შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოდვანი (სრულად)


27-08-2019, 00:27
ავტორი პენელოპე
ნანახია 11 816

I
-მამაო, მე ხშირად უმადური ვარ იმით, რაც მაქვს. - ვუთხარი დაღონებულმა, თან თვალებში ჩახედვას ვერ ვბედავდი და მის ანაფორას ვაშტერდებოდი.
-სამწუხაროდ, შენ ერთადერთი არ ხარ ვინც ასეა, ჩემო გოგო. მთავარია, ისწავლო თანდათან. ხომ ხედავ, რომ ეს ცოდვაა, ნაკლია, სულის გახრწნაა უმადურობა. ამით ადამიანების მიმართ კი არა, ღმერთთან მიგიძღვის დანაშაული. - მშვიდად მიპასუხა მამა პეტრემ და არემარეს მოავლო თვალი. - ოცი წელია, რაც აქ ვარ. ოცი წელია მოვცილდი უაზრო, ხმაურიან ქალაქს. აქ სიმშვიდეა, სიწყნარეა, სითავისუფლეა. როდესაც ცუდად ან ემოციურად გადაღლილი იქები, მოდი. ეკლესიის კარი ყოველთვის ღიაა.
-ვიცი, მამაო, ვიცი. მადლობა ყველაფრისთვის, თქვენთან საუბარი ყოველთვის მშველის და გულს მითბობს. -ნაზად გავუღიმე და განვაგრძე, - ეს ბოლო დღეებია მარტოობის შეგრძნებას ვყავარ შეპყრობილი. თითქოს, ყველა გვერდით მყავს, თუმცა ვიღაც მჭირდება. დანაკლის განვიცდი.
-სიყვარული ჰქვია მაგ დანაკლის, შვილო. ყველაფერს თავისი დრო აქვს, შენ ნუ უსწრებ მოვლენებს წინ.-ოდნავ გამიღიმა,- როდესაც ღმერთი საჭიროდ ჩათვლის, რომ შენი დროა, ასეც იქნება.
-ისევ იმედები, რომ გამიცრუვდეს? - დანანებით ვიკითხე და ამჯერად თვალებში შევხედე, სადაც მრავალი სხივი ერთად იკვეთებოდა. მწვანე, ცისფერი და თაფლისფერი ზოლები თითქოს ერთმანეთს ეჯახებოდნენ და მრავალ-მრავალ ნაწილებად იბნეოდა. მამა პეტრეს ყოველთვის ასეთი თვალები ჰქონდა, მუდამ წყლიანი და სევდიანი.
-რას ამბობ, შვილო. ღმერთი ამას როგორ დაუშვებს? - ოდნავ მკაცრი ხმით მიპასუხა, - ის, რაც შენს თავს მოხდა, ეს გამოცდა იყო შენი. ღმერთმა მინიშნება მოგცა, რომ ასეთ უღირსებს აღარ უნდა ენდო და ასე ვთქვათ, ჭკუა გასწავლა. მგონია, რომ ამჯერად შეძლებ ადამიანის წაკითხვას და მის ავ-კარგიანობაში დარწმუნებას.
-მართალი ხართ, მამაო. იმედს არ დავკარგავ..
-უფალმა შეგინდოს, შვილო. აწი როდის შემოივლი? ძველებურად არ მოგვანატრო თავი. - ორივე ერთდროულად წამოვდექით, მე ხელზე ვეამბორე და ჩრდილოეთისაკენ გადაშლილ მწვანე საფარს ნასიამოვნებმა გადავხედე.
-კვლავ მოვალ, მამაო. როდესაც ვეღარ გავუძლებ..

მონასტრიდან როგორც კი გამოვედი, ჩემი მანქანისაკენ ავიღე გეზი. გზაში მამა პეტრეს სიტყვებზე ვფიქრობდი, ნუთუ შეიძლება ისევ გამოჩნდეს ვინმე ჩემს ცხოვრებაში? შემეძლება კი ვინმეს მიმართ ნდობა გამოვიჩინო, მას შემდეგ, რაც ჩემივე დაუდევრობით დამემართა.
ხანდახან თავი სერილაში მგონია. მიჭირს იმის დაჯერება, რაც გადამხდა და თვალებს მაგრად ვაჭერ, რომ გახელისას სულ სხვანაირი რეალობა დამხვდეს. არც ის ვიცი, ვნანობ თუ არა, მიღირდა თუ არა ეს ტანჯვა იმისათვის, რომ ჭკუა მესწავლა?
თავი უაზრო ფიქრებისგან გავაქნიე და ჩემს თავს ვაიძულე, ამ თემაზე ყურადღება აღარ გამემახვილებინა. როგორც კი გამოვედი, გვერდით ვიღაც ახმახი ამომიდგა, ჩემზე ერთი თავით მაღალი იყო. მკლავზე უხეშად მომკიდა ხელი, თან ქამარში გაჩხერილი იარაღი დამანახა.
-ახლა ყვირლის გარეშე უნდა ჩაჯდე იმ ავტომობილში, - თითით ჩემი მანქანის უკან მდგარ შავ „რენჯ როვერზე“ მანიშნა და ოდნავი ბიძგით მაიძულა წინ გავწეულიყავი. შემეშინდა, არ ვიცოდი ვინ იყო და რა უნდოდა, თუმცა დანებებას ნამდვილად არ ვაპირებდი, ეს ჩემს ხასიათში არ ჯდებოდა.
-ვინ ჯანდაბა ხარ? - მკაცრად ვკითხე, ადგილიდან არ დავძრულვარ.
-შენი ნერვები ნამდვილად არ მაქვს,მარიამ. - მობეზრებული სახით მითხრა, მე კი გაოცებული ვუყურებდი. საიდან იცოდა ჩემი სახელი? - დროზე. - ამჯერად ჩემთვის ნებართვა არც უკითხავს, ყოველგვარი ზრდილობისა და ეთიკის გარეშე, პირდაპირი მნიშვნელობით ჩამტენა ზემოთხსენებულ მანქანაში, ღვედიც შემიკრა, კარიც მიმიხურა და მკაცრი მზერაც მსტყორცნა, როდესაც საჭესთან მოთავსდა.
-შენ ნორმალური ხარ? - ყვირილი დავიწყე. - რა გინდა, თავი დამანებე!
-ნუ წიკვინებ, - მშვიდად მომიგო, - ცოტახანში აგიხსნი ყველაფერს.
-არ მაინტერესებს, ჩამომსვი ახლავე! - როდესაც ჩემი მოთხოვნა ყურშიც არ შეუშვა და თავისუფლად განაგრძნო მანქანის მართვა, მაშინვე მუქარაზე გადავედი. - პოლიციაში დავრეკავ! - ტელეფონი მოვიმარჯვე და ის იყო სამი ციფრი უნდა ამეკრიფა, ხელიდან რომ ამომაცალა და მოსაცმლის ჯიბეში ჩაიდო.
-ვერსადაც ვერ დარეკავ, - ხმამაღლა მითხრა, - და ნუ კივიხარ. შენი ხმა პირდაპირ ტვინში მიკაკუნებს. - საჩვენებელი თითი საფეთქელთან მიიდო. ნერვები მეშლებოდა უკვე, შიშის ნაცვლად სიბრაზეს ვყავდი მოცული. საერთოდ აღარ მახსოვდა მის ქამარში გაჩხერილი იარაღი და ალბათ, სწორედ ამიტომაც არ მეშინოდა. კისერზე ძარღვები ჰქონდა გამობერილი, ალბათ იმიტომ, რომ წუთის წინ მიყვიროდა, ან, როდესაც ბრაზდებოდა ასე ემართებოდა, არ ვიცი..ჯანდაბაშიც წასულა! სიამოვნებით მივუჩეჩქავდი იმ ლამაზ ცხვირს, ასე უტიფრად რომ მიტრილებდა თვალწინ.
ლამაზი, სწორი, მისი სახისთვის შესაფერისი ცხვირი ჰქონდა. ტუჩის მოყვანილობა, თითები, მკლავები, ყველაფერი იდიალურით იყო დაჯილდოებული და მომეწონებოდა კიდეც, ველურივით რომ არ მოქცეულიყო და ადამიანური, ცივილური საუბარი გაება ჩემთან.
-რა გქვია? - გადავწყვიტე ჩემი პოტენციული გამტაცებლის სახელი გამეგო. მან ხომ იცოდა რაც მერქვა, რატომ არ უნდა მცოდნოდა მე?
-ანდრო, - დაბალი ხმით მომიგო. მისი გრძელი, ლამაზი თითები საჭეს ძალიან უხდებოდა. წამითაც არ გამოუხედავს ჩემსკენ, პირდაპირ გზას უყურებდა და მხოლოდ რამდენჯერმა გადახედავდა თავის ტელეფონს, რომელიც მარჯვენა ხელში ეკავა.
-კარგი, ანდრო. სად მიგყავარ? - ტონი დავითბე, არ მინდოდა მისი გაბრაზება.
-სახლში, - ღმერთო, რა პატივია! ან რა ჯენტლმენია! სახლში მივყავარ, თურმე.
-მადლობა, რომ შეწუხდი, მაგრამ ჩემითაც შევძლებდი, თან ჩემი მანქანა უპატრონოდ დამატოვებინე მონასტრის ეზოში.
-ჩემს სახლში, მარიამ. - გამომხედა მან. ოჰ, იკადრა ვაჟბატონმა! მისი შავი თვალები პირდაპირ ჩემსას დაეჯახა და უთქმელად მაგრძნობინა, რომ ბევრი არ მელაპარაკა.
-შენს სახლში? - ხმას აუვიწე. - რა მინდა შენს სახლში?
-რამდენჯერ უნდა გითხრა, ხმას დაუწიე-მეთქი!- არც მან დამაკლო, რაზეც ნერვები უარესად მომეშალა. მინას ბოლომდე ჩავუწიე, ყურადღებას არ ვაქცევდი, როგორ დაფრინავდნენ ჩემი თმები და როგორ მციოდა, უბრალოდ სიამოვნებას მანიჭებდა, რომ ანდროს ვაღიზიანებდი. ჩემი სარკე უეცრად ზევით-ზევით წავიდა, თუმცა მე ისევ ღილაკს დავუჭურე თითი, მაგრამ ისევ..მერე ისევ, ისევ,ისევ და ასე დაუსრულებლად,სანამ ანდროს ნერვებმა არ უმტყუნა.
-თმებით გითრევ ახლა, - გამომხედა მან. მის მუქარაზე გამეცინა, მაგრამ სასაცილოდ ნამდვილად არ მქონდა საქმე. ის გაცოფებული იყო და ჩემი თითოეული ზედმეტი მოქმედება ან სუთქვაც კი მის ნერვებზე უკრავდა.
-ყველაფერთან ერთად არაკაციც ყოფილხარ, - ჩემთვის ჩავიდუდღუნე, თუმცა მან გაიგო და დაამუხრუჭა. ახლა ნამდვილად შემეშინდა და კარისკენ მივიყუჟე, არ ვიცი სად ვცდილობდი გაქცევას.
-ყველაფერთან ერთად? - მკითხა მან.
-ძალით მომიტაცე, იარაღით დამემუქრე და მითხარი, რომ თმებით მითრევდი. ჰო, ნამდვილი კაცური საქციელია!- სიმხნევეს მაინც არ ვკარგავდი. ანდრომ ხელები სახეზე ჩამოისვა, შემდეგ თავი საჭეს ჩამოადო და რამდეჯერმე მსუბუქად მიარტყა შუბლი.
-რომ იცოდე ამას რატომ ვაკეთებ, დამიჯერე, ჩემს კაცობაში ეჭვი არ შეგეპარებოდა, - მშვიდად დამიყვავა, შემდეგ კი მანქანა ისევ დაქოქა.
-მაშინ ამიხსენი.
-არ არის აუცილებელი, იცოდე.
-ჩემს ძმასთან დამარეკინე, - უეცრად გამახსენდა, - ახლა სახლში უნდა ვიყო, წესით. ინერვიულებს.
-იცის, რომ ჩემთან ხარ.
-რა? - განცვიფრებულმა შევყვირე. - დემეტრეს იცნობ?
-არ გაჩუმდები? - იმდენად უხეშად შემეკითხა,ნამდვილად უთავმოყვარე უნდა ვყოფილიყავი, მისთვის პასუხი რომ შემებრუნებინა. შემდეგ სიგარეტი მოიმარჯვა და გააბოლა.

მანქანა დიდ, ორსართულიან, მდიდრულ სახლთან გაჩერდა. მე ჯერ კიდევ გაურკვევლობაში ვიყავი, თუ რა მესაქმებოდა აქ, მაგრამ ვამჯობინე ჩუმად ვყოფილიყავი, სანამ თვითონ არ ამიხსნიდა.
-გადმოდი, - კარი გამოაღო და უკვე მეორედ მიბრძანა. ღვედი ძლივსძლივობით შევიხსენი, შემდეგ მას რაღაცნაირად ავხედე, პირველად შემეშინდა რამე არ მომხდარიყო. მან, ალბათ, ჩემს მზერაში შეამჩნია, რომ რაღაც რიგზე არ მქოდა და ჩუმად მითრა, - ნუ გეშინია, მოდი.
მეც გადავედი და დღესაც არ ვიცი,სწორი იყო თუ არა ის,რაც ამ სახლში შესვლის შემდეგ მოხდა.

კარი ლამაზმა, შავთვალება გოგონამ გაგვიღო, რომელიც ანდროს ჰგავდა. და არის-მეთქი, დავასკვენი გონებაში. სევდიანად შემომხედა, შემდეგ კი ანდროს ახედა. - მოიყვანე? -ჩამწყდარი ხმით იკითხა. ვერ მივხვდი ასეთი ტრაგიკული რატომ იყო ჩემი აქ მოსვლა, ან ასე ძალიან რატომ ნერვიულობდა. ანდრომ თავი მსუბუქად დაუკრა და შესასვლელად მიბიძგა.
კოხტა, მდიდრულად მოწყობილი მისაღები მალე შეცვალა საერთო ოთახმა, სადაც რამდენიმე ადამიანს მოეყარა თავი. შედარებით ხნიერმა, მოვლილმა ქალმა ჩემკენ გამოიხედა, შემდეგ გამისწორდა და მზერით გამბურღა.
-ესაა ჩვენი ახალი რძალი? - მისმა ხმამ გამჭოლად და მკვეთრად ჩაჭრა მდუმარება. ნათქვამის გააზრება ვერ მოვასწარი, ისე დავიწყე ნერვიული სიცილი და უმისამართოდ ხელების ქნევა. ანდროს გავხედე და ვაგრძნობინე, რომ სასწრაფოდ აეხსნა რას ნიშნავდა ამ ქალის სიტყვები.
-რას ნიშნავს ახალი რძალი? - ყვირილი დავიწყე, - ამ ვაჟბატონა ძალით მომიტაცა...
-გაჩუმდი, - მშვიდად მომმართა, თუმცა ეტყობოდა როგორ უჭირდა მშივიდი ტონის შენარჩუნება, - ბებია, ახლა ამის დრო არ არის. მერე ვისაუბროთ, - იმ ქალს მიმართა, რომელმაც წეღან ამაფორიაქა. -ელენე, აიყვანე ოთახში. - ჩემზე მიუთითა გოგონას, რომელიც კარებში მოგვეგება. თუმცა მკლავზე მოხვეული ხელი უხეშად გამოვგლიჯე და უკან-უკან სიარული დავიწყე.
-თქვენ ნორმალურები ხართ? - ისევ ავყვირდი. ვაიგნორებდი წყვილ თვალებს, რომლებსაც დიდად არ მოსწონდათ ჩემი საქციელი. -რა ხალხი ხართ, თავი დამანებეთ! დემეტრე პოლიციაში მუშაობს, იცოდე დავურეკავ და პასუხს გაგებინებს!- ვთქვი თუ არა მაშინვე ბებიამისის კისკისი გაისმა.
ისე გამაღიზიანმა ამ ხმამ, რომ მივარდნას და მის შუაზე გაგლეჯვას არ მოვერიდებოდი, უბრალოდ ელენემ მომხვია მკლავსა და წელზე ერთდროულად ხელები და კიბეებისაკენ მიბიძგა. აცრემლებული სახე ანდროსაკენ მივატრიალე, რომელიც მშვიდად იდგა. ნერვიულობის ნიშანწყალი არ ეტყობოდა.
-გთხოვ, დამეხმარე..-ელენეს მივუბრუნდი და მავედრებელი ხმით დავუწყე საუბარი.-გთხოვ, არ მინდა აქ ყოფნა. გეხვეწები, - უკვე ავღნავილდი. გულის შემაწუხებელ ბგერებს ვუშვებდი პირიდან. ისე ვყვიროდი, თითქოს ვინმე მაწამებდა. თითქოს ტანზე აურაცხელი რაოდენობის მწერი დასეირნობდა და ცოცხლად მჭამდა.
არ ვიცი, რა დამემართა. არ იყო შიშის ბრალი, პირიქით, თავდაცვის ინსტიქტის დამსახურებით მხოლოდ გადარჩენაზე ვფიქრობდი. წინათგრძნობა მქონდა უცნაური. ჩემთვის სრულიად გაუგებარი იყო ჩემი აქ ყოფნის მიზეზი, ბებიამისის სიტყვები..
ელენემ მხოლოდ შეწუხებული სახით შემომხედა. თვალები ამღვრეული, ნამტირალევი ჰქონდა და ვიგრძენი,ჩემი დამსახურებით. რაღაცაზე ღელავდა. რაღაც ცუდი ხდებოდა ამ სახლში და ჩემი მოსვლაც ამიტომ იყო ასეთი ტრაგიკული, საძულველი,საშიში..
-ელე, მიხედე. - ანდრომ წამით გახედა გოგონას, შემდეგ სიგარტი ამოღო კოლოფიდან და სახლის კარები ხმაურით გაიჯახუნა.
-ანდრო, დაბრუნდი! - წამით დაჰიპნოზებული გონს მოვედი. კარებს ვეცი, რომელიც, სამწუხაროდ, დაკეტილი აღმოჩნდა და იქვე ჩავიკეცე.-ანდრო, წამიყვანე აქედან...
*
ჩემი ამ სახლში ყოფნიდან ორი საათი გავიდა. ელენემ მეორე სართულზე, როგორც თვითონ თქვა, საკუთარი ძმის, ანდროს ოთახში მომიყვანა. გვერდიდან არ მომშორებია, არ ვიცი რისი ეშინოდა..ალბათ ფიქრობდა, რომ გავიქცეოდი, ან ჩემი გადამეტებული ისტერიკიდან გამომდინარე თავს რამეს დავუშავებდი.
ტელეფონი ანდროს ჰქონდა.
დედა და მამა დარეკავდნენ, ინერვიულებდნენ და სავარაუდოდ, დემეტრეს გადაურეკავდნენ ჩემი ადგილსამყოფელით დაინტერესებულნი.
დედ-მამა უკვე რამდნემე წელია, რაც საბერძნეთში არიან სამუშაოდ. იმისათვის, რომ ჩემთვისა და ჩემი ძმისათვის უმაღლესი განათლება მიეცათ, თავს არ ზოგავდნენ, ვირივით თანხმდებოდნენ ნებისმიერ სამუშაოს და ჩვენ, მე და ჩემს ძმას, ყოველთვიურად გვირიცხავდნენ ანგარიშზე ფულს.
რაც დემეტრემ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიწყო მუშაობა,მას შემდეგ ჩემი ძმისათვის განკუთვნილ თანხას მე მირიცხავენ ბონუსად.
არ ვიცი, როდის ჩამოვლენ. ზაფხულობით იქით ვაკითხავთ ხოლმე, აქეთ წლებია არ ჩამოსულან. კარგად არიან მოწყობილნი და ჩვენს წაყვანასაც აპირებდნენ, უბრალოდ დემეტრემ არ მისცა ამის უფლება. მე აქ მინდა ყოფნა და არ მაინტერესებს, ჩემი დაც გვერდით იქნებაო.
ელენეს ვთხოვე, იქნებ დამარეკინო-მეთქი, მაგრამ იყოყმანა. მივხვდი, ანდროსი შეეშინდა და მეც მეტი აღარ გამიგრძელებია.
ოთახის კარები მოულოდნელად გაიღო. ანდრომ შემოაბიჯა და დას თავით ანიშნა, რომ თავისუფალი იყო. მე ხმას არ ვიღებდი. სხვა დროს მივახტებოდი და წეღანდელივით ახსნა-განმარტებას მოვთხოვდი, მაგრამ ახლა ემოციურად ვიყავი გადაღლილი. თან, ჩემი ცხოვრების ეს ბოლო პერიოდი ყველზე ამაზრზენი, საზიზღარი და მტკივნეული იყო.
დივანზე ვიჯექი, თვითონ ჩემს წინ, ჟურნალების მაგიდაზე ჩამოჯდა. იდაყვებით მუხლებს დაეყრდნო, ღრმად ამოისუნთქა და გამტყდარი ხმით მკითხა: - დავმშვიდდით? - ხმა შეცვლილი ჰქონდა, მაგრამ იგრძნობოდა ფარული ირონია,რაზეც გამეღიმა, მაგრამ მტკივნეულად.
-ტელეფონს დამიბრუნებ?
-ნიკას უნდა დაურეკო? - დამცინავი კილოთი მომიგო. ნიკას გახსენება ჭკუიდან ავიჭერი. ტანზე უსიამოვნოდ დამაყარა და მას მივაშტერდი.
-მასაც იცნობ? - წამოვიწიე, თვალი თვალში გავუყარე.
-შენგან განსხვავებით, კი, მარიამ. - ცინიკოსი, გავიფიქრე გონებაში. - ქვევით გელოდებიან,ჩადი.
-ვინ..ნიკა? - შევყვირე გახარებულმა. ეს არ ყოფილა გულწრფელი სიხარული. ახლა ნიკას ნახვა ყველაზე ნაკლებად მინდოდა დედამიწის ზურგზე, თუმცა აქედან წასასვლელად მასაც კი გავყვებოდი.
-ჩავთვლი, რომ ეს არ გიკითხავს. - მკაცრად შემეპასუხა. - დემეტრეა მოსული.
ქვევით აჟიტირებულმა ჩავირბინე. ბოლო პერიოდი ასე არაფერი გამხარებია. კარებთან მდგომ ჩემს სიმპათიურ, ახოვან ძმას მაგრად მოვეხვიე. მშვიდად იყო. გონებაში წარმოდგენილი გაცოფებული, გაავებული დემეტრე ჩამოინგრა. მეგონა ყვირილით შემოვარდებოდა და დაუკითხავად წაყვანილი საკუთარი დის გამო ყველას პასუხს მოსთხოვდა, მაგრამ.. დღეს ზემდეტად უნცუარი დღე მქონდა, ამიტომ აღარაფერი გამკვირვებია.
-დემე, წავიდეთ,კარგი? - ხმადაბლა ვკითხე მე.
-წამოდი, ვისაუბროთ. - ანერვიულებული ხმით მომიგო მან. სამზარეულოში შემიყვანა, რომელსაც უპრობლემოდ მიაგნო, შემდეგ მაგიდასთან დამსვა, თვითონ პირისპირ მომიჯდა და დაიწყო. - ხომ მენდობი? - უჩვეულო კითხვისაგან მას დავაკვირდი, ხომ ნამდვილად ჩემი ძმაა-თქო?!
-რა თქმა უნდა, ეს რა საკითხავია?
-რამდენიმე ხნით აქ უნდა დარჩე, მარ. - სუსტად გამიღიმა მან.-საფრთხეში ხარ. მე სახლში არასოდეს ვარ, შენ კიდევ მარტო ვერ დაგტოვებ.
-რა საფრთხე, დემე? ან უცხოებთან რატომ მტოვებ? ბიძაჩემთან ვერ წამიყვანდი? -მივაყარე ისედაც დაბნეულ ძმას, რომელიც თითებით ჭიქას ეთამაშებოდა.
-მიზეზების ცოდნა კარგს არაფერს მოგიტანს. ცოტახნით აქ დარჩები, ასეა საჭირო. - დამნაშავესავით სუსტად გამიღიმა.
-არ მინდა აქ ყოფნა. მითუმეტეს მაგ მოძალადე ანდროსთან.
-რა მოძალადე? - თვალები შუბლზე აუვიდა დემეტრეს.
-მომიტაცა..ვინა ეგ ბიჭი საერთოდ? - გაღიზიანებულმა ვკითხე.
-ჩემთან მუშაობს, სუს-ში.
-ოჰო, - შევყვირე მე. - კანონმორჩილი კანონდამრღვევი აღმოჩნდა.
-იცოდე ამ სახლში შენებურები არ გაგივა, - ჩემსკენ გადმოიწია, - პატივისცემით მოექეცი ყველას. ისინი გვეხმარებიან, გესმის? - დემეტრე მიყვებოდა დაუსრულებლად, მაგრამ მე არასერიოზულად ვუსმენდი მის თითოეულ სიტყვას. ხუმრობა მეგონა ასეთი დემეტრე, რომელიც რჩევა-დარიგებებს იძლეოდა, მაფრთხილებდა, რომ სახლიდან დაუკითხავად ცხვირიც კი არ გამომეყო, რომ ანდრო ხშირად არ გამებრაზებინა და ა.შ
-საიდან დაასკვენი, რომ აქ ვრჩები? - სიცილით ვკითხე.
-მარიამ, - ხმას აუწია. -როდესაც გეუბნები, რომ ასე უნდა მოიქცე, ასეც უნდა ქნა!
-არა!
-მაპატიე, მაგრამ კი. - წამოდგა, შუბლზე მაკოცა, მერე გადამეხვია, მერე ისევ მაკოცა და სამზარეულოდან გავიდა. - ჭკვიანად,-მომაძახა კარებთან მისულმა.
გაშეშებული ვიდექი. მთელი ეს იდიოტური რაღაცები ჩემს თავს ხდებოდა? რა საფრთხე, რა ანდრო.. არ მინდოდა აქ ყოფნა. რაღაცნაირი საზიზღარი შეგრძნება მქონდა, რომ საშინელება მოხდებოდა. სახლში მინდოდა,ჩემს სახლში, ოთახში, თბილ ლოგინში და არა აქ, უცნობებთან. ბებიმისთან..იმ სწერვა ქალთან.
„ესაა არის ჩვენი ახალი რძალი?“ „ასეა საჭირო“ „ცოტახანი დარჩები“ „საფრთხე“ ერთმანეთთან ვაკავშირებდი ამ სიტყვებს, მაგრამ ვერაფერს ვღებულობდი. ფიქრებში გართული ვიყავი, როდესაც სამზარეულოში ანდრო შემოვიდა. გამოუძინებელის, საშინლად დაღლილის სახე ჰქონდა. მაცივრიდან ბორჯომი გამოიღო და ბოთლიანად მოიყუდა. შემდეგ ტელეფონი მაგიდაზე დამიგდო, პირდაპირი მნიშვნელობით.
-ნორმალურად, - გავაპროტესტე.
-ნიკა გირეკავდა, - ჩემს გვერდით ბარის მაგიდას მიეყრდნო, ხელში ბოთლმომარჯვებული.
-მერე, შენ რა? -ვითომც არაფერი ისე ვკითხე, თუმცა შინაგანად ავფორიაქდი. მძულდა, როდესაც ათასში ერთხელ დარეკვდა და მაშინაც არასწორ დროს.
-მიკვრის, კიდევ რომ პასუხობ მის ზარებს. - ისე თქვა, თითქოს აქ გასაკვირი რა უნდა ყოფილიყო.
-შენი რა საქმეა? ვისაც მინდა იმას დაველაპარაკები, - ფეხზე წამოვიჭექი და მას გავუსწორდი.
-მისნაირებსაც? - წამოიწია, დამცინავი ღიმილით დამასაჩუქრა. მისი კითხვა მეხის გავარდნასავით ჩამესმა. რანაირებს? ვიკითხე გონებაში და პასუხიც თვითონ გავეცი. ნაბი’ჭვრებს, მოღალატეებს..
ნიკა ჩემი ცხოვრების ერთადერთი შავი წერტილი იყო, რომლის დავიწყებასაც ვცდილობდი. თუმცა ყოველთვის არსებობდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც მის თავს მახსენებდნენ, მიმტკიცებდნენ, რომ ის მართალი იყო და უბრალოდ მე ვუყურებდი ზედმეტად სერიოზულად. კაცი, უფრო სწორედ, არაკაცი, რომელიც ოთხი წელი მიყვარდა ყველაზე დიდი მატყუარა და მოღალატე აღმოჩნდა. ამის გახსნებაზე, ამის გაანალიზებაზე თვალები ცრემლებით ამევსო, მაგრამ ანდროს წინ..მრცხვენოდა, რომ ისევ სისუსტეს ვიჩენდი. საკუთარი თავი შემძულდა, რომ ისევ უსუსური ვიყავი ნიკასთან დაკავშირებით, ამიტომ უბრალოდ აღარაფერი ვუპასუხე, რადგან თვალებთან ერთად ჩემს ხმასაც არ გავეცი და თავი ჩავხარე.

II
ისეთი მოთენთილი და გამოფიტული ვიყავი, დივანზე დაწოლისთანავე ჩამეძინა. ანდრო საწოლზე იწვა, მშვიდად ფშვინავდა და მხოლოდ იშვიათად გადატრიალ-გადმოტრიალდებოდა. შუა ღამე გარდასული იყო, რომ გამეღვიძა. სიზმარში თაგვებივით ხრავდნენ და ჩემამდე აღწევდნენ შავი ფიქრები.
ბატონმა ანდრომ, რომელიც გვარად გვასალია ყოფილა, სასტუმრო ოთახიც კი არ შემომთავზა. თვალის ერთი ბრიალით მაიძულა თავის ოთახში დაძინება,თუმცა თვითონ კომფორტულად მოთავსდა საწოლზე, მე კიდევ იძულებული გამხადა დივანზე გავშოტილიყავი.
არ ჩანდა ცუდი ტიპი. პირიქით,ჩემს ისტერიკებს გმირულად გაუძლო. უბრალოდ გაურკვევლობაში მყოფს ყოველი დეტალი ნერვებზე მთხრიდა და მაიძულებდა პროტესტის უკიდურესი ზომებისთვის მიმემართა, - გამეცოფებინა.
იმ საღამოსვე გავიცანი დედამისი, ქალბატონი ნატო და უფროსი გვასალია, ბატონი ზურა. მშობლები სასიამოვნო ხალხი აღმოჩნდა,რასაც ბებიმისზე ვერ ვიტყვი. შემოსვლისთანავე ამითვალწუნა და რაღაცნაირად უკმაყოფილო იყო ჩემი აქ ყოფნით. რა დამთხვევაა, მეც!
ანდროს ბებიას, ჟანას, ვგრძნობდი გულზე არ ვეხატებოდი,თუმცა ჩემთვის ჯერჯერობით ზედმეტი არაფერი უთქვამს. მხოლოდ გავიცანით ერთმანეთი და მორჩა.
ვიცოდი, ხვალინდელი დღე მარტივი არ იქნებოდა.
...
დილით დაახლოებით შვიდი საათისთვის ფეხზე ვიყავი. ადრე ადგომა არასოდეს მყვარებია, უბრალოდ არ მიძინია. სამზარეულოში ჩავედი,კაცის ჭაჭანება არ იყო, ყავა მოვადუღე და ცხელი სითხე გემრიელად მივირთვი.
შემდეგ ისევ ზევით ავბრუნდი. ვიფიქრე, რამეს ჩავიცვამ, ჩემი ტანსაცმელი გასარეცხია-მეთქი, როდესაც კარადასთან ჩემი ჩემოდნები ვიცანი.
გული დამწყდა. მაინც რამდენი ხანი უნდ დავრჩე აქ, ბარგი რომ მოიტანეს? თან ორი დიდი ჩემოდნით.
ამოვალაგე, კარადაში შევუძახე ანდროს ნივთების გვერდით, ზოგი გამოვწიე, მისი ტანსაცმელი მივაფუჩეჩე და ჩემები თავისუფლად ჩამოვკიდე. მოკლედ, უაზროდ გავიდა დრო მანამ, სანამ გაიღვიძებდა.
ნელა გაიზმორა, თვალები მოჭუტა და როდესაც ჩაცმულ-დახურული მნახა, გაეღიმა. მის ღიმილზე პანიკები მეწყებოდა. ვიცოდი,დამცინოდა.ჩემით ხალისობდა.
-დილა მშვიდობისა, - წამოდგა. იქვე მიგდებული შარვალი ამოიცვა და ტანზევით შიშველი კარადისაკენ გამოემართა. ნივთებს იღებდა, მერე გამომხედავდა, გაიცინებდა, თავს გააქნევდა...
-გეყოფა, - დაბალ ხმაზე ვუთხარი.-სასაცილო არ ვარ.
-ვიცი, - გაკვირვებულმა გადმომხედა.
-მაშინ ყოველ წამს ნუ იღიმი. ნერვების მომშლელია.
-ხმა, მარიამ, ხმა! - მომიახლოვდა და თვალწინ უსირცხვილოდ ამესვეტა. უკვე შეგნებული მქონდა, ჩემი ხმამაღალი საუბრი და მასთან ყოფნისას ჩემი ტონი, არ მოსწონდა, მაგრამ მეც სწორედ ამის გამო, გაუცნობიერებლად თუ განზრახ მაინც იგივეს ვაშავებდი. მის ტატუებს დავაკვირდი, უფრო სწორედ, თვალი გამექცა. ლავიწთან თარიღი ეწერა: 1993. ოჰ, პატრიოტი ყოფილა ვაჟბატონი! ყურის ქვეშ თავის ქალა ამოესვირინგებინა.
როგორც კი სააბაზანოში შევიდა, მე ქვევით ჩავედი. ოჯახის დიასახლისი სუფრას აწყობდა,თან ელენეც ეხმარებოდა. ერთხანს გავიფიქრე მივხვმარებოდი, მაგრამ რაღაცნაირად უხერხულად ვგრძნობდი თავს.
-მიდი,შვილო. მიეხმარე, - ქალბატონმა ჟანამ თავით მანიშნა სამზარეულოსკენ.
-არ არის საჭირო,დედა. ისედაც ცოტა ხნითაა, ხომ არ გადავღლით.-ნატოს სიტყვებმა ჩემში მოწონება დაიმსახურა. განსაკუთრებით იმან, რომ მე აქ ცოტახნით ვრჩებოდი, მაგრამ ჩემი ორი ჩემოდანი ამას არ მოწმობდა. უცებ ოცნებებში გადავეშვი და ვინანე, ტანსაცმელი რაზე ამოვალაგე-მეთქი, როდესაც ოთახში ანდრო შემოვიდა.
-ვინ თქვა, ცოტა ხნითო? - შემოალაჯა სასადილო ოთახში,თან თვალს არ მაცილებდა. უხდებოდა შავი ფერი, მუხლებზე გადახეული ჯინსი და იარაღიც კი, რომელიც ქამარში ჰქონდა გაჩხერილი.
-რამდენი ხანიც უნდა დარჩეს, ანდრო. - თვალები დაუბრიალა დედამისმა.
-თვითონ არც უნდა დარჩენა,დედა.-გაეღიმა და ისევ გამომხედა. თავი უხერხულად ვიგრძენი, ამიტომ მზერა ავარიდე.-მარიამ.-მოდიო, თითებით მანიშნა და მისაღებში გამიყვანა.
-შენ როდის გაქვს წასასვლელი უნივერსიტეტში?-თან მეკითხებოდა, თან ეწეოდა.
-ხვალ. რატომ?
-ეს ერთი კვირა ვერსად წახვალ. - მშვიდად მიპასუხა.
-რას ქვია ვერ წავალ? - ხმას ავუწიე.-შენგან ნებართვა არ მჭირდება, ანდრო!
-გეუბნები,ვერ წახვალ.
-ცნობისთვის აღმოსავლურზე ვსწავლობ და ჩემთვის ყოველი ლექცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. შენს გამო მათ გაცდენას არ ვაპირებ! - მივუახლოვდი და პირში მივახალე, საშინლად გაცოფებულმა. უეცრად თმებში მწვდა და უხეშად მომქაჩა თავისკენ.
-უკანასკნელად გაფრთხილებ,-ცერა თითი ნიკაპზე დამადო, - ხმას ნუ უწევ!-შემდეგ დაამატა:-გინდა გითხრა რა მოხდება,თუ ეს ერთი კვირა სახლიდან გახვალ?
-რა მოხდება? - ამოვიკნავილე ტირილის პირას მისულმა.
-ვინმე ორი ან უფრო მეტი ტიპი დაგიდარაჯდება. მანქანაში ჩაგტენიან, სადღაც ჯანდაბაში წაგიყვანენ, ვიღაც ნაბო’ზართან მიგიყვანენ, რომელსაც ხუთი თითივით ვიცნობ და მას ჩაგაბარებენ. - კბილებში სცრიდა,თვალებში მიყურებდა და მტკენდა. მერე თმებზე ხელი უხეშად შემიშვა.
-რა სისულელეს ამბობ? - მაინც არ ვნებდებოდი.-ანდო, რას მეუბნები, გინდა გამაგიჟო?
-ეს ერთი კვირა სახლში იყავი. ლექტორებთან მოგიგვარებ, პრობლემა არ გექნება.
-ვერ გიტან, -ჩუმად ამოვილუღლუღე და თვალბზე მომდგარი ცრემლი თითებით მოვიწმინდე.-საზიზღარი ადამიანი ხარ.
-შენ როგორი ხარ? - ისევ მომიახლოვდა.-რადგან მონასტერში დადიხარ და აღსარებას აბარებ, გგონია წმინდანი ხარ? - გაიცინა, - არა, საყვარელო. პირიქით.
-რა პირიქით?
-ცოდვების გროვა ხარ. და ნუ გამოგყავარ სატანა.
-მაშინ ნუ მექცევი ცხოველივით.
-ნუ მაძლევ საბაბს და არ მოგექცევი, მარიამ. -ხელი სახეზე ჩამოისვა.-ახლა ისეთი სიტუაციაა, ვერ გიხსნი. რასაც გეტყვი, უნდა გააკეთო, თუ სიცოცხლე გინდა.
-შენი მონაც ხომ არ ვიყო?-რიტორიკული კითხვა დავუსვი.
-მაგის დროც მოვა, - თავისთვის ჩაიბუტბუტა, შემდეგ თვალები დამიბრიალა და მიბიძგა ისევ უკან დავბრუნებულიყავი.
დილანდელი დასკვა, რომლის თანახმად ანდრო კარგი ტიპი იყო, გაქრა და დაიწვა.
ვიცოდი, ჩემი ძმა მას ასე უბრალოდ არ ჩამაბარებდა. ვხვდებოდი, დემეტრე ენდობოდა და მხოლოდ ამიტომ ვიყავი მშვიდად. თან ამ სახლში ცუდად არავინ მექცეოდა, პირიქით, ზედმეტად ყურადღებიანებიც კი იყვნენ. ერთადერთი ანდრო და ბებიამისი ვერ მოვარჯულე,თორემ სხვა ყველაფერი ოქროსავით იყო.
გემრიელად ვსაუზმობდით,ჯერჯერობით დუმილს არავინ არღვევდა. მე რატომღაც ანდროს გვერდით დამსვეს,მეჩვენებოდა, რომ სიმბოლური დატვირთვაც ჰქონდა ამ ყოველივეს. ბებიამისის სიტყვები გამახსენდა, ახალ რძალზე და ჩემივე ფიქრებზე გამეცინა. დავასკვენი, რომ მაშინ ქალბატონ ჟანას შეცდომა მოუვიდა. რატომღაც ჩემი ჩაღიმება შესამჩნევი აღმოჩნდა ბატონი ზურასთვის, რომელიც სუფრის თავში იჯდა. მისგან ხელმარჯვნივ ვისხედით მე და ანდრო. პირდაპირ ელენე და დედამისი, ხოლო ბოლოში ქალბატონი ჟანა.
-აბა, მარიამ. - ზურამ თბილად გამომხედა.-რას საქმიანობ?
-ჯერჯერობით, მხოლოდ ვსწავლობ. - მეც თბილად გავუღიმე.
-რა განხრით? - ამჯერად ელენემ მკითხა.
-აღმოსავლურ ენებზე. ძირითადად არაბულს ვსწავლობ, მაგრამ თურქულსაც ვეჭიდები.
-ყოჩაღ, შვილო. -ნატომ შემაქო,რაზეც ოდნავ დავიმორცხვე.-ელენე ამთავრებს წელს. ბიზნენსს ფიქრობს.
-კარგია ძალიან. წარმატებები.
-მადლობა. - ჩემსავით დაიმორცხვა და ჭამა განაგრძნო.
ანდროს ხმა არ ამოუღია. მშვიდად ილუკმებოდა და ნახევარი მაგიდა გადაჭამა.
-დაბმული ჰყავდით? - ჩუმად ვუჩურჩულე მე. გაბრაზებული მზერა მსტყორცნა და ჭამა განაგრძო.
*
-ანა, სად ჯანდაბაში ხარ? - ჩავყვირე ტელეფონში, როდესაც ჩემმა დაქალმა კეთილი ინება და მიპასუხა.
-ხო იცი, დაწეული მაქვს ყოველთვის.-აროხროხდა, -შენ სად ხარ, შენ? დემეტრე შემხვდა წეღან. რაღაც იდიოტობები იბაზრა, მეხდაცემულს ჰგავდა.
-კარგი,რა.-მის შეფასებაზე გამეცინა.-ისეთები უნდა მოგიყვე...
-ჰა, რა იყო? ნიკა ნახე და შეურიგდი? - ყვირილი დაიწყო. მის ემოციებს დამშვიდების საშუალება მივეცი, რომ შემდეგ ცივილურად გემეცრუებინა იმედები. ის ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც ნიკას ვერ ელეოდა და მაინც ძველებურად უყვარდა.
-უარესი!
-რა უარესი, გოგო?
-მოკლედ, მე ციხეში ვარ ეს ერთი კვირა, ამიტომ მისამართს გეტყვი და აქ მოდი.
-ახლავე, ჩემო მბრძანებელო. -სიცილ-სიცილით ჩაიწერა და ჩამძახა, მალე მანდ გავჩნდებიო.
ანას მოსვლაზე არავინ გამიფრთხილებია. ანდრო სამსახურში იყო წასული, სხვები კი საჭიროდ არ ჩავთვალე. ოთახში ავიყვანდი და იქ მეყოლებოდა.

მეგობრების სიმრავლით არასოდეს გამოვირჩეოდი. საკმაო იმედგაცრუებების გამო ფართო არა, მაგრამ ხარისხიანი სამეგობრე წრე მყავდა. გიორგი, ანა და ანანო იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც მუდამ გვერდით იყვნენ რთულ მომენტებში. სკოლიდან მოყოლებული სამივე ერთად ვმოძრაობთ, მხოლოდ გიორგის ბეზრდება ზოგჯერ ზედმეტად ქალური ჭორაობები და შეკრებისას პირველი ყოველთვის ის გვცილდება.
ანა ყველაზე ძველია. მეთერთმეტე წელია,რაც ვიცნობ. სხვებივით ხავსი არ მოჰკიდებია და არ გაცვეთილა. ისეთი დარჩა,როგორიც ყოველთვის იყო - გიჟი.
ამ უკანასკნელის გამო ჭიშკართან ვიდექი და ველოდებოდი, რომ მშვიდად შემომეყვანა სახლში და კიჟინა არ დაეწყო, როგორც ჩვევია ხოლმე.
ზედმეტად ემოციური შეხვედრისა და ბევრი ხვევნა-კოცნის შემდეგ ჩემს(?) ოთახში ავიყვანე და ყოველგვარი შესავლის გარეშე დავიწყე მოყოლა.
-სიმპათიურია? - ეს იყო მისი პირველი კითხვა, რომელსაც, რატომღაც, ზუსტად ვიცოდი, დამისვამდა.
-გახლავს, - სიცილით დავუდასტურე.
-ნიკას ჯობია? - წარბები აზიდა და ეშმაკურად შემომხედა. მცდის.
-ბევრად, ანა.
-ოჰ, რას მოესწრო ჩემი თვალები. -სიცილი დაიწყო.-ახლა ამას ანანო რომ ისმენდეს,დაიწყებდა...
-ვიცი,-მასთან ერთად ავროხროხდი. შემდეგ კი იმის გარჩევა დავიწყეთ, თუ რატომ ვიყავი აქ.
-მოკლედ,რა ხდება.-ფეხზე წამოდგა და წინ დამიდგა. ტრიბუნა აკლდა მხოლოდ.-ანდრომ ძალით წამოგიყვანა აქ. გითხრა დემეტრეს ვიცნობო, დემეტრემაც კარგი ბიჭია, არ გააბრაზოო...მერე საფრთხეო,ერთი კვირაო..არ ვიცი, მარ.-გვერდით მომიჯდა ისევ, ამჯერად უფრო დამშვიდებული და განოწონასწორებული სახით. -ჩვენ აქ ვღლიცინობთ, მაგრამ ეტყობა, საქმე სერიოზულადაა. თან ხო იცი, დემე უცხოსთან ცოცხალი თავით არ დაგტოვებდა,მაგის პრანჭვების ამბავი რომ ვიცი.
-კი, მეც მაგას ვფიქრობ. უფროსწორედ, არც კი ვიცი რა ვიფიქრო.-ღრმად ამოვიხვნეშე და თავი დივნის საზურგეს მივადე. -შენ რას შვრები?-თავი მისკენ მივატრიალე.
-რავი...მოწყენილი ვარ.
-ოჰო..რატომ აბა? - ოდნავ ჩავიღიმე, ზუსტად ვიცოდი,რასაც მიპასუხებდა.
-სიყვარული მინდა,მარიამ,სიყვარული! - ხელი დრამატულად აიქნია და მოჩვენებითი ცრემლების მოწმენდას შეუდგა.
-გუშინ მამა პეტრესთან ვიყავი და იცი რა მითხრა? როდესაც ღმერთი ინებებს, მაშინ აგიხდებაო. შენ ნუ უსწრებო წინ.
-კვირას წირვაზე უნდა წავიდე, საუკუნეა არ ვყოფილვარ. გამიბრაზდება,ვიცი.
-მეც გამიბრაზდა. მთლად ნუ დაიკარგებიო.-დავამშვიდე,შემდეგ თავი მუხლებზე დავადე და დივანზე კომფორტულად გავიშოტე.-გიორგი არ გინახავს ან ანანო?
-გიო გუშინ ვნახე, სამსახურში მიდიოდა და დიდხანს არც გვისაუბრია. ანანო სახლში მყავდა ამ დილით, მაგრამ ფილოსოფიური ლექცია დამიწყო და გავაგდე.-ორივემ სიცილი დავიწყეთ და ახლა შევამჩნიეთ კარებთან მდგარი ანდრო,რომელიც ასეთი სიმპათიური არასოდეს მომჩვენებია.
ხელები გულმკერდზე ჰქონდ გადაჯვარედინებული. ანას თავის დაკვრით მიესალმა, ტელეფონი და სანთებელა ჟურნალის მაგიდაზე დადო.
-ოუ..-ანამ ფრთხილად წამომაყენა.-მგონი ჩემი წასვლის დროა..
-იყავი,რა..-ვუთხარი მავედრებელი ხმით.
-არა, ექიმთან უნდა წავიდე. გუშინ ეზოში ბავშვმა ბურთი ისროლა და პირდაპირ ცხვირში მომხვდა. დილიდან სარკესთან ვარ..ისედაც ძლივს გავიკეთე და ახლა ეს მინდოდა?-საწყალი სახე მიიღო, მე სიცილი ამიტყდა.არც ერთი ვიმჩნევდით ანდროს, რომელიც ლეპტოპში ჩამძვრალიყო.
-წადი,წადი. - ხელით ვუბიძგე და გავაცილე. ქვედა სართულზე ჟანამ მზერით გამბურღა,როდესაც დაინახა,როგორ ვაცილებდი ჩემს მეგობარს. მემგონი მის გარდა სახლში არავინ იყო. ნატო და ზურა სამსახურში უნდა წასულიყვნენ, ელენე ალბათ ჯერ კიდევ სკოლაში იყო. ნეტავ, ეს ქალიც დაესაქმებინათ რამით, ხომ დავისვენებდი!
მის მზერას რომ ვეღარ გავუძელი, ისევ ოთახში ავედი.
-შენი მეგობარია? -ანდრომ ისე მკითხა თვალიც არ მოუცილებია ეკრანისთვის.
-ჰო, ასეა.
-ბებია გაგეფრთხილებინა.
-საჭიროდ არ ჩავთვალე. - უკმეხად მივუგე.
-მომავლისთვის გაითვალისწინე, - ამჯერად შემომხედა,თან საკმაოდ გაღიზიანებულმა.
-ჩემს მომავალში ამ სახლში ყოფნა საერთოდ არ შედის,ანდრო.
-ისვე უნდა ვიჩხუბოთ?-კომპიუტერი გვერდზე გადადო,ჩემკენ წამოვიდა. რაღაც ცუდის მოლოდინში პულსაციამ უმაღლეს სიჩქარეს მიაღწია,თან ჟრუანტელიც მივლიდა ტანზე. ისე უბრალოდ,არც კი შემხებია,მაგრამ მაინც.
-კარგი...არ ვიჩხუბოთ.-უეცრად ფეხზე წამოვდექი და მასთან ძალიან,ძალიან ახლოსაც აღმოვჩნდი. ჩემზე მაღალი იყო,უფრო ძლიერიც,ამიტომ ვერ ვუწევდი წინააღმდეგობას ვერასდროს. მხოლოდ მაშინ მოვეგე გონს,როდესაც თითები მარცხენა მკლავზე ამისრიალა და საბოლოო ნიშნულთან,კისერთად გაჩერდა.
-არა და, რა ლამაზი ხარ. - ჩუმად მითხრა,თან თითებით რგოლებს ხაზავდა. მე უფრო უარესად გავხდი. სუნთქვაც შემეკრა და ალბათ,გონებასაც დავკარგავდი. ასე არასდროს დამმართნია. უბრალოდ ანდროს ჰქონდა ისეთი უარა, გაიძულებდა დამოკიდებული ყოფილიყავი მასზე.
-გამიშვი,-ჩემი უსუსური ხმა საერთოდ არ გაუგია, ისე დაიხა ჩემკენ და თითების ნაცვლად,ამჯერად ტუჩები შემახო კისერთან.
-გაცილებით უკეთესი ხარ,როდესაც ჩუმად ხარ.-შემდეგ,როდესაც ჩემგან წინააღმდეგობა არ უგვრძნია, მეორეჯერაც აპირებდა იგივეს გაკეთებას,თუმცა, ჰალილუია,მე ტრანსიდან გამოვედი და უხეშად მოვშორდი.
-ნუ მეხები! - წამოვიყვირე.მას გაეცინა.ისევ.
დამცინის. ისევ დამცინის და ვიცი,ჩემი ბრალია.
-დამშვიდდი,-გაღიმებულმა მომიგო.-როგორც ქალი,არ მაინტერესებ.

III
„ჩემი დუმილი გრძელდება დღემდე,
ახლა ვიგონებ ისევ იმ ყვავილს.
და გაიგებენ დიდი ხნის შემდეგ
რა ცეცხლი მწვავდა და რა ვიყავი.
და უეჭველი ბედია დღემდე,
უეჭველია ახლა ნიღაბი
და გაიგებენ დიდი ხნის შემდეგ
რა ცეცხლი მწვავდა და რა ვიყავი.
/ტერენტი გრანელი/

გაღიმებულმა ჩავიკითხე და ლექსების კრებული ისევ ჩანთაში ჩავაბრუნე. მომწონდა უნივერსიტეტის ეზოში კითხვა - ხელს არავინ მიშლიდა და იმიტომ. ღრიალი, ტვინის წამღები წივილი რომ ყოფილიყო, მე ჩემ სტიქიაში ვიყავი - ცალკე სამყარო მქონდა შექმნილი,სადაც მარტო მე და გრანელი,ან მე და გალაქტიონი ვიყავით.
პოეზია კი მიყვარდა,მაგრამ თვითონ არასდროს გამომდიოდა ლექსების წერა. ბავშვობაშიც კი არ ვწერდი,მხოლოდ დაზეპირება და მათი კითხვა მიყვარდა.
ამჯერად კაფეტერიაში ვიჯექი, გრანელის დღე მქონდა და ვფიქრობდი.
ერთი კვირა საშინლად გაიწელა ერთი მარტივი მიზეზის გამო: არაფერს ვაკეთებდი. დრო ვერანაირად გამყავდა. სახლში ძირითადად მარტო ვიყავი. ქალბატონ ჟანასთან არც ისე ხშირი კონტაქტი მქონდა. მხოლოდ საჭმელად ჩამოვდიოდი. ხან ქალბატონ ჟანას გაკეთებულს მივირთმევდი,ხანაც პირიქით - თვითონ აგემოვნებდა ჩემს ნახელოვანს.
ერთი სიტყვით, ვერ ვხვდებოდი მოსწონდა თუ არა. ხან თავს გააქნევდა, ხან დამიქნევდა და ასე.
ბატონი ანდროს დაწესებული თარიღის, ერთი კვირის თავზე ჭიშკართან მდგარ ახმახებს,დაცვის ბიჭებს დაავალა ჩემი „მიხედვა“. დიახ! სწორედ ასე მიმართა მათ, თითქოს ბავშვი ვყოფილიყავი. თუმცა რა მიკვირდა, თვითონ არ მითხრა,როგორც ქალი არ მაინტერესებო?! ამის გახსენებაზე უსიამოვნოდ გამაჟრჟოლა და ფიქრებიც მაშინვე გამეფანტა,როდესაც გიორგი დამიჯდა წინ.
-ადრე ხომ არ მოგივიდა გამოჩენა,მარი? - ოდნავი ნაწყენი ხმა ჰქონდა. ესეც გიორგი, ყველაზე მგრძნობიარე ადამიანი ჩვენს სამეგობროში. არასწორად ნუ გაიგებთ, მგრძნობიარე მაინც და მაინც იმას არ ნიშნავს,რომ ქალივით მოთქვამს,არა, პირიქით. ზედმეტად უხეშიც კია, უბრალოდ ძალიან მარტივად იბუტება, ყოველშემთხევავში ჩემთან.
-ისეთი ამბები მჭირს,მართლა ადრეა.-გავუცინე მე.
-ვიცი, ანა მომიყვა.-მისი მწვანე თვალები უცნაურად აციმციმდა. ოდვან გადმოყრილი თმა ოსტატურად გადაიწია და მარჯვენა ხელის მუშტი ლოყაზე ამოიდო,ისე დამაკვირდა.-გინდა ვცემო შენი ანდრო? -მის შეკითხვაზე გამეღიმა და მასაც.
-ჩემი არა.-თითი გამაფრთხილებლად დავუქნიე.
-კი,როგორ არა. ანას მოსწონს, ესე იგი საქმე სერიოზულადაა.
-ანას ყველა სიმპათიური ბიჭი მოსწონს,გიორგი.
-ანუ აღნიშნავ, რომ სიმპათიურია? - წარბები აზიდა. ღმერთო, ყველა კამათში ეს რატომ იმარჯვებს?!
-არის რა.-იმედია ამ ტყუილის გამო ღმერთი არ დამსწყევლის,გავიფიქრე უცებ.
-როდის იყო ჩემთან ეგეთები გიტყდებოდა,გოგო?-გაბრაზდა ისევ.-არ მომწონს, სახლში რომ ხარ მათთან.-ხმა დაუსერიოზულდა და გარშემო მიმოიხედა, ხომ არავინ გვისმენსო. რუსის მსგავსი კურნოსა ცხვირი ჰქონდა, მაღალი იყო და უნივერსიტეტის გოგოები მასზე ჭედავდნენ,სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ოღონდ მართლა,საერთოდ არ ვაზვიადებ.
-რატომ? - ვკითხე დაინტერესებულმა.
-უცხოებთან ხარ და იმიტომ.
-დემეტრეს ვესაუბრე ისევ. ნუ გეშინიაო, ისევ ქება-დიდებას მოჰყვა და მეც აღარ შევწინააღმდეგებივარ.-ცოტა ემოციურად გამომივიდა სიტყვები,ამიტომ თავი დავხარე.-ვგრძნობ,რომ ცუდი რაღაც მოხდება.
-ნუ ხარ ბატი,- გასამხიარულებლად იძულებით გამიღიმა.-და ბოთე. მთელი შსს შენ გიცავს,რა მოგივა!
-ო,კარგი რა.-მაინც გამოუვიდა, ხასიათზე მოვეყვანე.-მართლა გეუბნები.
-გგონია მე ვხუმრობ? - სერიოზულად მკითხა.-ისე,გავიგე შენს ანდროს და ჰყოლია..
-არც იფიქრო!-ჩუმად წამოვიყვირე.
-მარიამ,მარიამ. - რაღაცნაირად შემომხედა.-ადრე სულ „მიგდები“ ახალ გოგოებს,რა მოგივიდა?
-ძალიან კარგად იცი,როგორებსაც „გიგდებდი“, ელენეს თავი დაანებე, ბავშვია.
-რამდენად ბავშვია? - ცალი წარბი აზიდა მან. ამას ანდრო რომ ისმენდეს ახლა...წარმოდგენაც არ მინდა,რას მიზამდა. გამეღიმა ამის გაფიქრებაზე.
-წელს ამთავრებს.-უცებ ავჭიკჭიკდი მე.-გიორგი,მასთან შენებურები არ გაუშვა იცოდე!
-რამდენჯერმე ვნახავ, თუ ბატია,გეფიცები თავს დავანებებ!-გულზე ხელი მიიდო მან, მე კი სასაცილოდ დავეჯღანე.-მიდი ახლა, ტელეფონის ნომერი მითხარი და ისიც, რომელ სკოლაში სწავლობს...
აი, ასეთი იყო გიორგი..
*
თავი ცნობილი ადამიანი მეგონა. დილით დაცვის ბიჭებს მივყავდი, ერთი არ ყოფილა საკმარისი თურმე,ორი გამომაყოლა ბატონმა ანდრომ, სახლშიც მათვე მოვყავდი. გულწრფელად მეცოდებოდა დავითი და თამაზი,რომლებიც დილის საათებიდან ზოგჯერ საღამომდეც უნივერსიტეტის ეზოში მიცდიდნენ,სადაც წარმოდგენა არ მაქვს ვინ უშვებდა ან როგორ შემოდიოდნენ. ძირითადად, უცხოებს არ უშვებენ ხოლმე. მაგრამ სავარაუდოდ, ანდროს გრძელი ხელები აქაც სწვდებოდა.
სახლში შესვლისას პირველი,რაც თვალში მომხვდა ელენეს უცნაურად აციმციმებული თვალები იყო.
ვაი მე! როდის მოასწრო?
ტელეფონს ჩაჰკირკიტებდა და დედამისის კითხვა, რა უნდოდა ვახშმად საერთოდ არ ესმოდა.
-ელენიკო!-ამჯერად ზურამ დაუძახა,ოდნავ სიყვარულით,ოდნავ მკაცრადაც,რა წამსაც გოგონამ უეცრად აიღო თავი ტელეფონიდან და მამამის მიაცქერდა.
-ჰო,მა. გინდა რამე?-სულელივით გაიკრიჭა. ღმერთო, თავს დაიღუპავს! მაშინვე ვინანე ჩემი გადაწყვეტილება გიორგისთან დაკავშირებით,დავურეკავ და ვეტყვი თავი დაანებოს,ცოდოა ეს გოგო.
-დედაშენი გეკითხება,რა გინდაო ვახშმად, მაგრამ შენ არ გესმის,რატომღაც.-ბოლო სიტყვა უკმაყოფილოდ ჩიალაპარაკა ზურამ და საინფორმაციოს ყურება განაგრძო. კიდევ კარგი ანდრო ჯერ არ მოსულა,თორემ იმ „რატომღაცს“ მალევე გაშიფრავდა და რომ გაარკვევდა, გიორგი ჩემი მეგობარი იყო, მეც დავიღუპებოდი, ელენიკოც და გიორგიც!
-აჰ,ბოდიში,დე. უბრალოდ სალომეს ვწერდი და..-მის ტყუილზე დაუფარავად გამეღიმა, მაგრამ ჟანამ ისეთი შემომხედა, მაშინვე ვინანე და მზერა გავასწორე. სალომე,არა? კი მარა, სად მოასწრო ამ ბიჭმა ამდენი...
-ანდროს მოსვლამდე შეწყვიტე მაგ სალომესთან მესიჯობა,იცოდე.-დედამისმა სერიოზულად გააფრთხილა და ელენესაც სახეზე შეახმა ღიმილი. მისი შიშით ბავში ბიჭს ვერ გამოესაუბრება,რა ადამიანობაა? გულში ვილანძღებოდი მე,მაგრამ მაშინვე გავაჩუმე სიტყვაზე გამოსული მეორე მე,როდესაც კარები ვაჟბატონმა შემოაღო და მისი მძიმე სუნთქვა მეორე ოთახიდანაც აღწევდა ჩემამდე.
არ იყო საშიში,მართლა. უბრალოდ ასეთი აურა ჰქონდა.არ უყვრადა ზედმეტობები, გადაჭყლარტვა და არაკაცური საქციელი. ეს ის მცირე თვისებებია,რაც ამ ერთი კვირის თავზე შევნიშნე.
უხასიათოდ იყო. გაბრაზებული არა,უფრო გაცეცხლებულიც. ვიგრძენი,როგორ დაიძაბა ყველა,გარდა ზურასი,რომელიც ისევ უემოციო სახით უყურებდა საინფორმაციოს.
მხოლოდ თავის დაკვრით მოგვესალმა ყველას, შემდეგ მამამის უთხრა,მოდი დავსხდეთო და ვახშამიც დავიწყეთ. ჩემი ადგილი ანდროს გვერდით იყო. სკამი ფრთხილად გამოვწიე და გვერდით მივუჯექი,წამით გადმომხედა,თავი გადააქნია..მსაყვედურობდა,მაგრამ,ღმერთია მოწმე,არ ვიცი რატომ. ნერწყვი ძლივს გადავყლაპე,კინაღამ დავიხვრჩვი.
ასე არასოდეს მივახშმია. მარტო მე კი არა, არც ერთს. მივხვდი, ელენე შეშინებული იყო, თავისი გასაჭირი ჰქონდა,ჩემმა ძმამ ხომ არ გაიგო „სალომეზეო“,მაგრამ არა. რანაირად გაიგებდა ასე სწრაფად, აქ სხვა ამბავი იყო,სულ სხვა.
ბოლოს,რომ ვეღარ გავძელი, როგორ ილუკმებოდა ანდრო მშვიდად და სხვები ლუკმას ძლივს იდებდნენ პირში, წამოვდექი და ყავას მოვადუღებ-მეთქი. შემდეგ მივხვდი, რომ საღამო იყო,მაგრამ შიშისგან არც კი ვიცოდი,რა მექნა.
-თუ არ შუწეხდები,მეც მინდა, მარიამ. - ზურამ მითხრა. ის ერთადერთი იყო ვინც ანდროს მდგომარეობას არ იმჩნევდა.
-მეც,გთხოვ.-ელენეც გამოექომაგა მამამის. თავი დავუქნიე და სამზარეულოში გავედი. ნერვების დასამშვიდებლად ორი ჭიქა წყალი მოვიყუდე, შემდეგ კი ყავის გამზადებას შევუდექი. ვიცოდი, ვის როგორი უყვარდა. თითქოს, გავშინაურდი კიდეც.
სამივე ჭიქაზე ჩამოვასხი და ლანგრის ასაღებას დავიხარე, ანდრო რომ შემოვიდა სამზარეულოში. კართან დადგა და გვერდულად მიეყრდნო.
-რამე პრობლემაა? - თვითონ გამიკვირდა,როგორ მოვაბი თავი ამ წინადადებას.
-არა. არანაირი.-მშვიდად მიპასუხა.
-მაშინ რატომ მიყურებ ასე?-გულწფელად ვკითხე ის,რაც მაწუხებდა.
-როგორ ასე?-წარბები შეჭმუხნა მან. ვაიმე,ახლა მომკლავს...
-გაბრაზებული..?-კითხვასავით გამომივიდა,მხოლოდ ოდნავ ჩაეღიმა.
-შენი ნიკოლოზი შემხვდა დღეს.-უეცარი ახალი ამბავისაგან დავიბენი. ცოტახანი ვერაფერი ვუპასუხე,შემდეგ კი ნიკას გახსენებაზე გულის სიღრმეში რაღაცამ გამკრა, მძიმედ გამკაწრა.ეს არ ყოფილა არც მონატრება,არც სიყვარული,არაფერი მსგავსი..თვითონაც გამიკვირდა,რატომ. ეს ის ზიზღი,სიძულვილი და იმედგაცრუება ყვიროდა ჩემში,რომელიც მან დამიტოვა.
-რა..უნდოდა?-ხმის კანკალით ამოვილუღლუღე.
-არ ვიცი. მგონი შენ უნდა მითხრა,რაც უნდოდა? - ხმა გაიმკაცრა.
-მე საიდან უნდა ვიცოდე,ანდრო? - ნერვიულობისაგან ლანგარი ავიღე და მის წინ დავდექი იმის მოლოდინში,თუ როდის გამატარებდა.
-შენი შეყვარებული არაა? - გაიკვირვა მან. მის სიტყვებზე გამეცინა, მხოლოდ სიმწრისგან.
-იყო..ჩემი შეყვარებული იყო, შორეულ წარსულში.
-მაინც გიყვარს..
-არა! - ფაქტობრივად, დავიყვირე და ჩემს სასოწარკვეთილ ხმაზე უცნაური შეგრძნება დამეუფლა.
-კითხვა არ დამისვამს..აღვნიშნე,-ხელებგადაჯვარედინებული იდგა და გაბრაზებული დამყურებდა.
-კარგი. როგორც გინდა, ისე იფიქრე.-მშვიდად შევეპასუხე.-ახლა გამატარე. - ლანგარზე ვანიშნე,საიდანც მაინცდამაინც ჩემი კუთვნილი ტკბილი ყავა აიღო და დააგემოვნა.
-ტკბილია,-უკმაყოფილოდ თქვა.-მე შენსავით მწარე ყავა მიყვარს.-მითხრა და გზა მომცა, რომ თავისუფლად გამევლო.
ჩემსავით მწარე, არა? ნეანდერტანელი! ერთუჯრედიანი რეგვენი!
ჩემი დაგვიანების შედეგად ისინი უკვე ამდგარი იყვნენ და ქალბატონი ნატო სუფრის ალაგებას იწყებდა. ჩემი გაფითრებული სახის დანახვაზე მათ კითხვისნიშნები გამოესახათ,მაგრამ ყურადღება არ მივაქციე და მამასა და ქალიშვილს უდარდელად მივართვი თავიანთი წილი ყავა.
მე რა მექნა,ახლა! დამილია იდიოტმა,თან არ მოეწონა. თავიდან ვერ ავადუღებდი და აქედანაც ვერ ავდგებოდი,ისევ სამზარეულოში შესვლა სიკვიდლი იყო ჩემთვის.
-შენთვის არ მოგიდუღებია,მარ? - თბილად შემეკითხა ელენე. გაჩუმდი,რა!
-გადავიფიქრე,ელე.-თვალები დავუბრიალე,მიმიხვდა და გაეღიმა.
ჩემი წამხდარი ხასიათი რომ გამომესწორებინა, ბოდიშის მოხდით ოთახში ავედი და ანასთან გადავრეკე. ჩემდა გასაკვირვად მალევე აიღო და ჩამყვირა:-როგორ ბრძანდები,ძვირფასო მარიამ. არ დაგირეკია რამდენი ხანია...
-ოო,გეყოფა.-მისი გამოსვლით ყურატკივებულმა სასწრაფოდ გავაჩერე.-რამე მომიყევი,ცუდ ხასიათზე ვარ.
-ეუფ,-სიცილი დაიწყო.-რა იყო, ნიკამ ხომ არ ივაჟკაცა ისევ რამე?
-ნიკა აღარ მიხსენო..ანდროს შეხვედრია დღეს, დგას ახლა და მიმტკიცებს ისევ გიყვარსო.-მოწყენილმა ჩავილაპარაკე.
-თქვას მერე და იეჭვიანოს,შენი რა მიდის? - სრულიად სერიოზული ხმა ჰქონდა მას.
-ანდრომ იეჭვიანოს ჩემზე?-სარკასტულად ვიკითხე.-ეგ ისეთი ამაყია,ჩემზე კი არა,ანჯელინა რომ ჰყავდეს სახლში, მაგას არ მიაქცევს ყურადღებას.
-მონიკა იყავი შენც და მოგაქცევს,-მისი აზრით დამამშვიდა.
-გიორგი ვნახე დღეს და რა ცოდვაში შევდგი ფეხი, რომ იცოდე!-ნერვიულად დავიწყე სიარული. მართლა ვნანობდი უკვე ჩემს საქციელს.
-ვიცი უკვე და სულელი ხარ. დამირეკა დღეს,გოგოებს რა მოგწონთო, ან ჯერ რომ არ ვიცნობ ისეთ გოგოს, რა ვაჩუქოო. რავი, მე შოკოლადები მომწონს და ეგ გაუგზავნე-თქო და მართლა დაიჯერა.-გახსენებაზე სიცილი დაიწყო.აწი სამი დღე ასე იქნება ეს, გაიხსნებეს ძველ ხუმრობას, შარშანდელს,ან შარშანწინდელს და იწყებს როხროხს.
-ელენე კიდევ სულელივით იღომოდა, რომ მოვედი.
-ვაიმე,საწყალი გოგო ვის ხელში ჩააგდე? - იყვირა ანამ.
-ოო, ნუ მიმატებ,ისედაც ვიცი,ცუდად რომ მოვიქეცი.
-მოკლედ,ხვალ შევიკრიბოთ სადმე, ანანოც წამო..არა,არ წამოვიყვანოთ ეგ. დაიწყებს,როგორ შეიძლება ადამიანს ასე მოექცე,მარიამ შენ როგორ მოგივდა ეს...ვაიმე,არა.
-დაურეკე ანანოსაც..დიდი ხანია არ შევკრებილვართ.

გადავწყვიტე ქვევით აღარ ჩავსულიყავი. შხაპი მივიღე, ჩემი ლამაზი, „მაშა და დათვის“ გამოსახულებიანი პიჟამა ჩავიცვი და ჩემს „საწოლში“ დივანზე დავწექი.
ანდრო როგორც კი შემოვიდა,თვალები დავხუჭე და ჩემი აზრით,ისეთი შტაბეჭდილება მივიღე,ვითომ მკვდარივით მეძინა.
-მარიამ..გაახელე თვალები,არ ვარ მაიმუნობის ხასიათზე.-საკმაოდ უხეშად მითხრა.-დროზე.-მაშინვე დავჭყიტე თვალები და მივაშტერდი. რატომ იყო მოსვლის წამიდან აღრენილი,თან მარტო ჩემი მისამართით.
-რატომ მეჩხუბები?-არ ჩამოვრჩი უხეშობაში.
-ცუდი დღე მქონდა და იმიტომ.
-მერე,მე რა შუაში ვარ?
-შენმა ბიჭმა ამიმჟავა ხასიათი. - ზიზღით წარმოსთქვა.-ეგ რამ მოგაწონა,ყველაფერს გაფიცებ?-გაეცინა.
-რას უწუნებ ერთი?-ნიკას დაცვის ინსტიქტი მგონი ანასგან გადმომედო.
-ისეთი რაღაცები მითხრა შენზე, კაცი მაგას ქალზე ვერანაირად იტყვის.-წამოვჯექი,თვითონ ჟურნალის მაგიდასთან ჩამოჯდა. ამ ჟურნალის მაგიდასთან წყდება საჭირბოროტო საკითხები!
-იმედია,არ დაიჯერე..
-უნდა დამეჯერებინა? - გამომცდელად შემომხედა.
-რა თქმა უნდა,არა. -ნერვიულად გავაქნიე თავი.-მაინც რა გითხრა?
-არ გინდა მაგის მოსმენა.-უეცრად წამოდგა და ზევიდან დამხედა.-აღარ ვნახო მის ზარებს პასუხობდე, ან სამდე ხვდებოდე, ან უბრალოდ მასზე ფიქრობდე..იცოდე,არ გაპატიებ!-შემდეგ სააბაზანოსკენ წავიდა,კარი გამოაღო,შემომიტრიალდა,პიჟამა გიხდებაო მითხრა და შევიდა.

IV
შუაღამეა.
რაც ამ სახლში შემოვედი,სერიოზულად ერთხელაც არ დავფიქრებულვარ. ყველაფერს,როგორც ხუმრობასა და გაუგებრობას ვუწოდებდი,მაგრამ საერთოდ არ მიფიქრია იმის შესახებ,თუ რა ხდებოდა სინამდვილეში.
რამდენად საშიში იყო...
შუაღამეა და მე ანდროს საწოლთან ახლოს, პუფზე ვზივარ. ვაკვირდები მას. ვაანალიზებ მის თვალში,როგორი ვარ. მისთვის რანაირი „მარიამი“ ვარ..
და პირველად ვაცნობიერებ: მე მხოლოდ მოვალეობა ვარ. მხრებზე იძულებით აკიდებული მოვალეობა,რომლის შესრულებაც ჩემმა ძმამ სთხოვა. არ ვიცი, რისთვის,ვისთვის,მაგრამ ფაქტი ერთია: ისევე როგორც მე,მასაც არ უნდოდა ჩემი აქ მოყვანა. ბუნებრივია...არ იყო კარგი საქციელი უცხო გოგონა ოჯახში შემოეშვა. საკუთარი დის,დედისა და სხვა წევრების გვერდით დამსვა მაგიდასთან. იძულებით, იქნებ საერთოდ არც კი უნდოდა...
მტკივნეული აღმოჩნდა იმის გაცნობიერება,რომ მისთვის არაფერს ვნიშნავდი. მას,როგორც ქალი არც კი ვაინტერესებდი. არ მოვწონდი...და ყველფარზე მეტად ეს „არ“ მიშლიდა ნერვებს.
ანდრო..
მისი გრძელი, ძარღვებგამობერილი თითები უსულოდ ესვენა საბანზე და წუთში ერთხელ ინსტინქტურად გაამოძრავებდა. შავი თმები აბურდული ჰქონდა,ალაგ-ალაგ შუბლზე ჩამოყრილი. საყვარლად ეძინა. მშვიდად და აუღელვებლად. ახლადმოშვებული წვერი უხდებოდა.
არ ვიცი, შუაღამისას ამას რატომ ვაკეთებდი.
რა მიზანი მქონდა?!
გაბრაზებული არ ვყოფილვარ,უფრო ნაწყენი და იმედგაცრუებული,მაგრამ მას ჩემთვის არაფრის მიზეზი მოუცია. არ მქონდა ამის უფლება, - განმესაჯა. პირიქით,ჩემი ბრალი იყო. მე ავაგე ოცნების კოშკები უმიზეზოდ. უყველაფროდ.
*
დილით იმავე პოზაში გამეღვიძა,რა პოზაშიც ანდროს ვაკვირდებოდი. ჩემდა სამწუხაროდ, მას უკვე ეღვიძა და ტელეფონში იყურებოდა. ლოგინზე ზევიდან იწვა,ჩაცმულ-დახურული.როგორც ჩანს,მოესწრო გამზადება. მხოლოდ გამომხედა,შემდეგ ისევ მობილურს დახედა და მითხრა: - რამე პრობლემა გაქვს? -ახლადგაღვიძებულს ჩახლეჩილი ხმა ჰქონდა.
-არა,რატომ? - ვკითხე,თან წამოვდექი და უხერხულად ავიწურე. როგორ ამეხსნა მისთვის,რას ვაკეთებდი მთელი ღამე?
-მაშინ რატომ ვერ დაიძინე?
-ანდრო...-თავი ჩავხარე და ხმადაბლა ვკითხე.-ჩემი სახლში მოყვანა გაიძულა ვინმემ?-წამოდგა და წინ დამიდგა. ნიკაპზე ხელი მომკიდა და მაიძულა მისთვის შემეხედა. ვერ ავხსნი როგორი თვალები ჰქონდა, ყოველშემთხვევაში ისეთი არა,როგორიც ყოველთვის.
-ვინ გითხრა ეს სისულელე?-მკაცრად მკითხა და ამჯერად თმებში შემიცურა ნაზად თითები. სიამოვნებისგან ძლივს ვაიძულე საკუთარი თავი, თვალები არ დამეხუჭა.-ვერავინ ვერაფერს მაიძულებს,თუ მე არ მინდა.
-დაიფიცე!-ჩემს ბავშვურობაზე მას გაეცინა და უფრო ახლოს მიმიზიდა. თითები ტუჩებთან გადამიტარა,შემდეგ ლოყაზე დაიწყო რგოლების მოხაზვა ცერით და საბოლოოდ კისერთან შეჩერდა. გამოცდილებიდან ვიცოდი ახლა,რაც უნდა ექნა და მეც არ ვეწინააღმდეგებოდი,საერთოდ.
-შენ რომ დაგიფიცო,დაიჯერებ?-ჩემს კისერთან ამოიჩურჩულა და კანზე მისი ტუჩების ოდნავი შეხებისაც კი ჟრუანტელმა დამიარა.შეამჩნია და გაიღიმა.
-არ ვიცი.-გულწფელად ვუპასუხე და არ შევიმჩნიე,როგორ მომხვია მარცხენა ხელი წელზე,მარჯვენათი კი თმებზე მეფერებოდა.
-იცი,მაინც როგორი ლამაზი ხარ?-და აი,ისევ დაიწყო მან. საკუთარ თავს არ მივეცი იმის საშუალება,რომ მისი სიტყვები დამეჯერებინა,რადგან როგორც წინად,ახლაც იგივე ფრაზით დაასრულებდა.
-შენ ხომ არ გაინტერესებ?-ვკითხე და თვალებში ჩავხედე. ორივე ხელი წელზე მომხვია, ახლოს მიმიზიდა,კიდევ უფრო,ვიდრე ვიყავი.
-ნაწყენი ხარ?
-რა თქმა უნდა,ვარ! -წამოვიყვირე,მაგრამ ანდრო ჩამეხუტა. აი ასე,უბრალოდ ჩამეხუტა. ხელები კისეზე შემოვხიე და თავიც იქვე ჩავრგე. რატომ?! ემოცებით ვიყავი გადაღლილი. საიდუმლოებებითა და გაუგებრობით ვიყავი დაღლილი,გამოფიტული.
-მაპატიე,-ჩუმად მიჩურჩულა.-ხო იცი,როდესაც აღრენილი ვარ,რასაც ვაკეთებ.
-მეხუმრები,ხო?-გამეცინა ჩემს სიტყვებზე.
-შენს თავს ვფიცავარ,არა.-ფრთხილად მომშორდა და თავზე მაკოცა. იქვე ჩავიკეცებოდი, ხელები მჭიდროდ რომ არ ჰქონოდა. მისი სიახლოვისგან გაბრუებული ვიყავი..სუნამოსა და ბუნებრივი სუნი ისეთი თავბრუდამხვევი იყო, ნებისმიერი დაიბნეოდა.
-დღეს ლექციები გაქვს?-ჟურნალის მაგიდისკენ წავიდა,იარაღი სპეციალურ ჩასადებში მოათავსა,ქამარზე დაიმაგრა და შემდეგ გამომხედა.
-არა. აქ ვიქნები.
-კარგი. გაძლებ უჩემოდ?-სიცილ-სიცილით მომიახლოვდა და ლოყაზე მაკოცა.
-ნუ გეშიანია,როგორმე მოვახერხებ.-გესლიანად შევეპასუხე,თან თვალებს ვაცეცებდი,კიდევ მინდოდა, რომ შემხდებოდა. მგონი ვგიჟდები...-დღეს მეგობრები ვაპირებთ შეკრებას,უნდა წავიდე.-როდესაც ჩემს სიტყვებზე წარბიც არ შეარხია, ფრთხიად დავამატე:-გთხოვ.
-ვინ მეგობრები?-ხელები გადაიჯვარედინა და წარბები შეჰკრა. ასე რომ აკეთებს,შიშის ფაქტორები ირთვება ჩემში.
-ანა, ანანო, გიორგი და მე.
-გიორგი ვინაა?-თავი გვერდით გადახარა და ისე დამაკვირდა. რატომაა დილიდან ასეთი საყვარელი?!
-ხომ ვთქვი,მეგობარი.-და არა მარტო ჩემი,ელენესიც,გავიფიქრე გონებაში,მაგრამ მაგას როგორ ვიტყოდი,სამივეს დაგვხოცავდა.
-როგორი ბიჭია?
-რატომ მეკითხები?
-მიპასუხე!-ხმას ოდნავ აუწია.
-არაჩვეულებრივი.
-წადი,მაგრამ იცოდე,ფოქუზების გარეშე!
-არის,უფროსო.-ირონიულად ჩავილაპარაკე.
-ნუ მეტლიკინები,-მხარზე მიკბინა,შემდეგ ლოყაზე მაკოცა,უკვე მეორედ და კარი გაიხურა.
რა იყო ეს,ჰა?

*
-აბა,გიო! ბატია თუ არა?-დავიწყე მე,როდესაც უკვე სამივე ადგილზე ვიყავით.
-თქვენნაირია,რა.-მხრების ჩეჩვით მოგვიგო,შემდეგ კი სივრცეში დაიწყო ყურება.
-რა გჭირს შენ?-ანამ მხარი გაჰკრა.-რატომ ხარ მოწყენილი?
-ვიჩხუბეთ დილით.-იყო მშვიდი პასუხი. თვალებში შემომხედა და ისე.
-უკვე ჩხუბობთ კიდეც?-ანანომ ირონიულად ჩაურთო. იწყება!ანას შევხედე,რომელსაც ზუსტად იგივე ეწერა სახეზე,რაც მე გავიფიქრე.-გიორგი, ბავშია,რა..რატომ ანერვიულებ?-ანანო ყველას უფლებას იცავდა,განსაკუთრებით გოგოებისას. ის ასეთი იყო,ამიტომ ყოველთვის ვერიდებოდით მასთან მსგავს თემებზე საუბარს.
-ვიცი, ანანო, ბავშვი რომაა. არც მე ვარ ასაკიანი.-საკმაოდ უხეშად შეეპასუხა გიორგი.
-სამი წლითაა უფროსი, ვერ ვხვდები რა გინდა,ანანო?-ამჯერად ანა იყო, რომელის ამდაგვარ კამათში ყოველთვის ბიჭების მხარეს ირჩევდა.
-ანა, ელენე გიორგის სერიოზული ურთიერთობისთვის არ სჭირდება. თან მარიამის ანდროს დაა. როგორც მარი ამბობს,კარგი გოგოა და რატომ უნდა ეტკინოს გული სულ ტყუილად? ანდრომ რომ გაიგოს,რაც ხდება, ყველას პრობლემები შეექმნება.-ანანოს დავეთანხმე კიდეც. ყურს საკმაოდ სასიამოვნოდ მოხვდა ფრაზა: „მარიამის ანდრო“.
-გიო,შენ რას ფიქრობ?-ხმა ამოვიღე მეც.
-ისეთია, აი..დაახლოებით თქვენ რომ იყავით,მის ასაკში.-გაეღიმა. სხვანარი ღიმილი იყო ეს, გოგოებზე საუბრისას ყოველთვის ირონიული ან დამცინავი,ეს კი გულწფელი იყო.-დილით შევხვდი,სანამ სკოლაში წავიდოდა.
-შენ დილით ადრე ადექი, რომ ელენეს შეხვედროდი?-ანამ პირი დააღო,შემდეგ ჩვენ თვალი ჩაგვიკრა და ცერების აღმართვით მოუწონა გიორგის ეს საქციელი.
-საყვარელია,რა. მაგრამ არ ვიცი ჯერ რას ვაპირებ.
-რას უნდა აპირებდე?-შევეპასუხე.-გიბრწყინავს თვალები.
-ვაიმე, შენ მაინც,მარ.-თვალები აატრიალა.-თემა შეცვალეთ ახლა..
-ყველას ვიღაც გყავთ,მე კიდევ ისევ მარტო ვარ. რა უსამართლოა ეს ცხოვრება, მაგის დედაც ვატ/ირე. -ანამ დრამატულად აიქნია ხელი. გიორგი და ანანო სიცილისგან ჩაიკეცნენ,მხოლოდ მე ვუყურებდი ანას მობეზრებულად.ეს სცენები ზეპირად ვიცოდი უკვე.
-შენც გეშველება მალე,ან.-გიორგიმ ხელი გადახვია და ლოყაზე თბილად აკოცა.
-შენ რას შვრები,ქალბატონო?-ანანოს მივმართე,რომელიც ყავის ფინჯანს აწვალებდა.
-ისევ ვიჩხუბეთ.
და აი, ანანო.
და ახლა ისევ მორიგი გაბრაზება იწყება.
გიორგიმ სიგარეტი მოიმაჯრვა,მოუკიდა და ნერვებმოშლილმა მეორეც ეგრევე მიაყოლა. სიტყვა არავის გვითქვამს. ანანოს ველოდებოდით,რომელიც ახსნიდა, თუ რა მოხდა. ისევ.
-გადავწყვიტე,დავშორდე.
-გილოცავ,-გიორგიმ ჩუმად ჩაიჩურჩულა.
-კარგი იქნება.-ანამ თბილად გამოხედა უხერხულად აწურულ ანანოს, რომელიც ფრთხილად არჩევდა სიტყვებს, ისეთს,გიორგის რომ არ გააბრაზებდა.
-ისედაც ქვეყნიდან მიდის. არ მინდა ფიქრობდეს,რომ დაველოდები.
-საერთოდ რომ არ ჩამოვიდეს,არა?-სიგარეტის ნამწვი საფერფლეში ჩასრისა,ანანოს გვერდით ჩამოჯდა და თავზე აკოცა.-არაკაცებს უნდა შეეშვა. გთხოვ.

*
სახლში შევაღწიე თუ არა,გადავწყვიტე ელენე მომეკითხა. ოთახშიაო, დედამისმა მითხრა, რომელიც დღეს სახლში იყო,არ მუშაობდა. ნატო და ზურა ლექციებს კითხულობდნენ საქართველოს უნივერსიტეტში,მე ჯავახისვილში ვსწავლობდი. გულიც კი დამწყდა ოდნავ, მათთნაირ ადამიანებს დიდი სიამოვნებით მოვუსმენდი.
კარზე დაკაკუნებისა და თანხმობის შემდეგ ოთახში შევედი. ელენე სასწავლო მაგიდასთან იჯდა და საკმაო სისქის წიგნს ჩაჰკირკიტებდა, ტესტებს აკეთებდა. ჩემი აბიტურიენტობა გამახსენდა და გამეღიმა.
-სწავლობ?
-ჰო, ვცოდვილობ რაღაცას.-კალამი ჩადო შიგ და წიგნი დაკეცა. -როგორ ხარ?
-სიმართლე გითხრა, მე უფრო მაინტერესებს, შენ როგორ ხარ?-ცალი წარბი ავწიე.
-საიდან იცი?-ჩუმად მკითხა,თან კარს შეხედა,ხომ არავინ დგასო.წარმომიდგენია ამას რა დაემართება,ანდრომ რომ გაიგოს.
-გიორგი ჩემი მეგობარია,თან ძალიან ახლო.
-შენ უთხარი ჩემზე?-გაკვირვებულმა მკითხა. არ ვიცოდი რა მეპასუხა. და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი,რომ მაშინ არასწორად მოვიქეცი.
-მაპატიე,-ჩუმად ჩავიულუღლუღე.-მოგწონს?
-სიმართლე გითხრა,არ ვიცი. ერთი დღეა,რაც ვიცნობ.
-ელენიკო, ჭკვიანად იყავი,კარგი?-დამნაშავესავით გავიღიმე. ის მომეხვია და ლოყაზე ხმაურიანად მაკოცა.
-ნუ ღელავ,მარ.
კარი ფრთხილად მოვიხურე. ელენიკოს მშვიდად სწავლის საშუალება მივეცი და კარს მივეყრდენი. რას აკეთებ,მარიამ?
„ცოდვების გროვა ხარ!“ - გამახსენდა უეცრად ანდროს სიტყვები.

ოთახში ავედი. კარადისაკენ ფრთხილად გავიხედე და ჩემს თავში გაჩენილ აზრს ვაიძლე უკან გაბრუნებულიყო,თუმცა ამაოდ. ფრთხილად გამოვაღე კარები და მისი ერთ-ერთი მაისური ავიღე. ვიცოდი,რომ ყველაზე მეტად მოსწონდა. ერთხანს მივაშტერდი,თითქოს გამოფენაზე გამომზეურებული ნახატი ყოფილიყო და მერე ძალიან ნელად,აუღელვებლად მივიტანე ცხვირთან. სურნელი...
სუნამოსა და ბუნებრივი სურნელი ერთმანეთში ახლართულიყო. ისეთ სუნამოს ხმარობდა,გარეცხვის შემდეგ ზედ ჰქონდა სუნი. ჭკუიდან გადავყვადი ამ სუნს... ოთახში რომ შემოვიდოდა, მაისურს დაუკითხავად იხდიდა ხოლმე და ისე შედიოდა სააბაზანოში. ხანდახან გულიც კი მწყდებოდა,არც კი მესალმებოდა. ანდრო ასეთი იყო... თავისებური.
ჩემი ტელეფონი უცნაურად აზუზუნდა. გულმა მიგრძნო ვინც უნდა ყოფილიყო, ამიტომ მიახლოებას ვერ ვბედავდი. ერთხანს შორიდან ვუყურე,შემდეგ მივუახლოვდი და ნაცნობი ნომრის დანახვისას ღრმად ჩავისუნთქე. ანდროს გაფრთხიებას ჯანდაბაში გადავუძახე და სენსორს თითი ფრთხილად გადავუსვი.
-მარიამ. - ოდნავ შეცვლილი ხმით მომმართა. არ მიგვრძნია არანაირი პეპლები მუცელში,ან ჟრუანტელი ტანზე. ეს უცნობის მიერ წარმოთქმული ჩემი სახელი იყო, ყოველგვარ ემოციას მოკლებული.
-გისმენ,ნიკა. - რაც შემეძლო მშვიდად და ჩუმად ვუპასუხე.
-კარგად ხარ?-ოდნავ ნაღვლიანიც კი მეჩვენა ეს წყალწაღებული.
-სანამ დარეკავდი არამიშავდა.
-ორივემ ვიცით,ისევ გიყვარვარ.-მისი უცნაური დასკვნისგან შეშფოთებულმა ისტერიული სიცილი დავიწყე.
-ორივემ ვიცით?-ვიკითხე,-მე მსგავსი არაფერი ვიცი. იქნებ,განმანათლო.
-ტყუილი არასოდეს გამოგდიოდა.-ვიგრძენი,როგორ ჩაეღიმა.
-ნიკა,რა გინდა?
-მომენატრე... მეტი არაფერი.-ამოიოხრა და შემდეგ განაგრძო:-მართალია, ყველაზე ნაბო/ზრულად მოვიქეცი და ისიც მაინცდამაინც შენთან. ისეთთან არასოდეს რომ იმსახურებდა ამას. მიყვარდი. ერთმანეთი გვიყვარდა, ნუ გგონია დამავიწყდა!
-ამ აღსარებას დიდხანს ფიქრობდი?-გამეცინა.-ნიკა,თავი დამანებე! ნუ მირეკავ, გაეთრიე ჩემი ცხოვრებიდან.
-იქნებ შევხვედროდით?
-და რისთვის? ჩვენ ისედაც გავარკვიეთ ყველაფერი. სათქმელი ითქვა,ჩვენ დავშორდით!
-შეგიყვარდა,არა?-ისევ ჩაეღიმა.
-რას სულელობ?-თავი მოვიკატუნე. ზუსტად ვიცოდი,ვისაც გულისხმობდა.
-როდესაც გეხება,ჩემზე ფიქრობ,ხომ ასეა?-ამაზრზენი ხმით წამოიწყო მან.-როდესაც შემოგხედავს ყოველთვის გაახხსენდება,როგორ მიყურებდი მე. როგორ გეხებოდი.. მას ნამდვილი მარიამი კი არა, ნიკასთან მყოფი მარიამი წარმოუდგება თვალწინ.
-გაჩუმდი!-ვუყვირე და ტელეფონი გამოვრთე. დივანზე მთელი ძალით დავაგდე,ზამბარასავით ახტა და იატაკზე დაეცა. კინაღამ გული ამერია მის სიტყვებზე. ასეთი სისაძაგლე ცხოვრებაში არ მომისმენია იმის შემდეგ,რაც პირველად მითხრა.
მაშინ მეგონა მეტად ვეღარ მატკენდა. მეგონა,დასრულდა ყველაფერი. ვფიქრობდი,რომ მან გულიდან ამოიღო ის ბოღმა,რომელიც ამდენი ხანი ახრჩობდა და საკმარისი იყო მაშინაც!
მე საკმარისად მატკინა ყოველ ჯერზე და ახლაც..
არ ვიმსახურებდი.
მისგან, მითუმეტეს.
ადამინისგან,რომელსაც ყოველთვის გვერდით ვედექი.
დივანზე ჩამოვჯექი და თავი ხელებში ჩავრგე. ავტირდი, აღარ შემეძლო მეტის მოთმენა. საკმარისად მეტკინა უკვე, საკმარისად დამაყარეს ჭრილობაზე მარილი. ისევ გაიხსნა. ძლივს შეკოწიწებული, ძლივს შეხორცებული ნაკერები ისევ გაიხსნა და გამომზეურდა.
აღარ მიყვარდა!
არც მძულდა. არც მაინტერესებდა. მის მიმართ ჩემი გული ცარიელია. გამოფიტულია...
-მარიამ?-იმდენად თბილი ხმა მომესმა,რომ თავი ავწიე ინსტინქტურად. ვერ მივხვდი,მართლა ის იყო თუ არა.-რა დაგემართა?-ანდრო მაგიდაზე ჩამოჯდა და სახიდან ხელები მომაშორებინა. ცრემლიან თვალებზე ხელი ჩამომისვა და მომწმინდა საკუთარი ცერებით.
-არ-ა-ფერი, - ჩამწყდარი ხმით ვუთხარი,შემდეგ კი მოვეხვიე. მასთან მინდოდა ყოფნა. დავმშვიდებულიყავი. დავწყნარებულიყავი და არ მეფიქრა არავისზე, ნიკაზე განსაკუთრებით.
-მშვიდად,-ხმადაბლა მიჩურჩულა და თითები ჩემს თმაში ახლართა. შემდეგ ვიგრძენი,როგორ მაკოცა თავზე და ნიკაპით დამეყრდნო.-ვერ ვიტან,როდესაც ტირი.
-არ შემიძლია მეტი,-ამოვისლუკუნე მის კისერთან და ცრემლების ახალ ტალღას უფლება მივეცი ჩემს ლოყაზე თავისუფლად გაენავარდათ.-ვერ ვიტან! მძულს! ასე როგორ მომექცა..
-ჩშშ!-ფრთხილად მომშორდა, ცერი ტუჩებთან დამადო და გამაჩუმა.-შენი ბრალია, ასე რომ მოგექცა.-მისი სიტყვების გამო სახე მომეღრიცა და თვალები დავხარე. გული მეტკინა.-ხომ გითხარი არ დაელაპარაკო-მეთქი, რატომ არ მიჯერებ?-ხმა გაიმკაცრა,მაგრამ სახეზე მაინც მეფერებოდა, ჩუმად ჩურჩულებდა. მისი ხმა, თითები, სიტყვები მოქმედებდა ჩემზე და მსიამოვნებდა.
-შენ საიდან იცნობ ნიკას?-ვკითხე ის,რაც დიდი ხანი მაიტერესებდა.
-დემეტრე და მე ვმეგობრობთ. შესაბამისად, მასთანაც მქონია შეხება.-თმები ყურს უკან გადამიწია და ძალიან,ძალიან მომიახლოვდა. თავისუფლად ვგრძნობდი მის სუნთქვასა და პულსაციას.-შენი ცრემლების გამო მოხვდება,წინასწარ იცოდე. მერე ისტერიკები რომ არ გამიმართო!-ოდნავ გაეღიმა. რა საყვარელია,როდესაც იღიმის და კიდევ ასმაგად უკეთესი ხდება,როდესაც ხმამაღლა გადაიარხარებს. უხდება ეს წვერი,ეს თვალები ხომ ზედ აკვდება და მერე სიგარეტი... მის თლილ, გრძელსა და ნატიფ თითებში მოქცეული ისეთი სასიამოვნო სანახავია,პირდაპირ დადნები ამის შემხედვარე. შემდეგ ტუჩებთან რომ მიიტანს, წამით გაიფიქრებ, სიგარეტის ადგილას,ნეტავ, მე მამყოფაო.
-არ გინდა, თავი დაანებე.-მის თითებს მოვკიდე ხელები და ნაზად მოვეფერე. არ ვიცი,რატომ. ასე მომინდა. თან,როცა ვნერვიულობ რამეს ვაწვალებ და ამჯერად,ეს ანდროს თითები აღმოჩნდა. მის არათითზე მოქცეულ ვერცხლისფერ ბეჭედს დავუწყე წვალება.-ნამდვილი იდოტია. აღარ დამირეკავს.
-ჰო,აბა, დავიჯერე.-გაიღმა და მარჯვენა, თავისუფალი ხელით ლოყაზე მომეფერა.-მითხარი,რომ აღარ გიყვარს.-ხრინწიანი ხმით წარმოსთქვა და ლოყაზე ფერება განაგრძო.
-აღარ მიყვარს.-ვუთხარი,თან მეც ვეფერებოდი,ოღოდ თითებზე. ნაზად გაითავისუფლა ხელი, ამჯერად თვითონ მოიქცია ჩემი თითები მისაში და ნაზად მაკოცა იქვე. ორივე ხელი დამიკოცნა.
-თუ გინდა, ანას უთხარი, მოვიდეს?-უეცრად მითხრა და მის კითხვაზე გამეღიმა. ანა როცა გაიგებს,ანდრომ ახსენა, სიხარულისგან ხტუნვას დაიწყებს. მას რაღა გაუძლებს აწი!
-ქვევით დევს მობილური..-უხერხულად ვანიშნე მის ქვეშ უპატრონოდ მიგდებულ ტელეფონზე. ცალი ხელით აიღო,მეორეთი ისევ ჩემი ორივე ხელი ეკავა. რომ არ მომაწოდა ისე, თვითონ შევიდა ნომრების სიაში და ჩემკენ გამოაბრუნა:-„ანუშკებით“ რომ გიწერია,ისაა?-დასტურის შემდეგ სიცილი-სიცილით დარეკა და ყურთან მიიდო. დაწმუნებული ვარ, მის კატასავით ჩხავილს მეც გავიგებ.
-მონიკა ბელუჩის ვესაუბრები?-ანას რეპლიკაზე გულიანად გამეცინა,თან ანდროს გაკვირვებული მზერაც ხელს მიწყობდა.
-მონიკამდე ვერ გავქაჩავ,ჯერჯერობით.-ანდრომ სიცილნარევი ხმით უპასუხა.
-ვის ვესაუბრები,უკაცრავად?-გაიკვირვა მან. როგორ ვერ იცნო, მოვკლავ!
-ანდროს,-მშვიდად უპასუხა და თითებზე კოცნაც მოასწრო. მესიამოვნა.
-ანდროს? მარიამს დაემართა რამე?-ანამ წამოიყვირა.
-არა, რა დაემართებოდა. თვალის ჩინივით ვუფრთხილდები,-ღიმილით შეეპასუხა და ახლა ანამ ნამდვილად დაიწყო ხარხარი.
-მიხარია,რომ უფრთხილდები.-მივხვდი,რომ ანას გულში ნიკას ადგილი უკვე სხვამ დაიკავა.
-შეგიძლია მოხვიდე? შენს მეგობარს გულწრფელი საუბრები სჭირდება.
-მოვქრივარ.-იყო მისი პასუხი. ანდრომ ტელეფონი გვერდით დადო და ისევ მე მომიბრუნდა.
-ელენესთან ხომ არ გისაუბრია?-უეცრად მკითხა და დავიბენი. ავწრიალდი,შემდეგ კი ვუპასუხე არა-მეთქი.-რაღაც უცნაურად იქცევა. შეყვარებული ჰყავს უეჭველი,-გაბრაზებული ხმით უკმაყოფილოდ ამოილაპარაკა და თან სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან.
-მერე,რა?-ვკითხე თუ არა ისეთი თვალებით შემომხედა, ვიფიქრე ისევ თავიდან დამაწყებინებს ტირილს-თქო.
-ელენიკო ბავშვია. გამოცები უნდა ჩააბაროს და არა ვირაც ნაბი/ჭვარმა გული ატკინოს.-ოდნავ მეხამუშა მისი სიტყვები. ჩემი ბრალი იყო ყველაფერი თავიდან ბოლომდე.
-ასე რატომ ბრაზდები,იქნებ სულ არ ჰყავს შეყვარებული.
-ხუთი თითივით ვიცნობ. გამჭვირვალე თვალები აქვს და თქმის გარეშეც შემიძლია მივხვდე,რაც სჭირს.-სიგარეტს მოუკიდა.-გავიდე?-მკითხა. მე უარისგან თავი გავაქნიე. როგორც უკვე ვთქვი,ერთი დიდი ნეტარება იყო ანდროს ყურება სიგარეტით ხელში.
-ცოტა მკაცრი ხომ არ ხარ? -ჩემს კითხვაზე ირონიულად გაიცინა.
-მკაცრი არა, მზრუნველი. მის ასაკში შეყვარებული მხოლოდ გასართობად მყავდა.
-საზიზღარი ყოფილხარ!-დაუფარავად შევაგებე კომპლიმენტი.
-ვიცი,-თვალი ჩამიკრა.-სამაგიეროდ ახლა ვარ საყვარელი.
-ვინ გითხრა ეგ?-„გავიკვირვე“.
-რა,არა?-ცალი წარბი აწია.-ვგიჟდები,როცა იმორცხვები. აი ჭკუას მაკარგვინებ მაშინ.-ჩემკენ გადმოიხარა და კისერზე ხმაურიანად მაკოცა. შემდეგ ლოყაზე და ბოლოს, შემეკითხა:-შეიძლება?-თავი მსუბუქად დავუქიე. ასეთი ანდრო მომწონდა მე. თავაზიანი და საყვარელი. ჩემგან ნებართვის შემდეგ ტუჩებზე შემეხო. ნაზად, სასიამოვნოდ მკოცნიდა. ხოლო როდესაც კოცნაზე კოცნით ვუპასუხე, აფთარივით დამაცხრა.
ნელა მომშორდა და თვალებში ჩამაშტერდა. ორივე თვალი დამიკოცნა. თითებით კეფაზე მოვეფერე და ჩუმად ვუთხარი:-ცუდად არ მომექცე,რა...-უფრო ძლიერად მიმიხუტა. ასე ვიქნებოდით კარგა ხანი, ოთახის კარები ანას რომ არ შემოეღო.
-რა საყვარლები ხართ. ვგიჟდები თქვენზე.-კარგი ძმაკაცივით დაჯდა დივანზე და ანდროს ცერებით მოუწონა საქციელი. მე ფრთხილად მოვშორდი მას და ანას წარბაწევით შევხედე. ანდრომ ანას ხელი გაუწოდა, შემდეგ კი ნაზად ეამბორა თითებზე.
-სასიამოვნოა შენი გაცნობა, ანუშკები.-თვალი ჩაუკრა,-ქალბატონებო,-სასაცილოდ გააკეთა რევერანსი და კარი გაიხურა.
-ვაიმე,-ანამ შოკირებული მზერა მესროლა.-ოფიციალურად შემიყვარდა!



V
თვე გავიდა. სექტემბერი მიიწურა.
ოქტომბრის საწყისი დღეები იყო,როდესაც პირველად განვიცადე გრძნობა,რომელსაც ერქვა შიში.
გულის შემაწუხებელი,ამაზრზენი გრძნობა,რომელიც ასეთი სიმძაფრით არასოდეს მიგვრძნია.
უნივერსიტეტის ეზოდან გამოვდიოდი. დავითი და თამაზი იქვე მელოდებოდნენ და ის იყო უნდა ჩავმჯდარიყავი,გასროლის ხმა რომ გაისმა.
უნივერსიტეტის წინ. ყველას თვალწინ ჩაიკეცა ორივე.
ხელები პირზე ავიფარე, ხმას ვერ ვიღებდი, მხოლოდ ცრემლები ჩამოდიოდა თვალებიდან,მაგრამ სანამ ხალხის ჯგრო აზრზე მოვიდოდა და დაშავებულის დასახმარებლად გაიწევდა,ვიღაცამ პირზე ამაფარა ხელი და მეც მის მკლავებში ჩავესვენე.
ახლაც მიჭირის იმ დღის გახსენება.
როდესაც გავიღვიძე,ჯერ კიდევ ვერ მივხვდი რა ხდებოდა. ავტომობილი სადღაც მიჯაყჯაყებდა,სავარაუდოდ ცუდი გზა უნდა ყოფილიყო. დამტვრეულ ასფალტზე საბურავების მიხეთქებისას ჩემი სხეული უღმერთოდ იწეოდა და ვიღაცას ეჯახებოდა. მივხვდი,საბარგულში ვიწექი. შუბლიდან სისხლი ჟონავდა,ეტყობა ძაგძაგისგან რაღაცას მივარტყი თავი,თორემ მაშინ ჩემთვის თითიც არ დაუაკრებიათ,თუ არ ჩავთვლით იმას,რომ გონება დამაკარგვინეს.
გვერდულად გადაწოლილი ვიყავი და ვგრძნობდი როგორ მეხებოდა ვიღაცის სხეული ტანზე. შიშისგან გახედვაც ვერ გავბედე,მაგრამ, როდესაც ამაზრზენი გახდა ის სუნი,რაც ტრიალებდა გარშემო და შეხება,რომელიც არც თუ სასიამოვნო იყო, გავბედე და ძლივს გადავბობღდი საპირისპირო მხარეს.
ღმერთო,ჩემო!
ხელები პირზე ავიფარე და უკან-უკან დავიწყე სიარული. იქ მიცვალებული იწვა..
მკვდარი ადამიანი,თვალებგახელილი.
ჯერ კიდევ ახალი დაწყებული ჰქონდა ლპობის პროცესი. შუახნის მამაკაცის ლეშს სავსებით ლოგიკურად მკვდრისფერი ედო და კომფორტულად გაწოლილიყო საბარგულზე.
ვტიროდი,ვიცრემლებოდი და ხმას ვერ ვიღებდი. კუთხეში ვიყავი მიყუჟული და მანქანის ძაგძაგისას სხეულზე მედებოდა მისი ფეხები და ხან ჩემკენ გადმოტრიალებოდა და ხანაც პირიქით,მე მისკენ.
გულის რევის შეგრძნება ისე გამიმძაფრდა,რომ არ გაჩერებულიყო მკვდარს თავზე დავარწყევდი,მაგრამ ჩემდა საბედნიეროდ ავტომობილი გაჩერდა და საბარგულის თავთან მომესმა ორი ადამიანის საუბრი.
-რა ვუყოთ ახლა ამას?-იკითხა ვიღაცამ.-ის ნაბო/ზარი დაგვიმარხავს,კარგი,მაგრამ გოგო?
-გოგოს ხომ იცი არაფერი უნდა მოუვიდეს,სანამ ჩამოვა. მერე შეამოწმებს და თუ მოეწონა წაიყვანს.-გამოეპასუხა ვიღაც,სავარაუდოდ გვერდით მდგომი.
-კარგი გოგოა, საცოდავი.-დანანებით ჩაილაპარაკა პირველმა. თვალები დავხუჭე,როდესაც საბარგულს კარი ახადეს. მზის სხივებმა თვალი მომჭრა. ცოტაა ხანი დამჭირდა შესაგუებლად.
ორივენი მამაკაცები იყვნენ,არც ისე ხნიერნი. პირველმა,ანუ მელოტმა მაჯაზე მომკიდა ხელი და საბარგულიდან გადმომათრია. არც ისე უხეშად,უნდა ვაღიარო. ჩემს მიცვალებულს საბოლოოდ გავხედე და მისი გახელილი თვალების დანახვისას კიდევ უფრო მეტად ვუმატე ტირილს.რა ადამიანობა იყო, მიცვალებულთან ერთად რომ ჩამსვევს? რა უღმერთობაა,ღმერთო!
-რა გინდათ,თავი დამანებეთ! მიპოვიან და პასუხს გაგებინებენ!-უშედეგოგდ ვიმუქრებოდი,მაგრამ მათ პასუხი არ გამცეს და სადღაც შენობაში შემათრიეს. ბათქაშჩამოცვენილი,ბეტონის ძველი შენობა იყო. გარშემო კაცის ჭაჭანება არ შეიმჩნეოდა. ერთ პატარა ოთახში ერთი სკამი და პატარა მაგიდა იდგა. როგორც კი შევედით, მელოტმა სკამზე დამსვა და ხელფეხის შეკვრა დამიწყო. გავუძალიანდი,ვიწყევლებოდი,ვყვიროდი დასახმარებლად,მაგრამ ამაოდ. სულ ტყუილად.
რანაირი ადამიანები იყვნენ, ან რანაირად მომიტაცეს? დღისით,მზისით, ყველას თვალწინ.
ნეტავ დავითი და თამაზი როგორ არიან? ჩემ გამო იაზარალეს,იქნებ მოკვდნენ უკვე? არა. არ მინდა ამის დაჯერება.
ანდრო...
მეძებს?
იქნებ მადანაშაულებს?
იქნებ ფეხებზე ჰკიდია?
არა. დარწმუნებული ვარ ჭკუდიან შეიშლებოდა. გინებასა და ყვირილს დაიწყებდა. ყველაფერს დალეწავდა.
ანდრო,როგორ მინდა აქ იყო...
....
საათია ხელფეხშეკრული ვგდივარ სკამზე.
არც ერთი არ შემოსულა. რკინის ჟანგიანი კარები ჩამიკეტეს და დამიბარეს,შიმშილით არ მოგკლავთ,რამეს მოგიტანთო. გამტაცებლების თაობაზე ფუფუნებაში ვყავდით. არც ერთი შემხებია ხელით,არც ზემდეტი ირონია ან ქილიკა.
-არის მანდ ვინმე?-მთელი ხმით დავიყვირე.-ტუალეტში მინდა!-პატარა ბავშვივით წარმოვსთქი,თუმცა მათ კარი გამოაღეს. მელოტის ნაცვლად ამჯერად მეორე იყო. შავგრემანი. უსიტყვოდ მოვიდა და ფეხები შემიხსნა,ხელები არა. წამომაყენა და მკლავზე მომხვია თავისი ტორი,ისე გამიყვანა გარეთ და სოფლის ტუალეტები რომაა,ზუსტად ისეთთან დამაყენა.
-ხელებს არ გამიხსნი?-ნაწყენივით ჩავილაპარაკე. დიდი იმედი მქონდა,როგორც ფილმებში ისე მოვიქცეოდი. პატარა ფანჯრიდან გავიპარებოდი და ესეც შენი ბენდიერი დასასრული,მაგრამ ნურას უკაცრავად. იმ ტვალეტიდან ნადმვილად ვერ გავიქცეოდი!
ხელები როგორც კი გამიხსნა,გამაფრთხილებელი მზერა მესროლა. მეც მორჩილად დავუქნიე თავი და ის იყო უნდა შევსულიყავი, ფეხებშორის რომ ამოვარტყი და შემდეგ მუცელშიც ვუთავაზე ერთი. ტკივილისგან დაიწკუმუტუნა და დაიყვირა,გარბის ეს ძუკნაო,მაგრამ მე უკვე ტყეში შევედი და იქიდან წამით დავინახე როგორ წამოდგა და ტელეფონი მოიმარჯვა ხელში.გამიმართლა,მელოტი რომ არ იყო იქ,თორემ ნამდვილად დავიღუპებოდი.
მერე აღარ მომიხედავს. ხეებისაკენ გავწიე და სადღაც ტყე-ღრეში დავეხეტებოდი. ისეთი სისწრაფით მივრბოდი,საკუთარი თავის მიკვირდა.
ბოლოს აქოშინებული შევრჩერდი და ხმელი ფოთლების ფარჩას დავაჯექი. ფანრის გამონათება დავლანდე.
ღმერთო ნამდვილად დავიღუპე-მეთქი, გავიფიქრე და ისევ გავაგრძელე სვლა,მაგრამ ფანრის შუქი უფრო და უფრო მიახლოვდებოდა.
შემდეგ საერთოდ ვეღარ ვხედავდი რა ხდებოდა. გზა დავინახე ჩემ ქვემოთ. გახარებული ნაბიჯის გადადგმას ვაპირებდი,ფეხი ამისხლტა და ბოლოს რაც მახსოვს ეს მანქანის გაბმული სიგნალი და ჩემი უგონო სხეული იყო ასფალტზე.
...
-ექიმო,კარგადაა?
-არა,მაგრამ იქნება.
...
-უკეთაა?
-ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ,რაც შეგვეძლო. ახლა მასზეა დამოკიდებული.
...
-უკვე სამი დღე გავიდა,რატომ არ იღვიძებს?
...
აპარატის წრიპინი. ნემსები ჩემს მკლავზე.
საავადმყოფოს სუნი და სავარძელზე მძინარე ანდრო.
ეს იყო,რაც პირველად დავინახე.
ანდროს დანახვისას მივხვდი,რომ ყველაფერი კარგად იყო.
ოთახი მოვათვალიერე თუ არა,თავი ამტკივდა და ამოვიკვნესე.
-მარიამ? - ნამძინარევი ხმით იკითხა ანდრომ. დარეტიანებული წამოიჭრა ფეხზე.-მადლობა ღმერთს!
-რა მოხდა?-ძლივს ვიკითხე.
-მოიცა,ექიმს დავუძახებ და მერე იჭორავე რამდენიც გინდა.-უკმაყოფილოდ თქვა და გავიდა. რატომ იყო გაბრაზებული?
ყოველთვის ჩემზე რატომ ბრაზობს? მნიშვნელობა არ აქვს,მართალი ვარ,მტყუანი ვარ,კარგად თუ ცუდად ვარ,მაინც ჩემი ბრალია და მე მეჩხუბება. რატომ? თვალები ამიცრემლიანდა,როდესაც გამახსენდა,რაც გადავიტანე.
გამტაცებლებზე მეტად ის გვამი. ის გახრწნილი სხეული და გულისამრევი ლეშის სუნი. კინაღამ იქვე ვარწყიე,მაგრამ ექიმი შემოვიდა და დავწყნარდი.
-გამარჯობა,-თბილად გამიღიმა ჭაღარათმიანმა ქალმა,-მე ექიმი ლალი გახლავარ. როგორ გრძნობ თავს?
-ნაცემივით.-სრული გულწფელობით ვუპასუხე. გაეცინა.
-ნორმალურია,-წვეთოვანი შეასწორა და შემდეგ ზევიდან დამხედა.-ავარიაში მოყევით და ოპერაცია დაგჭირდათ. მძიმე შემთხვევა არ ყოფილა. ფეხისა და მარჯვენა ხელის მოტეხილობა გაქვთ,მაგრამ საშიში არაფერია. სტრესის გამო იყავით სამი დღე გათიშული.
-ანდრო სად წავიდა?-ძლივს ამოვიხავლე.
-შენი მეგობრები გარეთ გელოდებიან. მხოლოდ ერთს შემოვუშვებ,არ მინდა გადაიღალო.
-დემეტრე შემოუშვით.-ჩემი ძმა მენატრებოდა. ისედაც იშვიათად ვხედავდი,ამიტომ ახლა მასთან ყოფნაზე მეტად არაფერი მჭირდებოდა.
პალატაში დემეტრე თავჩაქინდრული შემოვიდა. მივხვდი,საკუთარ თავს ადანაშაულებდა მომხდარში. მის შემხედვარე სუსტად გამეღიმა.
-კარგად ხარ,მარ?-სავარძელზე ჩამოჯდა და ჩემკენ მოიწია. თითებზე მაკოცა,შემდეგ კი საკუთარი ხელი მომიჭირა.
-რა ხდება,დემე?-ნამტირალევი ხმა მქონდა.-რატომ დამემართა ასეთი რაღაცა?
-მაპატიე,-აწყლიანებული თვალებით შემომხედა. მის მზერას ვერ გავუძელი და ერთ წერტილს გავუშტერე მზერა.-წყეული გამოძიების გამოა ეს ყველაფერი.
-რა გამოძიება,მე რა შუაში ვარ?
-ახლა ამის დროა არაა,ხო?-ისევ მაკოცა,ამჯერად ლოყაზე.-შენ ის მითხარი რამე დაგიშავეს?
-არა. არაფერი. არც კი შემხებიან.-დავამშიდე.-ვინ იყვნენ?
-გამოს/ირებული თემურ გიგანის ხალხი.-პირველად გავიგე მისი სახელი.
-ეს ვინ ჯანდაბაა?
-მარ,მოისვენე ახლა. რატომ წკმუტუნებ, ისედაც ცუდად ხარ.-წამოდგა და შუბლზე მაკოცა.-ანამ იეჭვიანა, მე რომ დამიძახე. რა გაუძლებს ახლა მაგას.
-აქ არიან?
-ყველა.
-ისიც?-ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე. უბრალოდ მაინტერესებდა იყო თუ არა.
-ანდრომ არ შემოუშვა.
-და აღარ მოსულა?
-ანას შეხვდა ერთხელ.-კედელს მიეყრდო ჩემი ძმა.-ვეჩხუბე მაგის გამო და გაბუტულია ჩემზე.
-რატომ ეჩხუბე?-გავწყრი.-უწინდებურად უყვარს,ხო იცი.
-მაგის გამო ზუსტად.-ხმას აუწია.-ეგეთ გამოყ/ლევებულებს რომ აფასებს,მაგიტომაცაა კარგ დღეში მერე.
-ეგრე უთხარი?
-ხო და იტირა.-თავი ჩახარა.
-მაინცდმაინც ახლა რომ არ გეჩხუბა,არა? ისედაც ცუდად იქნებოდა.
-ცუდად რომ ვიყავით ორივე, მაგიტომ ვეჩხუბეთ ერთმანეთს,მარ. კარგი,მაგას შემოვირიგებ როგორმე.
-ამჯერად გაგიჭირდება,-გასვლისას მივაძახე. გავიგონე როგორ გაიცინა და შემდეგ ქუთუთოების ერთმანეთს ძლიერად დავაჭირე და ისევ დავიძინე.

გაღვიძებისას უფრო კარგად გავაანალიზე,რაც ხდებოდა. გამახსენდა ყოველი დეტალი და უარესად ავნერვიულდი. როდესაც თვალები გავახილე ანდრო ისევ სავარძელზე იჯდა და საავადმყოფოს ჟურნალებს უინტერესოდ ათვალიერებდა. გამომხედა, წარბები ამიწია და სავარძელი ჩემს ლოგინთან მოაჩოჩა. - როგორ ხარ? - დაბალ ხმაზე მკითხა. ჟურნალი იქვე ტუმბოზე ჩამოდო და იდაყვით სავარძლის კიდეს დაეყრდნო. ვიგრძენი,რომ მძიმე საუბარი მელოდა.
-არა მიშავს,-შედარებით უკეთესი ხმა მქონდა.-თამაზი და დავითი სად არიან?-ჩემი დაცვის ბიჭები გამახსენდა და თვალები ამიცრემლიანდა.
-გუშინ გაწერეს ორივე. კარგად არიან,ნუ ღელავ.
-კარგია...მიხარია.-გაღიმებულმა მივუგე. ანდროს თხელი ნაცრისფერი მაისური ეცვა. ოდნავი წვერი უხდებოდა,მის თვალებს უფრო მკაფიოს ხდიდა. ღამენათევი იყო,ეტყობოდა. ალბათ მთელი ეს დღეები აქ გაატარა.
-არაფერს მეტყვი?-ვკითხე,როდესაც უაზრო სიჩუმე ჩამოვარდა.
-არ ვიცი. მაქვს რამე სათქმელი?-თავი დახარა.
-მეჩვენება თუ თავს იდანაშაულებ,ანდრო?-უკმაყოფილოდ ამოილაპარაკე. ჭკუიდან მშლიდა ასეთ მოწყენილს რომ ვხედავდი. მერჩივნა ისევ გაბრაზებული ყოფილიყო და არა ასე.
-გამო/....ვებული რომ ვარ,მაგის ბრალია ყველაფერი.
-უკაცრავად?-აღელვებისგან გავიმოძრავე და ახლა აღმოვაჩინე,ხელი თაბაშირში მქონდა თურმე.
-ნუ ხვანცალებ,-გაიცინა მან.-და სხვათა შორის, ანა უნდა შემოვიდეს ცოტა ხანში,გირჩევ,ფსიქოლოგიურად მოემზადო.
-რატომ?
-ნიკას გამო, იცი როგორ გამიტ/რაკა საქმე?-გახსენებაზე ხარხარი აუტყდა. მის შემხედვარე მეც გამეცინა და ნიკას ხსენებაზე არანარი რეაქცია არ მქონია.-ისედაც აღრენილები ვიყავით ყველა და წარმოიდგინე,იმდენი იწიკვინა,ბოლოს გიორგიმ გაიყვანა. ხუმრობის გარეშე, ისტერიკები ჰქონდა სერიოზული.
-ნიკა ისევ უყვარს,-სუსტად გავიღიმე.-ვერ ელევა. ასეთია,თუ შეიყვარა ვინმე სამუდამოდ ეყვარება, რაც არ უნდა მოხდეს.
-არ მელაპარაკება,-სერიოზული სახე მიიღო.-დედას გეფიცები,სერიოზულად. ნაწყენია ძალიან.
-ყველა ანას რატომ ეჩხუბებოდით?-გავბრაზდი,-გიორგი სად ჯანდაბაში იყო?
-მასთან იყო,არ შორდებოდა.
-ანდრო,-ოდნან წამოვიწიე. ბალიში ზურგს უკან გამისწორა და შემომხედა,რა იყოო.-თემურ გიგანი ვინაა?-დავინახე,როგორ შეეცვალა მზერა.
-ერთი გამოს/ირებული ბარიგა.
-მერე,მე რა?
-შენ რა და ლამაზი გოგოები იზიდავს. მერე ფულით ყიდულობს,საკუთარ საბ/ოზეთში ამუშავებს და ასე.
-მე საიდან მიცნობს?-ასმაგად დავიბენი.
-მთელი პოლიცია მაგის დაჭერას ვცდილობთ. მე და დემეს კარგად გვიცნობს. იმდენჯერ დავადექით თავზე,მაგრამ ვერაფერი ვუპოვეთ. ორგანოებით ვაჭრობა, ტრეფიკინგი და ათას დედისტ/ყვნას აკეთებს. მერე დამუქრებები დაიწყო,-სიგარეტისკენ წაიღო ხელი,მაგრამ ისევ თავის ადგილას დააბრუნა.-მე ელენიკოთი,დემეს შენით. ამიტომ იყავი ჩვენთან ეს დღეები. სახლში ყველამ იცის. დემე ისეთთან ვერავისთან წაგიყვანდა,სადაც არ ეცოდინებოდათ თუ რამხელაა საფრთხე.
-რატომ ვერ იჭერთ?-იმის გაანალიზებაზე,რომ მე ვიღაც თემურ გიგანი დამსდევდა გავცოფდი.
-ყველაფერს სუფთად აკეთებს და იმიტომ. ნამდვილი გამო...
-კარგი,რა დღეში ხარ?-გავაწყვეტინე.
-კარგი,ხო.-სიცილ-სიცილით მომიახლოვდა და შუბლზე მაკოცა.-ასე აღარ მანერვიულო,თორემ თმებით გითრევ.-წარბები ამიწია და მივხვდი,სპეციალურად მითხრა.
რამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ,რაც ასე პირველად დამემუქრა. როგორ ჩამტენა მაშინ ავტომობილში და საერთოდ როგორ გავიცანით ერთმანეთი.
გასვლას აპირებდა,მაგრამ შეჩერდა,ჩემკენ მობრუნდა.-ვინც დაგეჯახა ის ახალგაზრდა გოგოა და სარჩელი არ შეუტანო,რა. დაკითხვაზე რომ შემოვლენ უთხარი,რომ შენი უყურადღებობის გამო მოხდა.
რა თქმა უნდა,ასეც მოვიქეცი. სპეციალურად ნამდვილად არ დამჯახებია,უბრალოდ მე აღმოვჩნდი არასწორ დროს არასწორდ ადგილას. როგორც კი დაკითხვის ოქმი შეადგინეს,მას შემდეგ დამადგნენ სულ ყველა ერთად. ანანო იცრემლებოდა, ნატო და ზურა ხომ მთლად გაგიჟებულები იყვნენ. ელენიკო ბუშტებით და ტორტით შემოვიდა,რაზეც სიცილი დავიწყე და კინაღამ ნაკერებიც გამეხსნდა.
დემეს და ანდროს როდესაც მოვუყევი,საბარგულში ვიღაცის გვამთან ერთად რომ მეძინა,ჭკუიდან გადავიდნენ. უღმერთოდ იგინებოდნენ ერთმანეთში და წამით მეგონა,რომ ჩემი იქ ყოფნა დაავიწყდათ კიდეც.
გიორგი ცუდ ხასიათზე იყო. ხანდახან გააპარებდა მზერას ელენიკოსკენ და შემდეგ თავს გააქნევდა. უეჭველი რაღაც მოხდა,თორემ ეს ცოცხალი თავით არ იქნებოდა დაბღვერილი. ანა დემეტრეს და ანდროს ყურადღებას არ აქცევდა და ხმას თითქმის არ იღებდა. ძირითადად, ყოველთვის ლაპარაკის ხასიათზეა,ენას არ აჩერებს,თუმცა ამჯერად მართლა ნაწყენი იყო. ეტყობა ძალიან გაუბრაზდნენ. მარტო ვერ დავითრიე,თორემ ავახსნევინებდი ყველაფერს.
დავითმა და თამაზმაც მინახულეს. ათასი ბოდიშებითა და ტკბილეულებით შემოცვივდნენ ჩემთან. გულწრფელად შემტკოდა მათ გამო გული. თამაზს მუცელზე ჰქონდა ვებერთელა იარა,დავითს კი მხარზე.
მეორე დღეს,როდესაც უკვე კარგად ვიყავი და ცალი ყავარჯნით სიარულიც შემეძლო,ანა შემოლასლასდა ჩემთან და დამიმარტოხელა.
-მარიკუზ,რას შვრები?-მხიარული ტონით მომმართა,მაგრამ მივხვდი, ყალბი იყო.
-გისმენ,ანა.-ზურგს უკან ბალიშის გასწორებაში დამეხმარა და შემდეგ ცალი წარბი ავუწიე ნიშნად იმისა,რომ მოყოლა დაეწყო.
-ანდრო გადამიყვარდა,-სიცილი წასკდა საკუთარ სიტყვებზე.-ღმერთო!-ხელები აღაპრო ცაში.
-ანა,სერიოზულად. ნიკა ნახე?
-ვნახე რას ქვია,ჩავეხუტე კიდეც!-სიამაყით განაცხადა.-დამირეკა,იცი რანაირი ხმა ჰქონდა? აი განადგურებული. დემესთვის არ მითქვამს,რა საჭირო იყო? ისედაც წინა დღეს ანდრომ ისეთები ჩაუტარა. ძლივს გააშველეს,თორემ შემოაკვდებოდა. გაცოფებული,ანერვიულებული იყო და მთელი ჯავრი ნიკაზე იყარა. მერე ჩემზე,-სახე მოეღრიცა.-ჰო,მერე ჩავედი ქვევით,იქ მელოდებოდა. ისეთი სახე ჰქონდა...-ცრემლი მოერია.-დედას გეფიცები,ასეთი არასდროს მინახავს. დასისხლიანებული თვალებით მიყურებდა და როცა დამინახა,მაშინვე ჩავეხუტეთ ერთმანეთს.-ისე იცრემლებოდა მეც კი მომინდა ტირილი. საერთოდ,ანა ასეთი ემოციურია მხოლოდ ჩემთან.-მას რომ რამე მოუვიდეს,მოვკვდებიო.
-კაი,-გავიიცნე მე.-უთხარი,რომ კარგად ვარ?
-რა თქმა უნდა. ახლახანს ველაპარაკე-ჩუმად მითხრა,-იმ ორ ნაგიჟარს არ უთხრა,თორემ ცემასაც დამიპირებენ.
-ოჰ,კარგი ახლა! გააგრძელე,მიდი.-აჟიტირებულმა ანა დავაჩქარე. საოცრება იყო ჩვენი ჭორაობა ყოველთვის.
-ჰო,მერე. ნიკა მოთენთილი იყო,ამიტომ არ დაუბრუნა ხელი შენს ბიჭს,თორემ,ხო იცი, კარატეს ერთ ილეთს ჩაუტარებდა და მერე შენც გაიგონებდი ანდროს ბღავილს.-გაბრაზებულმა გადაიჯვარედინა გულ-მკერდზე ხელები და მომაჩერდა. არა,ანდროზე ნამდვილად გაცოფებული იყო.
-ანდრო მშვენივრად ჩხუბობს.-ჩავურთე.
-ვიცი,ჰო. დავინახე.-აღიარა მან.-ჰოდა,ეს რომ ცემა,მერე ნიკა ტაქსამდე მივიყვანეთ მე და გიომ და სახლში წავიდა. გიორგი გზაში მეუბნებოდა,ხმა არ ამოიღო,თორემ დაგახრჩობო,მაგრამ მაგას ვინ დაუჯერა? ანდროს მივვარდი და ძალით გამოვათრიე მოშორებით,მაინც დედამისი მანდ იყო და მომერიდა.
-მერე,მერე?
-განახა რა სახე ჰქონდა,როცა ვლანძღავდი.-სიცილი დაიწყო,-ვინ მოგცა უფლება-მეთქი,მასაც ისეთივე უფლება აქვს აქ ყოფნის,როგორიც შენ-მეთქი და ათასი ასეთი რაღაცები და იცი რა მითხრა?
-რა? სული ნუ ამომხადე,ანა.
-შენ რანაირი მეგობარი ხარო.
-რაო?-წარბები შევჭმუხნე და მეც არანაკლებ გავბრაზდი ანდროზე.
-რაც მარიამს გაუკეთა მაგის მერე,ეგ როგორ გიყვარსო? როგორ იცავო? ჭკუიდან არ გადამიყვანოო,ანა. მე ვუთხარი,როდესაც ცუდად ვიყავი,ყოველთვის ჩემ გვერდით იყო და ამას არასოდეს დავუვიწყებ-მეთქი. ირონიულად გაიცინა,კედელს მიეყრდნო და ისე მითხრა: მარიამი ეგეთ დედამოტ/ყნულებს არ იმსახურებსო.
-ეს ბოლო მართალია!-ცალი ხელი ავწიე მე. მეორეს ისედაც ვერ ავწევდი.-გეწყინა,ხო?
-მეწყინა. მან საერთოდ არ იცის, მე როგორი მეგობარი ვარ. ჩვენი მეგობრობა ნიკას შეყვარებით ხომ არ განისაზღვრება,მარ?
-რა თქმა უნდა,არა,ანა. აღელვებული იყო და მაგიტომ გითხრა ეგრე.
-არა,მასე ფიქრობს და ამიტომ მითხრა. ეს რა იყო,-გამოცოცხლდა უცებ.-შენმა ძმამ რომ ჩამიტარა!
-ვიცი,მითხრა.
-აღარასდროს დაველაპარაკები!-გადაჭრით თქვა მან და კარიც გაიღო. პალატაში ანდრო და დემე ერთმანეთის მიყოლებით შემოლაგდნენ. ანამ ხელები გადაიჯვარედინა და ჩემკენ იბრუნა პირი. მათ ყოფნას ყურადღებას არ აქცევდა.
-ანა,-დემეტრე მიუახლოვდა,თუმცა დარეტიანებულივით წამოხტა და კიდევ უფრო მოიწია.
-არ შემეხო!-ხმადაბლა დაუყვირა.
-მაპატიე,-უცებ მიაყარა დემემ. ანამ თითქოს ვერ გაიგო,არაფერი უპასუხა. ვხედავდი როგორ ევსებოდა თვალები ნელ-ნელა ცრემლებით. ანდრო კედელს მიეყრდნო და ამ სანახაობას უყურებდა. მის ემოციას ვერ მივხვდი.
-ბავშვობ,ახლა.-მიუხედავად წინააღმდეგობისა,დემეტრემ მაჯებზე მოკიდა ხელი და თავისკენ გამოსწია.-ისედაც იცი,როგორ მიყვარხარ. ისეთი რა გაწყენინე,რომ ვერ მპატიობ?-ისეთი საყვარელი ხმა ჰქონდა ჩემ ძმას,ვიფიქრე ავდგები და ჩავეხუტები-თქო.
-სულ მეჩხუბები,-ცრემლი გადმოუგორდა და მე თვალები დავხუჭე. არ შემეძლო ამის ყურება.-და ყოველთვის მიზეზი ნიკაა. რა გინდა? მხოლოდ იმიტომ,რომ შენ გინდა,მას ვერ გადავიყვარებ!
-როგორც გინდა,ან.-ჩუმად უპასუხა დემემ. ხელები სახეზე ჩამოუსვა.-შენ ჩემი პატარა დაიკო ხარ,ეს ხომ იცი? შემირიგდი,ახლა.-დემე მოეხვია. გულში ჩაიკრა ჩემი ანა. ხანდახან მგონია,რომ ანა უფროა მისი და,ვიდრე მე. ყოველთვის მას უფრო უფრთხილდება და ერთხელ მითხრა,ამას იმიტომ ვაკეთებ,რომ მას უფრო სჭირდებაო მიხედვა,რადგან ზემდეტად ენდობაო ადამიანებს.
როდესაც საბოლოოდ შერიგდნენ და ანას „აღარასდროს დაველაპარაკებიც“ ჯანდაბაში გადავისროლეთ,ანდროს ჯერი დადგა. ანამ მის გაღიმებულ სახეს გაბრაზებული შეაგება და ისევ საკუთარ ადგილას, სავარძელზე მოთავსდა. დემეს ტელეფონი ურეკვდა,ამიტომ გავიდა.
ანდრო ანას მოუახლოვდა და ზევიდან დააცქერა. - მე ცოდვა არ ვარ,ანუშკა?-საწყალი ხმით კითხა.
-აი,შენ მართლა არ გაპატიებ.-ხმა გაიმკაცრა.-მე რანაირი მეგობარი ვარ,ხო? და გაჩვენებ რანაირიც!
-ბოდიშს არ მოგიხდი. იმსახურებდი და მაგიტომაც გითხარი ეგრე.
-არც მჭირდება!
-გეყოფათ!-ჩავერიე.-ანდრო,რა გჭირს?
-კარგი,-დამეთანხმა.-ბოდიშს მოგიხდი,მხოლოდ იმის გამო,რომ შენს მეგობრობაში ეჭვი შევიტანე. სხვა დანარჩენი,აღიარე,სიმართლე იყო!
-შენი ბოდიში ტ...
-შენს ადგილას,მაგ წინადადებას არ დავასრულებდი.-გააწყვეტინა. ანამ მე გადმომხედა და მეც თავი დავუქნიე.
შემდეგ ანდრომ შუბლზე აკოცა და უთხრა, სისულელეებით თავი არ გამოიტენო და ჩემზე უკეთ არავინ იცის,შენ როგორი მეგობარიც ხარო.
წარმოიდგინეთ,რა დღეში იქნებოდა ანა მაგის მერე. ცოტა ხანი შოკირებული იჯდა,ამდენი ემოციისგან,მერე გადმომხედა და მაინც თავისებური ჩაურთო: - არა,მაინც ვერ შევიყვარებ! მარილი აკლია,რა!

მარილი არ ვიცი,მაგრამ ამ დღის შემდეგ, დემეტრემ სახლში დამაბრუნდა. ისედაც შევაწუხეთო დიდად,მაგრამ ნატომ თავი გაიტყავა,რა შეწუხება,მეორედ არ გაიმეოროთო. მშვიდად დავემშვიდობე ყველას საავადმყოფოშივე და დავუბარე,რომ ხშირად შემოვივლიდი. გაწერის დღეს ანდრო მოუცლელი იყო,ამიტომ არ მინახავს.
შუა ნოემბერი იყო,როდესაც ხელისა და ფეხის სახვევები მოვიხსენი.
სახლში გიო,ანანო და ანა მესტუმრნენ. -ბატონო გიორგი,როგორ მიდის შენი საქმეები?-ეშმაკურად წამოიწყო ანანომ.
-აუ,მარ,ელენიკოს რატომ დაყვება ოცდაათი კაცი სკოლაში?-აბუზღნდა,-მარტო ვერსად დავიჭირე.
-დიდი ანდროს ბრძანება იქნება,-ჩავურთე მე. ანდრო რამდენიმე კვირაა არ მინახავს. ბოლო შეხვედრის შემდეგ ორჯერ მინახულა სულ,ისიც უემოციოდ. არც მე მივსულვარ მათთან,გაბრაზებული ვიყავი და მაგიტომ.
-შენ არ აპირებ მათთან მისვლას?-ანამ ჩემკენ გამოიხედა.
-უნდა მივიდე,თორემ სირცხვილია.
-მეც წამიყვანე,-ხელი ასწია გიომ.
-გინდა,ელენიკო დავპატიჟო ჩემთან?
-ძმის გარეშე, კი.
-დღეს საღამოს ვესტუმრები და ვეტყვი,მოვიდეს.
-ჯიგარი ხარ,რა!
...

ბავშვები როგორც კი წავიდნენ,მე დიდი ხნის უნახავი ადგილსაკენ დავიძარი. იმ დღის შემდეგ,რაც ანდრომ ძალით მომიტაცა,მანდ არ ვყოფილვარ. ნაცნობი ადგილისა და სურნელის შეგრძნებისას სასიამოვნოდ დამიარა ჟრუანტელმა. მამა პეტრემ თვალი როცა მომკრა,ჯერ სიხარულისგან სახე გაებადრა,მაგრამ მერე საყვედურებით ამავსო.
-შვილო,ამდენი ხანი სად დაიკარგე?-მის თითებს ვეამბორე,თუმცა მან გულში ჩამიხუტა.
-თვითონაც არ ვიცი,მამაო.
-აბა,დაიწყე.
იმ დღიდან მოყოლებული ყველაფერი მოვუყევი,რაც სასულიერო პირს უნდა სცოდნოდა. შიგადაშიგ იღიმოდა,მერე თავს გააქნევდა,როდესაც ანდროს სიტყვებს სიტყვა-სიტყვით ვუყვებოდი. ხანდახან გულიანადაც იცინოდა.
როდესაც მოყოლა დავასრულე,პირველი რაც მითხრა ეს იყო: - გახსოვს,იმ დღეს აქ რომ იყავი,სიყვარული გსურდა. მე გითხარი,როდესაც ღმერთი საჭიროდ ჩათვლის,შენი დროც მოვა-მეთქი.-თავი დავუქნიე.-აი,ისიც,შვილო. ანდროა შენი სიყვარული.
ჩემი?
თვალი ავარიდე და სხვა მხარეს გავიხედე. -არ ვიცი.
-დაფიქრდი,-გამიღიმა.-დრო გაქვს.
-ვენდობი მას. რაღაცნარი ხასიათი აქვს. რთულია,ხადანხან კი ისეთი მარტივი.
-ყველა ინდივიდუალურია. რა კი შეგიყვარდა, ესე იგი მასში რაღაც განსაკუთრებულია.
-ფიქრობთ,რომ შემიყვარდა?
-გეტყობა,შვილო. - თავზე გადამისვა ხელი.-ანაც დაიკარგა შენსავით.
-მას ნამდვილად სჭირდება მოსვლა. მოვა,აუცილებლად.

დავემშვიდობე და გარეთ გამოვედი. ჩემი მანქანისკენ უნდა წავსულიყავი,ვიღაცამ მკლავზე რომ მომკიდა ხელი.
ანდრო იყო.
ორივემ გავიღიმეთ ერთმანეთის დანახვაზე. ახლადგაპარსული პირი უხდებოდა. თმაც გაზრდია და ისევ ისეთი თვალები ჰქონდა,როგორიც დავტოვე. გაბრაზება გადამავიწყდა..
-მომენატრე,-უცებ მითხრა და მიმიხუტა. ჩემს თმაში ჩაიკარგა,იქვე განაგრძო: - წამო ჩემთან.
-ისედაც თქვენთან მივდიოდი.-გავუღიმე და კისერთან ვაკოცე.
-მაინცდამაინც მონასტრის წინ მიპირებ გაშიშვლებას?-ხმადაბლა გაიცინა,თითებიდან მანქანის გასაღები ამაცალა და ჩემს ავტომობილში თვითონ მოთავსდა საჭესთან.
-რა წესია?-გავაპროტესტე,თუმცა მეც გვერდით მივუჯექი.
-შენი ტარების ყურება საცოდაობა იქნება.-ნიშნისმოგებით გამიღიმა,თან მანქანა დაძრა.-მოკლედ,რა. ამ მონასტრიდან შენი გზა ყოველთვის ჩემ სახლში მიდის.
-მართალია,-დავეთანხმე. მერე უცებ გამახსენდა ქალბატონი ჟანა და დაინტერესებულმა ვკითხე: -სახლში როცა მიმიყვანე,ბებიაშენმა გკითხა,ესააო ახალი რძალი,მაშინ რას გულისხმობდა?
-გულმა უგრძნო ალბათ.-სიცილით მომიბრუნდა. გაკვირვებისგან პირი დავაღე.
-ეს რას ნიშნავს?
-რაც გიპასუხე იმას ნიშნავს,მარიამ.
-რანაირი ხარ!-უკმაყოფილოდ ამოვიბურტყუნე.
-სხვადასხვანაირი.
-მეც მომენატრე.-უცებ წამომცდა. გაიღიმა,ცალი ხელი თავზე მოისვა.
-ჩემთან ხო დარჩები?
-რა სტატუსით?-წარბი ავწიე მე.
-ჯანდაბა! მაგიჟებ.-უეცრად მიაყარა ერთმანეთს,მანქანა გადააყენა და ჩემკენ გადმოიხარა.-ახლა ნამდვილად შეგიძლია გამაშიშვლო!

...
შემდეგ იყო დიდი ალიაქოთი. ნატო და ზურას უკმაყოფილო შეძახილები,რომ ნაწყენები იყვნენ. მიზეზები ჩამოვყარე,რომ არ მეცალა და ბლა,ბლა,ბლა,ათასი სისულელე. შემდეგ კი ისე გამიღიმეს... ისე დამხვდნენ.
ქალბატონი ჟანაც ხარხარებდა,ანდრო ისეთებს ყვებოდა. ელენიკოს ისევ უცნაურად უჭიკჭიკებდა თვალები,მეხვეოდა,მკოცნიდა. ანდრო გვერდით მეჯდა,როგორც წინად. ხელს გადმომხვევდა,გამიღიმებდა,ლოყაზე მაკოცებდა და...ასე. უსტატუსო იყო ჩვენი ურთიერთობა. მაგრამ დღესაც ვფიქრობ,რომ არ სჭირდებოდა სახელი. არ სჭირდებოდა არაფერი. ჩვენ უნდა ვყოფილიყავით კომფორტულად ერთმანეთთან და მორჩა.
შემდეგ დაიწყო დღეები,რომელიც იწყებოდა ანდროთი და მისითვე მთავრდებოდა. თუ მოიცლიდა ჩემთან იყო,თუ დაკავაბეული შეტყობინებებით ლექციაზე ყოფნისას ყურადღებას მიფანტავდა. ერთხელ ჩემ გამო სამსახურიც გააცდინა და მთელი მთაწმინდა ფეხით მომატარა,ასე უფრო უკეთესიაო.
ახალი წელი კარზე იყო მომდგარი. ყველა მზადებაში ვიყავით,რამდენიმე დღეში ახალი წელი დაიწყებდა ათვლას. აი,სწორედ მაშინ ვიჩხუბეთ.
გაიგო ყველაფერი.
გიორგიზე,ჩემზე,ელენიკოზე.
გიორგის აუხსნია. უთქვამს,ასე და ასე იყო,მაგრამ შემიყვარდაო.
რა თქმა უნდა, არ დაუჯერა. ჩემთან გამოქანდა გაავებული და შემოსვლისთანავე ყვირილს აპირებდა,პირი რომ მოკუმა და ჩემდა გასაოცრად,საოცრად მშვიდი ხმით მკითხა: - ასე რა ჯანდაბის გამო მოიქეცი?!
ხელი ჩავკიდე,სახლში შემოვიყვანე და დივანზე დავსვი. გვერდით მივუჯექი. - არ ვიცი. მაშინ საერთოდ არ ვიცი რაზე ვფიქრობდი.
-ჩემი დაა ელენიკო. შენც ხომ გიყვარს? მასაც ისე უყვარხარ... რატომ გაიმეტე?-უჩვეულოდ სევდიანი მეჩვენა იმ წამს.
-ცუდი განზრახვა არ...
-გაჩუმდი! საერთოდ არაფერი თქვა! - ხმას აუწია.
-მაპატიე...
-არა.
-შეუყვარდათ ერთმანეთი,ანდრო. რატომ არ გინდა ბედნიერი იყოს?
-შენი აზრით,არ მინდა?-ფეხზე წამოდგა. სიგარეტს მოუკიდა და ზევიდან დამაკვირდა.-ისედაც ერთად იქნებიან. უარს არ ვეტყვი,გესმის? გიორგი ვიცი როგორიცაა,შენ გგონია მასში მეპარება ეჭვი? ეს უბრალოდ შენ..-სახეზე ჩამოისვა ხელები.-იმ დღეებში ჩემზე ბრაზობდი,ამიტომ მოიქეცი ასე. იფიქრე,რომ ჩემს დასაც თუ ისე ეტკინებოდა,როგორც შენ მე გაგიშვებდი.
-არა!-მას გავუსწორდი.-ასე არ მიფიქრია!
-მარ,-მხარზე ჩამომადო სიგარეტიანი ხელი.-გახსოვს რომ გითხარი,ცოდვების გროვა ხარ-მეთქი? არ შევმცდარვარ..
-ასეთი გგონივარ?
-წადი შენს მამაოსთან და მოუყევი.-მომიხალოვდა.-ჯერ კიდევ ბავშვივით ხარ.
-რატომ არ მიყვირი? მეგონა გადაწვავდი აქაურობას.
-გავაკეთებდი კიდეც,უბრალოდ გიორგი...
-მოგწონს ხო შენი სასიძო?-გახუმრება ვცადე მე. თვალები დამიბრიალა.
-ელენიკო თვრამეტი წლისაც არაა ჯერ!
-გაუბრაზდი?
-არ ვყოფილვარ მასთან. ახლა წავალ და იმ სამეცადინო წიგნებს თავზე დავახევ.
-სადისტი ხარ!
-მადლობა,-თითებზე მაკოცა,მერე შუბლზე,მერე ტუჩებზე და წავიდა.

შემდეგ ყველაფერი სწრაფად მოხდა.
დემეტრემ ახალი ამბავი მოიტანა და მახარა,თემური დავაკავეთო. ბრალი დაუმტკიცდა და ციხიდან კაი ხანი ვეღარ გამოვაო. თუმცა მისი დაკავებიდან მეორე თუ მესამე კვირას,დემეტრემ ისევ „გვახარა“ ციხეში დაუჭრიათ და გარდაცვლილაო.
მოკლედ, თითქოს ყველაფერი მოგვარდა. ანდრო შეეჩვია ელენიკოსა და გიორგის,თუმცა კი ერთად არასდროს უნახავს. უბრალოდ იცოდა,რომ ერთმანეთს წერდნენ,ესაუბრებოდნენ და ხვდებოდნენ. ანანოც დალაგდა. გადაწყვიტა,დაევიწყებინა,ისედაც წასული იყო და ახლა ხომ საერთოდ. ცხოვრებას აგრძელებდა და ჩვენც,მე და ანა,მაქსიმალურად ვუქრობდით დარდს.
დემე ბოლო დროს ზედმეტადაც კი მესიყვარულებოდა და დარწმუნებულიც ვიყავი,რაღაც უნდოდა. და არც შევმცდარვარ.
გამომიცხადა,დედამ დარეკა,უნდა ჩახვიდეო.
-რამდენი წელი მანდ არიან,მაინცდამაინც ახლა მოუნდათ ჩემი წაყვანა?-გავიბუსხე მე. თან მინდოდა მათთან,თან აქ არ მემეტებოდნენ ჩემები,მიუხედავად იმისა,რომ ცოტა ხნით წავიდოდი.-ამაზე ხომ ვისაუბრეთ უკვე.
-არ გენატრებიან?-მკითხან მან.
-შენ?-ხელები გადავიჯვარედინე.-რომ წამოხვიდე,რა გახდება! არ მოკვდები.
-არ მცალია,მარუს.
-მე ვარ მოცლილი.-მკვახედ ჩავურთე.
-ორი კვირა ისვენებ. რა გინდა მეტი?-წარბები შეჰკრა და ისე მომაჩერდა. მეც სხვა გზა აღარ მქონდა,მის გვერდით დავეგდე და მივუხეტუ.
-მარტო არ მინდა წასვლა.-ხელი თმებში შევუცურე და მოვეფერე. უყვარს ასე როცა ვაკეთებ.
-ანა წაიყვანე.
-არ გაუშვებენ.
-ანანოსაც არა,-თავისთვის ჩაილაპარაკა.-გიორგისთან ერთად რომ დაგინახოს ეკამ და დათომ,ხომ გადაწვავენ საბერძნეთს!
-ახალ წელს მარტო უნდა იყო?-ვკითხე. თან კომფორტულად მოკალათდა. თავი მუხლებზე დამადო და გაიშოტა.
-ბიჭები ანდროსთან ვათენებთ,-გაიცინა.-სხვათა შორის,გიორგიც დაპატიჟებულია.
-აი ეს მესმის!-ანდროს წარმოდგენაზე გადავიხარხარე.-ანდრო ბევრ ნერვს დახარჯავს.
-გიყვარს?-უეცარი კითხვისაგან ხველება ამიტყდა. მას შოკირებული მზერით მივაჩერდი და ცოტა ხანი არაფერი ვუპასუხე. ან რა უნდა მეთქვა? არ ვარ მიჩვეული მასთან ბიჭებზე საუბარს.-ვიცი,რომ კი.-თვითონ განაგრძო.-გეტყობა.
-მართლა?-ამოვიკნავილე.
-წასვლამდე დაელაპარაკე. მერე ვერ მოვუსმენ მაგას მე. დაიწყებს ჯუჯღუნს..-აწკუმუტუნდა ჩემი ძმა.
-და რა ვუთხრა?-უკმაყოფილოს აღმომხდა.-პირველი მე ხომ ვერ ავუხსნი სიყვარულს!
-აუ,ატრ/აკებ ახლა.-სიცილი დაიწყო. მუცელზე მომიღუტუნა და მითხრა.-აკვირდები ანდროს,როდესაც გიყურებს?
-კი? არა?-ვერ ჩამოვყალიბდი.
-ბარგის ჩალაგება დაიწყე. ხვალაა ფრენა-წამოდგა და სახლიდან გასვლას აპირებდა,ისევ რომ მომიბრუნდა:-მიყვარხარ.
გამეღიმა მის საქციელზე. ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე და თავი ბალიშში ჩავრგე.
წინ დიდი დიალოგი მელოდა.


...

ანდროს მივწერე,სალაპარაკო მაქვს და მოდი,მონასტერთან ვარ-მეთქი. ეზოში ვიჯექი. თოვდა. გარშემო თეთრი სივრცე გადაშლილიყო და მე მას ველოდებოდი. არ ვიცი,მაინცდამაინც აქ რატომ დავიბარე. ალბათ მოსალოდნელი ჩხუბის თავიდან ასაცილებლად,მაინც მონასტერია და მოერიდება-მეთქი.
ანდრო წმინდარი არასდროს ყოფილა,არც უცოდველი. საბოლოოდ, ამ ისტორის თითოეული პერსონაჟი ცოდვების გროვაა,რომელსაც საგულდაგულოდ ინახავენ გულში. ყველას სჭირდება გულწრფელი, მართალი მონანიება. მნიშვნელობა არ აქვს ამით სინდის დაიმშვიდებენ,თუ ნამდვილად გამოასწორებენ ჩადენილს,ეს უბრალოდ ღმერთან მისავლელ კიბეზე ერთი საფეხურით წინ წაწევაა.
ყოველთვის მომწონდა ანდრო,რომელსაც მაისურიდან ის ჯვარი მოუჩანდა,ასე ძალიან რომ მიყვარდა. ხის, ლამაზად გამოთლილი,არასდროს არ იშორებდა.
-მარიკუზა?-ჩემი სახელის უჩვეულო ფორმაზე ხმის პატრონისკენ გავიხედე. ასე ადრეც მოუმართავთ ჩემთვის,მაგრამ ანდროს - არასოდეს. დაჯდომამდე თავზე მაკოცა. ამ სიცივეში რომ ვიჯექი,თვალებით მისაყვედურა.
-რაღაც უნდა გითხრა,-ხმადაბლა წამოვიწყე. ვიცოდი,რომ არაფერი საგანგაშო არ იყო ორი კვირა,მაგრამ მაინც..მის გარეშე.
-შენმა ძმამ გიორგი რომ დაპატიჟა,ვიცი.-გაიცინა,-არაუშავს. უფრო კარგად დავაკვირდები.
-არა,-უარვყავი.-საბერძნეთში მივდივარ. მშობლებთან.-მას გავხედე. წარბები შეჰკრა და დაინტერესებული დამაკვირდა.
-სამუდამოდ?-უცნაურად მკითხა. მის გრძნობას ვერ მივხვდი.
-ორი კვირით,-ამოვილუღლუღე.
-კაი?-გაიცინა.-მერე რისი გეშინია?
-შენი რეაქციის.-გულახდილად მივუგე. ხმადაბლა ხარხარებდა და იკლაკნებოდა. გაბრაზდი მასზე.
-რა გაცინებს?-ვუსაყვედურე და ფეხზე წამოვდექი. ის ადგილი რომ არა,სადაც ვიყავით,აუცილებლად მოხვდებოდა!
-ჩემზე ცუდი წარმოდგენა გაქვს!-როგორც კი დაწყნარდა,ჩემთან მოვიდა და თმაზე მომეფერა.-ასე ძალიან გეშინია ჩემი?
-მეჩხუბები და მაგიტომ.
-საჩხუბარი ხარ ისეთ სისულელეებს ამბობ,-მკრთალად გამიღიმა. მიმიხუტა.-ორი კვირა გავუძლებ უშენებას. და გპირდები, მომდევნო ახალი წელს ერთად შევხვდებით.-ცხირზე მაკოცა. შუბლზეც.-მიყვარხარ.-მერე ხელი გადამხვია.-წამო ახლა, გამაცანი შენი და ანუშკას მამაო.


და აი.
ანდრო.
მე.
ისევ ანდრო...
არ დაივწყებ იმის მოყოლას,რა კარგი და ასევე როგორი ცუდიც იყო ათენში ყოფნა. მშობლებს გადაკვრით მოვუყევი მასზე. დედა კმაყოფილი დარჩა. რადგან დემესთანაა,ესე იგი კარგი ბიჭიაო. მამა კი, დემესნაირი ცანცარა თუა,მაგას არ მიგათხოვებო. მათ კომენტარებზე მეცინებოდა. ის ორი კვირა დაუვიწყარი იყო მართლაც. ისე ცდილობდნენ ჩემს გამხიარულებას. კომფორტს მიქმნიდნენ,დღეში ათიათასჯერ მაჭმევდნენ. მთელი ათენი მომატარეს, საჩუქრებითა და ტანსაცმლის დახუნძლური გამომიშვეს. ცალკე დემეტრესთვის,ცალკე ჩემთვის და ჩემი გოგოებისთვის.


-მარუსა,უთხარი შენს შეყვარებულს თავი დამანებოს!-ყვირილით შემოვარდა მისაღებ ოთახში ანა.
-რა უნდა?-თვალების ტრიალით ვკითხე.
-რა მინდა და,-შემოვიდა ვაჟბატონიც,-დღეს ხო მივაკითხე უნივერსიტეტში? ჰოდა, ეკურკურებოდა მანდ ვიღაცას.-გახსენებაზე სიცილი წასკდა ანდროს. ანამ საყვედურნარევი ტონით გააგრძელა.
-მოვიდა შენი ბიჭი და დამიწყო მანდ რაღაცები! შემარცხვინა,-გაიბუტა. ტუჩები მოკუმა და ანდროს დაუბღვირა.-ესო გიჟიაო, ჭკუაზე არააო, პირველივე პაემანზე მოგკლავსო და ასეთები უთხრა რეზიკოს.
-რეზიკოს ისედაც ხვდებოდა,ან.-ანდროს მხარე დავიჭირე. ამაზე უფრო გაბრაზდა.
-ა,ესეც მე ვარ?-ანდრო გამხიარულდა.-არაა ეგ ბიჭი ნორმალური და გაანებე თავი!
-შენ რა იცი? მშვენიერი ბიჭია. შენნაირი ველური კი არაა.-მის კომენტარზე ჩუმად ჩავიღიმე. ანდრომ გაბრაზებული მზერა სტყორცა. შემდეგ მიუახლოვდა და ძალით მიიხუტა. ანდროსა და ანას საუბრები,მათი ურთიერთობა ცალკე თემაა.
-ველური,არა?-გაუღიმა.-და თუ გეტყვი,ცოლი ჰყავს და მაინც შენ გეფლირტავებათქო,მაინც ველური ვიქნები?
-რაა?-აღმოხდა სასოწარკვეთილ ანას. მეც არანაკლებ გაკვირვებული ვიყავი.
-რა,არა, ჰო! გამოს/ირებულია ეგ შენი რევაზი თუ ვინცაა,-გიორგიც შემოგვიერთდა.-ყველა იდიოტს შენ როგორ იზიდავ?
-თქვენ საიდან იცით,ვაჟბატონებო?-კითხვა დავსვი მე.
-ძლივს ანუშკა ვიღაცას მოეწონა და მაგაზე არ გავარკვევდით რამეს?-ანდროს ამ სიტყვებს,ჩქმეტა და ყმუილი მოჰყვა.
-ანუშკა ვიღაცას მოეწონა კი არა, ძლივს ანუშკას ვიღაცა მოეწონა,იდიოტო!
-კაი,ხო იცი, ეგრე ვიგულისხმე.-ლოყაზე ხმაურიანად აკოცა ანდრომ. შემდეგ ხელით მანიშნა,მოდიო და მეც გვერდით ამომიყენა. ორივეს გადაგვდო ხელები მხრებზე.
-ანანო,ელენიკო,მზადაა ყველაფერი?-იკითხა დემემ.
-კი და როდის წახვალთ აწი?-უკმაყოფილოდ ამოილაპარაკა ელენემ.-საცოლე არ ალოდინო,ვაჟბატონო!-წარბები აწია ელენემ.
-ვააა, უყურე ამას,-გაიბუსხა ჩემი სმოკინგიანი ძმა.-შეყვარებული გავიჩინეთ და უკვე ენა დავიგრძელეთო?
-გილოცავ.-ლოყაზე აკოცა დემეტრეს და მოეხვია.-მიხარია,რომ ბედნიერი ხარ.
-მეც მალე მომელოცოს,-ჩააკომენტარა ელენე და გიორგი ერთდროულად დემეტრემ. ანდრომ წარბები აზიდა. ანამ სიცილი დაიწყო.
-მალე მოგტაცებენ დაიკოს შენც და გირჩევ,აქედანვე შეეჩვიო.-ანამ თბილად გაუღიმა ანდროს.
-შენ კიდევ დაქალს,-თვალი ჩაუკრა ანდრომ.-ჩემი ცოლი რომ გახდება,ოფიციალურად ავუკრძალავ შენ ნახვას.
-ჯერ ადრეა,ან.-გიორგი წამოდგა. მასაც უზომოდ უხდებოდა ოფიციალური ფორმა,როგორც დემეტრეს და ანდროს.
ანდრომ ხომ ისედაც საოცრება იყო და ახლა...
დასანიშნად მიდიოდნენ.
სამივენი ერთად. დემეტრეს თანამშრომელი, გოგო სახელად, ნია ნიჟარაძე უნდა მოეყვანა დემეტრე ყიფიანს. ჩემ ძმას.
მერე სახლიდან გავიდნენ.
ჩვენ ტელეფონებთან ვიყავით,გვაინტერესებდა რა ხდებოდა.
ანანო ნერვიულობდა,ვაითუ არ გამოატანონო,მაგრამ ჩემს ძმაში ვის ეპარებოდა ეჭვი?! შევიდოდა და დაჩრდილავდა სულ ყველას.
და ასე...
ჩვენი ისტორია ერთი უჩვეულო ფაქტით დაიწყო, ვიღაც ფსიქოფატის დამსახურებით. რომ არა ის,იქნებ საერთოდ არ შევხვედროდით ერთმანეთს და ასე არ დავახლოვებოდით? არ ვიცი.
თუმცა,
ანდრო.
მჯერა,რომ მას ისედაც ვიპოვიდი. ყოველგავრი თავგადასავლების გარეშე,მაგრამ ასე უფრო უკეთესია,არა?




დასასრული.скачать dle 11.3



№1  offline წევრი პენელოპე

მინაწერის გაკეთება ყოველთვის რატომ მავიწყდება, არ ვიცი :დ
ჩამაკომენტარეთ ახლა, როგორიაა,როგორ მოგწონს, რა არ მოგწონთ და ასე.
მალე კვლავ ახალი ისტოროოთ დავბრუნდები.
უფრო განსხვავებულ ფორმატში. :)

 


№2 სტუმარი Anna

სახელის გამო თავიდან თავი შევიკავე, თუმცა კიდევ კარგი წავიკითხე. გამართული ნაწერი, ემოციური და თან აზრიანი, კარგი იყო.

 


№3 სტუმარი სტუმარი ნინო

მომეწონა მართლა..ცოტა სევდიანი,ცოტა ემოციური,ცოტა მხიარული...მოკლედ ყ ელაფერი ერთად იყო..ვისიამოვნე ძალიან.წარმატებები :)

 


№4 წევრი აბაშიძე

პენელოპე.

პირველ რიგში ნიქი მომწონს ძალიან!

პენელოპე.
პენელოპე.

ვიღაც ახალი მჭირდებოდა.
დიდი ხანია არავინ შემხვედრია ახალი,ყოველშმთხვევაში ჩემთვის,
ვისი ნაწერიც მომეწონებოდა.
მაშტაბური ნაწერი.

დარწმუნებული იყავი რადგან ეს ისტორია მომეწონა დანარჩრნსაც გადავღეჭამ რაც გიდევს.

მინდა გითხრა
ანდრო ოფიციალურად მიყვარს.

საყვარელია.
ძალიან.

ვისურვებდი მეც ანას მსგავსი ურთიერთობა მქონდეს მეგობრის შეყვარებულთან.

არ იყო ცუდი.
კარგი იყო.
მაგრამ არა საკმარისად.

იცი?
მგონია ბევრად,ბევრად მეტი შეგიძლია.

არ ვიცი შეიძლება ბევრად უკეთესები გაქვს დაწერილი.
ან მეტი არაფერი გიდევს.
მე ჯერ შენს გვერდზე არ გადავსულვარ.
მაგრამ ვნახავ.
კომენტარის დაწერის დასრულებისთანავე.

რაც უნდა იყოს მიხარია რომ გიპოვე.
იცოდე ერთგული მკითხველი შეიძინე.
თუ კი დანარჩენი ისტორიებიც მომეწონება.
მაგრამ ნუ.
ესეც საკმარისია.
ჩემი შენდამი,შენი ისტორიებისადმი დაინტერესებისთვის.

პენელოპე.
პენელოპე.

მომწონს.
ძალიან.

 


№5  offline წევრი პენელოპე

აბაშიძე
პენელოპე.

პირველ რიგში ნიქი მომწონს ძალიან!

პენელოპე.
პენელოპე.

ვიღაც ახალი მჭირდებოდა.
დიდი ხანია არავინ შემხვედრია ახალი,ყოველშმთხვევაში ჩემთვის,
ვისი ნაწერიც მომეწონებოდა.
მაშტაბური ნაწერი.

დარწმუნებული იყავი რადგან ეს ისტორია მომეწონა დანარჩრნსაც გადავღეჭამ რაც გიდევს.

მინდა გითხრა
ანდრო ოფიციალურად მიყვარს.

საყვარელია.
ძალიან.

ვისურვებდი მეც ანას მსგავსი ურთიერთობა მქონდეს მეგობრის შეყვარებულთან.

არ იყო ცუდი.
კარგი იყო.
მაგრამ არა საკმარისად.

იცი?
მგონია ბევრად,ბევრად მეტი შეგიძლია.

არ ვიცი შეიძლება ბევრად უკეთესები გაქვს დაწერილი.
ან მეტი არაფერი გიდევს.
მე ჯერ შენს გვერდზე არ გადავსულვარ.
მაგრამ ვნახავ.
კომენტარის დაწერის დასრულებისთანავე.

რაც უნდა იყოს მიხარია რომ გიპოვე.
იცოდე ერთგული მკითხველი შეიძინე.
თუ კი დანარჩენი ისტორიებიც მომეწონება.
მაგრამ ნუ.
ესეც საკმარისია.
ჩემი შენდამი,შენი ისტორიებისადმი დაინტერესებისთვის.

პენელოპე.
პენელოპე.

მომწონს.
ძალიან.


იცი? მე მჭირდებოდა შენნაირი მკითხველია.
მადლობა, რომ მიპოვე და მოხარია, რომ მეც გიპოვნე.
:)

 


№6 სტუმარი თთთთ

კარგი იყოო დაწყება და დასასრულუსკენ სრული უფიოტობააა ეს რა უაზროთ გაგრძელე და დაასრულე

 


№7 სტუმარი სტუმარი კატერინა

გეფიცები, რამდენი ხანია, ესეთი კარგი აღარაფერი წამიკითხავს...????

მადლობა შენ...
წერე, წერე და წერე...
წარმატებები????

 


№8  offline წევრი პენელოპე

თთთთ
კარგი იყოო დაწყება და დასასრულუსკენ სრული უფიოტობააა ეს რა უაზროთ გაგრძელე და დაასრულე

თთთთ
კარგი იყოო დაწყება და დასასრულუსკენ სრული უფიოტობააა ეს რა უაზროთ გაგრძელე და დაასრულე

რა ვიცი, აბა. ასე გავაგრძელე. :=

სტუმარი კატერინა
გეფიცები, რამდენი ხანია, ესეთი კარგი აღარაფერი წამიკითხავს...????

მადლობა შენ...
წერე, წერე და წერე...
წარმატებები????

მადლობა. :))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent