შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აკრძალული თამაშები (10)


9-09-2019, 02:21
ავტორი ფ ე ფ ო
ნანახია 4 415

სიგარეტის ღერი თითებს შორის ისე ჩასწვოდა ვერც კი მიმხვდარიყო.ნაგვის ყუთში მოისროლა და კიდევ ერთხელ გახედა უნივერსიტეტის მთავარ შესასვლელს.კატო წუთი წუთზე უნდა გამოჩენილიყო.ღელავდაა? საშინლად...ზოგადად ესეთი ჩვევა ჰქონდა,თავს ვერასდროს აკონტროლებდა და ნერვიულობისგან ისე იჭამდახოლმე ტუჩებს სანამ საკუთარი სისხლის გემო კისერში ღებინების შეგრძნებად არ მოაწვებოდა.დამნაშავე იყო? ალბათ არა,რადგან ვერასდროს იტანდა ტყუილს,კატომ კი მოატყუა!ხელზე დაიხვია,შემდეგ კი ისე უემიციოდ განუცხადა ვერ წამოვალო,არ უნდოდა საკუთარი ფიქრების დაჯერება მაგრამ ის ფაქტი, რომ კატოს ისე გაგიჟებით არ უყვართა როგორც თვითონ ნერვებს უშლიდა.ხანდახან ისიც კი ეგონა რომ კატოს საერთოდ არ უყვარდა..რასაც ვერასდროს შეეგუებოდა.ვერ გაუშვებდა,ვერ დასთმობდა.ძლიერი სიყვარული იცოდა ჯავახიამ, მაგრამ სიძულვილი სიყვარულზე უსაზღვრო.მოკვდებოდა და სამაგიეროს აუცილებლად გადაუხდიდა მას ვინც ოდესმე შემცდარა მის წინაშე.თავისი ეს საშინელი თვისება არ მოსწონდა მაგრამ იმდენად სისხლში ჰქონდა თითქოს ერთი განუყოფელი იყვნენ.არასდროს ყოფილა ფულით გატუტუცებული ბიჭი,არც პოპულარული გულთამპყრობელი,თითქოს შეუნჩნეველი,გულჩათხრობილი და მკაცრი.ზედმეტად მკაცრი...ლიდერი იყო სწავლაში,როგორც სკოლაში,ასევე უნივერსიტეტში და მისი ლექტორები დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ,ჰქონდა ამის პოტენციალი..მისი გაქანების კაცი აუცილებლად დაიბყრობდა მწვერვალებს.ჯავახიას ცხოვრებაში კატოს შემოსვლამ თითქოს მზის სხივი შემოიტანა,საღათას ძილით მძინარე გამოაფხიზლა და რაც მთავარია მისი გული დაიბყრო.ამ ყველაფრის შემდეგ არ შეეძლო მისი გაშვება,არც გაუშვებდა.მოკვდებოდა და არ დასთმობდა...
კიბეებზე გამოჩენილი ჩხეიძის დანახვაზე გამოფხიზლდა.თამბაქოს ფერი მუხლემდე ქურთუკი ეცვა კატოს,ჯინსები და ჩვეულებრივი სადა სვიტერი, მაგრამ იმდენად ლამაზი იყო პირი გაუშრა ჯავახიას. ადგილს მოსწყდა და ისე აესვეტა წინ მოულოდნელობისგან შეკრთა ჩხეიძე.
-პატარა...-გაოგნებულს ძლიერად მოხვია მკლავები და ისე ჩაიკრა გულში წამით სუნთქვაც კი შეეკრა კატოს.-როგორ მომენატრე...როგორ მომენატრე, ჩემო სიცოცხლე.-ჩხეიძის ტუჩებისკენ გაიწია მაგრამ ქალმა სახე აარიდა,ხოლო მისი მკლავებიდან თავის დასახსნელად უკან დაიწია.
-ისევ მიბრაზდებიი?-თმაზე თითების შეხება სცადა ტატომ.
-არა...-მხრები აიჩეჩა კატომ.-არ გიბრაზდები,აღარ გიბრაზდები,შენ ესეთი ხარ..არ იცვლები..მიზეზს ეძებ ყველგან და ყველაფერში,ეჭვები გკლავს...და რა ჯანდაბამ შეგცვალა ესე აზრზე არ ვარ.
-აქ ვილაპარაკოთ?-აქეთ-იქით გაიხედა ჯავახიამ.
-რა გვაქვს სალაპარაკო? შენ დაიწყებ თავის მართლებებს რომ შესცდი,რომ უნდა გაპატიო...ისე შენ თუ მაპატიებ?-თვალი თვალში გაუყარა კატომ და ირონიულად გაეცინა.
-რას?-დაიბნა ჯავახია.
-რომ გაიგო რამე ისეთი გავაკეთე რაც არ უნდა გამეკეთებინა?
-შენ ცუდს არაფერს გააკეთებდი...-უარესად დაიბნა ბიჭი,საუბრის ესე შემოტრიალებას არ ელოდა.
-რატომ? წმინდანი ვარ და ზურგზე ფრთები ამომდის?რამ შეგცვალა ტატო? რა მოხდა ისეთი ამ დონემდე რომ მოვედით?
-არ ვიცი...მართლა არ ვიცი პატარავ.ვეჭვიანობ,თითქოს შენი დაკარგვის წინათგრძნობა მაქვს.
-შეეშვი ამ წინათგრძნობებს იქნებ ნათელმხილველიც ხარ და მომავლის განჭვრეტა შეგიძლია...-გაიცინა კატომ.
-კატო..
-მე გეტყვი...რა არ გასვენებს იციი? მე გეტყვიი...-ბიჭისკენ გადაიხარა და კბილებში გამოსცრა.-დევდარიანს ვუყვარვარ!
-რა?-სახეზე მიტკლის ფერი დაედო ტატოს.
-ჰოო...აი ესე-ხელები თეატრალურად გაშალა კატომ-დაჩი დევდარიანს ვუყვარვარ.ეხლა იცი რა ქენი? წადი და იმ კლდედ წოდებულ ნაბიჭ*ვარს რქებით შეასკდი.მე შემეშვით,ერთიც და მეორეც! ჯანდაბაში წასულხართ.-დაამთავრა მონოლოგი,ხელი აიქნია და გზას გაუყვა.
-კატო!კატოო-უკან სირბილით დადევნებულმა ჯავახიამ მკლავში უხეშად ჩაავლო ხელი და თავისკენ მოატრიალა.-რას ნიშნავს დევდარიანს უყვარხარ? შენ რა იცი, ისევ ნახეე?
-არა,ჩიტმა მომიტანა ამბავი.
-არ ვიცი როგორ ახერხებ, მაგრამ წყობიდან გამოგყავარ ...შენ რის მიღწევას ცდილობ კატო?
-დავიღალე,სახლში მეჩქარება.-მამაკაცის თითები ფრთხილად მოიშორა მკლავიდან და მიწისქვეშა გადასასვლელისკენ სწრაფი ნაბიჯით დაიძრა.
-კატოო...ამის დედაც.-გაცოფებულმა ამოხეთქა და საკუთარი მანქანისკენ დაიძრა.საჭესთან მოთავსებულმა ამღერებული ტელეფონი მოიმარჯვა და მანქანა ადგილიდან დაძრა.
********
-რა თქვიი?!-იღრიალა ჯავახიამ და თავისზე ერთი თავით მაღალ,ავადმყოფურად გამხდარ მამაკაცს საყელოში ჩააფრინდა.რომელსაც თვალის გარშემო სილურჯეში გადასული დაბეჟილობა ჰქონდა და გადაპარსულ თავზე კოპიც გასჩენოდა.-შენ ხო არ გამოყ*ლევდიი?! რას ჰქვია ვალში გადავარდი? რამდენია? ვისი ვალი გაქვს?
-სამოცი-საყელოში ჩავლებულ ტატოს ხელებს თავისი ჩაავლო მამაკაცმა და დამნაშავესავით დახარა თვალები.
-ამის დედაც...-ტატომ ხელი ჰკრა და უკან დახეულმა თავზე იტაცა.-გაგიჟდიი? გაგიჟდიი შე სი*რო?
-ესე გამოვიდა,ნასვამი ვიყავი..თავიდან თითქოს ვიგებდი, მერე აზარტში შევედი და...
-ვიცი შენი მოგებების ამბავი..დიდი ხანია ციხიდან გამოეთრიეე? ჩვენებს უთხარიი? იმედია ბოლომდე არ ჩაგიჯვამს საქმეში და გულები არ დაუხეთქე...მაინც რა სი*რი ხარ.როდის უნდა ისწავლო ჭკუა?
-თუ არ დავაბრუნე დამბრიდავენ...-სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა მამაკაცი და სახეზე ორივე ხელი აიფარა.
-მანამდე მე თუ არ დაგბრიდე.-ოთახში წინ და უკან დადიოდა ტატო,მისი ძმა ზედმეტად ჭკვიანური ნაბიჯებით რომ არ მოდიოდა მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში ეს იცოდა,დღენიადაგ შარში გახვეული ციხეში უკვე იმდენჯერ მოხვდა,პოლიციაში მისულს თანამშრომლები "ჩესტის"აღებით ხვდებოდნენ.ეგონა როგორც იქნა გაიზარდა,ეგონა ციხიდან პირობითით გამოსული ეხლა მაინც ისწავლიდა ჭკუას,იცხოვრებდა მშვიდად და საკუთარ თავს თუ არა სხვას მაინც აღარ დააზარალებდა,მაგრამ მისი ბოლოდროინდელი თავგადასავალი რასაც ეხლა ისმენდა ტატო საერთოდ სცდებოდა იმ წვრილმანი ხულიგნობის ამბავს...კაზინოში არც მეტი და არც ნაკლები სამოციათასი ისე დაედო ვალად თითქოს სამოც ლარზე იყო ლაპარაკი.
-რომელ კაზინოში?-როგორც იქნა მორჩა ბოლთის ცემას და ძმის წინ შეჩერებული პასუხის მოლოდინში ზემოდან დააჩერდა.
- Blackjack-ი ჰქვია-თავი არ აუწევია ისე ამოიჩურჩულა მამაკაცმა და ღრმად ჩაისუნთქა.
-სიამივნებით გაგაძრობდი მაგ უტვინო თავს,რა ჩამოსხმა ხარ ესეთი არაფერი არ გცვლის ტო!-ხმას ვერ იმორჩილებდა ტატო,სასწრაფოდ ამოიღო ტელეფონი შარვლის ჯიბიდან და ნომერი თითების თრთოლვით აკრიფა,ფიქრიც კი არ უნდოდა საიდან უნდა დაეხატათ ამხელა თანხა.იქნებ მოეხერხებინა და კაზინოს მფლობელთან მისულიყო? კაცურად დაელაპარაკებოდა და ცოტა დროს ითხოვდა,ვინ იცის იქნებ ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამართლებოდა და ის კაცი ზედმეტად ადამიანური ბუნების აღმოჩენილიყო.
-ბექა გამარჯობა!-მიესალმა ხაზის მეორე ბოლოში მყოფს და ოთახში ისევ წინ და უკან სიარულს მოჰყვა.-როგორ ხარ,რას შვები?რავიცი ძმაო, მეც მასე რა...ბიჭო რაღაც უნდა გკითხო,ხო არ იცი კაზინო Blackjack-ი ვისია? რა?-წამოიყვირა უცებ და ერთ ადგილზე შედგა.-ხო არ გეშლება რამე?ასი პროცენტით იციი? არა არაფერი ძმაო...კარგი,მადლობა.-ტელეფონი გაფითერებულმა გათიშა და ამღვრეული თვალებით მომზირალ ძმას გახედა.
-გაგვედო შე ყლ*ეო! იცი ვის შეასკდი შუბლით?!-ხელები ფართოდ გაშალა და ბოლო ხმაზე აღრიალდა,კისერზე და შუბლზე ავის მომასწავლებლად გამოსჯდომოდა ლურჯი კაპილარები,თვალები კი სისხლის მსმელი ვამპირივით ჩასწითლებოდა.-დევდარიანს! გილოცავ ტრა*კში გვიხმარენ ორივეს.
-რა? ეგ ვინ არის? -დაფრთხა მამაკაცი და სავარძლიდან წამოხტა.-ვინ ოხერია ეგ ნავიჭ*ვარი?
-დიდი არავინ...ფულიანი ახვა*რია რომელმაც თუ მოინდომა მუხლებზე დამდგარი გაგაკეთებინებს მინ*ეტს.კარგად თუ ასიამოვნებ შეიძლება შუბლში ტყვიასაც ასცდე,თუ არა და ბებიაშენის საფლავიდან ამოთხრა მოგიწევს ნოტარიუსთან რომ გაგყვეს და ის დაჩა გავყიდოთ,ახალდაბაში.-სახე მოისრისა ჯავახიამ და თავის ხელში აყვანას შეეცადა.-მოკლედ, ჩაიცვი და სოფელში დააწექი ისე რომ სახლშიც არ გაიარო,საღამოს მე დაველაპარაკები ჩვენებს.შენ ჩადი და იქ იჯექი,თუ საჭირო გახდება სახლიდანაც არ გაადგამ ფეხს,არ შეჭამ,არ ისუნთქებ..მე კი რამეს მოვახერხებ.უნდა დაველაპარაკო მაგ ახვარს...იქნებ რამე გამოვიდეს.ადექი დროულად,გაგიყვან სადგურზე და მარშუტით წახვალ.-ხელის კვრით გაიგდო წინ და თითქმის სირბილით ჩაიყვანა მანქანამდე.მთელი გზა ხმას არ იღებდნენ არც ერთი,საჭეს ორივე ხელით ჩაჰფრენოდა და ცდილობდა გამოსავლისთვის მიეგნო,სამწუხაროდ მხოლოდ ერთი გზა რჩებოდა.ყველა ვარიანტში დევდარიანთან მისვლა და დალაპარეკება,განა რა ისეთი უსისხლო მონსტრი იყო კაცურად თუ დაელაპარაკებოდა შეთანხმებამდე ვერ მიეღწიათ? ვინიცობაა ეს ლაპარაკიც თუ შედეგს არ გამოიღებდა მაშინ მოუწევდა კანიდან გამძვრალიყო და ეშოვა ფული.მაგრამ საიდან იშოვიდა ამხელა თანხას?
-კი მაგრამ ამხელა ფსონამდე როგორ მიგიშვეს ?-მდუმარედ მჯდარ ძმას გადახედა.-რამდენი გქონდა ნაღდი ფული?
-20...
-რა?!-მოსმენილისგან შოკი მიიღო და ინსტიქტურად დაადგა ფეხი მუხრუჭის პედალს,მანქანამ მოწყვეტით დაამუხრუჭა და წინ გადაქანებულნი უსაფრთხოების ღვედმა შეაჩერა, თორემ წინა საქარე მინას შუვლით გაიტანდნენ.-რა თქვიი?!საიდან გქონდა ამხელა ფული?
ხმა არ ამოუღია მამაკაცს.
-ლაშაა!საიდან გქონდა ამხელა ფული?-იღრიალა ტატომ და ხელი მთელი ძალით დაარტყა საჭეზე.-არ მითხრა რომ...ჯანდაბა..ჯანდაბა..ჯანდაბაააა! შენ რა კაცი ხარ? რა ადამიანი ხარ საერთოდ?! ყველა და ყველაფერი სი*რზე როგორ გკიდია ბიჭო?
-დავაბრუნებდი..-დაკარგული ხმით ამოიჩურჩულა ლაშამ და ნაცემი ძაღლივით აიწურა სავარძელში.
-რა მოგიხერხო? ჯანდაბა, საერთოდ ვერ ვფიქრობ რა მოგიხერხო? მოგკლავენ...მოგკლავენ დარწმუნებული ვარ და მერე მე როგორ შევხედო ჩემს მშობლებს თვალებში,შემეძლო რამე გამეკეთებინა და არ გავაკეთეთქო ვუთხრაა?!
-მონასტერში წავალ...ამ საქმიდან გამომაძვრინე და ღმერთს გეფიცები მონასტერში წავალ..იქიდან კი აღარასდროს დავბრუნდები საერო ცხოვრებაში,ძალიან დავიღალე ტატო,ვხედავ,ვხვდები რამხელა ზიანს გაყენებთ შენც და მშობლებსაც...კიდევ ერთხელ შევცდი.კიდევ ერთხელ შემეშალა...პატიებასაც ვერ ვითხოვ...გეხვეწები,აქედან გამომაძვრინე და შენ თვითონვე ამიყვანე მონასტერში სადმე შორს,გადაკარგულში...გთხოვ ძმაო.გთხოვ.-მკლავზე სწვდა ლაშა და უეცრად პატარა,დასჯილი ბავშვივით ატირდა.მსხვილი ცრემლები ერთმანეთსი მიყოლებით სცვიოდა თვალებიდან რომელშიც დიდი დოზით გაჟღენთილიყო მომავლის შიში და სინანული.
-ამის დედაც...-წინ დახრილი ტატო ხელებს შუბლით დაეყრდნო, ცოტაც და გაგიჟდებოდა.საშინელი დღე ჰქონდა,ჯერ დილანდელი კატოსთან ჩხუბი,მერე პირველ შოკს გადავლილი არ ჰქონდა მეორე მიიღო და ორივეში ერთი და იგივე ნაბიჭ*ვარი დევდარიანი ფიგურირებდა.განგება მაგრად დასცინოდა...იღბალი პირდაპირ რქებით უტევდა და თითქოს სპეციალურად უმატებდა კიდევ და კიდევ მეტ გადასალახ განსაცდელს.უსიტყვოდ დაქოქა მანქანა და დიდუბის ავტო სადგურისკენ აიღო გეზი.
********
ლურჯი სამარშრუტო ტაქსი ნელი სვლით დაიძრა ადგილიდან,ცენტრალურ გზაზე გავიდა და სიჩქარე აკიფა.დიღმის გზატკეცილამდე მისულმა კი ისევ უმატა სიჩქარეს და ხელის გულივით გაშლილ გზაზე საბურავების სისინით გაიწია წინ.ქალაქიდან გასულს კუდზე დამჯდარი ჯიპი მიჰყვებოდა იგივე სიჩქარით,თუმცა ეჭვი არავის გასჩენია სანამ ნელ-ნელა გვერდით არ ამოუდგა და სიგნალით არ ანიშნა გვერდით გადაყენება.მძღოლი ბრძანებას დამორჩილდა,სვლას უკლო და გზიდან გადასულმა დაამუხრუჭა.მარშუტის წინ გაჩერებული მანქანიდან სამი მამაკაცი გადმოვიდა, რომელთაც ყურადღება არ მიუქცევიათ მგზავრების გაოგნებული სახეებისთვის,ნახევარი ტანით სალონში შემომძვრალნი ინეტესით ათვალიერებდნენ მათ სახეებს ბოლოს უკანა სავარძელზე მოთავსებულ მამაკაცზე შეაჩერეს მზერა.
-ჩამოდი!-ავის მომასწავლებლად გაისმა ბრძანება.
-რა ხდება ბიჭებო?-მთელი ტანით სტუმრებისკენ შემობრუნდა ჭაღარა შერეული მძღოლი.
-ბოდიშს გიხდით, ხუთი წუთით შეგაყოვნებთ.-ზედმეტად ზრდილობიანი აღმოჩნდა ერთ -ერთი.უკანა სავარძელში მოკალათებულ მამაკაცს სხვა გზა არ ჰქონდა,ზანტად წამოდგა და მათ ნებას დაჰყვა,მარშუტიდან ჩამოსული საკუთარი ფეხით დაიძრა ჯიპის მიმართულებით და უკანა სავარძელზე მოკალათდა.
********

-იცი მაინც რამდენი აქვს ვალიი?-მბრუნავ სავარძელში გადაწოლილმა დევდარიანმა, ირონიული ღიმილით მკერდთან გადაიჯვარედინა ხელები და აქეთ-იქით შეტრიალდა. არ გაჰკვირვებია ჯავახიას თავისი ფეხით მისვლა.რაც ძალიან მოეწონა დევდარიანს,დააფასა მისი ეს ჟესტი და გამბედაობა,ბევრი მის ადგილზე ამდენს ვერ გაბედავდა.მაგრამ ტატო ჯავახია არ აღმოჩენილა იმ დონის ლაჩარი.მშვიდი სახით მოაღწია მის კაბინეტამდე,არ გაჰკვირვებია ესე ადვილად რომ მიაგნეს რადგან თითქნის არსად ფიგურირებდა მისი სახელი.არავინ არასდროს იცოდა სად შეიძლება ყოფილიყო დღეს ან ხვალ ამა და ამ მოცემულ მომენტში დევდარიანი.ჯავახია კი ადგა და პირდაპირ მიაჭრა კლუბში,არ შემცდარა იქ ბრძანდებოდა ბატონი დაჩი.ხელი არ ჩამოურთმევიათ ერთმანეთისთვის, მაგრამ არც მისალმების მაგივრად უსვრიათ ერთმანეთსთვის ტყვეიები.უჭირდა ტატოს დევდარიანთან იმ თემაზე საუბარი რა თემაზეც იყო აქ მოსული,უჭირდა სიმშვიდის შენარჩუნება იმ კაცის წინ რომელმაც გამოჩენის წამიდან ყირაზე დაუყენა ცხოვრება,თავსაც გაჭირვებით აკონტროლებდა,აგიჟებდა კაცის ირონიული ღიმილი..უდარდელი სახე და გამომწვევი მანერები, რითაც ყველა წამში აგრძნობინებდა არარაობა ხარო.არ იცოდა მიაღწევდა თუ არა შეთანხმებამდე,მაგრამ ჩიტი ბრდღვნად ღირდა.იტანდა,უძლებდა,აკონტროლენდა..მართალია გაჭირვებით მაგრამ მაინც...ყლაპავდა,აიგნორებდა და ცდილობდა დამაჯერებლად ესაუბრა კაცთან, რომელსაც ერთი შეხედვითაც დაუსვამდა ბებიამისი დიაგნოზს."გაცვეთილი"
-ვიცი...-შეცვლილი ხმით ამოილაპარაკა ჯავახიამ და ცარცივით გაფითრებულმა, დევდარიანის ირონიულ ღიმილზე მოგვრილი ბრაზი დააიგნორა.
-მერე?შენ შუამავლის როლი იკისრე და მოლაპარაკებას მთავაზობ საკუთარი პირობებით-ტრიალს მორჩა,წელში გასწორდა და წინ გადმოხრილი იდაყვებით მაგიდის ზედაპირს დაეყრდნო.-რას მთავაზობთ,ბატონო ტატო?
-გადავიხდით...მაგ ვალს აუცილებლად გადავიხდით,ბანკში სესხს ავიღებ..ან,არ ვიცი...აუცილებლად მოვახერხებ რამეს.უბრალოდ დრო მჭირდება...
-ბანკში სესხს აიღებ?-ცალყბად ჩაიცინა დაჩიმ.-კარგი,მიდი აიღე...შენს კაპიკებზე რასაც სამსახურში გიხდიან,როგორ ფიქრობ ბანკი სიხარულით მოგცემს სესხს?
-სხვა გამოსავალი არ მაქვს...შენ უბრალოდ დამპირდი რომ დროს მოგვცემ.ვიცი ცუდად მოიქცა ჩემი ძმა...
-და უფროსი ძმის საქციელზე რომელიც ციხიდან პირობითით გამო*ენძრა..უმცროსი ძმა აგებს პასუხს? რა მაგარია...მეც მინდა ძმა.
-ირონია უადგილოა.-კბილებში გამოსცრა ტატომ და ბრაზისგან თვალები ჩაუწითლდა.
-ირონია უადგილოა...-პირი გააწკლაპუნა დაჩიმ და სავარძლიდან წამოდგა,სიგარეტის კოლოფს დასწვდა და ფანჯარასთან გადაინაცვლა.-ზუსტად ირონიაა იარაღი იმ სირო*ბის შესანიღბად რასაც შენ მთავაზობ...შენს ძმას ჩემი ვალი აქვს,ამას დამატებული არ დასჯერდა კაზინოში ფულის წაგებას და იმის მაგივრად რომ ამდგარიყო და მშვიდად დაეტოვებინა იქაურობა,ადგა და დარბაზში ყველაფერი დალეწა,ჩემს ერთ-ერთ თანამშრომელს თავზე ბოთლი გადაარტყა და დაცვის წევრს სკამის ფეხით გაუსწორდა.არა მარტო კომპენსაციას ვითხოვ,არამდენ თქვენ მოგიწევთ დაზარალებულების მკურნალობის ხარჯების ანაზღაურება და მთავარი...ვალის დაბრუნება.ცხოვრება მწარეა...თურქულ წიწაკას ჰგავს,პატარაა და ახვა*რი.
-ძალიან ვწუხვარ...-მართლაც უხერხულ სიტუაციაში იყო ჯავახია.
-გინდა ვალის განულებაა?-სიგარეტს მოუკიდა და ორაზროვანი ღიმილით მიაშტერდა მამაკაცს.-შემოთავაზება მაქვს...
-რას მთავაზობ?-დევდარიანის ღიმილმა საეჭვოდ აუწვა მუცლის არე.
-რამდენად გიღირს შენი ლამაზმანი შეყვარებული?-ღრმა ნაპასი დაარტყა და გამომცდელად დააკვირდა ჯავახიას,რომელმაც ფერი უარესად დაკარგა.
-რაა?
-აირჩიე:ან შენი უფროსი ,სი*რი ძმა..ან არა და კატერინა.-ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა დევდარიანს.-ძმა შენ დაგრჩება...ვალიც არ გექნება,სამაგიეროდ...კატოს დამითმობ...
-შენი დედაც!-იფეთქა უცებ ჯავახიამ და სავარძლიდან ტყვია ნაკრავივით წამოვარდა,დევდარიანისკენ გაქანებულმა მთელი ძალით მოიქნია მუშტი,მაგრამ დაჩიმ ელვის სისწრაფით მოახდინა რეაგირება და გვერდით გადახრილმა ოსტატურად აიცდინა ჯავახიას ძლიერად შეკრული მუჭი.გვერდიდან მოქცეულმა კისერში ჩაავლო მარჯვენა და ცხოველივით გაგიჟებული მამაკაცი ფანჯრის რაფას ისე მიახეთქა ნახევარი ტანით გამოღებულ ფანჯარაში გაძვრა ტატო.ის იყო შემობრუნებას აპირებდა მცდელობა წყალში რომ ჩაეყარა, უკნიდან მოხვედრილმა ფეხმა მუხლებში მოხარა და იატაკისკენ დაქანებული მკერდით ჩამოეყრდნო რაფას.
-მაგარი ბიჭი ხარ?-ძლიერად გაკავებულთან დაიხარა დაჩი და ზიზღით გამოსცრა.-ოქროს კვერცხები გაბია?თუ მკერდში მამაცი გული გიძგერს? აქ მოდიხარ და შენი ძმის ჩაჯმულ საქმეზე მელაპარაკებიი? საქმის მომგვარებელი გგონია თავიი? ერთი რომ მოვისურვო მთელს თქვენს ჯიშს ჰაერში აგწევთ და ჩემს ყლ*ეს მომთხოვენ პასუხს...
-შენი დედაც შე ნაბიჭ*ვარო!-ამოიღმუვლა ტატომ და ისევ შეეცადა თავის დახსნას.
-ფული მჭირდება...არაუმეტეს სამ დღეში,ტრაკ*ზეც რომ გაიხათ სირზე !ფულს ვერ მომიტან? ეგაც ...კატერინა ჩხეიძე ჩემი გახდება...-გაეცინა.-მაგრამ ჩემით თუ მივაღწევ შენს ლამაზმანამდე ვალის გადახდა მაინც მოგიწევს..შესაძლოა ძვირადაც დაგიჯდეს...აი შენი ნებით უარის თქმა კი...ეს რას ნიშნავს იციი? ჯეკპოტს შენი დედაც...ფულიც შეგრჩება და ძმაც.რომელსაც ჩემი ბიჭები ეძებენ..სად გადამალე? მიწაშიც რომ ჩამარხო მაინც ამოვთხრი და იცი რას ვუზამ?ხატოვნად რომ აგიხსნა შესაძლოა მაგრად ვიხმაროთ კიდეც...
-მაგას ვერ ეღირსები...
-ქალს ამჯობინებ რომეოო?-ახარხარდა დაჩი და ერთიანად მოშორებულმა უკან დაიხია.-რა საინტერესოები ხართ ეს ლაწირაკები...სიყვარული გადაარჩენს კაცობრიობას!
-მოგკლავ!-იატაკიდან წამოდგა ჯავახია და დევდარიანისკენ შეტრიალებულმა მუქარით ჩააყინა მზერა სახეში.
-ოჰ...არა რაა ხომ ვამბობ...-საოცარი პათოსით აღაპყრო ჭერისკენ თვალები და ხელები ფართოდ გაშალა.-გამარჯობა,მე დევდარიანი ვარ!და იცი რას ვიზამ?ჩემი ხელით ამოგაცლი სულს...უბრალოდ პასუხი,ნუ ჯიუტობ...კატო,თუ შენი ძმა?!
-ეგ არ მოხდება,ფულს მოგიტან და მაგ მყრალ პირში ჩაგჩრი...
-კარგი...-მხრები ისეთი სახით აიჩეჩა დაჩიმ თითქოს ძალიან წუხდა ჯავახიამ არჩევანი რომ არ გააკეთა.ტელეფონს დასწვდა და სწრაფად გადარეკა.-შეგიძლია სახე გააძროთ!
მისმა ბრძანებამ მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით მოახდინა ეფექტი,ტატოს სახე მოერყა და ოდნავ უკან გადაქანებული ფანჯრის რაფას ხელისგულით დაეყრდნო.თავში მილიონი აზრი აერია და გულ მუცელი ისე აემღვრა ეგონა სადაც იყო სათითაო ორგანო დნობას დაიწყებდა.კისერში უკვე გრძნობდა ნაღვლის მჟავე გემოს.
-კარგი...-ჩავარდნილი ხმით ამოიხავლა და თავზე გიჟივით იტაცა ორივე ხელი.-კარგი...
-ვერ გავიგე?-ცალყბად ისევ ჩაეცინა დაჩის და თვალები დააწვრილა.
-კარგიი...კარგიი შენი დედაც...შეეშვი ჩემს ძმას-ხმას აუწია და ლამის ღრიალზე გადასული საუბრის დროს ნერწყვს ისროდა პირიდან.-დაურეკე სასწრაფოდ შენს ფინიებს და უთხარი შეეშვან!თმის ერთი ღერიც არ ჩამოუვარდეს ...კარგი,კარგიი..უარს ვამბობ..კატოზე უარს ვამბობ...
-მომესმა?-სახე ღიმილით გაებადრა დევდარიანს.
-არ მოგესმა შე ნაბიჭ*ვარო..უარს ვამბობ...ჯანდაბამდე გზაც გქონია.
-სიყვარული...-ჯერ ჩაეცინა დევდარიანს,შემდეგ კი ახარხარდა,წინ დახრილი გულიანად ხარხარებდა და მისი სიცილის ხმა ყინულის პატარა ნამსხვრევებივით ხვდებოდა ჯავახიას სასმენ ორგანოს.-სერიოზულად?!-სული ძლივს მოითქვა დაჩიმ და სიცილისგან აწყლიანებული თვალებით შეხედა ჯავახიას.-გაგეღადავე!
-რა?-ფერი დაკარგა ტატომ და კიდევ ერთხელ გადაქანდა უკან.
-ჰოო..აი ესე,გაგეღადავე!შენ რა გგონია ეგეთი ახვა*რი ვარ ქალი ფულის სანაცვლოდ მოგთხოვოო? მაინტერესებდა რამდენად ძლიერი იყო შენი სიყვარული...ძალიან სასაცილო იყავი შეშინებული
-შენი დედაც...-თითქოს ენერგია ერთიანად გამოაცალეს ჯავახიას,სახეზე ხელი აიფარა და შეეცადა ღრმად ესუნთქა.
-თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს რომ შენს ძმას თავზე თმის ერთი ღერიც არ აქვს..შესაბამისად არც ჩამოუვარდება,ცოტა წაუთაქეს თავისი საქციელის გამო...გააჯვი აქედან,კეთილი გავხდები და დროს მოგცემთ ერთ თვეში მომიტან ფულს.მე არა, კაზინოში მიიტანთ....გაეთრიე!-შეთქმულივით დაუწია ხმას და ისე გამოსცრა შემდეგ კი ისევ სავარძელს დაუბრუნდა,ტელეფონს წამოავლო ხელი და დარეკა.-ცემეთ,მაგის დედას შევ*ეცი!
********
კაფეში როგორც ყოველთვის საოცარი სიმყუდროვე იყო.დინამიკებიდან დაბალ ხმაზე იღვრებოდა მამაკაცის ორიგინალური ხმით შესრულებული სიმღერის რითმები რომელიც სიყვარულს უმღეროდა,თითქოს გულმოკლული მისტიროდა განვლილ, ტკბილად მოსაგონარ დღეებს.მაგიდაზე დაწყობილ ერთმანეთში ახლართული თითებისთვის მზერა გაეშტერებინა კატოს და ხმის ამოღებას არ ჩქარობდა.თითქოს ელოდა ჯავახია როდის დაიწყებდა საუბარს,აქაც ხომ მისი თხოვნით მოვიდა?აპირებდნენ ნორმალური,ზრდასრული ადამიანებივით გაერკვიათ ურთიერთობა რომელიც აირია...დამნაშავე კი არა რომელიმე მათგანი,არამედ ორივე გახლდათ.ეს გაცნობიერებული ჰქონდა და უარყოფას არც აპირებდნენ.
-როგორ ხარ?-საუბრის მეტად უცნაურად წამოწყება სცადა ჯავახიამ.რადგან მშვენივრად იცოდა როგორც იყო კატო.
-ნორმალურად-მხრები აიჩეჩა კატომ და მზერა ხელებიდან მამაკაცზე გადაიტანა.-შენ?
-ჩვეულებრივად,თუ არ ჩავთვლით პატარა პრობლემებს რომელიც მოგვარებადია.-გაეცინა ტატოს.-ზედმეტი მომივიდა,მაგრამ ბოდიშის მოსახდელად არ მოვსულვარ.
-ვიცი ტატო...მეც ზედმეტი მომივიდა,არც ბოდიშია საჭირო.-ამოისუნთქა კატომ,ჯობდა თავისი სათქმელი ეთქვა.-ავირიეთ,შენც ხედავ,მეც დამნაშავე ვარ და შენც. მოკლედ იმის გარკვევა ვინ უფრო დიდი დოზით არის დამნაშავე არ ღირს.
-ვიცი პატარავ-კატოს თითებს მისწვდა ჯავახია.-ერთ კითხვაზე მიპასუხე.
-კარგი...
-რატომ ვერ შემიყვარე?-სევდიანი ღიმილით შეხედა ტატომ.-რატომ ვერ შემიყვარე კატო ისე როგორც მინდოდა რომ გყვარებოდი?
ჩხეიძემ თითები ჯავახიას თითებისგან გაინთავისუფლა.
-ტატო....-სახეზე ოდნავი სიფითრე შეეპარა.მის კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა.არ იცოდა რა უნდა ეპასუხა.იმის მტკიცება რომ ტატო სცდებოდა, უყვარდა ,როგორ არ უყვარდა სისულელე იყო რადგან გიყვარდეს და მერე უცებ აღმოაჩინო რომ აღარ გიყვარს ეგ უბრალოდ აბსურდია.ამ სიტუაციაში კი ნამდვილად ბანალური თავის მართლება იქნებოდა,ყელში მოწოლილმა სასოწარკვეთილების გორგალმა სუნთქვა წამით დაუმძიმა.
-ვიცი...-სევდიანად ჩაეცინა ჯავახიას.-ვიცი რატომაც ვერ შემიყვარე,ვიცი დროებითი გატაცება ვიყავი,თავს კომფორტულად გრძნობდი ჩემთან.მოგოწინდა რაღაც ეტაპზე ის ურთიერთობა რაც ჩვენ გვქონდა,მაგრამ ბოლოს მოგბეზრდა.ერთფეროვანი სახე მიიღო და შენი მოწონებაც გაუფერულდა.კითხვაზე რატომ ვერ შემიყვარე? პასუხი არ გაქვს კატო,არ გაქვს რადგან ჩემსა და შენს შორის ზედმეტად სქელი საზღვარია...კარგი საფუძვლით და მისი ჩამონგრევა ერთმანეთამდე მისასვლელად ჩვენს ძალებს აღემატებოდა,მაჯობა.
-რა?-გულში უსიამოვნოდ უჩხვლიტა ჩხეიძეს რადგან მიხვდა ვისაც გულისხმიბდა საზღვრად.ეს დევდარიანი იყო.-ტატო...
-ხედავ,საუბარიც კი არ შეგიძლია.იცი რა პრობლემა იყო?ერთმანეთთან გულახდილი საუბარი არასდროს შეგვეძლო..არასდროს გისაუბრია ჩემთან შენს პრობლემებზე,არ განგვიხილავს და არ გვიცდია ერთობლივი ძალებით მოგვარება.ყოველთვის თავად ცდილობდი პრობლემებთან ბრძოლას და მიზეზად ზედმეტად ბანალური პასუხი გქონდა.ჩემი პრობლემებია და არ მინდა შენც შეგეხოს...
-ესე არ არის...მიჩვეული ვარ ბავშვობიდან საკუთარ პრობლემებს მე ვაგვარებ და უბრალოდ მეუცხოვება სხვისი დახმარების ხელი.
-მაგრამ დეიდაშენის ყოფილი საყვარლის დახმარება მაინც მიიღე.-გაეცინა ტატოს.
-არ მიმიღია...მილიონჯერ გავიარეთ ეგ თემა,დავუბრუნებ ვალს.-დევდარიანის და მისი საქციელების ისევ ხსენებამ გააბრაზა კატო.
-ბრაზობ?ჯანდაბა კატო,იმის უარყოფა რომ თავისას მიღწია დევდარიანმა უაზრობაა,დაგაინტერესაა,გამოგიწვია და აგიყოლა დაფარულ ჭიდილში.უყვარხარ,შენ ეს მოგწონს..არ აღიარებ,მაგრამ მოგწონს.
-გაბრაზებულმა გითხრაი...ძალიან ვიყავი შენზე გაბრაზებული და მაგიტომ გითხარი.
-მთავარია მითხარი,მიზეზს რა მნიშვნელობა აქვს?მე რომ ვხედავდე შენც ისევე გინდა ჩემთან როგორც მე შენთან...ბრძოლას აზრი ექნებოდა.მაგრამ ვერ ვხედავ...ვერ ვხედავ პატარავ...გაურკვევლობაში ხარ,დაბნეული,არ იცი რა გინდა.არც ჩემი გაშვება გინდა და ვერც საკუთარ სურვილებს ეწინააღმდეგები.აღიარე რომ გაინტერესებს ეს უცნაური ურთიერთობა რაც ქვეცნობიერად გაქვს იმ ნაბიჭვ*ართან....
-დრო გვჭირდება დასაფიქრებლად...უბრალიდ ტაიმაუტი,ყველანაირი შეხლა -შემოხლის გარეშე,ცივილურად.მარტო მინდა ყოფნა,დაფიქრება.-სახეზე ხელები აიფარა კატომ.
-კარგი...მოგცემ დროს.ცალ ცალკე ყოფნა არც ერთს არ გვაწყენს.არ მინდა ჩემი სიყვარულიც გაუფერულდეს,არ მინდა ის ხიბლი დაგეკარგის ჩემს თვალში რამაც შენამდე მომიყვანა...კარგი.დრო მეც მჭირდება,მეც მინდა დაფიქრება და გადახარშვა რაღაც რაღაცეების გადახარისხება.
ფიქრის შემდეგ თუ აღმოაჩენ რომ შენც იმას მთავაზობ,ის გინდა ჩემგან რაც მე...იცი სადაც მომძებნო.თუ არა და საერთოდ არ გამოჩნდე,რადგან არ მინდა ხელახლა ჩამომენგრას თავზე იმედის კოშკები...თუ არ გამოჩნდები,მეც გადაგხაზავ...არ დაგელოდები კატო,უბრალოდ შენი გულიდან ამოშლა გამიჭირდება,თუ მომისწარი კარგს იზამ..თუ არა და იმედი მაინც აღარ გამიცრუვდება.
-მადლობა-ამღვრეული თვალებით შეხედა კატომ.
-შემდეგ ნახვამდის კატერინა...
სავარძლიდან წამოდგა ტატო და კიდევ ერთხელ დახედა ჩხეიძეს,რომელიც საკუთარი სახელის ამ ფორმაზე ცარცივით გაფითრდა და ყელში მოწოლილმა ცრემლმა ცხვირის წვერი ავის მომასწავლებლად აუწვა.ხმის ამოღებაც არ უცდია რადგან პირს თუ გააღებდა გარდაუვალი იყო დიდი მოთმინების შედეგად შეკავებული ქვითინის გარეთ გამოხეთქვა.რომელიც წამი წამზე იფეთქებდა...თვალი აარიდა ბიჭს და ათრთოლებული თითები მაგიდის ქვეშ დამალა.

********
სახლის სპორტულებში გამოწყობილი სასტუმრო ოთახის უზარმაზარ სავარძელში, ნახევარი ტანით გადაწოლილიყო და ფეხები ჟურნალების მაგიდაზე შემოეწყო,რომლის ბოლოშიც ფუმფულა ნოხზე ფეხმორთხმით მოკალათებული ნიცა ბანქოს შლიდა.გოგონას თბილი სპორტულები ეცვა თავზე კი უაზროდ აბურდვოდა თმები.ისეთი სერიოზული სახით დაჰყურებდა ბანქოს დევდარიანი სიცილს ვერ იაკავებდა,კალთაში დაუკითხავად მოკალათებულ ფაშას რიტმულად ეფერებოდა თავზე და მოთმინებით აიგნორებდა მის განაბულ კრუტუნს.დილიდან სახლში იყო,გარეთ გასვლა არც უფიქრია,სახლიდან აგვარებდა საქმეებს. შუადღეს დათომ შემოუარა რამდენიმე წუთით და დეტალურად მოახსენა ახალი წამოწყებული საქმის დეტალები,თან საათს დაჰყურებდა წამდა უწუმ რაც იმას ნიშნავდა რომ სულაბერიძეს ერთი სული ჰქონდა სადღაც გამძვრალიყო.დაჩი მიხვდა ეკლებზე მჯდარი ძმაკაცის ცმუკვის მიზეზს და სპეციალურად აჭიანურებდა მისი გაშვების ამბავს...ბევრი ისეთი კითხვა დაუსვა რაც საერთოდ არ ეხებოდა იმ საქმეს რაზეც საუბრობდნენ, ბოლოს სულაბერიძემ გვარიანად შეაგინა და სახლიდან გიჟივით გავარდა,პაემანზე აგვიანებდა ბიჭი.ერთი კვირა იყო გასული კატერინას ბოლო ნახვიდან,ცდილობდა არ ეფიქრა მაგრამ თავს ვერ ერეოდა და მაინც მტკივნეულად აწვებოდა მონატრება, რომელსაც სიგიჟემდე მიჰყავდა...მაგრამ ვაჟკაცურად იდგა.ჯერ ჯერობით ესე იყო საჭირო...ცოტა თავისუფლება სჭირდებოდა ქალბატონ კატერინას,რათა კარგად გადაეხარშა ჯავახიასთან დაშორების ამბავი...ცოტა დალაგებულიყო და შემდეგ ახალი შეტევის დროც დადგებოდა.მოთმინება...მოთმინება იყო საჭირო.დევდარიანს კი მიზნამდე მისაღწევად რკინის ნერვები და კარგი მოთმინების უნარი ჰქონდა.
-ბიზნესი თუ ჩამივარდება მშივრები არ დავრჩებით...სახლში მკითხავი ზოია მეზრდება.-ვეღარ მოითმინა და გაეცინა ნიცას სახეზე.
-ბატონო?-ცალი თვალით ამოხედა ნიცამ ახარხარებულ მამას.-იღადავე და...ამართლებს.
-ბაბულას შენ ხომ არ უმკითხავე, გუშინ დაზაფრული მომეჩვენა...
-მამა...-გაეცინა ნიცას.
-კარგი ჰოო...არავის ვეტყვი..ჩემი და შენი საიდუმლო იყოს.-ხელები დანებების ნიშნად ასწია დევდარინმა და ხმამაღლა ახარხარდა.მისი ხარხარისგან შეწუხებულმა ფაშამ თავი უკმაყოფილოდ ასწია და მისი მუხლებიდან იატაკზე გადაინაცვლა.-არ თქვი ბარბარესთან მივდივაროო?
-ბარბი მოვა დღეს და აქ დარჩება...-ბანქო გვერდით გააცურა ნიცამ.-ყველაფერი მტკივა,რას აიტეხე ეს ვარჯიში ვერ გავიგე?-ცხვირი აიბზუა და სავარზელს ზურგით მიყრდნობილმა ტუჩები დაბრიცა.
-გასივდები მამიკო,გეზარება ადგილიდან დაძვრა,მსუქანი და შინაბერა გინდა დარჩეე?
-დაჩიიი!!!-ხმამაღლა წამოიყვირა ნიცამ.
-კარგი.. მსუქანი,შინაბერა და უხასიათო...ჯერ სამი დღეა რაც ვარჯიშობ და უკვე გეზარება.
-შენ რატომ ხარ სახლში ამ დროს?-თემის შეცვლა გადაწყვიტა ნიცამ.
-გვიან გავალ...-უკან გადაწია თავი და თვალები დახუჭა.
-სად?-ინტერესით მიაშტერდა ნიცა.
-საქმეზე.
-ამ კვირის ბოლოს ექსკურსიაზე მივდივართ...სანამ კარგი ამინდებია წავიდეთო კლასის ხელმძღავენლამა.
-მერე?
-მერე მშობლებიც მოდიან და შენც უნდა წამოხვიდე.
-კარგი და სად მივდივართ?
-ჯანდაბა,რავიცი ორი ვარიანტი აქვთ და კვირის ბოლომდე ერთ ერთს ამოირჩევენ ალბათ.
-იმედი მაქვს კვირის ბოლოს ცა ჩამოინგრევა.-გაეცინა დაჩის.
-ხმამაღლა მაინც ნუ ამბობ...
-აუ,წამომცდაა?
-მა...-შეპარვით დაუძახა ნიცამ,რაც იმას ნიშნავდა რომ რაღაც სათხოვარი ჰქონდა. კარგად იცნობდა შვილს ამიტომ თავი წამოსწია.
-რა უნდა მთხოვო?-თვალები ეჭვით დააწვრილა და ოდნავ გვერდით გადახრილი თავით დააკვირდა.
-ისეთი არაფერი...-სახე დამანჭა ნიცამ.
-მაინც?
-პიცა...-უცებ წამოიყვირა.
-მშიერი ხარ მაა?-სახე თანაგრძნობით დამანჭა დაჩიმ და გაეცინა.-შეუკვეთე,მე რას მეკითხები?
-გამარჯობა,ფული სად მაქვს?ჩემი ხუთი ლარით შევუკვეთოო?
-ნუ მახვევ ნიცა...სანამ გავალ შეუკვეთე.სასჯელი მაინც არ მოგეხსნება...თვის ბოლომდე.მე შენ გარიგება შემოგთავაზე მაგრამ შენ არაო..ხოდა დასჯერდი ხუთ ლარს.
-კარგი ჰოო...
-პიცის ფულს დაგიტოვებ.-სავარძლუდან წამოდგა დაჩი და სანამ ოთახიდან გავიდოდა შვილთან დაიხარა.-კოცნა დაგავიწყდა.-ლოყა მიუშვირა და თითით ანიშნა.
-ღმერთო, რა თავმდაბალი ხარ?-გაეცინა ნიცას და ხმაურით აკოცა ლოყაზე.-მიყვარხარ..სულ... სულ...სულ ყველაზე მაგრად.
********
ღამის თორმეტი საათი შესრულებულიყო,სათვალე მოიხსნა და ამწვარი თვალები მოისრისა.სასწავლი თავზე საყრელად ჰქონდა,სამსახურის გადამკიდეს გვიანობამდე უწევდა მეცადინეობა, მაგრამ საწუწუნოდ ნამდვილად არ ჰქონდა საქმე.სახლში სასიამოვნოდ თბილოდა,პიჟამას შარვალსა და თბილ სვიტერში გამოწყობილიყო,ფეხებზე კი ფუმფულა წინდები ამოეცვა,სამზარეულოში გასულმა მოზრდილ ფინჯანში ჩაი გაიმზადა და ოთახში დაბრუნებულმა ტელევიზორს მანამდე გათიშული ხმა ჩაურთო.როცა სახლში იყო სულ ჩართული ჰქონდა ტელევიზორი,მაგრამ ხმას ყოველთვის უთიშავდა,იშვიათად უყურებდა,თუმცა სიამოვნებდა ჩართული რომ.იყო.გამათბობელი კარგად ათბობდა მის ერთ ოთახიან ბინას რომელიც საკმაოდ კომფორტული იყო მისთვის ფასიდან გამომდინარე,მეპატრონეს კოსმეტიკური რემონტი გაეკეთებინა და საწუწუნო ნამდვილად არაფერი ჰქონდა.სამზარეულო,ვიწრო დერეფანი,საძინებელი და ვანა ტუალეტი.საძინებელში ერთი სავარძელი,საწოლი, ტანსაცმელების კარადა და მაგიდა განეთავსებინათ რომელზეც ღამის სანათთან ერთად ლეპტოპი და წიგნების და ქსეროქსების მთა აღმართლიყო.იატაკზე დაფენილი ცისფერი ნოხი,საოცრად ეხამებოდა ფანჯარაზე დაშვებულ ფარდებს.თავიდანვე მოეწონა ბინა და დიდხანს არ უფიქრია ისე გადმოვიდა.ზედმეტად კეთილმა "ხაზეიკამ"რომელიც ასაკოვანი, თეთრი პირი სახის ქალი აღმოჩნდა,მართალია თავის გამონაცვალი მაგრამ მაინც კარგად შენახული მაცივარი და საერეცხის მანქანა მოუტანა,არც გამათბობლის დამონტაჟება დავიწყებია.საშუალო ზომის ტელევიზორი კი ლეპტოპის ყიდვის დროს მაღაზიაში გამართულ გათამაშებაში მოიგო.ძალიან გაუხარდა,თავი ისეთი იღბლიანი ეგონა არც კი დაუფარია სიხარული..თურმე ელემენტარულმაც შეიძლება გააბედნიეროს ადამიანი.ახსოვს ტელევიზორი,რომელიც დედას მორიგმა საყვარელმა მოუტანათ და დღენიადაგ ლომბარდში ეგდო, რაც ძალიან სწყვეტდა გულს პატარა კატოს.არც კომპიუტერი ჰქონია და ტელეფონიც თვრამეტი წლისამ საკუთარი პირველი ხელფასით შეიძინა,იაფფასიანი "ნოკია" რომელსაც შვილივით უფრთხილდებოდა.წარსულის ფიქრები ხელის აქნევით მოიშორა თავიდან.კეფაზე შეკრული თმა რომელიც ჯერ ისევ ნესტიანი ჰქონდა,გაიშალა და თითებით ჩამოივარცხნა.ჩაი მოსვა და ტელევიზორის ეკრანს მიაშტერდა.
მისი ბავშვობის ფილმი გადიოდა,რომელიც ალბათ მილიონჯერ ჰქონდა ნანახი მაგრამ მილიონ მეერთედ უყურებდა სიამოვნებით.გაეღიმა და ხმას აუწია.ფეხები სავარძელზე აიკეცა და ჩაის ფინჯანს ორივე ხელის თითები შემოხვია.ჯულია ტობერტსი მეორედ გარბოდა საკუთარი ქორწილიდან..."გაქცეული პატარძალი" უბერებელი ფილმი".უბერებელი, ნიჭიერი მსახიობებით და საოცრად სასიამოვნო ემოციებით,ყველა დეტალი,წვრილმანი,რომ გითრევს და ღიმილს ვერ იმორჩილებ.გაგიჟებული რიჩარდ გირის პერსონაჟი: ჟურნალისტი აიკი, დაუმორჩილებელი მეგის ხელში.რომელიც მასაც ისე მოექცევა როგორც წინა ორ საქმროს.ქორწილიდან გაექცევა ცხენით...ტელეფონის ხმამ გამოაფხიზლა,ტელევიზორს ხმა დაუწია და ნომერს დახედა.უცხო ნომერი იყო.რამდენიმე წამიანი ყოყმანის შემდეგ მაინც უპასუხა.
-სახლში ხარ?-ნაცნობი ხმა ელვის სიწრაფით გავრცელდა მის სხეულში და გული უცნაურად შეეკუმშა.მოულოდნელობისგან თითქოს ენა ჩაუვარდა და პასუხის გაცემა ვერ მოახერხა.რასაც ჩაცინების ხმა მოჰყვა.-ვგიჟდები, ჩემს გამოჩენაზე გული საშინლად რომ გეკუმშება.
-ასეთ დროს რატომ მირეკავ?-ძლივს მოახერხა ენის მოტრიალება.
-მაშინ პირადად დაგელაპარაკები,კარი გამიღე.
-რა?აქ ხარ?...-სავარძლიდან დამფრთხალი წამოვარდა და ოთახში წინ და უკან მოჰყვა სიარულს.
-კარები გამიღე კატერინა!-ხმა შეეცვალა დევდარიანს და ტელეფონი გათიშა.გაოგნებული დააშტერდა გათიშულ ტელეფონს,არ გაუღებდა..ხო, როგორც მოვიდა კეთილი ენება და ისე წაბრძანებულიყო უკან.საერთოდ არ სურდა მისი ნახვა,მით უმეტეს ლაპარაკი.საკუთარ თავთან ხელჩართული ბრძოლა ჰქონდა გამართული კარზე დარეკილი ზარის ხმა რომ მისწვდა მის სმენას.რა უნდა ექნა არ იცოდა..იქნებ სჯობდა გაეღო და ნორმალურად აეხსნა რომ მისი ესე მოსვლა სულაც არ იყო კარგი საქციელი და სჯობდა წასულიყო?ან იქნებ ყურადღება არ მიექცია და დაიღლებოდა და წავიდოდა? ბრახუნს და ყვირილს რომ არ დაიწყებდა ასი პროცენტით იყო დარწმუნებული, რადგან დევდარიანი იმ კატეგორიას არ მიეკუთვნებოდა თავი ესე დაემცირებინა.
-ჯანდაბა შენს თავს.-წამოიყვირა მორიგ ზარზე და კარისკენ დაიძრა.
ფართოდ გამოაღო და ზღურბლზე მდგარ დაუპატიჟებელ სტუმარს გაბრაზებული მზერა შეანათა.თავ ჩახრილი მამაკაცი, ორივე ხელით კარის ჩარჩოს მიყრდნობოდა.კარის ხმაზე თავი ზედმეტად ფრთხილად ასწია და თხემით ტერფამდე ისე შეათვალიერა ჩხეიძე თითქოს პირველად ხედავსო.სველი თმიდან რომელიც შუბლზე ჩამოშლოდა წყლის წვეთები ქვემით მოიწევდნენ და სახის გავლით ქურთუკის საყელოში იმალებოდნენ.გარეთ წვიმდა.დევდარიანს თვალები ამღვრეოდა და ჩასწითლებოდა.დაჭიმული ყბის ძვლებით ხარბად ისუნთქავდა ჟანგბადს და თითქოს თავის ხელში აყვანას ცდილობდა.
-აქ რას აკეთებ?
-შენს სტუმართ მოყვარეობას ვამოწმებ.-დაუპატიჟებლად გადააბიჯა ზღურბლს და გაოგნებული ქალისკენ დახრილმა ხმაურით აკოცა ლოყაზე.
-რა?
-გეხუმრე...მომენატრე!ჰო, ამის დედაც... მაგრად მომენატრე-ხელი ოდნავ უბიძგა მკერდზე და კარი ხმაურით მიხურა.კატომ გააზრებაც ვერ მოასწრო ისე მიიმწყვრდიეს კედელთან და მის სახესთან დახრილი ვნებიანად დააცხრა სავსე ბაგეებზე.თითქოს შეეწინააღმდეგა, მაგრამ მანამდე სანამ მამაკაცის თითები მის წელზე გადაინაცვლებდნენ და სვიტერის ქვეშ ურცხვად შემძვრალნი ზემით, მკერდისკენ გაიწევდნენ,გზად კი თბილ სვიტერსაც გაიყოლებდნენ.უცნაურად სასიამოვნო სურნელი ასდიოდა დაჩის, სუნამოსთან შერეული წვიმის გრილი სურნელი...მხოლოდ შემოდგომის მიწურულს რომ იცის.კანზე გრძნობდა გაყინულ თითებს,მის შეხებაზე წამში რომ მოახდინეს რეაგირება კერტებმა და დასკდომამდე დაიბერნენ,გრილი ტუჩები მაღალ ყელს უკოცნიდა და ლავიწების გავლით მიიწევდა ქვემოთ.სველი თმები ეხებოდა და ორგაბიზმი ხან საშინლად უხურდა, ხან კი სიცივის შეხება აფხიზლებდა.ერთიანად ათრთოლებულს ტვინში განგაშის სიგნალებს უგზავნიდა ქვეცნობიერი.გულს,გახეთქვამდე რომ მისულიყო ისეთ რიტმში ფეთქავდა,გონებასთან გაეჩაღებინა ხელჩართული ბრძოლა,მაგრამ ვერ აფხიზლებდა.დევარიანის სიახლოვე,მისი სურნელი და შეხება,რომელსაც თან ახლდა მთავარი იარაღი: ვნებიანი კოცნა.სრულიად თიშავდა და ერთადერთი რაც რეალური იყო ეს დევდარიანი და დაუოკებელი ვნება გახლდათ.
-დაჩი...-მერამდენედ შეეცადა გამოფხიზლებას.-დაჩი,გაჩერდი.
არ გაჩერებულა,საჯდომზე ჩააფრინდა ძლიერი თითებით და ჰაერში ბუმბულივით აიტაცა,მჭიდროდ მიიმწყვრდია კედელთან და წელს ზემოთ შიშველს მთელი მონდომებით უკოცნიდა მკერდს.გრილ ტუჩები, ენის წვერმა ჩაანაცვლა,ნაზად რომ შეეხო და სრულიად წაართვა წინააღმდეგობის უნარი.ადუღებული სისხლი შხუილით მიასკდა წვრილ კაპილარებს,თითქოს დახეთქა და მუცლის არეში ჩაეღვარა.პატარა კრისტალებად დაშლილი სიამოვნების იმპულსები,წამის მეასედში გავრჩელდა და ტუჩებს დაუკითხავად წაცდენილი ოხვრაც რეტიანივით მიაწყდა კედლებს.გატყდა ჩხეიძე,ჯანდაბაში მოისროლა ყველა და ყველაფერი,უბრალოდ დანებდა!
-მიყვარხარ,ღმერთო..სიგიჟემდე მიყვარხარ კატერინა...
დერეფანში ხმაურით დაეცა დევდარიანის ქურთუკი,სავარაუდოდ ჯიბეში მოთავსებული ტელეფონის და მანქანის გასაღების დამსახურებით.საძინებელში,ერთ ადგილია ხის საწოლზე კი ზედმეტად უხმაუროდ ჩხეიძის სანახევროდ შიშველი სხეული.კოცნაში აყოლილი,წვრილი თითებით ამაოდ რომ ებრძოდა მამაკაცის პერანგის ღილებს.შემდეგ ძლიერ მკერდზე ჰკოცნიდა და შიგადაშიგ კბილებსაც აშველებდა.აგიჟებდა ის ფაქტი რომ დაჩი მისი სიახლოვისგან გიჟდებოდა,მისი ემოციების შემხედვარეს კი სურდა სრულიად გადაეყვანა ჭკვიდან.სრული სიშიშვლე და იდეალური სხეული,ჯერ არ განცდილი სიამოვნებისგან ერთიანად რომ თრთოდა,ურცხვი კვნესის ხმა და მოლოდინი.თითქოს შეფარული შიშით აღსავსე.თუმცა მამაკაცი არ ჩქარობდა,დაუღალავი ალერსით აგიჟებდა და თითქოს საუკეთესო მომენტს არჩევდა,მომენტს როდესაც სრულიად გამოთიშული ჩხეიძისთვის მხოლოდ მისი შეხება იქნებოდა რეალური და სიახლოვე...მხოლოდ დაჩი და ოკეანის ურჩი ტალღასავით მოხეთქილი სიამოვნების ზენიტი.
-მიყვარხარ,მიყვარხარ...-ქალის ტუჩებზე ჩურჩულებდა კოცნებს შორის,რომლის წვრილი მკლავებიც მჭიდროდ შემოხვეოდა კისერზე,თვალებში უყურებდა ამღვრეული მზერით და მამაკაცის ხმა,ყველა ბგერა,კანის ქვეშ უძვრებოდა.-ჩემი კატერინა...
-შენი კატერინა...-კეფაზე შემოხვია თითები და თავად აიყოლა ვნებიან კოცნაში.თეძოზე მტკივნეულად წაჭეილი დევდარიანის თითები და ორი სხეულის ერთობა.ლარივით დაიჭიმა მამაკაცის სხეული ყრუდ ამოიგმინა, ტუჩზე ჩაფრენილი კატოს კბილების გამო...თეძოდან თითები მოაშორა და ყბებზე მოავლო,აწყლიანებულ ნაცრისფერენში ჩახედა და ზედმეტად თბილი და მზრუნველი ხმით ამოიჩურჩულა:
-მოდუნდი პატარავ...მოდუნდი და სიამოვნებაზე იფიქრე.-ეს რაღაც გიპნოზის მაგვარი გახლდათ,ისე დაჰყვა მის სიტყვებს კატო თავადაც ვერ გაიაზრა,უყურებდა მის შავ თვალებს,გრძნობდა მის სიახლოვეს და მარჯვენა ხელს რიტმულ მოძრაობასთან ერთად სხეულზე რომ ეფერებოდა,ჯერ მუხლში მოხრილ ფეხზე,თეძოზე,წელზე და სულ ბოლოს მკერდზე.გრძნობდა ტუჩებს წამს რომ არ ჰკარგავდა და მის ბაგეს წაცდენილ ყველა ოხვრას უხშობრა.უცნაურად სასიამოვნო იმპულსები ნელ ნელა რომ მიათრევდა ფინიშამდე.მოძრაობის აჩქარებული რიტმი და თითქსო გაურკვევლობა, არ იცოდა რა უნდა ექნა დევდარიანის ხმამ კი თითქოს მიმართულება მისცა:
-მიდი ჩემო სიცოცხლე, გამახარე!
და აი,შუბლით გაარღვია ყველა არსებული და არარსებული ჯებირები,ერთიანად დაეჭიმა სხეული...ხმამაღლა წამოიკივლა:
-ჯანდაბა-და პირდაპირ თავით გადაეშვა სიამოვნების მორევში.რომელმაც ჩაითრია და ერთიანი თრთოლვით გაანთავისუფლა სხეული.ფეხდაფეხ მიყოლილმა დევდარიანმა,სახე მის კისერში ჩარგო და ენერგიისგან სრულიად დაცლილს რამდენჯერმე აკოცა.
-ჩემი სურნელი გაქვს...-ამოიჩურჩულა და ყბის ძვალზე გადაინაცვლა.-შეიძლება ამ ღრამით შენთან დავრჩე?
კითხვა იმდენად გულწრფელი იყო,თითქოს კითხვით ტონთან თხოვნაც გაჟღენთილიყო დიდი დოზით.მილულული თვალები გაახილა და ჯერ ისევ ზედმეტად ახლოს მყოფს,რომელიც სახეზე აკვირდებოდა თვალებში შეხედა.
-კი,შეიძლება.
თურმე სიტყვებსაც შეუძლიათ უსაზღვროდ გააბედნიერონ ადამიანები და სწორედ ეს ხდებოდა ამ წამს.ერთი შეხედვით თითქოს ამოუხსნელი დევდარიანის გამომეტყველება შეცვლილიყო და მისი ადგილი მილიონ ემოციას დაეკავებინა.გვერდით გადწოლილმა მჭიდროდ მოხვია ქალს მკლავები და სხეულზე მიიხუტა, უსაზღვროდ ბედნიერი იყო,ენით აღუწერელ ემოციებს თავს ვერ უყრიდა და მთელი ღამე ისე გაათენა სანტიმეტრითაც არ მოშორებია ქალს..რომელზეც სიგიჟემდე იყო შეყვარებული.რომელსაც ცხვირი მამაკაცის კისერში ჩაერგო და საერთოდ არ იყო წინააღმდეგი ამ სიახლოვის.დილამდე მშვიდად ეძინა და ზუსტად დაჩის მკერდთან ფეთქავდა რიტმულად მისი გულიც.скачать dle 11.3



№1  offline წევრი დარინა

სადღაც ტატოც შემეცოდაა, მას ნამდვილად უყვარს უტვინო კატერინა, რომელიც ორ კურდღელს ერთად დასდევს, ძალიანაც მაგრად სიამოვნებს ჩემ დაჩიკოსრომ უყვარს, რომ კითხო ვერ იტანს, აი მგონი შენ წალ პერსონაჟებში ყველზე მეტად ვერ ვიტან, ცოტა ამპარტავანი ვინმეა და იმედია რქებს წაიმტვრევს, ხომ
იცი დაჩი მხოლოდ ჩემია და გამოუშვი ჩემთან და ყველა ვიქნებით ბედნიერი კატო ტატოსთან მე დაჩიკოსთან ????????????????, საიცრებების შექმნა მხოლოდ შენ შეგიძლია რადგან ასეთი შენ ხარ ხომ იცი ვგიჟდები შენზეეე.

 


№2 სტუმარი ლილი

ვ ა ი მ ეეეეე ეს რა ცეცხლი დააანთეეეეეეე ვაიმე!!! ვკვდები ვიწვი აფჰმნფჰვ!
ცოტახანიმაცადეთ შეფასებისთვის დავბრუნდები თორე ჯერკიდე შოკშივარ!

 


№3 სტუმარი სტუმარი თათუ

წინა თავზე შენი კომენტარის მერე დადარაჯებული გელოდი :დ

ბიჭოო,რა კაცია ეს დაჩი.
მე, მაგალითად, კატოს ვერ ვამტყუნებ.
როცა მის ცხოვრებაში გამოჩნდა ტატო, მოეწონა ვარიანტი და სცადა. მაგრამ ძალიან მალევე გამოჩნდა განა უფრო სიმპატიური, ან მდიდარი, არამედ მისი მეორე ნახევარი დაჩი
თან გამოჩენაცააა და გამოჩენაც
დაიბნა კატო და აზრზე კი უნდა მოიყვანოს ამ ღამემ..ჩვენ ვიკითხოთ თორე

რაც კაია, კაია რა❤️

 


№4 სტუმარი სტუმარი ნინა

სულო ამოდი და წადი
ღმერთო ეს რა იყო...
ბრავო

 


№5 სტუმარი ნინა.

აუუ არ მეყო ფეფოო:) კიდევ მინდა მალე დადერა გთხოვ☹️♥️♥️

 


№6 სტუმარი სტუმარი ლინდა

ყველა კატოს ნაირ ქალს შევე/ცი.
ერთადერთი ისტორიაა სადაც ესე შემაზიზღეს თავი ქალმაც და კაცმაც.
გოგომ რაღაცეები გეჩვენებაო და წინა დღეს ლოგინში ჩაუგორდა დაჩის.
დაჩიზე საუბარიც აღარ მინდა ისეთი სი/რი კაცია...
ყოველი თავი უფრო გულის ამრევია და საწყალი ტატო.

 


№7 სტუმარი ფეფო

სტუმარი ლინდა
ყველა კატოს ნაირ ქალს შევე/ცი.
ერთადერთი ისტორიაა სადაც ესე შემაზიზღეს თავი ქალმაც და კაცმაც.
გოგომ რაღაცეები გეჩვენებაო და წინა დღეს ლოგინში ჩაუგორდა დაჩის.
დაჩიზე საუბარიც აღარ მინდა ისეთი სი/რი კაცია...
ყოველი თავი უფრო გულის ამრევია და საწყალი ტატო.

ჯერ ერთი წინა დღით კი არა თუ კითხულობ რამდენ ხანში ვითარდება მოვლენა მაგას გადაახტი ეტყობა.მეორე: ნერვებს მოუფრთხილდი და ნუ კითხულობ.ნუ კითხულობთ..
ნუ კითხულობთ რა განერვიულრბთ? რაღაც გულს მირევდეს და კიდევ იქით მივიწევდე მაზოხიზმია

ნინა.
აუუ არ მეყო ფეფოო:) კიდევ მინდა მალე დადერა გთხოვ☹️♥️♥️

არადა არ იყო პატარა თავი :)) მალე ვერა,თავის დროზე დავდებ. :*

სტუმარი ნინა
სულო ამოდი და წადი
ღმერთო ეს რა იყო...
ბრავო

მადლობა უღრმესი :*

სტუმარი თათუ
წინა თავზე შენი კომენტარის მერე დადარაჯებული გელოდი :დ

ბიჭოო,რა კაცია ეს დაჩი.
მე, მაგალითად, კატოს ვერ ვამტყუნებ.
როცა მის ცხოვრებაში გამოჩნდა ტატო, მოეწონა ვარიანტი და სცადა. მაგრამ ძალიან მალევე გამოჩნდა განა უფრო სიმპატიური, ან მდიდარი, არამედ მისი მეორე ნახევარი დაჩი
თან გამოჩენაცააა და გამოჩენაც
დაიბნა კატო და აზრზე კი უნდა მოიყვანოს ამ ღამემ..ჩვენ ვიკითხოთ თორე

რაც კაია, კაია რა❤️

ხო გვიან მომიეია ატვირთვა. :* მადლობა ეომ მელოდებოდი

 


№8 სტუმარი სტუმარი მანანა

საოცარია, იმედია ყველაფერი დალაგდება, კიდევ ერთხელ მადლობა.

 


№9 სტუმარი ფეფო

დარინა
სადღაც ტატოც შემეცოდაა, მას ნამდვილად უყვარს უტვინო კატერინა, რომელიც ორ კურდღელს ერთად დასდევს, ძალიანაც მაგრად სიამოვნებს ჩემ დაჩიკოსრომ უყვარს, რომ კითხო ვერ იტანს, აი მგონი შენ წალ პერსონაჟებში ყველზე მეტად ვერ ვიტან, ცოტა ამპარტავანი ვინმეა და იმედია რქებს წაიმტვრევს, ხომ
იცი დაჩი მხოლოდ ჩემია და გამოუშვი ჩემთან და ყველა ვიქნებით ბედნიერი კატო ტატოსთან მე დაჩიკოსთან ????????????????, საიცრებების შექმნა მხოლოდ შენ შეგიძლია რადგან ასეთი შენ ხარ ხომ იცი ვგიჟდები შენზეეე.

წაიყვანე,გითმობ დაჩის.თუ გინდა შეგიფუთავ და ფოსტით გამოგიგზავნი :დ:დ ხო ადამიანურად ცოდოა ტატო უარგისი ძმის ხელში რომწლიც სულ პრობლემებს უქმნის.ისე მეტი არანაირად არ არის საცოდავი...ამ ისტორიაში ყველაზე მართალი კაცი ტატოა და ადამიანურობა და "ლენჩობა" ბევრს ერევა.თავის მხრივ დაჩიც მართალია ოღონდ კატოსთან მიმართებაში,არასდროს დაუშვია კატოსთან შეცდომა და არც კი შემეკამათოთ :დ:დ:დ საყვარელი ქალისთვის ყველაფერს აკეთებს.მეორეს მხრივ,კატოს გარდა დაჩი ზუსტად ის ადამიანია რაც იდეაში იყო...ორი რადიკალურად განსხვავებული ადამიანი.ყველაფერზე წამსვლელი...და იმის მტკიცება რომ ბიზნესი ვინმემ სუფთა ხელებით ააწყო და ალალ მართალი კაცია სასაცილოა.მოკლედ იდეაში ორი რადიკალურად განსხვავებული ადამიანი მყავს დაჩი და ტატო რომელიც დევდარიანისგან განსხვავებით ჩვეულებრივი ბიჭია,რაც მთავარია აქვს თავისი სიმართლე. რატომღაც ისტორიის ისე აღქმა როგორც ჩანაფიქრშია და როგორც იწერება ბევრს არ შეუძლია და უბრალოდ კითხულობენ ზერელედ და რომ კითხო დააფიქსირე შენი აზრი რა შთაბეჭდილება დატოვა: ფუუუ..გულისამრევია.ცხოვრებაა თავიდან ბოლომდე გულის ამრევი,ბისაც ყველაფერი აქვს ის აღწევს მწვერვალებს.სამწუხარო ფაქტია მაგრამ ეს ჩემი მოგონილი არ არის,სამწუხარო ფაქტია.ხო და იმის მტკიცება რომ დევდარიანი ახვა*რია.ისტორია ბანძია...ფუუ გული ამერია...ისტორის ზუსტად ის არის რასაც ვწერ...რისი გაკეთებაც მინდოდა და გამოდის ზუსტად ის არანაირი აცდენა ჩემს ჩანაფიქრთან.მოკლედ შენს კომენტარს მივაბი ამხელა მოსაზრება :დ:დ:დ უბრალოდ ერთი თხოვნა,რჩევა ან რავიცი რაც გინდა დაარქვით.ვისაც ნერვები გეშლებათ,ვინც თვლის რომ მაინც და მაინც რადგან ისტორიაა უნდა იყოს ზუსტად ის რაც გვესიამოვნება,მიგვეწონება და იწერებოდეს ვარდისფერი სათვალიდან დანახული ამბავი...მაგას ჩემთან ვერ წაილითხავთ.ნერვებს ნუ მოიშლით ჩემო საყვარლებო...უღრმესი მადლობა რომ კითხულობთ(წამოძახება არ არის საჭირო როგორც გაბრაზებულზე გვჩვევია: მადლობა მოიხადე რომ ვკითხულობთ :დ:დ მადლობა.მადლობა რომ კითხულობთ,არ გაბრაზდეთ და თუ ნამდვიკად არ ჯდება თქვენს გემოვნებაში გაატარეთ.

მიყვარხართ თითოეული თქვენთაგანი.
ოატივისცემით ფეფო!

 


№10 სტუმარი სტუმარი ლია

სასწაული ხარ,ერთი სული მაქვს როდის დადებ ახალ თავს.

ლინდა ნერვებს გაუფრთხილდი, კატოს დეიდასავით ხომ არ მიგატოვეს????

 


№11  offline წევრი იზუკა

აი დაჩის გულწრფელობაზე ვგიჟდები კატერინასთან-რაღაცნაირად ბავშვივით უცოდველი ხდება ამ დროს მთელი მისი არსება ????
თავიდანვე მომწონდა მე დაჩი, უხეში, ამპარტავანი, ცუდი ბიჭი, მაგრამ საოცრად მოსიყვარულე! აწი მაინც აგრძნობინოს კატომ თავისი გრძნობები და იქნებ უკეთესობისკენაც უცვალოს ფერი..თუარადა იყოს ასეთი მე მაინც მომწონს..

 


№12  offline წევრი Marryam

ეს ტატო მგონი მარტო მე არ მეცოდება ;დ რა სადისტი ვარ ;დდ ჯერ ერთი პირველი დაჩიმ შეამჩნია და კატო და სულ არ აქვს უფლება ტატოს რამე პრეტენზია ჰქონდეს;დ ავადმყოფ ეჭვიან კქცს ვერავინ ვერ აიტანს ;დ

პ.ს ისტორია და მისი გმირები გულს მირევდეს და მაინც ვკითხულობდე? ღმერთო ჩემო ;დდ ვერაა ეს ხალხი მთლად დალაგებული ;დ

 


№13 სტუმარი უბრალოდ სტუმარი

ფერი ფერსაო მადლი ღმერთსაო ცხოვრება ამ შემთხვევაში ზედმეტად სამართლიანიც კია ორი ნაგავი ადამიანი ერთმანეთს რომ მიაკუთვნა

 


№14  offline წევრი Gvantsa_g

აუ როგორ მიყვარს ეს გადარეული კაცი :*
რა გავაკეთო, ეს ტატო არც ადამიანურად მეცოდება. ზედმეტად ჩვეულებრივი ტიპია, რომელმაც არც კი იცის სიყვარული რა არის.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ და არ დამეზერება ყოველ ჯერზე თავიდან გითხრა, რომ შენზე, შენს ისტორიებზე და შენს გმირებზე (განსაკუთრებით კი "ცუდ ბიჭ" ბერსონაჯებზე) უბრალოდ ვგიჟდები heart_eyes heart_eyes heart_eyes

 


№15 სტუმარი სტუმარი ქეთო

დაჩი არის კაცი რომელსაც შეუყვარდა და ყველაფერს აკეთებს საკუტარი ბედნეირების მოსაპოვებლად... არც კატერინას ვამტყუნებ, ზედმეტი ეჭვიანობა და უნდობლობა ანგრევს ურთიერთობებს, როცა გიყვარს მის მიმართ ეჭვი არ უნდა გიჩნდებობდეს, ტატო კი უნრალოდ არ ენდო????‍♀️ და ვერ მიახწია კატერინამდე სავსე ხელებით, მაშინ როცა დაჩი ცარიელი ხელეფით ცდილობს მის მოპოვებას❤️❣️ფეფო შენ კი შეუდარებელი ხარ....

 


№16  offline წევრი გროსმაისტერი

ეს ვინ ხარ რააააა
აუუ ვერ ვითმენ მომავალ თავამდე და არშეგიძლია უფრო მალე დადოო?
როგორც ყიველთვის ახლაც ძალიან კარგი თავია აბა კარგად
შემდეგ თავამდე❤❤

 


№17  offline წევრი მარუსიკა

ველოდები დასრულებას, რომ კარგად ჩავუჯდე????მიყვარს შენი ისტორიები და შეიძლება სადმე დაწერე უკვე და მე არ ვიცი, ნიკოლოზს როდის დააბრუნებ?მადლობა წინასწარ

 


№18 სტუმარი სტუმარი Nina

Srulad tu dadeb gagvaxareb vinc velodebit saawauli xar shen.

 


№19  offline წევრი ქეთათო4

კატო ერთადერთი ქალია შენს ყველა მოთხრობაში რომელიც ოდანავადაც არ მიზიდავს, არ მომწონს და ჯანდაბა დაჩის ნაირი კაცისთვისაც არ მემეტება.
ძალიან ცუდი ქალია კატერინა ჩემთვის!
ჯავახია თავიდანვე არ მეპიტნავებოდა.
მაგრამ...
დაჩიზე მეკეტება და მის ყველა პირის გაწკლაპუნებაზეც :დდდ
ხოდაააა....
მაგ კატერინამ დააყენოს ეხლა ერთი ადგილი და გამიბედნიეროს ბიჭი, თორემ საკუთარ უნაკლო სხეულს რომლითაც ამაყობს ფოსტით გავუგზავნი :დდდდ
შენზე ლაპარაკით არ დავიღლები ფეფს!❤
მადლობა, რომ ხარ!
მადლობა, რომ შენი მართლაც ძვირფასი თავისუფალი დროდან გვითმობ ამდენს!
მიყვარხარ და შემდეგ თავს ველი გიჟივით :დდდ

 


№20 სტუმარი სტუმარი ლიკა

აუ, ტატომ ახლა ნიცა გამოიყენოს და დევდარიანი აწრუწუნოს, რას ვიცინებ?!

 


№21 სტუმარი სტუმარი ნიაკო

ესეთი უაზრო გოგო არც ერთ მოთხრობაში გყოლია, ძალიან არასასიამოვმო, არაქალური ბავშვია.
თითქმის ყველა ისტორიაში ცეცხლივით ქალები გყავს.
მიმზიდველი და ნამდვილი ქალბატონები ეს გოგო არ ვიცი მე მაგალითად ლაწიკად აღვიქვავ არანაირი ქიმია და მიზიდულობა არ მოდის ამ გოგოსგან...
დაჩისთვის დეიდამისი უფრო მემეტებოდა ვიდრე ეს არსება...
ისე თიკა სადაა მახსოვს ახსენებდა დაჩი :)
ტატო ყველაზე პატიოსანი კაცია და ხალიან საყვარელი, მე დაჩის მირჩევნია ბევრად...

 


№22 სტუმარი სტუმარი მანჩო

კარგი გოგო ხარ. შენი ყველა ნაწარმოები. კარგი და ტკბილია. თავის შინაარსით და. პერსონაჟებით. გულისფანცქალით ველიდები ყოველ ახალ თავს. ზოგზოგიერთებზე კი ნერვები არ აიშალო.

 


№23  offline წევრი Takk.22

არ მესმის რატომ კიცხავთ ასე კატერინას, თუ თქვენ პირველივე ბიჭს გაყევით ცოლად ვისთანაც ურთიერთობა დაიწყეთ, სიმპატია ქონდა ტატოს მიმართ და ცადა ურთიერთობა, რომელიც არ გამოვიდა მისი გრძნობები რა ქნას ,რომ დაჩისკენ გადაიხარა ვერ გაყწია წინააღმდეგობა ვნებას ,ლტოლვას მის მიმართ კაცის რომელსაც ასე გაგიჟებით უყვარს.რაც შეეხება ტატოს სულაც არ მეცოდება კატერინა მასთან რომ დარჩენილიყო მაშინ შემეცოდებოდა როცა არ უყვარხარ მაშინ უფრო რთულია მის გვერდით ყოფნა , ფეფოს რაც შეეხება იმდენად კარგად წერს გულისამრევს ვერაფერს შემოგვთავაზებს, ჩემთვის სასწაული ისტორია ფეფო იმდენად სასწაული რომ ეს თავი დღეს უკვე მეორედ წავიკითხე ყოველთვის საუჯეთესოს წერ და საუკეთესოს გვთავაზობ.

 


№24 სტუმარი okani

dghes iqneba?

 


№25 სტუმარი ფეფო

არ ვიცი იქნება თუ არა ვცდილობ მოვასწრო,დღეს თუ ვერ მოვასწარი ხვალ აუცილებლად.დილიდან გასული ვიყავი საქმეზე რომელიც მესამე მსოფლიო ომს უდრის...ვნახოთ ვერ დაგპირდებით დღეს მაგრამ ვცდილობ.:*

 


№26 სტუმარი Tiko Tikuna

სუპერ გოგო ????????????

 


№27 სტუმარი Nia

Gelodebii. Moutmenkad ikneb shezlo dadeba. Ar ici rogor gelodebii... yvelaze magari gogo xar????

Gulebs kitxvis nishnebat tvirtavs:)

 


№28 სტუმარი სტუმარი ლიზა

ხალხო ღადაობთ ხოოო? გულის ამრევი წერია აქ რამე და მე ვერ ვხედავ? დამანახოთ იქნებ მეც... გულს გირევთ?გაატარეთ... ცუდად წერს? გაატარეთ.... ნერვებს გიშლით და გულზე ცუდად გხვდებათ ამ ისტორიის აზრი და შინაარსი? კიდევ ერთხელ - გააატაააარეეეეთ.... ღმერთმანიიი ...

 


№29  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

აი, ასეთი საყვარელი სახელი რომ გერქმევა, თბილი და ღუნღულა რამეები უნდა წერო და რა ვქნათ, გაფასებთ და იმიტომ ვერ ვატარებთ ასეთ რამეებს რომ წერ..
იმ იმედით ვკითხულობდი, დაჩი მაინც მოკვდებოდა, მარა ისე ვითარდება მოვლენები, ასეთი ღუნღულა სახელის პატრონს რომ არ ეკადრება..
დანტე თუ შეწუხდა საფლავში, მე რაღა დავამატო არ ვიცი დდ მარა მოკალი ეს იდიოტი დაჩი, ცხოვრებაში ერთ დიდ საქმეს მაინც გააკეთებ )

 


№30 სტუმარი სტუმარი ნიტა

დღეს როდის დადებ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent