შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აკრძალული თამაშები (9)


5-09-2019, 19:24
ავტორი ფ ე ფ ო
ნანახია 3 183

-წამოდი...-ყბებზე ხელი ფრთხილად მოჰკიდა და დაბერილი ბაგეები კიდევ ერთხელ დაუკოცნა.-ჰო, წამოდი...-სავარძლიდან წამოაყენა და გადაქანებულს ხელი შეაშველა.
-შენთან მინდათქო და შენ რას აკეთებ?-ჩხეიძემ საჩვენებელი თითი გაბზიკა,ალკოჰოლი უკვე კარგად მოჰკიდებოდა,ნაცრისფერი თვალები უციმციმებდა და თავის არეულ ფეხზე თავადვე გაეცინა.დევდარიანი ცდილობდა არ გასცინებოდა,უკან გადაქანებულს მკლავში ისევ ჩაავლო თითები და წონასწორობის დაცვაში დაეხმარა.-ჯანდაბა, დავთვერი?
-კი,დათვერი კატერინა...წამოდი დაწექი.
-შენც დაწვები ხო?-ცხვირი აიბზუა ქალმა-არსად მეჩქარება...შენ არ სვმადი და ეხლა მიყურებ და გინდა რომ დამცინო?
-ვსვამდი პატარავ...უბრალოდ ჩემსა და შენს შორის ის განსხვავებაა რომ მე შემიძლია ალკოჰოლის ატანა,შენ კი არა...
-არ მინდა ძილი...-ამოიწუწუნა ჭირვეული ბავშვივით და მხარზე ჩამოეყრდნო.-რა სასიამოვნო სურნელიაა?ჩვეულებრივად ვგიჟდები -არეულად ამოიბლუყუნა და სახე მამაკაცის საყელოში ჩარგო.ქალის კიდევ ერთხელ ასეთი სიახლოვისგან მთელი სხეული ხელმეორედ დაეჭიმა დევდარიანს.კატოს ცხვირის წვერი კისერზე ეხებოდა,ტუჩები კი პატარ პატარა კოცნებს უტოვებდნენ.
-წამოდი,მთვრალი ხარ კატერინა და დღეს ნამდვილად არ გავაკეთებთ იმას რაც შენ გსურს.
-საშინელი კაცი ხარ-ამოიბუზღუნა კატომ და დევდარიანის მკლავს დაჰყვა,რომელიც ადგილიდან დაიძრა და ქალიც თან გაიყოლა...
-შენ კი საშინლად მთვრალი...
-მე შენს ადგილზე ვისარგებლებდი სიმთვრალით-ხმამაღლა გაეცინა ჩხეიძეს და ხელიდან დაუსხლტა.თავად დაწინაურდა და საძინებლისკენ არეული ნაბიჯებით გაუყვა დერეფანს.კაბა სიარულის დროს სხეულზე სულის შემხუთველად ეტმასნებოდა,თმები კი დაუდევრად ჩამოშლოდა,ღიმილით მიჰყვებოდა ქალის ნაფეხურებს.რომელიც მისკენ შემოტრიალდა მაცდური ღიმილით და უკან სვლით განაგრძო სიარული,თან თვალს არ აშორებდა მამაკაცის თვალებს.
-ნეტავ ფხიზელზეც ამ აზრზე იყო...-გაეცინა დაჩის.
-ფხიზელ გონებაზე მახსოვს რა სახიფათო ხარ და შენთან საქმის დაჭერას ვერიდებიი...
-დაეცემი...-გაეცინა დაჩის და ხელი გაუწოდა.
- არ მეძინება..დავლიოთ რაა...
-გალოთდები პატარავ,მერე ღვიძლი დაგეშლება და ავადმყოფს აღარ შეგირიგდება შენი სიყვარული...
-ნუ მახსენებ...-წარბები შეკრა კატომ
-განა მის გამო არ მოხვედიი?-ნიშნის მოგებით გაეცინა დაჩის და ქალის მაჯიდან იდაყვისკენ გადაიტანა თითები.
-საჭირო არ არის შემახსენო...
-გინდა რაღაც გითხრაა? ძალიან მიხარია რომ დარჩი.-ახლოს მიიზიდა და წელზე შემოხვია მკლავი.ქალი მჭიდროდ მიეხუტა სხეულზე და ნიკაპი მხარზე ჩამოადო,ქვემიდან ამოხედა და ისე სულისშემძვრელად გაუღიმა თვალის არიდება გადაწყვიტა დაჩიმ.საშინლად უჭირდა ამ ყველაფრის ატანა...საკმაოდ დალია, მაგრამ თავს შესანიშნავად აკონტროლებდა და მიუხედავად იმისა რომ გაღიმებაც კი საკმარისი იყო ისე უდუღდებოდა ვენებში სისხლი, არამცთუ მანამდე მომხდარი ფაქტი,ერთმანეთს ვნებიან კოცნაში რომ ეჯიბრებოდნენ.მაინც გმირულად იკავებდა თავს,რაც კატოზე არ ითქმოდა.სასმელს გაეთამამებინა და თითოქს განგებ ცდილობდა მის გამოწვევას...სავარაუდოდ თავისი საქციელის მეორე დღეს ზედმეტად შერცხვებოდა მაგრამ მეორე დღემდე ჯერ ადრე იყო...
-ჩემთან დაწვები?-ამღვრეული თვალებით ახედა და მარჯვენა ხელის თითებით პერანგის საყელოში ჩააფრინდა,თავისკენ მიიზიდა და ნიკაპზე ფრთხილად შეახო ტუჩები.-ჩემთან დაწვები დაჩი?
-არა.-ყრუდ ამოილაპარაკა დევდარიანმა და ყელში გაჩხერილი გორგალი გაჭირვებით გადააგორა,რომელმაც ხორხი დაუსერა.-მთვრალი ხარ კატერინა...
-და შენთან მინდა...-ზედ მის ტუჩებთან ჩურჩულებდა სუნთქვა არეული ჩხეიძე და ათრთოლებულ სხეულს ვერ იმორჩილებდა.
-მე სულ მინდა შენთან, მაგრამ ესე არა..არ მინდა გამოფხიზლებულმა ინანო-ნიკაპზე თითებით წაეტანა და სახე ააწევინა.-ნასვამი ხარ თან გაბრაზებული,ცდილობ გამომიყენო და ჩემი საშუალებით იძიო შური კაცზე რომელიც შენი თქმით გიყვარს.მიყენებ...
-წესიერი კაცივით ნუ იქცევი...-გაეცინა კატოს და ისე უცებ სწვდა ქვედა ტუჩზე კბილებით რეაგირება ვერ მოასწრო დევდარიანმა.კბილები მტკივნეულად მოუჭირა და ტკივილისგან წაცდენილ ხმას უფლება არ მისცა გარეთ გამოეღწია.ვნებიანი კოცნით ჩაუხშო.მოქნილად აყოლილმა დევდარიანის ტუჩებმა კი ისევ გააგიჟა,თმებზე მტკივნეულად ჩაფრენილმა მამაკაცის თითებმა თავი უკან გადააწევინა და ამღვრეული თვალებით დახედა ზემოდან.
-აქ მოსვლის წამიდან ცუდად მიწვევ,დილით ჩვენ ორიდან ერთ-ერთი აუცილებლად ინანებს და ეს დანამდვილებით ვიცი მე არ ვიქნები...
-დილამდე მთელი ღამეა...ისე არ ქნა ეხლავე ვინანო.-წვერიან ლოყაზე თითებით მიეფერა კატო და უკან უკან დახეულ დევდარიანს ისე მიჰყვა მის სხეულს აკრული არ მოშორებია.გაეცინა საძინებლის კარს ზურგით აკრულმა სახე ისევ მამაკაცის კისერში რომ ჩარგო, რომელმაც კარი შეხსნა და ზღურბლს მასთან ერთად გადააბიჯა.
-დათვერი და გართობა გინდა?
-აკრძალული თამაშის მსხვერპლი ვარ...მე დავთვერი, მაგრამ გართობით შენ უფრო ერთობი.მაგალითად ისევ ელოდები როდის გავიხდი საკუთარი ხელით ამ წყეულ კაბას, რომლის ელვა შესაკრავიც ზურგზეა და შენი დახმარების გარეშე ვერაფერს მოვუხერხებ...რას იზამ,არ დამეხმარებიი?-ქვედა ტუჩზე ენის წვერი გადაიტარა ჩხეიძემ და ზურგით შეტრიალებული ძლიერ სხეულზე აეკრა.დევდარიანის თითებმა წელიდან მკერდის მიმართულებით გადაინაცვლეს და თხელი მატერიის ზემოდან ფრთხილად შეეხნენ.გაშლილი ხელისგულებით მიეფერა გამკვრივებულ მკერდზე და მხარზე კეფით მიყრდნობილს ყბის ძვალზე შეახო მხურვალე ტუჩები.მოკლე კოცნის ბილიკებით ყურის ძირთან შეჩერდა და ჩახლეჩილი ხმით ამოიჩურჩულა:
-საინტერესოა,ამ კაბის ქვეშ რას მალავ.
-ნებას გრთავ შენი თვალით ნახო...
დევდარიანს გაეღიმა და ოდნავ მოშორებულმა ფრთხილად ჩაუხსნა ელვა შესაკრავი.თითების ოსტატური მოძრაობით კაბა ქვემოთ ჩააცურა და თან ისე ეხებოდა კანზე, აგიჟებდა ჩხეიძეს.თეძოებთან ჩასულმა ბიკინიც თან გაიყოლა და წამის შემდეგ მის წინ სრულიად შიშველი კატო იდგა.სხეულის იდეალური ფორმებით,გაშლილი თმით და ვნებისგან ამღვრეული თვალებით,არა თანაბარი სუნთქვის გამო მკერდი სწრაფად რომ აუდ ჩამოუდიოდა და ერთი შეხებაც კი კმაროდა ისე დაიფერფლებოდა მამაკაცის მკლავებში.
-იდეალური ხარ.-ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა დაჩიმ და კიდევ ერთხელ თხემით ტერფამდე შეათვალუერა ქალი.-ჭკუიდან შეშლამდე იდეალური...
-მაგრამ არ გინდივარ?
-მაგრამ მთვარლი ხარ კატერინა და მე შენი სიმთვრალით ნამდვილად არ ვაპირებ სარგებლობას.შეგიძლია დაიძინო...-ოდნავ შეფაკლულ ყვრიმალზე მიეფერა და მის სახესთან დახრილმა ნიკაპზე აკოცა.-მიყვარხარ,ეს არასდროს დაგავიწყდეს.
-შენ არ მომცემ უფლებას რომ დავივიწყო.-გაეღიმა ჩხეიძეს და ოდნავ სევდა შეპარული თვალებით მომზირალს ჩაეხუტა.-ძალიან უმოწყალო საქციელია შენგან ჩემი ესე სიგიჟემდე შეყვარება.
-დავიძინოთ...-საწოლისკენ წაიყვანა,ცალი ხელით თხელი საბანი გადასწია და საწოლში ჩაწოლილს მზრუნველად დააფარა.
-მიდიხარ?-ბალიშზე თავის დადება და თვალები მისდაუნებურად მიელულა ჩხეიძეს.
-არა, აქ ვიქნები,დაიძინე...-თმა სახიდან გადაუწია და საწოლის თავთან იატაკზე ჩამჯდარი დიდხანს უყურებდა უკვე ძილის საცეცებს მინდობილ საყვარელ ქალს.მშვიდი,უშფოთველი ძილით რომ ეძინა..სავსე ბაგეები დაბუშტვოდა და ღიმილს ჰგვრიდა დევდარიანს.
********

თორმეტი სრულდებოდა საშინელმა თავის ტკივილმა რომ გააღვიძა.თვალები გაახილა და ჭერს მიაშტერდა,თავში წინა ღამით განვითარებული სცენები უტრიალებდა,მთელი სხეული ეწვოდა და ტუჩები ისე სტკიოდა, კოცნისგან ალაგ-ალაგ რომ გამომშრალიყო. სირცხვილისგან სად დამალულიყო აღარ იცოდა.სახეზე ორივე ხელი აიფარა და ხელის ზურგს მტკივნეულად ჩაასო კბილები.
-ღმერთო,რა სირცხვილია...-ამოიტირა და შემდეგღა გააცნობიერა რომ ოთახში მარტო არ იყო.ბალიშზე ზურგით მიყრდნობილმა საწოლის მარცხენა მხარეს დახედა და ხასიათი უარესად გაუფუჭდა.დევდარიანი საბნის ზემოდან ტანსაცმლიანად მიწოლილიყო მისკენ ზურგ შექცევით და მშვიდად ეძინა.ვერ მიხვდა რამდენ ხანს უყურებდა გაშტერებული,დევდარიანის აზუზუნებულმა ტელეფონმა გამოარკვია.მამაკაცი შეიშმუშნა, თვალები არც გაუხელია ისე მოიძია ტუმბოზე მიგდებული ტელეფონი და ნომერს დახედა თუ არა საწოლზე წამოჯდა.
-გამარჯობა პატარავ-თმაზე ნერვიულად გადაისვა ხელი და წარბები შეიჭმუხნა.
-მამა,სად ხარ?-ნიცას ხმა მთელს ოთახში გავრცელდა.
-რა ხდება მა?
-დღეს კვირაა და რატომღაც ცხოვრებაში პირველად დაგავიწყდა უქმეებზე შენი შვილი.
-რა?ჯაანდაბა...
გათიშულ ტელეფონს დახედა მამაკაცმა და ორივე ხელი სახეზე აიფარა.თვალები მოისრისა და უკან ბალიშზე დაბრუნებულმა მერეღა შეამჩნია კატო.
-დილა მშვიდობისა ლოთო...
-გაჩუმდი,თუ არ გინდა სირცხვილით მოვკვდე.-ხელი მამაკაცის მიმართულებით გაიშვირა და სახე დამანჭა.
-ჩუმად ვარ...-გაეცინა დაჩის.
-რა გავაკეთე?-დუმილი ისევ კატომ დაარღვია და დაჩისკენ შეტრიალდა.
-გეძინა კატერინა...ძილში თუ გააკეთე რამე უჩემოდ, ეგ არ ვიცი-გაეცინა დევდარიანს და ქვედა ტუჩი კბილებშორის მოიქცია.
-უნდა შემრცხვეს?
-ვფიქრობ არა.მაგრამ გამოფხიზლებულზე რა აზრის ხარ ეგ მაინტერესებს.-მკლავში უცებს სწვდა და კატომ გააზრებაც ვერ მოასწრო ისე მოექცა ზემოდან.დამრგვალებული თვალებით მომზირალს სახეზე დააკვირდა და ქვედა ტუჩზე ნაზად მიეფერა.-დამსკდარია და გამომშრალი.
-შემეშვი...-ყრუდ ამოიჩურჩულა კატომ და მკერდზე გაშლილი ხელისგულებით მიაწვა.
-კარგი...შეგეშვები.-ქალის სახესთან დაიხარა და მის შუბლს -შუბლით დაეყრდნო.ხარბად ისუნთქავდა ქალის სურნელს და ცდილობდა წინა ღამიდან მოყოლებული ჯოჯოხეთი დიდი მოთმინების ხარჯზე დაეიგნორებინა.-მაგრამ მიყვარხარ...
-დაჩი...-სახე გვერდით გაატრიალა კატომ,მაგრამ დაჩის თითებმა ისევ ძველ მდგომარეობას დაუბრუნეს.-მიყვარხარ,ეს დაიმახსოვრე, გესმის? მიყ-ვარ-ხარ...-დამარცვლით გამოსცრა და გამომშრალ ბაგეებზე მოწყვეტით აკოცა,ერთიანად მოშორდა და საწოლიდან ამდგარმა ისე შეაქცია ზურგი ორივე ხელი თავზე ჰქონდა შემოწყობილი.ოთახიდან გამოვიდა და ერთიანად არეული კატო მარტო დატოვა.
********
საშინლად გაბრუებული იყო,საძინებლიდან გამოსული სამზარეულოს დახლს იდაყვებით დაყრდნობოდა და თავი ხელებში ჩაერგო. ვერც კი წარმოედგინა ყველაფერი ესე თუ შემოტრიალდებოდა,კატერინა დილით მის საწოლში გაიღვიძებდა და თან ისე რომ კოცნას არ იქნებოდა გაცდენილი.უჭირდა მისი ასეთი ახლოს ყოფნა.რამდენადაც ახლოს იყო კატო, იმდენად შორს და მიუწვდომელი გახლდათ...ის რაც ღამით მოხდა კატოს სურვულით მოხდა,მხოლოდ ნასვამი და გაბრაზებული კატერინა თუ იქნებოდა ამდენად ამოუხსნელი.ყველა თავისი სიტყვით თუ ქმედებით ახლიდან რომ აგიჟებდა დევდარიანს და ეხლაც მაგიდის ზედაპირს დაყრდნობილს,ყბის ძვლები დასჭიმვოდა.ერთიანად უდუღდა გულ მუცელი და საკუთარი უსუსურობის შეგრძნება ცხვირში ისე უჭერდა არაბული ულაყივით დაბერილი ნესტოებით ხარბად ისუნთქავდა ჟანგბადს, რომელშიც კატერინას სურნელი გაჟღენთილიყო.
-შენი დედაც...-იფეთქა მოულოდნელად და ხელი მთელი ძალით გაჰკრა ცარიელ ლარნაკს, ხმაურით რომ მიეფშვნა კარადის კუთხეს.თითქოს მთელი ბრაზი ამ ერთ ქმედებაში ჩაატია
.თითქოს შეძლო და გარეთ გამოუშვა მრისხანება საკუთარი თავის მიმართ.უყვარდა...სიგიჟემდე უყვარდა, მაგრამ მაინც ვერ იმეტებდა საქმის ისე შემოტრიალებას სრულიად რომ გაეტეხა კატო.ხელები აიფარა სახეზე,ღრმად ჩაისუნთქა და ამწვარი თვალები მოისრისა,ზურგისკენ შეტრიალებული კი სასტუმრო ოთახის ზღურბლზე მდგარ ჩხეიძეს გადააწყდა,არ იცოდა რამდენი ხნის განმავლობაში უყურებდა ქალი,არც ის იცოდა უყურებდა თუ არა საერთოდ..იქნებ იმ წუთის გამოსული იყო საძინებლიდან?
-მე,წავალ...
-გაგიყვან,არაფერი არ მაქვს აქ...იშვიათად მოვდივარ.გინდა სადმე გავიაროთ და ვისაუზმოთ?-ოთახი მოათვალიერა დაჩიმ და სავარძელზე მიგდებულ პიჯაკს ხელი წამოავლო.
-არა,სახლში მირჩევნია წასვლა...ტაქსით წავალ.-მისგან თავის დახსნას შეეცადა ქალი.აშკარა იყო ფხიზელ გონებაზე საერთოდ არ ხიბლავდა დევდარიანის კამპანია.
-გაგიყვან...
-არა.-კარისკენ გაემართა კატო და რკინის კარი გამოაღო.-ნახვამდის,მადლობა მთვრალი რომ ამიტანე.
-არაფრის...ხო,ჯობია მომავალში ამდენი აღარ დალიო.-აზრი არ ჰქონდა გაჯიუტებას,კატო ცოცხალი თავით არ წააყვანინებდა სახლში თავს,მეტიც მისი ზედმეტად აგრესიული ტონით მოშორებასაც კი ცდილობდა.რამაც ცოტა არ იყოს გააღიზიანა დევდარიანი.ბრაზმა ხელახლა მოუჭირა კისერში მარწუხები, რამდენიმე წუთის უკან თუ ფიქრობდა რომ თავისი თამაში ზედმეტად სასტიკი იყო და ჯობდა სხვა ხერხებით მოეძებნა კატომდე მისასვლელი გზა.საერთოდა გადაუსვა ხაზი თავის ნაფიქრს,ქალი მზერით გააცილა ლიფტის კაბინამდე,ოთახში დაბრუნებულმა კი ხელის უხეში კვრით მიხურა კარები და სამზარეულოსკენ დაიძრა.კარადა გამოაღო და იქიდან გამოღებული ვისკის ბოთლი ხმაურით დადგა მაგიდაზე.ჭიქა პირთამდე შეავსო და ერთი მოზრდილი ყლუპი მოსვა,ტელეფონს დასწვდა და სულაბერიძის ნომერი აკრიფა.
-სად ხარ?-მისალმების მაგივრად ყვირილზე გადავიდა დათო.
-რა იყო? სახლში ვარ.
-სახლშიი? შენთან ვარ...სად ჯანდაბაში ხარ?
-ჩემთან რა გინდა?-ვისკი ბოლომდე გამოცალა დაჩიმ
-ნიცამ დამირეკა,ტირილით...-ხმას შეთქმულივით დაუწია დათომ.-სად ხარ?
-რა ატირებდა?-კარისკენ სწრაფი ნაბიჯით დაიძრა და ბინიდან გასულმა ხმაურით გადაკეტა.-რა სჭირს,შენ გელეპარაკები სულაბერუძე..რა სჭირს ნიცას?
-აბა გამოიცანი...
-ამის დედაც...-ხელი მთელი ძალით მიარტყა კაბინის კედელს და სადარბაზოდან თითქმის სირბილით გამოსული მანქანის მიმართულებით დაიძრა.
-სად იყავი დაჩი? რატომ აქვს ნიცას ისტერიკა?
-მოვალ და გეტყვი...ბინაში ავედი,მთვრალი ვიყავი და სახლში წასვლა არ მინდოდა.რა პანიკას წევს ეგ ბავშვი, გამაგიჟებს...-ტელეფონი მხარსა და ლოყას შორის მოიქცია და ოსტატურად დასწია უკან სვლით მანქანა,საჭე მკვეთრად შემოატრიალა და მცირე ზომის ეზო საბურავების ღმუილით დატოვა.
ისედაც უგუნებოდ იყო და სურვილიც არ ჰქონდა ნიცას ისტერიკების მოსმენის,აღქმის და ცივი გონებით გადახარშვის.ნიცა ერთადერთი იყო მის ცხოვრებაში,ხელ შეუხებელი, რომლისთვის განკუთვნილი უქმეებიც დაუკითხავად აიღეს და მიითვისეს.არასდროს ყოფილა შემთხვევა დევდარიანს ღამე სახლში არ გაეთენებინოს,მაშინაც კი თუ გადაუდებელი საქმე ჰქონდა რაც უფრო ხშირად მის ბიზნეს პრობლემებს ეხებოდა, ყველანაირად ცდილობდა სახლში დაბრუნებას.ეს შემთხვევა კი სულ სხვა იყო..საერთოდ ამოვარდნილი კალაპოტიდან,შემთხვევა როდესაც დევდარიანს საკუთარი შვილი გადაავიწყდა.ისე დაუთმო შვილისთვის განკუთვნილი უქმეები ქალს თავადაც ვერ გაიაზრა...ვერ გაანალიზა,ვერ მიხვდა და ფაქტის წინაშე დამდგარმა აღმოაჩინა რომ არც მეტი და არც ნაკლები შეუვალ კლდესთან მოუწევდა შუბლით დაჯახედა.ან თავად გაიტანდა საკუთარ სიტყვას, ან არა და მოუწევდა მთელი ცხოვრება ნიცას პრეტენზიებზე ევლო,მით უმეტეს ბავშვი აღარ იყო.
-სად იყავი?-კარში შეეგება ნამტირალევი,შეწითლებული ცხვირით და წელზე შემორტყმული დოინჯით.
-რას გავხარ...შენ რა მართლა ტიროდი?-შუბლ შეკრულმა შეხედა შვილს და მისი სახის დანახვაზე სურვილი გაუჩნდა ძლიერად მოეხვია მკლავები და მისი სუსტი სხეული გულში ჩაეკრა, მაგრამ მალევე აიღო განზრახვაზე ხელი,ღიმილმა და თბილმა სიტყვებმა არ გაჭრა..იქნებ დრო იყო მკაცრად მისდგომოდა ამ პრობლემას?
-სიტყვას ბანზე ნუ მიგდებ!-თვალები დააკვესა უმცროსმა დევდარიანმა.-სად იყავი ისეთ ადგილას საკუთარი შვილი რომ დაგავიწყდა?
-ნიცა..მისმინე მამა...მოდი,დაჯექი..ჰოო, მოდი-სავარძლისკენ წაიყვანა და სუსტად უბიძგა ზურგში,პიჯაკი იქვე მიაგდო და სავარძელში მოკალათებულ მომლოდინე სახით მომზირალ შვილს ზემოდან დააჩერდა.-რამდენი წლის ხარ?
-ეგ რა შუაშია?
-გეკითხები და მიპასუხე!
-15 ის.
-მე რამდენის ვარ? 34 წლის ჰოო?..მე ვინ ვარ?მამაშენი,რა მევალება? მიყვარდე,გაგზარდო,აგღზარდო სასახელო ადამიანი რათა არ შემრცხვეს შემდეგ შენი სიტუტუცის.გასწავლო სიყვარული,მოთმინება,სხვისი აზრის პატივის ცემა და რაც მთავარია...მშობლის პატივისცემა.
-მამა-თვალები ისევ აემღვრა ნიცას
-დამამთავრებინე!-ხმას აუწია დაჩიმ და ოთახში გაიარ გამოიარა,მის წინ ისევ შედგა და გააგრძელა:-შენ, ერთი გატუტუცებული ბავშვი ხარ რომელსაც არ გააჩნია ელემენტარული პატივისცემა მშობლის მიმართ.შენ ერთი ეგოისტი ბავშვი ხარ, რომელიც თვლის რომ მხოლოდ და მხოლოდ მის გარშემო უნდა ვიტრიალოთ ჩვენ...უბრალო მოკვდავებმა.მისმინე მამა...მე, შენ მიყვარხარ,მაგრამ მიუხედავად ჩემი დიდი სიყვარულისა ხანდახან ხდება შემთხვევა როდესაც ვერ მოვდივართ სახლში,მაგალითად როგორც ღამით და შენ რა უნდა ჰქნა? ტელეფონს რომ აიღებ და დამირეკავ,კი არ უნდა გამომლანძრო,არამედ უნდა მკითხო: მამა, როგორ ხარ? რადგან შესაძლოა ისე არ ხდება როგორც შენს პატარა თავში გაჩენილი ფანტაზიები გკარნახობს,შესაძლოა რაღაც მოხდა,რაღაც მნიშვნელოვანი,ან სულაც კიბეზე დავგორდი და ფეხი მოვიტეხე.ეს გაძლევს პანიკის უფლებას?!
-მე მეგონა...-ცხვირი ხმაურით მოიწმინდა ნიცამ
-რა გეგონა?-თვალები დააწვრილა დაჩიმ და შვილს გამომცდელად დააკვირდა.
-მეგონა მასთან იყავი...-ამოიჩურჩულა ნიცამ და ატირდა.-შენს შეყვარებულთან
-ამის დედაც...-ხელი ბრაზით აიქნია დაჩიმ და ღრმად ჩაისუნთქა.-მასთან ვიყავი...
-რა?!-სახეზე მიტკლის ფერი დაედო ნიცას.
-ჰო,არ ხარ ბავშვი..მოდი ვისაუბროთ როგორც ზრდასრულმა ადამიანებმა.მე კატერინასთან ვიყავი ღამით...
-აბა, არ ვუყვარვარო?
-არ ვუყვარვარ...მოხდა შენდა გასაოცრად და მამაშენი, ცხოვრებაში პირველად არ უყვართ...მხოლოდ ორმხრივი სიყვარული და ინტიმური კავშირია საჭირო საყვარელ ადამიანთან რომ დარჩე ღამით და არც მეტი და არც ნაკლები მხოლოდ მისი ძილის ყურება გსიამოვნებდეს? არ ეხებოდე,მაგრამ ბედნიერი იყო...ღმერთო ნიცა,პირველად მინდა რომ ვიყო ბედნიერი და რატომ არ ცდილობ მილიონჯერ გავლილი თემა ერთხელ და სამუდამოდ გადახარშო და სულ ცოტათი მაინც გამიგოო?
-ჩემი ბრალი არ არის თუ არ მეთმობა მამაჩემის ის სიყვარული და სითბო რაც მანამდე სრულიად მე მეკუთვნოდა,ყურადღება და თუნდაც იმის გააზრება ჩემი სახელი შენს ტელეფონში მამას ერთადერთით რომ წერია.მე არ მინდა ვიყო მეორე,ან მესამე..არ მინდა სხვის ჩრდილში მომიწიოს ყოფნა.-სავარძლიდან წამოხტა ნიცა და საუბრის დროს ხელებს ემოციურად იქნევდა.-ჩემი ბრალია თუ არავისთან არ მინდა შენი სიყვარულის გაყოფაა?ჩემი ბრალია თუ შენ იმდენად იდეალური მამა ხარ რომ იმის გააზრებაც რომ შეიძლება სხვამაც დაგიძაზოს მამა,სხვისთვისაც იდეალური გახდე უბრალოდ მაგიჟეებს?-გაფითრებულმა დევდარიანმა ღრმად ჩაისუნთქა,თავი საშინლად ასტკივებოდა და საიდანღაც გამოძებნილი მოთმინების დამსახურებით, აფეთქებამდე მისული მრისხანების მოთოკვას ცდილობდა.
-და შენ რას იზამ? თუ შეგიყვარდა, ხელს ჰკრავ და მთელი ცხოვრება იქნები უსიყვარულოდ რადგან მამა-შვილური სიყვარული გადაწონის ქალ-ვაჟირს და ესე ვიქნებით მშვიდად და ბედნიერად მხოლოდ მე და შენ?
-არ შემიყვარდება...
-ღმერთო,მაინც რა პატარა ხარ ნიცა...-ღრმად ამოისუნთქა და ხელები ფართოდ გაშალა.-მაშ ასე,დღეიდან მე და თქვენ ქალბატონო ნიცა, გადავდივართ ახალ ტაქტიკაზე.ეს ერთგვარი გამოწვევა იქნება...მოკლედ,მშვიდად ხვდები ჩემს პირად ცხოვრებას,საკუთარ საქციელს გაანალიზებ და საბოლოოდ მორჩები ეგოისტობას.ჩემს თავს არავინ გართმევს...მინდა რომ დაჯდე და იფიქრო,სად სცდები და რატომ?პირველი სასჯელი დღეს გამართულ ისტერიკაზე.-ტუჩები დაბრიცა და ისევ ღრმად ჩაისუნთქა.-შენი საკრედიტო ბარათი იბლოკება!სკოლაში მიდიხარ ჯიბეში ჩაკუჭული ხუთი ლარით...ხუთი დღე!
-რა?
-შეიძლება უფრო გავამკაცრო სასჯელის ზომა და სკოლაში ავტობუსით მოგიწიოს სიარული.
-დედასთან გადავალ.-წამოიკივლა ნიცამ და ჟურნალების მაგიდაზე ხმაურით დაახეთქა ტელეფონი.
-დედაშენს, მოვუტ*ყნავ დედას!-ხელები თეატრალურად გაშალა და გაიბადრა.-მიხარია შეთანხმებას რომ მივაღწიეთ,ჩემი შვილი ხარ.კოჭებში გეტყობა.-დაბღვერილი ნიცასკენ დაიხარა და შუბლზე ხმაურით აკოცა.გაბუსხული შვილი სასტუმრო ოთახში დატოვა და მეორე სართულზე ასასვლელ კიბეებს სირბილით აუყვა.



ცუცქნა თავია :დ:დ:დ მაგრამ მეპატიება..( მე ვაპატიე ჩემს თავს :დ:დ)скачать dle 11.3



№1 სტუმარი Stumari

Dzalian kargi iyoo... dachi shemecoda... katerinac da nucac misabertyebi arian raaa.... ai ase bolos gamecina yochag dachiko... miuchina nucas adgili.... (დედაშენს, მოუტყ*ნავ დედას!):d :d bevri vicine raa.... sauketeso xar fefooo ❤❤❤❤

 


№2 სტუმარი სტუმარი მარი

აუ აი რამაგარი ხარრ<3<3 შენი სახელი გვითხარი რა

 


№3  offline წევრი დარინა

კატერინაზე ისე მეშლება ნერვები ჩემ დაჩიკოსასე რომ მიტანჯავს, ვაიმე წაიღო ამ თავისი უაზრო ახირებით ტვინი ვითომდა ის ლენჩი ტატო უყვარს საკუთარ თავსაც რომ ატყუებსმაგაზე უფრო მეშლება ნერვები, ნუღა მიწანებს ჩემ დაჩის, აი იმ მომენტს ველოდები კატერინა ეჭვიანობისგან და ბოღმისგან როდის გასკდებაა, ხო იმედია კიდევ უფრო გააქტიურდება დაჩი, თუ არა და გამოუშვი კაცო ჩემთან მე დავამშვიდებ, განსაკუთრებით განვიცდი დაჩის მდგომარეობას, ხომ იცი რომ შენზე ვგიჟდები ჩემი საოცარი გოგო ხარ.

 


№4 სტუმარი სტუმარი ქეთი

მიყვარხარ მე შენ და შენი ფანი ვარ :) :L

 


№5 სტუმარი ნათია41

რა იკაცა.

ძლივს არ მიუჩინა ამ გატუტუცებულ გოგოს ადგილი?!

 


№6  offline ახალბედა მწერალი ფ ე ფ ო

Stumari
Dzalian kargi iyoo... dachi shemecoda... katerinac da nucac misabertyebi arian raaa.... ai ase bolos gamecina yochag dachiko... miuchina nucas adgili.... (დედაშენს, მოუტყ*ნავ დედას!):d :d bevri vicine raa.... sauketeso xar fefooo ❤❤❤❤

:)))))) მადლობაა.

სტუმარი მარი
აუ აი რამაგარი ხარრ<3<3 შენი სახელი გვითხარი რა

ძალიან დიდი მადლობა :* ფეფო :)

დარინა
კატერინაზე ისე მეშლება ნერვები ჩემ დაჩიკოსასე რომ მიტანჯავს, ვაიმე წაიღო ამ თავისი უაზრო ახირებით ტვინი ვითომდა ის ლენჩი ტატო უყვარს საკუთარ თავსაც რომ ატყუებსმაგაზე უფრო მეშლება ნერვები, ნუღა მიწანებს ჩემ დაჩის, აი იმ მომენტს ველოდები კატერინა ეჭვიანობისგან და ბოღმისგან როდის გასკდებაა, ხო იმედია კიდევ უფრო გააქტიურდება დაჩი, თუ არა და გამოუშვი კაცო ჩემთან მე დავამშვიდებ, განსაკუთრებით განვიცდი დაჩის მდგომარეობას, ხომ იცი რომ შენზე ვგიჟდები ჩემი საოცარი გოგო ხარ.

მეც მაგას არ ვიძახიი :დ:დ:დ არ უნდა კატოს და სხვები იხვეწებიანთქოო

ნათია41
რა იკაცა.

ძლივს არ მიუჩინა ამ გატუტუცებულ გოგოს ადგილი?!

ეხ,ადგილის მიჩენამდე ჯერ კიდევ შორის...რაქნას გატუტუცებული შვილი ჰყავს,თვითონაც ტუტუცი იყო და ერთად გაიზარდნენ.ეხლა რას ელოდება:დ

 


№7  offline წევრი Marryam

აეგრე ეკუთვნის ტუტუც ნიცას ;დდ კატერინას რაც შეეხება მისი რეაქცია ბუნებრივია...საკითხავი ის არის ახლა რომ დავუსვათ კითხვა ტატო უყვარს თუ არა, რას გვიპასუხებს ^_^ ეჭვი მაქვს გაუჭირდება პასუხის გაცემა ;დ დაჩიმ კიდევ არჩეული გეზით უნდა იაროს ^^❤

 


შენი თავის პატიება არ გიშველის დდ
კარგი თავი იყო
ძალიან დიდი ემოციები იყო შიგნით


***

 


№9 სტუმარი ფეფო

Marryam
აეგრე ეკუთვნის ტუტუც ნიცას ;დდ კატერინას რაც შეეხება მისი რეაქცია ბუნებრივია...საკითხავი ის არის ახლა რომ დავუსვათ კითხვა ტატო უყვარს თუ არა, რას გვიპასუხებს ^_^ ეჭვი მაქვს გაუჭირდება პასუხის გაცემა ;დ დაჩიმ კიდევ არჩეული გეზით უნდა იაროს ^^❤

რომ ვკითხოთ კატოს გვიპასუხებდა: მეტს აღარ დავლევ გეფიცებიოო :დ:დ:დ

გროსმაისტერი
შენი თავის პატიება არ გიშველის დდ
კარგი თავი იყო
ძალიან დიდი ემოციები იყო შიგნით


***

მადლობაა :* :* არ მეპატიება ვიცი მაგრამ რომ მიყვარს საკუთარი თავი და მის ტანჯვას ვერ ვუყურებ :დ :დ :დ

 


№10 სტუმარი სტუმარი სოფა

ძალიან მომწონს ნიცას პერსონაჟი. ალბათ საკუთარ თავთან ვაიგივებ და მაგიტო უფრო:) პირველი ისტორიაა, როცა სასიყვარულო ჭრილზე მეტად ნიცა დაჩის ურთიერთობა მაინტერესებს. ჩემი, როგორც ერთგული მკითხველის თხოვნაა, მეტი დრო დაუთმო ამ ორის ურთიერთობას და არც ნიცას დაათმობინო პოზიციები ასე მარტივად:) ძალიან ველოდები

 


№11 სტუმარი linda

ver vitan gauzrdel, gatutucebul bavshvebs.
dachis ise eqceva rogorc sami wlis bavshvs da droa gons moegos eg bavshvi

principshi raga bavshvi amxela gogoa ukve

 


№12 სტუმარი სტუმარი თათუ

დაჩის ბოლო წინადადებამ დაგლიჯა❤️

 


№13  offline წევრი Tskrialashvili Mariami

დავიწყებ იქიდან, რომ ერთ-ერთი მწერალი ხარ საიტზე ვინც მესაუკეთესოება ^_^ ♡
არ მევასებიან ეს ბუნჩულა ბიჭები და რა გავაკეთო :დ
ისე ძალიან მეკარგება შენი ისტორიის გმირები, ნიკოლიზი, გიორგი და დაჩი რომ არვიცი ^_^
დაჩი ჯერ მარტო იმიტომ შევიყვარე პირველი თავიდან , რომ "დაჩი" ერქვა :დდ :*
მესაყვარლება და რაგავაკეთო
დაჩი დაჩი დაჩი დაჩი
კარგია ძალიან კარგი ^_^
კატერინა (კატო) მალე მიხვდეს რა, რომ უყვარს დაჩი თორემ შევეცილები :დდ (ისე მე მივხვდი რომ მიყვარს და რო რამე ჩემი იყოს ჰა არ შეიძლება? ^_^ )
ნუ ერთი სიტყვით და რამდენიმე გაგებით
ან შეიძლება ერთი გაგებითაც მომწონს, მიყვარს, მახარებს შენი ისტორიები
ნუ რამდენიმე არ ვიცი, მაგრამ ჩავუჯდები ♡♡

 


№14 სტუმარი სტუმარი თამუნა

შენი ერთგული მკითხველი ხო ვარ მაგრამ ეს ისე მომეწონა ეხლა ვინანე რატომ დავიწყე კითხვა როცა დაასრულებდი წერას და სრულად ატვირთავდი მაშინ წამეკითხა იმიტომ რომ არ შეგაწუხებდი იმის კითხვით როდის დადებდი ახალ თავს უბრალოდ ძალიან განსხვავებულიც არარის შენი სტილიდან მაგრამ მაინც ინტერესეიანია ძალიან უბრალოდ ერთს გთხოვ უცბათ და მშრალად არ დაამთავრო წარმატებები და გელიი შემდეგს თავს სულმოუთმენლად ველიი გთხოვ დადეე დღეს ????????

 


№15 სტუმარი elene

Auu fefoo dghes iqneba shemdegi tavi? gvipasuxe ra

 


№16 სტუმარი სტუმარი lika

სიგიჟემდე,გაფრენამდე,გადარეულობამდე მომწონს... ყველაზე მეტად იცი რას ვნანობ? თავის დროზე ყველა შენი ისტორია მინიმუმ 2ჯერ რომ მაქვს წაკითხული და ახლა მარაგში არაფერი არ მაქვს... არა რა ერთი ორი ისტორია უნდა შემომენახა ხო ჩავუჯდებოდი და წავიკითხავდი ახლა უსაქმურობისგან ლანდი რომ გამდის :დდდ

მგონი ურიგო არ იქნება მესამე კრუგზე რომ წავიდე და ისევ გავიხსენო შენი ისტორიის "მამრები" :დდდ თორე აგერ დაჩიმ გადამავიწყა ყველა... :დდდდ

 


№17 სტუმარი სტუმარი irma

auu dghess ariqneebaa??? sad daikargeee

 


№18 სტუმარი ფეფო

არ დავიკარგეეე...აუ :დ:დ:დ სად დავიკარგებოდი ეს ფილარმონია ქალი.ვცდილობ ყველანაირად გეფიცები.გვიან მაგრამ აუცილებლად დავდებ...ეს უქმეები ცოტა დამღლელია ჩემთვის ყველა სახლშია და თუ ჩავთვლით იმასაც რომ გავცივდი და სიცხე მაქვს მთელი დღე ჩაის ფინჯნით და პიჟამათი დავბოდიალობ( აღარ ვათვლი თბილ ჟაკეტს და ერთჯერადი ცხვირსახოცების მთას.) პასუხს რომ არ გცემთ(ვწრ გცემთ უბრალოდ ვერ ვახერხებ ხშირად შემოსვლას და არ იფიქროთ უყურადღებოდ გტოვებთ. დავდებ დღეს შეიძლება გვიან მაგრამ აუცილებლად. :*

 


№19 სტუმარი სტუმარი inga

gelit moutmenlad da gamojanmrtelebas gisurveb

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent