შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უსაზღვროდ (თავი 14)


21-08-2019, 22:28
ავტორი sabah alkhyr
ნანახია 1 050

ებინდებულზე კაცები შეიკრიბნენ, თავში ბატონი კახაბერი იჯდა, გვერდით რაული მიესვა და მოსულთ კმაყოფილი უყურებდა. დიდი ხანი გეგმავდა ამ შეხვედრას, დიდი ხანი ელოდა ამ მომენტს და აი როგორც იქნა დადგა ეს დღეც. ერთგულება უმეტესწილად სხვა არა არის რა, თუ არა თავმოყვარეობის მზაკვრული ფანდი, რომლის მიზანი მოყვასთა ნდობის მოხვეჭა გახლავთ : ესაა გზა, რომლითაც შეიძლება თავზე მოექცე სხვებს და ფარდა ახადო თვით ყველაზე დიდ საიდუმლოს ( ფრანსუა დე ლაროფშუკო).
-როგორც იქნა შევხვდით ერთმანეთს, ჩემო მეგობრები. ამდენი წელი გავიდა და როგორრც იქნა დავბრუნდი და ახლა ყველა საქმეს მე მოვკიდებ ხელს, - რაულს კმაყოფილმა გადახედა და განაგრძო, - ჩემმა ვაჟმა, რაულმა, ყველაფერი მიამბო, ყველაფერი რაც აქ მოხდა და სიმართლე გითხრათ არ მომეწონა. რაც მე წავედი, ჩემს მეორე ვაჟს აუღია სადავეები და ყველაფერს ისე მართავს როგორც უნდა. და თქვენ რას მიკეთებდით მთელი ამ დროის განმავლიბაში?
-ჩვენ ვერაფერს ვიზამდით ბოსს, გიორგის თავისი ხალხი ყავს და თქვენზე ბევრიც.
-და ამან შეგაშინათ? ლაჩრების ხროვა ხართ და მეტი არაფერი, - განრისხება შეეტყო ხმაში. ყველაფერი ჩემი გასაკეთებელია, არაფერში არ უქნიხართ ღმერთს.
-და ბატონ გიორგის რას უპირებთ?
-თქვენი, ბატონი გიორგი ყველა საქმეს ჩამოშორდება.
-უბრალოდ მიხვალთ და ეტყვით, რომ ადგილს ახევთ?
-შენ ძალიან ბევრს ლაპარაკობ და მერე მოგხედავ, - თითი ავისმომასწავლებლად დაუქნია ახალგაზრდა მამაკაცს,-როგორ და რანაირად ეგ მხოლოდ ჩემი საქმეა,- კიბეებზე ლურჯ პიჯაკში გამოწყობილი ახალგაზრდა ჩამოვიდა და ბატონ კახაბერს მიეახლა.
-ყველაფერი მზად არის, ჩვენი ბიჭები ადგილზე მიდიან.
-საქმეს მიხედეთ, ყველაფერი ამაღამ უნდა მოხდეს, - ბიჭმა თავი დაუქნია და ისევ კიბეს აუყვა ზემოთ,-თქვენც საქმეს მიხედეთ, - მიმართა შეკრებილთ და მისაღებიდან გავიდა. ქერა თმიანმა ბიჭმა, რომელიც კახაბერს შეეპასუხა, ტელეფონი ამოიღო და ნომერი აკრიფა.

***

,, აიდას" მეოთხე თავის დასრულების შემდეგ დაღლილობა იგრძნო და წიგნი მიხურა. საზურგეს მოსწყდა და ხელები მაღლა გაშალა, თვლემა მოერია და თან შიმშილიც იგრძნო. თვალი მამაკაცის, ნახევრად განათებული სახისკენ გაექცა, ყავისფერ თვალებში ცეცხლის ალები რომ დასთამაშებდნენ. მის ნაკვთებს თვალს ვერ აშორებდა, მუქი მეტყველი თვალები, სწორი ცხვირი, მაცდუნებელი ტუჩები, შუბლზე ოდნავჩამოყრილი თმა, სქელი სწორი წარბები, თითქოს რაღაც ხიბლს უჩენდა ელენეს გულში. ფიქრობდა შეიძლებოდა თუ არა შეყვარებოდა ეს ადამიანი სხვა ვითარებაში რომ გაეცნო, იქნებ მართლაც შეყვარებოდა და ბედნიერი ადამიანი კი არ ეთამაშა არამედ მართლა ყოფილიყო ასეთი. და ასეც რომ შეყვარებოდა? რა მოხდებოდა რომ შეყვარებოდა? მისი შეყვარების მერე იქნებოდა თუ არა ისეთი ბედნიერი, როგორიც სხვა წყვილები იყვნენ? იმას თვითონაც ხვდებოდა, რომ ამ ბიჭის მიმართ უკვე აღარ იყო ინდიფერენტული, გულგრილი. ამას მაშინ მიხვდა, როცა გიორგიმ აკოცა სამზარეულოში, სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა და ძლივს შეიკავა თავი, რომ არ აყოლოდა. პირველად მაშინ ჩაეღვარა გულში სითბო, დათბა და ვერანაირი სიცივე ვეღარ მიეკარა. მაშინ დაარტყა და მისგან გაიქცა, მაგრამ გული ისე ძლიერად უძგერდა, ლამის საგულედან ამოუვარდა. როგორც იქნა დაუზავდა გული, ომს მშვიდობა არჩია, სიძულვილს სიყვარული. ეს იმდენად ძლიერი დარტყმა აღმოჩნდა, იმწუთიერად აჩქარებულ გულზე ხელი იტაცა. მაინც რა იყო ამ მამაკაცში ისეთი რამაც ელენე მოხიბლა, ან რატომ მიიზიდა ამ სულით ბინძურმა ადამიანმა ასე ძლიერ. მერე მოულოდნელად საკუთარ თავს შეეწინააღმდეგა და გიორგის გამართლება დაიწყო. ისეთი ბავშვობა რომ ჰქონოდა, როგორიც გიორგის ჰქონდა ალბათ თავად ჭკუიდან შეიშლებოდა. 16 წლის ასაკში ადამიანი მოაკვლევინეს, საკუთარმა მამამ ჩაადენინა ეს სისასტიკე. სამი წელი არასრულწლოვნების გამოსასწორებელ კოლონიაში, ხოლო ორი წელი შიდაპატიმრობაში გაატარა. ცხოვრება ჯოჯოხეთად გადაექცა. სანუგეშოდ დედაც არ ჰყავდა. ამაში კი ჰგავდნენ ერთმანეთს, არც მას ჰყავდა დედა და მანაც დაკარგა ბავშვობა. ცხოვრება საშინელი საჩუქრებით არის სავსე, გიხარია, ლამაზ ყუთს ხედავ, გახსნი და ბუუმ! საზიზღარი მასხარა ამოხტება, საზიზღარი სიცილით და გულს გაგიხეთქავს. არავინ იცის რას გიმზადებს ან როდის მოგისვრის ხრამში. ყველაფერი კარგად ვერ იქნება.
ცეცხლის ალს ჩაფიქრებული შეჰყურებდა, როცა დაჟინებული მზერა იგრძნო. გახედვის თანავე მის თვალებს შეეჩეხა, თბილად და თითქოს სიყვარულით რომ უმზერდნენ. ყველაზე ბედნიერი კაცი იქნებოდა ამ ქალის სიყვარულს თუ მიიღებდა საჩუქრად, მაგრამ სამწუხაროდ გული ჰქონდა გაყინული მის მიმართ. ერთი და იგივე ფიქრები ორ ადამიანში. რა მოხდებოდა ერთმანეთი სხვა ვითარებაში რომ გაეცნოთ, რომ შეყვარებოდათ და ბედნიერება მართლა შეეგრძნოთ, მაშინ ხომ თამაში აღარ მოუწევდა ელენეს და მისი გრძნობები ნამდვილი იქნებოდა. და ასეც რომ შეყვარებოდა? ამ მდგომარეობაში, ან ნაძალადევად სიყვარული შესაძლებელია? იმას კი ამჩნევდა, რომ ელენეს თვალებში, მართალია მკრთალად მაგრამ, სიძულვილის მაგივრად სითბო და ცოტაოდენი სიყვარულიც მოუჩანდა. როდისმე თუ ეღირსებოდა, რომ ეს წვრილი ნაპერწკლები სიყვარულის ცეცხლად გადაქცეულიყო. ყოველთვის ამბობდა, რომ ქალი ეშმაკია და არასანდო. ახსოვდა დავითთან კამათი სავადმყოფოდან გამოსულმა ელენე პირველად რომ ნახა, ზუსტად ახსოვდა რაც უთხრა :- ქალები ხშირად იკეთებენ ნიღაბს, რომ შეგაცდინონ და შემდეგ სიცოცხლეს გამოგასალმონ. რომ შეხედავ ქალი ყოველთვის ფრთიანი ანგელოზია, მოგხიბლავს, თავისი სილამაზით დაგატყვევებს და ბოლოს როდესაც თავისად დაგიგულებს კლანჭებსა და ეშმაკის კუდს ერთდროულად გამოაჩენს, აი მაშინ მიხვდები, რომ მწარედ შეცდი, მაგრამ შენი სინანული გვიანი აღმოჩნდება. და აი ახლა, როცა ამ ქალის წინ ზის ღმერთს მადლობა გადაუხადა, რომ მის კლანჭებში აღმოჩნდა. მაინც რამხელა სილამაზეა მის წინაშე, თითქოს მის სემქმნელს მთელი მსოფლიოს სილამაზე გამოეყენებინოს და დაებედებინოს. თრობა რომც არ გინდოდეს ქალი უღვინოდ დაგათრობს.
თითქოს ორივე ერთდროულად მოეგო გონს, ელენემ მორცხვად დახარა თავი და გაეღიმა. უკვე ზუსტად იცოდნენ ერთმანეთის გრძნობების შესახებ, მაგრამ ორივემ დუმილი არჩია.
-თუ დაიღალე, მეორე სართულზე საწოლია და შეგიძლია დაისვენო, - მისი მორცხვობით გამხიარულებული გიორგი დივნიდან წამოიწია და ბუხარში კიდევ ერთი შეშა შეაგდო.
-არა არ დავღლილვარ, მაგრამ თითქოს მომშივდა. გააქვს რამე საჭმელად გამოსადეგარი? - კუთხის სამზარეულოსკენ თვალი გააპარა.
-ააამ, შეიძლება რაღაც მქონდეს, - სამზარეულოს კარადიდან ჩიფსები გამოიღო და შუშის ჯამში ჩაყარა, - გაწყობს? - ბუხრის წინ პატარა მაგიდაზე დადგა და დივანთან იატაკზე ჩაცურდა, - მოდი.
-იცი ქალი როგორ უნდა მოხიბლო, ყველაფერი არაჩვეულებრივად გამოგდის, - ჩაიცინა და გვერდით მიუჯდა.
-სპეციალური სკოლა მაქვს გავლილი, - თმა ყურს უკან გადაუწია, ელენეს ღიმილი წაეშალა სახიდან.
-ამას რატომ აკეთებ?
-რას რატომ ვაკეთებ? - თვალმოუშორებლად თმაზე ხელი ჩამოუსვა და თითზე დაიხვია.
-ცდილობ მომხიბლო.
-მერე გამომდის? - აშკარა კმაყოფილება დაეტყო სახეზე, მის თმას თავს არ ანებებდა. ელენეს ხმა არ ამოუღია, პასუხი არ გაუცია, ჯამიდან ჩიფსს ჭამდა,- არაფერს მეტყვი? - უარის ნიშნად თავი გააქნია, - დუმილი თანხმობად ჩავთვალო?
-კითხვაზე პასუხს რომ არ გცემენ, უეჭველი თანხმობას ნიშნავს? იქნებ არ მინდა ჩემი ცუდი პასუხით გული გატკინო? - გაბრაზება შეეტყო ხმაში და თმა ხელიდან გამოჰგლიჯა.
-შეიძლება ყოველთვის არა, მაგრამ ახლა შენს თვალებში ვხედავ ამას.
-შენ ვერაფერს ხედავ, - ადგილიდან წამოდგომა სცადა, მაგრამ გიორგის უეცარმა დაქაჩვამ წონასწორობა დააკარგვინა და მის მუხლებზე ამოაყოფინა თავი, - რას აკეთებ, გაგიჟდი? - წამოსადგომად გაიბრძოლა, მაგრამ მამაკაცის ძლიერი მკლავებისგან თავი ვერ გაითავისუფლა.
-ხომ იცი, რომ ჩემგან ვერ გაიქცევი?
-ხელი გამიშვი, არ გაქვს უფლ…, - სიტყვა კოცნამ გააწყვეტინა. გიორგიმ დასარტყმელად გამზადებული ხელები გაუკავა და უფრო ახლოს მიიზიდა. გულში ცეცხლი აენთო და წამისწინანდელმა სიბრაზემ გადაუარა, ახლა ისიც ვნებიანად კოცნიდა მამაკაცს, რომლის ხელიც ლერწამივით წვრილ წელზე სრიალებდა. სხეული მოუდუნდა და მთლიანად გიორგის მიენდო, რომელმაც ხელში აიყვანა და დივანზე მიაწვინა. გრძნობა აშლილმა მის მაისურში შეაცურა ხელი და ხერხემალს დაუყვა, მამაკაცს სიამოვნებისგან გააჟრჟოლა. მის სხეულს მოშორებული მაისური განუწყვეტლივ მობზუილე მობილურს გადაეფინა. ელენეს ხელი შემთხვევით იარაღის ტარს შეეხო და შიშისგან შეჰყვირა. ამ ცივმა ლითონმა თითქოს სრულიად გამოაფხიზლა, ვნებები ჩაიხშო და თვალები აახილა, - გაჩერდი.
-რა მოხდა, - მის სხეულს ოდნავ მოშორდა და თვალებში ჩახედა, ჯერ კიდევ სწრაფი სუნთქვით ქალს მკერდი აუდ- ჩაუდიოდა.
-იარაღი გაქვს.
-მე იარაღი ყოველთვის მაქვს, - საქამრიდან ამოაძვრინა და მაგიდაზე გადადო,- ჩემნაირ ხალხს ყოველთვის უნდა ჰქონდეს იარაღი,-მის ვნებიან ტუჩებს კიდევ ერთხელ დაეკონა და ფეხზე წამოდგა, - იარაღი არ არის შენი შიშის მიზეზი,- მაისური აიღო ჩასაცმელად და მოციმციმე ტელეფონს დახედა. ხუთი გამოტოვებული ზარი უცხო ნომრისგან, მაშინვე უკან გადარეკა და სანამ ყურმილს მიღმიდან პასუხს გაიგებდა, შუშა ჩაილეწა. დივანზე წამომჯდარმა ელენემ საბრალურად დაიყვირა და თავზე ხელი იტაცა. მისკენ შეტრიალებულმა გიორგიმ მომხდარის გაანალიზება ვერ მოასწრო, რომ შუშის მსხვრევის ხმა ისევ გაისმა და კედელში ნახვრეტი გააჩინა. მერე მიხვდა, ესროდნენ.
-მოდი, მოდი სწრაფად, თავი არ ასწიო, - სავარძლის უკან გაიყვანა და იატაკზე დასვა, - შემომხედე, თავი მაჩვენე.
-კარგად ვარ, - საფეთქლიდან ხელს არ იშორებდა, თითებიდან ღვარად ჩამოსდიოდა სისხლი.
-შემახედე, - ძალით ჩამოაწევინა ხელი და ტყვიისგან გაჭრილ ყურის ზედა მხარეს დააკვირდა და მუჭში მოქცეული მაისური სისხლის შესაჩერებლად ჭრილობაზე მიადო. ამასობაში ტყვიების ახალი სეტყვა წამოვიდა.
-გვესვრიან, - დაიყვირა შეშინებულმა ელენემ და თავი ჩახარა, გიორგი ზევიდან ეფარებოდა.
-ვხედავ,-ქამარი მოისინჯა, მაგრამ იარაღი აღარ დახვდა, მერე გაახსენდა მაგიდაზე რომ დადო, - ჯანდაბა, ჩემი იარაღი მაგიდაზე დევს.
-თავბრუ მეხვევა, - თვალები მოჭუტა და გიორგის ისე შეხედა.
-გონება არ დაკარგო, გთხოვთ, - გულზე მიიკრა და თავზე აკოცა, - აქედან უნდა გაგიყვანო, მაგრამ ჯერ იარაღი უნდა ავიღო. აქ დარჩი,-ადგილს მოსწყდა, იარაღს ხელი დაავლო და ისევ უკან დაბრუნდა. კუთხეში მდგარ მაგიდასთან მივიდა, მსუბუქად გვერდზე გადააყირავა და ხალიჩის კუთხე ასწია. საიდუმლო გასასვლელი, კარი, რომელიც სახლის ქვეშ გაგიყვანდა. კარი გახსნა და ელენესკენ ხელი გამოიშვირა, - უნდა ჩაძვრე და გაიქცე. მიდი.
-ძალიან მაღალია, - უკან დაიხია, მაგრამ გიორგიმ გაქაჩა.
-ჩაძვერი, მე დაგიჭერ, - ფეხები იძულებით ჩააყოფინა და ხელზე დაეჭიდა, ნელ-ნელა ქვევით დასწია, რომ ფეხით მიწას შეხებოდა, მაგრამ მხარში ტყვია მოხვდა და ხელიდან გაუსყლტა. ელენე ფერდობზე დასრიალდა,-კარგად ხარ? ელენე ხმა გამეცი.
-კარგად ვარ, მგონი კოჭი ვიღრძე,-ფეხზე წამოდგა და კოჭლობით ისევ ფერდობს აუყვა.
-წადი, გაიქეცი. ტბას გაუყევი და მეორე ნაპირზე დამელოდე,თუ არ მოვედი პირდაპირ ივლი და სოფელში ჩახვალ.
-არა, შენს გარეშე არ წავალ, შენც წამოდი,-ხელი მისკენ გაიშვირა, მაგრამ გიორგიმ შეაჩერა.
-წადი მეთქი, რაც შეიძლება სწრაფად გაიქეცი და უკან არ მოიხედო. წადი, - იატაკის კარი დახურა, ზურგით სავარძელს მიეყრდნო და იარაღი გადატენა.
-გიორგი…გიორგი…,-ხმა რომ არ გასცა ისე მოიქცა, როგორც მან უთხრა. ისე გაიქცა უკან არ მოუხედავს. ტყის სიღრმისკენ თავქუდმოგლეჯილი გარბოდა და ცდილობდა, როგორმე მეორე ნაპირისკენ მიეღწია. ხის ტოტები ხელებს და სახეს უკაწრავდა, მაგრამ ისევ გარბოდა და იქამდე არ გაჩერდა სანამ ფეხი არ დაუცდა და დაღმართზე არ დაგორდა. მეტისმეტმა ტკივილმა გონება დააკარგვინა.скачать dle 11.3



№1  offline წევრი მაია❤

როგორ მომწონს შენი წერის სტილი,მოდუნების საშუალებას არ გვაძლევ,ის საზიზღარი კაცი საკუთარ შვილს კლავს? იმედი მაქვს გადარჩება გიორგი და ელენესაც მიხედავს,დაგელოდები დიდი მოლოდინით ❤

 


№2  offline წევრი sabah alkhyr

მაია❤
როგორ მომწონს შენი წერის სტილი,მოდუნების საშუალებას არ გვაძლევ,ის საზიზღარი კაცი საკუთარ შვილს კლავს? იმედი მაქვს გადარჩება გიორგი და ელენესაც მიხედავს,დაგელოდები დიდი მოლოდინით ❤

მადლობა ძალიან დიდი❤️❤️ შენ არ იცი ეს კაცი როგორი ბოროტია, პრინციპში ელენეს მოკვლა უფრო უნდოდა. მისი სიკვდილით ქორწილი ჩაიშლებოდა და გიორგის ადგილს წაართმევდა. ❤️❤️ასე რომ... ❤️❤️

 


№3 სტუმარი თინიკა

შენი მომავალი თავის შესახებ უკვე ვიცი, შენმა მკითხველმა არ იცის წინ რა ექშენი ელოდებათ. გიორგის განრისხებას არავის ვურჩევდი ნამდვილად <3 <3

 


№4  offline წევრი sabah alkhyr

თინიკა
შენი მომავალი თავის შესახებ უკვე ვიცი, შენმა მკითხველმა არ იცის წინ რა ექშენი ელოდებათ. გიორგის განრისხებას არავის ვურჩევდი ნამდვილად <3 <3

გაჩერდი შენ მანდ :@❤️❤️

 


№5 სტუმარი Nino

Male dadee gtxovv dzaanmagariaa❤❤❤

 


№6  offline წევრი sabah alkhyr

Nino
Male dadee gtxovv dzaanmagariaa❤❤❤

მადლობა ძალიან დიდი❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent