შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცის ბრძოლა [სრულად]

7-09-2019, 23:26
ავტორი ელპინი
ნანახია 1 591

მალე გაწვიმდება და ცა დაგროვილ ცრემლებს ნარნარით გადმოუშვებს. ამ წუთს - ცის პალიტრა იცვლება. თეთრ, ბამბასავით ფითქინა ღრუბლებს სულმჭამელი და მშთანთქმელი ნაცრისფერი ღრუბლები ანაცვლებს. თეთრგულა მერცხლები ბუდეებში იგულებენ თავს, იმათმა არ იციან, თორემ ვიღაც ბუდის ძირს ტაატით თხრის. მტრედები არიან - სახურავებზე, მაგრამ საზარელის მოლოდინში მომცრო სხეულები ისე აქვთ მხუთავი, უჟანგბადო ჰაერით გაჟღენთილი, წამის წუთით ჩანაცვლებაზე გასკდებიან. ფრთები - აშლილი, ყელი - ჩამალული და თვალები - გაყინული.
ადამიანები სახლში შეყუჟულან. სადაცაა ცა აფეთქდება. აქა-იქ უკვე ელავს და იგი მხოლოდ ღრუბლების ცვალებადობით არ ამტკიცებს მის მზაკვრულობას. თითქოს - სამყარო კვდება. დაბინძურებული, მაგრამ ქაოსით შეპყრობილი, ასევე მანიაკალური თვისებებით აღჭურვილნი იკვებებიან უკანასკნელი ლეშით, რომელიც ერთმანეთისგან შემორჩათ, მაგრამ მხსნელი - საღათას ძილით თვლემს. მინები ირეკლავს ცის მიწისძვრას და მუქ ფარდებშიც აღწევს ნათება. ყველას დაფარული აქვს სარკმელი, არცერთია ღია, რომ ცამ ვიღაცის არსებობა მიულოცოს ადამიანებს. "დაიბადა" - კარგი სიტყვაა, მაგრამ, როცა არ იცი - ვინ, იხრები ნულოვანი დიაპაზონისკენ და გააზრებას ვერ ახერხებ - ისე იჭრება შენში დაბადებული. ეს ვიღაც, ვინც დაბადებულია, ვიდრე სხეულგამოცლილი, უტვინო, უმოქმედო და მყრალი ჭაობის სუნის მქონე ადამიანების ფსიქოლოგიას შეისწავლიდა, დედამიწაზე სიმშვიდე იყო. ალბათ, ისევ ჭამა ანგელოზმა ვაშლი. ნეტარი გრძნობაა სანატრელის დაგემოვნება, შესისხლხორცება და ამავდროულად - სხეულის ავსება მომწამვლელი სითხით, რომელიც სველ კვალად რჩება ტუჩებზე.
რაკი იატაკმაც აირეკლა სინათლე ნიუტონის გარდატეხისას და გამოსხივება ჭერამდე ააღწევს სადაცაა, წიგნის ფურცლების შრიალიც არ დააკლდება მიწაშერქმეული პლანეტის ხმაურს. სათაურის პირველი ბგერა ხმოვანია და მოლოდინის რეჟიმი, რომელსაც ქვეცნობიერად შიშის განცდა მოსდევს, აბსოლუტურად - მდგრადია. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ვიღაც ვიღაცას ებრძვის. მიძინებული და გამაყრუებელი ღრიალის ხმა, რომელსაც ცა აგზავნის ქუხილის სახით, მომასწავებელი იყოს შეიძლება იმის, რომ კედელი დაინგრევა. ყველა სახლს აქვს მთავარი კედელი, რომლის ერთი აგურის ნატეხებად ქცევა და ცარცად გამოყენებაც მთელ სახლს აცამტვერებს. მტვერი, რომელიც დამპალი ხორცის შემმუსვრელი მიკრობებითაა სავსე, მიწაშიც არ ასვენებს მკვდარს და ოთხკუთხედიდან ახლახან ამოღებულ გაყინულ სხეულს ხრავს. შეიძლება, ეს ის არის, მაგრამ ამ დროს - ყველაფერი შეიძლება - თან. გამარჯვება, ცხადია, ბოლო ხმოვნისაა, რომელიც წიგნის სათაურს აგვირგვინებს და ბრძოლაში მარცხის სიმძაფრეს გამაყრუებელი ხმით გამოსცემს - ეშმაკი - შთანთქავს.
უკვე დანაოჭებული, ხორკლიანი ტვინის ზედაპირიდან გააღწია მწველმა ინფორმაციამ და ადამიანმა იცის - ეშმაკი.
სამმარცვლიანი სიტყვა პირველი საფრთხეა სივრცის შევიწროებისა და ამიტომ იყო, ცა აფრთხილებდა ადამიანებს. იგი ისაა, ვისაც საფუძველი არ სჭირდება იმისთვის, რომ შეჭამოს. ხორცი კარგია. მით უმეტეს, როცა გრძნობ შენი შეხებისგან სისხლს ოხშივარი ასდის დიდ ქვაბში, რომელსაც ორგანიზმი ჰქვია, ტერფებიდან იწყებ ტუჩების შეხებას და ქვაბს ქვემოდან ცეცხლი ეკიდება. დუღდება. იწვის. სადაცაა ლავა გადმოვა და ვენებიდან გაასხამს. შეღებილი კედლებიდან ერთი წვეთი სისხლი გაჩერებული საათის გულზე ეწვეთება და უცებ - წიკწიკი. ეშმაკს გაცოცხლება შეუძლია. მკვდარმა არ შეიძლება მოისვენოს. თუმცა, კი ამბობენ - მკვდარს არაფერი ეშველებაო.
საათზე ცხრიანთან ერთად საპირისპირო რიცხვის გარდატეხის დროს - გუგული ხის კოლოფიდან თავს ყოფს და კივის. ამას ერთვება ცის აჩქარებული კადრი, რომელსაც უკვე მოსვენება აღარ აქვს და ჭექაა. ადამიანები ფანჯარასთან მიდიან და ფარდებს მელიასავით მალულად სწევენ სოროდან, ხვდებიან, ამინდი გრგვინავს და შეჩერებას არ აპირებს. უმალ თმენადაკარგული სიშავე პირს ხსნის და - წვეთები. გიჟი პიანინოსთან ზის, უკრავს და სიმფონია იქმნება. მას თან ჰყვება ფანჯარაზე მოცეკვავე შხეფები და სრულყოფილების შეგრძნებით დენდარტყმული ვარდება სკამიდან. არ შეიძლება ადამიანმა სრულყოფილება იგრძნოს და მერე იცოცხლოს. არავითარი ტკბობა. რაობა იმისა, რომ ბედნიერმა უნდა იცხოვრო, სულელურია, რადგან ხელში ჯოხმომართული მბრძანებლისგან დადგენილი განტოლება არავის ასცდება.
წვიმს. ღრუბლები გადაეფინნენ ქალაქს სუდარად და ოთახში ნათურაც ვერ ჯაბნის სიბნელეს. მეტიც - ბრძოლაში არ ერთვება.
წვიმის დროს წიგნს ფურცლები ემატება, რადგან ეშმაკს ეს მდგომარეობა სულისყივილამდე უყვარს. დაახლოებით მსგავსია ანგელოზის, რომელსაც სურს - მუდამ სითბო, მზე და ამიტომაც არის ახლა გარეთ, რათა იპოვოს მაცოცხლებელი ძალა.
- ცუდ დროს ხარ - ცუდ ადგილას. - ეს იყო ხმა, რომელიც ყურთასმენას გამაფრთხილებლად მისწვდა და მომავლის რეცეპტორები შეაფხიზლა.
- მაშინ, იგივე, ოღონდ - ჩემთან ერთად.
- სასაცილო ხარ, პატარავ.
- არის რაღაც სარკაზმული ამ ყოფის რეალობაში, მაგრამ არც იმდენად, რომ მეც მომწვდეს. - მტკიცე ტონი ხავსივით ედებოდა სივრცეს.
- თავდაჯერებულები მხოლოდ ისინი არიან, ვინც თავს განსაკუთრებულად თვლიან. - ცინიზმი.
- თუ ასეც არის?
- პატარავ, შენ არ იცნობ სამყაროს. - ალბათ, ინსტიქტი, რომელიც სიმძიმის თანაფარდობას უსვამდა ხაზს, მძიმედ ვრცელდებოდა სიჩუმეში.
- ასე ნუ მეძახი!
- მოგწონს. რას ეძებ, რა გინდა აქ? ვერ ხედავ? - ბნელდება სამყარო.
- მე ვფიქრობ, ეს დასასრული არ არის.
- ხომ იცი, რომ ყველაფერს აქვს დასასრული, პატარავ. ვიღაცებს არ მოსწონთ, ვიღაცები ამით ტკბებიან, რადგან ძალაუფლებით სიამოვნება მხოლოდ ასე შეიძლება. შენ ვინ ხარ?
- პასუხი თვითონაც იცი.
უწონო სხეულები პარალელურად მიდიოდნენ. თვალთა არეალი ისე ხშირად ეჩეხებოდა ერთმანეთს დაუდგრომელ ფიქრებთან ერთად, როგორც საპირისპიროდ მოძრავი თვითმფრინავები.
- იქნებ, სხვადასხვანაირად ვფიქრობთ.
- შეიძლება, ეგრეც არის, მაგრამ ჩემი სახელი - ყველასთვის ერთია.
- შენ ვინ ხარ, პატარავ?
- ანგელოზი.
- ეცადე, რომ არ დაიკარგო და სიბინძურემ არ შეგჭამოს. იცოდე, მე მოგდევ. მეძვირფასები.
ერთი სილუეტი გაუჩინარდა, როგორც საუკუნის წინანდელი ფირი, რომელზეც ჩაწერილი ისტორია ნაცნობმა მტვერმა სისათუთით შეჭამა. ყველაფერი მოჩვენებითია. ის მდგომარეობა, რომელიც მოულოდნელობის ეფექტით იქნა გამოწვეული, თანმდევი გახდა ანგელოზის. ფიქრები აიშალა, ახმაურდა, ზოგი ტვინის მარცხენა კედელს ეხეთქებოდა, ზოგი - მარჯვენას. აღელვებული ზღვის დაშოშმინება იმდენად შეუძლებელი იყო, რამდენადაც ეშმაკის ხელშესახებად შეგრძნება. ბუზთა ბზუილი სმენის ორგანოებს სრულად მოედო და წამიერი სიმშვიდიდან სწრაფად გადავიდა სხეული ზღვის მსგავს მდგომარეობაში. არეულობა.

***
სამყარო არ უშინდება ცვლილებებს. არც იმას, რომ გუშინდელისგან განსხვავებით დღეს უკეთესობაა. რით არის გამოწვეული - არავინ იცის - ერთი.
- წადი აქედან, არ უნდა მიყურო. - ახლა ეშმაკს იმაზე ცივი ჰქონდა ხმა, ვიდრე ჩვეულებრივ.
- მე მოსვლა დაგასწარი.
- უბრალოდ, წადი!
- არსად მივდივარ, შენი ყურება მინდა მასთან ერთად.
უცებ კი, იდუმალი რიონი ანგელოზის ფეხებთან მიცურდა და სთხოვა - წასულიყო, რადგან იცოდა, ვითარება, რომელსაც ახლა ბალერინები ასრულებდნენ, მწვავედ იმოქმედებდა.
- შენი დედაც! - ეშმაკმა რიონში ქვა ისროლა. - ახლა შენც ისეთივე გახდები, როგორიც მე ვარ. - ქვებზე გადააბიჯა, არ დააყოვნა და უმალვე ისედაც დაბინძურებულ რიონში სხეულით ჩავიდა. დაიფარა. - ხომ გითხარი, წადი-მეთქი. რატომ ხართ ჯიუტები ანგელოზები?
- მოვდივარ.
სხეულები, რომლებიც ღმერთმა ერთმანეთთან საბრძოლველად შექმნა, ერთურთს მიკრული იდგნენ ბინძურ რიონში, რომელიც თანდათან კამკამა წყალს ემსგავსებოდა.
- ჯანდაბა, პატარავ, შენ საოცარი ხარ!
ჩამშვიდდა რიონი, რომელიც რამდენიმე წუთის წინ ატკიებული აწყდებოდა დიდ ლოდებს, რათა ყველა სიბინძურე ჩამოერეცხა. მახრჩობელა ცრემლები ხელოვნურ კალაპოტს ვერ ანგრევდა, მაგრამ რაკი ანგელოზი იქ იყო, თითქოს უკან გაცურა მარილიანმა სითხემ და გაიკვალა ათასჯერ გამონავლელი გზა. ლოდებმა გაიღიმა და უხეშად მიწყობილნი უკვე ერთმანეთს ეალერსებოდნენ - ყველაფერს აქვს სული. ადამიანები გაკვირვებულნი გადმოჰყურებდნენ ხიდქვეშ შექმნილ გარემოებას და საოცარი სანახავი იყო რიონი, რომელიც სიბინძურეს ანგელოზის მეშვეობით ირეცხავდა.
- როგორ შეიძლება შენ ჩემთან იყო? - სინანულით აღსავსემ მიმართა ეშმაკმა ანგელოზს და შუბლი მიაბჯინა. სახე მტევნებით დაუჭირა. - როგორ არ გიფრთხილდება ის უკუღმართი. წადი, რა გინდა, რა? - თითქოს, საკუთარ თავს ებრძოდა რომ გაეშვა, მაგრამ აზრი არ ჰქონდა, მაინც გაეკიდებოდა, როგორც აქამდე ათასჯერ მიუხედავად იმისა, რომ ანგელოზმა არაფერი იცოდა. - თავი არ დაიტანჯო, რა. - და ეს "რა" იყო მომავალი, რომლის თხოვნაც უაზრო იქნებოდა იმიტომ, რომ ამ წამს წიგნის სათაურს მიემატა მეორე სიტყვა - ანგელოზი. - პატარავ!
- მინდა, გაჩუმდე და მხოლოდ რიონს ვუყუროთ. დანარჩენი - მიმინდვია.
- შენ მისი შვილი ხარ, მე - არა. ასე დავინგრევით, ერთმანეთს ვებრძვით, ყველაფერს მოვსპობთ.
- ეშმაკო, გაჩუმდი!
წარმოუდგენელია ეხუტებოდე იმას, ვისი სიახლოვეც გეკრძალება იმიტომ, რომ გშთანთქავს. ეს ხომ ის ხილია, რომელიც ვთქვი, რომ კვლავ შეჭამა ევამ.
სიზუსტე შეიძლება გადაწონოს გრძნობამ, რომელიც მომტანია რიონში ჩაძირული და ერთდროს უარყოფილი ემოციებისა.
- ჩვენ უნდა ვიპოვოთ ის, რაც მოიშორე.
მიძინებული გრძნობების გაღვიძება არათუ დრამა, ხელახლა დაბადებაა და მხოლოდ რიონის კი არა, ოკეანის. ოკეანე განუზომელია. იგი ისეთია, როგორიც ეშმაკის და ანგელოზის სიყვარული. ყველაფერს იტევს: ტბას, ჭაობს, გუბეს. სამყაროს მბრძანებლები კი იტევენ ადამიანებს და მოვლენებს, რომლებიც ერთმანეთს ძირავს. ეს ორი ისე ჰგავს ერთმანეთს, როგორც სამაელი და გველი. თუმცა, სამყაროში ყოველთვის არის კოსმოსური ძალა, რომელიც ატყვევებს ყოველივეს და იძულებულს ხდის ეშმაკს სიყვარულის მახეში გაებას - ანგელოზის ძალით. ირრეალობა.
- გაიღიმე, ეშმაკო, მე შენი ვარ!

***
სამყაროში არსებობს ჟანგი, რომელსაც მიწა ჭამს, მაგრამ არ არსებობს სიყვარული, რომელსაც ეშმაკი უმკლავდება.скачать dle 11.3

№1  offline მოდერი სალანდერი

დავბრუნდები მე. . .

№2  offline ადმინი ელპინი

სალანდერი
დავბრუნდები მე. . .

გელოდები მე . . .

№3  offline მოდერი სალანდერი

"ხორცი კარგია. მით უმეტეს, როცა გრძნობ შენი შეხებისგან სისხლს ოხშივარი ასდის დიდ ქვაბში, რომელსაც ორგანიზმი ჰქვია, ტერფებიდან იწყებ ტუჩების შეხებას და ქვაბს ქვემოდან ცეცხლი ეკიდება. დუღდება." - სამაგიდო წიგნის ფანქრით გასახაზი ფრაზაა.

"სხეულები, რომლებიც ღმერთმა ერთმანეთთან საბრძოლველად შექმნა, ერთურთს მიკრული იდგნენ ბინძურ რიონში, რომელიც თანდათან კამკამა წყალს ემსგავსებოდა." - ყველაფერი ისე როდია, როგორც ღმერთი ქმნის. მე თუ არა და ვინ იცის. . .

"- როგორ შეიძლება შენ ჩემთან იყო? - სინანულით აღსავსემ მიმართა ეშმაკმა ანგელოზს და შუბლი მიაბჯინა. სახე მტევნებით დაუჭირა. - როგორ არ გიფრთხილდება ის უკუღმართი. წადი, რა გინდა, რა?"

"წარმოუდგენელია ეხუტებოდე იმას, ვისი სიახლოვეც გეკრძალება იმიტომ, რომ გშთანთქავს." - ეშმაკმაც იცის რომ აღარაფერია წარმოუდგენელი ელ. . .

რაღაც ძალიან დიდს, რაღაც ძალიან ბევრს, რაღაც ძალიან მშვიდს და თან ძლიერსა და წამლეკავს ველოდი. - მივიღე.

საერთოდ ხომ იცი, რამდენჯერმე ვკითხულობ შენს ნაწერს, რომ მერე დავლაგდე და აზრი ჩამოვაყალიბო, ახლა ვერ. რამდენჯერმე ვერ წავიკითხე. ხომ იცი რატომ?

ერთადერთი მწერალი ხარ, რომელიც იმდენ ძაფს აბამს ერთ ისტორიაში შეუძლებელია ყველას უწყვეტად გაყვე. შეუძლებელია ერთი წაკითხვით "წაიკითხო" და შეუძლებელია მისი ერთი ნაწარმოები გაიგო, თუ მეორე ვერ გაიგე. ავტორი ხარ, რომლისაც ან ესმით, ან ვერა. თუ ამბობენ რომ ხან ესმით და ხან არა, იცოდე უბრალოდ სიტყვების რახარუხია.

სრულიად ნაცნობ სიტყვებს, ისე უცნაურად აჟღერებ, ხანდახან მგონია რომ შენნაირ ავტორებს ჩემი ტვინი არ ეყოფათ. დღეს გავიფიქრე რომ შენი კითხვა უნდა შევწყვიტო, რადგან ვეღარ გეწევი. (თითქოს შემეძლოს ეს შეწყვეტაც)

რ ი ო ნ ი - ყველაზე მაგრად გამიხარდა. თუნდაც აღარასდროს მოვიდეს ჩემთან მუზა, სანამ ჩემი ელი წერს, სულ იქნება ხსენებაში ჩემი რიონი. ჩემი რიონი თუ ელის რიონი? ელის რიონი! რას ელის ნეტა? ელის რიონი ელს ელის! - მე კი ამ ნაწერს "ელის რიონი_ს" დავარქმევდი.

და ისევ. . .
"სხეულები, რომლებიც ღმერთმა ერთმანეთთან საბრძოლველად შექმნა, ერთურთს მიკრული იდგნენ ბინძურ რიონში." - შენი ნაჩუქარი წიგნის ბოლო ფურცელზე მისაწერი ფრაზაც აქ დამხვდა.

ისევ მიყვარხარ. . .
ისევ სულ წერე. . .
ისევ მაბედნიერებს, ჩემი ელი და ელის რიონი!

№4  offline წევრი silver hands

მე თითქმის ყოველდღე დავდივარ რიონის პირას...
გადავყურებ, განსაკუთრებით მაშინ როდესაც აზვირთებულია, მომნუსხველია ხშირად იმისი გგმინვა
ახლა როდესაც კვლავ ჩავუვლი, გამეფიქრება შენი ისტორიიდან ელპინ რომ რიონი ატკიებული აწყდება დიდ ლოდებს რათა ყველა სიბინძურე ჩამორეცხოს, მომეჩვენება რომ ლოდები იღიმიან და უხეშად მიწყობილნი ერთმანეთს ეალერსებიან...

(ჰო ყველაფერს აქვს სული)

№5  offline ადმინი ელპინი

ჯანდაბა, მჟავე! რა გინდა, მეტყვი? რატომ ამაფორიაქე?
ვის ვატყუებ, შენ თავს გეფიცები, წუთებს ვითვლიდი და გაშტერებული ვუყურებდი ტელეფონს შენს ლოდინში, ისე ვიყავი აფორიაქებული.

მჟავე . . .
იქ არის ყველაფერი, იმ სამ წერტილში.

მჟავე, ძალიან მიყვარხარ, უაზროდ, უსივრცოდ, რაღაც სხვანაირად . . .

ჩემო!
შენი ვისკი, რიონი და ჩვენ - პირობა მახსოვს . . .

მჟავე!

silver hands
მე თითქმის ყოველდღე დავდივარ რიონის პირას...
გადავყურებ, განსაკუთრებით მაშინ როდესაც აზვირთებულია, მომნუსხველია ხშირად იმისი გგმინვა
ახლა როდესაც კვლავ ჩავუვლი, გამეფიქრება შენი ისტორიიდან ელპინ რომ რიონი ატკიებული აწყდება დიდ ლოდებს რათა ყველა სიბინძურე ჩამორეცხოს, მომეჩვენება რომ ლოდები იღიმიან და უხეშად მიწყობილნი ერთმანეთს ეალერსებიან...

(ჰო ყველაფერს აქვს სული)

მიხარია, მართლა ძალიან მიხარია, რომ რიონის ყურების და მასზე ფიქრის საშუალება გაქვს.
გავსკდები სიხარულისგან სადაცაა, გკოცნიიიიი! ♥️

№6  offline ახალბედა მწერალი ქეთი იმერლიშვილი

ამოვისუნთქე და მოვედი :)))
უზომოდ გიჟური მელანქოლია ელ პინის შემოქმედებაში...
რა გითხრა? როგორც სალვადორ დალის სიფსიხე მხატვრობაში, ისე შენი სიფსიხე ქართულ ლიტერატურაში.
მეტი რა გითხრა?
ვთქვი უკვე და ასე უაზროდ კიდევ ჩემს სიტყვებს არ ვისვრი!
--------------------
When nothing goes right, go left!

№7  offline ადმინი ელპინი

ქეთი იმერლიშვილი
ამოვისუნთქე და მოვედი :)))
უზომოდ გიჟური მელანქოლია ელ პინის შემოქმედებაში...
რა გითხრა? როგორც სალვადორ დალის სიფსიხე მხატვრობაში, ისე შენი სიფსიხე ქართულ ლიტერატურაში.
მეტი რა გითხრა?
ვთქვი უკვე და ასე უაზროდ კიდევ ჩემს სიტყვებს არ ვისვრი!

ქეთი, გავთბი! მადლობა, მანდაც მოგაწვდენ ჩემს სითბოს შენდამი! ♥️

№8  offline წევრი აბაშიძე

ჯანდაბა!
ელ.
ისეთი ხარ.
თვალები მემღვრევა ბედნიერებისგან.
რიონი იმდენად ახლოა.
იმდენად ბუნებრივი.
ძალიან ძვირფასი.
მოგატყუებ რომ გითხრა მის ნაპირთან ბევრჯერ გამივლია თქო.
მაგრამ როცა თეთრ ხიდს გავივლი ხოლმე რიონს გავხედავ და დებილივით მეღიმება.

ვნანობ გუშინვე რომ არ წავიკითხე.
ვერ წავიკითხე.
ჯერ ხომ გითხარი რატოც.
მერე უკვე მეძინებოდა.

იმდენად სავსე იყო ისტორია.
ჟრუანტელიც კი მოვლიდა.
მომენტებში.
გამათბო რაა.

ელ.
შენ ხარ საოცრება.
ხო ზუსტად.
საოცრება.

აუ ვგიჟდები შენზე რაა.
მიყვარხარ.

ვიცი გეუცნაურებათ ხოლმე ავტორებს.
მაგრამ არ მითქვამს ჯერ მგონი.
ხო და.
როგორ შეიძლება ასეთი საოცრების დამწერი არ გიყვარდეს.
ისედაც ხო გიცნობ არაა?
ხო და მენდე.

შემდეგამდე ელ.

ადიოს.

№9  offline ადმინი ელპინი

აბაშიძე

ქეთო,
ერთხელ გავისეირნოთ ჩვენ რიონთან ძალიან ახლოს, ვილაპარაკოთ და შენ აუცილებლად მიხვდები - როგორია.
არ შეიძლება ბინძური იყოს ის, რაც ღირებულია.

ძალიან დიდი მადლობა, ქეთო.
პატარა და თბილი გოგო ხარ შენ, კარგი გოგო!
გკოცნი!
♥️

№10  offline წევრი გროსმაისტერი

ძალიან ძალიან კარგად წერ
რა სასიამოვნო იყო წაკითხვა ❤❤

№11  offline ადმინი ელპინი

გროსმაისტერი
ძალიან ძალიან კარგად წერ
რა სასიამოვნო იყო წაკითხვა ❤❤

დიდი მადლობა, გამიხარდი. ♥️

№12  offline წევრი guroo

სამყარო ასე ძლიერ როგორ გტკივა?! ზოგჯერ მგონია, რომ ღმერთის ტრაგედიას გვიყვები. ყოველი წინადადების ბოლოს მეღიმება და ვცდილობ შევიგრძნო ის ექსტაზი, შენ რომ მიიღე მათი წერისგან. შენი სიტყვები უკვე სადენებს დაემსგავსა, რომლებიც მკითხველს უერთდება და უნიკალური ემოციები გადააქვს. მალე ახალ ნათურას გამოიგონებენ და დენის მაგივრად შენი ნაწერები გააბრდღვიალებს ჩვენ ჩაბნელებულ ოთახებს. მეტი რა გინდა, პინო? გილოცავ მთელი გულით!
ფართო ხარ და ვეღარ ეტევი ლიტერატურის ძვირფას დარბაზებში. განა საოცარი არ არის, თითოეული მკითხველისთვის რომ უკიდურესად ინტიმური მწერალი ხარ? შენ ხომ ყველას სულში აფათურებ ხელებს, იქ არსებულ ქაოსს აწესრიგებ და მერე უკან ბრუნდები - შენს ტყავში, ჩვენ კი შენი ნაბიჯები გვრჩება, რომელთაც, მართალია შენსავით ვერ ვთვლით, მაგრამ უმძაფრესად შევიგრძნობთ. ყოველი წაკითხვის შემდეგ კვალს ტოვებ, სულიერ ტრანსფორმაციებს. ამიტომ ვამბობ, ლიტერატურა ვეღარ გიტევს-მეთქი. მკურნალი გახდი.
ღრმად მწამს, რომ საერთოდ არ ვაჭარბებ!
ვიდრე ექსტაზზე დამოკიდებული ხარ, მკითხველს არაფერი გვიჭირს.
დროებით, პინო და იცოდე, რომ უზომო სიყვარულს გჩუქნი.

№13  offline ადმინი ელპინი

guroo

გურო, გავბრუვდი. ვერ გპასუხობ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველაფერი იცი. მიყვარს ქაოსი, რომელსაც მკითხველში ვიწვევ, მაგრამ საქმე ისაა, თვითონაც არ ვიცი, რას ვწერ. თუმცა, ყველაფერი ძალიან მაგრადაა.
შემდეგ წაკითხვამდე, სანამ სამყარო ისევ მატკენს, თუ რაღაც ეგეთი და ძალიან დიდ მადლობას გჩუქნი მე, ემოციებით დატვირთულს. ♥️

№14  offline წევრი R.M

ძალიან კარგია. გულიდან წამოსული.❤❤❤

№15  offline ადმინი ელპინი

R.M
ძალიან კარგია. გულიდან წამოსული.❤❤❤

ვაიჰ, დიიიიდი მადლობა! ♥️

№16 სტუმარი სტუმარი nancho

ვგიჟდები თქვენს აზრთა პაექრიბაზე და კომენტარებზე,ძალიან კარგები ხართ,საოცრად საყვარელი ადამიანები,რომლებსაც მკითხველამდე მოგაქვთ,ყველა განცდა და ემოცია,გრძნობების ჯადოქრები ხართ ყველა ერთად და ცალ-ცალკე.სულის სილამაზეს,სითბოს სიყვარულს ღაღადებთ ,მადლობა ყველას ერთად .წარმატებები თქვენ,ერთგული მკითხველი.მიყვარხართ.

№17  offline ადმინი ელპინი

სტუმარი nancho
ვგიჟდები თქვენს აზრთა პაექრიბაზე და კომენტარებზე,ძალიან კარგები ხართ,საოცრად საყვარელი ადამიანები,რომლებსაც მკითხველამდე მოგაქვთ,ყველა განცდა და ემოცია,გრძნობების ჯადოქრები ხართ ყველა ერთად და ცალ-ცალკე.სულის სილამაზეს,სითბოს სიყვარულს ღაღადებთ ,მადლობა ყველას ერთად .წარმატებები თქვენ,ერთგული მკითხველი.მიყვარხართ.

მიხარია, რომ თქვენნაირი მკითხველი გვყავს მწერლებს და ყველას ვუსურვებ ასეთი გულიანი მკითხველის ყოლას. დიდი მადლობა. ბედნიერი ვარ, რომ აქ ხართ. ♥️

№18  offline წევრი რენა

მომეწონა <3

№19  offline ადმინი ელპინი

მენე
მომეწონა <3

გმადლობ! ♥️

№20  offline წევრი Kalina

,,ყველა სახლს აქვს მთავარი კედელი, რომლის ერთი აგურის ნატეხებად ქცევა და ცარცად გამოყენებაც მთელ სახლს აცამტვერებს. “
ეს რაღაც ძალიან ახლო და ნაცნობი დავიჭირე. იმდენად ნაცნობი, რომ თვალზე ცრემლი მომადგა. იყო რაღაცეები და გავიარეთ უკვე, შენც იცი.

ისევ რიონი:)))))
გადმოიწიე ჩემსკენ ცოტათი და იქნებ მტკვარიც ,,გავაარტოთ” ბარათაშვილის შემდეგ პირველად :)))

ძალიან მიყვარხარ ანუშკი და ამ სამყაროში ყველა ბედნიერების ნაწილაკი შენ გეკუთვნის❤️
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

№21  offline ადმინი ელპინი

Kalina
,,ყველა სახლს აქვს მთავარი კედელი, რომლის ერთი აგურის ნატეხებად ქცევა და ცარცად გამოყენებაც მთელ სახლს აცამტვერებს. “
ეს რაღაც ძალიან ახლო და ნაცნობი დავიჭირე. იმდენად ნაცნობი, რომ თვალზე ცრემლი მომადგა. იყო რაღაცეები და გავიარეთ უკვე, შენც იცი.

ისევ რიონი:)))))
გადმოიწიე ჩემსკენ ცოტათი და იქნებ მტკვარიც ,,გავაარტოთ” ბარათაშვილის შემდეგ პირველად :)))

ძალიან მიყვარხარ ანუშკი და ამ სამყაროში ყველა ბედნიერების ნაწილაკი შენ გეკუთვნის❤️

რაღაცნაირად ვგრძნობდი, რომ აუცილებლად უნდა წაგეკითხა. არც კი ვიცი, რატომ, მაგრამ უბრალოდ, ვიცოდი.
ბარათაშვილზე ვგიჟდები. ჩემი სევდიანი რომანტიკოსია. :)

მეც ძალიან მიყვარხარ შენ, გკოცნიიი! ♥️

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent