შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კოსმოსივრცე [სრულად]

4-09-2019, 00:49
ავტორი ელპინი
ნანახია 9 674

ყველაფერს აქვს სული.

***
კოსმოსივრცე ყველგან შეიძლება ადამიანმა შექმნას. ისეთ ადგილას, სადაც ჩაკეტილი ოთხი კედელია, მაგრამ კედლებზე - ისტორიებია. ვიღაც ვიღაცის სასწაულია. სასწაულები კოსმოსიდან მოდიან, განსხვავებული სურნელი აქვთ, კოსმიურად თეთრი კანი და ციცინათელა თვალები. ყველას უნდა მისი სასწაული ჰყავდეს. როცა ადამიანისთვის ახალი წელი ხარ, ახალი სიცოცხლეც ხარ. ასეთები არიან სასწაულები და…
- იყავი ჩემი სასწაული.

***
ხანდახან დროს ვიჭერ, მგონია. არადა, მე ბევრჯერ მითქვამს, რომ დრო გარბის და დიდი ისარიც კი არ უცდის პატარა ისარს. თუკი ღმერთმა აქსიომად დაგვიდო ადამიანების სიყვარული, რატომ არ შეიძლება ნებისმიერ დროს ჩემში ევამ გაიღვიძოს? დავუშვათ, გაწვიმდა და წვიმამ სიყვარულის ამბავი მომიყვა. იქნებ, მცხუნვარე მზეა და სხივებით გამათბო. ამიტომ - ყველაფერს აქვს სული. სულების თეორიის მჯეროდა. ვიცი, რომ მე მეორე სული მაქვს. სადღაც აუცილებლად არსებობს და ველოდები. ველოდები ყველგან: სადარბაზოდან ლიფტამდე, ლიფტის ოთხ კედელში, ლიფტის კარებიდან სახლის კარებამდე, სახლის ფანჯრიდან ჰაერში და ერთხელ - აუცილებლად დავიჭერ. ახლა ის დროა, როცა პირველი სართულის ექვს კიბეზე ავაბიჯებ და თვალდახუჭული მივდივარ დაზეპირებული ლიფტის ღილაკამდე. არ მინდა ჩემი სული დავინახო. ჯერ უნდა წარმოვიდგინო. მისი ხმა გავიგონო, შევეხო და როცა დავხატავ, მერე გავახილო თვალები. ღილაკს დავაჭირე და ლიფტის კარი გაიღო. ვგრძნობდი, იმ წამს იქ არავინ იყო და ის ის იყო კარები იხურებოდა, ანგელოზმა მაინც დაიჭირა თავისი წამი და…
- ფეხი დაუდე.
ხმა გავიგე. უცნაურად რომ ვთქვა, ხუთივე მარცვალში ვიგრძენი. ეგონა, თვალდახუჭული ვერ გავაჩერებდი.
- მოვასწარი, აქ ვარ, შემომხედე.
- არ მინდა.
- რატომ?
მე პასუხი არ გამიცია მისთვის. ხელი ავწიე და მის სახეს მივწვდი. რბილი კანი ჰქონდა, გრძელი წამწამები და შრამები ხორცამდე ვიგრძენი.
- შენ ჩემი სული ხარ. - ვუთხარი. გაეღიმა და ჩემს თითებზე დაიხატა მისი ღიმილი. - მართლა ვთქვი, ნუ იღიმი, დამიჯერე. ჩემი თუ არა, ღმერთის სასწაულების ხომ გჯერა. - ხელის მტევანი ჩემს ხელს დაადო და ლოყით მსუბუქად დაეყრდნო.
- გაახილე თვალები. იქნებ, საშინელი ვარ.
- აქამდე ლიფტში ყოველთვის მარტო ვიყავი. რომ იცოდე, სასწაულები ხდება. სამ დათვლაში კარები გაიღება, მე შენს სახეს ხელებით ვიმახსოვრებ და თუ ყველაფერი ისე იქნება, როგორც გითხარი, შევხვდებით.
ერთი…
ორი…
სამი და…
ჩემს ოთახში კოსმოსი მაქვს. ვარსკვლავზე, რომელსაც "სული" დავარქვი - ვზივარ და მოლბერტიც აქ მაქვს. ჭერში სარკე მაქვს. როცა იატაკზე ვწევარ და სარკეში ვიყურები, მგონია, კოსმოსში გამოკიდებული ვარ და დედამიწის წონასწორობის დარღვევით სხვა პლანეტაზე გადავდივარ, რომელსაც "სასწაული" ჰქვია. ახლა მოლბერტთან ვზივარ. ტვინში პატარა კამერა მაქვს, რომელიც ნებაყოფლობით ინახავს ყველა შეხებას და აღდგენილი ფურცელზე გადმომაქვს. ვხატავ სახეს, რომელიც თვალით უხილავია, მაგრამ სხეულით - ნაგრძნობი. მას თეთრი კანი აქვს, რბილი, ფაქიზი. მარჯვენა წარბთან - შრამი. ნიკაპზეც - მარჯვნივ. თხელი, პატარა ტუჩები ატმისფერია. მილიმეტრებშიც არ ვცდები და…
ის - რეალურია. არ შეიძლება ნახატი მკვდარი და უსულო იყოს. თეთრი ქაღალდი რომ მთლიანად მწვანედ შეღებოთ, გაზაფხულია. წითლად - სისხლი. ლურჯად - ზღვა. ყვითლად - მზე. ყველაფერს აქვს სული. ყველა შტრიხი იმდენად რეალურია, მგონია, მას ვეფერები, ვეალერსები და სახელს ვარქმევ. ალბათ ჰქვია - …
ტელეფონით ნახატს ვუღებ სურათს და ჩემს ბლოგზე ვაქვეყნებ. შეგრძნებები მიპყრობს და სხეული მიკანკალებს.
"ანე." - სულ ესაა. ვგრძნობ, გამომივიდა. მგონია, რომ სამყაროში ყველაფერს აქვს სული. ყველაფერი არაფერს ედრება და მაინც - ორბიტაზე ვმოძრაობთ - ერთმანეთის საპირისპიროდ. როცა ვხვდებით, მიძინებული ვულკანი იღვიძებს და ცეცხლებს ის ისვრის. როგორ არ ვიწვით? არ ვიწვით!
ტელეფონიდან სურათი კომპიუტერში გადამაქვს და პრინტერით ვბეჭდავ. ზუსტად. სასწრაფოდ ვიცვლი და თვალდახუჭული გამოვდივარ სახლიდან. ხელს კვლავ ლიფტის ღილაკს ვაჭერ და კარები სწრაფადვე იღება.
- დაჭერა აღარ დაგჭირდება, აქ ვარ.
- ხომ გეუბნები, ჩემი სული ხარ - მეთქი. დრო უცნაურად იმიზეზებს მოქმედებებს და ჩვენ მწველ მანტიაში ვეხვევით. ახლა რაღაცას გაჩვენებ და თან თვალებს გავახელ. მზად ხარ?
- რა თქმა უნდა.
ზურგს უკან დამალული ნახატი ხელში მივაწოდე და თვალები გავახილე. ზუსტად.
- ჯანდაბა! შენ გიჟი ხარ?
- მე არ ვიტყუები, ვგრძნობდი წინასწარ.
- როგორ გააკეთე ეს?
- მე მხატვარი ვარ, ანე ვარ და შენ მიყვარდები. - ხელი გავუწოდე.
- ანე, ანე, ლამაზი გოგო ხარ და საოცარი, მაგრამ არ ვიცი, როგორ შეძელი.
- მოდი, უბრალოდ ვთქვათ, რომ მე ვაფრენ.
- ამის თქმა უბრალოდ არ შეიძლება. შენ კი არ აფრენ, გიჟი ხარ, გი-ჟი!
ავიწიე და ლოყაზე ვაკოცე:
- გიჟების არ უნდა გეშინოდეს. - წამიც არ დასჭირდა კარების გაღებას და გავასწარი. გავუჩინარდი, მაგრამ რამდენიმე წუთის წინ ჩაწერილი ფირი გადავახვიე და… მას უცნაური თვალები აქვს. შეუფერებლად თბილი. სწორად დავხატე. მაგია.

***
მაღაზიაში პროდუქტებს ვაგროვებდი და უცებ ხმა გავიგე:
- ლიმონები დაგავიწყდა.
უკან მივბრუნდი.
- საიდან იცი?
- ლიმონის სუნი გაქვს. - თვალი ჩამიკრა და ლიმონები კალათში ჩამიყარა.
- რატომ ხარ აქ?
- გითვალთვალებდი.
მზერა დროსთან ერთად გავაჩერე.
- ლიმონიან ჩაის დაგალევინებ.
წავედით და…
სახლის კარი რომ შევაღე, რამდენიმე წუთს გაშეშებული იდგა.
- ანე… - დაბნეულმა წარმოთქვა ჩემი სახელი. - შენ… - მე ვიგრძენი, რაც უნდა ეთქვა.
- ჩემი სული ხარ - მეთქი.
სახლი სავსე მქონდა ნახატებით, სხვადასხვა ფერის ნახატებით და ყველგან - ის. არ შეიძლება ადამიანი უსიყვარულოდ დარჩეს. ვიღაც რაღაცას სიყვარულს არქმევს, როგორც მე და ახლა ვიცი, ამ ნახატებს სიყვარული ჰქვია. ყოველთვის მჯეროდა ფრთიანი ანგელოზის, რომელიც ჩემ მარჯვენა მხარზე იჯდა და ყურში მეჩურჩულებოდა. ახლა კი მან მითხრა, რომ - გიჟი მხატვარი მართალია.
რამდენიმე ნაბიჯით მივუახლოვდი და გულისცემას ყური დავუგდე.
- მეშინია, რომ ჩემი შეგეშინდება, ანე. - ჩუმად მითხრა. ხელები წელზე შემოვხვიე.
- სასწაულების არ ეშინიათ. მე ყველაფერი ვიცი.
- შენ პატარა ხარ. პატარა გიჟი მხატვარი.
- მე შენ მიყვარდები.
- უკვე გიყვარვარ, ანე. იქნებ, ცდები…
- შენ ჩემი სული ხარ!
დაიხარა და ტუჩებზე შემეხო. თხელი ტუჩების გემო არომატული იყო. მას ისედაც ლიმონის გემო ჰქონდა, მაგრამ უცნაურად ტკბილი იყო.
- მჟავე ლიმონს ტკბილი გემო აქვს.
- წამოდი, ჩემთან უნდა წაგიყვანო, მე დაგალევინებ ლიმონიან ჩაის.
ისე უცებ აღმოვჩნდით ახალ კოსმოსში…
მას სახლი მუსიკალური ინსტრუმენტებით ჰქონდა სავსე, ყველგან ნოტებით სავსე ფურცლები იყო მიმოფანტული და თეთრი ფიფქების ლამაზ მინდორს ჰგავდა.
- შენ მუსიკოსი ხარ?
- როგორც შენ - მხატვარი.
გიტარა ხელში დაიჭირა, მაღალ სკამზე ჩამოჯდა და თვალებში მიყურებდა. ხელი ჩამოჰკრა სიმებს და სხეულში ჟრუანტელმა დამიარა.
- შენთვისაა, გუშინ დავწერე.
ჩემმა ფირმა სამუდამოდ ჩაიბეჭდა. სხეულმა თავისით დაიწერა სხეულზე და პლანეტა სასწაულზე ახალი სული გაჩნდა. მე ვუსმენდი მას და ვგრძნობდი, მიყვარდა. ყველაფრის ჯადოქრობა შეიძლება. იმ გიტარასაც აქვს სული. მართლა აქვს ყველაფერს სული. ის უკრავდა მთელი გრძნობით და ემოციით. თითქოს, გრძნობებს აცეკვებდა ჩემ წინ და მე მათთვის სახელები უნდა დამერქმია. ფეხზე წამოვდექი და ცეკვა დავიწყე...
პირველად გადაწყვიტა დრომ წამი გაეყინა.
- შენ სასწაული ხარ, ანე!
ეგ იყო და...

***
- რატომ მოვხვდით ერთად კოსმოსში?
- ანე...
- ხომ იცი, რომ არ მჯერა.
- რისი გჯერა?
- შენ რომ ჩემი სული ხარ!
- თუ ყველაფერი ასე მარტივი არ არის?
- მე ანე ვარ. - ხელი გავუწოდე. - გამიცანი. სასწაული პლანეტიდან ვარ - სული ვარსკვლავი. არ შეგეშინდეს. მე მხატვარი ვარ. ოთახში კოსმოსი მაქვს. დიდი სარკე, რომელიც ჩემს ლურჯ სფეროებს ირეკლავს, ზღვაა. დამიჯერე, ყველაფერს აქვს სული, იმ თვალებსაც კედლებზე რომ დავხატე და იმ ხელებსაც, რომლებიც სხეულზე დავიხატე და შენია. ჩემი არ შეგეშინდეს, მე გიჟი ვარ. - ღიმილით ვუთხარი და მასაც გაეღიმა.
- რა ქმნილება ხარ შენ, ანე? ჩემი სასწაული ხარ თვითონ. - ჩამიხუტა და თმებზე მკოცნიდა. ყელზე გაკეთებული ბენდენა მომხსნა. - ამას ჩემთვის დავიტოვებ. შენი სურნელი მინდა.
- შემიყვარდი.

***
ლიმონიან ჩაის აქვს სული.
კოსმოსივრცეს კი - ლიმონის სუნი.скачать dle 11.3

№1  offline მოდერი სალანდერი

აუუუუ. . .
მიყვარხააარ. . .

№2  offline ადმინი ელპინი

სალანდერი
აუუუუ. . .
მიყვარხააარ. . .

მეც ძალიან, ძალიან მიყვარხარ!

№3  offline მოდერი სალანდერი

ჩემი გულისცემა, შენის სინქრონულია ახლა. - დამიჯერებ? - დამიჯერებ კი.

ის მომეწონა. . . "შრამი" და არა "იარა". მე ვიცი რატომ ასე. . .

შენ მართლა სხვა პლანეტაზე ხარ და მანდ უკვე ბინაც დაიდე. . . - გესტუმრები. . .
სული არ ვიცი და მე მგონია რომ ყველაფერი ისტორიაა. . . ესეც, ახლა და აქ. . . - გავალამაზოთ. . .

სანამ სული გაქვს ყველაფერი ლამაზია, მის გასაჩუქებლად რომ ხარ მზად, უფრო ლამაზი. . .

სადღაც ვნახე სიტყვა, "სულჩაკიდებული" - ახლა გამახსენდა. . . ხელ კი არა და სულ-ჩაკიდებულო. . .

კოსმოსივრცე ჩემი ოთახი მაშინ ხდება, ერთი "უცხოპლანეტელი" რომ სტუმრობს. . . მოგვენატრა და ცივ ოთახში, ცხელ ჩაიზე ველოდებით. . . რა თქმა უნდა "მჟავე" ლიმნიან ჩაიზე . . .

ყველაფერს თუ სული აქვს. . . და თვალები თუ სულის სარკეა. . . ახლა ვიცი რატომ გაქვს საოცარი თვალები. . . - მო-ნატ-რე-ბუ-ლო. . .

და რომ უნდა წერო. . .
და რომ მომენატრე. . .
და რომ მიყვარხარ. . .
და რომ გელოდები. . .
და რომ . . .
და რომ. . . - აღარ გეტყვი. . .

გაიღიმე. . .
თვალები აგიბრჭყვიალდა ღიმილის გოგო. . .

№4  offline ადმინი ელპინი

ღმერთო,
ძალიან გიყვირებ ახლა,
იცი?!
გული ამიჩუყდა და ხომ იცოდი, მაგრამ მაინც რომ გიყვარს, ცუდო!

ასე ლამაზად როგორ დამიწერე, მჟავე?
ძალიან თბილად, მაგიურად და კოსმოსურად . . .
ყველაფერი ხარ შენ, საერთოდ ყველაფერი, სუნთქვიდან დაწყებული . . .

უცხოპლანეტელი მალე ჩამოვა და ვეღარ მოიშორებ, შენი გაკეთებული ჩაი მინდა, ოღონდ შაქრით!

აუ, მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხ-ააარ!
მჟავე . . .

№5  offline წევრი elene2619

ელ როგორ გამახარე heart_eyes heart_eyes
როგორ სასწაულად შეგიძლია ყველა ემოციის გადმოცემა. დარწმუნებული ვარ ყველაფერ ამას შენ განიცდი გრძნობ და ისე წერ ამიტომაც აქვ ასეთი სასწაულმოქმედი ძალა შენს ისტორიებს heart_eyes
იცი ახლა დამაფიქრე და მეც მაქვს ჩემი კოსმოსივრცე სადაც "ჩიტივით თავისუფალი" ვარ ჩემ საყვარელ ადამიანთან ერთად heart_eyes მე ცოლი ვარ, ის ქმარი ორ სხეულში მოქცეული ერთი სული ვართ heart_eyes
შენი ისტორიები ბევრ რამეზე მაფიქრებს ხოლმე ელ მადლობა რომ წერ და ქმნი ასე აღქმად ისტორიებს heart_eyes

№6 სტუმარი სტუმარი nancho

როგორც ყოველთვის,განსხვავებული,არაორდინალური და ძალინ მაგარი.

№7  offline ადმინი ელპინი

elene2619
ელ როგორ გამახარე heart_eyes heart_eyes
როგორ სასწაულად შეგიძლია ყველა ემოციის გადმოცემა. დარწმუნებული ვარ ყველაფერ ამას შენ განიცდი გრძნობ და ისე წერ ამიტომაც აქვ ასეთი სასწაულმოქმედი ძალა შენს ისტორიებს heart_eyes
იცი ახლა დამაფიქრე და მეც მაქვს ჩემი კოსმოსივრცე სადაც "ჩიტივით თავისუფალი" ვარ ჩემ საყვარელ ადამიანთან ერთად heart_eyes მე ცოლი ვარ, ის ქმარი ორ სხეულში მოქცეული ერთი სული ვართ heart_eyes
შენი ისტორიები ბევრ რამეზე მაფიქრებს ხოლმე ელ მადლობა რომ წერ და ქმნი ასე აღქმად ისტორიებს heart_eyes

ელენე, მინდა რომ ბედნიერება, სითბო და უზარმაზარი სიყვარული გისურვო შენს კოსმოსივრცეში.
რა ჯობია, როცა სიყვარულით თენდება და ღამდება.
ძალიან დიდი, მზესავით თბილი მადლობა! მიხარია რომ აქ ხარ! ♥️

სტუმარი nancho
როგორც ყოველთვის,განსხვავებული,არაორდინალური და ძალინ მაგარი.

აუ, დილა ისე მაგრად დაიწყო, რა მომაშორებს ღიმილს მთელი დღე სახიდან.
გავთბიიიიი! ♥️♥️♥️

№8  offline წევრი სიბილა

ტვინში კამერა აქვს, ჭერზე სარკე, მართლა გიჟია და არ უნდა შემეშინდეს...კარგი,რა,სერიოზულად? სულჩაკიდებული სასწაული..კარგი,ხოო,მართლა...ჩემი საყვერელი წელიწადის სეზონი დაიწყო, რომკ ვაფრენ...და შენ გადაწყვიტე ასეთი სასწაული წამაკითხო, ლიმნიანი ჩაი მომაწყურე...წერე, ანეეეეეეეეეე

აი საყვარელი ს ორთოგრაფიულმა ინტერპრეტაციამ (როცა აღმოვაჩინე) ხარხარის სურვილი გამიჩინა)))

№9  offline ადმინი ელპინი

სიბილა

რუსააა, როგორი ხარ შენ, აი, გულიანი წაკითხვა იცი . . .
ძალიან, ძალიან მიხარია რომ ყოველთვის აქ ხარ და მკითხულობ. ერთხელ დავლიოთ ლიმონიანი ჩაი ერთად, მე და კიდევ, ხომ იცი, ვინც დაგხვდებით.
ბედნიერ შემოდგომას გისურვებ! ♥️

№10  offline წევრი Kalina

ლიმნიანიც მახსოვს და ლიმონიანიც მახსოვს. განსხვავებაც მახსოვს.
მიყვარხარ აქ და ყველა ჩარჩოს გარეთ.
❤️
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

№11  offline წევრი სიბილა

ელპინი
სიბილა
ტვინში კამერა აქვს, ჭერზე სარკე, მართლა გიჟია და არ უნდა შემეშინდეს...კარგი,რა,სერიოზულად? სულჩაკიდებული სასწაული..კარგი,ხოო,მართლა...ჩემი საყვერელი წელიწადის სეზონი დაიწყო, რომკ ვაფრენ...და შენ გადაწყვიტე ასეთი სასწაული წამაკითხო, ლიმნიანი ჩაი მომაწყურე...წერე, ანეეეეეეეეეე

აი საყვარელი ს ორთოგრაფიულმა ინტერპრეტაციამ (როცა აღმოვაჩინე) ხარხარის სურვილი გამიჩინა)))

რუსააა, როგორი ხარ შენ, აი, გულიანი წაკითხვა იცი . . .
ძალიან, ძალიან მიხარია რომ ყოველთვის აქ ხარ და მკითხულობ. ერთხელ დავლიოთ ლიმონიანი ჩაი ერთად, მე და კიდევ, ხომ იცი, ვინც დაგხვდებით.
ბედნიერ შემოდგომას გისურვებ! ♥️

თუ მოვხვდი ქუთაისშიიი, ორჯერ გავიარე გზად და ეგაა, აუ, დიდი სიამოვნებიით, გელით ჩემთანაც, ჩემთანაც კაი ჩაი ისმებაააა, შემიძლია თუ გიყვართ, პიტნა დავამატო

№12  offline ადმინი ელპინი

აუუუუ, ვგიჟდები პიტნაზეეეე!!! ♥️♥️♥️♥️

Kalina
ლიმნიანიც მახსოვს და ლიმონიანიც მახსოვს. განსხვავებაც მახსოვს.
მიყვარხარ აქ და ყველა ჩარჩოს გარეთ.
❤️

აუ,
მარიკუნა,
რანაირი გოგო ხარ შენ?

მიყვარხარ!
♥️

№13  offline წევრი silver hands

სათაური რომ წავიკითხე ელპინიათქო ვიფიქრე
'''
ლამაზი ნათქვამია "ვიღაც ვიღაცის სასწაულია"...
'''
შრამები მიყვარს-ყოველთვის რომ გვახსენებენ მათ ჩვენთან ყოფნის ისტორიას
'''
ლიმნიანი ჩაი არა, მაგრამ ლიმონი მიყვარს ძალიან მისი მჟავე გემო სასიამოვნოც კია ჩემთვის.
'''
ვაფასებ ელპინ შენს განსხვავებულ ხედვას/წერის სტილს

№14  offline ადმინი ელპინი

silver hands
სათაური რომ წავიკითხე ელპინიათქო ვიფიქრე
'''
ლამაზი ნათქვამია "ვიღაც ვიღაცის სასწაულია"...
'''
შრამები მიყვარს-ყოველთვის რომ გვახსენებენ მათ ჩვენთან ყოფნის ისტორიას
'''
ლიმნიანი ჩაი არა, მაგრამ ლიმონი მიყვარს ძალიან მისი მჟავე გემო სასიამოვნოც კია ჩემთვის.
'''
ვაფასებ ელპინ შენს განსხვავებულ ხედვას/წერის სტილს

ჯადოსნური დღე მაქვს დღეს, თუ რა ხდება ჩემ თავს, არ ვიცი, მაგრამ უსაზღვროდ გახარებული და გაღიმებული ვარ.
მიხარიხარ, ძალიან დიდი მადლობა! ♥️♥️♥️

№15  offline წევრი აბაშიძე

ელ.

ერთი კვირაა ვიპოვე.
მგონი ვიპოვე.
ძალიან რაღაცნაირად ვგრძნობ თავს.
არ ვიცი რა ვუწოდო.
ადრეა.

ამ ყველაფრის ფონზე შენმა წაკითხვამ კიდევ უფრო დიდი ემოციები გამოიწვია.

ოჰ ეს ლიმონიანი ჩაი.
ცოტა თაფლით.
ჩემი ფავორიტია.
მისი სურნელი.
და გემო?

დიდი ხანია არ დამილევია.
რამდენჯერ მინდოდა.
მაგრამ ვერ.
ან არ.

არადა როგორ მიყვარს?

"ლიმონიან ჩაის აქვს სული.
კოსმოსივრცეს კი - ლიმონის სუნი"

ეს ჩემი დაჭერილი ფრაზებია.
თან როგორია.
მგონი გაირიათმა კიდეც.

სულ სენტიმენტალურ ხასიათზე მაყენებ ხოლმე

კარგია
თუ
ცუდი
?

ანე.
როგორ იგრძნო.

პირველივე აბზაცი ვიგრძენი.
თან როგორ იცი?
ცრემლი მომადგა.
არ ვიცი რატო.
დამარჟრჟოლა კიდეც.

გიჟების არ უნდა გვეშინოდეს.
აბა როგორ.
არ უნდა გვეშინოდეს.
არა.

შენ ხო გიჟი ხარ.

"ლიტერატურული სიგიჟე!"

ელ.
როგორ მომნატრებიხარ.

მაინც სხვა ხარ რა.

და ეს მიხარიხარ.
გამოყენებადი სიტყვაა ჩემს ლექსიკონში.
არ ვიცი რამდენად შესაძლებელია დაასკვნა ორ დღეში რომ შენი ადამიანივიპოვე.
შეიძლება ვცდები.
მწარედ თან.
მაგრამ მგონი ვიპოვე.

ასე ემოციურას მხოლოდ აქ შემიძლია დაწერა.
შენი ისტორიის ქვემოთ.

შემდეგამდე ელ.
კიდევკარგი გამაგებინე.
არ ვნახავდი ხო იცი.
იმიტომ რომ ბოთე ვარ.

ბევრი "ვიტლიკინე" ხო?

არაუშავს ვიცი რომ გიხარია ხოლმე.

ადიოს.

№16  offline ადმინი ელპინი

აბაშიძე

ქეთო,
პატარა ემოციური გოგო ხარ შენ,
ძალიან დიდი, თბილი, რაღაცნაირი მოსიყვარულე გულით და ციმციმა თვალებით, ლამაზი ღიმილით.
კარგი გოგო ხარ შენ!

მიხარიხარ, ქეთო.
შენი ყველა ამბავიც ჩემებურად მიხარია და ძალიან მინდა, ბედნიერი იყო სულ, სულ!

შენ ილაპარაკე.
მე მოგისმენ.
მადლობა, ქეთო!
♥️

№17  offline წევრი -ლილუ

მოვედი...
სიყვარული – ცხელი ლიმნიანი ჩაია…
ჭიქა, რომელშიც ჩაი ასხია, არის ცხოვრება და ეს ცხოვრება არის ჩაი, ჩაი კიდევ – სიყვარულია. რატომ? -სიყვარული ეს არის: ჩაის ფერი (სიყვარულის მთავარი არომატი), შაქარი (სიყვარულის ტკბილი მხარე), ლიმონი (სიყვარულის ხიფათები), ცხელი წყალი (ის, რაც კრავს და აერთიანებს) და ეს ყველაფერი აუცილებლად ერთად და აუცილებლად ჭიქაში...
დაცალკევებით... – შაქრის მირთმევა– შემდეგ ლიმნის წვენის– მდუღარე წყლის
ასეთი დანაწევრებული სიყვარული არაფრით საინტერესო არ არის… ერთ მთლიანობად უნდა აქციო ყველაფერი ერთ დიდ ჭიქაში გააერთიანო და ცხელ ჩაის გემრიელად მიირთვა....
სიყვარულის მთავარი ბუნება ის,რომ სიყვარული არ არის ცალ-ცალკე ან სიტკბო, ან სიმჟავე… რომ ეს ყველაფერი ერთადაა და კიდევ სიყვარულის ძირითადი კანონი: აუცილებლად დროულად უნდა მიირთვათ და არ გააცივო სიყვარული!
შენ რა გითხრა ელ'ო გალაქტიკა,რომ ვერ დაიტევს იმ ნიჭის მფლობელი ხარ...
შენ რომ წერ ისე ერთეულები...
სულ უნდა წერო...
ან რას გეუბნები...
შენ არ წერო და არ გეწერებოდეს...
ეგ ერთად ვერ რა...
მიყვარხარ მე შენ...
და ხო ბოლოს წიგნი მინდა(ელპინ'ო)

№18  offline ადმინი ელპინი

-ლილუ

ლილუ, აი შენ ერთი ფერი არ ხარ, ბევრი ფერი ხარ, სიყვარულის, სიცოცხლის და ბედნიერების ფერები, მე რამდენიმე მაქვს ასეთი ფერი. ჰოდა, შენ იცოდე, რომ ძალიან ფერადი ხარ, ფე-რა-დი!
იცი ყევლაზე მეტად რა მიხარია? - აი, რომ აქ ხარ, სულ, ადრე, გვიან, როდის - მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია - ხარ. ხარ ისეთი დადებითი და ემოციების მომტანი, მგონია, გრძნობების ზღვაში ვცურავ. ისე მიხარია, ისე ბედნიერი ვარ...
ძალიან თბილი ხარ შენ!
მეც მიყვარხარ, ლილუ!
და ჰო, ბოლოს - მეც მინდა...
გკოცნი! ♥️

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent