შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აკრძალული თამაშები (4)

23-08-2019, 15:43
ავტორი ფ ე ფ ო
ნანახია 2 852

ცოტნე ჯამბურია შუა ხანს გადაცილებული კაცი გახლდათ,არც მსუქანი ითქმოდა მასზე და არც გამხდარი, მაგრამ მიუხედავად მისი ასეთი აღნაგობისა კისერზე საგვარეულო ღირსებასავით მაინც ჰქონდა ღაბაბის რამდენიმე ნაკეცი.უცნაურად არა პროპორციულ სახეზე ზედმეტად პატარა ნიკაპი და ჭროღა თვალები ამოუცნობი ჯიშის ცხოველს მოგაგონებდათ.სტუმრებს ისე დახვდა სავარძლიდან არ ამდგარა, თითქოს ამით აგრძნობინა დევდარიანს მისი სულ რაღაც ხუთ წუთიანი დაგვიანების გამო უკმაყოფილო რომ იყო.სპეციალურად დაჯავშნილ მაგიდასთან მორიდებულად იდგა თავდახრილი უნიფორმიანი მიმტანი და მოთმინებით ელოდა როდის და რას შეუკვეთავდნენ შემდეგ ცხვირ-პირის მტვრევით რომ გასცლოდა იქაურობას.
-კეთილი იყოს თქვენი გამოჩენა.-მარჯვენა გაუწოდა დევდარიანს და როდესაც დაჩის მარჯვენა შეეგება, ძლიერად ჩამოართვა.-რას მიირთმევთ?
-ჭამა-სმის ხასიათზე არ ვარ.-გაეცინა დაჩის რომელსაც სახეზე ეწერა ერთი სული რომ ჰქონდა დროულად მოეგვარებინა საქმე.
-არ გაგიგიათ ბატონო დაჩი? მაძღარი კაცის თავში ბევრად საღი და სწორი იდეები იბადება ვიდრე მშიერის.ამიტომ თან ვჭამოთ და თან ვისაუბროთ..ვფიქრობ ერთი მეორეს ხელს არ უშლის.მე სამსახურიდან მოვდივარ და მგელივით მშია.-მოშინაურებულიყო ჯამბურია.
-ნება თქვენია.-ხელები დანებების ნიშნად ასწია დაჩიმ და დავითს გადახედა,რომელსაც ისეთი გამომეტყველება ჰქონდა კაცმა არ იცის რას ფიქრობდა.ჯამბურიამ შეკვეთა გააკეთა და სანამ მოიტანდნენ მაგიდის ზედაპირზე დაყრდნობილი მიაჩერდა დევდარიანს,რომელიც თითებს შორის ნერვიულად სრესსდა სიგარეტის ღერს.
-საქმეები როგორ მიგდით?რამდენი ხანია არ ვყოფილვარ თქვენს კლუბში...
-ჰო,ძვირი სანახავი გახდით-გაეცინა დავითს.-ნორმალურად,ნამდვილად ვერ დავიწუწუნებთ.
-მოდი პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ..არ მიყვარს შესავლები და ბევრი მიკიბ მოკიბული ლაპარაკი...მოკლედ,სარფიან გარიგებას გთავაზობთ...რითაც ნამდვილად იხეირებთ.ადრეც ვილაპარაკეთ ამ თემაზე და მოვიფიქრებო...რაღაც დიდხანს გაგიგრძელდათ ფიქრი ბატონო ცოტნე.მე პასუხები მჭირდება ან ხო..ან არა..შემდეგ ჩემებურად რომ გადავწყვიტო ყველაფერი.
-თქვენ ბინძურ ფულს მთავაზობთ ქრთამად-წარბები შეეკრა ჯამბურიას.
-თავი ნუ გამოგყავთ ფრთიანი ანგელოზი...ბინძური ფულია რომელმაც დღემდე მიგიყვანათ,თანამდებობა გაქვთ და სიტყვა გეთქმით.რომ არა მე და ჩემნაირები თქვენ დღეს რიგითი კანტორის მუშაკი იქნებოდით...
-აბა როგორ ლაპარაკობთ?-ეწყინა ჯამბურიას და მიმტანს ახედა, რომელიც ლანგრიდან მაგიდაზე აწყობდა თეფშებს.-ა ქსაოცარი კერძები აქვთ,მართლა არ გასინჯავთ არაფერს?
-სიტყვას ბანზე ნუ მიგდებთ...-ცერად გახედა დევდარიანმა და შეეცადა თავის შეკავებას, არადა საშინლად ბრაზდებოდა უკვე.
-მე თანამდებობის კაცი ვარ,ქვეყანა მიცნობს...როგორ წარმოგიდგენიათ ეს ამბავი რომ გასკდეს რა მოხდება?-თვალები დააწვრილა ცოტნე ჯამბურიამ და მჟავის ასორტს გადასწვდა.კიტრის ნაჭერი პირისკენ გაიქანა და ხმაურით ჩაღეჭა.
-ფული გეცოტავებათ?-გაეცინა მანამდე ჩუმად მყოფ დავითს.
-ეგ არც მიფიქრია...
-მეტის შემოთავაზებას არ ვაპირებ-მხრები აიჩეჩა დევდარიანმა.-უბრალოდ პასუხი მჭირდება,ადრეც გაგიკეთებიათ მსგავსი რამ და ეს არც პირველია და არც ბოლო...მოდით გულახდილად ვილაპარაკოთ.ყველამ იცის ვინც ხართ და ისიც იცის რისი გამკეთებელი ხართ.დღეს თუ თანამდებობა გაქვთ, ხვალ კაცმა არ იცის რა შეიძლება მოხდეს...ამიტომ გარიგებას გთავაზობთ...დამეხმარებით? დაგეხმარებით და დამერწმუნეთ, ეს ჩვენი გრძელ ვადიანი გარიგება თქვნი კიდევ დიდი ხნით სავარძელში ჯდომის ას პროცენტიანი გარანტია
..დაწინაურების პერსპექტივასაც არ გამოვრიცხავ.მე სრული კარტ ბლანში მჭირდება..ხელ შეუხებლობა რათა თავისუფლად,ყველანაირი შეფერხების გარეშე გავაკეთო საქმე..თქვენ კი კარგი "კრიშა", ხარისხიან "კრიშას" კი ის წარმოადგენს ვისაც ჯიბეზე ხელის გაკვრა არ ეზარება...
-შესანიშნავია...-ჯამბურია ყბებს ენერგიულად იქნევდა და საჭმელის ათვისებით ისე იყო დაკავებული თითქოს ერთი კვირის დამშეული ყოფილიყო.
-მე რამდენს მივიღებ?
-ეს უკვე მომწონს.-გაეღიმა დევდარიანს და სავარძლის საზურგეს მიეყრდნო.სხვანაირად ვერც წარმოედგინა,კარგად იცოდა ცოტნე ჯამბურიას ფულისადმი დამოკიდებულება და მის გაუმაძღარ ხასიათთან დაკავშირებით ჭორებიც დადიოდა.გარიგების დადებამდე ძირ ფესვიანად შეისწავლა რა წინაღობა შეიძლება შექმნილიყო მომავალში და სახელოში დამალულ კოზირსაც ზუსტად მაშინ გამოაჩენდა თუ ვინიცობაა ბატონ ცოტნეს მადა გაეზრდებოდა.ჯერ-ჯერობით ყველაფერი ისე მიდიოდა როგორც წარმოედგინა,ამიტომ მშვიდად იყო.სულაც არ უნდოდა ეს სიმშვიდე ვინმეს დაერღვია.წინააღმდეგ შენთხვევაში არც თავად დაჯდებოდა გულხელ დაკრეფილი.მანამდე შეარხევდა იმ მუხის ხეებს სანამ საბოლოოდ არ დასცვივდებოდა უსარგებლო ნაყოფი,რომელსაც მხოლოდ ღორები ეტანებიან.
-საწერ კალამი გაქვთ?-ქაღალდის ხელსახოცი აიღო და დაწვრილებული თვალებით დააკვირდა ჯამბურიას, რომელმაც ცხიმიანი ხელები ხელსახოცზე გაიწმინდა და პიჯაკის შიდა ჯიბიდან მცირე ზომის უბის წიგნაკზე დამაგრებული საწერ კალამი ამოაძვრინა და დევდარიანს გაუწოდა ორაზროვანი ღიმილით. რომელმაც ხელის სწრაფი მოძრაობით რაღაც დაწერა და კალამთან ერთად ჯამბურიას მიმართულებით გააცურა.თვალებ გაფართოებულს შეთქმულივით გაუღიმა და ტუჩის კუთხე ირონიულად აპრიხა.
-ეს ავანსია...დანარჩესნ საქმის გაკეთების შემდეგ მიიღებთ.
-შევთანხმდით...-ხელსახოცი მუჭში მოიქცია ჯამბურიამ და უცნაური სახე გაებადრა.-როდის?
-დავითი დაგიკავშირდებათ...-სავარძლიდან წამოდგა დევდარიანი და ზემოდან დახედა ღიმილით-შეგერგოთ.
********
ნახევარი ლექციის განმავლობაში ეძინა,ერთი სიტყვაც კი არ გაუგია..ლექტორის ხმა იავნანასავით ჩაესმოდა და მთელი ღამის უძინარს გამოფხიზლების საშუალებას არ აძლევდა.დიდი შეცდომა იყო ოცდაოთხ საათიან მარკეტში მუშაობის დაწყება,მაგრამ სხვა გამოსავალი ჯერ ჯერობით არ ჰქონდა.ფული სასწრაფოდ სჭირდებოდა და უსაქმურად ჯდომა და ლოდინ, როდის გამოეხმაურებოდნენ დაგზავნილ სივებს ტყუილი დროის ფლანგვა იყო.ლექციის დასრულებისას შვებით ამოისუნთქა და აუდიტორიიდან გამოსული ის იყო უნივერსიტეტის დატოვებას აპირებდა დერეფნის ბოლოდან მომავალ რექტორს რომ გადაწყდა.თავის არიდებას აზრი არ ჰქონდა,ბატონი ნოდარი მზერით ბურღავდა.
-კატო,ერთი წუთით გცალიაა?-ხელი დაუქნია გოგონას და კაბინეტისკენ ისე შეტრიალდა არ დალოდებია.ჩხეიძემ ღრმად ჩაისუნთქა და მისი კაბინეტისკენ გაემართა.სავარაუდოდ ბატონ ნოდარს ბუღალტერიიდან უკვე ექნებოდა ინფორმაცია მისი დაგვიანებული გადასახადის გამო და ალბათ აინტერესებდა კიდევ რამდენ ხანს შეაგვიანდებოდა თანხის ჩარიცხვა.
-შემოდი,შემოდი, ნუ გერიდება!-ნოდარს მაგიდასთან უკვე დაეკავებინა კუთვნილო სავარძელი და ისე სამადლოდ უღიმოდა,ბრაზის მოთოკვა ძლივს შეძლო გოგონამ.
-როგორ ბრძანდებით?
-დაჯექი...კარგად გმადლობ,შენ როგორ ხარ კატო?
-მადლობა..იცით ამ თვის ბოლოს აუცილებლად შემოვიტან გადასახადს.-პირდაპირ საქმეზე გადასვლა გადაწყვიტა კატომ და საკუთარ თითებს დახედა.გადმოცემით იცოდა ნოდარის ხასიათების შესახებ,არასდროს ყოფილა ლოიალური ადამიანი და უპირატესობას ყოველთვის აღებული ვალდებულებების პირნათლად შესრულებას ანიჭებდა.
-გასაგებია ჩემო კარგო, მაგრამ აქ სულ სხვა რამის გამო დაგიძახე...-სავარძლიდან წამოდგა ნოდარი და მოპირდაპირე სავარძელთან აწურულ გოგონას გადახედა.-ჩვენ გვაქვს პროგრამა, რომელიც ნიჭიერი და მონდომებული სტუდენტების სწავლაში ხელის შეწყობას ემსახურება.ამიტომ ბევრი ვიფიქრეთ თუ ცოტა კონკურსის შედეგად შეირჩა სამი სტუდენტი,რომელიც მაგისტრატურის ბოლო წელს დაფინანსდება და სწავლას უფასოდ გააგრძელებს.
-და მე რა შუაში ვარ?-დაიბნა კატო და მომღიმარ რექტორს მიაჩერდა
-ერთ-ერთი სტუდენტი შენ ხარ ჩემო კარგო..-ხელები გაშალა ნოდარმა.
-რა?-უარესად დაიბნა კატო,გადასარევი სტუდენტი არასდროს ყოფილა და გაუთვალისწინებლად შექმნილი სიტუაციებიდან გამომდინარე ხშირად უწევდა ლექციების გაცდენა.ამიტომ ვერ იჯერებდა.-რას ამბობთ?
-გილოცავ ჩემო კარგო-ლაპარაკი აღარ დააცადა ნოდარმა, დაბნეულს აზრზე მოსვალც არ აცადა ისე ჩამოართვა ხელი.წარმატებები უსურვა და კაბინეტიდან ჯერ ისევ გაოგნებული გოგო უპატდონოდ გაისტუმრა.
-რაააა?! არ არსებობს...-მოსმენილისგან აჟიტირებული მეგი ერთ ადგილზე ხტუნავდა და გაოგნებულ დაქალს ისე უვლიდა გარს როგორც საშობაოდ მორთულ ნაძვის ხეს ბავშვები.-თუ მჯეროდეს...
-ვერც მე ვიჯერებ...-ამოიბლუყუნა კატომ და ხელმეორედ ახტუნებულ დაქალს დააკვირდა.-კათედრაზე ჩემზე ბევრად ნიჭიერი და მონდომებული სტუდენტები არიან, რომლებიც ნამდვილად იმსახურებენ დაფინანსებას...მე რა პრინციპით ამარჩიეს?-გაეცინა.-ჯანდაბა,ისევ შოკი მაქვს...წარმოგიდგენია თავად დიდმა ნოდარმა დამიბარა და ზარ ზეიმით მახარა...
-რა გინდა გოგო?!გაიღიმე მაინც...ნამდვილად ტუზი დაგეცა ჩემო კატუშა....-ძლიერად მოეხვია მეგი და ლოყაზე ხმაურით აკოცა...-ეხლა შეძლებ იმ წყეული მარკეტიდან წამოსვლას და რამე ნორმალურის ნახვას...ყველაზე დიდი პრობლემა მოგვარდა...შენს ადგილზე სახლში მივიდოდი, ჩემოდანს ჩავალაგებდი და ჩემთან წავიღებდი სახლში...
-მაცადე აზრზე მოვიდე...-ხელები სახესთან დაიქნია კატომ და ნელ -ნელა აანალიზებდა რაც მოხდა...სიხარულისგან ისეთი ბედნიეტი იყო სიტყვებით გადმიცემაც კი არ შეეძლო.გაღიმებული დააბიჯებდა და თავი მსოფლიოში ყველაზე იღბლიან ადამიანად წარმოედგინა.
-შეგვიძლია ავღნიშნოთ შენი წარმატება...-არანაკლებ გახარებულმა ჯავახიამ ძლიერად ჩაიხუტა საყვარელი ქალი და ყბაზე რამდენჯერმე აკოცა.
-აუ,არ ვიცი...
-რა არ იცი კატუშა? არ გადამრიოო-ფორთოხლის წვენი მოსვა მეგიმ და მეგობარს თვალები დაუბრიალა.-გადაიწვი იმ წყეულ მარკეტში მუშაობით,ცოტა გართობა არ გაწყენდა...სულ ცოტა.-თითებით ანიშნა და შემდეგ იმ თითებით ყელთან კანი გამოიწია.-გთხოვ,რამდენი ხანია აღარსად ვყოფილვართ.
-მეგი მართალია პატარავ...ცოტას გავერთობით.
-კარგი..კარგიი..-გაეცინა კატოს.-თქვენ ხომ კაცი ვერაფერს გადაგაფიქრებინებთ.სად წავიდეთ?
-კლუბში...-ხელი-ხელს შემოჰკრა მეგიმ.-რამდენი ხანია ჩემს სხეულს მუსიკისგან გამოწვეული ადრენალინი აღარ უგრძვნია...ცოტა ხელებს გავშლი...
-წავიდეთ კლუბში...მშვენიერი იდეაა...ჯაბას დავურეკავ და საღამოსთვის ყველაფერს მოვაგვარებთ.ეხლა რას დალევთ?!არ გშია?-თმები უკან გადაუწია ტატომ და შუბლზე ფრთხილად მიაწება ტუჩები.
-ჯერ ისევ გაოგნებული ვარ...დანამდვილებით ვიცი კისერში ლუკმაც არ გადამივა.
-დაიჯერე პრინცესავ...სასწაულებიც ხდება...-გაეცინა მეგის და შეკვეთის მისაცემად წასულ ჯავახიას თვალი გააყოლა.
-რას აიტეხე ეს კლუბი?-დაქალისკენ გადაიხარა კატო და ბრაზით გამოსცრა.
-ნუ სულელობ,არ გკიდიაა? წავიდეთ,გავერთობით...
-არ მეგი...
-მოკეტე,მოდის.-მკლავზე უჩქმიტა მეგიმ და თვალები დაუბრიალა.-იჯექი სახლში და უყურე შენს ნერვოზიან დეიდას.
-ნერვები ისედაც დაწყვეტაზე მაქვს და ნუღარ მახსენებ...
-ჰოდა გჩუმდი და გაერთე.-ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა მეგიმ და მაგიდასთან დაბრუნებულ ტატოს გაუღიმა.
********
სოფელ წოდორეთის სიახლოვეს მდებარე რანჩოზე,აუზთან,შეზლონგზე გაწოლილიყო ცისფერ საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი ნიცა.ცხვირზე დაკოსებული მზის სათვალით,ტუჩებს შორის საწრუპი მოექცია და ღიმილით ადევნებდა თვალს შორტებში გამოწყობილ მამას,რომელიც აუზიდან ახალი ამოსული გახლდათ.სველ თმაზე ხელს ისვამდა და წინ ასვეტილ მოკლედ თმა შეჭრილ ქალს სანახევროდ მოჭუტული თვალებით უყურებდა,ტუჩებზე ირონიული ღიმილი დასთამაშებდა და აშკარა იყო ქალის საუბარს არც კი უსმენდა.უყვარდა პატარა დევდარიანს აქ ამოსვლა...საოცარი ბუნება,სიმშვიდე...საჯინიბო, სადაც სულ პატარამ ისწავლა ცხენზე ჯდომა.აუზი და მყუდრო,ოჯახური გარემო.ერთი ორჯერ სასტუმროშიც დარჩნენ...ბოლო დაბადების დღის წვეულებაც აქ გადაიხადა და თითქმის ოჯახის წევრებად თვლიდა ყველა აქ მომსახურე პერსონალს.ბევრი წუწუნი არ დასჭირვებია დაჩის დასათანხმებლად,რომელმაც ერთი დღით ყველაფერი გადადო და არც უნანია.თითქოს მოუხდა მოდუნება, გონება გაანიავა და ბევრად დალაგებულად შეძლო აზროვნება.
-რაო არაოო?-გვერდით შეზლონგზე დამჯდარ მამას გახედა სიცილით ნიცამ და მის შეკრულ წარბებზე უარესად გაეცინა.
-შენ ყველა ჩემს გაღიმებას გენერალური ინსპექტორივით აკონტროლეებ?-გაეცინა დაჩის და შეზლონგზე გაწვა.
-დიდი ტვირთია ახალგაზრდა და სიმპათიური მამის შვილობა...
-წყალში არ აპირებ ჩასვლას?-სათვალე მოირგი დევდარიანმა და შვილს გადახედა.
-ცოტა ხანში...
-რა კარგია აქ...-ღრმად ამოისუნთქა მამაკაცმა.
-შენ კი ბუზღუნებდი და არ გინდოდა წამოსვლა...
-ვაღიარებ ვცდებიდი...
-არ იდარდო...მე რისთვის გყავარ?-ამაყად მოიღერა ყელი ნიცამ-თამამად შემიძლია შეცდომებზე მიგითითო...
-მიდი,გაცურე და ვჭამოთ რამე...
-ჩემი მამიკოო...-შეზლონგიდან წამომდგარი ნიცა მამას სახესთან დაიხარა და ცხვირის წვერზე ხმაურით აკოცა.-მიყვარხარ...სულ..სულ ყველაზე მეტად.-პასუხს არ დალოდებია მოხდენილი ნაბიჯებით გაემართა აუზისკენ და სულ მალე ლამაზი ნახტომით გადაეშვა ლურჯად მოლივლივე წყალში.დაჩიმ შვილს გააყოლა თვალი და ზუსტად იმ წუთს მის ტელეფონზე დაფიქსირებული ზარის გამო სახე დაემანჭა.ნომერს დახედა და სენსორს გადაატარა თითი.
-მშვიდობა გვაქვს?
-უარს აცხადებს...ქვა ააგდო და თავი შეუშვირა...არაფრის დიდებით არ მოდის გარიგებაზე.
-მაგის დედას შევ*ეცი...-კეფაზე ინსტიქტურად გადაისვა ხელი დევდარიანმა.-და მიზეზი,რას ატრა*კებს?
-მეწილე უარზეაო...
-ორი ადამიანის იყო?ვინ ჯანდაბაა მეწილე? იქნებ ის დაბროზეაა?
-საქართველოში არ ცხოვრობს..ვინმე კაკო შიოშვილი.
-ბეჟან შიოშვილის შვილიი? ეგ ლაწირაკი არ იყოო?
-არა, ძმაა...რა ვქნა? შენ დღეს მოხვალ კლუბშიი?
-შეეშვი...ვიცი რასაც ვუზამ მაგ ნაბიჭ*ვარს...-შეზლონგიდან წამოდგა და ხალხმრავლობისგან მოშორებით ბაღის მიმართულებით დაიძრა.
-რას აპირებ?
-კახას დაურეკე,სირ*ზე ეგ საწყობი ან ჩემი იქნება, ან არავისი...საწყობში არის რამეე?
-კი...ხორბალი და კიდევ კაცმა არ იცის რა ჯანდაბა...
-დაწვით.
-რა?
-რა ვერ გაიგე?!-კბილებში გამოსცრა დევდარიანმა.-დაწვით!
ტელეფონი გათიშა და უკან,აუზისკენ შემობრუნებული ნიცას გადააწყდა.
-რა ხდება?-პატარა დევდარიანი მამას გამომცდალად აკვირდებოდა.
-არაფერი პატარავ...-დევდარიანმა ფართოდ გაიღიმა და შვილს მხარზე მოხვია ხელი და შუბლზე აკოცა.-ავიღოთ ნივთები და კაფეში დავსხდეთ...სასწაულად მშია.
-გაბრაზებული ხარ?
-არა,საიდან მოიტანე? ნიცა ზედმეტად ბევრი კითხვების დასმა გიყვარს.-ლოყაზე სიცილით უჩქმიტა და მის მოწნულ,ჩანთას დასწვდა.-ხომ არაფერი გრჩება?
-არა...
კაფეში შესულებმა ტერასის მიმართულებით აიღეს გეზი და ერთ-ერთ მაგიდასთან დაიკავეს ადგილი.ნიცა მენიუს დასწვდა და შეკრული წარბებით დაიწყო სასურველი საჭმლის შერჩევა,შიგადა შიგ მენიუს ყდის ზემოდან მამას გახედავდახოლმე,რომლიც არ იმჩნევდა,მაგრამ საგრძნობლად შესცვლოდა ხასიათი.თითქოს ნაძალადევად იღიმოდა და მხოლოდ ფიზიკურად იყო კაფეში,ისე კი აშკარად სადღაც დაფრინავდა და როგორც ყოველთვის დევდარიანის გონება ელვის სისწრაფით მუშაობდა,ხარშავდა და გათვლას აკეთებდა რა შეიძლება მოჰყოლოდა მის გადაწყვეტილებას,როგორ მოიქცეოდა ყველაფრის მისაჩქმალად და ამ ყველაფრის მერე რას უზამდა გაბედავას? რომელიც იმაზე შენძრ*ეული აღმოჩნდა ვიდრე დევდარიანს ჰქონდა წარმიდგენა.ერთი შეხედვით ბუნჩულა,მშიშარა კაცის მიღმა გაქნილი გაიძვერა იმალებოდა, აღებული ვალის დაბრუნებას რომ არც კი ცდილოვდა და ყველანაირი ხრიკით ცდილობდა ისე გამომძვრალიყო ყველაფერი ხახვივით შერჩენოდა.
-მე სალათი მინდა.-ნიცას ხმამ გამოარკვია.
-რა?
-სალათს შევჭამ..შენ?
-მეც იმავეს.
-კარგიი...
უხმოდ მიირთვეს,ნიცას კითხვებს მოკლე მოკლე პასუხებით იგერიებდა,მის სიცილს ღიმილით პასუხობდა და ცდილობდა არაფერი შეემჩნია.ბოლოს როგორც იქნა გადაწყვიტეს სახლში დაბრუნება,შვილი სახლის კართან ჩამოსვა მანქანიდან და გეზი პირდაპირ კლუბისკენ აიღო.მანქანა ავტოსადგომზე დააპარკინგა და უკანა შესასვლელიდან კიბეებს სირბილით აუყვა.დარბაზში შეიხედა,სადაც ბარმენის გარდა არავინ იყო.ახალგაზრდა ბარმენი გუმოდგინედ აპრიალებდა კოქტეილის ჭიქებს.
-დათო სად არის?
-ბატონო დაჩი...
-უთხარი კაბინეტში ამოვიდეს,დროულად!-თითქმის იღრიალა და მეორე სართულისკენ გაეშურა.კაბინეტის კარი შეანგრია და სიგარეტს მოუკიდა.
-რა იყო ხანძარიაა?!-დაახლოებით ხუთ წუთში ფეხდაფეხ მოჰყვა დავითიც.
-იმ ახვა*რს გამოძვრომა უნდა...-კბილებში გამოსცრა დაჩიმ და ღრმა ნაპასი დაარტყა.
-რას აპირებ?-სახე დაუსერიოზულდა დავითს.
-პატარა ჭკუის სასწავლებელ გაკვეთილს ჩავუტარებ...
-არ გინდა....მისმინე ძმაო...
-მინდა...კი,როგორ არ მინდა.ორი ბიჭი წამოიყვანე და გავდივართ.
-ეხლაა?-ხმას აუწია დავითმა.
-ეხლა,ხვალ რა მნიშვნელობა აქვს? რაც მალე მოვამთავრებ მაგ საქმეს უკეთესი...გავედით.-სიგარეტი ტუჩის კუთხეში გადაიტანა და პიჯაკს წამოავლო ხელი,კარისკენ დაწინაურდა და პირველმა დატოვა კაბინეტი.დავითს ბევრი ლაპარაკი აღარ დაუწყია,დევდარიანი დაჭრილი ლომივით გამძვინვარებული იყო და ეხლა მასთან ლაპარაკი წყლის ნაყვა გამოდიოდა.მაინც ვერ გაიგებდა,არ მოუსმენდა და საბოლოოდ ყველაფერს ისე გააკეთებდა როგორც თავად სურდა.მისი სურვილები კი მინიმუმ პატარა ტრამვებით, მაქსიმუმი კი საშინელი ფიზიკური ანგარიშსწორებით მთავრდებოდა.მთავარი იყო რომ მის გვერდით იქნებოდა და ბოლოს და ბოლოს შეეცდებოდა მისი მრისხანების შედარებით მოთოკვას მაინც...საკითხავია გამოუვიდოდა კი?
ვასილ გაბედავა, სამზარეულოში ერთ კაცზე გაშლილ სუფრას მისჯდომოდა და უხეიროდ იღეჭებოდა. კარზე დარეკილმა ზარმა რომ მიიქცია მისი ყურადღება.ამ დროს არავის ელოდებოდა,ამიტომ ზოზინით წამოდგა სკამიდან და "ნაიკის" რეზინის ფოსტლების ფლატუნით გაემართა კარის გასაღებად.გასაღები გადაატრიალა და მძიმე რკინის კარი ბოლომდე გამოხსნა.ზღურბლზე მდგარ დაუპატიჟებელ სტუმარს წარბ შეკრულმა შეხედა და სახეზე ცარცის ფერი დაედო.
-სტუმრებს არ მიგვიღებ?-ხელები ფართოდ გაშალა სტუმარმა და სახეზე ზიზღ ნარევი ღიმილი აიკრა.

*******
საათის ისრები ღამის პირველ საათს აჩვენებდა.კაბინეტში იჯდა,ვისკის ჭიქა თითებში მოემწყვრდია და საბარძლის საზურგეს მიყრდნობილი უაზროდ მიშტერებოდა ერთ წერტილს...რამდენიმე ჭიქა ვისკის თავისი საქმე გაეკეთებინა...ოდნავ შემთვრალი,თავს უცნაურად გრძნობდა.სიგარეტის ღერი ტუჩებს შორის მოიქცია და ჭიქა პირთამდე შეავსო მწველი სითხით, სავარძლუდან წამოდგა და კაბინეტი დატოვა.დერეფნის ბოლოს გასულმა კარი შეაღო და ვრცელ დარბაზში შეაბიჯა, რომელსაც მუქი განათება უცნაურ ელფერს სძენდა.ტყავის სავარძლები და სავარძლებს შორის მოთავსებული შუშის მაგიდები,ბარის დახლი და საზოგადოების ის ნაწილი, რომელთაც დარბაზში ცეკვის ნაცვლად განმარტოვება და სავარძელში კომფორტულად ჯდომა ერჩივნათ.მოაჯირთან მისულმა სიგარეტს მოუკიდა და ხელის გულივით გადაშლილ დარბაზს ზემოდან დახედა...
დიჯეი ცეკვის ეშხში შესულ საზოგადოებას ისე ახელებდა როგორც ცეცხლზე დასხმული ნავთი...წამში რომ ალდება და ცეცხლის ენებში ჰხვევს ყოველივეს.ჰაერი დამძიმებული და დამუხტულიყო.იქ მყოფთაგან ყველაზე მეტად გამოირჩეოდა.ის,რომელიც ვითომ შეუმჩნეველი, იმდენად შესამჩნევი იყო დევდარიანის თვალებს დიდხანს არ უძებნია,დარბაზისთვის ერთი მზერის მოვლებაც კი საკმარისი იყო მის შესამჩნევად.მუხლამდე კაბა ეცვა,თმა გაშლილი საოცრად ირხეოდა,თვაზე შემოწყობილი იდაყვებში მოხრილი მკლავებით,თვალებ დახუჭული სულის შემხუთველად მოძრაობდა,მრგვალი თეძოები,სავსე მკერდი და თამამი დეკოლტე.ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოექცია და მარტო ის და მელოდია იყვნენ...უცხოელი დიჯეის შექმნილი მუსიკას, მთელი სხეულით რომ გრძნობდა ჩხეიძე.სასმელმა გაათამამა დევდარიანი,ვერც კი გაიაზრა ისე ჩაცალა ვისკი და კიბეზე დაეშვა.
მუსიკის ჰანგებში ჩაძირული მუცელზე შემოხვეულმა ხელმა უკან გასწია და თვალები არ გაუხელია ისე დანებდა ხელის პატრონს,ზურგით ძლიერ სხეულზე აკრული მასთან ერთად მოძრაობდა.თავი უკან გადასწია და კეფით მხარზე მიეყრდნო.მიუხედავად ტანისამოსისა მაინც უხურდა ზურგი,კისერთან კი ცხელ ამონასუნთქს გრძნობდა, რომელიც ალკოჰოლის და სიგარეტის უცნაურად სასიამოვნო სურნელით გაჟღენთილიყო.ეს ტატო ნამდვილად არ იყო,გველ ნაკბენივით გაახილა თვალები როდესაც ყბის ძვალზე მხურვალე ტუჩების შეხება იგრძნო.თეძოზე კი ძლიერი თითები...გაწევა სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა. ხელებმა ისევ უკან დააბრუნა,მჭიდროდ შებოჭილი ვერც შებრუნებას და უცნობის სახის დანახვას ახერხებდა.
-მშვიდად...-ყურში ჩურჩულით ნათქვამ სიტყვას ამოყოლილი მხურვალე ამონასუნთქი და ისევ წყეული ტუჩების შეხება ყურის ძირთან.უცნაური იმპულსები რომ დააგზავნა მთელს სხეულში.არ დამფრთხალა,არც ნერვიულობდა, უბრალიდ სურვილი ჰქონდა უცნობის ვინაობა გაეგო.მუსიკის დასრულებამდე მჭიდროდ რომ ჰყავდა შებოჭილი და მის სხეულს მინდობილი ცეკვავდა,მის თმებში სახით ჩარგული ღრმად სუნთქავდა დამათრობელ სურნელს და შიგადაშიგ კოცნასაც უტოვებდა საჩუქრად.მუსიკა დამთავრდა და მანამდე გახურებულ ზურგზე სიცივე იგრძნო,სხეული დაუმსუბუქდა და აღარც ხელებს გრძნობდა მუცელზე და თეძოებზე.აღარც მისი ამონასუნთქი ეფრქვეოდა მაღალ კისერზე...არც მისი აჩქარებული გულისცემა იგრძნობოდა მის სხეულზე.გიჟივით შეტრიალდა ზურგისკენ და ნაცრისფერი თვალები შეშლილივით მოატარა დარბაზს...არსად იყო,არ იცოდა ვინ იყო, ან სად წავიდა. ტატო ბარის დახლთან იჯდა მათ საერთო მეგობართან საუბარში გართული,მათთან იჯდა მეგიც რომელიც მანამდე მასთან ერთად ცეკვავდა და ისე შეუმჩნევლად დაბრუნებულიყო დახლთან,ვერც კი გაიგო.ჯავახიას აწეულ ხელს,ხელის აწევით უპასუხა და მათკენ არეული ნაბიჯებით გაემარატა.მიახლოვებული ბიჭის გაშლილ მკლავებში ჩაიკარგა, რომელმაც მჭიდროდ ჩაიხუტა და მის ტუჩებს მისწვდა.არა, ნამდვილად არ იყო ტატო...ტატოს არ ჰქონდა სიგარეტის სურნელთან არეული იმ სუნამოს სურნელი რომელსაც ისე მძაფრად გრძნობდა, ეგონა ცხვირში ჰქონდა ჩარჩენილი.
-წავიდეთ?-ხმამაღალი მუსიკის გამო ლამის ყურში ჩაჰყვირა მეგის.
-წავიდეთ,ოღონდ ჯერ საპირფარეშოში გავიდეთ.-თავით საპირფარეშოების მიმართულებით ანიშნა მეგიმ და მაჯაზე ჩაავლო თითები.დერეფანში გასულები სწრაფი ნაბიჯებით მიიწევდნენ.ხმამაღალი მუსიკის და რამდენიმე საათიანი ქუსლებზე დგომისგან ფეხები სტკიოდა ჩხეიძეს.ერთი სული ჰქონდა სახლში წასულიყო და დაესვენა.დარბაზისგან განსხვავებით დერეფანში ისე ხმამაღლა აღარ ისმოდა მუსიკის ხმა და თავისუფლად ესმოდათ ერთმანეთის საუბარი.
-ვინ იყო ის ტიპი?-მკლავში სწვდა მეგი დაქალს და შეაჩერა.
-ვინ ტიპი?
-წეღან ვისაც ეხუტებოდი...ჯანდაბა, გადაირიე ხოო? კიდევ კარგი ტატოს არ დაუნახიხარ...
-მე რა შუაში ვარ?-გაეცინა კატოს და საპირფარეშოს კარი გაგულისებულმა გამოხსნა.-შედი და ბევრს ნუ მელაპარაკები,იქ რომ ყოფილიყავი და ჩემთან ერთად გეცეკვა თავის მართლებაც არ მომიწევდა.
-მე თუ შენთან ვიცეკვებდი აღარავის ჩაეხუტებოდიი?-ნიშნის მოგებით აუწია წარბი მეგიმ და ერთ-ერთი კაბინის კარი შეაღო.საუბარი აღარ გაუგრძელებია,ეზარებოდა თავის მარათლება მით უმეტეს როდესაც საერთოდ არ იყო დამნაშავე.ხელები გადაიბანა და პირველი გამოვიდა დერეფანში. ტელეფონს დახედა,ორი სრულდებოდა.ეკრანი დაბლოკა,ხელჩანთაში ჩააგდო და ის იყო ჩახრილი თავი ასწია ვიღაცას რომ დაეჯახა,რომელსაც მომაჯვებული ტელეფონი გაუვარდა და იატაკზე ხმაურით დაეხეთქა.
-ჯანდაბა...უკაცრავად.-დამნაშავე ხმით წამოიძახა და იატაკზე დავარდნილ ტელეფონს დახედა,რომელიც პატრონმა აიღო და წელში გასწორებულმა არანაკლებ გაკვირვებული სახით დახედა,მოულოდნელობისგან ცოტა არ იყოს და დაბმეულ ქალს.ბოლოს ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა და ცივად მიუგდო:
-არაფერია...დამშვიდდი.
-ჩემი ბრალია..მაპატიეთ,წინ არ ვიყურებოდი.
-არაფერია,არაუშავს...მომავალში აუცილებლად გაიხედავ წინ.-ფართოდ გაუღიმა მამაკაცმა და წარბები შეიჭმუხნა თითქოს რაღაცას იხსენებსო ბოლოს კი ისევ გაეღიმა.-რა პატარაა თბილისიი-თითები გაატკაცუნა მამაკაცმა და მზერაში უცნაურად აუკიაფდა ანცი ჭინკები.-კატერინა...როგორ ხარ?
-მადლიბა,კარგად.-არ იცოდა კატომ უნდა გახარებოდა თუ სწყენოდა,მოულოდნელად გადაყრილი დეიდის ყოფილი საყვარელი,რომლის გამოც თათული ისევ და ისევ დეპრესიას ებრძვოდა, ის კი განგების დაცინდვიდან გამომდინარე უკვე მეორედ ხვდებოდა სრულიად შემთხვევით.
-გამარჯობაა-მეგიმ,რომელიც იმ წუთს გამოსულიყო საპირფარეშოდან სველი ხელსახოცი ნაგვის ყუთში მოისროლა და ჯერ კატოს შეხედა, შემდეგ კი მამაკაცი შეათვალიერა დიდი ინტერესით თხემით ტერფამდე.
-მოხვედიი...-მკლავში სწვდა კატო დაქალს და დევდარიანს გაუღიმა.-გამიხარდა თქვენი ნახვა,წარმატებებიი.
-იგივეს თქმა შემიძლია მეც...-თავი დინჯად დაუქნია გოგონებს დაჩიმ და იქაურობას ისე გაეცალა უკან აღარ მოუხედია.
-ეს ვინ ჯანდაბა იყოო?!-დევდარიანი თვალს მიეფარა თუ არა აჟიტირებული მეგი,მკლავში სწვდა კატოს.
-რა ცნობის მოყვარე ხარ მეგიი?-თვალები აატრიალა კატომ.-ჩემი ყოფილი,პოტენციური ბიძა...
-რა?-თვალები დაქაჩა მეგიმ
-ხო,ეს არის ის ნაბიჭ*ვარი დევდარიანი.
-გოგო,ამ კაცის გამო თათული კი არა მეც სიამოვნებით დავღვრიდი ცრემლებს...-აკაკანდა მეგი და ჩხეიძის შეკრული წარბების დანახვაზე უთავმოყვარეო ხარხარზე გადავიდა.
-წამოეთრიე,სახლში მინდა წასვლა.-მკლავში სწვდა და თითქმის სირბილით გაიყვანა დარბაზში.კიდევ ცოტა ხნით დარჩნენ...მეგობრებთან ერთად იდგა ჩხეიძე და წუთითაც აღარ მოშორებია ჯავახიას,რომელსაც წელზე ძლიერად შემოეხვია ქალისთვის ხელი და შიგადაშიგ ვნებიანად უკოცნიდა მაღალ კისერს.გართობა გრძელდებოდა,მუსიკა,სასმელი და მზერა რომელსაც ვერ ხედავდა კატო მაგრამ ქვეცნობიერად გრძნობდა.არ იცოდა ვინ უყურებდა,ან საიდან, მაგრამ იცოდა როგორ უხურდა ზურგი...სუნთქვა გაუძნელდა და უხერხულობისგან სად წასულიყო აღარ იცოდა.შვებით ამოისუნთქა, როდესაც ბოლოს და ბოლოს გადაწყვიტეს კლუბის ტერიტორიის დატოვება.ეზოში გამოსულმა ღრმად ჩაისუნთქა გრილი ჰაერი და იგრძნო როგორ მოედო გახრულებულ სხეულზე სიცივე.შეამცივნა და მოიბუზა.
-შეგცივდაა?-მხრებზე ხელები ჩურჩულით მოხვია ჯავახიამ და ხელის გულებით შეეცადა მისი გაყინული მხრების გათბობას.
-ცოტა...-დაბნეულმა ახედა ზემოდან დაჩერებულ ბიჭს რომელიც ამღვრეული მზერით დაიხარა მისი ბაგეებისკენ და სურვილით მისწვდა.
-მიყვარხარ...სიგიჟემდე მიყვარხარ კატო.-ჩხეიძის სახე ისე მოიქცია ხელისგულებში კოცნა არ შეუწყვეტია.არც სახის გაწევის უფლება მისცა დაბნეულ გოგოს.
-მეც მიყვარხარ...-ამოიჩურჩულა კატომ და სახე მის კისერში ჩარგო.ღრმად ჩაისუნთქა მისი სურნელი და წელზე შემოხვია წვრილი მკლავები.
-დავიშალეთ?-ჯაბამ სიგარეტი მოისროლა და მეგის ხელ მკლავი გამოსდო.-ჩვენ ტაქსით წავალთ...მივაცილებ მის უდიდებულესობა მეგის.
-კარგი,დაგირეკავ.-ხელი აუწია ტატომ და კატოს საკუთარი მანქანისკენ გაუძღვა.
*******
-ერთი ამ ტატო ჯავახიაზე გამირკვიე ყველაფერი..ვნახოთ რა ჩიტია.-მოაჯირს ზურგით მიეყრდნო დევდარიანი და ხელში მომწყვრდეული სანთებელა თითებს შორის დაატრიალა.
-მამულაშვილის ოფისში მუშაობს,წელს დაამთავრა ბიზნეს მართვის ფაქულტეტი.მაგისტრატურა,დიდხანს არ უძებნია სამსახური მამამისის ნაცნობია კოტე მამულაშვილი და ზარი ახლობელატან,ქვას ხეთქავს ხომ იცი.-გაეცინა დავითს და ეშმაკური ღიმილით ახედა მეგობარს.რომელიც შეკრული წარბებით ისევ თითებს შორის ატრიალებდა სანთებელას.
-ოფისის ვირთხაა?-გაეცინა დაჩის.-ისე, ეხლა გამახსენდა ბატონი კოტე ჩემთან ვალშია..არ გახოსვ იმ ტენდერის საქმეზე სიტყვა რომ შევაწიეთ...
-რას ჩალიჩობ?-წარბები შეკრა დავითმა.
-არაფერს...ღადაობ? რა გგონია დავრეკავ და ვეტყვი ეგ ვიღაც ყლი*ფონა სამსახურიდან გაუშვას? ეგეთი სტრანი როჟა ვარ?-ისე გაიკვირვა თავადვე გაეცინა.
-მის ოჯახზე რა ამბები გვაქვს?
-რავიცი ტო...დედა დიასახლისი,მამა ჩვეულებრივი მუშა კაცია.ძმა ჰყავს უფროსი, დიდი ვერაფერი მოხელეა ციხე -ციხე დაეთრევა ბავშვობიდან.ეხლა მგონი სვაბოდაზეა და უმუშევრად ზის ეზოში და დომინოს ნურახუნებს.
-რა გინდა შეუფასებელ ოჯახში შედის ჩემი გოგო...-გაეცინა და სხეულში უცნაურად გასცრა კატოს"ჩემი გოგო"თი მოხსენიებაზე.
-საქორწინო საჩუქრად საოჯახო ტექნიკას თუ დაუთრევ ვაბშე მაგარი.-ახარხარდა დავითი და კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა მისმა მობილურმა რომ დარეკა.ნომერს დახედა და ისედაც ჩუმად მყოფ დევდრაიანს ხელის აწევით ანიშნა ჩუმადო.-აბა,რა ამბებია ბატონო კახა?მართლაა?! ძმა ხარ...ხომ იცი ვალში არ დაგრჩებით,გაიხარე.მიდი,მიდი გაგაზე.-ტელეფონი გათიშა და დევდარიანს გახედა რომელიც ინტერესით აკვირდებოდა.
-დიდი ფეიერვერკი...ბუხ...ხუთი მილიონი ჰაერში აფრინდა.-ხელი -ხელს შემოჰკრა და ჭერისკენ აიქნია.
-ამის დედაც...-გაეცინა დევდარიანს.-მართლაც რომ ამის დედაც...წავედი სახლში,დღეს მშვიდად დამეძინება.-სანთებელა დავითის მიმართულებით გადააგდო რომელმაც ოსტატურად დაიჭირა და აუჩქარებელი ნაბიჯებით გაემართა გასასვლელისკენ.
скачать dle 11.3

№1  offline წევრი დარინა

ამ მიყვარხარს ეს გოგო ტყუილად ნუ ამბობს, ყურება ყურებაში ცხვირწინ ქალს ახევენ და ხელს არ ანძრევს ღირსია ცხვირწინ რომ აწაპნოს, ცოტა არ იყოს და უმოქმედობით ნერვებს მიშლის დაჩიკო, როგორ აფათურებიებს ხელებს მის ქალზე ვერ ვხვდები, იმის თქმა არ მომწყინდება რომ მე შენზე ვგიჟდებიი, შენი არსებობა მახარებს.

№2  offline ახალბედა მწერალი ფ ე ფ ო

დარინა
ამ მიყვარხარს ეს გოგო ტყუილად ნუ ამბობს, ყურება ყურებაში ცხვირწინ ქალს ახევენ და ხელს არ ანძრევს ღირსია ცხვირწინ რომ აწაპნოს, ცოტა არ იყოს და უმოქმედობით ნერვებს მიშლის დაჩიკო, როგორ აფათურებიებს ხელებს მის ქალზე ვერ ვხვდები, იმის თქმა არ მომწყინდება რომ მე შენზე ვგიჟდებიი, შენი არსებობა მახარებს.

:დ:დ:დ რაქნას აბა ხო არ ეტაკება ამ გოგოს...რამე ნაირად ხომ.უნდა დაუახლოვდეს :დ:დ უყვარს ამ გოგოს კიდე ის ბიჭი და მოკალით ჰაა...

№3 სტუმარი ......m....

როგორ გამიხარდა, რომ გამოჩნდი ახალი ისთორიით და ახალი თავით, ყოველთვის ვადევნებ შენს სიახლეს თვალს.
წარმატებები!
ახლა უნდა წავიკითხო და დაგიბრუნდები.

№4  offline ახალბედა მწერალი ფ ე ფ ო

......m....
როგორ გამიხარდა, რომ გამოჩნდი ახალი ისთორიით და ახალი თავით, ყოველთვის ვადევნებ შენს სიახლეს თვალს.
წარმატებები!
ახლა უნდა წავიკითხო და დაგიბრუნდები.

ვაიმეე..მადლობა.მეც გამიხარდა თუ გაგახარე...:* იმედია მოგეწონება.მადლობა

№5 სტუმარი ლიამი

მაპატიე მაგრამ საერთოდ ვერ ვხვდები ამ ისტორიაში რა არის მოსაწონი?
ესეთი კაცი როგორ უნდა მოგწონს თუნდაც ისტორიაში ადამიანს?
გულის ამრევია, აი გული მერევა ესეთ საზიზღარ კაცებზე.
ჯერ ცოლი დაიკიდა, მერე თათული, ნუცა, თიკა, ახლა კატო?
და დავიჯერო გოგოებო მართლა მოგწონთ დაჩის პერსონაჟი?
ამაზრზენია.
იდეალური ქალია თათული და ტიპი მის დიშვილს დასდევს პედოფილია?
თავისზე რამდენი წლის პატარა გოგოს შეშლილივით დაჰყვება.
არც მამა ყავს და არც ძმა თორე უნდა მოკლან დაჩის ნაირი არაკაცი.
შოკში უფრო ვარ...
ახლა რა გამოვა დაჩის როგორც უნდა ისე უნდა იყოს?
ქალი გასუქდება უნდა დაშორდედ, ქალს თმა აბურდული იქმება უნდა დაშორდეს, ქალი ბავშვს გააჩენს უნდა დაშორდეს?
ჯერ თათული გააუბედურა, ეხლა თიკას ეჩალიჩება.
თავს შეაყვარებს, მიატოვებს და ბოლოს შვილის ტოლ ბავშვთან ერთად ბედნიერი იცხოვრებს?
მაპატიეთ და მე მგვრის ეს მხოლოდ გულის რევას და მარაზმს?
ისე ჩვენში დარჩეს და ტრა კამდე თმები მაგარი გოიმობაა, გადავიდა მოდიდად...
ყველაფერს რომ შეეშვა გოგოს ბიჭი ყავს, მოწონს, ხვდება და დაჩი ყოფილა ესეიგი ბატონ-პატრონი სამყაროსო და მაგათ შორისაც უნდა ჩადგეს.
ქალები ხართ ბოლო ბოლო უმეტესობა და ესეთი რაღაცეები რატომ გსიამოვნებთ?
ათას ქალს ტკენს და ამაზრზენია, ესეთ ტიპებს სახეს უნაყავენ და მერე აუპატიურებენ...
კი კაცებს აუპატიურებენ, იმიტომ რომ არავის პატივისცემა არ აწვს და არაკაცია.
მიყვარს ფეფო შენი ისტორიები არ გეგონოს რაღაცას ძალით გიწერ ან მტერი ვარ ან კონკურენტი, უბრალოდ საშინლად გამაღიზიანებელია დაჩი და ვერ ვიტან ესეთ კაცებს.
ეს ჩემი აზრია, ამის შემდეგ ერთ თავსაც წავიკითხავ და თუ იგივე მარაზმით გაგრძელდა მე დავასრულებ ამ ისტორიის კითხვას და დაველოდები სხვას, რომელიც არაკაცის გაიდიალებას არ შეეხება <3

№6 სტუმარი ფეფო

ლიამი

მადლობა რომ წაილითხე :* არა ნამდვილად არ ჩამითვლიხარ მტრად და კონკურენტად შენი აზრის დაფიქსირების გამო. :* უბრალოდ ტრაკამდე თმა სად მიწერია და კიდევ შვილის ტოლი? ეგ ვერ გავიხსენე :დ :დ ნუ რაც არის ეს არის..დაჩი იდეაში ცუდი ტიპია და ზუტად ისაა რაც მინდა რომ გამოვიდეს.ნაბი*ჭვარი,ყველაფერზე წამსვლელი ტიპი.მექალთანე ხასიათით და ჰგონია დედამიწა მის ირგვლივ ბრუნავს...ჰოდა თუ გულის რევის შეჰრძნწბას იწვევს,სიბრაზეს,ზიზღს ესეიგი მიზანი მიღწეულია და ზუსტად ის არის ვინც უნდა იყოს :*
ძალიან დისი მადლობა..იმედი მაქვს მომდევნო თავის მერეც გაგიჩნდება კითხვის სურვილი.

№7  offline წევრი სიბილა

ბუჰ)))რა დღეშია ეს

№8 სტუმარი ფეფო

სიბილა
ბუჰ)))რა დღეშია ეს

ფეიერვერკი :დ:დ:დ

№9  offline წევრი სიბილა

ფეფო
სიბილა
ბუჰ)))რა დღეშია ეს

ფეიერვერკი :დ:დ:დ

smile smile

№10 სტუმარი სტუმარი ნინა

ცეკვისას კი იგრძნო ტატო რო არ იყო და რას აყვა?არადა ტატო უყვარს რო კითხო მოკლედ მაგარი ბატია კატიუშა..

№11 სტუმარი სტუმარი ნინა

ვერ ვიტან ასეთ ჩამოუყალიბებელ ადამიანს..გამოდის ტატოს ეთამაშება :(

№12  offline წევრი Tamara Tamo

ფეფო, მე მგონი შენს ნაწერებზე age control უნდა დავაწესოთ :))). პატარა და "ძაან რომანწიკა" მკითხველების გემოვნებაში არ ჯდები და არც გეშვებიან :)))))))

№13  offline წევრი ნანა73

შეიძლება შენი პერსონაჟი მამაკაცები დამსახურებულად იღებენ იმ "ქათინაურებს" რასაც უხვად უძღვნის მკითხველი, მაგრამ პირადად ჩემთვის ისინი პატივისცემას ერთი მიზეზის გამო მაინც იმსახურებენ - არასდროს ღალატობენ საყვარელ ადამიანებს და ნამდვილ სიყვარულს! დანარჩენზე არაფერს ვამბობ. მიყვარხარ ყოველთვის! ❤️❤️❤️

№14 სტუმარი ......m....

ფ ე ფ ო
......m....
როგორ გამიხარდა, რომ გამოჩნდი ახალი ისთორიით და ახალი თავით, ყოველთვის ვადევნებ შენს სიახლეს თვალს.
წარმატებები!
ახლა უნდა წავიკითხო და დაგიბრუნდები.

ვაიმეე..მადლობა.მეც გამიხარდა თუ გაგახარე...:* იმედია მოგეწონება.მადლობა

საინტერესო, მიმზიდველი და იდეალურია, როგორც სხვა შენი შექმნილი ისტორიები.
ძალიან მომეწონა და მოლოდინის რეჟიმი ჩართულია :).
წარმატებები კიდევ ბევრჯერ!

№15 სტუმარი სტუმარი ენ ბლექი

ისე არ მითქვამს ამიტომ ახლა გეტყვი...
კატო ის პერსონაჟი ქალი გამოგდის როგორი ქალიც სულ მინდოდა რომ მენახა შენს ისტორიაში. ❤

№16 სტუმარი Tako

Dadet ra gagrzelebaaa

№17 სტუმარი ფეფო

Tako
Dadet ra gagrzelebaaa

დავდებ აბა სად წავალ :დ:დ:დ დღეს დავდებ მოგვიანებით.

№18 სტუმარი Tako

Cota malee tore camivida guli ise minda cavikitxoo????????

№19 სტუმარი Nia

Rogor gelodebi ro icode exlave dadebdi :)

№20 სტუმარი Tiko Tikuna

mec rogor velodebi :(

№21 სტუმარი სტუმარი ნანა

იცით რა მაინტერესებს, რა ხდება ამ ხალხს რა აცოფებს, ასე ვთქვათ, რა მოხდა რომანია რაც გინდათ იმას დაწერთ, რაც უნდათ იმას დაწერენ ხალხო ეს კრიტიკა რა უბედურებაა, გინდა მოგწონს წაიკითხე, არ გინდა არ მოგწონს არ წაიკითხო. ვინმე აძალებს ნეტავ. უბრალოდ ძალიან ბევრჯერ ამ კრიტიკით და კომენტარებით წერა შეაძულეთ ბევრს ამ კრიტიკოსებმა. ადამიანს რაც გამოსდის იმას წერს, თან კარგად გამოსდის. უკეთესი იქნებ თბვენ გამოგდით და გაგვაცანით თქვენი შემოქმედება. ამ საიტზე არის რამდენიმე ათასობით ნახვა აქვთ მაგრამ მე არ მომწონს ვერ ვკითხულობ, არც ვაკრიტიკებ. არიან ხუთასამდე ნახვაც არა აქვს მაგრამ ძალიან მომწონს, მეკითხება სასიამოვნოდ. თქვენ კი გელოდებით ხოლმე როდის დაასრულებთ რომ ერთბაშად წავიკითხო.

№22 სტუმარი Tako

Aba davdebo gagrzelebaso??sad aris ,kargit raq,gtxovt iqneb dadot gagrxeleba,dzalian minda cakitxva

№23 სტუმარი ფეფო

Tako
Aba davdebo gagrzelebaso??sad aris ,kargit raq,gtxovt iqneb dadot gagrxeleba,dzalian minda cakitxva

შენ რაიყო ჩასაფრებული ხარ? აუცილებლად უნდა გადავდო ყველაფერი და ისტორია დავდო რადგან მელოდებიი? ჯერ ერთი ორ დღეში ერთხელთქო მიწერია და დღეს არის მეორე დღე.(არ გეჩხუბები ცუდად ვარ და უბრალოდ ვიღრინები) მერე მეორე რავი როგორც ვიცი მწერლებიც ადამიანები ვართ და ყველას გვა ვს გაუთვალისწინებელი სიტუაციები პირად ცხოვრებაში.სულ საიტზე ვერ ვიჯდები მოცლილივით...ასე რომ წითელი ცირკულარით ძებნას და ცოტა არ იყოს უტაქტო პრეტენზიებს.რას ჰქვია რატომ არ დადეე?! ხო თქვიი?! მალე დადეეეე....ნუ ვინც მიცნობს ამის ახსნა არ არის მისთვის საჭირო,ისედაც მუცნობს.ვინც არ მიცნობს უბრალოდ პრეტენზიებით ჩემთან ფონს ვერ გავა...უკაცრავად,ცუდი დღე მაქვს როცა მოვახერხებ დავდებ.

№24 სტუმარი elene

ჩასაფრებული რას ნიშნავს უკაცრავად? რომ მოსწონს შენი ისტორია და კითხულობს იმიტომ შემოდის ასე ხშირად და აინტერესებს როდის დადებ თან როცა დაწერე რო დადებდი საღამოს,მაგრამ ხო ხდება გაუთვალისწინებელი შემთხვევები უბრალოდ აქ პრობლემა მაგაში არ არის.ეგეთი ტონით შენს მკითხველთან ფონს ვერ გახვალ;) მადლობა თქვი ხალხი თუ ელოდება))))) და ცუდ ხასიათზე თუ ხარ კომენტარისგან თავი შეიკავე საყვარელო. შენც არ მყავდეე დიდი მწერალი რა...

№25 სტუმარი ფეფო

elene

რჩევისთვის მადლობა ძვირფასო ელენა...:დ:დ:დ დიდი მწერალი ვარ თუ პატარა მაგაზე არ შეგეკამათები. მადლობას გიხდი რომ კითხულობ.უღრმესი მადლობა :*

№26 სტუმარი elene

[quote=ფეფო][quote=elene][quote=ფეფო][quote=Tako]Aba davdebo gagrzelebaso??sad aris ,kargit raq,gtxovt iqneb dadot gagrxeleba,dzalian minda cakitxva[/quote]
შენ რაიყო ჩასაფრებული ხარ? აუცილებლად უნდა გადავდო ყველაფერი და ისტორია დავდო რადგან მელოდებიი? ჯერ ერთი ორ დღეში ერთხელთქო მიწერია და დღეს არის მეორე დღე.(არ გეჩხუბები ცუდად ვარ და უბრალოდ ვიღრინები) მერე მეორე რავი როგორც ვიცი მწერლებიც ადამიანები ვართ და ყველას გვა ვს გაუთვალისწინებელი სიტუაციები პირად ცხოვრებაში.სულ საიტზე ვერ ვიჯდები მოცლილივით...ასე რომ წითელი ცირკულარით ძებნას და ცოტა არ იყოს უტაქტო პრეტენზიებს.რას ჰქვია რატომ არ დადეე?! ხო თქვიი?! მალე დადეეეე....ნუ ვინც მიცნობს ამის ახსნა არ არის მისთვის საჭირო,ისედაც მუცნობს.ვინც არ მიცნობს უბრალოდ პრეტენზიებით ჩემთან ფონს ვერ გავა...უკაცრავად,ცუდი დღე მაქვს როცა მოვახერხებ დავდებ.[/quote]
ჩასაფრებული რას ნიშნავს უკაცრავად? რომ მოსწონს შენი ისტორია და კითხულობს იმიტომ შემოდის ასე ხშირად და აინტერესებს როდის დადებ თან როცა დაწერე რო დადებდი საღამოს,მაგრამ ხო ხდება გაუთვალისწინებელი შემთხვევები უბრალოდ აქ პრობლემა მაგაში არ არის.ეგეთი ტონით შენს მკითხველთან ფონს ვერ გახვალ;) მადლობა თქვი ხალხი თუ ელოდება))))) და ცუდ ხასიათზე თუ ხარ კომენტარისგან თავი შეიკავე საყვარელო. შენც არ მყავდეე დიდი მწერალი რა...[/quote]
რჩევისთვის მადლობა ძვირფასო ელენა...:დ:დ:დ დიდი მწერალი ვარ თუ პატარა მაგაზე არ შეგეკამათები. მადლობას გიხდი რომ კითხულობ.უღრმესი მადლობა :*[/quot
რისი მადლობა გენაცვალე:*

№27 სტუმარი Tako

Ra pasuxia fefo xar tu vigac eg???shen tu cud xasiatze xar shentvis sheinaxe,me txovnit mogmarte tu caikitxe da tu arc dadeb aj dardi nu geshinia ar movkvdebi tu at cavikitxe,ra sasaciloa ragac dacera da tavi didi vinme gonia,ratom givardebat tavshi tu vinmem mogcerat rame dadebiti?mikvirs tqvenistana xalxi,mismime sanam vinmes eset rames micef jer dafiqrdi

№28  offline წევრი მე-ოცნებე

ლიამი
მაპატიე მაგრამ საერთოდ ვერ ვხვდები ამ ისტორიაში რა არის მოსაწონი?
ესეთი კაცი როგორ უნდა მოგწონს თუნდაც ისტორიაში ადამიანს?
გულის ამრევია, აი გული მერევა ესეთ საზიზღარ კაცებზე.
ჯერ ცოლი დაიკიდა, მერე თათული, ნუცა, თიკა, ახლა კატო?
და დავიჯერო გოგოებო მართლა მოგწონთ დაჩის პერსონაჟი?
ამაზრზენია.
იდეალური ქალია თათული და ტიპი მის დიშვილს დასდევს პედოფილია?
თავისზე რამდენი წლის პატარა გოგოს შეშლილივით დაჰყვება.
არც მამა ყავს და არც ძმა თორე უნდა მოკლან დაჩის ნაირი არაკაცი.
შოკში უფრო ვარ...
ახლა რა გამოვა დაჩის როგორც უნდა ისე უნდა იყოს?
ქალი გასუქდება უნდა დაშორდედ, ქალს თმა აბურდული იქმება უნდა დაშორდეს, ქალი ბავშვს გააჩენს უნდა დაშორდეს?
ჯერ თათული გააუბედურა, ეხლა თიკას ეჩალიჩება.
თავს შეაყვარებს, მიატოვებს და ბოლოს შვილის ტოლ ბავშვთან ერთად ბედნიერი იცხოვრებს?
მაპატიეთ და მე მგვრის ეს მხოლოდ გულის რევას და მარაზმს?
ისე ჩვენში დარჩეს და ტრა კამდე თმები მაგარი გოიმობაა, გადავიდა მოდიდად...
ყველაფერს რომ შეეშვა გოგოს ბიჭი ყავს, მოწონს, ხვდება და დაჩი ყოფილა ესეიგი ბატონ-პატრონი სამყაროსო და მაგათ შორისაც უნდა ჩადგეს.
ქალები ხართ ბოლო ბოლო უმეტესობა და ესეთი რაღაცეები რატომ გსიამოვნებთ?
ათას ქალს ტკენს და ამაზრზენია, ესეთ ტიპებს სახეს უნაყავენ და მერე აუპატიურებენ...
კი კაცებს აუპატიურებენ, იმიტომ რომ არავის პატივისცემა არ აწვს და არაკაცია.
მიყვარს ფეფო შენი ისტორიები არ გეგონოს რაღაცას ძალით გიწერ ან მტერი ვარ ან კონკურენტი, უბრალოდ საშინლად გამაღიზიანებელია დაჩი და ვერ ვიტან ესეთ კაცებს.
ეს ჩემი აზრია, ამის შემდეგ ერთ თავსაც წავიკითხავ და თუ იგივე მარაზმით გაგრძელდა მე დავასრულებ ამ ისტორიის კითხვას და დაველოდები სხვას, რომელიც არაკაცის გაიდიალებას არ შეეხება <3

იცით ტრაკამდე მაქვს თმა და არ მეგოიმება...მადლობა ყურადღებისთვის.

მე-ოცნებე

P.S. მე მაგალითად მოდას აყოლა უფრო მგონია გოიმობა...

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent