შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უსაზღვროდ (თავი 15)


25-08-2019, 01:08
ავტორი sabah alkhyr
ნანახია 843

გიორგის სახლთან შავი ლამბურჯინი ბორბლების ღრჭიალით გაჩერდა და რამდენჯერმე გაბმით დაასიგნალა. დავითი და ენტონი სახლიდან გამოცვივდნენ და ჭიშკართან გაჩერებული მანქანისკენ გაიქცნენ, რომლის მძღოლიც უკვე გადმოსულიყო.
-,,ქერა"? - დავითმა ჭიშკრის კარები გააღო და შიგნით შემოუშვა, - შენ აქ რას აკეთებ, რა ხდება ამ შუაღამეს.
-გიორგი სად არის? - დავითს მივარდა ბიჭი და ქეჩოში ხელი წაავლო, ენტონიმ იარაღი მიუშვირა.
-დამშვიდდი ბიჭო, ენტონი იარაღი შეინახე. გიორგი რაში გჭირდება?
-სად არის თქო? - დაიჟინა ,, ქერამ" და ნერვიულად სიარულს მოყვა.
-აქ არ არის. თუ მეტყვი რა ხდება იქნებ გავიხსენო კიდეც მისი ადგილმდებარეობა, - მხრებზე ხელი დაადო და ადგილზე გააჩერა.
-გიორგის მოკლავენ თუ არ დავეხმარებით, - ტელეფონს დახედა და გიორგის ნომერი რომ იცნო მაშინვე უპასუხა, -ალო, გიორგი სად ხარ… გესმის ჩემი?... გიორგი… გესმის?-ტელეფონი გათიშა და ისევ დავითს მივარდა, - იცი სად არის თუ არა?!...

***
იატაკის კარი დახურა თუ არა, ზურგით სავარძელს მიეყრდნო და იარაღი გადატენა. მხრიდან სისხლი თქრიალით მოსდიოდა და იატაკზე კვალს ტოვებდა. 12 ტყვია, 12 ტყვია რამდენიმე ადამიანის მოსაკლავად. მათი რაოდენობა წარმოსახვით დაითვალა, დაახლოებით 6 კაცი განუწყვეტლივ ესროდა სახლს და კედლებში ნაპრალებს ტოვებდა. ელენეზე ფიქრი ცოტახნით როგორღაც მოიშორა, ახლა ის უფრო კარგ მდგომარეობაში იქნებოდა. თავისთან რომ დაეტოვებინა შესაძლოა ვერ მოეხერხებინა მისი დაცვა და გადარჩენა, ახლა კი იმედს იტოვებდა, რომ ცოცხალი გადარჩებოდა და ელენეს იპოვიდა.
მობილიზება, აი რა იყო საჭირო. ელენეზე ფიქრი შეწყვიტა და მკვლელებზე მობილიზდა. ამის გარეშე უეჭველი დაღუპვა ელოდა. როგორმე მეორე სართულზე უნდა ასულიყო, საწოლის ქვეშ SR-25 ტიპის ამერიკულ შაშხანას ინახავდა ყოველი შემთხვევისთვის, და აი დადგა ეს ,, ყოველი შემთხვევა-შავი დღე".
ფეხზე წამოდგა და იქით ისროლა საითაც მსროლელები ეგულებოდა, თორმეტი ტყვიით გზა გაიკვლია და ნახევრად ჩალეწილი ხის კიბეებით მეორე სარტულზე ავიდა. საწოლის ქვეშიდან SR-25 და 7,62 × 51 კალიბრის ტყვიები გამოაძვრინა და გადატენა. ერთადერთი ფანჯრის ფარდა ისე გადაწია, რომ შეუმჩნეველი ყოფილიყო, ფანჯარა ოდნავ ასწია და შაშხანის ლულა გარეთ გაყო, სიბნელეში ძლივს ხედავდა, მაგრამ გამოცდილი მსროლელის თვალი მაინც არჩევდა ბნელში ჩაკარგულ სილუეტებს. პირველივე სროლა ნაყოფიერი აღმოჩნდა, ტყვია მიზანს მოხვდა და ძირს დააგდო, შემდეგ სხვა სამიზნე მოძებნა და ისევ გაისროლა. გონებაში ითვლიდა - ერთი… ორი… სამი… ოთ… - ტყვიამ ყურთან ჩაუწუილა და კედელზე ჩამოკიდებული სარკე დაამსვრია, მეოთხე გასროლამ მიზანს ვერ მიაღწია. შეამჩნიეს და ახლა პირველის ნაცვლად მეორე სართულს დაუწყეს სროლა. იატაკზე განთხმული გიორგი თავზე ხელებს იფარებდა და ცდილობდა გაგორებული ტყვიები ფეხით ახლოს მოეწია. მსროლელებს იარაღში ტყვიები გაუთავდათ და მანამ სანამ მჭიდში ვაზნებს ჩატენიდნენ, გიორგიმ დრო იხელთა, თავისი საბრძოლო იარაღი მომართა, საწყის პოზიციას დაუბრუნდა და დაქირავებულ მკვლელებს ტყვიები დაუშინა. ხუთ ტყვიაში სამი ადამიანი. დაცლილი სავაზნე მოხსნა და დარჩენილი ორი ვაზნა ჩადო, ეს ბოლო იყო რაც გააჩნდა, ახლა ან ორივე მიაღწევდა დანიშნულ მიზანს ან უეჭველი სიკვდილისთვის უნდა მომზადებულიყო. მაგრამ ელენეზე გაფიქრებამ მოტივაცია შესძინა და იარაღი წამოაყენა, ახლა მასზე უფრო ელენეს უჭირდა და დახმარება სჭირდებოდა.
კიდევ ერთი გასროლა და კიდევ ერთი მიწაზე დავარდნილი უგონო სხეული. უკანასკნელი სროლა და მჭიდში გაჭედილი ტყვია, იარაღმა უმტყუვნა და არ გაისროლა. ეს დასასრული იყო. გარეთ სროლა ისევ გაისმა და მერე შეწყდა. სიჩუმე ჩამოწვა, თითქოს ავის მომასწავებელი. კუთხეში ჩამჯდარ გიორგის შუბლი იარაღის ლულაზე მიედო და თვალებდახუჭული ყველაზე ტკბილ განვლილ წუთებს იხსენებდა. განვლილმა ცხოვრებამ ფილმის კადრებივით ჩაურბინეს და უფლება მისცეს ყველაზე საამო მომენტები ამოერჩია. პირველად დედის სახე ამოუტივტივდა გონებაში, მისი ღიმილიანი სახე, რომელიც მუდამ ცრემლიანი თვალების დამალვას ცდილობდა. მისი ნაკვთები, რბილი კანი, სურნელი და მონატრებული ჩახუტება გაახსენდა. კადრი დავითზე, ლიზასა და რაულზე გადაერთო, მის ბავშვობაზე, განვლილ პატარაობაზე. რას არ მისცემდა, რომ დრო უკან დაებრუნებინა და რაღაც-რაღაცეები შეეცვალა, ახლა ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. და ბოლოს ფირი ელენეს სახეზე გაჩერდა, მისი მწვანე თვალები და მოცინარი სახე, აი რა სჭირდებოდა სინამდვილეში. მოგონებები მის შესახებ, ყოველი ჩხუბი, დაზავებული საუბარი, კოცნა, მისი კანის სურნელი, სხეულის შეხება. საავადმყოფოს დღიდან დღევანდელ დღემდე ყველაფერი ამოუტივტივდა თავში და ინანა, რომ აქამდე არ გაუმხილა მისი გრძნობების შესახებ.
თავჩახრილი, იარაღის ლულას შუბლს აყრდნობდა და მოწოლილი ცრემლების უკან დაბრუნებას ცდილობდა, როცა გარედან მისი სახელი გაიგო.
-გიორგი…
-ბატონო გიორგი, აქ ხართ? - ეს ენტონის ხმა იყო, ერთდროულად ნაცნობი და უცნობი ხმა. მისი ხშირი დუმილისგან თითქოს დავიწყებოდა მისი ტემბრი.
-გიორგი, - ფანჯრიდან ფრთხილად გადაიხედა და იარაღ მომარჯვებული დავითის სილუეტი გაარჩია, უკან ენტონი და ,, ქერა" მოყვებოდნენ. ჩაკეტილი კარი წიხლით შემოლეწეს და შიგნით შემოვარდნენ. სისხლის დენისგან დასუსტებულმა იარაღზე დაყრდნობით ძლივს წამოზლაზნა სხეული და წამოდგა. კედელ-კედელ ძლივს ჩავიდა ტყვიისგან დალეწილ კიბეზე და შემოსულთ დაღლილი სახით შეხედა, ხელში ტყვიებისგან დაცლილი პისტოლეტი ეჭირა,-გიორგი კარგად ხარ? - მხარში ამოუდგა დავითი და სავარძელში ჩასვა.
-კარგად ვარ, ელენე უნდა მოვძებნო, - ფეხზე წამოდგა და გასასვლელისკენ დაიძრა.
-დაჭრილი ხარ ძმაო, აქ დარჩი, ჩვენ მოგიყვანთ შენს გოგოს, - ,,ქერა" წინ გადაეღობა და გააჩერა.
-შევპირდი გიპოვი თქო და უნდა წავიდე. სავსე მჭიდი გააქვთ? - ენტონიმ მიაწოდა. გიორგიმ მჭიდი გამოცვალა და გასასვლელი კიბეები ჩაიარა, მერე თითქოს რაღაც გაახსენდა, გაჩერდა და გვერდულად გამოხედა უკან მომავალთ, - ვინ?!
-გიორგი…, - ,,ქერამ" წამოიწყო და გაჩერდა, თითქოს არ უნდოდა მისთვის სიმართლე ეთქვა.
-ვინ მეთქი, - ხმაში სიბრაზე უფრო მეტად შეეტყო და შემობრუნებულმა ბიჭს ქეჩოში წაავლო ხელი, - თქვი თორემ შენზე ვიყრი ჯავრს.
-კახაბერი…, - მიუხედავად იმისა, რომ ამას ვარაუდობდა მაინც წაეშალა სახე და თითქოს რაღაც ჩასწყდა გულში.
-რაულიც იქ იყო?! - დანანებით ჩაილაპარაკა და მიწას თვალი გაუშტერა.
-კი, მაგრამ არა მგონია მას სცოდნოდა ამის შესახებ, - სცადა მისი დაცვა.
-სომეხი , ისევ მიღალატა, - გაბრაზებულმა იარაღი გადატენა, გამწარებით დაიღრიალა და ჰაერში რამდენჯერმე გაისროლა, - შენ კიდევ მეუბნებოდი ერთი შანსი მიეცი შეცდომას ინანიებსო, - დავითს მივარდა, - აი შენი ცოდვა მონანიებული ძმა, შემდეგში შუბლზე იარაღს რომ მივადებ აღარ გამაჩერო, - იარაღი ისევ ქამარში ჩააბრუნა და ენტონის გაწვდილი ქურთუკი გამოართვა. შებრუნდა და იქით წავიდა, საითაც წესით ელენე უნდა წასულიყო.

***

თავის ძლიერმა ტკივილმა გამოაღვიძა. დამძიმებული ქუთუთოები ძლივს დააშორა ერთმანეთს და სიბნელეში ჩაძირული გარემოს თვალი მოავლო. მიწის სუნით მიხვდა, რომ ისევ ტყეში იყო. თავი როგორღაც წამოწია და იდაყვებს დაეყრდნო, ჭრილობა ისე უფეთქავდა ეგონა სადაცაა თავი გაუსკდებოდა. როგორღაც მუხლებზე წამოწევა სცადა და სმენა და მხედველობა უფრო დაძაბა. სიბნელის ბავშვობიდან ეშინოდა, სიბნელის და მარტოობის, განა წინა დღისით გიორგის ამის გამო არ უთხრა უარი და არ წავიდა. მშობლების სიკვდილის შემდეგ დაიწყო ეს მტანჯველი ფობიები. კიდევ ერთხელ მოავლო სიბნელეს თვალი და დაიყვირა, გიორგის დაუძახა, მაგრამ მისი ხმის ნაცვლად მგლების ყმუილი მოესმა, საკმაოდ ახლოს. გული შეუქანდა, სიბნელე, სიმარტოვე და დამატებული მგლები, რომლებიც საკბილოს სულ ყოველთვის ეძებენ. როგორღაც შეძლო და უკან გახოხდა, ზურგით ხეს მიეყრდნო და ხელში მოხვედრილი ქვა გულზე მიიკრა, თავის დაცვას ასე შეეცდებოდა.
დრო უსაშველოდ რომ გაიწელა, მხოლოდ მხეცების ხმა რომ ესმოდა და გიორგი საშველად არ მოდიოდა, გულმა რეჩხი უყო და ყველაზე საშინელი რამ წარმოიდგინა. გიორგი მოკვდა,მკვლელებისგან თავი ვერ დააღწია და მოკლეს. ცხოვრებაში პირველად ინანა გულში ჩამდგარი სიტყვების ამოუთქმელობა, მაშინ, როცა ამის კარგი დრო იყო არ გაამხილა მისი გრძნობები. ცხოვრება იმაზე მწარე საჩუქრებს გიკეთებს, ვიდრე წარმოიდგენ, ვიდრე ელოდები. და აი კიდევ ერთი ძვირფასი ადამიანი დაკარგა, ისევ მარტო დარჩა, ცხოვრება ისევ გაეთამაშა და ძირს დააგდო.
თვალებზე ცრემლი მუჭებით შეიმშრალა, გული დაიმშვიდა და ფეხზე წამოდგომა სცადა, დასიებული, ნაღრძობი ფეხი აუარებელ ტკივილს აყენებდა და გადაადგილებაში ხელს უშლიდა. ნაბიჯი გადადგა, მაგრამ წონასწორობა ვეღარ შეინარჩუნა და ძირს მოწყვეტით დაეცა, ტკივილი გაუორმაგდა.
-მიშველეთ, - მის ყვირილს არავინ გამოეხმაურა, არსაიდან ფეხის ხმაც კი არ ისმოდა, - დამეხმარეთ. მიშველეთ ვინმემ, - ოთხზე დამდგარი სიმწრისგან ფრჩხილებით ნესტიან მიწას თხრიდა და ცხარე ცრემლით ტიროდა, - ღმერთოო, დამეხმარე გთხოვ, გადამარჩინე, - მკლავებში ძალა გამოლეული მიწაზე გვერდულად დაეცა, ლოყა მიწაზე ედო და ისედაც სველ მიწას ცრემლებით ნამავდა, - ღმერთო, დამეხმარე, ნუ მიმატოვებ, გთხოოვ, - სიჩუმეში რაღაც ფაჩუნი გაიგონა და თავი წამოწია, მხეცი ეგონა და შეშინებულმა იმ ქვას დაუწყო ძებნა წუთის წინ ხელში რომ ეჭირა. ხმაური უფრო ახლოდან გაისმა და მერე უფრო მკაფიოდ გაიგონა, რომ მას ეძახდნენ.
-მიშველეეთ, არის აქ ვინმე? დამეხმარეთ, - ისევ განწირული აყვირდა და მუხლებზე გაჭირვებით წამოიმართა, სიბნელეში ვერაფერი გაარჩია, - გიორგიი, - მაინც იმედოვნებდა, რომ ის ეძებდა.
-ელენე, - უკვე ახლოდან გაისმა და ელენემ ზუსტად გაარჩია რომ გიორგი იყო, - ელენე ხმა გამეცი.
-გიორგი, აქეთ. აქ ვარ. გიორგი, - სიბნელეში ნაცნობი სილუეტი გამოჩნდა, მისი სასოწარკვეთილი ყვირილი ბედნიერ წივილში გადავიდა, - გიორგი აქ ვარ.
-ელენე, - ქალის დანახვაზე ადგილიდან მოსწყდა და მთელი სისწრაფით მისკენ გაიქცა, მუხლებზე დამხობილი ხელში აიტაცა და მთელი ძალით, მთელი არსებით მიიხუტა გულზე. სახეს, ყელს, ხელებს მთელი არსებით და გრძნობებით უკოცნიდა. გულში იხუტებდა და თავზე ეფერებოდა, არ ეთმობოდა ხელის გასაშვებად, ბოლოს, როგორც იქნა შეძლო კითხვის დასმა მისთვის, - კარგად ხარ? მითხარი რომ კარგად ხარ, - ტუჩებში აკოცა ამოუთქმელად.
-კარგად ვარ,-ტუჩებს მოშორებულმა, ცრემლებს ამოაყოლა ნათქვამი, - ძალიან შემეშინდა, მეგონა მოკვდი და მარტო დამტოვე… მეგონა…
-ჩშშშ… დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება. მე შენთან ვარ, - გულზე მიიხუტა და თმაზე აკოცა, - აქაურობას მიხედეთ ბიჭებო, - მერე ელენეს მიუბრუნდა, თავი ააწევინა და თბილად გაუღიმა, - სახლში მივდივართ.скачать dle 11.3



№1 სტუმარი ......m....

კარგი ისტორიაა, მოვლენებიც საინტერესოდ ვითარდება. მომწონს და გელოდები.
წარმატებები!

 


№2  offline წევრი sabah alkhyr

......m....
კარგი ისტორიაა, მოვლენებიც საინტერესოდ ვითარდება. მომწონს და გელოდები.
წარმატებები!

მადლობა ძალიან დიდი ❤️❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი nancho

მომწონს შენი ისტორია ,

 


№4  offline წევრი sabah alkhyr

სტუმარი nancho
მომწონს შენი ისტორია ,

მადლობა ძალიან დიდი❤️❤️????

 


№5 სტუმარი სტუმარი ნინო

იქნებ გააგრძელო ცუდი აზრი არაა ნამდვილად. აღარ უნდა დადო? მოვკვდი ლოდინით რაიყოო?

 


№6  offline წევრი sabah alkhyr

სტუმარი ნინო
იქნებ გააგრძელო ცუდი აზრი არაა ნამდვილად. აღარ უნდა დადო? მოვკვდი ლოდინით რაიყოო?

გავაგრძელებ ხვალიდან :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent