მისკენ შემოტრიალდა წინ,მგზავრის სავარძელში მჯადრი დავითი.
-ვერა...
-და რომ მოიტანოს?-თვალები დააწვრილა მამაკაცმა.
-ჰოდა ყველაფერი გააკეთეთ რომ ვერ მოიტანოს.-მხრები აიჩეჩა და ტელეფონს დახედა რომელზეც უკვე მერამდენედ ციმციმებდა ნაცნობი ნომერი.
-შენი დედაც...შენი დედაააც.-ბრაზით გამოსცრა და ისევ გათიშა.-სახლში დამტოვეთ და თქვენ კლუბში წადით.საღამოს მოვალ.скачать dle 11.3



№1  offline წევრი ნანა73

მიყვარს შენი ნაწერები kissing_closed_eyes ვკვდები ინტერესით... ოღონდ ასე სტაბილურად წერე, სხვას არაფერს გთხოვ ❤️❤️❤️

 


№2  offline წევრი დარინა

არა რა რატომ გყავს ასეთი გასაგიჟებელი კაცები უკვე ყურებამდე შეყვარებული ვარ დევდარიანზეეე. საზიზღარი კაცი გადარეული ყავს მთელი საქალეთიი, ჩემი განსაკუთრებული ხარ შენ.

 


№3 სტუმარი სტუმარი ლიკა

არა რაა,უკვე ვეღარ ვხვდები შენი ისტორიის მამრობით სქესის წარმომადგენლებიდან რომელი ავირჩიო? არც ერთის დათმობა არ მინდა, ყველა მინდაა :დდდდდდ

როგორც ყოველთვის.... საუკეთესო ხარ❤️

 


№4 სტუმარი ემი

უუხ, რა საზიზღარი ხარ, დაჩი. შეიძლება შენზე შეყვარებულ ქალს ასე ელაპარაკოო? ეჭვიანი ხარო, შარი რო მოსდო, რა არ იყო მართალი თათული???? აშკარად ძალიან კარგად იცნობენ ერთმანეთს, ერთმანეთის წაკითხვა რო ასე კარგად შეუძლიათ, ფიქრის, გამოხედვის წაკითხვა. ხო, კიდე საყვარელს თუ არჩენს და საჩუქრებით და ფულით ამარაგებს, არც არაფერია ამაში ახალი. და წამოძახება და დაყვედრება არაა მთლად კაცური. ხოდა მაგარი საცემია ეს ვაჟბატონი, ჩემი აზრით.

კატო ძალიან, ძაალიან მომწონს. აი, მეგი არ მომივუდა რაღაც თვალში. არ ვიცი რატო. რამე არ გაუჩალიჩოს ჩვენს გოგოს.

საღოლ დაჩის. ამდენი ქალის გამკლავება და გაძლება არ გინდა?! მართლა ჩამპალი მექალთანეა ეტყობა.

იმედია ახალი თავი მალე იქნება, ფეფოოო ....

 


№5 სტუმარი სტუმარი ლია

საუკეთესოდ წერ.ძალიან ნიჭიერი ხარ.გეტყობა.
ველოდები ახალ თავს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent