შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მძიმე - წერტილის შემდეგ [სრულად]

22-08-2019, 22:01
ავტორი ელპინი
ნანახია 1 351

მოქუფრულმა ცამ პირი გახსნა და წვიმა ცრემლებად გადმოღვარა. ოთხ თეთრ კედელში გამომწყვდეულმა მისუსტებულმა სხეულმა ძალა მოიკრიბა და რაკი წვეთთა სიმფონია გაიგონა, თვითონაც გაეხსნა პირი-სახე.
- როგორც იქნა, ინებე, ღმერთო. დღეს უნდა მოვიდეს. - ფეხზე წამოდგა და ფანჯრის რაფაზე დაწერა - "მე მძიმე ვარ, რომლის გვერდით წერტილი დგას." ამოტივტივდა წერტილი. გაახსენდა ძველი დრო და ყური დაუგდო ფანჯარაზე მოწკაპუნე წვიმის ამბავს.

***
სიმარტოვისგან და სამყაროს უფერულობისგან დაღლილი სკვერში იჯდა, როცა უეცრად ხიდან ფოთოლი ჩამოვარდა და მის გაშლილ ხელის მტევანში, რომელზეც სიცოცხლის მომაბეზრებელ ხაზებს ითვლიდა, დავარდა.
"სამყარო სასაცილოა, მძიმე."
- ვერ გაიგო, მას უთხრეს, თუ… , რომ უცებ მეორე ფოთოლიც ჩამოვარდა.
"თქვენ გგონიათ ადამიანებს ადამიანები ჰქვიათ, არა?"
- როცა ეგონა კითხვებზე პასუხი ჰქონდა, ორ მარცვალსა და ერთს შორის, ვერცერთი აარჩია.
მესამე ფოთოლი მის მხარზე გაჩერდა, ქარი უეცრად შეწყდა და წონასწორობა შეინარჩუნა ფურცლის სისქის სიყვითლემ.
"გელოდებით. როგორც წესი, მძიმეს წერტილი მოსდევს, როგორც - აქ."
- გამოფიზლებიდან დაბნევამდე - რომელიღაც აუცილებლად იქნება.
ფეხზე წამოდგა, მხრებზე სიმძიმე იგრძნო. ჩაფიქრდა იმაზე, რომ მას ვიღაცამ მძიმე უწოდა და არც კი იცოდა, ვინ იყო - ვიღაც. სახე წამიერად შეეცვალა, შიშმა შეიპყრო რომ ეს მძიმე დედამიწას უფრო თრგუნავდა.
- შეგეშინდათ, არა?
შეკრთა.
- თქვენ გგონიათ, არახორციელი ვარ, არა?
აცახცახდა.
- ფიქრობთ, რომ ეშმაკმა გამომგზავნა, არა?
აკანკალდა.
- ეს არც სამყაროს დასასრულია და დასაწყისი - იქნებ, იყოს.
- რა გინდათ? ის ფოთლები რატომ ჩათვალეთ საჭიროდ?
- თქვენ მძიმე ხართ, მე - წერტილი. თქვენ წინადადების დასაწყისში იწერებით, მე - ბოლოს. ერთადერთი ვარ, ვინც თქვენ გასრულებთ.
- ეს არ არის პასუხი ჩემს კითხვაზე.
- კარგით, რა. ისე ნუ მეუბნებით, თითქოს, ყველა კითხვაზე პასუხი არსებობდეს. სამყარო იმაზე ჩვეულებრივი იქნებოდა, ვიდრე ახლაა და იმაზე უფერული, ვიდრე მე იმიტომ, რომ ჯერ შენ გწერენ და მერე - მე.
- თქვენ გიხარიათ, რომ წერტილი და უფერული ხართ?
- თქვენ რა ფერი ხართ?
და უცებ დასუსტდა. გაუელვა, რომ ისიც უფერული იყო და ახლა ამიტომ ელაპარაკებოდა, თორემ ადამიანებს - ვერც დაენახათ, იქნებ.
- მე მძიმე ვარ. ფერი - არ ვიცი.
- კიდევ რა იცით?
- ის, რომ მე თქვენ გხედავთ.
- მაგრამ ეს ხომ ასე უნდა იყოს, ისედაც.
- რაკი ეშმაკი ახსენეთ, იქნებ, თავად ხართ?
- გაიქცევით?
და უცებ დადუმდა. სიტყვები ყელმა შეჭამა. ანბანში ასოთა წყობა აირია. სასვენი ნიშნების თანმიმდევრობა - მაინც არავინ იცოდა.
- გაიქცევით - მეთქი, მძიმე?
- მე შუაში ვარ, გასაქცევი არ მაქვს. - სხვა ხმით ამოთქვა.
- ჩემი არ შეგეშინდეთ, გთხოვთ.
- რის საფუძველზე?
- იმის, რომ მე დასასრული ვარ.
- იქნებ, დამასრულოთ მეც?
- თქვენ იქნებით პირველი მძიმე - წერტილის შემდეგ.
თეატრში სპექტაკლი დასრულდა. ადამიანებმა დროებით თვალები დახუჭეს, სუნთქვა შეწყვიტეს და კომას მიეცნენ. ღმერთი ყველას სხეულში სხვადასხვა ბორბალს ატრიალებდა. მხოლოდ წერტილი და მძიმე იდგა ერთმანეთის პირისპირ, ღმერთისგან ხელშეუხებელი და ეშმაკსაც ვერ გაეგო, ვინ იყვნენ - ორნი.
- სახლში უნდა დავბრუნდე, წერტილო.
- მე მიგიყვანთ, ხომ გითხარით, რომ მე ბოლოს ვიწერები.
სიჩუმემ ფეხაკრებით ჩაიარა. სხეულებს შუაში ჩადგა და თვითონ ყური დაუგდო გულთა ძგერას.
ცაში მწერალს სამელნე წაექცა, ლურჯი სითხე დაიღვარა და ღრუბლები შეიღება. ერთი წვეთი - მძიმეს, ერთი - წერტილს.
- იწვიმებს, მძიმე.
- მალე გაწვიმდება.
- რატომ იმეორებთ?
- ვაზუსტებ და ვგრძნობ.
მძიმეს სახლთან მალევე მივიდნენ. სიჩუმემ ყველაფერი დააჩქარა და - ნახვამდის.
- იცოდეთ, თქვენს დღევანდელ წერილს წამაკითხებთ. - როგორც კი ფანჯარა გააღო მძიმემ, ქვემოდან დაუყვირა წერტილმა.
მძიმე თავის ოთახში სკამზე ჩამოჯდა. რადგან იცოდა იმან, რომ წერდა, ესე იგი, სადღაც იქვე იყო. საიტზე, სადაც წერდა, საძიებო ველში წერტილი ჩაწერა. სიტყვით არა, უბრალოდ - ნიშანი. უცებ გაიხსნა და გამოჩნდა. წაიკითხა ყველა მისი შეფასება და ახლა მიხვდა იმ უცნაური შეგრძნებების აზრს. გაეღიმა და იმედიანმა დაიწყო წერა:
"ვინ არიან წერტილები, ან საიდან მოდიან, საერთოდ? ვიღაცას ღმერთი ბადებს, ვიღაცას ეშმაკი, ვიღაცას - ანგელოზი. ისინი ერთმანეთში ისე არეულები არიან, როგორც სიტყვებში თანხმოვნები და ხმოვნები. ყველას აქვს მისი თვითმფრინავი, მაგრამ როცა ხარ - წერტილი… ვიღაცამ გაიღვიძა. მე თეთრი კაბა ჩამაცვა, ახლა მწერს. ჩემი ხელები - მძიმეებია, ლავიწებს შორის კი, ჩაღრმავებულ ადგილზე - წერტილი ამღვრეულია. მძიმეები საქანელაა, ის წერტილი ოცნებების სიმჭიდროვე. მეორეც იღვიძებს და მხატავს. უფერული. როცა ფურცელი ცარიელია, არ ნიშნავს იმას, რომ ზედ არაფერი წერია. ადამიანები საიდუმლოდ წერენ."
წერა შეწყვიტა და ფეხზე წამოდგა. სამზარეულოში გავიდა და მაცივრიდან ცივი ლიმონიანი წყალი გამოიღო. თეთრ ჭიქაში ჩამოასხა და ცივი, მჟავე სითხე ყელის მდინარეს გააყოლა. უცებ - "ჰო". უკან დაბრუნდა და წერა განაგრძო:
"თუნდაც, ის, ვინც ახლა მე მწერს, არ იცის ამის შესახებ და არც ის ისიც, ვინ ვარ მე. წერტილზე კი - იციან. დასასრული და - მარჯვნივ. არც ერთი ქვაფენილი არაა სუფთა. ყველგან კვალია. ვინ - ვისას მიჰყვება, არავინ იცის, მაგრამ მძიმეზე წერტილმა დააბიჯა. ახლა ღამეა. წყვდიადი. ჩვენ მხოლოდ ფიქრი შეგვიძლია მომავალზე, რომელიც არც ერთი ფუნჯით დახატულა, მაგრამ მაინც არსებობს. თუ დააბიჯა, როგორ შეიძლება მომავალი იყოს? თუმცა, ყველაფერი პირველად ხდება..."
"პოლარული ღამე და იდეა, მეტი არაფერი, მიპოვი - მეთქი." - ეს იყო…

***
ახლა ზღვა ღელავს. ვიღაცას იხმობს, მაგრამ საქმე ისაა, რომ წერტილი არ ჩანს და მძიმესაც დასასრული არ უჩანს.
- ახლა თუ იქ უნდა შეხვიდეთ, გეტყვით, რომ არ ღირს.
- გელოდით. რატომ?
- იმიტომ, რომ თქვენ პირველი იქნებით, ვინც ჩემ შემდეგ დაწერს მძიმეს.
- არ მჯერა, წერტილო.
- ნუ ამბობთ, რაც არ იცით!
- უნდა გენდოთ?
- აღიარეთ, რომ ყოველთვის მელოდით, როცა წერდით მიუხედავად იმისა, რომ არ იცოდით, ვინ ვიყავი.
- ასეა.
- უნდა მენდოთ.
- მაშინ უბრალოდ გამიშვით...
მძიმე ძლიერ ტალღებს მიჰყავდა. სუნთქვებს წყლის ზემოთ ტოვებდა და უფარფლო თევზები იჭერდნენ წერტილთან მისატანად. იგი წყალში ცეკვავდა სი'რინოზთა სიმღერის დროს და ზღვას მის ჭკუაზე ათამაშებდა. ელაპარაკებოდა.
- მენატრებოდი, ლურჯო. ერთი სული მქონდა, შეგხებოდი და მეგრძნე. ერთად გვესუნთქვა - ადამიანებთან ახლოს.
მერე კი, ზღვამ თითქოს ახალი სი'რინოზი შეიმატა და მძიმე ამღერდა - გედი.
- ცოდვის კიბო, მძიმე. - ყვირის წერტილი და გრძნობს სიტყვების სინანულს, რომელიც ყელში უჭერს. - არ მანანოთ! - უკვე ტერფები სველი აქვს. სი'რინოზმა კი ზღვასთან ხელი მოაწერა. - ხმა რატომ არ გესმით, მძიმე? მე ხომ ეს არ მითხოვია. უბრალოდ, სამოთხის ყურება მსურდა. - ჩაიძირა წერტილი, როგორც ხდება - ხოლმე. - მძიმე. - ტალღების ხმაურს წერტილის ყვირილი შეერია და ჭექა გაისმა.
წერტილს მძიმეს მომღერალი ხმა ესმოდა. მიაკვლია, მერე ხელით დაიჭირა და ზღვის ყელზე გადმოინაცვლეს. ყველაფერი მიჩუმდა. ზღვამ ხმაური და სი'რინოზებმა სიმღერა შეწყვიტეს. ძლიერმა ტალღებმა სხეულები გამორიყეს და ღმერთი მიხვდა, სისულელე იყო - ზღვა.
- მძიმე, გაიღვიძეთ.
ესღა იყო და სულწართმეულს გრძნობა დაუბრუნდა.
- გავიღვიძე, წერტილო.
- რატომ?
- ეშმაკს სული მივყიდე.
- ჯანდაბა, თქვენ ვერც კი იაზრებთ, რომ მე ვინერვიულე და მიყვარხართ, ავადმყოფო!
მძიმე შეცბა.
- ზუსტად ამიტომ გავიქეცი, რადგან ვიგრძენი.
- მე მხოლოდ მინდოდა ზღვაში მოლივლივე თქვენი ნატიფი სხეულისთვის მეყურებინა.
- ხომ მიყურეთ?
- არა, თქვენ შემაშინეთ, მაგრამ…
- მაგრამ?
- მაგრამ თქვენ პირველად დაწერეთ ჩემ შემდეგ მძიმე.
- ეს ის იყო?
- იყო.
მძიმე წერტილს ჩაეხუტა, ხელები მაგრად შემოჰხვია და სამყაროს უკუნითობას წამში შეებრძოლა.
- მაოცებს თქვენი გულწრფელობა. - ყურთან დაიჩურჩულმა მძიმემ და კიდევ უფრო მიეკრა წერტილს.
- თქვენ ძვირფასი ხართ, წერტილო, მაგრამ ყველაფერი ბედნიერად ვერ იქნება…

***
წვიმის ამბავი.
ზღვასთან ვიღაცამ დიდი წერტილი დასვა. იგი უძრავად ზის და ელოდება 61-ე წამს, რომელიც არ არსებობს, მაგრამ სანაპიროზე თვითონ დაწერა. ამ წერტილს, ეტყობა, კიდევ წერტილი დაუსვეს, თორემ მისი თვალები დახუჭული არ იქნებოდა. მომავალი დარბის და თვალდახუჭული ვერ იჭერს წერტილი, ამიტომაც ვიღაც ახალ საათს იგონებს, თუმცა - უმოწყალოდ. გული სწყდება. წერტილი ყუთში ჩაჯდა და გამორიყულ ტალღას გაჰყვა.

***
- არც კი გაბედოთ! - ყვირილი.
- უფლება არ გაქვთ! - ღრიალი.
- შეჩერდით! - ხრიალი.

***
- ნორმალური არ არის, სასწრაფოდ უნდა წავიყვანოთ საგიჟეთში.
- დავრეკოთ და წაიყვანენ. მშვიდად როგორ ვიცხოვროთ, სულ რაღაც ხდება.
- შეშლილია ესეც და ისიც, ვინც აჩერებს.
- ანდა, რა უნდა იმასაც, ვერ გაჩერდება? ან სიკვდილი აცადოს, ან სიცოცხლე.

***
- ჩემი კაბა უნდა გავალამაზო. - ნემსის გასაკეთებლად შემოსულ ექთანს ღიმილით უთხრა და მაკრატელი სთხოვა. იმ ქალს უკვე აღარ უკვირდა მძიმესი, ჩვეულებრივი მოვლენა იყო.
კაბის გალამაზებას შეუდგა, ალაგ-ალაგ ამოჭრა და ფანჯარაში ანარეკლს უყურებდა. - მზად არის. ძალიან კარგად გამოვიყურები. ღიმილიდან ისევ კივილამდე და ნემსი. დრო გარბის და მძინარეს არ უცდის, რომ გაღვიძებულს ისევ წარსულად დახვდეს.
წერტილი ზღვასთან ზის.
ზის.скачать dle 11.3

№1  offline მოდერი სალანდერი

დავბრუნდები მის ❤

№2  offline ადმინი ელპინი

სალანდერი
დავბრუნდები მის ❤

გელოდები და ძალიან მიყვარხარ! ♥️

№3  offline წევრი Niniko11

ვუაიმე ძაან მაგარი ხაქრ დიდი ხანია შენი ნაწარმოებები არ წამიკითხავს დაა ახლა რომ ვკითხულობბ აშკარად უფრო და უფრო მაღლა მიიწევ
წარმატებები... საუკეთესო ხაარ♡♡
--------------------
N.nozadze

№4  offline ადმინი ელპინი

Niniko11
ვუაიმე ძაან მაგარი ხაქრ დიდი ხანია შენი ნაწარმოებები არ წამიკითხავს დაა ახლა რომ ვკითხულობბ აშკარად უფრო და უფრო მაღლა მიიწევ
წარმატებები... საუკეთესო ხაარ♡♡

ნინიკო, როგორ გამახარე, ხომ არ იცი და დიდი სტიმული ხარ შენ!
ძალიან დიდი მადლობა. ♥️

№5  offline მოდერი სალანდერი

სულ "გაუტიე".
რომ არ გიცნობდე ვიტყვი ამის ავტორი მაგარ კაიფში იყომეთქი ეს რომ დაწერა. რანაირად შეიძლება ფხიზელ ტვინში ამდენი გიჟური და არაორდინალური აზრი მოდიოდეს? კარგი რა ელ პინ. შენ სულ "გახვედი" დროს გაასწარი, სიტუაციას, სამყაროს. ვაფშე არ ვიცი. პირველად მოხდა რომ ვერ მოგეწიე იცი? იმდენად ნელა ვიაზრებდი, იმდენჯერ ავიხლართე და საბოლოოდ მაინც გავიგე ყველაფერი, რაც უნდა გამეგო მგონი.რიტმი, ტემპი, შინაარსი, და აზროვნების განსაკუთრებული არეალი. ვაჰ არ ვიცი ტო. კიდე რამდენჯერმე უნდა გადავიკითხო ხომ იცი, ასე ერთხელ და ორჯერ არ გამომდის მაინც ისე გავიგო ყველაფერი როგორც საჭიროა. ვაფშე არავის ჰგავხარ რა, აქ საიტზე კი არა, ზოგადად სამყაროში არავის ჰგავხარ, არცერთ მწერალს და არცერთ ადამიანს.
მაგრად მეამაყები რა, ის მეამაყება დიდი ხნის წინ რომ გითხარი ჩემი საყვარეკი მწერალი ხარ მეთქი. აი როგორი ნაწერია იცი ტო? რა უნდა განვიხილო აქ არ ვიცი. აი ისეთია რა, ყველა მკითხველი თავისებურად რომ გაიგებს, თითქოს ყველას სხვადასხვა რამ გველაპარაკე. სიტყვების ჯადოქარი ხარ შენ არადედამიწელო.
და მაინც, რას ეწევი ასეთს პატარა. . . ❤

№6  offline ადმინი ელპინი

სიტყვებით და სასვენი ნიშნებით კაიფი, მჟავე. ესაა მთელი ცხოვრება და ყველა მოსაწევს გადაუჭრის, იცოდე.
და ამ კაიფის შემდეგ არეული ადამიანები . . .
ასტრალი!
და მე ვიღებ იმას, რაც მინდა და რისთვისაც ვარ.

გაიღიმე, მჟავე, შენ ხომ ყველაფერი იცი. ისიც, რაც არც მე.
მე ბედნიერებისგან ხმამაღლა ვიცინი და ტანში ჟრუანტელი მივლის!

მაგრად მიყვარხარ,
შენ მომიკვდე!
♥️

№7  offline წევრი guroo

შენ თუ გგონია, ნორმალური ხარ, ძალიან ცდები.,

№8  offline წევრი სიბილა

ვაზუსტებ და ვგრძნობ
წერტილი

№9  offline ადმინი ელპინი

guroo
შენ თუ გგონია, ნორმალური ხარ, ძალიან ცდები.,

რატოოოომ? ♥️

სიბილა
ვაზუსტებ და ვგრძნობ
წერტილი

მიყვარხარ, რუსა!
♥️

№10 სტუმარი სტუმარი მარიამო

ელინ, თუკი შენს გონებაში აჩრდილად მაინც შემოვრჩი მომართვა გაგახსენებს ჩემს თავს და იმასაც, რაოდენ მომწონდა ყოველი წერტილი შენგან ჩემი სახელის ბოლოს და როგორ გახარე პირველად. არაფრისდა მიუხედავად სულ სხვაგვარი წერტილ მძიმით ავივსე და ჩემს სახელს მოყოლებული მძიმეებიც შევნიშნე შენი მომართვისას. საინტერესოა. დროთა სვლამ ცოტაოდენი შესაძლებლობა დამიტოვა შენამდეც მოსასვლელად, ტრიალებდა ქარბუქი ჩემთან, თუმცა, მაინც, სახლი ყოველთვის მამშვიდებს და აი, მოვედი შენამდეც. ალბათ, უფრო სწორი იქნება ვთქვა გართულებული გზის ტკბილი დასასრული მინდოდა. ჰოდა კი არ შემოვიარე, მოვედი და დავრჩი. ასე დავხეტიალობ შენიდან შენამდე და იმ ამოუვსებელ სივრცეში თავს გზის გართულებით ვიქცევ. აი, გამოჩენაც ასეთი დროული უნდოდა ვფიქრობ. ^_^ ჩემი შენთან, წამიერი აღდგენისა, ფენიქსობისა, და შემდეგ გაღიმებისათვის.

არაფრისდა მიუხედავად, ვგულისხმობ ჩემს თავს ამ ნაწარმოების კავშირთან.

№11  offline ადმინი ელპინი

სტუმარი მარიამო

მარიამო.
თუ დამიჯერებ, გუშინ შენს ძველ კომენტარებს ვკითხულობდი. იქ, ერთ-ერთზე დამიკომენტარეს და რომ ავედი ცოტა ზემოთ გადასაკითხად, თვალში მომხვდი შენი ქაოსური რეალობით და არეული, თითქოს, დალაგებული სიტყვებითაც.
მგონი, ღმერთს უნდა ვენდოთ, რომ სასწაულები არსებობს და ეს სწორედ - ეგ იყო.

მარიამო.
ძალიან მომენატრა შენი კითხვა.
როდის გითხარი, არადედამიწელი ხარ - მეთქი.

მადლობა, რომ ისევ გამოჩნდი და გამიფერადე!
♥️

№12  offline ადმინი ენ ბლექი

დრო გარბის და მძინარეს არ უცდის, რომ გაღვიძებულს ისევ წარსულად დახვდეს.
წერტილი ზღვასთან ზის.
ზის.
იმიტომ, რომ თქვენ პირველი იქნებით, ვინც ჩემ შემდეგ დაწერს მძიმეს.

კარგია ელპინ.

№13  offline ადმინი ელპინი

ენ ბლექი
დრო გარბის და მძინარეს არ უცდის, რომ გაღვიძებულს ისევ წარსულად დახვდეს.
წერტილი ზღვასთან ზის.
ზის.
იმიტომ, რომ თქვენ პირველი იქნებით, ვინც ჩემ შემდეგ დაწერს მძიმეს.

კარგია ელპინ.

ბლექ,
მადლობა, რომ - ესენი.
♥️

№14 სტუმარი მარი. ელ❤

ნეტავ მეც ისევე შემეძლოს ჩემი ემოციების და გრძნობების გადმოცემა მხატვრობით ან მწერლობით როგორც შენ რამდენჯერ მინატრია ვერც კი წარმოიდგენ და როგორ მშურს არიცი ვისაც ყოველივე ეს შეგიძლიათ???? მიყვარხარ ძალიან

№15  offline ადმინი ელპინი

მარი. ელ❤
ნეტავ მეც ისევე შემეძლოს ჩემი ემოციების და გრძნობების გადმოცემა მხატვრობით ან მწერლობით როგორც შენ რამდენჯერ მინატრია ვერც კი წარმოიდგენ და როგორ მშურს არიცი ვისაც ყოველივე ეს შეგიძლიათ???? მიყვარხარ ძალიან

მარიამ, დიდი მადლობა დადებითი ემოციებისთვის, გაიხარე! ♥️

№16  offline წევრი აბაშიძე

იცი რისგან ხარ ყველაზე შორს?

ბა - ნა - ლუ - რო - ბი - სა - გან!

იმისგან რაც ყველაზე მეტად არ მიყვარს.

და ბოდიში დავაგვიანე.

მძიმე.
წერტილი.
და უამრავი დაჭერილი ფრაზა.

"როცა ფურცელი ცარიელია, არ ნიშნავს იმას, რომ ზედ არაფერი წერია. ადამიანები საიდუმლოდ წერენ."

ეს ყველაზე იყო რაა.

არ ვიცი

მგონი გავიჭედე.

თან ხო ძალიან რთული იყო.

თან მგონია რო ყელაზე მარტივად გავიგე იმათ შორის რაც ბოლოს შენთან წავიკითხე.

თუ სწორად მახსოვს დიდი ხანია წერისას არ გამოგიყენებია ვისთვის ზედმეტად გაცვეთილი და ვისთვის ყველაზე ძვირფასი სიტყვა "მიყვარხარ".
დაა აქ გაანათა რა.

მერე რა რო რთული მომენტი იყო.
იქ დაიწერე წერტილის მერე მძიმე და.
უჰ.

კარგი იყო რაა.
აი შენი.
რომ არ ვიცოდე შენ ხარ ავტორი და ერთი აბზაცის მერე ჩემით რო მიხვდები რო შენ წაგიკითხე.
ეს სულ ასეა იმიტომ რომ შენ სხვა ხარ.
"რაღაცნაირი".
"უცნაური".

ხო და ამაზე ვგიჟდები მე!

შემდეგ ისტორიამდე.
თუ ახალი ხილის ქუჩამდე.
რამნიშვნელობა აქ.
მთავარია დაბრუნდები.
და გამახარებ ელ.

№17  offline ადმინი ელპინი

აბაშიძე

ქეთო,
ძალიან გამაღიმე.
ახლა რაღაცნაირად სევდიანი ვარ, სახე - დაღვრემილი და ცოტა ცუდ ხასიათზე.
აი, ეს დაჭერილი სიტყვები მაბედნიერებს. ვიცი, რომ "რაღაცად" ღირს.
დაბრუნება - არ ვიცი. რაღაც ისე ვერაა . . .

ძალიან, ძალიან დიდი მადლობა!
♥️

№18  offline წევრი -ლილუ

მოვედი...(კოკისპირული წვიმიდან მართლა)
შენ ფიქრებს არ ასდით სიტყვების სუნი და ეს ისმის....(ხვდები ხო)
აი მითხარი,როგორ შეგიძლია წერო ესე ელ...
აბსოლიტურად გაუგებარი...
გასაგებად!
არ ვიცი ეს ისეთი იყო რა...
ვერ გავიგე/გაგიგე...
ან გავიგე და ჯერ ვერ ვაზრობ...
მე არ ვცნობ წერტილის მერე მძიმეს(იცი)
წერტილი...
წერტილია და იქ მთავრდება...
მაგრამ შენმა მძიმემ წერტილის შემდეგ დამფიქრა...(შენგან ვსწალობთქო ხომ გითხარი არა)
ალბათ შეხედულებას შევიცლი...)
აი შენ კიდე მაგარი გასული ხარ...
სხვა ხარ...
სრულიად ახალი...
სხვა სამყაროს ფერი...
და ბოლოს სულ არ მაინტერესებს...
იმ შენ სამყაროში ერთი ფერი მეც მინდა...)
ბევრი წერე...(უბრალოდ)

№19  offline ადმინი ელპინი

-ლილუ

აუ, ლილუ,
ახლა ისე ძალიან ჩაგეხუტებოდი!
მოდი ერთხელ ჩ(ვ)ემ(ნ)ამდე, რა . . .
აუცილებლად!
და ძალიან მენატრები ხოლმე შენი არანორმალური სიტყვებით.

გკოცნიიიიი!
♥️♥️♥️♥️♥️

№20  offline წევრი -ლილუ

ელპინი

მოვიდოდი...
თან,როგორ მოვიდოდი...
მაგრამ...(ყველაზე ,,გაფუჭბლი'' სიტყვა)
ვაი რომ,არ შემიძლია...
უკვე ახალი სტატუსი მაქვს...
წოდება...
სახელად...
ემიგრანტი...
თქვენგან ბევრი...
ძალინ ბევრი კილომეტრი მაშორებს...
მაგრამ იცოდეთ,რომ ყველფრიდ მიუხედავად...შეიძლება დაგვიანებით,მაგარამ აუცილებლად წაგიკითხავ'თ...
სალანდერმა მაპატიოს უთხარი ხო...
უპატიებელი ამბავია,მაგრამ მაინც...
ხო და რა დროც არ უმდა გავიდეს...
რამდენმა წელმაც არ უნდა გაიაროს...
გნახავთ აუცილებლად...
ჩემი სახით ნომერ პირველი თუ არა...
პირველთან ახლოს მყოფი...
ის მკითხველი გყავთ,რომელიც
ყოველთვის და ყველაფერში თქვენ გვერდით იქნება...
თქვენ ორივე იმსახურებთ მწერლისთვის ყველაზე ღირებულს წიგნს თქვენი ავტორობით...
უკიდეგანოდ გაფასებთ...
სულ უნდა წეროთ...
სხვანაირად ვერ რა...

№21  offline ადმინი ელპინი

ლილუ,
იცოდე, რომ ჩვენ შენ გვიყვარხარ და გელოდებით!
რა დროც არ უნდა გავიდეს, აუცილებლად შევხვდებით და პირობას ვიმახსოვრებ.
ძალიან ბევრი ჩახუტება და კოცნა გამოგიგზავნე . . .♥️♥️♥️♥️

№22 სტუმარი სიყვარული’თ

მე როდესაც ვწერდინ ელ, ყველაფერი იყო ჩემი ფეხის წვერიდან დაწყებული ბოლომდე და
ბოლოს უკვე გაგიჟებამდე მისულმა ხელი ჩავიქნიე.
მერე არ მინანია, რადგან არც წერტილებზე ვფიქრობდი, არც მძიმეებზე, დიალოგებზე და აბზაცებზე.
ახლა მე გკითხულობ შენ და ვხედავ სულ არ ნერვიულობ, არც წერტილზე და არც მძიმეზე ისე ბუნებრივად შენით გესმევინება.
გეწეროს მანამ სანამ დაფიქრების და გადაკითხვის გარეშე ჩახვალ ბოლო წერტილამდე.
არ მესმის მწერლის, რომელიც ათჯერ კითხულობს თავის ნაწარმოებს და მეთერთმეტეჯერ მორყეულ სიტყვას წინადადებაში აკვეხნია და
ვაი, როგორ მიხარია, რომ ეს შენ ნაწარმოებს არ ეტყობა.
იცი მკითხველი რატომ კითხულობს 2ჯერ 3ჯერ ან უფრო მეტჯერ, რომ უკეთ გაიგოს?
რადგან, მწერალს იმდენად თავის გემოზე, გაკრულად აქვს დაწერილი, თავისთვის, ერთხელ, რომ შენ აღარ გიწევა დარედაქტირებულის კითხვა და გსიამოვნება ანბანივით აწყობილი ტექსტი.
ხოდა წარმატებები!
უ ლ ე ვ ი,
მანამ ასეე გააგრძელებ <3

№23  offline ადმინი ელპინი

სიყვარული’თ

არ ვიცი, ვინ ხარ, მაგრამ ძალიან გავთბი. მგონი, ბედნიერი ვარ იმიტომ, რომ, რაც თქვი, მართლა ეგრეა და აქ ტყუილები - შეუფერებელია.
რაღაცას რომ ვგრძნობ, მაშინ ვწერ და ძალიან თავისით იწერება. აბსოლუტურად ყველაფერი.
მიხარია, რომ შენ ეს დაინახე და იგრძენი.
დიდი, დიდი, უზარმაზარი მადლობა! ♥️

№24 ახალბედა მწერალი ქეთი იმერლიშვილი

მძიმე წერტილის შემდეგ, ან წერტილი მძიმის შემდეგ... ნუ რა მნიშვნელიბა აქვს? ისინი სულ ცვლიან ერთმანეთს. ასე არ არის?.. ცვლიან, ანაცვლებენ, რიგობითობას აქ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.
მე არ ვიცი ეს პატარა ნაწარმოები ვინ როგორ აღიქვა, მაგრამ ქართულ ანბანში თუ მთელ ცხოვრებას დავინახავდი, ნამდვილად არ მეგონა :)))
შენ მოახერხე და მასშიც კი დაგვანახე თითოეული ადამიანი და მათი მრავალფერივნება. მძიმე რა იყო? მძიმე მძიმე იყო, ჩვენი ცხოვრებისეული სიმძიმეები. წერტილი? ზოგადად ყველაზე დიდი საშინელება, რომელიც სიხარულსაც ასრულებს, სითბოსაც, მხიარულებას, ბედნიერებას, ცუდსაც და ბოლოს, სიცოცხლესაც...
კარგი ხარ! ❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

№25  offline ადმინი ელპინი

ქეთი იმერლიშვილი
მძიმე წერტილის შემდეგ, ან წერტილი მძიმის შემდეგ... ნუ რა მნიშვნელიბა აქვს? ისინი სულ ცვლიან ერთმანეთს. ასე არ არის?.. ცვლიან, ანაცვლებენ, რიგობითობას აქ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.
მე არ ვიცი ეს პატარა ნაწარმოები ვინ როგორ აღიქვა, მაგრამ ქართულ ანბანში თუ მთელ ცხოვრებას დავინახავდი, ნამდვილად არ მეგონა :)))
შენ მოახერხე და მასშიც კი დაგვანახე თითოეული ადამიანი და მათი მრავალფერივნება. მძიმე რა იყო? მძიმე მძიმე იყო, ჩვენი ცხოვრებისეული სიმძიმეები. წერტილი? ზოგადად ყველაზე დიდი საშინელება, რომელიც სიხარულსაც ასრულებს, სითბოსაც, მხიარულებას, ბედნიერებას, ცუდსაც და ბოლოს, სიცოცხლესაც...
კარგი ხარ! ❤️

ქეთი, დამაკლდი - მეთქი და ავსებაზე მეტი იყო ახლა! იცი შენ . . . ♥️♥️♥️♥️

№26  offline წევრი elene2619

ელ შენი და შენი აბსტრაქტული დამოკიდებულება წერის მიმართ heart_eyes მაოცებ იცი ?
"თქვენ იქნებით პირველი მძიმე წერტილის შემდეგ" იქნებ ზოგი დასასრული დასაწყისია ან დასაწყისია უკვე დასასრული?!
სასწაულად ბევრ რამეზე ჩამაფიქრებ ხოლმე და როგორ არ ვიცნობდი შენს ნაწარმოებებს აქმადე.. სხვანაირი ხარ ელ თითქოს რაღაც კონკრეტული სტილი გაქვს მაგრამ ამავდროულად მაინც განსხვავებულია შენი ყველა ისტორია ერთმანეთისგან heart_eyes და ამაზე კარგი არაფერია heart_eyes
გელოდები ახლაი ისტორიებით heart_eyes

№27  offline ადმინი ელპინი

elene2619

ელენე, როგორ გამახარე და გამათბე, ისე დავიმუხტე შენი მზიანი სიტყვებით. . .
ახლა წერა ძალიან მენატრება, მაგრამ არაფერი ხდება საამისოდ.
შენ კი, მადლობა! ♥️

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent