შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალუბლის ქუჩიდან #2


20-08-2019, 22:02
ავტორი ელპინი
ნანახია 394

ჭაობი.

***
ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ მე ალუბლის ქუჩით დავიწყე. პირველად ალუბალს მჟავე გემო ჰქონდა და გამიკვირდა. ღმერთს ვკითხე - რა ხდება - მეთქი და იმ წუთს, თვალებში დაცემული დავინახე. მერე ვიღაც სხვამ, ალბათ, ნაცრისფერშერეულმა შავმა მიპასუხა, რომ მოიგო და მე ვერ გავიგე - რა.

***
თვალის გახელიდან დახუჭვამდე ის ერთი წამია - ტკივილი. მეორე წამი - გრძნობაა. მესამე . . .
- ქრისტინე, მომისმინე.
- მაგვიანდება.
- სად გაგვიანდება?
- თვითმფრინავზე.
- სახელი?
- იუპიტერამდე.
- კარგი, რა. ასე გატკინე?
- მე, სადაც მივდივარ, იქ ზამთარი კი არ არის.
- ზაფხულია და ახალი ალუბალი გინდა?
- საქმე ისაა, რომ არ მინდა.
- დარჩი.
- მაგვიანდება და ბოლო სიტყვა მითხარი, უფლებას გაძლევ.
- მო-მენატრები.
მე დავტოვე. აზრი არ აქვს იმაზე პასუხს, რასაც თვითონ აქრობს - ის.

***
სკვერი - ალუბალი.
18:43-დან 19:00-მდე.
- აი, ეს ნახატი თქვენია.
- ჩემი? - გაკვირვებული შევბრუნდი და უცებ შევცდი, როცა სიმწვანეებს მოვკარი თვალი.
- უკაცრავად, მაგრამ - როგორ?
- ჩვიდმეტ წუთში.
- ძალიან დამცინით!
- როგორ თუ დაგცინით, დაგხატეთ.
- არ გაქვთ ამის უფლება.
- არც იმის, რომ თქვენ ქრისტინე გქვიათ?
მან - ჰო.
- დაიბრუნეთ.
- თავიდან დაგხატავთ.
- გეყოფათ, ეს თქვენი საქმე არ არის.
- და?
- და თქვენ ძალიან კარგად ხატავთ, მე ლამაზი ვარ. - წამომცდა.
- სკოჩზე?
- გეყოფათ - მეთქი. მხატვრები აფრენთ.
- მე უბრალოდ არ გეუბნებით, შოტლანდიურ სკოჩზე?
- არა!
- მაშ, Pure malt. იცოდეთ, სახუმარო არ არის.
- საიდან იცით?
- საიდუმლოა.
- იგივე Vatted malt, იცით?
- როგორ არ ვიცი.
- დაიბრუნეთ ეს ნახატი. არ ვიღებ.
- რატომ?
- იმიტომ, რომ მხატვრები აფრენთ. ახლა კი მე, რატომ?
- მე თქვენ მომწონხართ!
ახლა მივხვდი, რომ . . .
- შოტლანდიურ სკოჩზე?
- ნახვამდის.
დავტოვე. მან იცოდა, რომ დაბნევის გამო და არა - სიტყვების.
ნახატი . . .

***
- ქრისტინე . . .
და უცებ პასუხი არ არის,
მაგრამ საიდან საით ბრუნავს იუპიტერი?
თუ - არ ბრუნავს?

***
იმ ადგილზე დავბრუნდი, სადაც პირველად შევხვდით და ვიცოდი, რომ მაშინ ეწყინა. ეტკინა კიდეც. ვფიქრობდი, როგორი სახის ნაკვთები ჰქონდა. მეგონა, არ დავაკვირდი, მაგრამ მე თვითონ სახლში მისულმა - დავ-ხა-ტე.
- ახლა უნდა მკითხოთ, თუ არის სკოჩის იდეა ისევ ძალაში, არა?
- ღმერთო ჩემო, აქ რა გინდათ?
- თქვენ.
ავღელდი. კითხვის ნიშანი არ ყოფილა.
- მე მართალი ვიყავი, არა? თქვენ, მხატვრები - მართლა აფრენთ.
- რატომ?
- აბა, რა იცოდით, რომ იქ კითხვის ნიშანი არ უნდოდა?
- კარგით, რა! როგორც თავად ამბობთ, მე მხატვარი ვარ და მომყვებით.
- არც ახლა.
- სწრაფად, თორემ კიდევ დაგხატავთ.
- მემუქრებით?
- გაფრთხილებთ იმიტომ, რომ ვიცი, არ გინდათ - დაგხატოთ.
- სასწრაფოდ წავიდეთ.
ნახატები და მეტი არაფერი. კედლებზე კი - ალუბლები ეხატა. ფერადი ალუბლები.
- ალუბალი და სკოჩი.
- ძალიან თამამი ხართ!
ალუბალს უცხო სურნელი ჰქონდა, მაგრამ გემო . . .
- რაღაც ისე ვერ არის.
- არის.
ფეხზე წამოდგა და ჩემთან ახლოს მოვიდა. უცებ ალუბლების სუნთქვა დავითვალე. ყელზე მომაფრქვია სურნელი.
- ახლა გაკოცებთ.
მე გააზრებაც ვერ მოვასწარი. მან არ იცოდა, რომ პირველი იყო. თუ მე მეგონა ასე . . .
- სკოჩის, ალუბლის და რაღაცის გემო.
სადღაც მჟავემ გაირბინა . . .

***
"ლექციაზე გაგვიანდებათ, ქრისტინე."
"შეუძლოდ ვარ."
"გინდათ, დაგეხმაროთ?"
მე არ ვუპასუხე.
კარები გაიღო და . . .
- მაღალი სიცხე გაქვთ.
- უბრალოდ, წადით. თავად მივხედავ.
გაიყინა.

***
სიზმრები.
მე მას სიზმარში ვხედავ და ვხვდები, ალუბლის გემო ტყუილი არ ყოფილა. მტკივა. ის მხარე მტკივა, საითაც ვეძებ.
ისე, როგორც ქრისტინე:
- მხატვარო . . .
და უცებ პასუხი არ არის. ფანჯარასთან მივდივარ და ბნელ ქუჩებს ვაკვირდები. სადღაც ჩრდილი აუცილებლად უნდა გამოჩნდეს, ვფიქრობ, მაგრამ კარზე ზარია და გაღებიდან - ჩრდილი აქაა.
- რატომ ხართ მთვრალი, მხატვარო?
- მასთან ვიყავი.
მარცხნივ დავიწვი.
- ანუ?
- ბოლოს მომიშორეთ და მე მასთან ვიყავი.
- მიხარია, რომ სიმართლეს მეუბნებით და არ მატყუებთ.
- ტყუილი ცუდია, თქვენ ხომ იცით. მთვრალი მხატვარი როგორ იტყვის ტყუილს, როცა თვალწინ ანგელოზი ჰყავს? როგორიც არ უნდა იყოს, არაფერს დაგიმალავთ.
- მოვაშოროთ.
- მაშინ, უბრალოდ, აკოცეთ მხატვარს.
მის მაღალ სახეს ვერ მივწვდი.
- დაიხარე, ვერც ფეხებზე აწეული გწვდები. - შუბლზე ტუჩები მივაკარი და თუ არ მომეჩვენა, შეაჟრჟოლა. მისთვის უცნაური ზამთარი ვიყავი. - სკოჩი დალიე?
- ეგ ხომ ჩვენია, უბრალოდ, შავი ღვინო და მეტი არაფერი.
- არც აკოცე?
- ლოყაზე.
- რატომ მეუბნები?
- ხომ გითხარი, არ დაგიმალავ - მეთქი, ქრისტინე.
- მო-მენატრე, მხატვარო.
მან ხელები შემომხვია, თავი მხარზე ჩამომადო და ჩამეხუტა.
- ძალიან თბილი ხარ, ქრისტინე. რატომ არ მიბრაზდები?
- რომ მასთან იყავი? ალბათ, დამშვიდდი.
- შენ არ გაქვს სკოჩი?
- არა, მე მხოლოდ ალუბალი მაქვს, მაგრამ ცუდი გემო არ აქვს, როგორც შენთან.
- ჩვენ ალუბლების ქუჩაზე ვცხოვრობთ. სინამდვილეში, შენი მხატვარი ცუდია.
უცებ თავი ასწია, შუბლზე მაკოცა და გაქრა.

***
"რატომ არ მეუბნები, რომ ლექციაზე მაგვიანდება? ახლა, ხომ შეუძლოდ არ ვარ?"
"მხატვარო, იმედია, ხატავ და უბრალოდ სამყაროს მოსწყდი."
"ისევ გწერ, რომ იმედი მაქვს, მე მხატავ. უკვე - ჩემს ალუბალსაც ცუდი გემო აქვს."
"მხატვარო, კარგი, რა. მართლა ცუდი ხარ!"

***
- ქრისტი, მოვედი და ამოვდივარ.
ჩემს ფანჯარასთან დაიყვირა. მე მისთვის კარი არ გამიღია. იქ იქიდან იყო, მე - აქედან.
- არ შემომიშვებ?
- არა, მხატვარო. დავიღალე. გაფრთხილებ, რომ მალე წასვლას ვაპირებ. შენ - წადი მასთან.
- როდის არის მალე?
- გადავწყვეტ, მაგრამ სკოჩი აღარავისთან დალიო. მხოლოდ ამას გიტოვებ სურვილად.
- შეგისრულებ.
- დამხატე - ხოლმე.
- სავსეა სახლი.
- ალუბალი არ მომწონს, მხატვარო. პირველანდელი მჟავე გემო, გახსოვს? არ ვიცი, შენი იყო, თუ - ჩემი, მაგრამ ორივემ ვიცოდით, რომ რაღაც ისე არ იყო. მხატვრები აფრენთ - მეთქი და ამ დროს, უცნაურად მაკლდები. მე კი . . .
- არ გაიფიქრო, რომ სუსტი ხარ!
- გეყოფა, მხატვარო!
- მიშვებ?
- "რომ".

***
მე და მას ერთნაირად არ გვტკიოდა. ის მიდიოდა და იმდენად არ ვენატრებოდი, რომ ჩემი წერილები ენახა. მე ველოდებოდი და იმდენად მენატრებოდა, წერილებს ვერ ვწყვეტდი. როგორც ჩანს, ერთმანეთი - არა.

***
წამოვედი იმიტომ, რომ . . .скачать dle 11.3



№1  offline მოდერი სალანდერი

დავბრუნდები. . .

 


№2  offline ადმინი ელპინი

სალანდერი
დავბრუნდები. . .

♥️♥️♥️

 


№3  offline მოდერი სალანდერი

" - ღმერთო ჩემო, აქ რა გინდათ?
- თქვენ "

" - რატომ ხართ მთვრალი, მხატვარო?
- მასთან ვიყავი.
მარცხნივ დავიწვი.
- ანუ?
- ბოლოს მომიშორეთ და მე მასთან ვიყავი. "

" დაიხარე, ვერც ფეხებზე აწეული გწვდები. - შუბლზე ტუჩები მივაკარი და თუ არ მომეჩვენა, შეაჟრჟოლა "

" - სკოჩის, ალუბლის და რაღაცის გემო.
სადღაც მჟავემ გაირბინა . . ."

" მისთვის უცნაური ზამთარი ვიყავი" - მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ფრაზა.

ხომ იცი, რომ ვიცოდი რასაც დაწერდი. . .
თან რა ლამაზად და მარტივად. . . მარტო შენ რომ გაიგებ და ჩემდა საუბედუროდ "მეც".
ახლა და აქ არაფერს არ გეტყვი, ან ვერ. . . ენა დამება. . .
სკოჩის თანხლებით ვილაპარაკოთ და შენ ამიხსნი, როგორია "მჟავე" ალუბალი. . .
მიყვარხარ . . .

 


№4  offline ადმინი ელპინი

სალანდერი
" - ღმერთო ჩემო, აქ რა გინდათ?
- თქვენ "

" - რატომ ხართ მთვრალი, მხატვარო?
- მასთან ვიყავი.
მარცხნივ დავიწვი.
- ანუ?
- ბოლოს მომიშორეთ და მე მასთან ვიყავი. "

" დაიხარე, ვერც ფეხებზე აწეული გწვდები. - შუბლზე ტუჩები მივაკარი და თუ არ მომეჩვენა, შეაჟრჟოლა "

" - სკოჩის, ალუბლის და რაღაცის გემო.
სადღაც მჟავემ გაირბინა . . ."

" მისთვის უცნაური ზამთარი ვიყავი" - მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ფრაზა.

ხომ იცი, რომ ვიცოდი რასაც დაწერდი. . .
თან რა ლამაზად და მარტივად. . . მარტო შენ რომ გაიგებ და ჩემდა საუბედუროდ "მეც".
ახლა და აქ არაფერს არ გეტყვი, ან ვერ. . . ენა დამება. . .
სკოჩის თანხლებით ვილაპარაკოთ და შენ ამიხსნი, როგორია "მჟავე" ალუბალი. . .
მიყვარხარ . . .

გამომივიდა . . .
ამისთვის მხოლოდ შუბლზე კოცნა არ იქნება საკმარისი,
იცოდე!

რომ იცოდი და მეც ვიცოდი,
იმიტომ არის ახლა ეს აქ.

და რამდენით რამდენია?

მიყვარხარ უსაზღვროდ!
♥️

 


№5  offline წევრი აბაშიძე

უჰ.

ჩემი ჰარის ანგელოზის ხმის ფონზე მგონი სხვანაირად წავკკითხე.

აუ.
ელ.
ძალიან მომწონს.
აი ძალიან.
მართლა.

შენ ხო იცი როგორ გამიხარდა.
და.
ხო.
ძალიან.

ქრსტიზე ჯერ არ ვიცი რა ვიფიქრო?
თუ ვიცი?
მგონი ვიცი უბრალო შემდეგ თავში დავწერ რა.
მგონი იქ უფრო გავერკვევი და უკეთესად დავწერ.

შენ ხარ სიგიჟე.
ნუუუ.

მაშინ რო მკითხე ჩემნაირად წერსო?
იცი როგორ გავბრაზდი?
ძალიან.

და იცოდე რა.
შენნაირად
ვერავინ წერს!

იმიტომ რომ შენხარ ელ და.
შენნაირად ვერ დაწერენ.

შენ რაზეც წერ მასზე ვერ დაწერენ.
ყოველშემთხვევაში იმხელა გრძნობით,სილამაზითა და სიფაქიზით ვერ ელ.
ვერ გადმოსცემენ და.
აუ ვერ რა.

ლიტერატურული სიგიჟეო და.
როგორ არ დავეთანხმო.
გუროს ხო?

"თვალის გახელიდან დახუჭვამდე ის ერთი წამია - ტკივილი. მეორე წამი - გრძნობაა. მესამე . ."

მესამე?

ეს ჩემი დაჭერილი ფრაზაა.
და მადლობა რა.

გელოდები(თ) შემდეგ თავამდე.
მაინც უცნაურია და.
მჯერა მალე დაწერ?
დღეს რომ გამახარე ისევ ისე გააკეთე რაა.

 


№6  offline ადმინი ელპინი

აბაშიძე
უჰ.

ჩემი ჰარის ანგელოზის ხმის ფონზე მგონი სხვანაირად წავკკითხე.

აუ.
ელ.
ძალიან მომწონს.
აი ძალიან.
მართლა.

შენ ხო იცი როგორ გამიხარდა.
და.
ხო.
ძალიან.

ქრსტიზე ჯერ არ ვიცი რა ვიფიქრო?
თუ ვიცი?
მგონი ვიცი უბრალო შემდეგ თავში დავწერ რა.
მგონი იქ უფრო გავერკვევი და უკეთესად დავწერ.

შენ ხარ სიგიჟე.
ნუუუ.

მაშინ რო მკითხე ჩემნაირად წერსო?
იცი როგორ გავბრაზდი?
ძალიან.

და იცოდე რა.
შენნაირად
ვერავინ წერს!

იმიტომ რომ შენხარ ელ და.
შენნაირად ვერ დაწერენ.

შენ რაზეც წერ მასზე ვერ დაწერენ.
ყოველშემთხვევაში იმხელა გრძნობით,სილამაზითა და სიფაქიზით ვერ ელ.
ვერ გადმოსცემენ და.
აუ ვერ რა.

ლიტერატურული სიგიჟეო და.
როგორ არ დავეთანხმო.
გუროს ხო?

"თვალის გახელიდან დახუჭვამდე ის ერთი წამია - ტკივილი. მეორე წამი - გრძნობაა. მესამე . ."

მესამე?

ეს ჩემი დაჭერილი ფრაზაა.
და მადლობა რა.

გელოდები(თ) შემდეგ თავამდე.
მაინც უცნაურია და.
მჯერა მალე დაწერ?
დღეს რომ გამახარე ისევ ისე გააკეთე რაა.


ქეთო,
იცი რა არის?
მე რომ შენს გვარს ვხედავ,
ვიცი, რაღაც გულის გასაგლეჯი სითბოთი და სიტკბოთი სავსე სიტყვები დამხვდება.
შენ რომ ამდენ კარგს მეუბნები და მე უბრალოდ გპასუხობ, რომ გმადლობ და კარგი ხარ,
საერთოდ არ არის საკმარისი, იცი?
თუმცა, მართლა კარგი გოგო ხარ და შეგიძლია, გაწითლდე.
ძალიან მიხარია, რომ აქ ხარ და მინდა, ყოველთვის დაგინახო ხოლმე.
შენნაირ სტიმულს სჯობს რაიმე?
არც არაფერი!

ისე,
იცოდე,
ის მესამე არც მე ვიცი.

მადლობა,
ქეთო,
ძალიან კარგი გოგო ხარ!
♥️

 


№7  offline წევრი სიბილა

მონ შერი)))ჩემო მთვრალო ალუბალო...აუ, ნეტა სკოჩში რომ ალუბლები ბაანაობენ, იმას რა გემო აქვს..ალუბლისფერი ღამე...ღამის...აუ)))დახატოს, აბა,ეს..

 


№8  offline ადმინი ელპინი

სიბილა
მონ შერი)))ჩემო მთვრალო ალუბალო...აუ, ნეტა სკოჩში რომ ალუბლები ბაანაობენ, იმას რა გემო აქვს..ალუბლისფერი ღამე...ღამის...აუ)))დახატოს, აბა,ეს..

რუსა, რუსა . . .
ვინ იცის, რას ხატავს ახლა მხატვარი . . .
♥️

 


№9  offline წევრი guroo

ყავა გამიცივდა.
გადავღვრი.
ახალი არ მინდა.
დაე, ღირდეს შენზე დახარჯული დრო ამად და კიდევ...
შეამჩნიე,ხო? რამხელა გავლენა აქვს შენს სტილს. უკვე გაუცნობიერებლად გბაძავ - თანაც უნიჭოდ.
წარმოდგენაც არ გაქვს სიყვარული რა არის. ვამპირი ყოფილხარ, თურმე. ურთიერთობებს ძვირფასი სითხისგან ბოლომდე წურავ და მერე ყველაფერი მთავრდება. სამაგიეროდ ის ძვირფასი შენთან რჩება და მერე ძღები - მთელი დარჩეილი დრო...
ვიცი,საზიზღარი კომენტარივით გამოიყურება, მაგრამ, მერწმუნე, მხოლოდ სითბოთია გაჟღენთილი.

 


№10  offline ადმინი ელპინი

guroo
ყავა გამიცივდა.
გადავღვრი.
ახალი არ მინდა.
დაე, ღირდეს შენზე დახარჯული დრო ამად და კიდევ...
შეამჩნიე,ხო? რამხელა გავლენა აქვს შენს სტილს. უკვე გაუცნობიერებლად გბაძავ - თანაც უნიჭოდ.
წარმოდგენაც არ გაქვს სიყვარული რა არის. ვამპირი ყოფილხარ, თურმე. ურთიერთობებს ძვირფასი სითხისგან ბოლომდე წურავ და მერე ყველაფერი მთავრდება. სამაგიეროდ ის ძვირფასი შენთან რჩება და მერე ძღები - მთელი დარჩეილი დრო...
ვიცი,საზიზღარი კომენტარივით გამოიყურება, მაგრამ, მერწმუნე, მხოლოდ სითბოთია გაჟღენთილი.

გურო,
რა უცნაური კომპლიმენტია.
და იქ, ის ტირე, ძალიან ნაცნობია.
მადლობა! ♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent