შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შანსი-2 /სრულად/


6-09-2019, 09:05
ავტორი ენ ბლექი
ნანახია 4 286

შანსი 2
სიყვარული ერთადერთი ზღაპარია, რომელიც არ იწყება სიტყვებით “იყო და არა იყო რა”, მაგრამ ამ სიტყვებით მთავრდება.
1
გამარჯობა... არასდროს მეგონა თუ ჩემი ისტორიის გასაჯაროვებას გადავწყვეტდი თუმცა გამოვიყენებ ბანალურ საყოველთაოდ ცნობილ აზრს "არასოდეს თქვა არასოდეს" ხოდა მეც აქ ვარ, აქ რა.. მთებში ჩახერგილ უზარმაზარ სანატორიუმში, უკვე სამი წელია დედაჩემის დაჟინებული მოთხოვნით ამ აქოთებული საავადმყოფოს კედლებში გამოკეტილი სევდით გავცქერი ჩემს წინ გადაშლილ ამ სილამაზეს, სილამაზეს რისი აღქმის უნარიც უკვე აღარ შემწევს. ირგვლივ მხოლოდ თეთრ ხალათში გამოწყობილი ექთნები, პირქუში გამომეტყველების ექიმები, ნაკლებად ავადმყოფური ან მეტად ავადმყოფური სახის მქონე პაციენტები მახვევია. აქ რას ვაკეთებ? ვცდილობ სიცოცხლის გახანგრძლივების შანს მოვეჭიდო. მე ანკა ვარ, ანკა კაბულოვა. დედით ქართველი მამით... ჯანდაბა ამას რა მნიშვნელობა აქვს. ერთი სიტყვით მოემზადეთ... მინდა ჩემი ისტორია გიამბოთ. ჰო აბა რა თხრობას იმით დავიწყებ რომ ცოტა რამეს მაინც გაგიმხელთ ჩემს შესახებ, თუნდაც იმიტომ რომ წარმოდგენა შეგექმნათ ადამიანზე რომელმაც ასე დაუფარავად და ურცხვად გადაწყვიტა საკუთარ ემოციებს, შეხედულებებს, განცდებს, მიზნებს და ამბიციებს თავი მოხსნას და საჯაროდ გამოიტანოს, გამოიტანოს რათა საზოგადოებამ შეძლოს ჩემი შეხედულების ჯიჯგნვა, კითხულობ და ალბათ ფიქრობ რამ გააბოროტა ეს ერთი ბეწო ქალიო, გაბოროტებული სულაც არ ვარ, უბრალოდ ემოციებისგან იმდენად დაცლილი და გარეცხილი ვარ რომ საკუთარი არსებობის რეალობაში ყოველ ღამით შემაქვს ეჭვი. არა და სწორედ ღამეა ჩემი ერთადერთი მეგობარი, მეგობარი ვის კალთებშიც ჩაძირული ამაოდ ვეძებ საკუთარ თავში იმ თავქარიან გოგონას რომელიც ცოტაც და თავისი პროფესორის მკლავებ ქვეშ მომწყვდეული უარყოფთა იმ მოსაზრებას რომ სექსი მხოლოდ მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდია, მოსაზრებას რომელიც ასე ჟღერს „თუ ადამიანს დეპრესია აწუხებს და გარშემო ყველაფერი აღიზიანებს. გასათვალისწინებელია, რომ სექსის დროს ხასიათი საგრძნობლად უმჯობესდება. გარდა იმისა, რომ სექსის დროს განიცდი სიამოვნებას, ამ დროს ორგანიზმი გამოიმუშავებს ჰორმონ ენდორფინს, რომელიც მოქმედებს ადამიანის კარგ განწყობაზე და სამყაროს პოზიტიურ აღქმაზე. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ხასიათის გაუმჯობესებაზე მოქმედებს ჰორმონალური ცვლილებები ორგანიზმში. ყველაფერი მარტივია, ხარისხიანი სექსის შემდგომ, ადამიანის განწყობილება უმჯობესდება ქიმიურ დონემდე და ამისათვის არ არის საჭირო განსაკუთრებული ძალისხმევა მოეშვით და უბრალოდ მიიღეთ სიამოვნება. თუ ადამიანს ხშირად რაღაც აწუხებს და ტკივათ, მაშინ უნდა ისევ და ისევ სექსით მკურნალობის მეთოდს მიმართოს. ორგა/მის მიღებამდე, ადამიანის სისხლში გადადის ჰორმონი - ოკსიტოცინი, რომელიც ატარებს ტკივილგამაყუჩებელ ხასიათს და იგი მორფინის ანალოგიურია. ასე რომ სექსი საუკეთესო ტკივილგამაყუჩებელია“. ვითომ მართალია? არ ვიცი, მხოლოდ ის მახსოვს როცა პროფესორს ჩემი მოსაზრება გავუზიარე გაიღიმა და წიგნაკში რაღაც ჩაინიშნა, მხოლოდ შემდეგ გაირკვა რომ სექსი მისთვისაც ტკივილგამაყუჩებლის ფუნქციას ასრულებდა. რა უნდა იყოს იმაზე სასაცილო ვიდრე ის რომ მე ახლა ვზივარ სანატორიუმის ერთ-ერთ წამლით აქოთებულ ოთახში (არ დაგავიწყდეთ რომ დედაჩემი ამაში უამრავ ფულს ჰყრის) და ვუყვები ამბავს ჩემს შესახებ ჩემს წინ, მოძველებულ სავარძელში მოკალათებულ არასასიამოვნი ჰაბიტუსის მქონე ფსიქოლოქს, რომელიც უგემოვნოდ მორგებულ უზარაზარ სათვალეს ამოფარებული ხარბად ათვალიერებს ჩემს ჯერ კიდევ სიჯანსაღის ელფერდაკრულ სხეულს.
- ამას გამოვტოვებ. - ეჭვით მიყურებს ფსიქოლოგი, მაგიდაზე დადგმულ ჭიქას იღებს და აშკარად აღგზნებულ სხეულს ცივი წყლის მეშვეობით იმშვიდებს.
- მე კი ვფიქრობ რომ მკითხველი რომელიც ჩემს ისტორიას გაეცნობა წარმოდგენა უნდა ჰქონდეს იმ ადამიანზე ვისაც ჩემი ნააბმობი ფურცლებზე გადმოაქვს.
- შენგან კარგი მწერალი დადგებოდა ანკა. - გულწრფელი ჩანს პროფესორი.
- ჩემგან ისეთივე კარგი მწერალი დაგდება რამდენადაც კარგი პორ/ოვარსკვლავი. - მხრები ავიჩეჩე და ფანჯრიდან მონაბერ სიოს სახე მივუშვირე. - თუმცა ახლა ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. - ვამატებ სინანულით და მთელი სიცხადით ვგრძნობ როგორ მიპრობს უღიმღამო კაეშანი.
- ისევ ფიქრობ რომ სექსი ერთგვარი ტკივილგამაყუჩებელია?
- მგონი კი. თქვენ როგორ ფიქრობთ? - ფსიქოლოგი ჩაფიქრებული თვალებით მომაშტერდა და გამიღიმა.
- თუ გსურს საუბარი ხვალისთვის გადავდოთ.
- ჩემთვის სულერთია. - სავარძლიდან უხალისოდ წამოვდექი და კარისკენ წავედი.
- ანკა ექიმის დანიშულება არ დაგავიწყდეს. - მაგიდაზე დადებული ფურცელი გამომიწოდა ჩემმა ფსიქოლოგმა. ირონიულად გავხედე და მისი კაბინეტი დავტოვე. კაბინეტიდან გამოსულმა უინტერესოდ მოვავლე თვალი კართან ატუზულ მედ-პერსონალს. ჩემი ფსიქოლოგი იმით გამოირჩევა რომ ყველას ვისთანაც გასდის სექსუალურ კავშირს ამყარებს, როცა ვამბობ ყველას ვგულისხმოვ ყველას - ჩემს გარდა.
- ექიმმა თქვა ცოტა შესვენება მჭირდებაო. - თვალი ჩავუკარი მასზე შეყვარებულ ერთ-ერთ ექთანს და იქაურობას გავეცალე. ვერ ვხედავდი თუმცა ზურგი ისე ამეწვა ვგრძნოდბი რამდენი წყვილი თვალი მაცილებდა დერეფანში მიმავალს, კიბესთან წამით შევჩერდი, მინდოდა მათი მისამართით რამე რეპლიკა მესროლა მაგრამ გადავიფიქრე, სწრაფად ჩავირბინე კიბის ხუთიოდე საფეხური და მთავარი შემოსასვლის მეშვეობით სუფთა ჰაერზე გავედი. თვალები დავხუჭე და გაზაფხულის საამო სურნელი რომელიც ასე ურცხვად მელამუნებოდა სახეზე ღრმად შევუშვი დაუძლურებულ ფილტვებში. წარმოვიდგინე რომ ტრიალ მინდორზე მარტო ვიდექი, გარშემო არაფერი იყო, მხოლოდ მე და ჰაერში მოფარფატე ფერად-ფერადი პეპლების მთელი არმია. გამეღიმა, ოცნებას თავი ვანებე და შარვლის უკანა ჯიბიდან მობილური ტელეფონი ამოვასრიალა, სწრაფად მოვხსენი დამცავი კოდი. არც ერთი შეტყობინება. - რა თქმა უნდა. - ამოვილაპარაკე ღიმილით და ისევ კუთვნილ ადგილზე დავაბრუნე.
- ანკა, წამლის მიღების დროა. - მომესმა ზურგს უკან ვერიკოს ხმა. ვერიკო ორმოცდაათწელს მიღწეული საკმაოდ მოწესრიგებული ქალბატონია, პროტოკოლით გაწერილი ღიმილი მისი სავიზიტო ბარათია, ჩაწიკწიკებული კბილები რომელიც ვფიქრობ სანატორიუმის ხარჯშე უნდა გაეკეთებინა რადგან არამგონია მისი მწირი ხელფასით მსგავსი სიამოვნება მიენიჭებინა საკუთარი თავისთვის, ახლაც ფართოდ გახსნილი ტუჩებიდან ყველა კბილი დამიკრიჭა და ხელის ქნევით მანიშნა რომ მასთან მივსულიყა. უხალისოდ დავემორჩილე და მისკენ წავედი. ხელის გულზე მოთავსებული სამი სხვა და სხვა ფერის აბი ზიზღით ავაცალე და სწრაფად გადავყლაპე. - კარგი გოგო ხარ. - პატარა ბავშვივით მომითათუნა სახეზე ხელი და ის იყო წასვლა დააპირა ჩემს მიერ მოულოდნელად დასმულმა კითხვამ ადგილზე რომ გააშეშა.
- თქვენც გ/იმავთ?
- ახალგაზრდავ! - სწრაფად შემობრუნდა ღიმილდაკარგული ვერიკო ჩემსკენ და თითის ქნევით მომმართა. - რამდენს ბედავ.
- უწყინარი კითხვა დაგისვით. - უდარდელად ავიჩეჩე მხრები და უფრო დაჟინებით მივაშტერდი მოვლილ მაგრამ ნაოჭებშეპარულ სახეზე, მოგრძო სწორი ცხვირის წვერი ოდნავ გაოფლიანებოდა, სავსე მაგრამ დაღარული ტუჩები ერთმანეთს ძლივს დააშორა და ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა. - თავხედი! - მომახალა ბრაზმორეულმა, ათრთოლებული მხრების მიუხედავად წელში გასწორდა, თავი ამაყად ასწია და გამეცალა.
- ეჭვიც არ მეპარებოდა. - გონებაში დატრიალებული მოჩვარული ვერიკოსა და ღიპიანი ფსიქოლოგის აქტის წარმოდგენის გამო გამაჟრიალა და უაზრო ფიქრები რომ თავიდან ამომეგდო ეზოში შეკრებილ პაციენტებს შორის ვოვას ძებნა დავიწყე. აი ისიც. საბრალო. სახე მომექუფრა და მისკენ წავედი.
- გამარჯობა.
- ანკა? - თავს გაღიმება აიძულა ამ უკანასკნელმა თუმცა დასუსტებული ძვლების გამო კისერი სწრაფად ჩამოუვარდა და ახლა ქვემოდან დამიწყო ცქერა. რაღაც უსიამოვნო გრძნობამ ერთიანად დამრია ხელი, მის გვერდით დავჯექი და უხმოდ განვაგრძე ეზოში გამოფენილი სასიკვდილოდ განწირული ექსპონანტების ცქერა.
- ახალი ექიმი უკვე გაიცანი?
- ვინ ახალი? - ეჭვით მოვათვალიერე ეზო მაგრამ უცხო სახე ვერსად შევნიშნე.
- ამბობენ ისეთი თვალები აქვს ვერც ერთი ქალი მის მიმართ გულგრილი ვერ რჩებაო.
- მხოლოდ ქალები?
- სულ როგორ უნდა მაიმუნობდე ანკა. - მხრები ავიჩეჩე და მოშორებით მდგომ ქრისტინას გავხედე. (ვინ არის ქრისტინა?) ჰო რა თქმა უნდა ქრისტინა საავდმყოფოს სექსიმბოლოა. ზედმეტად მადისღმძვრელი უკანალითა და სავსე ძუძუებით. როგორც ვიცი აქ ხუთი წლის წინ ფილტვების მწვავე ანთებით მოიყვანეს, დიდხანს უმკურნალეს და საბოლოოდ გამოჯანმრთელებული გაწერეს კიდეც, თუმცა ამ უკანასკნელმა წასვლა არ მოისურვა. დღემდე ვერ გავარკვიე ამ მიყრუებული ადგილიდან წასვლა რატომ არ სურს.
- მგონი ვერ უნდა იყოს.
- ქრისტინა?
- რა ქრისტინა ანკა ახალ ბიჭზე გეუბნები.
- რადგან ასეთი საოცარი თვალების პატრონია?
- საშიში იერსახე ჰქონდა. ცოტათი გიჟს ჰგავდა.
- აქ გიჟებს რა უნდა სულელო.
- მე კი მგონია რომ გიჟია.
- მორჩი. - მოკლედ მოვუჭერი ვოვას და ისევ ეზოს მოვავლე თვალი. - ვოვა. - მხარი ვკარი ჩემს გვერდით მთვლემარე მეგობარს.
- რა? - ბრაზით ამომხედა მისუსტებული თვალებით.
- აქედან წასვლა არ გინდა?
- სად?
- სადმე, ადგილს რა მნიშვლება აქვს, წლებია აქ ხარ გამოკეტილი, დავიჯერო არ გსურს ცხოვრებას სხვა მხრიდან შეხედო?
- შემახსენე ანკა აქ რატომ ხარ? - თვალები დააწვრილა ვოვამ.
- მწვავე ლეიკემია! კმაყოფილი ხარ? - ბრაზით ამოვთქვი, ფეხზე წამოვდექი და ჩემი მოსაუბრე საკუთარ თავთან მარტო დავტოვე. სასაცილოა ჯერ სულ რაღაც ოცდაარვა წლის ვარ ცხოვრება კი ჩემგან ისე სწრაფად მიდის თითქოს ჩემთან ყოფნა არც აინტერესებს. ზედმეტად ცბიერი აღმოჩნდა, როდესაც მეგონა რომ ცხოვრებისთვის საჭირო ყველა კარტი ხელში მეჭირა მან სწორედ ამ დროს ჭადრაკის თამაში დამიწყო და მე როგორც ჭადრაკის უცოდინარი ზედმეტად უხარბიელო სვლების განხორციელება დავიწყე.
- როგორ ფიქრობ რა არის ადამიანის ძირითადი დანიშნულება? - ჩავეკითხე შესასვლელში მდგომ დაცვის თანამშრომელს რომელმაც ღიმილით გამიღო რკინის მძიმე კარი.
- არ ვიცი ანკა. - ღიმილით მიმითითა რომ სანატორიუმში შევსულიყავი.
- არც მე. - ლოყაზე ვაკოცე დაცვას და ჩემი ოთახისკენ ავიღე გეზი. ჩემი ოთახი სანატორიუმის მესამე სართულის კუთხეში მდებარეობს, ოთახში ჩემს გარდა კიდევ ორი გოგონა ცხოვრობს, მია რომელიც ამაოდ ებრძვის შიდს და თამთა რომელსაც გაციება ქრონიკულ ანთებაში გადაეზარდა. ოთახში შესული მისალმების გარეშე დავენარცხე საწოლს და თვალები დავხუჭე. - რა მნიშვნელობა აქვს ცხოვრებას მაშინ როდესაც განწირული ხარ? - ფეხმორთხმით დავჯექი საწოლზე და ბანქოს თამაშით გართულ გოგონებს გავხედე.
- ახლა ნუ დაიწყებ სიბრძნის ნთხევას, დავიღალე. - ბრაზით მომიბრუნდა მია.
- ერთი წამით დაფიქრდით. - სწრაფად ჩამოვხტი საწოლიდან, მათთან მივედი, ყურადღება არ მივაქციე საწოლზე გაშლილი კარტებს და მათ შორის მოვთავსდი.
- ანკა! - შემიბღვირა მიამ.
- უბრალოდ დაფიქრდი რა აზრი აქვს არსებობას ცხოვრების გარეშე?
- სადმე კარგი მოსა/ევი გააძრე და არ მითხარი?
- აქედან წასვლა მინდა. - მხრები ავიჩეჩე და გოგონებს გავხედე.
- სად?
- რა მნიშვნელობა აქვს, თუ მაინც უნდა მოვკვდე ნორმალურად მაინც მოვკვდები.
- ნორმალურ სიკვდილს რას ეძახი? - ინტერესით ჩამეკითხა თამთა.
- სამი წელია აქ ვარ, უკვე დამავიწყდა როგორია სამყარო, მინდა გავიხსენო, მინდა მის უღირს მკლავებში გახვეულმა მანამ ვიცურო სანამ ჩემს დახრჩობას არ გადაწყვეტს და როცა ეს დღეს დადგება მე სიამოვნებით დავნებდები მის ველურ ბუნებას და მადლობასაც კი ვეტყვი რომ ამ უფერო სხეულიდან დამიხსნის. - სულ ორიოდე წამი სუჩუმემ მოიცვა ჩვენი საძინებელი, გაფითრებული მია და არანაკლებ გაოგნებული თამთა თვალს არ მწყვედნენ. ბოლოს ჩვენ სამ შორის ყველაზე გაბედულმა მიამ შუბლზე გაშლილი ხელის გული მომადო.
- მაღალი სიცხე აქვს. - ქვედა ტუჩს მსუბუქად ჩაავლო კბილები, საწოლიდან წამოდგა და გარეთ გავიდა, ზუსტად ორ წუთში ექთან ვერიკოსთან ერთად დაბრუნდა. რამდენიმე საათის წინ მიღებული წყენა უკვალოდ გაუჩინარებულიყო მისი სახიდან, მზრუნველად შემიმოწმა შუბლი და ღიმილით დაამატა.
- წამოდი ექიმთან ჩავიდეთ.
- კარგი. - ფეხზე წამოვდექი და უხალისოდ გავყევი ჩემს წინ მიმავალს.
- ხომ იცი სიცხის აწევა რამაც განაპირობა?
- მაინც რამ?
- თავს ნუ იკატუნებ, დაცვამ მითხრა რომ ღამ-ღამობით თხელი პერანგის ამარა დაბოდიალებ სანატორიუმის კედლებს შორის, ისიც მითხრა რომ შენს თავს ელაპარაკები, ამას ფსიქოლოგს არ ვეტყვი მაგრამ შეეცადე სხვა დროს ასე აღარ მოიქცე, ხომ არ გსურს დარჩენილი სიცოხლე საგიჟეთში გამოკეტილმა გაატარაო?
- და რითი სჯობს ეს აქოთებული სანატორიუმი საგიჟეთს?
- ანკა! - ხმაში სიმკაცრე შეეპარა ვერიკოს და დოინჯშემორტყმული ჩემსკენ მობრუნდა. - მე რო დედაშენი ვიყო ერთს კარგად მიგტყიპავდი.
- ხუთი წლის არ ვარ ასე მესაუბროთ, მაინც რითია ეს სანატორიუმი საგიჟეთზე უკეთესი?
- იცი მაინც როგორ ექცევიან გიჟებს?
- არც ერთი გიჟი არ არის გიჟი თუ მის არგუმენტს მოისმენ. - გავუღიმე ექიმს და თვალით ვანიშნე რომ უკვე დაიშნულების ადგილზე ვიყავით.
- აქ დამელოდე. - მოკლედ მომიჭრა და ექიმის კაბინეტში გაუჩინარდა. რამდენიმე წუთი შეძლებისდაგავარად ვითმინე კაბინეტიდან გამოსული ორი იდიოტის ურცხვი სიცილი, ბოლოს მოთმინების ძაფი გამიწყდა, კარის სახელური სწრაფად ჩამოვწიე და ოთახში შევედი. - ხომ გითხარი რომ უნდა დამლოდებოდი. - სწრაფად მოშორდა ვერიკო ექიმის მხრებს და ალეწილი სახე შემანათა.
- სხვათაშორის მაშინ როდესაც თქვენ ორნი აქ უაზრო ღლაბუცით ხართ დაკავებული ჩემი ტემპერატურა ნორმას საგრძნობლად გასცდა და უკვე ფეხზე დგომა მიჭირს, ასე რომ მომეცით ეს წყეული სიცხის დამწევი და ჯანდაბამდის გზა გქონიათ ორივეს. - წარმოდგენა არ მაქვს სად ვიპოვე ჩემში ის ენერგია რომელმაც მაიძულა ბოლო ხმით მეღრიალა. გაფითებული ვერიკო და არანაკლებ დაბნეული გიორგი ექიმი რომელიც დანამული სათვალის უკან ამოფარებული ძლივს არჩევდა ჩემს მოულოდნელ სახეცვლილებას რამდენიმე წამით მოჯადოებულებივით მიცქერდნენ, ბოლოს ექიმმა უჯრა გამოხსნა და სიცხის დამწევი მომაწოდა.
- დალიე და შეეცადე კარგად გამოიძინო, ძილი ძალების აღდგენაში დაგეხმარება.
- მადლობა. - სწრაფად გადავყლაპე წამალი და უკანმოუხედავად დავტოვე ეს ორი ექიმის კაბინეტში.
- მასზე ასე რატომ ზრუნავ? - მომესმა კარს მიღმა ვერიკოს ნაწყენი ხმა. - მოგწონს? - პასუხის მოსმენა არ მსურდა, ამიტომაც სწრაფი ნაბიჯებით გავეცალე იქაურობას. გარეთ ჩამოწოლილი ბინდი უკვე შემოჭრილიყო სანატორიუმის ცივ კედლებში, ამიტომაც ირგვლივ დამდგარი სიბნელის ძლიერი საბანი უფრო შესაზარ სანახაობას სძენდა ისედაც საძულველ საავადმყოფოს, ის იყო დერეფნის ბოლოს პირველივე შესახვევში შევუხვიე ვიღაცის ძლიერ სხეულს რომ შევასკდი, წაბარბაცებული კედელს მივეხეთქე და დარტყმის შედეგად მიღებული ტკივილის გამო ყრუდ ამოვიკვნესე.
- მაპატიე. - აქამდე უცნობმა ხმამ რეალობაში სწრაფად დამაბრუნდა.
- წინ იყურე. - შევუტიე უცნობს და შევეცადე სიბნელეში მისი სახის ნაკვთები როგორმე გამერჩია.
- მათე.
- რა?
- ჩემი სახელი, მათე.
- რომელი მათე? ის საოცარი თვალები რომ აქვს?
- ვხედავ ჭორი შენამდეც მოვიდა? რა გქვია?
- ანკა.
- ბოდიში რომ დაგეჯახე. - ჩემთვის გვერდის ავლა სცადა მათემ და სწორედ მაშინ როდესაც ზუსტად ჩემს გვერდით აღმოჩნდა ძალიან კარგად გავარჩიე მისი სახის ნაკვთები. სახის უხეში მოყვანილობის გამო წამით სხეულში დავლილმა სიცივემ გული თითქოს გამიჩერა, ძლიერი ყბები რომელიც ისეთ მამაკაცურ იერსახეს სძენდა, სწორი ცხვირი და სავსე ტუჩები ისეთ კონტრასტში იყო ერთმანეთთან რომ წამით მისი შემშურდა კიდეც, დაბალი წვერი და მუქი ლურჯი თვალები სადაც უზომო წყვდიადს და ამოუხსნელ სიგიჟეს ერთად დაედო ბინა გაიძულებდა მისით მონუსხულს სუნთქვა შეგეკრა და ისე გეცქირა როგორც მოჩვენებისთვის რომელმაც ღამეულ კოშმარში შემოგისწრო და როგორც მხსნელი ისე მოგევლინა.
- ჯანდაბა. - ამოვიჩურჩულე საცოდავად და მიმავალს პირდაღებულმა გავაყოლე მზერა.

2
- გახსოვს სად გავჩერდით? - სათვალე მოირგო ჩემმა ფსიქოლოგმა და გამომცდელად მომაშტერდა.
- ექიმო ვერიკო მოგწონთ?
- ანკა აქ იმაზე სასაუბროთ მოხვედი მომწონს თუ არა ვერიკო?
- უბრალოდ მაინტერესებს მაშინ როდესაც გარს ამდენი თქვენზე ყურებამდე შეყვარებული ახალგაზრდა ექთნები და პაციენტები გახვევიათ რატომ უთმობთ ვერიკოს ყველაზე დიდი დროს? ის ხომ შუახნის ასაკს დიდი ხანია გასცდა? თქვენ ჯერ ისევ ახალგაზრდა გეთქმით, მერე რა თუ მუდმივი ჯდომისგან ცოტა მუცელიც გაგეზარდათ, თავს რომ მიხედოთ ვფიქრობ მშვენიერი აღნაგობის მამაკაცი იქნებოდით ამიტომაც მაინტერესებს რატომ ვერიკო და არა მაგალითად ქრისტინა რომელიც ეშმაკმა უწყის რატომ არის დღემდე ამ აქოთებულ სანატორიუმში. - ღიმილმოერეული გიორგი კარგა ხანს მიცქერდა ინტერესით, ბოლოს სათვალე მოიხსნა და ორაზროვანი შავი თვალები მომაპყრო.
- შენ როგორ ფიქრობ ანკა?
- მეე? - წამით დავფიქრდი და თითქოს გონებაში გავლილიმა აზრმა გამახალისა. - ასაკი? გამოცდილება? ალბათ ყველაზე კარგ მი/ეტს გიკეთებთ ხომ? - ღიმილით ავიჩეჩე მხრები და ფერწასულ ფსიქოლოგს მზერა გავუსწორე, ექიმმა ჩაახველა, სწრაფად მოირგო ცხვირზე სათვალე და მკაცრი ხმით მომიგო.
- ვფიქრობ დროა იმას მივუბრუნდეთ რის გამოც აქ ხარ.
- ხო რა თქმა უნდა. როგორ მოვხვდი ამ დაწყევლილ ადგილზე? ან სად ავიკიდე ეს წყეული დაავადება? დედაჩემი ექიმია, მთელი ცხოვრება ამ საქმიანობას შესწირა, მისთვის ორმაგი დარტყმა აღმოჩნდა ის რომ ოცდასამი წლის ასაკში ლეიკემია დამიდგინდა. თავიდან სისუსტეს ვუჩიოდი, შემდეგ თავის ტკივილებს, ამიტომაც გადაწყვიტა ჩემთვის გამოკვლევების ჩატარება და როდესაც დიაგნოზი დამისვეს კარგა ხანს ვერ გამოდიოდა აგონიიდან, მე როგორ შევხდი? ჩვეულებრივ, რა მნიშვნელობა აქვს როდის მოკვდები მაშინ როდესაც ისედაც ფეხზე გკიდია მთელი სამყარო. ის რომ ასოციალური ვიყავი ხელს არ მიშლიდა სხვა და სხვა რამ მეკეთებინა, სპორტული აქტივობა ჩემთვის ყველაზე საუკეთესო დასვენების საშუალება იყო, ამიტომაც ხშირად დავდიოდი ლაშქრობებზე ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ.
- ანკა. - გამაწყვეტინა გიორგიმ.
- დიახ.
- როგორ ფიქრობთ ახლაც ასოციალური ხართ?
- გააჩნია რომელი მხრიდან შეხედავთ.
- ანუ?
- ანუ თუ იმას გავითვალისწინებთ რომ სულაც არ მხიბლავს სოციუმის გვერდით ყოფნა და გაცილებით კარგად ვგრძნობ თავს მაშინ როდესაც მარტო ვარ გამოდის ისევ ასოციალური ვარ, მაგრამ თუ იმას დავაკვირდებით რომ ავადმყოფობის გამო შემეცვალა ადამიანების მიმართ დამოკიდებულება და მათთვის იმ აზრის გაზიარება მსურს რასაც მაინც ვერ სწვდებიან, თუმცა მე ამას მაინც დაუღალავად ვაკეთებ მგონი არ უნდა ვიყო ასოციალური.
- იცი შენ უბრალოდ აუდიტორიის მოყვარული ხარ. მოწგონს როდესაც შენს მიერ წარმოთქმული აზრის გააზრება უჭირთ, მოგწონს ასეთ დროს ადამიანის სახის ორაზროვანი გამომეტყველების ყურება, შენ ივსებ ამით შენი ინტერესის არეალს. ხომ ასეა ანკა?
- ზოგჯერ ვფიქრობ რომ ჭკვიანი ხართ ექიმო მაგრამ ჩემს მოწინააღმდეგედ არ გამოდგებით. ასეთი მხოლოდ ერთი იყო, პროფესორი გაბრიელი რომელიც რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა, სიმართლეს გეტყვით, არც მანამდე და არც მისი გარდაცვალების შემდეგ ჯერ არ შევხვედრივარ ადამიანს ვისთან შერკინებაც სიამოვნებას მომანიჭებდა. ადამიანთან ურთიერთობა სექს ჰგავს, ან ნასიამოვნები რჩები ან იმედგაცრუებული. - გავიღიმე, წამოვდექი და გასასვლელად მოვემზადე.
- ხვალ დედათქვენი ჩამოდის.
- ჩემზე უკეთ იცით რომ ეს „ხვალ“ ხვალ ნამდვილად არ იქნება. - უხალისოდ მივუგე და კაბინეტიდან სწრაფად გავუჩინარდი. დედაჩემი თვეში ერთხელ ან ორ თვეში ერთხელ მსტუმრობს, მისი ვიზიტი იმაზეა დამოკიდებული თუ რამდენად ცოტა პაციენტი ეყოლება, შესაბამისად გამონახავს დროს მომაკვდავი ქალიშვილისთვის და ერთი ან ორი დღით მესტუმრება ხოლმე, არასდროს გვისაუბრია იმის შესახებ მომწონს თუ არა აქ ყოფნა, არც იმის შესახებ მსურს თუ არა სხვა რამ, ერთი სიტყვით მორჩილი, დამჯერე შვილი გამოვდექი რომლის ბედიც ისე დაგეგმა ქვრივმა დედამ რომ აზრი წამითაც არ უკითხავს შვილისთვის. პატარა არ ვარ. შემეძლო უარი მეთქვა თუმცა მაშინ როდესაც ეს გადაწყვეტილება მიიღო საერთოდ არ ჰქონია ჩემთვის მნიშვნელობა იმას თუ სად მომიწევდა ცხოვრების გაგრძელება. პროფესორის სიკვდილის შემდეგ ჩემი ცხოვრება თავდაყირა დადგა, მაშინ როდესაც მის თვალებში თავისი მეგობრის მიმართ არსებული გრძნობა ამოვიცანი გული თითქოს გაჩერდა, სუნთქვა მიჭირდა თუმცა ვერ მივეცი საკუთარ თავს იმის უფლება რომ კაცი რომელიც თვალსა და ხელს შუა დნებოდა ჩემთვის დამეტოვებინა და არ მიმეცა შანსი დარჩენილი დრო სწორად გამოეყენებინა, სწორად გამოყენებაში ვგულისხმობ იმ ქალთან ყოფნას რომელიც მართლა უყვარდა და არა ჩემთან, ვისთანაც ინტელექტუალური ომის გამო სექსუალური ინტერესიც გაუჩნდა და ეგონა რომ შეუყვარდა. ასე იყო თუ ისე გაბრიელი ისე მოკვდა ვერ შეიტყო ჩემი რეალური გრძნობების შესახებ. ასე იყო თუ ისე მისმა სიკვდილმა ჩემგან ძალიან ძლიერი რაღაც წაიღო და ეს რაღარ მასთან ყოფნის გაუსაძლისი სურვილი იყო. არ ვიცი მიყვარდა თუ არა მაგრამ ის რომ მასთან ყოფნა მომწონდა ეჭვგარეშეა. ერთი სიტყვით მე რომელიც წიგნიდან თავს არ ვიღებდი, მოულოდნელად კი აღმოვჩდი აღვირახსნილი პროფესორის ინტერესის ქვეშ მოქცეული, მოვიხიბლე ყოველივე იმით რაც ჩემს თავს ხდებოდა თუმცა ცხოვრება ხომ სიურპრიზებით აღსავსეა, ასე რომ სულაც არ მიკვირს გაბრიელის ჩემი ცხოვრებიდან გაუჩინარება, არც ის რომ ბავშობის მეგობარმა ირამ ბოლომდე მაინც ვერ შესძლო გადაეხარშა ფაქტი რაც იმაში მდგომარეობდა რომ გაბრიელმა ჩემს გამო უთხრა უარი, არც ის მიკვირს რომ მოულოდნელად დამატყდა თავს ეს დაავადება და ერთი სიტყვით უაზროდ გამიგრძელდა მგონი ამაზე ფიქრი, ამიტომაც წარსულში ქექვას სჯობს იმაზე ვიფიქრო თუ რას ვუპირებ დარჩენილი წლებს, ან იქნებ თვეებს ან სულაც კვირებს. ის იყო ამ ფიქრებით დათრგუნულმა ღრმად ამოვისუნთქე და არემარეს მოვავლე მზერა რომ ზურგს უკან დაჟინებული მზერა ვიგრძენი, სწრაფად შევბრუნდი და მაშინვე ვინანე, ის იქ იდგა, ათიოდე ნაბიჯის მოშორებით, ინტერესით მათვალიერებდა თავისი უზომოდ საშიში ღრმა ლურჯი თვალებით, ნერწვი ძლივს გადავაგორე ყელში და გაოფლილი ხელის გულები შარვალზე გავიწმინდე, არ ვიცი რატომ დავიბენი როდესაც ჩვენი თვალები ერთმანეთს გადააწყდა მაგრამ ის რომ თავს კარგად არ ვგრძნობდი მგონი არც მას გამოპარვია, შესაძლოა ამის გამო, ან უბრალოდ თავისი პროფესიის გამო, სწრაფად გადმოდგა ნაბიჯი და მოახლოებულმა ნაძალადევი ღიმილით დამხედა ფერწასულს.
- კარგად ხარ?
- არა. - მართალია ცუდად ვგრძნობდი თავს თუმცა არ ვიცი რატომ ვაღიარე მასთან ეს.
- შემიძლია დაგეხმარო?
- ვფიქრობ არა. - სწრაფად მივუგე და გავიაზრე რომ მზერა მის ტუჩებზე გამიშტერდა, ბაგეზე ღიმილმა გადაურბინა და ხმაც საგრძნობლად შეარბილა.
- წამოდი შენს ოთახამდე მიგაცილებ. - მის გამოწვდილ ხელს დავაშტერდი და ვიგრძენი როგორ დამიარა სხეულზე ჭიანჭველების არმიამ.
- არ მინდა. - როგორღაც მოვერიე სისუსტეს, ზურგი ვაქციე და იმ ხისკენ წავედი რომლის ქვეშაც ვოვა ტრადიცულად თვლემდა. უკან არ მიმიხედავს თუმცა ვგრძნობდი როგორ მიცქერდა მისგან მიმავალს მათე და მხოლოდ მაშინ ამარიდა თვალი უკვე სამშვიდობოს გასულმა მორცხვად რომ გავაპარე მისკენ თვალები.
- შენი გულის ცემა მეც კი მესმის. - ამოიჩურჩულა ვოვამ და გამიღიმა.
- ვერ ვხვდები რა მემართება.
- მგონი მოგწონს ახალი ბიჭი. - თავს გაღიმება აიძულა ვოვამ.
- ასეც რომ იყოს რა? - უდარდელად ავიჩეჩე მხრები. - შემომხედე, შეხედე ჩემს ფერწასულ კანს, გაფითრებულ სახეს, ჩალურჯებულ თვალებს, მერე კი მას შეხედე. როგორი ტანი აქვს, მხრები, ხმა, თვალები. - მოულოდნელად თვალები დავხუჭე და გაუაზრებლად ვიკბინე ქვედა ტუჩზე.
- აშკარაა რომ მოგწონს.
- არა! - სწრაფად დავუბრუნდი რეალობას. ადგილს მოვწყდი, ველი გადავჭერი, გვერდიდან აღქმული მათეს მზერა უპასუხოდ დავტოვე, მთავარი შესასველი კარი ხმაურით გამოვხსენი, კიბე ავირბინე და ფსიქოლოგის კაბინეტისკენ ავიღე გეზი, დაკაკუნების გარეშე ჩამოვწიე კარის სახელური და ვფიქრობ აქ ყველაზე დიდი შეცდომა დავუშვი რადგან ოთახში შესულს ნანახი სურათის გამო სამი დღე ღებინება მკლავდა.
- ჯანდაბა ანკა. - სწრაფად მოშორდა მაგიდის ზედაპირზე გაშოტილ ქრისტინას სხეულს გიორგი, შარვალი შეიკრა და განრისხებული მზერა მომაპყრო.
- გარეთ დაგელოდებით. - სწრაფად დავხურე კარი და იქვე მდგომ სავარძელზე მოწყვეტით დავეშვი. სამ წუთზე მეტი ლოდინი არ დამჭირდა, კაბინეტის კარი გაიღო, ქრისტინამ ჯერ სასიკვდილო მზერა მესროლა შემდეგ კი დერეფანში გაუჩინარდა.
- შემოდი. - საშინლად განრისხებული მეჩვენა გიორგის ხმა.
- ცუდად გამომივიდა მაგრამ რა ჩემი ბრალია, შეგეძლოთ კარი ჩაგეკეტათ. - სწრაფად მივახალე ექიმს და პაციენტისთვის განკუთვნილ სავარძლეში მივესვენე.
- დილით უკვე ვისაუბრეთ, აქ რატომ ხარ ანკა?
- მინდა რომ გამწეროთ.
- რა? - თვალები დაქაჩა ექიმმა.
- მინდა ჩემი გაწერის საბუთებს ხელი მოაწეროთ, მე მაინც წავალ მაგრამ მინდა ეს კანონიერად გააკეთოთ.
- დედაშენი ამას არ დათანხმდება, ასეც არ იყოს სად მიდიხარ, აქ ყველა პირობაა საიმისოდ რომ ნორმალურად გიმკურნალოთ.
- პირველი, მე სრულწლოვნობას უკვე კარგა ხნის წინ გავცდი და დედაჩემი არ წყვეტს ჩემს ბედს, მეორეც მე მაინც მოვკვდები და არამგონია ჯანმრთელი სხეული კუბოში დამჭირდეს.
- ანკა.
- არცერთ ადამიანს არ უყვარს, როცა მას მბრძანებლობენ.
- შენზე არავინ ბრძანებლობს.
- ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ხომ მიდიხართ?
- აქ ძალით არავის მოუყვანიხარ ანკა. - უკვე აღგზნება დაეტყო ექიმს ხმაში.
- ჯანდაბას ყველაფერი, ჯანდაბას დარჩენილი უმაქნისი წლები, ჩემი ნების საწინააღმდეგოთ თუ არ მომიყვანეს ჩემი ნების საწინააღმდეგოთ ხომ მტოვებთ, გეუბნებით აქედან უნდა წავიდე, უკვე სული მეხუთება, ვერ ვსუნთქავს ვიხრჩვები, ვიძირები, მეზიზღება ყველაფერი რაც აქ ხდება. აქედან უნდა წავიდე! - გიორგიმ წამით ინტერესით შემავლო თვალი და შემდეგ ის გააკეთა რასაც ყველაზე მეტად ვერ ვიტან, კალამი აიღო და ჩემს ისტორიაში რაღაც ჩაწერა. - რა ჯანდაბას წერთ მანდ?!
- შენს დაავადებაში ახალი ეტაპი დაიწყო ანკა. აგრესია, უკონტროლო ხასიათი, მარტივად აღგზნებადობა.
- უკონტროლო არ ვარ უბრალოდ სული მეხუთება. - მოულოდნელად მომდგარი ცრემლი დავაიგნორე და ექიმს გავხედე.
- დამამშვიდებელს გამოგიწერ.
- უკან გაირჭეთ დამამშვიდებელი. - სწრაფად ავდექი და მისი კაბინეტი დავტოვე, იქედან გამოსულს კი მათე ისევ იმ თავისი წყეული თვალებით შემეფეთა. - მითვალთვალებ? - დავიყვირე ბოლო ხმით.
- მე აქ ვმუშოაბ. - მშვიდად მომიგო და გამეცალა. კისრისტეხით გავიქეცი ჩემი პალატისკენ, კარადიდან სწრაფად გადმოვყარე საღებავები, იატაკზე ფეხმორთხმით დავჯექი და ხატვა დავიწყე. არ მახსოვს რამდენ ხანს ვიყავი რეალობას მომწყვეტილი, არც ის მახსოვს როდის დავიწყე ტირილი, არც ის მახსოვს ფერად საღებავს გააზრებულად თუ ვატარებდი თეთრ ტილოზე, მხოლოდ ის მახსოვს დაღლილმა ცრემლები მაისურის სახელოთი რომ შევიმშრალე, თავი მაღლა ავწიე და ღიად დარჩენილი კარის ზღურბლთან წყეული ლურჯი თვალების დანახვის გამო შიშით რომ წამოვიკივლე. - შენი შენინება არ მინდოდა.
- აქ რა ჯანდაბას აკეთებ?
- ყველა ექიმს ასე ელაპარაკები?
- მხოლოდ მათ ვინც ნერვებს მიშლის ანუ კი ყველას.
- კარგი იუმორი გაქვს. - ღიმილით მიხურა მათემ კარი და იატაკზე ჩემს გვერდით დაჯდა.
- აქ რას აკეთებ?
- გიორგიმ მითხრა რომ ყურადღებით ვიყო შენს მიმართ.
- ძიძა არ მჭირდება.
- მითხრა რომ ლეიკემიასთან ერთად ფსიქიკური აშლილობა გაქვს.
- ლეიკემიასთან დაკავშრებით სიმართლე გითხრა მაგრამ გიჟი არ ვარ.
- ეს არც მას უთქვამს. მაჩვენებ? - ნახატისკენ მიმითია, და ჩემგან მზერა ტილოზე გამოსახული საკუთარი პორტრეტისკენ მიმართა.
- რა? - თვალები დავქაჩე ნახატის აღქმის გამო. მერე მზერა ისევ მასზე გადავიტანე, წყეულ ლურჯ თვალებში ისე ჩავიძირე მეგონა მოვკვდი.
- კარგად ხატავ. მისახსოვრებ?
- არა. - სწრაფად წამოვხტი, უჯრიდან მაკრატელი ამოვიღე და ჯერ კიდევ სველი ტილო ნაფლეთებად ვაქციე, მათე არ განძრეულა, მშვიდად იჯდა იატაკზე ფეხმორთხმით და მელოდა როდის დავმშვიდდებოდი.
- მოგეშვა? - მკითხა როგორც კი მაკრატელი ძირს დავაგდე.
- არა.
- ადამიანს შეუძლია ყველაფერს გაუძლოს მხოლოდ თუ სული ცარიელია, ყოფის აუტანლობა პიკს აღწევს და ამ დროს ისმის კითხვა. რისთვის ვცხოვრობ? ცხოვრება ისეთი არ არის როგორიც გვგონია, არც ადამიანები არიან ისეთები როგორადაც თავს გვაჩვენებენ. ყოველ ადამიანში ცხოვრობს არა ერთი არამედ ბევრი. სურვილი... შინაგანი სიჩუმე... ბობოქარი სული... ძლიერი მე და სუსტი მეობა... პატივმოყვარე, ამბიციური ლიდერი... ორ სამყაროს შორის გახლეჩილი საკუთარ თავს და სურვილებს ამაოდ ებრძვი. იცი მაინც რას ებრძვი? - მშვიდად საუბრობდა მათე და მინდოდა თუ არა ძალაუნებურად დამიბრუნდა სხეულში სიმშიდე. - შენს ისტორიას გავეცანი.
- და იქ რა ეწერა? - ძლივს ამოვიბლუყუნე და თითები ნერვულად ავხლართე ერთმანეთში.
- ძალა არ გაქვს შემს განცდებს თავი მოუყარო და ისე გადმოსცე ყველაფერი. მარტო, ჰაერში გამოკიდებული, პატარა ღრუბელივით ხარ, რომელსაც სურს, რომ წვიმა მოუვლინოს სამყაროს, მაგრამ იმდენად უსუსურია, რომ ამის ძალა არ შესწევს. სიოს ჰგავხარ, რომელიც ყველა ცდის მიუხედავად გრიგალად ვერა და ვერ გადაიქცა, ღამეს, რომელიც მამლის ყივილის გარეშე იქცა დღის სინათლედ, ოკეანეს, რომელიც დიდი ხანია ისეთი მშვიდია, რომ დაავიწყდა ბობოქარი ტალღების არსებობა, ვასკვლავს, რომელიც იმდენად სუსტად ასხივებს, რომ იშვიათად ამჩნევენ, ამ ყველაფერმა მოიყარა შემში თავი და ნებისმიერი ცდის მიუხედავად მაინც ვერ ახერხებ, გაზრდას და გაძლიერებას, სადაც გაიხედავ ყველგან მარტოობის დიდი ოთახი გელოდება. გულში ალბათ ფიქრობ, „ერთხელაც იქნება შევძლებ უკეთესად ცხოვრებას“, მაგრამ მანამ, დიდი თეთრი ოთახიდან, რომელსაც არც კარი აქვს და არც ფანჯარა - გასასვლელი უნდა იპოვო და გაიქცე. - მშვიდმა ღიმილმა ერთიანად მოიცვა მისი სახე, ნაზად შემახო სახეზე თლილი თითები და ჩამოშლილი თმა ყურზე გადამიწია. - ლამაზი თვალები გაქვს, თუმცა მასში სიძულვილი უფრო მეტია ვიდრე სიყვარული. - ფეხზე წამოდგა და დამუნჯებულს ზემოდან დამაშტერდა. - ლამაზი ნახატი იყო, თუ კიდევ დამხატავ იმედი მაქვს მისახსოვრებ. - შებრუნდა და ოთახიდან უკანმოუხედავად გავიდა. მონუსხული კარგა ხანს ვიჯექი იატაკზე გაურკვეველ ემოციებში ჩაძირული, ვერ ვხედავდი თუმცა ვგრძნობდი რა მჭიდროდ მომხვია მკლავები ჯერ კიდევ განუცდელმა ემოციებმა, ფეხის ტერფებში დავლილმა სიცივემ ფრთხილად ამოინაცვლა უფრო ზევით, მუხლის თავებს შემოურბინა და უფრო ზევით მუცლისკენ აიჭრა, აჩქარებული გულის ცემისგან სუნთქვა მიჭირდა, გაოფლილ ხელის გულებს ინტერესით დავაჩერდი, აფეთქება არ წყდებოდა, პირიქით უფრო მჭიდროდ მედებოდა სხეულში შემძვრალი ვნება. ასეთი რამ გაბრიელის სიკვდილის შემდეგ აღარ განმიცდია, ახლა კი თითქოს მივიწყებული ემოციური მღელვარება იღვიძებდა და ისე მომედო გონებაში რომ შეშლილივით გადავიხარხარე.

3
დაძინება გამიჭირდა, საწოლში მოუსვენრად ვბორგავდი. გვერდით საწოლებზე გაშოტილ მიას და თამთას გავხედე, ორივე მშვიდ ძილს მისცემოდა. საწოლიდან წამოვდექი, გამხდარი ფეხები ჩუსტებში გავუყარე, თხელ პერანგზე ხალათი შემოვიცვი და პალატიდან ჩუმად გავიძურწე, კიბეს ჩავუყევი და უკანა გასასვლელი რომელიც პირდაპირ ეზოში გადიოდა და ძირითად შემთხვევაში ღია იყო უხმაუროდ გავაღე, გარეთ გასულმა ღრმად შევისუნთქე წყვდიადიდან მომავალი ნოტიო ჰაერი, შემაჟრჟოლა, ცოტა მოშორებით მდგომი სკამისკენ წავედი და ჩამოვჯექი, ცას ავხედე, შემოდგომის სასიამოვნო ცა საბნად გადაფარებოდა დედამიწას, უხვად ეყარა იასამნისფერ ზეცას ოქროსფერი ვარსკვლავები, სავსე მთვარეც მედიდურად დაჰყურებდა მიძინებულ სამყაროს, სიო რომელიც მსუბუქად ირხეოდა მშვიდ მელოდიას უმღეროდა მთვლემარე ხეებს. თვალები დავხუჭე და წარმოვიდგინე რომ მეც ერთ-ერთი იმ ვარსკვლავათაგანი ვიყავი რომლებსაც ადამიანები ასე შეჰხარიან. - ნეტავ თუ არსებობს სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ? გავიფიქრე და საკუთარ თავს თავად გავეცი პასუხი. - თუ არსებობს ვისურვებდი სიკვდილის შემდეგ ვარსკვლავად ვიქცე. - გამეღიმა თვალები გავახილე მაგრამ ვარსკვლავების ნაცვლად თავს წამომდგარი მათეს უზარმაზარ ლურჯ თვალებს გადავაწყდი, თვალებს რომლებიც ინტერესით მაკვირდებოდნენ, მის მზერაში აკიაფებული ვარკვლავების ელვარებამ სუნთქვა ამირია.
- აქ არ უნდა იყო. - მტკიცე იყო მისი ხმა, პასუხს არ დაელოდა ისე დაჯდა ჩემს გვერდით. დუმილი რომელიც სამყაროს მოედო და მეგონა რომ საუკუნე გავიდა სინამდვილეში რამდენიმე წუთით გაგრძელდა. - რატომ არ გძინავს?
- უძილობა მაქვს.
- ამის შესახებ იცის ექიმმა?
- კი.
- რა გაწუხებს?
- არსებობის აზრის არცოდნა. - გაიღიმა და ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო.
- როცა აქ მოვედი და მოკლედ დამიხასიათეს პაციენტების ხასიათი არავის უთქვამს რომ სნობი იყავი.
- სნობი არ ვარ. - თითქოს მეწყინა ისე გავბუშტე ტუჩები.
- ვითომ? - ტუჩებს შორის ანთებული სიგარეტის ღერი მოიქცია, ღრმად მოქაჩა და გამონაბოლქვს ღიმილით გააყოლა მზერა.
- შეიძლება ცოტათი ვარ კიდეც. - სწრაფად უარვყავი წინა პასუხი და მის პროფილს მიშტერებულმა ნერწყვი ხმაურით გადავყლაპე.
- მითხრეს რომ წიგნს წერ.
- არ ვწერ, უბრალოდ ვყვები.
- და რას ყვები?
- ყველაფერს.
- ყველაფრის მოყოლა არ ღირს.
- რატომ?
- არსებობს რაღაცეები რაც არ უნდა მოყვე და მხოლოდ შენთვის შეინახო, არ უნდა გაშიშვლდე, არ უნდა იყო გასაგები წიგნი, მკითხველს უნდა დაუტოვო იმის საშუალება რომ თავად იფანტაზიოროს, ისე წარმართოს და წარმოიდგინოს როგორც თავად სურს თუ მას ამას შეუზღუდავ და ყველაფერს გაშიფრულს დაუდებ წინ, წაიკითხავს და მალევე დაავიწყდება.
- ალბათ მართალი ხარ.
- არ არსებობს არანაირი ალბათ. არსებობს მართალი ხარ ან არ ხარ მართალი. - გაიღიმა მათემ და სიგარეტი ჩააქრო. წამით ისევ დუმილმა მოიხცვა სამყარო.
- რომ იცოდე ერთი წელი დაგრჩა სანამ სიკვდილი თავის ცივ ხელებს მოგხვევდეს და წყვდიადში წაგათრევდეს რას იზამდი? როგორ გამოიყენებდი დარჩენილ დროს?
- დრო, რომელიც გვაქვს, ცოტა კი არ არის, არამედ ბევრია, რომელსაც არ ვიყენებეთ. მნიშვნელობა არ აქვს დღეს მოკვდები, ერთი წლის თუ ათი წლის შემდეგ, ადამიანების პრობლემა ის არის რომ დროს სწორად არასდროს ვიყენებთ. – ვიგრძენი როგორ გამეყინა სისხლი რადგან გონებაში ის ღამე ამომიტივტივდა როცა მე და გაბრიელი ამ თემაზე პირველად ვსაუბრობდით, მაშინ გაბრიელმა დამისვა ის კითხვა რაც მე დავუსვი მათეს, მან კი ზუსტად ის პასუხი გამცა რაც მაშინ მე გავეცი პროფესორს. გამეღიმა და თვალს მომდგარი ცრემლი ღრმა ამოსუნთქვით დავაიგნორე. - მნიშვნელოვანია არა ის, რომ მეტი დღეებით გავამდიდროთ ჩვენი სიცოცხლე, არამედ ის რომ დღეები გავამდიდროთ მეტი სიცოცხლით. შენ რას ეძენ ანკა? - მოულოდნელად მთელი ტანით ჩემსკენ შემობრუნდა მათე და ლურჯ თვალებში აკიაფებული სიგიჟე შემანათა.
- იყო სოციმუის წევრი ნიშნავს შენც მათნაირი იყო. მე არ ვარ მათნაირი.
- რატომ?
- არასწორ დროს არასწორ ადგილზე დავიბადე.
- ანუ? - ღიმილი შეერია მათეს.
- როცა შენს ირგვლივ ერთი და იგივე ადამიანები ტრიალებენ, როგორღაც თავისით ხდება, რომ ისინი შენს ცხოვრებაში იჭრებიან, მერე კი თანდათან იმასაც ცდილობენ, როგორმე შეგცვალონ მათი სურვილებისამებრ. თუ არ შეიცვლები, ბრაზდებიან, ყოველმა მათგანმა ხომ ზუსტად იცის, როგორ უნდა იცხოვრო ამქვეყნად, ოღონდ, რატომღაც, საკუთარი ცხოვრება ვერაფრით აუწყვიათ. ზოგჯერ, მთელ ჩემს ცხოვრებას ერთ საათში ვხედავ.
- შენთან საუბარი სასიამოვნოა, მაგრამ ვფიქრობ დროა საწოლში დაბრუნდე, გარეთ საკმაოდ ცივა შენ კი ფაქტიურად შიშველი ხარ.
- მხოლოდ იმიტომ გნებდები რომ მართლა მცივა. - დანებების ნიშნად ხელები განზე გავშალე, მის გამოწვდილ ხელს დავეყრდენი და წამოვდექი, წამით ისევ შეხვდნენ ჩვენი თვალები ერმანეთს. მისი თითები მსუბუქად შემეხო სახეზე, მისგან მომავალი სუნთქვისგან მთელი სახე ამეწვა და რომ არა მისი ძლიერი მკლავები იქვე ჩავიკეცებოდი.
- ყველაზე მეტად რა გსურს? - მოულოდნელად ხმა საგრძნობლად გაუთბა მათეს.
- მინდა სანამ მოვკვდები ზღვის ტალღებს უფლება მივცე ჩემს სხეულზე ურცხვად აფათუროს თავისი მძლავრი ტალღები.
- კარგი სურვილია. - გაიღიმა მათემ და ხელით მანიშნა რომ მის წინ წავსულიყავი. ჩემს ოთახამდე უხმოდ მიმაცილა, ღიმილით გაჩერდა კედელს აკრული და გამომცდელად დამაკვირდა.
- განგიცდია ორგა/მი შეხების გარეშე? - ვკითხე მოურიდებლად. ვიფიქრე განაწყენდებოდა ან სულ ცოტა დააბნევდა მაინც ჩემი მოულოდნელი კითხვა მან კი შესაშური ჯანსაღი ღიმილით გაიღიმა, ლურჯი თვალები მოჭუტა და წყვეტილად ამოილაპარაკა.
- კი სულ რაღაც სამიოდე წუთის წინ. ახლა კი ქალბატონო შენი ძილოს დროა. - დემონსტრაცუოლად მიმითითა კარისკენ, მეც დავემორჩილე და ოთახში შევედი. კარს ზურგით ავეკარი, თვალები დავხუჭე და შევეცადე მათესთან საუბარი კიდევ ერთხელ გამეხსენებინა. გულის ძლიერი ფეთქვა ძლივს დავიმორჩილე, საძილე აბი დავლიე და დილამდე უცოდველი ბავშვივით მეძინა.
საწოლიდან ახალი წამომდგარი ვიყავი, ჯერ კიდევ გამოუფხიზლებელს პირიც კი არ მქონდა დაბანილი კარი რომ დაკაკუნების გარეშე გაიღო და ოთახში ვერიკოს საკმაოდ მოწესრიგებული მაგრამ არასასიამოვნო სიფათი შემოიჭრა.
- რატომ ხარ ჯერ კიდევ საწოლში? ყველა პაციენტმა ისაუზმა, წამლებიც მიუღო და ახლა შემოდგომის თბილ მზეს ეფიცხებიან ეზოში. - მომაყარა ვერიკომ, ფარდა ბოლომდე გადასწია, ფანჯარაც გამოაღო და დოინჯშემორტყმულმა მზერა გამიყარა.
- გაგიმარჯოს ვერიკო. - უხალისოდ ამოვიჩურჩულე და საწოლიდან წამოვდექი. წამიერმა სისუსტემ რაც ყოველ დილით მახსენებდა თავს ახლაც არ დაიგვიანა და თვალებში ჩამდგარი წყვდიადის გამო იქვე მდგომ მაგიდას დავეყრდენი.
- დაგეხმარები. - ხმა საგრძნობლად ეცვალა ექიმს და ხელი შემაშველა, ისევ საწოლზე ჩამოვჯექი და ის იყო შეტევამ გადაიარა ვერიკოს გაფითრებული თვალები რომ შემეფეთა.
- ისეთი სახე გაქვს თითქოს პირველად ხედავ მომაკვდავ ადამიანს.
- შენ არ ხარ მომაკვდავი. - სიმტკიცე აკლდა მის ხმას თუმცა მაინც გავუღიმე და მის ხელებში ჩაბღუჯული მტევანი გავითავისუფლე. - ისაუზმე და შემდეგ გიორგისთან შედი, გელოდება.
- ვერიკო.
- რა იყო ანკა?
- შვილები გყაავს?
- არა.
- რატომ?
- გათხოვილი არასდროს ვყოფილვარ.
- და შვილის გაჩენისთვის გათხოვება რა სავალდებულოა?
- ეს შენთვის და შენისთანებისთვის არ არის სავალდებულო.
- ჩემისთანებში რას გულისხმობ? არამგონია ჩემისთანები როგორც შენ ამბობ ბევრი იყოს ამ ქცეყანაზე.
- ხო ამაში არის რაღაც სიმართლის მარცვალი. - გულწრფელად გაეღიმა ექიმს და მზრუნველად შემახო სახეზე თითები. - ისაუზმე. - საწოლიდან წამოდგა და ოთახში მარტო დამტოვა. სიცივე რომელიც სულში გაჩაღდა სწრაფად მომედო მთელ სხეულში, დილაობით მუდამ უგუნებობა მაწუხებს, ეს ალბათ იმ სისუსტის ბრალია რასაც ყოველ დილით ასე ნათლად ვგრძნობ და ვხედავ. სარკეში ფერმკრთალი სახე სინანულით შევათვალიერე, დიდხანს ვეძებე ის ანცი, სექსუალური ანკა რომელიც აქ მოსვლამდე ვიყავი მაგრამ ჩაცვენილი თვალებისა და დასუსტებული ფერმკრთალი სხეულის გარდა ვერაფერი დავინახე. საუზმე უგემურად მივირთვი, დილის წამლები მივიღე და გიორგის კაბინეტისკენ გავეშურე. ამჯერად დავაკაკუნე და მხოლოდ პასუხის მიღების შემდეგ შევედი ოთახი.
- მოდი ანკა დაჯექი.
- დღეს არ ვარ საუბრის ხასიათზე. - მშვიდად დავჯექი ფანჯრის წინ მჯდომ სავარძელში და ღია სარკმლიდან უზარმაზარ მწვანე გორაკებს მოვავლე მზერა.
- რამე მოხდა?
- ჰო.
- მაინც რა?
- წუხელ თავაწყვეტილი სექსი მქონდა ერთ-ერთ პაციენტთან ახლა კი დაღლილობას ვუჩივი. - ღიმილით გავხედე ექიმს რომელიც სათვალის მიღმა ორ უზარმაზარ თვალს გამალებით აფახურებდა. - ექიმო ასე რატომ მიყურებთ?
- ხუმრობ თუ რაც წეღან თქვი სიმართლეა? - წყლის ჭიქიდან წყალი მოსვა და დანამული შუბლი შეიმშრალა.
- სექსი აკრძალული მაქვს?
- არა მაგრამ შენს მდგომარეობაში.
- მომაკვდავებსაც სჭირდებათ ცოტაოდენი ნუგეში.
- მინდოდა მეთქვა უსაფრთხო სექს თუ მიმართეთქო?
- აჰ ამაზე არ იღელვოთ ზედმეტად უსაფრთხო იყო. - უწყინარმა ტყუილმა რომელიც უცებ შევთხზე ხასიათზე მომიყვანა, ექიმიდან მზერა ისევ გარეთ მივმართე. დაკვირვებით მოვათვალიერე იქ შეკრებილები, ყველა ჩვეულ ამპლუაში იყო მხოლოდ ერთი სურათი აღმოჩნდა განსხვავებული, სურათი სადაც ექიმი მათე ქრისტინას რაღაცას ესაუბრებოდა, გაუაზრებლად შევკარი წარბები და თვითონაც არ ვიცი რატომ შემეცვალა სუნთქვა, გახშირებულ სუნთქვას ძლიერი ღელვა მოყვა და ექიმს რომ დროზე არ მოეცა წვეთები შესაძლოა გონებაც დამეკარგა.
- უკეთ ხარ?
- კი.
- ანკა დედაშენმა დარეკა. - ვიგრძენი როგორი მერყევი იყო ექიმის ხმა.
- რაო, ისევ ბევრი პაციენტი მყავს და ჯერ ვერ ჩამოვალო? არაუშავს ამას უკვე მივეჩვიე. წინააღმდეგი თუ არ ხართ ეზოში ჩავალ.
- როგორც გინდა. - სავარძლიდან წამოვდექი და ექიმის კაბინეტი დავტოვე. გარეთ გასული წამით შევჩერდი რომ მცხუნვარე მზის სინათლეს შევგუებოდი, როგორც კი საკუთარ თავში გზის გაგრძელების ძალა ვიპოვე გეზი ვოვასკენ ავიღე.
- გამარჯობა. - მის გვერდით ხის ძირში წამოვწექი და მეც ისევე მივაშტერდი ზეცას როგორც ის. - რატომ გიყვარს ღრუბლების ყურება?
- მამშვიდებს. - მოკლედ მომიჭრა ვოვამ, თავისი დასუსტებული თითები ჩემსაში ახლართა და როგორც შეეძლო მომიჭირა. - მე რომ მოვკვდები.
- გეყოფა. - ძლიერად მოვუჭირე თითები.
- მაგრამ.
- ჩემზე ადრე მაინც არ მოკვდები ასე რომ აზრი არ აქვს იმას რისი თქმაც გსურდა. - ვიგრძენი როგორ ღრმად ამოისუნთქა ვოვამ, კაცი იფიქრებდა რომ ამ ერთ სუნთქვას მთელი ცხოვრება ამოაყოლა, თავი მისკენ შევაბრუნე და დასუსტებულ სახეზე სინანულით შევხედე. - კარგი მითხარი რისი თქმა გსურდა? - მშვიდმა ღიმილმა მოიცვა მისი სახე შემდეგ კი ისე რომ ჩემთვის არ შემოუხედავს ყრუდ ამოილაპარაკა.
- მე რომ მოვკვდები წითელი კაბა ჩაიცვი.
- რატომ წითელი?
- აქ რომ მოგიყვანეს წითელი კაბა გეცვა, მახსოვს როგორ შემოხვედი, მახსოვს როგორ მოათვალიერე ადგილი სადაც დარჩენილი დრო უნდა გაგეტარებინა, თმები მსუბუქად გქონდა შეკრული და ისეთი სუნთქვისშემკვრელი იყავი გაცილებით დიდი დოზა დამამშვიდებელი დამჭირდა ვიდრე ვიღებდი.
- ვოვა. - გულწრფელად გამეღიმა მისი სიტყვების გამო და უცებ ძალიან მომინდა მოვხვეოდი.
- ძალიან ლამაზი იყავი. - როგორც იქნა მზერა მომაპყრო და სიმწრით გამიღიმა.
- კარგი, ჩავიცმევ წითელ კაბას. - მინდვრიდან წამოვიწიე და შუბლზე პატარა ბავშვივით ვაკოცე. - ჩავიცმევ გპირდები. - ვბუტბუტებდი მის შუბლზე დაყრდნობილი და ვგრძნობდი რომ ვტიროდი. ისევ ზურგზე დავწექი და თვალები დავხუჭე, ვგრძნობდი ძილბურანში გახვეულს სიზმრების საუფლო რომ კარს მიღებდა, ღრმად ამოვისუნთქე და მოდუნებულ სხეულს ბოლომდე დავნებდი.
ცარიელ აუდოტორიას შიშით მოვავლე თვალი, უზარმაზარ ოთახში არავი იყო ჩემი და გაბრიელის გარდა, რამდენიმე წამი დამჭირდა იმის გასაანილეზებლად თუ რა ხდებოდა ჩემს თავს, გაბრიელი ინტერესით უცქედა მაგიდაზე გაშლილ კონსპექტებს, შევეცადე უხმაუროდ გავცლოდი ადგილს სადაც აშკარად არ უნდა ვყოფილიყავი, შეძლებისდაგვარად ჩუმი ნაბიჯებით გაევშურე კარისკენ და როდესაც პროფესორის მაგიდას თითქმის ჩავუარე, ეს უკანასკნელი სკამიდან წამოიჭრა, სწრაფად ჩამავლო მაჯაში ხელი და ისე რომ გააზრება ვერ მოვასწარი კედელს აკრული აღმოვჩნდი, ის ჩემს წინ იდგა, საზიზღარი ირონიული ღმილი არ შორდებოდა სახიდან, მძიმედ სუნთქავდა და ვაღიარებ მისგან მომვალი ცხელი ამონასუნთქის გამო მუხლებშიც სისუსტე ჩამიდგა.
- დამშვიდდი. - ამოილაპარაკა გაბრიელმა ზედ ჩემს ტუჩებთან. - უბრალოდ მოეშვი. - ამობრუნებული ხელის საჩვენებელი თითი ნაზად ჩამატარა მფეთქავ არტერტიასთან და უფრო ქვემოთ მკერდისკენ ჩაუყვა, მთელი სხეული მითრთოდა და გულიც ჩვეულებრივზე სამჯერ სწრაფად მიცემდა. - რას არ გაიღებდი იმის სანაცვლოდ რომ ახლა აუდიტორიის კედელს აკვრის ნაცვლად ჩემ საწოლში ნებივრობდე. - ტუჩებით ოდნავ შემეხო ყელზე და ხელი კიდევ უფრო ქვემოთ ჩაასრილა.
- თვითდაჯერებული იდიოტი ხართ პროფესორო. - ძლივს ამოვილარაკე და მთელი ძალით ფეხებს შორის ამორტყმული მუხლის გამო აუდიტორიას გაბრიელის შემზარავი ღმუილი მოედო. - არაუშავს თუ რამდენიმე დღე სექსისგან შეისვენებთ. - ღიმილით გავხედე ჩაკეცილ პროფესორს და აუდიტორია დავტოვე.
სუნთქვაშეკრუმა ამოვიხრიალე და მთელი ძალით ჩავაფრინდი ვოვას თხელ თითებს.
- მორიგი ზმანება წარსულიდან? - სევდიანი თვალები მომაყრო ვოვამ, ჩემი მტევანი ტუჩებთან მიიტანა და მსუბუქად მაკოცა.
- ეს ოდესმე დასრულდება?
- ქვეცნობიერში ღრმად დალექილ სურვილებს ვერაფერს მოუხერხებ.
- დამამშვიდე. - წამოვჯექი და იქეთ გავიხედე სადაც მანამდე მათე ქრისტინას ესაუბრებოდა, არც ერთი მათგანი იქ არ იდგა, ეზო დაკვირვებით მოვათვალირე თუმცა ისინი ვერსად შევნიშნე, არ ვიცი რატომ მაგრამ იქ სიღრმეში თითქოს რაღაც ჩამწყდა, გულმა თითქოს ტკაცატკუცი ატეხა და ისე ძლიერად მომიჭირა მტკივნეული მარწუხები მეგონა სიცოცხლეს ვემშვიდობებოდი.

4
ყოველი დღის სამ საათზე ვოვას ერთ საათიან პროცედურას უტარებენ, ახლაც როდესაც ჩვენსკენ მომავალი ვერიკო ექიმი დავლანდე მაშინვე მივხვდი რას გვეტყოდა.
- დროა. - ღიმილით გაუწოდა მინდორზე გაშოტილ ვოვას ხელი, ისიც უხალისოდ დაემორჩილა და ექიმს გაჰყვა. შარვლის უკანა ჯიბეში აბზუილებული ტელეფონი ამოვიღე და როდესაც მოკლეტექსტური შეტყობინების ადრესატს დავხედე ჯერ გავოცდი, შემდეგ გული უჩვეულოდ ამიფართხალდა და სანამ ტექსტ გავხსნიდი საკუთარი გულის ცემის მელოდია კარგად დავიზეპირე.
- "გამარჯობა, როგორ ხარ? საქართველოში დავბრუნდი, შენი ნახვა მინდა, დედაშენმა მისამართი მითხრა თუ წინააღმდეგი არ ხარ გესტუმრები" რამდენჯერმე გადავიკითხე ირას მოწერილი ტექსტი ბოლოს თითები ეკრანზე ავაცეკვე.
- "ერთი ბოთლი წითელი ღვინო წამომიღე" - მივწერე პასუხად და ვიგრძენი რომ მხრებზე დაწოლილი სიმძიმე უცებ სადღაც გაქრა. ირა უკვე ორი წელია თავის მულატ ბოიფრენდთან ერთად ნიგერიაში ცხოვროვს. როგორც უკვე გითხარით აღარ გვაქვს ურთიერთობა მაგრამ ახლა ისეთი შეგრძნებით ავივსე თითქოს არც არასდროს წავსულიყავით ერთმანეთისგან.
- "შენთვის დალევა შეიძლება?" - რეალობაში დამაბრუნა შეტყობინების ხმა.
- "ჩემთვის იმდენი რამ არ შეიძლება მაგრამ"
- "კარგი წამოვიღებ"
ტელეფონი ჯიბეში დავაბრუნე და ისევ მდელოს ავეკარი ზურგით, ღრუბლებში ფრენას მოვყევი, ალაგ ალაგ მიხატული თეთრი ნაგლეჯები სწრაფად იცვლიდნენ გამოსახულებას. ზოგს ცხოველის სახე მიეღო, ზოგს ადამიანის, ზოგს კი საერთოდ არაფრის.
- შეიძლება? - პასუხს არ დაელოდა ისე მომიჯდა მათე გვერდით, ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა. - უგუნებოდ ხარ? - ხმა არ გავეცი, ისევ ღრუბლების ცქერას განვაგრძობდი. - თავისუფლებისკენ მარადიული სწრაფვა და ლტოლვა... რატომ არახარ თავისუფალი? ვინ დაგიწერა კანონები და საზღვრები? ვინ არის შენი მოსამართლე და მბრძანებელი? გინდა იფრინო? ვინ შეგკვეცა ფრთები? მიდი გაფრინდი, გინდა იყვირო და გაიქცე? წადი... ხო ისე, ერთ ჩვეულებრივ დღეს უბრალოდ ადექი და უბრალოდ წადი, იქ სადღაც... უბრალოდ იარე, ეძებე, სცადე და იქნებ იპოვო კიდეც, ის რაც დაგამშვიდებს, მაგრამ შენ ეს არ შეგიძლია.. შენი სული ისევეა გამომწყვდეული შენს სხეულში, როგორც ჯინი ბოთლში, სული სხეულის მონაა, სხეული სულის, ორივე ერთშია და ერთმანეთის გარეშე არ არსებობენ, თუმცა ისინი ერთმანეთის მტრებიც არიან, მთელი ცხოვრება ებრძვიან ერთმანეთს და მაშინ თავისუფლდებიან როდესაც სამუდამოდ შორდებიან ერთმანეთს.. ანუ სული ტოვებს სხეულს და პიროვნება აღარ არსებობს. გეშინია იმის, რომ ისე არ ჩაიაროს შენმა ცხოვრებამ, ისე არ ჩამთავრდეს, ნაპოვნი არ გქონდეს „ის რაღაც“. შენში ვულკანი იმალება და თუ შეძელი მისი პოვნა აუცილებლად აფეთქდება. თუ კი ვერ მოახერხე, მაშინ შენი ცხოვრება უნიჭო მწერლის მიერ შექმნილ მოთხრობას დაემსგავსება. ჩაიკითხავ და უბრალოდ შეგეცოდება... - მორჩენილი სიგარეტი ჩააქრო და ღიმილით დამაცქერდა მინდორზე მიწოლილს.
- ქრისტინასაც ასე ესაუბრები? - ისე ვკითხე მისთვის თვალი არ მომიშორებია, თითქო ამ კითხვას ელოდაო, ფართე ღიმილი მოეფინა სახეზე.
- ეჭვიანობ?
- შენი აზრით რა არის სიყვარული?
- ორი არაიდეალური ადამიანი ერთმანეთს შეხვდა, შეიყვარეს და ერთმანეთისთვის იდეალურები გახდნენ.
- მე კი ვფიქრობ სიყვარული ისაა, როცა გინდა ვიღაცასთან ერთად წელიწადის ოთხივე დრო გაატარო. გინდა ვინმესთან ერთად გაზაფხულის ქარიშხლებს გაექცე, ფეხქვეშ კი იასამნები გეფინოს, ზაფხულობით ხილი შეაგროვო და მდინარეში იბანაო. შემოდგომაზე ერთად მოხარშოთ მურაბები და სიცივისას ფანჯარა მიხუროთ. ზამთარში, გაციებაში და გრძელი საღამოების გადატანაში ერთმანეთს დაეხმაროთ.
- ანუ?
- ანუ ის რომ სულაც არ მსურს ეს ყველაფერი შენთან ერთად განვიცადო, შესაბამისად კითხვაზე „ვეჭიანობ თუ არა“ პასუხია არა!
- როცა საკუთარ ფიქრებთან მარტო რჩები და მსმენელიც ხელს გიწყობს გარეთ გამოიტანო მთელი შენი ემოცია ამ დროს ძალიან ლამაზი ხარ.
- ძალიან მალე, როდესაც თმა ცვენას დამიწყებს ამას აღარ მეტყვი. - შევეცადე ბუნებრივად გამეღიმა თუმცა ზედმეტად ხელოვნურად გამომივიდა.
- მე სულიერი სულამაზე ვიგულისხმე. - ღიმილით მომიგო მათემ, წამოდგა და იქაურობას გაეცალა. ვუცქერდი მის განიერ, ძლიერ მხრებს რომელიც ყოველ ნაბიჯზე ასეთი სიდინჯით მიყვებოდა პატრონის სხეულს და მთელ სხეული ისე მეწვოდა მეგონა გავარვარებული კენჭების ტომარაში ჩამაგდეს და თავი საიმედოდ მოუკრეს რომ არსად გავქცეულიყავი.
- ჯანადაბა. - ამოვიჩურჩულე და მხოლოდ ამის შემდეგ გავიაზრე როგორ ძლიერად ჩამერჭო მიწაში თითები. მინდვრიდან სწრაფად წამოვხტი და ჩემს პალატას მივაშურე, მთელი დღის მანძილზე აღარ გავსულვარ გარეთ, აღარ მსურდა მათეს დიდრონ ლურჯ თვალებს შევფეთებოდი სადმე, არც მასთან განმარტოვება მსურდა და არც მისი აზრების მოსმენა, აზრების რომლებიც ასე მაგიჟებდა და მისი თითოეული სიტყვა მტანჯველი ეიფორიით მივსებდა სულს. მოსაღამოვდა და პაციენტებმაც იწყეს ეზოდან შენობაში გადანაცვლება. პაციენტების ძირითადი ნაწილი ფართე ფოიეში განთავსებულ სავარძლებში დარჩნენ და ერთად უცქერდნენ კედელზე დაკიდებულ უზარმაზარ ეკრანზე ასახულ რომელიღაც თურქულ სერიალს, მეორე ნაწილი ბანქოს თამაშით ირთობდა თავს, მესამე ნაწილი კითხვით, დანარჩენები ჭორაობით. მე კი ვიჯექი ჩემს ოთახში ღია სარკმლის წინ და იდაყვებით ფანჯრის რაფას დაყრდნობილი სადღაც უმისამართოდ დავეხეტებოდი. ის სიტყვები მომაგონდა რომელიც გაბრიელმა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მითხრა. "როდესაც იხედები უფსრკულში უნდა გახსოვდეს რომ ისიც მოთმინებით შემოგცქერის, გცდის, გაკვირდება და ელოდება როდის აგიცდება ფეხი რომ პირქვე დაეშვა მის წიაღში" - ახლა სწორედ ასე ვუცქერდი ჩემს წინ გადაშლილი უფსრკულის შემზარავად დაღებულ პირს და სურვილი მკლავდა რომ თვალდახუჭული ვწვეოდი მისი სიბნელის წიაღში გამეფებულ მტანჯველ გარემოს.
- რა ჯანდაბას აკეთებ? - სწრაფად ჩამავლო მათემ მაჯაში ხელი და განრისხებული თვალები მომაპყრო. გაოცებულმა მოვავლე ფანჯრის რაფაზე მდგომ საკუთარ თავს მზერა და დიდი ძალისხმევის მიუხედავად ვერაფრით გავიხსენე თუ როდის ავედი მასზე. - ნორმალური ხარ? - სწრაფად ჩამავლო მათემ ძლიერი მკლავები სხეულზე და ძირს დამსვა. - გააფრინე? - არ ცხრებოდა წყობიდან გამოსული ექიმი.
- რა გაღრიალებს. - მშვიდად ამოვთქვი და საწოლზე ჩამოვჯექი.
- თავის მო/ვლა სუსტების საქმეა. შენ სუსტი ხარ?
- თავს არ ვიკლადი და ძალიან გთხოვ ნუღარ ღრიალებ.
- აბა რასშვებოდი?
- უბრალოდ ჰორიზონტს ვუცქერდი.
- თვალდახუჭული? - კიდევ ერთხელ წამოენთო მათე და დაჟინებით დამაშტერდა თვალებში. - მგონი მართლა გაქვს ფსიქოლოგიური პრობლემები. - მოულოდნელად ბრაზი სადღაც უკუაგდო და ახლა გაცილებით მშვიდმა ნაზი ღიმილით დამაჯილდოვა. - გინდა გავისეირნოთ?
- მთელი ტერიტორია იმდენჯერ მაქვს გავლილი რომ ჩემთვის საინტერესო ადგილი სადაც გასეირნებას შემომთავზებ მგონი არ არსებობს.
- საავადმყოფოს ტერიტორია არ მიგულისხმია ანკა.
- აბა? - ბავშური მიამიტობით ვიკითხე და ვიგრძენი როგორ დამეჭიმა სხეული.
- ქალაქში ჩავიდეთ, სადმე მყუდრო ბარი შევარჩიოთ სადაც სასიამოვნო მუსიკის თანხლებით გავატარებთ რამდენიმე საათს.
- ქალაქამდე ერთი საათის გზა მაინც იქნება, არამგონია ასეთ დროს ექიმმა ჩემი გაშვების ნება დაგრთოს.
- მგონი ვიღაცას ავიწყდება რომ მეც ექიმი ვარ. - გაიღიმა და ფეხზე წამოდგა. - ნახევარ საათში ამოვალ და წავიდეთ, ხო მართლა შეეცადე თბილად ჩაიცვა. - პასუხს არ დაელოდა ისე გაუჩინარდა და მეც ღიმილმორეული სულელურ მდგომარეობაში მყოფი დამტოვა საკუთარ თავთან. ისე მძაფრად ვგრძნობდი გულის ძლიერ ფუნქციონირებას, სიამოვნებისგან შემაჟრჟოლა, კარადა გამოვხსენი, მისი რჩევა გავითვალისწინე და თბილი საღამოს მიუხედავად იმაზე თბილად ჩავიცვი ვიდრე სხვა დროს ჩავიცმევდი. ჯინსის შარვალი, დაბალი ფეხსაცმელი, გრძელმკლავიანი მოშვებული ზედა და თხელი მოსახური, ეს იყო მთელი ჩემი მომზადება რომელიც ხუთ წუთს ძლივს გაგრძელდა. შეთხელებული თმა მსუბუქად დავიმაგრე კეფაზე, მაკიაჟის გაკეთება არც მიფიქრია. საწოლის კიდეზე ჩამოვჯექი და გულის ფრიალით დაველოდე დარჩენილი ოცდახუთი წუთის გასვლას. როგორც იქნა მტანჯველი დრო რომელიც ასე მიიზლაზნებოდა დასრულდა და კართან ისევ მათე გამოჩნდა. - წავედით. - ხელი დამიქანია და დერეფანი მოათვალიერა. როდესაც დარწმუნდა რომ გზად არაფერი გვეღობებოდა ხელი მომკიდა და სწრაფი ნაბიჯებით ჩამატარა კიბეები. - არ გინახავს. - მოკლედ მოუჭრა კართან მდგომ დაცვას და მანაც ღიმილით გაგვიღო კარი. ავტომობილი უკვე შენობის წინ ჰყავდა გაჩერებული, ამიტომ სწრაფად მომათავსა წინა სავარძელზე, ღვედი შემიკრა, თავად საჭეს მიუჯდა და მანქანა ადგილიდან მოსწყვიტა.
- შეიძლება სამსახური დაკარგო. - გავიღიმე და მისკენ შევბრუნდი.
- ახლა მთავარი ის არ არის მე რა მელის.
- აბა რა არის მთავარი?
- შენ. - მტკიცე იყო მისი ხმა. მინდოდა კიდევ დამესვა კითხვა, მეკითხა თუ რატომ მე მაგრამ გაჩუმება ვამჯობინე. მათედან მზერა ფანჯრის მიღმა მოცეკვავე ხეებზე გადავიტანე. სულში უცნაურ სიმსუბუქეს ვგრძნობდი, დიდი ხანია თავი ასე კარგად აღარ მიგრძვნია. თვალები დავხუჭე და შევეცადე მოზღვავებული ბედნიერების გამო ჯანსაღად აზროვნების უნარი არ დამეკარგა. ერმანეთს სწრაფად ენაცვლებოდნენ გარეთ გამეფებული სურათები, ხან უფრო ახლოს ჩანდა უზარმაზარი ხეები, ხანაც ისე პატარავდებოდნენ მათი შემჩნევაც კი მიჭირდა, სწრაფად მიიწევდა ავტომობილო წინ, დროდადრო მათეს მზრუნველ მზერას ვგრძნობდი. ხეები კორპუსებმა ჩაანაცვლა და როგორც კი ის აღვიქვი რომ უკვე ქალაქს ვუახლოვდებოდით გული კიდევ უფრო სწრაფად ამიძგერდა, სწრაფად ჩავავლე საჭესთან მჯდომ მათეს ხელს თითები, საპასუხოდ გაიღიმა და მის მტევანში მომწყვდეული დაიტოვა ჩემი ათრთოლებული ხელი. კიდევ რამდენიმე წუთი იარა ქუჩებს შორის და ბოლოს მკვეთრად განათებული ერთ-ერთი ბარის წინ გააჩერა ავტომობილი. - ხომ არ დაიღალე?
- არა.
- გადავიდეთ?
- სულ ორი წუთი მადროვე. - გავუღიმე და თვალები დავხუჭე. - კარგი, წავიდეთ. - ღვედი შევიხსენი და მანქანიდან გადმოვედი. მგზავრობის გამო ცოტა სისუსტე ვიგრძენი, გულის რევის შეგრძნებაც სწრაფად მომედო სხეულში მაგრამ როგორც კი მათეს თითებში ახლართული საკუთარი თითების აღქმა შევძელი თითქოს ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა. ბარში შესულმა დიდი ხნის ნაცნობივით მოიკითხა მომსახურე პერსონალი, შემდეგ დარბაზის სიღრმისკენ განთავსებული მაგიდაზე შეაჩერა არჩევანი და მიმტან გოგონას რომელიც ბრაზმორეული თვალს არ მწყვეტდა მენიუს მოტანა სთხოვა.
- რას იტყვი? მოგწონს?
- აქ ხშირად დადიხარ?
- საკმაოდ. რა იყო?
- არაფერი. - მიმტანმა მენიუ ლამის დაახეთქა მაგიდაზე და უკანალის გამომწვევი ქნევით გაშორდა ჩვენს მაგიდას, მიმავალს ირონიანარევი ღიმილით გააყოლა მათემ თვალი და ისევ მე მომიბრუნდა. - ერთი ორჯერ შევხვდი.
- არ მიკითხავს. - გავიღიმე და მენიუ გავშალე.
- რას მიირთმევ?
- არ დაგავიწყდეს მკაცრ დიეტაზე ვარ.
- მართალი ხარ. - მოხარშულ კართოფილზე და ქათმის ფილეზე რას იტყვი?
- თუ ერთ ჭიქა წითელ ღვინოსაც მოაყოლებ.
- დასალევი დაივიწყე.
- მხოლოდ ერთი. - ვედრების ნიშნად თითები ყელზე მივიბჯინე და ტუჩები დავპრუწე.
- კარგი მხოლოდ ერთი. - აშკარად ვერ გაუძლო მათემ ჩემს მავედრებელ მზერას. მიმტანი ისევ იხმო ჩემთვის კართოფილი, ფილე და წითელი ღვინო შეუკვეთა, თავისთვის კი მხოლოდ ვისკი.
- შენ არ გშია?
- არა. - შეკვეთილი სადილი სწრაფად მოგვიატენს. არ მშიოდა თუმცა ვიცოდი რომ არ მეჭამა დალევის საშუალებას არ მომცემდა ამიტომაც რამდენიმე ლუკმა უგემოვნოდ მივირთვი. გრილი სითხით სავსე ღვინის ბოკალი თითებში მოვიქციე და ვიგრძენი როგორ დამიარა ფეხის თითებში სიანცის ბუსუსებმა, მათეს ეს არ გამოპარვია და ღიმილით აზიდა წარბები, სულ ოდნავ მოვსვი სასმელი და როგორც კი ყელის გავლით უფრო ქვემოთ ჩასრიალდა სითხე სხეულიც საგრძნობზე მეტად ამსუბუქდა.
- ყველაზე მეტად ღვინო და ზღვა მენატრება. - კიდევ მოვსვი და ღიმილით დავაბრუნე ჭიქა მაგიდის ზედაპირზე. - შენზე მომიყევი.
- კარგი რა. - სკამის ზურგს აეკრო მათე და მაგიდის ზედაპირზე თითების მონოტორულ კაკუნს მოჰყვა. - ამას სჯობს შენს შესახებ მიამბო.
- მოსაყოლი არც არაფერია, ისედაც კარგად იცი ჩემი ცხოვრება ზედმეტად მოსაწყენი რომ არის.
- იმ ანკაზე მომიყევი რომელიც აქ მოსვლამდე იყავი.
- არც მაშინ გამოვირჩეოდი დიდან საინტერესო ცხოვრებით. - მოულოდნელად გავხალისდი და ღვინო კიდევ მოვსვი. - ჯანდაბა რა სასიამოვნოა. - თვალები დავხუჭე და ღრმად ამოვისუნთქე. - აქ მოსვლამდე ერთი ასოციალურო გოგო ვიყავი რომელიც თავისი ცხვირის იქეთ მხოლოდ გადაშლილ წიგნებს ხედავდა, არასდროს მყვარებია, მაგრამ იყო ერთი ადამიანი რომლის გვერდით ყოფნაც ძალიან მაბედბიერებდა, ამის მიუხედავად ჩვენი ურთიერთობა ზოგადსაკაცობრიო თემებზე მსჯელობას არ გამცდარა. - მხრები ავიჩეჩე და წამით დავდუმდი. - მერე დაიღუპა, შიდსი ჰქონდა.
- სამწუხაროა.
- არ ღირს ჩემზე საუბარი, წარსულიც და აწმყოც სავსეა იმედგაცრუებით, საღამოს ჩაშხამება არ მინდა. შეიძლება კიდევ ერთი? - გამოცლილი ჭიქისკენ მივუთითე და ისევ დავპრუწე ტუჩები.
- ანკა.
- მხოლოდ ერთი, გთხოვ.
- კარგი კარგი. - ისევ შეუკვეთა ჩემთვის სასმელი და ღიმილმორეული თვალს არ მწყვეტდა თუ რა ენთუზიაზმით ვაგემოვნებდი მონატრებულ სითხეს. - რას ფიქრობ ჩვენს საავადმყოფოზე?
- ერთი აქოთებული სანატორიუმია სადაც იმ ინფორმაციით გაბრუებენ რომ მალე გამოჯანმრთელდები. - ზიზღით დავბრიცე ტუჩები და ვიგრძენი რომ სასმლისგან უკვე გამითბა მთელი სხეული.
- მათი არ გჯერა?
- განა რომელიმე ექიმის პროფესიონალიზმში მეპარება ეჭვი, სულაც არა კარგად ვხედავ რა მონდომებით ცდილობენ ნებისმიერი პაციენტისთვის სიცოცხლის გახანგრძლივებას მაგრამ თუნდაც ჩემს შემთხვევაში როცა ვიცი აზრი არ აქვს ვეჭიდავო მომავალს რომელიც მელის ცოტა არ იყოს მაღიზიანებს მათი მოჩვენებით სითბო და იმის მტკიცება რომ საქმე უკეთ მიდის.
- მედიცინაში ერკვევი?
- ნაწილობრივ, მაგრამ მე ჩემს სხეულს მშვენივრად ვგრძნობ და ვხვდები რომ ყველაზე დიდი კიდევ ერთი წელი დავამძიმო დედამიწა ჩემი ნაბიჯებით, ამიტომაც გადავწყვიტე ახლო მომვალში დავტოვო სანატორიუმი.
- დატოვო? - საკმაოდ დააბნია მათე მოსმენილმა.
- როდესაც იცი რომ განწირული ხარ ისე უნდა მოიქცე როგორც სწორად მიგაჩინია, დრო, რომელიც გვაქვს, ცოტა კი არ არის, არამედ ბევრია, რომელსაც არ ვიყენებეთ. მნიშვნელობა არ აქვს დღეს მოკვდები, ერთი წლის თუ ათი წლის შემდეგ, ადამიანების პრობლემა ის არის რომ დროს სწორად არასდროს ვიყენებთ. ეს ხომ შენი სიტყვებია. - გავუღიმე დაბნეულს და სასმელი მოვსვი. - სიკვდილის გეშინია?
- არა.
- არც მე.
- ნუ ფიქრობ ამაზე ანკა.
- რაზე სიკვდილზე? მასზე ფიქრი ჩემი ჰობია, სიკვდილი ერთგვარი შეჯანჯღარებაა, რომელიც ჩვენ სერიოზულ განწყობაზე გვაყენებს. საკუთარ სიკვდილზე ფიქრისას, არ მაქვს შიში რაღაც შეუცნობელის, უხილავის მიმართ, არც გულისრევის შეგრძნება მეუფლება, პირიქით წარმოვიდგენ ხოლმე როგორ ტოვებს ჩემი სული სხეულს, როგორ დავყურებ ზემოდან საკუთარ უსიცოცხლო სხეულს, იცი ამ დროს რას ვგრძნობ?
- თავისუფლებას?
- ხო თავისუფლებას. - მორჩენილი სასმელი ბოლომდე გამოვცალე და ვიგრძენი რომ სხეული აღარ მემორჩილებოდა. - ვფიქრობ მანქანამდე საკუთარი ფეხით ვერ მივალ.
- დაგეხმარები. - სწრაფად წამოიჭრა მათე სკამიდან, ანგარიში გაასწორა და ისევ მაგიდასთან დაბრუნდა, მის გამოწვდილ ხელს დავეყრდენი და ფეხზე წამოვდექი, თავბრუსხვევის გამო უსიამოვნო განცდებმა ერთიანად დამიარა გონებაში. მათეს პერანგის საყელოს თითები ჩავავლე და მის ყელში გაუაზრებლად შევაცურე ცხვირი, თვალები დავხუჭე, ვერ ვხედავდი თუმცა ვიგრძენი როგორ დაეჭიმა ყბის ძლები, გულის ცემაც გაუხშირდა და დამძიმებული სუნთქვა რომ ჩემს სმენას არ მოსდებოდა თავი მეორე მხარეს მიაბრუნდა, მანქანამდე მიმიყვანა, დაჯდომაში მომეხმარა, სანამ ღვედს შემიკრავდა წამით ისევ შეეფეთა ჩვენი თვალები ერთმანეთს, მის მზერაში ისე ჩავიკარგე თითქოს ზღვის ტალღებში მოლივლივე ვყოფილიყავი, გუაზრებლად შევეხე ქვედა ტუჩს კბილებით და ნერწყვი ძლივს გადავაგორე.
- წავიდეთ, მგონი სასმელი მოგეკიდა. - ამოიჩურჩულა შეცვლილი ხმით, ღვედი შემიკრა და წამით სახე ისე ახლოს მომიტანა მისგან მომავალი სურნელი ღრმად შემიძვრა გონებაში. ჩემს სახესთან დახრილი მზერით მბურღავდა და ვგრძნობდი რა სისწრაფით იცვლებოდა მისი გულის ცემაც. მისი თითები ვიგრძენი სახეზე, კიდევ უფრო ახლოს მესმოდა მისი სინთქვა, თვალები დავხუჭე და რა წამსაც მეგონა რომ მისი ბაგეების გემოს შევიგრძნობდი ზუსტად ამ დროს გრილი ტუჩები მომაკრო შუბლზე, ნიკაპზე ჩავლებული თითები გამიშვა, სწრაფად მომშორდა და კარიც ხმაურით მიხურა. სანატორიუმამდე გზა ისე გავიარეთ ხმა არც ერთს არ ამოგვიღია, ავტომობილის გაჩერების შემდეგ მათემ საჭეს თავი ანება, მთელი სხეულით ჩემსკენ შემობრუნდა და დაჟინებით მომაშტერდა, მისი უცნაური მღელვარება თითქოს სიამოვნებასაც მგვრიდა, ეგოისტურმა ვნებამ შემიპყრო და ვიგრძენი ამან როგორ გამახალისა, მისკენ შევბრუნდი და წამით მის თვალებს ჯიქურ გავუყარე მზერა. - რა ხედავ მათში? - მკითხა მათემ.
- სურვილს.
- რის სურვილს?
- სიკვდილის პირას მყოფი რომ არ ვიყო.
- კარგი რა. - სწრაფად აღმოჩნდა მისი თითები ჩემს კეფაზე, შუბლით ჩემს შუბლს შეეხო და თვალები დახუჭა.
- კარგი საღამო იყო. მადლობა. - მისგან გათავისუფლებას ვეცადე თუმცა უფრო ძლიერად მომიჭირა კეფაზე ხელი. მძიმედ სუნთქავდა და ვხედავდი როგორ იცვლებოდა მისი სახის მიმიკა. - უნდა გამიშვა.
- ვიცი. - ფრთხილად შეაცურა სახე ჩემს ყელში და სუსტად მფეთქავ არტერიაზე ნაზად შემახო ტუჩები, ფეხებში დავლილმა სიცივემ სწრაფად ამოიწია ზევით და ვიგრძენი უკონტროლო რომ ვხდებოდი. - აგაცილებ.
- მგონი შევძლებ მარტო ასვლას. ღამემშვიდობის.
- ღამემშვიდობის ანკა. - მანქანიდან გადმოვედი, შევეცადე მღელვარება მომეთოკა, რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი და უეცრად სწორედ ის სიძლიერე ვიგრძენი რაც მაკლდა, თავი მაღლა ავწიე და შენობაში გავუჩინარდი. ამ დღის შემდეგ ყოველ ღამით ვხვდებოდით მე და მათე ერთმანეთს ეზოში სულ რაღაც ათი წუთით, თუმცა ეს დრო სრულებით საკმარისი იყო იმ ინტერესისა და სურვილების შესავსებათ რაც ასე მაკლდა, მათე ზედმეტად საინტერესო პიროვნება იყო, მის ლურჯ თვალებში ხშირად ვხედავდი აკიაფებულ ვნებას, შეძლებისდაგვარად ვახერხებდი მისგან წამოსული იმპულსების დაიგნორებას და თუ შემთხვევით ემოციურ მდგომარეობაზე დაიწყებდა საუბარს შესანიშნავად ვუცვლიდი სასაუბრო თემას, თემებს კი რა ამოწურავდა, ყველაფრის შესახებ გააჩნდა საკუთარი მოსაზრება, რაც დრო გადიოდა მით უფრო იცვლებოდა ჩემი გულის ცემაც როცა მის თვალებში ვიწყებდი უგზოუკვლოდ მოგზაურობას, მიუხედავად იმისა რომ სურვილი მკლავდა მის ტუჩებს შევხებოდი ეს არასდროს გამიკეთებია, მხოლოდ საუბრები, საუბრები და ისევ საუბრები. ერთ საღამოს როდესაც კიდევ ერთხელ შესძლო ჩემი მოსაწყენი სანატორიუმიდან დახსნა და იმავე ბარში წამიყვანა ერთი ჭიქა ღვინის დასაგემოვნებლად უცნაურად აციმციმებული მეჩვენა მისი თვალები, უცნაური სიანცე და სურვილები კიაფობდა მის ლურჯ სიღრმეებში, ვიფიქრე სასმლის ბრალი იყო, ამიტომაც ყურადღება არ მივაქციე, როცა ბარიდან ვბრუნდებოდით ხმა არ ამოუღია, დაძაბულს მთელი სხეული დაჭიმული ჰქონდა, მთელი გზა გავუძელი მის მდგომარეობას, და ბოლოს როდესაც ავტომობილი სანატორიუმის შესასვლელთან გააჩერა ვეღარ მოვითმინე და კითხვების დასმა დავიწყე.
- რამე მოხდა?
- არაფერი.
- დარწმუნებული ხარ?
- კი.
- მე კი მგონია რომ რაღაც გაწუხებს, იქნებ მითხრა რა გჭირს?
- არ მინდა ჩემმა ნათქვამმა გაგაბრაზოს.
- რას გულისხმობ? - უკვე ვიცოდი საითაც მიჰყავდა საუბარი და მოსალოდნელი ემოციური შეტევის გმირულად დასაძლებად მჭიდროდ შევკარი ხელის გულები.
- იმდენად დიდია შენთან ყოფნის სურვილი.
- მათე. - სწრაფად შევიხსენი ღვედი და მისკენ მთელი ტანით შევბრუნდი.
- დამასრულებინე,
- კარგი.
- ერთხელ ეძლევა ადამიანს სიცოცხლე და ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის, რომ ბედნიერებით გაბრწყინებულმა განვლო შენთვის ბოძებული გზა, სხვანაირად ცხოვრება ცხოვრება არაა.
- რა გინდა მათე? - თითქოს ვერ გამეგოს მისი აზრი ისე მივაბჯინე ჩემსკენ წამოსულს მკერდზე ორივე ხელის გული. ჩემს სახესთან დახრილს სუნთქვა ისე შეცვლოდა მთელს სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელმაც კი დამიარა.
- შენ ყველაფრის დანახვა შეგიძლია, უბრალოდ არ გსურს ღრმად ჩაიხედო ჩემს თვალებში, გეშინია იქ დანახული სიმართლის, მზად არ ხარ პასუხი გასცე ყოველივე იმას რაც იქ ხდება. - ამოიჩურჩულა ჩემს ტუჩებთან და ნაზად შემახო ცხვირის წვერი.
- უნდა გამიშვა.
- ვიცი. - მზერა გამისწორა და უკან დაიხია.
- ღამემშიდობის ექიმო. - ისეთი ხაზგასმით წარმოვთქვი ბოლო სიტყვა რომ თავადაც გამცრა უსიამოვნო შეგრძნების გამო.
- ღამემშვიდობის ანკა. - მანქანიდან გადმოვედი, არეული მაგრამ სწრაფი ნაბიჯით წავედი შენობისკენ, როცა ვიფიქრე რომ დანაღმულ ველს უკვე გავცდი ზუსტად მაშინ მწვდა ჩემს უკან მომავალი მათე მკლავში, თავისკენ შებრუნებული მკერდზე მიმიხუტა და მოწყვეტით დამეწაფა ტუჩებზე. იმ ღამით არ მძინებია.

5
ფსიქოლოგის კაბინეტში ჩემთვის განკუთვნილ სავარძელში ჩუმად ვიჯექი და გუშინდელ საღამოს გონებაში ვაჯამებდი, ემოციური ფონი რაც მათეს გვერდით ყოფნამ გამოიწვია იმდენად ავისმომასწავებლად წრიპინებდა გონებაში რომ ყოველი მისი მოგონება სულს ერთიანად მიხუთავდა, სუნთქვაარეულს გულის ცემის დარეგულირება მიჭირდა. სხეულში რომელშიც ვცხოვრობდი უკვე სული მეხუთებოდა.
- მეტყვი რაზე ფიქრობ? - ფიქრებიდან გამომიყვანა ფსიქოლოგმა.
- იმაზე რომ არ მინდა სკვდილი. - პირველად ვიგრძენი ხმაში მერყეობა როცა სიკვდილი ვახსენე.
- ხომ შევთანხმდით რომ ამაზე აღარ იფიქრებდი.
- თქვენთვის მარტივია, მაგრამ იქნებ ჩემს ადგილზე წარმოიდგინოთ თავი, ყოველ ჯერზე როდესაც სარკეში საკუთარ თავს ვუყურებ ვერაფერს ვხედავ გარდა მომაკვდავი ადამიანის ფერწასული სხეულისა, მართლა არმინდა სიკვდილი. ჯერ ჩემი სიტყვა არ მითქვამს, არ მიცხოვრია, არაფერი გამიკეთებია, ჩემი ცხოვრება უნიჭო მწერლის მიერ შეთითხნილ ბოდვას ჰგავს სადაც მთავარი გმირი უგზო-უკვლოდ დაეხეტება და ბოლოს ისე კვდება რომ უკან მოხედილს არაფერი რჩება გარდა დიდი ცარიელი გზისა და წყვდიადისა. არ მინდა სიკვდილი, მინდა ვიცოცხლო, მინდა მიყვარდეს, მინდა ვუყვარდე, მინდა განვიცადო სულიერი თუ ხორციელი აღმაფრენა, მინდა სიყვარულისგან ჭკუიდან შევიშალო, მინდა ისე მიყვარდეს რომ მის დანახვაზე მუხლები მეკვეთებოდეს, მინდა ბევრი შვილი გავაჩინო, მინდა დედა დამიძახონ, მინდა თქვან რომ ლამაზი ვარ, სასურველი ვარ, სექსუალური, მინდა ყოველ დილით საყვარელი მამაკაცის გვერდით ვიღვიძებდე, უბრალოდ სიცოცხლე მინდა. - მივაყარე ერთმანეთს სიტყვების და აზრების ეს ქაოსური წყობა და ცრემლებმაც არ დააყოვნა, ფსიქოლოგი დიდხანს იჯდა სავარძელში ჩუმად, ცხვირზე მორგებული სათვალე მოეხსნა და რაღაცნაირი სიბრალულით აღსავსე თვალებით მბურღავდა. - მაგრამ თქვენი თვალები, ისინი იმდენად გყიდიან რომ ზუსტად ვიცი ის რაც მსურს უბრალოდ ოცნებაა, მომაკვდავი ქალის ოცნება და სხვა არაფერი.
- ანკა.
- არ იდარდოთ პროფესორო, როცა სიკვდილი ჩემთან მოვა და თავის ცივ მკლავებს მომხვევს ღიმილით გავყვები, თქვენ არ იდარდოთ.
- შენი ანალიზები გერმანიაში გავგზავნე. - მეხის გავარდნას ჰგავდა მისი სიტყვები.
- რისთვის? ისედაც ხომ ყველაფერი გარკვეულია?
- პასუხი მივიღე. - უჯრიდან კონვერტი ამოიღო გიორგიმ და მომაწოდა.
- და რა წერია? - ისე ვკითხე მისთვის თვალი არ მომიშორებია.
- უნდათ რომ გერმანიაში გაგგზავნო. მათი აზრით შეუძლიათ შენი გადარჩენა.
- კიდევ ერთი არაფრისმომცემი იმედი და დაკარგული დღეები რომლებსაც ისევ ოთხ კედელს შორის გამოკეტილი გავატარებ? არ მინდა მადლობა. მირჩევნია ერთ თვეში მოვკვდე და ის დარჩენილი დღეები ყველა სიგიჟე ჩავიდინო რაც ასე მსურს, მირჩევნია ზღვის ტალღებში შევცურო და ხვალვე ამომძრეს სული, ვიდრე იქ წავიდე და კიდევ უაზრო მკურნალობით გაბრუელბულმა გამოკეტილმა განვვლო ცხოვრება.
- იფიქრე ამაზე ანკა.
- საფიქრებელი არაფერია. - სავარძლიდან წამოვხტი და ის იყო კარი გავაღე წამით ზღურბლზე რომ შევჩერდი მისკენ შევბრუნდი, რამდენიმე წამის წინ ამოხეთქილი ეიფორია უკვალოდ გაქრა ჩემგან, ისევ ის შეუპოვარი ხასიათი დამიბრუნდა. - არ დაიჯეროთ რაც წეღენ ვილაპარაკე, თქვენს თვალებში დანახული პასუხების მიღება მსურდა ეს სპექტაკლიც ამიტომ დავდგი, პასუხი მივიღე, მალე მოვკვდები. - მისი კაბინეტი უკანმოუხედავად დავტოვე და კარიც ხმაურით გამოვიჯახუნე. ყველას აქვს ემოციები, ნებისმიერი ადამიანი პირველ რიგში ადამიანია. ყველას ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც კონტროლს კარგავ საკუთარ ემოციებზე, შენში შენიღბული ადამიანობა, რომელსაც ასე საგულდაგულოდ მალავ, რომ სოციუმის საჯიჯგნი არ გახდეს, შენგან დაუკითხავად გამოდის დღის შუქზე და ამ დროს სრულიად უსუსური და უმწეო ხდები, ემოციურად გაუწონასწორებელი, არაადეკვატური, იქამდე მაინც სანამ ლეშად ყოფნა არ მოგბეზრდება და ემოციურ ფონს ისევ არ მიაძინებ, ნიღბების უჯრას თავიდან არ გამოხსნი და მოირგებ შენთვის სასურველ მიმიკას. ფსიქოლოგის კაბინეტში ყოფნისას რაღაც მომენტში საკუთარ თავზე კონტროლი დავკარგე და ვიქეცი სასოწარკვეთილ უსუსურ ქალად, გულიდან ამოყვირებული წუხილის შემდეგ კი მეც სწრაფად გამოვხსენი ნიღბების უჯრა და საყვარელ ნიღაბს დავუწყე ძებნა. საკუთარ არსებაში ხეტიალით, გრძნობებისა და შეგრძნებების შესწვალით, გათავისებით, მართვით სულისა და გონების მორჩილებით, ენის წვერზე მომდგარი სიტყვების უკუგდებით, სიბრაზის დახშობით, შეკავებული ცრემლით, ართქმული სათქმელით. საბოლოოდ ჩემგან დიდი ცინიკოსი, უზომოდ დიდი წარმოსახვისა და შესაძლებლობების მქონე ასოციალი შევქმენი, სწორედ ეს ნიღაბი იყო რაც მოვიძიე და სახეზე მჭიდროდ მოვირგე.
- მოიცადე. - დერეფანში მიმავალს სწრაფად მწვდა მათე მაჯაში და რომელიღაც ცარიელ ოთახში შემათრია, კარის დახურვის შემდეგ დიდი ლურჯი თვალები შემანათა და როგორც კი სული მოითქვა ჩემსკენ გადმოდგა რამდენიმე ნაბიჯი.
- არ გინდა. - ჩემსკენ დახრილს გულზე ორივე ხელის გული მივაბჯინე და ისიც ჩემს ხელებს მინდობილი უკან გადგა.
- რა მოხდა?
- რა მოხდა? ეს მე უნდა გკითხო. რა ხდება მათე?
- ვფიქრობ მინდა წელიწადის ოთხივე დრო ერთად გავატაროთ. მინდა შენთან ერთად გაზაფხულის ქარიშხლებს გავექცე, ფეხქვეშ კი იასამნები გვეფინოს, ზაფხულობით ხილი შევაგროვოთ და მდინარეში ვიბანავოთ. შემოდგომაზე ერთად მოვხარშოთ მურაბები და სიცივისას ფანჯარა მივხუროთ. ზამთარში, გაციებაში და გრძელი საღამოების გადატანაში ერთმანეთს დავეხმაროთ. უბრალოდ მინდა აქედან შორს წაგიყვანო, იქ სადაც არავინ იქნება ჩვენ ორის გარდა. - ისევ ჩემს კოცნას ეცადა მათე მაგრამ არ დავანებე.
- ექიმს ეჩვენე, მგონი სიცხე უნდა გქონდეს.
- გეყოფა სინაგლე. - გაეღიმა მათეს. - ორი წუთის წინ სიყვარული აგიხსენი.
- არ შეიძლება მე გიყვარდე.
- ვითომ რატომ?
- იმიტომ რომ ვკვდები.
- გეყოფა სიკვდილზე ლაპარაკი. - დაიყვრია ექიმმა და მკლავები ძლიერად მომხვია. - არ მოკვდები, უფლება არ გაქვს.
- ვერ ვსუნთქავ. გამიშვი მათე. მე უფრო ჭკვიანი მეგონე, როგორ შეგეძლო ჩემი შეყვარება? თან ასე მალე? - ცივად გამიშვა ხელები, ჩემ სახეს ნაზად შეახო თითები და ტუჩებთან დახრილმა ჩუმად ამოილაპარაკა.
- სიყვარული ავადმყოფობის სახეობაა, რომელიც არც ჭკვიანებს ინდობს და არც ბრიყვებს. მარტოსულობის განცდა ჯერ კიდევ მაშინ ვიგრძენი, როდესაც აზროვნების უნარი ჩამომიყალიბდა. ათას ნიღაბს მორგებული წლებია საკუთარ თავს გარედან ვაკვირდები და მის შესწავლას ვცდილობ. როგორც ყველა არც მე წარმოვადგენ გამონაკლის და ჩემშიც უამრავი ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ განდეგილი ყველაზე აქტიურია სხვა დანარჩენს შორის. ბევრი ქალი მყოლია მაგრამ არასდროს მყვარებია, ხოდა ვდგავარ ახლა შენს წინაშე თავადაც არ მჯერა იმ ბოდვის რასაც ვბოდავ მაგრამ მიყვარხარ. - სუნთქვა არეული წყვეტილად საუბრობდა ჩემს ტუჩებთან მათე, ნაზად ასრიალებდა ჩემს კეფაზე ხელებს და მსუბუქ კოცნებს მიტოვებდა სახეზე.
- შენი აზრით რა არის სიყვარული მათე?
- რა არის სიყვარული? – ვნება, რომელიც ერთ მხარეზე ათავსებს მთელ დედამიწას, ხოლო მეორე მხარეზე მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულის საგანს. - გამეღიმა და ვიგრძენი რომ ისევ ადამიანურმა სისუსტემ მძლია.
- არ მინდა გატკინო, არადა ზუსტად ვიცი გეტკინება.
- სჯობს მეტკინოს ვიდრე მთელი ცხოვრება იმაზე ვიდარდო რომ არ ვცადე. - ჩემს პასუხს აღარ დაელოდა, სხეულზე მჭიდროდ მიმიკრო და ვნებით დამიკოცნა ათრთოლებული მაგეები. როცა კოცნით გული იჯერა მკლავები ძლიერად მომხვია და მის სხეულში ისე ჩამფლო მივხვდი მართლა აღარ აპირებდა ჩემს გაშვებას, გულის არეში ძლიერი ტკივილი ვიგრძენი, თითქოს ვიღაც მთელი მონდომებით სრესდა სუსტად მაგრამ ჯერ ისევ მფეთქავ ორგანოს, კარგად ვიცოდი ეს რა ტკივილიც იყო, საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი. მე ეს ყველაფერი მაშინ გამოვცადე როდესაც გაბრიელი გარდაიცვალა ახლა კი იგივე ემოციას მთელი სიცხადით შევეჭიდე მაგრამ ამჯერად მე ვკვდებოდი და ვაპირებდი მათეც ისეთივე ტკივილებით სავსე დამეტოვებინა როგორც გაბრიელმა დამტოვა, ამის გააზრება იყო და თითქოს გული კუთვნილ ადგილს მოსწყდა, გონებაში დატრიალებული ქაოსის გადასახარშად ორიოდე წამი დამჭირდა, ათრთოლებულ ბაგეებს დამორჩილება ვაიძულე, სისუსტის მიუხედავად საკუთარ თავში მაინც ვიპოვე ძალა მათეს ვნებით ამღვრეული თვალებისთვის მზერა გამესწორებინა.
- სისულელეა ეს ყველაფერი. - ამოვიჩურჩულე და მისგან გავითავისუფლე თავი, ზურგი ვაქციე და სისუტე რომ არ მომრეოდა მაგიდას რომელიც ოთახში იდგა ორივე ხელით დავეყრდენი. - სისულელეა იმაზე ფიქრი რომ იმედი დაამყარო ადამიანზე რომელიც დღეს არის მაგრამ შესაძლოა ხვალ არც იყოს, სისულელეა მთელი შენი თეორიები სიყვარულზე, სისულელეა მთელი შენი ფსიქოლოგიური ვნება, სისულელეა ყველაფერი რაც შენ მართებული გგონია, სინამდვილეში არანაირი სიყვარული არ არსებობს, ქალს და მამაკაცს არ უყვარდებათ ერთმანეთი, ეს ერთგვარი შეჩვევაა, ორი ადამინის ცხოველური ვნების დაკმაყოფილება, თუ გაუმართლებთ და სექსში ერთმანეთს შეეწყობიან ეს სიყვარული ჰქონიათ, რაც უფრო ხარისხიანია ორგა/მი მით უფრო ღრმაა მათი აზრით სიყვარული, სინამდვილეში სიყვარული არ არსებობს, ყველაფერი როგორც უკვე გითხარი ხორციელ ტრფობაზეა აგებული, სიამოვნება მიღებული ადამიანის გონება მანამ არის შეყვარებული სანამ ორგაზ/ით გამოწვეული თრთოლვა მინელდება, როგორც კი ეს ჩაივლის ყველაფერი თავის რეალურ სახეს უბრუნდება, ასე რომ სისულელეა ყველაფერი რასაც ახლა განიცდი, შენი ქვეცნობიერის ემოციური აღქმა ფეხებს შორის გაქვს, სექსი კი ჩემთვის არასდროს ყოფილა პირველხარისხოვანი, სიმართლე გითხრა არც მეორეხარისხოვანი და საერთოდაც ჩემთვის არაფერს აქვს მნიშვნელობა მით უმეტეს შენს უაზრო მოსაზრებებს. - დავასრულე და მაგიდის ზედაპირს უფრო მეტად დავეყრდენი რომ არ წავქცეულიყავი, ვერ ვხედავდი მაგრამ ვგრძნობდი მათეს გაფართოვებულ თვალებს, მის გაოგნებულ სახეს და იმედგაცრუებას რომელიც მის ლურჯ თვალებში მკლავებგაშლილი ნებივრობდა. ტანჯვის ტუსაღად ყოფნის შესაძლებლობა მეტისმეტად ტკბილად მეჩვენებოდა იმისთვის რომ უარი მეთქვა. ეს იყო უდიდესი უარი, უდიდესი უარი თვითმ/ლელობამდე. ვგრძნოდბი როგორ გავთელე მთელი მისი ემოციები და ერთ მომენტში ისიც კი მეგონა რომ მისგან დამსახურებულ ხელის გარტყმას დავიმსახურებდი.
- სიგიჟე ძირითადათ ორნაირად მოდის: ნელა და სწრაფად. შენს შემთხვევაში სწრაფად მოვიდა. - ჩურჩულით ამოთქვა მათემ და სწრაფი ნაბიჯებით დატოვა ოთახი. ვერ ვიტყვი მისი გასვლის შემდეგ სასოწარკვეთილებით შეპყრობილმა მწარე მოთქმა დავიწყე-მეთქი, რამდენიმე წუთი უძრავად ვუცქერდი მოფრიალებულ კარს რომელშიც რამდენიმე წუთის წინ გაფითრებული მათე გავიდა, ვერაფერს ვგრძნობდი, არც გონებაში მქონდა რამე სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გაჩაღებული, პირიქით შვებაც კი ვიგრძენი, შვება რომ ერთი ადამიანი მაინც ვიხსენი უფრო ღრმად შეეტოპა ახლადგამომცხვარ გრძნობებში და ბოლოს სასოწარკვეთილს სახე დაეხოკა. სამყაროს სუნთქვა არ შეუწყვიტავს იმის გამო რაც ჩავიდინე.
შემდეგი რამდენიმე დღე ისეთივე არაფრისმთქმელი იყო როგორიც მთელი განვლილი სამი წელი, ერთიდაიგივე რუტინა იმდენად მოსაბეზრებელი იყო უკვე გაზეპირებული, პროტოკოლით გაწერილი ღიმილით ვასრულებდი ჩემზე დაკისრებულ მოვალეობებს. მოვალეობები კი ასეთი იყო. დილის ათ საათზე ადგომა, მოწესრიგება, საუზმე, წამლები ფიზიკური შემოწმება, ვიზიტი ფსიქოლოგთან და მასთან არაფრის მომცემი საუბრები, შემდეგ ეზოში ნებივრობა, ვოვასთან ორაზროვანი საუბრები, შემდეგ ისევ შემოწმება, ვახშამი, წამლები და ძილი. ვერაფერს იტყვი, ერთობ საინტერესო დღის რეჟიმი მაქვს. მთელი ამ დღეების მანძილზე მათე ერთხელაც არ გამომლაპარაკებია, ვერ ვიტყვი რომ თავს მარიდებდა, არა უბრალოდ ექიმი-პაციენტის ურთიერთობა იმაზე სწრაფად ჩამოგვიყალიბდა ვიდრე წარმოვიდგენდი. შიგადაშიგ ვხედავდი როგორ სეირნობდა სანატორიუმის სექსიმბოლოდ წოდებულ ქრისტინასთან, როგორ იღიმოდა მის ხუმრობებზე და როგორ არ ადარდებდა მისი ურცხვი საჯარო კეკლუცობა.
ჩემსავე პალატაში საწოლზე ფეხმორთხმით ვიჯექი, წინ გაშლილ სუფთა ტილოს დიდხანს ვუცქირე და ბოლოს ხატვა დავიწყე, ხელს სულაც არ მიშლიდა ოთახში მყოფი მიასა და თამთას დიალოგი იმის შესახებ თუ რა სექსუალური იყო ჩვენი ახალი ექიმი მათე.
- რას არ მივცემდი მასთან გატარებული ერთი ღამის სანაცვლოდ. - სინანულით ამოიჩურჩულა მიამ.
- არც მე ვიტყოდი უარს. - დაეთანხმა თამთა.
- შენ რას იტყვი ანკა? - ახლა მე მომიბრუნდა მია.
- ჩვეულებრივი ბიჭია, არაფერი გასაგიჟებელი. - ისე ამოვილაპარაკე ხატვისთვის თავი არ დამინებებია.
- შენ თვალები ტრა/ში გაქვს? - შემიბღვირა თამთამ.
- შესაძლოა. - გავიღიმე. კიდევ რაღაცის თქმა მსურდა თუმცა გადავიფიქრე და ხატვა განვაგრძე.
- ამბობენ ქრისტინასთან ერთად არისო.
- ეს ჩვენ არ გვეხება. თქვენც მოეშვით ოცნებას. ჯანსაღ ადამიანს ჯანსაღი პარტნიორი სჭირდება, მათეც და ქრისტინაც ჩვენგან განსხვავებით სიკვდილს არ ებრძვიან ასე რომ რაც სურთ ის აკეთონ. - ფუნჯი ბრაზით დავანარცხე ტილოს და ოთახში მყოფთ მოვავლე მზერა.
- რა გჭირს?
- არაფერი! - საწოლიდან წამოვდექი და ფანჯარასთან მივედი. არაფერია იმაზე მტკივნეული როდესაც იმის საწინააღმდეგოს ამტკიცებ რასაც ფიქრობ. ცხვირის წვერი ამეწვა და მივხვდი ემოციური ფონი უკვე პიკს აღწევდა. ძლიერად ჩავაფრინდი ფანჯრის რაფას და ღრმად სუნთქვა დავიწყე.
- დღეს საღამოს წვეულებას მართავენ. - ხომ წამოხვალ? - მხარზე შემეხო მიას ხელი.
- რა წვეულებას?
- ლელას დაბადებისდღე ყოფილა. ექიმმა ნება დართო წვეულება მოაწყოს.
- დასალევი იქნება?
- კოკა-კოლა კი. - ჩაიცინა მიამ. - ხომ წამოხვა?
- ხო წამოვალ.
- კარგია..
წვეულება როგორც ასეთი პირველი სართულის მისაღებსი გაიმართა, იქაურობა ისე მოერთოდ იფიქრებდით ბავშვი დაიბადაო, უამრავი ბუშტი ფეხებში მებლანდებოდა, ფერადი ქაღალდებისგან გამოჭრილი სხვადასხვა ფიგურები საბავშო ბაღში ბავშვების შესრულებულ მორიგ დავალებას მაგონებდა, წვეულებას ყველა ესწრებოდა, აქ ნახავდით მძიმე თუ ნაკლებად მომაკვდავ პაციენტებს, იყვნენ ექიმებიც მათ შორის ვერიკო, გიორგი მათე და უსტატუსო ქრისტინაც. ეს უკანასკნელი წამით არ ტოვებდა მათეს მარტოს. ჩვენგან განსხვავებით ექიმები ალკოჰოლური სასმლით იქცევდნენ თავს, ჩვენ კი მხოლოდ გაზიანი კოკა-კოლისა და უგემური კექსებით გვიწევდა უაზრო წვეულებაზე თავის გახალისება. ერთი საათი გავუძელი ამ ყველაფერს, ბოლოს ძალიან მომბეზრდა სიტუაცია რომელიც მთელი თავის არსით მართლა საბავშო ბაღის ზეიმს მაგონებდა, ექიმები კი ის მასწავლებლები იყვნენ რომლებმაც ეს ყოველივე დაგეგმეს. ამის გაფიქრებაზე გამეღიმა. ჩემთვის განკუთვნილ კოკა-კოლას ხელი დავავლე, ხალხს შეუმჩნევლად ავუარე გვერდი და მალე სრულიად მარტო აღმოვჩდნი ეზოში. ღამის წყვდიადი რომელიც მედიდურად დაჰყურებდა მძინარე სამყაროს სიმყუდროვით მავსებდა, ღრმად შევისუნქე შუაღამის სასიამოვნო სიგრილე და შორიახლოს განთავსებულ სკამზე ჩამოვჯექი, ღიმილით მოვავლე მზერა ჰორიზონტს და თვალები დავხუჭე. რაც უნდა დავარქვათ - გონება, ხასიათი, სული, - ადამიანებს მოგვწონს იმაზე ფიქრი, რომ გაგვაჩნია რაღაც, რაც გვაცოცხლებს, და რაც გაცილებით მეტია, ვიდრე ნეირონების ურთიერთობა. გონების სიჭარბე კი ტვინს ქმნის. მარტივი მისახვედრია, რატომ არის კარგი თუ ადამიანი თავად ხვდება რომ ყველაფერი რიგზე ვერ აქვს. აი მაგალითად ისე როგორც მე, ჩემზე უკეთ არავინ იცის რომ ყველაფერი კი არა რიგზე არაფერი მაქვს. ის იყო საკუთარი ფიქრების გამო გამოწვეული ღიმილი ხმამაღალ სიცილში გადამეზარდა და თვალები ჩემდაუნებურად გავახილე იქვე მდგომ მათეს რომ შევავლე მზერა, შორიახლოს იდგა, ხელში სასმლით სავსე ჭიქა ეჭირა და ღიმილით მიცქერდა. მის დანახვას არ შევუშინებივარ, არც გამკვირვებია, თითქოს ჩემი შინაგანი მე ისედაც ელოდა მის გამოჩენას.
- ფროიდი ამბობდა რომ ფსიქოზიანისთვის მდგომარეობის გაანალიზება რთულია რადგან მათ არ შეუძლიათ ფანტაზია და რეალობა ერთმანეთისგან გაარჩიონ. ამის შესახებ რამე იცი? - ღიმილით ვკითხე და ვანიშნე რომ გვერდით დამჯდომოდა.
- ფანტაზიას ექო არ აქვს. - სკამზე ჩემს გვერდით მოთავსდა მათე და გამომცდელი მზერით დამაჯილდოვა. - მთავარია შენსავე შექმნილ სამყაროში გზა არ გაგებნას და უკან დაბრუნება შეძლო. - გამიღიმა და სასმლის ჭიქა მომაწოდა. - ვიცი რომ წითელი ღვინო გიყვარს.
- ზოგჯერ საკუთარი წარმოსახვა ძალიან მღლის. - მის თითებში მოთავსებული სასმლის ჭიქა ხელიდან ავართვი და სითხე რომელმაც სასიამოვნოდ ამიფორიქა სასუნთქი გზები სულმოუთქმელად გამოვცალე.

6
არ მახსოვს რამდენ ხანს ვისხედით წყვდიადში გახვეულები, მის მკერდს ზურგით მიყრდნობილს კეფაზე მისგან მომავალი სუნთქვა გონებას მირევდა და დრო და დრო ისე რომ ვერ ვიაზრებდი საკუთარ ტუჩებს ძლიერად ვკვნეტდი. მასი მარჯვენა ხელის თითები მსუბუქად მეხებოდა მუცლის არეში, არ ვეწინააღმდეგებოდი, ან რა აზრი ჰქონდა შეწინააღმდეგებას მაშინ როდესაც თავადაც ძალიან მომწონდა შექმნილი გარემოება.
- ისევ იმავე აზრზე ხარ? - მიჩურჩულა და მსუბუქად მაკოცა კისერზე, შემაჟრჟოლა და გულ-მუცელი ერთიანად ამიდუღდა.
- ჩემი თეორია სიყვარულისა და შენი გრძნობების შესახებ?
- ზუსტად მაგას ვგულისხმობდი. - მსუბუქად მიკბინა ყურზე და ცხვირის წვერი კისრის გაყოლებაზე ნაზად ამატარა.
- რთულია პასუხი გაქცე შენ კითხვაზე მაშინ როდესაც შენ დაუკითხავად ცდილობ ჩემში ქალური სისუსტეები გააღვიძო.
- და მაინც? - კბილი ოდნავ გამკრა ყელზე და ისევ ტუჩებმა ჩაანაცვლა.
- ვფიქრობ ცეხლს ეთამაშები და მგონია რომ ძალიან მალე დაიწვები.
- სჯობს დაიწვე ვიდრე შორიდან უცქირო როდის ჩაქრება.
- ხო ადრე თუ გვიან ჩაქრება, ზუსტად ისე როგორც ჩემი სიცოცხლე დასრულდება ჯერ კიდევ იქამდე სანამ შენს გრძნობებს გემოს გაუსინჯავ. - წამოდგომას ვეცადე მაგრამ შემაჩერა.
- არ გინდა. - ორივე ხელი მომხვია, უფრო ძლიერად მიმიკრა მკერდზე და ჩემს ყელში ცხვირჩარგულმა ღრმად ამოისუნთქა. - მომწონს შენი სურნელი.
- როგორ შეიძლება მოგწოდეს, წამლელბისა და ავდმყოფობით გამოწვეული ნაზავის სურელი.
- საკუთარი თავის მიმართ ზედმეტად კრიტიკული ხარ ანკა.
- რეალისტი ვარ. - კიდევ ერთხელ გავიბრძოლე გასათავისუფლებლად, ამჯერად არ შემეწინააღმდეგა, ხელები განზე გაშალა და ნება მომცა ავდმგარიყავი. - ღამემშვიდობის ექიმო.
- ღამემშვიდობის ანკა. - საუბარი აღარ გამიგრძელებია, ზურგი ვაქციე და შენობისკენ ავიღე გეზი, უკან არ მიმიხედავს მაგრამ ვიცი იჯდა და იქამდე მიყურებდა სანამ შენობაში შესული არ გავუჩინარდი. ფოიეში აღარ დავბრუნებულვარ, ჩემი ოთახისკენ წავედი, შიგნით შესულმა საძილე აბი დავლიე და ძალიან მალე ჩამეძინა კიდეც.
როცა საკუთარი სხეულის შეგრძნების აღქმა შევძელი ნანახმა შემაშინა. დაძაბული მივუყვებოდი ბილიკს, უკან კი ჩემი სიახლოვით კმაყოფილი გაბრიელი მომყვებოდა. ვგრძნობდი როგორ მეძაბებოდა მთელი სხეული, საშინელებაა როცა საკუთარ ფიქრებში გზა გებნება და არ იცი რეალობა და წარმოსახვა როგორ განასხვავო ერთმანეთისგან.
- იქნებ წინ შენ იარო. - წამით მისკენ მივბრუნდი, ის ნამდვილად ჩემს უკან იდგა და იღიმოდა. მუხლებში სისუსტე ვიგრძენი.
- რატომ? - ღიმილით მიეყრდნო გაბრიელი ხეს და ჩემი აღელვების გამო აშკარად გახალისებული მეჩვენა.
- არ მომწონს როდესაც ჩემს უკანალს უყურებ.
- მე კი ძალიან მომწონს. - თვალი ჩამიკრა გაბრიელმა. - სავსე მთავრის ფონზე კიდევ უფრო ლამაზი ხარ. ცუდია რომ შორიახლოს სტუდენტები არიან.
- რატომ?
- ამ წამს ძალიან მინდიხარ. - ჩაიღიმა გაბრიელმა რაზეც მეც გაეღიმება.
- ზედმეტად პირდაპირი ხომ არ გახდი?
- ეს ცუდია? - პროფესორი მომიახლოვდა და წინ ამესვეტა. საჩვენებელი თითი სახეზე ნაზად ჩამატარა და მეც თვალები დავხუჭე. - შენც გინდივარ არა? ვიგრძენი როგორ გადამივარდა ყელი უკან და გახშირებული, მძიმე სუნთქვაც დაუკითხავად მწყდებოდა გამშრალი ბაგეებიდან.
- კარგია რომ აქვე სტუდენტები არიან. - თვალი გავახილე და გაბრიელს მზერა გავუსწორე.
- რა საძაგელი ხარ. - წელზე ხელები მომხვია პროფესორმა და მჭიდროდ მიმიკრო სხეულზე.
- დაგვინახავენ. - მის მოშორებას შევეცადე თუმცა გაბრიელის მკლავებს თავი ვერ დავაღწიე და შეწინააღმდეგებას თავი ვანებე.
- ძალიან მომწონხარ.
- ვიცი.
- აუტანელი ხარ.
- ვიცი.
- პატივმოყვარე. - ნაზად შემახო ტუჩები ყელზე.
- ვიცი.
- ბოროტი. - ხელი მაისურის ქვეშ შემიცურა და როგორც კი მისი მხურვალე თითები ვიგრძენი კანზე მუხლები მომეკვეთა. ძლიერი ხელი შემაშველა და თვალები დამიკოცნა. - თვალები არ გაახილო.
- მნებდები პროფესორო? ასე მალე გადაწყვიტე ფარხმლის დაყრა?
- თვალები არ გაახილო. - ღიმილით მიჩურჩულა.
- კარგი. - ამოვიჩურჩულე და მის მკლავებს სრულიად მინდობილი მოზღვავებულ ემოციებს აღარ შევეწინააღმდეგე. გაბრიელი ვნებიან კოცნებს მიტოვებდა ყელზე. ლოყებზე, ტუჩის კუთხეში, აჩქარებული გულის ცემისგან უკვე გონება მებინდებოდა, აღიარება არ მსურდა თუმცა ერთი სული მქონდა როდის მისწვდებოდა პროფესორი ჩემს ტუჩებს. შარვალში შეპარული გაბრიელის ძლიერი ხელი ვიგრძენი ფეხებს შორის და კვნესაც დაუკითხავად აღმომხდა. წამოწეული მაისურიდან გაშიშვლებულ მკერდს თითები გადაატარა და კბილებ შორის მოიქცია პროფესრომა. - ჯანდაბა გაბრიელ ვინმე დაგვინახავს.
- ერთი წუთით. - ტუჩები ყურთან ამითამაშა გაბრიელმა. - სულ ერთი წუთით გაჩუმდი და თვალები არ გაახილო. - მერე ჩემს სხეულს მოშორდა. რამდენიმე წამი თვალებდახუჭული ველოდი სასიამოვნო აფეთქების გაგრძელებას. მერე თვალი ფრთხილად გავახილე და როცა აღმოვაჩინე, რომ მარტო ვიყავი ხეებს შორის ნახევრად შიშველი და საშინლად აღგზნებული ჯერ გაბრიელის მოკვლა მომინდა და შემდეგ სიცილი ამივარდა.
- რა გაცინებს? - გაფითრებულმა მკითხა მიამ როგორც კი თვალი გავახილე.
- სავარაუდოდ ისევ თავისი პროფესორი ესიზიმრა. - ჩემს ნაცვლად უპასუხა მის კითხვას თამთამ.
- მართლა? - ჩემს საწოლზე მოთავსდა მია.
- ჰო ასეა. - ღიმილი სწრაფად მოშორდა ჩემს სახეს და უკვე ხასიათგაფუჭებული საწოლიდან წამოვდექი, წამიერ სისუსტეს ახლაც შესანიშნავად მოვერიე და თავის მოსაწესრიგებლად აბაზანას მივაშურე.
დილის უცვლელი გრაფიკისა და ფსიქოლოგთან დამღლელი ვიზიტის შემდეგ ის იყო ეზოშო ჩასვლა და ვოვას ნახვა გადავწყვიტე დერეფანში რომ ვერიკო ექიმმა შემაჩერა.
- ანკა მნახველი გყავს. - ოცდათექვსმეტივე კბილი გამოაჩინა და უცნაური სიანცით აევსო შუახნის ასაკს გადაცილებული სხეული.
- ვინ არის?
- შენს ოთახში გელოდება. - ექიმს მადლობა მოვუხადე და ჩემი ოთახისკენ წავედი. კარი ღია იყო, ამიტომაც არ გამჭირვებია ღია ფანჯარასთან ჩემსკენ ზურგით მდომი გრძელი ფეხებისა და მხრებზე დაყრილი ტალღოვანი თმის დანახვა, არც მისი სავსე უკანალის ამოცნობა გამჭირვებია.
- გამარჯობა.
- გამარჯობა. - სწრაფად მობრუნდა ლამაზმანი ჩემსკენ. ნერვიულობის დაფარვას ვერაფრით ახერხებდა, შემობრუნებისას ფანჯარასთან მდგარ მაგიდის ზედაპირზე დალაგებულ წიგნებს ხელი გაკრა და ისინიც ხმაურით გადმოცვივდა იატაკზე. - ჯანდაბა ახლავე ავალაგებ. - სწრაფად დაიახარა და მივხვდი ამას მხოლოდ იმიტომ აკეთებდა რომ ჩემთვის თვალის გასწორება უჭირდა.
- შეეშვი ირა. - რაც შემეძლო მშვიდად ვუთხარი და ახლა უკვე ფეხზე მდგომს ისე ვუცქერდი თითქოს რენტგენზე ვატარებდი. - კარგად გამოიყურები. მივხვდი უნდოდა ეთქვა შენცო მაგრამ როგორც კი კარგად შემათვალიერა მაშინვე მიხვდა რომ აზრი არ ჰქონდა ამის თქმას.
- ჯანდაბა რამდენი დრო გავიდა.
- ხუთი წელი. - უდარდელად ავიჩეჩე მხრები.
- ხომ არ ბრაზობ რომ მოვედი?
- ნება მე დაგრთე ასე რომ არა. - დაძაბულობა რაც მე და მას შორის არსებულ მცირე მანძილზე უცებ წარმოიშვა იმდენად სულისშემძვრელი აღმოჩნდა ჩემისთანა რკინის ადამიანისთვისაც კი ზედმეტად რთული ასატანი აღმოჩნდა.
- ღვინო მოგიტანე. - სწრაფად გახსნა ჩანთა და ჩემი საყვარელი ღვინო ამოასრიალა. ზურგს უკან ჯერ კიდევ ღიად დარჩენილი კარი დავხურე, მისკენ წავედი, ღვინო რომელსაც ნერვულად ჩაფრენოდა ხელიდან ავართვი, მაგიდაზე დავდგი და მასთან ხედმეტად ახლოს მისულმა მზერა გავუსწორე. სხეული ისე უთრთოდა იფიქრებდით მოჩვენებას ხედავდა.
- ჯანდაბას შენი თავი. - მოულოდნელად გამეღიმა და აცახცახებულს ძლიერად მოვხვიე მკლავები.
- ანკა. - უკვე მესმოდა მისი ყრუ ტირილი და მშვენივრად ვგრძნობდი ჩემს სხეულზე მჭიდროდ მოხვეულ მის მკლავებს. - როგორ მენატრებოდი. - ამოთქვა ბოლოს და ისე ძლიერ მომეხვია სუნთქვა გამიჭირდა.
- გამგუდავ. - სწრაფად მომშორდა და ცრემლი შეიმშრალა.
- როდის დაბრუნდი?
- ორი კვირა იქნება.
- მიხარია რომ ჩემი ნახვა გადაწყვიტე.
- თავს როგორ გრძნობ?
- მომაკვდავის პირობაზე მშვენივრად.
- კარგი რა. - ისევ ნიკაპი აუთრთოლდა მაგრამ როგორც კი ჩემი მკაცრი მზერა შენიშნა მაშინვე მოთოკა ემოციები.
უნდა ვაღიარო ირას ვიზიტის დღე საუკეთესო იყო ყველა იმ დღეებს შორის რაც ამ კედლებში გამიტარებია. ძალიან ცოტა დრო დაგვჭირდა იმისთვის რომ დაძაბულობა გაგვექრო, მოულოდნელად ყველაფერმა ზუსტად ისეთი სახე მიიღო სანამ პროფესორი გაბრიელი გახლეჩდა მე და მის ურთიერთობას. მის მიერ მოტანილ ღვინოს ვწრუპავდით და გულით ვიცინოდით. ირა აშკარად გამოცვლილოყო, გაცილებით მშვიდი და საკუთარ თავში დარწმუნებული მეჩვენა, ერთია გამომწვევი ჩაცმა ისევ მისი სუსტი წერტილი იყო, ყველა თემას შევეხეთ, მის ცხოვრებას, ჩემსას, ერთად გატარებულ დროს, ერთმანეთის გარეშე გატარებულ დღეებს, მშობლებს და ბოლოს გაბრიელიც ვახსენეთეთ.
- პროფესორი დიდი გაკვეთილი აღმოჩნდა ჩემთვის. - დანანებით თქვა ირამ და მზერა მომაპყრო.
- ჰო გეთანხმები ის რომ არა შესაძლოა ახლაც იმავე გზით გევლო. - აშკარად ვუკბინე ირას და ეს ძალიან არ მომეწონა.
- ასეა თუ ისე ახლა ის აღარ არის. - თითქოს არ შეიმჩნია ირამ ჩემი მოულოდნელი სახეცვლილება.
- ნიას შესახებ ხომ არაფერი იცი?
- მისი ცოლის? არა.
- საინტერესოა მან როგორ განაგრძო ცხოვრება მის გარეშე.
- შენ ის გიყვარდა არა?
- არა.
- მატყუებ.
- არ ვიცი შეიძლება მიყვარდა კიდეც მაგრამ ახლა ჩვენ უკვე გარდაცვლილ ადამაინზე ვსაუბრობთ და ვფიქრობ აზრი არ აქვს ჩემს გრძნობებს. - სასმელი კიდევ დავისხი და მივხვდი უკვე საკმაოდ მომკიდებოდა.
- მგონი მეტი აღარ უნდა დალიო. - მზრუნველობა ჩანდა ირას ხმაში, მე კი დემონსტრაციულად ავწიე ჭიქა და სასმელი გამოვცალე. - გამოუსწორებელი ხარ. - კიდევ რამდენიმე საათი დარჩა ირა ჩემთან, როცა მოსაღამოვდა და მისი წასვლის დროც მოვიდა თავს ვეღარ მოერია და ისევ ატირდა. ხუთი წუთი მაინც დამჭირდა სანამ დავამშვიდები, ბოლოს როგორც იქნა საკუთარ თავში ისევ ის ფეხებზე ირა მოძებნა, წელში გასწორდა, ამოისუნთქა, ლოყაზე მაკოცა და კარებში გაუჩინარდა. მისი წასვლის შემდეგ ვერაფერი ვიგრძენი გარდა იმისა რომ სასმელი აშკარად მომკიდებოდა, თავბრუ მესხმოდა და გულიც საშინლად მერეოდა. ცოტა ხანს გავუძელი ჩემთვის ამ მტანჯველ მდგომარეობას, ბოლოს როცა მივხვდი რომ საქმე იმაზე ცუდად მქონდა ვიდრე ვიფიქრებდი კართან მივლასლასდი და დერეფანში პირველივე შემხვედრს დახმარება ვთხოვე. არ ვიცი ეს დამთხვევა იყო თუ უბრალოდ ღვთის საჩუქარი მაგრამ ეს ადამიანი მათე აღმოჩნდა, სწრაფად ააფრიალა ჩემი დასუსტებული ხეული ხელში და უკვე გონებადაკარგული რომელიღაც სარეანიმაციო ოთახში გიჟივით შემაქანა. ხო ეს ის შემთხვევა იყო როდესაც რაღაც მომენტში მართლა დატოვა ჩემმა სულმა უფერული სხეული, ზემოდან ვუცქერდი საკუთარ სხეულს რომელსაც ხუთიოდე ადამიანი ისტერიულად ეჯაჯგურებოდა. ერთ-ერთმა მათგანმა სწრაფად ჩამთხრა ყელში უზარმაზარი მილი, ჯანდაბა მეტკინა, მინდოდა მეყვირა თუმცა ხმა რომელიც ჯერ კიდევ მეკუთვნოდა იმ სხეულის ხორხში გაიჭედა რომელიც უკვე ჩემი აღარ იყო, მეორე ექიმმა სწრაფად შეხსნა ჩემი მაისური.
- ორასზე დამუხტეთ დაიყვირა და მკერდზე ცივი მეტალის ორი მძიმე საგანი დამადო. - ახლა გეტკინება. - ვიგრძენი სხეული როგორ მიდუღდა. ხმაური და საკაცეზე შემხტარი შემი სხეულის დანახვამ სრულიად დამადუმა. - კიდევ. - დაიყვირა იგივე ხმამ.
- ვკარგავთ. - გამოეპასუხა მეორე შედარებით წვრილი ხმა და მონიტორზე დაზაფრულმა შეავლო ჩემს სასიცოცხლო მაჩვენებლებს მზერა.
- სამასზეე დამუხტეთ! - ბოლო ხმით იყვირა ექიმმა.
- ვერ გაუძლებს.
- ჯანდაბა, ჯანდაბა გონს მოდი ანკა, გონს მოდი სანამ შენს სხეულს ეს შეშლილი ექიმები მთიალანად დაასახიჩრებენ. - საკუთარ თავთან დახრილი ყრუდ ვეჩურჩულებოდი ჩემს უგონოდ მყოფ სხეულს.
- დამუხტეთ! - ისევ იყვირა ექიმმა.
- ჯანდაბა ვერ გაუძლებს!
- ისედაც კვდება! დამუხტე!
ჰო მერე ჩემი სხეული იმაზე მეტად შეხტა ვიდრე წინა ჯერზე, მონიტორიზე აწრიპინებული გაბმული სირენისებრი ხმა წამით მთელ ოთახში ექოდ გაისმა, ექიმი რომელიც თავზე მედგა თვალს არ წყვეტდა მონიტორს, ძალიან შემცივდა. სირენისებრი ხმა ისევ სმენას უხშობდა პალატაში მყოფ ექიმებს, მოულოდნელად კი ხმა შეწყდა. თვალი რომ გავახილე ირგვლივ ყველაფერს თვალისმომჭრელი სითეთრე დაჰკრავდა, არ მქონდა ყელში გათხრილი უზარმზარი მილი, არც საავადმყოფოს პალატაში ვიყავი, ისევ სიზმარში ვარ? გავიფიქრე ჩემთვის.
- ეს სიზმარი არ არის. - სმენას მოღწეული ნაცნობი ხმის გამო ჯერ შემეშინდა შემდეგ კი სიამოვნებისგან შემაჟრჟოლა. - გამარჯობა პატარავ. - სასიამოვნოდ მოედო ჩემს სმენას პროფესორის სიტყვები რომელიც ზურგს უკან მედგა და ჩემს ყურთან დახრილი ისევ ღრმად სუნთქავდა ჩემს სურნელს.
- თუ სიზმარი არ არის, მაშინ რა არის?
- შენ ხომ ჭკვიანი გოგო ხარ. - ახლა უკვე ჩემს წინ იდგა გაბრიელი, ისევ იმ წყეული ვნებიანი თვალებით მიცქერდა და ისევ ის ირონიული ღიმილის ნიღაბი არ შორდებოდა მის სახეს რომელიც მსურდა რომ ძლიერად მიმეკუჭა მისთვის.
- გამოცხადება?
- ყოჩაღ. - ტაში შემოკრა პროფესრომა და გაიღიმა. - რას ეძებ ანკა?
- რას ვეძებ?
- წარსულის ქექვაში ხარ ხვდები? ხვდები რომ უკვე საკუთარი თავის ფერმკრთალ აჩრდილად იქეცი. ვერ ხედავ რომ დრო უმოწყალოდ გარბის შენ კი არაფერს აკეთებ რომ ის სწორად გამოიყენო, სად წავიდა ის ამბიციური გოგონა მე რომ გავიცანი. - დატუქსვას უფრო ჰგავდა გაბრიელის მონოლოგი.
- მე ვკვდები გაბრიელ.
- მეც ვკვდებოდი და მოვკვდი კიდეც მაგრამ როგორც მახსოვს სწორედ შენ იყავი ის ადამიანი რომელმაც მაიძულა დამპალი რეალობისთვის თვალი გამესწორებინა და სწორად გამომეყენებინა დარჩენილი ცხოვრება. დაგავიწყდა? შენ გიყვარს ფსიქოლოგიური თამაშები რადგან ასეთ დროს მარტივად იმარჯვებ იმ საბრალო ხალხზე რომელთაც შენი არ ესმის, ჩემზე უკეთ არავინ გიცნობს ანკა, ვიცი როგორ ივსებ შენი ინტერესის არეალს, მაგრამ რა აზრი აქვს შენს თამაშებს თუ ისინი სიამოვნებას აღარ განიჭებს, მითხარი ვინ იყო ის ადამიანი ვინც თავის დროზე ჩემისთანა პირუტყვსაც კი დაანახა ცხოვრების არსის ჭეშმარიტება, მითხარი ანკა დაგავიწყდა რომ ეს სწორედ შენ იყავი?
- არა მაგრამ.
- შანსი გაქვს ისე იცხოვრო როგორც გსურს, მართალი ხარ, კვდები მაგრამ ჯერ ხომ ისევ ცოცხალი ხარ? ჯერ ხოვ ისევ ფეთქვას შენი გული? ჯერ ხომ ისევ შეგწევს უნარი ერთმანეთისგან გაარჩიო კარგი და ცუდი? რატომ გსურს მარტოობაში გაატარო დარჩენილი ცხოვრება? რატომ არაფერს აკეთებ იმისთვის რომ ბედნიერი მოკვდე.
- ჩემს ბედნიერ სიკვდილს სხვა ადამიანების უბედურებაზე ვერ ავაგებ.
- ღმერთო ზოგჯერ როგორი სულელები ხართ ეს ქალები. - გადაიხარხა გაბრიელმა მერე კი ისევ დაუსერიოზულდა სახე და საუბარი განაგრძო. - გგონია ის ბიჭი იმდენად სულელია რომ რეალობას ვერ აფასებს? ფიქრობ ვერ ხედავს როგორ ნელ-ნელა გეცლება ცხოვრება ხელიდან? გგონია იმაზე ოცნებობს და ფიქრობს რომ შენ არ მოკვდები? არა იცის რომ მოკვდები და სწორედ ამიტომ სურს დარჩენილი დროის შენთან გატარება. სურს რომ ბედნიერი მოკვდე, სურს რომ შანსი მოგცეს სიკვდილამდე შენს სახეზე ღიმილის გარდა არაფერი სუფევდეს. ჯანდაბა ანკა გონს მოდი, შენ ჭკვანი გოგო ხარ, ძლიერი, შეუპოვარი. ნუ დაეცემი. დაცემა შემთხვევითობაა მაგრამ ძირს დარჩენა არჩევანი ხოდა ნუ იქნება შენი არჩევანი ძირს დაცემული დარჩე, წამოდექი, იბრძოლე, რაც უფრო ძნელია ბრძოლა მით უფრო ტრიუმფალურია გამარჯვება.
- ეგ ტონი რობინსის სიტყვებია. - ღიმილით გავაწყვეტინე და ღრმად ამოვისუთქე.
- უცებ ამაზე უკეთესი შედარება არ მომაფიქრდა. არსებობენ ადამიანები რომლებიც არასოდეს ეგუებიან არასასურველ მდგომარეობას, უიღბლობას, წარუმატებლობას ან რაიმე არასასიამოვნო მარცხს და მიუხედავად რთული ცხოვრებისა, ისინი ყოველთვის ეძებენ გამოსავალს და განაგრძობენ ბრძოლას უკეთესობისთვის. ანკა ჩემო გოგონა გთხოვ იყავი ერთ-ერთი მათგანი, გახდი უკეთესი.
- და შემდეგ რა იქნება?
- შემდეგ?
- ხო შემდეგ რა იქნება გაბრიელ?
- როცა გიყვარს შენში დიდი სიმდიდრე იშლება.
- გაბრიელ.
- ვიცი ანკა, მეც მეშინოდა მაგრამ იცი შიში როგორ დავძლიე? შენი დახმარებით, შენ მაიძულე სიმართლისთვის თვალებში ჩამეხედა და შანსი გამომეყენებინა ჩემი არაფრსიმაქნისი სიცოცხლის უკანასკნელი დღეები მარტოობაში არ ამომხდომოდა სული, მეშინოდა მაგრამ მაშინ როდესაც ნიამ გულის კარი გამიღო და დაგვიანებული მაგრამ მაინც მიმიღო შიში უკვალოდ გაქრა, შეცდომას ყველა უშვებს, არც შენ ხარ გამონაკლისი, მასთან მიდი, გულწრფელად უთხარი რას გრძნობ და ნახავ როგორ შეიცვლება შენი ცხოვრება უკეთესობისკენ.
- მენატრები.
- ვიცი პატარავ, ახლა კი წადი, წადი და ისე მოიქეცი როგორც ჩემს მოსწავლეს შეეფერება. - მოულოდენლად ადგილს მოვწყდი და გაბრიელს ყელზე მოვეხვიე, მის მკერდზე აკრული იქამდე დავრჩი სანამ აცახცახებული სხეული ნორმალურ მდგომარეობას არ დაუბრუნდა. - ახლა კი წადი. შუბლზე მაკოცა და როცა თვალები გავახილე თავიდან რამდენიმე წამით სიჩუმეში ჩაეფლო ყოველივე შემდეგ კი ეკრანზე წყვეტილი ხაზები გამოჩნდა ხაზებს კი წყვეტილად მოწრიპინე სირენამ აუწყო ფეხი.
- გადარჩა! - დავინახე როგორ მოერია ექიმს ცრემლი, არ ვიცი ეს ჩემი გადარჩენის გამო დაემართა თუ იმის გამო რომ მის ისტორიას კიდევ ერთი გადარჩენილი სიცოცხლე შეემატა მაგრამ სიმართლე თუ გაინტერესებთ ეს სულ ფეხებზე მეკიდა.
- გადარჩი, ისევ გადარჩი. - ღიმილით ვუთხარი საკუთარ თავს. ყველაზე სასიამოვნო გრძნობაა როდესაც მაშინ იმარჯვებ როდესაც ყველას ჰგონია რომ დამარცხდი. ჩემს თავთან მდგომ მათეს ლურჯ თვალებს გადავაწყდი, თვალებს სადაც მთელ სამყაროს ერთად მოეყარა თავი. მინდოდა მეთქვა რომ მიყვარდა მაგრამ ყელში გაჩხერილი უზარმაზარი მილის გამო ვერაფრის თქმა ვერ შევძელი, ის ფეხზე ადგა, თვალებში დაჟინებით ჩამაშტერდა და წამოსული ცრემლი რომელიც კანს მიწვავდა ცერა თითით მომწინდა.
- იბრძოლე. - ამოიჩურჩულა ჩემს ყურთან დახრილმა და შუბლზე მაკოცა. - ცხოვრება არც ისეთი საშინელია როგორც შენ ფიქრობ, იბრძოლე გთხოვ. - აღარ მციოდა, სულში კი უჩვეულო სიმშვიდეს ვგრძნობდი. სიმშვიდეს რომელიც ამ შემთხვევამდე დავიწყებულიც კი მქონდა რა იყო.

7
დარწმუნებული ვარ არავის გაგიკვირდებათ თუ გეტყვით რომ ეს საშინელი შეტევა ალკოჰოლის გამო დამემართა, დასუსუტებულმა ორგანიზმმა ვერ გაუძლო გადაჩვეულ შხამს, სისხლი სწრაფად მომეწამლა და შეტევაც სწორედ ამან განაპირობა. ალბათ არც ის გაგიკვირდებათ თუ გეტყვით რომ ამის გამო მორჩილად ავიტანე საავადმყოფოს თითოეული ექიმის ჭკუადარიგება. ალბათ არც ის გაგიკვირდებათ თუ გეტყვით რომ ამ ფაქტით შეძრულმა დედამ კეთილი ინება, გაეთავისუფლა და გეგმიური ერთ კვირიანი ვიზიტი დაგეგმა მომაკვდავ ქალიშვილთან. ასე იყო თუ ისე რაღაც კარგი მაინც მოხდა, ბოლოსდაბოლოს ორი თვეა აღარ მინახავს.
- თავს როგორ გრძნობ? - ზედმეტად გატეხილი მეჩვენა ქალბატონი ნინოს ხმა.
- უკეთ.
- მაპატიე რომ აქამდე ვერ ჩამოვედი.
- ამაზე არ იღელვო, უკვე მივეჩვიე.
- გთხოვ ანკა. - კიდევ უფრო დასუსტებულ მტევანზე ნაზად შემახო თავისი ცივი ხელები.
- მინდა რომ სახლში წამიყვანო.
- გთხოვ პატარავ. - თავს ვეღარ მოერია და ატირდა.
- ეს მე გთხოვ დედა, საქმე მე მეხება, შენს ერთადერთ შვილს, რომელიც დარჩენილ დღეს შენგან შორს არაფრისმომცემ მკურნალობაში ატარებს, ხომ ხედავ რომ გაუმჯობესება არ მაქვს, ხომ ხედავ რომ ყოველ ნახვაზე უფრო და უფრო დაუძლურებული გხვდები, აღარ მინდა აქ ყოფნა. მინდა სახლში წამიყვანო, მინდა სამსახურს დროებით მაინც დაანებო თავი, მეტი დრო დაუთმო ჩემთან ურთიერთობას, ხომ იცი ჩემი სიკვდილის შემდეგ რომელიც გარდაუვალია ყველაზე ნეტად სწორედ ჩემგან შორს ყოფნას ინანებ, ნება მომეცი სახლში დავბრუნდე, აღარ მინდა დარჩენილი დრო ისევ აქ გავატარო, ზღვის ტალღების ნახვა მსურს, ჩამავალი მზის ცქერა მსურს, წვიმაში სეირნობა მსურს, მინდა ნაყინი ვჭამო შუა ქუჩაში შენთან ერთად, ვიცეკვო, ვიმღერო, კინოში წავიდეთ, თეატრში, თუნდაც ზოოპარკში. მინდა ბედნიერი მოვკვდე. გთხოვ დედა.
- კარგი. - მტკიცე იყო ნინოს ხმა.
- კარგი?
- სახლში წავიდეთ პატარავ. ისე გავაკეთოთ როგორც გსურს.
- არ მატყუებ?
- არა პატარავ, შენ მართალი ხარ. ცოტა მოძლიერდი, მე კი საბუთებს მოვაწესრიგებ.
- მადლობა დედა.
- მადლობა შენ რომ ასეთი ხარ. - შუბლზე მაკოცა ნინომ და პალატიდან გავიდა. მისი გასვლის შემდეგ კარგა ხანს ვიყავი ჭერს ღიმილით თვალებმიშტერებული, ჯერ კიდევ არ მჯეროდა რომ ამ წყეულ კედლებს თავს დავაღწევდი. დედაჩემი შეუპოვარი ქალია მაგრამ როგორც ყველას მასაც აქვს სისუსტეები, ახლაც სწორედ ამ სისუსტემ სძლია საბრალოს, სისუსტე რომელიც ჩემმა სიტყვებმა გამოიწვია მასში. ნინო ძალიან პატარა ასაკში გათხოვდა, ამიტომაც გამოიყურება ახლაც ასე
შესანიშნავად, ვერ იტყვი რომ დედაჩემია. ლამაზი, ოდნავ ჭორფლიანი სახე აქვს. ჭაობისფერი თვალები, თხელი მაგრამ ლამაზი ფორმის ტუჩები, სქელი შავი თმა, სავსე თეძოები და საკმაოდ კარგი ფორმები. ქორწინებიდან ორი წლის თავზე მე გავჩნდი, ჩემი დაბადებიდან ერთი წლის თავზე კი დალევის მოყვარულ მამას ღვიძლი დაეშალა და მოკვდა ამიტომაც საერთოდ არ მახსოვს ის. მიუხედავად იმისა რომ ნინო ლამაზი იყო და ბევრსაც უყვარდა საქმეზე და ქალიშვილზე ორიენტირებული არასდროს დაინტერესებულა მამაკაცებით, ბევრს უყვარდა თუმცა ის ყველას უარით ისტუმრებდა, ერთი სიტყვით მამას გარდაცვალების შემდეგ მხოლოდ მე დავრჩი და ახლა როდესაც ხედავს რომ ხელიდან მეც ვეცლები წარმომიდგენია მის სათუთ გულში რა ცეცხლი გიზგიზებს. საკუთარი სიკვდილის სცენა სწრაფად გავითამაშე გონებაში, მისი ემოციების წარმოდგენამ სული შემიძრა. ზეწარს მთელი ძალით ჩავაფრინდი და თვალები ძლიერად დავაჭირე ერთმანეთს, რას არ გავიღებდი მისთვის რომ ეს ტკივილი ამეცილებინა.
- ესეიგი მიდიხარ. - რეალობაში დამაბრუნა მათეს ხმამ.
- მივდივარ. - თავს გაღიმება ვაიძულე და მზერა გავუსწორე. - შეგიძლია მინახულო ხოლმე. თუ რა თქმა უნდა ამის სურვილი გექნება.
- აქ ყველას მოენატრები.
- ვერ დაგეთანხმები. უმეტესობა დასანახად ვერ მიტანს თუ დრო გაქვს შემიძლია მათი სახელები ჩამოგითვალო.
- ძალიან საყვარელი ხარ.
- ხომ კარგად იქნები?
- ალბათ.
- არ არსებობს ალბათ... არსებობს კი ან არა.
- ყოველივე ჩემი სიტყვა ღრმად შეისრუტე არა?
- ასე გამოდის?
- და იმაზე რას მეტყვი რომ მიყვარხარ?
- კამათის სუნი მცემს.
- კარგი როგორც გინდა. იქნებ წასვლამდე ერთი საათი გამონახო ჩემთვის.
- გპირდები შენი ნახვის გარეშე არ წავალ. - ჩემს საწოლთან დახრილმა შუბლზე ნაზად მაკოცა და მერე კი ისე რომ ჩემთვის არ შემოუხედავას პალატა სწრაფი ნაბიჯებით დატოვა. კარში მდგომ ვერიკოს გვერდი მოხდენილად აუარა და გაოცებული ექიმი მე შემატოვა.
- თქვენ რა ერთად ხართ?
- ძალიან ხმამაღალი ნათქვამია ექიმო.
- სერიოზულად გეკითხები.
- ერთად არ ვართ.
- მე კი მომეჩვენა რომ თვალებით ჭამდით ერთმანეთს.
- ისე როგორც თქვენ გიორგი ექიმს?
- ანკა. - მოულოდნელად იფეთქა ვერიკომ.
- უწყინარი კითხვა დაგისვით რატომ გაბრაზდით? იქნებ იმიტომ რომ ბოლო პერიოდში გიორგი იმდენ დროს აღარ გითმობთ, ან იქნებ იმიტომ რომ ახლა ქრისტინასთან ერთად უფრო ჩნდება ვიდრე თქვენთან ერთად?
- საშინლად მიხარია რომ აქედან მიდიხარ და ბოლოსდაბოლოს აღარ დავინახავ შენს ცინიკურ სახეს. აღარ მოვისმენ შენს სიტყვებს რომლებიც შხამით არის გაჯეტებული. ჩემი ბრალი არ არის რომ კვდები. - თვალები აემღვრა ექიმს.
- მეც მიხარია რომ მივდივარ.
- ჯანადაბა. - დაიყვირა ვერიკომ და ოთახიდან გავარდა. ცინიზმი საუკეთესო საშუალებაა კედელი აიშენო და შენამდე მოსასვლელი გზა ჩაკეტო რათა დაცული იყო განმეორებითი ტკივილისაგან, რაც უფრო მეტ ადამიანს უყვარხარ მით მეტია ტკივილი შენი სიკვდილის შემდეგ და თუ არავის უყვარხარ ტანჯვაც არავის მოუწევს როცა მიწას მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით მიაყრიან შენს უსულო სხეულს.
- მაინც რას ვერჩოდი. - ამოვიჩურჩულე ჩემთვის და შევეცადე ცოტა ხნით მაინც დამეძინა.

კიდევ რამდენიმე დღე დავყავი საწოლს მიჯაჭვულმა, ამ დროის მანძილზე პირველად ხდებოდა რომ ზედმეტად დამჯერე და ყურადღებიან პაციენტად ვიქეცი, ზედმიწევნით ვასრულებდი ექიმის ყველა მითითებას, ერთი სული მქონდა ოდნავ მოძლიერებულს აქაურობა სწრაფად დამეტოვებინა, ზუსტად ვიცოდი შენობიდან გასვლის შემდეგ ერთხელაც არ შემიპყრობდა უღიმღამო კაეშანი, ვიცოდი აქედან წასვლის შემდეგ ყველაფერი შეიცვლებოდა, პირველ რიგში კი მე შევიცვლებოდი. როდესაც საბოლოოდ მოვძლიერდი, ექიმმაც გადაწყვიტა რომ უკვე შემეძლო მილების დახმარების გარეშე გამეგრძელებინა სუნთქვა, გაწერამდე კი კიდევ რამდენიმე დღით დამტოვეს. დედამ უკვე მოაგვარა ჩემი საბუთების საქმე, ხელწერილიც დაწერა იმასთან დაკავშირებით რომ თუ რამე დამემართებოდა, რამეში კი ჩემი სიკვდილი იგულისხმებოდა, ის ბრალს არ დასდებდა სანატორიუმის ექიმებს. ერთი სიტყვით ყველაფრის მოგვარება იმაზე მარტივი აღმოჩნდა ვიდრე ვიფიქრებდი, ამასობაში კი ჩემი ისედაც განახევრებული თმა კიდევ უფრო შეთხელდა ბოლოს გადავწყვიტე და გადავიპარსე. ვერ ვიტყვი რომ ამან დამთრგუნა, პირიქით ჩემი თავი ასე უფრო მომეწონა. ხის ძირში ვოვას გვერდით გაშოტილი ჩემს ახალ "ვარცხნილობას" განვიხილავდით მათე რომ მოგვიახლოვდა და მზრუნველი ღიმილით დამაჯილდოვა.
- გიხდება.
- ასე ფიქრობ?
- არ ვფიქრობ, დარწმუნებული ვარ.
- მადლობა. - მივხვდი საუბრის გაგრძელება სურდა მაგრამ ვოვას თანდასწრებით არა, აწრიალებულმა სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა, უხმოდ ვუცქერდი მის ამგვარ ტანჯვას, მიუხედავად იმისა რომ ვიცოდი ჩემთან მარტო დარჩენა სურდა მე ისევ ვოვასთან ოხუნჯობას მივუბრუნდი, გვერდიდან ვგრძნობდი მათეს დაჟინებულ მზერას, თუმცა თავი ისე დავიჭირე თითქოს ვერ ვხედავდი, ვიგრძენი მისი ღიმილიც რომელსაც მისი შებრუნება და ჩვენგან გაცლა მოჰყვა.
- რას აკეთებ? - უეცრად დასერიოზულდა ვოვა.
- რას ვაკეთებ?
- ჯანდაბა იმ კაცს უყვარხარ, მართლა უყვარხარ ანკა.
- მერე?
- მერე ის რომ არ შეიძლება ადამიანების გრძნობით ასე თამაში.
- მე არ ვთამშობ, უბრალოდ მისგან თავს შორს ვიჭერ.
- და რატომ?
- იქნებ იმიტომ რომ არ მინდა მომაკვდავს მიყუროს. - ვიგრძენი როგორ ავენთე. - იქნებ იმიტომ რომ მისი დაცვა მსურს.
- დაცვა რისგან ანკა?
- ტკივილისგან! - ამოვიყვირე და სახეზე ხელები ავიფარე.
- სულელო. - სუსტად შემეხო ვოვა ხელებზე. - შენ ის გიყვარს, ეგოისტი ხარ, მის დაცვას სულაც არ ცდილობ, შენ უბრალოდ საკუთარ თავს იცავ, იცი რისგან? გეშინია.
- როდის მერეა ასეთი მოაზროვნე გახდი?
- სამი წლის წინ აქ ერთი გოგო მოიყვანეს. ერთ დღეში შეძლო ჩემი მონუსხვა, მერე დავმეგობრდით, მასთან საუბრებმა კი ჩემი ცხოვრება შეცვალა, ჩემს ყოფას აზრი მიეცა.
- რას ბოდავ?
- წადი მასთან და გამოიყენე დრო სწორად, დარწმუნებული ვარ შენი პროფსაორი ცოცხალი რომ იყოს იგივეს გეტყოდა.
- ხვალ აქედან მივდივარ.
- ვიცი, ამიტომ წადი მასთან უთხარი რისი გეშინია, მერე თავად გადაწყვიტოს.
- ვერ გიტან! - ამოვიჩურჩულე ღიმილით და შორიახლოს მდგომ მათეს გავხედე რომელიც ახლაც ისეთი დაჟინებით მიცქერდა რომ ფეხები მომეკვეთა.
- წადი. - ჩემს ყურთან დახრილმა ამოიჩყრჩულა ვოვამ. - ისე წამოვდექი მათესთვის თვალი არ მომიშორებია. შენობის უკანა ეზოსკენ ავიღე გეზი, მაშინვე მიხვდა მათე ჩემს სურვილს და როგორც კი თვალს მივეფარე ისიც შეუმჩნევლად ამედევნა. ეზოს სიღრმეში ვიწყე გაუჩინარება, უფრო და უფრო ღრმად შევდიოდი გადაბურდულ ხეებს შორის.
- ნუღარ გარბიხარ. - როგორც იქნა დამეწია მათე. წამით მეგონა სამყარომ სუნთქვა შეწყვიტა და მის ცენტრში მხოლოდ მე და მათე ვარღვევდით ირგვლივ გამეფებულ სიჩუმეს, უფრო სწორად ჩვენი გულების ძგერა არღვებდა ყველაფერს. - სად გარბიხარ? - ღიმილით მომიახლოვდა და უზარმაზარი ლურჯი თვალები შემომანათა.
- არ ვიცი.
- გინდა გაიქცე?
- ჰო, მინდა შორს გავიქცე. - ვიგრძენი როგორ მეცვალა ხმა.
- რატომ?
- მეშინია.
- მე ხომ აქ ვარ, შენთან პატარავ. - მისი თითები ვიგრძენი სახეზე და მორჩილი ბავშვივით დავხუჭე თვალები, მჭიდროდ ავაკარი ლოყა მის გაშლილ ხელის გულს, ჩემს სახესთან დახრილს უცნაური ემოციები უწვავდა გულ-მუცელს, მთელი სიცხადით ვგრძნობდი მასში გაჩაღებულ ქაოს.
- მე არ ვიცი მურაბების კეთება. - თვალი გავახილე და მის სახეზე ასახული გაოცების გამო გამეღიმა.
- რა? - წარბები აზიდა მათემ.
- ვფიქრობ მინდა წელიწადის ოთხივე დრო ერთად გავატაროთ. მინდა შენთან ერთად გაზაფხულის ქარიშხლებს გავექცე, ფეხქვეშ კი იასამნები გვეფინოს, ზაფხულობით ხილი შევაგროვოთ და მდინარეში ვიბანავოთ. შემოდგომაზე ერთად მოვხარშოთ მურაბები და სიცივისას ფანჯარა მივხუროთ. ზამთარში, გაციებაში და გრძელი საღამოების გადატანაში ერთმანეთს დავეხმაროთ. უბრალოდ მინდა აქედან შორს წამიყვანო, იქ სადაც არავინ იქნება ჩვენ ორის გარდა. მაგრამ მე არ ვიცი მურაბების კეთება. - გავუღიმე უკვე სახეგაბრწყინებულს.
- ღმერთო ანკა რა საყვარელი ხარ. - ჩემი სახე სწრაფად მოიქცია ხელის გულებში და ათრთოლებულ ბაგეებზე ვნებით დამეწაფა. მისი გრილი ტუჩები ისეთი სასიამოვნო იყო, ისეთი ვნებით მკოცნიდა, ფრთხილად მაგრამ მომთხოვნად, მისი დამძიმებული სუნთქვა სწრაფად შეერწყა ჩემსას და ამ ერთი კოცნის წყალობით სრულიად სხვა ადამიანად მაქცია, თავს არ ვგრძნობდი სიკვდილის პირას მყოფ აჩრდილად, პირიქით, ისეთი ძალა ვიგრძენი მეგონა თუ მოვინდომებდი სიკვდილთან თუნდაც კიდევ ერთ წლიან გადავადების კონტრაქტს დავდებდი. ფეხის თითებში ჩამდგარმა სიცივემ სწრაფად აიწია უფრო ზევით, მუხლის თავებს შემოურბინა, ფეხებს შორის ვიბრაციით გაიარა, მუცლის ღრუში უცნაურად აათამაშა ყველაფერი და მთელი ძალით შეასკდა ძლიერად მფეთქავ გულს, შეტაკებას წამიერი უჰაერობა მოჰყვა შემდეგ კი ნელა, მტანჯველი სიამოვნებით იწყო გულმა მთელ სხეულში სასიამოვნო ნაწილაკების მიმობნევა. გავთბი. ჯანდაბა ძალიან გავთბი.
- ზღვაზე ხომ წამიყვან? - ამოვიჩურჩლე როგორც კი ჩემს ტუჩებს მოსწყდა.
- რა თქმა უნდა წაგიყვან პატარავ.

ხუთი წლის შემდეგ

- ჰო სწორედ ასე იყო ეს ამბავი. - ღიმილით ავხედე ფსიქოლოგს რომელიც კმაყოფილებით აღსავსე მიცქერდა.
- მიხარია რომ ისევ გხედავ ანკა. - პირველი შემთხვევა იყო როცა მის თვალებში ამოკითხული სიტყვები წარმოთქმულის ზუსტი ასლი იყო, გამეღიმა და ფანჯრიდან გარეთ გადაჭიმულ ველს მოვავლე მზერა, თითქმის არაფერი შეცვლილა ამ უკანასკნელი ხუთი წლის მანძილზე, ისევ ისეთი პირქუში გახლდათ სანატორიუმის კედლები თუმცა ახლა არ იწვევდა ჩემში უარყოფით ემოციებს, ბევრი ახალი პაციენტი შევნიშნე თუმცა ყველაფერს მაინც ძველებური ელფერი დაჰკრავდა. ისევ ისეთი განლაგებით ისხდნენ პაციენტები როგორც ადრე იმ განსხვავებით რომ ვოვა აღარ იწვა საყვარელი ხის ძირში და არც ღრუბლების ცქერით ირთობდა თავს, ის ორი წლის წინ დაიღუპა, ვერ შევასრულე მისი პირობა და არ მცმია წითელი კაბა რადგანაც მაშინ როცა ის სიცოცხლის ბოლო წამებს ითვლიდა მე მძიმე ოპერაციისთვის გამზადებული ვიწექი გერმანიის ერთ-ერთი კლინიკის კეთილმოწყობილ პალატაში.
- როგორც ვხედავ ბევრი ახალი პაცინეტიც გყოლიათ.
- კი ასეა. - მაგიდას მოშორდა და ჩემს გვერდით დადგა გიორგი ექიმი, შევნიშნე რომ ახლა გაცილებით უკეთეს ფორმაში იყო ვიდრე მაშინ მე რომ მისი პაციენტი ვიყავი.
- ვარჯიშობთ? - ღიმილით მივუთითე ფორმაში მყოფი ფიგურისკენ.
- წლების წინ ერთი საშინელი პაციენტი მყავდა რომელმაც სისხლი გამიშრო თუმცა ერთი კარგი რამ მაინც გააკეთა, მაიძულა საკუთარი თავისთვის მიმეხედა.
- და ვინ იყო ის პაციენტი?
- ქალი რომელსაც საკუთარი თავი და გარშემომყოფები სძულდა, ქალი რომელიც რაღაც დროით მოდუნდა და სიკვდილს მარწუხებს დანებდა, ქალი რომელიც სარეველასავით ედებოდა და მუსრავდა ყველაფერს რასაც კი ეხებოდა, მაგრამ მოხდა ისე რომ მის ცხოვრებაში გამოჩნდა სიყვარულის ძლიერი წყარო, წყარო რომელმაც აიძულა ებრძოლა სიცოცხლისთვის, სიყვარულისთვის, ბედნიერებისთვის. იცი ბოლოს რა მოხდა?
- რა? - ღიმილი ვეღარ შევიკავე და ექიმს მზერა გავუსწორე.
- ის გადარჩა! ახლა კი ჩემს წინ დგას, სრულფასოვანი, გამოჯანმრთელებული, ბედნიერი, ლაღი, სასურველი და რაც მთავარია შეყვარებული.
- წესით ახლა უნდა ავტირდე ხომ? - ტუჩები სასაცილოდ დავბრიცე რაზეც პროფესორს ძალიან გაეცინა.
- წესით კი თუმცა ვიცი ამის იმედი არ უნდა მქონდეს. - ღრმად ამოისუნთქა ექიმმა და გაშლილი ხელი გამომიწოდა.
- მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩამოგართმევთ თუ დანამდვილებით მეტყვით რომ ჩემს მოსვლამდე თქვენი თითები რომელიმე ექთნის ან პაციენტის ფეხებსშორის არ დაძვრებოდა. - წარბი ავწიე და გამომცდელად დავაშტერდი ექიმის დაბნეულ მაგრამ გაბრწყინებულ თვალებს.
- დავიბანე. - ამოთქვა ბოლოს და გადაიხარხარა! - კარგი. - სამუშაო მაგიდას მიუჯდა ექიმი, ცხვირზე სათვალე მოირგო, კალამი მოიმარჯვა და გამომხედა. - დავასრულოთ დაწყებული საქმე, იქ დავბრუნდეთ სადაც გავჩერდით, ანუ რა მოხდა შენი სანატორიუმიდან წასვლის შემდეგ.
- კარგი. - ერთხელ კიდევ მოვავლე სანატორიუმის ეზოს მზერა, სავარძელში ჩავეშვი და თხრობა დავიწყე. - სიყვარული ერთადერთი ზღაპარია, რომელიც არ იწყება სიტყვებით “იყო და არა იყო რა”, მაგრამ ამ სიტყვებით მთავრდება. ადამიენები ორ კატეგორიათ იყოფიან, ერთნი რომლებიც სათქმელს პირდაპირ ყოველგვარი შელამაზების გარეშე მოკლედ გახლიან და მეორენი რომლებიც ცდილობენ ბოლომდე ამოანთხიონ მათში დატრიალებული ესა თუ ის ემოცია, სანატორიუმიდან წასვლის შემდეგ ჩემი მდგომარეობა იმაზე მეტად გაუარესდა ვიდრე ამას ვინმე იფიქრებდა, მუდმივმა უსუსურობის განცდამ, მუდმივმა ტკივილებმა ჩემი ისედაც საშინელი ხასითი კიდევ უფრო დაამძიმა, დედას უკვე უჭირდა ჩემი ახირებებისა და აგრესიის გამკლავება, არ მსურდა მისთვის ტკივილის მიყენაბა მაგრამ ჩემდაუნებურად მაინც ვაყენებდი. ღამით რამდენჯერაც ტკივილებს გავუღვიძებივარ მესმოდა როგორ ტიროდა გვერდით ოთახში მყოფი, როგორ სთხოვდა ღმერთს ჩემს გამოჯანმრთელებას, ასეთ დროს ყოველთვის სუიც/დის სურვილი მიპყრობდა თუმცა მე რომლსაც დამოუკიდებლად ტუალეტში შესვლაც კი აღარ შემეძლო ვერაფერს ვახერხებდი გარდა იმისა რომ აგრესიით ამომენთხია ყოველივე რაც ჩემში ტრიალებდა. მათე რომელსაც ჯერ კიდევ სანატორიუმში ყოფნის დროს ვთხოვე ჩემთან ერთად ევლო ამ მძიმე გზაზე და გვერდიდან არ მშორდებოდა, არც მას ვაგდებდი დედაზე უკეთეს დღეში, ერთი სიტყვით აუტანელი ადამიანიდან რაც ისედაც ვიყავი ყოვლად ისტერიკა, დაუმორჩილებელ ანჩხლად ვიქეცი. ასე მანამ გაგრძელდა სანამ ერთ ღამით უცნაურმა ზმანებამ ჩემი დაავდებული გონება არ გამოაფხიზლა. იცით რა მესიზმრა? - ექიმს მივუბრუნდი რომელიც სწრაფად იწერდა ყოველ ჩემს სიტყვას.
- რა?
- უცნაური ზმანება იყო. ზღვის პირას ვიჯექი, შიშველ ფეხებზე სასიამოვნოდ მელამუნებოდა წყლის ტალღები, ჩამავალ მზეს ღიმილით გავცქეროდი და არ ვიცი რატომ მაგრამ თითქოს ბედბიერი ვიყავი, ტალღების ყოველი შეხება ისეთ სასიმოვნო ემოციებს მიღვიძებდა თითქოს მისია ჰქონდა დაკისრებული რომ ჩემთვის მათი არსებობა შეეხსენებინა. მზე ისე მედიდურად დამყურებდა, ისე ლამაზად იძირებოდა ჩამავალ ჰორიზონტზე დადუმებული თავალს ვერ ვწყვეტდი მის სილამაზეს.
- ლამაზია არა? - ჩემს გვერდით მოთავსდა გაბრიელი და მანაც ნება მისცა ტალღებს რომ მოჰფერებოდა. თავიდან ბოლომდე თეთრებში იყო გამოწყობილი, სხვანაირი მეჩვენა, სადღაც გამქრალიყო მისი ირონიულო სახე, მის ნაცვლად კი სანდომიანი, კეთილშობილური ნიღაბი მოერგო. თავდაპირველად ამან გამაოცა თუმცა ბოლოს სიმშვიდე მომიტანა და გამეღიმა.
- პროფესორო სიკვდილის შემდეგ ცხოვრება არსებობს? - ვკითხე და მის მხარზე ჩამოვდე თავი.
- შენთვის ჯერ ადრეა ამის ცოდნა. - ჩემი მტევანი ხელებში მოიქცია და მაიძულა პირისპირ მეცქირა, იღიმოდა, მშვიდი ჩემთვის აქამდე უცნობი ღიმილით იღიმოდა. - წამოდი. - მოულოდნელად წამოიჭრა და მეც ადგომა მაიძულა.
- სად?
- ტალღებს ნება მივცეთ მოეფეროს ჩვენს სხეულებს, წამოდი. - იმეორებდა გაბრიელი და წყალში ღრმად შევყავდი, პირველი შეხება იმდენად სასიამოვნო აღმოჩნდა ადგილს მივეყინე, გაბრიელს გაეღიმა, ხელები გაშალა და ზურგით გადაწვა წყალზე. - მიდი პატარავ დანებდი მას. - შემაგულიანა აკანკალებული. მეც თითქოს დაუოკებელმა სურვილმა შემიპყრო, მას მივბაძე და წყალში შევცურე. წყლის ყოველი წვეთი იმდენ სიყვარულს მჩუქნიდა, ისე მიფრთხილდებოდა, ისე მათბობდა მეგონა ბედნიერებისგან გული ფუნქციონირებას შეწყვეტდა. - გავცუროთ? - ნიშნის მიგებით მკითხა გაბრიელმა და მკლავები ძლიერად მოუსვა მშვიდ დინებას, ისე გაიჭრა გამიჭირდა დაწევა თუმცა ბოლოს სრულიად ღონემიხდილმა როგორც იქნა მის გვერიდით ამოვყავი თავი, კარგა ხანს ვიცურეთ, ის არ ჩერდებოდა მე კი უკვე დაღლილს სუნთქვა აღარ შემეძლო.
- გაბრიელ. - ამოვთქვი ბოლოს და შესვენებისთვის წყალზე დავწექი, მზე უკვე ჩასულიყო და ჰორიზონტზეც გამქრალიყო მოწითალო დაისი, ცაზე აქა-იქ უკვე ჩანდნენ ვარსკვლავები. თვალები დავხუჭე და მთელი არსებით გადავეშვი ტალღებით გამოწვეული მელოდიის აღქმაში. გაბრიელის სხეულიც ჩემს გვერდით ტივტივებდა წყლის ზედაპირზე, მასაც ზეცისთვის მიეპყრო თვალები.
- ხედავ? - ერთ-ერთი ვარსკვლავისკენ გაიშვირა ხელი.
- კი.
- ის შენი გზის მანიშნებელია.
- მართლა?
- ჰო.
- და საით წამიყვანს?
- არჩევანი მარტივია, ან ჩემთან ერთად განაგრძობ ცურვას და ბოლოს ზღვის ტალღები გშთანთქავს ღონემიხდილს ან მის ციმციმს რომელიც გზას ნაპირამდე გაგინათებს გაყვები და სუცოცხლისთვის ბრძოლას განაგრძობ.
- რა? - უეცრად შიშმა ამიტანა, ზღვაც აღარ იყო უწინდებურად მშვიდი, პირიქით გამალებით მეხეთქებოდა და ცდილობდა მისგან ნაცემს გონება დამეკარგა. - გაბრიელ. - ვიყვირე როგორც შემეძლო.
- აირჩიე პატარავ. - წარსულისა და აწმყოს ფრაგმენტები ისეთი სისწრაფით ენაცბლებოდნენ გონებაში ერთმანეთს რომ თავბრუ დამეხვა, ცრემლებმა ჩემგან დაუკითხავად იწყეს გარეთ გამოსვლა და ახლა მათი წყალობით მხედველობაც მიჭირდა. გაბრიელს გავხედე რომელიც არხეინად გაშოტილიყო ბობოქარ ტალღებში, მერე ნაპირისკენ გავაპარე თვალი, ვერაფერი დავინახე, წყვდიადმა მოიცვა ყველაფერი, შიშმა ამიტანა, პანიკამ მოიცვა ჩემი გონება. - თუ ნაპირს ეძებ ვარსკვლავს უყურე. - ვარსკვლავს გავხედე რომელიც სუსტად მაგრამ მაინც ასხივებდა. შემდეგ ისევ გაბრიელს. მოულოდნელად გაბრიელის ხელები ვიგრძენი სახეზე, ჩემს ტუჩებთან დახრილი ღრმად სუნთქავდა. ნაზად შემახო ტუჩებზე ცხვირის წვერი, წამიერად დავინახე როგორ დაეჭიმა ყბის ძვლები და ისე რომ გააზრება ვერ მოვასწარი ვნებიანად დამეწაფა ტუჩებზე. - ვარსკვლავს გაყევი პატარავ. - მითხრა როგორც კი ჩემს ტუჩებს მოსწყდა და წყალში ჩაყვინთა. მინდოდა მეყვირა მაგრამ სახეში ძლიერი ტალღა მომხვდა და ტკივილისგან ყრუდ ამოვიკვნესე, დაღლილ სხეულს დამორჩილება ვაიძულე, სუსტად მოკიაფე ვარსკვლავს ავხედე და რაც შემეძლო ძლიერად მოვუსვი აბობოქრებულ ტალღებს მკლავები. ზღვა კიდევ უფრო მეტად გაგიჟდა, ბურთივით მაბურთავა აბობოქრობულ მკლავებში, ბევრჯერ ჩამძირა მაგრამ ყოველ ჯერზე ამოვყვინთე, ყოველ ჯერზე ამოვისუნთქე, რამდენჯერაც ჩემი შთანთქვა მოინდომა იმდენჯერ ფარად დავუყენე მოულოდნელი სიძლიერით შეპყრობილი მკლავები, ვიომეთ, ხელჩართული ბრძოლა გავაჩაღეთ, ვცდილობდი ვარსკვლავი არ დამკარგვოდა მხედველობიდამ მხოლოდ ის იყო ამ უკუნითში ერთადერთი ნუგეში, ბოლოს ზღვას თითქოს მოსწყინდა ბრძოლა სადაც აშკარად არც ერთი მხარე არ აპირებდა უკან დახევას, უზარმაზარი ტალღა დამემხო თავზე, მიწამდე ჩამითრია და ბოლოს ნაპირთან ამომაფურთა. - ხედავთ ექიმო? ის საზიზღარი პროფესორი ისე ღრმად შემიძვრა ქვეცნობიერში რომ სიკვდილის შემდეგაც ისეთივე გავლენას ახდენს ჩემს ემოციებზე როგორც სიცოცხლეში. - ღიმილით გავხედე შესასვენებლად მომზადებულ ექიმს.
- მართალი ხარ, მან ბევრი რამ განაპირობა შენში. წინააღმდეგი ხომ არ ხარ რომ მოვწიო?
- არა მოწიეთ. - მზერა ისევ ჰორიზონტს მოვავლე და იმ ხეზე გამიშტერდა თვალები რომლის ძირშიც გაშოტილები ყოველ დღე ვსაუბრობდით მე და ვოვა, რაღაცნაირი ტკივილი ვიგრძენი და გულიც ძლიერად ამიჩქარდა. - როგორი სიკვდილით მოკვდა? - ისე ვიკითხე მზერა არ მომიშორებია ხისთვის, ექიმი მარტივად მიხვდა ჩემს კითხვას.
- ღიმილით.
- ეჭვიც არ მეპარებოდა. - მშვიდად შევიმშრალე ცრემლები და ისევ ექიმს მივუბრუნდი რომელსაც უკვე დაესრულებინა სიგარეტის მოწევა და კალამმომარჯვებული მელოდა როდის განვაგრძობდი ჩემი ამბის თხრობას.
- მოკლედ ამ სიზმრის შემდეგ სრულიად სხვა ადამიანმა გავიღვიძე, საოცარ ძალას ვგრძნობდი, იმედი მომეცა, მჭიდროდ მოვეჭიდე ჩემში გაჩენილ მის სუსტ ნათებას და გადავწყვიტე.
- რა გადაწყვიტე?
- გადარჩენა. - გავუღიმე ექიმს.
- და გადარჩი.
- არაფერია იმაზე სასიამოვნო როდესაც მაშინ გადარჩები როცა ამას არავინ ელის შენგან. მაშინვე ვუხმე დედას და ვთხოვე გერმანიაში წავეყვანე, სიხარულისგან აღარ იცოდა რა ექნა, მანამდე ხომ ყოველ დღე განვიხილავდით ამ თემას თუმცა მე მტკიცე უარზე ვიყავი, ერთი სიტყვით ყველაფერი ორ დღეში მოაგვარა და მე მათე და ნინო გერმანიაში გადავფრინდით. ვერ ვიტყვი რომ მარტივი აღმოჩნდა იქ ყოფნა, მტანჯველი და მტკივნეული პროცედურები ხშირად მასუსტებდა მაგრამ ისე ძლიერ ვიყავი გადარჩენის იმედს ჩაბღაუჭებული რომ ალბათ სიკვდილიც კი გაოცებული მიცქერდა, სამი წელი ვიომეთ მე და სიკვდილმა ბოლოს კი ვფიქრობ შევეცოდე ასე გამალებით რომ ვებღაუჭებოდი სიცოხლეს და მოულოდნელად ჩემგან წასვლა გადაწყვიტა. ჰო ასე ყოველგვარი ახსნის გარეშე უარი თქვა ჩემთან ყოფნაზე. მან ჩემი თავი სხვას დაუთმო და ეს სხვა სიცოცხლე იყო, სიცოცხლე რომელმაც ძლიერად ჩამიკრა გულში. - საუბარს თავი ვანებე რადგან ვიგრძენი ექიმს ცრემლი მოერია. - თქვენ რა ტირით?
- შენგან განსხვავებით ემოციური ვარ.
- კაცი ხართ. - თავი ვერ შევიკავე და ხმით გამეცინა.
- გახსოვს გითხარი შენგან კარგი მწერალი დადგება-მეთქი.
- ის თუ გახსოვთ მე რა გიპასუხეთ ამაზე?
- მახსოვს. - ახლა ექიმმა გადაიხარხარა.
- რა გაცინებთ? მათეს თუ დავუჯერებთ შესანიშნავი პორნ/ვარსკვლავი ვარ. - წამიერად მიტკლისფერი დაედო ექიმს, გაოცებით აევსო თვალები, ცოტა გონს რომ მოვიდა ორივემ გულიანად გავიცინეთ.
- მიხარია რომ გადარჩი.
- მეც მიხარია.
- როგორ დასასრულს ისურვებდი წიგნისთვის?
- ცხოვრება შავი ჭირია, უკურნებელი სენი, თუ ჩაგითრია ბნელ ჭაობს თავს ვეღარ დააღწევ, ჩვენ ყველანი მაღლა ღრუბლებში დავფრინავთ, ოცნება ერთგვარი ჰობია, ხშირად გვგონია, რომ ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია, რომ საკუთარი თავის ღმერთი თვითონვე ვართ - სინამდვილეში ღმერთი ერთია, ჩვენ კი მრავალნი ვართ მასზე დამოკიდებულნი. ცხოვრების რთულ გზაზე უფრო და უფრო დამაბნეველი ლაბირინთები ჩნდება, ბედს ემორჩილები და ოკეანეს უფლებას აძლევ ბობოქარ ტალღებში თავის ჭკუაზე გათამაშოს, იმ საქმეს აკეთებ რაც არ უნდა აკეთო და სხვა ყველაფერი დაივიწყე, რეალურ სამყაროს მოწყდი და შენს მიერ შექმნილ არარეალურ სამყაროში ჩაიკეტე. - იქნებ, ის მწვერვალიც შენი წარმოსახვა იყო. როდესაც იხედები უფსრკულში უნდა გახსოვდეს, რომ უფსრკულიც მოთმინებით შემოგცქერის, გცდის, გელოდება როდის აგიცდება ფეხი და გადაეშვები დაუმარცხებელ მორევში. მაინც, რა არის სიცოცხლე თუ არა სიკვდილამდე დროის გაყვანა.
-----------
- რას ფიქრობ? - ვიგრძენი როგორ ამიჩქარდა გული როდესაც მათემ წიგნი დახურა და შემომხედა.
- იდეალური ხარ.
- ჩემზე კი არა წიგნზე გეკითხები. - გაბუტული ბავშვივით გავბუშტე ტუჩები.
- წიგნი შესანიშნავია პატარა.
- არ მატყუებ?
- იცი? მხოლოდ ერთ შესწორებას შევიტანდი. ტუჩები დაბრიცა მათემ და სწრაფად მომექცა საწოლზე მიწოლილს ზემოდან.
- რას?
- წიგნი ისე დაასრულე მკითხველმა ვერ გაიგო როგორ გაგრძელდა ჩვენი ცხოვრება. - სწრაფად ჩამავლო ქვედა ტუჩზე კბილები და შემდეგ ტუჩებით ჩაანაცვლა, მომთხოვნად მკოცნიდა, მისი თითები კი ურცხვად დასრიალებდა ჩემს სხეულზე, სულს მიხუთავდა მისი ყოველი შეხება, ამდენი ხნის შემდეგაც ისე მოქმედებდა ჩემზე როგორც თავიდან.
- ერთხელ მითხარი არსებობს რაღაცეები რაც არ უნდა მოყვე და მხოლოდ შენთვის შეინახო, არ უნდა გაშიშვლდე, არ უნდა იყო გასაგები წიგნი, მკითხველს უნდა დაუტოვო იმის საშუალება რომ თავად იფანტაზიოროს, ისე წარმართოს და წარმოიდგინოს როგორც თავად სურს თუ მას ამას შეუზღუდავ და ყველაფერს გაშიფრულს დაუდებ წინ, წაიკითხავს და მალევე დაავიწყდება. შენ ხარ ის ვინც მოლოდ ჩემთვის შევინახე. - მივახალე როგორც კი მის ტუჩებს დავაღწიე თავი. მოულოდნელად ლურჯი თვალებით დამაშტერდა, თვალებით სადაც მთელი სამყარო გადაშლილიყო, ისე მიყვარდა მათში ცურვა, ისეთ ბედიერებას მანიჭებდა მათი ცქერა, ახლაც ღიმილმორეულმა ვიწყე აბობოქრებულ სიღრმეებში ნებივრობა.
- ვიცი პატარავ დაე იფანტაზიორონ, განსახილველად ისიც ეყოფათ რომ შესანიშნავი პორნ/ვარსკვლავი ხარ. - ამოიჩურჩულა ჩემს ტუჩებთან დახრილმა და მოწყვეტით მაკოცა.

დასასრული....



მოკლედ ესეც ასე მეგობრებო :) დამთავრდა ეს ისტორიაც და იმედი მაქვს ისიამოვნებთ ზუსტად ისე როგორც მე მსიამოვნებდა წერის პროცესი, მიყვარს ეს ისტორია, განსაკუთრებულადაც კი, ასე რომ ველი თქვენს შეფასებებს.
მიყვარხართ...
დაბრუნებამდე...скачать dle 11.3



№1 სტუმარი სტუმარი Kristi

Ra gitxra ar vici exlac emociebshi var... ise cavikitxe sul ertianad bususebi meyara tanze.... shens saicar istoriebshi gamorcheuli da sauketesoaaa....❤❤❤❤.... madloba ro xar da aset shesanishnav gancyobas qmni❤❤❤ gelodebi male isev axali da shenebjri istoriebit❤❤❤❤

 


№2  offline ადმინი ენ ბლექი

სტუმარი Kristi
Ra gitxra ar vici exlac emociebshi var... ise cavikitxe sul ertianad bususebi meyara tanze.... shens saicar istoriebshi gamorcheuli da sauketesoaaa....❤❤❤❤.... madloba ro xar da aset shesanishnav gancyobas qmni❤❤❤ gelodebi male isev axali da shenebjri istoriebit❤❤❤❤



მადლობა ქრისტი. ძალიან მიხარია რომ ისიამოვნე kissing_heart

 


№3 სტუმარი სტუმარი მანანა

ასეთი დასასრული მინდოდა, მადლობა ამ ემოციებისათვის.

 


№4  offline ადმინი ენ ბლექი

სტუმარი მანანა
ასეთი დასასრული მინდოდა, მადლობა ამ ემოციებისათვის.



მადლობა kissing_heart

 


№5 სტუმარი სტუმარი დეა

ძალიან ემოციური იყო, ბოლო მომენტამდე მეგონა რომ ანკასაც პროფესორივით გაწირავდი, გამიხარდა რომ შევცდი.. მადლობა ენ ამ ემოციისთვის heart_eyes

 


№6  offline ადმინი ენ ბლექი

სტუმარი დეა
ძალიან ემოციური იყო, ბოლო მომენტამდე მეგონა რომ ანკასაც პროფესორივით გაწირავდი, გამიხარდა რომ შევცდი.. მადლობა ენ ამ ემოციისთვის heart_eyes



მადლობა დეა <3

 


№7  offline წევრი სიბილა

მართლაც შესანიშნავია, პატარავ)))
ახალ ისტორიას დილერი2ს ნუდაარქმევ,კარგი?(ჩემი მოკრძალებული თხოვნა)ადამი მეტს იმსახურებს kissing_heart

რა ხდებაო?]

 


№8  offline ადმინი ენ ბლექი

სიბილა
მართლაც შესანიშნავია, პატარავ)))
ახალ ისტორიას დილერი2ს ნუდაარქმევ,კარგი?(ჩემი მოკრძალებული თხოვნა)ადამი მეტს იმსახურებს kissing_heart

რა ხდებაო?]



არ ვიცი დილერს გაგრძელება ექნება თუ არა მაგრამ თუ ექნება შენს თხოვნას აუცილებლად გავითვალისწინებ :*

 


დაბრუნებამდეო


**
ცუდი გოგო
ძალიან ცუდი გოგო

**
კარგი იყო ძალიან დასასრული მომეწონა❤
იმედი მაქვს ოდესმე დაბრუნდები და კიდევ წავიკითხავ რამე კარგ ისტორიას შენით დაწერილს

***
არ გაბედო ჩემი მიგდება
დდ

**

კარგი

***
კარგად
ენ ბლექ

***

ეხლა ისტორია


***

როგორი იყო?
იცი როგორი?

სულში შემიძვრა რაღაცნაირად
დიდი,
უდიდესი,
მძიმე,
მსუბუქი,
რთული,
მარტივი,
ემოციებით გავვივსე
სიხარულით
სიყვარულით
გრძნობით
ემოციით
სილამაზით
ყოველგვარი დანაკარგის გარშე დაწერილი ისტორია
ვინ ხარ ესეთი?
რა ადამიანი ხარ?
უფროსწორადროგორი
რანაირად
რანაირად ქმნის შენი ფანტაზია
ამდენ საინტერესო ისტორიას

***

ისტორიის შინაარსი კი ასეთი იყო

***

ცხოვრებისგან გაუბედურებული გოგონა რომელიც ასოციალური პიროვნება იყო
ცხობრებამ მნიშვნელოვანი ადამიანი წაართვა რომელიც მის გონებაში ცოცხლობდა
სულ ცოტა დროის გასვლის შემდეგ კი
ასევთაქვათ სიკვდილმა ხელები მოხვია და თავისკენ წაიყვანა მაგრამ სიზმარი უშველის გოგონას გახდეს ძლიერი, დღეების, კვირების, თვეების, წლების გასვლის შემდეგ გოგონა ინკურნება და სიყვარული რომელოც არცერთი წამით არ შორდება ეხმარება სირთულეების გადალახვაში შემდეგ კი გოგონა თავის შესახებ წერს ისტორიას, წიგნს,

***

შინაარსი ასე მესმის

ნუ მოკლედ
სხვადასხვა პატარა ნაწილაკებით კი უკვე კარგახელა ისტორიაა


***

ანკას ქვეცნობიერშიმყოფი გაბრიელი რომელიც ძალიან საოცარი ადამიანი იყო თავის დროზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს გოგონას ცხოვრებაში

პროფესორი❤

***

რაღაც წილად კარგ თვალება ექიმი რომელიც ანკას საბოლოო სიყვარულია
გოგონას პრობლემებიდპს გადალახვაში ეხმარება

მათე❤


***


ვის გაუგუა შვილის ასე დატოვება ორი თვბის განმავლობაში
სამუშაოს გამო?

დედა expressionless


***

კარგი გიორგი ექიმზე რაღა ვთვა არ ვიცი
არც ვერიკოზე და
თუნდაც ქრისტინეზეც კი
ყველა ერთ საფეხურზე დგას ჩემთვის

**

ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი
კი ამ ისტორიაში შენ ხარ


ენ ბლექ

❤❤❤


****

მშვიდობით ბლექ❤

 


№10  offline ადმინი ენ ბლექი

გროსმაისტერი
დაბრუნებამდეო


**
ცუდი გოგო
ძალიან ცუდი გოგო

**
კარგი იყო ძალიან დასასრული მომეწონა❤
იმედი მაქვს ოდესმე დაბრუნდები და კიდევ წავიკითხავ რამე კარგ ისტორიას შენით დაწერილს

***
არ გაბედო ჩემი მიგდება
დდ

**

კარგი

***
კარგად
ენ ბლექ

***

ეხლა ისტორია


***

როგორი იყო?
იცი როგორი?

სულში შემიძვრა რაღაცნაირად
დიდი,
უდიდესი,
მძიმე,
მსუბუქი,
რთული,
მარტივი,
ემოციებით გავვივსე
სიხარულით
სიყვარულით
გრძნობით
ემოციით
სილამაზით
ყოველგვარი დანაკარგის გარშე დაწერილი ისტორია
ვინ ხარ ესეთი?
რა ადამიანი ხარ?
უფროსწორადროგორი
რანაირად
რანაირად ქმნის შენი ფანტაზია
ამდენ საინტერესო ისტორიას

***

ისტორიის შინაარსი კი ასეთი იყო

***

ცხოვრებისგან გაუბედურებული გოგონა რომელიც ასოციალური პიროვნება იყო
ცხობრებამ მნიშვნელოვანი ადამიანი წაართვა რომელიც მის გონებაში ცოცხლობდა
სულ ცოტა დროის გასვლის შემდეგ კი
ასევთაქვათ სიკვდილმა ხელები მოხვია და თავისკენ წაიყვანა მაგრამ სიზმარი უშველის გოგონას გახდეს ძლიერი, დღეების, კვირების, თვეების, წლების გასვლის შემდეგ გოგონა ინკურნება და სიყვარული რომელოც არცერთი წამით არ შორდება ეხმარება სირთულეების გადალახვაში შემდეგ კი გოგონა თავის შესახებ წერს ისტორიას, წიგნს,

***

შინაარსი ასე მესმის

ნუ მოკლედ
სხვადასხვა პატარა ნაწილაკებით კი უკვე კარგახელა ისტორიაა


***

ანკას ქვეცნობიერშიმყოფი გაბრიელი რომელიც ძალიან საოცარი ადამიანი იყო თავის დროზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს გოგონას ცხოვრებაში

პროფესორი❤

***

რაღაც წილად კარგ თვალება ექიმი რომელიც ანკას საბოლოო სიყვარულია
გოგონას პრობლემებიდპს გადალახვაში ეხმარება

მათე❤


***


ვის გაუგუა შვილის ასე დატოვება ორი თვბის განმავლობაში
სამუშაოს გამო?

დედა expressionless


***

კარგი გიორგი ექიმზე რაღა ვთვა არ ვიცი
არც ვერიკოზე და
თუნდაც ქრისტინეზეც კი
ყველა ერთ საფეხურზე დგას ჩემთვის

**

ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი
კი ამ ისტორიაში შენ ხარ


ენ ბლექ

❤❤❤


****

მშვიდობით ბლექ❤



მადლობა ემოციის გაზიარებისთვის, მადლობა ნდობისთვის, მადლობა სიყვარულისთვის, მადლობა გვერდში დგომისთვის, მადლობა წაკითხვისთვის, მადლობა გააზრებისთვის, მადლობა მშვიდად რომ გამიშვი :*

დაბრუნებამდე. იქნებ მალეც kissing_heart

 


№11  offline წევრი Niniko11

ძაალიან მომეწონაა როგორ გამიხარდა რომ ანკა არ დანებდა და ბოლომდე იბრძოდაა მიხარია რომ გადარჩაა... დაა მათეც ბედნიერიაა♡♡
რაც შეეგეხება შენ ძალიაან კარგი მწერალო ხაარ და ასე განაგრძე♡♡♡
კარგად ჩანს რომ მხატვრული ხერხების გამოყენება სწორად და ისე შეგიძლია რომ მკითხველს აოცებ და რაღაც უცნაური გრძნობა ებადებაა♡♡♡
ამ ნაწარმოებს თუ კარგად დავუკვირდებით საუბარი არა მარტო სიყვარულზე... ბევრი რაღაცის გაგებაა აქედან შესაძლებელი...
ნუ ბევრი რომ აღარ გავაგრძელო ყველანაირად მომეწონაა ♡♡♡♡
წარმატებები შეენ ველი
ახალ ისტორიაა მოუთმენლაადდ♡♡♡♡..........
--------------------
N.nozadze

 


№12 სტუმარი სტუმარი ენ ბლექი

Niniko11
ძაალიან მომეწონაა როგორ გამიხარდა რომ ანკა არ დანებდა და ბოლომდე იბრძოდაა მიხარია რომ გადარჩაა... დაა მათეც ბედნიერიაა♡♡
რაც შეეგეხება შენ ძალიაან კარგი მწერალო ხაარ და ასე განაგრძე♡♡♡
კარგად ჩანს რომ მხატვრული ხერხების გამოყენება სწორად და ისე შეგიძლია რომ მკითხველს აოცებ და რაღაც უცნაური გრძნობა ებადებაა♡♡♡
ამ ნაწარმოებს თუ კარგად დავუკვირდებით საუბარი არა მარტო სიყვარულზე... ბევრი რაღაცის გაგებაა აქედან შესაძლებელი...
ნუ ბევრი რომ აღარ გავაგრძელო ყველანაირად მომეწონაა ♡♡♡♡
წარმატებები შეენ ველი
ახალ ისტორიაა მოუთმენლაადდ♡♡♡♡..........


მადლობა. არაფერია იმაზე სასიამოვნო როცა მკითხველი ზუსტად იგებს შენს ჩანაფიქრს. იაზრებს შენს ნაწერს და გიყვარებს როგორც ავტორს.

უღრმესი მადლობა ❤

 


№13  offline წევრი გროსმაისტერი

ენ ბლექი
გროსმაისტერი
დაბრუნებამდეო


**
ცუდი გოგო
ძალიან ცუდი გოგო

**
კარგი იყო ძალიან დასასრული მომეწონა❤
იმედი მაქვს ოდესმე დაბრუნდები და კიდევ წავიკითხავ რამე კარგ ისტორიას შენით დაწერილს

***
არ გაბედო ჩემი მიგდება
დდ

**

კარგი

***
კარგად
ენ ბლექ

***

ეხლა ისტორია


***

როგორი იყო?
იცი როგორი?

სულში შემიძვრა რაღაცნაირად
დიდი,
უდიდესი,
მძიმე,
მსუბუქი,
რთული,
მარტივი,
ემოციებით გავვივსე
სიხარულით
სიყვარულით
გრძნობით
ემოციით
სილამაზით
ყოველგვარი დანაკარგის გარშე დაწერილი ისტორია
ვინ ხარ ესეთი?
რა ადამიანი ხარ?
უფროსწორადროგორი
რანაირად
რანაირად ქმნის შენი ფანტაზია
ამდენ საინტერესო ისტორიას

***

ისტორიის შინაარსი კი ასეთი იყო

***

ცხოვრებისგან გაუბედურებული გოგონა რომელიც ასოციალური პიროვნება იყო
ცხობრებამ მნიშვნელოვანი ადამიანი წაართვა რომელიც მის გონებაში ცოცხლობდა
სულ ცოტა დროის გასვლის შემდეგ კი
ასევთაქვათ სიკვდილმა ხელები მოხვია და თავისკენ წაიყვანა მაგრამ სიზმარი უშველის გოგონას გახდეს ძლიერი, დღეების, კვირების, თვეების, წლების გასვლის შემდეგ გოგონა ინკურნება და სიყვარული რომელოც არცერთი წამით არ შორდება ეხმარება სირთულეების გადალახვაში შემდეგ კი გოგონა თავის შესახებ წერს ისტორიას, წიგნს,

***

შინაარსი ასე მესმის

ნუ მოკლედ
სხვადასხვა პატარა ნაწილაკებით კი უკვე კარგახელა ისტორიაა


***

ანკას ქვეცნობიერშიმყოფი გაბრიელი რომელიც ძალიან საოცარი ადამიანი იყო თავის დროზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს გოგონას ცხოვრებაში

პროფესორი❤

***

რაღაც წილად კარგ თვალება ექიმი რომელიც ანკას საბოლოო სიყვარულია
გოგონას პრობლემებიდპს გადალახვაში ეხმარება

მათე❤


***


ვის გაუგუა შვილის ასე დატოვება ორი თვბის განმავლობაში
სამუშაოს გამო?

დედა expressionless


***

კარგი გიორგი ექიმზე რაღა ვთვა არ ვიცი
არც ვერიკოზე და
თუნდაც ქრისტინეზეც კი
ყველა ერთ საფეხურზე დგას ჩემთვის

**

ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი
კი ამ ისტორიაში შენ ხარ


ენ ბლექ

❤❤❤


****

მშვიდობით ბლექ❤



მადლობა ემოციის გაზიარებისთვის, მადლობა ნდობისთვის, მადლობა სიყვარულისთვის, მადლობა გვერდში დგომისთვის, მადლობა წაკითხვისთვის, მადლობა გააზრებისთვის, მადლობა მშვიდად რომ გამიშვი :*

დაბრუნებამდე. იქნებ მალეც kissing_heart

იმედი მაქვს მელეც❤

 


№14 სტუმარი სტუმარი nancho

როგორც ყოველთვის განსაკუთრებული ისტორია იყო.კითხულობ და იმ ყველა ემოციას განიცდი რასაც ისტორიის გმირები..

 


№15 სტუმარი სტუმარი ენ ბლექი

სტუმარი nancho
როგორც ყოველთვის განსაკუთრებული ისტორია იყო.კითხულობ და იმ ყველა ემოციას განიცდი რასაც ისტორიის გმირები..


დიდი მადლობა ❤

 


№16  offline წევრი Rania

Enn ar gecyineba tu getyvi rom es sheni istoriaaa. Tan saujeteso. Tumca istoriasac ver davarqmevt. Tamamad sheuzleba ecodis filosofiisa da fsiqoloogis saocari sintezi. Emociebma damamuncha. Zalian nichieri xar. Yoveli msjeloba. Citata da tu moqmedeba. Zusti. Gamiznulad dasamaxsovrebeli da amagelvebeli iyo. Atasi bodishi rom aqtiurad ar var chartuli komentarebis cerashi. Vmushaob. Marto var. Bavshvs vuvli da roca ras vaxerxeb gaqceulad vaketebbb. Madloba shen am saocari cutebistviss. Mudam sheni shemoqmedebis tayvanismcemeli
--------------------
Q.qimucadze

 


№17 სტუმარი ებ ბლექი

Rania
Enn ar gecyineba tu getyvi rom es sheni istoriaaa. Tan saujeteso. Tumca istoriasac ver davarqmevt. Tamamad sheuzleba ecodis filosofiisa da fsiqoloogis saocari sintezi. Emociebma damamuncha. Zalian nichieri xar. Yoveli msjeloba. Citata da tu moqmedeba. Zusti. Gamiznulad dasamaxsovrebeli da amagelvebeli iyo. Atasi bodishi rom aqtiurad ar var chartuli komentarebis cerashi. Vmushaob. Marto var. Bavshvs vuvli da roca ras vaxerxeb gaqceulad vaketebbb. Madloba shen am saocari cutebistviss. Mudam sheni shemoqmedebis tayvanismcemeli


ბუსუსების გარეშე არ ჩაუვლია ამ რამდენიმე წამს... ღმერთო როგორ გამახარე.
მადლობა ამ სიტყვებისთვის.
არ მეწყინება, ვერ მწყინება რადგან მართალი ხარ, ჩემია ჰო ჩემია ეს ოხერი
ისტორია თავისი გათვლებით, ხრიკებით, ქვეტექსტებით და ახლა ძალიან ამაყი ვარ რომ შენ ჩემო საყვარელო ადამიამო სწორედ ამ ტველაფერა გაუსვი ხაზი.

კიდევ ერთხელ მადლობა ❤

 


№18 სტუმარი ნათია41

ვაიმე ბლექ ზუსტად ისეთი დასასრულია როგორსაც ვინატრებდი და ავღნიშნავ რომ ამ ბოლო დროს დაგვატკბე ლამაზი დასასრულებით. რაც ძალიან მახარებს. ხო და ყოველი გაბრიელის გამოჩება სიხარულით მავსებდა.მათესაც კი გაბრიელის მსგავსად აღვითქვამდი. შესანიშნავი ხარ. მიხარიხარ.
და მიხარია რომ ბოლოს და ბოლოს დამღლელი დღის შემდეგ მომეცა საშუალება დამესრულებინა ნაწარმოები.

 


№19  offline წევრი მე♥უცნაურე

როგორი იყო იცი?!
საწოლად ჩავარდნილი რომ ვარ ახლა და მეც კი იმედით მავსებს და ბრძოლის მუხტს მაძლევს.
თუმცაღა მაინც იმ აზრზე ვარ, რომ სიყვარულია ერთადერთი ძალა, რომელსაც ცხოვრების ტრაექტორიის შეცვლა შეუძლია.
მომენატრები ენ.
ეს იყო განუმეორებელი ისტორია!
შთამბეჭდავი!
ბევრ რამეზე ერთად ვფიქრობ და ბოლოს მაინც იმ დასკვნაზე ვჩერდები, რომ არ უნდა დავეცეთ, რაც არ უნდა მოხდეს და ცხოვრების ყველა გამოწვევას ამაყად ვებრძოლოთ.

 


№20 სტუმარი სტუმარი ენ ბლექი

ნათია41
ვაიმე ბლექ ზუსტად ისეთი დასასრულია როგორსაც ვინატრებდი და ავღნიშნავ რომ ამ ბოლო დროს დაგვატკბე ლამაზი დასასრულებით. რაც ძალიან მახარებს. ხო და ყოველი გაბრიელის გამოჩება სიხარულით მავსებდა.მათესაც კი გაბრიელის მსგავსად აღვითქვამდი. შესანიშნავი ხარ. მიხარიხარ.
და მიხარია რომ ბოლოს და ბოლოს დამღლელი დღის შემდეგ მომეცა საშუალება დამესრულებინა ნაწარმოები.



მადლობა ნათი.. ეგ მეც შევნიშნე რო რაღაც ძაან დავტკბი... ❤
სიუჟეტს ასე მოაქვს, სხვანაირი დასასრული შეუძლებელი იყო. მიხარია რომ ისიამოვნე ❤

მე♥უცნაურე
როგორი იყო იცი?!
საწოლად ჩავარდნილი რომ ვარ ახლა და მეც კი იმედით მავსებს და ბრძოლის მუხტს მაძლევს.
თუმცაღა მაინც იმ აზრზე ვარ, რომ სიყვარულია ერთადერთი ძალა, რომელსაც ცხოვრების ტრაექტორიის შეცვლა შეუძლია.
მომენატრები ენ.
ეს იყო განუმეორებელი ისტორია!
შთამბეჭდავი!
ბევრ რამეზე ერთად ვფიქრობ და ბოლოს მაინც იმ დასკვნაზე ვჩერდები, რომ არ უნდა დავეცეთ, რაც არ უნდა მოხდეს და ცხოვრების ყველა გამოწვევას ამაყად ვებრძოლოთ.



მგონი მე და შენ უნდა ვისაუბროთ... მიყვარხარ მე შენ და სიმართლე გითხრა ბევრს და ხშირად ვფიქრობ შენზე... სად არის, როგორ არის, რას აკეთებს? შენ ერთ-ერთი პირველი ხარ ვინ საიტზე "აღმომაჩინა" ჩემთან ერთად დიდი გზა განვლე, ბევრიც ისმინე, ინერვიულე, გაიხარე... მიყვარხარ მხოლოდ იმიტომ რომ ასეთი გამორჩეული და კარგი ხარ. ❤

 


№21 სტუმარი დროებით

ენ.
ხომ იცი , რომ ახლა პირველ რიგში ბოდიშს მოვიხდი და მერე კი სხვა დანარჩენს ვიტყვი?
არც წამიკითხქვს , თორემ მოვიდოდი.
დილას ადრე გავიღვიძებდი და სანამ სრულად დადებდი ერთ კომენტარს მაინც დავწერდი.
მაგრამ ორივე თქვი ერთად წავიკითხე და ახლა ჩემი ემოციები უფრო ბევრია ვიდრე მხოლოდ დასასრულია.

****
გვირგვინი დადგმულია.

****
დამშვიდობების ბოლო საფეხურს გავდა.
განსაკუთრებულად , რომ ცდილობ , კარგი გამოვიდეს და გამოდის კიდეც .

***
ენ.
მე მიყვარდა ეს ისტორია ადრეც.
მე მიყვარს ეს ისტორია ახლაც .

ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.
მან ყველაფერთან ერთად უკვე განსაკუთრებული მნიშვნელობაც შეიძინა.
რამდენი განხრით ამას ალბათ ხვდები.

***
ეს ისტორია , ყველაზე მეტად იყო დატვირთული იმ ფსიქოლოგიით და სიღრმეებით.
აქ ყველაზე მეტად დასაფიქრებელია თითოეული სიტყვა.
როცა ამ ისტორიას კითხულობ , მისი პირველი ნაწილი გადაღეჭილი უნდა გქონდეს.
უნდა გახსოვდეს ყველა დიალოგი თუ მონოლოგი.
ყველა ზმანება, თუ საუბარი.
თითოეული პერსონაჟის ფიქრები და შეხედულებები.
უბრალოდ უნდა გახსოვდეს.
და ეს ისტორია უნდა გქონდეს გონებაში.
რომ მეორე ნაწილში გზას გააგნო.
გააგნო გზას , რომელიც სრულიად ეკალ-ბარდებით მოურთავს ავტორს.
და მის მკითხველს უკვე გზის ბოლოს კმაყოფილი ღიმილით გველოფებოდა.
ახლა ყველა გზის ბოლოს ვართ.
ჩვენ გზის ბოლოს მოვედით , ისე , რომ ბევრი დაბრკოლება გაფავლახეთ.
ამ ძნელი ამოუხსნელი ამოცანებით დღეს ჩვენ ფინიშის ხაზი გადავლახეთ და ავტორთან ერთად ვზეიმობთ.
იქ კი სადღაც პატარა გვირგვინია.
თანაც ორი.
ერთი ენს ეკუთვნის.
მეორე კი ამ ისტორიას.

ჩვენ შენთან ერთად გავდიოდით ამ გზას ენ.
თუმცა მაინც წინ იყავი.


****
ბევრი რამ იყო ამ ორ თავში ისეთი რაზეც ყურადღება უნდა გავამახვილო.

***
ირას გზა.
ეს ის გზაა , რომელიც მე პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ ჩემს ფანტაზიაში დავსახე.
გაბრიელი ,რომ მისთვის ნამდვილად მასაწავლებელი და კარგი გაკვეთილი იყო არაერთხელ მითქვამს.
ეს არის ის ირა, რომელსაც მე ყოველთვის ვხედავდი.
არამარტო მომავალში , არამედ იმ პერიოდშიც.
ირა იმ ადამიანს გავდა , უფსკრულში გადაშვებულს , რამდენიმე წამში პარაშუტი , რომ ეხსნება.
ახლა კი მინდა ვთქვა , რომ მისი გზა უკვე განათდა.
მისი ემოციები.იმდენად გულწრფელი იყო.
მე მთელი მათი დიალოგისას ვიღიმოდი.
მე მიყვარს ეს გოგო.

****
სჯობს მთავარი ბოლოს შემოვიტოვო.

***
ვოვა.
გარდაიცვალა.
წავიდა.
და კიდევ ერთი მფარველი ანგელოზი გაიჩინა ანკამ.
როდესაც ცას ახედავს ან წარსულს გადაავლებს თვალს , იქ უმალ გამოჩნდება ეს ადამიამები.

პირობა ვერ შეასრულა.
თუმცა ალბათ მეგობრის კვალობაზე ზედმეტად კარგი საჩუქარი დაუტოვა.
ვოვასთვის სიკვდილის წინ იმის ცოდნა , რომ ანკა მაშინ სიცოცხლისთბის იბრძოდა ,ნამდვილად დიდი სიურპრიზია.
მაგრამ შეიძლება ითქვას , რომ ეს მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება , თითქოს ეს ყველაფერი წინასწარ იცოდა.

გაღიმებული გარდაიცვალაო...
ვინ იცის იქნებ ეს ღიმილი მის გონებაში და თვალებში გაცოცხლებულ მოგონებებს ეკუთვნოდა.
იქნებ მისი თვალები ხედავდნენ , როგორ შემოაბიჯა სანატორიუმის ეზოში წითელკაბიანმა ლამაზმანმა.
რომელშიც უმალ შეამჩნია სიმტკიცის და სიძლიერის ნიშნები.

აი ეს იყო ვოვა.
ის არ დასრულებულა.

***
"შენ გიყვარს ფსიქოლოგიური თამაშები , რადგან ასეთ დროს მარტივად იმარჯვებ იმ საბრალო ხალხზე , რომელთაც შენი არ ესმის."

მსგავსება დავიჭირე დიდი მსგავსება.
ნუთუ მხოლოდ ამიტომ უყვარს "ანკას" ფსიქოლოგიური თამაშები.
ეჰ, ალბათ კიდევ რამდენი დატვირთვა ჰქონდა ამ ყველაფერს მის ცხოვრებაში.

***
ახლა უკვე ორივემ იხსნა ერთმანეთი.
გაბრიელი და ანკა ერთმანეთის მხსნელები არიან.
სწორედ ანკამ მისცა გაბრიელს იმის შემართება , რომ მისი შანსი გამოეყენებინა.
ხოლო შემდგომში პირიქით.
გაბრიელი იქიდანაც კი მასწავლებლია.
იქიდანაც კი იპყრობს ყველას გონებას.
მისი არ განდევნა ძნლია.
და მისი გონებიდან განდევნა კიდვ უფრო ძნელი.

ეს წარსულია.
წარსული , რომელიც მოგონებებთან ერთად დიდ ალბომს ჰქმნის.
და ბოლო გვერდს ძალიან ლამაზად ამშვენებს წარწერა.
"იდეალური ნაბი/ვრის დღიურები".
ეს გაბრიელია.
და ეს სულ სხვაა.

***
ანკამ კი გზა აირჩია.
გზა ბრძოლის.
გზა,რომელზეც თავიდან სწავლობ სიარულს.
გზა , რომელზეც ახალ დასაწყისს ხვდები.
გზა , რომლის ფინიში სულ სხვაა.

გზა , რომელიც ფეხზე მყარად მდგომმა უნდა გაიარო.
ანკა .იმდენად მყარად დადგა , რომ მისი ბრძოლა დაცემულისას არ მიმსგავსებოდა.

მისი შიში იქ იმ ჩახუტების დროს გაბრიელს გაატანა.
იმ თეთრებში გამოწყობილ კაცს.
რომელიც იქაც კი ამაღლებულ განწყობაზეა და მაინც ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს , რომ მის გარეშ ბრუნავს სამყარო.
კი არ ჰგონია , უბრალოდ ასეც არის.

ანკა იმ კედელს აგებდა , რომელიც სხვებს ტკივილს ააცილებდა.
შეიძლება ითქვას ხანდახან მათზე უფრო ღელავდა.
და უფრო ჰქონდა გათავისებული რა ძნელია სხვის უბედურებაზე აგებული ბედნიერება.

***
გახსოვს ადრე ანკა მთვარეს შევადარე. რომელიც ცაზე მარტოა და ვარსკვლავის ამოსვლას ელის.
მე კი იმ.ვარსკვლავად ლურჯთვალება გიჟი დავისახე.
და გაბრიელის მიერ ნაჩვნები ვარსკვლავიც მათეს მივამსგავსე.
ცურვის დროს ანკას გაბრიელი სჯობნიდა , ანკას არ შეეძლო ისე მარტივად დანებებულიყო სოცოცლესთან და გაბრიელთან ერთად გაეცურა ზღვის ბოლოსკენ.
ზღვის ბოლო კი კარზე მიკაკუნებას გავდა.
სადაც სიკვიდილი კარს გიღებს და მის მარწუხებს გხვევს.

ანკასთვის კი ეს მომენტი დასრულბული არ იყო.
მას შეეძლო ისინი მოეშორებინა
და მან ეს შეძლო
ის ფსიქოლოგიურად იმდენად ძლიერია.
ის იმდენად შეუპოვარია.
მისი ცხოვრება ერთი დიდი გაკვეთილი იყო სადაც სიძლიერესა და გამოცდილებაზე ძვირფასი არაფერი მიუღია.
მან ისწავლა., როგორია საკუთარი თავის დაცვა .
და საკუთარი თავისგან სხვების დაცვა.
მან ისწავლა იმ გრძნობის ძალა , ახლა მათესთან რომ აკავშირებს.
მან ყველაფერი ისწავლა.
ფეხზე მყარად დგომა.
გულის და გონების დამორჩილბა.
როგორია , როცა სრულიად გარდაიქმნები.

ის გაბრიელის მოსწავლე იყო.

ერთადერთი მურაბების გაკეთება ვერ ასწავლა.
პრაქტიკულად ვერ მოასწრეს.

***
მათე.
ის აქ ყველაზე დასაფასებელია.
ეს ანკას ისტორია იყო , რომლის შექმნაში მას მიუძღვის დიდი წვლილი.
თუ ანკამ კედლის აშენება ისწავლა, მან მისი დანგრევა მოახერხა.
ანკასთვის გრძნობების გაღვიძება მოახერხა.
მან თავის შეყვარება მოახერხა .
მისთვის გზის განათება მოახერხა.
ის იბრძოდა ანკასთან ერთად იბრძოდა.
იმ გზაზე ანკასთან ერთად დადიოდა .

ეხმარებოდა ყველაფრის გადატანაში.
ანკას ძალიან ჰგავდა.
მას ყველაფერი ნასწავლი ჰქონდა თუმცა ანკასთან ერთად თავიდან სწავლობდა.

იმიტომ , რომ მას ამის დაუოკებელი სურვილი ჰქონდა.
ისინი ღმერთს ერთად გაუმწესებია მათ სამყაროში.

მათე .
ის ძლიერი იყო.
მას ჰქონდა იმის უნარი , რომ ყველაფერი შეეცვალა.
მას ჰქონდა ის ძალა , რომლიც აიძულებდა ასეთ ანკასთან დარჩენას.
ის არ სთხოვდა ბრძოლას და გერმანიაში დაჟინებით წასვლას.
მისთვის ისიც საკმარისი იყო , რომ ანკას დარჩენილ დღეებს ერთად გაატარებდნენ.
რომ მათში უამრავ სიგიჟეს სჩადებდნენ.

მას დიდი სიყავრული შეეძლო.
ეს კი ნიჭია.
ნიჭი , რომელიც იშვიათთა ხვედრია.

ის არ არის იდეალური ნაბი/ვარი.
ის ლურჯთვალება გიჟია.

***
უნდა შევინახოთ ცოტა ემოცის ჩვენთვის?
მე ამას ვერ ვახერხებ.
მისი სამი პროცენტი მაინც , რომ შევინახო , გავსკდები.
ამიტომ გეუბნები ყველაფერს.

**
ესეც დასრულდა.
და ეს მარტო ანკას ისტორია არ იყო.
და იცოდე წიგნი , რომელიც გეკუთვნის ჯერ არ დახურულა.
არ გავსებულა ჯერ ყველა ფურცელი.
ჯერ არ დაგიტოვებია შენი ხელმოწერა წიგნის უკანა ყდაზე.
ჯერ არ ყოფილა საფინალო სასტვენი.

მე მიყვარხარ .
და არასდროს დავამთავრებ კომენტარს შენთან "მშვიდობით".

დროებით ენ.
შემდეგ დაბრუნებამდე.
მომენატრები.
მე აქ ვარ.
გელოდები.
და დაგელოდები ყოველთვის.

 


№22 სტუმარი სტუმარი ენ ბლექი

დროებით
ენ.
ხომ იცი , რომ ახლა პირველ რიგში ბოდიშს მოვიხდი და მერე კი სხვა დანარჩენს ვიტყვი?
არც წამიკითხქვს , თორემ მოვიდოდი.
დილას ადრე გავიღვიძებდი და სანამ სრულად დადებდი ერთ კომენტარს მაინც დავწერდი.
მაგრამ ორივე თქვი ერთად წავიკითხე და ახლა ჩემი ემოციები უფრო ბევრია ვიდრე მხოლოდ დასასრულია.

****
გვირგვინი დადგმულია.

****
დამშვიდობების ბოლო საფეხურს გავდა.
განსაკუთრებულად , რომ ცდილობ , კარგი გამოვიდეს და გამოდის კიდეც .

***
ენ.
მე მიყვარდა ეს ისტორია ადრეც.
მე მიყვარს ეს ისტორია ახლაც .

ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.
მან ყველაფერთან ერთად უკვე განსაკუთრებული მნიშვნელობაც შეიძინა.
რამდენი განხრით ამას ალბათ ხვდები.

***
ეს ისტორია , ყველაზე მეტად იყო დატვირთული იმ ფსიქოლოგიით და სიღრმეებით.
აქ ყველაზე მეტად დასაფიქრებელია თითოეული სიტყვა.
როცა ამ ისტორიას კითხულობ , მისი პირველი ნაწილი გადაღეჭილი უნდა გქონდეს.
უნდა გახსოვდეს ყველა დიალოგი თუ მონოლოგი.
ყველა ზმანება, თუ საუბარი.
თითოეული პერსონაჟის ფიქრები და შეხედულებები.
უბრალოდ უნდა გახსოვდეს.
და ეს ისტორია უნდა გქონდეს გონებაში.
რომ მეორე ნაწილში გზას გააგნო.
გააგნო გზას , რომელიც სრულიად ეკალ-ბარდებით მოურთავს ავტორს.
და მის მკითხველს უკვე გზის ბოლოს კმაყოფილი ღიმილით გველოფებოდა.
ახლა ყველა გზის ბოლოს ვართ.
ჩვენ გზის ბოლოს მოვედით , ისე , რომ ბევრი დაბრკოლება გაფავლახეთ.
ამ ძნელი ამოუხსნელი ამოცანებით დღეს ჩვენ ფინიშის ხაზი გადავლახეთ და ავტორთან ერთად ვზეიმობთ.
იქ კი სადღაც პატარა გვირგვინია.
თანაც ორი.
ერთი ენს ეკუთვნის.
მეორე კი ამ ისტორიას.

ჩვენ შენთან ერთად გავდიოდით ამ გზას ენ.
თუმცა მაინც წინ იყავი.


****
ბევრი რამ იყო ამ ორ თავში ისეთი რაზეც ყურადღება უნდა გავამახვილო.

***
ირას გზა.
ეს ის გზაა , რომელიც მე პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ ჩემს ფანტაზიაში დავსახე.
გაბრიელი ,რომ მისთვის ნამდვილად მასაწავლებელი და კარგი გაკვეთილი იყო არაერთხელ მითქვამს.
ეს არის ის ირა, რომელსაც მე ყოველთვის ვხედავდი.
არამარტო მომავალში , არამედ იმ პერიოდშიც.
ირა იმ ადამიანს გავდა , უფსკრულში გადაშვებულს , რამდენიმე წამში პარაშუტი , რომ ეხსნება.
ახლა კი მინდა ვთქვა , რომ მისი გზა უკვე განათდა.
მისი ემოციები.იმდენად გულწრფელი იყო.
მე მთელი მათი დიალოგისას ვიღიმოდი.
მე მიყვარს ეს გოგო.

****
სჯობს მთავარი ბოლოს შემოვიტოვო.

***
ვოვა.
გარდაიცვალა.
წავიდა.
და კიდევ ერთი მფარველი ანგელოზი გაიჩინა ანკამ.
როდესაც ცას ახედავს ან წარსულს გადაავლებს თვალს , იქ უმალ გამოჩნდება ეს ადამიამები.

პირობა ვერ შეასრულა.
თუმცა ალბათ მეგობრის კვალობაზე ზედმეტად კარგი საჩუქარი დაუტოვა.
ვოვასთვის სიკვდილის წინ იმის ცოდნა , რომ ანკა მაშინ სიცოცხლისთბის იბრძოდა ,ნამდვილად დიდი სიურპრიზია.
მაგრამ შეიძლება ითქვას , რომ ეს მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება , თითქოს ეს ყველაფერი წინასწარ იცოდა.

გაღიმებული გარდაიცვალაო...
ვინ იცის იქნებ ეს ღიმილი მის გონებაში და თვალებში გაცოცხლებულ მოგონებებს ეკუთვნოდა.
იქნებ მისი თვალები ხედავდნენ , როგორ შემოაბიჯა სანატორიუმის ეზოში წითელკაბიანმა ლამაზმანმა.
რომელშიც უმალ შეამჩნია სიმტკიცის და სიძლიერის ნიშნები.

აი ეს იყო ვოვა.
ის არ დასრულებულა.

***
"შენ გიყვარს ფსიქოლოგიური თამაშები , რადგან ასეთ დროს მარტივად იმარჯვებ იმ საბრალო ხალხზე , რომელთაც შენი არ ესმის."

მსგავსება დავიჭირე დიდი მსგავსება.
ნუთუ მხოლოდ ამიტომ უყვარს "ანკას" ფსიქოლოგიური თამაშები.
ეჰ, ალბათ კიდევ რამდენი დატვირთვა ჰქონდა ამ ყველაფერს მის ცხოვრებაში.

***
ახლა უკვე ორივემ იხსნა ერთმანეთი.
გაბრიელი და ანკა ერთმანეთის მხსნელები არიან.
სწორედ ანკამ მისცა გაბრიელს იმის შემართება , რომ მისი შანსი გამოეყენებინა.
ხოლო შემდგომში პირიქით.
გაბრიელი იქიდანაც კი მასწავლებლია.
იქიდანაც კი იპყრობს ყველას გონებას.
მისი არ განდევნა ძნლია.
და მისი გონებიდან განდევნა კიდვ უფრო ძნელი.

ეს წარსულია.
წარსული , რომელიც მოგონებებთან ერთად დიდ ალბომს ჰქმნის.
და ბოლო გვერდს ძალიან ლამაზად ამშვენებს წარწერა.
"იდეალური ნაბი/ვრის დღიურები".
ეს გაბრიელია.
და ეს სულ სხვაა.

***
ანკამ კი გზა აირჩია.
გზა ბრძოლის.
გზა,რომელზეც თავიდან სწავლობ სიარულს.
გზა , რომელზეც ახალ დასაწყისს ხვდები.
გზა , რომლის ფინიში სულ სხვაა.

გზა , რომელიც ფეხზე მყარად მდგომმა უნდა გაიარო.
ანკა .იმდენად მყარად დადგა , რომ მისი ბრძოლა დაცემულისას არ მიმსგავსებოდა.

მისი შიში იქ იმ ჩახუტების დროს გაბრიელს გაატანა.
იმ თეთრებში გამოწყობილ კაცს.
რომელიც იქაც კი ამაღლებულ განწყობაზეა და მაინც ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს , რომ მის გარეშ ბრუნავს სამყარო.
კი არ ჰგონია , უბრალოდ ასეც არის.

ანკა იმ კედელს აგებდა , რომელიც სხვებს ტკივილს ააცილებდა.
შეიძლება ითქვას ხანდახან მათზე უფრო ღელავდა.
და უფრო ჰქონდა გათავისებული რა ძნელია სხვის უბედურებაზე აგებული ბედნიერება.

***
გახსოვს ადრე ანკა მთვარეს შევადარე. რომელიც ცაზე მარტოა და ვარსკვლავის ამოსვლას ელის.
მე კი იმ.ვარსკვლავად ლურჯთვალება გიჟი დავისახე.
და გაბრიელის მიერ ნაჩვნები ვარსკვლავიც მათეს მივამსგავსე.
ცურვის დროს ანკას გაბრიელი სჯობნიდა , ანკას არ შეეძლო ისე მარტივად დანებებულიყო სოცოცლესთან და გაბრიელთან ერთად გაეცურა ზღვის ბოლოსკენ.
ზღვის ბოლო კი კარზე მიკაკუნებას გავდა.
სადაც სიკვიდილი კარს გიღებს და მის მარწუხებს გხვევს.

ანკასთვის კი ეს მომენტი დასრულბული არ იყო.
მას შეეძლო ისინი მოეშორებინა
და მან ეს შეძლო
ის ფსიქოლოგიურად იმდენად ძლიერია.
ის იმდენად შეუპოვარია.
მისი ცხოვრება ერთი დიდი გაკვეთილი იყო სადაც სიძლიერესა და გამოცდილებაზე ძვირფასი არაფერი მიუღია.
მან ისწავლა., როგორია საკუთარი თავის დაცვა .
და საკუთარი თავისგან სხვების დაცვა.
მან ისწავლა იმ გრძნობის ძალა , ახლა მათესთან რომ აკავშირებს.
მან ყველაფერი ისწავლა.
ფეხზე მყარად დგომა.
გულის და გონების დამორჩილბა.
როგორია , როცა სრულიად გარდაიქმნები.

ის გაბრიელის მოსწავლე იყო.

ერთადერთი მურაბების გაკეთება ვერ ასწავლა.
პრაქტიკულად ვერ მოასწრეს.

***
მათე.
ის აქ ყველაზე დასაფასებელია.
ეს ანკას ისტორია იყო , რომლის შექმნაში მას მიუძღვის დიდი წვლილი.
თუ ანკამ კედლის აშენება ისწავლა, მან მისი დანგრევა მოახერხა.
ანკასთვის გრძნობების გაღვიძება მოახერხა.
მან თავის შეყვარება მოახერხა .
მისთვის გზის განათება მოახერხა.
ის იბრძოდა ანკასთან ერთად იბრძოდა.
იმ გზაზე ანკასთან ერთად დადიოდა .

ეხმარებოდა ყველაფრის გადატანაში.
ანკას ძალიან ჰგავდა.
მას ყველაფერი ნასწავლი ჰქონდა თუმცა ანკასთან ერთად თავიდან სწავლობდა.

იმიტომ , რომ მას ამის დაუოკებელი სურვილი ჰქონდა.
ისინი ღმერთს ერთად გაუმწესებია მათ სამყაროში.

მათე .
ის ძლიერი იყო.
მას ჰქონდა იმის უნარი , რომ ყველაფერი შეეცვალა.
მას ჰქონდა ის ძალა , რომლიც აიძულებდა ასეთ ანკასთან დარჩენას.
ის არ სთხოვდა ბრძოლას და გერმანიაში დაჟინებით წასვლას.
მისთვის ისიც საკმარისი იყო , რომ ანკას დარჩენილ დღეებს ერთად გაატარებდნენ.
რომ მათში უამრავ სიგიჟეს სჩადებდნენ.

მას დიდი სიყავრული შეეძლო.
ეს კი ნიჭია.
ნიჭი , რომელიც იშვიათთა ხვედრია.

ის არ არის იდეალური ნაბი/ვარი.
ის ლურჯთვალება გიჟია.

***
უნდა შევინახოთ ცოტა ემოცის ჩვენთვის?
მე ამას ვერ ვახერხებ.
მისი სამი პროცენტი მაინც , რომ შევინახო , გავსკდები.
ამიტომ გეუბნები ყველაფერს.

**
ესეც დასრულდა.
და ეს მარტო ანკას ისტორია არ იყო.
და იცოდე წიგნი , რომელიც გეკუთვნის ჯერ არ დახურულა.
არ გავსებულა ჯერ ყველა ფურცელი.
ჯერ არ დაგიტოვებია შენი ხელმოწერა წიგნის უკანა ყდაზე.
ჯერ არ ყოფილა საფინალო სასტვენი.

მე მიყვარხარ .
და არასდროს დავამთავრებ კომენტარს შენთან "მშვიდობით".

დროებით ენ.
შემდეგ დაბრუნებამდე.
მომენატრები.
მე აქ ვარ.
გელოდები.
და დაგელოდები ყოველთვის.



დილის სასიამოვნო დასაწყისი... ველოდი. აფეთქებას და ემოციების ტალღებს-მივიღე და მადლობა ამისთვის.
არ მომბეზრდები-შენ განსაკუთრებული ხარ.
დამელოდები-მე მოვალ.
მხედავ და მგრძნობ-საოცრება ხარ!
მადლობა რომ ასე "მკითხულობ"-იდეალური ხარ.

მადლობა პატარავ...

და ხო არ დაგემშვიდობები. დროებით ❤

 


№23  offline წევრი ნანა73

ჩვენ ამოვწურეთ აზრები ამ ისტორიის შესახებ. რა დავამატო? ალბათ ის რომ არაჩვეულებრივად გეხერხება მკითხველის დაინტერესება, ღრმა და მიმალული სურვილების, იმედების, ოცნებების გაცხადება. არ წახვიდე... დააკლდები საიტს, მკითხველს, მე დამაკლდები... ჩემი გოგო ხარ ენ ❤️❤️❤️

 


№24 სტუმარი სტუმარი ენ ბლექი

ნანა73
ჩვენ ამოვწურეთ აზრები ამ ისტორიის შესახებ. რა დავამატო? ალბათ ის რომ არაჩვეულებრივად გეხერხება მკითხველის დაინტერესება, ღრმა და მიმალული სურვილების, იმედების, ოცნებების გაცხადება. არ წახვიდე... დააკლდები საიტს, მკითხველს, მე დამაკლდები... ჩემი გოგო ხარ ენ ❤️❤️❤️


ნან როგორ გამახარე. ჩვენ იმდენი ვისაუბრეთ ამ ისტორიას შესახებ აღარ მეგონა თუ აქაც დააფიქსირებდი შენს აზრს. მადლობა ჩემო გოგო...
მადლობა რომ მგრძნობ ❤

 


№25  offline წევრი tatuli)

Istoriaze metia❤️ Sauketesoa❤️ Velodebi shens axal istorias❤️

 


№26 სტუმარი სტუმარი ენ ბლექი

tatuli)
Istoriaze metia❤️ Sauketesoa❤️ Velodebi shens axal istorias❤️


მიხარია ამის მოსმენა ❤
მადლობა ❤

 


№27  offline წევრი Tamuna Gogaladze

ძალიან კარგი იყო♥♥აღფრთოვანებული ვარ♥♥ვფიქრობ რა სიტყვებით გადმოვცე ჩემი დამოკიდებულება და ვერ მოვუყარე სიტყვებს თავი♥♥ძალიან მაგარი ხარ
♥♥

 


№28  offline ადმინი ენ ბლექი

Tamuna Gogaladze
ძალიან კარგი იყო♥♥აღფრთოვანებული ვარ♥♥ვფიქრობ რა სიტყვებით გადმოვცე ჩემი დამოკიდებულება და ვერ მოვუყარე სიტყვებს თავი♥♥ძალიან მაგარი ხარ
♥♥



ძალიან დიდი მადლობა თამუნა. ეს ისტორია ჩემთვის ერთ-ერთი გამორჩეულია და ასმაგად მახარებს ახლა შენი მოსაზრების კითხვა :*

 


№29  offline წევრი თა-მთა

შთამბეჭდავია... მეგონა შენს ყველა ისტორიას ვიცნობდი ენ. ეს როგორ გამომრჩა?.. მაგრამ ორივე ერთად წავიკითხე და შესაბამისად ემოციაც სხვანაირად ,,ორმაგი” იყო ☺️ ზუსტად აღწერ და გადმოსცემ იმ ემოციას და აზრს და თან საკმაოდ მარტივად რაც ჩაფიქრებული გქონდა (მე ასე მეგონია) და მადლობა რომ შენი თვალით დაგვანახე ეს სამყარო, სიკვდილ/ სოცოცხლის ზღვარი... და ის რომ ნამდვილად შესწევს ნებისმიერს სიკვდილზე გამარჯვება თუ ამას მოისურვებს და რა თქმა უნდა ეს უსიყვარულოდ ვერ იქნება... ???? მადლობა ენ. ♥️

 


№30  offline წევრი თა-მთა

თა-მთა
შთამბეჭდავია... მეგონა შენს ყველა ისტორიას ვიცნობდი ენ. ეს როგორ გამომრჩა?.. მაგრამ ორივე ერთად წავიკითხე და შესაბამისად ემოციაც სხვანაირად ,,ორმაგი” იყო ☺️ ზუსტად აღწერ და გადმოსცემ იმ ემოციას და აზრს და თან საკმაოდ მარტივად რაც ჩაფიქრებული გქონდა (მე ასე მეგონია) და მადლობა რომ შენი თვალით დაგვანახე ეს სამყარო, სიკვდილ/ სოცოცხლის ზღვარი... და ის რომ ნამდვილად შესწევს ნებისმიერს სიკვდილზე გამარჯვება თუ ამას მოისურვებს და რა თქმა უნდა ეს უსიყვარულოდ ვერ იქნება... ???? მადლობა ენ. ♥️


მომიტევე შენობით მომართვა. უბრალოდ ბევრი წამიკითხავს ამ საიტზე მაგრამ რამოდენიმეს გამოგარჩევთ. შესაბამისად გადაღეჭილი მაქვს თქვენი შემოქმედებაც. ფბზეც მხოლოდ თქვენი სიახლის სანახავად შემოვდივარ ???? სწორედ ამის გამო მივეცი თავს უფლება რადგან ძალიან მიხარიხართ. კითხვის ნიშანი კი თავად დასვა სმაილის მაგივრად. კომენტარებში ახალი ვარ ამიტომ არ ვიცი რედაქტირება :დ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent