შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აკრძალული თამაშები (7)


30-08-2019, 15:30
ავტორი ფ ე ფ ო
ნანახია 3 398

[7]
-ჯანდაბაა...-წამოიყვირა თათულიმ და დამწვარ თითებს სული შეუბერა.ტაფიდან ბოლო ბლინიც ამოიღო და გაზქურა გამორთო.-მართალია მერის მსგავსად გემრიელ ბლინებს ვერ ვამზადებ,მაგრამ ამასაც არაფერი დაეწუნება.-თმები შეისწორა და ყავის ფინჯანი მაგიდაზე დადგა.
-მერის მომზადებული ბლინების გემო აღარ მახსოვს-ერთიცალი თეფშზე გადმოიღო კატომ და ყავა მოსვა.ცოტა გაკვირვებული იყო თათულის საქციელით მაგრამ ცდილობდა ყურადღება არ მიექცია.რაც არ უნდა ყოფილიყო დეიდამისი იყო და ერთ სახლში ცხოვრების განმავლობაში ბუნებრივია ერთხელ მაიც მოუწევდათ ერთად საუზმობა.
-მე მახსოვს...ბავშვობაში მიყვარდა მისი გამომცხვარი ბლინები.-გაეცინა თათულის და დის შვილს გამომცდელად დააკვირდა სახეზე.-სწავლის გადასახადზე რას აპირებ?
კატო არ ელოდა საუბრის ესე შემობრუნებას და ლამის ყავა გადასცდა,ოდნავ წამოწითლებულს კი ხველა აუტყდა.
-ფრთხილად...-გაეცინა თათას და თავადაც ჩაკბიჩა ბლინი.
-ნაწილი გადავიხადე...-ხმა წართმეულმა ამოილაპარაკა და ხველისგან თვალზე მომდგარი ცრემლი შეიწმინდა.
-შემიძლია დაგეხმარო...-თვალები დააწვრილა თეთვაძემ და უცნაურად შეათვალიერა კატო.
-მადლობა,მართლა არ მინდა...
-კატო,მესმის არც ისეთი კარგი ურთიერთობა გვაქვს მაგრამ...შენ ჩემი დის შვილი ხარ და მანამდე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ბოდიშის მოხდასაც არ ვაპირებ...
-მოდი მოვრჩეთ ამ თემაზე საუბარს...
-არა,მინდა ერთხელ და სამუდამოდ დაგანახო ჩემი პოზიცია...მე არ შევმცდარვარ.მე არასდროს ვცდები,რადგან ვიცნობ დაჩის...
-დაჩი..დაჩი...ისევ ეს დაჩი.-სკამიდან წამოხტა კატო და ყავის ნახევრად სავსე ფინჯანი ჭურჭლის სარეცხ ნიჟარაში ჩააქცია.-მოვრჩეთ დაჩიზე ლაპარაკს...
-რატომ ბრაზობ?
-ღმერო დამიფარე...-წამოიყვირა კატომ და ფინჯანი ხმაურით დადგა მაგიდაზე.-შენ რატომ ცდილობ გამუდმებით იმ კაცზე მელაპარაკო?რა არ გასვენებს თათული?
-კარზე ზარია...-კარის მიმართულებით ხელი გაიშვირა თათულიმ და გასაღებად გაემართა.
-ჯანდაბა შენს თავს დევდარიანო..წყეულიმც იყავი.-ამოიბუზღუნა გაბრაზებულმა ჩხეიძემ და ორივე ხელი თავზე გადაისვა.
-მობრძანდით,კი სახლშია.-თათას ხმა დერეფნიდან ისმოდა,დაუპატიჟებელ სტუმარს ესაუბრებოდა რომელთან ერთადაც დავრუნდა სასტუმრო ოთახში.ჯავახია სახეზე ოდნავ გაფითრებული იყო და მორიდებით უღიმოდა კატოს.
-აქ რას აკეთებ?-გაკვირვებულმა ბიჭი გადაკოცნა და ინტერესით დააკვირდა.-რა დაგემართა?
-არაფერი..შენი ნახვა მინდოდა.-ამოილაპარაკა ტატომ და მათთან მდგარ თათულის გადახედა.
-არ იცნობთ ერთმანეთს,ეს თათულია, დეიდაჩემი..ეს კი...
-ტატო..ვიცი,დაუსწრებლად გიცნობ.-გაეცინა თეთვაძეს და ბიჭს ხელი გაუწოდა.-კატო სულ შენზე ლაპარაკობს.
-მართლაა?-გაეღიმა ჯავახიას და ჩხეიძეს გაბრწყინებული თვალები შეანათა.
-არა,გატყუებს.-მოკლედ მოუჭრა კატომ და მაჯაში სწვდა.-წამოდი, ჩემს ოთახში ვილაპარაკოთ.-ბიჭს არ დალიდებია თითქმსი ძალით წაიყვანა საკუთარი ოთახისკენ,კარი ხმაურით მიხურა და ოთახის თვალიერებით გართულ ჯავახიას შეკრული წარბებით დააკვირდა.-რატომ მოხვედი?
-ბოდიშის მოსახდელად მოვედი.მაპატიე,ზედმეტი მომივიდა.
-საპატიებელი არაფერია...-მხრები აიჩეჩა კატომ და სავარძელზე მიუთითა.-შენ ისე მოიქეცი როგორც უნდა მოქცეულიყავი.მე მომივიდა ზედმეტი..ან,იქნებ არც მომსვლია,არ ვიცი...უბრალოდ ვფიქრობ:იქ წასვლა და პასუხის მოთხოვნა იმ საკითხზე რაზეც უკვე მივიღე პასუხები უაზრობაა...თავი მისგან შორს უნდა დაიჭირო.იმედია არ ყოფილხარ ჰო?
-ვიყავი...
-რა?-პერანგში სწვდა კატო და სავარძელში დასაჯდომად დაქაჩა,ტატოც მის ხელს დაჰყვა და დაიხარა თუ არა სახეც მტკივნეულად შეეჭმუხნა.-რა გჭირს?
-არაფერი...
-რა გჭირს?!-ხმას აუწია კატომ და პერანგში სწვდა.-მანახე,რა გჭირს.
-არაფერია,შემეშვი...-მისი ხელების მოშორებას შეეცადა ბიჭი მაგრამ გვიანი იყო პერანგზე ძლიარდ ჩავლებულ კატოს ხელებს უკვე აეწია ბეჭებამდე და მის სილურჯეებს სახე წაშლილი აკვირდებოდა.
-ეს რა არის? ეს ვინ გიქნა...ტატო!
-ავარიის დროს დავიჟეჟე.
-ნუ მატყუებ! ნუ მატყუებ,გესმის?-უკან დაიხია და ხმას აუწია.-მიხვედი და გცემა? რა ჯანდაბაა...რატომ არასდროს მიჯერებ? ეგ ვინ ყოფილა.. ნამდვილი ცხოველია? ეს როგორ გააკეთა?
-მისმინე,დამშვიდდი.-მკლავში სწვდა ჯავახია,მაგრამ კატომ უხეშად გამოგლიჯა ხელი და უკან დაიხია.-თქვენ ვინ ხართ? არც ერთს გესმით რამე და არც მეორეს...რატომ წახვედი? არ გითხარი შეეშვითქოო...რამე რომ დაეშავებინა? შარს ძალით ეძებ?
-შენ მართლა სი*რად მთვლიი?!-ხმას აწუია ტატომ.-რას ჰქვია რამე დაეშავებინა...რა გგონია ჩემი ხელები მას დაეხმარებოდაა?ამას არ შევარჩენ...ნამდვილად არ შევარჩენ და აქ მე შენთან შესარიგებლად მოვედი და არა იმ ახვ*არზრ სალაპარაკოთ.
-ჩვენ არც გვიჩხუბია.-მხრები აიჩეჩა კატომ.-იმ ქალების კატეგორიაში რომ არ შევდივარ ვინც წამდა უწუმ იბუტება და გარბის ჯერ ვერ მიხვდიი?! არ გვიჩხუბია,უბრალოდ ნაწყენი ვარ და ამ წყენის გამო ბუტიაობას არ ვაპირებ.გამოვედი მაგ ასაკიდან.აი შენ კი ყველაზე სულელური ნაბიჯი გადადგი და რის მიღწევას ცდილობ ვერ ვხვდები,ამ საქ ციელით რამეს თუ მოიგებ არავის გაუყო.
-კატო,მისმინე.
-შენთან ლაპარაკი დავამთავრე ტატო! მოგვიანებით გნახავ,ეხლა ლექციაზე ვაგვიანებ.
-ჩანთას დასწვდა და ოთახიდან ისე გავიდა ჯავახიასთვის ზედ აღარც შეუხედია.თათული ისევ სამზარეულოში,მაღალ სკამზე იჯდა.ყავას მიირთმევდა და სიგარეტს აბოლებდა,ისე უცნაურდა იღიმოდა გასაკვირი არაა მათი ჩხუბიდან გამომდინარე ვერაფერს მიმხვდარიყო.
-მიდიხარ?
კატოს მისთვისაც არ გაუცია ხმა კარები გაიხურა და კიბეებზე სირბილით დაეშვა.უკვე მეტისმეტი იყო..ამის ატანას აღარ აპირებდა.მოძებნიდა ეხლა ბატონ დევდარიანს და საკუთარ ადგილს მიუჩებდა.დაიღალა,ყელში ამოუვიდა და ნამდვილად აღარ სურდა ყველაფერზე თვალის დახუჭვა.ქუჩაში გასულმა რამდენიმე მეტრი ფეხით გაიარა და ავტობუსის მოსაცდელთან შეჩერებულმა მერეღა გაიაზრა რომ არც კი იცოდა სად უნდა მოეძებნა დევდარიანი.არც მისი სახლის მისამართი იცოდა, არც სამსახურის.კლუბშიც ამ დროს ნამდვილად არ იქნებოდა მაგრამ ცდად ღირდა,იქ თუ არ დახვდებოდა იმას მაინც გაიგებდა სად უნდა მოეძებნა.საშინლად გაბრაზებული იყო და ეს გამოუვალი მდგომარეობა უარესად უშლიდა ნერვებს.ჯერ ზედმეტად თბილი და მოსიყვარულე დეიდა ღიმილიანი სახით ყველა სიტყვაში რომ გესლავდა,შემდეგ ტატო და მისი დაბეჟილი გვერდები.რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ეს მარაზმი?ამ ყველაფერს ხომ უნდა ჰქონოდა დასასრული? ხომ უნდა ეცხოვრა ერთხელ და სამუდამოდ მშვიდად? ყოველი დღის ფიქრში გათენება და ყოველი ღამის შიშით დაღამება..რა შეიძლება მოხდეს ხვალ? აღარ შეეძლო..დაიღალა.ამას მხოლოდ დევდარიანთან ლაპარაკი თუ დაუსვამდა წერტილს.კიდევ ერთხელ უნდა ეცადა და აზრზე მოეყვანა კაცი,უნდა მიეხვედრებინა რომ თავისი საქციელით ფონს ვერ გავიდოდა.უნდა დაეჯერებინა მისთვის რომ რაც არ უნდა მომხდარიყო მასთან არასდროს იქნებოდა და იმედი ჰქონდა გაიგებდა,შეეშვებოდა და გასაქცევად არ გაუხდიდა საქმეს.ტელეფონს დახედა და ტაქსის გაუქნია ხელი,სალონში მოთავსებულმა კი კლუბის მისამართი უკარნახა და შეეცადა აზრების დალაგებას.რა უნდა ეთქვა დევდარიანისთვის?რა შეიძლება ეპასუხა მას და იქნებ და მიეღწიათ ბოლოს და ბოლოს შეთანხმებამდე? როგორც ზრდა სრულ ადამიანებს.კლუბის წინ შედარებით დამშვიდებული გადმოვიდა ტაქსიდან და მთავარი შესასვლელისკენ დაიძრა.სრულიად ცარიელი დახვდა იქაურობა, მხოლოდ რამდენიმე მომსახურე პერსონალი მუშაობდა.ბარის დახლთან მდგარი ბარმენი გულმოდგინედ წმენდდა ჭიქებს,უნიფორმიანი ორი ქალი იატაკს აპრიალებდა და მესამე, მაგიდებზე შემოწყობილი სკამე აწყობდა უკვე გაწმენდილ იატაკზე.სასიამოვნო სიგრილე იყო დარბაზში და ღამისგან განსხვავებით აქაურობა ცოტა უცნაურად გამოიყურებოდა.მეორე სართულზეც ფუსფუსებდნენ ერთი და იგივე რუტინულ სამსახურ შეჩვეული პერსონალი.პიჯაკიანი მამაკაცი კი რატომღაც პირველ და მეორე სართულის დამაკავშირებელი კიბის შუაში იჯდა და ტელეფონზე ლაპარაკობდა,კატოს დარბაზში გამოჩენა არ გამორჩენია და გაკვირვებული დააკვირდა.
-დევდარიანის ნახვა მინდა!-ბარის დახლს გაშლილი ხელისგულებით დაეყრდნო და ბარმენს ჯიქურ მიაშტერდა.
-უკაცრავად?
-შენი უფროსის ნახვა მინდა!-მკაცრად გაიმეორა კატომ.
-აქ არ არის...ამ დროს არასდროს არის აქ.-დაბალი ხმით ამოილაპარაკა ბარმენმა და კიბეზე მჯდომს გახედა,რომელიც ისევ მათ უყურებდა.-მაგრამ ბატონი დავითია აქ.
-ბატონი დავითი...მშვენიერია.-მითითებული ადგილისკენ შეტრიალდა ჩხეიძე,საიდანაც უკვე წამომდგარიყო სულაბერიძე.
-მოგაკითხეს...-სიცილით უთხრა ტელეფონში ვიღაცას და კატოსკენ დაიძრა.-რა ვქნა,გამოგიგზავნოო?
ისევ ჩაეკითხა,ხაზის მწორე ბოლოში მყოფს და პასუხს არ დალოდებია ისე გათიშა ტელეფონი.შუბლ შეკრულ ჩხეიძეს წინ აესვეტა და ინერესიანი სახით დააკვირდა.-გამარჯობა.
-სად არის?
-ვინ?-ცალ ყბად გაიცინა სულაბერიძემ.
-ღმერთო რა მიუწვდომელია...-ირონიით გაეცინა კატოს და ხელები გაშალა.-სად ჯანდაბაშია შენი უფროსი,თუ ვინც არის...დევდარიანი.
-აქ არ არის...
-ვხედავ,სად არის?-უკვე მოთმინებას კარგავდა ქალი.ისე აუწია ხმას თავადაც ვერ მიხვდა.
-ამ დროს სასტუმროში იქნება,სავარაუდოდ აუზზე ინებივრებს.მისამართი გითხრა?-სახიდან ღიმილს არ იშორებდა დავითი,ართობდა იმის წარმოდგენა რა დღეს დააწევდა განრისხებული ჩხეიძე, დაჩის და ღიმილს ვერ იკავებდა.სიამოვნებით უყურებდა განვითარებულ მოვლენებსაც მაგრამ საუკეთესო მეგობარი საამისოდ ბოლომდე არ ემეტებოდა.
********
-აქ, ესე შემოსვლა არ შეიძლება გოგონაა!-საცურაო, დახურულ დარბაზში გიჟივით შევარდნილ ჩხეიძეს სირბილით მისდევდა დაცვის უნიფორმიანია ახალგაზრდა ბიჭი.
-მოკეტე!-ერთიანად შედგა ქალი და გაბზეკილი საჩვენებელი თითი ცხვირთან მიუტანა.-მოკლეტე.სად არის?!
-ვის ეძებთ?-ქალის მრისხანე ტონისგან ოდნავ დაიბნა ბიჭი და თვალები აქეთ-იქით გაცეცა.დარბაზში არავინ იყო,აუზიდან წყლის ხმა ისმოდა... ვიღაც ცურავდა,რომელმაც აუზის კიდესთან ამოყვინთა წყლიდან და იდაყვებით დაყრდნობილმა წყვილს გამოხედა.
-შემოუშვი...შეგიძლია წახვიდე,ნუ ღელავ.
-აი,თურმე სად ყოფილხარ.-ხელები თეატრალურად გაშალა კატომ და ცინიკური ღიმილით შეათვალიერა მამაკაცი.-ვინ ჯანდაბა ხარ? შენთან მოსასვლელად ლამის სამამულო ომი წამოვიწყე.
-მიყვარს აზარტული ხალხი...-გაეცინა დევდარიანს და ზურგით შეტრიალებული აუზის კიდეს ჩამოეყრდნო.-არ ჩამოხვალ? სასიამოვნო წყალია.
-ავადმყოფი ხარ?-ზემოდან დააჩერდა ქალი.-რა გინდა ვერ ვხვდები,რას ელოდები ჩემგან? ყველგან შენი ნამოქმედარი მხვდება,რის მიღწევას ცდილობ დაჩი?
-მე?-ისევ ქალისკენ შეტრიალდა და ისეთი გულუბრყვილო სახით ახედა თითქოს მართლაც არაფერ შუაში იყო.-არაფრის...საერთოდ არაფრის.
-მინდა რომ უბრალოდ შემეშვა...-სახეზე აიფარა ხელები კატომ და ღრმად ჩაისუნთქა.თმა უკან გადაიწია და ამღვრეული თვალებით დახედა მამაკაცს, რომელიც ინტერესით ათვალიერებდა.-მინდა რომ შემეშვა და აღარასდროს...აღარასდროს გამოჩნდე ჩემს სიახლოვეს.არაფერი არ მინდა რაც შენ გიკავშირდება...
-კარგი...-მხრები აიჩეჩა დევდარიანმა,აუზის კიდეზე დაწყობილ ხელებს შუბლით დაეყრდნო და წამით თვალები დახუჭა.-კარგი...კარგიიი...მაგრამ არ გამომდის.გგონია არ ვცადე? მაგრამ არ გამომდის.
-სისულელეა..-ხმას აუწია კატომ და გიჟივით გაეცინა.-სისულელეაა..ეს აკვიატებაა.ჯანდაბა,ამომიკვიატე და არ მაძლევ ნორმალურად სუნთქვის საშუალებას.ვიგუდები,არ შემიძლია.არ მინდიხარ,არ მჭირდები,არ მიყვარხარ,არ მინდა რომ გხედავდე გესმის?-თითქმის კიოდა.სახე მრისხანებისგან არეოდა,ანთებული თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა და თითოეულ სიტყვას თრთოლვას აყოლებდა.-შემეშვი,ცუდად ვარ.
უსიტყვოდ უყურებდა ზემოდან დაჩერებულ გოგონას, რომელიც სიბრაზისგან ალბათ ატირდებოდა,გაბრაზებულიც კი ისეთი ლამაზი იყო სუნთქვა ეკვროდა დევდარიანს.თვალს ვერ აშორებდა მის ნატიფ სხეულს და მისი თითოეული სიტყვა გულ მუცელს უწვავდა.სურვილი ჰქონდა ბოლო ხმაზე ეღრიალა რომ გაგიჟდა,შეუყვარდა..ცხოვრებაში პირველად შეუყვარდა ესე სიგიჟემდე და რაც არ უნდა მომხდარიყო არ გაუშვებდა,არსად გაუშვებდა,მაგრამ ვერაფერს ამბობდა.უბრალოდ მზერაში ატანდა სულიერ ტკივილს, რომლის გაძლებაც უკვე მის ძალებს აღემატებოდა.უყურებდა ქალს ამღვრეული თვალებით,სუნთქვა შეკრული და ალბათ ზედმეტად შენელებული გულის ცემაც საბოლოოდ შეწყდებოდა.
-უბრალოდ დამპირდი,რომ თავს დამანებებ..ძალიან გთხოვ.
-კატერინა..-გამშრალ პირში გაჭირვებით მოატრიალა ენა და სიმწრით ჩაეცინა.
-დაჩი, გთხოვ...
-არ შემიძლია...მართლა არ შემიძლია პატარავ.
-ვერ გიტან..დღითიდღე მაზიზღებ თავს..ვნახავთ სადამდე გააგრძელებ ამ ყველაფერს.-კბილებში გამოსცრა ქალმა და რატომღაც მის წინ დაიხარა,შემდეგ კი ინანა მაგრამ გვიანი იყო. ვერც კი გაიაზრა,დევდარიანთან ზედმეტად ახლოს მყოფმა როგორ იგრძნო გრილი წყლის შეხება,სუნთქვა შეეკრა და წყლიდან ამოყვინთა თუ არა დევდარიანსა და აუზის კიდეს შორის მოქცეულმა ზურგით ბეტონის სიგრილე შეიგრძნო.სველი თმა სახიდან მოიშორა და რამდენიმე სანტიმეტრით დაშორებულ მამაკაცის სახეს დააკვირდა.
-ეგ საქმე არ გამოვა,რადგან კი არ მომწონხარ..უბრალოდ ვგიჟდები შენზე..გესმის?-უფლება არ მისცა მოშორებოდა, ისე მჭიდროდ მოიმწყვრდია და წვერიანი ლოყით ქალის ლოყას შეეხო,ცხვირის წვერით ფრთხილად გაიკვლია გზა ნიკაპის მიმართულებით,თან ღრმად ისუნთქავდა მისი კანის სურნელს.ცხადად გრძნობდა ჩხეიძის არეულ გულისცემას,წყვეტილად რომ ისუნთქავდა ჰაერს და ცდილობდა ნერვიულობის დაფარვას მაგრამ არ გამოსდიოდა.დამფრთხალ თვალებს აცეცებდა და მკერდზე გაშლილი ხელისგულებით აწვებოდა.
-არ ვიცი,შეიძლება არასწორია..შეიძლება მე ვცდები, ან შენ სცდები...შეიძლება არ ვიმსახურებ შენს თავს,ან პირიქით შენ არ მიმსახურებ..უბრალიდ არ შემიძლია სხვანაირად.შენს გარეშე არ შემიძლია და მე ნამდვილად არ ვარ დამნაშავე კატერინა...მე არ ვარ დამნაშავე თუ შენზე გავგიჟდი.ასე რომ ვერ დაგპირდები,არ დაგპირდები, რომ შენგან თავს შორს დავიჭერ რადგან არ მინდა...არ შემიძლია და არც მინდა რომ შემეძლოს.
-გამიშვი...
-არ მინდა...შანსი არ გაქვს.მართლა არ გაქვს შანსი...ეხლა წახვალ? იმდენს გავაკეთებ ყველა წასვლის შემდეგ შენი ფეხით მოხვალ ჩემამდე..ისევ მთხოვ გაშვებას და წახვალ? ისევ დაბრუნდები...-ცერებით ყვრიმალებზე ეფერებოდა.ქალის შუბლს დაყრდნობილი და ზედ მის ტუჩებთან ჩურჩულებდა.თავს ძლივს იკავებდა კოცნისგან,რომელიც სიგიჟემდე უნდოდა.უნდოდა ვნებიანად დაეკოცნა ჩხეიძის სავსე ბაგეები და კიდევ ერთხელ ეგრძნო მისი გასაგიჟებელი არომატი.
-ეს სისულელეა...იცოდე რომ წავალ და მაინც მელოდო რადგან ადრე თუ გვიან ისევ მაიძულებ დავბრუნდე...სიგიჟეა დაჩი.ეს არ არის ნორმალური, ჯანმრთელი ადამიანის საქციელი...
-მე არ მაქვს ნორმალურობაზე პრეტენზია...
-ღმერთო,რა დაგიშავე?-ამოიტირა დამფრთხალი,პატარა ნადირივით კუთხეში მიმწყვრდეულმა კატომ, რომელსაც მონადირე თავზე დასდგომოდა და გასაქცევი ყველა გზა მოეჭრა.
-ბედისწერის გჯერა?-ტუჩის კუთხესთან ფრთხილად აკოცა მამაკაცმა.უფრო სწორად ტუჩები შეახო და დიდხანს არ მოუშორებია.
-შენ არ ხარ ჩემი ბედისწერა...
-მე არა, შენ ხარ ჩემი...-ცერი მის ქვედა ტუჩზე გადმოიტანა და ფრთხილად გადაატარა-მინდა რომ გაკოცო,მაგრამ ამას არ გავაკეთებ და იცი რატომ? -ტუჩებით მიეფერა
შეწითლებულ ბაგეებზე,თან ხმას დაუწია და ჩურჩულზე გადავიდა.-შენ თავად მაკოცებ...კი პატარავ, თავად გაგიჩნდება სურვილი მაკოცო.ეხლა კი შეგიძლია წახვიდე.-სუნთქვა არეულს უეცრად მოშორდა და ერთი მეტრის იქით აღმოჩენილი ღიმილით დააკვირდა ცარცივით გაფითრებულ ქალს.ერთიანად რომ კანკალებდა და გალურჯებული ტუჩები სატირლად დაბრეცვოდა.
-ძალიან ცუდად ვარ-ერთიანად ამოხეთქა ბრაზისგან და საკუთარი უძლურებისგან კატომ და სახეზე აიფარა ხელები.-ძალიან დავიღალე,რატომ მაინც და მაინც მე?რატომ არ შემიძლია ცხოვრებაში ერთხელ ვიცხოვრო მშვიდად? რატომ არ შემიძლია დაჩი
დევდარიანმა,ისევ უსიტყვოდ მიიწია ქალისკენ, სახეზე აფარებულ ხელებზე ტუჩებით შეეხო და რამდენჯერმე ფრთხილად აკოცა.
-ცხოვრებაში ყველას თავისი არჩევანი აქვს პატარავ...ზოგი წორი,ზოგი არასწორი, მაგრამ საკუთარი არჩევანი.არაფერს გაძალებ კატერინა,ხომ ხედავ შენ თავად მოდიხარ ჩემამდე.ეხლაც აქ ხარ,მე არ მომიწვევიხარ.შენ თავად მეწვიე ,მართალია პრეტენზიების ვრცელი ჩამონათვალით,მაგრამ თავად მოხვედი.
-შენთან არც ჩხუბი ჭრის,არც თხოვნა არც მოთხოვნა...შენ შენი არჩევანი გააკეთე...
-ნამდვილად არ სცდები...მე უშენობას ვერ ვეგუები, მაგრამ იქნებ ღირს ლოდინად.-გაეცინა და სახეში ჯიქურ მომზირალ ქალს ფრთხილად შეეხო ამობრუნებული ხელის ზურგით ყვრიმალზე.-ღმერთო, რა შემიძლია გავაკეთო შენს გამო არც კი იცი...უბრალიდ დამიძახე კატერინა...უბრალოდ დამიძახე.
-ეგ არ მოხდება!-მკაცრად გამოსცრა კატომ და აუზიდან ამოსასვლელად კიბისკენ გაცურა.დევდარიანი კი ისევ ხელებით დეყრდნო კიდეს და მიმავალ ქალს გააყოლა მზერა.
********
წინა დღის საგიჟეთის შემდეგ, რომელიც მართალია დიდი ნერვების წყვეტის და ლანძღვა-გინების ხარჯზე მაგრამ მაინც მოაგვარა.წყნეთში ასვლა არც უფიქრია, გვიან დაბრუნებული სახლში ასვლის მაგივრად სასტუმროში ავიდა და არც განტვირთვა დავიწყებია რომელიც სასწაულად მოახერხა ზედმეტად მონდომებულმა და უცვლელმა ნუცამ.დილით რომ დატოვა ნომერში მძინარე და თავად სამსახურს მიაშურა,გაღვიძებულმა ჩვეულ წესს უღალატა და სირბილი არც უფიქრია,ცოტა ხანს ინებივრა და ბოლოს აუზზე ჩასვლა გადაწყვიტა.დავითი ხაზზე იყო და საქმის კურსში აყენებდა...კონტეინერები უკვე შემოსულიყვნენ საწყობში და მათი კაცი საღამოს მივიდოდა,ის და დათო თავად არასდროს გამოჩენილან ტვირთის გადაზიდვა, შემოზიდვის საქმეზე და საწყობშიც მათ მაგივრად წარმომადგენელი მიდიოდახოლმე რადგან ამ ყველაფერში სიფრთხილე იყო საჭირო და ნამდვილად არცერთს ჰქონდათ სურვილი მუშებთან კონტაქტის.კატოს გამოჩენა არ გაჰკვირვებია,ის გაუკვირდებოდა ფიცხი და სამართლიანი ჩხეიძე, ჯავახიას ინციდენტის მერე უმოქმედოდ რომ დამჯდარიყო.მოვიდა და უარესად გააგიჟა დევდარიანი,მისი სიახლოვე ნებისმიერი ფორმით,ჩვეულებრივად შლიდა ჭკუიდან.უბრალიდ დანახვაც კი საკმარისი იყო მის გასაგიჟებლად.ცხოვრებაში ქალთან ესეთი სუსტი არასდროს ყოფილა,ყოველთვის იღებდა იმას რაც სურდა,იმას ვინც სურდა, მაგრამ ჩხეიძე არ იყო ჩვეულებრივი რიგითი ქალი და მისი დროებითი სურვილი კი არ ჰკლავდა არამედ სურდა ერთხელ და სამუდამოდ მისი გამხდარიყო.სიყვარული?! არა, ეს უფრო ავადმყოფობა იყო..გაფრენა,სიგიჟეე ...გინდოდეს სუნთქვის შეკვრამდე.გინდოდეს გულის გაჩერებამდე,მაგრამ მაინც უმოქმედოდ იყო...წინა დღით კატოსთან მიმართებაში დაწყობილი გეგმები ისევ ახლიდან ჩამოენგრა,ისევ გადაიფიქრა იერიშზე გადასვლა და ამის გააზრება უფრო აგიჟებდა.იძულებით ვერაფერს იზამდა,დაელოდებოდა..ხო, ერთადერთი გამოსავალი ეგ იყო ლოდინი.ნდობა ხვალინდელი დღის,რომელიც მიუხედავად ნდობისა მაინც საჭიროებს ფხიზლად ყოფნას და გადამოწმებას."ენდე,მაგრამ გადაამოწმე" ეს მისი ცხოვრების დევიზი გახლდათ, რაც აიძულებდა ფხიზლად ყოფნას მაშინაც კი როდესაც უბრალიდ მოდუნება და ძილი იყო საჭირო.
აუზიდან ამოსულმა პირსახოცი მხარზე გადაიკიდა და ის იყო გასასვლელისკენ გაემართა მისი ტელეფონი რომ აწკრიალდა.
-რომეო...-ხარხარებდა სულაბერიძე.-გაგატარეს ხორცის საკეპ მანქანაშიი?!
-ნუ გაატრაკე.-შეუღრინა მეგობარს.-რა კარგ ხასიათზე ხართ ბატონო დათო!
-არადა შენც წესით კარგ ხასიათზე უნდა იყო...დღის დოზა მიიღე-ისევ ახარხარდა დათო.-კარგი ჰო...არ გაბრაზდე,გაემზადე წყნეთში ავიდეთ.აქ, ყველაფერი კარგად არის.
-კარგი,აქედან ნახევარ საათში გამოვალ.
-რა უქენი ნუცას? წეღან ფერდაკარგული მოვიდა...
-დაახვიე.-დათოს ხარხარმა ნერვები მოუშალა და ტელეფონი გათიშა.
********
-რაა?!-წამოიყვირა მოსმენილისგან შოკში ჩავარდნილმა მეგიმ და დაქალს თვალების ბრიალით დახედა.
-ნუ ყვირი ძალიან გთხოვ,ისედაც თავი მისკდება მეგი.-სახეზე ხელები აიფარა კატომ და უკან გადწოლილი სავარძლის საზურგეს მიეყრდნო.
-რა უნდა ქნა? აქამდე რატომ არაფერი მითხარიი?
-არ ვიცი,რა უნდა ვქნა...-სასოწარკვეთილი ხმით ამოიტირა კატომ.
-რა ჯანდაბაა...ტატომ იცის?
-იცის...ივაჟკაცა თავის ჭკუით.უარესად დაძაბა სიტუაცია...ეხლა აღარ გაჩერდება.დარწმუნებული ვარ ესე მშვიდად არ დაჯდება...
-რა უნდა ბოლოს და ბოლოს? თათულის ხომ დაშორდა...შენ რატომ ჩაგირიცხა ფული?რა გამოდის შენი მიზეზით დაშორად დეიდაშენს?
-სიკვდილი მინდაა-იკივლა უცებ კატომ და სავარძლიდან წამოხტა.-აბა,რა ჯანდაბისთვის დაშორდა...თათული გამუდმებით ჩემსკენ იშვერს ხელს.ის ნაბიჭ*ვარი კი მიყვარხარო გაიძახის.
-რაოო?!-ჯერ პირველ შოკს გავლილი არ ჰქონდა მეორე რომ მიიღო მეგიმ.-ვის უყვარხარ, დევდარიანს?
-ხო....-ტუჩები სატირლად დაბრიცა კატომ.-არ შემეშვება...მითხრა ძალას არ დაგატან, მაგრამ შენ თვითონ მოხვალ ჩემამდეო.
-ეგ ნაგავი...-მეგიც წამოხტა.-ტატომ იცის დევდარიანს რომ იყვარხარ?
-შეიშალე?ფულის ჩარიცხვის ამბავი გაიგო და გაგიჟდა,მაგან რომ გაიგოს რა მიზნით ჩარიცხა ის წყეული ფული საერთოდ გადაირევა...ისევ მიუვარდება და რა მოხდება წარმოდგენაც არ მინდა.
-ჩემო პრინცესა..-ნერვიულობისგან გაფითრებულ დაქალს მოეხვია მეგი.-არ მეგონა ესე რთულად თუ იყო ყველაფერი.მაგრამ თუ გითხრა მე არ შეგაწუხებო იქნებ შეგეშვას...
-შენ მოხვალ ჩემამდეო და სადმე ჩანს რომ შემეშვება?
-განა რა უნდა გააკეთოს ისეთი რომ შენი ფეხით მიხვიდე?-ეჭვით ჩაეკითხა მეგი და ისევ წინ და უკან სიარულს მოჰყვა.
-მაკოცა...-ქვედა ტუჩზე ისე იკბინა კატომ,პირში სისხლის გემო იგრძნო,რამაც გული აურია.
-რაააა?!-ისევ იკივლა მეგიმ.-რას ამბობ...კატო,რა ჯანდაბასა ამბობ.როდის?
-პირველად რომ შევხვდი, ფულის ჩარიცხვის ამბის გასარკვევად.
-ვფიქრობ ტატომ უნდა გაიგოს და შემდეგ ერთად მოიფიქროთ გამოსავალი...-ოთახის შუაგულში გაჩერებული ჩაფიქრდა მეგი და შემდეგ დაქალს შეხედა გამომცდელად.-ტატო მართლა გიყვარს?
-აბა რას ამბობ მეგი?-ხმა გაებზარა კატოს და დაქალს ბრაზით გადახედა.-რა თქმა უნდა მიყვარს.
-ჰოდა ადგები და ამ ყველაფერს რაც მე მომიყევი მასაც დაწვრილებით მოუყვები.თუ შენ არ იზამ, ამას მე გავაკეთებს.
-არც კი გაბედო.-ყბის ძვლები ბრაზით დაეჭიმა ჩხეიძეს და თითი გაფრთხილების ნიშნად ცხვირთან მიუტანა.-არც კი გაბედო ერთი სიტყვა მაინც დაგცდეს ჯავახიასთან,გესმის მეგი?
-რატომ?!-გამომწვევად გაეცინა მეგის.-იქნებ შენც მოგწონს? თან უკოცნია ვაჟბატონს.
-რა?!-წარბები უარესად შეკრა კატომ.-შენ რას მეუბნები გააზრებული გაქვს? რა მომეწონა? არა რაა..დებილი ვარ რას გიყვებოდი.
-აბა რატომ ჩუმდები?-ხმას აუწია მეგიმაც.-რატომ არ გინდა შენს შეყვარებულს მოუყვე ყველაფერი და ერთად მიხედოთ ამ პრობლემას?
-იმიტომ რომ ტატო იმპულსურია და რას იზამს იციი? ადგება და მიუვარდება...მერე რა მოხდება იციი?! ის ნაბი*ჭვარი დევდარიანი ნამდვილი ცხოველია და ეხლა თუ გვერდები აქვს დაბეჟილი ტატოს, მერე რა დაემართება არ ვიცი...არ მინდა ჩემს გამო ვინმეს პრობლემები შეექმნას.არ მინდა ვინმე დაზარალდეს გესმის?
-თუ ღმერთი გწამს.-გაეცინა მეგის-შენ რა განტევების ვაცი ხარ?სულ არ გეცოდება საკუთარი თავიი?
-არა,მე ქალი ვარ რომელიც დევდარიანს უყვარს..რაც არ უნდა მოხდეს არაფერს დამიშავებს გესმის?მე არაფერი დამიშავდება,სამაგიეროდ მშვიდად და წყნარად შევძლებ მის მოშორებას..თუ ვერ შევძლებ, რამდენი გამოიწევს იმდენი უარს მიიღებს და ბოლოს მობეზრდება,დაიღლება და შემეშვება.გამოჩნდება ვინმე ჩემზე უკეთესი რომელიც გადართავს თავის ტალღაზე.
-ანუ ღიმილით და ხვევნა-კოცნით აპირებ იმ ცხოველის დამშვიდებად,რომელიც ყველას დაგლეჯით ემუქრებაა?
-ღიმილით და ტკბილი სიტყვით..ხვევნა კოცნა გაზვიადებულია.მასთან დაპირისპირების არ მეშინია..ერთადერთი ვისიც მეშინია ეს საკუთარი თავია..მეშინია,არ გავტყდე და გავიქცე.არ მინდა რომ ატირებული გავიქცე...
-იმისი არ გეშინია შენი საქციელით უფრო აზარტში რომ შევიდეს?
-რაღაც არ მგონია აკრძალული თამაშები დაიწყოს...ჯერ ჯერობით მშვიდადაა.ტატოს გაგიჟება არ მინდა, გთხოვ მეგი...
-კარგიი...ისევ შენს გამო ვჩუმდები.- ხელები დანებების ნიშნად ასწია მეგიმ.
-მაგრამ თუ შევატყე რომ ვერ დგახარ შენს სიმაღლეზე და გატყდი..აღარ გავჩუმდები.-მხარზე მოეხვია მეგი და ხმაურით აკოცა ლოყაზე.-შენი ერთი სასოწარკვეთილი ცრემლი და მაგ ნაგავს თავს გავუხეთქავ...
-მასე ქენი...-გაეცინა კატოსაც და თავადაც აკოცა დაქალს.

********
ორ სართულიანი სახლის გადამწვანებულ ეზო, დილიდან საოცარ ჟრიამულს გაეყრუვებინა.ორი ერთნაირი პატარა, კივილით დასდევდნენ ძაღლს, რომელიც ყეფით დარბოდა აქეთ-იქით და პატარებს ეთამაშებოდა.იქვე მოწნულ სავარძლებში კი უფროსებს დაეკავებინათ ადგილები,ყავას მიირთმევდნენ და შიგადაშიგ პატარებისკენ გაურბოდათ თვალი.ჰამაკში გაწოლილი თორმეტიოდე წლის გოგონა ტელეფონს ჩასჩერებოდა და საღეჭ რეზინს ენერგიულად ღეჭავდა.ნიცა კი სათუთად გაკრეჭილ ბალახზე მოკალათებულიყო და ზურგით, დაბალ სავარძელში ნებივრად გადაწოლილი დევდარიანის მუხლებს მიყრდნობოდა.ეს სახლი დავითის მამას ეკუთვნოდა, გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე შეიძინა და თითქოს ტრადიციად ჰქონდათ ქცეული ყოვლე უქმეებზე დავითს და მის დას თავის ოჯახთან ერთად აქ ამოსვლა და ორი დღის სრულ სიმშვიდეში გატარება.დარინა ადრეულ ასაკში დაოჯახდა და მაშინ როდესაც მისი ძმა ჯერ ისევ არ აპირებდა 35 წლის ასაკშიც კი ცოლის შერთვას,მას უკვე სამი შვილი ჰყავდა.12 წლის ბარბარე და სამი წლის ტყუპები.სულაბერიძეების ოჯახს დიდად არასდროს მოსდიოდათ თვალში ერთ-ერთი კლინიკის რიგითი ექიმის სიძედ მიღების პერსპექტივა, მაგრამ შეყვარებულ შვილს წინ ვეღარ აღუდგნენ და ალბათ არავინ იცის რამდენ ხანს იქნებოდნენ შვილზე ნაწყენი რომ არა ბარბარეს ქვეყნიერებაზე მივლინება.რამაც აიძულა ნაწყენი ბებია ბაბუა თავის ფეხით მისდგომოდნენ ერთ ოთახიანში მცხოვრებ შვილს,რომელიც მიუხედავად ხელმომჭირნე ცხოვრებისა,თავს ბედნიერად გრძნობდა.სიძის პატიოსნებამ და ოჯახის სიყვარულმა კი ქალიშვილზე ნაწყენი მშობლები აიძულ ერთადერთი ქალიშვილისთვის დახმარების ხელი გაეწვდინათ და საქორწინო საჩუქრად ხუთ ოთახიანი ბინაც ჩაახუტეს.დათო, გიჟდებოდა თავის დის შვილებზე.ტყუპებზე კი განსაკუთრებით, რადგან ბიჭს მისდა გასაოცრად დავითი დაარქვეს და ერთხელ და სამუდამოდ მოიგეს მისი გული...დის შვილებზე გადაყოლილს საკუთარი ოჯახის შექმნაზე ფიქრი არასდროს დაუწყია და თუ ჰკითხავდით რაღას ელოდები,დროა საკუთარი ბუდე შენც მოიწყოვო.გიპასუხებდათ, რომ ქვეყანაზე ჯერ არ დაბადებულა ქალი რომელიც თავს იმ დონემდე შეაყვარებდა საკუთარი სურვილით ასულიყო გილიოტინაზე და თავი ყულფში გაეყო.დევდარიანსაც უყვარდა მათ ოჯახში სტუმრობა,მიუხედავად გადატვირთული დღის რეჟიმისა, მაინც ცდილობდა ხშირად გაეტარებინა დრო საუკეთესო მეგობრებთან და ეს ოჯახური გარემოც იმდენად ამშვიდებდა, ორი დღის განმავლობაში არავისზე და არაფერზე არ სურდა ფიქრი. ორი დღე ივიწყებდნენ საქმესაც და პრობლემებსაც და არასდროს ყოფილა თუნდაც ხუთი წუთი,როდესაც საქმესთან დაკავშირებით ესაუბრათ.ეს თითქოს კიდევ ერთი ტრადიცია იყო დევდარიანის და სულაბერიძის ცხოვრებაში.მხოლოდ განტვირთვა და არანაირი საქმე..თუნდაც დანგრეულიყო ქვეყნიერება.
-მალე ხო ჩემი დაბადებისდღეა...-კულულებიანი ტყუპისცალი,ყვავილებიანი კაბის ბოლოებს აწვალებდა და ისე უყურებდა სავარძელში გაწოლილ სულაბერიძეს.
-მერე...-წელში გასწორდა დათო და დისშვილს თმებზე მიეფერა.
-მე უკვე დიდი გოგო ვიქნები...დათოზე დიდი...
-დათოზე დიდი ვერ იქნები დეე..-გაეცინა დარინას.
-რატომ, ჩემი დაბადებისდღეა და ...
-დათოსაც ხომ აქვს დაბადებისდღე...
-შენ ხომ მიყიდი იმ სახლს...ადრე რომ ვნახეთ, ბარბის სახლი?დათოს სულ მანქანებს ყიდულობთ მაგრამ მაინც ჩემს სათამაშორებს აფუჭებს.
-ნათლიაშენი გიყიდის..-გაეცინა დათოს და ტელეფონის ეკრანს ჩაჩერებულ დაჩის იდაყვი მიარტყა.
-რას ვუყიდი?-ტელეფონი მაგიდაზე მიაგდო და რეალობას დაუბრუნდა დევდარიანი.
-სად დაფრინავ?-ეშმაკურად გაუცინა წარბ შეკრულს დათომ.-დეას ბარბის სახლი უნდა...
-დღესვე ვიყიდოთ,რა პრობლემაა?-გაიცინა დაჩიმ და პატარასკენ ხელები გაიშვირა.-მოდი ჩამეხუტე,ჩემი პრინცესა.უკეთესი საჩუქარი მაქვს შენთვის...
-მე რომ ბარბის სახლი მინდა...
-ბარბის სახლიც ვიყიდოთ...-ლოყაზე გემრიელად აკოცა და ჩაიხუტა.-ნათლიას ძალიან რომ უყვარხარ იციი?
-მაგრამ დათო სულ მაბრაზებს და მე რომ მასზე უფროსი ვარ ავიწყდება.-ტუჩები დაბრიცა დეამ.
-ანუ, გაბრაზებს ბატონი დავითიი? მე დაველაპარაკები,კაცურად...
-იცი ჩვენი ბაღის მასწავლებწლი მოსწონს.-დევდარიანის ყურთან მიიწია და ჩურჩულით გაანდო საიდუმლო.რაზეც დაჩის ხმამაღლა გაეცინა.
-კარგი გოგოა და მაგიტომ.
-ლამაზია, მაგრამ მე არ მომწონს...
-შენი ბაღის მასწავლებელი ნათლიაშენსაც მომწონს.-ახარხარდა სულაბერიძე და ჭორიკანა დისშვილს თვაზე ხმაურით აკოცა.
-შენ უნდა მოიყვანო ცოლად?-თვალები ინტერესით დააწვრილა დეამ.-პატარები გეყოლებათ.
-არა, მე არ უნდა მოვიყვანო ცოლად.-ისევ გაეცინა დაჩის და ნიცას დახედა, რომელმაც თვალები მობეზრებულად აატრიალა.-არც შვილები მეყოლება...მყავს შვილი.
-ჩემს მამიკოს და დედიკოსაც ხომ ჰყავდათ ბარბარე, მაგრამ ჩვენც მოგვიყვანა...იცი მე კიდევ მინდა რომ და მომიყვანონ.დათო სულ მაბრაზებს და არ მიყვარს-საყვარლად ტიტინებდა პატარა დეა.ღიმილს ჰგვრიდა მისი გულახდილი საუბარი დევდარიანს,კულულებზე ეფერებოდა და რატომღაც ნიცას პატარაობა ახსენდებოდა.მართალია ნიცა არასდროს ყოფილა დეას მსგავსი ბავში..უცნაურად მესაკუთრე იყო და არც დის ან ძმის შესახებ დაუწყია ლაპარაკი.ყველაფერი უნდოდა მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავისთვის და სხვა ბავშვებზეც კი ეჭვიანობდა, რომელთაც ეფერებოდა მამამისი.თითქოს დღემდე გამოჰყვა ეგოისტური ჩვევები,ხანდახან ეხლაც კი ბრაზობდა ისეთ წვრილმან რაღაცეებზე რაც მართლაც რომ სასაცილოდ არ ჰყოფნიდა დევდარიანს.
- ნათლიაშენი არასდროს მოიყვანს სხვა პატარას იმიტომ რომ არ სურს...-ქვემოდან შეჰღიმა დეას ნიცამ და ლოყაზე უჩქმიტა.-შენ კი ზედმეტად ცნობისმოყავრე ხარ და პრანჭიკელა...წამოდი, ვითამაშოთ გინდაა?
მამის მუხლებზე მოკალათებული დეაკო ხელში აიტაცა და ძაღლთან მოთამაშე დავითისკენ წაიყვანა.
-გაგიჭირდება...-ორაზროვანი ღიმილით გადმოხედა დარინამ მეგობარს.-
დედისერთობის სენია ეგოისტობა მაგრამ...ნიცა ზედმეტად ეგოისტია.
-ფაქტის წინაშე არასდროს დამდგარა და ბრაზობს...-ნიცას გახედა დათომ.-ამან რომ გაიგოს შენს გულში რა ხდება,მერე ნახე შენ...
-უნდა დაელაპარაკო...
-ადრე ვილაპარაკეთ...-სიგარეტის კოლოფს დასწვდა დევდარიანი.-მაგრამ ბოლომდე არ მომისმინა..ისტერიკა დაემართა.ნუ ეგ თემა აღარ წამოჭრილა მაგრამ...
-სხვანაირად უნდა მიუდგე,ცოტა მკაცრად....
-სალაპარაკო არაფერია...
-ჯერ 34 წლის ხარ დაჩი..ხვალ რა მოხდება არავინ იცის..-მხრები აიჩეჩა დარინამ და სავარძლიდან წამოდგა.-ცივი ყავა უნდა გავაკეთო,ორივეს გინდათ?
-დარინა მართალია.-მიმავალ დას გახედა დათომ და მეგობარს მიუბრუნდა:-ფაქტის წინაშე რომ დააყენო უარესი მოხდება,ეხლავე უნდა მოამზადო ნიადაგი.
-ისე ნუ მელაპარაკებო თითქოს ხვალვე ვირთავ ცოლს...-გაეცინა დაჩის.
-ხვალ არა, იქნებ ზეგ...აბა რა გინდა იმ გოგოსგან? რაღაც მეეჭვება ერთი დღის მუღამისთვის აკეთებდე ამდენს...პირდაპირ მოუყვან და დაუსვავ სახლში.ნიცა,გაიცანი ეს შენი დედინაცვალია,რომელიც მიყვარს და ალბათ მინიმუმ ორი,სამი შვილი მაინც მეყოლებაოო.თუ რას ეტყვი კატოს? მაპატიე ძვირფასო, მაგრამ შვილი მყავს და შენ შეეცადე არ გამიჩინოვოო?
-რა ცოლი და რომელი შვილი..თუ ღმერთი გწამს.ვერ ხედავ ყინულის ლოდია...
-შენ კი ვულკანი და რაღაც მეეჭვება გაგიჭირდეს იმ გოგოს მოხელთება...თავის ფეხით არ მოგადგა რას ამბობ.სწორედ ყინულის ლოდი რომ არის და ერთი გაღიმებით არ დაგეკიდა კისერზე მაგიტომ ხარ აზარტში...პირველად ვხედავ ჩემს ძმაკაცს სიყვარულისგან გამოთაყვანებულს...-ახარხარდა დათო და გვერდით ისე გაიწია თითქოს ჩასარტყმელად მოქნეულ მუშტს გაეცალაო.
-რახდებაა?ვინ უყვარს მამას?-ვერც კი შენიშნეს როგორ წამოსდგომოდათ თავზე ნიცა.დევდარიანს მოულოდნელობისგან სიგატეტის კვამლი გადასცდა და ხველა აუტყდა,დათოს კი სახე მოერყა და ნიცას ახედა.რომელიც შუბლ შეკრული,დოინჯ შემორტყმული იდგა პასუხის მოლოდინში.
-შენ უყვარხარ ჩემო პრინცესა..ვინ უნდა უყვარდეს.-სიტუაციიდან გამოძვრომოას შეეცადა დათო და ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა.
-კარგი რა დათო...და ამაზე ჩურჩულებთ თქვენ ორი შეთქმულებივით?
-შენც ქურდივით მოგვეპარეე...-ძველ მდგომარეობას დაჰბრუნებოდა დევდარიანი.-აგენტივით მოიპარე და გვისმენდი..კარგი რა მამიკო...
-იმედია არ მატყუებთ...
-ნიცა...
-კარგი ჰოო დათუჩა ვხუმრობ.-სულაბერიძეს ლოყებზე მოუჭირა ხელები და გაიკრიჭა.-მიყვარხარ შენ.
-მეც მიყვარხარ,მაგრამ ხანდახან მინდება ყურები აგიწიო.-გაეცინა დათოს და წარბები შეიკრა.
-შენ მკაცრი ხარ...ჩემი დაჩიკო თაფლი და შაქარი...
-ჩემი შვილი რომ იყო მოგცხებდი ხანდახან..მატრაკვეცავ.
-ჩემს შვილს შეეშვი.-გაეცინა დაჩის და ნიცას მკლავი მოხვია.-შენს შვილს მოსცხე,როცა გეყოლება.
-რას მიმალავს ჩემი მამიკო?-ნიცა დევდარიანის მუხლებზე მოთავსდა და კისერზე მჭიდროდ შემოხვია წვრილი მკლავები.
-არაფერს პატარავ.-შვილის ყურთან ამოიჩურჩულა დაჩიმ და ლოყაზე ხმაურით აკოცა.
-მე უნდა დავრეკო,მალე დავბრუნდები...არ მოიწყინოთ.-სკამიდან ისე უცებ წამოხტა დათო გაკვირვებულმა მამა-შვილმა თითქმის ერთ დროულად ახედეს.
-დაჩი!
-რა ხდება,დაკითხავზე ვარ?
-რა სიყვარულზე ლაპარაკობდით? იმედია არავინ გიყვარს ხო?-თვალები ეჭვით დააწვრილა ნიცამ.
-ნიცა...ამ თემაზე სახლში რომ ვილაპარაკოთ არ გინდაა? აქ რისთვის ვართ? იმისთვის რომ გავერთოდ ხო?
-ამ თემასთან დაკავშირებით ლაპარაკს აზრი არ აქვს..ჩვენ რამდენჯერ ვილაპარაკეთ? -ფეხზე წამიდგა ნიცა და მამას შუბლ შეკრულმა დახედა.-მე არ ვერევი შენს გართობაში...უბრალოდ არანიარი სერიოზული ურთიერთობაოო..სიყვარული,ცოლი და ოჯახობანა.
-ნიცა...
-მართალი ვარ ჰო? შენ ხომ თქვი მამა...
-სახლში ვილაპარაკოთ!
-რატომ სახლში?-ხმას მოულოდნელად აუწია პატარა დევდარიანმა და დაინახა როგორ შეეცვალა დაჩის გამომეტყველება,ღიმილი ერთიანად ჩამოერეცხა სახიდან და შუბლშეკრულმა ამოხედა შვილს.
-ხმას ნუ უწევ!გითხარი სახლში ვილაპარაკებთთქო.
-კითხვაზე რომ მიპასუხო ძნელიაა?!-თვალები აემღვრა ნიცას და ნიკაპი სატირლად აუთრთოლდა.-შეგიყვარდა ვინმე?
-ნიცა...
-მიპასუხე...ჯანდაბა.-წამოიყვირა ნიცამ და უეცრად ადგილს მოსწყდა და ეზოს ბოლოსკენ გიჟივით გავარდა.
-ჯანდაბა...-შვილის საქციელისგან ნერვებ მოშლილმა დაჩიმ ტელეფონი მაგიდაზე დაახეთქა და ფეხზე წამოდგა.-ნიცა!
-შემეშვი!
-ნიცაა!გაჩერდი შენ გელაპარაკებიი!-შვილს სირბილით დაეწია და ხელი მკლავში სტაცა.-სად გარბიხარ?
-შენი დანახვაც არ მინდა-ტირილით ახედა ნიცამ და ხელის განთავისუფლებას შეეცადა მაგრამ არ გამოუვიდა,დაჩის ძლიერმა ხელმა თავისკენ მიიზიდა და გულში ძლიერად ჩაიკრა.
-მამას ერთადერთო...-თავზე ჰკოცნიდა დაჩი შვილს და ხელის გაშვებას არ აპირებდა.
-სახლში წავიდეთ...-სლუკუნს არ წყვეტდა ნიცა.
-კარგი,წავიდეთ.წამოდი...
სულაბერიძე კი შეეცადა მათი ესე უეცრად წასვლის გაპროტესტებას, მაგრამ შეატყო საშინელ ხასიათზე რომ იყო დაჩი და ბევრი აღარ გაუგრძელებია.ისედაც იცოდა სახლში მისულს დიდი ომის გამოვლა მოუწევდა და ცოტა არ იყოს ეცოდებოდა მეგობარი, მისი შვილის ზედმეტად ეგოისტური ხასიათი გამო.მაგრამ გვიანი იყო თავში ხელის შემორტყმა, რადგან თავად დევდარიანის დამსახურება იყო მისი ასეთ მესაკუთრედ ჩამოყალიბება.ყოველთვის და ყველგან ნიცა,ნიცას სურვილები და ნიცას ხასიათები იყო პივილეგირებილი რამაც არა მხოლოდ მის ჭირვეულობას, არამდე მძიმე ხასიათის ჩამოყალიბებაში მთავარი როლი შესარულა.მთელი გზა ხმა არც ერთს არ ამოუღიათ,რატომღაც გაბუტული იჯდა ნიცა და მამისკენ არც კი იხედებოდა, ეომელიც სიგარეტს ეწეოდა და ცდილობდა თავში აზრების დალაგებას,აუცილებლად უნდა გაევლო შვილთან ეს თემა..ეგ კი არა უკვე დაგვიანებულიც კი იყო ამაზე საუბარი
ადრე თუ გვიან ხომ მოუწევდა ნიცას რეალობასთან თვალის გასწორება? ჰოდა სჯობდა თავიდანვე შეჰგუებოდა ამ აზრს...კაცმა არ იცის ხვალ რა შეიძლება მომხდარიყო,შეიძლება არც არასდროს მოეყვანა ცოლი მაგრამ მაინც მეტისმეტი იყო..ბაღის ასაკიდან უკვე დიდი ხნის გამოსული გახდათ ნიცა და დრო იყო დამსხდარიყვნენ და დიდი ადამიანებივით ესაუბრათ.
-შენ მითხარი რომ მთელი ცხოვრება მხოლოდ მე და შენ ვიქნებოდით..მითხარი რომ მე ვიქნებოდი ერთადერთი ვინც გეყვარებოდა,ვისაც შენს ერთადერთს დაუძახებდი და არასდროს...-ბოლო ხმაზე კიოდა ატირებული ნიცა და ხელებს უმისამართოდ იქნევდა.-არასდროს,არავის მისცემდი უფლებას ჩვენს პირად სივრცეში შემოჭრის.მითხარი რომ არ გეყოლებოდა ქალი,რომელიც ავტომატურად უკანა პლანზე გადამწევდა მე,მითხარი რომ არ გეყოლებოდა შვილი,რადგან მე ერთადერთი ვარ და მინდა რომ ერთადერთი ვიყო მამა...მინდა მხოლოდ მე ვიყო შენი შვილი და არავის ,საერთოდ არავის არ ეთმობოდეს სულ მცირე ადგილი შენს გულში.
-ნიცა...-გაფითრებულმა დევდარიანმა ჩავარდნილი ხმით ამოილაპარაკა და ამღვრეული თვალები შეანათა ისტერიკაში მყოფ შვილს.-არაფერი არ ხდება მა,უბრალოდ იქნებ დროა ერთხელ და სამუდამოდ გავიაზროთ რომ უკვე დიდი ხარ და შეიძლება ოდესმე მართლაც მოხდეს რამე...
-აღარ გიყვარვარ?-ცრემლები ხელისგულებით გაიწმინდა ნიცამ.
-რას ამბობ მა? როგორ შეიძლება არ მიყვარდე...ჩვენ უბრალიდ ვსაუბრობთ,არაფერი არ ხდება ნიცა...უბრალიდ ვსაუბრობთ, გესმის?
-შენ არ გესმის ჩემი...ბევრი ქალი გყოლია,ვიცი ახალგაზრდა ხარ ვიცი და ხმას არასდროს ვიღებდი, რადგან ვიცოდი სახლში არც ერთს მოიყვანდი,ვიცოდი დროებითი გასართობი იყო მაგრამ...მე არ მინდა სხვამაც დაგიძახოს მამა.-აქვითინდა ნიცა და იატაკზე ჩაჯდა,ხელები სახეზე აიფარა და კეფა მაგიდის ფეხს მიაყრდნო.-დაგკარგავ,აღარ გეყვარები ისე როგორც გიყვარვარ...
დევდარიანმა ღრმად ჩაისუნთქა და რამდენიმე წუთით ზურგი აქცია შვილს..ფაქტია მერამდენედ ცდილობდა ნორმალურად ახსნას..მაგრამ საუბარი არა და არ გამოდიოდა,პატარა დევდარიანი იმაზე ჯიუტი იყო ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა.უკან დახევას არ ფიქრობდა და ყველა წამოწყებულ საუბარს ისტერიკით ამთავრებდა, რაც საშინლად ანგრევდა დაჩის მაგრამ ესე გაგრძელებაც აღარ შეეძლო.ნიცას საქციელი უკვე აღარ იყო ნორმალური.
-მოსმისმინე.-თავის ხელში აყვანას შეეცადა,მაგრამ მაინც იგრძნობოდა მის ხმაში სიბრაზე და ლითონის სიმტკიცე.-დროა მოიშორო ეგ აბსურდული ფიქრები,მორჩე ისტერიკებს და ნორმალურად ვისაუბროთ.შენ,ჩემი შვილი ხარ..პირველი სიხარული..ბედნიერება და შეუძლებელია შენი სიყვარული ვინმემ,ან რამემ გამინელოს.შენ ერთადერთი ხარ,რადგან ხარ პირველი...ჩემი სისხლი და ხორცი,ჩემი სულის ნაწილი...მამიკო,სულ ესე იქნება...რაც არ უნდა მოხდეს და ვინც არ უნდა დაიკავოს ჩემს გულში ადგილი. შენ ვერავინ გაგაუფერულებს.
-არ მჯერა..
-უნდობლობამდე მივედით?
-შენ შეგიყვარდა...ჯანდაბა მამა,შეგიყვარდა და რაც არ უნდა იძახო არაო,რაც არ უნდა გაფაროს ხელი დათომ,როგორც არ უნდა შეეცადოთ ჩემთვის ამ ყველაფრის დამალვას აზრი არ აქვს...თვალები გყიდიან..ვინ ჯანდაბაა? სად არის? რომელია? მე ვიცნობ? ვიცი მის შესახებ რამეე? როდის გაიცანი? სად გაიცანი? გიყვარს დაჩიი...შენ ვიღაც ქალი გიყვარს და დათო ხელს გაფარებს!
-ხოო,მიყვარს...-ამოიოხრა მამაკაცმა და ორივე ხელი თვაზე შემოიწყო.-მიყვარს...რა მნიშვნელობა აქვს ვინ არის ნიცა? ჯერ არაფერი არ ხდება და იქნებ ნაადრევია შენი ისტერიკები? რა ჯანდაბაზე მეჩხუბები? რაღაც ყურმოკრულ თემაზე როგორ შეგიძლია უბრალოდ ისტერიკა დამიდგა? რა მოხდა მე თუ შემიყვარდა?ქვეყანა დაიქცა?
-მისი შვილიც გეყვარება...
-რათქმა უნდა,მეყვარება იმიტომ რომ ჩემიც იქნება.
-და აბა სად არის ჩემი ადგილი? მე ვერ ვხედავ საკუთარ თავს შენს ბედნიერ ოჯახში-სევდიანი თვალები შეანათა ნიცამ და კიდევ ერთხელ ჩამოინგრა დევდარიანი.
-ნიცა...რა ოჯახზე ლაპარაკობ? საიდან მოიტანე?
-შენს ოჯახზე,რომელსაც აუცილებლად შექმნი...მითხარი სად არის ჩემი ადგილი მამა?
-აქ...ხელები ფართოდ გაშალა დევდარიანმა და სახლს მოატარა.-კიდევ აქ-საფეთქელზე მიიდო საჩვენებელი თითი,რომელიც შემდეგ გულთან გადაიტანა.-და აქ...ყველაზე დიდი ადგილი...ყველაზე დიდი დოზით.მთელი გულით და სულით...მთელი არსებით.ცოტაა? იქნებ მე ვარ ცოტა შენთვის მამა?
-არ ხარ ცოტა...-ტუჩები ისევ დაბრიცა ნიცამ.
მის ქინ ჩაჯდა დევდარიანი და ორივე ხელი ძლიერად მოხვია მხრებზე,თავისკენ მიიზიდა და გულში ძლიერად ჩაიკრა.
-მე შენთვის არასდროს არ ვიქნები არასაკმარისი...რადგან შენ ხარ თავად იმდენი...ყველაზე და ყველაფერზე მეტი მა...შენ ხარ ის ვინც მაიძულებს ვიყო არა ერთი არამდედ ათი,ასი და ათასი...ოღონდ ყველა შენთვის და ყველა შენს გამო.
-მაგრამ მაინც არ მყოფნის რადგან შენი თავისუფალი დრო რომელიც ჩემთვის იყო ეხლა სხვისთვისაც იქნება და წამართვეს შენი თავი.
წვრილი მკლავები ძლიერად შემოხვია ნიცამ და სახე მის კისერში ჩარგო თუმცა წამით.
-სურნელიც კი სხვანაირი გაქვს..თითქოს უცხო...
-ნიცა...-ფეხზე წამოხტა დევდარიანი და უაზროდ ატირებულ შვილს უკვე სერიოზულად გაბრაზებულმა დახედა.
-ღმერთო,დაჩიი...
-მორჩი ისტერიკას, ჩემს თავს გაფიცებ..არაფერი არ ხდება,საერთოდ არაფერი გესმის? არანაირი ოჯახი,შვილი და კიდევ რა ჯანდაბა..ბედნიერი საღამოები ბუხრის წინ, ან დედამოტყნული სეირნობები აქეთ-იქით.-იფეთქა წყობიდან გამოსულმა.-არაფერი არ ხდება...არ ვუყვარვარ...მას, არ ვუყვარვარ გესმის? არ ვუყვარვარ ამის დედაც..და შანსიც კი არ მაქვს..არ ვუყვარვარ,დასანახად ვერ მიტანს,ჭირის დღესავით ვძულვარ...-ხელები გაშალა და ერთიანად ამოასხა ამდენი ხნის მოთმინებამ.ნამდვილად არ უნდოდა,ცხოვრებაში არ ყოფილა მომენტი როდესაც ნიცასთან დაეყვიროს, მაგრამ თავის შეკავება აღარ შეეძლო. ამხელა სტრესის და პრობლემების მერე ისტერიკის მოწყობა იმ ფაქტზე რაც არ არსებობდა და შესაძლოა არც ეარსება უკვე მის ძალებს აღემატებოდა.
-რა?-ქვემოდან ამოხედა განრისხებულ მამას,რომელსაც სახეზე ცარცის ფერი დასდებოდა,პირველად ხედავად ასეთს.-რას ამბობ მამა...
-არ ვუყვარვარ...არ ვუყვარვარ ნიცა და მოვრჩეთ ამ თემაზე ლაპარაკს.ცოლი არ მეყოლება თუ კატერინა არ იქნება...კატერინასთან კი ჩემი შანსები ნოლია.ასე რომ დამშვიდდი, იდეაში არანაირი ცოლი და სამი შვილი.-კბილებში გამოსცრა და ოთახიდან გასულმა მთელი ძალით გაიჯახუნა კარები.



არ ვიცი,მოკლედ ვწერ...მე მსიამოვნებს.რა გამოდის არც ეგ ვიცი,შეიძლება მოგწონთ,ან არ მოგწონთ.მოკლედ არ ვიცი..არადა იმედი მაქვს მოგწონთ :)))) ძალიან მიხარიხართ ჩემო კარგებო..თითოეული თქვენთაგანი საოცრად მაბედნიერებთ და შეიძლება ზოგი ფიქრობს რომ მაგარი უაზრობას წერს ეს ფეფო მაგრამ ეხლანდელ ჩემს სიტუაციაში წერა ერთადერთი საშუალებაა რითაც ოდნავ განტვირთვას მაინც ვახერხებ.ნუ ვინც იცით ჩემი სიტუაცია რა თქმა უნდა...ასე რომ ამ ისტორიიდან შედევრი რომ არ გამოვა ეგ ვიცი რადგან ნამდვილად არ ვთქვლი შედევრად..და თქვენც ლაღად შეხედეთ და ნერვებს ნუ მოიშლით მკითხველის ის კატეგორია ვისაც რაღაც რაღაცეები გაღიზიანებთ.ხან ისეა,ხან ასე...დაიკიდეთ და გაერთეთ...მიყვარხართ.скачать dle 11.3



№1 სტუმარი სტუმარი თიკო

მე მომწონს ძალიან,ისევე როგორც შენი ყველა ისტორია და ველოდები ყოველთვის შენს გამოჩენას????????

 


№2 სტუმარი სტუმარი waka

au yvelaze yvelaze magari xar umagresi xar momwons vgijdebi vapren am istoriaze mteli dgea velodebodi rodis daidebods da megirsa dzalian magaria umagresi xar gtxov nal male dade xolme ra gtxov

 


№3  offline წევრი Marryam

მომწონს კიარ ვგიჟდები და ჭკუა მეკეტება როგორც დევდარიანი იტყოდა ^^ ჯანდაბა...არ მეყო :'(

ნიცა კიდევ ძალიან გატუტუცებულია და მართალია დათო..დაჩის ბრალია ეგ...15 წლის უკვე ბავშვი აღარ არის და უნდა ხვდებოდეს, რომ ადამიანს რამდენი შვილიც არ უნდა ჰყავდეს ყველა ერთნაირად ეყვარება! მომიშალა ნერვები! ;დ

 


№4 სტუმარი სტუმარი მემე

დამთავრებას ველოდები,რომ წავიკითხო❤️რამდენი თავი დაგრჩა?

 


№5  offline წევრი აბლაბუდა

ვაი როგორ ველოდი:))) ვამოწმებდი სულ, მე უკვე წარმოვიდგინე ერთი ოჯახად და ბევრი შვილით ნიცასთან ერთად, ვიცი დიდ თავენს დებ მაგრამ არ მყოფნის მაინც:))) დიდები და ყოველდღე

 


№6 სტუმარი სტუმარი Nina

Au au ra kargiaaaa

 


№7 სტუმარი სტუმარი ნინე

როგორ მესმის ნიცასი, ალბათ ყველაზე უკეთ.არ განვსჯი ამ ბავშვს, ეს მხოლოდ სულელური ისტერიკა არ არის. ნაწილობრივ მართალია, თუმცა ამ სიტუაციაში ვინმემ, რომელიმე მათგანმა აუცილებლად უნდა დათმოს.

 


№8  offline წევრი ნანა73

ოოჰ როგორ მომწონს! ❤️ ყველთ ის მომწონხარ და ეს იცი ❤️❤️❤️

 


№9  offline წევრი მაია❤

ფეფო,რას ამბობ?ძალიან,ძალიან კარგია,მე სასწაულად მომწონს,იცი როგორ გელი ხოლმე?ვერც კი წარმოიდგენ,როგორ მშველის ჩემს ახლანდელ მდგომარეობაში შენი ისტორიები
მ ა ბ ე დ ნ ი ე რ ე ბ ❤❤❤❤❤❤

 


№10 სტუმარი სტუმარი ქეთი

უფ ამოვისუნთქე :)) რა კარგი იყო,აი,გულგაჩერებულმა წავიკითხე და ისეთი ემოცია მოიტანა რომ ამაზე მაგარი არაფერია :)) უუუძალიანმაგრესი ხარ ფეფო :))) ბევრი კოცნები და სიყვარულობები შენ :)

 


№11 სტუმარი სტუმარი თაკო

ისეთი სასიამოვნო საკითხავია ვერ მოწყდები????????????მოუთმენლად ველი და ველი შემდეგ თავებს????????

 


№12 სტუმარი maco maco

რამდენი ახალს დაიწყებ ჩემ თავთან ვდებ პირობას დაამთავროს და დავიწყებ მაგრამ მაცდიიიიი??? არაა გამორბიან თვალები საკითხავად და მოკლედ შენ აგრძელებ შენ საოცრებებს და მე ისევ ვარღვევ პირობას:))

 


№13  offline წევრი მე-ოცნებე

როგორც ყოველთვის საინტერესო და ემოციებით სავსე თავი იყო,ეს ბავშვი გადამრევს როგორი ეგოისტია.შენ კიდევ ყველაზე კარგი გვყავხარ,ველოდები დიდი მოთმინებით.მადლობა შენ????????

 


№14  offline წევრი Kalina

ნიცას რას შემოვულაწუნებდი, ახლოს რომ მყავდეს...
თავისი ასაკისთვის ზედმეტად დაუკვირვებელია და ეს მამამისის ბრალია, ალბათ.
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№15 სტუმარი ემი

რაღაცნაირი სენტიმენტალური თავი გამოვიდა, ფეფო.

გულდამწვარი შეყვარებული დაჩი, პატარა ბიჭივით რლმაა დასევდიანებული. ერთი მხრივ, მას ვინც უყვარს, იმას სხვა რომ უყვარს და შანს რომ ვერ ხედავს მასთან და მეორეს მხრივ, ეგოისტი დედიკო რომ უშლის, არც კი იფიქრო ჯერ ცოლის მოყვანაზე და ვინმეს შეყვარებაზეო. ნუ ამ შემთხვევაში ეს "დედიკო" გატუტუცებული შვილია.

ძალიან შემეცოდა ამ თავში ბატონი დაჩი. ფაქტია, რომ მართლა ძალიან უყვარს, და არც მოკლევადიანი გეგმები აქვს კატოსთან მიმართებაში.

ამ თავში თითქოს ძალიან ალალი იყო, მართლა შეყვარებული. ყველაფერზე რომ ძალიან ღრმად ფიქრობდა და გამოსავალს ეძებდა, მგონი ოჯახი და ბევრი შვილიც მოუნდა, რაც აქამდე აზრადაც არ მოსვლია.

მგონი იმ დასკვნამდეც მივიდა, რომ კატოსთან ჯიქურ, რქებით მისვლა არაფერს მოუტანს და კატო უბრალოდ, უნდა დაიმსახუროს. არც კატო ჩანს იმ სტილის, ფოჩიანი კამფეტებით რომ შეაბავს.

ხოდა ბევრი საფიქრალი აქვს ჩვენს რომეოს.

 


№16 სტუმარი ......m....

ვიცი რომ ისეთს ვერაფერს დავწერ, რამით გაგაკვირვო, რადგან ბევრი კარგი შეფასება იწერება ალბათ თქვენზე და თქვენს ისტორიებზე (ისტორიის ბოლოში, მინაწერმა დამაფიქრა), თუმცა ერთი უდაოდ ცხადია...
კარგად წერ, აღწერ და გადმოსცემ ისტორიას, ემოციებს, პერსონაჟების მოქმედებასა და გრძნობებს, რაც იმას ნიშნავს რომ საუკეთესო ხარ!
ჩემი აზრით, უმეტეს შემთხვევაში უარყოფითი გმირებით დგება შედევრი, რომლის ემოციებს და მოქმედებას კარგად აღწერს ავტორი, ეს კი თქვენს ისტორიებს არ აკლია...
მოკლედ, განტვირთვისას ასე კარგად, რომ წერ ამიტომ ხართ საოცრად კარგი.

 


№17  offline წევრი გროსმაისტერი

გოგონა

შენხარ ჩემი ბომბი
ეს რა ისტორიები დაგვაყარე იცოდე შემდეგ თავში
მეტი დაჩი და კატერინა მინდა
ეს ისტორია არის რაღაცნაირი სასიამოვნო წასაკითხი
შენხართვითონ საოცარი მწერალი

 


№18 სტუმარი სტუმარი მარიამი

ძალიან კარგია კარგად წერ ველოდები შემდეგს მალე დადე გთხოვ რა.

 


№19 სტუმარი სტუმარი laliko

fefooo dghes iqnebaa axali tavii?? gtxov dadera gelodebit (

 


№20 სტუმარი სტუმარი Nina

auuu sad daikargee gvipasuxe mainc raa vegar vdzleb (((

 


№21 სტუმარი ფეფო

არ დავკარგუკვარ,არ მეცალა რაღაც პირადი საქმეები მაქვს და რა გავაკეთო? :(((

 


№22 სტუმარი სტუმარი ika

Gasagebiaa gvesmis shenii magram chvenc gagvige mogvenatraa istoriaa ((
gelodebit moutmenlaad da imedia gagvaxareb (

dghes iqnebaa ?

 


№23 სტუმარი elene

auu daadee raa (((

 


№24 სტუმარი სტუმარი თინანო

პირველად მომინდა ცხოვრებაში კომენტარი დამეწერა, იმდენად კარგად წერ და ისეთი გასაოცარია თითოეული შენი ისტორია არვიცი როგორ შეიძლება ამ ყველაფრის ასე სიტყვებით გადმოცემა, ველი შემდეგ თავს!! სულ მინდა წეროო❤️ესე გასაოცრად

 


№25 სტუმარი Fafo

auu fefoo rodiis dadeeb vegar vitmeen gtxov dadeera (((

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent