შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყოვლისშემძლე გოგონები (მე-5 თავი)


27-08-2019, 12:41
ავტორი Alice76
ნანახია 684

მზის წითელი დისკო ხეებს შორის ესვენებოდა და ასპარეზს მკრთალად,მოკრძალებულად ამოსულ მთვარეს უთმობდა. ცაზე აქა-იქ მოსრიალე ღრუბლები ვარდისფრად განათებულიყო,ზუსტად იმ საღამოებივით,როდესაც ადამიანი იფიქრებდა,ღმერთი ხატვის ხასიათზე მოვიდა და ბუნება მრავალფერად ამიტომ განათდაო.
იასმინი გზისპირა სკვერში ერთ-ერთ მორყეულ სკამზე იჯდა,მომაჯადოებელ სანახაობას მოღუშული გასცქეროდა და წამდაუწუმ საათზე იხედებოდა.
ნიკი და სოფი,რომლებსაც,ერთი შეხედვით,მარტივი დავალება მისცა,ორი საათით იგვიანებდნენ. მართალია,დაემუქრა,არ დაგელოდებითო,თუმცა იცოდა, სიჯიუტის დრო არ იყო.თავად ბევრი ვერაფერი გაარკვია,ეწვია სალონს,სადაც გაუჩინარებული სტილისტი მუშაობდა,გაიგო ბევრი ჭორი-ვის ვისთან ეძინა და ვინ რომელ ანტიდეპრესანტს იღებდა,თუმცა თავად მსხვერპლზე-ვერაფერი მნიშვნელოვანი.დაზღვევის აგენტი-ოცდათხუთმეტი წლის კაცი, ნომერს ქირაობდა მანამ,სანამ დაიკარგებოდა,სასტუმროს მეპატრონემ კი მხოლოდ ის უთხრა,რომ „ეგ შენი აგენტი დიდი უჟმური ვინმე ბრძანდებოდა“. ტაქსის მძღოლი კი,ორმოცდაათი წლის კაცი,მარტო ცხოვრობდა,ამიტომაც იასმინს მოუწია,მეზობლებს გასაუბრებოდა,ხანში შესულმა,აშკარად ჭორაობის მოყვარულმა ქალმა გაუჩინარებულის შესახებ ამცნო,რომ ქალაქში ხმები დადიოდა,თურმე მძღოლი ახალგაზრდა გოგონებს ფულის მაგივრად სხვაგვარ ანაზღაურებას სთხოვდა.-ესე იგი,ამ სამმა ვიღაც გააბრაზა,მაგრამ ხუთი წლის გოგონამ რა დააშავა?
-აი,აქაა!-რამდენიმე წუთში სოფის ხმა მოესმა და შვებით ამოისუნთქა,რადგანაც,როგორც მანამდე კნუტოს უთხრა,ნამდვილად არ ოცნებობდა მის საზრუნავებს ორი აბეზარი ბავშვი შემატებოდა.
წყვილი მასთან სწრაფად მიიჭრა და გულამოვარდნილებბი დაესვენნენ სკამზე.
-ვაი...გვეგონა,არ დაგველოდებოდი და ნიკი ისე მომარბენინებდა...მოგონი ბოლი ამდის-ამოიქაქანა სოფიმ და ბედნიერმა მოათვალიერა იასმინის ამჟავებული სახე.
-ეგ თქვენი სპორტული ნიჭი ექვსი საათისთვის რატომ არ გამოიყენეთ?-წარბი ასწია გოგონამ.
-აუ,იცი,რამდენი რამ მოხდა?-დაიწყო ნიკმა-იმ ბავშვის დედამ სახლში არ შემიშვა,რაც ვიცოდი,უკვე გითხარითო...
-მერე ნიკი საბავშვო ბაღში წავიდა-შეაწყვეტინა აჟიტირებულმა სოფიმ-და გაარკვია,რომ თურმე ძაან ბოროტი ბავშვი ყოფილა,სხვა გოგოებს და ბიჭებს ცემდა,აზზე ხარ? და კბენდა!ვერ ვიტან ეგეთ ბავშვებს,მეც კი მივახრჩობდი სიამოვნებით... მოკლედ მაგასთან აშკარაა,რომ ვიღაცას ყელში ამოუყვანა,აი იმ ფიტნეს ინსტრუქტორზე კი მაგრად დავიბენით,დარბაზში მივედით და ყველა ამბობდა,უმაგრესი გოგოაო,ძაან განიცდიდნენ მის ამბავს,ერთმა იტირა კიდეც,ხოდა მერე ფოტო გვანახეს,რა ტანზე დგას,ერთი განახა! ჩემსავით ძვალი და ტყავი კიარაა-ამოიოხრა და იასმინმა გაიფიქრა,რომ სოფი დიდი უმადური ვინმე ბრძანდებოდა განგების მიმართ-და მარტო ტანი?-აგრძელებდა გოგონა-სახე? ულამაზესი იყო რა...
-მერე მე მოვიფიქრე,რო რახან დრო გვაქვს,იქნებ ანაზეც გავარკვიოთ რამე-მეთქი-სანამ სოფი სევდიანად მისტიროდა უცნობი გოგონას სილამაზეს,ნიკმა დრო იხელთა-და ქალაქის შემოსასვლელ გზაზე რო კაფეა,იქ ვიდეოჩანაწერებზე მივედით,ანუ რო გვენახა რა...

-უიმე,რანაირად ყვები-ისევ ვერ მოითმინა სოფიმ-მოკლედ,ის გზა არის ერთადერთი შემოსასვლელი და შესაბამისად,გასასვლელიც,ესე იგი,ის კამერა,რომელიც გზას უყურებს,აუცილებლად დააფიქსირებს იმას,ვინც ქალაქი დატოვა. გაგვიმართლა,რომ ვიდეოები წაშლილი არ ჰქონდათ ხოდა ნიკმაც ძაან მაგრად უთხრა,გამოძიებისთვის საჭირო მტკიცებულება გვინდაო და რაღაცები და ეგრევე მოგვცეს ყველა ჩანაწერი,აზზე ხარ? მარა მერე ცოტა აირია სითუეიშენი...
-რას გულისხმობ?
-თურმე ნუ იტყვი და იმ კაფეში პოლიციელები სადილობენ ხოლმე...
-ან ლუდს სვამენ სამუშაო საათებში-ჩაურთო ნიკმა.
-ხოდა ის იყო,ჩანაწერები უნდა წამოგვეღო,ერთ-ერთი არ შემოვიდა? და ამ კაფის მეპატრონემაც ეგრევე ახალა,ამათ ჩანაწერები აიღესო.
იასმინმა თვალები ჭყიტა და ამოიოხრა-მითხარით,რომ მოწმობები არ ჩააბარეთ!
-არა-კმაყოფილმა ჩამოართვა სიტყვა ნიკმა-შორიდან დავანახეთ და ვუთხარით,მთავარი სამმართველოდან ვართო,მერე სოფიმ იყოჩაღა და იმ ვიღაც გამომძიებლის სავიზიტო ბარათი მისცა...

-ზუსტად ასე ვუთხარი-დამატებითი ინფორმაციისათვის ჩვენს ხელმძღვანელს გაესაუბრეთ ,რადგანაც ჩვენი საქმიანობა კონფიდენციალურია-მეთქი.
-სოფი!-ფრთხილად დაიწყო იასმინმა-რომელი გამომძიებლის?
-რამდენ გამომძიებელს ვიცნობ,შენი აზრით? იმ შენი ანდრესი,ოღონდ იმ ბარათზე გიორგი წერია მგონი...
-საიდან გქონდა?-იასმინი ცდილობდა,სიბრაზე მოეთოკა.
-ჩემი ძველი შარვლის ჯიბეში ვიპოვე,ალბათ თვითონ მომცა,მარა მაშინდელი ამბები მთლად კარგად არ მახსოვს...მოკლედ,მნიშვნელოვანი ისაა,რომ ამ კაცმა დაურეკა მართლა და აუ,კინაღამ ჩავიფსი,ისე შემეშინდა,მეთქი ახლა ის რო ვერ მიხვდეს,რაშია საქმე და მერე ამანმ დაგვაპატიმროს...
-მიხვდებოდა-იასმინის ხმა მწუხარებას და აღფრთოვანებას ერთიანად გამოხატავდა.
-ჰო-ო! არ ვიცი,რანაირად მოწვა,მაგრამ ჩვენი ტრა*ები კი იხსნა და!
-ჩემ გარეშე რომ არ გეთამაშათ დეტექტივობანა,თქვენი ტაკოებიც უსაფრთხოდ იქნებოდა-იასმინს უფრო და უფრო ეუფლებოდა უგუნებობა.
-კარგი,რა,მთავარია,ყველაფერი კარგად დამთავრდა,სულ შენ ჭკუაზე ვერ იცეკვებს სამყარო,-აბუზღუნდა სოფი.
-და იქნებ,არ იყო საჭირო,ვიღაც-ვიღაცებს გაეგოთ,სად ვარ და რას ვაკეთებ?
-ის გამომძიებელი ძაან გეხმარება და მგონი პირადი,სუბიექტური მიზეზებით აითვალწუნე...
-ეჭვი მაქვს,მაგ გრძელი ცხვირის დამოკლება მომიწევს!
-კარგით,კარგით!-ხმა აიმაღლა ნიკმა და ორივე გოგონა გაოგნებული მიაჩერდა-ვერ ხვდებით,რომ დროს ვკარგავთ? რაც არ უნდა ხდებოდეს,ადამიანების და მათ შორის,ანას სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია,ჩვენ კი რა გვაქვს? ჯერ მხოლოდ მოსაზრებები!

-მაშ,თუ მეტი არაფერი გაქვთ სათქმელი,დანარჩენს მარტო მივხედავ-იასმინმა ღრმად ჩაისუნთქა და ეცადა,ანდრეზე აღარ ეფიქრა.

-თუ დაგვაცდი,ქალბატონო-დემონსტრაციულად ჩაახველა სოფიმ-სანამ შენ ჩამავალი მზით ტკბებოდი,ჩვენ გავარკვიეთ,რომ ანას და მის დედას ქალაქი არ დაუტოვებიათ,ანუ მათი მანქანა კვლავ სადმე აქ უნდა იყოს,ახლა ნიკი ეცდება,პოლიციის ბაზის მონაცემებით,რომლებზე წვდომაც ანდრემ მოგვცა-სახელი გამოკვეთა გოგონამ-ასევე,ანდრემ გვთხოვა,გადმოგვეცა-აშკარად სიამოვნებდა კაცის ხსენებაზე იასმინის რეაქცია-რომ ქალაქში ანტიკვარული მაღაზიები შეამოწმო,თუმცა არ აუხნია,რატომ.

-ანდრემ მითქლა-გამოაჯავრა იასმინმა და თვალები აატრიალა-სანამ ეგ თქვენი სათაყვანებელი აფერისტი გეტყოდათ,უკვე ვიზრუნე მაგაზე.

-ეს აზრი საიდან მოგივიდათ?-დაინტერესდა ნიკი.

-როგორც წესი,თუ კი ადამიანი მაგიურ არსებას აკონტროლებს,ამას რაიმე ძველი,ძლიერი მაგიით შექმნილი ნივთით აკეთებს,რომელთა უმრავლესობასაც ხალხი სწორედ მასეთ ადგილებში პოულობს,პრობლემა ისაა,რომ ქალაქში ერთადერთი ანტიკვარული მაღაზიაა,რომელსაც გადაყრუებული და ავი დედაბერი მართავს,ამიტომაც არ მანახა გაყიდვების აღრიცხვის ჟურნალი და სასამართლო ორდერი მომთხოვა.

-მხოლოდ ეგაა პრობლემა?-ნიკმა ზურგჩანთიდან ლეპტოპი ამოაძვრინა-პრინტერი დაგვჭირდება და ეგაა-თითები კლავიატურაზე სწრაფად ააწკაპუნა,წამით იასმინს აჰხედა და ლოყები შეეფარკლა-გოგონა ძლივსშესამჩნევად,მაგრამ მაინც,უღიმოდა.

***

ვარსკვლავებით მოფენილ ცას აჰყურებდა და ნელა,რწევით მიუყვებოდა ქუჩას. ნაჭრის ჩანთა მხარზე დაუდევრად გადაეგდო,გრძელი,ნაცრისფერი ტილოს კაბა ფეხებში ებლანდებოდა და წელში მოხრილ,გრძელთმიან გოგონას უცნაურ,საშიშ იერს აძლევდა.

ვარსკვლავები უყვარდა,მათი დახმარებით იაზრებდა,თუ რამდენად დიდი იყო სამყარო. იმდენად უსასრულო,რომ მისი,უაზრო და პატარა ადამიანის პრობლემები უფასურდებოდა,როგორც ოკეანეში ჩავარდნილი ერთი,პატარა ცრემლი. ვარკვლავები აფიქრდებდნენ იმაზე,თუ რამდენად დიდი იყო მისი შესაძლებლობები-რაც უფრო დიდი სახლი გაქვს,მით უფრო მეტი ოთახი და ნივთი გექნება,შესაბამისად-თავის შესაქცევიც,მთავარია მოინდომო და... თუმცა,ვერ ვინდომებთ.აქამდე ამაზე არ უფიქრია,ან კი როგორ უნდა დაფიქრებულიყო,როდესაც სიკვდილი არ ენახა და შესაბამისად,სიცოცხლეც.ახლა კი ხედავდა,ის,უცნაური,ბნელი აჩრდილი თურმე როგორი რეალური ყოფილა,თურმე მხოლოდ მეზობელს,რომელიმე პოლიტიკოსს ან ჯარისკაცს კი არა,ყველას დასდევს,ყველას ზურგს უკანაა,ალბათ იმაზე ახლოსაც კი,ვიდრე მფარველი ანგელოზი. ან იქნებ,თავადაა ანგელოზი და უბრალოდ შესაფერის მომენტამდე გვიცავს?..

ფიქრებში გართულმა ერთსართულიან შენობას მიაღწია,უხალისოდ ამოისუნთქა და ჩანთაში გასაღები დაძებნა. როგორი რთულია,იცხოვრო ძველებურად,როდესაც სამყაროს ბოლოს და ბოლოს,თვალს გაუსწორებ. რთული? არა,შეუძლებელი.

-ისეთი ვეღარასდროს ვიქნები-ჩაიბუტბუტა და გასაღები ხელში გაუშეშდა-მე მოვკვდი. ან გავცოცხლდი...

-მოვლენებს ცოტა გაუსწარი,მერი.ცოცხალი ხარ,ჯერ-ჯერობით-გოგონამ საფეთქელთან მოძრაობა იგრძნო,სუსტი სიოს მსგავსი,შემდეგ კი ცივი მეტალიც შეეხო. გული თითქოს შეუჩერდა,შემდეგ კი მძლავრად,მტკივნეულად აძგერდა,ჰაერის ჩასასუნთქად პირი დააღო და ხელები მაღლა ასწია-შეუძლებელია,როგორ? იქნებ უბრალოდ მძარცველია? მაგრამ ჩემგან რა უნდა?-ტვინმა გამალებით დაიწყო მოსალოდნელი,უსიამოვნო მომავლიდან გამოსავლის ძებნა.

-ხელები ზურგს უკან,ნელა-იასმინს მისთვის ჩვეული,ჟღერადი და ცივი ხმა ჰქონდა,როგორც კი გოგონამ მისი ბრძანება შეასრულა,მომზადებული ბორკილები მოარგო და ჯერ კიდევ თითებში მოქცეული გასაღები ჩამოართვა-გაქცევა არც იფიქრო,შედი!-საკეტი გადაატრიალა ისე,რომ გოგონასთვის იარაღი არ მოუშორებია და კარი ხელისკვრით შეაღო-შედი!

მერი კვლავ დაემორჩილა,კანკალით გადადგა რამდენიმე ნაბიჯი და საკუთარ ბინაში ისე გახევდა,თითქოს იქაურობას პირველად ხედავდა. მისი გონება სხვაგან დაჰქროდა,ჰაერში გამოკიდებული ეძებდა გამოსავალს,თუმცა მისი ფანტაზია სიტყვა „მიშველეს“ გარდა ვერაფერს აწვდიდა.
იასმინმა კარი კვლავ გადარაზა და გოგონასაგან თვალმოუშორებლად,კედელზე ცარცით სამკუთხა ნიშანი მოხაზა.
-ეს იმისთვის,რომ შენმა მეგობარმა საუბარი არ გაგვაწყვეტინოს.
-არ მესმის,რაზე ლაპარაკობ...-ამოთქვა მერიმ და გოგონას ჯიუტად გაუსწორა თვალი.
-რა თქმა უნდა,შენ ხომ ერთი უბრალო ოფიციანტი ხარ გზისპირა კაფიდან,როგორ მოკლავდი სამ ადამიანს და შვიდს კიდევ ააორთქლებდი? არა-ა!?-იასმინმა გულუბრყვილო თვალები მიანათა გაკვირვებულ მერის,მეორე წამს კი კატასავით ისკუპა და ისე სწრაფად ჩააფრინდა გოგონას ღიაყავისფერ თმაში,რომ ამ უკანასკნელმა განძრევაც კი ვერ მოასწრო-ვერა,მერი,ვერ მალავ! შენ აყროლებულ სულს ვერ დამალავ,რადგანაც გვამი თვალს რომ მოაფარო,სუნი მაინც ყველას მისწვდება! წარმოუდგენელია,რამდენი შეუძლია იკადროს ადამიანმა,რომელსაც დასაკარგი არაფერი აქვს! შეჰყურებ სხვების ბედნიერ ცხოვრებას და როცა ხედავ,არ შეგიძლია,შეეწინააღმდეგო სურვლის,გახდე მათნაირი,დგება არჩევანის დრო-ან შენც უნდა მიიღო ბედნიერება,ან ისინი გაქრნენ. ბედნიერებას კი ასე ვერ მოწყვეტ,ვერც წარმატებას, წარმატება ხომ ბედნიერებაა?არ შეგიძლია,საკუთარი თავის პოვნა და მისთვის რაიმეს გაკეთება,ამიტომ უყურებ სხვებს,უყურებ და ზიზღით იხრჩობი,რადგან მათში საკუთარ უსუსურობას ხედავ. იმდენად სუსტი ხარ,რომ საკუთარი ხელითაც კი ვერ მოუსწრაფე სიცოცხლე და ამ...ამ საზიზღრობას სთხოვე დახმარება. მითხარი,გგონია,არ მოგიწევს სამაგიეროს გადახდა? გგონია,ასე მარტივად სრულდება სურვულები?-იასმინი გოგონას თმებს მაგრად ექაჩებოდა და სურდა,ბოლომდე გამოთქვა ის ზიზღი,რომელსაც მის მიმართ გრძნობდა. არ იცნობდა,არ შეხვედროდა,მაგრამ მთელი არსებით სძულდა იმ სიმხდალისთვის,რასაც ცხოვრების მიმართ იჩენდა.

მერიმ ტირილი დაიწყო,თანაც ისე,თითქოს საკუთარი სხეულის ეს ფუნქცია მანამდე არ აღმოეჩინა. ჯერ ქვითინებდა,შემდეგ ხმას უმატა და აღრიალდა,თუმცა იასმინი გოდების მოსმენის ხასიათზე,როგორც ჩანს,არ ბრძანდებოდა.
-მოკეტე-დაღებულ პირში იარაღის ლულა ჩასჩარა და დაიხარა,რომ გოგონასთვის თვალი გაესწორებინა-და მომისმინე! სად არის ჯინი?
მერიმ თავი გაიქნია,ცრემლები გადმოყარა და თვალით იარაღზე ანიშნა,რომელიც ისევ მის პირში იდო.
-უკაცრავად-დაიჩურჩულა იასმინმა და პირი გაუთავისუფლა-აბა,გისმენ... და არ თქვა,რომ არ იცი,მოთმინებით ნამდვილად არ გამოვირჩევი,მით უმეტეს,შენნაირებთან.
-მიტოვებულ ქარხანაში-ქვითინით ამოთქვა გოგონამ და იასმინს ვედრებით შეაჩერდა-გთხოვ,არ მომკლა,მე არ ვიცოდი...მართლა თუ იზამდა...
-სამი სურვილი გქონდა,მერი-ბოროტი ღიმილი გამოესახა იასმინს-და სამივე მკვლელობისთვის გამოიყენე. ვის ატყუებ? საკუთარ თავს,ალბათ.
-ეს..მე მხოლოდ ორი... დანარჩენი თვითონ უნდოდა.
-ა-ა,სამის მაგივრად ორი ადამიანი მოკალი,გილოცავ,ნამდვილი წმინდანი ხარ!
-ის...მან მითხრა,რომ ყველაზე კონკრეტული და სასარგებლო სურვილია...
იასმინმა ღრმად ჩაისუნთქა და ხელი უშვა.
-კარგია,მშვენიერი მსახიობი ხარ. უბრალოდ არასწორი აუდიტორია შეარჩიე,ჩემთვის აი ეგ შენი ტყუილი,თანაც ძალიან ბოროტი,შენ გარშემო წითლად ჰკიდია და მხოლოდ ერთ რამეს მეუბნება-მოკალი!
-არაფერი მომიტყუებია...გეფიცები-ცრემლები წვიმასავით ცვიოდა მერის მკერდზე.
-მკვლელობაზე,თანაც განზრახზე და მით უმეტეს-არა ერთზე,მტირალა ადამიანი არ წავა. არც ასეთი ზლუქუნა დახარჯავს ათი ათას დოლარს ძველისძველი ლამპრის შესაძენად,ყველაფერი დიდი ხნის წინ გქონდა დაგეგმილი,ასე რომ, აირჩიე-ახლავე გახლი ტყვიას შუბლში,ან მორჩები ტყუილებს და ყველაფერს მომიყვები,დამიჯერე,ასე უფრო გაიმარტივებ საქმეს და ხო,ვიცი,რომ სამართებელი გაქვს და მაგით ვერაფერს დამიშავებ,არ სცადო,თორემ შეიძლება შემთხვევით არტერია გადაიჭრა-იასმინის ტკბილი ღიმილი საკმაოდ დამაჯერებლად გამოხატავდა საფრთხეს.

მერიმ ამოიოხრა,წელში გაიმართა და ცრემლი ორივე ხელით მოიწმინდა.

-აუფ,რაღას მაზლუქუნე ამდენი?-ჩაიცინა გოგონამ და საწოლზე მოწყვეტით დაჯდა-ანუ,დებილი პოლიციელი არ ხარ?

-შენდა სამწუხაროდ-იარაღი ხელში შეათამაშა იასმინმა.

-აჰ,კარგი და რომ არ გითხრა? აი,ძაან მაინტერესებს,რას მიზამ? მაგარი გოგოს როლს კი თამაშობ,მაგ...-მერიმ სიტყვის დასრულება ვერ მოახერხა,რადგანაც ფეხში ძლიერი ტკივილი იგრძონო-ბარძაყში იასმინის მიერ გასროლილი ტყვია მოხვდა და ამ ტყვიამ,მეტი ეფექტისთვის,იქვე დარჩენა მოინდომა.

-სხვათა შორის,ეგ შიგნით ნაწილებად იშლება,ასე რომ,მე შენს ადგილზე,სწრაფად ვილაპარაკებდი-გოგონას წივილი გადაფარა იასმინმა.

-გაგიჟდი? მიშველეთ!-აკივლდა მერი.

-ვერავინ გიშველის,შენი ყველა მეზობელი,მოხუცი,ყრუ ბებოს გამოკლებით,რესტორანშია დაპატიჟებული,უფასოდ,სხვათა შორის,ეგ ხარჯი მე დავფარე,მაგრამ ამ სიამოვნებად ნამდვილად ღირდა-ჩაიცინა გოგონამ და იარაღი კვლავ დაუმიზნა მერის,ამჯერად მეორე ფეხზე.

-მარტიელების აკლდამა,სასაფლაოზე.-სასწრაფოდ ალაპარაკდა დაჭრილი-იქ ყავს ყველა.

-აჰ,სასაფლაო,რა თქმა უნდა-წაიბურტყუნა იასმინმა-მეტი ფანტაზია ხომ არ ჰყოფნით...დარწმუნებული ხარ,რომ ყველა?

-რას გულისხმობ?-მერის შეცბუნება დაეტყო.

-იმას,რომ ვიღაც,ვინც თქვენ უდიდებულესობას არ მოეწონა და ჯინი მიუქსია,მის ჯადოქრობას გადაურჩა,ანუ ვერ დააძინა.

-ეგენი მე არ ვიცი...

-იცი! თითოეული მსხვერპლი შენი მითითებითაა არჩეული,ერთი იმას ვერ ვხვდები,სურვილი რანაირად დაიტოვე? იმისათვის,რომ ჯინი არ გათავისუფლდეს,ერთი სურვილი გჭირდებოდა,მსხვერპლი კი გაცილებით მეტია...

-გგონია,ყველა სურვილს მაგ უბადრუკ ხალხს დავახარჯდებდი?-ტკივილისაგან დამანჭული სახით ამოთქვა მერიმ-მოშივდა და მე უბრალოდ მიმართულებას ვაძლევდი,ვუთხარი,რომ თუ არ დამიჯერებდა,მონადირეები მიაგნებდნენ.

-და რატომ ისინი?

-ჰა-ჰა! მეკითხები კიდეც? ნებისმიერი მათგანი ისე მექცეოდა,თითქოს ფეხსაცმელზე აკრული ჭუჭყი ვყოფილიყავი. ადამიანები,მიუხედავად ასაკისა,ერთი ნაგავია! ხედავენ,რომ მათი უზრდელობის ატანა გიწევს,რადგან ერთი უბრალო,ღარიბი გოგო ხარ და მთელ ბოღმას,რომელსაც მშობლებს,ბოსებს ან სხვა მათზე მაღლა მდგარ ხალხს ვერ უბედავენ,შენზე ანთხევენ.

-არა მგონია,ფიტნეს ინსტრუქტორს,ხუთი წლის გოგოს ან ანას შენთვის რაიმე დაეშავებინათ-იასმინს დაუფარავი ზიზღი გაუკრთა თვალებში. ხვდებოდა,რასაც აკეთებდა მერი-თავს იმართლებდა,რაც იასმინისათვის დანაშაულის აღიარების ტოლფასი იყო.

-ანა? ის ძაან „მოდური“ ქერა? ხო,მახსოვს,მდიდარი დედიკოსგან გათამამებული,ვითომ ლამაზი კა*პა!თურმე გოგრის ლატე რომ უნდა და არა ჩვეულებრივი ლატე...-ჩაიცინა მერიმ.

-საკუთარი საცოდაობა სხვების ზიზღის მიზეზს არ გაძლევს. ეს შენ ხარ უბადრუკი,მერი,თორემ არც მე და არც ნებისმიერ სხვა,ნორმალურ ადამიანს არ აღიზიანებს ის ფაქტი,რომ ვიღაცას მასზე მეტი აქვს. მაგრამ შენ ამას ვერ გაიგებ,ჩვეულებრივი უსაქმური ხარ,იმის შნოც კი არ გაქვს,რომ შეეწინააღმეგო იმას,ვინც არ მოგწონს და იმისათვის,რომ რაღაც გააკეთო,მაგიურ,ძალიან საშიშ არსებას ათავისუფლებ. გგონია,ასე ხელები დაბანილი გაქვს და არაფერი მოგეკითხება?

-შენც ისეთივე ხარ,როგორიც სხვები-არ გაინტერესებს,ვის რას ეუბნები და როგორ შეიძლება ატკინო ვიღაცას შენი დაუფიქრებელი საუბრით, მხოლოდ იმიტომ,რომ თავი ძალიან მაგარი და ყოვლისშემძლე გგონია. ეგ შენი ლექციები სულ ფეხებზე მკი/ია,მიდი,მაწამე და უფრო გაზარდე საკუთარი ეგო,როგორც ჩანს,სულაც არ აპირებ არავის გადარჩენას.

-ნეტავ შემეძლოს შენი წამება-დარდიანად ამოთქვა იასმინმა-ყველა იმ ადამიანს სიამოვნებით მოვუგრეხდი კისერს,რომელსაც ჰგონია,რომ ერთადერთია,ვისაც რამე აწუხებს. დაგენიძლავები,თავი უსახლკარო ან უხელფეხო ადამიანზე უბედური გგონია,იმდენად ეგოისტი ხარ.თანაც ფიქრობ,რომ ყველაფერი იცი და ყველაფერს ხვდები,სულელების სისულელეც ხომ ესაა-ჰგონიათ,სხვებზე გაცილებით მეტი იციან,ადამიანებს კი მათი არ ესმით.წამება?სიამოვნებით გაგასხმევინებდი ტვინს,მაგრამ არ შემიძლია,საკმარისი მიზეზი არ მოგიცია... თუ რა თქმა უნდა,ანას ადგილსამყოფელს კვლავ არ დამალავ...

იასმინს უეცრად თვალთ დაუბნელდა,წაბარბაცდა და კედელს მიეყრდნო. სრული სიბნელე დაინახა,შემდეგ კი სუსტი ნათება,რომელიც ზემოდან მოდიოდა,იგრძნო,ნათლად აღიქვა,რომ ხელები სტკიოდა-ზურგს უკან შეკრული და დაბუჟებული,შიმშილი და წყურვილი ტანჯავდა და სურვილი,როგორმე იასმინისთვის შეეტყობინებინა,რომ იქ იყო...-მაგრამ,იასმინი ხომ მე ვარ?..

გარემოს აღქმა დაუბრუნდა,რადგანაც გამოაფხიზლეს-მერი მის წინ,იატაკზე გართხმული მიხოხებულიყო და სისხლმდინარე ფეხების მიუხედავად,ცდილობდა,მისთვის სამართებელი ჩაერტყა.

-წარმოუდგენლად კა*პა ხარ!-ამოიყვირა იასმინმა და ფეხი მოიქნია,რომ გოგონა მოეშორებინა-ანა... აქაა,მგონი აქაა...-იატაკზე დაგებული ხალიჩა გადასწია და რამდენიმეწუთიანი წვალების შემდეგ სარდაფში ჩასასვლელ ხუფსაც მიაგნო,რომლის ქვემოთაც კიბე ჩადიოდა. სრული სიბნელის გამო,ნახევრად ჩასული უკან აბრუნდა და მერის ტელეფონი აიღო,რათა გაენათებინა. ცივ იატაკზე გართხმულ სხეულს მალევე მიაგნო და თითქმის უგონოდ მყოფი მეგობარი წარმოუდგენელი ძალისხმევის ფასად,ზემოთ აათრია.

-გიპოვე,მორჩა,ყველაფერი დამთავრდა,გადარჩი-გულზე იხუტებდა აქვითინებულ გოგონას და მისდა გასაკვირად, თავადაც ღაპა-ღუპით ჩამოსდიოდა ცრემლი-როგორ ხარ? ანა! უნდა ვიცოდე,რამე ხომ არ გტკივა?-დროზე მოეგო გონს და გოგონას შეკრული ხელები გაუხსნა-ხმა ამოიღე!-ისტერიკაში ჩავარდნილს მსუბუქად გაარტყა ხელი და შეუძახა-დანარჩენებს უნდა მივხედო,მალე სოფი და ნიკი მოვლენ,შეძლებ?

-კი-ი-ამოთქვა ანამ,რომელსაც სახეზე მკვდრისფერი ედო,ჩაცვენილ ლოყებზე ეტყობოდა,რომ რამდენიმე დღე იყო,რაც არაფერი ეჭამა-წყალი...

იასმინი დაფაცურდა,სამზარეულოში წყალი და პური დაძებნა და ანას მიურბენინა-სოფის ვუთხარი,რომ ორ საათში გამომყოლოდნენ,ანუ ოცდაათ წუთში აქ იქნებიან,უნდა გაძლო,სხვა გზა არ გვაქვს,კარგი?-ანა წყალს დაეწაფა და თან თავი დაიქნია-იასმინი ახლა მერის ჩანთაში იქექებოდა,საიდანაც შოკოლადი ამოიღო-ეს შეჭამე,დაგეხმარება...ანა,უნდა წავიდე,აბა შენ იცი...

-წადი,ჩქარა-ხმა აიმაღლა გოგონამ-იასმინ...იქ დედაა-ხმა ჩაუწყდა და უარესად აკანკალდა-უკვე ძალიან დიდი ხანია.

-მოვიყვან,ძალიან მალე,არ ინერვიულო,კარგი?

-ახლავე წადი,გთხოვ,გადაარჩინე და მე...ყველაფერს გავაკეთებ,საერთოდ ყველაფერს,ღმერთო,დედა...

იასმინმა ხელში იარაღი ჩაუჩურთა და მკაცრად დაარიგა

-თუ სოფის და ნიკის მოსვლამდე გამოფხიზლდება,დაუმიზნე,ასე იხსნება დამცველი-აჩვენა და განაგრძო-თუ თვალს სამ წამზე მეტ ხანს გაგიშტერებს,ესროლე. თუ დაილაპარაკებს,ესროლე,თუ შენკენ წამოვა,ორჯერ ესროლე! არ დაფიქრდე,გასაგებია?-ანამ თავი დაუქნია,იასმინმა გოგონას შუბლზე აკოცა და სწრაფად გაემართა კარისაკენ.

***

-გავიხსენოთ,რა ვიცით ჯინებზე...-იასმინი ოდესღაც,“კვატების სახლში“ გატარებულ დღეს იხსენებდა,როდესაც მის ემბერი ჯადოსნური არსებების გაკვეთილზე ჯინის შესახებ უამბობდა ბავშვებს-ისინი მეტად მზაკვარი არსებები არიან,დაიმახსოვრეთ-თუ კი ჯინი ოდესმე გადაგეყრებათ,მათი ერთი სიტყვისაც არ დაიჯეროთ!მხოლოდ გამოცდილ და ბრძენ ადამიანებს შეუძლიათ სურვილების იმგვარი ფორმულირება,რომ ჯინებმა ისინი სათავისოდ არ შეაბრუნონ,მაგალითად,თუ თქვენ მოითხოვთ,რომ გქონდეთ ვილა რომელიმე კურორტზე,ჯინი ისე მოაწყობს,რომ ფიზიკურად აღმოჩნდეთ ამგვარ ვილაზე,მაგრამ სასახლე თქვენი საკუთრება არ იქნება,გესმით? ისინი ყოველთვის ნახულობენ ბზარს სურვილებში...-არა,ეგ არა-ჩაიბუტბუტა იასმინმა-რა შეუძლიათ?

-ჯინებს არ შეუძლიათ საკვების,ფულის ან გრძნობების გაჩენა-მის ემბერის ხმა კვლავ გაისმა იასმინის გონებაში-რეალურად,მათი მთავარი მოწოდებაა,ემსახურონ ბატონს,მაგალითად რაღაც მძიმეების გადაწევაში,უკვე მზა მასალისაგან სასახლის აშენებაში ან ომის წარმოებაში,მათი მთავარი ღირსება ძალაა,მაგრამ ეს დიდად არ ეხალისებათ და ცდილობენ,ეშმაკობითა და სხვადასხვა ფანდებით მბრძანებლები არასწორი გზით წაიყვანონ,ამიტომაც მათთან ურთიერთობაში მთავარი წესია-ერიდეთ ილუზიებს! ეძებეთ რეალობა,ყოველთვის გადაამოწმეთ თქვენი გარემო,ასევე,ჯინებთან ბრძოლის ეფექტური ხერხია მათი მოკვლა,ნებისმიერი ადამიანური ხერხით,მართალია,ძლიერები არიან,მაგრამ თუ რაიმეს ჩაარჭობთ,ისევე ეტკინებათ,როგორც მისის ბეკის თქვენ მიერ დადებული ჭიკარტი...

-ესე იგი,უბრალოდ უნდა ჩავარჭო-დაიმედებულმა გაიმეორა და კიდევ ერთ,მივიწყებულ,გაბარდულ საფლავს ჩაუარა-ესეც მარტიელები-ჩაიბუტბუტა და რკინის კარს შეავლო თვალი. აკლდამა პატარა ტაძარს ჰგავდა,მის შემქმნელს გუმბათიც კი არ დაეშურებინა და თვალის ერთი შევლებითაც ჩანდა,რომ მდიდრების განსასვენებელი იყო.-პფფ,რა მნიშნველობა აქვს,სად გაიხრწნები? რა უტვინობაა... ამ ხალხს ფულის ხარჯვა მაგარი რამე ჰგონიათ,ვერ ხვდებიან,რა სულელები ჩანან...-კარს დაეჯაჯგურა,დანა მოიმარჯვა და საკუთარ თავს აიძულა,ჩაბნელებულ აკლდამაში შეებიჯებინა.
-ფანარი სულ რატომ მავიწყდება?-ჰკითხა საკუთარ თავს და ჯიბიდან სანთებელა ამოაძვრინა. როგორც აღმოჩნდა,მხოლოდ შესასვლელ ნაწილში იდგა,ყოფილი თავადების განსასვენებელი კი დიდებული კიბეების ქვემოთ უნდა ყოფილიყო. იასმინს გული შეუწუხდა,როდესაც მიხვდა,რომ იქ ჩასვლა მოუწევდა.
-რატომ დავუტოვე იარაღი ანას? ზედმეტი თავის გამოდებაც ცოდვაა...
სუსტი ნათება ჩასასვლელისაკენ მიმართა.სულიერად შეემზადა და საფეხურებს დაუყვა. ცდილობდა,ჩქამი არ გამოეცა,სუნთქვაც კი შეკავებული ჰქონდა. იცოდა,რომ ჯინები სუსტ,ლურჯ ნათებას გამოსცემდნენ და ამგვარად,სიბნელეში მათი შემჩნევა არ უნდა გასჭირვებოდა,თუმცა აქამდე ამ არსებას არ შეხვედროდა,რაც საქმეს ურთულებდა.

უსიამოვნო სუნი,რომელიც აკლდამაში შესვლისთანავე იგრძნო,სულ უფრო ძლიერდებოდა. იცოდა,რაც იყო-სიკვდილში სასიამოვნო არაფერია,სუნი-მით უმეტეს.მიხვდა,სადღაც ახლოს გვამი იყო.

-გამოჩნდი,ნაბი/ვარო!-დაიჩურჩულა და ბოლო საფეხურიც ჩაამთავრა. ნელა ასწია სანთებელა და კედელთან მიანათა. კაცი ვერ მიხვდებოდა,ვინ იყო ცოცხალი კედელთან დაკიდული ადამიანებიდან და ვინ-ენერგიაგამოცლილი ხორცი. ღრმად ჩაისუნთა,თავი ძლივს შეიკავა,რომ კიბე უკან არ აერბინა. მართალი იყო,პირველად არ უწევდა მსგავსი რამის ხილვა,მაგრამ იასმინი თვლიდა,რომ ამას ვერასდროს შეეჩვეოდა.რაოდენ ჩვეულებრივი ამბავიც არ უნდა იყოს სიკვდილი,ის ყოველ ჯერზე გვაოგნებს,გვაძრწუნებს და გვანდომებს,დავივიწყოთ მისი არსებობა,რათა მშვიდად ცხოვრება შევძლოთ. სიკვდილი შეუცნობელია,ყოველივე შეუცნობელი კი ადამიანის გონებას აუტანელ სტრესს უქმნის და აიძულებს,გაიქცეს.

იასმინმა შინაგანი ბრძოლა მოიგო და დააკვირდა მილს,რომელზეც მძევლები იყვნენ მიბმულნი,შემდეგ კი ოთახის თითოეული კუთხე-კუნჭული სწრაფად შეისწავლა. იქაურობა არც ისე დიდი,ბინძური სათავსო იყო,რომლიდანაც კარი სადღაც კიდევ გადიოდა.გოგონამ ივარაუდა,რომ შემდეგი ოთახი საფლავების ადგილსამყოფელი იქნებოდა,თუმცა მას მხოლოდ ექვსი სხეული აინტერესებდა,რომელთაგან ერთი ზედმეტად პატარა იყო,იმდენად პატარა,რომ იასმინი მიკარებას ვერ ბედავდა,ეშინოდა,რომ ბავშვი მკვდარი დახვდებოდა,მეორე კი,გრძელი,ქერა თმით,გაუნძრევლად ეკიდა ჯაჭვით შეკრულ ხელებზე და სიცოცხლის არანაირ ნიშანწყალს არ გამოსცემდა. დანარჩენები მარტივად შეამოწმა. ორი მათგანი უკვრ გამგზავრებულყო სხვა სამყაროში,ორს კი ღრმად ეძინა ჯინის მიერ მოწყობილ კომფორტულ ილუზიაში. ის იყო,პატარა გოგონა ჩამოხსნა და პულსი შეუმოწმა,რომ უცნაური რამ მოხდა-იასმინს ძალიან ნაცნობი ხმა შემოესმა. იმდენად მოულოდნელი,რომ გოგონას სუსტად მფეთქავი გულიც კი გადაავიწყდა. ბავშვი ცივ იატაკზე დააწვინა და დაიჩურჩულა:

-ემილი?-ქალის ხმა კიდევ უფრო ახლოდან გაისმა,იგი იასმინს უხმობდა და ეუბნებოდა,რომ დასახმარებლად მოვიდა. მალე კიბის თავზე სინათლე გაკრთა-ემილის ხელში ლურჯად მოციმციმე ფანარი ეჭირა. იასმინის დანახვაზე სიხარულით წამოიყვირა და სწრაფად დაეშვა.

-ისი!-თბილად ჩაეხუტა მეგობარი-არ მჯერა,რომ გიპოვე! ანდრემ მითხრა,რომ ამ ქალაქში იქნებოდი.მიხარია,რომ ისევ ეკონტაქტები,მგონი,ძალიან მოსწონხარ...

-ემი,აქ რას აკეთებ?-იასმინს თითქოს აღარ ახსოვდა,რომ ზურგსუკან ექვსი ტანჯული სხეული ელოდებოდა.

-რას უნდა ვაკეთებდე? შენგან არაფერი ისმოდა,რაღაც-რაღაცები გავიგე იმ თემაზე,ადრე რომ ამბობდი...მოკლედ,უნდა მენახე და რომ ჩამოვედი,ტრადიციულ ამპლუაში კი დამხვდი!-ჩაიცინა ემილიმ და გოგონას ხელი მოჰკიდა-წამო,ამათ უკვე ვეღარ დაეხმარები,დროა ,საკუთარ თავზე იზრუნო...
იასმინმა დანანებით დაჰხედა გოგონას,რომელსაც ჭუჭყისგან გაშავებულ,პატარა სახეს და კაბას,რომელიც ერთ დროს ცისფერი იყო.
-არ დაიღალე? ერთი და იგივე,იასმინ!-ემილის ხმაში წყრომამ გაიჟღერა-სულ არ ფიქრობ იმაზე,რომ შენც გჭირდება ზრუნვა,შენზეც უნდა იფიქროს ვინმემ,პირველ რიგში კი შენვე!მითხარი,ვინმე გიფასებს ამას?

-არა-ამოიბუტბუტა გოგონამ.ემილის ხელს მაგრად უჭერდა,მასთან ერთად აიარა კიბეები და აკლდამა დატოვა. მზის სხივებზე თვალები მოეჭუტა-ამდენი ხანი ვიყავი შიგნით?

-ხო,ეს ხომ ჩამთრევია,ერთი თუ ჩაყვინთე,მერე ამოსვლა გიჭირს. საქმე,საქმე,საქმე...იასმინ,მორჩა,აღარ მოგცემ უფლებას,ასე დაიტანჯო.

-მაგრამ სამყაროს აღსასრული მოდის...

-სწორედ ამიტომ,დატკბი,სანამ დასრულებულა.
იასმინმა გაიღიმა,ნეტარებისგან ამოიკრუსუნა კიდეც-მზის თბილი სხვები საშინლად სიამოვნებდა,თუმცა რაღაც მაინც აწუხებდა. რაღაც რიგზე ვერ იყო. ეგონა,რომ სინდისი ქენჯნიდა,მაგრამ კარგად რომ დაფიქრდა,მიხვდა-ამგვარი შეშფოთება მხოლოდ მაშინ ეუფლებოდა,როდესაც რაღაც ავიწყდებოდა.
ლოყა აეწვა,შეწუხებულმა მოისვა ხელი და უფრო მკვეთრი ტკივილი იგრძნო.
-ემილი...-დაიჩურჩულა და ინტერესით შეაჩერდა მომღიმარ,წაბლისფერთმიან და ჭორფლებით დამშვენებულ მეგობარს-ჯანდაბა,შენ ნამდვილი არ ხარ...გავები?

-იასმინ!-მეგობრის სახე ჩამორეცხილი ტილოსავით გაიდღაბნა,ბოლოს კი სიბნელემ ჩაანაცვლა. იასმინი ექვს სხეულთან ერთად კედელზე ეკიდა,წინ კი ვიღაც ედგა და გამწარებული უყვიროდა სახეს-ია-სმინ!-დაიღრიალა მამაკაცმა და კიდევ ერთხელ,მტკვნეულად გაარტყა გაშლილი ხელი ლოყაზე-გამოფხიზლდი,ამის დედაც! როგორ გაები,ჰა?

-ანდრე?-ამოილუღლუღა და ემილი გაახსენდა-მოიცა,შენც მეჩვენები?
-თუ ოდესმე მოგეჩვენე,აუცილებლად სექსი გვექნება და ახლა რამე მასეთს ვაკეთებთ?-ირონიულად ჰკითხა კაცმა და ფანარი აანთო-თვალები ხო არ გტკივა?
-რა მოხდა?
-ჯინთან მარტო,ერთი ბეწო დანით წამოხვედი,გენიოსო. რა მოხდა და მოგაჯადოვა,როგორც კი აკლდამაში შემოდგი ფეხი...
-და შენ? -გოგონას საუბარიც კი უჭირდა,ჯინები მსხვერპლს მოჩვენებით სამყაროში იტყუბდნენ,რომელიც სამოთზეს ჰგავდა და ამ ხერხით,მათ სასიცოცხლო ენერგიას ისრუტავდნენ მანამ,სანამ მოკლავდნენ. იასმინმა ეს იცოდა,თუმცა იმდენად ბუნებრივად გაება ტყუილში,ეჭვიც არ გასჩენია.
-ნახევარი დღე გეძებდი-ანდრე თან ხელებს უხსნიდა,თან ლაპარაკობდა-როცა შენმა მეგობარმა დამირეკა,მაშინვე წამოვედი...
-შენ როგორ დაამარცხე?-იასმინი,სიკვდილის პირას მყოფიც კი იმაზე დარდობდა,რომ ანდრემ აჯობა.
-პირველ რიგში,დებილივით არ შემოვვარდი და გარედან შევამოწმე. ენერგომთვლელით მივხვდი,რომ სახურავზე იყო. ჯინებს საკმაოდ დიდი ძალა აქვთ და ადვილად ჩნდებიან რადარზე...
-ოჰ,მასეთი აპარატურა რომ მქონდეს,ერთ დღეში გავაქრობდი ყველა ჯინს.-უკმაყოფილო იასმინი წამოდგა და შებარბაცდა.
ანდრემ ხელი შეაშველა,ჩაიცინა და მიიზიდა.
-რატომ ხარ ასეთი ჯიუტი? არაფერია ცუდი იმაში,თუ დაგეხმარებიან,ყოველთვის ყველაფერი ვერ გამოგივა.
-რატომ მოხვედი,ანდრე?
-იმიტომ,რომ ვიცოდი,ჯინს მარტო ვერ მოერეოდი,შენზე ვდარდობ,იასმინ.
-პფფ-ჩაიფრუტუნა გოგონამ-რომ დარდობ,მაგიტომ მიღალატე,ალბათ,არა?
-რა?-აღშფოთდა კაცი.
-საერთოდაც,რატომ მალაყბებ ამდენს? -გაწიწმატდა იასმინი-აქ მარტო მე კი არ ვარ,შეამოწმე ხალხი?
-ყველა მკვდარია-ისეთი ზიზღით თქვა ანდრემ,თითქოს საკუთარი ენა სძულდა,ამის თქმა რომ შეეძლო-ზოგი დიდი ხნის,ზოგიც რამდენიმე საათის.
-ჯანდაბა...
-ხომ ხვდებოდი ისედაც?
იასმინს თვალები აუცრემლიანდა. ხვდებოდა,თანაც მშვენივრად. ანას დედა ზედმეტად დიდ ხანს იყო ჯინთან,თუმცა სიმართლის დანახვა არაფრით სურდა.
-გვამებს რა ვუყოთ?
-აქაურებს დავავალებ,მიხედავენ.
-წამოდი,თორემ ეს სუნი...-გოგონა ანდრეს მიეხუტა. თავი მხდნედ ეჭირა,თუმცა ეს სპექტაკლი მთელ ენერგიას აცლიდა. უნდოდა,როგორმე თავიდან მოეცილებინა ის აზრი,რომ მისი ბრალი იყო. ანას და დედამისს უკან რომ ასდევნებოდა,ან დრო არ დაეკარგა და მანამდე აღმოეჩინა ჯინი...საკუთარ ქმედებებს გონების თვალი გადაავლო და სასოწარკვეილმა გაიაზრა,რომ ზედმეტად დიდი ხანი დასჭირდა სიმართლემდე მისვლისთვის,თანაც რომ არა ანდრე,თავადაც ამ გვამების გვერდით დაიდებდა სამუდამოდ ბინას. ყველაზე საშინელი კი იმის იყო,რომ მისი სულის რაღაც ბნელ ნაწილს უხაროდა მომხდარი-ახლა ანა მის ხელში იყო და კატო,თავისი არასწორი და ჯიუტი დედობრივი ინსტიქტით გოგონას საფრთხეში ვეღარ ჩააგდებდა.
აკლდამის შესასვლელთან დიდი,შიშველი,ნაცრისფერი სხეული გართხმულიყო,ადამიანისას ჰგავდა,მაგრამ კიდურები უფრო გრძელი,დასახიჩრებული სახის ნაკვთები კი უფრო მკვეთრი და გაწელილი მოუჩანდა. ანდრეს მისთცის ტყვიები პირდაპირ სახეში დაეშინა,ამიტომაც იასმინს გაუჭირდა ჯინის გარეგნობაში რაიმეს გარჩევა,გარდა უჩვეულო,მქრქალი კანისა.
იასმინი მიხვდა,რომ გული ერეოდა,ყველაფერზე ერთად და საკუთარ თავზე-უფრო.
***
-საიდან მოიტანე,რომ გიღალატე?-საავადმყოფოს ფოიეში,სკამზე მოკუნტული იასმინის წინ ანდრე ბოლთას სცემდა.
-ღალატი მხოლოდ სხვასთან დაწოლას არ ნიშნავს,ანდრე. მიუხედავად იმისა,რომ შენთვის კარგი მეგობარი ვიყავი,მაინც გააფუჭე ყველაფერი მაგ შენი უზადო სექსუალობით...
-მოიცა,ესე იგი ჩემი დანაშაულია,ჰორმონები რომ ვერ დაიმორჩილე?
-შენი ბრალი ისაა,რომ არ დამინდე... მე გამოუცდელი ვიყავი,ახალგზარდა...
-ამბობს ოცდასამი წლის გადაყრუებული გოგონა-წარბაწეულმა ჩაილაპარაკა ანდრემ.
-ის არ გეყო,რომ ჩვენი მეგობრობა ა*ოზე გაცვალე,მეორე დღეს ადექი და უკანასკნელი ნაბი*ვარივით აორთქლდი!
ანდრემ აღშფოთებით შეჰყვირა,გოგონას წინ ჩაიმუხლა და ხელოვნურად მშვიდი ხმით მიუგო:
-იასმინ,სპეციალურად მაბრაზებ?
-საიდან მოიტანე?
-მაშინ,იმ ძალიან სასიამოვნო ღამის შემდეგ,ყავის მოსატანად გავედი ჰოსტელიდან,როცა უკან მოვბრუნდი,არც შენ ჩანდი და არც შენი ჩანთა. ერთადერთი,რაც შენგან დამრჩა,კოპლებიანი ლიფი იყო...
-გინდა თქვა,რომ ყავის მოსატანად მთელი შენი ბარგით წახვედი?
-ბარგი საერთოდ არ მქონია!
-შემდეგ კი,ორ დღეში დამირეკე და ჩემი სექსუალური ნაცნობის ნომერი მთხოვე-მწარედ ამოთქვა გოგონამ-ნამდვილი ნაძირალა ხარ!
-შენ თავად მითხარი,რომ ურთიერთობა არ გსურდა,გაიქეცი ისე,რომ სიტყვაც არ მათქმევინე,რაღას ითხოვ ჩემგან,იასმინ?
გოგონა დადუმდა,საკუთარ გულისცემას უსმენდა. სიმართლე ის იყო,რომ ანდრე ყოველთვის საჭიროზე მეტად აღელვებდა,მისით აღფრთოვნებულიც კი იყო,ვერაფრით შველოდა იმ ფაქტს,რომ კაცს მასზე მეტი შეეძლო და ეს ერთნაირად სიყვარულის და სიძულვილის მიზეზად ქცეულიყო. იასმინს არ სურდა უთანასწორო ბრძოლა,გაურბოდა ანდრეს და ამით კიდევ უფრო აღიარებდა მამაკაცის უპირატესობას. ამის გააზრებამ უარესად მოუშალა ნერვები,საკუთარმა თავმა მერი გაახსენა-შურიანი ადამიანი,რომელიც იმის მაგივრად,რომ მასზე წარმატებული პიროვნებებისაგან რაიმე ესწავლა,უბრალოდ უარყობდა მათ და იძულებდა.
“იქნებ,დროა ვაღიარო,რომ საუკეთესო არ ვარ და სწორედ ეს გამხდის უკეთესს?”-გაიფიქრა და ანდრეს თვალებში ჩაჰხედა-მართალი ხარ,ხანდახან ზედმეტად დარწმუნებული ვარ საკუთარ თავში,მე...მგონია,რომ ყოვლისშემძლე ვარ და ერთხელაც ეს ბოლოს მომიღებს. როდესაც რაიმე ცუდი ხდება,საკუთარ თავს არ ვადანაშაულებ,არა და საჭიროა,დავინახო,ვიცოდე,სად ვცდები. ჰო,ანდრე,ტყუილად გებრძვი,შენ კარგი ადამიანი ხარ.
-კარგი ნამდვილად არ ვარ,თუმცა არც იმდენად უსინდისო,როგორც შენ ამბობდი.-ჩაეღიმა კაცს და გოგონას ლოყაზე საჩვენებელი თითი ნაზად ჩამოატარა-ნება მომეცი,დაგეხმარო.
-ეშმაკის მოსალოდნელი გეგმების შესახებ თუ გაიგეთ მაძებრებმა?-იასმინმა გადაწყვიტა,დრო აღარ დაეკარგა,წელში გაიმართა და მოწოლილი ცრემლი გადაყლაპა.
-რა თქმა უნდა,იასმინ, ყველამ იცის მირიამის წინასწარმეტყველების შესახებ,ხოლო რამდენიმემ ისიც კი ვიცით,რომ ამ ყველაფრის შესაჩერებელი მექანიზმი ერთი პატარა,მწვანეთვალება ლამაზმანია-ეშმაკურად გაუღიმა.
-ჰო,ჩემი სისხლი სიცოცხლის ქვის ძალას ატარებს და როგორც მირიამი ამბობს,მე შემიძლია ეშმაკის შვილის შეჩერება...
-მასე პირდაპირ არ ამბობს,იასმინ,ეს მხოლოდ შენი მოვალეობა არაა,მირიამმა მხოლოდ დაინახა შესაძლო მომავალი. მგონი შენ დიდი წინაპრის ხილვა დავალებად აღიქვი,არაფერი არ უნდა გააკეთო განგებ,წინასწარმეტყველების არსიც ხომ ესაა?
-სულაც რომ დავივივწყოთ ეგ,მე,შენ და კიდევ ბევრს,მოქმედება გვმართებს,ანდრე. გინახავს ოდესმე,ჯადოსნური არსებები ასე დაუფარავად და თავხედურად გამოჩენილიყვნენ? მხოლოდ მე შეპყრობის ასეულობით შემთხვევა გავიგე ბოლო თვეებში. დემონები ჯოჯოხეთიდან ამოდიან და მათ ხელსაც აღარავინ უშლის,თითქოს ზეცაც მათ მხარესაა,ყველაფერი ერთ დიდ შეთქმულებას ემსგავსება.
-ასეცაა-მტკიცედ უპასუხა კაცმა-ოღონდ რთული გასარკვევია,ვინაა თამაშში ჩართული და ვინ სარგებლობს სიტუაციით.
-ჯოჯოხეთში უნდა ჩავიხედო- ისე უბრალოდ თქვა იასმინმა,აშკარა იყო,ამაზე მანამდე ბევრი ეფიქრა-ამბობენ,რომ ანდრასმა იქაურობა დატოვა,ვინმე უნდა ვნახო,ვიღაცას უნდა ვესაუბრო,თორემ ამგვარი გაურკვევლობა ბოლოს მომიღებს!
ანდრე გაფართოებული თვალებით შეაჩერდა გოგონას-ეს ხომ მხოლოდ მედიუმებს შეუძლიათ?
-კარგი გოგო რომ ვყოფილიყავი,მეც ვიქნებოდი მედიუმი-ჩაიცინა იასმინმა-ოღონდ,მარტო ვერ შევძლებ,ემილი და კნუტო მჭირდებიან.
-კნუტო?
-კატები სამყაროს ორივე მხარეს მოგზაურობენ,ასე რომ რაღაც რთული შელოცვების ხლართვას,ისევ კნუტოს დავიხმარევ-მხრები აიჩეჩა გოგონამ.
-და ემილი?
-ემილი ჯოჯოხეთში ბევრჯერ ყოფილა,მართალია,ნების საწინააღმდეგოდ,მარამ ბავშვობაში,როდესაც მეც მინდოდა იქაურობის ნახვა,დამეხმარა. მგონი ახლაც გამოვა,მთავარია,”კვატების სახლში” მივიდე,რაც არ ვფიქრობ, რომ მარტივი იქნება.
-ჯანდაბა...
-ანას ცოტა დრო სჭირდება,გონს უნდა მოვიდეს,შემდეგ კი წავალთ.-იასმინს თვალები მტკიცე გადაწყვეტილებით უელავდა.
-ესე იგი,ის მართლა ისაა? ეშმაკის შვილი?
-ზუტად ვერაფერი გვეცოდინება,ხომ გაგიგია? ეშმაკი დაუღალავად მუშაობს. იმიტომაც ჰქვია ეშმაკი-ქვედა ტუჩი უცოდინრობის ნიშნად გამოსწია-მაგრამ ვეცდები,რომ გავარკვიო მისი გეგმები.
-და რა თქმა უნდა,ამას მარტო გააკეთებ,არა?-ჩაიცინა ანდრემ.
-არა,რატომ?-ვითომ გაკვირვებით შეჰხედა გოგონამ-თუ ესოდენ დაკავებული მაძებარი ჩემთვის მოიცლის,მხოლოდ მადლობელი ვიქნები განგების.
-ესე იგი,შემდეგი გაჩერება “კვატების სახლი”? -წელში გაიმართა ანდრე იმის საჩვენებლად,რომ მზად იყო.
-პირდაპირ ჯოჯოხეთისკენ-წაიმღერა იასმინმა,ანდრეს გამოწვდილ ხელს აჰყვა და აღიღინებულ მამაკაცს მიეყრდნო. ბოხი ხმა მკერდზე ყურმიდებულ იასმინს ვიბრაციებად ჩაესმოდა,მაგრამ მაინც არჩევდა “highway to hell “ -ის მელოდიას.



скачать dle 11.3



№1 სტუმარი სტუმარი ანი ანი

მნაააა აი ეს მესმიიის...
მიყვარს ერთობლივი მოქმედებები..
და ეს ანდრე უბრალოდ კამფეტი მყავს რა ^-^
ცეცხლოვან მომენტებს ველი იცოდე :დ :დ
აბა ახალ თავს ველოდები სულმოუთქმენლად..

 


№2  offline წევრი Niniko11

Mmmmmm jer ar wamikitxavss aba vnqxoot rogoriaa dd davbrundebii wasakitxaad
--------------------
N.nozadze

 


№3  offline ახალბედა მწერალი Alice76

სტუმარი ანი ანი
მნაააა აი ეს მესმიიის...
მიყვარს ერთობლივი მოქმედებები..
და ეს ანდრე უბრალოდ კამფეტი მყავს რა ^-^
ცეცხლოვან მომენტებს ველი იცოდე :დ :დ
აბა ახალ თავს ველოდები სულმოუთქმენლად..

იქნება ცეცხლი,აუცილებლად მწველი:33:DDDD
ვეცდები,მალე მოვარბენინო♥️♥️♥️

Niniko11
Mmmmmm jer ar wamikitxavss aba vnqxoot rogoriaa dd davbrundebii wasakitxaad


გელდოები,იმედია,მოგეწონება♥️♥️♥️

 


№4 სტუმარი სტუმარი Niniko11

Aaam wqvikitxeee daaa dzaaaliaaan momewoona sauketeso xar alisaaa yovel jerze maoceeeb... sheni gonebrivi zrda k yovel dge didi siswrafit mimdinareeobsss....
Ase ganagrdzeee veli axal tavs moutmenlad
Warmatebebi♡♡

 


№5  offline წევრი Niniko11

Aaam wavikitxeee daaa dzaaaliaaan momewoona sauketeso xar alisaaa yovel jerze maoceeeb... sheni gonebrivi zrda ki yovel dge didi siswrafit mimdinareeobsss....
Ase ganagrdzeee veli axal tavs moutmenlad
Warmatebebi♡♡
--------------------
N.nozadze

 


არადა ჯინები მე კეთილი არსებები მეგონა და შენ მთელი ჩემი წარმოდგენა გააცამტვერე,ფაქტობრივად ბავშვობის წარმოდგენა ჯინზე დამიმსხვრიე :) (არადა ალადინის მშურდა ხოლმე ჯინი რომ ჰყავდა :დ )
კვატები ასპარეზზე გამოდიან და ემილის პერსონაჟიც მეტად საინტერესო ჩანს, ველოდები უფრო აქტიურად როდის ჩაერთვება "გამოძიებაში", ან საერთოდ ცოცხალი თუ მაინცაა ეგ გაგვაგებინე.
ოხ, იასმინ რა ცეცხლი კაცი გყოლია გვერდით და რა ტყუილად უშარდებოდი თურმე :) მომწონს გუნდურად მუშაობას რომ იწყებენ, თან ანდრე რაღაცების გააზრებაშიც დაეხმარება ხოლმე, ის უკვე გაიაზრა რომ მარტო თვითონ ვერაფერს გახდება და აღიარა კიდეც რომ საუკეთესო არ ვარო :) არადა მართლა საუკეთესო მყავს ❣❤
კატერინა ცოტა კი შემეცოდა, მაგრამ ახლა უფრო მეტად შეძლებან ანნას დახმარებას.
არ შემიძლია სოფიოს და ნიკის დუეტი უყურადღებოდ დავტოვო,შესანიშნავად მუშაობენ, ასე განაგრძონ. მგონი მათგან კარგი წყვილიც გამოვა :) სოფის აქვს უცნაური,შენებური იუმორი და ახალისებს ისტორიას.
შემდეგ თავში რომელი ჯადოსნური არსება უნდა გაგვაცნო? მალე დაგვიბრუნდი ❤

 


№7 წევრი Rania

Cina tavze vee davakomentare aliss. Shenici chemi damokidebuleba aheni istoriebisadmi. Rom saocrad ulevi fantaziis cyaro gaqvss. Arachveulebrivi stili da danarcheni chvenzeaa. Ai ukve daicyo kvdoma da cecxli. Aaleba da dafeefvlaa. Moutmenlad veli momdevno tavss. Gmerro iseti adrenalini maqvs axlaaa. Mgonia me var jadoqariiii
--------------------
Q.qimucadze

 


,,ახლა კი ხედავდა,ის,უცნაური,ბნელი აჩრდილი თურმე როგორი რეალური ყოფილა,თურმე მხოლოდ მეზობელს,რომელიმე პოლიტიკოსს ან ჯარისკაცს კი არა,ყველას დასდევს,ყველას ზურგს უკანაა,ალბათ იმაზე ახლოსაც კი,ვიდრე მფარველი ანგელოზი. ან იქნებ,თავადაა ანგელოზი და უბრალოდ შესაფერის მომენტამდე გვიცავს?.." .... ჰმ, ჩემს გულში ზიხარ ალისა ♡ დღეს ცოტა სევდიანი ვარ, მაგრამ არ მინდა ჩემი განწყობა შენც გადმოგდო და აღარ განვავრცობ ამ სიკვდილის თემას.
თურმე, მართლა ძალიან ახლოს ყოფილა, მაგრამ ამას მხოლოდ მაშინ ვაფიქსირებთ მაქსიმალურად რომ მოგვიახლოვდება.. :/
ერთი სიტყვით ძალიან, ძალიან მომწონს.

ანდრე არის კაცი.... არ ვიცი რას შევადარო. კაცია რა.
აი, სერიოზულად რომ ლაპარაკობს და ამ დროსაც კი, რაღაც ისეთს გაურევს, რაც გამაღიმებს მაინც - ეგ შენი დამსახურებაა ვიცი. კოპლებიანი ლიფი დარჩენია საჩუქრად ბიჭს. ;დ ისე კაი გარყვნილი ვინმეა, მეორე თუ მესამე ნაწილში რომ იყო - კაცი მიდიხარ ღამე, უკუნეთში სადღაც ღვთისგან მივიწყებულ პარკში ალზე სანადიროდ და მაინც ტიტველ ქალს უჭიტინებს ;დდდ
შიშველ ქალებზე ლენჩდება ალიო და ეგეც იმიტომ დამამახსოვრდა ,,შიშველი" და "ქალი" გვერდიგვერდ ეწერაო. ;დ
ანდრეს ფონზე ნიკი ძაან საწყალია, მაგრამ რა საყვარელია და როგორ მოსწონს იასმინი. ^_^
იასმინი თუ ანდრეს აირჩევს ნიკი ჩემთვის მინდა!!!! ;დ
სოფი რა უმააადურია ;@[email protected]$ ღმერთოოო სადაა სამართალიიი?! შე არასწორო ქალო სიგრძეში და სიგანეში ერთი ზომის იყავი, ძვლივს გახდი და კიდე ვიღაც ბოდიბილდერის ტანს მისტირი?!?!?!
(ბოლოს თუ ისევ დაუბრუნდა მის ზომებს, ბევრს დავცინებ)
ანას ,,პოვნის" ეპიზოდი ძალიან საინტერესო იყო!
თურმე ლუციფერის მულისშვილი, მამამისის გენებიდან ნიჭები დაჰყოლია.
იმედია სიკეთის მხარეს იქნება და მის ნიჭსაც ,,სამშობლოს მოახმარს". თორე რათ მინდა მაგის ტელეპათიის უნარი?! მკვდარზე ვენოკი.

ჰოოოომ როგორც იქნა კვატების სახლს ვიხილავთ მთელი მისი დიდებულებით. ემილი ძალიან მაინტერესებს. აუუუ, ნიკი რომ გვრჩებოდა ეული-სნეული-ჰაკერი იქნებ ემილის გაურიგო ალისა, ჰა??? :დ ^_^ (თუ არა და ისევ ჩემთვის დავიტოვებ ;დდდ )

იასმინზე რა ვთქვა?! ქალი-პიროვნებაა.
ისე გულისსიღრმეში ძალიან გულჩვილი და მოსიყვარულეა და ეგ დაღუპავს. ქალიო, საცხა ჯოჯოხეთიდან სამ მეტრზე რომ ხარ და გარშემო ექვსი, მილზე მიბმული გვამია რა დროს დაქალი და იმასთან ჭორაობაა.
(სხვათაშორის ეგრევე მივხვდი რომ ემილი კი არა ჯინის ფანდი იყო... :3 ჯერ ერთი საეჭვო იყო ემილის გამოჩენა და მეორეც სანათი ეჭირა რომელიც ლურჯ ნათებას ასხივებდა, ჰოდა მთელი ჩემი შერლოკ ჰოლმსური ნაწილი ჩავრთე და დავასკვენი აქ რაღაც ხდება მეთქი ;დ)
უზომოდ საინტერესოა და ახლა რა მოითმენს შემდეგ თავამდეეე :(((((
ალი იყო, ჯინი იყო, შემდეგი რა იქნებაა?! ♡
ალისა, ძაააალიან გთხოვ მალე არ დაამთავრო, გაწელე რაც შეგიძლია. ამას რომ დაამთავრებ რაღა მეშველება, ჰააა??? მერე რას დაველოდები? რის გამო შევამოწმებ საიტს? :(((( ♡♡♡♡♡♡
მიყვარხარ და მადლობა რომ არსებობ და მიფერადებ ზაფხულის ცხელ, უინტერესო საღამოებს! ♡^_^

 


№9  offline ახალბედა მწერალი Alice76

Niniko11
Aaam wavikitxeee daaa dzaaaliaaan momewoona sauketeso xar alisaaa yovel jerze maoceeeb... sheni gonebrivi zrda ki yovel dge didi siswrafit mimdinareeobsss....
Ase ganagrdzeee veli axal tavs moutmenlad
Warmatebebi♡♡

მიხარია,ბედნიერი ვარ,ჩემ ნაწერში წინსვლა რომ ჩანს,ყველაზე მთავარი მაინც ესეაა-თუნდაც კარგი იყო,განვითარება აუცილებელია,ამიტომაც დიდი მადლობა♥️♥️♥️

რუსკიმარუსია
არადა ჯინები მე კეთილი არსებები მეგონა და შენ მთელი ჩემი წარმოდგენა გააცამტვერე,ფაქტობრივად ბავშვობის წარმოდგენა ჯინზე დამიმსხვრიე :) (არადა ალადინის მშურდა ხოლმე ჯინი რომ ჰყავდა :დ )
კვატები ასპარეზზე გამოდიან და ემილის პერსონაჟიც მეტად საინტერესო ჩანს, ველოდები უფრო აქტიურად როდის ჩაერთვება "გამოძიებაში", ან საერთოდ ცოცხალი თუ მაინცაა ეგ გაგვაგებინე.
ოხ, იასმინ რა ცეცხლი კაცი გყოლია გვერდით და რა ტყუილად უშარდებოდი თურმე :) მომწონს გუნდურად მუშაობას რომ იწყებენ, თან ანდრე რაღაცების გააზრებაშიც დაეხმარება ხოლმე, ის უკვე გაიაზრა რომ მარტო თვითონ ვერაფერს გახდება და აღიარა კიდეც რომ საუკეთესო არ ვარო :) არადა მართლა საუკეთესო მყავს ❣❤
კატერინა ცოტა კი შემეცოდა, მაგრამ ახლა უფრო მეტად შეძლებან ანნას დახმარებას.
არ შემიძლია სოფიოს და ნიკის დუეტი უყურადღებოდ დავტოვო,შესანიშნავად მუშაობენ, ასე განაგრძონ. მგონი მათგან კარგი წყვილიც გამოვა :) სოფის აქვს უცნაური,შენებური იუმორი და ახალისებს ისტორიას.
შემდეგ თავში რომელი ჯადოსნური არსება უნდა გაგვაცნო? მალე დაგვიბრუნდი ❤

როგორ მსიამოვნებს შენი კომენტარების კითხვა♥️
არა რა,ვამბობ,რომ საუკეთესო მკითხველი მყავს! შემედავეთ!
ბოდიშს ვიხდი ბავშვობის წარმოდგენების დამსხვრევაზე( ჯინებზე კიდევ ბევრის თქმა მინდოდა,მაგრამ ძალიან დიდი გამოდის ეს “ოხერი” და ვცდილობ,ცოტა შევზღუდო ხოლმე:დდ
შემდეგ თავში დაკმაყოფილდება ინტერესი “კვატებზე”,ხოლო შემდეგ არსებაზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია,რომ ქართულ მითოლოგიასთანაც გვექნება შეხება:3
მიყვარხარ შენ და მიხარია,სულ ჩემთან რომ ხარ♥️♥️♥️

Rania
Cina tavze vee davakomentare aliss. Shenici chemi damokidebuleba aheni istoriebisadmi. Rom saocrad ulevi fantaziis cyaro gaqvss. Arachveulebrivi stili da danarcheni chvenzeaa. Ai ukve daicyo kvdoma da cecxli. Aaleba da dafeefvlaa. Moutmenlad veli momdevno tavss. Gmerro iseti adrenalini maqvs axlaaa. Mgonia me var jadoqariiii


ვიცი,რომ ჩემთან ხარ,თუნდაც არ აკომენტარებდე,უკვე მოიპოვე ამგვარი ერთგული მკითხველის სტატუსი(შეუცვლელი მკითხველისაც) და უზომოდ გამახარე ახლა,ასე რომ მოქმედებს ჩემი ნაშრომი და თანაც გულწრფელად მიზიარებ-ნამდვილად საოცარი გოგო ხარ ქეთო♥️

Maybillineსპაროლიდაავიწყდა
,,ახლა კი ხედავდა,ის,უცნაური,ბნელი აჩრდილი თურმე როგორი რეალური ყოფილა,თურმე მხოლოდ მეზობელს,რომელიმე პოლიტიკოსს ან ჯარისკაცს კი არა,ყველას დასდევს,ყველას ზურგს უკანაა,ალბათ იმაზე ახლოსაც კი,ვიდრე მფარველი ანგელოზი. ან იქნებ,თავადაა ანგელოზი და უბრალოდ შესაფერის მომენტამდე გვიცავს?.." .... ჰმ, ჩემს გულში ზიხარ ალისა ♡ დღეს ცოტა სევდიანი ვარ, მაგრამ არ მინდა ჩემი განწყობა შენც გადმოგდო და აღარ განვავრცობ ამ სიკვდილის თემას.
თურმე, მართლა ძალიან ახლოს ყოფილა, მაგრამ ამას მხოლოდ მაშინ ვაფიქსირებთ მაქსიმალურად რომ მოგვიახლოვდება.. :/
ერთი სიტყვით ძალიან, ძალიან მომწონს.

ანდრე არის კაცი.... არ ვიცი რას შევადარო. კაცია რა.
აი, სერიოზულად რომ ლაპარაკობს და ამ დროსაც კი, რაღაც ისეთს გაურევს, რაც გამაღიმებს მაინც - ეგ შენი დამსახურებაა ვიცი. კოპლებიანი ლიფი დარჩენია საჩუქრად ბიჭს. ;დ ისე კაი გარყვნილი ვინმეა, მეორე თუ მესამე ნაწილში რომ იყო - კაცი მიდიხარ ღამე, უკუნეთში სადღაც ღვთისგან მივიწყებულ პარკში ალზე სანადიროდ და მაინც ტიტველ ქალს უჭიტინებს ;დდდ
შიშველ ქალებზე ლენჩდება ალიო და ეგეც იმიტომ დამამახსოვრდა ,,შიშველი" და "ქალი" გვერდიგვერდ ეწერაო. ;დ
ანდრეს ფონზე ნიკი ძაან საწყალია, მაგრამ რა საყვარელია და როგორ მოსწონს იასმინი. ^_^
იასმინი თუ ანდრეს აირჩევს ნიკი ჩემთვის მინდა!!!! ;დ
სოფი რა უმააადურია ;@[email protected]$ ღმერთოოო სადაა სამართალიიი?! შე არასწორო ქალო სიგრძეში და სიგანეში ერთი ზომის იყავი, ძვლივს გახდი და კიდე ვიღაც ბოდიბილდერის ტანს მისტირი?!?!?!
(ბოლოს თუ ისევ დაუბრუნდა მის ზომებს, ბევრს დავცინებ)
ანას ,,პოვნის" ეპიზოდი ძალიან საინტერესო იყო!
თურმე ლუციფერის მულისშვილი, მამამისის გენებიდან ნიჭები დაჰყოლია.
იმედია სიკეთის მხარეს იქნება და მის ნიჭსაც ,,სამშობლოს მოახმარს". თორე რათ მინდა მაგის ტელეპათიის უნარი?! მკვდარზე ვენოკი.

ჰოოოომ როგორც იქნა კვატების სახლს ვიხილავთ მთელი მისი დიდებულებით. ემილი ძალიან მაინტერესებს. აუუუ, ნიკი რომ გვრჩებოდა ეული-სნეული-ჰაკერი იქნებ ემილის გაურიგო ალისა, ჰა??? :დ ^_^ (თუ არა და ისევ ჩემთვის დავიტოვებ ;დდდ )

იასმინზე რა ვთქვა?! ქალი-პიროვნებაა.
ისე გულისსიღრმეში ძალიან გულჩვილი და მოსიყვარულეა და ეგ დაღუპავს. ქალიო, საცხა ჯოჯოხეთიდან სამ მეტრზე რომ ხარ და გარშემო ექვსი, მილზე მიბმული გვამია რა დროს დაქალი და იმასთან ჭორაობაა.
(სხვათაშორის ეგრევე მივხვდი რომ ემილი კი არა ჯინის ფანდი იყო... :3 ჯერ ერთი საეჭვო იყო ემილის გამოჩენა და მეორეც სანათი ეჭირა რომელიც ლურჯ ნათებას ასხივებდა, ჰოდა მთელი ჩემი შერლოკ ჰოლმსური ნაწილი ჩავრთე და დავასკვენი აქ რაღაც ხდება მეთქი ;დ)
უზომოდ საინტერესოა და ახლა რა მოითმენს შემდეგ თავამდეეე :(((((
ალი იყო, ჯინი იყო, შემდეგი რა იქნებაა?! ♡
ალისა, ძაააალიან გთხოვ მალე არ დაამთავრო, გაწელე რაც შეგიძლია. ამას რომ დაამთავრებ რაღა მეშველება, ჰააა??? მერე რას დაველოდები? რის გამო შევამოწმებ საიტს? :(((( ♡♡♡♡♡♡
მიყვარხარ და მადლობა რომ არსებობ და მიფერადებ ზაფხულის ცხელ, უინტერესო საღამოებს! ♡^_^

მოვიდა ჩემი შტორმი და ცუნამი:3♥️♥️♥️
ქალო,უშენოდ და უშენკომენტაროდ ვერც ერთ თავზე რომ ვეღარ გამიძლია და ვერ ვითმენ,სანამ შენ კილომეტრიან კომებს არ დავინახავ,ეგ იცი რას ნიშნავს?
თავი შემაყვარე,აესე უსინდისოდ:დდდ♥️♥️♥️
მაგრამ მიხარია,რომ ასეთმა კარგმა და საყვარელმა გოგომ მოიგო ჩემი გული:DDD
ყველაფერი ხომ სწორად აღნიშნე,მაგრამ ანდრე როგორ ზუსტად ამოიცანი,ასე კარგად მეც კი ვერ დავახასიათებსი:დდდ
ანუ ხომ ზის ანდრე ჩემ ტვინში და გადმოტანა მინდა,არ ვიცი,როგორ გამომდის მაგრამ მებილინს რომ ესმის,ფაქტია.
საოცარი ვინმე ხარ რაა!
დამთავრებას ჯერ არ ვაპირებ და საერთოდ,მგონი ძალიან დიდი გამოვა,აქამდე ისტორიებს რომ ვიწყებდი,მერე დამთავრებას ვჩქარობდი და ახლა სხვანაირად ვარ-არც ვჩქარობ და დამთავრებაც არ მინდა.
მგონი ასე უკეთესია,უფრო მიეცემა ნორმალური ნაწარმოების სახე და მეც დიდ ხანს ვიქნები თქვენთან.
ხოდა მიყვარხარ შე ვულკანო შენა♥️♥️♥️

 


№10 სტუმარი აკო

აუფ რა სულელურად დაშორებულან :( :(

 


№11 სტუმარი Nataა

სად ვიყავი აქამდე ძლივს არ გიპოვე ხარისხიანი წასაკითხი❤️❤️❤️

 


№12  offline ახალბედა მწერალი Alice76

აკო
აუფ რა სულელურად დაშორებულან :( :(

მათი ისტორია სხვა მხრივადაცაა საინტერესო,რაც შემდეგ გამოჩნდება,თუმცა სიყვარულის მხრივ,ერთად არც ყოფილან,ფაქტობრივად:D

Nataა
სად ვიყავი აქამდე ძლივს არ გიპოვე ხარისხიანი წასაკითხი❤️❤️❤️


ვაიჰ!♥️
უდიდესი კომპლიმენტია♥️♥️♥️ ძალიან გამახარე და ვულოცავ ჩემ თავს,რომ მიპოვე♥️♥️

 


№13  offline წევრი witchy spirit

მოკლედ, ძალიან ძალიან მაგარი ხარდა წერტილი! პირველრიგში დაგვიანება მეპატიება, რადგან ამჯერად დრაკულას ნაცვლდ თავის ტკივილმა არ მომცა წაკითხვის საშუალება, მერე კიდევ ისეთი მაგარი იყო ენა ჩამივარდა და ვეღარ ამობაძვრინე. მართლა არ ვიცი რა გიტხრა შეალქაჯო ქალო. ძალიან ძალიან საინტერესო სიუჟეტი, იდეალური დიალოგები, ჩამოყალიბებული პერსონაჟები, ეს რომანტიკული მოტივიც ძალიან მოუხდა. ისტორიიდან ისტორიამდე, თავიდან თავამდე იხვეწები, საკუტარ ნაწერებს ჯაბნი და პირად რეკორდებს ხსნი, უბრალოდ სასწაულია! ყოველჯერზე მგონია რომ ბოლო საფეხურზე დგახარ და ხარისხს ფიზიკურად ვეღარ ასწევ, თუმცა ნურას უკაცრავად, ყველაზე დადებითად იმედგაცრუებულს მტოვებ. ინდოვიდუალიზმს არ კარგავ განვითარების პროცესში რაც ვგონებ ყველაზე მთავარია. საკუთარ ხმას მიჰყვები, შეილზება იგრძნობა რაღაცისგავლენა მაგრამ მხოლოდ შენს განათლებაზე და პიროვნულ მრავალფეროვნებაზე მიანიშნებს, მოკლედ ბეწვის ხიდზე იდეალურად დააბიჯებ და შენი ისტორია საიტისთვის უკვე აღარ მემეტება, ფენტეზის შედევრებში უნდა ვხედავდე ჩემს თაროზე შემოდებულს. იმედია ოდესმე ვიხილავ კიდეც, მეტი რა ვთქვა არ ვიცი, ანა მალე გვენახოს ჯანზე და დრაკულამ ვახშამზე მოგიწვია კვლავაც

 


№14  offline ახალბედა მწერალი Alice76

witchy spirit
მოკლედ, ძალიან ძალიან მაგარი ხარდა წერტილი! პირველრიგში დაგვიანება მეპატიება, რადგან ამჯერად დრაკულას ნაცვლდ თავის ტკივილმა არ მომცა წაკითხვის საშუალება, მერე კიდევ ისეთი მაგარი იყო ენა ჩამივარდა და ვეღარ ამობაძვრინე. მართლა არ ვიცი რა გიტხრა შეალქაჯო ქალო. ძალიან ძალიან საინტერესო სიუჟეტი, იდეალური დიალოგები, ჩამოყალიბებული პერსონაჟები, ეს რომანტიკული მოტივიც ძალიან მოუხდა. ისტორიიდან ისტორიამდე, თავიდან თავამდე იხვეწები, საკუტარ ნაწერებს ჯაბნი და პირად რეკორდებს ხსნი, უბრალოდ სასწაულია! ყოველჯერზე მგონია რომ ბოლო საფეხურზე დგახარ და ხარისხს ფიზიკურად ვეღარ ასწევ, თუმცა ნურას უკაცრავად, ყველაზე დადებითად იმედგაცრუებულს მტოვებ. ინდოვიდუალიზმს არ კარგავ განვითარების პროცესში რაც ვგონებ ყველაზე მთავარია. საკუთარ ხმას მიჰყვები, შეილზება იგრძნობა რაღაცისგავლენა მაგრამ მხოლოდ შენს განათლებაზე და პიროვნულ მრავალფეროვნებაზე მიანიშნებს, მოკლედ ბეწვის ხიდზე იდეალურად დააბიჯებ და შენი ისტორია საიტისთვის უკვე აღარ მემეტება, ფენტეზის შედევრებში უნდა ვხედავდე ჩემს თაროზე შემოდებულს. იმედია ოდესმე ვიხილავ კიდეც, მეტი რა ვთქვა არ ვიცი, ანა მალე გვენახოს ჯანზე და დრაკულამ ვახშამზე მოგიწვია კვლავაც

გოგო,ნუ მაქებ და მათამამებ ასე,არ შეიძლება რა:(((
საკუთარი ზარმაცი თავის მცხვენია მერე,რამდენს გაკლებთ და ვაკლებ ამ ნაშრომს და ნეტავ შემეძლოს,მეტი დრო დავუთმო.
კარგი ჰო,აღარ ვიბუზღუნებ,ვაღიარებ,რომ ძალიან მსიამოვნებს შენი სიტყვები,დრაკულოვნიკო;დდ♥️♥️♥️
უზომოდ საყვარელი ხო ხარ და მერე თან ასეთ კარგად წერა შეგიძლია ადამიანს და მე მაქებ,რა უნდა ვთქვა ყოველ ჯერზე უდიდესი მადლობის მეტი♥️♥️♥️

Margarethe Jose
ხომ ვთქვი იასმინი მირიამის შთამომავალია_მეთქი? თუ არ მითქვამს?
რავიცი. ისე არეულ-დარეული დავდივარ მოკლედ... დაიჯერებ რომ დღეს წავიკითხე ეს თავი?
ასე მე არასდროს არ მოვქცეულვარ:(

ნაწილ-ნაწილ რთულია ფენტეზის შეფასება (ალბათ დამეთანხმებით) ამიტომ ბოლოს სრულიად ყველაფერს დაგიწერ რა მომეწონა/არ მომეწონა და ა.შ.
პ.ს.ჯინის არ ველოდი და გული მეტკინა, ვერ ვიტან.


კი,კი,თქვი,შენ ხომ ძალიან დაკვირვებული მკითხველი ხარ♥️
რთულია კი,თან ხშირად რომ ვერ ვდებ,მაგის ბრალიცაა,მაგრამ თავებად რომ არ ავტვირთო და მკითხველის მიმართ პასუხისმგებლობა რომ არ ვიგრძნო,ალბათ ვერც ვერასდროს დავასრულებ,ამიტომ გადავწყვიტე თავებად დაყოფა.
იმედი მაქვს,გამიგებს მკითხველი(
საბოლოოდ კი სრულ ვერსიას შემოგთავაზებთ.
პ.ს. რატომ ვერ იტან? საკმაოდ საინტერესო არსებაა:3

 


№15  offline წევრი Lea

რამდენი ხნის წინ გითხარი სრულყოფილას წერთქო, გახსოვს?
ასეც იყო.
უკვე სრულყოფილებაზე მაღლა ხარ და ამ ამბავს ისეთი პირი უჩანს, კიდე უფრო მაღლა გნახავ და სასწრაფოდ მოსაფიქრებელია ახალი სიტყვები, ამ სიმაღლეების შესაფასებლად.
ჰო, არ დამავიწყდეს: შენი ფანი ვარ.

 


№16 სტუმარი სტუმარი ანი ანი

როდის დადებ შემდეგს?!
პ.ს აუ ალის "ზებუნებრივს" უყურებ,??

 


№17  offline ახალბედა მწერალი Alice76

Lea
რამდენი ხნის წინ გითხარი სრულყოფილას წერთქო, გახსოვს?
ასეც იყო.
უკვე სრულყოფილებაზე მაღლა ხარ და ამ ამბავს ისეთი პირი უჩანს, კიდე უფრო მაღლა გნახავ და სასწრაფოდ მოსაფიქრებელია ახალი სიტყვები, ამ სიმაღლეების შესაფასებლად.
ჰო, არ დამავიწყდეს: შენი ფანი ვარ.

კაი რა( ესე ნუ მეუბნები,თორემ არც ისე გამძლე გული მაქვს(((
აუ როგორ მიყვარხარ((( სულ რომ გესმის ჩემი და მე-შენი
ამიტომაც ვარ ფანის ფანი,არც მე მავიცწყდება. ♥️

სტუმარი ანი ანი
როდის დადებ შემდეგს?!
პ.ს აუ ალის "ზებუნებრივს" უყურებ,??


შემდეგს ცოტა დააგვიანდება( არ ვიცი ზუსტად(
“ზებუნებრივი” ჩემი ბავშვობის სიყვარულია და,სხვათა შორის,ამ ნაწარმოების მუზაც სწორედ იმდროინდელია:3♥️

 


№18 სტუმარი სტუმარი ანი ანი

Alice76
Lea
რამდენი ხნის წინ გითხარი სრულყოფილას წერთქო, გახსოვს?
ასეც იყო.
უკვე სრულყოფილებაზე მაღლა ხარ და ამ ამბავს ისეთი პირი უჩანს, კიდე უფრო მაღლა გნახავ და სასწრაფოდ მოსაფიქრებელია ახალი სიტყვები, ამ სიმაღლეების შესაფასებლად.
ჰო, არ დამავიწყდეს: შენი ფანი ვარ.

კაი რა( ესე ნუ მეუბნები,თორემ არც ისე გამძლე გული მაქვს(((
აუ როგორ მიყვარხარ((( სულ რომ გესმის ჩემი და მე-შენი
ამიტომაც ვარ ფანის ფანი,არც მე მავიცწყდება. ♥️

სტუმარი ანი ანი
როდის დადებ შემდეგს?!
პ.ს აუ ალის "ზებუნებრივს" უყურებ,??


შემდეგს ცოტა დააგვიანდება( არ ვიცი ზუსტად(
“ზებუნებრივი” ჩემი ბავშვობის სიყვარულია და,სხვათა შორის,ამ ნაწარმოების მუზაც სწორედ იმდროინდელია:3♥️

ახლა უკვე ასმაგად ვაბოდებ შენზე ტკბილო ^-^ ^-^ ♡♡♡♡ :დ

 


№19 სტუმარი სტუმარი მაკა

დაახლოებით როდის იქნება შემდეგი??

 


№20  offline ახალბედა მწერალი Alice76

სტუმარი მაკა
დაახლოებით როდის იქნება შემდეგი??

2-3 დღეში ალბათ,დღეს და ხვალ ნამდვილად ვერ მოვახერხებ,წერისთვის ძალიან ცოტა დრო მაქვს(

 


№21  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

დღეს ან ხვალ იქნება ახალი თავი?

 


№22  offline ახალბედა მწერალი Alice76

ანი ანი
დღეს ან ხვალ იქნება ახალი თავი?

სავარაუდოდ,ხვალ საღამოსთვის♥️

 


№23 სტუმარი ნდნა

სად არის ახალი თავიიი? :(

 


ქალო, ალისა ხომ ხარ ცოცხალ მდგომარეობაში? ;დდდ ♡♡♡

 


№25 სტუმარი სტუმარი ანი ანი

ალის ტკბილოოო. სად დაიკარგეე??
ხომ კარგად ხარ?

 


№26  offline ახალბედა მწერალი Alice76

ვაიჰ,უნდა დავწერო,სხვანაირად ვერ გამოვძვრები.
ამ თვეში დაგვიანებები უნდა მაპატიოთ,ძალიან ვწუხვარ,მაგრამ თან უდიდესად ბედნიერი დღისთვის(თეთრკაბიანი დღერომაა,ეგ) ვემზადები და ამიტომ,ამ მზადებაში ძალიან დიდი დრო მიდის(
(ერთხელ მექნება ეს დღე და ამიტომ ვუთმობ ამდენ დროს,ცოტაც მოვითმინოთ და შემდეგში ასეთი ცუდი გოგო აღარ ვიქნები)
♥️♥️♥️

 


Alice76
ვაიჰ,უნდა დავწერო,სხვანაირად ვერ გამოვძვრები.
ამ თვეში დაგვიანებები უნდა მაპატიოთ,ძალიან ვწუხვარ,მაგრამ თან უდიდესად ბედნიერი დღისთვის(თეთრკაბიანი დღერომაა,ეგ) ვემზადები და ამიტომ,ამ მზადებაში ძალიან დიდი დრო მიდის(
(ერთხელ მექნება ეს დღე და ამიტომ ვუთმობ ამდენ დროს,ცოტაც მოვითმინოთ და შემდეგში ასეთი ცუდი გოგო აღარ ვიქნები)
♥️♥️♥️

ომგ :o
შენი თეთრკაბიანი დღე იქნება?! *____* ♡
აუუუ რაა მაგროოობააა ♡♡♡♡
გილოცავ წინასწარ♡

ამ შემთხვევაში ნამდვილად გეპატიება დაგვიანება ^_^ ♡♡♡

ვიშ უ აააალ ზე ბესთ ♡♡♡♡♡♡

 


№28  offline ახალბედა მწერალი Alice76

Maybillineსპაროლიდაავიწყდა
Alice76
ვაიჰ,უნდა დავწერო,სხვანაირად ვერ გამოვძვრები.
ამ თვეში დაგვიანებები უნდა მაპატიოთ,ძალიან ვწუხვარ,მაგრამ თან უდიდესად ბედნიერი დღისთვის(თეთრკაბიანი დღერომაა,ეგ) ვემზადები და ამიტომ,ამ მზადებაში ძალიან დიდი დრო მიდის(
(ერთხელ მექნება ეს დღე და ამიტომ ვუთმობ ამდენ დროს,ცოტაც მოვითმინოთ და შემდეგში ასეთი ცუდი გოგო აღარ ვიქნები)
♥️♥️♥️

ომგ :o
შენი თეთრკაბიანი დღე იქნება?! *____* ♡
აუუუ რაა მაგროოობააა ♡♡♡♡
გილოცავ წინასწარ♡

ამ შემთხვევაში ნამდვილად გეპატიება დაგვიანება ^_^ ♡♡♡

ვიშ უ აააალ ზე ბესთ ♡♡♡♡♡♡

მადლობა,სიყვარულო გოგო და რომ იცოდე რას გიმზადებ შემდეგი თავისთვის:3
მგონია,რომ მოგეწონება:3
♥️♥️♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent