შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აკრძალული თამაშები (3)


21-08-2019, 15:04
ავტორი ფ ე ფ ო
ნანახია 2 794


საღამოს შვიდი საათი სრულდებოდა,კატომ კიდევ ერთხელ დაკვირვებით რომ შეათვალიერა საკუთარი ანარეკლი სრკეში და საძინებლის კარი გამოიხურა.სახლში გაჩერება აღარ შეეძლო,რამდენიმე საათის წინ თათულისთან საუბრის გამო საშინლად ჰქონდა ხასიათი გაფუჭებული.ყველაფერს წარმოიდგენდა მაგრამ ეს უკვე მეტისმეტი იყო.დეიდამისი თავის საყვარელზე ეჭვიანობდა,მაშინ როდესაც არც კი იცნობდა იმ წყეულ კაცს.ღმერთმა არ ქნას მათი დაშორების ბრალდებით კიდევ ერთხელ მისდგომოდა.სასწრაფოდ უნდა გადასულიყო ამ სახლუდან ქვეყანა არ დაიქცეოდა თუ ახალ გამომცხვარ დეიდის გარეშე გააგრძრლებდა ცხოვრებას.მაგრამ ესე ხელაღებით სახლიდან გაქცევაც არ გამოდიოდა, მაშინ როდესაც არც სამსახური ჰქონდა და არც საცხოვრებელი ადგილი.უნივერსიტეტის ფულიც გადასახდელი ჰქონდა და საიდან უნდა მოეტანა წარმოდგენაც არ ჰქონდა.ხვალ ისევ მიაკითხავდა დაგზავნილ სივებს და მერამდენედ შეაწუხებდა ერთი და იგივე კითხვით:-ვაკანსიებთან დაკავშირებით სიახლე ხომ არაფერი გაქვთ?!
ტატო ჯავახიას ზარი მაშველი რგოლივით გამოჩნდა მის დაწყვეტამდე მისული ნერვებისთვის და ბევრი აღარც უფიქრია ისე დასთანხმდა ბიჭს სავახშმოდ გაჰყოლოდა.ტატო ძალიან კარგი ბიჭი იყო,სიმპათიურთან ერთად მოსმენის და გადმოცემის საოცარი ნიჭით დაჯილდოვებული.მაგისტრატურა წელს დაემთავრებინა და ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობდა მართალია რიგით თანამშრომლად მაგრამ მომავალში დაწინაურების უტყუარი პერსპექტივით.გაცნობისთანავე მოეწონა კატო და დამალვაც არ უცდია, თუმცა ზედმეტად ძნელი აღმოჩნდა სწავლაზე გადართული გოგონას გულის მონადირება.მაგრამ უნდა ითქვას რომ მოახერხა.არც კატო დარჩენილა მისდამი გულგრილი, მოსწონდა და საოცრად სიამოვნებდა მასთან ურთიერთობა.ადრინდელივით აღარ გაურბოდა მასთან შეხვედრებს,რომელმაც მასიური სახე მიიღო და მალე მის მეგობრებთან ისე დამეგობრდა ხანდახან უკვირდა რომ შეძენილი მეგობრები იყვნენ და არა მისი ბავშვობიდან მოყოლილნი.ყოველთვის უჭირდა ხალხთან ურთიერთობა,თითქოს ჩაკეტილი იყო საკუთარ სამყაროში.სამყაროში რომლის კარიც იმდენად მჭიდროდ ჰქონდა გამოკეტილი ძნელი იყო დაუკითხავად შეეღწია ვინმეს.თითქოს უნივერსიტეტში გაიხსნა,უფრო მხიარული,ლაღი გახდა...თითქოს ცხოვრებას და ცხოვრებისეულ პრობლემებს სხვა თვალით შეხედა.ერთი ორად გაიზარდა და ისწავლა საკუთარი თავის და მეგობრების დაფასება.ბიჭი სადარბაზოსთან ელოდებოდა მის დანახვაზე სახე გაებადრა და ისე მჭიდროდ შემოხვია მკლავები წამით სუნთქვა შეეკრა კატოს.
-როგორ ხარ?-წერიან ლოყაზე ფრთხილად აკოცა და მის ღიმილს ღიმილით უპასუხა.
-უკვე კარგადა...წამოდი.-ქალის თითებში საკუთარი ახლართა და ტროტუარ ფეხით გაუყვა.
-სად მივდივართ?-წინ წასულს ფეხი სიცილით აუწყო კატომ და სახეზე ჩამოშლილი თმა უკან გადაიწია.
-სიურპრიზია..მოგეწონება.
-არ მიყვარს სიურპრიზები...-ტუჩები დაბრიცა,რაზეც ფართოდ გაიღიმა ბიჭმა.
-სასიამოვნო სიურპრიზია...ნახავ,მართლა მოგეწონება.
-კარგიი...
-აი მანქანაც,ვერ მოვაღიწე შენს სახლამდე მანქანით...-შავი მანქანისკენ გაუძღვა ბიჭი და წინა კარი გამოუღო.
-რა გალანტური ხარ-სახეზე სიცილით დაინიავა გრძელი თითები კატომ და მოხდენილად დაეშვა სავარძელზე.
-შენ წარმოდგენაც კი არ გაქვს რა ოქროს ბიჭი ვარ.-შეიფერა ტატომ და სულ მალე თავადაც დაიკავა საჭესთან ადგილი.ძრავი ჩართო და მანქანა ადგილიდან დაძრა.
********
სახლის კარი შეხსნა თუ არა ხმაურმა აიძულა წარბები შეეკრა.საფეთქლები მოისრისა და სასტუმრო ოთახისკენ გაემართა,სადაც სავარძელზე ნებივრად გაწოლილიყო დაახლოებით 14,15 ოდე წლის ქერა გოგონა.ფეხები რომელზეც ძაღლის თავიანი ფაჩუჩები ეცვა წინ გამოეშალა და ჟურნალების მაგიდაზე შემოეწყო.ბრტყელ ეკრანიან ტელევიზორში კი ხმამაღალი მუსიკის თანხლებით Victoria's Secret-ის ანგელოზები
მიდი მოდიოდნენ,ხალვათად შემოსილი იდეალური სხეულებით.
-რა ჯანდაბაა,დაყრუვდიი?!-პულტს წამოავლო ხელი დევდარიანმა და საერთოდ გამორთო ტელევიზორი.
-რას აკეთებ? წლევანდელი შემოდგომა ზამთრის კოლექციაა...-სავარძლიდან წამოხტა გოგონა.
-თავი მისკდება, რა კოლექცია მამა? დარწმუნებული ვარ ისედაც ნანახი გაქვს და ტელევიზორის ბოლო ხმაზე რახრახიც აღარაა საჭირო...ეგ კი არა შერჩეულიც გექნება ხუთი, ათი კაბა და ამდენი ფეხსაცმელი.
-რა გჭირს,რა აუტანელი ხარ?-ტუჩები დაბრიცა ნიცამ და ინტერესით დააკვირდა.
-თავი მტკივა...უბრალოდ გაჩუმდი და მეტი კითხვა აღარ დამისვა ჩემს თავს გაფიცებ.
-ბარემ გამაშვილე და ეგ იქნება.
-ვინ გიშვილებს?ზედმეტად დიდი მოთხოვნილებები გაქვს და დახვეწილი გემოვნება...-მოპირდაპირე სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა დევდარიანი და წინ გამოშლილი ფეხები თავადაც შემოაწყო შუშის მაგიდაზე.
-იმიტომ მეუბნები რომ გინდა მეწყინოს?-არარსებული ცრემლები მოიწმინდა გოგონამ.
-ჰო,რაღაც მაგდაგვარი,გეწყინა მა?
-არა...მე ხომ მამიკოს პრინცესა ვარ? ერთადერთი და განუმეორებელი?და ესე იქნება მთელი ცხოვრება..დები და ძმები ნამდვილად არ მინდა,ძალიან გთხოვ პრეზერვატივები ატარო სადაც ივლი.-ბოლო ხმაზე აკისკისდა ნიცა და დევდარიანის გახელილ ცალ თვალზე უარესად აუტყდა სიცილი.
-რა გაცინებს?-წელში გასწორდა მამაკაცი და წარბები შეკრა.
-კარგი რა მამა...-სიცილს ვერ წყვეტდა ნიცა.-შენ ფიქრობ რომ მე ისევ მჯერა ბავშვები წეროებს მოჰყავთ,ან უკეთესი გაფურჩქნილ კომბოსტოში პოულობენ?!
-არა ამაზონიდან ვიწერთ...იქნებ ხვალ შენი ბოიფრენდით მომადგე სახლში და მითხრა იცი რა მამა, ეს ჩემი ბიჭია და მერე ერთ დიდ ოთახსაც გამოგიყოფთ მეორე სართულზე თავი საკაიფოდ რომ იგრძნოთ...კომფორტი და რამე.
გაბრაზებული დევდარიანის შემხედვარე,ნიცა ხმამაღლა ახარხარდა,სავარძელზე გაწვა და სიცილისგან ატკივებულ მუცელზე ხელები მიიჭირა.ძლივს მოითქვა სული და მამას დააკვირდა, რომელიც აშკარად უარესად გაბრაზებული იყო და ცოტა აკლდა სავარაუდოდ გაცოფებამდე.
- რომელი საუკუნეა ბატონო დაჩი?..ნუ იქცევი ბებერივით კარგი რაა 34 წლის ხარ.
-გოგო,მართლა გყავს შეყვარებულიი?
-გინდა გითხრა სახელიი? მერე რომ ადგე და მთელი მისი გვარი გადაწვაა?!
-თავი მტკივა ნიცა...მართლა თუ ესეა ჯერ შენ დაგწვავ აქვე და მერე იმას მივადგები.მე მაგრად არ მისწორდება ჩემმა 15 წლის შვილმა შეყვარებულთან ერთად იმოძრაოს წინ და უკან...მერე გაიგე ვინაა და სანამ მე იმას გავარკვევ მის შვიდ თაობას რამე გრეხი ხომ არ აქვს ...ჩემი დედაც..გაგაშვილებ უეჭველი.
-ღმერთოო..როგორ მიყვარხარა.-ისე უცებ წამოხტა ნიცა და მიაფრინდა მამას ლამის სავარძლიანად გადააყირავა.-ყველაზე...აი,სულ სულ ყველაზე მეტად მიყვარხარ.-მკლავები კისერზე შემოხვია და მიეხუტა.-და რა მაგარი შეგრძნებაა მთელს სასტავში ყველაზე ახალგაზრდა და სიმპაწიაგა მამა რომ გყავს ვერც კი აგიღწერ...
-ღმერთო დამიფარე.-ამოიოხრა დევდარიანმა და შვილს შუბლზე ტუჩები მიაწება,მკლავები ძლიერად მოხვია და როგორც ბავშვობაში იცოდა ეხლაც ცხვირის წვერით ჩაუძვრა კისერში.პატარას სასწაულად დამამშვიდებელი სურნელი რომ ჰქონდა და სახლში დაბრუნებულს,მთელი დღის სტრესის და გადაღლილობის შემდეგ ერთი ჩასუნთქვაც კი კმაროდა ისე ეხსნებოდა დაღლილობა.ისე იმუხტებოდა დადებითი ენერგიით და ალბთა მთელი ცხოვრება გაგრძელდებოდა ესე რადგან ვერასდროს,აი ვერასდროს შეელეოდა ერთადერთ შვილს რომელიც სიცოცხლეს ერჩია. -ჩემი პრონცესა.მართლა ხომ არ გყავს შეყვარებული? არაფერს დამიმალავ ჰოო?
-არაფერს...როდის რა დამიმალია მა?-წვერიანი ლოყები ხმაურით დაუკოცნა გოგონამ.
-დამიმალავ და მოგხვდება.-კიდევ რამდენჯერმე აკოცა და კნუტივით გატრუნულ შვილს ღიმილით დააკვირდა სახეზე.-წამოდი, სადმე გავიდეთ და ვჭამოთ.
-სად?-წამში წამოხტა მამის მუხლებიდან ნიცა და ტაში შემოჰკრა.
-სადაც შენ გინდა,ოღონდ რამე ისეთი ჩაიცვი...ბავშვური,ბავშვური ნიცა...
-გეშინია შენმა რომელიმე ნაშამ თმით არ მათრიოს?
-გიკრძალავ ესეთ საუბარს.-თითი გამაფრთხილებლად დაუქნია მომღიმარმა დევდარიანმა.-ეხლა გაქრი აქედან და დროულად ჩამოდი.-თვალები დაუბრიალა და სავარძლიდან წამომდგარი სამზარეულოსკენ გაემართა,სადაც ასაკიანი ფუმფულა ქალი ქურასთან ფუსფუსებდა მის დანახვაზე ასაკისგან დაღარული სახე გაებადრა და წყლიანი თვალები აუციმციმდა.
-ბაბულა როგორ ხარ?- მისალმების ნიშნად ჭაღარა თმაზე აკოცა დევდარიანმა და კარადას ზურგით მიეყრდნო.-გავდივართ ჩვენ და შენ შეგიძლია დაისვენო...მანამდე გამაყუჩებელი დამალევინე რამე,ცუდად ვარ.
ნიცა,რომელიც სულ ციცქნა დაიჭირა ხელში თავადაც ასაკით პატარამ და თითქმის ერთად გაიზარდნენ.იყო უძილო ღამეები მისი ავადმყოფობის დროს,იყო ბედნიერი წუთები და რაც მთავარია თავად ნიცა იყო მისი სისხლი და ხორცი.შვილი, რომელმაც ცხოვრებაზე დააფიქრა,შვილი რომელმაც სტიმული მისცა და აიძულა შეექმნა და გაეკეთებინა იმაზე მეტი ვიდრე ჰქონდა.შვილი რომელმაც უარი ათქმევინა ახალ ოჯახზე,სიყვარულზე და შვილებზე.პირველი სიხარული, რომელიც რამდენადაც აგიჟებდა და ნერვებს აწყვეტდა იმდენად ახარებდა და აბედნიერებდა.პტარა დევდარიანს საზღვრები არ ჰქონდა...თავნება და ჯიუტი ტოლს არ უდებდა მამის ხასიათს.ეს ორი ერთად კი ნამდვილ ცუნამს ჰქმნიდა.ცუნამს რომელიც ირგვლივ ყველას და ყველაფერს განადგურებით ემუქრებოდა.შვილის გვერდით თითქოს იხსნიდა იმ ტვირთს რასაც მთელი დღის განმავლობაში დაატარებდა,სრულიად განთავისუფლებული თავს ბოლომდე განტვირთვის საშუალებას აძლევდა და ხდებოდა ზუსტად მისი ასაკის.მამა-შვილს ჰქონდათ საკუთარი ტრადიცია.მაგალითად შაბათ- კვირის ტრდიცია,როდესაც სმაყაროს სრულიად მოწყვეტილი დევდარიანი უქმეებს შვილთან ერთად ატარებდა სახლში,ან დადიოდნენ კინოში,პიკნიკზე,ქალაქ გარეთ მეგობრებში და მთლიან დროს ახარჯავდა ერთადერთ შვილს.ჰქონდათ ორშაბათის ტრადიცია:როდესაც კვირის პირველ დღეს,სხვა დღეებისგან განსხვავებით მამას მიჰყავდა და გამოჰყავდა სკოლიდა.შემდეგ მიდიოდნენ იქ სადაც ნიცას უნდოდა და რა უნდა მომხდარიყო ეს ტრადიცია რომ დარღვეულიყო. ბურგერები მიირთვეს და კოლა დააყოლეს,ფეხით გაისეირნეს, ბევრი იცინეს და იგიჟეს..არც ინსტაგრამზე ფოტოების ატვირთვა დავიწყებია ნიცას.რამდენიმე საათიანი სიგიჟის და სრული განტვირთვის შედეგად სრულიად ახალი ენერგიით დატვირთული საჭეზე აკაკუნებდა თითებს და მიდიოდა სამსახურში.იქ სადაც სრულიად გარდასახული,სხვანაირი, მილიონ ნიღაბს ამოფარებული, ცივი და საქმიანი კაცის იმიჯს ირგებდა.გაჩერებული მანქანიდანაც კი უკვე სულ სხვანაირი მანერით გადმოდიოდა და ეს მისდა უნებურად ხდებოდა,შეკრული წარბები და ცივი სახე....კლუბის უკანა შესასვლელიდან შესულმა სწრაფად აირბინა კიბეები და დერეფნიდან მთავარ დარბაზში არც გასულა ისე დაუქნია ხელი ბარის დახლზე დაყრდნობილ დავითს,რომელიც პლანშეტში რაღაცას გულმოდგინედ იწერდა.უფროსის დანახვაზე,პლანშეტი დახლზე დადო და სწრაფად გაემართა მისკენ.სახე უცებ შეეცვალა და ზედმეტად დაუსერიოზულდა.
-ახალი ხომ არაფერია?რა სახე გაქვს გეგონება ფეხსაცმელი უჭერსო.
-არაფერი, მშვიდობაა დღეს. იმ პარტიას ველოდები წინაზე ეომ ვილაპარაკეთ, მივიღებ და შემდეგ დეტალურად გეტყვი ყველაფერს.
-კარგი...შეგიძლია უკვე წახვიდე და დახვდე.აქაურობას ნუცა და კეკე მიხედავს.მეც აქ ვარ და თუ რამეა კაბინეტში ვიქნები.
-აქ არის...-სახე დამანჭა დავითმა და თვალი აარიდა უფროსს.
-ვინ?-ყბის ძვლები უნებურად დაეჭიმა დევდარიანს.
-თათული...
-მაგის დედაც...კარგი,ნუცას უთხარი ამოვიდეს.
-იმას რა ვუყო?-თავი დარბაზის მიმართულებით გაიქნია დავითმა.
-არაფერი,შეეშვი.ზემოთ ამოსვლას თუ დააპირებს არ შეაჩერო,გამოუშვი.-ხელი ჩაიქნია დაჩიმ და დავითს ზურგი შეაქცია.
ზემოთ ასულმა,ოთახის კარი უხეშად მიხურა და პიჯაკი სავარძელზე დაუდევრად მიაგდო.ნიცასთან ერთად გატარებული სამი საათის დამსახურებით გამოკეთებული ხასიათი უკვალოდ გამქრალიყო და მისი ადგილი უსახელო ბრაზს ჩაენაცვლებინა.რა აბრაზებდა,ან რატომ? ვერ ხვდებოდა,მაგრამ საშინლად რომ ეშლებოდა ნერვები ამის უარყოფას აზრი არ ჰქონდა.თათულისთან კიდევ ერთი საუბარი ნამდვილად აღარ სურდა და იმაშიც ასი პროცენტით იყო დარწმუნებული რომ ქალი ადვილად არ დაიხევდა უკან.იქნებ მართლაც ზედმეტი მოუვიდა? იქნებ მართლაც ზედმეტად მიიჩვია და გაუცნობიერებლად მისცა იმედი, რომელიც არ უნდა ჰქონოდა? ვერასდროს იტანდა გაურკვეველ,მოუგვარებელ სიტუაციას და თათულის მოთოკვა რამენაირად ისე უნდა მოეხერხებინა არც მწვადი დაეწვა და არც შანფური.ორიდან ერთი აუცილებლად დარჩებოდა ნაწყენი და ეს გარდაუვალიც იყო...განა რა მოხდა? რა შეიცვალა ამ თვეების განმავლობაში? მობეზრდა? დაიღალაა? თათა, ისევ ისეთი იყო როგორმაც მიიზიდა,დააინტერესა და მართალია იყო პატარ-პატარა ჩავარდნები მაგრამ ადვილად შეიძლებოდა თვალის დახუჭვა.ადვილად იყო შესაძლებელი ეხლაც თვალი დაეხუჭა მაგრამ არ სურდა...აღარ სურდა ძველებურად ყოფილიყო ყველაფერი..ქალი რომელიც იზიდავდა თითქოს გაუფერულდა,აღარ მოსწონდა მისი სხეული...აღარც მისი უმართავი ხასიათი და ნელ-ნელა ღიზიანდებოდა რომელმაც პიკს მიაღწია.ნამდვილად დრო იყო წერტილის დასმის და აუცილებლად დასვამდა..კიდევ მოვიდოდაა? ისევ და ისევ უარს მიიღებდა...ისევ ჰკრავდა ხელს და ადრე თუ გვიან ალბათ მიხვდებოდა ქალი რომ დამთავრდა.
ვისკის ჭიქას ჩახედა და ბოლომდე ჩაცალა,კარი დაუკითხავად რომ შემოაღო ნუცამ და არ დაუნახია,მაგრამ მიხვდა ზღრურბლზე მდგარი მზერით როგორ ბურღავდა.
-მოვიტანე.-მისკენ შეტრიალებულს თითებს შორის მოქცეული პატარა მეხსიერების ბარათი დაანახა და ეშმაკურად გაუღიმა.
-თვალები ისე გიბრწყინავს ვატყობ კარგად ისიამოვნე.-გაეცინა და მიახლოვებულ ქალს ხელი გაუწოდა,რომელმაც გაშლილ ხელის გულზე ბარათი დაუდო.
-დეტალები გაინტერესებს?
-არა...ვნახავ -თვალი ღიმილით ჩაუკრა და ციცქნა ბარათს დააკვირდა.-შეუდარებელი ხარ.
-მხოლოდ თქვენთვის ბოს...-ხელები ღიმილით გაშალა ქალმა და გრძელი თმა უკან გადაიყარა.-ჩემი ავანსი?
-ჩაგირიცხავ...მე პირობას ყოველთვის ვასრულებ.-თავით ფეხამდე შეათვალიერა ქალი და ნუცამ,გააზრებაც კი ვერ მოასწრო ისე ჩააფრინდა დევდარიანის ძლიერი თითები თმაში.თავისკენ მისწია და სავსე ბაგეებზე უხეშად სწვდა.-გავატარებ იმ ფაქტს წუხელ ვიღაც სი*რი რომ გეფერებოდა...გაიხადე!-ქალს არ დალოდებია,თავად სწვდა ზედაში და თითქმის შემიახია ზედ,სავსე მკერდზე ჯერ დახედა შემდეგ კი თითებით წაეტანა.
-მომწონს ეს ფაქტი..კი..კი..ზედმეტადაც კი მომწონს.-ამოიკრუტუნა არეული მზერით ქალმა და შარვლის საქმარეში ჩაფრენილმა ოსტატურად შეუხსნა ბალთა.უკან დახეულმა თან გაიყოლა მამაკაცი და მაგიდის ზედაპირზე შემოსკუპებულმა მოკლე ქვედაბოლო წელამდე აიწია ფეხები კი ფართოდ გაშალა და კისერზე მჭიდროდ შემოხვია მკლავები.
*******
ჩაბნელებულ დერეფანში ოდნავ შეღებული კარის უკან ქურდივით იდგა და ამღვრეულ თვალებს ვერ აშორებდა ოთახის შუაგულში მდგარ მაგიდას.ყვითელ შუქში რომ გახვეულიყო და შიგადაშიგ ბაგეს დაუკითხავად წაცდენილი ოხვრის ხმა რეტიანივით აწყდებოდა ჯერ მოზრდილი ოთახის კედლებს,შემდეგ კი მის სმენას.სახეებს ვერ ხედავდა, მაგრამ ხედავდა ძლიერ ზურგს,წვრილი თითებით რომ ჩაჰფრენოდა ქალი, გრძელი გარუჯული ფეხები მჭიდროდ რომ შემოეხვია მამაკაცისთვის წელზე და მის ძლიერ ბიძგებს აყოლებდა კატასავით მოქნილ სხეულს.ხმამაღალ ოხვრას კაცის ბაგეები უხშობდა,ქალის ხელები რომ მოიშორა და ზურგს უკან გაუკავა.მოძრაობას კი უმატა და შედარებით უხეში გახდა
-ღმერთო...-ამოიკივლა ქალმა.
-მიდი პატარავ...-ბოხი,ოდნავ ჩახლეჩილი ბარიტონით გამოსცრა მამაკაცმა.
უკან დაიხია,კედელზე მიყრდნობილმა ათრთოლებული ხელები სახეზე აიფარა,რომელიც საშინლად უხურდა და ისე ჩასრიალდა იატაკზე.ცდილობდა შეკრული სუნთქვის საშუალებით, გულისცემის მწყობრში დაბრუნებას.გაორმაგებული რიტმით საკუთარი ხმის მთელი მსოფლიოსთვის მიწვდენას რომ ლამობდა.ატირებულმა გაჭირვებით დაიმშვიდა ატკივებული მუცელი და იატაკიდან რეტდასხმულივით წამოდგა.დერეფანს არეული ნაბიჯებით გაუყვა კიბეებისკენ.
დამთავრდა!!დევდარიან ნამდვილად დამთავრებულიყო თათული თეთვაძისთვის.


*********



სუსტი ნიავი თმებს უწეწავდა და ჭიქა ღვინისგან ოდნავ აციმციმებულ თვალებში უთქმელი ბედნიერების ძნელად დაფარული ემოციები ირეოდნენ.თვალ მოუშორებლად უყურებდა ტატო ჯავახია ქალს,რომელმაც გამოჩენისთანავე მიიქცია მისი ყურადღება.თავიდან ეგონა რომ უკარებას როლს თამაშიბდა ჩხეიძე მაგრამ როდესაც შეძლო მისი ნორმალურად გაცნობა მიხვდა რამდენად ემოციური,რამდენად გულწრფელი და სადა იყო კატო,დიდი ბავშვი,უსაზღვრო წყენა და ტკივილ გამოვლილი. უყურებდა და მისი თვალისმომჭრელი სილამაზე სუნთქვას უკრავდა,გული უცნაურად უფრთხიალებდა და სურვილი ჰქონდა ძლიერად მოემწყვრდია მისი სიფრიფანა სხეული საკუთარ მკლავებში.ბოლო ხმაზე ეყვირა რომ შეყვარებული იყო და უსაზღვროდ ბედნიერი...
სახეზე ჩამოჩლილი ურჩი თმა ყურს უკან ფრთხილად გადაუწია და თითები ფრთხილად შეახო ყვრიმალზე.კატომ თითქოს დაიმორცხვა და თვალები დახარა.
მის სახესთან დახრილი ბიჭის სახის გამო კი სუნთქვა წამით შეეკრა და დაიბნა.
-მიყვარხარ...-ტუჩები ნაზად შეახო ტუჩის კუთხესთან ჯავახიამ და ქვემოდან ამოხედა.-კატო,მიყვარხარ და იცი რამდენი ხანია მინდა შენთვის ამის თქმაა?
-ტატო...
-არაფერი არ მითხრა გთხოვ...-ტუჩებზე თითები მიადო და კატოც იძულებული გახდა გაჩუმებულიყო.
-არ მინდა გავიგო რომ არ გიყვარვარ,არც კი მოგწონვარ და მეტიც ისე მიყურებ როგორც მეგობარს.არ მინდა, ძალიან გთხოვ მე შენ მეგობარივით ვერასდროს შემოგხედავ.
-ასე არ არის...-ამოიჩურჩულა ჩხეიძემ და ტუჩებზე მიფარებულ ბიჭის თითებს ფრთხილად აკოცა.-ამის თქმას არ ვაპირებდი... მომწონხარ რა თქმა უნდა...ძალიან მომწონხარ.
-ჩემი პრინცესაა.-სახე გაებადრა ბიჭს და გოგონას სახე ხელისგულებში მოიმწყვრდია.გაბრწყინებული თვალებით დააკვირდა და დიდხანს არღარც კი უფიქრია ისე აისრულა ოცნება.კატოს სავსე ბაგეებს მწყურვალივით დაეწაფა და საპასუხო კოცნისგან ასმაგად ბედნიერმა ძლიერად ჩაიხუტა.სახე მის სურნელოვან თმებში ჩარგო და კიდევ ერთხელ და ვინ დათვლის მერამდენედ უჩურჩულა:
-სიგიჟემდე მიყვარხარ.
ეს იყო ბედნიერების აღმაფრენა,იმდენი უსახელო ემოციები ირეოდნენ ჩხეიძის სხეულში აზრებს თავს ვერ უყრიდა და ყველაფრისთვის საკუთარი სახელის დარქმევაც არ გამოსდიოდა.უსახღვრო სიხარულისგან შეშინებული ქვეცნობიერად გრძნობდა რომ შეიძლება ეს დიდხანს არც გაგრძელებულიყო.დაუკითხავად შეპარული შიშის საცეცები ფრთხილად და გამიზნულად მოიწევდნენ ფეხის ფრჩხილებიდან და ცდილობდნენ სრულიად მოეცვათ და დაესაკუთრებინათ მისი სხეული.შეეცადა წამით მაინც გაეთიშა გონება,შეეცადა დაემარცხებინა შიში და ყოფილიყო ბედნიერი.ცხოვრებაში პირველად გაუჩნდა სურვილი ბედისწერასთან ბრძოლის,მისი დამარცხების და საკუთარი სურვილისამებრ შეცვლის.აუცილებლად მოიქცეოდა ასე,აუცილებლად შეცვლიდა საკუთარ ბედისწერას,რადგან ნამდვილად იმსახურებდა ბედნიერებას.
თორმეტი შესრულებულიყო სახლში რომ მოაცილა ჯავახიამ,სადარბაზოსთან კიდევ ერთხელ ჩაეხუტა და დაუკოცნა ვნებიანი ბაგეები.შემდეგ კი გაუშვა და მანამ იდგა კარის ზღრურბლზე სანამ ლიფტში არ გაუჩინარდა საყვარელი ქალის სხეული.კარი უხმაუროდ დახურა და პირდაპირ საკუთარი საძინებლისკენ გაემართა,თათული სახლში არ ჩანდა.ან შესაძლოა თავის საძინებელში შეკეტილი ისევ და ისევ დაკარგულ სიყვარულს დასტიროდა.იმდენად ბედნიერი და იმდენად გახარებული იყო დეიდაზე და დეიდის დილანდელ გამოსვლაზე ფიქრით ხასიათის მოშხამვას აღარ აპირებდა.წყალი გადაივლო და დადარაჯებულივით მყოფ მეგის ყველაფერი დეტალურად მოუყვა.თხელ საბანში გახვეული ფიქრობდა ტატოზე და მის ყველა ქცევასა თუ სიტყვაზე.გრძნობდა როგორ მოსწონდა ბიჭი თავისი არაორდინალური ხასიათით,საუბრის მანერით...მისი ყურადღება გულში სითბოდ ეღვრებოდა და ცხოვრებაში პირცელად გრძნობდა რომ არ იყო მარტო.ჯავახიაზე ფიქრში ჩაეძინა დილა ადრიან გაღვიძებულმა კი ყავაც არ დალია ისე დატოვა სახლი.დრო იყო სამსახურის ძებნა დაეწყო, რადგან ჯდომას და უაზრო ლოდინს: როდის დაურეკავდნენ და შესთავაზებდნენ ნორმალურ სამსახურს აზრი არ ჰქონდა.
********
-13 უკრაინელია-დავითი,გათიშული სახით მჯდარ უფროსს მიშტერებოდა.რომელსაც ისეთი სახე ჰქონდა თითქოს მთელი ღამე უძინარს ფიქრში გაეტარებინა.გათიშული იჯდა და წვერზე შიგადაშიგ თითებს იტარებდა.-კარგად ხარ?
-მერე?-დავითის კითხვამ აზრზე მოიყვანა,თვალები მოისრისა და დააკვირდა.
-ცამეტიდან ოთხს სურს:კლუბში მუშაობის პარალელურად უფლება მივცეთ კლიენტებთან იმუშაონ...აღებული თანხის ოც პროცენტს კლუბში დატოვებენ.
-არა...
-ვერ გავიგე? არ დატოვონ თუ არ იმუშაონ?
-აქ ბორდელი არ მაქვს...მე პროფესიპნალი მოცეკვავეები მჭირდება.წინააღმდეგ შემთხვევაში მე არ ავიღებ მათ საცხოვრებლზე,ჯანმრთელობის დაზღვევაზე და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას.შესაბამისად არც საბუთებზე...
-ანუ,უარი ვუთხრაა?-საქაღალდე დახურა დავითმა და დევდარიანს თვალი გაუსწორა.
-შესთავაზე ხელშეკრულება გარკვეული პირობებით რამდენიმე პუნქტი შეგიძლია მათთან ერთად განიხილო და მათ სასარგებლოდ შეცვალო.მაგრამ დანარჩენი უცვლელი რჩება..აქ მეძავებად ვერ იმუშავებენ..თუ მაინც არ დაიშლიან თავისას აუხსენი რომ გაწერილი ხელფასის ნახევარს გადავუხდით და კლუბის გარეთ საკუთარ თავზე თავად აგებენ პასუხს...
-დანარჩენ ცხრას?
-მაგ საქმეს ნუცა მუხედავს..მუშაობის დაწყებამდე აუცილებლად გაატარეთ ჯანმრთელობის კონტროლზე. ყველაფერი დეტალურად შეამოწმეთ და შემდეგ შეგიძლია ვაჟას დაურეკო და მისი სასტუმროს ოთახები დაჯავშნო.ფულს შენ გადარიცხავ..გოგონებს ნუცა დააკვალიანებს..ის ოთხი თუ მაინც თავის აზრზე იქნება სირ*ზე დაიკიდე და იქ გაუშვი საიდანაც მოვიდნენ...
-შენ რა გჭირს?-ხელები მკერდთან გადაიჯვარედინა დავითმა და მეგობარს დააკვირდა.წლებია ერთად მუშაობდნენ...გარდა სამსახურეობრივი ურთიერთობისა საკმაოდ ახლო მეგობრობაც აკავშირებდათ და დავითი დევდარიანის ისედაც მცირე რიცხოვანი საუკეთესო მეგობრების სიის თავში იწერებოდა.მასზე ყოველთვის ყველაფერი რომ.იცოდა და არასდროს ტოვებდა მარტოს გადაუჭრელ პრობლემებთან ერთად.მისი საქმეში შემოსვლაც დიდად წაადგა დაჩის,თავს უფრო მშვიდად გრძნობდა,რადგან გვერდით ჰყავდა ადამიანი რომელსაც თვალ დახუჭული ენდობოდა.წლების განმავლობაში პატარა დეტალიც კი არ შეშლია დავითს,იმდენად ერთნაირად ფიქრობდნენ და აზროვნებდნენ.იმდენად ერთნაირი გათვლები,სურვილები და მოთხოვნილებები ჰქობდათ იფიქრებდით ერთი სულია ორ ადამიანში განსხეულებულიო..ხანდახან სიცილითაც კი ეუბნებოდნენ ერთმანეთს:- დეენემის ანალიზი გაიკეთე,შემთხვევით ჩემი ძმა ხომ არ ხარ-ო.
-თავი მისკდება.ცუდად მძინავს და ბევრს ვფიქრობ...საიდან რას მოვაბა თავი აღარ ვიცი..ესე მგონია ცოტაც გადავიწვები.
-არ გინდა ერთი კვირით სადმე წახვიდეე..ცოტას დაისვენებ.ნიცაც წაიყვანე ბავშვსაც გაახარებ და ...
-ჯერ არ მცალია,გაბედავას საქმე მაქვს მოსაგვარებელი...დღეს ბოლო დღე აქვს.დარწმუნებული ვარ ფულს ვერ იშოვნიდა..მე ჩემს ფულს ვითხოვ მას კი ზედმეტად საინტერესო რაღაც აქვს რასაც სიამოვნებით გამოვუქვითავდი ვალში...
-შენ ვინც არ გიცნოობს.-ახარხარდა დავითი და თითი დაუქნია.-თავიდანვე დაადგი მის საწყობს თვალი...
-საწყობი და შვიდი ტრაილერი, მეტი არ მინდა...ის საწყობი რამდენ კონტეინერს იტევს იცი მაინც? ეგ ნავიჭ*ვარს სანამ რომელიმე გაბღენძილ ბიძიასთან პოკერში წააგებს მანამდე უნდა დავცინცლოთ...აი შემდეგ კი ერთი კვირით ნამდვილად წავალ და დავისვენებ.ჰო მართლა,თათული თეთვაძეს ერთჯერადად ორიათასი ჩაურიცხე და მოხსნის თუ არა თანხას მისი ანგარიში გააუქმე.აღარ ვაპირებ მის რჩენას...
-გაგიჟდება..-სინანულით ამოილაპარაკა დავითმა.
-ეგ სულ გიჟი იყო,ამიტომ დიდი განსხვავება არ იქნება.-სიგარეტის კოლოფი გახსნა დაჩიმ და ცარიელი უკაყოფილო სახით მიაგდო უკან.-მომაწევინე...
-როდის აპირებ ჯამბურიას ნახვას?
-გავიდეთ,შენ არ წამოხვალ?
-უკვე წარმომიდგენია რა სახე ექნება..ამ სიამოვნებას ვერ მოვიკლებ-სიგარეტის კოლოფი გაუწოდა დავითმა და სავარძლიდან მასთან ერთად წამოდგა.
-მიყვარს მოულოდნელი სიურპრიზები...-გაეცინა დაჩის.-მაგას რომ ჰგონია დედამიწა მის გარშემო ტრიალებს დროა ვიღაცამ აზრი შეაცვლევინოს.
კაბინეტი ერთ დროულად დატოვეს და შენობის უკანა შესასვლელიდან ავტო სადგომზე გავიდნენ.საჭესთან დევდარიანმა დაიკავა ადგილი და მანქანა უკან სვლით გამოიყვანა საპარკინგე ზოლიდან.
-აქვე მარკეტში სიგარეტს ვიყიდი, შენ გინდა რამეე?-გზიდან გადასულმა ბორდიულთან შეაჩერა და სანამ მანქანიდან გადმოვიდოდა სავარძლებს შორის მოთავსებული სათავსოდან ტელეფონი და საფულე აიღო.
-მეც გადმოვალ.-ფეხდაფეხ მიჰყვა დავითი.-დავიჯერო არაფერს მკითხავ?-თვალები დააწვრილა დავითმა და ეშმაკურად გაიღიმა.
-რასთან დაკავშირებით?-მბრუნავი კარი ხელის კვრით შეაღო დევდარიანმა.
-შენი გოგო,პაემანზე იყო გუშინ...-ღიმილით ამოხედა ერთი თავით მაღალს დავითმა და მიუხედავად იმისა რომ დაჩი შეეცადა უემოციოდ შეხვედროდა ახალ ამბავს,დავითის გამოცდილმა თვალმა მაინც ადვილად შეამჩნია მისი დაძაბული ყბის ძვლები.
-სიყვარულში გამოუტყდა ის ბიჭი..მგონი ზედმეტად სწრაფი აღმოჩნდა...და პაემნის დამაგვირგვინებელი კოცნაც არ გამორჩენია,რაც ვერ ვიტყვი რომ არ მოეწონა...
-მოკეტე და აიღე რაც გინდა.
-არაფერი მინდა..-მეგობრის აგრესიაზე ისევ გაეცინა დავითს.
-შავი "სობრანიე".-ბარათი დახლზე ისე დააგდო დავითთან საუბარი არ შეუწყვეტია.მის ღიმილზე ნერვებ მოშლილმა,თავი გააქნია და სიგარეტის კოლოფს დასწვდა, რომელიც გრძელმა თითებმა ბართთან ერთად გამოაცურა დახლზე.მამაკაცმა თითებიდან ზანტად ააცოცა სახის მიმართულებით მზერა,ჯერ მკერდთან პატარა ბირკაზე დამაგრებულ მის სახელს შეხედა და შემდეგ მოლარე ოპერატორის ზედმეტად ნაცნობ სახეს. კეფაზე შეკრული თმით თბილად რომ უღიმოდა კლიენტს.წამით სუნთქვა შეეკრა დაჩის,თითქოს წონასწორობა დაკარგული უკან გადაქანდაო,მაგრამ მოეჩვენა.თითები სიგარეტის კოლოფს იმდენად ძლიერად მოუჭირა,ეგონა სათითაო ღერი ჩატყდებოდა შიგნით.პირი თავისით გაუშრა და დაძაბულობისგან თვალები უარესად აემღვრა.მაგრამ არანაკლებ გაკვირვებული მოლარის სახემ წამებში მოიყვანა აზრზე,გოგონას ღიმილი ერთიანად ჩამოერეცხა სახიდან და თითქოს დაბნეულმა სუნთქვა გაუცნობიერებლად შეეკრა.თითები უკან გასწია და უხერხულობის დასაფარადა სავსე ბაგეებზე მკრთალმა ღიმილმა გადაურბინა.
-გამარჯობაა..-დაჩის მზერას ნამდვილად არ გამოჰპარვია მოლარის დაბნეულობა და შეეცადა ღიმილი დაეფარა,თვალები ოდნავ დააწვრილა და კიდევ ერთხელ ინტერესით შეათვალიერა.-აქ მუშაობ? ადრე არ მინახიხარ.
-ეხლახანს დავიწყე...-ისევ აიბნა გოგონა,აშკარად არ ელოდა საუბრის გაგრძელებას თუ ისურვებდა მამაკაცი.ნაცრისფერი,წყლიანი თვალები აარიდა და მის ზურგს უკან მდგარ პარკებით დატვირთულ ასაკოვან ქალს გახედა.
-კარგი,წარმატებები...მადლობა.-თბილად გაუღიმა დევდარიანმა და ზურგი აქცია,დინჯი ნაბიჯებით გასასვლელისკენ გაემართა და გრძნობდა როგორ აცილებლა მოლარის მზერა კარისკენ მიმავალს,რამაც ღიმილი მოჰგვარა.ზღურბლზე შემდგარი დავითს დაელოდა ეომელიც შეთქმულივით იღიმოდა.წარბები შეკრა და მანქანისკან დაწინაურდა.
-აქ რას აკეთებს?-მანქანის კარი ხმაურით მიიხურა და ხელი გამეტებით დაარტყა საჭეს.-ის რა მარკეტში მუშაობს?
-ვმუშაობო არ გითხრაა?მთავარია რომ მუშაობს, რა მნიშვნელობა აქვს სად?-თვალები სიცილით აატრიალა დავითმა.-გამოვშტერდი ტო...რა პატარაა თბილისი.
-რა გაცინებს ვერ მეტყვიი?!-შეუღრინა დაჩიმ და ოდნავ ათრთოლებული თითებით შემოაცალა პარკი სოგარეტის კოლოფს-აქ პახაობს და პარალელურად სწვალობს...მეღადავებიი? აქ გამომუშავებული ოთხასი ლარი ეყოფა რამეშიი?
-იქნებ მისულიყავი და თავად გეზრუნა მასზე?-გაეცინა დავითს.-როდემდე აპირებ მის კუდში დევნას და თვალთვალს?
-მე არ დავდევ კუდში...
-შენ არა..სამაგიეროდ გყავს გამოცდილი მაძებრები რომელთაც მისი ერთი ნაბიჯიც არ გამოეპარებათ.ყველაფერი იცი: როდის ჭამს,როდის სძინავს, როდის სად დადის...დაჟე ციკლი როდის აქვს ეგაც კი იცი..ცოტა ავადმყოფობა ხომ არ არის შენი საქციელი?-ხმას აუწია დავითმა და მეგობარს შეკრული წარბებით გადმოხედა.-გაგაგიჟა,არ ჭამ ნორმალურად არ გძინავს..რა ჯანდაბა გინდა ამის დედაც?!იქნებ დროა ადგე და მიხვიდე...ის მაინც გეცოდინება რა აზრის არის შენზე..იქნებ მოეწონო,შეუყვარდე, ან რავიცი რა დედისტყვნაა...მე მაგრად დავიღალე ტო.
-და რა შევთავაზო?-სახეზე აიფარა ხწლები დაჩიმ.ნამდვილად ცუდად გრძნობდა თავს...
-რისი მიცემაც შეგიძლია...გაბმული ხარ შე სირ*ო..გიყვარს,გაგაგიჟა ვიღაც გოგომ...რას მოვესწარი უგულო დევდარიანს ძლივს ქალი შეუყვარდა...
-მართლა არ ვიცი რა ვქნა...ცხოვრებაში პირველად ვარ ესეთი უძლური...
-თუ მოინდომებ,მასთან მისასვლელ გზას ყოველთვის გამონახავ.-ხელი მხარზე მიარტყა დავითმა და სიგარეტს მოუკიდა.-მოდი ჯამბურიასთან მე წავალ,შენ ისეთ ხასიათზე ხარ ვატყობ ვერაფერს გააკეთებ,შენი სისუსტე კი ძალიან არ გვაწყობს...იცი რა ცინიკოსი ახვა*რიც არის და ნამდვილად არ მინდა გაცოფებულმა თავ-ყბა გაუერთიანო.
-არაფერია...მშვენივრად ვარ.წავიდეთ და სიფათი გავაძროთ მაგ მძორს.-მანქანა ადგილიდან დაძრა და სანამ ცენტრალურ გზაზე გაიყვანდა თავადაც მოუკიდა ტუჩებს შორის მოქცეულ ღერს.
არ იმჩნევდა მაგრამ საჭეზე ჩაფრენილი თითები გასთეთრებოდა, გზა უყურებდა დაძაბული და მარცხენა ხელის თითებით გაუცნობიერებლად იწვალებდა ქვედა ტუჩს.დანიშნულების ადგილამდე სიჩქარის პედლისთვის ფეხი არ მოუშორებია,სიჩქარე..მხოლოდ სიჩქარე იყო რომელიც ბრაზისგან აბობოქრებულს ამშვიდებდა.ადრენალინი, რომელიც აგიჟებდა და მხოლოდ მაშინ შეეძლო საღად ეაზროვნა.მისი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში ჯერ არ ყოფილა საქმე მოუგვარებელი რომ დარჩენილიყო.აუცილებლად გამოძებნიდა კატო ჩხეიძემდე მისასვლელ გზას და სწორედ მაშინ მივიდოდა ქალთან როდესაც დაინახავდა რომ დრო იყო მისი ასპარეზზე გამოსვლის...თაბზე ისეთ სიტუაციაში დაადგებოდა ხელის კვრა რომ ვერ მოეხერხებინა ქალს და მეტიც თავად ეთხოვა დარჩენა. ეს კი აუცილებლად მოხდებოდა...კი,მოხდებოდა და კატოს მისგან წასვლის ყველა გზას მოუჭრიდა.

скачать dle 11.3



№1  offline მოდერი sameone crazy girl

კატუშას იმმედი მაქვს მე ხომ იცი თორემ დაჩი ბიძია გვიბერდება ასე უსიყვარულოდ
♡♡♡♡
მიხარია კიდევ ერთი შენი რომანის ცხელ_ცხელი ნაწყვეტების მკითხველი რომ ვარ და ველი როდის შემშლის ბატონი დაჩი

 


№2 სტუმარი ფეფო

sameone crazy girl
კატუშას იმმედი მაქვს მე ხომ იცი თორემ დაჩი ბიძია გვიბერდება ასე უსიყვარულოდ
♡♡♡♡
მიხარია კიდევ ერთი შენი რომანის ცხელ_ცხელი ნაწყვეტების მკითხველი რომ ვარ და ველი როდის შემშლის ბატონი დაჩი

ჩემი გოგოოო..აქ ხარ? აუ როგორ მიხარიხარ...ხო რავიცი მგონი დაჩი ბიძიას შავად აქვს საქმე და ჯერ ვერ გაიაზრა ბოლომდე :დ:დ:დ

 


№3  offline წევრი დარინა

ველოდები როდის ამოქმედდება ეს ჩვენი საზიზღარი დაჩი ბატონი მთელი საქალეთი გადარეული რომ ყავს, არადა კატოსთან კნუტივით არის, აუ ტატოს მოუნდა ჩვენი კატო იმედია დროზე იმოქმედებს დაჩი და მოსვამს თავის ადგილზე. ჩემი განსაკუთრებული გოგო ხარ რა. სულ არასდროს მომბეზრდება იმის აღნიშვნა რომ მე შენზე ვგიჟდები.

 


№4  offline წევრი აბლაბუდა

აუ პირველი თავი რომ წავიკითხე დიდად ვერ ავღფრთოვანდი, მაინც დასაწყისშივე ძნელია ისტორიის გაგება, ახლა უკვე ვხვდები რომ შენეული გიჟური ისტორია იქნება, დევდარიანიც შემიყვარდა:)) არადა თითქოს წარმოაჩენ როგორც უარყოფით და აგრესიულ კაცებს, მაგრამ უფრო რომ აყვარებ და არც უარყოფითად აღიქმება უფრო არ ვიცი რაში:)) მოკლედ რას ვბოდიალობ არ ვიცი)) აუ ნახეთ რა როგორ უთვქლთვალებს თურმე თათულის კი არ მოელანდა ერთ წამში გაშიფრა არადა აქეთ დასდო ბრალი, ველი როდის გაგრძელდება თუხთუხობა და კარგი ამბები -:*

 


№5 სტუმარი ana

ძალიან საინტერესოა და ცეცხლოვანი ისტორია გამოდის როგორც ყოველთვის, დაჩი მომწონს, მაგრამ შვილი ყავს ნამეტანი გატუტუცებული, ასეთ ეგოისტად როგორ გაზარდა, ეხლა როცა შეუყვარდა ქალი რას იზავს, კატოს მხოლოდ საყვარლობას შესთავაზებს? იმ ტუტუც გოგოს კი მამის გაყოფა ძალიან გაუჭირდება და როგორ მოაგვარებს ამ პრობლემას ვნახოთ. ხო მართლა კატოს სახელი შეუცვალე თუ დეა სხვა პერსონაჟია, რომელიც მომავალში გამოჩნდება?

 


№6 სტუმარი ფეფო

ana
ძალიან საინტერესოა და ცეცხლოვანი ისტორია გამოდის როგორც ყოველთვის, დაჩი მომწონს, მაგრამ შვილი ყავს ნამეტანი გატუტუცებული, ასეთ ეგოისტად როგორ გაზარდა, ეხლა როცა შეუყვარდა ქალი რას იზავს, კატოს მხოლოდ საყვარლობას შესთავაზებს? იმ ტუტუც გოგოს კი მამის გაყოფა ძალიან გაუჭირდება და როგორ მოაგვარებს ამ პრობლემას ვნახოთ. ხო მართლა კატოს სახელი შეუცვალე თუ დეა სხვა პერსონაჟია, რომელიც მომავალში გამოჩნდება?

ვნახოთ რას იზამს შეყვარებული დაჩი smile შევცვალე სახელი,დეა არ მომეწონა და smile smile

აბლაბუდა
აუ პირველი თავი რომ წავიკითხე დიდად ვერ ავღფრთოვანდი, მაინც დასაწყისშივე ძნელია ისტორიის გაგება, ახლა უკვე ვხვდები რომ შენეული გიჟური ისტორია იქნება, დევდარიანიც შემიყვარდა:)) არადა თითქოს წარმოაჩენ როგორც უარყოფით და აგრესიულ კაცებს, მაგრამ უფრო რომ აყვარებ და არც უარყოფითად აღიქმება უფრო არ ვიცი რაში:)) მოკლედ რას ვბოდიალობ არ ვიცი)) აუ ნახეთ რა როგორ უთვქლთვალებს თურმე თათულის კი არ მოელანდა ერთ წამში გაშიფრა არადა აქეთ დასდო ბრალი, ველი როდის გაგრძელდება თუხთუხობა და კარგი ამბები -:*

ხო თათული ზედმეტად კარგად იცნობს დაჩის და მისი ეჭვებიც არ ყოფილა უსაფუძვლო...ვნახოთ რა გამოვა მე კი ვცდილობ და smile heart_eyes ძალიან მიხარია რომ პირველივე თავში არ აიცრუვე გული და გააგრძელე კითხვა heart_eyes

დარინა
ველოდები როდის ამოქმედდება ეს ჩვენი საზიზღარი დაჩი ბატონი მთელი საქალეთი გადარეული რომ ყავს, არადა კატოსთან კნუტივით არის, აუ ტატოს მოუნდა ჩვენი კატო იმედია დროზე იმოქმედებს დაჩი და მოსვამს თავის ადგილზე. ჩემი განსაკუთრებული გოგო ხარ რა. სულ არასდროს მომბეზრდება იმის აღნიშვნა რომ მე შენზე ვგიჟდები.

heart_eyes heart_eyes heart_eyes მე კი შენს ემოციურ გამოსვლებზე ვგიჟდები.არც ტატოა ხელწამოსაკრავი ჯეელი smile ესე რომ არც ისე ადვილი იქნება კატოს მისაკუთრება.

 


№7  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ვაფრენ მე დაჩიძე და ვსიო!
აი ურალოდ ვაფრენ!
და ერთი სულიმაქვს კატიუშა როდის გადავარდება სიღვარულის მორევში და მიხვდება დაჩიკოს გრძნობებს და მოკლედ ბომბა წყვილს ველოდები და ვანხოთ აბა :დდ ♥️♥️

აუ რაღაცნაირად ძაან რომ შემიყვარდა ეს ისტორიაც ცოტა ადრე ხოარაა რაგავაკეთო? ყოველთვის ასე ხდება საოცრებებს ქმნი და მერე თვალებდაჭყეტილი გელოდებიხოლმე :დდდ ჰოდა ახლაც აქვარ და გელი არვიციროდის იქნება მარა ვიციროის თავიც ძაააან შოკიიქნება:დ ♥️

 


№8 სტუმარი ემი

აუ ასე მალე არ გელოდი ფეფო და ძალიან გამახარე.

მაგარი გაქექილია ჩვენი ბიჭი. ყველაფერზე წამსვლელი. რა ჩაუტარა თათულის?!!!!!

ტატო მომწონს ძალიან და არ მინდა ბოლოს გაბანძებული დარჩეს. ამხელა გამოცდილების დაჩის ჩემი მტერი შეეწინააღმდეგა.

აუ ფეფო ახალი თავიც მალე დადე, რააა

 


№9  offline წევრი Mrs grey

ფეფო, ფეფო, როგორი საინტერესო რომანი გამოდის, პერსონაჟები ყველა რაღაცით ინტერესს გიჩენს, ძალიან შეკრულია მთლიანობაში.. მომწონს????????????????????????????
ძალიან მომწონს მამა-შვილის დამოკიდებულება, საყვარელი ბავშვია ნიცა, მამამისი... ოოო მამამისი ???????? ვინმემ დამინიავეთ ☄️☄️ ეგ ცეცხლი კაცი, ეგ მზის თანავარსკვლავედი ეგა, ყველა შენი კაცი პერსონაჟი რატოა ასეთი დამატყვევებელი?? ???????????????? ახლა ცოტა ტატო მეცოდება, იცი ? კატოს გარეშე.. იმ უღმერთოდ სიფსიხე კაცმა რო უნდა წაართვას, მაგრამ დევდარიანის გულს ხომ უნდა თავისი მფლობელი ჰოდა მოუწევს ჩემთან წამოსვლა ტატოს ????????????
ისე სათაური ჯერ კიდევ ინტრიგაში მაგდებს.. ????????
მოკლედ, მომწონს ძალიან შენი ახალი წამოწყება ❤️❤️❤️❤️

 


№10  offline წევრი გროსმაისტერი

ოხ ფეფო რანაირი ხარ რა ❤ ერთისული გამდის ახლის მოლოდინში

 


№11 სტუმარი სტუმარი ქეთი

შენი სახელი რომ წავიკითხე რეაქცია მქონდა ასეთიიიი :) :) :) აუუუ ფეფოო

არ მინდოდა შენი ისტორიის დაწყება მეთქი დავიცდი ბოლომდე დამერე ვისიამოვნებთქო მაგრამ ვერა რაა ვერა ვერ შევძელი :))) ჩემს ძალებს აღემატება :))))) მიყვარს შენი ყველა ისტორია და დიდ სიამოვნებასაც ვიღებ :))) მადლობა რომ არსებობ :))

 


№12 სტუმარი სტუმარი ანი

გავგიჯდებიიიიიიიიიიიიი ❣????დაჩი არის კაცი პიროვნება❣შოკოლადის კრუასანი ესა????მიყვარხარ შენც კატოც დაჩიც და ყველა შენი პერსონაჟი ????ძალიან დიდი ხანია თვალს გადევნებ და ვკითხულობ შენს ისტორიებს????????????

 


№13 სტუმარი დადა

ოჰ,რა მაგარია.პატარა ბავშვივით ველოდები ახალ თავს.უმაგრესი გოგო ხარ❤

 


№14 აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ერთი კარგი ქილერი სჭირდება სამყაროს, ძალიან მომრავლდნენ ტარაკნები, მომინდომა ახალგაზრდა გოგო, ფუ

 


№15 სტუმარი სტუმარი მაო

საინტერესოა, მომწონს და ველი შემდეგ თავს მოუთმენლად...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent