შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აკრძალული თამაშები (6)


27-08-2019, 18:22
ავტორი ფ ე ფ ო
ნანახია 2 779


დილი ექვსი საათი შესრულებულიყო...დედაქალაქი ნელ-ნელა იწყებდა გამოფხიზლებას.ყურსასმენებში მოგუგუნე მუსიკის თანხლებით დარბოდა და ცდილობდა გონება სრულიად გაენთავისუფლებინა უამრავი გამოუსადეგარი ინფორმაციისგან,რომელიც უკვე სანაგვეში გადაყრას საჭიროვებდა.ყოველთვის აქტიური მწველი იყო მაგრამ მაინც ახერხებდა ჯანსაღი ცხოვრების წესის რაღაც ნაწილი მაინც დაეცვა.დილაობით დარბოდა და არასდროს გაჰკარებია ნარკოტიკს და დარწმუნებული იყო არც არასდროს გასინჯავდა.არასდროს უცდია სიგარეტის გადაგდება რადგან ის და სიგარეტი ერთ განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდნენ და მოწევის დაწყების დღიდან ფიქრადაც არ გაუვლია თავის დანებება.საკუთარ მანქანამდე მისულმა უკანა კარი გამოაღო და სპორტული ჩანთიდან პირსახოცი ამოიღო.ოფლისგან დაცვარული სახე და კისერი შეიწმინდა და ამღერებულ ტელეფონს უპასუხა.ვინ თუ არა დავითი?ხანდახან აინტერესებდა: საერთოდ ეძინა თუ არა სულაბერიძეს?
-დათო.
-სად ხარ?
-ლისის ტბაზე...მშვიდობაა?
-გუშინ შენ რომ წახვედი პატარა ინციდენტი მოხდა,ჩვენს ბიჭებს ერთი მთვრალი კლიენტი შემოელახათ და აბა გამოიცანი ვინ აღმოჩნდა?
-პრეზიდენტის შვილი?-გაეცინა დევდარიანს.
-ეკონომიკის მინისტრის ცოლის ძმა...ჩივილს აპირებს.
-რა ჯანდაბა მოხდა?-ღრმად ჩაისუნთქა დევდარიანმა და უკანა კარი ხელის კვრით მიხურა,საჭესთან მოთავსებულმა სათავსოდან სიგარეტის კოლოფი ამოაძვრინა და კბილების დახმარებით შემოაცალა დამცავი პარკი.
-მიმტანს აწუხებდა...ტვინის შერყევა აქვს.რესპუბლიკურში გადაიყვანეს.
-ჯანდაბა...-ძრავი ჩართო და მანქანა ადგილიდან დაძრა.-დალაპარაკება არ გაჭრის?
-მაგიტომ გირეკავ...მივიდეთ?
-ერთ საათში მოვალ..წყალს გადავივლებ და გამოვიცვლი.-ტელეფონი გათიშა და სიჩქარეს მოუმატა.
დავით სულაბერიძეს რესპუბლიკურის წინ შეხვდა.მისი გამოჩენისთანავე რომ გადმოვიდა მანქანიდან,სახეზე ეტყობოდა წინა ღამის გამოუძინებელი რომ გახლდათ.თვალები ჩასწითლებოდა და კი არ იმჩნევდა მაგრამ აშკარად ნერვიულობდა.
-რომელ მიმტანს აეკიდა?-მხარზე მისალმების ნიშნად ხელი მიარტყა დევდარიანმა და მასთან ერთად დაიძრა საავადმყოფოს შესასვლელისკენ.
-კესოს..ის პატარა გოგო რომ გვყავს...ახალია. დაცვა ცდილობდა დაეშოშმინებინა მაგრამ ერთი ადგილის გასაღები ჰქონდა დაკარგული და ბოლოს ისე გამოვიდა...
-კვაშილავასთან შეხლა შემოხლა არ გვაწყობს.იქნებ შევთანხმდეთ,წამოდი ერთი ვნახოთ რა მდგომარეობა აქვს და საერთოდაც ღირს თუ არა ლაპარაკი.
-მეეჭვება რამე გამოვიდეს მაგრამ...-შენობის კარი შეაღო დავითმა და პირველმა შეაბიჯა წამლების სუნით გაჟღენთილ სივრცეში.პალატა სადაც წინა ღამის მსხვერპლი გადაეყვანათ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გახლდათ.სანახევროდ ღიად დატოვებულ კართან კი რამდენიმე მამაკაცი იდგა.სავარაუდოდ ავადმყოფს მაღალი ეშელონებიდან სწვეოდნენ საპატიო სტუმრები.მათი გამოჩენისთანავე დაცვის თანამშრონლები დაფაცურდნენ და მათ შეჩერებას შეეცადნენ.
-უკაცრავად,აქეთ არ შეიძლება.-დევდარიანს მკერდზე ხელით მიაწვა ერთ-ერთი ახმახი და აიძულა უკან დაეხია.
-სალაპარაკო გვაქვს თქვენს უფროსთან.
-აქ მოიცადეთ,შესვლა არ შეიძლება.
-მომისმინე...-დავითი შეაჩერა დევდარიანმა და ზემოდან დაჩერებულ ერთი თავით მაღალ მამაკაცს ზიზღით ახედა.-შენს უფროოს გადაეცი,წინა ღამის ინციდენტზე სალაპარაკოდ დაჩი დევდარიანი მოვიდათქო.
-აქ მოიცადეთ.-კართან ახლოს მდგარმა მამაკაცმა მელოტი თავი გამოღებულ კარში შეჰყო და რამდენიმე სიტყვის შემდეგ თავის ქნევით დაუბრუნდა ძველ მდგომარეობას.
-მობრძანდით!
მოზრდილ პალატაში ერთ საწოლი იდგა,სადაც თავ შეხვეული მამაკაცი იწვა.დავითის ნათქვამი:გალახეს. ნამდვილად არ შეეფერებოდა იმ მდგომარეობას რა მდგომარეობაშიც იმყოფებოდა ავადმყოფი.ცხვირზე ფიქსატორი დაედოთ, სახე კი ცემისგან დასიებული და დალურჯებული ჰქონდა.
-გამარჯობა.-ავადმყოფიდან მზერა იქვე სავარძელში მჯდარი ორი მამაკაციდან ერთ ერთზე გადიტანა დევდარიანმა და ხელი გაუწოდა.
-ამდენს არ მოველოდი ბატონო დაჩი.-მის ხელს თავისი შეაგება ერთ-ერთმა და ხმაში საყვედური გაურია.
-არც მე...იმედი მაქვს შევთანხმდებით.
-და რას აპირებ?კომპენსაციად ფულს გადუხდი და გააჩუმებ? კაცი ცემისგან ერბო კვერცხს დაამსგავსეს და როგორ ფიქრობ პასუხს არ მოვითხოვთ?
-არ ვფიქრობ...-მისი ტონი არ ესიამოვნა დაევდარიანს მაგრამ მაინც მოახერხა ნერვების მოთოკვა.მშვიდად უმზერდა სახეზე და ელოდებოდა თავისი სათქმელი დაესრულებინა.
-დამნაშავეები სათანადოდ უნდა დაისაჯონ!.
-რას მთავაზობთ?
-სამსახურიდან გაუშვებ იმ ბიჭებს და სამართალი თავის საქმეს გააკეთებს.-მხრები აიჩეჩა კაცმა.
-ბატონო ირაკლი-გაეცინა დევდარიანს-რომლე სამართალზე მელაპარაკებით ხომ ვერ ამიხსნით?სამსახურიდან მათი გაშვება,როდესაც თავისი საქმე პირნათლად შეასრულეს...ეგ იქნება უსამართლობა.
-ანუ,კაცი ცემში მოკლეს და ...
-კერძო ტერიტორიაზე სრული კარტ ბლანში აქვთ ჩემს ბიჭებს...რა მოხდა,გაერკვიეთ მდგომარეობაში?ჩემს კლუბში თქვენი ნათესავი პირველად არ ყოფილა და არც ეს ინციდენტია პირველი...ჩემს თანამშრომლებს ვერავინ შეეხება..ვერც მიმტანს,ვერც დაცვას და ვერც უბრალო დამლაგებელს.მოდი პირდაპირ ვილაპარაკოთ.-პატარა მაგიდასთან მდგარი სკამი მოითრია და კვაშილავას წინ დაჯდა.-სკანდალი გაწყობთ?ვფიქრობ არა...ეს ამბავი რომ გასკდება,ხვალ ყველა გაზეთში დაწერენ როგორ ერთობა და იმხობს თავზე ყველაგერს ეკონომიკის მინისტრის ცოლის ძმაა...გინდათ თუ არ გინდათ ეს საქმე თქვენც შეგეხებათ.ჩემი კლუბი ერთ-ერთი პოპულარული დაწესებულებაა ქალაქში.ჩემი ბიჭები ბოდიშს მოიხდიან გადაჭარბებული მოქმედების გამო.მე კი მისი მკურნალობის ხარჯებს ავანაზღაურებ..მეტს არაფერს გთავაზობთ.
-იცი მაინც რამდენს რისკავ?-წინ გადმოხრილი კვაშილავა თვალებში ჩააცქერდა და კბილებს შორის მუქარით გამოსცრა.-პირდაპირ რქებით ეჯახები ძალას რომელიც იცი რომ მოგერევა და რისთვის? რამდენიმე უდღეური ღლაპის გამოო?
-თქვენი ტონი შემიძლია მუქარად ჩავთვალოო.ის უდღეური ღლაპები ჩემი თანამშრომლები არიან...დღემდე პირნათლად ასრულებდნენ თავის მოვალეობას და მხოლოდ იმიტომ რომ ვიღაც გალეშილმა სირ*მა ჰორმონები ვერ მოთოკა და ჩემს მიმატანს დაუწყო ჩალიჩი, პასუხს არ აგებენ.იმ მიმტანმა რა ქნას? -ხმას აუწია დევდარიანმა და სახე ბრაზისგან გაეყინა.მხარზე გაფრთხილების ნიშნად დადებული დავითის ხელი მოიშორა და გამოთქმით გაიმეორა:-იმ მიმტანმა რა ქნას?! ოცი წლის არის..და მთელი ღამე ბარში მუშაობს,რათა გამოიმუშაოს ფული რომლითაც უნივერსიტეტში სწავლის ფულს იხდის.რა ქნან იმ ბიჭებმა სამსახურიდან გაშვებულნი ისე რომ დასხდებიან? რას მთავაზობთ?! ერთ ნაბიჭ*ვარს გადავაყოლო ამდენი ადამიანიი?
-ძალიან სცდები დევდარიანო...
-მისმინეთ ბატონო ირაკლი.დღემდე ისე მოვედი ტყუილ უბრალოდ ადამიანი არ გამიწირავს...ჩემს თანამშრომლებს არავინ და არაფერი შეეხებათ.თქვენ ჩემზე უკეთ იცით ვინც არის თქვენი ცოლის ძმა-ხელი საწოლისკენ გაიშვირა.-ან ჩემს შემოთავაზებაზე წამოხვალთ..ან არა და ფეხებზე ვინ რას გაიგებს.
-ეს ამბავი ჩამთავრდება და ჩვენ ისევ ვილაპარაკებთ.-სავარძლიდან წამოდგა კვაშილავა და ლამის შუბლით შუბლზე მიებჯინა.
-მშვენიერია...შეთანხმება მიღწეულია.მე ჩემი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებ..თქვენ კი გადაეცით ჩემს კლუბში მოსული აღარ დავინახო...
********
-რა გჭირს?!-გაკვირვებულმა კატომ ჯავახიას შესიებული ცხვირის დანახვაზე წამოიყვირა და მკლავში სწვად.-რა დაგემართა ტატო?
-არაფერია...გუშინ ავარიაში მოვყევი და...
-რა?! რას ამბობ? ტატო გაგიჟდიი... და ეხლა მეუბნები ამას?სად,რანაირად.
-ღმერთო შენ მიშველე.-გაეცინა ჯავახიას და გაფითრებულ ჩხეიძეს მხარზე მოხვია ხელი.-კარგად ვარ საყვარელო,მთავარია რომ გადავრჩი და კარგად ვარ...
-ექიმთან იყავი? იქნებ ტვინის შერყევა გაქვს და სიარული არ შეიძლებ..ან იქნებ...
-კარგად ვაარ!-მხრებში სწვდა და თვალებ ამღვრეულს გაუღიმა.-არაფერი არ მჭირს, უბრალოდ გზა ცუდად ჩამიჭრა მეორე მანქანამ და ბორდიულზე ასული ყვავილის ქოთნებს დავეჯახე.თავი კი საჭეს დავარტყი...არავინ არ დაშავებულა..არც მე...ეს არაფერია...გაივლის.
კატოს ხმა აღარ ამოუღია წინ გადახრილი შუბლით მიეყრდნო მამაკაცის ნიკაპს და ხელები მკლავებზე მოხვია.
-შენ გაითიშე და ის ნაბიჭ*ვარი ვის გამოც ეს ყველაფერი შეგემთხვა არც კი გადმოსულა მანქანიდან ხოო?
-გონება წუთით დავკარგე პატარავ..მოვრჩეთ ამ თემაზე ლაპარაკს.შენ ის მითხარი რა ქენი,გაარკვიე ვინ ჩაგირიცხა ფულიი?
საუბრის შემოტრიალებას არ ელოდა ჩხეიძე და წამში შეეცვალა განწყობა.არ იცოდა უნდა ეთქვა თუ არა მაგრამ ვერც გაჩუმდებოდა და მოატყუებდა.მეორეს მხრივ ტატოს კითხვები გაუჩნდებოდა რატომ ჩაურიცხა ვიღაც დევდარიანმა ფული? რაზეც პასუხებს ვერ გასცემდა.ნამდვილად არ უნდოდა სიტუაციის დაძაბვა..ვერ ადგებოდა და ესე ხელ აღებით ვერ ეტყოდა:
-იმ ნაბიჭ*ვარს მოვწონვარ და ფულიც მაგიტომ ჩამირიცხა-ოო.თუმცა ჯობდა სიმართლე ეთქვა. ნადვილად არ ხიბლავდა ურთიერთობის ტყუილებით გაფუჭება,რადგან ცხოვრებაში არაფერი იმალება და ადრე თუ გვიან ეგ ამბავიც გასკდებოდა.შემდეგ კი ნამდვილად დაეძაბებოდათ ურთიერთობა,რადგან ჯავახიას ტყუილთან დაკავშირებით სრულიად სამართლიანი პრეტენზიები გაუჩნდებოდა.
-გავარკვიე...-თვალი აარიდა ბიჭს და შეეცადა ნერვიულობა არ დასტყობოდა,მაგრამ რამდენად გამოსდიოდა არ იცოდა.
-მართლაა? ვინ არის ესეთი ხელგაშლილი?-გაეცინა ტატოს და თმებზე მოეფერა.
-დაჩი დევდარიანი-დასჯილი ბავშვივით ამოილაპარაკა კატომ და ღრმად ჩასუნთქვის შემდეგ ძველ მდგომარეობას დაუბრუნდა.
-ვინ დევდარიანი?-წარბები შეკრა ჯავახიამ და გამომცდალად დააკვირდა.-შენ საიდან იცნობ?
-ვინ თქვა რომ ვიცნობ?-წარბები შეკრა კატომ.-დეიდაჩემის ბოიფრენდია...
-და შენ რატომ ჩაგირიცხა ფული?-ეჭვით ჩაეკითხა ჯავახია და მხარზე მოხვეული ხელი მოაშორა.
-რავიცი ტატო,რატომ ჩამირიცხა?იქნებ იმიტომ რომ დეიდაჩემთან წევს? თათულის გულის მოსაგებად გაკეთებული სისულეელებიდან ერთ ერთია...გულუხვი ნაბიჭ*ვარია და ხელის ჯიბეზე გაკვრას აშკარად არ ერიდება.
-კატო,რამეს მიმალავ?
-რას უნდა გიმალავდე?-ხმას აუწია კატომ.
-იცნობ?
-არ გითხარი თათულის საყვარელიათქოო? შესაბამისად ვიცნობ...
-და ენდობი?
-არა..არ ვენდობი,მაგრამ რა შემიძლია გავაკეთო?
-კარგი...კარგიი... საწყენად არ მითქვამს.-გაბრაზებულ ჩხეიძეს მკლავი მოხვია და მიიხუტა.-რას აპირებ?
-უკან დავუბრუნებ იმ ფულს..ამისთვის კი ნორმალური სამსახური მჭირდება.
-იმ კლუბის მფლობელია...-სასხვათაშორისოდ ამოილაპარაკა ჯავახიამ.-მართალია არ ჩანს მაგრამ ჩემი ძმაკაცისგან ვიცი...იქ მუშაობს დაცვაში.
-რომელი კლუბის?-მისი მხრიდან თავი ასწია კატომ და სახეში შეხედა.
-ჩვენ რომ დავდივართ...ჯანდაბა, ეს ამბავი მომკალი და არ მომწონს პატარავ.
-ესეიგი არ უნდა მეთქვა...ვიცოდი რომ კუდს მოაბამდი.-ერთიანად მოშორდა კატო და სკამიდან წამოდგა.
-როგორ არ უნდა გეთქვა პატარავ.-მისი ხელისკენ გაიწია ტატომ.მაგრამ ქალმა უკან დაიხია.
-ჯანდაბა,მეც არ მომწონს ეს ამბავი და ნერვები მეშლება მაგრამ რა გავაკეთო? დღემდე არ მოსულა და სანაცვლოდ არაფერი მოუთხოვია..არც მანამდე გამოჩენილა..ასე რომ მიხტომა და ცხვირპირის დანაყვა, შენი მხრიდან ყველაზე არანორმალური საქციელი იქნება და ესე თუ მოიქცევი.ტატო, თუ მიხვალ და იმ კაცს დაელაპარაკები,თუ რამის გარკვევას შეეცდები ჩათვალე რომ მაწყენინებ და ხმას არ გაგცემ გესმის?
-რატომ?
-აბა დაფიქრდი და მიხვდები...რა უნდა უთხრა? მიხვალ და პასუხს მოსთხოვ ჩემს შეყვარებულს რატომ ჩაურიცხე სწავლის ფულიოო?
-შენ დაფიქრდი კატო...ვიჯდე *ვით მაშინ, როდესაც ვიღაც მდიდარი ახვ*არი ჩემს შეყვარებულს სწავლის ფულს უხდის?სწორედაც მისვლა და ყველაფრის გარკვევაა საჭირო, რასაც აუცილებლად გავაკეთებ გესმის? თუ საჭირო გახდა მე დავუბრუნებ იმ ფულს...და ეჭვიც არ შეგეპაროს რომ გავაკეთებ.
-სასაცილოა..-ხელები გაშალა კატომ და გაეცინა.-სასაცილოა, გესმის? აქ ტერიტორიების მონიშვნაზე არ არის ლაპარაკი...უბრალოდ მაინტერესებს რა უნდა უთხრა? დაემუქრები კატოს არ გაეკაროვოო?ისედაც არ მეკარება...ფული გადაიხადა და მორჩა გესმის?
-შენ მე გადამრევ...-ხმას აუწია ბიჭმა.-დავიჯერო არ გაინტერესებს რატომ გადაიხადაა?
-მაინტერესებდა და ვკითხე.
-რა?-წარბები შეკრა ჯავახიამ.-შენ რა მიხვედი და ელაპარაკეე?
-არა მეილი მივწერე...
-და როდის აპირებდი თქმას?
-რის თქმას? რომ მივედი და გავარკვიე რატომ ჩარიცხა ჩემი სწავლის ფულიი? არ უნდა გამერკვია? მე მეხება ეგ საქმე და კითხვებიც მქონდა,რაზეც საკმაოდ ამომწურავი პასუხები მივიღე..ეხლა შენი ადგომა და მისვლა..საბავშვო ბაღიაა?!
-ვერ გცნობ,შენს თავს გეფიცები..-ამოიოხრა ტატომ და უცნაურად დააკვირდა სახეზე. -შთაბეჭდილება მრჩება რომ გაგიხარდა
-რა?-სახე მოერყა კატოს და ხმას აუწია.-რას მეუბნები გააზრებული გაქვს?ის რომ არ მინდა მიხვიდე და სიტუაცია, რომელიც ნორმალურია უაზროდ დაძაბო..ის რომ არ ხარ ოცი წლის ბიჭი რომელიც მამლაყინწობს და მეორე მისნაირს შორს გადაფურთხებაში ეჯიბრება...
-შენ თუ გესმის მე რას ვამბობ,ამის დედაც...-იღრიალა ჯავახიამ და თვალები ბრაზისგან აენთო.-მე კაცი ვარ,რომელსაც ქალი უყვარს და ნამდვილად არ ვაპირებ ის რაც შენ გიკავშირდება ესე ურეაქციოდ გავატარო.დეიდაშენის საყვარელია კატო...საყვარელი და არა ქმარი გესმის?!
-კარგი..წადი!-ხელი აიქნია კატომ.-მიდი, წადი და მოსთხოვე პასუხები.წადი ტატო!
-სად მიდიხარ?-მიმავალ ჩხეიძეს გაეკიდა ბიჭი.-კატო...
-შემეშვი,გესმის!
-სად მიდიხარ.-მკლავში სწვდა ბიჭი და თავისკენ შეატრიალა.-ესეიგი არაფერი ხდება ხოო?! ესეიგი უნდა გავატარო ხოო?! შემომხედე,კარგად შემომხედე სახეზე..ეს რატომ მჭირს იციი?!-ღრიალებდა წყობიდან გამოსული ჯავახია.-გაინტერესებს რატომ.მჭირს?!
-ხელი გამიშვი.-ხელის გამოგლეჯვას შეეცადა ჩხეიძე.
-მომისმინე! რატომ მჭირს და იმ ნაბიჭ*ვარმა ჩამიჭრა გზა..დავინახე მისი მანქანაა..ვიცნობ და ეხლაც იტყვი რომ არაფერი ხდებაა?! იტყვი რომ უნდა გავჩუმდეე? იტყვი რომ არ უნდა მივიდე და იმ ნაბიჭ*ვარს სახე არ გავუხიოო?!
-რა?! -ელდა ნაკრავივით უკან გახტა კატო და აღრიალებულ ბიჭს ახედა.-რას ამბობ...
-ხო...მიდი,მითხარი რომ არაფერია...მითხარი,ამოიღე ხმა რატომ.გაჩუმდი?
-შემეშვი...რაც გინდა ქენი,მე ჩემი სათქმელი გითხარი.-ხელი გამოგლიჯა ჩხეიძემ და იქაურობას სირბილით გაეცალა.

********
გზა თითქმის სირბილით გადაჭრა და არეული ნაბიჯებით გაუყვა ქუჩას.ფეხით მოსიარულენი უტყვი სახეებით უქცევდნენ ერთმანეთს გვერდს, ყველას თვაისი გასაჭირი,თავისი საფიქრალი ჰქონდა.მათ შორის კატოსაც ჰქონდა თავისი საფიქრალი.ერთი წუთითაც არ შემცდარა არაფერში...ერთი წუთითაც არ დაუშვია რომ თავად შეცდა,თავად აერია გზა..თავად გადაუხვია არჩეული რელსებიდან და ეს გაუთვალისწინებელი სიტუაციაც ადრე თუ გვიან დალაგდებოდა.არ იყო პატარა,არც სუსტი...ბავშვობიდან იცოდა ვინ იყო,რა უნდოდა და რას ითხოვდა ცხოვრენისგან,რომელიც ზედმეტად უსამართლო აღმოჩნდა.ჯერ კიდევ ბავშვმა ცხოვრების უსამართლობა საკუთარ თავზე იწვნია,ჯერ კიდევ ზედმეტად პატარას მოუწია ვარდისფერი სართვალის მოხსნა და ზედმეტად პატარა დაბრძენდა.თითქოს ბავშვობის წლებს ისე გადაახტა,არაფერი არ ახსოვდა..არც კარგი და არც ცუდი.არ ახსოვდა მოსიყვარულე დედა,მამა...ოჯახი,რომლის სარკეც შვილია.არ ახსოვდა მეგობრები,სკოლა და არ ახსოვდა თინეიჯერობა.ჯერ ისევ ზედმეტად პატარამ აიღო საკუთარ თავზე ის მოვალეობები რაც წესით მას კიდევ კარგა ხანს არ უნდა შეხებოდა.ჯერ ზრდმეტად პატარას მოუწია სუსტი მშობლის გვერდში დგომა..ახსოვს წუთები, უგონოდ მთვრალი დედამისი ჩხუბისა და ლანძღვისგან ენერგია გამოცლილი მის მხარზე დილამდე რომ ქვითინებდა.ახსოვს მომაკვდავი დედა, ისევ საკუთარ თავს რომ დასტიროდა და არა უპატრონოდ,უსახლკაროდ დარჩენილ შვილს.ახსოვს გადაბმით რამდენიმე დღის მშიერს,ერთი და იგივე ტანისამოსით,ძირ გამოხეული ფეხსაცმლით და მეზობლის გამონაცვალი ქურთულით უწევდა სკოლაში სიარული.სახლში დაბრუნებულს კი ჩვეული რუტინა ხვდებოდა.ერთი ნატეხი პურის გამო მოხუც მეზობელთან მიტანილი წყაროს წყალიც ახსოვს და ახსოვს პირველი ხუთ ლარიანი, რომელიც მეზობლის კაცმა საჩუქრად მისცა და ისე ჩაეხუტა მიხვდა პატარა კატო ეს ჩახუტება სულაც არ ჰგავდა მამა-შვილურ ჩახუტებას.დედამისთან მოსული კაცებიც ახსოვს,სახლიდან რომ იპარებოდა მსგავსი სცენებისგან დასამალად.ცრემელბი ხელისგულებით შეიმშრალა და ხელებს დახედა.თითებს, რომელიც სკოლის დამთავრების შემდეგ სამ დღიანი ლიმონათის ქარხანაში ბოთლების რეცხვის დროს გადაუტყავდა,მაგრამ მაშინ ჰქონდა მიზანი..მისი მიზანი კი გამომუშავებული 30 ლარით აღებული პირადობა იყო...შემდეგ რაიონში ჩასვლა ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად და ბებიის დანატოვარი ოქროს ბეჭდის გაყიდვა, რომლითაც დედაქალაქში ჩამოსულმა ერთი თვის ქირა გადაიხადა და ერთ-ერთ მარკეტში დაიწყო კონსულტანტად მუშაობა.ეს ყველაფერი ახსოვდა,ამ ყველაფერმა ადრეულად გაზარდა...და ამ ყველაფერმა მისცა მიზანი.ცხოვრებაში გამხდარიყო რეალიზებული ადმაინი და ერთხელ და სამუდამოდ დამთავრებულიყო სხვისი დახმარების ლოდინით ცრემლის ღვრა.დედა სავადმყოფოში რომ მოხვდა გამუდმებული ლოთობისგან მაშინ იტირა...საავადმყოფოში მისულს კი საკუთარ თავზე ატირებული დადის დანახვამ გული კიდევ ერთხელ მოუკლა...კიდევ ერთხელ მოისმინა ქალისგან რომ ინანა მისი გაჩენა..სიკვდილის წინაც კი ნანობდა ქალბატონი მერიკო შვილის გაჩენას,ნანობდა მისთვის შეწირულ წუთებს.არ უნდოდა სიკვდილი მაგრამ სიკვდილს აღარ ეთმობოდა...ზედმეტად ბევრი ეცხოვრა გატანჯულ მერის და დრო იყო ერთხელ და სამუდამოდ წარმსდგარიყო უფლის სამსჯავროზე.მაშინ
კიდევ ერთხელ შეავლო სევდიანი მზერა სახლს,სადაც გაიზარდა და ერთხელ და სამუდამოდ გამოიხურა კარი...წამოსაღებიც არაფერი ჰქონდა...კაპიკებად გაყიდულმა სახლმა,ქალბატონი მერიკოს დაკრძალვის ხარკები აანაზღაურა და სახლში ჩამოსულს ჯიბეში ბოლო ოც ლარიანი შერჩა.
მიაბიჯებდა და იხსენებდა ყველა იმ განვლილ გზას,რამაც დღემდე მოიყვანა...სად შეცდა? სად ასცდა გზას,რომლითაც პატარა,დიდმა გადაწყვიტა სიარული? რა ნახა? რა დახვდა..რას ელოდებოდა?მიზნები და სურვილები ისევ უცლელი იყო მაგრამ დაიკარგა,დაიკარგა და ეს აშინებდა.ეშინოდა პირველ რიგში საკუთარი თავის და შემდეგ დანარჩენის.ვაი და ვეღარ მოეხერხებინა სწორად სიარული? შესაძლოა კი ორ სწორად გადადგმულ ნაბიჯს ერთი არასწორი მოჰყოლოდაა? შესაძლოა ამ პატარა გარღვევას ყირაზე დაეყენებინა მთელი მისი გეგმებიი? გეგმები,რომელშიც არავინ არ შედიოდა პირველ რიგში კი დევდარიანი.კაცი, რომელმაც თავის გამოჩენით ყველაფერი არია...ყირაზე დააყენა და კიდევ კაცმა არ იცის რას და როგორ გააკეთებდა.
ტელეფონს დახედა,მეგი რეკავდა.ზარს ხმა გაუთიშა და ტელეფონი ჩანთაში ჩააგდო.არავისთან არ სურდა ლაპარაკი,ვერავისთან ვერ განიხილავდა ამ ყველაფერს, რადგან ერთადერთი ვისაც ამ სიტუაციაში ადეკვატურად ფიქრი და მსჯელობა შეეძლო ეს თავად იყო..თავად მოაგვარებდა ყველაფერს და დარწმუნებული იყო ესეც იქნებოდა.
********
ოფისიდან გამოსულ დევდარიანს ბრაზისგან წაშლილი სახე ჰქონდა,სიგარეტს ეწეოდა და გვერდით მომავალ დავითს, რომელიც რაღაცას უხსნიდა გაცხარებით,თავის დაქნევით პასუხობდა.
-არ გაჩერდება...-შეჩერდა დავითი და მეგობარს ახედა.
-ხოდა მაგის დედაც...-კბილებში გამოსცრა დაჩიმ.-სირ*ზე ...ჩვენს კაცს დაურეკე და ხვალინდელ პრესაში ჩაუშვან.სათაური დიდი ასოებით გამოაჭენონ,ერთი სკანდალი კლუბს ვერ ჩამიძირავს.ომი უნდაა? ჰოდა იქნება...
-ჯამბურიას რას ვუშვრებით?
-მაგასთან ტელეფონით ლაპარაკს არ ვაპირებ,დღეს ვეახლები და ცხვირში გავთხრი იმ მასალებს რითიც ერთი ადგილი კარგად აეწვება...ჩემი კონტეინერების დაბლოკვა მაგის ჩაჯმუ*ლია..ეგ ახვ*არი...ვანახებ როგორ უნდა ტრა*კის თამში...
-იქნებ თავიდანვე მაგაზე გასვლა ცუდი იდეა იყო?
-იდეა ვერ იქნება ცუდი..უბრალოდ მასალა არ ვარგა, რომლითაც გეგმების აშენება დავიწყეთ...კისერში ხელის ჩავლება არ აწყენს მაგ ქონიანს...საბაჟოზე გაგაზე და ნახე რას აკეთებენ.ის კონტეინერები უნდა შემოვიდეს...ფეხებზე მკი*დია!მიწიდან ამოთხრა რომ დამჭირდეს კაცის, რომელიც მაგ საქმეს გაჩარხავს ეხლავე მომყავს ექსკავატორი...
-ფულის ამბავს გავარკვევ და დავაწვები...შენ ჯამბურიასთან წახვალ?-ჯიბიდან მანქანის გასაღები ამოიღო დავითმა და კიბე პირველმა ჩაირბინა.
-დამურეკე რას იზამ..-საკუთარი მანქანისკენ შეტრიალდა დევდარიანი,ისეთი გაცოფებული იყო ნებისმიერს გადაუვლიდა ვინც კი გაბედავდა წინ გადადგომას.მაშინ როდესაც ეგონა რომ წინა ღამის ინციდენტი მოაგვარა და შეთანხმებას მიაღწიეს,ზუსტად ამ დროს წამოვიდა მეორე მხარე შეტევაზე და კონტეინერები, რომელიც საღამოს უკვე საწყობში უნდა შემოსულიყო საბაჟოზე გაუყინეს.საქმე თუ ჩავარდებოდა უზარმაზარ ზარალზე წავიდოდა და ეს გაუთვალისწინებელი ჩავარდნა ინერციით დაახეთქებდა მიწაზე.ჯამბურიასთან გადარიცხული ავანსი,რომელიც საქმის გაკეთების შემდეგ გაორმაგდებოდა სალაპარაკოც არ იყო..ბრაზობდა იმაზე რომ მართალია ჯამბურიაზე ტრაკ*იანმა გადაწყვიტა მისი დაძირვა,მაგრამ თავად ცოტნეს უნდა მოეგვარებინა ეს ყველაფერი თანაც წინა დღეს...საქმე ესე არ უნდა გაჭიანურებოულიყო და წესით გუშინდელ მოსაგვარებელ პრობლემებს, დღემდე არ უნდა მოეღწია.ვერასდროს იტანდა უპასუხისმგებლო ხალხს,ვერ იტანდა საათივით აწყობილ საქმეს წამით მაინც რომ აფერხებდა რაიმე გაუთვალისწინებელი, რომელიც საქმეში საერთოდ არ უნდა გამოჩენილიყო.
გვარიანად შეიგინა და მანქანის კარი გამოგლიჯა,ის იყო ძრავი ჩართო და ადგილიდან დაძრა,ეზოში შემოსულმა შავმა მანქანამ რომ ჩაუხერგა გასასვლელი.
-ამას შიგ ხომ არ აქვს?-სიგნალს ხელი დაარტყა და უარესად გაცოფებულმა კარები გამოაღო.მეორე მანქანის მძღოლი უკვე დაძრულიყო მისი მიმართულებით,რომელმაც ნაბიჯს უმატა და მიახლივებულმა გამოღებულ კარზე მთელი ძალით მიურტყა ფეხი.კარი მიიხურა და გარეთ გადმოდგმული ფეხი კარში მოაყოლა.ყრუდ ამოიღმუვლა დევდარიანმა და ისე ერთიანად ამოასხა მრისხანებამ,ვერ გაიაზრა როგორ გაანგრია კარები,როგორ გაძვრა კარსა და წინ ასვეტილ მამაკაცს შორის და გვერდით მოქცეულმა კისერში როგორ სტაცა ხელი.წინ გაქანებული, კარსა და მანქანის ძარას შორის მოაქცია და აზრზე მოსვლაც არ აცადა ისეთი ძალით მიხურა კარები.ზურგში ძლიერი დარტყმისგან ხმამაღლა იღრიალა მამაკაცმს.
-შენი დედაც...-სანამ თავისი მანქანიდან გადმომხტარი სულაბერიძე მოუსწრებდა, ერთხელ კიდევ მოახრეხრა კარების მიხურვა.უკან დაიხია და გვერდებ დაჟეჟილს აცადა მისკენ შემოტრიალება.
-მიცანიი?-ზიზღით ამოიხრიალა ჯავახიამ და გაეღიმა, როდესაც ყბებში დევდარიანის თითები სწვდა.
-გაგიკვიდება და გიცანი-სახეში ჩააყინა ცივი მზერა.-დაგაკლდა გუშინ ხო?
-კატოს არღარ გარეკარო თორემ..
-რას მიზამ?! რას მიზამ შენი დედაც-იღრიალა დევდარიანმა და ერთიანად მოშორებულმა უკან დაიხია.მხარზე ჩავლებული დავითის ხელი მოიშორა და ხელის აწევით ანიშნა მშვიდად ვარო.-რას მიზამ?
-მოგკლავ...
-მაგასაც ვანახვთ...-გაეცინა და ხელი აუქნია.-დაახვიე აქედან.ლაპარაკი თუ გინდოდა მოსულიყავი და ნორმალურდ მიგეთხოვა პასუხი...მოშორდი აქედან და მეორედ აღარ დაგინახო.
-ამას ესე არ დავტოვებ...-ატკივებული გვერდების გამო ღრმად ჩაისუნთქა ჯავახიამ და წინ ასვეტილს თვალი-თვალში გაუყარა.-შეეშვი, შენი მილიონების აფიშირებას და ჩემს გოგოს თავი დაანებე.ახლოს გაკარებული არ დაგინახო,ეს თხოვნა არ არის..ეს ბრძანებაა.ერთი ცდომილება..ერთი არასწორი ნაბიჯი და გაჩენის დღეს გაწყევლინებ.-კბილებში სცრიდა ჯავახია და ირონიული სახით მომღიმარს მზერით ბურღავდა.
-დაამთავრეე?!
-მაშინ დავამთავრებ როცა დაამტკიცებ რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეგიძლია კაცურად მოიქცე.
-კარგი...ერთი შენი სახელი შემახსენე.-წარბი აზიდა დევდარიანმა და წინ გადახრილმა სახეში შეჰღიმა.
-ტატო.
-ტატო ძმა...ცოტა აზრზე მოსვლა არ გაწყენდა!შენ რომ ქაუნთერს თამაშობდი შვილო, მე ჩემი სიტყვა მეთქმოდა...ეხლა რას გეტყვი იციი?! ჩაჯექი შენს ჯართში და აქედან დაახვიე...რატომ გეშინია კატოს დაკარგვის?-გაეცინა.-არ ხარ დარწმუნებული მის სიყვარულშიი?!
-დარწმუნებული ვარ...-ყბის ძვლები დაეჭიმა ჯავახიას.
-ჰოდა გაგიმარჯოს...-ხელი მხარზე მიარტყა და მანქანიდან გასწია.საჭესთან დაიკავა ადგილი და კარი ისე მიიხურა დაჭ....ტილი ჟეშტისთვის ყურადღება არ მიუქცევია.ძრავი ჩართო და ერთ ადგილზე გახევებულ ჯავახიას ფანჯრიდან გამოხედა.
-ამ კარებს შენ გააკეთებ...ხვალ დაგირეკავენ და წაიყვან მანქანას.ეხლა კი გზიდან ჩამომეცალე.
მანქანა ეზოდან ძრავის ღმუილით გაიყვანა და ცენტრალურ გზაზე გასულმა ტელეფონი მოიმარჯვა.
-ქართლოს, როგორ ხარ?
********
შავი კაბა საოცრად ედგა ტანზე,სავსე მკერდი და მრგვალი თეძოები იმდენად მიმზიდველად გამოჰკვეთოდა გულგრილს ვერავის დატოვებდა.თმები დაუდევრად ჰქონდა კეფაზე შეკრული და მსუბუქი მაკიაჟით გაელამაზებინა ისედაც ლამაზი ნაკვთები.ფეხები ქუსლიან ფეხსაცმელში ჩაჰყო,კიდევ ერთხელ შეათვალიერა საკუთარი ანარეკლი სარკეში და ხელჩანთას დასწვდა.სახლში ჯდომა და ტირილი დაკარგულზე,რომელიც აღარ დაბრუნდებოდა აზრი არ ჰქონდა.ნერვები ისედაც არასდროს ჰქონდა მწყობრში და სტრესისგან უარესად დამძიმებოდა ხასიათი.ყველაფრის ხალის დაკარგულს ბოლო დროის მოვლენებიდან გამომდინარე მეგობრებთან ყველანაირი კონტაქტი ჰქონდა გაწყვეტილი.ისევ თავად მოიმარჯვა ტელეფონი,თავად შეახსენა დაქალებს მისი არსებობა და საკუთარი ინიციატივით გადაწყვიტა მათთან ერთად ყავის დალევა,გულს გადააყოლებდა და ცოტახნით მაინც შეძლებდა და ჯანდაბაში გაუშვებდა დაჩი დევდარიანს.კაცს, რომელსაც ვერც გონებიდან იგდებდა და ვერც გულიდან,სხეული მისი მონატრებისგან იმდენად ეწვოდა ეგონა უხილავი ხელები მხურვალე ნაკვერცხლებით უშანთავდნენ თითოეულ უჯრედს.თმის ღერამდე სწვავდა დაჩის მონატრება და მისი სიშორე და უსაზღვრო მონატრება იმდენად სტკენდა გულს,რომ შესძლებოდა საკუთარი ხელით აიგლეჯდა ხორცებს.თითის ბალიშები მისი კანის კიდევ ერთხელ ცხადად შეგრძნებას ითხოვდა...ბაგეები მისი კოცნის სურვილისგან ეწვოდა და რას არ მისცემდა,ცოტა ხნით წარსულში რომ დაბრუნებულიყო.იმ დროში როდესაც მისი ეთქმოდა...მისი ერქვა და შეეძლო სიყვარულისგან გაგიჟებულს კიდევ ერთხელ დამტკბარიყო იმ წუთებით რომელი წუთებიც დაჩისთან გატარა და მთელს თავის შეგნებულ ცხოვრებას უდრიდა.რა შეცვალა დევდარიანმა მასში?!
თვითონ თათული შეცვალა,დამოკიდებული გახადა მასზე,ისე როგორც ნარკომანი წამალზე.დაუკითხავად შეაღწია მის გულში და ისე დაიკავა მთლიანი ადგილი თეთვაძემაც ვერ გააცნობიერა.ეგონა ამ ურთიერთობას ცივი გონებით მიუდგა,ეგონა ყველანაირი გრძნობების გარეშე შეეძლო ყოფილიყო მასთან საკუთარი კეთილდღეობისთვის.იცოდა ერთხელაც დადგებოდა დღე და მოუწევდა რეალობასთან ცხვირით შეჯახება,მაგრამ შემართებით დახვდებოდა,გულ გრილად გადახარშავდა ყველაფერს.დასთმობდა და გულიც არ დასწყდებოდა.მაგრამ შეცდა...მწარედ შეცდა და ამის ბოლომდე გააზრება აგიჟებდა.აგიჟებდა ის სიმართლე რომელიც იცოდა და წამითაც არ დაუშვია რომ შესაძლოა სცდებოდა.იცოდა დევდარიანის ხასიათი,იცოდა სიმართლე.თვალწინ ედგა მზერა რომელმაც პირველივე წუთებში გაყიდა მამაკაცი..მზერა,შეცვლილი,ოდნავ ამღვრეული და ინტერესით სავსე.რომელიც დაკვირვებით...ზედმეტად დაკვირვებით ათვალიერებდა მის ერთადერთ დიშვილს.მზერა რომლითაც თეთვაძე, დევდარიანისთვის დამთავრდა...მორჩა,გადაიხაზა და განა რა უნდა მომხდარიყო ისეთივე მზერით რომ შეეხედა მისთვის?!
არაფერი...
ვერაფერი...
დამთავრდა...თათული თეთვაძე დამთავრდა!
გოგონებს კაფეში შეხვდა,ისე როგორც ძველ დროს.განაპირა მაგიდასთან დაიკავეს ადგილები და შეკვეთა მისცეს.საუბრობდნენ ყველაზე და ყველაფერზე.თითქოს დროს ჩამორჩენოდა,იმდენი რამ მომხდარიყო მისი სახლში ჯდომის განმავლობაში.ელენას ნიშნობა ჰქონოდა.ქრისტის,ახალი სამსახური ეშოვნა და კაცმა არ იცის რამდენ ხანს გაჩერდებოდა იქ...ლილიკოს ისევ პრობლემები ჰქონდა ქმართან...მას კი საკუთარ თავზე საუბარი არ სურდა.იღიმოდა, თითქოს არაფერი მომხდარიყო.კითხვას:
-რა ხდება შენს ცხოვრებაში სიყვარულის კუთხით? როდის აპირებთ დაქორწინებას.-ხელის აქნევით და უდარდელი ღიმილით უპასუხა:
-ჯერ არ გვეჩქარება...ესეც მშვენივრად ვგრძნობთ თავს...
ყავა დალიეს,ისაუბრეს,გაიგო მოდის ახალ ტენდეციებზე,თითქოს ორი კვირა კი არა წლები გასულიყო.მათი საერთო მეგობრის ახალ ბოიფრენდზეც იცინეს...არც ყოფილი დაქალი და მისი არეულ-დარეული ცხოვრება გამორჩენიათ.ბოლოს კი ნელ -ნელა დაიშალნენ...ფეხით მიუყვებოდა ტროტუარს,ნაზად მიარხევდა იდეალურ სხეულს და გრძნობდა როგორ აყოლებდნენ გამვლელები თვალს.სიამოვნებდა თავის ისევ სასურველ ქალად დანახვა.ახარებდა ყველა ასაკის მამაკაცის დაუფარავი სურვილით სავსე თვალების დანახვა.მაგრამ რა იცვლებოდა? მშვიდი საღამო იყო,ქუჩა ზედმეტად ხმაურიანი...ფეხებს თავისით მიჰყავდა იმ ადგილებისკენ სადაც მანამდე დადიოდა,გარედან ათვალიერებდა ძვირად ღირებული ბრენდული "ბუწიკებ"-ს ვიტრინებს,რომლის მიღმაც პლასტმასის მანეკენებს ნაირ ნაირი ტანისამოსი ამშვენებდათ.ერთი წუთით იფიქრა შეწვლა,მაგრამ მალევე გადიფიქრა,ჩაუარა სასტუმროს კიბეებს სადაც ბოლო რამდენიმე სასიამოვნო წუთები გაატარა დევდარიანთან ერთად.ნაცნობი რესტორანი,შესასვლელთან ანთებული ლამაზი აბრით...სუპერმარკეტი სადაც შესვლა ყოველთვის ეზარებოდა, პარალელურ ქუჩაზე გადასული კი ისევ შეჩერდა.შლაგბაუმთან შემდგარი თვალს არ აშორებდა სამ სართულიან შუშის შენობას.ოფისი, სადაც დევდარიანი მუშაობდა.შლაგბაუმთან მდგარი დაცვის დაჟინებული მზერა დააიგნორა და ბორდუილთან მდგარ ნაცნობ მანქანას დააკვირდა,კარები საჭის მხარეს დეფორმურებული ჰქონდა.თვალები აემღვრა, თითქოს ერთიანად მოაწვა წარსულის ნოსტალგიები.მეხსიერებაში მყარად დალექილი ძველი მოგონებები,კინოს კადრებივით აირივნენ.მანქანის უკანა სავარძელში რამდენჯერ უგრძვნია ვნებისგან არეულს მამაკაცის სიახლოვე,მისი თითების შეხედა ბა,მწველი ტუჩები და ის აღმაფრენა ერთ მთლიანობად ქცეული ორის სხეულის სიამოვნების მწვერვალად მიღწეული ორგაზმი.
-კარგად ბრძანდებოდეთ ბატონო დაჩი!-ფიქრებიდან დაცვის ხმამ გამოარკვია,დაბნეულმა მიხედა და მანქანისკენ დინჯი ნაბიჯებით მომავალი დევდარიანის დანახვაზე სუნთქვა შეეკრა.მამაკაცი აშკარად არ გამოიყურებოდა კარგად.სერიოზული სახით ჩაჰყურებდა ტელეფონის ეკრანს.ისევ ისეთი იყო,დინჯი და საქმიანი...მიუწვდომელი და თეთვაძისთვის სასურველი.ტელეფონი ჯიბეში ჩაიცურა და დაბალ ხმაზე შეიკურთხა,სიგარეტს მოუკიდა და შემდეგღა დააფიქსირა ქალი.
-გამარჯობა!-გაქცევას და თავის არიდებას აზრი არ ჰქონდა,უკვე დაინახა.
-გამარჯობა?-აქეთ-იქით გაიხედა დევდარიანმა და ზედმეტად ახლოს მისული მის სახესთან დაიხარა და ლოყაზე ფრთხილად აკოცა -აქ რა ჯანდაბას აკეთებ?
მისი ტუჩების შეხებისგან წამით დაეხუჭა თვალები ქალს,მაგრამ აზრზე მალევე მოვიდა.
-აქეთ ვიყავი და შემთხვევით მოვხვდი...
-სად იყავი?-ღრმა ნაპასი დაარტყა დაჩინ და მათზე მიშტერებულ დაცვის ბიჭს გახედა.-ფეხით ხარ?
-კი...
-წამოდი.-თავით მანქანისკენ ანიშნა და პირველი მიუჯდა საჭეს.დაელოდა როდის შეიკრავდა თეთვაძე ღვედს და ადგილიდან სწრაფად დაძრა.-ფეხით რატომ ხარ?
-რა მნიშვნელობა აქვს?
-არანაირი...არ მინდა ჩემს სამსახურთან მოსული გნახო თათა..არც კლუბში მინდა შენი ნახვა და არც ნებისმიერ ადგილზე სადაც შეიძლება რომ მე ვიყო.-გზას უყურებდა,მასზე არ ბრაზობდა,ისედაც გაღიზიანებული იყო და ხმაზეც ეტყობოდა.
-შენთან არ მოვსულვარ,შემთხვევით მოვხვდი.გოგოები ვნახე და მერე ფეხით გავიარე..დანაშაულია?
-არა...
-რამ შეგცვალა დაჩი?-მამაკაცისკენ ნახევარი ტანით შეტრიალებული მის პროფილს დააკვირდა,თმა შუბლზე ჰქონდა ჩამოშლილი დევდარიანს,წარბებ შეკრუკი იყურებოდა წინ და დაბალი წვერის მიღმა მისი დაჭიმული ყბის ძვლები ზედმეტად თვალსაჩინოს ხდიდა მის მდგომარეობას.
-იქნებ ყოველთვის ესეთი ვიყავი?-წამით გადმოხედა.
-არ ყოფილხარ...-ჩაეცინა თეთვაძეს.-ჯერ ვერ მოახერხე?
-რას გულისხმობ?
-კარგი რაა..შენც მშვენივრად იცი რასაც ვგულისხმობ.-სათავსოდან მისი სიგარეტის კოლოგი ამოიღო და ერთ ღერს მოუკიდა.-კატო,არ არის ჩვეულებრივი ქალი..გაგიჭირდება.
დევდარიანმა ისევ გადმოხედა და წარბები უარესად შეიკრა,არაფერი უთქვამს.
-თქმაც არ არის საჭირო ზედმეტად კარგად გიცნობ...უბრალიდ ვერ ვიგებ რატომ ის?
-მორჩი...შენთან ამ თემის განხილვას არ ვაპირებ.
-რატომ? -ჩაეცინა თათულის და სიგარეტიანი თითები გრაციოზულად მიიტანა ტუჩებთან.-ახალი ხორცი?როგორც შენ იტყვი...
-მანქანიდან გადაგაგდებ თათული!
-შენთვის წამოყვანა არც მითხოვია-მხრები აიჩეჩა ქალმა.-უბრალოდ საკუთარ თავთან შენც გიჭირს აღიარება რომ გაები,მე კი გიცნობ..
-და რა გინდა? შენ გელაპარაკო შენს დისშვილზე მიდგება თუ არაა?!-ხმას აუწია დაჩიმ და შესახვევში მკვეთრად მოუხვია,წინ მიმავალ მცირე მოცულობის ჯიპს გაბმული სიგნალი მისცა და სიჩქარის პედალს ბოლომდე დააწვა.
-ფრთხილად!
-ჩემს მანქანაში სიკვდილი არ გინდაა?!-ბოროტად გაეცინა დევდარიანს და სიჩქარეს ისევ უმატა.-გეშინია სიკვდილის?
-სიკვდილის არასდროს მშინებია...უბრალოდ შენ ცდილობ ბავშვივით მოქიცე.გაბოროტებული ბავშვივით,რომელსაც ის სათამაშო არ უყუდეს რომელიც უნდოდა.
-და რაა..ეხლა რას იზამს თათული დეიდა?! კუთხეში დამაყენებ?
-სასაცილოა დაჩი...-გაეცინა თეთვაძეს და ისე გასწია მარცხენა ხელი და შეახო წვერიან ლოყაზე თავადაც ვერ მიხვდა.მისი კანის შეგრძნებამ გული გაუჩერა...სუნთქვა შეეკრა და კისერში მოწოლილმა ცრემლის გორგალმა ისე მოუჭირა ეგონა გაიგუდებოდა.-გააჩერე მანქანა!
დევდარიანმა უსიტყვოდ უკლო სიჩქარეს,გზიდან გადაიყვანა მანქანა და ბორდიულთან შეაჩერა.წინ დახრილმა შუბლი ხელებს დააყრდნო და თვალები დახუჭა.
-მიყვარს...მიყვარს,ამის დედაც...-ამოიჩურჩულა და თეთვაძის ხელი მოიშორა.-მიყვარს გესმის?მართლა მიყვარს და ამის აღიარება მაგიჟებს...
-დაჩი...-დევდარიანის აღიარებამ გულ მუცელი აუწვა ქალს.თვალზე მომდგარი ცრემლები აღარ შეუჩერებია უფლება მისცა ჯებირების გადალახვის.
-მე და შენ ვერ ვიმეგობრებთ...-ქვემოდან ამოხედა დევდარიანმა.-მე და შენ ვერც ძველებურად ვიქნებით...თათა,ცხოვრებაში ერთხელ დამიჯერე გთხოვ და უბრალოდ იცხოვრე ისე რომ შენი და ჩემი ცხოვრება ერთმანეთს არ ეხებოდეს.ჩემს გარეშე,შენთვის..ბედნიერად.
-მიყვარხარ...
-მეც რომ მიყვარდე რა მარტივი იქნებოდა ცხოვრება არაა?!-სიმწრით გაეღიმა დევდარიანს.-ან შენ რომ არ გიყვარდე და უბრალოდ კარგ ყოფილ საყვარლად მთვლიდე...
-მაგრამ ესე არ არის...-მისკენ გადაიხარა ქალი და შუბლით მხარზე მიეყრდნო.მისი სურნელი ხარბად ჩაისუნთქა,რომელსაც ალბათ დიდხანს გამოიზოგავდა.
-მოდი წადი სახლში ხო...-მხრებში ჩაავლო ხელები და მოიშორა.-უბრალოდ გადადი მანქანიდან,ტაქსი გააჩერე და წადი სახლში!პრობლემები მაქვს,ვეღარ გავქაჩავ შენთან ლაპარაკს.ვეღარ გავაკონტროლებ თავს,ვიყვირებ და არ ვიცი რა ჯანდაბას გავაკეთებ თათა...უმართავი ვარ,გაცოფებული და შენ წარმოდგენაც არ გაქვს რის ფასად მიჯდება აქ,შენთან ყოფნა და ესე მშვიდად ლაპარაკი.ვერ წარმოიდგენ რა ხდება ეხლა ჩემს ორგანიზმში...გაწყენინებ,გატკენ არ ვიცი..არ მიცნობ? არ ვიცი რა შეიძლება გავეკეთო..უბრალოდ გადადი მანქანიდან,ტაქსი გააჩერე და სახლში წადი.
-კარგი...-ცრემლები შეიმშრალა ქალმა და გაეღიმა.-შენ არ ხარ ცუდი ადამიანი,ეს გახსოვდეს რადგან მე ცუდი არასდროს შემიყვარდებოდა.არ იცი დაჩი რამდენად კარგი ხარ,არ იცი რამდენად სასურველი ხარ და არც ის იცი რამდენად ბედნიერია ის ვისაც შენს გულს დაუთმობ.
-წადი პატარავ...წადი და სხვა დროს ვილაპარაკოთ.
-დროებით.-მისკენ გადაიზარა ქალი,ლოყაზე ფრთხილად აკოცა და მანქანიდან უსიტყვოდა გადმოვიდა.კარი მიხურა თუ არა დევდარიანმაც დაძრა მანქანა და ადგილს გიჟივით მოსწყვიტა.
*******
-რა გჭირს?-სასტუმრო ოთახში გამოჩენილ მამას,რომელიც ოდნავ კოჭლობდა გაფართოებული თვალებით შეხედა ნიცამ.
-არაფერია,ფეხი მივატყი და მეტკინა..შენ რას აკეთებ?
- სად მიარტყი?-ჟურნალი მაგიდაზე დააგდო ნიცამ და სავარძლიდან წამოდგა.
-რა მნიშვნელობა აქვს,ოთახში ავდივარ.წყალი უნდა გადავივლო და გავიდე საქმეები მაქვს..რას აკეთებ შენ?
-არაფერს...-მხრები აიჩეჩა ნიცამ და წარბები შეიკრა.
-ხოდა ჩაიცვი, დათო მოვა და წყნეთში წაგიყვანს...
-შენ არ მოდიხარ?
-გააკეთე რაც გითხარი..მე გვიან ამოვალ..საქმე მაქვს.
-მამა...
-ნიცა,საქმე მაქვს.-კიბეებზე სირბილით ავიდა და საძინებელში შესულმა ვეღარ მოზომა ისე მიაჯახუნა კარები.პერანგის ღილები ლამის შემოიგლიჯა,საწოლზე მოისროლა და შარვლიც მის გზას გაუყენა.ატკივებულ ფეხზე დაიხედა და ჩაჟეჟილი კუნთის დანახვაზე ხელახლა იფეთქა.
-შენი დედაც,შე ახვა*რო...-სააბაზანოში შესულმა წყალი მოუშვა და გათბობას არც დალოდებია ისე დადგა დუშის ქვეშ.დილიდან მოყოლებული თავს ვერ იმშვიდებდა,ერთმანეთს მიწყობილი პრობლემები მოდუნების საშუალებას არ აძლევდა და ზედ დართული სიბრაზეც საღად აზროვნების უნარს უკარგავდა.ჯამბურიასთან მისვლას და "კისერში ხელების წაჭერას" შედეგი უნდა გამოეღო.იმედი ჰქონდა მოაგვარებდა ბატონი ცოტნე ყველაფერს და ისევ არ მოუწევდა მასთან სტუმრად მისვლა, რომელიც ამჯერად ნამდვილად აღარ ჩაივლიდა მშვიდად.თითქოს რაღაც აკავებდა,ვერ მოქმედებდა ისე გახსნილად და თავისუფლად როგორც მანამდე.თითქოს მოდუნდა,თითქოს აღარ იყო იმ ფორმაში როგორც მანამდე და ეს ყველაფერი ბოლოს განვითარებული მოვლენების დამსახურება გახლდათ.ადრე თითქოს ერთ დროულად რამდენიმე საქმეზე თავისუფლად ახერხებდა ფიქრს, ეხლა კი კონცენტრირება უჭირდა.იქით თათული და მისი სევდიანი გამოსვლები,აქეთ პირადი პრობლემები,ცალკე კატო და მისი უკარება ხასიათი და ზედ დამატებული მისი არამკითხე შეყვარებული,რომელსაც სიამოვნბით დაამტვრევდა ძვლებს მხოლოდ იმ სტატუსია გამო ჩხეიძის შეყვარებული რომ ერქვა.ეხლა დანამდვილებით იცოდა რასაც გააკეთებდა,კატერინას უკანა პლანზე გადასწევდა,მისცემდა თავისუფლად მოქმედების საშუალებას,თავად კი მიხედავდა იმ პრობლემებს რომელიც პირდაპირ და გამიზნულად ურტყავდა მის ბიუჯეტს.შემდეგ კი დამშვიდებული მიუბრუნდებოდა ჩხეიძეს და ზუსტი და პირდაპირი გათვლებით აიძულებდა თავისი ფეხით მისულიყო დაჩიმდე.აკრძალულ თამაშში ჩართვის დრო იყო და ნამდვილად აღარ იყო საჭირო იმ ყველაფერზე ფიქრი რა შეიძლება ყოფილიყო სწორი და რა არასწორი.ბოლოს და ბოლოს დაჩი იყო დევდარიანი და მისი დაჩოქება არც ისეთი ადვილი გახლდათ როგორც ზოგ ზოგიერთებს წარმოედგინათ.





მოკლედ ორ დღეში ერთხელ კი ვდებ მაგრამ..ვფიქრობ დიდი თავებია :* :*скачать dle 11.3



№1 სტუმარი სტუმარი ენ ბლექი

პირველი ვარ :-დ

 


№2  offline წევრი elene2619

სასწაული გოგო ხარ ფეფო heart_eyes
ორ დღეში ერთხელ კი არა ათ დღეში ერთხელ რომ დადო ყველაპერს გადაფარავს იმდენად კარგად წერ heart_eyes
ძალიან კარგი ისტორიაა და ვფიქრობ ერთ-ერთი ფავორიტი გახდება ჩემთვის blush

 


№3 სტუმარი სტუმარი waka

umagresi xar dzalian gamixarda sheni istoria rom davinaxe... dzalian kargi iyo minda magati ertad yofna saswauli wyvili iqnebian ❤️❤️❤️

 


№4  offline წევრი ნანა73

იცი რას ვფიქრობ? ავტორი საერთოდ რომ არ იყოს მითითებული მაინც მივხვდებოდი რომ ეს შენი ნამოქმედარია! ❤️ ჩემი გოგო ხარ! ❤️❤️❤️

 


№5  offline წევრი beshqen

ეს რა ხარ ფეფო,ცეცხლი ხარ,ქარიშხალი და ტაიფუნი heart_eyes

 


№6  offline წევრი აბლაბუდა

აუუ როდის მივა ისტორია თუხთუხამდე და კულმინაციამდე იმას ველი:))

 


№7 სტუმარი სტუმარი მიმი

პირველ რიგში დაჩი პედოფილია..
მიყვარს ეს სახელი და ეგეც მიტყდება რომ ქვია.
ტატოს შვილს ეძახის და კატო უყვარს?
ან როდის შეუყვარდა?
ორჯერ რომ ნახა კლუბში?:დდდდ
და როდიდანაა მოსაწონი შეყვარებულის ახევა, ბიჭის ცემა და საკუთარის გასწორება.
არ ვიცი ამის მერე კატოს როგორ უნდა შეუყვარდეს დაჩი.
ახლა რა?
ტატო აღმოჩნდება უცბად მაგარი ცუფი ტიპი და დაჩი კარგი?:დდდ
გადაფარავს ტატოს ცუდს...
ეჰ...
კატო ვაფშე მაგარი ხელოვნური ბავშვია, იმენა ბავშვია.
მოკლედ ეს ჩემი აზრია, არც შურის არც ინტრიგის არაფრის გამო ვწერ კომენტარს.
ვკითხულობ ხოლმე შენს ისტორიებს და რავიცი იმედია მეც ლექციას არ ჩამიტარებთ , მეუხეშებით და გამლანძღავთ როგორც წინა თავების კომენტარების ავტორებს :დდდდ

 


№8 სტუმარი ემი

მე არ ვთვლი რომ დაჩი პედოფილია. უფრო მეტი ასაკობრივი სხვაობითაც ვიცი ოჯახები და ძალიან ბედნიერებიც. ასე შეყვარებაც შეიძლება. რამდენიმე დღიანი ურთიერთობითაც, ჩემი აზრით.

მე უბრალოდ არაკაცურად მიღწეული არ მინდა რამე. არადა დაჩიმ დაგაწყვიტა უკვე, რომ სწორის და არასწორის გარკვევის დრო აღარ არის და ნებისმიერ ფასად უნდა მიიღოს ის , რაც მას უნდა. აი, ამიტომ შემომელანძღება ხოლმე ბატონი დაჩი..

ნუ თანამშრომლების დაცვაზე კაცურად მოიქცა, თათულისთანაც არ ტყუის. ამათ ვერ დავუკარგავ.

იყოს ორ დღეში ერთხელ, ძალიანაც ოპტიმალურია.

 


№9 სტუმარი anna

სტუმარი მიმი
პირველ რიგში დაჩი პედოფილია..
მიყვარს ეს სახელი და ეგეც მიტყდება რომ ქვია.
ტატოს შვილს ეძახის და კატო უყვარს?
ან როდის შეუყვარდა?
ორჯერ რომ ნახა კლუბში?:დდდდ
და როდიდანაა მოსაწონი შეყვარებულის ახევა, ბიჭის ცემა და საკუთარის გასწორება.
არ ვიცი ამის მერე კატოს როგორ უნდა შეუყვარდეს დაჩი.
ახლა რა?
ტატო აღმოჩნდება უცბად მაგარი ცუფი ტიპი და დაჩი კარგი?:დდდ
გადაფარავს ტატოს ცუდს...
ეჰ...
კატო ვაფშე მაგარი ხელოვნური ბავშვია, იმენა ბავშვია.
მოკლედ ეს ჩემი აზრია, არც შურის არც ინტრიგის არაფრის გამო ვწერ კომენტარს.
ვკითხულობ ხოლმე შენს ისტორიებს და რავიცი იმედია მეც ლექციას არ ჩამიტარებთ , მეუხეშებით და გამლანძღავთ როგორც წინა თავების კომენტარების ავტორებს :დდდდ




ცოტა ყურადღებით რომ წაგეკითხა უკეთესი იქნებოდა.34 წლის კაცს თუ 25 გოგო შეუყვარდა პედოფილობად როდიდან ითვლება ერთი ამიხსენი. პედოფილის განმარტება გაიგე ჯერ და ისე დაწერე საჯაროდ, თორე ცოტა ძაან სასაცილოა. კამათში ჩემი ასაკის მეგობარსაც მივმართავ ხოლმე შვილოთი და ეს იმას არ ნიშნავს რომ დედისტოლა ვარ. ძაან ბავშვური არგუმენტები მოიყვანე.

 


№10  offline წევრი beshqen

სტუმარი მიმი
პირველ რიგში დაჩი პედოფილია..
მიყვარს ეს სახელი და ეგეც მიტყდება რომ ქვია.
ტატოს შვილს ეძახის და კატო უყვარს?
ან როდის შეუყვარდა?
ორჯერ რომ ნახა კლუბში?:დდდდ
და როდიდანაა მოსაწონი შეყვარებულის ახევა, ბიჭის ცემა და საკუთარის გასწორება.
არ ვიცი ამის მერე კატოს როგორ უნდა შეუყვარდეს დაჩი.
ახლა რა?
ტატო აღმოჩნდება უცბად მაგარი ცუფი ტიპი და დაჩი კარგი?:დდდ
გადაფარავს ტატოს ცუდს...
ეჰ...
კატო ვაფშე მაგარი ხელოვნური ბავშვია, იმენა ბავშვია.
მოკლედ ეს ჩემი აზრია, არც შურის არც ინტრიგის არაფრის გამო ვწერ კომენტარს.
ვკითხულობ ხოლმე შენს ისტორიებს და რავიცი იმედია მეც ლექციას არ ჩამიტარებთ , მეუხეშებით და გამლანძღავთ როგორც წინა თავების კომენტარების ავტორებს :დდდდ

25წლის გოგო ბავშვია?ეს ერთი,ტატოს შვილოთი თუ მიმართავს,ეს უბრალოდ სიტყვის მასალად..შეყვარება ერთი ნახვიტაც შეიძლება სხვათაშორის,ისე ცერია რომ 6ტვეა უკვე რაც დასდევს და ისე შენ თვითონ რამდენის ხარ საინტერესოა,ასეთი ყველაფერში ჩახედული

 


№11 სტუმარი ლიამი

გულის ამრევი ამბავია პირადად ჩემთვის და სამწუხაროა მსგავსი ტიპის კაცებზე წერა რომ გინდებათ ან მოგწონთ ადამიანი ვინც სხვას შეყვარებულ ართმევს და თან ძალადობით ართმევს
აქამდე გაენძრია ერთი ადგილი და ორმალური გზებით მისილიყო მაგ გოგოსთან
ეხლა როცა უკვე შეყვარებული ყავს გადაწყვიტა რომ ჩამოაშოროს თუ რავიცი ვერ ვხვდები მაგრამ კაცის არაფერი ცხია ამ ბიჭს
წარმატებები, მე დაველოდები შენს სხვა ისტორიას

 


№12  offline წევრი Marryam

ვაიმეეე ამ კარებს შენ გააკეთებო ...ვხარხარებ ;დდდდდ ისეთი დიდი თავი იყო თითქმის მეყო....ოღონდ თითქმის :დ როგორც წესი შენი სრული ისტორიებიც არ მყოფნის ხოლმე ;დ

პ.ს 27 წლის ვარ, მე რომ 36 წლის კაცს გავყვე ის კაცი პედოფილი გამოდის? ;დ თუ იაზრებთ საერთოდ რასაც წერთ? ;დ თქვენი სირცხვილია დაუფიქრებელი აზრების ასე საჯაროდ აფიშორება თორე მე დიდად არ ვღელავ ამ გამოხტომებზე და საბედნიეროდ არც ავტორი ;დ წადით და 16 და 18 წლის გოგო-ბიჭების სიყვარულობანა წაიკითხეთ...იარაღს გადებთ ვინმე კეფაზე, გინდა თუ არა წაიკითხეო თუ? ;დ

 


№13 სტუმარი teo

ძალიან მიყვარს ყველა შენი ისტორია და გული მიგრძნობს ესეც შემიყვარდება. ვგიჟდები დაჩიზე, ზუსტადაც მაგარი ტიპია რაც უნდა იმას იღებს. ❤️

 


№14 სტუმარი სტუმარი ელისო

გემრიელობაა აქ სულ :) სამ დღეში ერთხელ დადე თუნდაც,მთავარია წერე და როცა საშუალება გექნება,ჩვენამდე მოიტანე...ლოდინად ღირს!

 


№15  offline წევრი Mrs grey

ო, ღმერთო ჩემო.. არ ვიცი ვისთვის ამაზრზენია, ვისთვის პედოფილი და ვისთვის დამპალი ნაბიჭ..ვარი მაგრამ ის ზუსტად ვიცი რომ დაჩი არის კაცი პიროვნება, ნამდვილი ღმერთების შთამომავალი, კაცი სიფსიხე, კაცი მონდომება, აბა რაა სწორია ყველა ასპექტში, რა ვქნათ გენაცვალე ფეხბურთში კარს ოთხი კაცი იცავს, მაგრამ გოლი მაინც გადის, მთავარი ხომ იმის ცოდნაა რა გინდა შენ ☺️????????
ახლა ჩავწვდი სათაურის არსს და მომწონს იცი ?? ????????❤️❤️
ყოჩაღო ❤️

 


№16 სტუმარი VvV

://///// dachi ar momwons

 


№17 სტუმარი სტუმარი ela

dzaan magaria moutmenlad velodebi axal tavs dghes iqneba imedia ho?

 


№18 სტუმარი ფეფო

უღრმესი მადლობა ყველას...ვაიმეე დღეს ვერ ვახერხებ გასწორებას ვერ ვასწრებ,ხვალ აუცილებლად დავდებ.დიიიდ თავს...ძალიან დიდის.ბოდიშით ამ წრთხელაც მაპატიეთ რააა :(((((( ექსტრემალური სიტუაცია მაქვს სახლში და.

 


№19 სტუმარი ნია

ველოდებით საყვარელო????

 


№20 სტუმარი სტუმარი ქეთი

ფეფო სასწაული გოგო ხარ, სულ ვკითხულობ შენს ისტორიებს და აი ყველაზე მაგარია, დევდარიანი ხო შოკია???? იმედია მალე გვეღირსება კატერინას სიყვარულით ანთებული თვალები♥️♥️მოუთმენლად ველოდები♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent