შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცუდი გოგო და სიმპატიური გამომძიებელი (სრულად)


26-08-2019, 20:52
ავტორი სელენე
ნანახია 4 789

-ეს გოგო ჯერ მხოლოდ 24 წლისაა და უკვე თავის ტკივილად იქცა. _მოუთმენლობა ეტყობოდა პროკურორ ოთარ აბაშიძეს. 
-ვინ არის ასეთი _კაბინეტის კარი ახალგაზრდა, შავ კოსტუმში გამოწყობილმა ბიჭმა შეაღო. 
-ია ფანგანი, ლევან ფანგანის შვილი. 
-უფრო გარკვევით თუ შეიძლება _ბიჭმა ფეხები მაგიდაზე შემოაწყო 
-მასალებს არ გაეცანი? _გაბრაზება დაეტყო ხმაში ოთარს 
-კარგი რა მამა, ადვილი გგონია შენ _გაეცინა ბიჭს 
-ძალიან უპასუხისმგებლო ხარ ბექა, ამ საქმეს შენ გამოიძიებ. იმ გოგოსაც შენ დაკითხავ
-ასე მსჯი? _სიგარეტს მოუკიდა 
-ორი თვის წინ, ძალიან ცნობილი ბიზნესმენი თავის ვაჟთან ერთად მოკლეს მანქანაში, ლევანი მთელ ბიზნესქსელს ედგა სათავეში. ერთერთი ყველაზე გავლენიანი კაცი იყო. საქმე დღემდე გაუხსნელი დარჩა. _სიტყვა ბანზე აუგდო ოთარმა 
-და ეგ გოგო რა შუაშია? 
-დამაცადე. მამის ბიზნესს სათავეში ია ჩაუდგა და მტრებიც ბლომად გაიჩინა. განყოფილებაში ხშირად დადის სხვადასხვა ბრალდებით. შარიანი გოგოა მაგრამ ძალიან ჭკვიანი. 
-და ამ საქმით ასე რატომ დაინტერესდი
-გინახავს ის გოგო? ჩვეულებრივი ქალია მაგრამ ორი კაცის ცემის ბრალდებით დააკავეს 
-საღოლ მაგას _გაეცინა ბექას
-გოგოს ვიღაც მაღლიდან მფარველობს. წელს განყოფილებაში რვაჯერ მოხვდა სხვადასხვა დანაშაულით. ბედის ირონიით სასამართლომდე არცერთი საქმე არ მისულა. შენ გევალება ყველაფრის გარკვევა და თუ მოახერხებ მკვლელობის საქმის გახსნაც 
-ვერ მოვახერხებ 
-ყურაღებით მომისმინე ბექა, თუ ამ საქმეს მთელი პასუხიმგებლობით არ მოეკიდები შენს მამობაზე უარს ვიტყვი, სამსახურიდან გაგიშვებ და მშრალზე დაგტოვებ 
-მეღადავები?
-დაივიწყე შენი თავაშვებული ცხოვრება და საქმეს მიხედე
-ამას ვერ იზამ 
-იცი რომ არ გამიჭირდება _ოთარი დიდ სავარძელში ჩაესვენა. ბიჭმა ერთხანს უყურა, გულში მილიონჯერ შეიგინა და მამის კაბინეტის კარი გასვლისას მთელი ძალით გაიხურა.


პატარა, ნახევრად ლურჯად შეღებილ ოთახში მხოლოდ ჭერზე დაკიდებული ნათურის შუქი ანათებდა. შუქის სვეტი პირდაპირ ოთახის შუაში დადგმულ რკინის მაგიდას ეცემოდა. განათების წყალობით ადვილად შეამჩნევდით მტვრის პატარა, ქაოსურად მოძრავ ნაწილაკებს. მაგიდასთან ორი სკამი პირისპირ იდგა. ერთ-ერთ სკამზე ტყავის ქურთუკში, ტყავისავე შარვალში და მოკლე შავ ტოპში გამოწყობილი გოგონა მოთმინებით ელოდა როდის შეაწუხებდნენ უაზრო კითხვებით. რკინის მძიმე კარი ახალგაზრდა ბიჭმა შეაღო. შავი თმა და თვალები კონტრასტულად გამოიყურებოდა გამოყვანილი, წითელი ტუჩების ფონზე. სპორტდარბაზში გატარებული ყოველი წუთი ტანზე ემჩნეოდა. ახალშემოსულმა გოგონა შეათვალიერა და საქაღალდე გადაშალა. ია ფანგანმა ბიჭი მოსწავლეს შეადარა, რომელსაც სახლში სწავლა ვერ მოესწრო და გაკვეთილის დაწყებამდე ცდილობდა ესწავლა ყველაფერი. გაფიქრებაზე სახეზე ირონიული ღიმილი აიფარა და ბიჭს თვალებში შეხედა.
-მორჩი ჩემს თვალიერებას? _არ დაენანა ირონია ბექას
-რა დასათვალიერებელი შენ ხარ
-მეტი ირონია _გოგომ უხმო ღიმილით უპასუხა. 
-გამომძიებელი ბექა აბაშიძე
-ბრალდებული ია ფანგანი_კაპიტანივით ხელი საფეთქელთან მიიტანა გოგომ
-ვიცი ვინც ხარ 
-კაი ღადაობ? 
-მორჩი ტლიკინს, დაკითხვაზე ხარ კლუბში კიარა 
-კარგი გისმენ 
-პირდაპირ გკითხავ, რა მოხდა დაზარალებულ ლუკა თოდუას, ნიკა საბაძეს და შენს შორის? _კითხვას ტრადიციული, მოკლე და კონკრეტული პასუხის ნაცვლად გოგონას ირონიული ღიმილი მოჰყვა. ეჭვმიტანილს თითქოს არაფერი ჰქონდა სათქმელი.
-კითხვა გაგიმეორო?
-ჩემი მოკვლა უნდოდათ 
-მაგრამ იარაღზე შენი ანაბეჭდებია 
-წავართვი და სხვათაშორის ხელთათმანი ეკეთა _ხელები მაგიდაზე დაალაგა ფანგანმა. 
-მეტი სერიოზულობით რომ მოეკიდო ამ ამბავს შეიძლება?
-მართლა გამომძიებელი ხარ? _გაეცინა გოგოს
-ეჭვი გეპარება?
-ექსპერტიზის პასუხი წინ გიდევს და კიდევ იდიოტურ შეკითხვებს სვამ 
-ეგ ჩემი მოვალეობაა 
-ტყუილად წვალობ. სულ რაღაც 15 წუთში ჩემი ადვოკატი მოვა და აქედან წამიყვანს.
-ქალბატონო ია _დაიწყო ბექამ
-საქალბატონე_გაუღიმა გოგომ
-როგორც არის. ბრალად ორი ადამიანის მკვლელობა გედებოდათ, ახლა ორი ადამიანის ფიზიკური შეურაცხყოფა 
-ვაპროტესტებ! ორივე შემთხვევაში თავს ვიცავდი _თავი გვერდზე გადახარა გოგომ 
-ოჰ, გამომივიდა დედა ტერეზა.  მომისმინე, მინდა მამაშენის და შენი ძმის მკვლელობა გამოვიძიო, ამაში შენი დახმარება მჭირდება. შენ დამეხმარები და მეტყვი ყველაფერს რაც იცი, მე მამაშენის მკვლელს ვიპოვი და დავსჯი 
-ამას მარტოც მოვახერხებ, შენი დახმარება არ მჭირდება _თვალებში ბრაზი აენთო ფანგანს 
-გინდა თუ არა თანამშრომლობა მოგიწევს ჩემთან. შენი დახმარება მეც მჭირდება ისევე როგორც შენ. _მაგიდას ხელებით დაეყრდნო აბაშიძე. 
-ბექა აბაშიძე ხო? არ გაბედო და ჩემს საქმეში არ ჩაერიო, გზაზე არ გადამეღობო და ხელი არ შემიშალო თორემ ჩემს მეტი მტერი არ გეყოლება _იგივე ჟესტი გაიმეორა ფანგანმაც
-იცი რომ ახლა გამომძიებელს ემუქრები? _ტუჩის კუთხე ჩატეხა ბექამ
-როგორც გინდა ისე გაიგე. გინდ გაფრთხილებად ჩათვალე, გინდ მუქარად.
-საქალბატონე ია, ტონი შეარჩიე! 
-თორემ? 
-თორემ ჩემმეტი მტერი არ გეყოლება 
-ახლა შენ მემუქრები 
-მაშინ ერთით ერთი _იამ ნეწყვი ხმაურით გადაყლაპა. ერთმანეთს მსხვერპლის დასაჭერად გამზადებული ვეფხვის თვალებით უყურებდნენ. 
-დაიმშვიდე ნერვები? _დუმილი ბექამ დაარღვია. რკინის კარი მაღალმა, შარვალ-კოსტუმში გამოწყობილმა კაცმა შემოაღო
-მე ია ფანგანის ადვოკატი  თამაზ გომარელი ვარ. _ხელი გაუწოდა ბექას.
-გამომძიებელი ბექა აბაშიძე
-ოთარის ვაჟი თუ არ ვცდები _გაეღიმა ადვოკატს
-დიახ. _თამაზმა ბექას საქაღალდე გაუწოდა.  
-ეს შემთხვევის ადგილიდან აღებული ხელთათმნის ექსპეტიზის დასკვნაა _ბექამ თვალები მოჭუტა და საქაღალდე გადაშალა.
-იარაღი დაზარალებულ თოდუას ეკუთვნის. ხელთათმნიდან აღებული ოფლის კვალიც მისია, რაც ჩემი კლიენტის უდანაშაულობას ადასტურებს. თუ საწინააღმდეგო არაფერი გაქვთ ჩვენ წავალთ. _ბექა გაოცებული უყურებდა ხან გოგოს, ხან ადვოკატს. შემდეგ თავი ოდნავ დაუქნია და ოთახიდან ორივე გააცილა. 
-დაიმახსოვრე რაც გითხარი _თმა უკან გადაიყარა იამ და ადვოკატს გაყვა. 
-სრულიად სუფთა ნამდვილად არ ხარ, ყველაფერს გავარკვევ დამაცადე. _თვალი გააყოლა ამაყად მიმავალ გოგონას. 


-მადლობა ბატონო თამაზ. თქვენი წყალობით მთელი ღამე საკანში გავატარე
-აბა რას ელოდი. ვერ ხვდები რომ უნდა გაჩერდე?
-მამაჩემის მკვლელი უნდა ვიპოვო. ისე დავტანჯავ როგორც მე ვიტანჯებოდი. _თაფლისფერი თვალები ცრემლით აევსო იას.
-ია, სანამ შენი ძმა სწავლას დაამთავრებს შენ უნდა მართო კომპანია. ასე თუ გააგრძელებ ვერც მე და ვერც შენი მინისტრი ბიძა ვერ გიშველით. 
-აბა რას მირჩევ? 
-სიმშვიდე შეინარჩუნე, მშვიდად დაელოდე მოვლენების განვითარებას
-ანუ მშვიდად დაველოდო? _მონუსხულივით ჩაილაპარაკა ფანგანის ასულმა 
-წადი, გაერთე, დალიე... რამე გააკეთე, ოღონდ ცოტა ხნით შეეშვი ამ საქმეს. მამაშენმა შენი თავი მე ჩამაბარა. ვერ დავუშვებ რომ შენც იგივე დაგემართოს რაც მას. გთხოვ, ცოტა ხნით მშვიდად იყავი. _გოგონამ ღრმად ჩაისუნთქა და გრძელ, მოყავისფრო თმაზე ხელი გადაისვა
-კარგი, ოღონდ აქ ჩამომსვით. ფეხით უნდა გავიარო. _მანქანიდან გადმოვედი და ჩემი ფარატინა ტყავის ქურთუკი შევიკარი. ფეხით გაყევი ქუჩას. შევამჩნიე როგორ მომყვებოდა აუდის მარკის შავი მანქანა. 'თუ გამოგიჭირე ჩემი ხელით მოგკლავ გამომძიებელო'. კლუბის "გულივერ" დაცვას გვერდი უპრობლემოდ ავუარე. 
-ვისკი თუ შეიძლება 
-ყინულით? _ბარმენმა ჭიქა დახლზე დადო 
-იყოს ყინულით. _ნელნელა ვწრუპავდი სანამ ჩემი უკვე კარგად ნაცნობი გამომძიებელი არ დავლანდე გრძელფეხება გოგონასთან ერთად. ღრმად ჩავისუნთქე და თავი გავაქნიე. საპასუხოდ სასმელით სავსე ჭიქა მაღლა ასწია და ირონიული ღიმილი შემაგება. 'უკვე მაღიზიანებ'. გულისრევის შეგრძნებამ მთელ სხეულში დამიარა. ტუალეტისკენ გავედი. დავინახე როგორ გამომყვა ბექა. 'ახლა თავი შეიკავე ია, გთხოვ უნდა გაიგო რა უნდა'. კედელს მივეყრდები და როცა ბექა გამისწორდა მოპირდაპირე კედელზე ავაწებე. მარცხენა ხელი მაჯის სიგრძემდე მივადე გულმკერდზე, მარჯვენა ხელით ჯიბის დანა კისერზე. ბექას რამდენიმე წამი დასჭირდა გონზე მოსასვლელად. როცა ყველაფერი გაიაზრა მარცხენა ხელი მარჯვენათი უკან გადამიგრიხა და მარცხენა ხელით ჩემივე ხელი კისერთან მიმატანინა. სუნთქვა ამიჩქარდა, არ ველოდი მის ასეთ რეაქციას. 
-შენ გოგო შ*გ ხომარ გაქ? _მიყვირა მოთმინებიდან გამოსულმა 
-მე მაქ შ*გ? ეს მე კი არ ვუთვალთვალებ საკუთარ თავს _უკან მაინც არ ვიხევდი
-რეებს ბოდავ? _ხმაში გაკვირვება გაერია ბექას
-თავს ნუ ისულელებ, მთელი გზაა მომყვები შავი აუდით 
-პირველ რიგში ეგ შენი მდევარი მე არვარ და არც შავი აუდი მყავს
-ჰო აბა, მეტყვი და მეც დაგიჯერებ. 
-მოგიწევს დამიჯერო _კისერში ვიგრძენი ბექას ცხელი სუნთქვა. დანა ისევ მფეთქავ არტერიაზე მედო. 
-გამიშვი ახლავე _გაბრძოლება ვცადე. 
-შენგამო კისერზე იარა უნდა დამრჩეს, მეც უნდა დაგიტოვო რამე _ტუჩები კისერზე მომადო და სველი კვალი დამიტოვა 
-გამიშვი მეთქი ნაბი*ვარო _ვუყვირე გაღიზიანებულმა. ბექამ ხელი გამიშვა მაგრამ დანა ამაცალა. სახე გავუსწორე და მთელი ძალით გავარტყი. ხელი მარცხენა ლოყაზე მიიდო. 
-რა გააკეთე ველურო? _თვალებში ბრაზი ამოვიკითხე 
-თუ მეორედ იგივეს გაიმეორებ მოგკლავ. ისე დაგმარხავ მამაზეციერმაც ვერ გიპოვოს. _კისერზე ჩემი დანის კვალი შევამჩნიე, ნაკაწრი იყო მაგრამ სისხლი მოსდიოდა. ზურგი ვაქციე და ჩქარი ნაბიჯით გავედი კლუბიდან. ჩემი მდევარი სადღაც გამქრალიყო თავისი მანქანიანად. ალბათ იფიქრა რომ გავექეცი. ჩემი დანა ბექასთან დამრჩა. მობილური ამოვიღე და მძღოლს დავურეკე
-გისმენ ია 
-კლუბში ვარ, სახლში მინდა წასვლა და გამომიარე
-მისამართი მომწერე _სულ ხუთი წუთი მომიწია ლოდინი. 
-როგორ ხარ? _ვკითხე მამას ყოფილ და აწ უკვე ჩემს მძღოლს. 
-კარგად ია შენ? 
-არამიშავს. შენი პატარა როგორაა? 
-მკურნალობს _უდიდესი სევდა გაერია ხმაში თაზოს
-პროგრესი არის? 
-კი. სიმსივნე ნელნელა იკლებს. შაბათს ოპერაცია აქვს
-დავით სამსახურში ნუ მოხვალ, თეკლას და შენს მეუღლეს მიხედე. 
-მადლობა ია _ოდნავი ღიმილით გამომხედა მძღოლმა 
-ჩამიკოცნე ჩემი გოგო.
-შენ ძაან უყვარხარ. _მანქანა ჩემი კორპუსის წინ გააჩერა. ღამე მშვიდობისა ვუსურვე და თვალი გავაყოლე მიმავალ მანქანას. ფეხსაცმელი და წინდები შესასვლელში დავყარე და ორი დღის წინანდელი პიცა გასათბობად შევდე. 'ღმერთო ეს რა დღე იყო. ეს ბიჭი მაინც საიდან გამოჩნდა, ვითომ ოთარი არ მეყოფოდა ახლა ისიც ავიკიდე. დანაც მასთან დამრჩა. ყოჩაღ ია, ნივთმტკიცება ხელში თვითონ ჩაუგდე. ვინ ხარ ბექა აბაშიძე, ყველაფერს გავიგებ დამაცადე.' აბეზარი ფიქრების მოსაშორებლად თავი გავაქნიე და ცხელი პიცა ჩავკბიჩე. 



'შეშლილი ქაჯი'. იასგან დატოვებულ ნაკაწრზე ხელი მოვისვი და სისხლი მოვიწმინდე. 'მარცხენათი კარგად ურტყამს'. ლოყა ისევ მეწვოდა. დანა დავკეცე და ჯიბეში ჩავიდე. გაღიზიანებულმა მოვიშორე პოტენციური 'ღამის პარტნიორი' და მანქანა დავქოქე. 'დამაცადე ია ფანგანო, მაინც გავიგებ ვინ ხარ რეალურად.' სახლის და მანქანის გასაღები უჯრაში ჩავაწყვე, იას დანაც გვერდით მივუდე და შხაპი მივიღე.  


კლასიკურ კაბაში და ქუსლიან ფეხსაცმელში გამოწყობილი ია ფანგანი კაკუნით მიაბიჯებდა თავისი კაბინეტისკენ. იას ლამაზად ჩაცმული, ქერა და ძალიან ქალური გოგო შეეგება დერეფანში. 
-დილამშვიდობის იაკო 
-ჰელოუ ანაკო, რა არის ახალი იმ ორზე? 
-დღეს დილით ორივე მკვდარი იპოვეს საკანში _მკვდრის ფერი დაედო სახეზე ფანგანს. 
-ორივე? 
-ორივე _თითქოს დაენანაო ისე თქვა ანამ. 
-დღევანდელი გეგმა გამაცანი 
-12 საათზე თათბირი გაქვს. ორზე შეხვედრა ახალ ინვესტორ კომპანიასთან. 
-კიდევ? 
-საბუთებზე უნდა მომიწერო ხელი _საქაღალდე მაღლა ასწია გოგომ 
-კარგი გასაგებია
-რამეს დამავალებ? 
-კი _ორივე ერთდროულად შევიდა კაბინეტში.
-რახდება ასეთი არ მახსოვხარ _მაგიდაზე დაალაგა ფეხები ანამ 
-ახალი პრობლემა გვაქ
-მოყევი _ია დიდ სავარძელში ჩამოჯდა და გასული დღის ყველა ეპიზოდი დეტალურად ჩაუკაკლა დაქალს. 
-ჩემი დანა იმასთანაა
-სიმპატიურია?
-ანაკო იცემები 
-არც გაა*რაკო. მე რა მევალება
-პერსონალური ინფორმაციის მოპოვება ბექა აბაშიძეზე 
-არც იფიქრო, ამ საქმეს უკვე შევეშვი
-გთხოვ, რამდენსაც გინდა იმდენს გადაგიხდი 
-ფული არაა მთავარი. უბრალოდ ჩემი ჰაკერული ნიჭი წარსულში დავტოვე
-გთხოვ, ახლა დაიბრუნე ეგ ნიჭი და მერე ჩააბარე წარსულს 
-ბექასი არ იყოს მართლა შ*გ ხომარ გაქ? ახლაც ისე მარტივად კი ვერ გამოვძვრებით. _გამახსენდა შარშანდელი ინციდენტი და გამეცინა. 
-გეფიცები შარშანდელივით არ დამემართება. ყველაფერს გავეცნობი და დავწვავ ან გადავყრი. 
-ია შენ მემგონი მართლა შეიშალე _ბოლოჯერ გაიბრძოლა ანაკომ
-გთხოვ რა, მხოლოდ ამ ერთხელ 
-კარგი კარგი _ორივე ხელი ასწია ანამ 
-ძალიან მიყვარხარ, რამდენი ხანი დაგჭირდება? 
-ერთი კვირა
-ანაკო!
-კარგი ხო, ხვალ ყველაფერი შენს მაგიდაზე დაგხვდება. იცოდე მერე შვებულებაში გავდივარ, თან ერთი თვით. 
-გაქრი ახლა აქედან, თავისუფალი ხარ. 
-ოჰ, რა კეთილი ბრძანდები _კარი გაიხურა გოგომ. 


ბექა აბაშიძე, როგორც ყოველთვის სამსახურში დაგვიანებით გამოცხადდა. მამის მრისხანების ქარი განყოფილების შესასვლელშივე შეეგება. 
-ახლავე ჩემს კაბინეტში! _უმცროსმა აბაშიძემ თვალები გადაატრიალა და მამას უკან გაყვა
-რას ნიშნავს შენი საქციელი? ხომ გითხარი პასუხისმგებლობით მოეკიდე მეთქი? 
-კარგი რა მამა, ბავშვი ხომარ ვარ 
-შენ ხომარ გიქრის მაგ თავში ბიჭო? გუშინ კლუბში გნახეს 
-ვინა ბესომ? _გაეცინა ბექას
-კი, ბესომ. აბა მოყევი ერთი რა ხდება ფანგანის საქმეზე
-ახალი არაფერია. გოგოს თვალყურს ვადევნებ ჯერ მშვიდადაა. 
-მე არ დამივალებია კუდში აეკიდე მეთქი 
-აუ მამაჩემო ახლა ძალიან ა*რაკებ. 
-აზრზე მოდი, ამხელა ვირს თავში ჭკუა არ გაქ. იცოდე ბექა...
-ვიცი_ბექამ განრისხებული მამა მარტო დატოვა და თავის კაბინეტში, მდივანზე დაწვა. 
-ალო, როგორ ხარ დეიდაშვილო? 
-კარგად ბექა შენ? _ბოხი ბარიტონით უპასუხა ბექას დეიდაშვილმა და უახლოესმა მეგობარმა 
-არამიშავს
-რა ხდება მშვიდობა გაქ? 
-რა მშვიდობა საბა, დედა მე**ვნება პირდაპირი მნიშვნელობით. 
-რაიყო ხომარ შეგიყვარდა ვინმე _გაეცინა საბა დედაოღლს
-ეგრე მიცნობ? 
-აბა რახდება? 
-კაროჩე ერთ გოგოზე უნდა გამირკვიო ყველაფერი 
-რანაირად? 
-უშიშროებაში მე კიარ ვმუშაობ. 
-შ*გ ხომარ გაქ? 
-ორი თვის წინ ია ფანგანის ძმა და მამა მანქანაში მოკლეს. საქმე გაუხსნელია და ეგ გოგო ამ წელს განყოფილებაში რვაჯერ მოხვდა. ორი კაცის მკვლელობაში იყო ბრალდებული. გუშინ კიდევ ორი კაცი უცემია. მამაჩემმა ამის გამოძიება დამავალა
-მერე?
-ბატონმა ოთარმა ბრძანა თუ არ გამოიძიებ დედა მოგე**ვნებაო. 
-დაჭკვიანებას გიპირებს ხო? 
-ბაზარი არაა _გაეცინა ბექას
-ჰო და რა გინდა საბოლოოდ? 
-ყველაფერი უნდა გამირკვიო ია ფანგანზე. 
-ვეცდები 
-ძმა ხარ _ტელეფონი გათიშა და თვალები დახუჭა.  


ფანგანი ერთადერთი ქალი იყო თათბირზე. გოგოს ისე ამაყად ეჭირა თავი, თითქოს სამყაროს ბედი მასზე ყოფილიყო დამოკიდებული. მამის გარდაცვალების შემდეგ ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა მოუხდა მაგრამ ერთგული და განათლებული ადვოკატი მისთვის მყარ საყრდენს წარმოადგენდა.
-ქალბატონო ია_შეპარვით დაიწყო საუბარი მსუქანმა მამაკაცმა. -მინდა ჩვენი კომპანიის პატარა ქარხანაზე დაგელაპარაკოთ 
-დიახ, დაიწყეთ. _კისერი გაასწორა და თაფლისფერი თვალები მაგიდის გარშემო მყოფთ მოავლო. 
-ქარხნის მუშაობა დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული და ეს კომპანიისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს
-რატომ? 
-როგორ თუ რატომ? ხელფასები ტყუილად რიგდება, ქარხანას მცირე შემოსავალი აქვს 
-ვინმე მეტყვის მამამ ის ქარხანა რატომ ააშენა? _ფეხზე წამოდგა. მაგიდის გარშემო ჩურჩული და გადალაპარაკება ატყდა 
-ვერა, ასეც ვიცოდი. მამამ ეს ქარხანა სხვების ცხოვრების გამოსასწორებლად შექმნა. გინახავთ როგორ ცხოვრობს ის ხალხი? ეს სამსახური მათთვის ერთადერთი შემოსავლის წყაროა, ასე რომ ბატონო გურამ, უარი უნდა გითხრათ. ქარხანა მუშაობას გააგრძელებს და არცერთი ადამიანი არ დატოვებს სამსახურს. 
-მაგრამ კომპანიას ამით ზარალი წაადგება 
-თუ ეს ასე ძალიან გაწუხებს შეგიძლია შენს ხელფასზე თქვა უარი _ოდნავ შესამჩნევი ღიმილით გახედა გოგომ. გურამს არაფერი უთქვამს. უხერხულად შეიშმუშნა და ბოროტად გააქნია თავი. 
-მაშ ასე ბატონებო. მომავალ შეხვედრამდე _საქაღალდეები აიღო და ოთახი თამაზთან ერთად დატოვა. 
-გილოცავ შენს პირველ გამარჯვებას _გოგონას ხელი ჩამოართვა და ლიფტის ღილაკს თითი დააჭირა. შეხვედრამ ახალ ინვესტორებთან ჩვეულებრივად და უპრობლემოდ ჩაიარა. დამღლელი დღის შემდეგ გოგონა სახლში დაბრუნდა. ნახევარ საათში ანაკო ესტუმრა. 
-ძალიან დასალაგებელია აქაურობა, ან ეს პიცა რამდენი ხნისაა. 
-მეორე დედაჩემი ხარ
-როგორ არის დედაშენი? _ყავის მადუღარიდან ორი ჭიქა ჩამოასხა. 
-მშვიდად. სოფელშია ბებიასთან. ლუკაც იქაა
-ლუკა რას ამბობ? 
-არ იმჩნევს და ცდილობს დედას დაეხმაროს. ძალიან სტკივა მასაც 
-ეგეც გაივლის
-შენ რა დაგკარგვია ჩემთან? _გოგონამ ყავის დიდი ყლუპი გადაყლაპა
-ჩემი ლეპტოპი ურევს. ვერაფერი ვერ ვუქენი და შენსაზე ვიმუშავებ 
-შენ რანაირი ჰაკერი ხარ
-ჰაკერობა იმას კიარ ნიშნავს რომ გადამწვარი და აფეთქებული კომპიუტერის შეკეთება შემიძლია
-უნდა შეგეძლოს
-ახლა მე კაბინეტში შევალ და რამდენიმე საათი ან მთელი ღამე ჩემი შეწუხება არ გაბედო. ჰო და აქაურობა დაალაგე თორემ შენთავს ვფიცავარ ყველაფერს დავწვავ. 
-ჰო კარგი მივალაგებ _სანამ ანა კომპიუტერს ქექავდა, ია სახლიდან ნაგავს ეზიდებოდა და ოთახებს ალაგებდა. 


ბექა აბაშიძე მანქანაში ახალაგაზრდა, გარუჯულ გოგონას ესაუბრებოდა. კლუბის ფეისკონტროლი უპრობლემოდ გაიარეს და რამდენიმე ჭიქა ვისკიც დალიეს. გოგონა გაუჩერებლად ლაპარაკობდა თავის ახლად დაწყებულ ბიზნესსზე, ბექაც ცდილობდა მოესმინა მაგარამ ეს მისთვის საინტერესო არ იყო. 
-ხომარ წავსულიყავით? _ნელნელა შეაპარა ბექამ
-მგონი ჯობია _გოგონას სასმელი უკვე მოჰკიდებოდა და ნაბიჯები ერეოდა. კისკისით ჩამოეკიდა ბექას კისერზე. დიდი სისწრაფით დაძრა მანქანა. ვნებაარეულმა გააღო ბინის კარი და პირველად გოგო შეუშვა. სწრაფად გახადა ტანსაცმელი და ლოგინზე დააწვინა... მთელი ღამე გოგოს შიშველ სხეულზე ეძინა. 


მთელი ღამე ქექავდა კომპიუტერს ანა. რასაც პოულობდა ბეჭდავდა და საბუთებთან ალაგებდა. ყველა წვრილმანი ამობეჭდა და საბოლოოდ დიდი დოსიე შეადგინა.  უფრო უნიშვნელო ინფორმაცია სანაგვეში მოისროლა და საბოლოოდ სამგვერდიანი 'საშინაო დავალება' გამოუვდა. იგივე ვითარებაში იყო საბა დედაოღლიც და უფრო რთულშიც, რადგან მის შესაძლებლობებს აღემატებოდა ძვირფასი მეგობრის და დეიდაშვილის თხოვნა. ბევრი ფაილის შემოწმება და დახარისხება მოუწია რომ სრული ინფორმაცია შეეგროვებინა ია ფანგანზე. საბოლოოდ ორივემ საწოლებს მიაშურა ოღონდ იმ განსხვავებით რომ ანაკო იასთან დაწვა დასაძინებლად. 


შავ აუდში ორი 'ფიტნეს მამაკაცი' მოთმინებით ელოდა გათენებას. თითქმის მთელი თვეა უთავლთვალებენ ია ფანგანს მაგრამ ეს გოგო მათი აზრით, ღმერთს გამორჩეულად უყვარს, რადგან ვერცერთხელ მოახერხეს მისი მარტო გამოჭერა. მათ მხოლოდ გოგონას დაშინება ევალებოდათ, მაგრამ არა ისე როგორც წინა მოთვალთვალეებს თოდუას და საბაძეს. მათ იცოდნენ რომ ეს უკანასკნელნი დიდხანს ვეღარ გააგრძელებდნენ სიცოცხლეს და მოთმინებით და მთელი სიფრთხილით ცდილობდნენ არ გაემეორებინათ იგივე შეცდომა. არ იცოდნენ ვისთვის მუშაობდნენ, მაგრამ არც აინტერესებდათ. მათ ხომ სხვისი ხელით ბლომად ფული გადაუხადეს. იყო მხოლოდ ერთი პრობლემა... არცერთმა იცოდა როგორ უნდა გაექროთ ია ფანგანი...


დილით ჩვეულებრივ ადრე გაეღვიძა ფანგანს. შხაპი მიიღო და პიცა შეუკვეთა. შიშველი ფეხებით და ყავის ჭიქით ხელში დააბიჯებდა ოთახიდან ოთახში და ანას გამზადებულ ფურცლებს კითხულობდა. 

"...ოთარ აბაშიძის ძე ბექა აბაშიძე დაიბადა 1992 წლის 17 ოქტომბერს, თბილისსში. დაამთავრა კერძო სკოლა, საკმაოდ კარგი და ნიჭიერი მოსწავლე იყო. სწავლა ლონდონის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამართლის ფაკულტეტზე გააგრძელა, რაც საკმაოდ დიდი თანხა დაუჯდა ოჯახს.  უნივერსისტეტის დამთავრების შემდეგ გაიარა მაგისტრატურა ლონდონის პროკურატურაში და მანვე გამოიძია 2010 წელს მომხდარი გახმაურებული მინისტრის მკვლელობა რამაც წარმატებისკენ გაუკვლია გზა. ცნობილი გამომძიებელი 2018 წელს წლის ყველაზე სასურველ სასიძოდ დასახელდა მაგრამ დღემდე უცოლოა. მიუხედავად ამისა დიდი პოპულარულობით სარგებლობს ქალებში და ხშირად ჩანს ჟურნალებში..." _იამ ფურცლები მაგიდაზე მოისროლა. 'საინტერესო არაფერია, ჩვეულებრივი ადამიანი ხარ აბაშიძე, მაგრამ ნუ გადამიკიდებ'. პიცის დამტარებელს ფული მიაჩეჩა და კარი ხურდის დაბრუნებამდე მიუხურა. პიცის ნაჭერი აიღო და მისაღების დიდი ფარდა ფრთხილად გადასწია. 'ისევ აქ არიან... ვინ ხართ და ვინ გამოგგზავნათ'. ტანსაცმელი გამოიცვალა და ანაკოს მანქანით კომპანიაში 'მნიშვნელოვანი საქმეების' მოსაგვარებლად გაეშურა. 



დილაადრიან დაქოქა საბა დედაოღლმა მანქანა და ბექას ბინისკენ აიღო გეზი. გათიშულ ბექას ქერა და გარუჯულ გოგოსთან ერთად ეძინა. მოურიდებლად შევიდა ოთახში და დეიდაშვილი ძლიერად შეანჯღრია. 
-ადექი და მისაღებში გამოდი 
-რა ჩემი ფეხები გინდა _სახეზე ხელები ჩამოისვა ბექამ 
-ფეხებს გიჩვენებ მე შენ. გააღვიძე ესეც წავიდეს აქედან _საბა მისაღებში დივანზე ჩამოჯდა და ტელევიზორი ჩართო. რუსთავი 2-ის ჟურნალისტი სულმოუთქმელად ყვებოდა რა პროპაგანდას ეწევა 'ქართული ოცნება' და როგორ დაჰყავს ყველა თავის ჭკუაზე ბიძინა ივანიშვილს. საბამ თვალი გააყოლა ბინიდან გამავალ გაცოფებულ გოგოს და ტელევიზორი გამორთო. ნახევრად შიშველი ბექა სავარძელში ჩაესვენა. 
-რა პატივში ვარ ტოო, თვით დედაოღლების უფროსი ვაჟი მესტუმრა. 
-შენი გამოსწორება არ იქნება ძმაო _გაეცინა საბას 
-რაქენი ჩემი საქმე 
-საბუთები მაგიდაზეა. მოგიყვე თუ წაიკითხავ 
-იცი რაც უნდა ქნა. 
-24 წლისა. 1995 ში დაიბადა, თუ სწორად მახსოვს 27 მარტს. ორი ძმა ყავს. ერთი უფროსი, გიორგი ფანგანი, რომელიც მოკლეს და მეორე უმცროსი ლუკა ფანგანი. მამამისის სიკვდილის შემდეგ დედამისი, თეონა ფანგანი ჭკუიდან შეიშალა, უფროსწორად ოდნავ აურია. საშუალო სკოლა დაამთავრა და ჯავახიშვილში გააგრძელა სწავლა ბიზნესის ფაკულტეტზე . რვაჯერ მოხვდა განყოფილებაში. ოთხჯერ ჩხუბის ეპიცენტრში ყოფნის გამო, ორჯერ მკვლელობაზე იყო ეჭვმიტანილი, ბოლოს ვიღაცეები უცემია. დიდი კომუნიკაბელური და გახსნილი ვინმე არასდროს ყოფილა. ერთადერთი დაქალი და ბავშვობის მეგობარი ჰყავს, ვინმე ანა ჯიბლაძე. გათხოვილი არ ყოფილა და არც ახლაა დაოჯახებული. სხვათაშორის პასპორტის ფოტოშიც ძაან ლამაზია _ბოლო წინადადებაზე ბექასაც გაეცინა. 
-მეტი არაფერი? 
-დანარჩენი ყველაფერი უმნიშვნელოა 
-მამამისი და ძმის მკვლელობაზე რას მეტყვი. 
-მკვლელობა განზრახ არის ჩადენილი. მანქანას ექსპერტიზა ჩაუტარდა, სამუხრუჭე ხუნდები გადაჭრილი იყო. იმ საბედისწერო ღამეს მანქანა მოცურდა, მაგრამ როგორღაც გაჩერება მოახეხა. შემდეგ მკვლელმა ორივე ტყვიით მოკლა. მამის თავიდან ამოღებული მასრის ნომერი PH73B23 -ია და არსად არ არის რეგისტრირებული. არცერთი ანაბეჭდი, არცერთი ნივთმტკიცება. მკვლელობა იდეალურადაა შესრულებული. 
-აუ ჩემი კარგი მოვ**ან მაგარი შარში ვარ. არაფერი ხელჩასაჭიდი არ გვაქვს. 
-თუ ჭკუით იმოქმედებ მკვლელობას გახსნი. ისე მაგარი გოგოა ეტყობა, შენნაირი შერეკილი 
-ცუდი გოგოა, მე ჭკვიანები და დამჯერები მომწონს 
-ჰო როგორ არა _გაეცინა საბას. 

მომდენო ორი კვირის მანძილზე ია ფანგანი მამის პოტენციური მტრების სიას ადგენდა. ყველას ვისაც მისი სიკვდილი სარგებელს მოუტანდა სიაში ამატებდა. ანასაც კი სთხოვა დახმარება მაგამ საეჭვო ვერაფერი ვერ იპოვა. ყველა პოტენციურ მკვლელზე შეაგროვა ინფორმაცია. მამის და ძმის გარდაცვალების ადგილზე ნაპოვნ ვერცხლის ყელსაბამს ათვალიერებდა, რომელსაც შავი გული ჰქონდა გამობმული და ფიქრობდა რომ შეიძლება მკვლელი ქალი ყოფილიყო. მაგრამ ყელსაბამი ხომ მის ძმას ეჭირა ხელში. არც მდევრებისთვის მოუდუნებია ყურადღება. ანამ მანქანის ნომრის მიხედვით ვინმე ლიზა შენგელია იპოვა რომელსაც ეს ნომერი ეკუთვნოდა. ამ გოგონას ორი თვის წინ განუცხადებია პოლიციაში მანქანის დაკარგვა, თუმცა მისი მანქანა ოპელის მარკის იყო და არა აუდის. ფიქრისგან უკვე თავი სტკიოდა. წამალი დალია და კარის გაღების ხმა გაიგო. სამზარეულოს დანას დაავლო ხელი და ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა შემოსასვლელს. 
-ვაიმე რასაკეთებ _იკივლა ანამ 
-არ შეიძლება ზარი დარეკო ხოლმე? _წარბები შეკრა იამ 
-ვინ შემოაღებს ჩემსგარდა შენი სახლის კარს რომ დამადექი თავზე დანით 
-დამიძახე მაინც მოვედიო ან რამე
-რასშვრები რა არეულობაა აქ _დივანზე ფეხები შემოაწყო ანამ 
-ვერ მოვიცალე დასალაგებლად. 
-რა ვიფიქრე იცი? კლუბში ხომარ წავსულიყავით? 
-რომელ კლუბში? _მაგიდაზე მიყრილ საბუთებს კრეფდა ია 
-სადაც სულ დავდივართ _ფანგანს გაახსენდა გასულ კვირას მომხდარი ინციდენტი 
-არა, მაქ არ მინდა. ის გამომძიებელი რომ იქ დამხვდეს ვერ გადავიტან 
-რაიგო გეშინია შე ჩმორო? _გაეცინა ანას 
-ხო როგორ არა, აი ჩავიფსი. 
-ჩაიცვი და წავედით. _როგორც ყოველთვის კლუბისთვის უჩვეულო ფორმაში გამოწყობილები დაადგნენ გზას. 
-შეამჩნიე რომ ეს აუდი ძაან მოგვეჩვია? 
-ეს მანქანა ნომრის გარკვევა რომ გთხოვე 
-ძაან დაბურული აქვთ მინები, რა ჯანდაბაა. 
-ჯანდაბა, რავიცი მე _კლუბის შესასვლელში დატოვეს მანქანა. დაცვამ ჯინსებში გამოწყობილ გოგონებს ცერად გახედა და კლუბში შეუშვა.  დახლს მიუჯდენენ და ორი ჭიქა ვისსკი შეუკვეთეს. 
-ეს მუსიკა თავს მატკიებს _უყვირა იამ ყურთან 
-არაუშავს, შენ სულ თავი გტკივა. 
-სულ არ მტკივა ხოლმე _ვისკის დიდი ყლუპი ყელში გადაუშვა 
-ჰეი ლოთო, მოვიდა შენი გამომძიებელი. ის მისი ძმაკაცია? 
-მიდი და კითხე _ბექას გახედა იამ. 
-ჩვენი სიყვარულიც აქაა
-აუ ახლა უყურე ამის ტყლარწვას _არ არსებობს უფრო საშიში გაერთიანება ვიდრე ორი დაქალი რომელთაც ერთი გოგო ეზიზღებათ. ნათია არაბულს ბავშვობიდანვე ვერ ეწყობოდა ვერცერთი. ზედმეტად თავში ავარდნილი და ცანცარა გოგო იყო. თან გამუდმებით დასცინოდა ყველას.  სკოლაში მხოლოდ იმიტომ სარგებლობდა პრივილეგიებით რომ დირექტორის შვილი იყო. ამიტომ ხშირად ჩხუბობდნენ ხოლმე ია, ანაკო და ნათია.
-შენს გამომძიებელთან რა საქმე აქვს? 
-ჩემი გამომძიებელი არაა 
-გავუჩალიჩოთ? _შეთქმულის ღიმილით გახედა ანაკომ 
-ახლა? 
-ჰო რაიყო? გეშინია? 
-რას აპირებ? 
-ჰეი _ბარმენს ხელი დაუქნია იამ 
-გისმენთ მშვენიერო 
-მშვენიერი რამე ისეთი სასმელი გაქვთ რო ვინმეს გადასხმის შემთხვევაში კაბა დაულაქავდეს? 
-ეგეთი გვაქვს მაგრამ
უმნიშვნელოდ დალაქავდება 
-ნალექიანი ყავა გაქვთ? 
-კლუბია კაფე კიარა 
-შენთუ მე ახლა ნალექიან ყავას მიშოვი ამას მოგცემ _მაგიდაზე ასლარიანი დადო იამ. ბიჭმა თვალები მოჭუტა 
-დამაცადეთ _რამდენიმე წუთში ყუთით ნალექიანი ყავა დაუდგა წინ
-ლუდის ჭიქაში წყალი ჩამისხი და მომე ისიც _ბიჭმა ბრძანება შეასრულა და იამაც მისცა ასლარიანი. 
-კოვზიც რა ძმურად. _ჭიქაში იმდენი ყავა ჩაყარა ყორანს შეშურდებოდა ასეთი შიშავის. 
-მზად ხარ? _გაუცინა ანას 
-რას ვაპირებთ? 
-მთვრალები ვართ ვითომ, მივდივართ ნათიასთან. შენ ვითომ მიჭერ რომ მოვეხვევი გადავასხამ და შავად შევუღებავ იმ თეთრ კაბას. 
-წავედით _მაღალი სკამიდან ორივე ერთდროულად ჩამოხტა და კისკისით გაემართა ნათიასკენ. 
-ჰეი ნათი როგორ ხარ? _სიცილით დაიწყო საუბარი 
-არამიშავს 
-მოდი რა უნდა ჩაგეხუტო _ია ნათიასკნ გაიწია და ლუდის ჭიქა მკერდზე მიამხო 
-ვაიმე მაპატიე, რა მოუქნელი ვარ, ახალი კაბაა? თუ ახალია ზარალს აგინაზღაურებ _სალფეთქით უფრო უსვრიდა კაბას გაოცებულ ნათიას 
-საზიზღარო, დამპალო გოგო. სპეციალურად გააკეთე _აზრზე მოვიდა ნათია
-არა ჩემ კატას გეფიცები _ხელები ასწია იამ. გაცოფებული ნათია ტუალეტში გაიქცა. გოგონებმა ერთმანეთს ხელები მიარტყეს და მხოლოდ შემდეგ  შეამჩნიეს გამხიარულებული საბა და ბექა. 
-საინტერესო მიდგომაა იაკო _გაეცინა ბექას 
-არა ასეთი შერეკილი ნამდვილად არ მეგონა _იცინოდა საბაც 
-კარგია თუ გაგამხიარულე _დალეულმა ვისკიმ ლოყები აუწითლა იას
-გამამხიარულე რასქვია, ეს ვიდეო კინოთეატრში უნდა გაუშვან _ტელეფონი დაანახვა ბექამ გოგოს
-მოგკლავ შე ნაგავო _ბიჭისკენ გაიწია ია მაგრამ ანამ დააკავა 
-გამიშვი გოგო, მოვკლავ ამ ვირს 
-ხო ხედავ ნერვებს გიშლის, წყნარად ია. ანამ იას ხელი გაუშვა. გოგონა კლუბიდან უკანმოუხედავად გავიდა. ათასნაირი სალანძღავი სიტყვით ამკობდა ბექას.  კლუბის მოპირდაპირე მხარეს ისევ შავი აუდი იდგა.
-მორჩა! ჩემს მოთმინებასაც აქვს საზღვარი. _პირდაპირ აუდის მიმართულებით დაიძრა. შარვალში ჩადებული იარაღი ხელში დაიჭირა და მინაზე მიაკაკუნა. შუშა ნელნელა ჩაიწია დაბლა. ფანგანმა იარაღი კაცს დაუმიზნა 
-გამარჯობა _გაუღიმა გოგომ. კაცმა ხელი შარვლისკენ წაიღო.  -ერთი ზედმეტი მოძრაობა და შენი სისხლით შეიღებება მანქანა.  _იამ შავი ფისტოლეტი ააცალა.  -მგონი სალაპარაკო დაგვიგროვდა. მეორე სადარი?
-საჭმლის საყიდლად 
-თუ ჭკუით არ იქნები საჭმელი აღარ დაგჭირდება  _მძღოლის გვერდით სავარძელში მოკალათდა.  
-დაქოქე და წავედით. _შეშინებული ანაკო გამოვარდა კლუბიდან. დაინახა როგორ ჩაჯდა დაქალი აუდში და შიშისგან ტუჩები აუკანკალა. 
-ღმერთო, მარტო არ უნდა დამეტოვებინა. რა ვქნა ახლა. რა გავაკეთო _დაბნეული აცეცებდა თვალებს. საბოლოდ კლუბში შებრუნდა და ბექას მივარდა სირბილით 
-გაიტაცეს _მხოლოდ ერთი სიტყვის თქმა მოახერხა
-რა? _გაკვირვებულმა შეხედა ბექამ 
-ია, ია გაიტაცეს, წეღან წაიყვანა შავმა აუდმა. _ატირდა გოგო
-რა? ვინ გაიტაცა _სამივე სირბილით გამოვარდა კლუბიდან
-არ ვიცი. უშველე გთხოვ. დაეწიე _ბექამ თითქმის მოგლიჯა ნაცრისფერი კაბრიოლეტის კარი და დიდი სისწრაფით გააქროლა 'გამტაცებლის' მიმართულებით. შავი აუდი ზომიერი სიჩქარით მიდიოდა დაცარიელებულ გზაზე. ბექამაც შეანელა სვლა. ცდილობდა არ შეემჩნიათ, რომ გოგონას სიცოცხლე საფრთხეში არ ჩაეგდო. სწორედ ამ დროს ია დაკითხვას უტარებდა წითურ 'ფიტნეს მამაკაცს'. 
-ახლა მე კითხვებს დავსვამ. შენ მიპასუხებ გასაგებია? 
-კი 
-ხმამაღლა 
-კი 
-კარგი. ვინ ხარ? 
-თემო ბაქრაძე 
-ვინ გამოგგზავნა ჩემს სათვალთვალოდ? 
-არ ვიცი არ ვიცნობ 
-იტყუები _იარაღი საფეთქელიდან სასქესო ორგანოზე გადაიტანა იამ. შეშინებული კაცი აყვირდა 
-გეტყვი, სიმართლეს გეტყვი. გაწიე იარაღი 
-ყოჩაღ. _მაქანა ჩაბნელებულ და დაუსახლებელ ხეივანში გააჩერა.  ორივე გადავიდა. იას სამიზნეში აღარ ჰყავდა მამაკაცი ამოღებული და ისიც შედარებით მშვიდად საუბრობდა. ყველაფერ ამას მშვიდად უყურებდა ბექა აბაშიძე რომელსაც მოშორებით გაეჩერებინა მანქანა. 
-ვინ დაგიქირავა 
-ვინმე თორნიკე შაინიძემ 
-რაიყო ყველაფერი სათითაოდ გკითხო? 
-თორნიკე შაინიძემ. ყარამანს ეძახიან. არ ვიცნობ, არაფერი ვიცი მასზე. მხოლოდ ფული გადამიხადა რომ დამეშინებინე და საქართველოდან წასულიყავი. 
-იტყუები 
-არ ვიტყუები შვილს ვფიცავარ 
-ჰმ, რა ქვია შენ შვილს? 
-ნატალი 
-ფოტო მაჩვენე გექნება ტელეფონში _ბიჭმა ტელეფონი ხელის კანკალით ამოიღო და ფოტო მაჩვენა თავის ცოლთან და შვილთან გადაღებული. 
-გინდა რომ შენი შვილი კარგად იყოს? 
-მინდა _ბიჭმა თავი ჩახარა 
-მაშინ სიმართლე მითხარი _ტელეფონი დავუბრუნე
-გეფიცები მეტი არაფერი ვიცი. 
-მეორე ვინ არის? 
-მათე ბერაია, მანაც ისე იცის ყველაფერი როგორც მე. 
-მაშინ აღარაფერში მჭირდები. _იარაღი ბიჭს დაუმიზნა. 
-შეჩერდი _ბექა კაბრიოლეტიდან გადმოხტა და ბოლო ხმაზე დაუღრიალა იას
-აქ რა ჯანდაბა გინდა? _თვალები გაუფართოვდა ფილფანს მისკენ მიმავალი ბექას დანახვაზე.
-შენ თვითონ რა ჯანდაბას აკეთებ? _მოულოდნელად ბიჭმა ხელი იარაღს მოკიდა და იას ხელი გადაუგრიხა. გოგონას ტკივილისგან სახე დაემანჭა და იარაღს ხელი გაუშვა. თემომ იარაღი აიღო. დაინახა რომ ბექაც აპირებდა იარაღის აღებას. შემდეგ გასროლა მოხდა. ფანგანმა ყურებზე ხელი აიფარა. დაიბნა... ვერ მიხვდა ვინ ისროლა. ჯერ ბიჭს შეხედა. შემდეგ ბექას, ბოლოს ბექას სისხლიან მაისურს. თემომ იარაღი დააგდო და თმაში ხელი შეიცურა, იას შეხედა და გასაქცევად შებრუნდა. თემოს დაგდებული იარაღი აიღო და ფეხში დაუმიზნებლად ესროლა გაქცეულს. ბიჭი მიწაზე მოწყვეტით დაეცა.  ია აბაშიძეს მივარდა. ცრემლები სახეზე მდინარეებად სდიოდა. პანიკაში არ ჩავარდნილა, სასწარფოში დარეკა. 
-ალო სასწარფო გვჭირდება, დაჭრილია ადამიანი _მისამართი უკარნახა გოგომ. ოპერატორმა ტრადიციული შეკითხვები მიაყარა იას. 
-რომ მოკვდება აღარც სახელი იქნება საჭირო და აღარც ასაკი გაიგე? ახლავე გამოუშვით სასწრაფო. იცოდეთ რომ ვერ გადარჩეს გიჩივლებთ.
-სიმშვიდე შეინარჩნუთ ქალბატონო 
-სასწრაფო გამოუშვით _იკივლა იამ. ისევ ჩასძახა მისამართი ტელეფონში და იქვე მიაგდო. ბექას თავი კალთაში დაიდო
-არ მოკვდე რა, არ მოკვდე ბექა. თავს ვერ ვაპატიებ ჩემგამო რომ რამე დაგემართოს. გეხვეწები ბექა, შემომხედე, ძალა მოიკრიბე და ეცადე გონება არ დაკარგო. გეფიცები ყველაფერს შეგისრულებ რასაც მეტყვი ოღონდ არ მოკვდე ბექა რა _თავი შუბლზე მიადო და ცრემლებით სახე დაუსველა
-რაიყო მგლოვობ ცოცხალ ადამიანს? _ძლივს ამოილაპარაკა ბექამ. 
-იცოდე თუ წახვალ ჯოჯოხეთში მოგაკითხაც და მეორედ მოგკლავ 
-რატომ ჯოჯოხეთში? _ნაძალადევად გაიღიმა აბაშიძემ 
-აბა სამოთხეში შენ ვინ შეგიშვებს _ხელით სახეზე მიეფერა გოგო. მალევე სასწრაფოს ბრიგადამ ბექა საკაცეზე დააწვინა. პოლიციამ დაჭრილი თემო დააპატიმრა და იარაღები ნივთმტკიცებად შეინახა. ია სასწრაფოს მანქანაში არ აუშვეს. ბექას კაბრიოლეტში ჩაჯდა და უკან გაჰყვა სასწრაფოს. ბიჭის ტელფონზე ზარები არ წყდებოდა. ვინმე საბა გადაბმულად ურეკავდა 
-როგორც იქნა, რა ქენი ბექა?
-ბექა დაჭრეს, რესპუბლიკურში მივდივართ 
-რა? 
-დაჭრეს _ტირილს უმატა იამ 
-მომისმინე, სიმშვიდე შეინარჩუნე და მანქანა ფრთხილად ატარე. მე და შენი დაქალიც მალე მოვალთ. 
-კარგი _ტელეფონი გათიშა და საჭეს ხელი რადენჯერმე დაარტყა 
-ღმერთო რა დაგიშავე ასეთი. ან ბექამ რა დააშავა?! მის ადგილას ახლა მე უნდა ვიყო. _საავადმყოფოს ეზოში გააჩერა მანქანა. ბექა საოპერაციოში გააქანეს. მალევე შემოვარდნენ ანაკო და საბა. განერვიულებული და გაცოფებული ბიჭი ყოველ წუთში გარეთ გადიოდა მოსაწევად. ლურჯ სკამზე მჯდარი ანა ნერვიულად ისრესდა ხელებს. საოპერაციოს კართან ჩაცუცქულიყო ია და თავი მუხლებზე ედო. მალევე მოვიდა ბექას მთელი ოჯახი. ქალები ტიროდნენ, მხოლოდ ოთარის ტკიოდა შვილი... უცრემლოდ მაგრამ სულის ტკივილამდე. ჟურნალისტების მთელი ჯგუფი იდგა საავადმყოფოს ეზოში. და მაშინ როცა ეს უკანასკნელნი ელოდნენ როდის გამოიჭერდნენ რომელიმე აბაშიძეს, პალატის წინ შეკრებილი ხალხი ელოდა როდის გამოვიდოდა ლურჯხალათიანი ექიმი, მაგრამ წამი წუთად გაიწელა, წუთი–საათად... ყველას ნელნელა ეწურებოდა ბექას კიდევ ნახვის იმედი. პალატის კარი გაიღო და ლურჯხალათიანი ექიმი დინჯი ნაბიჯით გამოვიდა. პირბადე მოიხსნა და სანამ პირს გააღებდა, მანამდე მისცვივდა ყველა ერთდროულად. 
-მათქმევინეთ ხალხო _ხელები ასწია ექიმმა -ბევრი სისხლი დაკარგა მაგრამ გადარჩენა შევძელით. მდგომარეობა სტაბილურია. დილით პალატაში გადავიყვანთ. 
-ნახვას როდის შევძლებთ? _შეეკითხა ოთარი და ცოლს ორივე ხელით მოეხვია. 
-სათითაოდ შეგიძლიათ შეხვიდეთ. ოღონდ დიდხანს ნუ გაჩერდებით. _მშობლები პირველი შევიდნენ, შემდეგ საბა. სულ ბოლოს ია შევიდა. ბექას დანახვაზე ისევ ატირდა. ტუჩები შუბლზე მიადო და აკანკალებული ხელი ბექას ცივ ხელს მოჰკიდა. 
-მადლობა ღმერთს, მადლობა... რატომ უქმნი თავს საფრთხეს ჩემგამო. ან მე რას მერჩი ან საკუთარ თავს? რატომ ყოფ მაგ ცხვირს სხვის საქმეში ან იქ რა გინდოდა? რამე რომ მოგსვლოდა რა უნდა მექნა? ხომ მოვკლავდი იმ ნაბი*ვარს. ჩავჯდებოდი ციხეში ალბათ 10 წლით და მერე საფლავზე მოგიტანდი ყვავილებს. შტერო ბიჭო... _ისევ აკოცა შუბლზე და უკანმოუხედავად დატოვა ბექა და საავადმყოფო. ანასთან ერთად ჩაჯდა ნაცრისფერ კაბრიოლეტში და თავისი ბინის გზას დაადგა. რამდენიმე საათი გაატარა ცხელ აბაზანაში. თან თვალებიდან ცრემლის მდინარეები სდიოდა. წყლის სიცივის შეგრძნებამ მოიყვანა გონს. სააბაზანოს ხალათი შემოიხვია და ყავა აადუღა. მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს თუმცა არც მომდევნო დღეებში არ მისულა ბექასთან საავადმყოფოში. მთელი კვირა არ გასულა სახლიდან და არც სტუმრები მიუღია. მხოლოდ კვირის ბოლოს დარეკეს ფანგანის კარზე ზარი. 'ალბათ ანაა' _გაიფიქრა და საკეტი გადაატრიალა. კართან ბექას მეგობარი იდგა.
-აქ რა გინდა?
-რაღაც უნდა გითხრა 
-ბექას ჭირს რამე? _ხმა აუკანკალდა იას
-ბექა კარგადაა. უბრალოდ გიკითხა. უნდა რომ სანახავად მიხვიდე 
-ეგ მან გითხრა? 
-ძალიან გაბრაზებული და ნაწყენია შენზე. ჩაიცვი და წაგიყვან.
-შემოდი _კარი ფართედ გააღო. იამ ჯინსის მაღალწელიანი შარვალი და შავი ტოპი ჩაიცვა. 
-მე მზად ვარ. 
-წავედით. _სახლის კარი ჩაკეტა და ლიფტი გამოიძახა 
-ძალიან არის გაბრაზებული? 
-ვერ გეტყვი, ბექა არასდროს ბრაზდება ხოლმე. _ფანგანმა ღრმად ჩაისუნთქა და წინა სავარძლის კარი გააღო.
-სადმე გამიჩერე ყვავილებს ვუყიდი
-ბექას? _გაეცინა საბას 
-ჰო რაიყო? თავზე ხომარ დამახევს თაიგულს _სიცილში აჰყვა იაც. ლამაზი ვარდების თაიგული იყიდა. ბექა საავადმყოფოს გამხმარ ლოგინზე იწვა და ახალგაზრდა ექთანს ესაუბრებოდა. საბამ პალატის კარი გააღო
-სტუმარი გყავს _ვარდების თაიგულით ხელში იდგა ია. მორიდებით და ჩვეული სილამაზით. 
-ჩემს სტუმარს ძალიან დააგვიანდა _ბექას ცივმა და ბრაზიანმა ხმამ შეაკრთო გოგო. აკანკალებული ხელები უფრო აუკანკალდა. 
-ნუ ნერვიულობ _ზურგზე ხელი დაადო საბამ და ოდნავ უბიძგა. პალატაში ორნი დარჩნენ. ცოტახანს კიდევ იდგა ია. ბოლოს ღრმად ჩაისუნთქა და საწოლს მიუახლოვდა. 
-გამოჯანმრთელებას გისურვებ. _ამოილაპარაკა იამ 
-აქამდე რატომ არ მოხვედი? _ისევ ცივი ხმით უთხრა ბექამ 
-რატომ უნდა მოვსულიყავი?
-რომ გენახე _დაიბნა ბიჭი 
-რა მენახა? როგორ გესროლეს ჩემგამო? 
-შენ რა შუაში ხარ? 
-რატომ გამომყევი? 
-ასე იყო საჭირო. შეგეძლო გეთქვა შენი დაქალისთვის რას აპირებდი. არ გაუსკდებოდა გული შიშით.
-ანა მე თავისი ხუთი თითივით მიცნობს 
-ჰო მაგიტომ ეგონა რომ გაგიტაცეს _ცინიკური ღიმილით შეხედა ბექამ. 
-რა სისულელეა, არავის არ გავუტაცებივარ. 
-შენ წარმოიდგინე ვიცი. 
-ძალიან კარგი. ბექა მომისმინე. წესით უკვე უნდა მიმხვდარიყავი რომ საშიშია ჩემთან ურთიერთობა. ვერ დავუშვებ რომ ვინმეს ჩემგამო რამე დაემართოს 
-საქალბატონე ია. მე ამ საქმის გამოძიება დამევალა. დღეიდან რასაც იპოვი ყველაფერს შემატყობინებ, ყველაფერი უნდა ვიცოდე. 
-ეგ ბრძანებაა? 
-როგორც მოქალაქე ვალდებული ხარ ითანამშრომლო გამოძიებასთან. 
-ახლა და აქ ამ თემაზე საუბრის დრო არ არის. სხვათაშორის ეს ყვავილები შენ გიყიდე. _თაიგული მიაწოდა გოგომ
-ყვავილებს ბიჭებსაც ჩუქნიან? _გაეღიმა აბაშიძეს
-გამონაკლის შემთხვევებში _სკამზე ჩამოჯდა ია 
-აბა, რას აკეთებდი მთელი კვირა ია. 
-სახლში ვიჯექი. არსად გავსულვარ. არავისთან დამირეკავს, ანასთანაც კი 
-რატომ? დეპრესიულ ტიპს არ გავხარ. 
-რავიცი... თავს დამნაშავედ ვგრძნობდი. 
-ამაზე ნუღარ იფიქრებ. თუმცა ყველაფერი მახსოვს იმ ღამეს მომხდარი. 
-ჰო, მეც მახსოვს 
-და შენ მითხარი თუ გადარჩები ყველაფერს შეგისრულებო 
-სურვილები ფრთხილად შეარჩიე აბაშიძე _გაეღიმა გოგოს 
-ანუ შენს სიტყვას შეასრულებ? 
-შენ ხომ შეასრულე, გადარჩი. მეც შევასრულებ. 
-საინტერესო ადამიანი ხარ. _რამდენიმე საათი გაატარა იამ ბექასთან. ყველაფერზე ისაუბრეს რაზეც საუბარი შეეძლოთ.  
-მამაშენის მკვლელზე რა გაარკვიე? _მოულოდნელად იკითხა ბექამ. 
-არამარტო მამაჩემის ბექა. არ ვიცი, ძალიან დაბნეული ვარ. იმდენი სახელია. ჯერ არც იმ ტიპთან მისაუბრია რომ დაგჭრა. აღარ ვიცი რომელი ერთი საქმე გავაკეთო. საიდან დავიწყო. 
-ხვალ შენთან მოვალ. მინდა ყველა მასალა გამაცნო რაც მოპოვებული გაქვს. 
-ბევრი არაფერია. რაც მაქვს მათგან ვერაფერი ვერ დაგვეხმარება. 
-მაჩვენე რაც გაქვს კარგი? 
-კარგი. 
-ჩემი მანქანით დაგულაობ ესეიგი _გაეღიმა ბექას 
-კი, ცოტა ბევრს წვავს მაგრამ...
-მაგრამ სწრაფია 
-რომ შეასკდები სადმე მერეც სწრაფად მოგაკითხავს მიქაელ გაბრიელი.
-რომ მოვკვდე მოგენატრები? 
-მომენატრები? ჰმ, არვიცი. ალბათ არა. ერთით ნაკლები პრობლემა მექნება
-ანუ მე პრობლემა ვარ
-არა, შენ გამომძიებელი ხარ. მე ვიგულისხმე რომ ჩემგამო აღარ დაგჭრიან 
-ეგ აღარ თქვა მეორედ თორემ ვიჩხუბებთ. 
-მე ბატონო, რეალისტი ვარ. იმას ვიძახი რასაც ვხედავ. 
-მაშინ თვალები დახუჭე და ვერ დაინახავ. 
-რა მაგარი იდეები გაწუხებს შენ ტო _გაეცინა იას 
-მე განსაკუთრებული ვარ. 
-ბატონო გამომძიებელო , ჩემი წასვლის დროა. ანამ დამირეკა, 4 საათზე თათბირი მაქვს. ახლა უნდა წავიდე. ხვალ მესტუმრე და ყველაფერს გაგაცნობ. თან მანქანას წაიყვან. 
-მაშინ ხვალამდე საქალბატონე ია 
-ხვალამდე გამომძიებელო ბექა _ხელი კაპიტანივით მიიტანა საფეთქელთან და გაუღიმა.  თათბირმა მშვიდად და კამათის გარეშე ჩაიარა. შემდეგ ანასთან ერთად დატოვა შენობა. ღია კაფეში დაიკავეს კუთხის მაგიდა. 
-აბა, როგორ ხარ? 
-რავიცი კარგად 
-ოჰ, მთელი კვირაა ქალბატონი კომპანიაში არ გამოცხადებულა, რა ენაღვლება დაქალი ჰყავს და მოუგვარებს ყველაფერს _აწუწუნდა ანა
-აი რა ანაკო, ნუ წუწუნებ რა. ახლა მაინც _ანას ტელეფონმა დარეკა 
-ვინ გირეკავს? 
-საბა
-გამომძიებლის მეგობარი? 
-გისმენ საბა 
-.....
-კაფეში ვარ იასთან ერთად 
-......
-მოგწერ 
-.... _ესემესი გააგზავნა და ტელეფონი მაგიდაზე დადო. 
-კი, ბექას მეგობარია 
-უკვე ისე დაახლოვდით რომ ნომრები გაცვალეთ? _მაშინვე გაიღვიძა ჩემში ეჭვიანმა მემ.
-რა სახე გაქ, სულ სამჯერ ვნახე. 
-გამაგიჟებ შენ. მე წავალ კარგი? 
-რატომ სად მიდიხარ? 
-სახლში, დავისვენებ ცოტას და დავალაგებ. _დაქალს ლოყაზე აკოცა და კაფე დატოვა. გასასვლელში შეფეთა საბა. 
-როგორ ხარ? ხომარ გაგიბრაზდა ბექა 
-კარგად ვარ. არამიშავს. არა სხვათაშორის. არც ყვავილები დამახია თავზე
-იმედი მაქ იმიტომ არ მიდიხარ მე რომ მოვედი 
-ხო მაგიტომ მივდივარ _გამეცინა -ანასავით სისულელეებს იძახი 
-შენ მე არ მიცნობ. ლეგენდა კაცს ელაპარაკები 
-დაღამდა ლეგენდა კაცო და ქანდაკებად იქცა ანაც 
-ჭკუით იყავი _ხელი დაუქნია და კაფეში შევიდა. 


იასთვის დღე ჩვეულებრივად დაიწყო. კომპანიაში რამდენიმე უმნიშვნელო საქმე მოაგვარა და სახლში დაბრუნდა. კარს აღებდა მობილურმა რომ დაურეკა 
-გისმენთ 
-განყოფილებაში მოხვალ? ის ტიპი უნდა დავკითხო. 
-შეიძლება რომ მეც დავესწრო? 
-არა მაგრამ გამონაკლისს დავუშვებთ. მანქანა წამომიყვანე 
-მოვდივარ. _მანქანის გასაღები აიღო და ბინა ისევ დაკეტა. განყოფილების ეზო მანქანებით იყო გაჭედილი. ძლივს იპოვა საპარკინგე ადგილი და ჩქარი ნაბიჯით დაიძრა ბექას კაბინეტისკენ. 
-მოვედი _კარი შევაღე. ოთახში ბექასთან ერთად განერვიულებული მამამისი დავინახე. 
-შემოდი შვილო. მე მოვრჩი ამასთან საუბარს _ხელი აიქნია და ჩქარი ნაბიჯით დატოვა ოთახი 
-რა სჭირს? 
-გავაბრაზე. _მაგიდიდან საქაღალდე აიღო. 
-წამოდი, გაჩვენებ შენ მსხვერპლს _ლეკვივით ავედევნე უკან. ოთახში სადაც ორი თვის წინ მე ვიჯექი ახლა თემო იჯდა და ხელები ერთმანეთზე დაელაგებინა. ბექამ მიკროფონი მომაწოდა. 
-გაიკეთე. მე მეორეს გავიკეთებ. თუ რამე საეჭვოს შეამჩნევ თქვი და მე გავიგებ. კითხვა თუ გაგიჩნდება მე მითხარი და იცოდე, ჩხუბის ატეხვა არ გაბედო. _გამაფრთხილებლად ამიწია თითი.  შუშის კედელთან დავიკავე ადგილი და ხელები გადავაჯვარედინე. ბექა ჩვეული სიამაყით მიუახლოვდა თემოს და სკამზე ჩამოჯდა 
-გამომძიებელი ბექა აბაშიძე _თემომ მხოლოდ თავი დაუქნია გაგების ნიშნად. 
-ალბათ იცი აქ რისთვის ხარ _ისეთი მშვიდი ხმა ჰქონდა ნებისმიერ ფსიქოლოსგს რომ შეშურდება 
-იმიტომ რომ გესროლე 
-ნაწილობრივ მაგიტომ. ხედავ იმ გოგოს? მინდა მომიყვე რა მოხდა გასულ კვირას.
-მე მანქანაში ვიჯექი. უცებ მოვარდა და იარაღი დამიმიზნა. მანქანაში ჩაჯდა და იმ ადგილას მიმიყვანა. შემდეგ დამემუქრა რომ ჩემს ოჯახს საფრთხეს შეუქმნიდა თუ ყველაფერს არ ვეტყოდი _ბექამ დამნაშავის თვალებით გამომხედა 
-იტყუება. არ დავმუქრებივარ _ღრმად ამოისუნთქა და თავი გააქნია. 
-რატომ დაგესხა თავს ია ფანგანი? 
-მე მას დავყვებოდი, ვუთვალთვალებდი. 
-შენთან ერთად იყო ვინმე? 
-დიდიხნის მკვდარი იქნება უკვე _ხელი აიქნია ბიჭმა 
-კარგი, მოყევი რა მიზნით უთვალთვალებდი დაზარალებულ ფანგანს. _ბიჭმა მე გამომხედა და ირონიული ღიმილი აიფარა სახეზე. 
-ფული გადამიხადეს. 
-ვინ გადაგიხადა? _თავი გვერდზე გადახარა ბექამ. 
-უკვე ვთქვი, თორნიკე შაინიძემ, ყარამანმა. _ბიჭმა სახეზე ყალბი ღიმილი აიფარა
-რაღაცას გატყუებს ბექა, ჟესტებს დააკვიდი. _თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია. 
-გუშინწინ მათე ბერაია დავაკავეთ. თქვენი სახიდან გამომდინარე  როგორც ჩანს იცნობთ. აქედან რომ გავალ თქვენს ჩვენებებს ერთმანეთს შევადარებ. ალბათ მიხვდით ამით რის თქმას ვცდილობ 
-ვერ მივხვდი 
-ის რომ რასაც ახლა იტყვით შეიძლება თქვენს წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული. ვფიქრობ ციხეში დიდხანს ყოფნა არ გინდა. ჩემი დაჭრის გამო მინიმუმ 3 წელს მოგცემენ. _თემომ ყურის ბიბილო ჩამოწია და შუბლზე მოისვა ხელი 
-ყოყმანობს _ბექამ თვალებით მანიშნა რომ უნდა მომეკეტა. 
-ტყუილი არ მითქვამს რომ ფული გადამიხადეს. ეს თორნიკე შაინიძემ გააკეთა. დაახლოებით თვე ნახევრის წინ ორი კაცი მიუგზავნა მაგრამ შენი გოგო როგორღაც გამოძვრა ამ საქმიდან. _თავით ჩემზე ანიშნა. თვალები მოთმინებით დავხუჭე
-ვინ არის ეს თორნიკე შაინიძე 
-ზეთისხილის ადგილობრივი მწარმოებელია. დანამდვილებით შემიძლია გითხრა რომ მასაც დავალებული ჰქონდა ჩვენი მოძებნა შენი გოგოს გასაღებისთვის 
-რას ჩაიხვია ეს შენი გოგო _ხელები გაშალა იამ. ბექამ ისევ თვალებით ანიშნა გაჩუმება 
-რატომ ვარაუდობ? 
-ვიღაცას ტელეფონით ესაუბრებოდა. უთხრა რომ იპოვა ამ საქმის მომგვარებლები. უფრო სწორად გვიპოვა. 
-არ იცი ვის ესაუბრებიდა? 
-არ ვიცი. მაგრამ მომეჩვენა თითქოს ქალის ხმა ქონდა. მაგრამ დანამდვილებით ვერ გეტყვი. 
-კიდევ რა შეგიძლია მითხრა? 
-რაც ვიცოდი უკვე გითხარით. 
-ბექა კითხე რა იცის რომ ყარამანს ეძახიან _ბექამ ცნობისმოყვარე თვალებით შეხედა გოგოს
-შენ საიდან იცი რომ ყარამანს ეძახიან 
-როცა ვნახეთ მაშინ დაუძახა თავისიანმა 
-სად ნახეთ? იცი სად ცხოვრობს? 
-ვერ გეტყვით. თავისსავე ქარხანაში მიგვიყვანა. 
-კარგი. კიდევ რამე მაინტერესებს? _უფრო ჩემთვის იკითხა აბაშიძემ. 
-არ უთქვამს რატომ უნდოდა ჩემი მოკვლა იმ თორნიკეს? 
-არ იცი რატომ უნდოდა იას მოკვლა? 
-არ ვიცი. ვერაფერს გეტყვით. 
-კარგი დაკითხვა დავამთავრე. მადლობა დახმარებისთვის 
-ისინი მომკლავენ _აგდებით ჩაილაპარაკა ბიჭმა 
-ჯერჯერობით უსაფრთხოდ ხარ _მხარზე ხელი დაარტყა ბექამ და ოთახიდან გავიდა. ორივემ მოისხნა მიკროფონი და შენობა უხმოდ, ჩქარი ნაბიჯით დატოვა. მხოლოდ მანქანაში დაიწყო საუბარი ბექამ. 
-ამ კაცის ოჯახი და თორნიკე უნდა ვიპოვოთ. 
-ანას დახმარება გვჭირდება. 
-ანა როგორ უნდა დაგვეხმაროს? 
-ძალიან მარტივად. ოღონდ კანონდარღვევისთვის იმედი მაქვს არ დააკავებ. _ბექამ კითხვით სავსე თვალებით შეხედა მომღიმარ ფილფანს და მანქანა დაქოქა. იამ ანას დაურეკა და თავისთან სახლში მისვლა სთხოვა. ნახევარ საათში სამივე ერთად სამზარეულოს მაგიდასთან ყავას სვამდა და დაკითხვის ამბებს განიხილავდა. 
-ანა შენთან თხოვნა მაქვს. 
-თუ იმას ვფიქრობ რასაც არ უნდა ვფიქრობდე აქედანვე იცი პასუხი. 
-ბექამ თქვა არ დავაპატიმრებო 
-მეღადავები ხომ? 
-ხომ მართალი ვარ ბექა 
-მართალი ხარ, მაგრამ გამარკვიე რა ხდება 
-ანა ჰაკერია. 
-მაშინ იცის რაც უნდა ქნას. _დანებების ნიშნად ანამ ღრმად ჩაისუნთქა. გოგონა კომპიუტერს მიუჯდა, იამ კი ბექას მოპოვებული ინფორმაცია გაანდო. 
-მანქანის მუხრუჭები გადაჭრილი იყო, თუმცა მამამ ხელის მუხრუჭით შეძლო გაჩერება. მანქანაში ეს ყელსაბამი ვიპოვე. ჩემს ძმას ეჭირა ხელში. შემდეგ კომპანიის ხელმძღვანელობა ავიღე ხელში და ის ორიც გამოჩნდა. თოდუა და საბაძე. ეგენი იქამდე გაასაღეს სანამ მათთან საუბარს მოვასწრებდი. შემდეგ ეს თემო და თავისი ძმაკაცი გამოჩნდნენ. იმ აუდის ნომერი ვინმე ლიზა შენგელიას ეკუთვნის მაგრამ ნომერი რეალურად ოპელისაა. ორი თვის წინ მოჰპარეს და განცხადება შეიტანა ამის თაობაზე. ძალიან ვარ დაბნეული. ახლა ეს თორნიკეც გამოჩნდა. 
-თორნიკეზე ინფორმაცია მაქვს. ვერ დაიჯერებთ ხალხნო. _დიალოგში ანა ჩაერია
-მიდი დაიწყე. 
-1980-ში დაიბადა. საკმაოდ კარგად სწავლობდა. ეს საინტერესო არ არის. 2011 წლიდან ზეთისხილის ბიზნესშია ჩართული. არცერთხელ არაა ნასამართლევი. საინტერესოა ის ფაქტი რომ უკვე გარდაცვლილი თოდუას ბიძაა. ანუ ეჭვმიტანილთა სიას შეგვიძლია თავისუფლად დავამატოთ. ასევე შემიძლია გითხრათ რომ კავშირი აქვს შენგელიების ოჯახთან. იმ ლიზა შენგელიას ოჯახთან. ანუ ძველ გაზეთში გამოქვეყნდა სკანდალური ინფორმაცია რომ ლიზას დედის საყვარელი იყო ეს კაცი. გასათვალისწინებელია რომ ვერანაირი ინფორმაცია ვერ ვიპოვე შენგელიას მამაზე. გოგოც დედის გვარს ატარებს. გითხარით არაა ნასამართლევი მეთქი, მაგრამ ალბათ გახსოვთ 2015 წლის ხოცვა-ჟლეტა თბილისსში. ერთერთი მთავარი ფიგურა იყო ამ საქმეში. ერთადერთი ვაჟი ჰყავს. ლაშა ახლა მამასთან ერთად ხელმძღვანელობს ბიზნესს და საეჭვო ავტორიტეტი აქვს. ნარკოტიკების მოხმარება-გასაღებაზე იყო დაჭერილი მაგრამ ეს საქმე როგორღაც ჩაფარცხეს. 
-შენგელიაც უნდა მოძებნო _დუმილის ორი წუთი აბაშიძემ დაარღვია. 
-იცით რომ ეს ძალიან დამღლელია? 
-ია წავედით. ერთი პიროვნება უნდა მოვინახულოთ. _მაგიდიდან გასაღები აიღო ბექამ. 
-რას აპირებთ? _იამ მხრები აიჩეჩა და ბექას დაედევნა. მთელი გზა ხმა არცერთს ამოუღია. ბევრი ძებნის შემდეგ მიაგნეს დიდ, ორსართულიან, თეთრად შეღებილ სახლს. ბექამ ზარი დარეკა. კარი ახალგაზრდა, წითელ, მოკლე კაბაში გამოყობილმა გოგომ გააღო. სახეზე გაკვირვება ეხატა და აშკარად არ იყო ნასიამოვნები მოულოდნელი სტუმრების ნახვით. 
-მამაშენთან მოვედით. _დაიწყო ბექამ
-მგონი რაღაც გეშლებათ... 
-არ გვეშლება. თორნიკე შაინიძესთან მოვედით. _გოგომ ცალყბად გაიცინა. 
-მე შვილი არ ვარ. შემობრძანდით და დავუძახებ. ძალიან გემოვნებიანად მოწყობილ ჰოლში გაგვიძღვა. ჩვენ დაგვტოვა და ხუთი წუთი გაუჩინარდა. ბოლოს ოთახში გამხდარ და სასტიკი შესახედაობის კაცთან ერთად დაბრუნდა. კაცი თვალებიდან რისხვას აფრქვევდა. 
-გამარჯობათ ახალგაზრდებო _მრისხანება და სუსხი ტემბრი ერთდროულად იგრძნობოდა მის ხმაში.
-მოგესალმებით ბატონო თორნიკე. _ხელი გაუწოდა ბექამ. კაცმა ყურადღება ჩემზე გადმოიტანა. კუპრივით შავი თვალები მომანათა და თითქოს დამცინა. ხელზე ხელი ოდნავ მომიჭირა და ისევ ბექას მიუბრუნდა
-აბა გისმენთ, რამ შეგაწუხათ? 
-რამდენიმე კითხვა მინდა დაგისვათ 
-ჟურნალისტები ხართ? 
-გამომძიებელი ბექა აბაშიძე ვარ. _კაცმა გოგოს გახედა, რომლის თვალებშიც დიდი რაოდენობით შიში იკითხებოდა
-რამ შეგაწუხათ გამომძიებელო? 
-რამდენიმე კითხვა მინდა დაგისვათ
-ორდერი გაქვთ? 
-იმისთვის რომ ვინმეს კითხვა დავუსვა ორდერი არ მჭირდება, მაგრამ თუ გნებავთ მხოლოდ ერთი ზარით მოვაგვარებ ამ საქმეს. 
-გისმენთ ბექა აბაშიძე. ტახტზე ჩამოჯდა და ხელები გაშალა. -ლიზა თუ შეიძლება ვისკი მოგვიტანე. 
-მე არ ვსვამ მადლობა _საუბარში ჩაერია ია. 
-ბატონო თამაზ, მაინტერესებს რა საერთოა თქვენსა და გარდაცვლილ თოდუას შორის? 
-ბიძამისი ვარ. _ვისკის ჭიქა ტუჩებთან მიიტანა
-იცოდით რომ ის, როგორ გითხრათ. ია ფანგანს უთვალთვალებდა? 
-ამის შესახებ არაფერი არ ვიცი. 
-გარდაცვლილ თემო ბაქრაძეს და მათე ბერაიას იცნობთ? 
-არა, მათი სახელები პირველად მესმის 
-ლიზა შენგელიას თუ იცნობთ? 
-რომელ ლიზას? 
-როგორ თუ რომელს? 
-მე ორ ლიზა შენგელიას ვიცნობ. ერთი ეს გოგონაა, მეორე დედამისი. _ბექამ გამომხედა. დრო იყო ხმა ამომეღო
-ვინმე ყარამანს იცნობთ? _კაცმა წარბები მაღლა ასწია
-არა, ეს სახელიც პირველად მესმის _ისევ გავაღე პირი რომ მეთქვა ტყუილში გამოგიჭირეთ მეთქი, მაგრამ ბექამ ხელზე ხელი მომკიდა და ოდნავ მომიჭირა. თვალებით მანიშნა არაფერი მეთქვა 
-ლიზა შენგელიას მეურვე თქვენ ხართ? თუ არ ვცდები 17 წლის ხარ? _გოგონამ უხმოდ დაუქნია თავი
-არა, მეურვე მე არვარ. ან რატომ უნდა ვიყო? 
-მაპატიეთ თუ გაწყენინეთ. მადლობა რომ დრო დაგვითმეთ. ჩვენ წავალთ. _ოროვე ერთდროულად ავდექით. ბექას ისევ ეჭირა ჩემი ხელი.  შაინიძემ მძღოლი გაგიყვანთო შემოგვთავაზა, მაგრამ ბექამ ცივი უარით გაისტუმრა. 
-მოგვატყუა _მხოლოდ მანქანაში შევძელი ხმის ამოღება 
-ნაბი*ვარი. სანაძლეოს დავდებ ჩვენი მოკვლის ბრძანებას გასცემს. 
-რას ფიქრობ ის არის მკვლელი? 
-დაბნეული ვარ ია. ახლა ორი ლიზა შენგელია გაგვეჩითა. ანას ეგ როგორ გამორჩა. 
-დაინახე რა შეშინებული იყო? 
-გოგო? 
-ძალიან საეჭვოა ყველაფერი... 
-სანამ მივალთ გზად სამსახურში უნდა შევიარო, რაღაცეებს წამოვიღებ.
-კარგი _ჩვენი დიალოგი ამით დასრულდა. მარტოობის განცდა დამეუფლა. მომენატრა მამა და ძმა. დედაც ძალიან მომენატრა. ჩემი პატარა ძამიკოც. როგორ დაგვშალა დიდი ოჯახი ერთმა საბედისწერო ღამემ. ცრემლები მახრჩობდა მაგრამ ვცდილობდი არ მეტირა. 
-ია, თუ გინდა შეგიძლია იტირო. მე შენთან ვარ _ლოყაზე ხელი ფრთხილად შემახო. თავი ვეღარ შევიკავე და სახეზე ხელები ავიფარე. მაცადა სანამ დავმშვიდდებოდი. ცრემლები მოვიწმინდე და ძველ მდგომარეობას დავუბრუნდი. 
-მაპატიე, უბრალოდ ძალიან მენატრებიან. ძალიან მტკივა გული მათთან რომ არ ვარ. 
-ძლიერი უნდა იყო ჩემო გოგო, ძლიერი _პირველად გავიგე ბექასგან ასეთი თბილი ხმა. 
-ვეცდები. _მალე მიმიყვანა სახლში. 
-ია მგონი საფულე შენთან დამრჩა. ვერ ვპოულობ 
-ამოდი და წაიღე _ბინის კარი ღია დამხვდა. ბექამ მკლავზე ჩამავლო და პირველი თვითონ შევიდა. ნელი ნაბიჯით გავიდა მისაღებში. ყველგან საბუთები და წიგნები ეყარა. ჩემი ლეპტოპი დამტვრეული ეგდო კაბინეტში. საძინებელ ოთახში ყველგან ჩემი ტანსაცმელი ელაგა. 
-რას ეძებენ ია? რამეს მიმალავ? 
-მამის სულს ვფიცავარ არაფერი ვიცი, არაფერს გიმალავ 
-აქ ვერ დარჩები. აიღე ტანსაცმელი რამოდენიმე დღე ჩემთან იცხოვრებ 
-შენ ნორმალური ხარ? ანასთან დავრჩები 
-ნუღარ ლაპარაკობ. ახლა არცერთი არ ვართ უსაფრთხოდ 
-ამიტომ უნდა ვიცხოვრო შენთან? 
-საქალბატონე ია უკვე ნერვებს მიშლი. ჩაალაგე სანამ დაბრუნებულან და გაუხვრიტავთ შუბლი ჩვენთვის. 
-შენ შენი თავი ყველაფრის უფროსი ხომარ გგონია? 
-სულ რომ ძალით მომიწიოს შენი წაყვანა მაინც წაგიყვან. 
-ამას ვერ იზამ 
-ან ნებითა შენითა, ან ძალითა ჩემითა. მალე ჩაალაგე 
-ბექა მეთქი 
-მალე _მიყვირა ბოლო ხმაზე. -კიდევ აქ დგახარ? 
-მოქალაქის უფლებებს არღვევ _ზურგჩანთაში ჩავტენე სამსახურისთვის ორი შავი, კლასიკური სტილის კაბა. შავი ქუსლიანი ფეხსაცმელი. შავი ბალენსიაგა, რამდენიმე ჯინსი და მაისური. რამდენიმე წყვილი თეთრეულიც ჩავაწყვე 
-აქაურობას ასე ვტოვებთ? 
-ხო, წავედით. _ბოლოჯერ მოვავლე ოთახს თვალი და კარი დავკეტე. ბექას ბინა ახლოს იყო განყოფილებასთან. საკმაოდ გემოვნებიანად მაგრამ ერთფეროვნად ჰქონდა ყველაფერი მოწყობილი.
-შეგიძლია ამაღამ ჩემს საწოლში დაიძინო. მე ტახტზე დავწვები 
-როგორც გინდა _თავის დაფასებაზე არც მიფიქრია. ვიბანავე და თბილ საბანში გავეხვიე. 


ორი თვე გავატარე ბექას სახლში. შეუჩერებლად და თავდაუზოგავად ვშრომობდით, თუმცა მამაჩემის მკვლელის პოვნის იმედი მცირე იყო. ყოველდღე ახალი ბოდვით ჭრელდებოდა ჟურნალები. "ახალგაზრდა ბიზნესლედის და სიმპატიური გამომძიებლის პოტენციური წყვილი", "ვინ არიან ერთმანეთისთვის ბიზნესლედი ია ფილფანი და ახალგაზრდა გამომძიებელი ბექა აბაშიძე"... საშინლად ნერვებს მიშლიდნენ ეს არამკითხეები. ბექა სტაიის კითხვისას მხოლოდ ცინიკური ღიმილით შემოიფარგლებოდა და ჟურნალს მოისვრიდა ხოლმე... ყველაფერი გავარკვიეთ ლიზა შენგელიაზე და დედამისსზე მაგრამ ვერაფერი მიანიშნებდა რომ მკვლელობაში იყვნენ გარეულები. 
-ფიქრისგან უკვე თავი მტკივა 
-მგონი უკვე დროა ლიზას ოპელი ვიპოვოთ. 
-რანაირად უნდა იპოვო _გამეცინა იმდენად შეუძლებელი მეჩვენა 
-უფროს ლიზა შენგელიას ხომარ მოინახულებდი? 
-და რა უნდა ვუთხრა? 
-ავტოფარეხი გაჩვენოს. მაგრამ ეგრევე კიარა. უბრალოდ ჯერ კითხვები დაუსვი რომ არ იეჭვოს რამე. 
-შენ ვისთან მიდიხარ ? 
-თორნიკე ბატონთან _ლიზას ბინის წინ ჩამომსვა აბაშიძემ. საკმაოდ პრესტიჟული უბანია. ჩქარი ნაბიჯით შევედი კორპუსში და ლიფტი გამოვიძახე. მეშვიდე სართულზე როგორც აღმოჩნდა მხოლოდ ის ცხოვრობდა. ზარი დავრეკე და კისერზე ხელი მოვისვი. უფროსი ლიზა შენგელია აშკარად ფოტოებში უფრო ლამაზი იყო. მკაცრი სახის ნაკვთები და თავფლისფერი თვალები მის სახეს უფრო მძაფრს ხდიდა. 
-გამარჯობათ. _მივესალმე და თავაზიანობისთვის გავუღიმე
-გისმენთ გოგონა 
-რამდენიმე შეკითხვა მინდა დაგისვათ 
-პროკურატურიდან ხართ? _შიში ჩაუდგა თვალებში ქალს 
-დიახ. 
-ორდერი? 
-ორდერის საქმე ორ საათში მოგვარდება თუ ახლა უარს მეტყვით 
-კარგი, მობრძანდი.  _მისაღებში თეთრ მდივანზე ჩამოვჯექი. 
-გისმენთ 
-როგორც ვიცი შვილი გყავთ. ლიზა შენგელია 
-ჩემი შვილი არ არის _გაბრაზება დაეტყო ხმაში 
-უკაცრავად? 
-პირველ რიში ჩემს შვილს ნუ უწოდებთ. მისი ნამდვილი სახელი ეკატერინეა. ეკატერინე და არა ლიზა _თვალები გამიფართოვდა 
-შეგიძლიათ ყველაფერი დაწვრილებით მიამბოთ? 
-15 წლის იყო ჩემგან რომ წავიდა. უფრო სწორად გაიპარა. _შვილის გახსენებამ თვალები დაუსევდიანა 
-ვის გაჰყვა? 
-თორნიკე შაინიძეს _თავში ყველაფერი აირია. თორნიკე შაინიძე, ცნობილი ბიზნესმენი პედოფილია? და ამის შესახებ არავინ არაფერი იცის? 
-როგორ, ის ხომ ლიზაზე, უკაცრავად ეკატერინეზე ორჯერ დიდია 
-არ ვიცი როგორ მოხდა ყველაფერი. მე ძალიან გვიან გავიგე. მე ვარ დამნაშავე ყველაფერში _თვალებიდან ცრემლები გადმოსცვივდა მაგრამ მაინც მეგონა რომ ეს ყალბი ცრემლები იყო. 
-თუ შეძლებთ დამშვიდდით, მაინტერესებს პოლიციაში რატომ არ განაცხადეთ? 
-თორნიკე ფულიანი კაცია. განვაცხადე მაგრამ მეორე დღესვე გააქრეს ჩემი საჩივარი. 
-ახლა ლიზასთან კონტაქი არ გაქვთ?
-არა, ქუჩაში შეხვედრისასაც კი არ ვესაუბრებით ერთმანეთს 
-როგორც ვიცი მანქანა დაკარგეთ. 
-დიახ. პოლიციაშიც განვაცხადე 
-შეიძლება ავტოფარეხი შევამოწმო? _ქალმა გაკვირვებული თვალებით შემომხედა 
-რათქმაუნდა. _ქალმა ფეხსაცმელი ჩაიცვა და ავტოფარეხის გასაღები აიღო. თითქოს აჭიანურებდა და არ ჩქარობდა. 
-შენი სახელი არც კი მიკითხავს 
-ია, ია ფანგანი _ქალი ადგილზე გაშრა. თვალებით სწავლობდა ჩემს თითოეულ დეტალს. თითოეულ წერტილს სახეზე. თვალებზე ცრემლის აპკი გადაეკრა. ვუყურებდი და მიკვირდა ჩემმა სახელმა რატომ გამოიწვია მასში აფორიაქება. 
-კარგად ხართ? 
-ლევანი მამაშენია? 
-დიახ _ვუპასუხე დაბნეულმა 
-ძალიან გავხარ _მხოლოდ გავუღიმე. ავტოფარეხი ცარიელი დამხვდა. არანაირი ნიშანწყალი მანქანის. ფიქრებიდან ტელეფონის ზარმა გამომიყვანა 
-......
-სად? 
-......
-დამელოდე, მოვდივარ _ტელეფონი ჯიბეში დავაბრუნე. ლიზა ისევ ისე იდგა. აცახცახებული ხელი ტუჩებთან მიეტანა და ტიროდა. სხვა დროს შემეცოდებოდა მაგრამ იმდენი ემოციით ვიყავი შეპყრობილი ამისთვის არ მცალა. ქალი მარტო დავტოვე და პირველივე შემხვედრი ტაქსი გავაჩერე. პირდაპირ თორნიკე შაინიძის სახლის გზას დავდადექით. ბექას მანქანა ეზოში იდგა, თვითონ ბექა კი თორნიკეს ესაუბრებოდა. 
-ნაბი*ვარო _სახეში მუშტი დაარტყა იამ თორნიკეს. კაცს სახე სისხლით შეეღება. გაცოფებული ია ბექას ძლიერად ეჭირა. 
-შენი დედაც, ფანგანის ნაბი*ვარო, შენი დედაც... _სისხლს იწმენდდა შაინიძე
-მომისმინე ია, მშვიდად მეთქი გოგო. ლიზა გაიქცა. სახლიდან წავიდა. არავინ იცის მისი მისამართი. _აზრები ერთმანეთში ამერია. 
-მანქანა? _ამოილაპარაკა როცა საბოლოოდ დამშვიდდა. 
-ავტოფარეხშია _უპასუხა აბაშიძემ და ხელი გაუშვა 
-ჩვენ ჯერ არ დაგვიმთავრებია. _თითით დაემუქრა თორნიკეს და ბექას აედევნა. ეგრეთ წოდებულ ავტოფარეხში, რომელიც სახლის სარდაფს უფრო ჰგავდა, ნაწილებად დაშლილი წითელი ოპელი 'ეწყო'. მთელი ტერიტორია გაჩხრიკეს მაგრამ ვერაფერი სასარგებლო ვერ იპოვეს. ეზოში დაბრუნებულებს თორნიკე ჩვეულებრივ მოწესრიგებული დახვდათ, მხოლოდ ცხვირი ჰქონდა ოდნავ გასიებული. 
-ლიზა როდის დაიკარგა? 
-გუშინ ღამით სახლში არ მოსულა. 
-რატომ პოლიციაში არ განაცხადეთ? 
-ლიზა ასე აკეთებს ხოლმე 
-ლიზა თუ ეკატერინე? _თვალებში ბრაზი აენთო იას. შაინიძეს სახეზე შიში, აბაშიძეს კი გაკვირვება გამოეხატა
-რა ხდება? არ იცოდი რომ ლიზას სინამდვილეში ეკატერინე ერქვა? 
-ვიცოდი _ღრმად ჩაისუნთქა თორნიკემ და თვალებში ჩახედა ფანგანს. 
-რატომ არ გვითხარი? _სახლს გახედა ფანგანმა
-არ გიკითხავთ. 
-ტუალეტში უნდა გავიდე.
-პირველ სართულზე ბოლოში. _იამ თორნიკე და ბექა გარეთ დატოვა. ტუალეტის მაგივრად მეორე სართულის კიბეზე ავიდა და დერეფანს თვალი მოავლო. ერთადერთი კარის გარდა, ყველა კარი ღია იყო. დაკეტილი კარის სახელური ჩამოწია და დაუკაკუნებლად შევიდა ოთახში. 
-ასეც ვიცოდი, გამარჯობა ეკატერინე 
-შენ? _გაოცებულმა შეხედა ფანგანს. 
-რატომ გაგიკვირდა _იამ ფანგანს ხელი მაჯაში ჩაავლო და ოთახიდან ძალით გაიყვანა. ბექას გაოცებას გაბრაზებაც დაემატა. 
-ესეიგი დაიკარგა არა? ბევრი რამე გვაქვს გასარკვევი 
-სახლში შევიდეთ _დანებდა თორნიკე. 
-გისმენთ _დაიწყო აბაშიძემ 
-პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ ლევანის მკვლელობა ჩვენ არ გვეხება. ლიზა ჩემთან უკვე ერთი წელია ცხოვრობს. ის ჩემი შვილია. არ მინდოდა ამ ყველაფრის ნაწილი ყოფილიყო და იმიტომ დავმალე. 
-გააგრძელე
-შენი მოკვლა მე დავავალე თავდაპირველად, მაგრამ მე არ ვიცოდი რაში იყო საქმე, ვიდრე გადაცემა არ ვნახე ტელევიზორში მამაშენის მკვლელობის შესახებ. 
-რატომ მოკალი მამაჩემი? 
-მე არ მომიკლავს მეთქი. მე უბრალოდ შენი მკვლელის დაქირავება დამავალეს. 
-ვინ დაგავალა 
-თუ გეტყვით ლიზას მოკლავენ. 
-მოგიწევს თქმა 
-მეტს ვერაფერს გეტყვით 
-თორნიკე შაინიძე თქვენ ეჭვმიტანილი ხართ ლევან და გიორგი ფილფანის მკვლელობაში. განყოფილებაში უნდა გამოგვყვეთ. 
-არ გაქვთ ჩემი დაპატიმრების უფლება 
-სარდაფში ნაპოვნი მანქანა სხვა რამეზე მეტყველებს. _აბაშიძემ თორნიკეს ხელი მკლავში მოჰკიდა. 
-შენ წამოხვალ? _მიუბრუნდა ფანგანს 
-ცოტახანში. 
-ლიზა არაფერი უთხრა ჩემს გარეშე _გაფრთხილებასავით გაიჟღერა თორნიკეს ხმამ. გოგონამ თავი უხმოდ დაუქნია და თვალებით გააცილა. 
-შენ მისი გეშინია _დამაჯერებელი ტონით უთხრა იამ 
-მამაჩემის? არანაირად. 
-იტყუები 
-რა გინდა ია? 
-მინდა ყველაფერი ვიცოდე. ვიცი შენ არაფერში ხარ დამნაშავე. გპირდები ვერავინ ვერაფერს დაგიშავებს. 
-მგონი ჯობია წახვიდე. 
-ჯერ ვილაპარაკოთ. გთხოვ, შეგიძლია მენდო. რატომ გეშინია თორნიკესი ასე? 
-არ შემიძლია არაფრის თქმა, მომკლავს. 
-არაფერს ვეტყვი, შეგიძლია მენდო. 
-მან მაიძულა, მაიძულა დედა მიმეტოვებინა. მე მიყენებს _ატირდა გოგო
-როგორ თუ გიყენებს?
-მაიძულებს ის გავაკეთო რაც არ მინდა
-შენ მასთან წევხარ? _ხმა ჩაუწყდა ფანგანს
-ჩემი ნებით არა. მან მაიძულა. მითხრა დედას მოგიკლავო. მისგარდა არავინ მყავს, არავინ. მან რომ დამტოვოს სულ მარტო დავრჩები
-მამაშენია?
-არა, რა სისულელეა
-რამდენი წელია ასე ხდება?
-ერთი _ცისფერი თვალებიდან ცრემლები მდინარეებად სცვიოდა შენგელიას. ია გოგონას მოეხვია. სცადა ჩახუტებით დაემშვიდებინა, თან თმაზე ეფერებოდა.
-მისგან ორსულად ვარ _ფანგანს თვალები დაუბნელდა, საეთქელთან მიიტანა ხელი და დივანს დაეყრდნო
-შეუძლებელია, რას აპირებ?
-გავაჩენ, სხვანარად არ შემიძლია
-ღმერთო ჩემო _აკანკალდა ია.
-მგონი დროა წახვიდე. აქ საფრთხეში ხარ
-რანაირად?
-არ გაგიგია? კედლებსაც ყურები აქვს. _გაღიმება სცადა ეკატერინემ
-შენ კარგად იქნები?
-ვეცდები. _ია წასასვლელად შებრუნდა. -ჰეი, ია ის ბიჭი რომ გახლდა. დაურეკე, ჯობია მან წაგიყვანოს
-ახლა არ ეცლება.
-შენთვის სულ ეცლება დამიჯერე. მნიშვნელოვანი ხარ მისთვის
-შენ რაიცი?
-ყველამ იცის შენსგარდა. თვალებზე ეტყობა.
-მე წავალ _თითით კარისკენ ანიშნა დაბნეულმა გოგონამ. ნახევარ საათში ანას კალთაში ედო თავი და ცრემლად იღვრებოდა. ტიროდა ყველაფრის გამო მის გარშემო. ატირებდა ოჯახის მონატრება, დაუკმაყოილებელი სურვილი, სიბრალული შენგელიას მიმართ, სიძულვილი მამის და ძმის მკვლელის და თორნიკეს მიმართ... ანა ცდილობდა ძლიერი ყოფილიყო. დაქალს თმებზე ეფერებოდა, მაგრამ მის დამშვიდებას არ ცდილობდა.


პირველი ეჭვმიტანილი ჩააბარა აბაშიძემ მამამისს და კმაყოფილი სახეც დაიმსახურა. ყველაფერი უამბო გამოძიების პირველი დღიდან დღდემდე მოპოვებული ინფორმაციიდან, გარდა იმისა რომ ფანგანების ქალიშვილი მის სახლში ცხოვრობდა, ალაგებდა და საჭმელს ამზადებდა. უფროსმა აბაშიძემ ჯგუფი გაგზავნა სახლის დასათვალიერებლად და ნივთმტკიცების მოსაპოვებლად, თორნიკეს კი რკინის გისოსების კარი თვითკმაყოფილი ღიმილით მიუხურა. დამახასიათებელი დინჯი ნაბიჯით დატოვა განყოფილება ბექამ და კაბრიოლეტის კარი გააღო. საბას დაურეკა და კლუბში დაიბარა. ნახევარ საათში ორივე ჩვეულ ადგილას იჯდა და მარტინს წრუპავდა მრავალკუთხედის ფორმის ჭიქიდან.
-როგორ მიდის გამოძიების საქმე?
-ბევრი რამე გაირკვა, ბევრიც გასარკვევი დარჩა.
-რაღაცეები მიამბო ანამ, მაგრამ ნორმალურად ვერაფერი გავიგე
-იას დაქალმა?
-მაგარი გოგოა, იას კომპანიას ახლა თვითონ ხელმძღვანელობს.
-რაიყო შეჩე*ა გაები?
-არა რა გავები. პროსტა კაიგოო, მომეწონა
-აღიარე ახლა _გაეცინა ბექას
-შაინიძე დაგიჭერია. რა პონტში?
-იმ ახვართან იყო დაკარგული მანქანა.
-იას რა რეაქცია ქონდა.
-ტიპს ისე გლიჯა სიფათში ცხვირი გაუტეხა _ფაქტის გახსენებაზე ტუჩის კუთხე ჩატეხა აბაშიძემ
-რა მოხოდილი გოგოა ტო. იმ შენგელიაზე რა გაარკვიეთ.
-არ ვიცი არაფერი, ჯერ არ მისაუბრია იასთან. დედასშევე*ი ია. _დაფეთებული წამოვარდა ბექა, თითქოს ძალიან მნიშვნელოვანი ნივთი დაკარგა და ახლა გაახსენდა სად დატოვაო.
-რა გჭირს შეჩე*ა?
-წავედით რა, თორნიკეს სახლში დავტოვე. რამე არ აუტეხოს თავს, შარიანია
-რანაირად დაგავიწყდა ქუდია?
-გაა*ვი ერთი _ტელეფონი ამოიღო და ფილფანის ნომერზე დარეკა. ტელეფონი გამორთულია, უპასუხა ოპერატორმა.
-აუ ჩემი კარგიც მოვ*ყან, რა ვქნა ახლა _კეფაზე შემოიწყო ხელები
-ანას დავურეკო?
-მიდი მალე. _ორი ზარის შემდეგ აიღო ტელეფონი ანამ.
-ანა რასშვრები?
-არაფერს შენ?
-რავი, ბექას ვეძებ და ვერ ვუკავშირდები. იასთან ხომარაა?
-არა, ია ჩემთანაა.
-კაი, კაიგოგოხარ შენ. როგორ არის?
-არაუშავს. იტირა და სძინავს ახლა. რატომ ეძებ ბექას?
-ვიპოვე აღარ ვეძებ.
-კაი მაშინ...
-ჭკუით _ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და ბექას მრავლისმეტყველად დაუქნია თავი.
-ანასთანაა, სძინავსო ასე მითხრა. _დამვიდდა ბექა. ღრმად ჩაისუნთქა და კაბრიოლეტის კარი გააღო.
-წავიდეთ?
-წავიდეთ. _მანქანაში ჩასხდნენ. ისეთი სისწრაფით ატარა მანქანა ბექამ, ხუთ წუთში მიაღწიეს სახლს. ფეხსაცმელი შემოსასვლელში დაყარა და ტახტში ჩაესვენა. საბაც მის პირდაპირ ჩამოჯდა. ერთხანს უყურა აბაშიძის უემოციო სახეს და გადაწყვიტა მარტო დაეტოვებინა.
გვიან ღამით შეაღო სახლის კარი ია ფანგანმა. ბექა ისევ ტახტზე იჯდა, თითქოს მის დაბრუნებას ელოდა.
-არ გძინავს?
-შენ გელოდებოდი.
-მე რატომ?
-ია, რატომ არ დარჩი ღამით ანასთან? რატომ მანერვიულებ?
-გთხოვ ახლა არ დაიწყო ბექა
-ხომ ხედავ როგორ აირია ყველაფერი, შენ თამაში გგონია ხომ?
-ბექა რატომ გინდა ვიჩხუბოთ? რა არის ასეთი საშინელება იმაში რომ გვიან მოვედი სახლში?
-ის რომ არ შეიძლება, ამ მომენტისთვის მაინც.
-რა გაწუხებს შეგიძლია მითხრა?
-არ მინდა დაგგკარგო _დაიჩურჩულა ბექამ
-რა? _დაიბნა ია
-არაფერი. იბანავე და დაიძინე. _უხმოდ შეასრულა იამ ბრძანება. ცივ ლოგინში დაწოლა არ ესიამოვნა. გვიან დაეძინა თუმცა სიზმრებმა მოსვენება დაუკარგა. მამამისი ნახა ზღვის აგარაკზე, ჰამაკში იწვა და მზეზე თბებოდა. მისი ძმა ქვის მაგიდასთან იჯდა და უმცროს ძმას ესაუბრებოდა. დედამისს სახლიდან კექსი გამოჰქონდა ფართო ღიმილით. უცებ ცა გაშავდა, ღრუბლები გამუქდა და სისხლის წვიმა წამოვიდა. ზღვა მთლიანად წითლად შეიღება, ადიდდა და გაანადგურა ყველაფერი ძვირფასი იასთვის.
-გაიღვიძე, გაიღვიძე პატარავ _სახეზე ეფერებოდა ბექა ატირებულ გოგოს. თვალები გაახილა შეშინებულმა და გაფითრებულმა იამ და მთელი ძალით მოეხვია ბექას.
-მეშინია, აღარ შემიძლია. ამდენს ვეღარ გავუძლებ _ტიროდა გოგო
-მე შენთან ვარ პატარავ, მე შენთან ვარ. დამწყნარდი _თმაზე ეფერებოდა ბექა
-არ შემიძლია ასე ცხოვრება, აღარ მინდა ბექა, აღარ მინდა ასეთი სიცოცხლე
-ჩუუ პატარა, აღარ გაიმეორო მეორედ ეგ. დედაშენს, შენ ძმას, ანას სჭირდები. მე მჭირდები _შუბლზე აკოცა და ცრემლები მოწმინდა.
-ამდენ ვერ გავუძლებ
-გაუძლებ. მე შენთან ვარ პატარავ. ახლა დაიძინე კარგი? არაფერზე იფიქრო, დაიძინე.
-ოღონდ აქ იყავი, არ დამტოვო.
-კარგი _ძლიერი ხელები მოხვია გოგონას.
-ბექა ველაპარაკე ლიზას დედას
-მერე რა გითხრა?
-ლიზა 16 წლის იყო სახლიდან რომ გაიქცა. სახელი შეიცვალა, რეალურასდ ეკატერინე ქვია. ვერ წარმოიდგენ რა გავიგე. თორნიკე ჩვენ ლიზას, უფრო სწორად ეკატერინეს მამა გვეგონა, მაგრამ რეალურად ეკატერინესთან წევს, პედოფილია. ის გოგო ორსულადაა
-ღადაობ? 17 წლისაა
-ვიცი.
-ჯობია დაიძინო, ენერგია გჭირდება.
-შენც _გოგონამ ღრმად ჩაისუნთქა და თვალები დახუჭა. თვალები დახუჭა ბექამაც.


დილით ორივე განყოფილებაში წავიდა. შუშასთან იდგნენ, რომელიც დაკითხვის ოთახს გამოყოფდა შესასვლელისგან და უსმენდნენ როგორ დაკვირვებით უსვამდა კითხვებს ოთარ აბაშიძე ბრალდებულ შაინიძეს. ამ უკანასკნელისგან კი მხოლოდ დუმილს ან 'ჩემს ადვოკატს დაურეკეთ' პასუხს იღებდა. საბოლოოს ბექამ გადაწყვიტა ისევ ლიზასთან ესაუბრათ. შენობა ერთად დაყოვეს და უფროსი შენგელიას სახლის გზას დაადგნენ. საუბედუროდ, შუა გზაში მანქანის ბორბალი გასკდა, რის გაკეთებასას ორი საათი დასჭირდა. დაგვიანებით, მაგრამ მაინც მიაღწიეს დანიშნულების ადგილს. ბინის კარი იასთვის ნაცნობმა სილუეტმა გააღო.
-ისევ თქვენ _ჩაილაპარაკა მობეზრებით.
-შემოგვიშვებთ?
-მობრძანდით _კარი ფართოდ გააღო ქალმა. ორივე დივანზე ჩამოჯდა გვერდიგვერდ.
-რამეს დალევთ?
-არა, გმადლობთ.
-კარგი, რა გაინტერესებთ?
-როგორც ვხედავ გადასვლას გეგმავთ -თვალი ჩემოდნებისკენ გააპარა ბექამ
-ვაპირებ კი.
-და სად?
-საზღვარგარეთ.
-რატომ?
-დასასვენებლად
-კარგ დასვენებას გისურვებთ, მაგრამ მანამდე თქვენი რამოდენიმე თვის წინანდელი ფოტო მჭორდება
-რა?
-ფოტო, დაახლოებით ცხრა თვის წინ გააღებული
-რატომ?
-გამოძიებისთვის _ქალმა ტელეფონში გახსნა ფოტო და ბექას გაუწოდა. ბექამ მიზანს მიაღწია. ფოტოში ქალს ვერცხლის შავ გულიანი ყელსაბამი ეკეთა.
-მაპატეთ მაგრამ თქვენ ეჭვმიტანილი ხართ ლევან და გიორგი აბაშიძის მკვლელობაში. _ქამრიდან ბორკილები მოიხსნა აბაშიძემ
-შვილო ხომარ შეიშალე. მე არცერთს არ ვიცნობ
-ამას განყოფილებაში გავიგებთ. ბორკილებით გამოგვყვებით თუ მის გარეშე?
-ჩემით წამოვალ _გაბრაზება დაეტყო ხმაში ქალს.

დაკითხვის ოთახში ბოლთას სცემდა ბექა და ქალს თვალს არ აშორებდა. შენგელიას მოპირდაპირე მხარეს იჯდა ფანგანი რომელსაც ხელში ვერცხლის ყელსაბამი ეჭირა შავი გულით.
-ეს თქვენია?
-დიახ
-არ უარყოფთ?
-არა.
-თქვენ მოკალით მამაჩემი?
-ლევანი?
-ლევანის გარდა მყავს მამა? მიპასუხეთ.
-მე მოვკალი _გაცოფდა ია, გაგიჟდა. ქალს მივარდა და ცემა დაუწყო. ურტყამდა მთელი ძალით, კაწრავდა, თმებს აგლეჯდა
-რა დაგიშავა ალქაჯო, რა დაგიშავეს. _ატირებული ია ძლივს მოსწყვიტა ბექამ დასისხლიანებულ ქალს.
-დაწყნარდი ია, მშვიდად მეთქი _ხელში აიყვანა და ოთახიდან გაიყვანა გაცოფებული გოგო.
-ნაგავი, მკვლელი. მძულხარ ალქაჯო, მძულხარ _კიოდა ია და ფეხებს იქნევდა. მთელი ძალით ჩაეხუტა ბექა საყვარელი ქალის აცახცახებულ სხეულს. ახლა ბექას ურტყამდა მკერდზე მუშტებს და ტიროდა. ტიროდა ისე რომ ნებისმიერს აატკივებდა ძვლებს, სულს. ხმაურზე ოთახში ოთარი შემოვარდა რამოდენიმე პოლიციელთან ერთად. დაინახა როგორ კოცნიდა ატირებულ ქალს თავზე უმცროსი აბაშიძე და მაშინვე მიხვდა ყველაფერს. მიხვდა რომ ამ ორმა რადიკალურად განსხვავებულმა ადამიანმა შეძლო და გახსნა მკვლელობა, იმასაც მიხვდა რომ ეს ორი ერთმანეთის გარეშე არსებობას ვერ შეძლებდა. მათგან მოდიოდა სიცოცხლისთვის სასიცოცხლო მუხტი, რომელიც შეუმჩნევლად, მაგრამ სხვებზეც დადებითად მოქმედებდა...


ხუთ წუთში დაიწყებოდა სასამართლო სხდომა. ყველა აქ იყო, იას დედა, ძმა, საუკეთესო დაქალი და დაქალის შეყვარებული. მისი შეყვარებულიც მის გვერდით იდგა, მხრებზე ეხვეოდა და დროდადრო საფეთქელზე კოცნიდა. შავ შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი ადვოკატი თამაზი მოუთმენლად ელოდა მოსამართლეს. ბრალდებულის სკამზე ორი ადამიანი იჯდა. ლიზა შენგელია და თორნიკე შაინიძე. სასამართლო თორნიკეს საქმის განხილვით დაიწყო. საბოლოოდ მოსამართლემ 20 წელი მიუსაჯა არასეულწლოვანზე სექსუალური ძალადობისთვის, ასევე სხვისი სიცოცხლის მოსპობის მცდელობისთვის და ორი ადამიანის მკვლელობისთვის. ლიზა შენგელიას საქმის განხილვა ოთხი საათი გაგრძელდა. ქალმა ყველაფერი აღიარა, დაწყებული ფანგანების მკვლელობით და დამთავრებული დაქირავებული მკვლელების. ჯამში 23 წელი მიუსაჯა. სხდომა 7 საათზე დასრულდა. შოკირებულები გამოვიდნენ დარბაზიდან ფანგანების მთელი ოჯახი. ისინი გაოცებული იყვნენ მოტივით, ლევანის მკვლელობისა, რაც გულისხმობს იმას რომ ეკატერინე, იგივე ლიზა შენგელია ლევანს თავისი შვილი ეგონა. სიმართლის გაგების შემდეგ კი მან ფულის გადახდა შეუწყვიტა ლიზას და ქონების წილის მიღებაზეც უარი უთხრა. გიორგი კი უბრალოდ დიალოგს შეესწრო როცა მამა და ლიზა კამათობდნენ, მან კი ისიც გამოასალმა სიცოცხლეს. ტიროდა იას დედა, სტკიოდა ძმას, იას... მაგრამ მათ შეძლეს გამარჯვება და ეს აძლევდა ბედნიერი მომავლის იმედს თითოეულს.


უნივერსიტეტს ამთავრებდა ლუკა ფილფანი. ახლა შეეძლო დაესვენა ანასაც და იასაც. კომპანიას უკვე ეყოლებოდა ახალი დირექტორი. უზომოდ ამაყად იდგნენ დიპლომების გადაცემის ცერემონიაზე ია და დედამისი. თეონა ცრემლებს ვერ იკავებდა და უკვე დიპლომიან შვილს ეხვეოდა. აქვე იყო ოჯახის მძღოლიც, პატარა თეკლასთან ერთად, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა და გემრიელად ილუკმებოდა ბამბის ვარდისფერ ნაყინს. მხოლოდ ია იყო მოწყენილი. თაფლისფერ თვალებში შიში და სევდა ჩასდგომოდა.
-რა გჭირს პატარავ? _შუბლზე აკოცა ბექამ
-ბექა, რაღაც მინდა გითხრა.
-მითხარი _მოეხვია გოგოს.
-ბათუმში მივდივარ
-და?
-სულ...
-რა სულ, ვერ გავიგე.
-იქ გადავდივარ საცხოვრებლად. აქაური ყველაფერი მძულს. ყველა ადგილი, ყველა ქუჩა. აქაურ ჰაერსაც ვეღარ ვსუნთქავ
-ანუ მტოვებ?
-არა, ჩემთან ერთად წამოდი
-მეკაიფები შენ ხო? აქ ვმუშაობ. შენც ყველაფერი აქ გაქვს ისევე როგორც მე. რა გინდა ბათუმში?
-ზღვა, ნესტიანი ჰაერი, ალი და ნინო, ბულვარი, ფანტანები... ყველაფერი, ოღონდ აქ აღარ მინდა.
-როგორც ჩანს უკვე ყველაფერი გადაწყვიტე.
-ბექა გთხოვ. _უმოქმედოდ ჩამოუშვა ხელები ბექამ. -ბექა, არ წახვიდე რა _ატირდა ია.
-ასე აჯობებს _ყელში გაჩხერილი ბურთი ხმაურით ჩაყლაპა აბაშიძემ და ატირებულ გოგოს ზურგი აქცია. კვირის ბოლომდე არ გასულა სახლიდან არცერთი... არცერთი ესემესი ნომერზე, არცერთი ესემესი მესენჯერზე... იყო მხოლოდ ცრემლები, ტკივილი, სევდა... კვირის ბოლოს წავიდა ია ბათუმში. მარშუტკაში ჩაჯდომამდე ბოლო იმედს მოეჭიდა და ბექას ციტატა მისწერა.
*არ გამიშვა მარტო ზღვაზე, თორემ დავფიქრდები სხვაზე... _პასუხი არ მიუღია. მთელი გზა მარშუტკის მინაზე ჰქონდა მიდებული შუბლი და ტიროდა. ტიროდა მუსიკის ფონზე. რამდენჯერმე ჰკითხა გვერდით მჯდომმა მოხუცმა ცუდად ხომ არ იყო. იასგან კი პასუხი არცერთხელ გაუგია. მთელ დროს სანაპიროზე ატარებდა. შიშველი ფეხებით დადიოდა ცივ კენჭებზე ოქტომბრის თვეში. გაჰყურებდა ჰორიზონტს და ენატრებოდა ბექა, მაგრამ ეს გზა თვითონ აირჩია. ნანობდა მაგრამ უკან დასახევი გზა მოჭრილი ჰქონდა... ელოდებოდა სასწაულს და უმზერდა შემოდგომის გაცრეცილ, ჩამავალ მზეს ზურგიდან რომ ჩაეხუტა ნაცნობი სხეული. ჩვეულებრივ სცადა მობრუნება რომ ამ თავხედისთვის მუშტი ეთავაზებინა, მაგრამ ძლიერმა ხელებმა განძრევის საშუალება არ მისცეს.
-"ზღვა ვერ გასცდება ნაპირებს" პატარავ.
-ბექა, შენ მოხვედი _ატირდა ია
-ჩემთან უნდა მყავდე, რომ შევძლო სუნთქვა. _აბაშიძემ გოგოს სველი სახე ხელებში მოიქცია და ურთიეთობის მანძილზე პირველად დაეწაფა საყვარელი ქალის ტუჩებს. იმ წამს არსებობდა მხოლოდ ორი ადამიანი, აბაშიძე და ფანგანი... ორი განზომილება... ცა და დედამიწა... ზღვა და ხმელეთი... არსებობდა, მაგრამ ერთად... скачать dle 11.3



№1 სტუმარი სტუმარი ნინი

ნორმალური იყო, უბრალოდ მეტი ყურადღებით უნდა წერო, ფანგანია თუ ფილფანი ვერ ჩამოვყალიბდი ???????? ნუ კაი, ეგ არაფერი,ვხვდებოდი ვისზეც იყო საუბარი... მაგრამ აი ამ მდივანს რატომ ხმარობ დივანის ნაცვლად.... ისტორიას არაუშავდა, ცოტა აცდენები იყო, მაგრამ მთლიანობაში საინტერესოდ წასაკითხი ..... წარმატებებს გისურვებ დაა იმედია გაითვალისწინებ და არ მიწყენ კრიტიკას

 


№2 სტუმარი სტუმარი სელენე

სტუმარი ნინი
ნორმალური იყო, უბრალოდ მეტი ყურადღებით უნდა წერო, ფანგანია თუ ფილფანი ვერ ჩამოვყალიბდი ???????? ნუ კაი, ეგ არაფერი,ვხვდებოდი ვისზეც იყო საუბარი... მაგრამ აი ამ მდივანს რატომ ხმარობ დივანის ნაცვლად.... ისტორიას არაუშავდა, ცოტა აცდენები იყო, მაგრამ მთლიანობაში საინტერესოდ წასაკითხი ..... წარმატებებს გისურვებ დაა იმედია გაითვალისწინებ და არ მიწყენ კრიტიკას


მიყვარს ჯანსაღი კრიტიკა და მადლობა <3 დივანს რაც შეეხება, მობილურით ვბეჭდავ და ავტოკორექტორი მისწორებს, როცა შევამოწმე აღარ დავკირვებივარ, შემდეგში აუცილებლად გამოვასწორებ <3 პი.ეს გოგონა ფანგანია და ამ შეცდომის გამოც ბოდიში <3

 


№3 სტუმარი სტუმარი მაკო

საინტერესო იყო და კარგად იკითხებოდა ცოტ ცოტა შეცდომები და უზუსტობები იყო მაგრამ როგორც მივხვდი დამწყები ხარ და გეპატიება. მთლიანობაში სუპერ კარგი იყო წარმატებები და არ მიწყინო ცოტა დაკვირვებით წერე

 


№4  offline წევრი Niniko11

კარგი იყოო მომეწონაა მოვლენები კარგად და საინტერესოდ ვითარდებოდაა არ გაგიწელიაა და არც ძალიაან მოკლე ყოფილაა ნუ რაღაც რაღაც შეცდომები კი იყო მაგრაამ საბოლოო ჯამში კარგი გამოვიდაა ყოჩააღ კარგად წერრ, ასე განაგრძე ველი ახალ ისტორიაასს...
წარმატებებიი♡♡
--------------------
N.nozadze

 


№5  offline წევრი სელენე

სტუმარი მაკო
საინტერესო იყო და კარგად იკითხებოდა ცოტ ცოტა შეცდომები და უზუსტობები იყო მაგრამ როგორც მივხვდი დამწყები ხარ და გეპატიება. მთლიანობაში სუპერ კარგი იყო წარმატებები და არ მიწყინო ცოტა დაკვირვებით წერე


მადლობა დიდი ❣აუცილებლად გავითვალისწინებ ❤

Niniko11
კარგი იყოო მომეწონაა მოვლენები კარგად და საინტერესოდ ვითარდებოდაა არ გაგიწელიაა და არც ძალიაან მოკლე ყოფილაა ნუ რაღაც რაღაც შეცდომები კი იყო მაგრაამ საბოლოო ჯამში კარგი გამოვიდაა ყოჩააღ კარგად წერრ, ასე განაგრძე ველი ახალ ისტორიაასს...
წარმატებებიი♡♡


მადლობა დიდიი ????????????

 


№6  offline წევრი ჟოზე

რა კარგი იყო სელე ❤❤ არ იყო გაწელილი, სიუჟეტიც კარგი იყო ...უფრო და უფრო იხვეწები ყოველ ახალ ისტორიაზე,მიხარია ასე ჩქარი ტემპით რომ წერ და თან ხარისხს არ აკლებ პირიქით უფრო და უფრო უმატებ...
ბექა მომეწონა, ძაან საყვარელი იყო ❤❤ ლიზარაზუ და ანაკოც ძალიან მომეწონა კიდე ❤❤ :)) ველოდები მომდევნო ისტორიას სულმოუთქმელად
ჩემი პატარა და დიდი ნიჭიერი და ტკბილი გოგო ხარ შენ ❤❤❤ მიყვარხარ ❤

 


№7 სტუმარი სტუმარი სელენე

ჟოზე
რა კარგი იყო სელე ❤❤ არ იყო გაწელილი, სიუჟეტიც კარგი იყო ...უფრო და უფრო იხვეწები ყოველ ახალ ისტორიაზე,მიხარია ასე ჩქარი ტემპით რომ წერ და თან ხარისხს არ აკლებ პირიქით უფრო და უფრო უმატებ...
ბექა მომეწონა, ძაან საყვარელი იყო ❤❤ ლიზარაზუ და ანაკოც ძალიან მომეწონა კიდე ❤❤ :)) ველოდები მომდევნო ისტორიას სულმოუთქმელად
ჩემი პატარა და დიდი ნიჭიერი და ტკბილი გოგო ხარ შენ ❤❤❤ მიყვარხარ ❤



მადლობა თბილი სიტყვებითვის და მოტივაციისთვის <3 ძალიან მიყვარხარ თბილო <3

 


№8  offline წევრი anako

Anako...nacnobi saxelia neta saidan mecnoba?? ra vici ra vici mecnoba ashkarad???????? xo ici rogor miyvarxar xoda tu ici axali istoriac mogvitane xo kido aseti janris istoriebze vgijdebi raa

 


№9  offline წევრი სელენე

anako
Anako...nacnobi saxelia neta saidan mecnoba?? ra vici ra vici mecnoba ashkarad???????? xo ici rogor miyvarxar xoda tu ici axali istoriac mogvitane xo kido aseti janris istoriebze vgijdebi raa


ჩემი თბილო გოგო ხარ შენ და მეც ძალიან მიყვარხარ <3 ახალი ისტორიითაც მალე მოგაწყენთ თავს <3

 


№10 სტუმარი სტუმარი თეონა

ძალიან კარგი იყო ???? წარმატებებს გისურვებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent