შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აკრძალული თამაშები (5)


25-08-2019, 22:52
ავტორი ფ ე ფ ო
ნანახია 2 961

-დაჩიიი!!!-საწოლის ზემოდან პირქვე გაწოლილს,თავზე დამდგარი ნიცა ჯიუტად არ ეშვებოდა.-აუ,გაიღვიძე რაა...მამაა!
-რა გინდა?-თვალები არ გაუხელია ისე ამოიბუზღუნა და თავზე იდაყვში მოხრილი ხელი დაიფარა.
-მამა ადექი რა გთხოოვ...-აწუწუნდა ჭირვეული ბავშვივით ნიცა.
-რა გინდა,რაა?-იკადრა თავის ბალიშიდან აწევა და სანახევროდ მოჭუტული თვალებით ქვემოდან ამოხედა შვილს.
-ფაშა დაიკარგა...-ტუჩები სატირლად დაბრიცა ბებერი კატის გახსენებაზე ნიცამ.რომელიც გრძელ ბეწვიანი,მსუქანი კატა იყო და სწორედ თავისი სიზანტის და მედიდური გამოხედვის გამო შეარქვეს ფაშა.
-სად დაიკარგა?
-აბა მე რა ვიცი მამა? ადექი გეხვეწები.
-თუ დაიკარგა ჩემი ადგომა რას უშველის? ხათრით დაბრუნდებაა?-გაეცინა დაჩის და ისევ ბალიშზე აპირებდა თავის დადებას ნიცას ცრემლისგან რომ აემღვრა თვალები და აქსუტუნდა.-რა გატირებს მა?
-რას ქვია რა მატირებს?ჩემი კატა იყოო...
-ბებერი და ხვალ თუ ზეგ მაინც მოკვდებოდა.-ამოიოხრა დევდარიანმა და საწოლზე წამოჯდა.-ბაბულას ჰკითხე,მისი ასავალ დასავალი მაგას ეცოდინება.წინაზე დავინახე აივანზე ჭორაობდნენ..მესაიდუმლეა.-შეეცადა არ გასცინებოდა მაგრამ ვერ მოითმინა და მაინც უმტყუნა მოთმინების უნარმა.
-მამაა...-ნაწყენმა ნიცამ ვეღარ მოითმინა და ატირდა.დევდარიანს სახე დაუსერიოზულდა საწოლთან ატუზულ შვილს მაჯებში სწვდა და თავისკენ მიიზიდა.ძლიერად მოეხვია და შუბლზე აკოცა.-კარგი რაა მამიკო...რა გატირებს? შენს თავს გეფიცები წავიდეთ და თუ გინდა მთელს ზოოპარკს გიყიდი.
-მე ჩემი ფაშა მიყვარს...-არ ჩუმდებოდა ნიცა.
-ჯანდაბა ფაშა შენი...-ამოიოხრა დაჩიმ და საწოლიდან წამოდგა.-წამოდი,ვნახოთ სად დაითესა ეგ ბებრუხანა.
წელს ზემოთ შიშველმა სირბილით ჩაიარა კიბეები და უკან ადევნებულ ნიცას კარის ზღურბლზე მოუბრუნდა.
-სახლში ყველგან ნახეე?
-კიი..არ არის-ცხვირის წვერი გასწითლებოდა პატარა დევდარიანს და ხელის ზურგით წამდა უწუმ იწმენდდა.
-გეხვეწები რა გატირეებ?-თვალები აატრიალა მამაკაცმა და ეზოში გასულმა ბაღი მოათვალიერა.-ბაღში ნახეე?
-კიი...-წამოიყვირა ნიცამ.-ხომ არ გაიპარა და ქუჩაში ძაღლებმა დაკბინეეს? ან მანქანამ გაიტანა?-ხელმეორედ ატირდა და სახეზე აიფარა ხელები.
-მართალია მსუქანი ძროხაა მაგრამ ესე დებილივით მანქანას არ შეუვარდებოდა...
-არ არის ძროხა...-გააპროტესტა ნიცამ.
-მაშინ მჭამელა ღორია...ტრა*კი ვერ დააქვს კატაა თუ სპილო ვერ გავიგე.-ბუზღუნებდა და ეზოს სიღრმისკენ მიაბიჯებდა.-რანაირად დავუძახო..
-ზარი გაუშვი და გადმოგირეკავს.-წამოიყვირა ნიცამ და სირბილით აედევნა გაცინებულ მამას, რომელმაც წამში მიიღო სერიოზული სახე და ისე მოათვალიერა ეზო გეგონება მართლაც გულის ყურით ეძებდა.
-ახალი რომ ვიყიდოთ?-შეაპარა და ცერად გახედა შვილს.
-მერე ფაშა?
-იმასაც გაასუქებ და დაარქვი მერე ფაშა ორი...
-მამაა...-ისევ ატირდა ნიცა.
-კარგი რა...კარგიიი...-ხელები გაშალა და მოკირწყლულ ბილიკს ბუზღუნით გაუყვა:-შენი საქართველოში ჩამომთრევი მოვტ*ყან...კატა მაინც იყო მართლა გასიებული...
-ვაიმეე გესმის?-მკლავში სწვდა ნიცა მამამის და აიძულა გაჩერებულიყო.
-რა მესმის?
-ჩემი ფაშას ხმაა...-თვალები გიჟივით გააცეცა აქეთ-იქით და შეეცადა ხმას გაჰყოლოდა, რომელიც ბაღის კიდესთან მდგარი მაღალ ტანიანი ალვის ხიდან ისმოდა.-აი, იქ არის...აი...მანდ რას აკეთებ ჩემო საყვარელოო?-ტოტზე მობუზულ კატას შესტირა ქვემოთ მდგარმა.წაბლისფერ ფაშას ბრჭყალები ტოტისთვის ჩაესო და აშკარად შეშინებული გატოკებას არ აპირებდა ადგილიდან.თავს აქეთ-იქით ატრიალებდა და ჩხაოდა.
-გამარჯობა შენი...-დოინჯი შემოირტყა დაჩიმ და კატას წყრომით ახედა.-იჯექი ეხლა მანდ და იჩხავლე.
-არ ჩამოიყვაან?-თვალები დაუმრგვალდა ნიცას,როდესაც დევდარიანმა ზედმეტად მშვიდი სახით ამოაცოცა შორტის ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი და ერთ ღერს მოუკიდა.-მამა...
-სამაშველო ხომ არ გამოვიძახოთ?
-შენ ვერ ჩამოიყვან? ამწიე და მე ჩამოვიყვან...გეხვეწები,მანდ ხომ არ დავტოვებთ.ცოდოა...
-მამა არ გეცოდება ნიცაა?-საწყალი სახე მიიღო დაჩიმ და ღრმა ნაპასის შემდეგ სიგარეტი მიწაზე დააგდო,ბოტასის ცხვირით გასრისა და ღრმად ამოისუნთქა,შემდეგ კი სახლისკენ დაიძრა.
-მამაა
-კიბე მოვიტანოთ და ჩამოვიყვანოთ ბატონი ფაშა...-ხელები ფართოდ გაშალა დაჩიმ და ზურგი შეაქცია.
ათი წუთი იქნებოდა გასული ფაშა უკვე ნიცას ჰყავდა ჩაბღუჯული და ისე იხუტებდა გულში დევდარიანს ღიმილს ჰგვრიდა.ვეღარ მოითმინა და სახლისკენ მიმავალ შვილს ფეხდაფეხ გაეკიდა.კარის ზღურბლზე წამოწეულმა ხელი წელზე მოხვია და ისე აიტაცა ხელში და ჩაიკრა გულში ნიცამ ჯერ წამოიკივლა მერე კი კისერზე შემიხვია მკლავები.
-შენ ხარ მამიკოს ერთადერთი...-სასტუმრო ოთახში დაუშვა იატაკზე და ხმაურით დაუკოცნა ლოყები.-ჩემი სიციცხლის აზრი ხარ მა.
-სულ, სულს ძალიან რომ გიყვარს და მთელი ცხოვრება გეყვარება ხოო?-თვალებ გაბრწყინებულმა შეჰღიმა მამას.
-მთელი ცხოვრება მა...-კურნოსა ცხვირზე მიეფერა გაბადრულს.-მაგრამ შენი ფაშა მაინც მსუქანა ძროხაა...
-თუმცა მიყვარს...-სავარძელზე დაეშვა ნიცა.-ამ უქმეებზე სად მივდივართ?
-წყნეთში,დავითთან და მის ოჯახობასთან...-თვალი ჩაუკრა დაჩიმ და სამზარეულოსკენ გაემართა.
-აუ იმ პატარა ჭიჭყლი ბავშვების ნერვები არ მაქვს...-ტუჩები პრეტენზიულად დაბრიცა ნიცამ.
-შენც იყავი პატარა და ჭიჭყლი...რაიყო გაიზარდეე?
-მამაა...
-რამდენი ხანია გვეპატიჟებიან მაა..შანსი არ გაქვს მაინც უნდა ავიდეთ და ეხლა ნუ მევაჭრები.
-კარგი..ხოოო...კარგიი...
-ბაბულა...ყავა გამიკეთე ჩემო ბრილიანტო მე გამოვიცვლი და ჩამოვალ.მაგვიანდებაა...-სამარეულოში მოფუსფუსე ბაბულას გასძახა დევდარიანმა და მეორე სართულზე ასასვლელ კიბეებს სირბილით აუყვა.

******
ყავის ფინჯნით შეიარაღებული თათული თეთვაძე ფანჯარასთან იდგა და ეზოს ათვალიერებდა.თლილ თითებს შორის მოქცეული სიგარეტი ისე ჩამწვარიყო არც კი მოუწევია.ჩამწვარ ღერს დახედა და ტუჩები უკმაყოფილოდ დაბრიცა,რაფაზე დადგმულ საფერფლეზე დაასრისა და ოთახისკენ შემობრუნებული დის შვილს დააკვირდა,რომელიც გასასვლელად ემზადებოდა.
-მიდიხარ?-ინტერესით შეათვალიერა მისი ჯინსის შორტი და განიერი მაიკა.
-კი, ჯერ უნივერსიტეტში და მერე მეგისთან.შენ რას აპირებ?
-მე?-თათა ჩაფიქრდა შემდეგ კი მხრები აიჩეჩა.-არ ვიცი...ალბათ საშოპინგოთ წავალ.გამიგია ნერვებს ამშვიდებსო-გაეცინა.-თან რაღაცაში ხომ უნდა გამოვიყენო კომპენსაციად მიღებული კაპიკები.-კატოს გაკვირვებულ სახეზე ისევ გაეცინა და ყავა მოსვა.-ნუ გიკვირს...თავიდან მომიშორა, მაგრამ ორი ათასი ლარი მაინც გაიმეტა...ერთ კაბას და ფეხსაცმელს ეყოფა.
-შენი ნებაა...
-რას შვები იმ ბიჭთან?ვხედავხოლმე რომეოსავით შეყვარებული თვალებით რომ გაცილებს სადარბაზომდე,შემდეგ გემშვიდობება და ელოდება როდის გადახედავ სახლში ამოსული ფანჯრიდან..ეხლა ესეთი სიყვარულია მოდაში? თუ ძველმოდურ ოჯახშია გაზრდილი? პლატონური ტრფობა...კოცნა ხელზე. კარგი კავალერი...დილამდე სეირნობა ბაღებში,კინოში...
-არა,საწოლში სულის ამოხდამდე ჟიმაობა,შემდეგ ვინიცობაა მობეზრდე და დაგახვევინოს კომპენსაციასაც გიხდის...-ირონიანარევი ზიზღით თვალი -თვალში გაუყარა კატომ დეიდას და ზურგჩანთა აიღო.-იცი რა ვერ გავიგეე? შენი დევდარიანი თუ ნაბიჭ*ვარი აღმოჩნდა მე მაინც ნუ მიმწარებ ცხოვრებას...მე არაფერ შუაში ვარ...არ მიზიდავს ფულით გაბღენძილი ტიპები,ქალს რომ არ აფასებენ და მასში მხოლოდ მრავალფუნქციურ თოჯინას ხედავენ.ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროს...გიყურებ და არაფრით ჩამოუვარდები შენს ყოფილ საყვარელს...
-ბრაზობ?-გაეცინა თათას და ჭიქა ხმაურით დადგა მაგიდაზე.-კარგად გაუზრდიხარ დედაშენს...უპირველესი სწავლა და საკუთარი თავის რეალიზება.მე ვინ გამზრდა? არავინ..სახლიდან მომისროლეს როგორც გამოუსადეგარი ნივთი.
-მესმის, ცხოვრებამ გაგაბოროტა. მაგრამ რა გააკეთე შენ? მოინდომე და არ გამოგივიდა? სცადე საკუთარი თავის რეალიზებაა? წელიწად ნახევრიან საყვარელს მისტირი,რომელიც გჟიმ*ავდა და ფულს გიხდიდა...იოლი ფული...როგორ დაკარგე სახე?როგორ მიხვედი ზღვარმდე? არ გიფიქრია? არ გაგჩენია კითხვა საკუთარ თავთან? არ გქონია სურვილი შენი არაფრად ღირებული ცხოვრება შეგეცვალა? არა...მე გეტყვი არა..იმიტომ რომ დინებას მინდობილი ხარ.იყო და დამთავრდა, შენ კი ვერ ეგუები.იცნობდი,მაგრამ მაინც მიიღე... დაკარგვა რატომ გეწყინაა?-ხმას აუწია კატომ და თითოეულ სიტყვას გამოთქმით ამბობდა,რომელსაც ლითონის სიმტკიცე შერეოდა.ეხლა უნდა ეთქვა ის რასაც მთელი ამდენი თვის განმავლობაში ფიქრობდა. უნდა ამოეღო,უნდა დაესვენა.-რატომ ვერ ერევი საკუთარ თავს? სარკეში ჩაგიხედია? რა გახდი..ვინ გახდი თათული?ფულზე მონადირე ქალი,რომელმაც საკუთარ მეს ისე გადააბიჯა,საკუთარი ღირსება ისე გაათელა ფეხ ქვეშ და რისთვის? ფინანსური კეთილდღეობისთვის? შეგიყვარდა? ეგ გამართლებს? არ უყვარდი და სანაგვეზე მოგისროლა..რას აპირებ.. სამაგიეროს გადახდას? თუ მუხლებზე დგომას და წარსულზე ქვითინს? იქნებ დროა ადგე,სარკეში ჩაიხედო და ბოლოს და ბოლოს გახდე ის ვინც სულ გინდოდა რომ ყოფილიყავი.თუ გინდა უნდა იბრძოლო..თუ ბრძოლა წააგე,უნდა გაუშვა და თავი უარესად არ დაიმცირო. მესამე თვალის გადმისახედიდან ცოტა არ იყოს და ულამაზოა.
-დიდი გოგო ხარ.-გაეცინა თათულის და დის შვილს შეხედა რომელიც უტეხი მზერით ბურღავდა.-დიდი და ზედმეტად ჭკუიანი.
-კი 25 ვხდები...მე მოვინდომე,მე სურვილი მქონდა და მოვინდომე..შენც უნდა მოინდომო.მე ვერაფრით დაგეხმარები...რაც შეეხება დევდარიანს..წყეულიმც იყოს ის დღე პირველად რომ შემომხედა და შენ მის თვალებში ინტერესი დაინახე.-ჩანთას წამოავლო ხელი და სახლიდან გასულმა კარი ხმაურით გაიხურა.
-პატარა გაიძვერა.-ჩაეცინა თათულის და სიგარეტს მოუკიდა.-წყეული იყოს ის დღე როცა დაგინახა და შენ თუ გგონია არაფერს გააკეთებს ძალიან სცდები,არ იცნობ...მაგრამ გაგაცნობს საკუთარ თავს.-ღრმა ნაპასი დაარტყა და ისევ ეზოს გადახედა.-მოგაკითხავს პატარა კატო..მოგაკითხავს.
******
საშინლად ცუდ ხასიათზე იყო,იმდენად არეული და გადამწვარი უაზროდ ჩასჩერებოდა გადაშლილ კონსპექტს და თავში ერთი სიტყვაც არ შესდიოდა. უკვე ნახევარი საათი ხდებოდა ერთი აბზაცის დაზეპირებას ცდილობდა, მაგრამ ფიქრებით ისევ სახლში იყო.ჯერ ისევ თათულისთან საუბარზე ფიქრობდა.მართლა გულწრფელად ადარდებდა მისი მდგომარეობა და არც ის უნდოდა ყველა საუბრის ბოლოს მისთვის ეძახა რომ საყვარელ კაცთან დაშორების უმთავრესი მიზეზი თავად იყო.
-ჯანდაბა..-ამოიოხრა და ამწვარი თვალაბი მოისრისა.კაფეში სასიამოვნო,მყუდრო გარემო იყო.სულ რამდენიმე მაგიდა დაეკავებინათ.მოშორებით კუთხის მაგიდასთან იჯდა,ფინჯანში უკვე გაცივებულიყო ამერიკანო.ერთი ყლუპი ზიზღით მოსვა და ისევ კონსპექტს ჩახედა.
-შეიძლება?-ჩახლეჩილმა ხმამ შეაკრთო და აიძულა გაშლილი კონსპექტებიდან კიდევ ერთხელ აეწია თავი.თავზე დამდგარ მამაკაცს ახედა და გაოცებისგან წარბები შეიკრა.ხმის ამოღებაც ვერ მოასწრო ისე უპარდონოდ გამოსწია დაუპატიჟებელმა სტუმარმა სკამი და ღიმილით დაჯდა.
-მე მაინც მივდიოდი...-მხრები აიჩეჩა ჩხეიძემ და კონსპექტებს წამოავლო ხელი.
-ჰოო? სამწუხაროა...-ტონი არ შეუცვლია მამაკაცს.მიმტანს, ყავის ფინჯანი რომ დაუდგა წინ მადლობა გადაუხადა და მზერა ისევ კატოზე გადაიტანა.-არ ვიკბინები...
-არ ვიცი...არ გიცნობთ.-თვალი თვალში გაუყარა კატომ,მისმა ღიმილმა ნერვები მოუშალა მაგრამ შეეცადა არ შეემჩნია.საშინელ აგრესიას გრძნობდა ამ კაცის მიმართ და ეს ამდენი შემთხვევითი დამთხვევებიც უკვე აღიზიანებდა.-თქვენ რა მითვალთვალებთ?
-მე?-გაეცინა დევდარიანს და ყავა მოსვა.-საიდან მოიტანე.
-ამდენი შემთხვევითობის არ მჯერა...
-იქნებ შენ მითვალთვალებ?-თავი ოდნავ გვერდით გადახარა დაჩიმ და ირონიულად გაუღიმა.
-კარგი,კარგად...იმედი მაქვს კიდევ ერთხელ არ გადამეყრებით სადმე.
-რამხელა აგრესიაა...-გაეცინა დაჩის და ქალს თვალი თვალში გაუყარა.-კატერინა...შესანიშნავი სახელი გქვია მაგრამ რატომ აკნინებ არ ვიცი...
-მადლობა...აგრესია არაფერ შუაშია..უბრალიდ ხომ არსებობენ ადამიანები რომელთა დანახვაც დიდად არ გვახარებს.
-და ხომ არსებობს მიზეზი?-თვალები დააწვრილა დაჩიმ და პასუხს არ დალოდებია,წინ გადახრილი მაგიდას დაეყრდნო და სახეზე დააკვირდა ქალს.-მე გეტყვი...მე დაჩი ვარ დევდარიანი,არ მიცნობ მაგრამ გადმოცემით იცი რომ ნაბიჭ*ვარი და უგულო ადამიანი ვარ...შენ არ მიცნობ მაგრამ ეს ყველაფერი საკუთარი დეიდიდან იცი...ის ქალია.გულ გატეხილი,დამცირებილი,შეყვარებული..მე კაცი ვარ გული გავუტეხე,დავამცირე და შევურაცყავი...დასკვნა:საბავშვო ბაღიაა?! არ მიცნობ,შენ არც თათულის იცნობ... მაგრამ ქალური სოლიდარობა მკვლელია.კაცია ყოველთვის და ყველგან დამნაშავე...ყველა კაცი ერთნაირია და ბლა..ბლაა...-გაეცინა და მხრები აიჩეჩა დევდარიანმა.-აი პასუხი, რომელიც შენ უნდა გაგეცა ჩემს კითხვაზე.
-საკუთარ თავზე საინტერესო მოსაზრება გქონიათ...-გაეცინა კატოს.-მე ვეღარაფერს დავამატებ.
-მაგრამ მაინც ქალი ხარ და ამ შემთხვევაში ისტერიკიანი ქალის ქვითინი უფრო ჭრის ვიდრე ჩემი გაურკვევლობა.მე რა შუაში ვარ?!
-ანუ ფიქრობთ რომ არაფერ შუაში ხართ?
-კატერინა...კატერინაა...-თავი გააქნია დევდარიანმა და ისევ გაეცინა.-შენ ჭკუიანი გოგო ხარ...თათული ზრდასრული ქალია და მან უბრალიდ მიიღო ის შემოთავაზება რაც მე მქონდა იმ მოცემულ მომენტში...მიიღო და გაითავისა,მაგრამ შემდეგ მეტი მოინდომა.რატომ ვარ მე ამ შემთხვევაში დამნაშავე?მიცნობდა..შენ არც მე მიცნობ და არც მას..ის კარგად მიცნობდა.მე ძალა არ დამიტანებია, კითხვაზე: ხო თუ არა? მან მითხრა თანახმა ვარ...
-ამას მე რატომ მეუბნებით?
-კითხვა შენ გაგიჩნდა...-ყავა მოსვა დაჩიმ და ისევ გაუღიმა.-ქალაქში საუკეთესო ყავა აქ იყოდება.შენს კითხვაზე: დაგსდევ თუ არა?გეტყვი რომ არა,რადგან მე აქ გახსნის დღიდან დავდივარ და დღეს თუ ისევ და ისევ გადაიკვეთა ჩვენი გზები არ ნიშნავს იმას, რომ მე შენ დაგსდევ.-კონსპექტს დასწვდა დევდარიანი და ინტერესით დახედა.-არ იციი?
-არა...-მხრები აიჩეჩა კატომ და ტელეფონს დახედა.
-რატომ? ზარმაცობ...-გაიცინა დევდარიანმა და ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია.უცნაურად აციმციმებული თვალებით უყურებდა სერიოზული სახით მჯდარ კატოს, რომელიც უემოციოდ იჯდა.არც წასვლას ჩქარობდა და დიდად არც დარჩენა ახარებდა.იჯდა ჩვეულებრივად,რადგან წამოხტომა და გაქცევა უტაქტობად მიაჩნდა.მაშინ როდესაც მართლაც არ იცნობდა მამაკაცს და ბოლოს და ბოლოს მისგან გასაქცევი მიზეზიც არ არსებობდა.
-არადა რექტორს რომ ჰკითხოთ ყველაზე მონდომებული და ნიჭიერი სტუდენტი ვარ.-გაეცინა ჩხეიძეს და თვალებზე ხელები აიფარა
-გააჩნია რა კუთხით შევხედავთ...იქნებ მართლაც ხარ ნიჭიერი და მონდომებული სტუდენტი,მაგრამ ამ შემთხვევაში სულიერი კრიზისი გაქვს,გადაიღალე..გამოიფიტე ან თუნდაც დაბნეული ხარ.პრობლემები ყველას აქვს...ამის გამო თვითგვემა უნამუსო საქციელია.შემიძლია კითხვა დაგისვა და გავარკვიოთ თუ შევიდა თავში ამდენ ხნიანი წვალების შემდეგ რამე.
-მეჩვენება თუ ძველი მეგობრებივით ვჭორაობთ?
-მეგობრები არაფერ შუაშია..უბრალოდ ორი ადამიანი ვართ რომელთაც ერთ მაგიდასთან მოუწიათ გარკვეული დროით ჯდომა...კაფეში თავისუფალი ადგილების არ არსებობის გამო.-გაეცინა დაჩის და კაფე მოათვალიერა, რომელიც თითქმის დაცარიელებულიყო.-თან თუ ჩავთვლით რომ ერთმანეთისთვის არაფერი დაგვიშავებია..როგორც გავარკვიეთ ჩვენი შეხვედრებიც უბრალო დამთხვევის ბრალია...გავხდები ზედმეტად კეთილი და უბრალოდ თემასთან დაკავშირებით დაგისვამ კითხვას, რომელზეც შენ პასუხის გაცემას შეეცდები და აღმოჩნდება რომ შენი რექტორი არ შემცდარა.
-საინტერესო გამოსვლა იყო...გისმენთ.
-ყავა?
-არა გმადლობთ...
-კარგიი...-გაეცინა დევდარიანს და კონსპექტს თვალი გადაავლო. შემდეგ კი დასმულ კითხვაზე გაცემულ პასუხებს ისმენდა.მშვიდად,გააზრებულად აყალიბებდა თავის აზრს ჩხეიძე. საუბრის დროს საინტერესოდ ეცვლებოდა მიმიკები.სავსე ბაგეების მოძრაობა,სწორად ჩამოყალიბებული აზრი და ღიმილი,როდესაც დრვდარიანი გამოიჭირა ერთი და იგივე კითხვის სხვადასხვანაირად დასმის დროს.საინტერესო და ნამდვილად სასიამოვნო გახლდათ მასთან საუბარი.თითქმის მოახერხა დაჩიმ მისი ნახევარი საათით საუბარში შეტყუება.მიზანში ზუსტად გაარტყა.ნამდვილად არ შემცდარა კატერინა ჩხეიძე კარგად აღზრდილი,ზრდასრული ქალი აღმოჩნდა, რომელმაც ნამდვილად იცოდა სად და როგორ უნდა მოქცეულიყო.თითქოს უსიტყვოდ,ყველანაირი აგრესიის გარეშე მიახვედრა მამაკაცი რომ ნამდვილად არ გახდებოდნენ საუკეათესო მეგიბრები მაგრამ არც საუბარში შეტყუების გამო აპირებდა ისტერიკის დადგმას.დრო მოვიდა და მშვიდად წამოდგა სკამიდან ,მადლობა მოუხადა დევდარიანს და ისე გაუჩინარდა იქიდან მამაკაცს ღიმილი არ მოშორებია სახიდან...პირველი წარმატება ნამდვილად იყო აღსანიშნი.

*******
-ჩემს მეგობრებს გაგაცნობ...-ჯავახიამ კატოს წვრილი თითები მუჭში მოიქცია და გაუღიმა.-ყველას აინტერესებს ჩემი რჩეული.არ ინერვიულო, დარწმუნებული ვარ მათაც მოეწონები.
-არ ვნერვიულობ.-გაეცინა ჩხეიძეს და ჯავახიას მხარს მიყრდნობილი მასთან ერთად შევიდა მწვანედ შეღებილ ჭიშკარში.რომლის მიღმაც ბაღის სიღრმეში ჩაფლული პატარა ერთ სართულიანი სახლი იდგა.სახლის აივანზე კი რამდენიმე ახალგაზრდას მოეყარა თავი, მოწნულ სავარძლებში გადანაწილებულიყვნენ და მათი გამოჩენისთანავე ყველა თითქმის ერთ დროულად წამოიშალნენ ფეხზე.
-ჯავახ...შენ რომ გამოჩნდიი, აღარაფერი გვიჭირს.-ხმამაღალი შეძახილით შეეგებათ ცისფერთვალება ახალგაზრდა და მეგობარს ძლიერად მოხვია ხელები.
-ეს ბექაა.-ბექა კატოსაც შინაურულად გადაეხვია.
-ვაკო,ჯაბას იცნობ-მომღიმარ ჯაბაზე მიუთითა ჯავახიამ.-პაპუნა და სისო.ესენი კი ჩვენი გოგონები:მარიკო,გვანცა და ესეც ჩვენი პრინცესა და სისოს მეუღლე თამო.
კატო ყველამ თბილად მოიკითხა,კაცი იფიქრებდა ძველი მეგობრები არიანო.აქედან გამომდინარე ჩხეიძესაც არ გასჭირვებია და უცებ გაშინაურდა.სავარძლებს შორის მცირე ზომის მაგიდაზე,ლუდის ბოკლები და მისაყოლებელი სასუსნავები დაეხვავებინათ.ჩაციებულ ლუდს მიირთმევდნენ და მხიარულად საუბრობდნენ,იხსენებდნენ ბავშვობის წლებს,თავს გადახდენილ ისტორიებს.ტატოს ბავშვობას,როგორც აღმოჩნდა ზედმეტად ცელქი ბავშვი ყოფილა ჯავახია და სასაცილო სიტუაციებშიც ხშირად ხვდებოდა.
-მორჩით ჩემზე ჭორაობას,ეხლავე ნუ გამიგიჟებთ გოგოს.-ხარხარებდა ტატო და გვერდით მჯდარ ჩხეიძეს,შიგადაშიგ თავზე ჰკოცნიდა.
-ნუ გცხვენია...-აგულიანებდა ბექა და რაც შეიძლება სასაცილო ისტორიებს იხსენებდა მათი საერთო წარსულიდან.
-რომელ კურსზე სწავლობ?-მარილიანი ჩხირი ხმაურით ჩაკბიჩა გვანცამ და ტატოს მხარს მიყრდნობილ ჩხეიძეს გადახედა.
-მაგისტრატურის ბოლო წელია...-კატოს ჯავახიამ დაასწრო და თვალებ გაბრწყინებულმა დახედა კნუტივით გაყუჩებულ საყვარელ ქალს.-წელს შერჩევით პროგრამაში მოხვდა და ბოლო წლის სწავლის ფულს უნივერსიტეტი უფინანსებს.
-მართლაა?-წარბები შუბლისკენ აზიდა გვანცამ.-რა პროგრამაა? ესეთი არაფერი გამიგია...როგორც ვიცი უნივერსიტეტი განათლების სამინისტროსთან ათანხმებს და შემდეგ ხდება კონკურსის წესით შერჩევა...
-აზრზე არ ვარ-გაკვირვებული ჩხეიძე ჯავახიას მხარს მოშორდა.-რექტორმა დამიბარა რამდენიმე დღის წინ და მისგან გავიგე,თურმე სამი სტუდენტი შეურჩევიათ მთელი უნივერსიტეტიდან ვისი სწავლაც დაფინანსდება.
-რა საინტერესოა...მოიცადე, უნდა გავარკვიო.-ტელეფონს დასწვდა გვანცა და სადღაც დარეკა.სავარძლიდან წამომდგარი,რამდენიმე ნაბიჯით მოშორდა მეგობრებს და სადღაც ხუთ წუთიანი საუბრის შემდეგ უკან დაბრუნებული მომლოდინე სახეებით მომზირალ მეგობრებს მიუბრუნდა:-ხომ ვამბობდი,წელს არანაირი ესეთი პროგრამა არ ჩაუშვიათ დღის წესრიგში..მეც გამიკვირდა, რადგან წესით თუ მართლაც მოხდა ესეთი რაღაც უნდა მცოდნოდა.განათლების სამინისტროში ვმუშაობ...
-რა ჯანდაბაა?-სახიდან ღიმილი საბოლოოდ ჩამოერეცხა კატოს და შუბლ შეკრული ჩაფიქრდა.-აბა რატომ მითხრა ასანიძემ?რაში დასჭირდა ამხელა ტყუილის მოგონება და მეორეც,ვინ ჯანდაბამ გადაიხადა ჩემი სწავლის ფული?
-დამშვიდდი პატარავ-მხრებზე მოეხვია ჯავახია.-გავარკვევთ,ხომ იცი გაურკვეველი არაფერი რჩება.იქნებ ვინმე შენმა ახლობელმა გადაიხადა და...
-დამალვა რაში დასჭირდებოდა? მეორეც ჩემი ახლობლებიდან მხოლოდ თათულის შეეძლო ამხელა თანხის შეტანა და რაღაც არ მგონია დიდად შეწუხებულიყო...-სახეზე ხელები აიფარა გაურკვევლობაში მყოფმა კატომ.მიახლოვებითაც არ იცოდა ვისზე უნდა ჰქონოდა ეჭვი? საერთოდ არავინ ოყო ისეთი,ვინც ქველმოქმედების მიზნით მის სწავლას დააფინანსებდა.ახლობლები გამორიცხა.უბრალო ნაცნობებს შორის კი უბრალიდ ვერავისზე იფიქრებდა,რადგან სასაცილოდ ეჩვენებოდა ის ფაქტი,დღევანდელ ცხოვრებაში უბრალოდ ნაცნობი მისთვის შეწუხებულიყო.აუცილებლად უნდა დალაპარაკებოდა ნოდარ ასანიძეს,იქნებ ეთქვა რაში დასჭირდა ამხელა ტყუილის მოგონება და ამ ყველაფრის მიღმა ვინ იდგა?
-რა განერვიულებს?-გაეცინა სისოს-ნეტა ჩემს დროსაც გამოჩენილიყო გულკეთილი სპონსორი...არ გახსოვს ჯავახ,სწავლის ფულისთვის მე და შენ ავტოგასამართ სადგურზე რომ ვპახაობდით?
-იქნებ მართლაც და ახლობელია,ხასიათს რატომ იფუჭებთ?-ხელი მხარზე მეგობრულად მოუთათუნა თამომ და ცხელ-ცხელი ყავის ფინჯანი მიაწოდა.-ტატოს თქმის არ იყოს არაფერი იმალება..აუცილებლად გაარკვევ ვინ არის კეთილი ინკოგნიტო.
პასუხად გაუღიმა და ყავა მოსვა.მათთან ამ თემის განხილვას აღარ აპირებდა,ხვალ დილით კი უნივერსიტეტში მისული თავად შეეცდებოდა ყველაფრის გარკვევას.საშინლად არ მოსწონდა ეს ყველაფერი და თითქოს გული ცუდს უგრძნობდა.არ იცოდა ვისგან რას უნდა დალოდებოდა,მთელი ცხოვრება ისე იცხოვრა არავის იმედზე არ ყოფილა...საკუთარ თავს და შესაძლებლობებს ისე აფასებდა, როგორც შეეძლო და ნამდვილად იცოდა იმაზე მეტს ვერ მოინდომებდა რისი მიღწევის თავიც არ ჰქონდა.
*******
-კარგად ხარ?-მანქანა მისი სადარბაზოს წინ შეაჩერა ტატომ და ნახევარი ტანით მისკენ შებრუნებულმა სახიდან თმა გადაუწია.-იმ ამბავზე ფიქრობ?
-კი და ვერ ვხვდები რაში დასჭირდა ასანიძეს ამხელა ტყუილის თქმა?-ამოიოხრა კატომ და მისკენ გადმოხრილ ბიჭს წვერიან ლოყაზე მიეფერა
-ყველაფერს გავარკვევთ.-ჩხეიძის ხელი მხარსა და ლოყას შორის მოიქცია ტატომ და გაუღიმა.
-ჰო,რა თქმა უნდა...-მისკენ გადახრილი შუბლით,შუბლზე მიეყრდნო კატო და თავისუფალი ხელის თითები ყბის ძვალზე მოხვია.-მიხარიხარ...
-ჩემი გოგო...-ამოიჩურჩულა ჯავახიამ და ქალის სავსე ბაგეებს მოესიყვარულა.-ვგიჟდები შენს არომატზე...სუნთქვის შეკვრამდე სასიამოვნო და თბილი,რომელიც ჩვეულებრივად მაგიჟებს.-თითები მაღალ ყელზე ნაზად შეახო და ფრთხილად ჩაუყვა ლავიწებისკენ...მის ბაგეებს მოწყვეტილმა,ლავიწებს შორის აკოცა და ღრმად ჩაისუნთქა კანის სურნელი.გულისცემა ჩვეულ რიტმს კარგა ხანს გასცილებოდა,ვენებში სისხლი უდუღდა და თვალებში აწვებოდა.ღრმად ისუნთქავდა ქალის გასაგიჟებელ სურნელს,მის კანს ეხებოდა ტუჩებით და გრძნობდა როგორ დაჭიმულიყო მთელი სხეულით ჩხეიძე.სავარძლის საზურგეს მიყრდნობილი, მის თმებში დააცოცბდა თლილ თითებს და როდესაც ჯავახიას თითებმა მკერდის ღარისკენ გადაინაცვლეს და თითებისგან განვლილ გზას მხურვალე ტუჩებიც მიჰყვნენ, ღრმად ამოისუნთქა და მის შეჩერებას შეეცადა.მაისურის ქვეშ,მკერდზე გრძმობდა ჯავახიას ხელებს...მაღალ კისერს კი ვნებიანი კოცნებით უფარავდა სრულიად არეული მამაკაცი.ოდნავ მტკივნეულად შეეხო სავსე მკერდზე და ყრუ კვნესის ჩასახშობად,ქალის ტუჩებს დაეპატრონა.
-მიყვარხარ...-არეული ჩურჩულებდა ჯავახია,რომლის ორგანიზმშიც სისხლს შერეული ალკოჰოლი მაქსიმუმამდე დუღდა.
-ჩემი წასვლის დროა...-თბილად გაუღიმა კატომ და შეეცადა მისი თითებისგან თავის დახსნას, მაგრამ არ გამოუვიდა.ვერც კი გაიაზრა როგორ გადაიწია სავარძლის საზურგე და უკან გადაწოლილს როგორ მოექცა ზემოდან ჯავახია,ამღვრეული თვალებით მაისური თავს ზემოთ რომ გადააძრო და მკერდისკენ დახრილმა გამაგრებულ ძუძუს თავებს კბილები მოავლო.სველი ტუჩების შეხებისგან ტანში დავლილმა ჟრუანტელმა პირი გაუშრო ჩხეიძეს.ვნებიანად ჰკოცნიდა ჯავახია და ხელებს ურცხვად ასრიალებდა მის მკვრივ სხეულზე,თეძოებზე ჩააფრინდა და ყრუდ ამოიგმინა.კატომ საკუთარი სხეულით იგრძნო აგზნებულ მამაკაცს როგორ სიგიჟემდე უნდოდა.წუთით გათიშული გონება გამოაფხიზლა და აზრზე მოსულმა თმებში ჩაავლო თითები,აიძულა მის მკერდს მოშორებოდა და ამღვრეულ თვალებში შეხედა.
-არ შემიძლია...არ შემიძლია ტატო.-ჯავახია შუბლით მკერდზე დაეყრდნო და ღრმად ჩაისუნთქა რამდენჯერმე.
-უბრალოდ მოგეფერები.-ხმაც კი შესცვლოდა მამაკაცს.
-ტატო,სახლში მინდა...-ხელები მკერდზე მიაბჯინა ჩხეიძემ და მის ხელებს დაყოლილი მამაკაცი უკან გასწია,მაისური ისევ გადაიცვა და კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა ჯავახიას მკლავებმა ძლიერად რომ მიიხუტეს გიულზე
-მიყვარხარ...სიგიჟემდე მიყვარხარ კატო...
-მეც მიყვარხარ...-ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა კატომ და მანქანიდან გადასულმა შუშის მიღმიდან ღიმილით დაუქნია ხელი.
********
არეულმა ჯავახიამ თვალი გააყოლა მიმავალ ქალს, ღრმად ჩაისუნთქა და თავის ხელში აყვანას შეეცადა,სახე მოისრისა და ტელეფონის ეკრანს დახედა. ღამის სამი საათი სრულდებოდა.ძრავი ჩართო და კორპუსის ეზოდან გასულმა ცენტრალური გზა გადაჭრა.პარალელურ ქუჩაზე ჩაუხვია და სარკიდან უკან ადევნებულ ჯიპს გახედა, რომელიც არც დაწინაურებას აპირებდა და არც უკან რჩებოდა. ზუსტად მისი სიჩქარით მიჰყვებოდა კუდში,დელისის მეტროდან თამარაშვილზე გადაუხვია და სიჩქარის პედალს ბოლომდე დააწვა.ჯიპმაც უმატა სიჩქარეს და პარალელურად რამდენჯერმე ფარები აუნთო და ჩააქრო.საბურთალოს სასაფლაოს გადასახვევთან კი ძრავის ღმუილით დაწინაურდა შავი "პორშე" და ისე მკვეთრად მოუხვია,ფაქტიურად იძულებით შეაგდო ჯავახიას მანქანა ყვავილის ქოთნებით სავსე ბორდიულზე.წინ გადაქანებული ტატო, ღვედმა დაიჭირა მკერდით რომ არ მიხეთქებოდა საჭეს.წინ დახრილი თავი ასწია და მიუხედავად ცუდი განათებისა მაინც გარკვევით გაარჩია როგორ გაიღო ჯიპის კარი და იქიდან გადმოსულმა მამაკაცმა, სიგარეტის ანთებული ღერი ასფალტზე მოისროლა.აუჩქარებელი ნაბიჯით დაიძრა მისი მანქანისკენ და ის იყო ღვედის შეხსნა და მანქანიდან გადმოსვლა გადაწყვიტა, ჩაწეული შუშიდან შეყოფილი ხელი კეფაზე რომ ჩააფრინდა წინ მთელი ძალით დაიქნია და საჭეზე შუბლის დარტყმისგან გამოწვეულ ძლიერ ტკივილს ფეხ და ფეხ მოჰყვა ნაცრისფერი ბურუსი,რომელიც თანდათან ჩამუქდა.გონების სრულად დაკარგვამდე კი მის სმენას ქოთანში ჩაყრილი ხურდის ჩხრიალივით მისწვდა ზიზღით გამოცრილი სამად სამი სიტყვა:
- შენს დედას შევ*ეცი!
*******
-რა?!-წამოიყვირა კატო ჩხეიძემ და თითქოს თავში უხილავი ჩაქუჩი ჩაარტყესო ისე დაკარგად წონასწორობა და უკან გადაქანებული სავარძლის საზურგეს, მოულოდნელობისგან მოკრუნჩხული თითებით ჩააფრინა.ნოდარ ასანიძე, ურეაქციოდ უყურებდა და თითქოს ტუჩებზე ღიმილიც კი დასთამაშებდა.კუთხეში მიყენება არ დასჭირვებია დასმულ კითხვაზე:-ვინ ჩარიცხა ჩემი სწავლის ფული?
მარტივი და მშრალი პასუხი იყო:
-დაჩი დევდარიანმა!-რატომ და რა მიზნით.პასუხი არავის ჰქონდა.უბრალოდ იყო დევდარიანი და მისი წყეული ფული...სხეულში უცნაურად ავის მომასწავლებელი შეგრძნებები აერია და თითქოს დამფრთხალმა შიშით გახედა რექტორს.ვერ იგებდა რა მიზნები ამოძრავებდა დევდარიანს,რაში დასჭირდათ ამხელა ტყუილის მოგონება და ბოლოს იმ დასკვნამდეც მიდიოდა რომ დეიდამისი არ სცდებოდა და ტყუილ უბრალოდ არ იგიჟებდა თავს.
-დევდარიანი უგულო ნაბიჭ*ვარია!-თავში ერთი და იგივე ფრაზა უტრიალებდა და ვერც კი იგრძნო როგორ დაფრთხა.გულ მუცელი მტკივნეულად მოეწურა და მიუხედავად იმისა რომ თავის ხელში აყვანას ვდილობდა არ გამოსდიოდა.შინაგანი ხმა კარგს არაფერს უწინასწარმეტყველებდა,თავი დამფრთხალი, პატარა ნადირი ეგონა ბუჩქებში რომ იმალება კუდზე დამჯდარი უმოწყალო მტრის გამო.
-არ არსებობს...წარმოუდგენელია...რატომ გააკეთებდა...-ჩურჩულებდა თავისთვის.რექტორის კაბინეტიდან გამოსულს კი ასანიძის უდარდელი ტონიც ემატებოდა:
-ტუზი დაგეცა,დამშვიდდი და შეირგე...
დერეფანში სრულიად გათიშული მიაბიჯებდა.ფიქრიც კი არ უნდოდა რა შეიძლება მოჰყოლოდა ამ ყველაფერს.რას მოითხოვდა მისგან დევდარიანი და როდის? რა მიზნები ამოძრავებდა და რატომ გადაეკიდა?ერთმანეთში არეულ უამრავ კითხვას ისევ და ისევ თათულისგან გაცემული პასუხი ეგებებოდა.-მოეწონე,იმ ნაბიჭ*ვარს მოეწონე!
ქუჩაში გამოსულმა უიმედოდ მიმოიხედა და ავტობუსის მოსაცდელში უღონოდ დაეშვა სკამზე.თითებს შორის ტელეფონს აწვალებდა და მერამდენედ ცდილობდა ტატო ჯავახიასთან დარეკვას.რა უნდა ეთქვა? ნამდვილად ვერ ეტყოდა იმ ყველაფერს რაშიც თავადაც არ იყო გარკვეული.ვერ აუხსნიდა,რადგან ჯერ მისთვის უნდა აეხსნა ამ გაუგებრობის მთავარ გმირს ყველაფერი.კი, აუცილებლად უნდა მისულიყო და მოეთხოვა პასუხები კითხვებზე რომელიც უკვე თავს ატკივებდა,კისერში მარწუხებად უჭერდა და სუნთქვას უძნელებდა.ეშინოდა...სასწაულად ეშინოდა და ფიქრიც კი არ შეეძლო იმ ყველაფერზე რა შეიძლება მომხდარიყო.ან იქნებ არც არაფერი მომხდარიყო და აზვიადებდა?შესაძლოა სრულიად უსაფუძვლოდ შეეშინდა,შესაძლოა კეთილი განზრახვა ამოძრავებდა დევდარიანს,მაგრამ რაღა მაინც და მაინც კატო? რატომ ის და არა დაუშვად მეორე კურსელი ნათია,მარიამი ან თეონა?! რატომ კატოო?!
-ღმერთო დამეხმარე...-ამოიჩურჩულა და ამღვრეული მზერით ახედა მოსაცდელთან მდგარ დაფას, რომელიც ავტობუსების განრიგს აჩვენებდა-სად ჯანდაბაში მუშაობს?
ნერვიულობისგან ათრთოლებული თითებით სახე მოისრისა და ჩამომდგარ ავტობუსში ისეთი გათიშული ავიდა ნომრისთვისაც არ შეუხედია.სახლამდე მისასვლელად ფეხით მოუწია რამდენიმე გაჩერების გავლა.ლიფტს არ დალოდებია, კიბეებს აუყვა და გასაღები გაჭირვებით შეარჭო კლიტეში.სახლში შესული უარესად დაიძაბა,ნამდვილად არ უნდოდა ესეთ მდგომარეობაში დეიდის ნახვა და მასთან საუბარი.დარწმუნებული იყო თეთვაძე თავს ისევ ვერ გააკონტროლებდა და ისევ გამოლანძღავდა...წაუყენებდა ბრალდებების მთელ სიას რომელსაც კატოსდა ჭირად დასასრული არ ჰქონდა.ჩანთა სასტუმრო ოთახში სავარძელზე მიაგდო და წყლის დასალევად ონკანთან მისულმა აკანკალებული თითებით პირთამდე აავსო ჭიქა.სად ჯანდაბაში უნდა მოეძებმა დევდარიანი?! მასზე და მის საქმიანობაზე წარმოდგენაც კი არ ჰქონდა,ვერც თათულისთან მივიდოდა და ჰკითხავდა ,თეთვაძეს თავისი ყოფილი საყვარლის გულუხვობის ამბავი რომ გაეგო ისე გადააგდებდა კატოს ფანჯრიდან წარბსაც არ შეიხრიდა.მის ოთახში შესვლა და რამე ისეთის მოძებნა რაც მიახლოებით მაინც უკავშირდებოდა დევდარიანს გმირობის ტოლფასი იყო მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა.
-ჯანდაბა შენს თავს...-სასოწარკვეთილმა ამოიტირა და ჭიქას წყალი გადაავლო,საწურზე დადგა და დერეფნის ბოლოს მდებარე თათულის საძინებლისკენ ქურდივით ფეხაკრეფით დაიძრა.ქალბატონი თათული,სახლში არ ჩანდა.საძინებლის კარის შეხსნის შემდეგ კი წამში ჩამოენგრა იმედის კოშკები.სააბაზანოს მხრიდან წყლის დახშული ხმა ისმოდა.ღრმად ჩაისუნთქა და ოთახი მოათვალიერა.წარმოდგენა არ ჰქონდა საიდან რისი ძებნა უნდა დაეწყო.სჭირდებოდა ნებისმიერ რამ რაც დევდარიანთან დაკავშირებაში დაეხმარებოდა.ცალი თვალი აბაზანის მიმართულებით გაურბოდა,სადაც წყლის ხმა შეწყდა.კიდევ ერთხელ ჩაისუნთქა და საწოლზე მიგდებულ ტელეფონს დასწვდა,დამცავი კოდის არ არსებობამ კი ისე გაახარა ლამის ხმამაღლა წამოიკივლა.კონტაქტების სიაში სწრაფად ჩაწერა დევდარიანის სახელი და ნომერს გადაავლო თვალი,ფეხის ხმაზე ტელეფონი საწოლზე დააბრუნა და ოთახიდან ისე გავარდა კარის მიხურვაც დაავიწყდა.სასტუმრო ოთახში დაბრუნებული ჩანთას დასწვდა და სახლიდან გავარდნილმა რკინის კარი გარედან გადაკეტა.კიბეზე სირბილით დაეშვა და ორი სართულით დაბლა ჩასულმა როგორც იქნა შვებით ამოისუნთქა. ტელეფონი მოიმარჯვა და დამახსოვრებული ნომერი თითების თრთოლვით აკრიფა.
-ღმერთო დამეხმარე.-უკვე მერამდენედ შესთხოვა უფალს დახმარება და გასული ზარისგან სუნთქვა შეეკრა.მუხლები აუკანკალდა და სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა კიბეზე ჩამოჯდა.რამდენიმე ზარი გასვლის შემდეგ ხელმეორედ გაუჩერდა გული და ნერვიულობისგან ხელის გულები გაუოფლიანდა.
-გისმენთ-დევდარიანის ბოხი ბარიტობი,ტელეფონში ზედმეტად იდუმალი და უცნაურად უცხოდ გაისმა.-გისმენთ?-ხმაში გაკვირვება შეერია დევდარიანს.
-კატო ვარ...-საკუთარი ხმა ვერ იცნო ჩხეიძემ.
-კატო?
-ჩხეიძე-ხმა გაუტყდა ქალს-შენი ნახვა მინდა!
-კარგი...-დაჩის სავარაუდოდ გაეღიმა.-სად?
-არ ვიცი....-თვალები მოისრისა კატომ.-სახლში ვარ...
-სახლში გამოგიარო?-ისევ გაეცინა დევდარიანს.
-სადაც მეტყვი მოვალ...სადმე ხალხმრავალ ადგილას...
-რატომ? ჩემი გეშინია?
-მითხარი სად მოვიდე?-მისი ღიმილი დააიგნორა კატომ და შეეცადა სიბრაზის მოთოკვას.
-შენი სახლის სიახლოვეს ვარ..გამოგივლი,ჩამოდი...-ტელეფონი ისე გათიშა დევდარიანმა პასუხს არ დალოდებია.
**********
მანქანის სალონში სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა,ზედმეტად დაბალ ხმაზე ჩართული მუსიკა უცნაურ ფონად გასდევდა დაძაბულ აურას.დევდარიანი ხმის ამოღებას არ ჩქარობდა,უბრალოდ მართავდა საჭეს.შუქნიშაზე გაჩერებულმა სიგარეტს მოუკიდა და საკუთარ თითებს დაჩერებულ კატოს გადმოხედა,რომელიც მთელი სხეულით დაჭიმული იჯდა და თითებს ისე ნერვიულად იმტვრევდა კანი გასთეთრებოდა.ისე გაუჩერა ფეხებთან მანქანა და გვერდით გადახრილმა ისე გაუღო კარები სიტყვაც არ დასცდენია.აშკარად არც ეხლა აპირებდა ხმის ამოღებას.შეიძლება კატოს მოთმინებას სცდიდა, ან არა და ელოდებოდა როდის დაიწყებდა კითხვების დასმას ჩხეიძე.
-მანქანა გააჩერე და ვილაპარაკოთ!-დევდარიანს გახედა და რაც შეიძლებოდა მტკიცედ თქვა.
-ქუჩაში აპირებ ლაპარაკის დაწყებას?-პატარა ჩიხში ჩაუხვია დევდარიანმა და გზიდან გადასული სკვერთან შეჩერდა.-გავაჩერე...გისმენ!
კატომ კარი გამოაღო და პირველი გადავიდა მანქანიდან.სკვერში შესული ერთ -ერთ მერხთან შეჩერდა და ფეხდაფეხ მიყოლილი დევდარიანისკენ შეტრიალდა.თვალი-თვალში გაუყარა და მისი გამოხედვისგან უხერხულად შეშმუშნილს ისეთი შეგრძნება დაეუფლა თითქოს ცივი წყალი გადაასხესო.
-რის მიღწევას ცდილობ?
-ვერ გავიგე?-წარბები აზიდა დევდარიანმა და ღრმა ნაპასი დაარტყა,კვამლი შორს გააგზავნა და კატოს ცივ,უემოციო გამოხედვაზე გაეცინა.-რა ხდება კატერინა?
-გავარკვიე რომ თურმე არც ისე მწყალობს ღმერთი...ჩემი სწავლის ფული სიკეთის კეთების ხასიათზე დამდგარ ვინმე დაჩი დევდარიანს გადაუხდია.-გაეცინა კატოს.-ჩემი დეიდის ყოფილ საყვარელს, რომელსაც რაღაც ჯანდაბიდან გამომდინარე შემთხვევით შევხვდი და ვერ ვიგებ რას ითხოვს ჩემგან?-ხელები გაშალა ჩხეიძემ და თავი უიმედოდ გააქნია, ბოლოს კი სკამზე დაჯდა და ქვემოდან ამოხედა მამაკაცს, რომელმაც სიგარეტის ღერი ნაგვის ყუთში ჩააგდო და ჯიბეებში ხელებ ჩაწყობილი ღიმილით დააკვირდა სახეზე.
-თუ ღმერთი გწამს...კაცს შიშით სიკეთე ვეღარ გაგიკეთებია-გაეცინა და წვერზე თითები ჩამოისვა.-არაფერს არ ვითხოვ კატერინა,საერთოდ არაფერს...შენ არც პირველი ხარ და არც ბოლო ვისი სწავლაც დავაფინანსე...შენს გარდა კიდევ ორი სტუდენტი იყო...
-რატომ მე?! ყოფილიყო ვინმე თამო,ანა,და არა მე..გესმის? მე არა...არაფერი არ მინდა რაც შენ გიკავშირდება..საერთოდ არაფერი.
-რატომ? დაგიშავე რამე?!
-ხუმრობ ხო?-გაეცინა კატოსაც და ღრმად ამოისუნთქა.
-ღმერთო...რა ხდება?! ჯანდაბა და შემ ფიქრობ რომ იმ სტუდენტების ნახევარი ვისი სწავლის ფულიც გადავიხადე ბოლოს ჩემს საწოლში მოხვდა? რა ამაზრზენია...სიკეთე აკეთო იმის მოლოდინით რომ ბოლოს რაღაცა ღირებულს მიიღებ მისგან...
-არა?
-თათულის დედას შევ*ეცი...-ორივე ხელი თავზე გადაისვა მამაკაცმა და თავის ხელში ასაყვანად ღრმად ჩაისუნთქა.-ტვინი გადაგიტრიალაა?!
-თათულიზე არ ვლაპარაკობთ...მე არ მინდა შენთან რამე საერთო მქონდეს-ხმას აუწია კატომ და სკამიდან წამოდგა.-რა გინდა ჩემგან?
-იქნებ სარფიანი დაბანდება გავაკეთე?შენს ცოდნაში..სწავლაში,შემდეგ კი როდესაც დადგება დრო და საკუთარი თავის რეალიზებას შეძლებ შენც გააკეთო იგივე და დაეხმარო მათ ვისაც დახმარება სჭირდება?
-იცი, კარგად თამაშიბ..თათული მართალია,ერთი ფულით გაბღენძილი ნაბიჭვ*არი ხარ და ეს ყველაფერი..ხო ეს ყველაფერი ნამდვილად არ არის გულწრფელი.დაგიბრუნებ იმ ფულს...უკლებლივ დაგიბრუნებ, ოღონდ შემეშვი.თავი ჩემგან შირს დაიჭირე....არ მინდა შენ გეხებოდეს რამე,არ მინდა შენ ფიგურირებდე სადმე...არ მინდა, შენი სახელი მესმოდეს... გესმის?
-რატომ,გეშინია?-თავალები დააწვრილა დევდარიანმა და წინ გადახრილი სახეში ჩაჩერდა.-გეშინია კატერინაა? ვისი?ჩემი?თუ საკუთარი თავის? გეშინია,რადგან არ იცი რას ელოდო...გეშინია, რადგან გითხრეს რომ ერთი უგულო ნაბი*ჭვარი ვარ და კაცმა არ იცის რა შეიძლება გავაკეთო ხო?
-კი...და არც შემცდარან.
უსიტყვოდ უყურებდა სახეზე,ყბის ძვლები დასჭიმვოდა და თვალები ამღვრეოდა.ღრმად სუნთქავდა და ქალის უტეხი მზერა საერთოდ შლიდა ჭკუიდან.
-იქნებ მართლებიც არიან..-მხრები აიჩეჩა მამაკაცმა.-ნაბიჭ*ვარი შეიძლება ვარ,მაგრამ უგულო არა..აი ნახე-უეცრად მაჯაში სწვდა და უხეშად დაქაჩა თავისკენ,მისი ხელი გულთან დაიდო და თვალი -თვალში გაუყარა.-ხედავ? გესმის? გული მეც მაქვს...ჩვეულებრივი ადამიანი ვარ,ჩემი ცუდი თუ კარგი ბუნებით.ჩემი სურვილებით,ჩემი ცხოვრებით.ჩემს ვენებში ისეთივე ფერის სიხლია როგორიც შენსაში...მეც მინდა ხანდახან გავაკეთო სიკეთე,დავეხმარო სხვას...რა გითხრეს სხვაა? დევდარიანს მოეწონეოო? ხო, ამას გეტყოდა დეიდაშენი..იქნებ არ შემცდარა?! იქნებ მომეწონე, ხოო..მეტიც იქნებ მიყვარხარ, ამის დედაც...-ხმას აუწია და მაჯაზე მტკივნეულად მოუჭირა თითები.-ხოო..იქნებ მიყვარხარ კატერინა და მინდა ჩემს საყვარელ ადამიანს ყველაფერი ჰქონდეს? შემიძლია და არ მენანება...რატომ ელოდები რომ ხვალ და ზეგ მოგაკითხავ და რამე ისეთს შემოგთავაზებ რისი გაკეთების სურვილიც არ გექნება? რატომ გგონია რომ სხვა გეგმები,ბინძური აზრები და სურვილები მაქვს?იქნებ მართლაც წრფელია ჩემი სიყვარული და ცხოვრებაში ერთხელ მიყვარს გულწრფელად? ქალი..გასაგიჟებლად ლამაზი ქალი?
-ავადმყოფი ხარ...-ხელი გამოსტაცა კატომ,დევდარიანი არ შესწინააღმდეგებია.
-ჰო,რაღაც მაგდაგვარი შეიძლება ვიყო.აბა შენ რა შესაყვარებელი იყავი?-სიმწრით გაეცინა და მარჯვენა ხელი კეფაზე მოსივა.
-უბრალიდ შემეშვი...-თითი ცხვირთან მიუტანა ჩხეიძემ და კბილებს შორის გამოსცრა.მოსმენილისგან ჯერ ისევ შოკი ჰქონდა და ათრთოლებულ სხეულს გაჭირვებით იმორჩილებდა,გულ მუცელი სიბრაზისგან უდუღდა რომელსაც შიშის პატარა ჭიანჭველები შესეოდნენ.შიში ხვალინდელი დღის..შიში დევდარიანის და შიში მისი აკვიატების.ხო, როგორ შეიძლება დევდარიანს ვინმე ჰყვარებოდა? ეს უფრო ამოკვიატება იყო და დარწმუნებული იყო ჩხეიძე ზუსტად ერთ-ერთი აკვიატება იყო მდიდარი კაცის.-შემეშვი დაჩი!უბრალიდ,ძალიან გთხოვ შემეშვი და მაცადე მშვიდად ყოფნა,არ მინდა რამე საერთო მქონდეს შენთან.აზრს არ შევიცვლი..შენ ჩემთვის იმ უგულო ადამიანად დარჩები როგორიც მგონიხარ და ის რომ შენს მკერდში გული ფეთქვას.-მკერდზე თითი მიარტყა და ხმას აუწია.არ ყვიროდა მაგრამ გარკვევით და ხმამაღლა სცრიდა თითოეულ სიტყვას.-არ ნიშნავს რომ ამით რამე იცვლება ჩემთვის.ის რომ შენს ვენებში იგივე ფერის სისხლია როგორიც ჩემს ვენებში..ის რომ სიკეთის კეთება გინდა,ის რომ ადამიანი გქვია..არ გაქცევს სასურველად,ჩემს ადამიანად...არასდროს გაქცევს სასურველ მამაკაცად, ვისზეც ერთხელაც დავფიქრდები,ვისთანაც მომინდება და ვინც შემიყვარდება გესმის?! არასდროს...-სიბრაზისგან გალურჯებული ტუჩები გაილოკა კატომ და ხელები სახეზე აიფარა,ღმად ჩაისუნთქა და ისევ შეხედა დევდარიანს.რომელიც აღარ იღიმოდა,არც რაიმე ემოციას გამოხატავდა მისი სახე.უბრალოდ უყურებდა,ამღვრეული თვალებით და კისერზე ამომჯდარი ლურჯი კაპილარებით.უყურებდა და ისე აკვირდებოდა თითქოს მისი სახის თითოეულ ნაკვთს იზეპირებსო.-აღარასდროს გადაკვეთო ჩემი გზა.
-კარგი...
-აღარასდროს მომძებნო.
-კარგი...
-და აღარასდროს მითხრა რომ გიყვარვარ.შენ სიყვარულის არაფერი გაგეგება...
-კარგი...
-კარგად.-მხრები აიჩეჩა ქალმა და გვერდის ავლა გადაწყვიტა.დევდარიანის ხელი კისერში რომ სწვდა,თავისკენ შეტრიალებულს ყბებში ძლიერად ჩაავლო მარჯვენა ხელის თითები და ანთებული თვალებით მომზირალს, ველურივით დაეტაკა ბაგეებზე.დაჭრილი ცხოველივით განრისხებული,რამდენიმე წამის განმავლობაში ჰკოცნიდა ქალს რომელმაც გააგიჟა და მთელს თავის განრისხებას კოცნაში ატანტა.მანამ, სანამ კატოს ხელები მკერდზე არ მიაწვა და უხეშად არ უბიძგა.გაუშვა,შეეშვა და მთელი ძალით გაქნეულ მარჯვენა ხელსაც გმირულად შეხვდა,რომელიც გამაყრუებელი ლაწანით დაეშვა მის მარცხენა ლოყაზე.
-აღარასდროს გაბედო შემეხო!-იფეთქა კატომ.
-დრო მოვა და საკუთარი ფეხით მოხვალ ჩემთან...-მშვიდად ნათქვამი სიტყვები მუქარას უფრო ჰგავდა ვიდრე სურვილის ასრულებას.ხმა აღარ ამოუღია ჩხეიძეს,გვრდი აუქცია და სკვერიდან გასულმა ტაქსის გაუქნია ხელი.მანქანაში ჩაჯდომამდე კი გარკვევით დაინახა:ისევ იმ ადგილას ზურგით მდგარი დევდარიანი,რომელიც სავარაუდოდ სიგარეტს უკიდებდა.




მოკლედ...ძალიან მეზარება უკვე მერამდენედ ლაპარაკი იმ თემაზე რომ სენად გვაქვს ქართველებს ერთმანეთის შრომის სირ*ზე დაკიდება.მეზარება ლაპარაკი იმ თემაზე, რომ ელემენტარული პატივისცემაა ერთმანეთის..ერთმანეთიის...მარტო შენი, ან ჩემი არა!ერთმანეთის.მეზარება ლაპარაკი იმ თემაზე, რომ ასაკით ორმოცის ხარ თუ ათის წლის მნიშვნელობა არ აქვს,მიმართვას თავისი ფორმები აქვს და ელემენტარული ზრდილობაა...მეზარება ლაპარაკი,რომ თუ არ გინდათ ნუ წაიკითხავთ.მეზარება ლაპარაკი,რომ მინდა ავტვირთავ ამ საიტზე და მინდა არა..მეზარება,კიდევ იმაზე ლაპარაკი რომ ორ დღეში ერთხელ უნდა ავტვირთო...მეზარება,კიდევ იმის თქმა რომ ერთმანეთის მდგომარეობაშია შესვლა საჭირო და მთავარიი!!!!! ცოტა ბავშვური კი არა,ცოტა ძალიან სოფლურია "შენ ეეე ფეფო ხარ თუ ვიღაცახარ"...ან,"შენ ეეე...თავი მწერალი გგონიააა?!"ვის,ვინ,რა და როგორ ჰგონია ეგ არც ჩემი საქმეა და არც თქვენი.
ყველაზე არ მაქვს ლაპარაკი...
დავიღალე უბრალოდ ერთი და იგივეს ლაპარაკით...ვისაც არ გინათ ნუ წაიკითხააავთ...გავიგე,რომ მე ნაგლი ვარ..და რატომ ვარ ნაგლი?!თავხედურ გამოხტომას რომ არ გიტარებ?!
მოკლედ...ნუ წაიკითხავთ..თქვენც დაისვენებთ და მეც...თქვენი გამოხტომებით მე არაფერი მაკლდება...ნერვიც კი არ მიტოკდება.უბრალოდ სირცხვილია.


იმედია მიხვდებიან საზოგადოების ის მარგალიტები,ვისაც ეკუთვნის ეს პატარა აბზაცი.
დანარჩენებს კი მიყვარხართ და მახარებთ.скачать dle 11.3



№1  offline წევრი აბლაბუდა

რა ცეცხლი და სიმპატიაგა ყოფილა ნაბიჭ....... დევდარიანი:))) აქამდე სულ ტელით ვნახულობდი, უხ როგორ ველოდი ეს დღეები, უცბად ჩავსქროლე
გადავათვალიერე და ძილის წინ გემრიელად და კარგად წავიკითხავ -:*

 


№2 სტუმარი სტუმარი მაკო

რა თავხედობაა რას გერჩის ეს ხალხი ვერ გავიგე. ასეთ საინტერესო რამეებს წერ გვილამაზებ დღეებს და გვახარებ მე პირადად და ვერ ვხვდები რა უნდათ. ფეფო გაატარე რაა არ აიშალო ნერვები ზოგი ბოროტია ზოგი დაუფიქრებელი რას იზამ. რაც შეეხება ამ ისტორიას მე მომწონს და ველიდები მოთმინებით

 


№3 სტუმარი სტუმარი lika

მიყვარხარ და მიხარიხარ... ვსოოო

 


№4 სტუმარი სტუმარი Nina

Sauketeso xar shen warmatebebi.

 


№5  offline წევრი gogincha

დაკიდ სხვების აზრი და განაგრძე წერა, საოცრად წერ ასე მგონია შენი გმირები ნამდვლი ადამიანებ არია და ჩვეულებრივ, ოველდღიურ ამბავს ყები, წარმატებები და ველოდები გაგრძელებას <3

 


№6  offline წევრი Gvantsa_g

მე კი ვიცი რომ უკვე მიყვარს ეგ უგულო ნაბიჭ*ვარი დაჩი დევდარიანი და სხვას არაფერს აქვს აზრი :)
ჩემი ნანატრი შვებულების დღეებს მიფერაფებს შენი ისტორიები, თითოეულ თავს მოუთმენლად ველი და ვბედნიერდები როდესაც ატვირთულს ვნახულობ ❤❤????????
ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ! ❤❤????????????????

 


№7 სტუმარი სტუმარი თიკო

ნუ მიაქცევ სხვებს ყურადღებას..ყველა ისტორია მაქვს თქვენი წაკითხული..გამორჩეული მწერალი ხარ ჩემთვის ამ საიტზე..ველოდები შემდეგ თავს მოუთმენლად...

 


№8 სტუმარი ემი

მართლა ცივსისხლიანი ა ეს დევდარიანი. ვერ ვიტან ეგეთებს.

მორევაზეა??? ფული აქვს და მაგარია??? უნდა და უნდა მიიღოს??? მის შვილს რომ იგივე გაუკეთოს ვინმემ, მოეწონება??? ააა, აქაც მორევაზეა????

დარწმუნებული ვარ, ისევ ბინძური ხერხებით აიძულებს კატოს, და მიაღწევს რაც ჩაიფიქრა.

ნაგავია.

ის რომ თავისი შვილი ასე უყვარს და მასზე ჭკუა ეკეტება, არ ნიშნავს რომ გული აქვს. გული და კაცობა რომ ქონდეს, სხვის შვილსაც ისე მოექცევა, როგორც უნდა რომ მის შვილს მოექცნენ. მაგრამ, აქაც მორევაზეა.

ფეფო შენ კიდე ძალიან მაგარი ხარ.

 


№9 სტუმარი თინა

მართლა ვერ მივხვდი რატო სცემა ტატო...
მაინც იმ აზრზე ვარ რომ ძაან ამაზრზენი კაცია და გულის ამრევი.
კატო უარსია არ ვიცი ორივე რაღაცნაირი ტიპია რა...
მომკალი და ამ ისტორიაში თათულიზე ვგიჟდები, საოცრად დახვეწილი და სასიამოვნო ქალია.
ქალია კი და არა ლაწირაკი :))
ჩემი აზრით უდეალური ქალბატონი შეიქმნებოდა მისით.
შენ კი რა გითხრა, საოცრად წერ <3

 


№10  offline წევრი აბლაბუდა

იმიტომ რომ მაგის გოგოს ხელები უფათურა:))

 


№11 სტუმარი ნათია41

ხალხო ანჟელიკა გაქვთ წაკითხული?! იქბებ გადახედოთ და მერე ვისაუბროდ მთელი ახალგაზრდობა ჟოფრეი დე პეირაკზე ვაბოდებდი და იცით ისიც დაჩის მსგავსი იყო და თან მახინჯი მანიპულატორი მაგრამ მერწმუნეთ სიყვარულმა არც ასაკი იცის და არც სხვისი აზრი აინტერესებს . პედოფილი უწოდეთ დაჩის? ცხა წლის გამო?! არადა მამაჩემი დედაზე 17 წლით უფროსი იყო და სიგიჟემდე უყვარდათ ერთმანეთი. და არავის უთქვია ბებერს წაყვაო. იცი ფეფო ჟოფრეი გამახსენდა იმიტომ რომ ზუსტად ასეთი სიტყვები უთხრა ანჟელიკას დრო მოვა და შენ თვითონ მოხვალ ჩემთანო როცა კოცნა დაუპირა და ანჟელიკამ თავი ზიზღით გასწია.
უბრალოდ ვგიჟდები შენს პერსონაჟებზე წერის სტილზე და საერთოდ შენზე.

 


№12 სტუმარი Iii

Momwonsssss dzan male axali tavi

 


№13  offline წევრი Marryam

როგორ შეიძლება ყველა შენი მამაკაცი გმირი თან ასეთი ცივსისხლიანი და თან ასეთი სულისშემხუთველი იყოს? როგორ აკეთებ ისე, რომ დამპალ ნაბი*ვარსაც კი გვაყვარებ? კითხვას ვსვამ მაგრამ პასუხი ვიცი..როგორ და ეს ნიჭია..უბრალოდ ნიჭიერი ქალი ხარ! ეს უფრო იმათ ვუპასუხე ვინც "ჰეი ფეფო" - თი მოგმართავს..კი შენ მწერალი ხარ! ...მეტს აღარ განვავრცობ ამაზე მთავარი დაგიწერე იქ.

ხოდა რას ვამბობდი? დევდარიანი...ხო ...თათულის დავეთანხმები ...მიაკითხავს ^_^

და ტატოზე ვიტყვი კიდევ ერთ-ორ სიტყვას...კატო ნამდვილად უყვარს მაგრამ კატოს არ უყვარს ...მე არ ვიცი ფეფოს რა აქვს ჩაფიქრებული მაგრამ მისი საქციელი ამის ეჭვს მიჩენს...ზერელედ ნათქვამი "მეც მიყვარხარ" ...თითქოს ეთანხმება ტატოს გრძნობებში. ნამდვილ სიყვარულს სულ მალე დაგვანახებს ჩვენი ნიჭიერი გოგო...მას ეს შეუძლია და დიახ! ფეფო ამირეჯიბი მწერალია! კი.

 


№14 სტუმარი სტუმარი ქეთი

ძალიან ძალიან ძალიან კარგი ხარ :)) საუკეთესო :)) გვიყვარხარ და გვიხარიხარ :)) დაიკიდე უგუნური ხალხი :) ბევრი კოცნები და სიყვარულები შენ :))))

 


№15 სტუმარი სტუმარი ანა

მაგარი ხარ ფეფო,მოუთმენლად ველი ხოლმე შენგან სიახლეებს და დიდი სიამოვნებით ვკითხულობ,უღრმესი მადლობა ჩემო კარგო გოგო,სამშობლოდან შორს ასე გულს,რომ მითბობს თითოეული პერსონაჟი.წარმატებები და წარმატებები.რაც შეეხება უარყოფითად მოსაუბრე ადამიანებს,არც ჩათვალო ღირსად პასუხის.????????????

 


№16  offline წევრი გროსმაისტერი

დედაეს ვინ ხარ შენიდაწერილიდან სიამოვნებაში რომ ბიფლობი მაგარია დდ სულ ასეთი მაგარი ისტორიები როგორ გაქ ფეფოოო
ვინ თქვა შენზე ცუდირამერუმეები მითხარი აბა
შენ ხარ საუკეთესო

❤❤❤❤❤
იმედია მალე დადებ მომდევნოს

 


№17 სტუმარი სტუმარი მერი

ხშირად არ ვაკომენტარებ ხოლმე მაგრამ,ერთ ერთი იმათგანი ხარ რომელთა ისტორიებიც ძალიან მომწონს .რომ დავინახავ "ფეფო" უკვე ვიცი რაღაც კარგი მელოდება .მე ყოველთვის ველოდები თქვენს ისტორიებს.

 


№18 წევრი Rania

Chemo sayvarelo gogo. Me sanam ar damtavrdeba ar vjitxulobbb. Errtianad unda visiamovnoooo. Am bolo dros nervebi matyuebs da amxela stres ver gadaitanssss. Rasac molodini hqviaa
--------------------
Q.qimucadze

 


№19 სტუმარი სტუმარი waka

sheni istoriebi aqamdec maqvs wakitxuli da dzalian momwons dzalian kargad wer, da rac mtavaria dzalian sainteresod shegilia daintereso mkitxveli eac me rom mkitxo dzalian mnishnelovania... ase gaagrdzele gtxov ar shewyvito wera... da imedia male dadeb axal tavs velodebi

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent