შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქალი საოცრება ანუ წერილი ყოფილი ცოლისგან (სრულად)


23-08-2019, 21:59
ავტორი სელენე
ნანახია 1 649

-მომენატრე ნათია _მესენჯერზე მომივიდა წერილი ყოფილი ქმრისგან. არაფერი მიმიწერია...
-ძალიან დავაგვიანე ხომ?
-ნამდვილი ყ*ე ხარ _შოკირებულმა დავუბრუნე პასუხი და ტელეფონი გამოვრთე.
***
ძალიან რთულია გაავლო საზღვარი რეალობას და ოცნებას შორის როცა რეალობა სავსეა ტკივილით, —ოცნება კი ღია ფერებით და მომავლის იმედით.
მე მქონდა ოცნებები, მაგრამ რეალობა იმდენად სასტიკი იყო, რომ ჩემს ყველა ოცნებას შავ საღებავს ასხამდა.
***
ადრე ღამე მიყვარდა... ახლაც მიყვარს, მაგრამ ახლა მისი უფრო მეშინია. ვხედავ რამდენად სუსტი ვარ საკუთარ თავთან. ხანდახან მთელი ღამე ვტირი, განვლილ ცხოვრებას ვიხსენებ და მეტირება... ნეტავ დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს სხვა არჩევანს გავაკეთებდი? არ ვიცი... არ ვიცი...
***
-ნათია მინდა შენზე დავწერო _ინტერნეტი და ვირტუალური სამყარო ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა, მაგრამ არა მნიშვნელოვნად. თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად ვერთობოდი ერთ-ერთი საიტის ჩატში. 12 ივლისს 'დავიჭირე' ჩატში აქტივზე და მაშინ გავიცანი. საყვარელი გოგოა. პატარაა, მაგრამ ზოგიერთ ზრდასრულზე უფრო კარგად აზოვნებს, გარდა ამისა კარგად წერს. ძალიან დავვახლოვდით. მაშინ ის საკონდიტროში მუშაობდა, ღამის ცვლაში. ერთად ვათენებდით ღამეებს და ვერთობოდით. ესმოდა ჩემი და ამიტომ გადავწყვიტე ჩემი ისტორია მოკლედ მომეყოლა მისთვის. გამიკვირდა თუ გამიხარდა არ ვიცი. იმდენად გულწრფელად უნდოდა დაეწერა რომ უბრალოდ არ შემეძლო უარი მეთქვა.
*სერიოზულად ამბობ სელე? _მაინც გადავწყვიტე შემემოწმებინა
*თუ შენ წინააღმდეგი არ ხარ რათქმაუნდა _ორ წუთში მომივიდა ესემესი
*თუ შენ საინტერესოდ გეჩვენება რატომაც არა?
*ვეცდები იმედები არ გაგიცრუო. _მომდწვნო რამდენიმე თვე პირად ესემესებში ვმესიჯობდით
*ყველაფერი ჩემი მეგობრის, ლუკას დაბადების დღეზე დაიწყო. მაშინ 22 წლის ვიყავი. ძალიან ახალგაზრდა და სიცოცხლით სავსე. სამყაროს ნათელ ფერებში ვხედავდი. ყველაფერი კარგი და მისაღები მეგონა. ჩემი ყოფილი მეუღლე ლუკას ახლო მეგობარი და ძმაკაცი იყო. ლუკას დაბადების დღეზე შევხვდით ერთმანეთს. არასდროს არ მინახავს მასზე უფრო სერიოზული და 'დასტოინი' ადამიანი. ყველა ვერთობოდით, ვმღეროდით. მხოლოდ ის იჯდა სერიოზული სახით. იჯდა და თვალს არ მაშორებდა. საშინლად უხერხულად ვგრძნობდი თავს, მაგრამ არ იმჩნევდა. თითქოს არ აინტერესებდა რომ იქ მხოლოდ ჩვენ არ ვიყავით. შემდეგ თვეების განმავლობაში ვხვდებოდით ერთმანეთს ლუკასთან. ჩემი უფროსი ძმებიც გაიცნო და კარგი ურთიერთობაც ჩამოუყალიბდათ. ალბათ იმიტომ რომ ასაკში დიდი სხვაობა არ ჰქონდათ. არ მაწუხებდა და საერთოდ არ ვიცოდი რომ ჩემს მიმართ ინტერესი ჰქონდა. ვცდილობდი მისგან თავი შორს დამეჭირა მაგრამ ის უფრო აქტიურად ერეოდა ჩემს ცხოვრებაში, უფრო მოუხშირა ჩემს ირგვლივ ყოფნას... ძალიან მაღიზიანებდა ის ფაქტი რომ ყველგან იგრძნობოდა მისი ხელი...
**** 12:30 AM
ლამპიონებით განათებულ ქუჩაში სიცივისგან მობუზული გოგონა სწრაფი ტემპით მიაბიჯებდა ნაწვიმარ ასფალტზე. თბილისს ჯერ კიდევ არ ეძინა. ბინებში ისევ ენთო ყვითელი სინათლე, რომელსაც ზოგი ფანჯრიდან მუქი ფარდები უშლიდა ხელს სიბნელის ქუჩიდან გასაქცევად, უმცირესობა კი, სადაც ღია ფერის ფარდები ეკიდა უმნიშვნელოდ ფანტავდა ღამის სიბნელეს, როგორც უსარგებლოდ აღმართული ლამპიონი ქუჩის მარცხენა მხარეს.
-ამ დროს გოგოს ქუჩაში მარტო ყოფნა არ შეიძლება _ღამის სიჩუმე ბოხმა ბარიტონმა დაარღვია. ქუჩის კუთხეში გოგონასთვის უკვე კარგად ნაცნობი სილუეტი გამოჩნდა, რომელიც დინჯი ნაბიჯით უახლოვდებოდა მიმავალს.
-ვინ გადაწყვიტა? _ნაბიჯი არ შეუნელებია სიცივისგან გათოშილ გოგოს.
-აუცილებლად ვინმემ უნდა გადაწყვიტოს?
-დავფიქრდები მაგაზე.
-როგორ ხარ ნათია?
-არამიშავს, შენ?
-სტაბილურად. საიდან მოდიხარ?
-მამიდასთან ვიყავი.
-რატომ არ დამირეკე ამ შუაღამეს მარტო რომ წამოხვედი.
-თემო მე ძმები მყავს, რომ მეშინოდეს მათ დავურეკავ. შენ რა შუაში ხარ? _უკვე გაღიზიანებულმა უპასუხა ნათიამ
-სულელი გოგო ხარ, ვერ ხვდები ხომ?
-რამეს უნდა ვხვდებოდე? _კორპუსის წინ გაჩერდა გოგო.
-ძალიან მომწონხარ, სამომავლოდ შენთან მიმართებაში სერიოზული გეგმები მაქვს.
-მაპატიე მაგრამ მე არ მომწონხარ და ძალიან კმაყოფილი ვიქნები თუ თავს ჩემგან შორს დაიჭერ. _ღიმილით გააყოლა ბიჭმა თვალი კორპუსის კიბეზე მიმავალ გოგონას სილუეტს...
****
*სელე, რომ მითხრა, რომ სამომავლო გეგმები ჰქონდა ჩემს მიმართ ძალიან გავბრაზდი. სულ ვცდილობდი მასთან დისტანცია მქონოდა, მაგრამ აი, თითქმის სულ ყველგან იყო... რამდენიმე თვე ვიტანდი მის ასეთ თავხედობას. ბოლოს გაქრა. ისე მოულოდნელად გაქრა, როგორც გამოჩნდა. გული არ დამწყვეტია, პირიქით, ძალიან გამიხარდა რომ ერთიდაიგივე წყვილ თვალს დღეში ასჯერ აღარ ვნახავდი.
*****
ახალგაზრდები ეზოში შეკრებილიყვნენ. ზოგი ფრენბურთს თამაშობდა, ზოგი ფეხბურთს. პატარები ქვიშაში დარბოდნენ უდარდელი კისკისით. მხოლოდ ერთგან შეკრებილიყო ახალგაზრდების მცირე ჯგუფი. ოთხი მათგანი ჯოკერს მთელი აზარტით თამაშობდა. ქერა გოგონა სხვებისგან შეუმჩნევლად ელაპარაკებოდა ნათიას
-ანუ მორჩა? აღარ გაწუხებს?
-ხო ქეთა, როგორც გამოჩნდა ისე გაქრა. _სიცილით უპასუხა ნათიამ
-აბა სამომავლოდ გეგმები ჰქონდა? რამეს ხომარ 'ზრახვობს'?
-საიდან უნდა ვიცოდე გოგო _თვალები გაუფართოვდა ნათიას. ბიჭები უკვე ხმამაღლა საუბრობდნენ. ერთმანეთს უმტკიცებდნენ რაღაცას და ხელებს იქნევდნენ.
-შეჩე*ა, გული რო მოვითხოვე რატო არ ჩამოაგდე? _ბრაზობდა ლევანი
-ბიჭო ათიანი ხო დავდე, რა ჩემი ბრალია კარტებს თუ ვერ ითვლი. _უხსნიდა თაზო. რამდენიმე წუთიანი კამათის შემდეგ გადაწყვიტეს აღარ ეთამაშათ და ნელნელა დაიშალნენ. მხოლოდ თაზო და ნათია დარჩნენ მაგიდასთან.
-აბა ნათია როგორ მიდის საქმეები _კარტი დაარიგა ბიჭმა
-გააჩნია რას გულისხმობ _ღიმილი გაეპარა ნათიას. ძალიან მოსწონდა თაზოს მშვიდი საუბრის ტონი, სიარულის მანერა, ქცევა...
-ვინმე მოგწონს?
-მე რომ ვინმე მომწონდეს დაიმალება შენი აზრით?
-რავიცი, შენზე და თემოზე გაბაზრდა რაღაცეები.
-რეები აბა? _გაუკვირდა გოგოს
-მაგალითად, ის რომ ერთად ხართ
-სისულელეა, არ დაიჯერო _ცინიკური ღიმილი აიფარა სახეზე.
-ანუ უარყოფ ამ ბრალდებას
-სრული სერიოზულობით ვამბობ, მე და თემო ისე ვართ როგორც ცა და დედამიწა _კარტები დაყარა და წასასვლელად წამოდგა
-ნათი ბოდიში რა თუ გაწყენინე, არ მინდოდა დედასვფიცავარ _გოგოს სახეზე გაოცება აესახა. პირველად შეხვდა ბიჭს, ზრდასრულს, რომელმაც დედა დაიფიცა.
-რა გიკვირს?
-არა, არაფერი _გაეღიმა ნათიას და სკამზე ჩამოჯდა. დიდ დროს ატარებდნენ ერთად თაზო და ნათია. მხოლოდ ერთი აზრი უტრიალებდა თავში აფორიაქებულ გოგონას. ვერ გაერკვია რას გრძნობდა თაზოს მიმართ. ძალიან ეშინოდა რომ ეს გრძნობა ცალმხრივი არ ყოფილიყო...
*****
*ვიდრე მე საკუთარ თავში ვცდილობდი გარკვევას თემო ისევ შემოიჭრა ჩემს დალაგებულ ცხოვრებაში. უკვე იმდენად აქტიურად ტრიალებდა ჩემს ირგვლივ რომ სახლიდან გასვლის სურვილი აღარ მქონდა. აღარც ქეთოს ვნახულობდი და აღარც ლუკას. ჩემს ძმებსაც ძალიან უკვირდათ ჩემი ეს ცვლილება, მაგრამ მე ხომ ახალგაზრდა ვიყავი. ერთფეროვნებას დიდხანს ვერ ავიტანდი. ერთი კვირის 'შინაპატიმრობის' შემდეგ ლუკას ვესტუმრე.
*****
სახლის ჩუსტებით ავიდა ერთი სართულით მაღლა ნათია და ლუკას ბინის კარზე ზარი დარეკა. კარი ბიჭმა გაუღო და მონატრებული ნათია მთელი ძალით ჩაიხუტა გულში.
-რანაირი მეგობარი ხარ, ვაფშე დამიკიდე
-არ დაგიკიდე ლუკიტო, უბრალოდ ცუდად ვიყავი
-შემოდი რას დგახარ, რა გჭირდა ისე?
-რავიცი, არ ვიყავი კარგად
-თემო არ გინახავს?
-რატომ უნდა მენახა თემო ლუკა?
-არვიცი, შენი ძმისთვის უქვამს ნათია მომწო... _სიტყვა გაწყვიტა ლუკამ
-რა თქვი? დაამთავრე ლუკა
-არაფერი ნათი რა, ვბოდავ _მხრები აიჩეჩა ბიჭმა
-ლუკა სათქმელი დაამთავრე, ამდენწლიან მეგობრობაზე ხაზს ნუ გადამასმევინებ _ბრაზი აენთო თვალებში ნათიას
-კარგი ნათია, თემო ელაპარაკა შენ ძმას ნათია მომწონსო და რაღაცეები უსაუბრიათ. არ ვიცი მეც მეტი არაფერი
-რამდენი ხანია?
-დაახლოებით ერთი კვირაა. _ისევ მხრები აიჩეჩა ბიჭმა. გაბრაზებული გავარდა ბინიდან ნათია. მთელი დღე არ გამოსულა თავისი ოთახიდან.
******
*ასეთი გაბრაზებული, გაცოფებული და აღელვებული არასდროს არ ვყოფილვარ. ყველაზე მქონდა მოშლილი ნერვები ჩემ გარშემო. განსაკუთრებით თემოზე. საღამოს ოთახის კარზე ჩემმა ძმამ დამიკაკუნა. რათქმაუნდა გაბრაზებული ვიყავი მაგრამ ოთახში შემოვუშვი. რასშვებიო, როგორხარო გამომკითხა. კარგად მეთქი ვუპასუხე. თქმა უნდოდა მაგრამ ყოყმანობდა. ვუთხარი გაბედე მეთქი, არ გავბრაზდები თქო. "ნათო, თემო მელაპარაკა, მოსწონხარ და რაღაც. უკვე დიდი გოგო ხარ, ვერაფერს დაგიშლი მაგრამ იცოდე თუ შეგაწუხებს ან შენ თუ ურთიერთობა არ გენდომება მასთან მითხარი და დაველაპარაკები კარგი?'. პირღია ვუსმენდი მაშინ ჩემ ძმას. დაპირებისამებრ არ გავბაზებულვარ მაგრამ გონებაში თემოს უკვე ჯოჯოხეთის ცეცხლში ვწვავდი. მთელი ღამე არ მიძინია. მომდევნო თვეში თაზოს ინტერესიც სფეროც გავხდი. ხშირად მწერდა, მირეკავდა. საერთო მეგობრები გვყავდა და რამოდენიმეჯერ ერთადაც მოვხდით...
***** 1 ივლისი
ნათიას დილა ქეთოს ბედნიერი ხმით დაიწყო, რომელიც იუბილეზე ეპატიჟებოდა დაქალს და ლუკას. აჟიტირებული ქეთო ადგილს ვერ პოულობდა. ნათიაც დიდხანს ეძებდა და არჩევდა ქეთოსთვის საჩუქარს. საბოლოოდ მაკიაჟის ჩანთა უყიდა თავისი პროდუქტებით. რესტორანში იხდიდა დაბადების დღეს. ქეთოს ფართო სამეგობრო წრე ჰყავდა. ასე მოხვდა დაბადების დღეზე ორი სხვადასხვა განზომილება ნათიასთვის. თემო და თაზო. თაზო ქეთომ დაპატიჟა, ლუკამ კი თემო დაუპატიჟებლად წაიყვანა. ყველა მუსიკაზე ცეკვავდნენ ნათია და თაზო, გაუჩერებლად საუბრობდნენ და იცინოდნენ. თითქმის დარწმუნებული იყო ნათია რომ თაზოც არ იყო მის მიმართ გულგრილი, თემო კი შორიდან უყურებდა პოტენციურ წყვილს 'დაგრუზული' სახით...
****
*როგორც შემდეგ გავიგე, წვეულების მერე უნახავს თემოს თაზო და ჩხუბიც მოსვლიათ. გაცოფებული ვიყავი თემოზე მაგრამ ხმას არ ვიღებდი. ჩემში ვკლავდი ბოღმას. რა სულელურად ვიქცეოდო... ერთი სიტყვა იყო საკმარისი ჩემი ძმისთვის და ყველაფერი მორჩებოდა. შემდეგ უფრო გართულდა სიტუაცია...
***** 6 ივლისი
თბილისის სიცხით დატანჯულმა ბავშვებმა გადაწყვიტეს მდინარეზე წასულივნენ საბანაოდ. მეზობლის გოგო-ბიჭები, ნათიას რამოდენიმე მეგობარი გოგო, ლუკა და მისი უმცროსი და, რომელმაც ბოლო წამს გამოაცხადა უარი წასვლაზე, პატარა ზურგჩანთებით დანაწილდნენ მანქანებსში.
-რადგან ჩემი და არ მოდის, ძმაკაცს გავუვლი და ის წამოვა. _მაშინ არ იცოდნენ ვისზე იყო საუბარი. წამითაც არ უფიქრია რომ ეს ძმაკაცი თემო იქნებოდა. საშინლად გაღიზიანებული და გაბრაზებული იყო ნათია. ახლა უკვე ლუკაზეც, რომელმაც საჭესთან თემო დასვა.
-ვაფშე რა გინდათ ტბაზე ხალხო? ჩემთან ავიდეთ სოფელში, ნახევარი საათის გზაა და მწვადები შევწვათ _დაიწყო საუბარი თემომ. ყველასგან თანხმობა მიიღო ერთი 'ჭირვეულის' გარდა. ნათია სასტიკ უარზე იდგა მაგრამ მას უკვე აღარავინ უსმენდა. დაგრუზული სახით იჯდა და ხმას არ იღებდა.
-მაგ გაბრაზებულმა ქალბატონმა იცის რომ მოვიტაცე თავისი მაყრიონიანად? _იცინოდა თორნიკე
-ჰო აბა რა _უფრო მოეშალა ნერვები გოგოს. მან ხომ არ იცოდა რომ თემო არ ხუმრობდა. ბიჭმა მანქანა ეზოში გააჩერა.
-რაღაც უნდა გითხრა _მაჯაზე ხელი მოკიდა ნათიას თემომ
-მითხარი _უხეშად გააშვებინა გოგომ ხელი
-აქ არა, სახლში შევიდეთ. _სუნთქვა აუჩქარდა საწყალ ნათიას მაგრამ მაინც უკან მიჰყვა ჩვეული, დინჯი ნაბიჯებით მიმავალ ბიჭს.
-რა გინდა მითხარი ჩქარა
-მართლა ვერ ხვდები რომ მოგიტაცე?
-მეკაიფები თემო?
-მაგრად მიყვარხარ, აი მართლა ძალიან. შენგარდა არავინ არ მინდა. პირველა რომ გნახე, მაშინვე მივხვდი რომ შენნაირი ქალი მინდოდა გვერდში. დღეიდან შენ ჩემი ცოლი ხარ
-შენ ბიჭო ნორმალური თუ ხარ?...
*****
*გაუცნობიერებლად დავიწყე სიცილი, შემდეგ ყველაფერი ისტერიკაში გადაიზარდა, შოკში ვიყავი რეებს ბოდიალობს მეთქი. გონება გამეთიშა. გეფიცები მართლა წამერთვა საღად აზროვნების უნარი. ვეღარაფერს ვერ ვხედავდი, ვერ ვგრძნობდი, გარემოს ვერ აღვიქვამდი. როცა გონს მოვედი უკვე გვიანი იყო... აზროვნების უნარი დამიბრუნდა. გარემოს თვალი მოავალე. აღარც ნაცნობი სახლი იყო ჩემს წინ და აღარც ნაცნობი გზა...
*****
-თემო სად ვარ, შენ ხომარ გამოშტერდი, სახლში დამაბრუნე ახლავე
-დაწყნარდი რა ნათი, დაწყნარდი. ახლა შენ ჩემი ცოლი ხარ, დაიჯერე რა
-რა დავიჯერო ადამიანო არ მიყვარხარ, რა გავაკეთო. თემო წამიყვანე სახლში. ჩემები ინერვიულებენ. _ყვირდა და ოთახში ბოლთას სცემდა ნათია
-ნათია მიყვარხარ. შენგარდა არავინ არ მინდა. შენ ხარ ჩემი ერთადერთი სიყვარული, ჩემი ცხოვრების აზრი
-გეხვეწები თემო, წამიყვანე სალში. ცოდვაა დედაჩემი, მოკვდება ნერვიულობით. მამა ალბათ უკვე მეძებს. მოგკლავენ ჩემი ძმები თემო.
-შენი ძმები გამიგებენ. იციან რომ მიყვარხარ
-სხვა მიყვარს თემო, გამიშვი სახლში გეხვეწები _თხოვნაზე გადავიდა გოგო
-ნათია შენ მე გიყვარვარ, უბრალოდ ახლა ვერ ხვდები მაგას.
-გეხვეწები თემო, გამიშვი გთხოვ. დედიკოს ვფიცავარ შეგხვდები ხოლმე. უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი, კარგად დავფიქრდეთ რა გვინდა
-ნათია მართლა შენ მიყვარხარ, ყველაზე ბედნიერი ქალი იქნები ჩემთან ერთად. გთხოვ ნათია, გამიგე რა
-რა გაგიგო ბიჭო, რა გაგიგო. მოგკლავენ ჩემი ძმები ეგ გინდა? გთხოვ თემო, წამიყვანე სალში რა. გეხვეწები _თვალებიდან ცრემლები სცვიოდა ნათიას.
-მიყვარხარ ნათია
-არასდროს გაპატიებ თემო, მართლა არასდროს გაპატიებ. _წინ და უკან სიარულს აგრძელებდა ატირებული გოგო...
*****
*მთელი დღე სიყვარულს მიხსნიდა, მეუბნებოდა რომ მასთან ბედნიერი ვიქნებოდი, რომ არავინ უნდოდა ჩემ გარდა. მე კიარა სულ უცნობი ქალი დაუჯერებდა, ისე ჭიკჭიკებდა. ისე დამაჯერებლად ამბობდა თითოეულ სიტყვას. ჩემი უფროსი ძმები საღამოს ამოვიდნენ. თემოს ოჯახიც. შემდეგ იყო ხმაური, ნერვიულობა, ჩხუბი, კამათი, სტრესი, განათენები ღამე. საბოლოოდ კი, ისე გამოვიდა რომ თემოსთან დავრჩი, ცოლად გავყევი. ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა. რომ არ დავრჩენილიყავი ახლა სხვა ცხოვრება მექნებოდა...
***** ცოლ-ქმრობისპირველი ორი წელი.
ძალიან უჭირა ახალგაზრდა და გამოუცდელ ნათიას ცოლ-ქმრობის 'უღელის' ტარება, თუმცა თემო ყველანაირად გვერდში ედგა, ცდილობდა ყოველთვის სითბო ენახებინა, ძალიან ანებივრებდა. ხშირად დაჰყავდა პაემნებზე, წვეულებებზე, მეგობრების შეკრებებზე. თემომ იცოდა რომ ნათიასნაირ ქალებზე ნადირობა სწორედ გათხოვების შემდეგ იწყებოდა, ამიტომ ყველანაირად ცდილობდა ქალის შენარჩუნებას, ხშირად სთხოვდა პატიებას და უმეორებდა რომ ერთადერთი და განუმეორებელი ქალი იყო მის ცხოვრებაში და რომ მის გარეშე ვერ გაძლებდა. ხშირად გაეგონა ნათიას დედისგან რომ თუ ვინმე რამეზე იზრუნებს ის აუცილებლად შეუყვარდება. ნათიაც ასე იყო. ზრუნავდა თემოზე და ყოველდღე უფრო და უფრო უყვარდებოდა. ამბობდა არასოდეს ვინანებ შენთან ყოფნასო. დალაგდა და დაბალანსდა ნათიას არეული ცხოვრება. იყო მხოლოდ ერთადერთი, მაგრამ ძალიან დიდი პრობლემა — ბავშვი.
*****
*ორი წლის განმავლობაში არ გვეყოლა ნანატრი შვილი. ორი წელი ვცდილობდით რომ შვილი გვყოლოდა, მაგრამ შედეგი არ გვქონდა. ზუსტად ორი წლის თავზე დავორსულდი. უზომოდ ბედნიერები და გახარებულები ვიყავით. ვერ აგიღწერ სელე იმ გრძნობას. თემო ბედნიერებისგან ანათებდა. მეცხრე ცაზე დაფრინავდა. მეც არ ვიცოდი ბედნიერებით რა მეკეთებინა თუმცა სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა. ბავშვისგან გულისცემა არ წამოვიდა. "ანემბრიონი" განვითარდა და მუცელი მომეშალა. მიჭირს ამის გახსენება სელე. ძალიან დავისტრესეთ ორივე, სრული დეპრესია დამეწყო, 2 წელი ველოდი ბავშვს და ჯოჯოხეთურად რთული იყო რომ დავკარგე ჩემთვის... მერე რაღაცნაირად თითქოს მივაყუჩეთ ჩვენ სულებში ორივემ ეს ტრაგედია, აღარ ვსაუბრობდით ამაზე... მომდევნო წლებში ისევ პრობლემა მქონდა ბავშვის არყოლის და ჩვენშორის დაიწყო პატარ პატარა უთანხმოებები. ყველაფერზე ღიზიანდებოდა, დაიწყო ცოტა სმა, ბევრი ეჭვიანობა, თუ სადმე წავიდოდით და ვინმე გამომხედავდა ელემენტარულად იმის გამო შეეძლო ჯერ მისთვის დაელეწა კბილები და მერე ჩემთვის სახლში აურზაური მოეწყო. ჩემი დედამთილი რომ არა, ზოგჯერ ისე გადადიოდა ჭკუიდან მართლა გამოიწევდა ჩემზეც ხელით. რომ ფხიზლდებოდა მერე ბოდიშებს მიხდიდა. სისტემატიური ხასიათი რომ მიიღო ამ ჩხუბმა, ერთხელაც ჩავალაგე და დედასთან წავედი, მისგან გავიქეცი, მაგრამ ერთი კვირაც ვერ გავძელი იმდენად განიცდიდა და მთხოვდა პატიებას და შერიგებას რომ ისევ უკან დავბრუნდი. ცდილობდა ისევ მზრუნველი და ყურადღებიანი ყოფილიყო... თითქოს ყველაფერი დალაგდა მაგრამ მაინც ურევდა ხოლმე. ძირითადად ეჭვიანობა დაიწყო, არსად მიშვებდა. შემდეგ სამსახურიდან წამოსვლა მომთხოვა. მეც აღარ მივყვებოდი არსად. ვცდილობდი მასთან ერთად აღარ მოვხედრილიყავი უცხო გარემოში, იმიტომ რომ მერე ისევ ეწყებოდა ეს პარანოია... დროდადრო გამიუცხოვდა, აღარ ვაინტერესებდი... ყველაფერი მოვალეობას დაემსგავსა. სამსახურს რო მორჩებოდა სულ აღარ უნდოდა სახლში მოსვლა, ღამეც რჩებოდა ხოლმე სხვაგან ისე რომ არც გამაფრთხილებდა და თუ დავირეკავდი მომიგდებდა ორ სიტყვას და ეგაა.
***** 4:30 AM
-სად იყავი თემო? _მძინარე ხმით ჰკითხა ნათიამ სახლში დაბრუნებულ ქმარს
-საქმეზე
-რა საქმეზე შეიძლება გავიგო?
-რა გინდა ნათია? _გაღიზიანდა თემო
-უბრალოდ მაინტერესებს რა გჭირს თემო. რატომ გაუცხოვდი ასე? რა მოხდა?
-როგორ მეკითხები მაგას ნათია? რანაირად მეკითხები მაგას?
-რატომ არ უნდა გკითხო? თემო რა გჭირს, რამე არასწორად გავაკეთე?
-კი ნათია, არასწორად გააკეთე, შენ არ გინდა შვილი გვყავდეს. მაშინდელი საქციელი არ მაპატიე და შური იძიე ჩემზე ბავშვით. შენი ბრალია რომ ის დავკარგეთ. _უყვირა შეშინებულ ქალს და ოთახი დატოვა.
*****
*ცრემლები თავისით წამომივიდა თვალებიდან. მან ჩემი შვილის მკვლელად მომნათლა. სული ჩამწყდა, ყველა კუნთი ამტკივდა. თითქოს გული გამიჩერდა სელე, ვეღარც ვსუნთქავდი. საკუთარი გულისცემის ხმა სამრეკლოს ზარივით ხმამაღალი მეგონა ისე მკაფიოდ მესმოდა. ვტიროდი და ვერ ვჩერდებოდი. მეორე დღეს ბოდიში მომიხადა და პატიება მთხოვა. ვერ ვაპატიე სელე, ვერ შევძელი... მანძილი ჩვენშორის უფრო გაიზარდა. უფრო გაღრმავდა და საბოლოოდ დიდ, ღრმა და შავ უფსკრულად იქცა. ორი წლის შემდეგ ხელმეორედ დავვორსულდი. ერთდროულად უსაზღვრო ბედნიერების და სიკვდილის შიში გამიჩნდა რომ ისევ არ წაერთმია ჩემთვის ჩემი პატარა. ექიმის თქმით ნაყოფი სუსტი იყო, მაგრამ გადარჩენას შეძლებდა...
*****
-თემო ახალი ამბავი მინდა გითხრა
-მითხარი აბა, გისმენ.
-ორსულად ვარ თემო, მამა გახდები მალე. _
ხმა არ ამოუღია თითქოს ეწყინა, საშინლად დანაღვლიანდა. თავზე აკოცა ბედნიერ და გაოცებულ ცოლს და ჩაეხუტა. არ ინტერესდებოდა როგორ მიდოდა ორსულობა, ძალიან
ცივი იყო ნათიას მიმართ და სახლშიც ხშირად არ მიდიოდა... ოთხი თვის ფეხმძიმე იყო ნათია რამდენიმე დღით რომ დაიკარგა თემო. ვერავინ ახერხებდა მასთან დაკავშირებას...
*****
დაღლილი ნათია დაჰყურებდა ტელეფონის ეკრანს და რამდენიმე დღე უიმედოდ ელოდა მეუღლის ზარს. თემოს დედას ნერვიულობისგან სახეზე ნაოჭები უფრო გაღრმავებოდა. შვილივით უყვარდა რძალი და იტანჯებოდა მისი ტანჯვით. ორივე ტელევიზორს უყურებდა თემომ რომ დარეკა დედამისი მობილურზე
-სპიკერზე ჩართე დედა ყველაფერს გაფიცებ _დედამთილმა ნათიას თხოვნა შეუსრულა და ტელეფონს უპასუხა
-დედა, როგორ ხარ ?
-სად სიკვდილში ხარ თემო, სად დაეთრევი. სახლში ორსული ცოლი გელოდება. სად დადიხარ? _მიაყარა კითხვები დედამ შვილს
-დედი აღარ დავბრუნდები მე
-რას ბოდიალობ შე სასიკვდილე?
-დე ბოდიში რა ყველას, მე მივდივარ. აღარ დავბრუნდები. _ატირებული ნათია დივანში უღონოდ ჩაესვენა. წნევა დაუვარა საწყალ ქალს. მეზობლის რძალმა ძლივს მოიყვანა გონს. პანიკაში ჩავარდა მთელი ოჯახი.
*****
*ჩემებს გააგებინეს. ისეთი გაცოფებულები იყვნენ ჩემი ძმები და მამაჩემი, არამარტო მამაჩემი —მამამთილიც, აუცილებლად მოკლავდნენ თემოს რო ეპოვათ. ცოცხალმკვდარი დადიოდა დედაჩემი. ძმრიანი ტილოებით ასულიერებდნენ დედამთილსაც. ამერიკიდან ჩემი მაზლი რეკავდა თემოზე გაცოფებული. მაგრამ ყველაზე საშინლად მაინც მე გადავიტანე სელე. შეურაწყოფილი, დამცირებული, მიტოვებული დავრჩი, თან რთული ორსულობა მქონდა, მაგრამ ვინ რას მშველიდა.. მხოლოდ მესიჯიი გამომიგზავნა სოციალურ ქსელში.
"ბოდიში ნათი, ვიცი ნამდვილი ყ*ე ვარ, შეგპირდი გაგაბედნიერებთქო მაგრამ ვერ შევასრულე. არ მეყო გამბედაობა თვალებში ჩამეხედა და ისე მიმეტოებინე, ხოდა ასე არაკაცულად გაგეპარეთ შენ და ჩემს ნანატრ შვილს. გთხოვ, მასთან ურთიერთობას ნუ ამიკრძალავ."
კი ნამდვილი ყ*ე ხართქო მივწერე.
მერე ბავშვი დაიბადა ნაადრევად, 36 კვირაზე. ცოტახანს ვიწექით საავადმყოფოში, პრობლემები გვქონდა ორივეს... 5 თვის იყო ჩემი პატარა, მამა რომ წამიყვანა გერმანიაში. რთული ბავშვობა არ ჰქონია. თემო როცა მეხმიანებოდა სულ ვუგზავნიდი ფოტოებს და ვიდეოებს ბავშვისას. ვცდილობდი დიალოგი არ მქონოდა მასთან... ვცდილობდი დამევიწყებინა წარსული მაგრამ ამის საშუალებას არ მაძლევდა თემო. ვერაფერში ვპოულობდი შვებას. ამდენი წლის შემდეგაც კი გულში უფსკრული მქონდა რომელსაც ნელნელა, წლებთან ერთად მივსებდა ჩემი შვილი. ვცდილობდი თავი უკეთ მეგრძნო. ღამის ორ საათზე მოვძებნე სახლში კალამი და ფურცელი და წერილის წერა დავიწყე ყოფილი ქმრისთვის.
*****
დილის ცხრა საათი იქნებოდა კარზე ზარი რომ დარეკეს. საწოლში გვერდი შევიცვალე და ჩემს ცოლს მოვეხვიე. ზარის ხმა არ შეწყვეტილა. პირიქით, დილის სტუმარი უფრო გააქტიურდა. ავდექი. სკამზე მიგდებული ნაცრისფერი სპორტული შარვალი ჩავიცვი და პირველ სართულზე ჩავედი. ფეხშიშველმა გავიარე ჰოლი და გასაღები გადავატრიალე. კარში ლურჯებში ჩაცმული ფოსტალიონი გოგონა იდგა. თვალის უპეები ჩაშავებული ჰქონდა. უძილობისგან თუ დაღლილობისგან ვერ მიხვდებოდით.
-თემო გომარელი ბრძანდებით?
-გახლავართ
-ამანათია თქვენს სახელზე
-ამ დილაუთენია რა ამანათობანა აგიტყდა?
-ჩემს მოვალეობას ვასრულებ _თვალები დახარა დაბნეულმა გოგონამ
-კარგი მომეცი _უფრო შევარბილე ტონი. გოგონამ დიდი ჩანთიდან წერილი ამოიღო.
-ეს არის ამანათი?
-დიახ, თუ შეიძლება ხელი მომიწერეთ აქ _დიდი ტაბლეტი მომაწოდა. ხელი მოვაწერე და წერილი გამოვართვი. ხელის კვრით დავხურე კარი. კონვერტი გადავატრიალე. გამომგზავნის სახელის ამოკითხვაზე გული ამიჩქარდა. თმაზე ხელი გადავისვი და წერილის ნაგავში ჩაგდება გადავწყვიტე, მაგრამ ცნობისმოყვარეობამ მძლია. ნელა გავხსენი და დაკეცილი ფურცელი ამოვიღე. ჩემი ყოფილი ცოლის ხელწერა ვიცანი... ისევ დავაპირე ნაგავში ჩაგდება და ისევ გადავიფიქრე. ტახტზე ჩამოვჯექი და კითხვა დავიწყე.
"ყოფილო ქმარო! არ ვიცი ეს წერილი მოაღწევს თუ არა შენამდე, ისიც არ ვიცი წაიკითხავ თუ არა. თუმცა მაინც ვზივარ ახლა, ღამის ორ საათზე და ვწერ... ალბათ შენ არც გაინტერესებს როგორ ვარ, რას ვაკეთებ იმის შემდეგ რაც შენ მიმატოვე. ჯერჯერობით მხოლოდ იმას გეტყვი რომ ბედნიერი ვარ. იმაზე უფრო ბედნიერი ვიდრე შენთან ვიყავი. მაშინ როცა გაგიცანი... როცა დროს შენთან ერთად ვატარებდი... როცა დაქორწინება გადავწყვიტეთ... მე შენი გულისთვის ჩემს ოჯახს გადავაბიჯე. მშობლებს, ჩემს ძმებს, მეგობრებს... ის სახლი მივატოვე, რომელსაც ჩემს ყველაზე ბედნიერ წუთებს ვუკავშირებ — ბავშვობას, მოზარდობას, თინეიჯერობას... შენთან წამოვედი ბედნიერებისთვის... მართლაც, თავი ყველაზე ბედნიერი ქალი მეგონა. ყოველი დილა შენზე ფიქრით იწყებოდა... შენზე ფიქრით მთავრდებოდა. მართლა სიგიჟემდე მიყვარდი. ყურადღება მიაქციე ამ სიტყვას — მიყვარდი... შემდეგ რა მოხდა?! შენ შეიცვალე. თითქოს ჩემს მიმართ გრძნობები გაგიცივდა. თითქოს აღარ ვიყავი ერთადერთი და შეუცვლელი. შენი ნათქვამი 'მიყვარხარ' იმ სიყვარულით აღარ იყო სავსე როგორც ადრე. შენი გამოხედვა აღარ იყო იმ სითბოთი სავსე და შენ აღარ იჩენდი იმდენ ყურადღებას ჩემს მიმართ. სახლში გვიან მოდიოდი. ყველგან შენი აყროლებული წინდები და ტანსაცმელი ეყარა. თითქმის ყოველდღე ვკამათობდით. ხანდახან ვჩხუბობდით. შემდეგ ჩემს ცხოვრებაში რევოლუცია მოხდა. ჩემს სხეულში პატარა არსება ამოძრავდა... გული სიყვარულით ამივსო და შენი სიცივე გადაფარა. მეგონა ეს ამბავი გულს მოგილბობდა და ჩვენშორის გაჩენილ უფსკრულს შეავსებდა. ვერ ვიგრძენი რომ ისე გაგიხარდა როგორც საჭირო იყო. უფრო მეგონა რომ გაოცებული იყავი. თითქოს ეს არ უნდა მომხდარიყო. შენი უყურადღებობა გულს მტკენდა, მტკენდა შენი საქციელი. მაგრამ ვითმენდი. იმასაც კი ვითმენდი რომ არ მიფრთხილდებოდი. როცა ცოლად გამოგყევი მეგონა გიცნობდი. მეგონა შენ იყავი ერთადერთი ვისთანაც ცხოვრების გატარება მინდოდა. თუმცა შენ თითქოს ჩემი ოცნებების დამსხვრევა გქონდა მიზნად, რაც დამიჯერე, ძალიან კარგად გამოგივიდა. მიმატოვე და დამიტოვე უდიდესი ტკივილი. თავიდან მეგონა დასვენება გჭირდებოდა. გელოდებოდი, მაგრამ შენ არ გამოჩნდი. შემდეგ ტელეფონზე დამირეკე. იმდენად მშიშარა აღმოჩნდი რომ ტელეფონით დამირეკე და თითქოს არაფერი მომხდარიყოს ისე მელაპარაკე. იმდენად სულმდაბალი აღმოჩნდი რომ ვერ გაბედე თვალებში შემოგეხედა და გეთქვა მიზეზი ჩემი მიტოვების. გეთქვა რატომ გამიმეტე ამხელა ტკივილისთვის. მხოლოდ მაშინ დავინახე შენი ნამდვილი სახე როცა ტელეფონით მითხარი რომ ჩემგან მიდიოდი, სხვა ქალი გიყვარდა და მასთან ერთად აპირებდი ახალი ცხოვრების დაწყებას ესპანეთში. პატიებაც კი არ გითხოვია. არ გითქვამს მაპატიე რომ ასეთი არაკაცი ვარ და ორსული მიგატოვეო, სხვა ქალთან ერთად რომ გავიქეცი მაპატიეო, რომ გატყუებდი მაპატიეო, ჩემი სიყალბე მაპატიეო... არა, მხოლოდ ერთი მითხარი რომ სხვა ქალი გყავდა. ხმა ვერ ამოვიღე, ავტირდი. სული ამტკივდა. მე ხომ ყველაზე ძვირფასი მოგეცი რაც გამაჩნდა, მე ხომ შენ გული მოგეცი... გული რომელიც შენი სიყვარულით იყო სავსე... გული, რომელიც დედაჩემმა დიდი ტკივილით და წვალებით ჩამიდგა საგულეში, გული რომელიც მამაჩემის გულის ნაწილი იყო. იმიტომ ვამბობ წარსულ დროში რომ სიცოცხლის ხალისი დავკარგე. შენი ხმა მაშინ ისეთი მშვიდი და ამაზრზენი იყო გული ამერია. ღებინება დამეწყო და ცრემლები მახრჩობდა. მაშინ რომ ჩემთვის იარაღი მოეცათ ხელში დაუფიქრებლად გესროდი. არა... ვერ გესროდი იმიტომ რომ მიყვარდი... დეპრესია დამეწყო... საწოლიდან აღარ ვდგებოდი და მთელი დღე ვტიროდი. თავს დამცირებულად და მიტოვებულად ვგრძნობდი. აღარ ვჭამდი, აღარ მეძინა. ჩემი ოჯახი ჩემი ტანჯვით იტანჯებოდა. მამაჩემი გაცოფებული იყო. ჩემი ძმები მოსაკლავად გეძებდნენ. დედაჩემი ცოცხალ შვილს მგლოვობდა, მეხვეწებოდა რომ რამე მეჭამა. მეუბნებოდა რომ ჩემი შვილისთვის უნდა მებრძოლა. დედაშენი ცრემლებში ატარებდა დროს. კარგი ქალია ჩემი ყოფილი დედამთილი. მამაშენი სახლში აღარ მოდიოდა ან თუ სახლში იყო თვალებში ვერ მიყურებდა. თავს მარიდებდა. საშინლად ძლიერი არასრულფასოვნების კომპლექსი გამიჩნდა. ვერ ვპოულობდი პასუხს კითხვაზე რატომ? რით დავიმსახურე? შენ ვერ იტყვი რომ არ ვიყავი ლამაზი, არ ვიცოდი საჭმლის კეთება ან არ ვალაგებდი სახლს და არ ვრეცხავდი სარეცხს. შენ შეგიძლია თქვა 'არაკაცი ვარ, შემეშინდა და გავიქეცი სხვასთან ერთად ისე რომ არ შევხედე უკანასკნელად თვალებში, ერთ დროს საყვარელ ქალსო'. როგორც გითხარი ყოველ დღე იზრდებოდა ტკივილი ჩემში, თუმცა შედარებით გამოვკეთდი... ჭამა დავიწყე და ძილითაც ნორმალურად მეძინა. სოციალურ ქსელში ახალი სახელით დავრეგისტრირდი. ყოველ დღე ვათვალიერებდი შენი და შენი ახალი ცოლის ფოტოებს. არ დაგიმალავ, გულში ხმამაღლა ვხარხარებდი როცა გავაცნობიერე რომ მასზე ლამაზი ვარ. არ მიწყინო, ეს განცდა შეიძლება ნებისმიერ ქალს დაეუფლოს ასეთ შემთხვევაში, თუმცა მაინც მტკიოდა უშენობა. ჩვენ ერთად უნდა ვყოფილიყავით როცა ჩვენი შვილი დაიბადებოდა, როცა პირველი კბილი ამოუვიდოდა, პირველ სიტყვას იტყოდა და პირველად გაივლიდა. ერთად უნდა გვეთენებინა ღამეები მისთვის. თანდათან მომბეზრდა ტირილი და გლოვა შენზე. შემდეგ ჩემი პატარა ბედნიერება დაიბადა. ჩემი ცხოვრების ნათელი წერტილი. ჩემი სხეულის და სულის ნაწილი. ჩემი გულის ფეთქვა... ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა როცა სოციალურ ქსელში ბავშვის ფოტოები ყოველგვარი მორიდების გარეშე მთხოვე. არ გამომიჩენია სიბოროტე და ქაჯობა, ამიტომ გიგზავნი დღემდე ფოტოებს. შეგიძლია ჩარჩოში ჩასვა და თავთან დაიდგა. მაინც ვერ იქნები მისთვის უკეთესი მამა. (სმაილი). ჩემმა პატარამ ნელნელა თავისი გულწრფელობით, სიყვარულით შემივსო გულში შენმიერ დატოვებული უფსკრული. მარტო ვუთენებდი ღამეებს, ვურწევდი აკვანს, ვასწავლიდი როგორ უნდა დაეჭირა კოვზი სწორად. შემდეგ მივიყვანე ბაღში, არ უტირია. ღონისძიებებისთვის და ზეიმებისთვის მე ვასწავლი ლექსებს... უზომოდ ამაყი და ბედნიერი ვარ რომ ჩემი შვილი ასეთი ნიჭიერი და ყოჩაღია. დედაშენი ყოველთვის ცდილობს ბავშვთანთან მეტი დროის გატარებას მაგრამ მანძილი უშლის ხელს. ძალიან კარგი ბებიაა, მამაშენიც იგივენაირად... ბავშვმა გადამარჩინა, შენგან მოსაკლავად განწირული მან მომაბრუნა სააქაოს. მისი წყალობით მე ისევ ბედნიერი ვარ. იმაზე ბედნიერი ვიდრე შენთან ვიყავი, ამიტომ აღარ მინდა შენთან რამე საერთო მქონდეს (არ ვგულისხმობ ბავშვს). მე აღარ ვაპირებ გამოგიგზავნო ფოტოები და თავი შენგამო შევიწუხო. დაკმაყოფილდი იმ ფოტოებით რასაც გამოვაქვეყნებ. შენგამო მე ყველას ნდობა დავკარგე... ყველა კაცის ერთის გარდა. აუცილებლად მოვუყვები მას მამის შესახებ, ყველაფერს მოვუყვები. გაცნობის დღიდან დღემდე. არა იმიტომ რომ შეგიძულოს —არამედ შენს შეცდომაზე ისწავლოს. შენ დაგავიწყდა რომ დედამიწაზე ქალი ყველაზე აღმატებული არსებაა და არ მინდა ის შენ დაგემსგავსოს. მე მას ვასწავლი ქალის პატივისცემას, ვასწავლი გონებით მოქმედებას, ფიქრს, ვაჟკაცობას... ვასწავლი რომ არცერთი ქალი არ იმსახურებს მსგავს გულისტკენას მამაკაცისგან, რომლის გამოც ის ოჯახს ტოვებს. საბოლოოდ კი მე ვიქნები ყველაზე ამაყი დედა და ვიტყვი რომ მე ეს შევძელი...
ყოფილო ქმარო! მხოლოდ ეს იცოდე: მე შენ დაგამარცხე. შენს მიერ მოყენებული ტკივილი დავამარცხე და მე დღეს ძლიერი ქალი მქვია. ბედნიერებას გისურვებ შენს მეუღლესთან ერთად, რომელმაც ალბათ არ კი იცის ჩემი არსებობის შესახებ... " _არ ვიცი ამ წერილის კითხვაში რამდენი ღერი სიგარეტი მოვწიე. გულისცემა აჩქარებული მქონდა. ვსუნთქავდი ღრმად და არათანაბრად. წერილი კონვერტიანად დავკუჭე და სანაგვეში მოვისროლე. საძინებელში დავბრუნდი ჩემს მძინარე ცოლთან. სპორტული გავიხადე და თბილი სხეული გულში ჩავიკარი. მალევე მშვიდად და ღრმად დამეძინა...
*****
-ახლა 13 აგვისტოს ჩამოფრინდა საქართველოში სელე, საყვარელს დაშორდა. ის ქალი იქ დაუტოვებია როგორც მითხრეს. გაგიკვირდება ალბათ როცა გეტყვი რომ ამ ამბავს ჩემში არანაირი ემოცია არ გამოუწვევია...
***** 13 აგვისტო
-მომენატრე ნათია _მესენჯერზე მომივიდა წერილი ყოფილი ქმრისგან. არაფერი მიმიწერია...
-ძალიან დავაგვიანე ხომ?
-ნამდვილი ყ*ე ხარ _შოკირებულმა დავუბრუნე პასუხი და ტელეფონი გამოვრთე. დილით ისევ დამხვდა ესემესი ყველაფერზე დავილაპარაკებთ ჩვენო და ეგ იყო.
*****
...ერთად ხომ ვიყავით, რაღად მომიმდურე,
რატომ წახვედი ან რად არ დამიბრუნდი?!
მე ხომ შენ გაჩუქე მხოლოდ ჩემი გული,
განა რა მოხდა რომ ასე გადიდგულდი?!.

შენ რომ გყვარებოდი ჩემთან დარჩებოდი...
*****
*ახლა უკვე მანდაა საქართველოში, არ ვიცი მომავალში რა იქნება... ვიცი რომ არ შევურიგდები, ვერ ვაპატიებ...
****
*არ ვიცი რა გითხრა ნათია... მხოლოდ ვეცდები წერით დაგანახო ჩემი სათქმელი <3 სიყვარულით სელენე <3 ი.ი <3скачать dle 11.3



№1  offline წევრი ჟოზე

შენ რომ გყვარებოდი ჩემთან დარჩებოდი...
ყველაზე სწორი ფრაზა!
არ ვიცი რა გითხრა ირი ❤ ძალიან ნელა და დაკვირვებულად ვკითხულობდი,ჩავამთავრე ისევ მივუტრიალდი და თავიდან გადავიკითხე... შემეცოდა ნათია , მაგრამ უფრო მეტად თემო მეცოდება :)) ქალის გამო რომ შვილს მიატოვებ მერე არაფერს აღარ იმსახურებ სიბრალულის გარდა , ალბად ბევრჯერ დაიჭამს ხელებს სიმწრისგან მაგრამ ძალიან გვიანი იქნება...
ყოჩაღ შენ ❤ ძალიან სწორად მოიტანე ემოცია , უფრო და უფრო იხვეწები,იზრდები და მაოცებ
წარმატებები შენ ჩემო საყვარელო ტკბილო "პატარა დიდო" გოგოვ ❤❤ მიყვარხარ ❤❤

 


№2  offline წევრი Nicaa

აი ეს უკვე კარგია ❤️❤️

 


№3  offline წევრი სელენე

ჟოზე
შენ რომ გყვარებოდი ჩემთან დარჩებოდი...
ყველაზე სწორი ფრაზა!
არ ვიცი რა გითხრა ირი ❤ ძალიან ნელა და დაკვირვებულად ვკითხულობდი,ჩავამთავრე ისევ მივუტრიალდი და თავიდან გადავიკითხე... შემეცოდა ნათია , მაგრამ უფრო მეტად თემო მეცოდება :)) ქალის გამო რომ შვილს მიატოვებ მერე არაფერს აღარ იმსახურებ სიბრალულის გარდა , ალბად ბევრჯერ დაიჭამს ხელებს სიმწრისგან მაგრამ ძალიან გვიანი იქნება...
ყოჩაღ შენ ❤ ძალიან სწორად მოიტანე ემოცია , უფრო და უფრო იხვეწები,იზრდები და მაოცებ
წარმატებები შენ ჩემო საყვარელო ტკბილო "პატარა დიდო" გოგოვ ❤❤ მიყვარხარ ❤❤


მადლობა ჩემო თბილო ???? ???? ძალიან მიყვარხარ ❣

Nicaa
აი ეს უკვე კარგია ❤️❤️


მადლობაა ????

 


№4  offline წევრი Nicaa

კი რათქმაუნდა, წინაზე მხოლოდ წერილი რომ წავიკითხე არადამაკმაყოფილებელი იყო აქ ყველაფერი კარგადაა გადმოცემული დეტალებში და თითქოს პერსონაჟთან ერთად ვართ და მის ტკივილს და ბედნიერებას ვგრძობთ ასე რომ ეს უკვე ძალიან კარი იყო❤️❤️

 


№5  offline წევრი სელენე

Nicaa
კი რათქმაუნდა, წინაზე მხოლოდ წერილი რომ წავიკითხე არადამაკმაყოფილებელი იყო აქ ყველაფერი კარგადაა გადმოცემული დეტალებში და თითქოს პერსონაჟთან ერთად ვართ და მის ტკივილს და ბედნიერებას ვგრძობთ ასე რომ ეს უკვე ძალიან კარი იყო❤️❤️



მიხარია თუ მოგეწონა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent