შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აკრძალული თამაშები (8)


3-09-2019, 13:34
ავტორი ფ ე ფ ო
ნანახია 3 503

[8]

ნოემბერი იწურებოდა და ჰაერში უკვე იგრძნობოდა მოახლოებული ზამთრის სურნელი.მაღალ ტანიან ხეებს, სევდიანად მოედრიკათ თავი და თითქოს გულის ტკივილით ემშვიდობებოდნენ აქა -იქ შემორჩენილ გამხმარ ფოთლებს,ნელი სიო საათში ერთხელ სათითაოდ რომ ჩამოუვლიდა ყველას და გამხმარ ყუნწებში მოწყვეტილთ ნარნარი რხევით მიაქანებდა მიწისკენ, სადაც ალიონზე გამოჩენილი მეეზოვის ცოცხი უმოწყალოდ აგროვებდა ერთი ადგილიკენ.
-ლამაზია არაა?-მანქანის ძარას მიყრდნობილმა დევდარიანმა სიგარეტის ნამწვი მიწაზე მოისროლა და ცალყბა ღიმილით კიდევ ერთხელ გახედა ორმოცდათიოდე მეტრში წამოჭიმული დამწვარი შენობის გამურულ კედლებს.
-საკუთარი ნამოქმედარით ტკბები?-ნიშნის მოგებით გადახედა დათომ.
-არა, სამომავლო გეგმებს ვუღიმი...მეორე სართულის დაშენება შესანიშნავი იდეაა.
-კაპიკებად კი ჩაგივარდა ხელში...
-გააჩნია სურვილს და სურვილის ასრულების ამბიციას...-ისევ გაეცინა დაჩის და მანქანის კარი გამოაღო.-ჩვენში რომ დარჩეს იმ სი*რ გაბედავას კარგი საქმეც კი გავუკეთე.დაზღვევის ფულმა ვალები გაასტუმრებინა.ვინაიდან და რადგანაც საწყობის ხელახლა აშენების ფინანსები არ აქვს...მისი გაყიდვისას აღებული კაპიკებიც წაადგა...
-მაგალითად, შენი ვალი დააბრუნა..ანუ,რა გამოვიდა მოგებაში მაინც შენ ხარ.ფულიც შენია და საწყობიც...
-კარგი, თორემ სინდისი შემაწუხებს-მანქანა უკან სვლით დაძრა ადგილიდან და გზაზე გაიყვანა.-ის ფული საწყობის განახლებაში დაიხარჯება...ანუ, ზარალში ვარ
-კარგი რაა...-ახარხარდა სულაბერიძე.-იდეაში მაინც გქონდა მისი განახლება და ეხლა შენს გემოზე გადააკეთებ.უბრალოდ კითხვები რომ გაუჩნდეთ საიდან ჰქონდა ერთ-ერთი კლუბის რიგით თანამშრომელს საწყობის შესაძენი ფული...
-კარგი ერთი...მშვენიერი ხელფასები აქვთ..ეგ კი არა ადამიანსაც ხომ გააჩნია? ნუციკო ისეთი გაქანების გოგოა საწყობს ვერ იყიდიდაა?
-აბაა,თან თუ გაირკვა მისი ახალი მთვარესავით თვეში ერთხელ გამოჩენილი საყვარელი, ჯიბეზე ხელის გაკვრას არასდროს ერიდება.
-ნუ იკბინები -ცერად გადახედა მეგობარს.-ვიცი რომ მოგწონს, მაგრამ მეგობრის ნახმარ ქალს როგორ უნდა მიეკარო...
-დაახვიე..ფუ,რა ამაზრზენი ხარ.-სახე სიცილით დამანჭა დათომ.-კარგი გოგოა და მომწონს, როგორც ადამიანი, თორემ მისი საცვლის ქვეშ შეძვრომის სურვილი რომ არ მკლავს ვერ ხვდებიი?
-პირველად ქალებში ერთად რომ არ წავსულიყავით მეგონებოდა რომ ვაჟიშვილი ხარ..ან ფიცი გაქვს დადებული.
-ვნახავთ რა ხასიათზე დადგები როცა გეტყვი რომ შენი გოგო, მეგობრებთან ერთად უქმეებს ტატო ჯავახიას სოფელში გაატარებს?-შეეცადა სერიოზული გამომეტყველება შეენარჩუნებინა დათოს და დევდარიანის მუხრუჭზე დადგმული ფეხის დამსახურებით წინ გადაქანევული ლამის შუბლით მიასკდა საქარე მინას,წამოიყვირა და ახარხარდა.
-ბატონოო?!
-ჰო,რაც შენ დამშვიდდი და ქალბატონ კატუშას სრული თავისუფლება მიანიჭე, ბატონმა ჯავახიამ წინ წასვლა მოასწრო და ...
-ერთი ამას დამიხედეთ...
-იდეა მაქვს.-თითები გატკაცუნა დათომ და ინტრიგნული სახე მიიღო.
-რა იდეა?
-ქალბატონი კატო, ხომ მუშაობს იმ ფარმაცევტულ კომპანიაში შენ რომ გაუკეთე საქმე და მადლობაც კი არ მოუხდია?ჰოდა ეხლა დაურეკე შენს ძველ ძმაკაცს და აიძულე ამ უქმეებზე წვეულება გამართოს...-გაიბადრა დათო.
-მერე?
-ღმერთო,მართლა დაგაკარგვინა სიყვარულმა საღად აზროვნების უნარიი?!-თვალები აატრიალა დავითმა და სახეში შესცინა.
-მერე ის რომ შაბათს წვეულება თუ გაიმართება,ვერსად წავა შენი გოგო, რადგან სავალდებულო იქნება ყველა თანამშრომლის დასწრება.შეგიძლია ერთ საღამოს შენი რესტორანი დახურო და მისცე ბატონ სოლომონს საშუალება თავისი კომპანიის თანამშრომლები გაართოს.
-ეგ ტრ*აკი საპირფარეშოში რომ მიდის უკან იყურება...რომელი წვეულების ხარჯებს გაიღებს?
-ნუ ხარ თავმდაბალი...მისი ფარმაცევტული კომპანია ეხლა იდგამს ფეხს ქართულ ბაზარზე,ყურადღების ცენტრშია და ისე აკვირდებიან იფიქრდბ რენდგენში ატარებენო,ერთი საქველმოქმედო საღამო გაუჩითე, მის საქმესაც წაადგება და ჩვენსას ხომ ორმაგად.ჯერ რესტორნის სახელი გამოჩნდება და ყველა გაიგებს რა ხელგაშლილი ხარ და არ ერიდები მსგავსი ახალბედებისთვის ხელის შეწყობას და ყველაზე მთავარიი:შენი კატერინაც გაიბრწყინეს კიდევ ერთი საღამო შენს გვერდით.
-ღმერთო,ძეგლს დაგიდგამ წარწერით: "საუკეთესო იდეების ავტორი"-ახარხარდა დაჩი და ძრავი ჩართო.
-შენ მხოლოდ მძიმე წონიან სასტავთან გევასება ჯახი...მე კი იმიტომ გყავარ რომ წვრილმანი იდეები შეგაშველო...-წარბები აათამაშა დათომ.-დიღმის რესტორანი გაჩითე,ახალია და პოპულარობითაც დიდად ვერ დაიკვეხნის,ერთ საღამოს დახურვა ზარალზე ნამდვილად არ წაგვიყვანს.მე რესტორნის საქმეს მივხედავ და მენეჯერს დავურეკავ,შენ კი ბატონი სოლომინი შეახვიე,მაღალფარდოვანი სიტყვებით და გულწრფელი ღიმილით. უნდა იფიქროს, რომ ზედმეტად კეთილისმსურველი ხარ და მართალია აღარ მეგობრობთ მაგრამ მისი გაკეთებული საქმის გამო ვალში არასდროს რჩები.
*********
შენობიდან გამოსულ კატოს, როგორც ყოველთვის დღესაც ელოდებოდა ყურებამდე გაღიმებული ტატო ჯავახია.
-როგორ ხარ საყვარელო?-წინ ასვეტილს მკლავები ძლიერად მოხვია და სხეულზე აკრულს ყურთან უჩურჩულა:-მომენატრე.-ყბის ძვალზე, ნოემბრის სუსხისგან გაყინული ტუჩები ხანგრძლივად მიაკრო და ხარბად ჩაისუნთქა მისი თმის სურნელი.
-მეც მომენატრე.-გულწრფელად შეჰღიმა ჩხეიძემ და მანქანისკენ წინა სავარძელზე მოხდენილად დაიკავა ადგილი.
-ჩაის სახლში წავიდეთ, -ძრავი ჩართო ტატომ და მანქანა გზაზე გაიყვანა.- როგორ მიდის სამსახურში საქმეები?
-ნორმალურად,ძალიან კარგი სიტუაციაა...მეგობრული თანამშრომლები,ერთ გოგონას უკვე დავუმეგობრდი.ყველა ძალიან თბილი და ყურადღებიანია.უფროსიც კარგი ტიპია, მაგრამ იშვიათად ჩნდება... უფრო კაბინეტის კაცია.ღმერთო ძალიან ბედნიერი ვარ ამდენ მსურველში მე რომ შემარჩიეს და
ამიყვანეს.-ემოციებს ვერ ფარავდა გაბადრული კატო.თითქმის ორი თვე ხდებოდა მის ტელეფონზე სრულიად მოულოდნელად შემოსული ზარიდან, როდესაც უკვე ხელი ჩაქნეული ჰქონდა და დიდად აღარც კი კითხულობდა მილიონ ადგილზე გაგზავნილ სივებს,რომელსაც დუმილის გარდა არაფერი მოჰყოლია. როგორც ყოველთვის:-განვიხილავთ და დაგიკავშირდებით!-რაც მათი მხრიდან კულტურულად "დაახვიეს" ნიშნავდა.ერთ დღესაც, ქალის ზედმეტად თბილმა ხმამ ამცნო რომ მისი სივი აკმაყოფილებდა ყველანაირ კრიტერიუმებს და დღის ორ საათზე ოფისში გასაუბრებაზე ელოდებოდნან.გასაუბრებამ ზედმეტად უცნაურად ჩაიარა,არავის უფიქრია მისი ლიმონივით გამოწურვა,რამდენიმე კითხვით შემოიფარგლნენ: როგორი იყო მისი ოჯახური მდგომარეობა?რატომ უნდოდა სამსახურის დაწყება მაინც და მაინც მათ კომპანიაში და სად ხედავდა საკუთარ თავს რამდენიმე წელში.პასუხებით კმაყოფილებმა ერთ თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება შესთავაზეს და ერთი თვის შემდეგ კი აუცილებლად ჩაჯდებოდა შტატში.სტაჟირების ანაზღაურებამაც გააკვირვა და შეთავაზებული ხელფასის რაოდენობამაც, მაგრამ ისეთი აჟიტირებული იყო არაფერზე ფიქრის თავი არ ჰქონდა.ერთი თვის განმავლიბაში რვა საათიანი სამუშაო განაკვეთით გულმოდგინედ სწავლობდა თავის უფლება მოვალეობებს,რისი გაკეთება მოუწევდა,როგორ და ვისთან ერთად.სამუშაოდ ადგილი ერთ-ერთ მოზრდილ ოთახში მიუჩინეს, სადაც მის გარდა კიდევ ხუთი ახალგაზრდა ქალი იჯდა თავის კუთვნილ მაგიდასთან და საქმის პარალელურად მაინც აქტიურად ახერხებდნენ ქვეყნის ცხელ-ცხელი ჭორების განხილვას.მოეწონა ეს სიტუაცია კატოს,მოეწონა პირველივე დღეს ყურებამდე გაღიმებული თანამშრომლების დახვედრა,მათ მიერ შეთავაზებული ყავა,მოსწ ონდა შუა დღეს ერთ საათიანი შესვენების მათთან ერთად ახლო მდებარე კაფეში გატარება,სადაც აღმოჩნდა რომ გემრიელ ამერიკანოს ამზადებდნენ.მათი ლიმონის კექსიც საოცრად არომატული და გემრიელი გახლდათ.ანაზღაურება იმდენად კარგი იყო ნამდვილად აღარ მოუწევდა დეიდამისთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრება და ბოლოს და ბოლოს შეძლო და სამსახურთან ახლოს ერთ ოთახიანი ბინაც იქირავა.თათულის დიდად არ გაუპროტესტებია დის შვილის დაჟინებული სურვილი და კატომაც ისე დატოვა სახლი, თავის ერთ მოზრდილ ჩემოდანთან ერთად, თათული სახლში არ ყოფილა და არც დიდი შემართებით და ხელის ქნევით გაუცილებია.გასაღები მეზობლის ქალს ჩააბარა და სადარბაზოდან გამოსულმა თითქოს შვენით ამოისუნთქა..როგორც იქნა...

-ტატო, რაღაც უნდა გითხრა.-ინგლისური ჩაის პაკეტი ფინჯანში ჩაუშვა კატომ.და მალევე ამოიღო.
-რა ხდება პატარავ?
-ხვალ თქვენთან ერთად ვერ მოვდივარ სოფელში..ძალიან ვწუხვარ.-თავი დამნაშავესავით დახარა ჩხეიძემ.
-რატომ?-მოულოდნელობისგან წარბები შეკრა ჯავახიამ.ერთი კვირაა უქმეებზე მის სოფელში წასვლას გეგმავდნენ და ყველაფერი მოგვარებული იყო.
-ხვალ კორპორატიულია და...
-ეხლა მეუბნები ამას?-სახე მოერყა ჯავახიას.-მთელი კვირა ჩემთან ერთად გეგმებს აწყობდი კატო,ბებიაჩემიც კი საქმის კურსშია და გველოდება...მაშინ როდესაც წყეული ჩანთის აღება და გამგზავრებაღაა საჭირო მეუბნები რომ სამსახურში კორპორატიული გაქვთ?აქამდე რატომ არ ამოიღე ხმა? რაიყო ბოლო დღეს ელოდებოდიი?
-რა ჯანდაბაა?-ბიჭის ტონზე წარბები შეეკრა კატოს.-რას ჰქვია ბოლო დღეს ველოდებიდი? მეც დღეს გავიგე..რა ცილისწამებაა? მომიტყუებიხარ ოდესმე? თუ ვერთობოდი და მაგიტომ ვგეგმავდი უქმეების შენს სოფელში გატარებას?
-კარგი რა კატო..კარგი რაა დაგიჯერე ხომ იცი...ეგ ზღაპრები ხუთი წლიდან აღარ მჯერა.კორპორატიული გაქვს ხვალ და დღეს გაიგეე?-ხმას აუწია ჯავახიამ.კატომ კი მათზე მიშტერებულ ხალხს გახედა.ინტერესისგან დამრგვალებული თვალებით რომ მიშტერებოდნენ წყვილს.
-რა გაყვირებს,ყველა ჩვენ გვიყურებს.-დაბალი ხმით გამოსცრა ჩხეიძემ.
-გვიყურონ...გაიგოს ყველამ როგორ ცდილობს ჩემი გოგო დებილის პოზიციაში ამომაყოფინოს თავი...-მხრები აიჩეჩა ტატომ და ირონიულად გადცინა.
-როგორ დაგაჯერო რომ მართლა დღეს გავიგე და მეც გაოგნებული ვარ?-ამოიოხრა კატომ და ორივე ხელი სახეზე აიფარა.-დღეს გავიგე, გეფიცები...
-იცი რას გეტყვიი? შეგეძლო უბრალოდ გეთქვა: ტატო, შენს სოფელში წამოსვლის და ბებიაშენის გაცნობის სურვილი არ მაქვს და არ წამოვალო და არა ის რომ მთელი კვირა ჩემთან ერთად დაგეწყო გეგმები ყურებამდე გაღიმებულს.არავინ გაძალებდა კატო...არც ამ აბსურდის მიზეზად გამოყენება მოგიწევდა.პირდაპირ უნდა გეთქვა და ხელზე არ დაგეხვიე..
-შენ სულ გააფრინეე?!-მოთმინება დაეკარგა ჩხეიზეს და სავარძლიდან წამოდგა.- მე სიტუაციის ახსნას ვცდილობ, შენ კი უაზრო ბრალდებებს მიყენებ...
-იცი რას გეტყვი პატარავ...ჩემი კარგიც მოვ*ტყან...არ წავიდეთ იმ სოფელში...შენ კი დაფიქრდი და გაანალიზე სად შეცდი.მერამდენედ შეცდი ჩემთან მიმართებაში და თუ მოგეწონება შენი საქცილეი,თუ მიხვდები რომ სწორი ხარ მოდი და პასუხი მომთხოვე.
-ტატო...-ბრაზისგან სახე მოეღრუბლა ქალს.
-შენი უაზრო თავის მართლების მოსმენაც კი აღარ მინდა კატო,არამც თუ დაჯერება და გაანალიზება.დავიღალე...კარგად დაფიქრდი შენთვისვე აჯობებს.-ხელი აუქნია ჯავახიამ და გასასვლელისკენ გაემართა.
-ჯანდაბა...ეს მე დავიღალე შენი ბრალდებებით,იდიოტო!-მიმავალს თვალი გააყოლა კატომ და სავარძელს დაუბრუნდა.ნერვები საშინლად მოეშალა ტატოს საქციელზე,ვერ ხვდებოდა ყოველთვის რატომ იყო თავად დამნაშავე?ბოლო ორი თვის განმავლიბაში ისედაც დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ და ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა თითქოს ბიჭი განგებ ეძებდა საჩხუბ მიზეზს...იჩხუბებდა,გავრადებოდა და საღამოს ისევ საკუთარი ინიციატივით აკითხავდა სახლში გაბრაზებულ შეყვარებულს.უხდიდა ბოდიშს და ყოველთვის იშველიებდა იმ ფაქტს,რომ ძალიან უყვარდა კატო და მისი დაკარგვის ეშინოდა.აღიარებდა იმ ფაქტსაც რომ საშინლად ეჭვიანი იყო და ბოლოს დაურთავდა რომ თუ კატო არ აპატიებდა და მის წარსულში დატოვებას გადაწყვეტდა ამას ვერ გადაიტანდა.აუცილებლად დამართებდა საკუთარ თავს რამე არადეკვატურს.უყვარდა ჩხეიძეს? ალბათ კი...რადგან მასთან თავს კომფორტულად გრძმობდა,არ უნდოდა მისი დაკარგვა და ჯავახიას ყველა დაუფიქრებლად წამოსროლილი ფრაზა თუ უსაბუთო ბრალდება, გულს საშინლად სტკენდა.ვერ ხდვდებოდა რატომ შეიცვალა ბიჭი ასე? განა თავად მისცა ეჭვიანობის მიზეზიი? თავად იყო მასთან არასაკმარისად თბილი და გულწრფელი?ბრზისგან თვალზე დაუკითხავად მომდგარი ცრემლები, ხელის გულებით შეიწმინდა და ჩაის სახლიდან გამოსულმა მეგის მიაშურა.გოგონა ამ დროს აუცილებლად იქნებოდა სახლში და არც შემცდარა,ახალ გაღვიძებული მეგი ფუმფულა ხალათში გახვეულიყო და გულის ყურით უსმენდა დაქალს, რომელიც საკუთარ გულისტკივილს მთელი ემოციებით ანდობდა.
-რა ფხუკიანია ეგ ბიჭი რა უბედურებაა?-თვალები აატრიალა მეგიმ და ცხელ-ცხელი ყავით სავსე ფინჯანი გაუწოდა.
-ღმერთო ჩემო,ძნელია ადამიანს აუხსნა რაღაც როცა მოსმენაც არ უნდა და მეტიც არ გიჯერებს...ვერ ვხვდები საიდან მოიტანა თითქოს მთელი კვირა ვუმალავდი კორპორატიულის ამბავს და მაინც და მაინც უქმეების დაწყებამდე ვუთხარი?
-ისე საიდან მოაფიქრდათ ესე ჰარი ჰარალოზე კორპორატიულის გამართვა?
-აზრზე არ ვარ...ყველამ დღეს გავიგეთ.უფროსი გამოგვეცხადა და გვითხრა რომ ხვალ კომპანია კორპორატიულ წვეულებას აწყობს რომელიღაც რესტორანში და ვალდებული ვართ უსიკვდილოდ დავესწროთ ყველა.ღმერთო, უარის თქმაც კი არ შემეძლო გესმის? ორი თვეა მანდ ვმუშაობ და რა მეტიჩრობაა წამოხტე და გამოაცხადო: იცი რაა ბატონო სოლომონ, მე ხვალ შეყვარებულთან ერთად სოფელში მივდივარ და ვერ დავესწრები!
-რთული სიტუაციაა...-პირი გააწკლაპუნა მეგიმ და დაქალს თანაგრძნობით გადახედა.-აცადე,გადახარშავს და თვითონ მობრძანდება საღამოს..განა სულ ესე არ იქცევაა?
-დავიღალე რაა...-ყავის ფინჯანი მაგიდაზე დადგა კატომ და სავარძელზე გადაწვა.-დავიღალეე...დამღალა მისმა სისულელებმა,თითქოს ყველა ფეხის ნაბიჯზე მიზეზებს ეკიდება რათა ერთიანად ამოასხას..რომ ჰკითხო სწყინს..მე არ მწყინს? ვუყვარვარ და უჩემოდ მოკვდება...ღმერთო ეს ნორმალურიაა?! დავიჯერო სულ ესეთი იყო და მე ვერ ვამჩნევდი, თუ რა უბედურებაა?ერთი და იგივე ადგილს ვტკეპნით,ეწყინება..მირიგდებ..ისევ ეწყინება.მოკლედ მართლა დავიღალე!
-დევდარიანი აღარ გამოჩენილა?-შეპარვით ჰკითხა მგიმ.
-რომელი დევდარიანი, გეხვეწები რაა..ტიპი შემეშვა..ორი თვეა შემთხვევითაც არ გადამყრია არსად.
-მადლობა ღმერთს...იმედი მაქვს ესე გააგრძელებს...
-მეც მაგის იმედი მაქვს...ხომ ვამბობდი შემეშვებათქო? ნახავდა ახალ გასართობს.
-გაუჭირდებოდა.-აკისკისდა მეგი და დაბღვერილ კატოს გადახედა.-მოვა შენი ბიჭიც არ ინერვიულო...შენ ის მითხარი რის ჩაცმას აპირებ ხვალ?
-საერთოდ არ მინდა არსად წასვლა.
-გაგიჟდი გოგოო?-სავარძლიდან წამოხტა მეგი.-აბა რისთვის აჩხუბე ის ბიჭი? შენი ხმა აღარ გავიგო,წამოდი შევარჩიოთ ჩემს გარდერობში რამე გრანდიოზული...-გაიცინა და პირველი გაემართა საძინებლისკენ.
მეგისთან გვიანობამდე დარჩა,მიუხედავად დაქალის თხოვნისა ღამით მასთან დარჩენილიყო, დაიჟინა სახლში წავალო და ტაქსი გამოიძახა.სახლში მისულს კი რატომღაც ბოლომდე ჰქონდა იმედი რომ ჯავახია შეეხმიანებოდა,აშკარად ძალიან ნაწყენი იყო ბიჭი და უკან დახევას არ ფიქრობდა.წყალი გადაივლო და საწოლში ჩაწოლილმა საათს რომ დახედა პირველი დაწყებულიყო.გულმა ვერ მოუთმინა და თავად გადაწყვიტა შეხმიანებოდა ტატოს.სწრაფად აკრიფა მოკლე ტექსტური შეტყობინება და ბიჭის ნომერზე გააგზავნა."ისევ მიბრაზდები?სად ხარ?"
პასუხი აგვიანებდა,ვერც კი მიხვდა შეტყობინების ლოდინში როდის ჩაეძინა.დილით გაღვიძებილს კი ერთად ერთი სიტყვა დახვდა:"სოფელში"
*********
რესტორანში ჩვეულებრივი,არაფრით გამორჩეული სიტუაცია იყო.დიდ დარბაზში ერთი დიდი მაგიდა გაეშალათ, რომელთანაც კომპანიის ყველა თანამშრომელს მოეყარა თავი,მოშორებით კიდევ იყო შედარებით პატარა მაგიდა სადაც როგორც სჩანს შუახნის ასაკს მიღწეული სკოლის მეგობრები წლების შემდეგ შეკრებას აღნიშნავდნენ,ცოლებით,ქმრებით და მხიარულად იხსენებდნენ გასულ წლებს.საერთოდ არ ჰგავდა ეს ყველაფერი რიგით კორპორატიულ წვეულებას,უფრო შინაურული გარემო იყო და საფუძვლად ედო ერთმანეთსი ახლოს გაცნობა.ბატონი სოლომონი,სუფრის თავთან მოკალათებულიყო და ფართო ღიმილით აჯილდოვებდა თავის ხელქვეითებს,უშაუალო კაცი გახლდათ,აქა იქ შეპარული ჭაღარით და ანცი თვალების გარშემო გაჩენილი ნაოჭებით.ორმოცდაათ წელს იყო მიტანებული და იმდენად თბილად და ისე გულწრფელად კითხულობდა თითოეულ თანამშრომელს საოცარ პატივისცემას იმსახურებდა.რესტორნის ცოცხალი ბენდი, რომელიღაც კლასიკურ მუსიკას ასრულებდნენ და ქართულ ელემენტებზე გაწყობილი დარბაზის დიზაინი საოცარი თბილი გარემოს ქმნიდა.სასიამოვნო აურა და გუწრფელი ღიმილი რამაც მოხიბლა ჩხეიძე.წინა საღამოს მეგის საგულდაგულოდ შერჩეული შავი კაბა საოცრად ედგა სხეულზე.თმა უბრალოდ ჰქონდა აკეცილი და კეფაზე დამაგრებული,მსუბუქი მაკიაჟი კი წამითაც არ უკარგავდა ბუნებრივ ხიბლს.მართალია განწყობა რესტორანში მოსვლამდე გაუფუჭდა, რაშიც ტატო ჯავახიას მიუძღვოდა დიდი წვლილი,ტაქსიში ჩაჯდომისთანავე რომ დაურეკა და ზედმეტად ირონიული ტონით ჰკითხა: როგორი ბედნიერი იყო და უხაროდა დღევანდელი საღამოს შეყვარებულთან დროის გატარების მაგივრად "ჭ" კლასის კომპანიის წვეულებაზე წასვლა და გართობა.არაფერი უთქვამს, იმედგაცრუებულს გაეცინა და ტელეფონი ისე გაუთიშა,საერთოდ გათიშა აპარატი და ხელჩანთაში ჩააგდო.რესტორნის დარბაზში შესულმა თბილად მოიკითხა თანამშრომლები და ადგილი, ახლახანს შეძენილი მეგობრის თამარას გვერდით დაიკავა.თამარა თეთრი პირისახის გიგონა გახლდათ,დაახლოებით 23,24 ოდე წლის.კარედ შეჭრილი წაბლისფერი თმა და ცხვირის გარშემო გაზაფხულივით აფეთქებული ჭორფლებით.მწვანე, ანცი თვალები და კურნოსა ცხვირი, ერთი შეხედვით ბავშვურ იერს სძენდა.მხიარული იყო,თბილი და საოცრად გულწრფელი.პირველივე შეხედვისთანავე რომ მოეწონა კატოს და არც შემცდარა საკუთარ შთაბეჭდილებებში.
-საოცრად გამოიყურებიი-გაიბადრა თამარა და ჩხეიძე თბილად გადაკოცნა.
-შენც ძალიან ლამაზი ხარ...ცოტა შემაგვიანდა,რა ხდება ახალი?
-არაფერი განსაკუთრებული,ჩვეულებრივი ჭამა-სმის საღამოა-მხრები სიცილით აიჩეჩა თამარამ.-ბატონმა სოლომონმა თავისი ძველი ნაცნობი ნახა, რომელიც თურმე ამ რესტორნის მფლობელი ყოფილა და სავარაუდოდ ძველი მეგობრების შეხვედრა, ზედმეტად ხმაურიანად და ხელგაშლილი ჩაივლის.-სიცილით ჩურჩულებდა გოგონა.
-რა საინტერესოა.-გაეცინა კატოსაც და თავით მინიშნებული ადგილისკენ გაიხედა,სადაც ბატონი სოლომონი ღიმილით ესაუბრებოდა სპორტულ პიჯაკსა და მუქ ჯინსებში გამოწყობილ მაღალ მამაკაცს,რომელიც მათკენ ზურგით იდგა.თავის ქნევით ეთანხმებოდა სოლომონს და ბოლოს მხარზეც მეგობრულად მიარტყა ხელი.ის იყო ისევ სალათის დაგემოვნებით გართული თამარასკენ აპირებდა შემობრუნებას სოლომონის ხმა რომ გაიგო:
-გაგვახარებთ თუ დაგვეწვევით...
-მადლობა სოლო, მაგრამ არ მინდა შეგაწუხოთ.-ზედმეტად ნაცნობი ხმის გაგებაზე,ელდა ნაკრავივით შემოტრიალდა კატო და გული ისე აუჩქარდა ეგონა სადაც იყო საგულედან გადმოხტბოდა და იატაკზე მოადენდა ბრაგვანს.მთელი სხეული გაეყინა და ფეხის ფრჩხილებიდან თმის ძირებამდე ასტკივდა.
-ჯანდაბა..-ამოიჩურჩულა და ვერც კი მიხვდა ისე ძლიერად შეკრა მუშტები,ფრჩხილები კანში ჩაესო.ბატონი სოლომონი უკვე მაგიდას დაბრუნებოდა და მის გვერდით არც მეტი და არც ნაკლები დაჩი დევდარიანი იდგა და ისე უღიმოდათ ერთი შეხედვითაც ეტყობოდა ძალიან ფეხებზე რომ ეკიდა ეს სიტუაცია.
-ჩემო ძვირფასებო,სიამოვნებით მიდა წარმოგიდგინოთ ჩემი ძველი მეგობარი და ამ რესტორნის მფლობელი ბატონი დაჩი დევდარიანი.-წარუდგინა თანამშრომლებს მომღიმარმა სოლომონმა გვიან შემოსწრებული მამაკაცი.-თუ შეიძლება,ჩემს გვერდით სკამი დაამატეთ...-მიმტანს გაუღიმა სოლომონმა
-არ შეწუხდე სოლო,არის თავისუფალი სკამები.-მხარზე ხელი დაადო მეგობარს დევდარიანმა.-აი, ამ მომხიბლავი გოგონას გვერდით დავჯდები.-ფერ დაკარგულ ჩხეიძეს ირონიულად შეღიმა და პასუხს არ დალოდებია ისე დაიძრა კატოს და ჭირად მის გვერდით მდგარი თავისუფალი სკამისკენ.
-თქვენის ნებართვით.-ღიმილით გამოსწია სკამი და დაჯდა თუ არა სუნთქვა ხელახლა შეეკრა ჩხეიძეს,ზედმეტად ახლოს მჯდარი მამაკაცის გრილი სურნელი დაუკითხავად შეუძვრა ცხვირის ნესტოებში და სიბრაზემ ყელში მარწუხებად წაუჭირა საცეცები.
-როგორ ხარ კატერინა?-გვერდულად გახედა ცარცივით გაფითრებულ კატოს და შემდეგ თავზე დამდგარ მიმტანს ახედა.- ერთი ბოთლი ვისკი მოიტანე.
-სხვა ხომ არაფერი გნებავთ ბატონო დაჩი?
-არა,მადლობა.-ისევ კატოს გადახედა და გაეცინა.-ყოველთვის ავღნიშნავ რომ ზედმეტად პატარაა ქალაქი.
-შეგეძლო უარი გეთქვა.-კბილებში გამოსცრა ჩხეიძემ და გაზიანი წყალი მოსვა.
-შემეძლო,მაგრამ არ ვთქვი..როგორც ხედავ სოლომონი ჩემი ძველი მეგობარია.ძალიან გამიხარდა მისი ნახვა და ჩემი მხრიდან უტაქტობა იქნებოდა მოწვევაზე უარის თქმა.
-ჰო,რა თქმა.უნდა...-ირონიულად გაეცინა კატოს და შეეცადა ყურადღება აღარ მიექცია მამაკაცისთვის.მთელი საღამოს განმავლობაში განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა,ცეკვავდნენ შემთვრალი სუფრის წევრები.ერთი ორჯე კატომაც იცეკვა,მართალია ცდილობდა ყურადღება არ მიექცია მის გვერდით მოთავსებული დევდარიანისთვის ,რომელიც არ ეხებოდა მაგრამ მარჯვენა მხარე ისე უხურდა კატოს ეგონა ცეცხლი ჰქონდა მოკიდებული.მისკენ მაინც გაურბოდა შიგადაშიგ მზერა.შემთხვევით თუ შეეხებოდა დევდარიანის მხარი სუნთქვას უჩერებდა,დაძაბული იყო და უარესად იძაბებოდა როდესაც გააცნობიერა რომ მამაკაცი საერთოდა არ აქცევდა ყურადღებას,თავისუფლად საუბრობდა სუფრის სხვა წევრებთან.ღვინით გალანტურად უვსებდა ქალბატონებს ბოკლებს .არ იშურებდა ფართო ღიმილს და ათაში ერთხელ თუ ჩააგდებდა ყურადღების ღირსად ლარივით დაჭიმულ კატოს და ეს იმდენად ბუნებრივად ხდებოდა,არანაირი გამომწვევი ღიმილი.სულ სხვანაირი, თბილი და უშუალო ადამიანი აღმოჩნდა დაჩი.ვერა და ვერ მოდუნდა ჩხეიძე, ვერც სამმა ბოკალმა.ღვინომ მოახერხა მისი ხასიათზე მოყვანა.სურდა ამდგარიყო და იქაურობას სირბილით გასცლოდა.
-ღვინო ვერ დაგეხმარება,უნდა მიხვდე რომ არ ვიკბინები და თავს უფლება მისცე მოდუნდე.-მისკენ გადმოხრილი დევდარიანის ამონასუნთქი კისერთან მიეფრქვა და ღვინო გადასცდა,რაზეც სიცილი აუტყდა დაჩის.-ფრთხილად საყვარელო.
-რის მიღწევას ცდილობ-სახე დაჩისკენ შეატრიალა და მიხვდა რომ შეცდომა დაუშვა.ზედმეტად ახლოს იყო მამაკაცის სახე.ოდნავ ამღვრეული თვალები კი ისე ათვალიერებდა თითქოს მისი სახის თითოეული ნაკვთის დამახსოვრებას ცდილობსო.სუფრიდან ისევ წამოშლილიყვნენ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფნი და ენერგიულად ხტუნავდნენ საცეკვაოდ გამოყოფილ ადგილზე.
-სიამოვნებით გაკოცებდი.-მზერა მის ბაგეებზე მიეყინა დაჩის.
-ველოდები, როდის მორჩები უაზრო რეპლიკებს.-ჯერ სუნთქვა შეეკრა კატოს,შემდეგ წარბები შეკრა და ერთი წამით ისიც კი მოეჩვენა რომ დაჩიმ მის სახესთან ზედმეტად ახლოს მოიწია.-მოეშვი.
-რას?-წარბი ღიმილით ასწია დაჩიმ,ვისკის თავისი საქმე გაეკეთებინა და დევდარიანს ვენებში ისე უდუღდა სისხლი სიამოვნებით წამოდგებოდა სკამიდან და დარბაზიდან გასული ჩხეიძესაც თან გაიყოლებდა, რათა ერთხელ და სამუდამოდ მიეღო ის რაც სიგიჟემდე უნდოდა.აგიჟებდა ქალის ღვინისფრად შეღებილი ტუჩები და მისი თავბრუ დამხვევი სურნელი, ყველაზე მეტად რომ გამოირჩეოდა სხვებს შორის ან დაჩის ეგონა ესე.
-შენი სურვილების ჩემთვის გაზიარებას.-კბილებს შორის გამოსცრა ქალმა.რას არ მისცემდა ახლა აქ და ამ სიტუაციაში ყოფნის მაგივრად ტატოსთან ერთად რომ ყოფილიყო იმ გადაკარგულ სოფელში.
-ხანდახან მგონია რომ საკუთარ თავში ზედმეტად დარწმუნებული გოგო ხარ,მაგრამ უამრავი კომპლექსი გაქვს...
-ეს რას ნიშნავს?
-მაგალითად იმის აღიარება რომ ვიღაცას მოსწონხარ, მოგწონს თუმცა გგონია რომ ის უკანასკნელი იტყუება და რატომღაც ფიქრობ რომ არ შეიძლება მოსწონდე,მეტიც უყვარდე.შესაძლოა სარკეში ჩახედვისაც გცხვენია,რადგან არ გინდა შენს თავს დააჯერო რამდენად სასურველი და ლამაზი ხარ.
-ეს შენი სუბიექტირი აზრია?-გაეცინა კატოს.
-ეს, ჩემი დაკვირვებიდან გამომდინარე გამოტანილი დასკვნაა...ის რომ მე ვგიჟდები შენზე და შესაძლოა სიგიჟემდე მინდიხარ,მოგწონს მაგრამ საკუთარ თავსაც ეწინააღმდეგები.კატერინა დიდი ბავშვი ხარ...რადგან თუ კაცი დაუფარავად განდობს თავის შეხედულებებს,სურვილებ და გრძნობებს,ეს ცუდია.
-კაცსაც გააჩნია.-გამომწვევად გაეცინა კატოს და გამშრალი ყელი ღვინის მოზრდილი ყლუპით გაისველა.ბრაზობდა დევდარიანის ასეთ პირდაპირ საუბარზე მაგრამ სადღაც გულის სიღრმეში სიამოვნ ბდა კიდეც,უცნაურად გრძნობდა თავს და ეს რისი ბრალი იყო ვერ ხვდებოდა.რამდენიმე ჭიქა ღვინის? თუ დაჩის ასეთი სიახლოვის?
-ანუ,შენ პარალელს ავლებ შენს ბიჭსა და ჩემს შორის?ალბათ მერე ზიხარ და ფიქრობ: ამ ორი შენზე გაგიჟებული კაციდან, რომელია "კაცი" და რომელი რიგითი შეყვარებული...ზე, ბანალური 95 პროცენტის წარმომადგენელი...
-თქვენ არ ცეკვავთ?-კადრების განყოფილების ქერა გოგონამ, ფართო ღიმილით დააჯილდოვა დევდარიანი, რომელმაც კატოდან მზერა ქერაზე გადაიტანა და საპასუხოდ გაუღიმა.
-თქვენთან სიამოვნებით ვიცეკვებ.-სკამიდან წამოიწია და კატოს უნებურად შეკრული წარბების დანახვაზე, ღიმილის შეკავება შეძლო. მკლავზე ჩამოკიდებული შემთვრალი ქერა, საცეკვაო მოედნისკენ წაიყვანა,ხელის სწრაფი მოძრაობით დააბზრიალა და ახლოს მიზიდულს ძლიერად მოხვია მკლავი.ქერაც კისერზე ურცხვად ჩამოეკიდა და მასთან ერთად აჰყვა მუსიკის ჰანგებს.რაღაც მომენტში გაბრაზდა და რომ გაბრაზდა საკუთარ თავზე უარესად მოეშალა ნერვები,ბოკალში ჩარჩენილი ღვინო ბოლომდე ჩაცალა და სკამიდან წამომდგარმა გადაწყვიტა სასწრაფოდ გასცლოდა იქაურობას.დარწმუნებული იყო მის გაუჩინარებას ვერავინ შენიშნავდა,ისედაც არეული იყო სიტუაცია და რესტორანში გაჩერების აღარანაირი სურვილი აღარ ჰქონდა.გარდერობიდან თავისი მოსაცმელი აიღო და გარეთ გამოსულმა გახურებული შუბლი, ნოემბრის სუსხს მიუშვირა.დიდი შეცდომა იყო აქ მოსვლა,არაფერი დააკლდებოდა თუ არ მოვიდოდა და ჯავახიას გაჰყვებოდა სოფელში,აღარც ის იქნებოდა გაბრაზებული და არც თავად დამნაშავე.თუმცა საერთოდ არ თვლიდა თავს დამნაშავედ,ერთი სული ჰქონდა სახლში მისულს ცხელი შხაპი მიეღო და თბილ პლედში გახვეულს ჩაი დაელია..თუნდაც ყავა.ფიქრისთვის დრო ნამდვილად თავზე საყრელად ჰქონდა.უნდა დაფიქრებულიყო ყველაზე და ყველაფერზე.რამდენიმე ბოკალი ღვინო სასიამოვნოდ მოძრაობდა სისხლთან ერთად და თავს ზედმეტად ლაღად და თავისუფლად გრძნობდა,თითქოს საუბრის საღერღელი აშლოდა.სურდა ვინმესთან გადაეშალა გული,ესაუბრა ყვლეაზე და ყველაფერზე.მეგი ამ საქმისთვის არ გამოდგებოდა, მის გარდა კი ნამდვილად არავინ ჰყავდა,ისევ სჯობდა სახლში ასულიყო.ამ ფიქრებით მიუყვებოდა ტროტუარს,ერთი პირობა ტაქსის გაჩერება იფიქრა, მაგრამ საბოლოოდ ისევ ფეხით გავლა ამჯობინა.მიაბიჯებდა და თითქოს საკუთარ თავთან ხელჩართული ბრძოლა გაემართა.თავში ერთიანად არეოდა აბურდული ფიქრები.რა იქნებოდა ხვალ? რას ეტყოდა მასზე გაბრაზებულ ტატოს? ღირდა კიდევ ერთი შანსის მიცემა მათი ურთიერთობისთვის თუ წერტილუ უნდა დაესვა ყველაფრისთვი?იქნებ მართალი იყო ბიჭი და ნამდვილად არ გრძნობდა მის მიმართ იმხელა სიყვარულს რასაც ტატო ითხოვდა?მის ფეხებთან შეჩერებულმა მანქანამ ფიქრებიდან გამოარკვია,ის იყო მოულოდნელობისგან დამფრთხალი უკან უნდა გამხტარიყო საჭესთან მჯდომში დევდრაეიანი რომ ამოიცნო და შედარებით დამშვიდდა.
-ვსეირნობთ?-გაეცინა დევდარიანს და მანქანიდან გადმოვიდა.-წამოდი გაგიყვან.
-დიდი პატივია ბატონო დაჩი, მაგრამ ჩემითაც მშვენივრად მივალ.
-აი,კიდევ ერთი.-თითები გაატკაცუნა დაჩიმ.-არ ვცდებიი..კი, მე არასდროს ვცდები.გთავაზობ სახლამდე მშვიდად და კომფორტულად მიგიყვანო, ყოველგვარი დაფარული ბინძური აზრების გარეშე,მაგრამ შენ...წამში იწყებ ფიქრს რატომ გთავაზობ გაყვანას? ნამდვილად რაღაც მინდა...
-თქვენ ყოველთვის ასე და ამდენს ფიქრობთ?-გაეცინა კატოს.
-შემიძლია შენს ღიმილზეც ვიფიქრო...-მხრები აიჩეჩა დაჩიმ და მანქანსი ძარას მიეყრდნო.-წამოდი,მართლა გაგიყვან.
-მეტი საქმე არ გაქვს?.
-მკვდარს არ აქვს იმდენი თავისუფალი დრო, მე რომ მაქვს...მაგაზე არ იდარდო.წამოდი...
-ფეხით გავლას ვამჯობინებ...
-კარგი,მაშინ ფეხით გაგაცილებ.-ჩხეიძეს მიუახლოვდა აბეზარი თაყვანისმცემელივით და ხელმკლავი გამოსდო.-წამოდი,გავისეირნოთ.
-დაჩი, გეყოს!-ხელი უხეშად გამოსტაცა კატომ და უკან დაიხია.-შემეშვი.
-ღმერთო,რა დაგიშავე?-გაეცინა მამაკაცს.-არც კარგი ესმის,არც ცუდი..გეუბნები არანაირი პირადული...მეგობრულად გთავაზობ სახლში გაყვანას.გზაში შეგვიძლია ვისაუბროთ..არც კი იცი რა კარგი მოსაუბრე ვარ...მსმენელი ხომ საერთოდ...
-არ შემეშვები?
-არა.-ტუჩები სასაცილოდ დაბრიცა მამაკაცმა.-არ შეგეშვები, სანამ არ დავინახავ სახლში მშვიდად და უვნებლად რომ დაბრუნდი.
-კარგი,წამოდი.-ამოიოხრა კატომ და გზას გაუყვა.
-არადა, მანქანით ჯობდა.-მანქანას გახედა დაჩიმ.
-რაიყო ფეხით არასდროს გივლია?
-დიღომში ვართ კატო...აქედან აპირებ დელისზე გასვლას?დილამდე გზაში ვიქნებით,არა თუ გინდა რომ ჩემთან ერთად დიდი დრო გაატარო შეგიძლია უბრალიდ ყავაზე დამპატიჟო.
ბავშვივით ამჩატებული დევდარიანის დანახვაზე ღიმილი არ შორდებოდა სახიდან.ცდილობდა არ შეემჩნია მაგრამ არ გამოსდიოდა.იმდენად უშუალო,იმდენად სხვანაირი და საყვარელი იყო წამით ამ ფიქრების გამო საკუთარი თავის თმით თრევის სურვილმა გააგიჟა.
-ყავაზე დამპატიჟებ?
-სახლში არ მინდა წასვლა.-წამოსცდა და ტუჩზე კი იკბინა მაგრამ გვიანი იყო.
-რა საინტერესოაა...-ხელები მკერდთან გადაიჯვარედინა დაჩიმ და გამომცდელად დააკვირდა.-არ მითხრა რომ შენ და რომეომ იჩხუბეთ.
-არ გეტყვი...
-კარგი რაა..მეგობრები რისთვის ვართ?-თეატრალურად შეიცხადა დევდარიანმა და თვალები აატრიალა.
-ჩვენ მეგობრები ვართ?-წარბები აზიდა კატომ და გაეცინა.
-კი,სადღაც ათი წუთის უკან დავმეგობრდით.აბა მე დაკავებულ გოგოებს არ დავსდევ...ასე რომ მეგობარო.ჩაჯექი მანქანაში და პარალელურად მომიყევი რა მოხდა.
-სერიოზულად?
-რას მკადრებთ? მე და არასერიოზულობა მწყრალად ვართ.წამოდი, ვიცი სადაც უნდა წავიდეთ,ნუ გეშინია.
-რატომ უნდა მეშინოდეს,მანიაკი ხარ?
-რაღაც მაგდაგვარი, მაგრამ შენს გატყუებას და გაუპატიურებას არ ვაპირებ,მირევნია შენი სურვილით მოხდეს ყველაფერი.
-რამდენს ოცნებობ...
-აი ხედავ? ოცნებაშიც მაგარი ცოდო ვარ...ესე რომ დამშვიდდი.

******

-არ გიფიქრია რომ შენ ექცევი იმ ბიჭს უსამართლოდ?-გვერდულად გახედა სავარძელში მოკალათებულ ჩხეიძეს და პიჯაკი ისე გაიხადა მზერა არ მოუშორებია.ეს ბინა წლების უკან შეიძინა, მაგრამ აქ იშვიათად ამოდიოდა.მრავალ სართულიანი საცხოვრებლის ბოლო სართულზე,უზარმაზარი აივნით და იატაკამდე დაშვებული ფანჯრებით,ნათელი და მინიმალისტურ სტილში გაწყობილი.რამდენიმე სვარძელი,იატაკზე სქელ ბეწვიანი ნოხი,ღია სამზარეულო და უზარმაზარი ტელევიზორი.არანაირი სხვა ავეჯი საჭირო თუ ნაკლებ საჭირო დანიშნულებებით.სამზარეულოს კარადიდან ვისკის ბოთლი და ირი განიერ მუცლიანი ჭიქა გამოიღო და სავარძლებს შორის მაგიდაზე დააწყო.გზაში უკვე მოესწროთ საუბარი და ეხლა იმ საუბარს აჯამებდნენ.სასტუმრო ოთახის თვალიერებაში გართულმა კატომ მზერა დევდარიანზე გდაიტანა და გაეცინა.
-ესეიგი პრობლემა ჩემშია და სინამდვილეში არაფერი ხდება, უბრალოდ ვაზვიადებ?-ჯერ თითებს დახედა,შემდეგ კი ისევ დევდარიანს რომელმაც პასუხად მხრები აიჩეჩა და სანამ სავარძელში დაჯდებოდა პერანგის სახელოებზე სამაგრები მოიხსნა და სახელოები იდაყვებამდე აიკეცა.-ხშირად არ ვკონტაქტობთ მაგრამ მაინც ახერხებ და ყოველთვის ცდილობ ჭკუა დამარიგოო.თავს პატარა ბავშვად ვგრძნობ რომელმაც რაღაც დააშავა და კიცხავენ.-ვერ ხვდებოდა რატომ ამოჰყვა დევდარიანს სახლში,ან საერთოდ რატომ საუვრობდა მასთან მართლაც ძველი მეგობარივით.თუმცა მეორე მხრივ საშინლად მოსწონდა ეს საუბარი და იმის გაცნობიერება რომ ვიღაც გულისყურით უსმენდა.

-მე გკიცხავ?-გაეცინა მამაკაცს და გვერდით გადახრილი თავით დააკვირდა.-მე არ გკიცხავ კატერინა,მე მომხდართან დაკავშირებით ლოგიკურად ვმსჯელობ.რა ეწყინა იმ ბიჭს,ხარ თუ არა სწორი და მოკლედ ფაქტი სახეზეა, რომელიც საკმაოდ ბევრს მეტყველებს თქვენს გაურკვეველ ურთიერთობაზე.მას უყვარხარ,ძალიან უყვარხარ..ის პატარა ბიჭია...შენ გიყვარს? ისე გიყვარს როგორც მას შენ უყვარხარ თუ მეტად..ან, ნაკლებად.
-არ ვიცი რამდენად ძლიერია ჩემი სიყვარული...სიყვარულში შეჯიბრი ვფიქრობ სისულელეა.-მხრები აიჩეჩა კატომ და თვალი თვალში გაუყარა.-ისე კი სულ დამავიწყდა თქვენ ხომ წინასწარი გაწერილი გეგმით ხელმძღავანელობთ და შემდეგ ამ გეგმის გარშემო იწყებთ ლოგიკურ მსჯელობას,დაუშვებელია პატარა ცთომილება,რადგან არასდროს უხვევთ წინასწარ არჩეულ გზას..არ ყოფილა სიტუაცია რაღაც გაუთვალისწინებელი რომ მომხდარა და შემდეგ გამოსავალი ვერ მოგიძებნია? რას აკეთებ ამ შემთხვევაშიი?
-ისევ და ისევ ვბრუნდებით თავში..-გაეცინა დევდარიანს-ვიწყებთ ლოგიკურ მსჯელობას რათა საბოლოოდ ვიპოვოთ გამოსავალი და წყლიდან მშრალად ამივიდეთ.მართალია ვერავინ ამოდის წულიდან მშრალი მაგრამ...ცდას რა უდგას წინ...
-შეუძლებელია შენთან ლაპარაკი.-თვალები აატრიალა ჩხეიძემ და ღრმად ჩაისუნთქა.
-შეუძლებელი არ არის..ეს შენ გგონია რომ ყოველთვის ყველაფერი იცი..ძლიერი ხარ და შენ,არასდროს არ უნდა დაუშვა შეცდომა, რადგან არ გეპატიება.ეს არ არის შენი ბრალი...ესე გაგზარდეს...ყოველთვის თავად იღებდი გადაწყვეტილებებს და არასდროს ყოფილა სიტუაცია უბრალოდ მოდუნება რომ შეგძლებოდა და შენს მაგივრად სხვას მიეღო გადაწყვეტილება.რაღაცით ერთმანეთსაც კი ვგავართ..
-საერთოდ არ მახარებს ეგ ფაქტი...-ტუჩები დაბრიცა კატომ.-არ მინა შენ გგავდე.
-შეგიძლია არ მგავდე...-ხელები გაშალა მამაკაცმა და ისევ გაეცინა.-მაგრამ რა ხდება იციი?მებრძვი...და ბოლოს მაინც ისე ხდება როგორც მე მინდა.აი, ხედავ... ჩემთან ხარ. ქვეცნობიერად მოგწონს კიდეც ერთი შენნაირის არსებობა.
-მაშინ წავალ...-მხრები აიჩეჩა კატომ,და ნაწყენი სახე მიიღო.
-კარს ხედავ?-ხელი კარის მიმართულებით გაიშვირა დევდარიანმა.-წადი!
ხმა არ ამოუღია კატოს მშვიდი,უემოციო სახით მომზირალ მამაკაცს უყურებდა და სადღაც გულიც კი სწყდებოდა.არ ეგონა ესე შინააღმდწგობის გარეშე თუ მიუთითებდა კარისკენ.გულ მუცელი გაუცნობიერებლად აეწვა და ცხვირის წვერში მოწოლილი ცრემლმა თვალებისკენ გადაინაცვლა.
-კარგი...-ნერწყვი გაჭირვებით გაადაგორა კისერში და სავარძლუდან წამოდგა.
-ნახვამდის...-მაგიდის კიდეს მიეყრდნო დაჩი და მკერდთან ხელები გადაიჯვარედინა.
-არ მიწევ წინააღმდეგობას, რადგან იცი შეგიძლია ისევ უკან დამაბრუნო...
-მაგრამ წახვალ ისევ...-ქვედა ტუჩზე ენის წვერი გადაიტარა დაჩიმ და გაეცინა.-იმის აღიარება რომ ეს თამაში მოგწონს ქვეყანას არ დაანგრევს.არც მეორედ მოსვლა მოხდება და შესაძლოა გაგიმართლოს და უბრალოდ წვიმით შემოიფარგლოს...გახედე გარეთ,გაწვიმდა.
-ანუ, შენ ფიქრობ რომ ერთი დაშვებული ცთომილების გამო რამაც შეძალოა შენი ცხოვრება ყირაზე დააყენოს არაფერი იცვლებაა?-გულ აჩქარებულმა შეანათა წყლიანი თვალები.
-იცვლება კატერინა...ცხოვრება დგება ყირაზე.
-მაგრამ ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, რისი გამოსწორებაც შეუძლებელია ნერვიულობად არ ღირს..რაც გამოსწორებადია კი თავისთავად სრულიად არ არის სანერვიულო...
-დაჯექი ათიანი...-გაეცინა დაჩის.
-ღმერთო,ეხლა მართლა მინდა თავი მოვიკლა რადგან შენ გემსგავსები.-ორივე ხელით თმა უკან გადაიწია და ოთახი მოათვალიერა.
-ეს ნამდვილად არ გიკარგავს ხიბლს...პირიქით, უფრო საინტერესოს და ძნელად მისაწვდომს გხდის.წინააღმდეგობის გაწევა არ შეგიძლია,მაგრამ ჯიუტად მეწინააღმდეგები...ერთ დღესაც შესაძლოა გატყდე და იცი მერე რა იქნებაა?-ორაზროვანი ღიმილით დააკვირდა მამაკაცი და თავით ფეხამდე შეათვალიერა.
-ინტერესს დაკარგავ?-პასუხის მოლოდინში თვალი-თვალში გაუყარა მონღიმარმა ჩხეიძემ.
-არა..-თავი გააქნია დაჩიმ და მისკენ ერთი ნაბიჯი გადადგა,წინ დახრილმა ზემოდან დახედა და ორი თითით შუბლიდან თმა გადაუწია.თითსი ბალიშების შეხებამ კანი საოცრად აუწვა ჩხეიძეს და სხეულში წამებში აირია უამრავი ემოცია, რაომელმაც ნელ-ნელა დაიწყო ვენებში სისხლის ადუღება.პირი გაუშრა და ერთი შეხებაც კი საკმარისი აღმოჩნდა თვალებში რომ ასახვოდა ის სურვილი რაც დაჩის დაკვირვებულ თვალს არ გამოჰპარვია.ოდნავ გაპობილ ბაგეებზე დახედა და სახე დაუსერიოზულდა.-აღარ გაგიშვებ.
პასუხმა სუნთქვა შეუკრა ჩხეიძეს და მაღალ კისერზე ლურჯად გამოაჯდა კაპილარები.ქვემოდან ახედა მამაკაცს და ამოიჩურჩულა:
-მაკოცე.
-რა?-ტუჩებზე ღიმილმა გადაურბინა დევდარიანს.
-მაკოცე!
-ეს თხოვნაა თუ ბრძანება?-ცერი ნაზად გადაატარა ქვედა ტუჩზე და მის სახესთან დაიხარა.
-არ ვიცი...ალბათ თხოვნა.ან შეიძლება ბრძანება...
-მე მახსოვს შენი არომატი...უცნაურად სასიამოვნო.თითქოს მწარე შოკოლადს შერეული ფორთოხალი...ერთი შეხებითაც რომ გაგიჟებს.არ მიყვარს შოკოლადი..ჰო, არ მიყვარს მაგრამ შენ მიყვარხარ...სიგიჟემდე მიყვარხარ კატერინა...არ მინდა მხოლოდ იმიტომ მაკოცო რომ ჩემი და შენი ხასიათის მსგავსება აღმოაჩინე.ან მარტო ყოფნის უფლება არ მოგეცი და მართლაც კარგი მოსაუბრე აღმოვჩნდი.მინდა რომ უბრალოდ ისე გინდოდე როგორც მე შენ...
-მოგწონს დღეს შენ რომ გაიმარჯვე.-თავად მიიწია დევდარიანის ტუჩებისკენ და გაეცინა.-კი, გაგიჟებს იმის გააზრება რომ ეხლა გიყურებ და სიგიჟემდე მინდა მაკოცო...მინდა,კი ნამდვილად მინდა რომ მაკოცო.
კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა მაგრამ სიტყვები ყელშივე ჩაეხშო, რადგან დევდარიანის ძლიერმა თითებმა რომელიც კეფაზე თმაში ჩაფრენოდა თავისკენ მიიზიდა და ვნებიანად დააცხრა ბაგეებზე.სისხლი ჯერ გაეყინა ჩხეიძეს,შემდეგ კი ერთიანად გადნა და ადუღდა.მუხლებიდან წამოსული თრთოლმა ყრუ ოხვრით გაიბნა დევდარიანი ტუჩებზე და თვალები თავისით დაეხიჭა.მისმა თლილმა თითებმა მამაკაცის თმებში გადაინაცვლეს,ტუჩები კი მოქნილად აჰყვნენ მის ტუჩებს.ალკოჰოლი სითამამეს სძენდა,ერთადერთი რაც სურდა ეს დევდარიანის სიახლოვე იყო. აგიჟებდა მისი მოქნილი ტუჩების მოძრაობა და თითები, რომელმაც წელზე გადაინაცვლეს.მის ტუჩებს მოშორდა მამაკაცი,უკან დაიხია,სავარძელში ჩაეშვა ზურგისკენ შეტრიალებული ქალი თავისკენ მიიზიდა.მუცელზე მჭიდროდ შემოხვია ხელები და კისერზე ვნებიანი კოცნებით გაიკვლია გზა.ზურგით მამაკაცის ძლიერ სხეულს მიყრდნობილ კატოს თავი უკან გადაუვარდა და მხარზე კეფით დაყრდნობილმა ოხვრით დააშორა ბაგეები ერთმანეთ.ზემოთ ამოწეულმა დაჩის თითებმა კი სავსე მკერდი მოიმწყვრდიეს მუჭებში და მისი სახისკენ შეტრიალებულ კატოს სახეს ამღვრეული მზერით დახედა.
-მიყვარხარ...
-მაკოცე.-ყრუდ ამოიჩურჩულა კატომ და თავად დაეძგერა ტუჩებზე.
-ჯანდაბა...რას მიკეთებ კატერინა?-ზედ მის ტუჩებზე ამოიოხრა დევდარიანმა და თითები ყელზე შემოხვია.-ეს სრული სიგიჟეა,რა გინდა რომ გავაკეთო? ვიცი რომ არ გინდა მაგრამ მაინც მიწვევ...-კოცნებს შორის ეჩურჩულებოდა არეული.
-არ ვიცი...არ ვიცი რა მინდა შენგან...
-ახლა თუ მიმიშვებ და დამაცდი ეს კაბა გაგხადო,მერე შანსი აღარ გექნება და ეს მუქარ არ არის...
-ისე,მაქვს შანსიი?
-შანსი ყველას აქვს,მთავარია როგორ გამოიყენებ...ღმერთო, ისედაც იცი რომ შენი ვარ...ჰო აი,ესე პირდაპირ ლატარიაში მომიგე.ცხოვრებაში პირველად ხდება ქალზე ვგიჟდები და იმის მაგივრად რომ საჩემოდ გამოვიყენო სიტუაცია ისევ მასზე ვფიქრობ...გინდა იმ ბიჭს უღალატო ვინც გიყვარს?
-შენ ხომ გინდა რომ ვუღალატო მას ვინც მიყვარს...
-მე შენ გითხარი არ შეგაწუხებთქო და ესეც მოვიქეცი...არ შემიწუხებიხარ.
-მაგრამ დღეს აქ ვარ...
-შენი სურვილით კატერინა...რაც დღეს ხდება შენი სურვილით ხდება და ეხლა თუ მეტყვი ეს წყეული კაბა გაგხადო,შენი სურვილი იქნება და გავაკეთე..აუცილებლად გაგხდი...
საშინლად არეული იყო,ვნება რომელიც აგიჟებდა და მთელს ორგანიზმს უწვავდა იმდენად ძლიერი იყო თავის მოთოკვა უჭირდა.ხოლო მამაკაცის ვინაობა და იმის გააზრება ვისთან იყო და რას აკეთებდა გონებაში განგაშის წითელი ნათურასავით ციმციმებდა და აიძულებდა მისგან თავის შორს დაჭერას.აგიჟებდა დევდარიანის სურნელი,თითები ყბის ძვალზე ნაზად რომ დაცოცავდნენ და გახშირებული გულისცემა, ზურგზე საკუთარ გულთან რომ გრძნობდა.მთელი სხეული უთრთოდა,სუნთქვა უჭირდა და დაჩის არომატული ტუჩები ისე იწვევდნენ საკოცნელად ფეხებზე ეკიდა ყველა და ყველაფერი.ეს არ იყო წამიერი სისუსტე,ეს იყო დაუოკებელი სურვილი მიეღო მაქსიმუმი კაცისგან, რომელიც იცოდა რომ გიჟდებოდა მასზე,უფრო ეგოისტობა იყო...მართლაც და ეგოისტურად ახარებდა იმის გაცნობუერება რომ დევდარიანი მასზე მხოლოდ უგონოდ შეყვარებული მამაკაცი კი არ იყო...იყო კაცი, რომელზეც შესაძლოა სხვა მდედრობითი სქესის წარმომადგენლები ოცნებობდნენ,ის კი სულით ხორცამდე მისი იყო..მხოლოდ მისი და სხვა არავისი.ერთი დაძახება,ერთი თანხმობა და დაჩი დევდარიანი მის გამო მთებსაც კი გადადგამდა.ეს ყოველთვის მოსწონდა,მიუხედავად იმისა რომ ყოველთვის ხელს ჰკრავდა, მაინც ახარებდა ის ფაქტი რომ სადღაც ვიღაცასთან იყო კაცი, რომელთანაც ერთი დაძახებაც კი საკმარისი იყო.
-მხოლოდ ერთი ღამე...-წვერიან ნიკაპზე კბილებით შეეხო და მთელი ტანით შეტრიალდა მისკენ.
-არ გინდა კატერინა...ცუდად მეთამაშები.
-მხოლოდ ერთი ღამე, ხვალ წასულს კი გამიშვებ...უბრალოდ გამიშვებ დაჩი...
-მიყენებ?-სიმწრით გაეცინა დაჩის და ქალის შუბლს, შუბლით დაეყრდნო.
-მინდა რომ შენ იყო პირველი...ჩემი პირველი მამაკაცი, რომელსაც ვერ ვიტან, მაგრამ მინდა.



მოკლედ ჩემს დაბადებისდღეზე თქვენ იღებთ საჩუქარს...:)))))
იმედი მაქვს მოგეწონებათ,რავიცი მეტი რა ვქნა?
ხო...მეტი არაფერი.
:დ:დ:დ
მიყვარხართ სათითაო თქვენთაგანი და მადლობა მოთმინებისთვის.скачать dle 11.3



№1  offline წევრი ablabudaa

არ მიყვარს კატერინასნაირი ქალები, ვითომ რომ არ უნდათ და თან უნდათ, როცა იღებ გადაწყვეტილებას მყარი უნდა იყო და არა უაზრო თავის დაფასებები დაიწყო და ბოლოს მაინც ის გააკეთო რასაც თავ აკლავდი უარით. გილოცავ დაბადების დღეს! და ჩვენ თავებს ვუსურვებ შენ უამრავ ახალ მითხრობას :) ყველაფერი საუკეთესო შენ!

 


№2 სტუმარი ფეფო

ablabudaa
არ მიყვარს კატერინასნაირი ქალები, ვითომ რომ არ უნდათ და თან უნდათ, როცა იღებ გადაწყვეტილებას მყარი უნდა იყო და არა უაზრო თავის დაფასებები დაიწყო და ბოლოს მაინც ის გააკეთო რასაც თავ აკლავდი უარით. გილოცავ დაბადების დღეს! და ჩვენ თავებს ვუსურვებ შენ უამრავ ახალ მითხრობას :) ყველაფერი საუკეთესო შენ!

რაქნას უნდა მაგრამ ხომ უნდა დაიფასოს თავი :დ:დ:დ უღრმესი მადლობა.

 


ძალიან კარგი იყო და გილოცავ დაბადების დღეს
ერთი სული მაქვს მომდევნო თავს როდის დადებ❤

 


№4 სტუმარი სტუმარი თაკო

ვაიმეე ზე თავი იყოო, ეხლაც ენოციებში ვარ???????????? მოუთმენლად ველი შემდეგს???? და გილოცავ დაბადების დღეს!????????

 


№5  offline წევრი სიბილა

ვინ რას იღებს კიდევ საკითხავია)))

 


№6 სტუმარი სტუმარი Nako

Zalian kargia momewona zogjer znelia gadawyvetileba .miigo shoridan advilia yvelaferi egreve azri chamoayalibo bichzee ar gamodis katos vgulisxmob

 


№7 სტუმარი ემი

ვაა ყოჩაღ კატოოო. კი დამტოვე პირდაღებული. ჯერ მეზიზღება, ვერ ვიტანო და პირველივე შეხვედრაზე კოცნას აღარ დასჯერდა და ერთი ღამეც მოინდა, თან ქალიშვილობის ჩაბარებით. უფრო ძლიერი მეგონა კატო. ჯერ მგონია რომ გრძნობა არაფერ შუაში, ჰორმონებმა აჯობეს გრძნობებს. ნუ ჯავახია რომ აფსაითშია, და ვიღას ახსოვს, ესეც ცხადია. უფრო სხვანაირს ველოდი კატოს, უფრო ძლიერს.

აი, დაჩის მართლა საღოლ, მართლა. უცებ არ მოაგვარა ყველაფერი. ასე არ ჯობია შე კაცო, შორი გზებიდან რომ უვლიდი წრეებს და არასწორ მეთოდება მიმართავდი, პირდაპირ მისვლა არ ჯობია? ვერ ახერხებ ამ ქალების მოხიბვლას თუ რა?

დაბადების დღეს გილოცავ ფეფო......

 


№8 სტუმარი Qristi

Nu ra gitxra sascauli xar.... kato ubralod sakutar tavs ar utydeba ro uyvars dachi magram ahaa radgan unda ro mistvis pirveli iyos ukanasknelic iqnebaa..... gilocav dab dges❤❤ welta da muzata simravles gisurveb rata didixans gvaxarebde sheni saocari istoriebit❤❤❤

 


№9 სტუმარი სტუმარი ქეთი

დედაია რაიყო ეს ჰაა?? :))) სასწაული გოგო ხარ რაა:)) გილოცავ დაბადების დღეს:) ბედნიერება და სიყვარულობები შენ :)

 


№10  offline წევრი Kalina

ფეფოოო გილოცაავ❤️ ყოველივე საუკეთესოს გისურვებ❤️???? ყველაფერ იმასთან ერთად რაც შენს ბედნიერ ღიმილს გამოიწვევს❤️

რაც შეეხება ისტორიას...
ღმერთო, რა დებილი გოგოა.
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№11  offline წევრი isterichka123

Au kaira Amgogso vcem sheyvarebultan wasvlas eskaci archia fuu

 


№12 სტუმარი სტუმარი ლია

დაბადების დღეს გილოცავ,საჩუქრად შენი ლამაზი ისტორიის ქებას გიგზავნი❤❤❤❤

 


№13 სტუმარი მაო მაო

გილცავ უიბილეს...
არაჩვეულებრივი ისტორიები გაქვს, წარმატებები და ულევი მუზა❤

 


№14 სტუმარი Nino

Sauketeso xar shen shemdeg tavs rodis dadeb?

 


№15  offline წევრი აბლაბუდა

ისტერიულად ველოდი ისტორიას როგორ ვამოწმებდი არ იცი შენ?))) მოკლედ რავი ვინც რა უნდა ის თქვას, დებილია ეს გოგო თუ შტერი თავისი საქციელებით მაგრამ ეს ორი ერთად მინდა იყოს, სხვა ცუდ თვისებებს ვერ ვხედავ მე£) მოკლედ ველი შემდეგ თავს:* ფეფო გილოცავ კეთილი სურვილებით

 


№16  offline წევრი Marryam

ენა ჩამივარდა ... არ ვარ კარგად :'( ვის ახსოვს ტატო და სოფელი? ;დ

რაც შეეხება განვითარებულმე მოვლენებს იმედი მაქვს დაჩი არ დათანხმდება მთვრალი ქალის გაუაზრებელ სურვილებს...ჰო, შეიძლება ქვეცნობიერად ყოველთვის ეს უნდოდა მაგრამ ამ მონენტში ის ვერ იაზრებს რას აკეთებს...იმიტომ რომ ნასვამია და ჰო იმიტომ რომ სხვისი შეყვარებული ჰქვია. ვიცი დაჩი ამას მიხვდება და ჯერ კიდევ სხვის ქალთან თავს მოთოკავს ❤ თავისი ფეხით უნდა მივიდეს....მართალია ახლაც თავისი ფეხით მივიდა მაგრამ არათავისუფალი ;დ მოკლედ...დაჩი, გგულშემატკივრობთ ოჯახით ;დდდ

 


№17 სტუმარი ნათია41

გილოცავ საყვარელო მრავალს დაესწარი. იბედნიერე შენს ლამაზ
ოჯახთან ერთად და მადლობა შენს მშობლებს რომ ასეთი საოცრება გოგო გვაჩუქა დედამიწელებს.
ამ ორზე ვაბოდებ. კატერინა თუ იმას ოცნებობს რომ დაჩისთან გატარებული ღამის მერე ასე უბრალოდ ადგება და წავა ძაან შემცდარა . დევდარიანი თავის ქალს სხვას გაუყოფს?! არადა გაფრთხილებს და მოეგე გონს. " მისცემ?" დარჩები კიდევაც.

ხო და დათო რომ არ ყავდეს რა ეშველებოდა დაჩის; დდდ

 


№18  offline წევრი ვიპნი

დაბადების დღეს გილოცავ ფეფოო :* ჯანმრთელობას ,ბედნიერებას და მუზების მუდმივად არსებობას გისურვებ შენს ცხოვრებაში. :*

 


№19  offline წევრი მე♥უცნაურე

ფეფო გილოცავ დაბადების დღეს! ულევ სიხარულს, წარმატებებს და ყველა სიკეთეს გისურვებ!

გასაგიჟებელი თავია! მადლობა❤️

 


№20 სტუმარი ფეფო

უღრმესი მადლობა ჩემო კარგებო.დღეს იმდენი თბილი,ემოციური და საუკეთესო სურვილებით სავსე მილოცვები მივიღე.ჩემზე ბედნიერი ადამიანი მეორე არ არსებობს.ძალიან დიდი მადლობა...სასწაულად მიხარიხართ და მაბედნიერებთ. :* :*

 


№21 სტუმარი სალჩიკი

გილოცავ ძალიან მაგარო ადამიანო! ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ... და კიდევ მუზას :დ რომ ისევ ბევრჯერ გაგვახარო შენსავით მაგარი და ტკბილი ისტორიებით... მადლობა რომ არსებობს... უფრო დიდი მადლობა რომ წერ ყველაფრის მიუხედავად... მოუცლელობის,დროის უქონლობის და ბევრი უქზრო ადამიანის უაზრო კომენტარების შემდეგაც... უუდდიდესი მადლობა რომ ასეთი მაგარი ხარ...
წარმატებები!!!

 


№22  offline წევრი LI_BE

კატო ან ძალიან ბავშვია, ჩამოუყალიბებელი აზროვნებით, რომ არ იცის, რა უნდა ან ზედმეტად ჭკვიანი და დაქალებული, ძალიან ჩამოყალიბებული აზროვნებით, კარგად რომ იცის რა უნდა და როგორ მიაღწიოს. ხოდა, რომელია ჯერ ვერ გავარკვიე smile

დაჩი მართლა კაი ტიპია, ქალების ფსიქოლოგიაში კარგად რომ ერკვევა, და ეს ძალიან ეხმარება მათ შებმაში blush

ხო, ტატო ჯავახიაზე რა ვთქვა, ასეთ ეჭვიან და იმპულსურ ტიპებს ვერ ვიტან, რაღაც სისულელეზე რომ შეუძლიათ გაჭედვა. კატოს არ იყოს, ასეთი შეცვლის რაღაც მიზეზი აქვს ალბათ. დევდარიანის ფაქტორის გამო, მგონი ბევრად უფრო სერიოზული უნდა იყოს და არა ასეთი ფხუკიანი.

პ.ს. ყოველთვის მაინტერესებს, სასიყვარულო სამკუთხედში ორი კაციდან ერთი აუცილებლად ძალიან მაგარი რატოა და მეორე აუცილებლად წაიშტერებდეს უნდა. ხოდა, მკითხველიც აშკარად ადვილად იჭერს პირველის მხარეს. რაღაცნაირი ტრენდია ამ საიტზე, ხო? არ შეიძლება, ორივე ღირსეული ადამიანი იყოს, მკითხველისთვის ხომ უფრო მეტი ინტრიგაა, რომელს აირჩევს გოგო, გული რომელისკენ წავა და ამისთვის რა არგუმენტები ექნება. როგორ ღირსეულად და კაცურად გამოძვრება მეორე მამაკაცი ამ ამბიდან და ასე შემდეგ. მგონი ეს უფრო საინტერესოა.

ერთადერთი, ელ ჯეიმსი მახსენდება თავისი "კრიმინალით", სადაც ორივე მამაკაცი იმდენად მაგარი იყო, ორივეს რომ უგულშემატკივრებდი.

პ.ს.ს. იუბილეს გილოცავ, ფეფო. მომავალ შენს დაბადების დღეზე, წიგნად დაბეჭდილს ვისურვებდი საჩუქრად შენს ისტორიებს relaxed

 


№23 სტუმარი სტუმარი სტუმარი

LI_BE
კატო ან ძალიან ბავშვია, ჩამოუყალიბებელი აზროვნებით, რომ არ იცის, რა უნდა ან ზედმეტად ჭკვიანი და დაქალებული, ძალიან ჩამოყალიბებული აზროვნებით, კარგად რომ იცის რა უნდა და როგორ მიაღწიოს. ხოდა, რომელია ჯერ ვერ გავარკვიე smile

დაჩი მართლა კაი ტიპია, ქალების ფსიქოლოგიაში კარგად რომ ერკვევა, და ეს ძალიან ეხმარება მათ შებმაში blush

ხო, ტატო ჯავახიაზე რა ვთქვა, ასეთ ეჭვიან და იმპულსურ ტიპებს ვერ ვიტან, რაღაც სისულელეზე რომ შეუძლიათ გაჭედვა. კატოს არ იყოს, ასეთი შეცვლის რაღაც მიზეზი აქვს ალბათ. დევდარიანის ფაქტორის გამო, მგონი ბევრად უფრო სერიოზული უნდა იყოს და არა ასეთი ფხუკიანი.

პ.ს. ყოველთვის მაინტერესებს, სასიყვარულო სამკუთხედში ორი კაციდან ერთი აუცილებლად ძალიან მაგარი რატოა და მეორე აუცილებლად წაიშტერებდეს უნდა. ხოდა, მკითხველიც აშკარად ადვილად იჭერს პირველის მხარეს. რაღაცნაირი ტრენდია ამ საიტზე, ხო? არ შეიძლება, ორივე ღირსეული ადამიანი იყოს, მკითხველისთვის ხომ უფრო მეტი ინტრიგაა, რომელს აირჩევს გოგო, გული რომელისკენ წავა და ამისთვის რა არგუმენტები ექნება. როგორ ღირსეულად და კაცურად გამოძვრება მეორე მამაკაცი ამ ამბიდან და ასე შემდეგ. მგონი ეს უფრო საინტერესოა.

ერთადერთი, ელ ჯეიმსი მახსენდება თავისი "კრიმინალით", სადაც ორივე მამაკაცი იმდენად მაგარი იყო, ორივეს რომ უგულშემატკივრებდი.

პ.ს.ს. იუბილეს გილოცავ, ფეფო. მომავალ შენს დაბადების დღეზე, წიგნად დაბეჭდილს ვისურვებდი საჩუქრად შენს ისტორიებს relaxed

ხო, ეგეთი ტენდენციაა, მაგრამ თუ დავაკვირდებით, არც დაჩი არაა ღირსეული ადამიანი, პირიქით, ისეთ საქმეებს ატრიალებს, რომ კეთილი და პატიოსანი ბიჭუნა ნამდვილად არაა. ცივი გონებით ტატო უფრო ,,კარგი ბიჭი'' ჩანს. მაგრამ, პარადოქსი ისაა, რომ ჩვენ დაჩისნაირი ტიპები უფრო მოგვწონს და ავტორიც ისე ხატავს , რომ შემოგვეწონება ხოლმე :))) მიზეზი ალბათ ისაა, რომ სიყვარული სრულყოფილი უნდა იყოს. ვერ ვიგებ, რას ნიშნავს ერთის ვნება გკლავდეს და მეორესთან მსგავსს ვერაფერს გრძნობდე. კატერინას შემთხვევაში ეგრეა, დაჩი საოცრად იზიდავს, ტატო კი არა. აი, სიყვარული სრულყოფილი და ნამდვილი ალბათ მაშინაა, როცა ხორციელი და სულიერი ორივე თანაბრადაა.ვინც გიყვარს იმის ვნებაც უნდა გკლავდეს და მასთან უბრალოდ ძილი, ჭამა, ყოფნა ... არაფრის კეღებაც უნდა გინდოდეს.

 


№24 სტუმარი სტუმარი ნანა

სანაგვეა.
დაჩი გულისამრევი კაცი რომელიც სხვას ქალს ახევს ნაბი ჭვრული თამაშებით და ჰორმონებ აშლილი ძუკნა გოგო რომელიც ბავშვია და მოწონს ორ კაცს რომ უყვარს.
აიიი მესმის ხალხი, ერთმანეთისთვის არიან გაჩენილები:დდ
და იმასაც ვერ ვხვდები რაშია ტატო დამნაშავე როცა კატო უკანასკნელი ქალივით იქცევა უფრო სწორედ არის.
მოკლედ შეგიძლიათ ჩამქოლოთ მაგრამ საზიზღრობაა, ტატოს ადგილას თავს რომ ვაყენებ ძალიან ცუდად ვხდები მართლა.
დაჩის ნაირი კაცები არიან ყველაფრის ღირსები, უღირსი და არ ვიცი მოკლედ სიტყვენი არ მყოფნის ისეთი აღშფოთებული ვარ.
შეყვარებული მყავდეს და ვიღაც ესე მონდომებით ცდილობდეს ჩვენს დაშორებას ყოველ ფეხის ნაბიჯზე და პრობლემების შექმნას, მერე ჩემთან დაჯდომას და მეგობრულად საუბარს ვითომ და მე ვარ არასწორი...

 


№25 სტუმარი სტუმარი inga

fefoo dghes ar dadeb? ((

 


№26 სტუმარი Ele

im xalxis ar mesmis vinc tatoze ambobs echvianiao.
davhi sul ragaceebs xlartavs da wyvils achxubebs ise rom arc ki ician vis gamo xdeba da tqveni tavi dagiyenebiat tatos adgilas?
mteli kvira tqvens sheyvarebultan ertad rom gegmavdet dasvenebas da zed wina dges gitxran ui ici ra?me vegar movdivaro ar gewyinebat?
kargit ra... rame sindromia rom dachisnairi sazizgari kacebi mogwont?
dzalian cudad ganvitarda movlenebi da ravici ra

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent