შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უსაზღვროდ ( თავი 16)


2-09-2019, 02:51
ავტორი sabah alkhyr
ნანახია 9 276

ყოველთვის, როცა ვფიქრობთ ყველაფერი ჩამთავრდა, ყველაფერი კარგად არის და თავს ბედნიერად გრძნობ, სწორედ მაშინ გამოჩნდება ღალატი. ღალატი, რომელიც ყველაფერს აფუჭებს, ღალატი, რომელიც ყველაფერს ანგრევს. რისთვის ვცხოვრობთ, ან ვისთვის? "ცხოვრებას თუ წაგართმევენ სამაგიერო გადაუხადე, წაართვი ის რაც მისთვის ყველაზე ძვირფასია, სული"...

მანქანის უკანა სავარძელზე მისვენებულ გიორგის მკერდზე ელენეს თავი მიეყრდნო და თვალები დაეხუჭა. მისი გულის ყოველ ცემას აყურადებდა და ეშინოდა რომ არ გაჩერებულიყო. ყოველ შენელებულ გულისცემაზე ლოყაზე ხელს მოუთათუნებდა და სთხოვდა თვალები არ დაეხუჭა და ისიც თხოვნას უსრულებდა, ყველაზე საშინელი კი მისი ტკივილნარევი ხმა იყო. იმდენად ეშინოდა მისი დაკარგვის, რომ საკუთარი ტკივილი აღარ ახსოვდა. წინა სავარძლებზე ენტონი და დავითი ისხდნენ და დაჭრილი წყვილის ყოველ ამოსუნთქვას უკანა ხედვის სარკეში აკვირდებოდნენ. ძმის ყოველი ტკივილი მათი ტკივილიც იყო. ელენემ სახლისკენ მიმავალი გზა რომ იცნო თავი წამოყო და წინ მსხდომთ გადასძახა.
-საავადმყოფოში წავიდეთ, - ხელებით სავარძლის საზურგეებს ეჭიდებოდა და წონასწორობის შენარჩუნებას ცდილობდა.
-საავადმყოფოში ვერ წავალთ ქალბატონო, - ენტონიმ სარკეში გამოხედა.
-ვითომ რატომ? - ხმაში სიბრაზე შეეპარა, - ვერ ხედავთ, რომ დაჭრილია? უკვდავი ხომ არ გგონიათ?
-დამშვიდდი ელენე, - ზურგზე ხელი ჩამოუსვა ნახევრად გონება დაკარგულმა გიორგიმ, ელენემ მისი ხელი ხელებში მოიქცია და ხელის გულზე აკოცა.
-ექიმი სახლში გველოდება, - საუბარი დავითმა დაასრულა და უკან მჯდომთ სევდიანად გამოხედა. ელენე ისევ მამაკაცის მკერდს მიეყრდნო და მისი გულისცემის დათვლა დაიწყო.

***

სახლში შეშლილივით შევარდა და კიბეები ჩაირბინა, მისაღებში რომ არავინ დახვდა ყვირილი დაიწყო.
-მამა… მამა… ბატონო კახაბერ სად ხართ? - ხმა ბრაზისგან უკანკალებდა.
-რა გაყვირებს ამ შუა ღამისას გაგიჟდი? - კიბეზე ხალათშემოხვეული ჩამოვიდა და მის წინ დადგა, - როგორ ბედავ და ასე ყვირილით მეძახი.
-თქვენ… თქვენ ჩააგდეთ გიორგი და ის გოგო ასეთ მდგომარეობაში, - თითი მისკენ გაიშვირა, - თქვენი მოწყობილია ეს სასაკლაო. საკუთარი შვილის მოკვლა გინდოდათ?
-თითი ჩაწიე ლაწირაკო, იცოდე ჩემთან როგორც უნდა ილაპარაკო, - ხელი აუქნია და გაშვერილი თითი ჩამოაწევინა.
-საკუთარი ვაჟი როგორ გაიმეტე, მამა?! ნუთუ ოდნავი სიყვარული არ გაგაჩნია მისდამი? - თვალზე ცრემლი მოადგა, - ღვიძლ შვილს ასე იმეტებ და მე რაღას მიზამ?!
-ნორმალურად მელაპარაკე თქო.
-ნორმალურად? მაპატიე მაგრამ ამაზე ნორმალური სიტყვები არ მემეტება. ის ჩემი ძმაა, ჩემი ძმა, - რაულს ცრემლები უკვე ღვარად ჩამოსდიოდა, მათ დასაფარად კახაბერს ზურგი შეაქცია და შეუმჩნევლად შეიმშრალა.
-ამ ყველაფერს შენთვის ვაკეთებ შვილო, - მასთან მივიდა და თმაზე ხელი გადაუსვა, - მხოლოდ შენთვის.
-მე ეს არ მითხოვია...
-შენ დახმარება მთხოვე და მეც გეხმარები.
-რომ მცოდნოდა გიორგის მოკვლას შეეცდებოდი დახმარებას არასოდეს გთხოვდი, - თავი უკან გასწია და მისი ხელი მოიშორა. ნერვიულად დადიოდა აქეთ- იქით.
-ჯერ კიდევ ბავშვი ხარ, ბოლომდე ვერ გაიზარდე, - თავი უკმაყოფილოდ გააქნია კახაბერმა.
-ბავშვი ვარ, რომელსაც ძმა უყვარს. არის ამაში რამე ცუდი?
-კიი არის. ვერასდროს მიიღებ სასურველს თუ ვინმე შეგეცოდება.
-არც კი გესმის…
-იმაზე მეტი მესმის ვიდრე წარმოგიდგენია, - რაულმა თავზე ნერვიულად გადაისვა ხელი, მამობილს ტკივილნარევი თვალებით გახედა და გასასვლელისკენ დაიძრა, - სად მიდიხარ?..
-გიორგისთან…
-გაგიჟდი? მოგკლავს შენ სულელო.
-არ მადარდებს, უნდა ვუთხრა, რომ მე არ ვიცოდი ამის შესახებ,-ბოლო სიტყვები შორიდან მიაძახა და კარი გაიხურა. ახლა წყდებოდა მისი ,, ნამდვილობა".
-სულელი შვილი, ყველაფერს გააფუჭებს.

***

ჭიშკართან ლიზა დახვდათ. მანქანიდან გადმოსულმა ენტონიმ მანქანას შემოუარა და დავითს მიეხმარა თითქმის უგონო მდგომარეობაში მყოფი გიორგის მანქანიდან გადმოყვანაში. ელენე მათ დახმარებას ცდილობდა, მაგრამ დავითმა შეაჩერა და ლიზას გადაულოცა.
-ექიმი სახლში გელოდებათ დავით, ელენე როგორ ხარ, - მკლავში ჩაეჭიდა და გადმოსვლაში დაეხმარა.
-კარგად ვარ, ცოტა თავბრუ მეხვევა, - მანქანის კარს ჩამოეკიდა და უნებლიედ ჩაიკეცა.
-ელენე, - მოულოდნელობისგან შეკივლა და მკლავზე დაეჭიდა, - დამეხმარეთ ვინმემ.
-კარგად ვარ, ერთი წუთი მინდა, გონს მოვალ, - ხელები კარგად ყოფნის ნიშნად ასწია და წამოდგომა სცადა, მაგრამ უძლურობისგან წონასწორობა დაკარგა და გონი საბოლოოდ დაკარგა. ლიზას რომ არ დაეჭირა თავს ასფალტზე დაარტყავდა.
გონს რომ მოვიდა, მაშინვე მწვავე ტკივილი იგრძნო და წამოიყვირა. ვიღაც თეთრ ხალათიანი, სათვალიანი კაცი თავზე ედგა და ყურს უკერავდა, ან უფრო მას ეგონა რომ ყურს უკერავდა. რაღაცის ჩხვლეტა ისევ იგრძნო და წამოდგომა სცადა, მაგრამ არ დაანებეს და ადგილზე მიალურსმეს. სახეზე შიში და სასოწარკვეთილება აესახა, თვალები ცრემლით აევსო და კუთხეებიდან ჩამოეღვინთა. გონებაში წარმოიდგინა, რომ მოკვდა და გაკვეთას უტარებდნენ, თავის ქალას ხდიდნენ და ტვინს აცლიდნენ. სინამდვილეში კი მისაღებ ოთახში, დივანზე იწვა და ექიმი ჭრილობას უკერავდა. ბოლოს მაშინ დაწყნარდა, როცა აწყლიანებული თვალებით გიორგის სახე გაარჩია, დივნის სახელურზე ჩამომჯდარიყო და ელენეს ამშვიდებდა, მაგრამ მის შეხებას დაბუჟებულ ლოყებზე ვერ გრძნობდა, მისი ხმა კი ბუნდოვნად ესმოდა და ბოლომდე ვერ რწმუნდებოდა, რომ დანამდვილებით მისი იყო და არა იმ კაცის, ნემსით ხელში მის თავთან რომ დახრილიყო.
-დამშვიდდი კარგი? მე შენთან ვარ, - ხმა უფრო ახლოდან გაიგონა და მისი შეხებაც იგრძნო, მერე დამშვიდდა, მაგრამ ტკივილს თავი ჯერ არ დაენებებინა.
-ესეც ასე… მე მოვრჩი, - სამედიცინო მაკრატლით ძაფი გადაჭრა, - ყველაფერს გამოგიწერთ, რაც ჭრილობების მისახედად დაგჭირდებათ, - ჯიბიდან წიგნაკი ამოიღო და სია ჩამოწერა, - თავს გაუფრთხილდით, გამოჯანმრთელებას გისურვებთ, - ელენეს თავი დაუკრა და გასასვლელისკენ წავიდა, გიორგიმ დავითს თვალით ანიშნა და ისიც მაშინვე გაყვა მიმავალს, კართან დაეწია და ჯიბეში ფული ჩაუდო.
-როგორ ხარ? მშვიდად, არ ადგე, - საღი ხელით ოდნავ უბიძგა დივანზე წამოწეულ ელენეს და ისევ ადგილზე დააბრუნა,-გტკივა?
-ცოტა, - ბინტ დადებულ ჭრილობაზე ხელი მოისვა, მერე უცბათ გაახსენდა, რომ მანქანაში გიორგი უფრო ცუდად იყო და მის შიშველ მკერდს, რომლის ნახევარსაც ბინტი უფარავდა თვალი მოავლო, - შენი ჭრილობა, შენ როგორ ხარ, - ჯიუტად წამოჯდა და მის კისერზე ჩამოკიდებულ მარჯვენა მხარს დააშტერდა, საკუთარი ტკივილი სულმთლად დავიწყებოდა. მერე უცბათ ტირილი აუტყდა და საყვარელ მამაკაცს კისერზე შემოხვია მკლავები, - ძალიან შემაშინე.
-მე კი შენ შემაშინე, - მის წვრილ წელს საღი მკლავი შემოხვია და გულზე მიიკრა,-დამშვიდდი,ყველაფერი დამთავრდა, - ცრემლიანი თვალები დაუკოცნა და ტუჩებით შეუსრო.
-არა, - შეეწინააღმდეგა და ტკივილიანი მწვანე თვალებით მიაშტერდა, - ვფიქრობ, რომ ყველაფერი ახლა იწყება.

***

მანქანას მთელი სისწრაფით მიაქროლებდა და მოსალოდნელ ჩხუბზე ფიქრობდა, სიტყვებს ალაგებდა, გონებაში ტექსტს წერდა, თუ რას ეტყოდა გიორგი ჯიშკარიანის სახლში რომ მივიდოდა და მის წინ დადგებოდა. როგორ აუხსნიდა იმის შესახებ, რომ მამამისის გეგმის შესახებ არაფერი იცოდა. დაუჯერებდა თუ არა, რომ ამ საქმეში ფეხი გასვრილი არ ჰქონდა, შეძლებდა თუ არა მის დარწმუნებას. თვალზე მომდგარი ცრემლი ხელის მტევნით მოიწმინდა და საჭეს მთელი ძალით ჩაებღაუჭა, თითქოს ცდილობდა მთელი დაძაბულობა მისთვის გადაებარებინა.
ერთხელ უკვე გაისვარა ხელები ლაფში და ინანა, ახლა აღარ უნდოდა იგივე გაეკეთევინა და ოჯახი სამუდამოდ დაეკარგა. გიორგი და დავითი მისი ოჯახი იყო, გიორგის დაკარგვით დავითსაც დაკარგავდა და ეს არ უნდოდა. მოსახვევში შევიდა და სიჩქარეს მოუმატა. ღელავდა, თავში ჩაქუჩივით ჩასცხეს, როცა გიორგის და ელენეს დაჭრის ამბავი შეატყობინეს. არ იცოდა ახლა, როგორ იყვნენ, მაგრამ იცოდა, რომ ცოცხლები იყვნენ და ეს ცოტა ამშვიდებდა მას. ძმაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, მაგრამ ამას იქამდე ვერ ხვდები სანამ მისი დაკარგვის წამი არ შეგაწუხებს, გულს გაგიხვრიტავს და განანებინებს მისთვის გაკეთებულ ყოველ ცუდს. დაფიქრება გვმართებს, რომ მერე გვიანი არ იყოს.
მანქანა ჭიშკართან ბორბლების ღრჭიალით გააჩერა და ძრავის გათიშვისთანავე მანქანიდან გადახტა. ჭიშკრის კარი შეაღო და სახლისკენ დაიძრა, მაგრამ მოულოდნელად დავითი აესვეტა და შეაჩერა.
-დავით გიორგი უნდა ვნახო, - სახლისკენ გაიწია, მაგრამ წინმდგომს გვერდი ვერ აუარა, - დავით გამატარე, გიორგი უნდა ვნახო.
-მერამდენედ უნდა უღალატო რაულ? - მისთვის მძიმე კითხვა დასვა და თვალებში ჩააშტერდა, - მერამდენედ უნდა გაუცრუო იმედი.
-არ მიღალატია დავით, გეფიცები, მამას ამ გეგმის შესახებ არაფერი ვიცოდი, - ხმა აუკანკალდა და სახეზე ხელები აიფარა, - მართლა არაფერი ვიცოდი დავით, გამიგე.
-და რომ გცოდნოდა რას იზამდი რაულ, ხელს შეუშლიდი?
-რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა ხელს შევუშლიდი. გიორგი ძმა არის ჩემი, მისი სიკვდილი რატომ უნდა მდომოდა, - სახიდან ჩამოუშვა და დავითს შეხედა, მისი სახიდან უნდობლობა რომ ამოიკითხა, თავი დანანებით გააქნია და განაგრძო, - ერთხელ უკვე დავუშვი შეცდომა და თავს ჯერ კიდევ დამნაშავედ ვგრძნობ, მეორედ იგივე შეცდომას რატომ დავუშვებდი დავით, ამიხსენი. ხოო, ვაღიარებ მინდა მისი ადგილი, მაგრამ არა ამ გზით, ეს ჩემი სტილი არ არის, ეს ჩემი სტილი არ არის დავით,-თმაზე ხელი გადაისვა და ნერვიულად ამოძრავდა, დავითს გვერდი აუქცია და სახლისკენ გავარდა, უკვე კართან იყო მისული, რომ ენტონის მძიმე სხეული დაეჯახა და მიწაზე დაანარცხა, მოულოდნელობისა და ტკივილისგან ღრიალი აღმოხდა.

მისაღებში, დივანზე ფეხმორთხმით იჯდა და გიორგის მკერდზე თავი მიებჯინა, მის გულისცემას ყურს უგდებდა და ითვლიდა. მიუხედავად სახლში ყოფნისა, მაინც ეშინოდა და ეგონა, რომ ეს კიდევ განმეორდებოდა, ნებისმიერ დროს, შესაძლოა ახლაც. გიორგი მის თმას ეთამაშებოდა, თითზე იხვევდა და თან მის ნათქვამზე ფიქრობდა - ,, ვფიქრობ, რომ ყველაფერი ახლა იწყება"- მართალიც იყო, კახაბერი არ შეწყვეტდა მათ დევნას, სანამ სასურველს არ მიიღებდა. რაულისთვის სკამის გათბობა უნდა, უნდა რომ მისი ადგილი დააკავებინოს? მაშინ მოვიდნენ და წაიღონ, გიორგი მზად დახვდება მათ და თუ საჭირო გახდება თავსაც შეაკლავს. სამწუხაროა, მაგრამ ზურგში დანას ისეთი ადამიანები გირტყავენ, ვისთვისაც მზად ხარ ტყვიას მკერდი დაუხვედრო. ამ ფიქრებში იყო, როცა გარეთ ჩოჩქოლი ატყდა და მის ყურამდე გინების ხმამ მიაღწია. ელენემ თავი წამოწია, ფეხზე წამოხტა და მოსალოდნელი თავდასხმისთვის გაემზადა.
-დამშვიდდი, აქ არაფერი გვემუქრება. აქ დარჩი და დამელოდე, ვნახავ რა ხდება, - ხელი მოკიდა და დივანზე ჩამოსვა, თვითონ კი კიბისკენ გატრიალდა, მაგრამ ელენემ ხელი სტაცა და გააჩერა.
-არ წახვიდე, აქ დარჩი, - მუდარა ნარევი თვალებით შეხედა და თავისკენ დაქაჩა.
-დამშვიდდი, მალე მოვალ, - დაიხარა და შუბლზე აკოცა, მერე კი კიბეს აუყვა. ეზოში გასასვლელი კარი გააღო და ჩხუბისთვის გამზადებული სამი მამაკაცი დაინახა, ორ მათგანს იარაღი მოემარჯვებინა და ერთმანეთს უმიზნებდნენ. მაშინვე მათ შორის ჩადგა და ხელები განზე გაშალა, - დაუშვით იარაღი, ორივემ, - მერე რომ მიხვდა არც ერთი ბრძანებას არ ასრულებდა, ხმას აუწია და დაამატა, - მეორედ აღარ გავიმეორებ, - დაემორჩილნენ და იარაღები შეინახეს, რაულმა ძლივს შეძლო მისთვის თვალი გაესწორებინა, ბოლოს როგორც იქნა მოახერხა და ამოილაპარაკა.
-გიორგი ყველაფერი უნდა აგიხსნა.
-არაფრის ახსნა არ არის საჭირო. შენ ტყუილს აღარ დავიჯერებ, შენს ანკესს აღარ წამოვეგები. წადი აქედან, - ზურგი აქცია და კარის სახელურს ჩაებღაუჭა, მაგრამ რაულმა შეაჩერა.
-ძმაო უნდა მომისმინო, გეფიცები მამას გეგმების შესახებ არაფერი ვიცოდი, არ ვიცოდი თუ თქვენს დახოცვას აპირებდა.
-მაშ რა იცოდი, რაა, - მთელი ხმით იღრიალა, ხელი ქეჩოში წაავლო და კედელს შემოახეთქა, - როცა რაღაც პრობლემაა ყოველთვის შენი სახელი რატომ ტივტივებს ზედაპირზე? რამე ჯადოა თუ რა არის? აღარ ვიცი საკუთარ თავში რა გამართლება მოგიძებნო. თავს ძლივს ვიკავებ, რომ შუბლზე იარაღი არ მოგადო და სასხლეტს თითი გამოვკრა. გინდობ იმიტომ, რომ ჩემი ძმა ხარ და ყველაფრისდა მიუხედავად მიყვარხარ, მაგრამ მწყინს, რომ შენ ამდენს ვერ ხვდები, ამის ნახევარსაც ვერ ხვდები, - ხელი გაუშვა და ნაჭრილობევი მხარი მოისრისა, ნაკერი გახსნოდა.
-გიორგი მართლა არაფერი ვიცოდი, თორემ გეფიცები ხელს შევუშლიდი, - კედელს მოუშორებლად ჩაიკეცა და მიწას ცალი მუხლით დაეყრდნო, - დავითს რაც ვუთხარი იგივეს გაგიმეორებ შენც, ერთხელ დაშვებულ შეცდომას მეორედ არ გავიმეორებ, ეს ჩემი სტილი არ არის, ოჯახის წევრებს არ ვხოცავ დამპალი ადგილის გამო. ეს სკამი, ეს სიმდიდრე და ძალაუფლება არ მჭირდება, მე მხოლოდ ოჯახი მინდა გიორგი და ჩემი ოჯახი თქვენ ხართ, შენ, დავითი და ლიზა. აი რა მინდა მე. მხოლოდ ეს.
-შენ ოჯახი გყავდა რაულ, და ვერ შეძელი მისი შენარჩუნება, - ისე უთხრა უკან არც მიუხედავს, დოინჯშემოყრილი იდგა და სიშავეს გაჰყურებდა.
-ხოო მყავდა და ვერ გავუფრთხილდი, ვერ დავიცავი და დავკარგე. ვარ და ამას ახლა მივხვდი, მაგრამ მომეცი საშუალება ყველაფერი აგიხსნა, - ფეხზე წამოდგა და საღ ხელზე ჩამოეკიდა. სიჩუმეში კარის გაღების ხმა გაისმა და ყველამ იქით მიიხედა. ელენე ზღურბლზე იდგა შეშინებული და იქ მდგომთ დაკვირვებით ათვალიერებდა. ნაცნობი სახეები რომ დაინახა დამშვიდდა.
-ელენე შიგნით შედი,-ახლოს მივიდა და კარის დასაკეტად სახელურს წაავლო ხელი.
-ყველაფერი კარგადაა? - შეშინებულმა ამოთქვა და იქ მდგომთ კიდევ ერთხელ მოავლო თვალი.
-შინ შედი, მეც მალე მოვალ, - ელენემ თავი დაუქნია და უკან გატრიალდა, მაგრამ სანამ კარს მიხურავდა რაულის ხმამ გააჩერა.
-რძალო კარგად ხარ? - გაოგნებული შემობრუნდა და კითხვის ავტორს უნდობი სახე შეაგება.
-კარგად ვარ, მადლობა, - გიორგის შეხედა და კარს მიღმა გაუჩინარდა.
-გისმენ რაულ, ზუსტად ერთი წუთი გაქვს იმისთვის, რომ ამიხსნა შენი დანაშაული,-რაულს მიუბრუნდა და თვალებში ჩახედა.
-მამას მე დავურეკე და დახმარება ვთხოვე, - დაიწყო, მაგრამ გიორგიმ შეაწყვეტინა და ჩაუსწორა.
-ჩემი გზიდან ჩამოშორება სთხოვე, რომ ჩემი ადგილი დაგეკავებინა… მერე?!
-ხოო, ვაღიარებ, რომ შენი ადგილი მინდოდა, მინდოდა მე ვყოფილიყავი ამ კლანის ბატონი და მიმაჩნდა, რომ შენ დაუმსახურებლად მიიღე ეს ყველაფერი. მამას დავურეკე და დახმარება ვთხოვე, რომ ჩემთვის გზიდან ჩამოეშორებინე, მაგრამ გეფიცები არასოდეს მდომია შენი მოკვლა და არც მისთვის მითხოვია ამის გაკეთება. არც კი ვიცოდი მისი გეგმის შესახებ გეფიცები. მერე რომ შემატყობინეს თქვენ უკვე დაჭრილები იყავით, მამას ვეჩხუბე ამის გამო. გიორგი დამიჯერე, ერთხელ დაშვებულ შეცდომას მეორედ აღარ გავიმეორებდი, - დაასრულა თხრობა და გიორგის მომლოდინე სახით გახედა, - არაფერს მეტყვი?
-ერხელ დაშვებულ შეცდომას მეორედ აღარ გაიმეორებდი? - ფიქრის ბურნუსიდან თავი ამოყო გიორგიმ და მრისხანე თვალებით გახედა, - რას გულისხმობ ერთხელ დაშვებულ შეცდომაში, რომელი შეცდომა რაულ.
-გიორგი მე…, - ახლაღა გაანალიზა, რომ სისულელე წამოსცდა, გიორგი სულელი არ იყო, ყველაფერს მიხვდა.
-რას ნიშნავს ერთხელ დაშვებულ შეცდომას მეორედ აღარ გაიმეორებდი, როდის დაუშვი შეცდომა, რაულ?
-გიორგი, გეფიცები…
-ნიკო შენ დაიქირავე? - წინადადება გააწყვეტინა და ქეჩოში წაავლო ხელი, - ბიჭმა დის გადარჩენა გთხოვა და შენ სანაცვლოდ ადამიანის მკვლელობა დაავალე? - უკვე ყვირილზე გადავიდა,-ამოიღე ხმა, დამიდასტურე ან უარყავი.
-ეგ ვინ გითხრა, - ენის ბორძიკით გადააბა სამი სიტყვა ერთმანეთს.
-ანუ ამბობ, რომ მართალია? ნიკო შენ დაიქირავე ჩემს მოსაკლავად, იმისთვის, რომ ეს დაწყევლილი ადგილი მიგეღო? რაულ, აქამდე როგორ დაეშვი, ამ დონემდე როგორ დახვედი, მითხარი.
-მაპატიე, გთხოვ, - ხელზე ჩამოეკიდა და მხარზე თავი ჩამოადო, - მაპატიე ძმაო, სისუსტე გამოვიჩინე, ბევრი შეცდომა დავუშვი შენთან მიმართებაში, ყველაფერი ავურიე, ჯოჯოხეთის გზაზე გავედი.
-რაც არ უნდა ყოფილიყო, როგორც არ უნდა მდომებოდა ეს სკამი, ეს ძალაუფლება, ოჯახის წევრს მაინც არ გავწირავდი,-ხელი გამოგლიჯა და სახლისკენ წავიდა, მერე გაჩერდა და რაულს გვერდულად გახედა, - ახლა წადი, შენს ცოლს და შვილს მოეფერე და უფალს მადლობა გადაუხადე, რომ ცოცხალი დაგტოვე. წადი და ეცადე არსად შემეფეთო, თორემ შეიძლება ეს სიბრაზე გამახსენდეს და მოგკლა.
-ძმაო…
-გითხარი წადი მეთქი, - მერე დავითს და ენტონის მიუბრუნდა და თავით ანიშნა, - გააცილეთ სტუმარი, - თავად კი სახლში შევიდა, სადაც შეშინებული ელენე ელოდა და ნერვიულად ბოლთას სცემდა.
-რაულ წადი, - დავითმა მხარზე ხელი დაჰკრა და ჭიშკრისკენ უბიძგა. უკან ენტონი გაჰყვათ.
-დავით არც შენ გჯერა ხო? - ნაწყენი ხმით ამოთქვა და სახეგაყინულ მამაკაცს გახედა, - ძმაო, ამოიღე ხმა, მითხარი რამე…
-რა გინდა რომ გითხრა რაულ? ბევრჯერ დაგაფარე ხელი, გიორგის ვეუბნებოდი, რომ ყველა შეცდომა უნებლიედ მოგივიდა და ვთხოვდი ეპატიებინა შენთვის, მაგრამ არ ველოდი თუ მე თვითონაც მოტყუებული დავრჩებოდი. ვცდებოდი შენში, და ყველაზე მეტად ეს მტკენს გულს. ჩვენ ძმები ვართ, სისხლი ერთი არ გვაქვს, მაგრამ მაინც ძმები ვართ და უნდა აფასებდე ამას. ჩვენ ცალ-ცალკე არაფერს წარმოვადგენთ რაულ. შეიძლება შენ გყავს ხალხი და მათ ენდობი, მაგრამ ისე ჩამოგეშლებიან ხელში როგორც უდაბნოს ქვიშა. გიღალატებენ და გაგყიდიან. ადამიანი ხარბია ძმაო, ვინც მეტს გადაიხდის იმისკენ მიუწევს გული, ძაღლი კი არ არის პატრონს უერთგულოს სიცოცხლის ბოლომდე. ერთგულება ძაღლებმა ისწავლეს, ადამიანებმა კი - ვერა. ძმა მხოლოდ მაშინ გაგახსენდება, როცა ეს ადამიანები ხელიდან გამოგეცლებიან, ხოდა ფრთხილად იყავი მერე გვიან არ იყოს,-ჭიშკრის კარი გამოაღო და მანქანამდე მიაცილა, - ახლა კი წადი რაულ და დაფიქრდი ყველაფერზე, - მხარზე კიდევ ერთხელ დაჰკრა ხელი, გაუღიმა და უკან გამობრუნდა. რაული ცოტა ხნით იდგა მანქანასთან გაშეშებული და მიმავალს უყურებდა, მერე საჭეს მიუჯდა და ბორბლების ღრჭიალით მოსწყდა ადგილიდან.
თავში სულ ერთი სიტყვა უტრიალებდა…
ღალატი…
ღალატი…
ღალატი…
მოღალატე ღალატობს…
მართალი ყოფილა რასაც ამბობენ:- ბევრად მარტივად უთხრიან ორმოს მეგობრებს, ვიდრე მტრებს(ავტორი არ მახსოვს)...
შემდეგი რაც ახსოვს არის იის, რომ ჭარბი რაოდენობის სინათლე დაინახა…
გაბმული სიგნალი გაიგონა…
სატვირთო მანქანა დალანდა…
სასწრაფო მანქანის სირენის ხმაც მოესმა სადღაც შორიდან, ტკივილი იგრძნო… და წყვდიადი გამეფდა მის გარშემო…


-----------

დაგვიანებისთვის ბოდიშს ვიხდი...პირადი პრობლემების გამო ვერ ავტვირთე...скачать dle 11.3



№1 სტუმარი სტუმარი ნინო

მომეწონა მარაა იმედია აღარ დააგვიანებ ❤

 


№2  offline წევრი sabah alkhyr

სტუმარი ნინო
მომეწონა მარაა იმედია აღარ დააგვიანებ ❤

ვეცდები ყველანაირად ❤️

 


№3 სტუმარი ......m....

ძალიან მომწონს და ველოდები შემდეგს.

 


№4  offline წევრი sabah alkhyr

......m....
ძალიან მომწონს და ველოდები შემდეგს.

მადლობა დიდი❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent